ტრულისიტი არის გამჭვირვალე და უფერო საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ კალამში. თითოეული მზა კალამი შეიცავს 0,5 მლ ხსნარს. მზა კალამი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. შეფუთვა შეიცავს 2 და 4 ცალ მზა კალამს. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე გაყიდვაში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დულაგლუტიდი (dulaglutide)
- ფორმა და შეფუთვა
- 1,5მგ/0,5მლ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული კალამი № 4
- მწარმოებელი
- _
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ -1-ის (GLP -1) ანალოგები
- ATC კოდი
- A10BJ05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0278
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ტრულიციტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტრულისიტი არის გამჭვირვალე და უფერო საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ კალამში. თითოეული მზა კალამი შეიცავს 0,5 მლ ხსნარს. მზა კალამი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. შეფუთვა შეიცავს 2 და 4 ცალ მზა კალამს. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე გაყიდვაში.
ტრულისიტი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს, რომელსაც ეწოდება დულაგლუტიდი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის მქონე მოზრდილებში სისხლში შაქრის (გლუკოზის) შესამცირებლად (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი) და ხელს უწყობს გულის დაავადებების თავიდან აცილებას.
დულაგლუტიდი მიიღება CHO (ჩინური ზაზუნის საკვერცხე) უჯრედებში რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიის გამოყენებით. ტიპი 2 დიაბეტის დროს თქვენი სხეული არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს და ინსულინის მიღებული რაოდენობა არასაკმარისია ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამ შემთხვევაში სისხლში შაქრის (გლუკოზის) რაოდენობა იზრდება.
ტრულისიტი გამოიყენება შემდეგ სიტუაციებში:
როდესაც პაციენტებში მეტფორმინით (დიაბეტის სხვა პრეპარატი) და მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით ვერ მიიღწევა სისხლში შაქრის ადექვატური კონტროლი
ან როცა დიაბეტის სხვა მედიკამენტები არ არის საკმარისად ეფექტური სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად.
დიაბეტის სხვა მედიკამენტებში ნაგულისხმებია პერორალური მედიკამენტები და/ან ინსულინი, რომლებიც შეიყვანება ინექციის გზით.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მითითებები გამოყენების წესის და დოზის/შეყვანის სიხშირის შესახებ
რეკომენდებული დოზა ცალკე გამოყენებისას შეადგენს 0.75 მგ კვირაში ერთხელ.
შაქრიანი დიაბეტის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას რეკომენდებული დოზაა 1.5 მგ კვირაში ერთხელ. ზოგიერთ შემთხვევაში (მაგ. თუ ხართ 75 წლის ან მეტის) ექიმმა შეიძლება გირჩიოთ საწყისი დოზა 0.75 მგ კვირაში ერთხელ.
თითოეული კალამი შეიცავს ტრულისიტის ყოველკვირეულ დოზას (0,75 მგ ან 1,5 მგ).
თითოეული კალამი ინიშნება მხოლოდ ერთი დოზისათვის.
მზა კალამი შეიძლება გამოიყენოთ დღის ნებისმიერ დროს, ცარიელ ან სავსე კუჭზე. თუ ეს შესაძლებელია, ის ყოველთვის უნდა გამოიყენოთ კვირის ერთსა და იმავე დღეს. იმისათვის, რომ გაგიადვილოთ დამახსოვრება, პირველი დოზის მიღებისას შეგიძლიათ მონიშნოთ კვირის დღე თქვენი კალმის კოლოფზე ან კალენდარზე.
გამოყენების წესი და მეთოდი
ტრულისიტი შეიყვანება კანქვეშ (კანქვეშა ინექცია) მუცლის ან ზედა ფეხის (ბარძაყის) არეში. ინექციას გიკეთებთ სხვა პირი, მას ასევე შეუძლია გააკეთოს ინექცია თქვენს მკლავში. სურვილის მიხედვით შესაძლებელია ყოველ კვირას სხეულის ერთსა და იმავე უბანში ინექცია. თუმცა, ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა აირჩიოთ სხვადასხვა ინექციის წერტილი იმავე ზონაში. თუ თქვენ იღებთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინს ტრულისიტთან ერთად, მნიშვნელოვანია გაიზომოთ თქვენი სისხლში შაქრის დონე ექიმის ან ფარმაცევტის მითითებით. ტრულისიტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ კალმის მომხმარებლის ინსტრუქცია, რომელიც თან ახლავს ამ ფურცელჩანართს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი
გამოყენება ბავშვებში
ტრულისიტი არ არის შესწავლილი ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში და ამიტომ არ არის რეკომენდებული ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენება.
გამოყენება ხანდაზმულებში
ასაკთან დაკავშირებული დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუმცა, 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში თერაპიული გამოცდილება ძალიან შეზღუდულია და 0.75 მგ კვირაში ერთხელ დოზა შეიძლება ჩაითვალოს მიზანშეწონილად ამ პაციენტებში საწყის ეტაპზე.
გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა
პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და ზომიერი ან მძიმე უკმარისობით (eGFR <90-დან 15მლ/წთ/1,73მ2) დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ვინაიდან გამოცდილება თირკმელების ბოლო სტადიის მქონე პაციენტებში (<15 მლ/წთ/1,73 მ2) ძალიან შეზღუდულია, ტრულისიტი არ არის რეკომენდებული ამ პოპულაციაში (იხ. ნაწილი 5.1 და 5.2).
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ტრულისიტის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ტრულისიტის საჭიროზე მეტი დოზირება
ტრულისიტის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის ჭარბი დაქვეითება (ჰიპოგლიკემია) და გამოიწვიოს სისუსტე და შეუძლოდ ყოფნა. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ტრულისიტის ზედოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ტრულისიტის გამოყენება
თუ დაგავიწყდათ ტრულისიტის დოზის შეყვანა და დარჩენილია მინიმუმ 3 დღე მომდევნო დოზის მიღებამდე, მიიღეთ თქვენი დოზა რაც შეიძლება მალე. შემდეგი დოზა მიიღეთ რეგულარული განრიგით მითითებულ დღეს. თუ მომდევნო დოზამდე 3 დღეზე ნაკლები დროა დარჩენილი მაშინ გამოტოვეთ დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა თქვენი რეგულარული გრაფიკით. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ ტრულისიტის შეყვანის დღე საჭიროებისამებრ, იმ პირობის დაცვით, რომ ტრულისიტის ბოლო დოზის მიღებიდან მინიმუმ 3 დღეა გასული. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდნენ ტრულისიტით მკურნალობის შეწყვეტისას
არ შეწყვიტოთ ტრულისითით მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს ტრულისიტით მკურნალობის შეწყვეტისას. დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
შეინახეთ კალამი და თავსახური უსაფრთხოდ და დაუკავშირდით მწარმოებელ ფირმას Lilly.
გამოიყენეთ ახალი კალამი
- ჩასმა და განბლოკვა
ქვედა ნაწილი განათავსეთ მყარად და ბრტყლად იმ უბანზე, რომელზეც აკეთებთ ინექციას.
გახსენით საკეტი რგოლი.
- დააჭირეთ და გააჩერეთ
ხანგრძლივად დააჭირეთ მწვანე ინექციის ღილაკს; თქვენ მოისმენთ "დაწკაპუნების" ხმას. ქვედა ნაწილი მტკიცედ დააჭირეთ კანს, სანამ მეორე „დაწკაპუნებას“ არ გაიგონებთ. მეორე დაწკაპუნება ისმის დაახლოებით 5-10 წამში, როდესაც ნემსი იწყებს უკან დახევას.
- ამოიღეთ კალამი კანიდან
თქვენ მიხვდებით, რომ ინექცია დასრულებულია, როდესაც გამოჩნდება ნაცრისფერი ობიექტი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
შენახვა და ტრანსპორტირება
კალმის განადგურება
ხშირად დასმული შეკითხვები
სხვა ინფორმაცია
როგორ მივიღო მეტი ინფორმაცია
შენახვა და ტრანსპორტირება
კალამი შეიცავს მინისგან დამზადებულ ნაწილებს. გამოიყენეთ სიფრთხილით. არ გამოიყენოთ, თუ ის დაგივარდათ მყარ ზედაპირზე და გამოიყენეთ ახალი კალამი ინექციისთვის.
შეინახეთ კალამი მაცივარში.
თუ შეუძლებელია მისი შენახვა მაცივარში, შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი კალამი ოთახის ტემპერატურაზე (30 C-ზე ქვემოთ) 14 დღემდე.
არ გაყინოთ თქვენი კალამი. თუ თქვენი კალამი ადრე იყო გაყინული, აღარ გამოიყენოთ ის.
შეინახეთ კალამი საწყის შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით
შეინახეთ კალამი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სათანადო შენახვის პირობების შესახებ სრული ინფორმაციისთვის წაიკითხეთ პაციენტის ინფორმაცია.
კალმის უტილიზაცია
კალამი გადააგდეთ ნემსის წვერების სპეციალურ გადასადგებ კონტეინერში, რომელზეც მიგითითებთ თქვენი ექიმი, ექთანი ან ფარმაცევტი.
არ გამოიყენოთ ნემსის წვერის მოსაშორებელი კონტეინერი, როცა ის სავსეა.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს გამოუყენებელი მედიკამენტების განადგურების წესების შესახებ.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მოვიქცეთ, თუ კალამში შევნიშნავთ ბუშტებს? ჰაერის ბუშტები ნორმალურია. ისინი არ მოგაყენებენ ზიანს და არ იმოქმედებენ თქვენს დოზაზე. რა მოხდება, თუ კალმის გახსნამდე და ქვედა თავსახურის მოხსნამდე დავაჭერ მწვანე ინექციის ღილაკს? არ მოიხსნათ ქვედა თავსახური და არ გამოიყენოთ კალამი. გადააგდეთ კალამი თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან სამედიცინო პერსონალის მითითების შესაბამისად. გამოიყენეთ სხვა კალამი.
რა უნდა გავაკეთო, თუ ნემსის წვერზე დავინახავ სითხის წვეთს ქვედა თავსახურის ამოღებისას?
არ არის უჩვეულო სითხის წვეთი ნემსის წვერზე და არ იმოქმედებს თქვენს დოზაზე.
უნდა დავაჭირო თუ არა ინექციის ღილაკს ინექციის დასრულებამდე?
მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის აუცილებელი, ის დაგეხმარებათ კალმის მყარად დამაგრებაში თქვენს კანზე.
ინექციის დროს მე გავიგე ორზე მეტი დაწკაპუნება - ორი ხმამაღალი და ერთი უფრო ჩუმად. ჩემი ინექცია დასრულებულია?
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება მოესმას ჩუმად დაწკაპუნება მეორე ხმამაღალი დაწკაპუნების წინ. ეს გამოწვეულია კალმის ნორმალური ფუნქციონირებით. არ მოშორდეთ კალამი კანს, სანამ მეორე დაწკაპუნებას არ გაიგონებთ.
რა უნდა გავაკეთო, თუ ინექციის შემდეგ ჩემს კანზე სითხის ან სისხლის წვეთია?
ეს არ არის უჩვეულო და არ იმოქმედებს თქვენს დოზაზე.
არ ვარ დარწმუნებული, მუშაობს თუ არა ჩემი კალამი გამართულად.
შეამოწმეთ, შეყვანილია თუ არა დოზა. თუ ნაცრისფერი ნაწილი ჩანს (იხ. ნაბიჯი 3), თქვენი დოზა სწორად იქნა შეყვანილი. სხვა ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ Lilly İlaç Tic. Ltd. Şti. შეინახეთ თქვენი კალამი უსაფრთხოდ, რათა თავიდან აიცილოთ ნემსის შემთხვევითი დაზიანება შემდგომი კონსულტაციის მიღებამდე.
სხვა ინფორმაცია
თუ გაქვთ მხედველობის პრობლემები, არ გამოიყენოთ კალამი ტრულისიტის კალმის გამოყენებაში გამოცდილი პირის დახმარების გარეშე.
როგორ შემიძლია მეტი ინფორმაციის მიღება?
თუ თქვენ გაქვთ რაიმე სხვა შეკითხვა ან პრობლემა ტრულისიტის კალამთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.
თარგმანი სწორია:
სიფრთხილის ზომები
ტრულისიტის გამოყენება არ შეიძლება შემდეგი მდგომარეობებისას
თუ აღინიშნება:
ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) დულაგლუტიდის ან ტრულისიტის შემადგენლობაშ შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
არ გამოიყენოთ ტრულისიტი, თუ თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრებს გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომა, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სახეობა ან მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზმის სინდრომი, ტიპი 2, რომელიც არის ენდოკრინული სისტემის დაავადება.
ტრულისიტი უნდა გამოიყენოთ სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ტრულისიტის მიღებამდე, თუ აღინიშნება შემდეგი მდგომარეობები:
თუ თქვენ ხართ დიალიზზე, მაშინ არ ინიშნება ეს მედიკამენტი
თუ თქვენ გაქვთ 1 ტიპის დიაბეტი (ტიპი, რომლის დროსაც ჩვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ინსულინს), ეს წამალი შეიძლება არ იყოს თქვენთვის შესაფერისი.
თუ გაქვთ დიაბეტური კეტოაციდოზი (ეს არის დიაბეტის გართულება, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც არ არის საკმარისი ინსულინი გლუკოზის სათანადო გამოყენებისთვის). სიმპტომები მოიცავს წონის სწრაფ კლებას, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნებას ან ავადმყოფობას, ტკბილი სუნი სუნთქვისას, ტკბილი ან მეტალის გემო პირში, ან გამორჩეული სუნი შარდში ან ოფლში.
თუ თქვენ გაქვთ სერიოზული პრობლემები საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით ან დაავადება (მათ შორის გასტროპარეზი), რომელიც იწვევს საკვების მეტხანს დარჩენას ჩვენს კუჭში.
თუ ოდესმე გქონიათ პანკრეატიტი (პანკრეატიტი); ეს დარღვევა იწვევს ძლიერ ტკივილს კუჭსა და ზურგში, რომელიც ნარჩუნდება ხანგრძლივად და არ ქრება.
თუ თქვენ იღებთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინს დიაბეტის სამკურნალოდ, ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ თქვენი შაქრის დონის ზედმეტად შემცირება (ჰიპოგლიკემია). თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს ამ წამლების დოზები ამ რისკის შემცირების მიზნით.
ტრულისიტი არ არის ინსულინი და ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული ინსულინის ნაცვლად.
ტრულისიტით მკურნალობის დასაწყისში, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სითხის დაკარგვა/დეჰიდრატაცია, მაგ. ღებინების, გულისრევის და/ან დიარეის შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დაქვეითება. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია ჭარბი სითხის მიღებით. გაურკვევლობის ან კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან რომელიმე შეგესაბამებათ თქვენ ან ადგილი ჰქონდა რომელიმე მოვლენას წარსულში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს. ბიოტექნოლოგიური პროდუქტების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო დასახელება და სერიული ნომერი უნდა ჩაიწეროს პაციენტის საქმეში.
ტრულისიტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
წამლის ფორმის და გამოყენების მეთოდის გამო ამ პრეპარატზე არ ახდენს ზეგავლენას თქვენი კვების მდგომარეობა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით ნებისმიერ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტს. სხვა მედიკამენტების გამოყენებისას, შესაძლოა ტრულისიტმა ზეგავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტებზე კუჭის დაცლის შენელების შედეგად. აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, თუ იყენებდით ან გამოიყენებთ სხვა მედიკამენტებს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უცნობია, ახდენს თუ არა დულაგლუტიდი საზიანო ზეგავლენას თქვენზე ან თქვენს ნაყოფზე მუცლად ყოფნის დროს. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება დულაგლუტიდის მიღებისას. მიმართეთ ექიმს, თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, რადგან ტრულისიტის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ორსულობის დროს სისხლში შაქრის დონის კონტროლის საუკეთესო მეთოდის შესახებ. თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაციის პერიოდი
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ ტრულისიტი, თუ ძუძუთი კვებავთ ჩვილს. უცნობია გადადის თუ არა დულაგლუტიდი დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ტრულისიტი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, როდესაც იყენებთ ტრულისიტს სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად, თქვენი სისხლში შაქარი შეიძლება დაეცეს (ჰიპოგლიკემია) და თქვენი კონცენტრაციის უნარი შესაბამისად შემცირდეს. თუ შეამჩნევთ სისხლში შაქრის დაბალი დონის რომელიმე სიმპტომს, მოერიდეთ ავტომობილის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას. იხილეთ ნაწილი 2 „გამოიყენება სიფრთხილით“ სისხლში დაბალი გლუკოზის გაზრდილი რისკის შესახებ ინფორმაციისთვის და პუნქტი 4 სისხლში დაბალი გლუკოზის გამაფრთხილებელი ნიშნებისთვის. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტრულისიტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) მლ-ზე ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, შეიძლება გამოვლინდენ გვერდითი მოვლენები პირებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ტრულისიტში შემავალი ნივთიერებების მიმართ. თუმცა, ეს ეფექტები არ ვლინდება ნებისმიერ პირში.
თუ ჩამოთვლილთაგან აღინიშნა რომელიმე, უნდა შეწყვიტოთ ტრულისიტის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
სერიოზული გვერდითი მოვლენები
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება).
დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი და კისრის, სახის, პირის ღრუსა და ყელის ქსოვილების უეცარი შეშუპება, ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება.
პანკრეასის ანთება (მწვავე პანკრეატიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი მუცელში და ზურგში, რომელიც არ ქრება. თუ თქვენ გაქვთ ეს სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
ნაწლავის გაუვალობა - შეკრულობის მძიმე ფორმა დამატებითი სიმპტომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი, შებერილობა და ღებინება. თუ თქვენ გაქვთ ეს სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
ეს ყველა არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები.
თუ თქვენში გამოვლინდება ერთ-ერთი ასეთი მოვლენა, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია) ძალიან ხშირია დულაგლუტიდით თერაპიის დროს, როდესაც გამოიყენება მეტფორმინთან, სულფონილშარდოვანასთან და/ან ინსულინის შემცველ პრეპარატებთან ერთად. თუ თქვენ იღებთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინს, შესაძლოა საჭირო გახდეს მათი დოზის შემცირება დულაგლუტიდით მკურნალობის დროს.
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
სისხლში შაქრის დაცემის სიმპტომებს მიეკუთვნება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, თავბრუსხვევა, შიმშილი, დაბნეულობა, მოუსვენრობა, აჩქარებული გულისცემა და ოფლიანობა. თქვენი ექიმი მოგცემთ სისხლში შაქრის დაცემის სიმტპომების მკურნალობის მითითებებს.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია) ხშირია, როდესაც დულაგლუტიდი გამოიყენება ცალკე ან მეტფორმინთან და პიოგლიტაზონის ჯგუფის პრეპარატებთან ერთად, ან ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ-2 ინჰიბიტორებთან (SGLT2i) მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე. შესაძლო სიმპტომების ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები.
ეს ყველა არის სერიოზული გვერდითი მოვლენა. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, აცნობეთ ექიმს
სხვა გვერდითი მოვლენები

გულისრევა - ეს ჩვეულებრივ ქრება დროთა განმავლობაში
ღებინება - ეს ჩვეულებრივ ქრება დროთა განმავლობაში
დიარეა-ეს ჩვეულებრივ ქრება დროთა განმავლობაში
მუცლის (კუჭის) ტკივილი
ეს გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ არ არის მძიმე ხარისხის. ისინი ძირითადად უფრო ხშირია დულაგლუტიდით თერაპიის დაწყებისას და დროთა განმავლობაში ქრება პაციენტების უმეტესობაში.
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია) ძალიან ხშირია დულაგლუტიდით მკურნალობის დროს, როდესაც მეტფორმინი გამოიყენება სულფონილშარდოვანას და/ან ინსულინის შემცველ პრეპარატებთან ერთად. თუ თქვენ იღებთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინს, შესაძლოა საჭირო გახდეს მათი დოზის შემცირება დულაგლუტიდით მკურნალობის დროს.
სისხლში შაქრის დაბალი დონის სიმპტომებია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, სისუსტე, შიმშილი, დაბნეულობა, მოუსვენრობა, აჩქარებული გულისცემა და ოფლიანობა. თქვენი ექიმი მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ უმკურნალოთ სისხლში შაქარის დაბალ დონეს.

სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია) ხშირია, როდესაც დულაგლუტიდი გამოიყენება ცალკე ან მეტფორმინთან და პიოგლიტაზონის ჯგუფის პრეპარატებთან ერთად, ან ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ-2 ინჰიბიტორებთან (SGLT2i) მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე. იხილეთ ძალიან გავრცელებული ეფექტები შესაძლო სიმპტომების ჩამონათვალისთვის.
შიმშილის გრძნობის დაქვეითება (მადის დაქვეითება)
საჭმლის მონელების დარღვევა
ყაბზობა
გაზები
მუცლის შებერილობა
რეფლუქსი ან გულძმარვა (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება) - კუჭის მჟავას გადასვლა საყლაპავში
სლოკინი
დაღლილობის შეგრძნება
გულისცემის მატება
გულში ელექტრული მიდინების შენელება
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პიროვნებაში
რეაქციები ინექციის ადგილზე (მაგ. გამონაყარი, სიწითლე).
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) (მაგ. შეშუპება, ქავილი კანზე გამონაყარი (ჭინჭრის ციება))
დეჰიდრატაცია, რომელიც ხშირად ასოცირდება გულისრევასთან, ღებინებასთან და/ან დიარეასთან
ნაღვლის ბუშტის კენჭები
ნაღვლის ბუშტის ანთება
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს ნებისმიერი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც მოცემულია ან არ არის მოცემული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. ასევე გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ თურქეთის გარმაკოლოგიურ ცენტრს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ბმულზე ,,წამლის გვერდითი ეფექტების შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების შეტყობინების ხაზზე 0 800 314. 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
ჭარბი დოზა
კლინიკურ კვლევებში დულაგლუტიდის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული ეფექტები მოიცავდა კუჭ-ნაწლავის დარღვევებს და ჰიპოგლიკემიას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი დამხმარე მკურნალობა პაციენტის კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების მიხედვით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: თითოეული წინასწარ შევსებული კალამი შეიცავს 1,5 მგ დულაგლუტიდს* 0,5 მლ ხსნარში. *წარმოებულია CHO (ჩინური ზაზუნის საკვერცხის) უჯრედებში რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიის გამოყენებით.
დამხმარე ნივთიერებები: ყოველი 0,5 მლ კალამი შეიცავს 1,37 მგ ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატს.
დამხმარე ნივთიერების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.
- წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი
შენახვის პირობები
შეინახეთ ტრულისიტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში.
ტრულისიტის კალამი გამოყენებამდე შეინახეთ მაცივარში (2-8ºC ტემპერატურაზე).
ტრულისიტის შენახვა შესაძლებელია 14 დღემდე მაცივრის გარეთ არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ საწყის შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.
არ გაიყინოთ. ტრულისიტის გაყინული კალმები უნდა გადაყაროთ.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად. არ გამოიყენოთ ტრულისიტი შეფუთვაზე და კალმის ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ ტრულისიტი, თუ კალამი დაზიანებულია ან თუ შეამჩნევთ ხსნარში ნაწილაკებს, ამღვრევას ან გაუფერულებას. არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი
Lilly İlaç Ticaret Ltd Sti
ლილი ფარმასიუტიკალ ტიკარეტ ლტდ სტი
აციბადემ მაჰ. ჩეჩნეთის ქუჩა
აკასია აჩიბადემ კენტ ეტაბი
A ბლოკი სართული: 3 34660 უსკუდარ/სტამბოლი
ტელ: 0 216 554 00 00
ფაქსი: 0 216 474 71 99
წარმოების ადგილი
ელი ლილი და კომპანია
Eli Lilly and Company
Lilly Technology Center, ინდიანა/აშშ
გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი 05.09.2022.
ინსტრუქცია მომხმარებლისათვის კალმების გამოყენების შესახებ
წინასწარ შევსებული კალამი, რომელიც შეიცავს ტრულისიტი 0.75 მგ/0.5 მლ საინექციო ხსნარს
მოხსენით საფარი
მოხსენით საფარი
უბრალოდ მოათავსეთ იგი სიბრტყეზე
წაიკითხეთ სახელმძღვანელოს ორივე მხარე
ტრულისიტის წინასწარ შევსებული კალმის გამოყენება
კალმის გამოყენებამდე ყურადღებით და სრულად წაიკითხეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო და გამოყენების ინსტრუქცია. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, თუ როგორ გააკეთოთ ტრულისიტის ინექცია სწორად.
კალამი არის ერთჯერადი, გამოყენებისათვის მზა მოწყობილობა. თითოეული კალამი შეიცავს ტრულისიტის ერთ კვირიან დოზას (1,5 მგ). თითო კალმით გამოიყენება მხოლოდ ერთი დოზა.
ტრულისიტი გამოიყენება კვირაში ერთხელ. შეგიძლიათ თქვენს კალენდარში მონიშნოთ კვირის დღე, რათა გახსოვდეთ თუ როდის გჭირდებათ შემდეგი დოზის შეყვანა.
დააჭირეთ მწვანე ინექციის ღილაკს და კალამი ავტომატურად მოათავსებს ნემსს თქვენს კანში, შეიყვანს ინექციას და ამოიღებს ნემსს ინექციის დასრულების შემდეგ.
ინექციის დაწყებამდე
მოხსნა
შემოწმება
სიფრთხილე
მომზადება
გამოიღეთ მაცივრიდან. არ მოიხსნათ ქვედა თავსახური სანამ მზად არ იქნებით ინექციისთვის.
შეამოწმეთ ეტიკეტი, რათა დარწმუნდეთ, რომ იღებთ სწორ წამალს და ვარგისიანობის ვადა არ არის გასული.
შეამოწმეთ კალამი ვიზუალურად. თუ ხედავთ, რომ კალამი დაზიანებულია ან წამალი არის ამღვრეული ან შეინიშნება გაუფერულება ან ნაწილაკები, არ გამოიყენოთ პრეპარატი.
დაიბანეთ ხელები
აირჩიეთ თქვენი საინექციო ზონა
თქვენი ექიმი, ფარმაცევტი ან სამედიცინო პერსონალი დაგეხმარებათ აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი ინექციის ადგილი.
შეგიძლიათ წამალი შეიყვანოთ მუცელში ან ბარძაყში.
ასევე შესაძლებელია ინექცია გაკეთდეს სხვა პირების დახმარებით თქვენს მკლავში.
შეცვალეთ ინექციის ადგილი ყოველ კვირას. თუ გსურთ მუდმივად გამოიყენოთ თქვენი სხეულის ერთი და იგივე ზონა, დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ სხვა ინექციის წერტილი ამ მიდამოში.
წინ უკან
- მოხსენით საფარი
- ჩასვით და განბლოკეთ
- დააჭირეთ და გააჩერეთ
ზედა მხარე ►
ინექციის ღილაკი
საკეტის უსაფრთხოების რგოლი
ინდიკატორი
ჩაკეტვა/განბლოკვა
წამალი
გამჭვირვალე ბაზა
ქვედა მხარე/ნემსი
წვერი ►
ბაზის საფარი
- მოხსენით საფარი
დარწმუნდით, რომ კალამი დაკეტილია.
ნაცრისფერი ქვედა საფარი
ამოიღეთ ნაცრისფერი ქვედა საფარი.
ნუ ეცდებით ქვედა თავსახურის ხელახლა დამაგრებას - ამან შეიძლება დააზიანოს ნემსი. არ შეეხოთ ნემსს.
ნაცრისფერი ქვედა საფარი
თუ ნაცრისფერი ქვედა საფარი არ ჩანს, როგორც ზემოთ სურათზეა:
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, სისხლში შაქრის დონის დამწევი მედიკამენტები, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1 (GLP-1) ანალოგები, ინსულინის გარდა.
ათქ კოდი: A10BJ05
მოქმედების მექანიზმი
დულაგლუტიდი არის ხანგრძლივი მოქმედების გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1 (GLP-1) რეცეპტორის აგონისტი. მოლეკულა შედგება 2 იდენტური დისულფიდით შეკავშირებული ჯაჭვისგან, რომელთაგანაც თითოეული შეიცავს ადამიანის GLP-1 მოდიფიცირებულ ანალოგიურ თანმიმდევრობას, რომელიც მცირე პეპტიდური მაკავშირებლით ახდენს კოვალენტურად ადამიანის იმუნოგლობულინის G4 (IgG4) მძიმე ჯაჭვის მოდიფიცირებულ ფრაგმენტთან (Fc) შეკავშირებას. დულაგლუტიდის GLP-1 ანალოგური ნაწილი დაახლოებით 90%-ით მსგავსია ბუნებრივი ადამიანის GLP-1-ის (7-37). ნატურალური GLP-1-ის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,5-2 წუთს DPP-4-ის დეგრადირებით და თირკმლის კლირენსით. ბუნებრივი GLP-1-ისგან განსხვავებით, დულაგლუტიდი რეზისტენტულია DPP-4-ის დაშლის მიმართ და მისი დიდი ზომის გამო მისი შეწოვა შენელებულია და თირკმლისმიერი კლირენსი შემცირებულია. აქტიური ნივთიერების შექმნის ტექნოლოგიის განვითარების წყალობით, ამ პრეპარატის ხსნადი ფორმის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია და აღწევს 4,7 დღეს, ასე რომ შესაძლებელია პრეპარატის კანქვეშ შეყვანა კვირაში ერთხელ. გარდა ამისა, დულაგლუტიდის მოლეკულა შექმნილია იმისთვის, რომ დათრგუნოს Fc რეცეპტორზე დამოკიდებული იმუნური პასუხი და შეამციროს მისი იმუნოგენური პოტენციალი.
დულაგლუტიდი აჩვენებს GLP-1-ის სხვადასხვა ანტიჰიპერგლიკემიურ ეფექტს. როდესაც გლუკოზის კონცენტრაცია იზრდება, დულაგლუტიდი ზრდის უჯრედშიდა ციკლური AMP (cAMP) დონეს პანკრეასის ბეტა უჯრედებში, რაც იწვევს ინსულინის გამოყოფას. ცნობილია, რომ გლუკაგონის დონე არასათანადოდ იზრდება ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში და დულაგლუტიდი თრგუნავს გლუკაგონის სეკრეციას. გლუკაგონის კონცენტრაციის დაქვეითება ასევე ამცირებს გლუკოზის გამოყოფას ღვიძლიდან. დულაგლუტიდი ასევე ანელებს კუჭის დაცლის დროს.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
პირველი დოზის მიღებისთანავე დულაგლუტიდი აუმჯობესებს გლიკემიურ კონტროლს, რაც განპირობებულია გლუკოზის კონცენტრაციაზე გახანგრძლივებული ეფექტის მოხდენით უზმოზე, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში და ეს ეფექტები შენარჩუნებულია დოზირების ერთკვირიანი ინტერვალის განმავლობაში. დულაგლუტიდის ფარმაკოდინამიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ დულაგლუტიდმა გლუკოზის ბოლუსური შეყვანის შემდეგ მოახდინა პირველი ფაზის ინსულინის სეკრეციის უფრო მეტად ნორმალიზება ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, ვიდრე ჯანმრთელ სუბიექტებში, რომლებიც იყენებდნენ პლაცებოს და გააუმჯობესა ინსულინის მეორე ფაზის სეკრეცია. იმავე კვლევაში დადგინდა, რომ დულაგლუტიდის ერთჯერადი 1.5 მგ დოზა ზრდიდა ინსულინის მაქსიმალურ სეკრეციას -უჯრედებში და აძლიერებდა უჯრედების ფუნქციას პლაცებოსთან შედარებით, ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში. მისი ფარმაკოკინეტიკური პროფილის შესაბამისად, დულაგლუტიდის ფარმაკოდინამიკური პროფილი იძლევა ყოველკვირეული შეყვანის საშუალებას (იხ. ნაწილი 5.2).
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
გლიკემიის კონტროლი
დულაგლუტიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასებული იყო 9 რანდომიზებულ, კონტროლირებად, მე-3 ფაზის კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო 2 ტიპის დიაბეტის სულ 6193 პაციენტი. ამ მონაწილეებიდან 1206 იყო 65, ხოლო 119 იყო 75 წლის. კვლევებში 3,808 პაციენტი მკურნალობდა დულაგლუტიდით, რომელთაგან 2,250 იღებდა ტრულისიტს 1,5 მგ კვირაში ერთხელ და 1,558 იღებდა ტრულისიტს 0,75 მგ კვირაში ერთხელ. დულაგლუტიდმა გამოიწვია გლიკემიური კონტროლის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც აჩვენა გლიკირებული ჰემოგლობინის A1c (HbA1c) გაზომვებით ყველა კვლევაში.
მონოთერაპია
დულაგლუტიდი შეფასებული იყო 52-კვირიან, აქტიური კონტროლირებადი მონოთერაპიის კვლევაში მეტფორმინთან შედარებით. აღმოჩნდა, რომ ტრულისიტი აღემატება 1,5 მგ და 0,75 მგ მეტფორმინს (1500-2000 მგ/დღეში) HbA1c დონის შემცირებაში და პაციენტების წილი, რომლებშიც მიღწეული იქნა სამიზნე HbA1c მნიშვნელობები (<7,0% და 6,5%) 26 კვირაში, მნიშვნელოვნად მაღალი იყო მეტფორმინთან შედარებით.
ცხრილი 2: 52-კვირიანი აქტიური კონტროლირებადი მონოთერაპიის კვლევის შედეგები, რომლებშიც შედარებულია მეტფორმინი დულაგლუტიდის ორ სხვადასხვა დოზასთან
HbA1c საწყისი მაჩვენებელი
HbA1c -ის საშუალო ცვლილება
პაციენტების წილი HbA1c-სამიზნე მაჩვენებლით
უზმოზე სისხლში შაქრის დონის ცვლილება
სხეულის წონის ცვლილება
(%)
(%)
< 7,0 %
(%)
≤ 6,5 % (%)
(მმოლ/ლ)
(კგ)
26 კვირა
დულაგლუტიდი 1,5 მგ ერთხელ კვირაში (n=269)
7,63
- 0,78††
61,5#
46,0##
- 1,61
- 2,29
დულაგლუტიდი 0,75 ერთხელ კვირაში (n=270)
7,58
- 0,71††
62,6#
40,0#
- 1,46
- 1,36#
მეთფორმინი 1500-2000 მგ/დღეში (n=268)
7,60
- 0,56
53,6
29,8
- 1,34
- 2,22
52 კვირა
დულაგლუტიდი 1,5 მგ ერთხელ კვირაში (n=269)
7,63
- 0,70††
60,0#
42,3##
- 1,56#
- 1,93
დულაგლუტიდი 0,75 ერთხელ კვირაში (n=270)
7,58
- 0,55†
53,2
34,7
- 1,00
- 1,09#
მეთფორმინი
1500-2000 მგ/დღეში (n=268)
7,60
- 0,51
48,3
28,3
- 1,15
- 2,20
† ცალმხრივი p-მნიშვნელობა <0,025 კორექტირებული უმრავლესობისთვის, არასრულფასოვნებისთვის;
†† ცალმხრივი p-მნიშვნელობა <0,025, მორგებული უმრავლესობისთვის, დულაგლუტიდის უპირატესობისთვის მეტფორმინზე (მხოლოდ HbA1c-ისთვის შეაფასა).
# p<0.05, ## p<0.001 დულაგლუტიდის მკურნალობის ჯგუფისთვის მეტფორმინთან შედარებით.
AKS: უზმოზე სისხლში შაქარი
სიმპტომატური ჰიპოგლიკემიის დოკუმენტირებული სიხშირე დულაგლუტიდის 1.5 მგ და 0.75 მგ და მეტფორმინის ჯგუფებში იყო 0.62, 0.15 და 0.09 მოვლენა/პაციენტი/წელი, შესაბამისად. მძიმე ჰიპოგლიკემიის შემთხვევები არ გამოვლენილა.
კომბინირებული თერაპია მეტფორმინთან
დულაგლუტიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასდა პლაცებო და აქტიური კონტროლირებად (სიტაგლიპტინი 100 მგ/დღეში) 104 კვირის ხანგრძლივობის კვლევაში და ყველა პრეპარატი გამოიყენებოდა მეტფორმინთან ერთად. 52 კვირიანი ტრულისიტის 1.5 მგ და 0.75 მგ-ით მკურნალობამ აჩვენა უპირატესობა HbA1c-ის შემცირებაში სიტაგლიპტინთან შედარებით. ამავდროულად პაციენტების მნიშვნელოვნად დიდმა ნაწილმა მიაღწია HbA1c-ის სამიზნე მაჩვენებელს <7.0% და 6.5%. დაფიქსირდა, რომ ეს ეფექტები შენარჩუნებული იყო კვლევის დასრულებამდე (104 კვირის შემდეგაც).
ცხრილი 3: 104-კვირიანი პლაცებოს და აქტიური კონტროლირებადი კვლევის შედეგები, რომელიც ადარებს დულაგლუტიდის ორ სხვადასხვა დოზას და სიტაგლიპტინთან.
HbA1c საწყისი მაჩვენებელი
HbA1c საშუალო ცვლილება
პაციენტების წილი HbA1c-სამიზნე მაჩვენებლით
უზმოზე სისხლში შაქრის ცვლილება
სხეულის წონის ცვლილება
(%)
(%)
< 7,0 % (%)
≤ 6,5 % (%)
(მმოლ/ლ)
(კგ)
26 კვირა
დულაგლუტიდი 1,5 მგ ერთხელ კვირაში (n=304)
8,12
- 1,22‡‡,##
60,9**,##
46,7**,##
- 2,38**,##
- 3,18**,##
დულაგლუტიდი 0,75 მგ ერთხელ კვირაში (n=302)
8,19
- 1,01‡‡,##
55,2**,##
31,0**,##
- 1,97**,##
- 2,63**,##
პლაცებო (n= 177)
8,10
0,03
21,0
12,5
- 0,49
- 1,47
სიტაგლიპტინი 100 მგ ერთხელ დღეში (n=315)
8,09
- 0,61
37,8
21,8
- 0,97
- 1,46
52 კვირა
დულაგლუტიდი 1,5 მგ ერთხელ კვირაში (n=304)
8,12
- 1,10††
57,6##
41,7##
- 2,38##
- 3,03##
დულაგლუტიდი 0,75 მგ ერთხელ კვირაში (n=302)
8,19
- 0,87††
48,8##
29,0##
- 1,63##
- 2,60##
სიტაგლიპტინი 100 მგ ერთხელ დღეში (n=315)
8,09
- 0,39
33,0
19,2
- 0,90
- 1,53
104 კვირა
დულაგლუტიდი 1,5 მგ ერთხელ კვირაში (n=304)
8,12
- 0,99††
54,3##
39,1##
- 1,99##
- 2,88##
დულაგლუტიდი 0,75 მგ ერთხელ კვირაში (n=302)
8,19
- 0,71††
44,8##
24,2##
- 1,39##
- 2,39
სიტაგლიპტინი 100 მგ ერთხელ დღეში (n=315)
8,09
- 0,32
31,1
14,1
- 0,47
- 1,75
†† ცალმხრივი p-მნიშვნელობა <0,025, მორგებული უმრავლესობისთვის, დულაგლუტიდის უპირატესობისთვის სიტაგლიპტინზე; შეფასებული HbA1c-ზე მხოლოდ 52 და 104 კვირაში.
‡‡ ცალმხრივი p-მნიშვნელობა <0,001 მორგებული უმრავლესობისთვის, შეფასებული მხოლოდ HbA1c-ით დულაგლუტიდის უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით.
- * p<0.001, დულაგლუტიდის სამკურნალო ჯგუფი პლაცებოსთან შედარებით
## p<0.001 დულაგლუტიდის სამკურნალო ჯგუფი სიტაგლიპტინთან შედარებით
AKS: უზმოზე სისხლში შაქარი
დადასტურებული სიმპტომატური ჰიპოგლიკემიის მაჩვენებლები იყო 0.19, 0.18 და 0.17 მოვლენა/პაციენტი/წელიწადში დულაგლუტიდისთვის 1.5 მგ, 0.75 მგ და სიტაგლიპტინისთვის, შესაბამისად. დულაგლუტიდით თერაპიის დროს მძიმე ჰიპოგლიკემიის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
დულაგლუტიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება ასევე გამოკვლეული იყო აქტიურ კონტროლირებად 26-კვირიან კვლევაში (ლირაგლუტიდი, 1.8 მგ/დღეში), რომელშიც ორივე მკურნალობა იყო კომბინირებული მეტფორმინთან. ტრულისიტით 1.5 მგ მკურნალობამ გამოიწვია HbA1c-ის ანალოგიური შემცირება ლირაგლუტიდთან შედარებით, პაციენტების მსგავსი პროპორციით მიაღწიეს HbA1c მიზნებს <7.0% და 6.5%.
ცხრილი 4: 26-კვირიანი აქტიური კონტროლირებადი კვლევის შედეგები, რომელიც ადარებს დულაგლუტიდის ერთჯერად დოზას ლირაგლუტიდთან
HbA1c საწყისი მაჩვენებელი
HbA1c საშუალო ცვლილება
პაციენტების წილი HbA1c-სამიზნე მაჩვენებლით
უზმოზე შაქრის ცვლილებები
სხეულის წონის ცვლილებები
(%)
(%)
< 7,0 % (%)
≤ 6,5 % (%)
(მმოლ/ლ)
(კგ)
26 კვირა
დულაგლუტიდი 1,5 მგ ერთხელ კვირაში (n=299)
8,06
- 1,42‡
68,3
54,6
- 1,93
- 2,90#
ლირაგლუტიდი+ 1,8 მგ დღეში (n=300)
8,05
- 1,36
67,9
50,9
- 1,90
- 3,61
‡ ცალმხრივი p-მნიშვნელობა p<0.001, დულაგლუტიდის არასრულფასოვნება ლირაგლუტიდთან შედარებით, შეფასებული მხოლოდ HbA1c-ით
# p<0.05, დულაგლუტიდის სამკურნალო ჯგუფი ლირაგლუტიდთან შედარებით.
+ რანდომიზებულ პაციენტებში ლირაგლუტიდის ჯგუფში საწყისი დოზა იყო 0.6 მგ/დღეში, რომელიც გაიზარდა 1.2 მგ/დღეში 1 კვირის შემდეგ და 1.8 მგ/დღეში მე-2 კვირაში.
AKS: უზმოზე სისხლში შაქარი.
სიმპტომატური ჰიპოგლიკემიის დადასტურებული მაჩვენებელი დულაგლუტიდის 1.5 მგ და ლირაგლუტიდის ჯგუფებში იყო 0.12 მოვლენა/პაციენტი/წელიწადში და 0.29 მოვლენა/პაციენტი/წელი, შესაბამისად.
მძიმე ჰიპოგლიკემიის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
კომბინირებული თერაპია მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან
აქტიურ კონტროლირებად 78-კვირიან კვლევაში შედარებული იქნა დულაგლუტიდი ინსულინ გლარგინთან. პაციენტების ორივე ჯფუფში ძირითადი მკურნალობისათვის გამოიყენებოდა მეტფორმინი და სულფონილშარდოვანა. კვლევის 52 კვირაში, ტრულისიტმა 1.5 მგ გამოავლინა ინსულინ გლარგინთან შედარებით უპირატესობა HbA1c-ის შემცირებაში, რაც შენარჩუნდა 78 კვირის მანძილზე; მეორე მხრივ, დადგინდა, რომ ტრულისიტის 0.75 მგ იყო არანაკლებ ეფექტური, ვიდრე ინსულინ გლარგინი HbA1c-ის შემცირებაში. პაციენტების პროპორცია, რომლებმაც მიაღწიეს სამიზნე HbA1c (<7.0% და 6.5%) 52 და 78 კვირაში, მნიშვნელოვნად მაღალი იყო ტრულისიტი 1.5 მგ ჯგუფში ინსულინის გლარგინის ჯგუფთან შედარებით.
ცხრილი 5: 78-კვირიანი აქტიური კონტროლირებადი კვლევის შედეგები, რომელიც ადარებს დულაგლუტიდის ორ სხვადასხვა დოზას და ინსულინის გლარგინს
HbA1c საწყისი მაჩვენებელი
HbA1c საშუალო ცვლილება
პაციენტების წილი HbA1c-სამიზნე მაჩვენებლით
უზმოზე სისხლში შაქრის ცვლილება
სხეულის წონის ცვლილება
(%)
(%)
< 7,0 % (%)
≤ 6,5 % (%)
(მმოლ/ლ)
(კგ)
52 კვირა
დულაგლუტიდი 1,5 მგ ერთხელ კვირაში (n=273)
8,18
- 1,08††
53,2##
27,0##
- 1,50
- 1,87##
დულაგლუტიდი 0,75 მგ ერთხელ კვირაში (n=272)
8,13
- 0,76†
37,1
22,5#
- 0,87##
- 1,33##
ინსულინ გლარგინი+ ერთხელ დღეში (n=262)
8,10
- 0,63
30,9
13,5
- 1,76
1,44
78 კვირა
დულაგლუდიტი 1,5 მგ ერთხელ კვირაში (n=273)
8,18
- 0,90††
49,0##
28,1##
- 1,10#
- 1,96##
დულაგლუტიდი 0,75 მგ ერთხელ კვირაში (n=272)
8,13
- 0,62†
34,1
22,1
- 0,58##
- 1,54##
ინსულინ გლარგინი+ ერთხელ დღეში (n=262)
8,10
- 0,59
30,5
16,6
- 1,58
1,28
† ცალმხრივი p-მნიშვნელობა <0,025 მორგებული უმრავლესობისთვის, ნაკლები უმოქმედობისთვის; †† ცალმხრივი p-მნიშვნელობა <0,025 მორგებული უმრავლესობისთვის, დულაგლუტიდის უპირატესობისთვის ინსულინ გლარგინზე; შეფასებული მხოლოდ HbA1c-ით.
# p<0.05, ## p<0.001 დულაგლუტიდის სამკურნალო ჯგუფი ინსულინ გლარგინთან შედარებით
+ ინსულინის გლარგინის დოზები დარეგულირდა ალგორითმის გამოყენებით <5,6 მმოლ/ლ სამიზნე პლაზმის უზმოზე გლუკოზისთვის.
AKS: უზმოზე სისხლში შაქარი
სიმპტომატური ჰიპოგლიკემიის დოკუმენტირებული სიხშირე იყო 1.67, 1.67 და 3.02 მოვლენა/პაციენტი/წელიწადში დულაგლუტიდისთვის 1.5 მგ და 0.75 მგ და ინსულინის გლარგინი, შესაბამისად. მძიმე ჰიპოგლიკემია განვითარდა ორ პაციენტში დულაგლუტიდის 1,5 მგ ჯგუფში და ორ პაციენტში ინსულინის გლარგინის ჯგუფში.
კომბინირებული თერაპია სულფონილშარდოვანასთან
პლაცებოზე კონტროლირებად 24-კვირიან კვლევაში შეფასებული იქნა დულაგლუტიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში. ტრულისიტი 1.5 მგ + გლიმეპირიდის კომბინირებულმა თერაპიამ გამოიწვია HbA1c-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება 24 კვირაში პლაცებო + გლიმეპირიდის კომბინაციასთან შედარებით. პაციენტების წილი, რომლებმაც მიაღწიეს სამიზნე HbA1c (<7.0% და 6.5%) 24 კვირაში მნიშვნელოვნად მაღალი იყო ტრულისიტით 1.5 მგ-ით პლაცებოსთან შედარებით.
ცხრილი 6: გლიმეპირიდზე დამატებული დულაგლუტიდის 24-კვირიანი პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის შედეგები
HbA1c საწყისი
მაჩვენებელი
HbA1c საშუალო ცვლილება
პაციენტების წილი HbA1c-სამიზნე მაჩვენებლით
უზმოზე სისხლში შაქრის ცვლილება
სხეულის წონის ცვლილება
(%)
(%)
< 7,0 % (%)
≤ 6,5 % (%)
(მმოლ/ლ)
(კგ)
24 კვირა
დულაგლუტიდი 1,5 მგ ერთხელ კვირაში (n=239)
8,39
- 1,38‡‡
55,3‡‡
40,0**
- 1,70‡‡
- 0,91
პლაცებო (n=60)
8,39
- 0,11
18,9
9,4
0,16
- 0,24
‡‡ p<0.001, დულაგლუტიდის უპირატესობისთვის პლაცებოსთან შედარებით, ტიპი 1 ხარვეზის კონტროლი
- * p<0.001, დულაგლუტიდის თერაპიული ჯგუფი პლაცებოსთან შედარებით.
AKS: უზმოზე სისხლში შაქარი.
სიმპტომური ჰიპოგლიკემიის დოკუმენტირებული სიხშირე იყო 0.90 და 0.04 მოვლენა/პაციენტი/წელიწადში დულაგლუტიდისთვის 1.5 მგ და პლაცებოსთვის, შესაბამისად. დულაგლუტიდის ან პლაცებოს მძიმე ჰიპოგლიკემიის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
კომბინირებული თერაპია SGLT2 ინჰიბიტორით მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე
დულაგლუტიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა კომბინირებული თერაპიის სახით ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ-2 ინჰიბიტორებთან (SGLT2i) ერთად (96% მეტფორმინის და 4% მეტფორმინის გარეშე), შეფასებული იყო 24-კვირიან პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში. ტრულისიტით 0.75 მგ ან ტრულისიტით 1.5 მგ კომბინირებული თერაპია SGLT2i -სთან ერთად იწვევდა HbA1c-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას პლაცებო პლუს SGLT2 ინჰიბიტორებით თერაპიასთან შედარებით 24 კვირაში. როგორც ტრულისიტით 0.75 მგ ასევე ტრულისიტით 1.5 მგ დოზირებისას პაციენტების მნიშვნელოვნად უფრო მაღალმა პროცენტმა მიაღწია HbA1c <7.0% და 6.5% 24 კვირაში პლაცებოსთან შედარებით.
ცხრილი 7: SGLT2-ინჰიბიტორებით მკურნალობას დამატებული დულაგლუტიდის 24-კვირიანი პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევის შედეგები
HbA1c საწყისი მაჩვენებელი
HbA1c -ის საშუალო ცვლილება
პაციენტების წილი HbA1c-სამიზნე დონით
უზმოზე სისხლში შაქრის ცვლილება
სხეულის წონის ცვლილება
(%)
(%)
< 7,0 %^ (%)
≤ 6,5 % (%)
(მმოლ/ლ)
(კგ)
24 კვირა
დულაგლუტიდი 0,75 მგ ერთხელ კვირაში (n=141)
8,05
- 1,19‡‡
58,8‡‡
38,9**
- 1,44
- 2,6
დულაგლუტიდი 1,5 ერთხელ კვირაში (n=142)
8,04
- 1,33‡‡
67,4‡‡
50,8**
- 1,77
- 3,1
პლაცებო (n=140)
8,05
- 0,51
31,2
14,6
- 0,29
- 2,3
‡‡ p<0.001 დულაგლუტიდის უპირატესობისთვის პლაცებოსთან შედარებით, ზოგადი I ტიპის ხარვეზის კონტროლი
- * p<0.001 პლაცებოსთან შედარებით დულაგლუტიდით მკურნალობის ჯგუფისთვის ^ 24 კვირამდე რანდომიზებული მკურნალობისგან მოხსნილი პაციენტები, რომლებშიც მიჩნეული იქნა, რომ მიზანი ვერ იქნა მიღწეული.
AKS: სამარხვო სისხლში შაქარი.
დადასტურებული სიმპტომატური ჰიპოგლიკემიის მაჩვენებლები დულაგლუტიდისთვის 0.75 მგ, დულაგლუტიდისთვის 1.5 მგ და პლაცებოსთვის იყო 0.15, 0.16 და 0.12 მოვლენა/პაციენტი/წელი, შესაბამისად. მძიმე ჰიპოგლიკემია დაფიქსირდა ერთ პაციენტში, რომელიც იყენებდა დულაგლუტიდს 0,75 მგ SGLT2i თერაპიასთან ერთად და არ დაფიქსირებულა არცერთ პაციენტში, რომლებიც იღებდა დულაგლუტიდს 1,5 მგ ან პლაცებოს.
კომბინირებული თერაპია მეტფორმინთან და პიოგლიტაზონთან ერთად
პლაცებო და აქტიური კონტროლირებად (ექსენატიდი დღეში ორჯერ) კვლევაში ორივე მკურნალობა ჩატარდა მეტფორმინთან და პიოგლიტაზონთან კომბინაციაში. ამ კვლევაში, ტრულისიტმა 1.5 მგ და 0.75 მგ გამოავლინა უპირატესობა პლაცებოსა და ეგზენატიდთან შედარებით HbA1c დონის შემცირებაში და ამავდროულად, პაციენტების პროპორცია, რომლებმაც მიაღწიეს სამიზნე HbA1c (<7.0% და 6.5%) მნიშვნელოვნად მაღალი იყო ტრულისიტის ჯგუფში.
ცხრილი 8: 52-კვირიანი აქტიური კონტროლირებადი კვლევის შედეგები, რომლის დროსაც შედარებული იქნა დულაგლუტიდის ორი სხვადასხვა დოზა და ეგზენატიდი.
HbA1c საწყისი მაჩვენებელი
HbA1c-ის საშუალო ცვლილება
პაციენტების წილი HbA1c-სამიზნე დონით
უზმოზე სისხლში შაქრის ცვლილება
სხეულის წონის ცვლილება
(%)
(%)
< 7,0 % (%)
≤ 6,5 % (%)
(მმოლ/ლ)
(კგ)
26 კვირა
დულაგლუტიდი 1,5 მგ ერთხელ კვირაში (n=279)
8,10
- 1,51‡‡,††
78,2**,##
62,7**,##
- 2,36**,##
- 1,30**
დულაგლუტიდი 0,75 მგ ერთხელ კვირაში (n=280)
8,05
- 1,30‡‡/††
65,8**/##
53,2**/##
- 1,90**/##
0,20 */##
პლაცებო (n=141)
8,06
- 0,46
42,9
24,4
- 0,26
1,24
ეგზენატიდი+ 10 μg ორჯერ დღეში
(n=276)
8,07
- 0,99
52,3
38,0
- 1,35
- 1,07
52 კვირა
დულაგლუტიდი 1,5 მგ ერთხელ კვირაში (n=279)
8,10
- 1,36††
70,8##
57,2##
- 2,04##
- 1,10
დულაგლუტიდი 0,75 მგ ერთხელ კვირაში (n=280)
8,05
- 1,07††
59,1#
48,3##
- 1,58#
0,44#
ეგზეანატიდი+ 10 μg ორჯერ დღეში (n=276)
8,07
- 0,80
49,2
34,6
- 1,03
- 0,80
†† ცალმხრივი p-მნიშვნელობა <0,025 მორგებული უმრავლესობისთვის, შეფასებული მხოლოდ HbA1c-ით დულაგლუტიდის უპირატესობა ეგზენატიდზე
‡‡ ცალმხრივი p-მნიშვნელობა <0,001 მორგებული უმრავლესობისთვის, შეფასებული მხოლოდ HbA1c-ით დულაგლუტიდის უპირატესობა პლაცებოზე
- p<0.05, ** p<0.001 დულაგლუტიდის სამკურნალო ჯგუფი პლაცებოს წინააღმდეგ
# p<0.05, ## p<0.001 დულაგლუტიდის სამკურნალო ჯგუფი ექსენატიდის წინააღმდეგ
+ ეგზენატიდის დოზაა 5 მკგ, 2x1, შემდეგ 10 მკგ 2x1 პირველი 4 კვირის განმავლობაში
AKS: უზმოზე სისხლში შაქარი.
სიმპტომატური ჰიპოგლიკემიის დოკუმენტირებული სიხშირე დულაგლუტიდისთვის 1.5 მგ და 0.75 მგ და ექსენატიდისთვის დღეში ორჯერ იყო 0.19, 0.14 და 0.75 მოვლენა/პაციენტი/წელი, შესაბამისად. მძიმე ჰიპოგლიკემიის შემთხვევები არ გამოვლენილა დულაგლუტიდის ჯგუფში, ხოლო მძიმე ჰიპოგლიკემიის ორი შემთხვევა გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ეგზენატიდს დღეში ორჯერ.
კომბინირებული თერაპია ტიტრირებულ ბაზალურ ინსულინთან მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე
28 კვირიან პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში შეფასებული იქნა ტრულისიტი 1.5 მგ-ის ეფექტურობა და უსაფრთხოება ტიტრირებულ ბაზალურ ინსულინ გლარგინთან კომბინაციაში (88% მეტფორმინთან ერთად და 12% მეტფორმინის გარეშე პლაცებოსთან გლიკემიურ კონტროლზე ზეგავლენის და ასევე უსაფრთხოების შემოწმების მიზნით. ინსულინის გლარგინის დოზის ოპტიმირების მიზნით, ორივე ჯგუფი განხორციელდა უზმოზე შრატის გლუკოზაზე <5,6 მმოლ/ლ ტიტრირება. ინსულინის გლარგინის საშუალო საწყისი დოზა იყო 37 ერთეული/დღეში პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს და 41 ერთეული/დღეში პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ ტრულისიტს 1.5 მგ. პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებოდათ HbA1c <8.0% მაჩვენებელი, ინსულინის გლარგინის საწყისი დოზა შემცირდა 20%-ით. 28-კვირიანი მკურნალობის პერიოდის ბოლოს, დოზა იყო 65 ერთეული/დღეში და 51 ერთეული/დღეში პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს და პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ტრულისიტს 1,5 მგ, შესაბამისად. ტრულისიტით 1.5 მგ კვირაში ერთხელ მკურნალობამ კვლევის 28 კვირაში პლაცებოსთან შედარებით, გამოიწვია HbA1c-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება და პაციენტების მნიშვნელოვნად უფრო დიდმა ნაწილმა მიაღწია HbA1c სამიზნე მნიშვნელობებს (<7.0% და 6.5%) (ცხრილი 9).
ცხრილი 9: 28-კვირიანი კვლევის შედეგები, რომელიც ადარებს დულაგლუტიდს ტიტრირებულ ინსულინ გლარგინთან და პლაცებოსთან
HbA1c საწყისი მაჩვენებელი
HbA1c -ის საშუალო ცვლილება
პაციენტების წილი HbA1c-სამიზნე დონით
უზმოზე სისხლში შაქრის ცვლილება
სხეულის წონის ცვლილება
(%)
(%)
< 7,0 % (%)
≤ 6,5 % (%)
(მმოლ/ლ)
(კგ)
28 კვირა
დულაგლუტიდი 1,5 მგ ერთხელ კვირაში და ინსულინ გლარგინი (n=150)
8,41
- 1,44‡‡
66,7‡‡
50,0**
- 2,48‡‡
- 1,91‡‡
პლაცებო ერთხელ კვირაში და ინსულინ გლარგინი (n=150)
8,32
- 0,67
33,3
16,7
- 1,55
0,50
‡‡ p<0.001, დულაგლუტიდის უპირატესობისთვის პლაცებოზე, ტიპი-1 ხარვეზის კონტროლი
- * p<0.001, დულაგლუტიდის სამკურნალო ჯგუფი პლაცებოსთან შედარებით.
AKS: უზმოზე სისხლში შაქარი.
სიმპტომატური ჰიპოგლიკემიის დოკუმენტირებული სიხშირე დულაგლუტიდისთვის 1.5 მგ და ინსულინ გლარგინისთვის იყო 3.38 მოვლენა/პაციენტი/წელიწადში და 4.38 მოვლენა/პაციენტი/წელი, პლაცებოსთან და ინსულინ გლარგინთან შედარებით, შესაბამისად. მძიმე ჰიპოგლიკემია დაფიქსირდა ერთ პაციენტში დულაგლუტიდის 1,5 მგ და ინსულინის გლარგინის კომბინაციით, არც ერთი არ დაფიქსირებულა პლაცებოს მომხმარებლებში.
პრანდიალურ ინსულინთან კომბინირებული თერაპია მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე
პაციენტები, რომლებიც ამ კვლევაში ჩართვამდე იღებდნენ ინსულინის 1 ან 2 ინექციას დღეში, დაასრულეს ეს ინსულინის რეჟიმი კვლევის პერიოდში და იყენებდნენ შემდეგ ან დულაგლუტიდს კვირაში ერთხელ ან ინსულინ გლარგინს ერთხელ დღეში, ყველა კომბინაციაში მიიღებოდა პრანდიალური ინსულინი ლისპრო სამჯერ დღეში მეთფორმინთან ერთად ან მის გარეშე. კვლევის 26-ე კვირაში დაფიქსირდა ტრულისიტის ორივე დოზის 1.5 მგ და 0.75 მგ თერაპიის უპირატესობა ინსულინ გლარგინთან შედარებით HbA1c-ის მნიშვნელობის შემცირებაში და დადგინდა, რომ ეს ეფექტი შენარჩუნებული იყო 52-ე კვირის განმავლობაში. პაციენტების წილი, რომლებმაც მიაღწიეს HbA1c-ის სამიზნე მნიშვნელობებს (<7.0% ან 6.5%) კვლევის 26 და 52 კვირაში ასევე უფრო მაღალი იყო, ვიდრე ინსულინ გლარგინის შემთხვევაში.
ცხრილი 10. 52-კვირიანი აქტიური კონტროლირებადი კვლევის შედეგები, რომელშიც შედარებული იქნა დულაგლუტიდის ორი სხვადასხვა დოზა და ინსულინ გლარგინი.
HbA1c საწყისი მაჩვენებელი
HbA1c -ის საშუალო ცვლილება
პაციენტების წილი HbA1c-სამიზნე დონით
უზმოზე სისხლში შაქრის ცვლილება
სხეულის წონის ცვლილება
(%)
(%)
< 7,0 % (%)
≤ …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ტრულისიტი საინექციო ხსნარით წინასწარ შევსებული კალამი 1.5 მგ/0.5 მლ
(LILLY-აშშ)
LILLY
გამოყენების ინსტრუქცია
შეიყვანება კანქვეშ.
სტერილური
აქტიური ნივთიერება: დულაგლუტიდი
თითოეული 0,5 მლ წინასწარ შევსებული კალამი შეიცავს 1,5 მგ დულაგლუტიდს.
მიიღება CHO (ჩინური ზაზუნის საკვერცხე) უჯრედებში რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიის გამოყენებით.
დამხმარე ნივთიერებები: ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, უწყლო ლიმონმჟავა, მანიტოლი (E421), პოლისორბატი 80 და საინექციო წყალი.
▼ეს პრეპარატი საჭიროებს დამატებით მონიტორინგს. ეს სამკუთხედი უზრულველყოფს უსაფრთხოების ახალი ინფორმაციის სწრაფ იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ინფორმაციის მოპოვებას ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შეტყობინებით. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილში 4.
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ გადასცეთ ის სხვებს გამოყენებისთვის.
თუ ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში მოგიწევთ ვიზიტი ექიმთან, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.
ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში აღნიშნული მითითებები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზები.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს ტრულისიტი და რისთვის გამოიყენება?
- ინფორმაცია ტრულისიტის გამოყენებამდე
- ტრულისიტის მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ტრულისიტის შენახვის პირობები
ტექსტი მოცემულია სათაურებით
- რას წარმოადგენს ტრულისიტი და რისთვის გამოიყენება?
ტრულისიტი არის გამჭვირვალე და უფერო საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ კალამში. თითოეული მზა კალამი შეიცავს 0,5 მლ ხსნარს. მზა კალამი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. შეფუთვა შეიცავს 2 და 4 ცალ მზა კალამს. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე გაყიდვაში.
ტრულისიტი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს, რომელსაც ეწოდება დულაგლუტიდი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის მქონე მოზრდილებში სისხლში შაქრის (გლუკოზის) შესამცირებლად (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი) და ხელს უწყობს გულის დაავადებების თავიდან აცილებას.
დულაგლუტიდი მიიღება CHO (ჩინური ზაზუნის საკვერცხე) უჯრედებში რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიის გამოყენებით. ტიპი 2 დიაბეტის დროს თქვენი სხეული არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ინსულინს და ინსულინის მიღებული რაოდენობა არასაკმარისია ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამ შემთხვევაში სისხლში შაქრის (გლუკოზის) რაოდენობა იზრდება.
ტრულისიტი გამოიყენება შემდეგ სიტუაციებში:
როდესაც პაციენტებში მეტფორმინით (დიაბეტის სხვა პრეპარატი) და მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით ვერ მიიღწევა სისხლში შაქრის ადექვატური კონტროლი
ან როცა დიაბეტის სხვა მედიკამენტები არ არის საკმარისად ეფექტური სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად.
დიაბეტის სხვა მედიკამენტებში ნაგულისხმებია პერორალური მედიკამენტები და/ან ინსულინი, რომლებიც შეიყვანება ინექციის გზით.
- ინფორმაცია ტრულისიტის გამოყენებამდე
ტრულისიტის გამოყენება არ შეიძლება შემდეგი მდგომარეობებისას
თუ აღინიშნება:
ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) დულაგლუტიდის ან ტრულისიტის შემადგენლობაშ შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
არ გამოიყენოთ ტრულისიტი, თუ თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრებს გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომა, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სახეობა ან მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზმის სინდრომი, ტიპი 2, რომელიც არის ენდოკრინული სისტემის დაავადება.
ტრულისიტი უნდა გამოიყენოთ სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ტრულისიტის მიღებამდე, თუ აღინიშნება შემდეგი მდგომარეობები:
თუ თქვენ ხართ დიალიზზე, მაშინ არ ინიშნება ეს მედიკამენტი
თუ თქვენ გაქვთ 1 ტიპის დიაბეტი (ტიპი, რომლის დროსაც ჩვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ინსულინს), ეს წამალი შეიძლება არ იყოს თქვენთვის შესაფერისი.
თუ გაქვთ დიაბეტური კეტოაციდოზი (ეს არის დიაბეტის გართულება, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც არ არის საკმარისი ინსულინი გლუკოზის სათანადო გამოყენებისთვის). სიმპტომები მოიცავს წონის სწრაფ კლებას, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნებას ან ავადმყოფობას, ტკბილი სუნი სუნთქვისას, ტკბილი ან მეტალის გემო პირში, ან გამორჩეული სუნი შარდში ან ოფლში.
თუ თქვენ გაქვთ სერიოზული პრობლემები საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით ან დაავადება (მათ შორის გასტროპარეზი), რომელიც იწვევს საკვების მეტხანს დარჩენას ჩვენს კუჭში.
თუ ოდესმე გქონიათ პანკრეატიტი (პანკრეატიტი); ეს დარღვევა იწვევს ძლიერ ტკივილს კუჭსა და ზურგში, რომელიც ნარჩუნდება ხანგრძლივად და არ ქრება.
თუ თქვენ იღებთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინს დიაბეტის სამკურნალოდ, ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ თქვენი შაქრის დონის ზედმეტად შემცირება (ჰიპოგლიკემია). თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს ამ წამლების დოზები ამ რისკის შემცირების მიზნით.
ტრულისიტი არ არის ინსულინი და ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული ინსულინის ნაცვლად.
ტრულისიტით მკურნალობის დასაწყისში, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სითხის დაკარგვა/დეჰიდრატაცია, მაგ. ღებინების, გულისრევის და/ან დიარეის შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დაქვეითება. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია ჭარბი სითხის მიღებით. გაურკვევლობის ან კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან რომელიმე შეგესაბამებათ თქვენ ან ადგილი ჰქონდა რომელიმე მოვლენას წარსულში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს. ბიოტექნოლოგიური პროდუქტების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო დასახელება და სერიული ნომერი უნდა ჩაიწეროს პაციენტის საქმეში.
ტრულისიტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
წამლის ფორმის და გამოყენების მეთოდის გამო ამ პრეპარატზე არ ახდენს ზეგავლენას თქვენი კვების მდგომარეობა.
ორსულობა
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უცნობია, ახდენს თუ არა დულაგლუტიდი საზიანო ზეგავლენას თქვენზე ან თქვენს ნაყოფზე მუცლად ყოფნის დროს. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება დულაგლუტიდის მიღებისას. მიმართეთ ექიმს, თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, რადგან ტრულისიტის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ორსულობის დროს სისხლში შაქრის დონის კონტროლის საუკეთესო მეთოდის შესახებ. თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაციის პერიოდი
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ ტრულისიტი, თუ ძუძუთი კვებავთ ჩვილს. უცნობია გადადის თუ არა დულაგლუტიდი დედის რძეში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ტრულისიტი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, როდესაც იყენებთ ტრულისიტს სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად, თქვენი სისხლში შაქარი შეიძლება დაეცეს (ჰიპოგლიკემია) და თქვენი კონცენტრაციის უნარი შესაბამისად შემცირდეს. თუ შეამჩნევთ სისხლში შაქრის დაბალი დონის რომელიმე სიმპტომს, მოერიდეთ ავტომობილის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას. იხილეთ ნაწილი 2 „გამოიყენება სიფრთხილით“ სისხლში დაბალი გლუკოზის გაზრდილი რისკის შესახებ ინფორმაციისთვის და პუნქტი 4 სისხლში დაბალი გლუკოზის გამაფრთხილებელი ნიშნებისთვის. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტრულისიტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) მლ-ზე ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით ნებისმიერ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტს. სხვა მედიკამენტების გამოყენებისას, შესაძლოა ტრულისიტმა ზეგავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტებზე კუჭის დაცლის შენელების შედეგად. აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, თუ იყენებდით ან გამოიყენებთ სხვა მედიკამენტებს.
- ტრულისიტის მიღების წესი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მითითებები გამოყენების წესის და დოზის/შეყვანის სიხშირის შესახებ
რეკომენდებული დოზა ცალკე გამოყენებისას შეადგენს 0.75 მგ კვირაში ერთხელ.
შაქრიანი დიაბეტის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას რეკომენდებული დოზაა 1.5 მგ კვირაში ერთხელ. ზოგიერთ შემთხვევაში (მაგ. თუ ხართ 75 წლის ან მეტის) ექიმმა შეიძლება გირჩიოთ საწყისი დოზა 0.75 მგ კვირაში ერთხელ.
თითოეული კალამი შეიცავს ტრულისიტის ყოველკვირეულ დოზას (0,75 მგ ან 1,5 მგ).
თითოეული კალამი ინიშნება მხოლოდ ერთი დოზისათვის.
მზა კალამი შეიძლება გამოიყენოთ დღის ნებისმიერ დროს, ცარიელ ან სავსე კუჭზე. თუ ეს შესაძლებელია, ის ყოველთვის უნდა გამოიყენოთ კვირის ერთსა და იმავე დღეს. იმისათვის, რომ გაგიადვილოთ დამახსოვრება, პირველი დოზის მიღებისას შეგიძლიათ მონიშნოთ კვირის დღე თქვენი კალმის კოლოფზე ან კალენდარზე.
გამოყენების წესი და მეთოდი
ტრულისიტი შეიყვანება კანქვეშ (კანქვეშა ინექცია) მუცლის ან ზედა ფეხის (ბარძაყის) არეში. ინექციას გიკეთებთ სხვა პირი, მას ასევე შეუძლია გააკეთოს ინექცია თქვენს მკლავში. სურვილის მიხედვით შესაძლებელია ყოველ კვირას სხეულის ერთსა და იმავე უბანში ინექცია. თუმცა, ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა აირჩიოთ სხვადასხვა ინექციის წერტილი იმავე ზონაში. თუ თქვენ იღებთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინს ტრულისიტთან ერთად, მნიშვნელოვანია გაიზომოთ თქვენი სისხლში შაქრის დონე ექიმის ან ფარმაცევტის მითითებით. ტრულისიტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ კალმის მომხმარებლის ინსტრუქცია, რომელიც თან ახლავს ამ ფურცელჩანართს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი
გამოყენება ბავშვებში
ტრულისიტი არ არის შესწავლილი ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში და ამიტომ არ არის რეკომენდებული ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენება.
გამოყენება ხანდაზმულებში
ასაკთან დაკავშირებული დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუმცა, 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში თერაპიული გამოცდილება ძალიან შეზღუდულია და 0.75 მგ კვირაში ერთხელ დოზა შეიძლება ჩაითვალოს მიზანშეწონილად ამ პაციენტებში საწყის ეტაპზე.
გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა
პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და ზომიერი ან მძიმე უკმარისობით (eGFR <90-დან 15მლ/წთ/1,73მ2) დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ვინაიდან გამოცდილება თირკმელების ბოლო სტადიის მქონე პაციენტებში (<15 მლ/წთ/1,73 მ2) ძალიან შეზღუდულია, ტრულისიტი არ არის რეკომენდებული ამ პოპულაციაში (იხ. ნაწილი 5.1 და 5.2).
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ტრულისიტის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ტრულისიტის საჭიროზე მეტი დოზირება
ტრულისიტის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის ჭარბი დაქვეითება (ჰიპოგლიკემია) და გამოიწვიოს სისუსტე და შეუძლოდ ყოფნა. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ტრულისიტის ზედოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ტრულისიტის გამოყენება
თუ დაგავიწყდათ ტრულისიტის დოზის შეყვანა და დარჩენილია მინიმუმ 3 დღე მომდევნო დოზის მიღებამდე, მიიღეთ თქვენი დოზა რაც შეიძლება მალე. შემდეგი დოზა მიიღეთ რეგულარული განრიგით მითითებულ დღეს. თუ მომდევნო დოზამდე 3 დღეზე ნაკლები დროა დარჩენილი მაშინ გამოტოვეთ დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა თქვენი რეგულარული გრაფიკით. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ ტრულისიტის შეყვანის დღე საჭიროებისამებრ, იმ პირობის დაცვით, რომ ტრულისიტის ბოლო დოზის მიღებიდან მინიმუმ 3 დღეა გასული. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდნენ ტრულისიტით მკურნალობის შეწყვეტისას
არ შეწყვიტოთ ტრულისითით მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს ტრულისიტით მკურნალობის შეწყვეტისას. დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, შეიძლება გამოვლინდენ გვერდითი მოვლენები პირებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ტრულისიტში შემავალი ნივთიერებების მიმართ. თუმცა, ეს ეფექტები არ ვლინდება ნებისმიერ პირში.
თუ ჩამოთვლილთაგან აღინიშნა რომელიმე, უნდა შეწყვიტოთ ტრულისიტის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
სერიოზული გვერდითი მოვლენები
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება).
დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი და კისრის, სახის, პირის ღრუსა და ყელის ქსოვილების უეცარი შეშუპება, ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება.
პანკრეასის ანთება (მწვავე პანკრეატიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი მუცელში და ზურგში, რომელიც არ ქრება. თუ თქვენ გაქვთ ეს სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
ნაწლავის გაუვალობა - შეკრულობის მძიმე ფორმა დამატებითი სიმპტომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი, შებერილობა და ღებინება. თუ თქვენ გაქვთ ეს სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
ეს ყველა არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები.
თუ თქვენში გამოვლინდება ერთ-ერთი ასეთი მოვლენა, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია) ძალიან ხშირია დულაგლუტიდით თერაპიის დროს, როდესაც გამოიყენება მეტფორმინთან, სულფონილშარდოვანასთან და/ან ინსულინის შემცველ პრეპარატებთან ერთად. თუ თქვენ იღებთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინს, შესაძლოა საჭირო გახდეს მათი დოზის შემცირება დულაგლუტიდით მკურნალობის დროს.
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
სისხლში შაქრის დაცემის სიმპტომებს მიეკუთვნება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, თავბრუსხვევა, შიმშილი, დაბნეულობა, მოუსვენრობა, აჩქარებული გულისცემა და ოფლიანობა. თქვენი ექიმი მოგცემთ სისხლში შაქრის დაცემის სიმტპომების მკურნალობის მითითებებს.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია) ხშირია, როდესაც დულაგლუტიდი გამოიყენება ცალკე ან მეტფორმინთან და პიოგლიტაზონის ჯგუფის პრეპარატებთან ერთად, ან ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ-2 ინჰიბიტორებთან (SGLT2i) მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე. შესაძლო სიმპტომების ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები.
ეს ყველა არის სერიოზული გვერდითი მოვლენა. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, აცნობეთ ექიმს
სხვა გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
გულისრევა - ეს ჩვეულებრივ ქრება დროთა განმავლობაში
ღებინება - ეს ჩვეულებრივ ქრება დროთა განმავლობაში
დიარეა-ეს ჩვეულებრივ ქრება დროთა განმავლობაში
მუცლის (კუჭის) ტკივილი
ეს გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ არ არის მძიმე ხარისხის. ისინი ძირითადად უფრო ხშირია დულაგლუტიდით თერაპიის დაწყებისას და დროთა განმავლობაში ქრება პაციენტების უმეტესობაში.
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია) ძალიან ხშირია დულაგლუტიდით მკურნალობის დროს, როდესაც მეტფორმინი გამოიყენება სულფონილშარდოვანას და/ან ინსულინის შემცველ პრეპარატებთან ერთად. თუ თქვენ იღებთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინს, შესაძლოა საჭირო გახდეს მათი დოზის შემცირება დულაგლუტიდით მკურნალობის დროს.
სისხლში შაქრის დაბალი დონის სიმპტომებია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, სისუსტე, შიმშილი, დაბნეულობა, მოუსვენრობა, აჩქარებული გულისცემა და ოფლიანობა. თქვენი ექიმი მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ უმკურნალოთ სისხლში შაქარის დაბალ დონეს.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია) ხშირია, როდესაც დულაგლუტიდი გამოიყენება ცალკე ან მეტფორმინთან და პიოგლიტაზონის ჯგუფის პრეპარატებთან ერთად, ან ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერ-2 ინჰიბიტორებთან (SGLT2i) მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე. იხილეთ ძალიან გავრცელებული ეფექტები შესაძლო სიმპტომების ჩამონათვალისთვის.
შიმშილის გრძნობის დაქვეითება (მადის დაქვეითება)
საჭმლის მონელების დარღვევა
ყაბზობა
გაზები
მუცლის შებერილობა
რეფლუქსი ან გულძმარვა (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება) - კუჭის მჟავას გადასვლა საყლაპავში
სლოკინი
დაღლილობის შეგრძნება
გულისცემის მატება
გულში ელექტრული მიდინების შენელება
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პიროვნებაში
რეაქციები ინექციის ადგილზე (მაგ. გამონაყარი, სიწითლე).
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) (მაგ. შეშუპება, ქავილი კანზე გამონაყარი (ჭინჭრის ციება))
დეჰიდრატაცია, რომელიც ხშირად ასოცირდება გულისრევასთან, ღებინებასთან და/ან დიარეასთან
ნაღვლის ბუშტის კენჭები
ნაღვლის ბუშტის ანთება
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს ნებისმიერი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც მოცემულია ან არ არის მოცემული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. ასევე გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ თურქეთის გარმაკოლოგიურ ცენტრს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ბმულზე ,,წამლის გვერდითი ეფექტების შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების შეტყობინების ხაზზე 0 800 314. 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
- ტრულისიტის შენახვის პირობები
შეინახეთ ტრულისიტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში.
ტრულისიტის კალამი გამოყენებამდე შეინახეთ მაცივარში (2-8ºC ტემპერატურაზე).
ტრულისიტის შენახვა შესაძლებელია 14 დღემდე მაცივრის გარეთ არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ საწყის შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.
არ გაიყინოთ. ტრულისიტის გაყინული კალმები უნდა გადაყაროთ.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად. არ გამოიყენოთ ტრულისიტი შეფუთვაზე და კალმის ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ ტრულისიტი, თუ კალამი დაზიანებულია ან თუ შეამჩნევთ ხსნარში ნაწილაკებს, ამღვრევას ან გაუფერულებას. არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი
Lilly İlaç Ticaret Ltd Sti
ლილი ფარმასიუტიკალ ტიკარეტ ლტდ სტი
აციბადემ მაჰ. ჩეჩნეთის ქუჩა
აკასია აჩიბადემ კენტ ეტაბი
A ბლოკი სართული: 3 34660 უსკუდარ/სტამბოლი
ტელ: 0 216 554 00 00
ფაქსი: 0 216 474 71 99
წარმოების ადგილი
ელი ლილი და კომპანია
Eli Lilly and Company
Lilly Technology Center, ინდიანა/აშშ
გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი 05.09.2022.
ინსტრუქცია მომხმარებლისათვის კალმების გამოყენების შესახებ
წინასწარ შევსებული კალამი, რომელიც შეიცავს ტრულისიტი 0.75 მგ/0.5 მლ საინექციო ხსნარს
მოხსენით საფარი
მოხსენით საფარი
უბრალოდ მოათავსეთ იგი სიბრტყეზე
წაიკითხეთ სახელმძღვანელოს ორივე მხარე
ტრულისიტის წინასწარ შევსებული კალმის გამოყენება
კალმის გამოყენებამდე ყურადღებით და სრულად წაიკითხეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო და გამოყენების ინსტრუქცია. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, თუ როგორ გააკეთოთ ტრულისიტის ინექცია სწორად.
კალამი არის ერთჯერადი, გამოყენებისათვის მზა მოწყობილობა. თითოეული კალამი შეიცავს ტრულისიტის ერთ კვირიან დოზას (1,5 მგ). თითო კალმით გამოიყენება მხოლოდ ერთი დოზა.
ტრულისიტი გამოიყენება კვირაში ერთხელ. შეგიძლიათ თქვენს კალენდარში მონიშნოთ კვირის დღე, რათა გახსოვდეთ თუ როდის გჭირდებათ შემდეგი დოზის შეყვანა.
დააჭირეთ მწვანე ინექციის ღილაკს და კალამი ავტომატურად მოათავსებს ნემსს თქვენს კანში, შეიყვანს ინექციას და ამოიღებს ნემსს ინექციის დასრულების შემდეგ.
ინექციის დაწყებამდე
მოხსნა
შემოწმება
სიფრთხილე
მომზადება
გამოიღეთ მაცივრიდან. არ მოიხსნათ ქვედა თავსახური სანამ მზად არ იქნებით ინექციისთვის.
შეამოწმეთ ეტიკეტი, რათა დარწმუნდეთ, რომ იღებთ სწორ წამალს და ვარგისიანობის ვადა არ არის გასული.
შეამოწმეთ კალამი ვიზუალურად. თუ ხედავთ, რომ კალამი დაზიანებულია ან წამალი არის ამღვრეული ან შეინიშნება გაუფერულება ან ნაწილაკები, არ გამოიყენოთ პრეპარატი.
დაიბანეთ ხელები
აირჩიეთ თქვენი საინექციო ზონა
თქვენი ექიმი, ფარმაცევტი ან სამედიცინო პერსონალი დაგეხმარებათ აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი ინექციის ადგილი.
შეგიძლიათ წამალი შეიყვანოთ მუცელში ან ბარძაყში.
ასევე შესაძლებელია ინექცია გაკეთდეს სხვა პირების დახმარებით თქვენს მკლავში.
შეცვალეთ ინექციის ადგილი ყოველ კვირას. თუ გსურთ მუდმივად გამოიყენოთ თქვენი სხეულის ერთი და იგივე ზონა, დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ სხვა ინექციის წერტილი ამ მიდამოში.
წინ უკან
- მოხსენით საფარი
- ჩასვით და განბლოკეთ
- დააჭირეთ და გააჩერეთ
ზედა მხარე ►
ინექციის ღილაკი
საკეტის უსაფრთხოების რგოლი
ინდიკატორი
ჩაკეტვა/განბლოკვა
წამალი
გამჭვირვალე ბაზა
ქვედა მხარე/ნემსი
წვერი ►
ბაზის საფარი
- მოხსენით საფარი
დარწმუნდით, რომ კალამი დაკეტილია.
ნაცრისფერი ქვედა საფარი
ამოიღეთ ნაცრისფერი ქვედა საფარი.
ნუ ეცდებით ქვედა თავსახურის ხელახლა დამაგრებას - ამან შეიძლება დააზიანოს ნემსი. არ შეეხოთ ნემსს.
ნაცრისფერი ქვედა საფარი
თუ ნაცრისფერი ქვედა საფარი არ ჩანს, როგორც ზემოთ სურათზეა:
არ გამოიყენოთ კალამი
შეინახეთ კალამი და თავსახური უსაფრთხოდ და დაუკავშირდით მწარმოებელ ფირმას Lilly.
გამოიყენეთ ახალი კალამი
- ჩასმა და განბლოკვა
ქვედა ნაწილი განათავსეთ მყარად და ბრტყლად იმ უბანზე, რომელზეც აკეთებთ ინექციას.
გახსენით საკეტი რგოლი.
- დააჭირეთ და გააჩერეთ
ხანგრძლივად დააჭირეთ მწვანე ინექციის ღილაკს; თქვენ მოისმენთ "დაწკაპუნების" ხმას. ქვედა ნაწილი მტკიცედ დააჭირეთ კანს, სანამ მეორე „დაწკაპუნებას“ არ გაიგონებთ. მეორე დაწკაპუნება ისმის დაახლოებით 5-10 წამში, როდესაც ნემსი იწყებს უკან დახევას.
- ამოიღეთ კალამი კანიდან
თქვენ მიხვდებით, რომ ინექცია დასრულებულია, როდესაც გამოჩნდება ნაცრისფერი ობიექტი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
შენახვა და ტრანსპორტირება
კალმის განადგურება
ხშირად დასმული შეკითხვები
სხვა ინფორმაცია
როგორ მივიღო მეტი ინფორმაცია
შენახვა და ტრანსპორტირება
კალამი შეიცავს მინისგან დამზადებულ ნაწილებს. გამოიყენეთ სიფრთხილით. არ გამოიყენოთ, თუ ის დაგივარდათ მყარ ზედაპირზე და გამოიყენეთ ახალი კალამი ინექციისთვის.
შეინახეთ კალამი მაცივარში.
თუ შეუძლებელია მისი შენახვა მაცივარში, შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი კალამი ოთახის ტემპერატურაზე (30 C-ზე ქვემოთ) 14 დღემდე.
არ გაყინოთ თქვენი კალამი. თუ თქვენი კალამი ადრე იყო გაყინული, აღარ გამოიყენოთ ის.
შეინახეთ კალამი საწყის შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით
შეინახეთ კალამი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სათანადო შენახვის პირობების შესახებ სრული ინფორმაციისთვის წაიკითხეთ პაციენტის ინფორმაცია.
კალმის უტილიზაცია
კალამი გადააგდეთ ნემსის წვერების სპეციალურ გადასადგებ კონტეინერში, რომელზეც მიგითითებთ თქვენი ექიმი, ექთანი ან ფარმაცევტი.
არ გამოიყენოთ ნემსის წვერის მოსაშორებელი კონტეინერი, როცა ის სავსეა.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს გამოუყენებელი მედიკამენტების განადგურების წესების შესახებ.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მოვიქცეთ, თუ კალამში შევნიშნავთ ბუშტებს? ჰაერის ბუშტები ნორმალურია. ისინი არ მოგაყენებენ ზიანს და არ იმოქმედებენ თქვენს დოზაზე. რა მოხდება, თუ კალმის გახსნამდე და ქვედა თავსახურის მოხსნამდე დავაჭერ მწვანე ინექციის ღილაკს? არ მოიხსნათ ქვედა თავსახური და არ გამოიყენოთ კალამი. გადააგდეთ კალამი თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან სამედიცინო პერსონალის მითითების შესაბამისად. გამოიყენეთ სხვა კალამი.
რა უნდა გავაკეთო, თუ ნემსის წვერზე დავინახავ სითხის წვეთს ქვედა თავსახურის ამოღებისას?
არ არის უჩვეულო სითხის წვეთი ნემსის წვერზე და არ იმოქმედებს თქვენს დოზაზე.
უნდა დავაჭირო თუ არა ინექციის ღილაკს ინექციის დასრულებამდე?
მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის აუცილებელი, ის დაგეხმარებათ კალმის მყარად დამაგრებაში თქვენს კანზე.
ინექციის დროს მე გავიგე ორზე მეტი დაწკაპუნება - ორი ხმამაღალი და ერთი უფრო ჩუმად. ჩემი ინექცია დასრულებულია?
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება მოესმას ჩუმად დაწკაპუნება მეორე ხმამაღალი დაწკაპუნების წინ. ეს გამოწვეულია კალმის ნორმალური ფუნქციონირებით. არ მოშორდეთ კალამი კანს, სანამ მეორე დაწკაპუნებას არ გაიგონებთ.
რა უნდა გავაკეთო, თუ ინექციის შემდეგ ჩემს კანზე სითხის ან სისხლის წვეთია?
ეს არ არის უჩვეულო და არ იმოქმედებს თქვენს დოზაზე.
არ ვარ დარწმუნებული, მუშაობს თუ არა ჩემი კალამი გამართულად.
შეამოწმეთ, შეყვანილია თუ არა დოზა. თუ ნაცრისფერი ნაწილი ჩანს (იხ. ნაბიჯი 3), თქვენი დოზა სწორად იქნა შეყვანილი. სხვა ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ Lilly İlaç Tic. Ltd. Şti. შეინახეთ თქვენი კალამი უსაფრთხოდ, რათა თავიდან აიცილოთ ნემსის შემთხვევითი დაზიანება შემდგომი კონსულტაციის მიღებამდე.
სხვა ინფორმაცია
თუ გაქვთ მხედველობის პრობლემები, არ გამოიყენოთ კალამი ტრულისიტის კალმის გამოყენებაში გამოცდილი პირის დახმარების გარეშე.
როგორ შემიძლია მეტი ინფორმაციის მიღება?
თუ თქვენ გაქვთ რაიმე სხვა შეკითხვა ან პრობლემა ტრულისიტის კალამთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.