- კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა (მონოთერაპია ან კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში); - ოტორინოლარინგოლოგია: იშემიური ეტიოლოგიის კოხლეო-ვესტიბულარული დარღვევები (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, სმენადობის დაქვეითება); …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტრიმეტაზიდინი (trimetazidine)
- ფორმა და შეფუთვა
- 35მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, კარდიალური სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- C01EB15
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039739
- რეგისტრირებულია
- 15 დეკემბერი 2023, მოქმედებს 15 დეკემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტრიმეკორი MR — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა (მონოთერაპია ან კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- ოტორინოლარინგოლოგია: იშემიური ეტიოლოგიის კოხლეო-ვესტიბულარული დარღვევები (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, სმენადობის დაქვეითება);
- ოფთალმოლოგია: იშემიური კომპონენტებით მიმდინარე ქორიორეტინალური დარღვევები.
მიღების წესი და დოზირება
ტრიმეკორი MR ინიშნება თითო ტაბლეტი დღეში ორჯერ ჭამის დროს, დილას და საღამოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.
სიფრთხილის ზომები
ტრიმეკორი MR განკუთვნილია სტენოკარდიის ბაზისური თერაპიისთვის და არა შეტევების კუპირებისთვის.
პრეპარატი არ გამოიყენება არასტაბილური სტენოკარდიის და მიოკარდიუმის ინფარქტის საწყისი თერაპიის მიზნით.
არ არის რეკომენდებული ტრიმეკორი MR-ის გამოყენება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, როდესაც კკ ნაკლებია 15 მლ/წთ და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს.
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARs)
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARs), მათ შორის წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP), რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური, იყო დარეგისტრირებული ტრიმეტაზიდინის მკურნალობის დროს. პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ყურადღებით დააკვირდნენ კანის რეაქციებს. თუ გამოვლინდა ამ რეაქციების დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები, ტრიმეტაზიდინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განიხილოს ალტერნატიული მკურნალობა (საჭიროების შემთხვევაში).
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვასა და აქტიური სამუშაოების შესრულების შესაძლებლობაზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ტრიმეტაზიდინის სხვა მედიკამენტებზე გავლენა აღწერილი არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არასაკმარისი მონაცემების გამო პრეპარატის დანიშვნა ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია.ლაქტაციის პერიოდში, ტრიმეკორი MR-ის დანიშვნის აუცილებლობისას, რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა, ვინაიდან არ არის დადგენილი გამოიყოფა თუ არა იგი დედის რძესთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - გულისრევა, ღებინება.
შესაძლებელია - ალერგიული რეაქციები.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP).
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - პარესთეზია.
ჭარბი დოზა
ტრიმეტაზიდინის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
შემადგენლობა
ტრიმეკორი MR-ის გარსით დაფარული მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდის 35 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა (მეტოცელი K 100 M CR), ჰიპრომელოზა (მეტოცელი K 15 M), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, შემოსაგარსი ფხვნილი (”OPADRY II pink”).
მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი - ანტიანგინალური, იშემიის საწინააღმდეგო საშუალება.
ტრიმეკორი MR არეგულირებს იშემიურ და ჰიპოქსიურ უბნებში უჯრედების ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს, ხელს უშლის უჯრედშიდა ატფ-ის რაოდენობის შემცირებას, უზრუნველყოფს მემბრანული იონური არხების ნორმალურ ფუნქციონირებას, კალიუმისა და ნატრიუმის იონების ტრანსმემბრანულ ტრანსპორტს და უჯრედული ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.
ტრიმეკორი MR აფერხებს ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის პროცესს, ზრდის გლუკოზის დაჟანგვას, ხელს უწყობს გლიკოლიზისა და ჟანგვითი დეკარბოქსილირების პროცესებს შორის თანაფარდობის აღდგენას. აღნიშნული მექანიზმებით ტრიმეტაზიდინი უზრუნველყოფს მიოკარდიუმის იშემიისგან დაცვას. ცხიმოვანი მჟავების ჟანგვითი პროცესების გლუკოზის დაჟანგვით ჩანაცვლება საფუძვლად უდევს პრეპარატის ანტიანგინალურ მოქმედებას.
ტრიმეტაზიდინი ხელს უწყობს იშემიის დროს გულის კუნთის და ნეიროსენსორული ორგანოების ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს, ამცირებს უჯრედშიდა აციდოზს, გულის იშემიურ და რეპერფუზიულ ქსოვილებში ამცირებს პოლინუკლეარული ნეიტროფილების მიგრაციასა და ინფილტრაციას, ხელს უწყობს მიოკარდიუმის დაზიანებული უბნის შემცირებას, ამასთან არ მოქმედებს ჰემოდინამიკაზე.
გულის იშემიური დაავადების დროს ტრიმეტაზიდინი აუმჯობესებს კორონარულ რეზერვს და ამით აფერხებს ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული იშემიის განვითარებას, ზღუდავს არტერიული წნევის მკვეთრ მერყეობას, არ მოქმედებს გულის რიტმზე. პრეპარატი ამცირებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირეს, ამცირებს ნიტრატებისადმი მოთხოვნილებას, პაციენტებში იშემიური დისფუნქციით აუმჯობესებს მარცხენა პარკუჭის კუმშვადობის ფუნქციას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის მიღებიდან საშუალოდ 5 საათში მიიღწევა მაქსიმალური კონცენტრაცია. ტრიმეტაზიდინი გამოიყოფა შეუცვლელი სახით, ძირითადად თირკმლების საშუალებით. T1/2 - 7 სთ, ხანდაზმულ პაციენტებში T1/2 შეადგენს 12 სთ-ს.
შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ტრიმეკორი MR
(TRIMETAZIDINE)

ჩვენება
- კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა (მონოთერაპია ან კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- ოტორინოლარინგოლოგია: იშემიური ეტიოლოგიის კოხლეო-ვესტიბულარული დარღვევები (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, სმენადობის დაქვეითება);
- ოფთალმოლოგია: იშემიური კომპონენტებით მიმდინარე ქორიორეტინალური დარღვევები.
უკუჩვენება
ორსულობა;
ლაქტაციის პერიოდი;
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
ტრიმეკორი MR განკუთვნილია სტენოკარდიის ბაზისური თერაპიისთვის და არა შეტევების კუპირებისთვის.
პრეპარატი არ გამოიყენება არასტაბილური სტენოკარდიის და მიოკარდიუმის ინფარქტის საწყისი თერაპიის მიზნით.
არ არის რეკომენდებული ტრიმეკორი MR-ის გამოყენება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, როდესაც კკ ნაკლებია 15 მლ/წთ და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს.
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARs)
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCARs), მათ შორის წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP), რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური, იყო დარეგისტრირებული ტრიმეტაზიდინის მკურნალობის დროს. პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ყურადღებით დააკვირდნენ კანის რეაქციებს. თუ გამოვლინდა ამ რეაქციების დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები, ტრიმეტაზიდინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განიხილოს ალტერნატიული მკურნალობა (საჭიროების შემთხვევაში).
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვასა და აქტიური სამუშაოების შესრულების შესაძლებლობაზე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
არასაკმარისი მონაცემების გამო პრეპარატის დანიშვნა ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია.ლაქტაციის პერიოდში, ტრიმეკორი MR-ის დანიშვნის აუცილებლობისას, რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა, ვინაიდან არ არის დადგენილი გამოიყოფა თუ არა იგი დედის რძესთან ერთად.
დოზის გადაჭარბება
ტრიმეტაზიდინის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ტრიმეტაზიდინის სხვა მედიკამენტებზე გავლენა აღწერილი არ არის.
დოზირება და მიღების წესი
ტრიმეკორი MR ინიშნება თითო ტაბლეტი დღეში ორჯერ ჭამის დროს, დილას და საღამოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - გულისრევა, ღებინება.
შესაძლებელია - ალერგიული რეაქციები.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP).
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - პარესთეზია.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი 35 მგ; 30 ტაბლეტი ან 60 ტაბლეტი ბლისტერებში; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს
მისამართი: რუსთავის გზატკეცილი 52, თბილისი, საქართველო
ტელ.: 2404383
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.