პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ტრიმეიკი

TRIMEIK

რეცეპტით4მგ+1,25მგ+10მგინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ პაციენტებში, რომელთა წნევის კონტროლი ხორციელდება პერინდოპრილის, ინდაპამიდის და ამლოდიპინის მონოპრეპარატებით კომბინირებული თერაპიის მეშვეობით იმავე დოზებით.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
4მგ+1,25მგ+10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები, სხვა კომბინაციები
ATC კოდი
C09BX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-046621
რეგისტრირებულია
5 ნოემბერი 2026, მოქმედებს 5 ნოემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატრიმეიკი და სხვა წამალი ერთად

ტრიმეიკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ პაციენტებში, რომელთა წნევის კონტროლი ხორციელდება პერინდოპრილის, ინდაპამიდის და ამლოდიპინის მონოპრეპარატებით კომბინირებული თერაპიის მეშვეობით იმავე დოზებით.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება პერორალურად, 1 ტაბლეტი დღეში ერთჯერ, უმჯობესია დილით, საკვების მიღებამდე.

პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ცალკეული კომპონენტების დოზების ტიტრირების შემდეგ. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს – 1 ტაბლეტს, დღეში. ჩვეულებრივ, ინიშნება დღეში 1 ტაბლეტი დოზირებით 8 მგ/2.5 მგ/10 მგ.

განსაკუთრებული პოპულაციები:

პაციენტები თირკმლის უკმარისობით:

პრეპარატის არ გამოიყენება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსით <15 მლ/წთ). თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსით 30-60 მლ/წთ) არ გამოიყენება პრეპარატის 4 მგ/1.25 მგ/10 მგ და 8 მგ/2.5 მგ/10 მგ დოზები. პრეპარატით მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია ცალკეული მონოკომპონენტების დოზების შერჩევის შემდეგ. მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა უნდა მოიცავდეს სისხლის პლაზმაში კალიუმის და კრეატინინის კონცენტრაციის რეგულარულ კონტროლს. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <60 მკ/წთ 1/73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე) დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ალისკირენთან ერთად.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით:

პრეპარატი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის უკმარისობით პრეპარატის დოზის შერჩევისას აუცილებელია სიფრთხილე, ვინაიდან ამ კატეგორიის პაციენტებში ცალსახა რეკომენდაციები ამლოდიპინის დოზის შესახებ არ არსებობს.

ხანდაზმულები:

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პერინდოპრილატის გამოყოფა შენელებულია. თერაპია უნდა ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით.

პედიატრიული პოპულაცია:

ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები

ალისკირენი:

დიაბეტით ან თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <60 მკ/წთ 1/73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე), იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების, თირკმლის ფუნქციის გაუარესების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების და გულ-სისხლძარღვთა დავადებების გამო სიკვდილიანობის რისკი.

კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდირებული

ამლოდიპინი

ლაბორატორიულ ცხოველებში დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაციის შემთხვევები ლეტალური შედეგით და კოლაფსი ვერაპამილის და ინტრავენურად დანტროლენის გამოყენების დროს, რასაც თან ახლდა ჰიპერკალემია. ჰიპერკალემიის განვითარების რისკის გამო, კალციუმის "ნელი" არხების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება, მათ შორის - ამლოდიპინის, უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი ჰიპერთერმიისადმი მიდრეკილ პაციენტებში, ასევე ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მკურნალობის დროს.

ამლოდიპინით მკურნალობის დროს გრეიფრუტის ან გრეიფრუტის წვენის მიღება არ არის რეკომენდებული ზოგიერთ პაციენტში ამლოდიპინის ბიოშეღწევადობის ზრდის გამო, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითების ეფექტის ზრდა.

პერინდოპრილი

ალისკირენი:

პაციენტებში, რომლებსაც არ გაჩნიათ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის უკმარისობა, იზრდება ჰიპერკალიემიის, თირკმლის ფუნქციის გაუარესების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან სიკვდილიანობის რისკი.

ლიტერატურულ მონაცემებში მითითებულია, რომ პაციენტებში დადგენილი ათეროსკლეროზული დაავადებით, გულის უკმარისობით, ან შაქრიანი დიაბეტით სამიზნე-ორგანოების დაზიანებით, კომბინირებულ თერაპიას აგფ-ინჰიბიტორებით და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორებით ახლავს ჰიპოტენზიის, გულის წასვლის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის გაუარესების (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) განვითარების უფრო მაღალი სიხშირე, ერთი პრეპარატის გამოყენებასთან შედარებით, რომელიც ზეგავლენას ახდენს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე. ორმაგი ბლოკადა (მაგალითად, აგფ-ინჰიბიტორის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორთან კომბინირების გზით) უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ცალკეული შემთხვევებით და ახლდეს თირკმლის ფუნქციის, კალიუმის დონის და არტერიული წნევის სათანადო მონიტორინგი.

ესტრამუსტინთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება არასასურველი რეაქციების რისკი, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება.

კალიუმის შემნახველმა დიურეტიკებმა, მაგალითად სპირონოლაქტონმა, ტრიამტერენმა ან ამილორიდმა, კალიუმის დანამატებმა ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელებმა შეიძლება გამოიწვიონ შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მომატება (შესაძლო ლეტალური შედეგით). არ არის რეკომენდირებული პერინდოპრილის კომბინაცია ზემოთ მითითებულ პრეპარატებთან. თუ დადასტურებული ჰიპოკალიემიის შემთხვევაში თანმხლები გამოყენება დანიშნულია, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე და სისხლის შრატში კალიუმის დონის ხშირი მონიტორინგი. სპირონოლაქტონის გამოყენების შესახებ გულის ქრონიკული უკმარისობის დროს მითითებულია ქვემოთ ტექსტში.

პერინდოპრილი/ინდაპამიდი

ლითიუმის და აგფ-ინჰიბიტორების კომბინირებული დანიშვნისას აღნიშნული იყო სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი მომატების და ტოქსიკურობის შემთხვევები. ინდაპამიდთან და პერინდოპრილთან ლითიუმის კომბინირებული მიღება არ არის რეკომენდირებული, მაგრამ თუ ეს აუცილებელია, საჭიროა სისხლის შრატში ლითიუმის შემცველობის სათანადო მონიტორინგი.

კომბინირებული გამოყენება განსაკუთრებული სიფრთხილით

ამლოდიპინი

არ მოიპოვება მონაცებემი ამლოდიპინზე CYP3A4 იზოფერმენტების ინდუქტორების გავლენის შესახებ. CYP3A4 იზოფერმენტების ინდუქტორებთად (მაგალითად, რიფამპიცინის, კრაზანას პრეპარატების) ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება. Aუცილებელია სიფრთხილე ამლოდიპინის და CYP3A4 იზოფერმენტების ინდუქტორების ერთდროული გამოყენებისას.

ამლოდიპინის და ზომიერი ან ძლიერი CYP3A4 იზოფერმენტების ინჰიბიტორების (პროტეაზას ინჰიბიტორები, აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, მაკროლიდები (მაგალითად, ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი), ვერაპამილი ან დილთიაზემი, ტაკროლიმუსი) ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად გაზარდოს ამლოდიპინის კონცენტრაცია. აღნიშნული ფარმაკოკინეტიკური გადახრების კლინიკური გამოვლინებები შესაძლოა მეტად გამოხატული იყოს ხანდაზმულ პაციენტებში. ამასთან დაკავშირებით, შესაძლებელია საჭირო გახდეს კლინიკური მდგომარეობის მონიტორინგი და დოზის კორექცია.

ინდაპამიდი

ჰიპოკალიემიის განვითარების რისკის გამო, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ინდაპამიდის და პრეპარატების ერთდროულად დანიშვნისას, რომლებიც იწვევენ “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვან ტაქიკარდიას, როგორიცაა: IA კლასის ანტიარითმული ნივთიერებები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი); III კლასის ანტიარითმიული ნივთიერებები (ამიოდარონი, დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმი, სოტალოლი); ზოგიერთი ნეიროლეპტიკები (ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, ლევომეპრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფლუოპერაზინი), ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულპრიდი, სულტოპრიდი, თიაპრიდი), ბუტიროფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი), სხვა ნეიროლეპტიკები (პიმოზიდი); სხვა ნივთიერებები, როგორიცაა ბეპრიდილი, ცისაპრიდი, დიფემანილი, ერითრომიცინი ი/ვ, ჰალოფანტრინი, მიზოლასტინი, მოქსიფლოქსაცინი, პენტამიდინი, სპარფლოქსაცინი, ვინკამიცინი ი/ვ, მეთადონი, ასთემიზოლი, ტერფენადინი. საჭიროა ჰიპოკალემიის პროფილაქტიკის ჩატარება, საჭიროებისას - კორექციის განხორციელება და ეკგ-ზე QT ინტერვალის კონტროლირება.

ამფოტერიცინი B (შეყვანის გზა ი/ვ), გლუკო- და მინერალოკორტიკოიდები (სისტემური შეყვანის გზა), ტეტრაკოზაქტიდი, მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები: კალიუმის დონის დაქვეითების რისკის ზრდა (ადიტიური ეფექტი). აუცილებელია კალიუმის შემცველობის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში – კორექციის ჩატარება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პაციენტებს, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს. რეკომენდირებულია არამასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებების გამოყენება.

კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გააძლიეროს საგულე გლიკოზიდების ტოქსიური მოქმედება. საჭიროა კალიუმის შემცველობის და ეკგ მაჩვენებლების კონტროლი; აუცილებლობისას მკურნალობა უნდა გადაიხედოს.

ინდაპამიდის და ალოპურინოლის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების რისკი.

პერინდოპრილი

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აგფ-ინჰიბიტორების და დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების (ინსულინი, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერება, ჰიპოგლიკემიის დადგომის რისკით. ასეთი მოვლენა უფრო ხშირად ვითარდება კომბინირებული მკურნალობის პირველი კვირეების განმავლობაში და პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით.

პაციენტებში, აგფ-ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყების შემდეგ, რომლებიც ღებულობენ დიურეზულ საშუალებებს, განსაკუთრებით პაციენტებში დაქვეითებული მოცირკულირე სისხლის მოცულობით ან მარილების დეფიციტით, შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება აგფ-ინჰიბიტორებით თერაპიის დასაწყისში. ჰიპოტენზიური ეფექტის ალბათობა შეიძლება შემცირებული იქნას დიურეზულების მიღების მოხსნით, მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდით ან მარილის მოხმარების გაზრდით პერინდოპრილით თერაპიის დაწყებამდე დაბალი დოზით, მისი შემდგომი თანდათანობითი გაზრდით.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს, როდესაც დიურეტიკებით წინამორბედ თერაპიას შეეძლო გამოეწვია მარილების/მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება, დირეზულების მიღება უნდა შეწყდეს აგფ-ინჰიბიტორების მიღების დაწყებამდე (ამ შემთხვევაში შეიძლება განმეოროებით შეყვანილი იქნას არაკალიუმშემანარჩუნებელი დიურეზული), ან აგფ-ინჰიბიტორის მიღებას იწყებენ დაბალი დოზირებით და თანდათანობით ზრდიან.

გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს, რაც საჭიროებს დიურეტიკების მიღებას, აგფ-ინჰიბიტორის მიღების დაწყება უნდა მოხდეს ძალიან დაბალი დოზით, შეძლებისდაგვარად კალიუმის დაზოგვის უნარის არ მქონე თანხმლები დიურეტიკის დოზის წინასწარი შემცირების შემდეგ. ყველა შემთხვევაში აგფ ინჰიბიტორით თერაპიის დაწყების შემდეგ პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, საჭიროა თირკმლის ფუნქციის სათანადო მონიტორინგის ჩატარება (კრეატინინის დონე).

კალიუმშემანარჩუნებელი დიურეტიკები (ეპლერენონი, სპირონოლაქტონი): ეპლერენონის ან სპირონოლაქტონის მიღება დოზებით 12,5 მგ-დან /დღეში 50 მგ-მდე/დღეში და აგფ ინჰიბიტორების დაბალი დოზებით:

II-IV კლასის (NYHA კლასიფიკაციით) გულის უკმარისობის მკურნალობისას განდევნის ფრაქციით <40%, აგფ ინჰიბიტორებით და მარყუჟოვანი დიურეტიკებით წინამორბედი თერაპიით, არსებობს ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი პოტენციური ლეტალური დასასრულით, განსაკუთრებით რეკომენდაციების დაუცველობის შემთხვევაში პრეპარატების ამ კომბინაციის დანიშვნასთან დაკავშირებით.

პრეპარატების ამ კომბინაციის დანიშვნამდე, საჭიროა იმაში დარწმუნება, რომ პაციენტს არ გააჩნია ჰიპერკალიემია და თირკმლის უკმარისობა.

თერაპიის პირველი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ, შემდეგ კი თვეში ერთხელ რეკომენდირებულია კალიუმის და კრეატინინის სისხლის პლაზმაში შემცველობის მონიტორინგის ჩატარება.

პერინდოპრილი/ინდაპამიდი

ბაკლოფენი: ანტიჰიპერტენზიული ეფექტის პოტენცირება. საჭიროა არტერიული წნევის და თირკმლის ფუნქციის კონტროლი, ასევე აუცილებლობისას, ანტიჰიპერტენზიული საშუალების დოზის კორექცია

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით მაღალი დოზებით): აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზებით, ცოგ-2 ინჰიბიტორები და არასელექტიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები - აასს) შეიძლება გახდეს აგფ-ინჰიბიტორების ჰიპოტენზიური ეფექტის დაქვეითების მიზეზი. Aგფ-ინჰიბიტორების და აასს-ს ერთდროული გამოყენება ასევე ზრდის თირკმელების ფუნქციის დარღვევის რისკს, თირკმლის უკმარისობის განვითარებამდეც კი, და სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მომატების რისკს, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის უკვე არსებული დარღვევებით. ასეთი კომბინაცია უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტებმა უნდა მიიღონ საკმაო რაოდენობით სითხე, ასევე რეკომენდირებულია თირკმლის ფუნქციის კონტროლი კომბინირებული მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ.

კომბინირებული გამოყენება სიფრთხილით

ამლოდიპინი

კლინიკურ კვლევებში არ გამოვლენილა ამლოდიპინის ზეგავლენა ატორვასტატინის, დიგოქსინის, ვარფარინის ან ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკის პარამეტრებზე.

10 მგ ამლოდიპინის რამოდენიმე დოზის ერთდროული მიღებისას 80 მგ სიმვასტატინთან აღინიშნებოდა სიმვასტატინის კონცენტრაციის ზრდა 77%-ით სიმვასტატინის იზოლირებულად მიღებასთან შედარებით.

ანტივირუსული საშუალებები (რიტონავირი) ზრდის კალციუმის ნელი არხების ბლოკატორების პლაზმურ კონცენტრაციებს, მათ შორის – ამლოდიპინის.

ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ლითიუმის ნეიროტოქსიკურობის მოვლენების გაძლიერება (გულისრევა, ღებინება, დიარეა, ატაქსია, ტრემორ, ყურებში შუილი).

ინდაპამიდი

ლაქტოაციდოზი მეტფორმინის მიღების ხარჯზე, გამოწვეული შესაძლო თირკმლის ფუნქციური უკმარისობით, დაკავშირებულია დიურეტიკებთან და განსაკუთრებით “მარყუჟოვან” დიურეტიკებთან. არ არის რეკომენდირებული მეტფორმინის მიღება, თუ კრეატინინის დონე პლაზმაში აღემატება 15 მგ/მლ (135 მკმოლ/ლ) მამაკაცებში და 12 მგ/ლ (110 მკმოლ/ლ) ქალებში.

დიურეტიკების მიღებით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში, იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით იოდისშემცველი საკონტრასტო პრეპარატების მაღალი დოზებით გამოყენებისას. იოდისშემცველი პრეპარატების დანიშვნის წინ საჭიროა რეჰიდრატაციის ჩატარება.

კალციუმის მარილების ერთდროულად მიღებისას იზრდება ჰიპერკალციემიის რისკი შარდით კალციუმის ექსკრეციის შემცირების შედეგად.

ციკლოსპორინთან ერთდროული გამოყენებისას პლაზმაში აღინიშნება კრეატინინის დონის მომატების რისკი, მოცირკულირე ციკლოსპორინის დონის ცვლილების გარეშე, წყლის და ელექტროლიტების შემცველობის დაქვეითების არარსებობის შემთხვევაშიც კი.

პერინდოპრილი

ნიტროგლიცერინის და სხვა ნიტრატების ან სხვა სისხლძარღვთაგამაფართოებელი საშუალებების თანმხლებმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითება.

აგფ-ინჰიბიტორებთან ერთდროულმა გამოყენებამ ალოპურინოლთან, ციტოსტატიკებთან ან იმუნოდეპრესანტებთან, სისტემურ კორტიკოსტეროიდებთან ან პროკაინამიდთან შესაძლოა გაზარდოს ლეიკოპენიის განვითარების რისკი.

აგფ-ინჰიბიტორებმა შეიძლება გააძლიერონ ზოგიერთი საანესთეზიო საშუალებების ჰიპოტენზიური ეფექტი.

დიურეტიკების (თიაზიდური ან “მარყუჟოვანი” დიურეტიკები) მაღალი დოზებით ადრე ჩატარებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და ჰიპოტენზიის განვითარების რისკი პერინდოპრილით მკურნალობის დასაწყისში.

აგფ-ინჰიბიტორებთან გლიპტინების (ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი) ერთდროული მიღებისას დიპეპტიდილპეპტიდაზა IV-ის აქტივობის დაქვეითების გამო იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი.

სიმპათომიმეტიკებს შეუძლიათ აგფ-ინჰიბიტორების ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირება.

პაციენტებში, რომლების იღებენ ოქროს საინექციო პრეპარატებს (ნატრიუმის აუროთიომალატი) და აგფ-ინჰიბიტორებს, მათ შორის პერინდოპრილს, იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ნიტრიტოიდული რეაქციები (სიმპტომები: სახის ჰიპერემია, გულისრევა, ღებინება, ჰიპოტენზია).

პერინდოპრილი/ინდაპამიდი/ამლოდიპინი

იმიპრამინის მსგავსი ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური), ნეიროლეპტიკები: ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება და ორთოსტატური ჰიპოტენზიის განვითარების რისკის მომატება (ადიტიური ეფექტი).

სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლერება, რაც დამატებით იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.

კორტიკოსტეროიდები, ტეტრაკოზაქტიდი ამცირებენ ჰიპოტენზიურ მოქმედებას (მარილის და წყლის შეკავება, რაც კორტიკოსტეროიდების მოქმედების შედეგად არის გამოწვეული).

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებები

ამლოდიპინი

ამლოდიპინის და სილდენაფილის ერთდროული მიღებისას არ არის გამოვლენილი თითოეული პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება.

ამლოდიპინი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.

ალუმინის/მაგნიუმის შემცველი ანტაციდები ერთდროული მიღება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის ცალკეულ კომპონენტებთან დაკავშირებული სიფრთხილის ყველა ზომა გასათვალისწინებელია ასევე პრეპარატის ფიქსირებული კომბინაციის შემთხვევაში.

ამლოდიპინი

გულის ქრონიკული უკმარისობა.

გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობა ტარდება სიფრთხილით. ამლოდიპინის გამოყენებისას პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით (NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით მე-III ან მე-IV ფუნქციური კლასი) შესაძლებელია ფილტვების შეშუპების განვითარება. კალციუმის არხის ბლოკატორები, ამლოდიპინის ჩათვლით, გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოიყენება სიფრთხილით გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენების და ლეტალობის რისკის ზრდის გამო.

გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების (NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით მე-III ან მე-IV ფუნქციური კლასი) მკურნალობის დაწყება საჭიროა უფრო დაბალი დოზებით და მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

არტერიული ჰიპერტენზიის და გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებმა არ უნდა შეწყვიტონ ბეტა-ადრენობლოკატორების მიღება: საჭიროა აგფ-ინჰიბიტორების და ბეტა-ადრენობლოკატორების ერთდროულად მიღება.

ჰიპერტონული კრიზი.

ამლოდიპინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჰიპერტონული კრიზის დროს დადგენილი არ არის.

ინდაპამიდი

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეზული საშუალებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება. ამ შემთხვევაში დიურეზული საშუალებების მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ფოტომგრძნობელობა.

თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეზული საშუალებების მიღების ფონზე აღწერილი იყო ფოტომგრძნობელობის განვითარების შემთხვევები. ასეთი რეაქციების განვითარებისას პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს. დიურეტიკების განმეორებითი დანიშვნის საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია კანის საფარველის დაცვა მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან ან ხელოვნური ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან.

კალციუმის იონების შემცველობა სისხლის პლაზმაში.

თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეზული საშუალებები იწვევენ თირკმელებით კალციუმის იონების გამოყოფის შემცირებას და სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის დროებით უმნიშვნელო მატებას. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს ადრე არსებული ჰიპერპარათირეოზის შედეგი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დიურეზული საშუალებების მიღების შეწყვეტა და პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის შემოწმება.

შარდმჟავა.

პაციენტებში ჰიპერურიკემიით შეიძლება გაიზარდოს პოდაგრას შეტევების სიხშირე.

პერინდოპრილი

კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებები, კალიუმის პრეპარატები, საკვები მარილის კალიუმის შემცველი ჩამნაცვლებელი საშუალებები და საკვები დანამატები.

არ არის რეკომენდებული პერინდოპრილის და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების ერთდროული დანიშვნა, ასევე კალიუმის პრეპარატების, საკვები მარილის კალიუმის შემცველი ჩამნაცვლებელი საშუალებების და საკვები დანამატების.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა.

არსებობს მონაცემები არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის შესახებ (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) აგფ-ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ან ალისკირენთან. აგფ-ინჰიბიტორების ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ან ალისკირენთან ერთდროული გამოყენებით გამოწვეული რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა არ არის რეკომენდებული. თუ ორმაგი ბლოკადა აუცილებელია, საჭიროა ეს განხორციელდეს მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ თირკმლის ფუნქციის, სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების დონის და არტერიული წნევის რეგულარული კონტროლით. აგფ-ინჰიბიტორების გამოიყენება ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან დაუშვებელია პაციენტებში დიაბეტური ნეფროპათიით.

ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი/თრომბოციტოპენია/ანემია.

არსებობს მონაცემები ნეიტროპენიის, აგრანულოციტოზის, თრომბოციტოპენიის და ანემიის განვითარების შესახებ აგფ-ინჰიბიტორების მიღების დროს. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში და სხვა რისკ-ფაქტორების არარსებობის დროს, ნეიტროპენია იშვიათად ვითარდება. პერინდოპრილი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების მქონე პაციენტებში, იმუნოდეპრესანტების, ალოპურინოლის ან პროკაინამიდის ან მათი კომბინაციის მიღების ფონზე, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ზოგ პაციენტს უვითარდებოდა მძიმე ინფექციები, რომლებიც მდგრადი იყო ინტენსიური ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართ. ასეთი პაციენტებისთვის პერინდოპრილის დანიშვნისას რეკომენდებულია სისხლში ლეიკოციტების პერიოდული კონტროლი, ასევე პაციენტებმა უნდა შეატყობინონ ექიმს ნებისმიერი ინფექციური სიმპტომის შესახებ (მაგალითად, ყელის ტკივილი, ცხელება).

მომატებული მგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება.

აგფ-ინჰიბიტორების, მათ შორის პერინდოპრილის, მიღებისას იშვიათად შესაძლებელია სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ყელის და ხორხის ანგიონევროზული შეშუპების განვითრება. ეს შესაძლოა მოხდეს თერაპიის ნებისმიერ პერიოდში. სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მანამ, სანამ შეშუპების სიმპტომები სრულად არ გაქრება. თუ შეშუპება მხოლოდ სახეზე და ტუჩებზეა, როგორც წესი, ეს შეშუპება თავისთავად ქრება, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენება.

ანგიონევროზული შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ხორხის შეშუპება, შესაძლოა დასრულდეს ლეტალურად. ენის, ყელის და ხორხის შეშუპებამ შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია და ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ საჭიროა ინტენსიური თერაპიის ჩატარება. სიმპტომების წარმოქმნისთანავე საჭიროა ეპინეფრინის (ადრენალინი) ხსნარის 1:1000 (0.3-0.5 მლ) შეყვანა ან/და სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა. აუცილებელია მკაცრი სამედიცინო დაკვირვება სიმპტომების სრულად გაქრობამდე.

ნეგროიდული რასის წარმომადგენლებს აგფ-ინჰიბიტორების მიღების ფონზე ანგიონევროზული შეშუპება უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე სხვა რასის წარმომადგენლებს.

პაციენტებს კვინკეს შეშუპებით ანამნეზში, რაც არ იყო დაკავშირებული აგფ-ინჰიბიტორების მიღებასთან, პრეპარატის მიღებისას შესაძლოა ჰქონდეთ ამ პათოლოგიური მდგომარეობის განვითარების მომატებული რისკი.

არსებობს იშვიათი მონაცემები ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპების შესახებ აგფ-ინჰიბიტორებით თერაპიის ფონზე. ასეთ შემთხევევბში პაციენტებს აღებიშნებოდათ მუცლის ტკივილი როგორც იზოლირებული სიმპტომი, ასევე გულისრევის და ღებინების თანხლებით, ზოგ შემთხვევაში სახის წინამორბედი ანგიონევროზული შეშუპების არარსებობით და С1-ესტერაზას ნორმალური დონით. დიაგნოზი დგინდება მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიით, ულტრაბგერითი გამოკვლევით ან ქირურგიული ჩარევის დროს. სიმპტომების გაქრობა ხდება აგფ-ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ. დიფერენციალური დიაგნოზის ჩატარების დროს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ აგფ-ინჰიბიტორებს და აღენიშნებათ მუცლის ტკივილი, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპების რისკი.

ანაფილაქტოიდური რეაქციები დესენსიბილიზაციის ჩატარების დროს.

არსებობს ცალკეული შეტყობინებები მდგრადი, სიცოცხლისთვის სახიფათო ანაფილაქტოიდური რეაქციის განვითარების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ-ინჰიბიტორებს მწერების (ფუტკრები, კრაზანები) შხამით მადენსიბილიზირებელი თერაპიის დროს.

აგფ-ინჰიბიტორები სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პაცენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ალერგიული რეაქციებისადმი და გადიან დესენსიბილიზაციის კურსს; თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის დანიშვნა პაციენტებში, რომლებიც გადიან იმუნოთერაპიას მწერების შხამებით. იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს ესაჭიროება როგორც აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობა, ასევე დესენსიბილიზაცია, ასეთი რეაქციების დადგომის თავიდან აცილება შეიძლება აგფ-ინჰიბიტორების დროებითი მოხსნის გზით მადესენსიბილირებელი თერაპიის კურსის დაწყებამდე მინიმუმ 24 საათით ადრე.

ანაფილაქტოიდური რეაქციები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის დროს.

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ-ინჰბიტორებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის ჩატარებისას დექსტრანის სულფატის გამოყენებით, აღინიშნა სიცოცხლისთვის სახიფათო ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების იშვიათი შემთხვევები. ამგვარი რეაქციების დადგომის თავიდან აცილება შესაძლებელია აგფ-ინჰიბიტორების მიღების დროებითი შეწყვეტის გზით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის ყოველი პროცედურის წინ.

ჰემოდიალიზი.

ცნობილია ანაფილაქტოიდური რეაქციების აღნიშვნის შემთხვევები პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ ჰემოდიალიზი მემბრანების გამოყენებით ნაკადის მაღალი სიმკვრივით (მაგალითად, AN69) და ერთდროულად იმყოფებოდნენ აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობაზე. ასეთ პაციენტებში რეკომენდირებულია ან სხვა ტიპის მემბრანების გამოყენება დიალიზისათვის, ან სხვა კლასის ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიღება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკს (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით).

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან ჰიპერკალიემიის განვითარების რისკს

ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატები ან სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოთერაპიული ჯგუფები შეიძლება ზრდიდეს ჰიპერკალიემიის განვითარების ალბათობას: ალისკირენი, კალიუმის მარილები, კალიუმის შემნახველი დიურეტიკები, აგფ-ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ჰეპარინი, იმუნოდეპრესანტები, როგორიცაა ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი, ტრიმეტოპრიმი. ამ პრეპარატების კომბინირებული გამოყენება ზრდის ჰიპერკალიემიის აღნიშვნის რისკს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არის რეკომენდირებული აგფ-ინჰიბიტორებით თერაპიის ინიცირება ორსულობის დროს. თუ აგფ-ინჰიბიტორებით თერაპიის გაგრძელება არ ითვლება აუცილებლობად, პაციენტები, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, გადაყვანილი უნდა იქნან მკურნალობის ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ მეთოდებზე, რომლებსაც გააჩნიათ დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოსაყენებლად. როდესაც ხდება ორსულობის დიაგნოსტირება, აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდირებულია ალტერნატიული თერაპიის დაწყება.

ხველა.

აგფ-ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მშრალი ხველა, რომელსაც გააჩნია პერსისტირებადი ხასიათი და ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ამ სიმპტომს შეიძლება გააჩნდეს იატროგენული ეთიოლოგია. თუ აგფ-ინჰიბიტორის დანიშვნა სასურველია, მაშინ განხილული უნდა იქნას მკურნალობის გაგრძელების შესაძლებლობა.

აორტის ან მიტრალური სარქველის სტენოზი/ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა აგფ-ინჰიბიტორების გამოყენებისას პაციენტებში მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქციით.

ეთნიკური თავისებურებანი.

პერინდოპრილი (სხვა აგფ ინჰიბიტორების მსგავსად) ახდენს ნაკლებად გამოხატულ ჰიპოტენზიურ მომედებას ნეგროიდული რასის პაციენტებზე სხვა რასის წარმომადგენლებთან შედარებით. შესაძლოა ეს სხვაობა განპირობებულია იმით, რომ ჰიპერტენზიით დაავადებულ ნეგროიდული რასის პაციენტებში უფრო ხშირად აღინიშნება რენინის დაბალი აქტივობა.

ქირურგიული ჩარევები/ანესთეზია.

აგფ-ინჰიბიტორებმა შეიძლება მოახდინონ არტერიული წნევის დაქვეითების პროვოცირება ანესთეზიის ჩატარების დროს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებად ანესთეტიკს გააჩნია ჰიპოტენზიური მოქმედება. ამიტომ მკურნალობა პროლონგირებული მოქმედების აგფ-ინჰიბიტორებით, როგორიცაა პერინდოპრილი, უნდა შეწყდეს, შეძლებისდაგვარად, ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე.

რენოვასკულარული ჰიპერტენზია.

რენოვასკულარული ჰიპერტენზიის მკურნალობა ხორციელდება რევასკულარიზაციის გზით, მაგრამ აგფ-ინჰიბიტორების გამოყენება შეიძლება სასურველი იყოს პაციენტებში რენოვასკულარული ჰიპერტენზიით, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ ქირურგიული ჩარევა ან იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია.

პრეპარატი არ ინიშნება პაციენტებში თირკმლის არტერიის დადგენილი ან სავარაუდო სტენოზით, რადგანაც მკურნალობა ამ შემთხვევაში უნდა დაიწყოს სტაციონარის პირობებში უფრო დაბალი დოზით მუდმივი სამედიცინო კონტროლის ქვეშ. ასეთ პაციენტებს შესაძლოა განუვითარდეთ თირკმლის უკმარისობა, რომელიც ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ათეროსკლეროზი.

ჰიპოტენზიის რისკი არსებობს ყველა პაციენტში, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა საჭიროა პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობით. მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით.

პერინდოპრილი/ინდაპამიდი

ლითიუმის პრეპარატები.

ჩვეულებრივ არ არის რეკომენდირებული ლითიუმის პრეპარატების და პერინდოპრილის და ინდოპამიდის კომბინაციის კომბინირება.

ჰიპოტენზია და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.

ნატრიუმის დეფიციტის არსებობის დროს პაციენტებში თირკმლის არტერიის სტენოზით, არსებობს არტერული წნევის უეცარი დაქვეითების რისკი. ამიტომ რეკომენდირებულია სისტემატური ანალიზის ჩატარება ორგანიზმში წყლის და ელექტროლიტების დეფიციტის კლინიკური ნიშნების გამოსავლენად, მაგალითად, დიარეის ან ღებინების შემდეგ. ასეთ პაციენტებში აუცილებელია პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის რეგულარული მონიტორინგის ჩატარება.

გამოხატული ჰიპოტენზიის დროს შეიძლება საჭირო გახდეს იზოტონური ხსნარის ინტრავენური შეყვანა. გარდამავალი ჰიპოტენზია არ წარმოადგენს უკუჩვენებას მკურნალობის გაგრძელებისათვის. სისხლის დამაკმაყოფილებელი მოცულობის და არტერიული წნევის აღდგენის შემდეგ, შეიძლება მკურნალობის განახლება სამკურნალო საშუალების უფრო დაბალი დოზირებით, ან მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტით.

ყველა დიურეზულ საშუალებას შეუძლია გამოიწვიოს ჰიპონატრემია, რომელსაც ზოგჯერ სერიოზული გართულებები მოყვება. საწყის ეტაპზე ჰიპონატრიემიას შეიძლება არ ახლდეს კლინიკური სიმპტომები, ამიტომ აუცილებელია რეგულარული ლაბორატორიული კონტროლი. ნატრიუმის იონების უფრო ხშირი კონტროლი საჭიროა ასაკოვანი პაციენტებისთვის და, ასევე, ციროზით დაავადებული პაციენტებისთვის.

შაქრიანი დიაბეტი.

I ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (კალიუმის იონების შემცველობის სპონტანური მომატების რისკი) მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს შედარებით დაბალი დოზებით და მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ.

პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, რომლებიც იღებენ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს შიგნით მისაღებად ან ინსულინს, თერაპიის პირველი თვის განმავლობაში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის არსებობისას.

ამლოდიპინი/პერინდოპრილი

ღვიძლის უკმარისობა.

იშვიათ შემთხვევებში თერაპიას აგფ-ინჰიბიტორებით ახლდა სინდრომი, რომელიც იწყებოდა ქოლესტაზური სიყვითლით, პროგრესირებდა ღვიძლის ფულმინანტურ ნეკროზამდე და (ხანდახან) სიკვდილით სრულდებოდა. ამ სინდრომის მექანიზმი უცნობია. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ აგფ-ინჰიბიტორებს, რომლებსაც უვითარდებათ სიყვითლე ან მნიშვლევონად ეზრდებათ ღვიძლისმიერი ფერმენტების დონე, უნდა შეწყვიტონ აგფ-ინჰიბიტორების მიღება და გაიარონ სათანადო სამედიცინო გამოკვლევა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის Т1/2 და AUC იზრდება. ამლოდიპინით მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზებით, სიფრთხილით, როგორც მკურნალობის დასწყისში, ასევე შემდგომში დოზის გაზრდისას. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის მომატება უნდა მოხდეს თანდათანობით და უნდა იქნას უზრუნველყოფილი პაციენტის ჯანმრთელობის მკაცრი სამედიცინო მონიტორინგი.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის თითოეული კომპონენტის გავლენის გათვალისწინებით, პრეპარატი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკამრისობის მქონე პაციენტებისთვის. ასევე, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატის გამოყენებისას მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ამლოდიპინი/ინდაპამიდი/პერინდოპრილი

თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) მკურნალობა უკუნაჩვენებია.

თირკმლის ფუნქციის ზომიერი ხარისხის დარღვევის დროს (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) მკურნალობა უკუნაჩვენებია 8 მგ პერინდოპრილის და 2.5 მგ ინდაპამიდის შემცველი დოზირებით (ანუ, დოზირებისთვის 8 მგ/2.5 მგ/5 მგ და 8 მგ/2.5 მგ/10 მგ).

მკურნალობა ასევე უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს არტერიული ჰიპერტენზიით თირკმლის ფუნქციის წინა გამოხატული დარღვევის გარეშე, სისხლის გამოკვლევის მსვლელობაში, გამოუვლინდა თირკმლის ფუნქციონალური უკმარისობა. თერაპია შეიძლება განახლებული იქნას ან უფრო დაბალი დოზირებით, ან ცალკეული კომპონენტებით მონოთერაპიის რეჟიმში.

ასეთი პაციენტებისთვის, თერაპიის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ და შემდეგში კი ყოველ 2 თვეში ერთხელ, რეკომენდირებულია სისხლის შტრატში კალიუმის და კრეატინინის შემცველობის რეგულარული კონტროლი. თირკმლის უკმარისობა აღინიშნებოდა ძირითადად პაციენტებში გულის მწვავე უკმარისობით ან თირკმლის ფარული უკმარისობით, თირკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით.

ამ პრეპარატის მიღება ჩვეულებრივ არ არის რეკომენდირებული პაციენტებში თირკმლის არტერიის ბილატერალური სტენოზით ან პაციენტებში ერთადერთი თირკმლის სტენოზით.

არსებობს არტერიული ჰიპოტენზიის და/ან თირკმლის უკმარისობის რისკი (გულის ქრონიკული უკმარისობის, წყალ-ელექტროლიტური დისბალანსის შეთხვევაში და სხვა): წყლის და ელექტროლიტების მნიშველოვანი დანაკარგის დროს (მკაცრი უმარილო დიეტა ან დიურეტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა), განსაკუთრებით პაციენტებში თავიდანვე დაბალი არტერიული წნევით, თირკმლის არტერიის სტენოზის, გულის შეგუბებითი უკმარისობის ან ციროზის დროს, რასაც ახლავს შეშუპებები და ასციტი.

აგფ-ინჰიბიტორებით რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის გამოხატულმა დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს (სავარაუდოდ, სამკურნალო საშუალების პირველი მიღების დროს ან მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში) არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება და/ან პლაზმაში კრეატინინის შემცველობის ზრდა, რაც მოწმობს თირკმელის ფუნქციონალური უკმარისობის შესახებ. ცალკეულ, თუმცა იშვიათ შემთხვევებში, ეს სიმპტომები შეიძლება მწვავედ განვითარდეს და განსხვავებული დროით მათი აღნიშვნის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული უფრო დაბალი დოზით და თანდათანობითი გაზრდით.

გულის იშემიური დაავადების და ცერებროვასკულარული დაავდებების მქონე პაციენტებში არტერიული წნევის უეცარი დაქვეითების შედეგად შესაძლოა განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეზული საშუალებები მაქსიმალურად ეფექტურები არიან იმ შემთხვევებში, როდესაც თირკმლის ფუნქცია არის ნორმაში ან უმნიშვნელოდაა დარღვეული (კრეატინინის დონე მოზრდილ პაციენტებში დაბალია, დაახლოებით 25 მგ/ლ, ანუ 220 მკმოლი/ლ). ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პლაზმაში კრეატინინის შემცველობის მაჩვენებლები კორექტირებული უნდა იქნას პაციენტის ასაკის, წონის და სქესის გათვალისწინებით

წყლის და ნატრიუმის დაკარგვით გამოწვეული ჰიპოვოლემიის შედეგად, მკურნალობის დასაწყისში დიურეტიკების მიღების ფონზე, შეიძლება განვითარდეს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირება, რასაც თან ახლავს კრეატინინის და შარდოვანას კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში. თირკმლის ეს ტრანზიტორული ფუნქციონალური უკმარისობა არ იწვევს არასასურველ შედეგებს პაციენტებში თირკმელების უცვლელი ფუნქციით, მაგრამ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება.

პაციენტებმა თირკმლის უკმარისობით შეიძლება მიიღონ ამლოდიპინი სტანდარტული დოზით.

ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციის ცვლილებები არ კორელირებს თირკმლის უკმარისობის ხარისხთან.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა. თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია იმ ეფექტების გათვლისწინება, რაც ვლინდება პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიღების დროს.

კალიუმის იონების შემცველობა სისხლის პლაზმაში.

ინდაპამიდით, პერინდოპრილით და ამლოდიპინით ერთდროული თერაპიის დროს ჰიპოკალიემიის თავიდან აცილება არ ხდება, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტით ან თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. ისევე, როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების დიურეტიკებთან ერთად კომბინაციაში გამოყენებისას, აუცილებელია კალიუმის იონების შემცველობის რეგულარული კონტროლი სისხლის პლაზმაში.

აგფ-ინჰიბიტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია ალდოსტერონის გამოყოფის ინჰიბირების ხარჯზე. ეს ეფექტი ჩვეულებრივ უმნიშვნელოა პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკ-ფაქტორები მოიცავს თირკმლის უკმარისობას, თირკმლის ფუნქციის გაუარესებას, ასაკს >70 წელი, შაქრიან დიაბეტს, ზოგიერთ თანმხლებ მოვლენებს (მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, გულის მწვავე უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, მეტაბოლური აციდოზი), კალიუმშემანარჩუნებელი დიურეზული საშუალებების (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის პრეპარატების ან კალიუმის შემცველ საკვები მარილის შემცვლელების ან სხვა პრეპარატების, რომლებიც ზრდიან შრატში კალიუმის დონეს (მაგალითად, ჰეპარინი) ერთდროულად გამოყენებას. კალიუმის პრეპარატების, კალიუმშემანარჩუნებელი დიურეზული საშუალებების ან კალიუმის შემცველ საკვები მარილის შემცვლელების გამოყენებამ, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი ზრდა. ჰიპერკალიემიამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, ზოგჯერ ფატალური არითმია. თუ ზემოაღნიშნული პრეპარატების ერთობლივად დანიშვნა აუცილებელია, მათი გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით და ახლდეს სისხლის შრატში კალიუმის დონის ხშირი მონიტორინგი.

თერაპია თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეზული საშუალებებით დაკავშირებულია ჰიპოკალიემიის განვითარების რისკთან. აუცილებელია კალიუმის შემცველობის დასაშვებ დონეზე ქვემოთ (3.4 მმოლი/ლ) დაქვეითების რისკის გათვალისწინება პირებში, რომლებიც შედიან მომატებული რისკის ჯგუფში: ხანდაზმული ასაკის პაციენტები და/ან პაციენტები კვების დარღვევებით, მიუხედავად იმისა, ღებულობენ თუU არა ისინი სხვა პრეპარატებს; პაციენტები ღვიძლის ციროზით, რასაც ახლავს შეშუპებები და ასციტი; პაციენტები გულის კორონარული დაავადებით და გულის უკმარისობით. ასეთ შემთხვევებში ჰიპოკალიემია აძლიერებს გულის გლიკოზიდების ტოქსიკურობას და ზრდის არითმიის განვითარების რისკს.

მომატებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან პაციენტები თანდაყოლილი ან იატროგენული გახანგრძლივებული QT ინტერვალით. ჰიპოკალიემია ისევე, როგორც ბრადიკარდია, წარმოადგენს რისკ-ფაქტორს გულის რითმის სერიოზული დარღვევების განვითარებისთვის, განსაკუთრებით “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური დასასრული.

ყველა აღწერილ შემთხვევაში აუცილებელია კალიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი. პლაზმაში კალიუმის შემცველობის პირველი განსაზღვრა უნდა ჩატარდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში. კალიუმის დონის შემცირების შემთხვევაში აუცილებელია კორექციის ჩატარება.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

მკურნალობის წინ აუცილებელია კალიუმის დონის და თირკმელების ფუნქციის შეფასება. არტერიული წნევის მკვეთრი დაწევის თავიდან ასაცილებლად პრეპარატის საწყის დოზას ირჩევენ არტერიული წნევის დაწევის დონის მიხედვით, განსაკუთრებით წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის შემთხვევაში. ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში პრეპარატის დოზის ზრდა უნდა მოხდეს სიფრთხილით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატის მიღების შედეგად სისუსტის და თავბრუსხვევის შესაძლო განვითარების გამო სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს აუცილებელია სიფრთხილე, რადგან აღნიშნული ქმედებები მოითხოვს ყურადღების განსაკუთრებულ კონცენტრირებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილი

პერინდოპრილით, ინდაპამიდით და ამლოდიპინით მონოთერაპიის სახით მკურნალობის დროს ყველაზე ხშირად აღინიშებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, ვერტიგო, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურებში, პალპიტაცია, წამოხურება სახის არეში, არტერიული წნევის დაქვეითება (და ჰიპოტენზიასთან დაკავშირებული ეფექტები), ხველა, ქოშინი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები (ტკივილი, შეკრულობა, დიარეა, გემოს გაუკუღმართება, გულისრევა, დისპეპსია, ღებინება), კანის ქავილი, გამონაყარი, ბუშტუკოვანი გამონაყარი, კუნთოვანი სპაზმები, კოჭების არეშიშეშუპება, ასთენია, შეშუპებები, დაღლილობა.

გვერდითი მოვლენები ასახულია ცხრილში.

გვერდითი მოვლენების სიხშირე, რაც გამოწვეული იყო პერინდოპრილით, ინდაპამიდიძთ ან ამლოდიპინით, განსაზღვრულია შემდეგი თანმიმდევრობით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000-მდე), უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით).

გვერდითი მოვლენები

სიხშირე

ამლოდიპინი

ინდაპამიდი

პერინდოპრილი

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

რინიტი

არახშირად

-

ძალიან იშვიათად

დარღვევები სისხლის სურათის და ლიმფური სისტემის მხრივ

ეოზინოფილია

-

-

არახშირად*

აგრანულოციტოზი

-

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

აპლასტიური ანემია

ძალიან იშვიათად

-

პანციტოპენია

-

-

ძალიან იშვიათად

ლეიკოპენია

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

ნეიტროპენია

-

-

ძალიან იშვიათად

ჰემოლიზური ანემია

-

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

თრომბოციტოპენია

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

თრომბოციტოპენიური პურპურა

ძალიან იშვიათად

-

-

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

ძალიან იშვიათად

არახშირად

-

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

ჰიპოგლიკემია

-

-

არახშირად*

ჰიპერკალიემია, შექცევადი მკურნალობის შეწყვეტისას

-

-

არახშირად*

ჰიპონატრიემია

სიხშირე უცნობია

არახშირად *

ჰიპერგლიკემია,

ძალიან იშვიათად

-

-

ჰიპერკალციემია

-

ძალიან იშვიათად

-

კალიუმის შემცველობის შემცირება ჰიპოკალიემიით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაღალი რისკ-ჯგუფების პაციენტებში

-

სიხშირე უცნობია

-

ანორექსია

არახშირად

-

-

მადის მომატება

იშვიათად

-

-

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

უძილობა

არახშირად

-

-

განწყობის ცვლილება

არახშირად

-

არახშირად

დეპრესია

არახშირად

-

-

ძილის დარღვევები

-

-

არახშირად

ცნობიერების არევა

იშვიათად

-

ძალიან იშვიათად

უჩვეულო სიზმრები

არახშირად

-

-

მომატებული აგზნებადობა

არახშირად

-

-

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავბრუსხვევა

ხშირად

-

ხშირად

თავის ტკივილი

ხშირად

იშვიათად

ხშირად

პარესთეზია

არახშირად

იშვიათად

ხშირად

ვერტიგო

-

იშვიათად

ხშირად

ძილიანობა

ხშირად

-

არახშირად*

ჰიპესთეზია

არახშირად

-

-

დისგევზია (გემოს გაუკუღმართება)

არახშირად

-

ხშირად

პაროსმია (ყნოსვის გაუკუღმართება)

ძალიან იშვიათად

-

-

ტრემორი

არახშირად

-

-

გულისწასვლა

არახშირად *

სიხშირე უცნობია

არახშირად

ჰიპერტონუსი

ძალიან იშვიათად

-

-

პერიფერიული ნევროპათია

ძალიან იშვიათად

-

-

ინსულტი, შესაძლებელია გამოწვეული გადაჭარბებული ჰიპოტენზიით მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში

-

-

ძალიან იშვიათად

შაკიკი

ძალიან იშვიათად

-

-

აპათია

ძალიან იშვიათად

-

-

აჟიტირება

ძალიან იშვიათად

-

-

ატაქსია

ძალიან იშვიათად

-

-

ამნეზია

ძალიან იშვიათად

-

-

ექსტრაპირამიდული დაზიანებები

სიხშირე უცნობია

-

-

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მხედველობის დარღვევები (დიპლოპიის ჩათვლით)

არახშირად

სიხშირე უცნობია

ხშირად

მიოპია

-

სიხშირე უცნობია

-

მხედველობის სიმახვილის დაქვეითება

-

სიხშირე უცნობია

-

აკომოდაციის დარღვევები

არახშირად

-

-

ქსეროფთალმია

არახშირად

-

-

კონიუნქტივიტი

არახშირად

-

-

ტკივილი თვალებში

არახშირად

-

-

დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ

ხმაური ყურებში

არახშირად

-

ხშირად

დარღვევები გულის მხრივ

გულისცემა

ხშირად

-

არახშირად*

ტაქიკარდია

-

-

არახშირად*

სტენოკარდია

-

-

ძალიან იშვიათად

არითმია (მათ შორის ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, წინაგულთა ფიბრილაცია)

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

მიოკარდიუმის ინფარქტი, შესაძლებელია გამოწვეული გადაჭარბებული ჰიპოტენზიით მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში

ძალიან იშვიათად

-

ძალიან იშვიათად

“პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (პოტენციურად ლეტალური)

-

სიხშირე უცნობია

-

გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარება ან არსებული უკმარისობის გაღრმავება

ძალიან იშვიათად

-

-

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

სახის არეში ჰიპერემია

ხშირად

-

-

ჰიპოტენზია (და ეფექტები, დაკავშირებული ჰიპოტენზიასთან)

არახშირად

ძალიან იშვიატად

ხშირად

ვასკულიტი

ძალიან იშვიათად

-

არახშირად*

ორთოსტატული ჰიპოტენზია

ძალიან იშვიათად

-

-

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ

ხველა

ძალიან იშვიათად

-

ხშიარდ

ქოშინი

არახშირად

-

ხშირად

ბრონქოსპაზმი

-

-

არახშირად

ეოზინოფილური პნევმონია

-

-

ძალიან იშვიათად

ცხვირიდან სისხლდენა

არახშირად

-

-

დარღვევები კუჭ-ნაწლავი ტრაქტის მხრივ

ტკივილი მუცელში

ხშირად

-

ხშირად

ყაბზობა

არახშირად

იშვიათად

ხშირად

დიარეა

არახშირად

-

ხშირად

დისპეფსია

არახშირად

-

ხშირად

გულისრევა

ხშირად

იშვიათად

ხშირად

ღებინება

არახშირად

არახშირად

ხშირად

პირის ღრუს სიმშრალე

არახშირად

იშვიათად

არახშირად

დეფეკაციის რითმის ცვლილება

არახშირად

-

-

ღრძილების ჰიპერპლაზია

ძალიან იშვიათად

-

-

პანკრეატიტი

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

გასტრიტი

ძალიან იშვიათად

-

-

მეტეორიზმი

არახშირად

-

-

ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება

-

-

ძალიან იშვიათად

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

ჰეპატიტი

ძალიან იშვიათად

სიხშირე უცნობია

ძალიან იშვიათად

ქოლესტაზური სიყვითლე

ძალიან იშვიათად

-

ძალიან იშვიათად

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

-

ძალიან იშვიათად

-

ღვიძლის უკმარისბის შემთხვევაში შესაძლებელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება

-

სიხშირე უცნობია

-

რეაქციები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ქავილი

არახშირად

-

ხშირად

გამონაყარი

არახშირად

-

ხშირად

მაკულო-პაპულოზური გამონაყარი

-

ხშირად

ჭინჭრის ციება

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

არახშირად

ანგიონევროზული შეშუპება

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

არახშირად

ალოპეცია

არახშირად

-

-

პურპურა

არახშირად

არახშირად

-

კანის შეფერილობის ცვილება

არახშირად

-

-

დერმატიტი

იშვიათად

-

-

ეგზანთემა

არახშირად

-

-

ჭარბი ოფლიანობა

არახშირად

-

არახშირად

ფოტომგრძნობელობის რეაქციები

ძალიან იშვიათად

სიხშირე უცნობია

არახშირად *

პემფიგოიდი

არახშირად *

მულტიფორმული ერითემა

ძალიან იშვიათად

-

ძალიან იშვიათად

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

-

ექსფოლიაციური დერმატიტი

ძალიან იშვიათად

-

-

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

-

ძალიან იშვიათად

-

ქსეროდერმია

ძალიან იშვიათად

-

-

ცივი ოფლი

ძალიან იშვიათად

-

-

შესაძლებელია უკვე არსებული წითელი მგლურას გამწვავება

-

სიხშირე უცნობია

-

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

კუნთების სპაზმი

არახშირად

-

ხშირად

ართროზი

არახშირად

-

-

მიასთენია

ხშირად

-

-

ართრალგია

არახშირად

-

არახშირად *

მიალგია

არახშირად

-

არახშირად *

ზურგის ტკივილი

არახშირად

-

-

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ

შარდის გამოყოფის დარღვევა, ნიქტურია, პოლაკიურია (გახშირებული შარდვა)

არახშირად

-

-

თირკმლის მწვავე უკმარისობა

-

-

ძალიან იშვიათად

მტკივნეული შარვა

არახშირად

-

-

თირკმლის უკმარისობა

-

ძალიან იშვიათად

არახშირად

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ერექციული დისფუნქცია

არახშირად

-

არახშირად

გინეკომასტია

არახშირად

-

-

ზოგადი დარღვევები და სიმპტომები

ასთენია

არახშირად

-

ხშირად

დაღლილობა

ხშირად

იშვიათად

-

პერიფერიული შეშუპებები (კოჭების, ტერფების არეში)

ხშირად

არახშირად

შეშუპებები

ხშირად

-

-

ტკივილი

არახშირად

-

-

ტკივილი გულმკერდის არეში

არახშირად

-

-

შეუძლოდ ყოფნა

არახშირად

-

არახშირად *

ცხელება

არახშირად

-

-

წყურვილის შეგრძნება

არახშირად

-

-

ჰიპერთერმია

-

-

არახშირად *

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები შედეგები

შარდოვანას კონცენტრაციის ზრდა სისხლში

-

-

არახშირად *

კრეატინინის კონცენტრაციის ზრდა სისხლში

-

-

არახშირად *

ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება

ძალიან იშვიათად

სიხშირე უცნობია

იშვიათად

ჰიპერბილირუბუნემია

ძალიან იშვიათად

-

იშვიათად

ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დაქვეითება

-

-

ძალიან იშვიათად

QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე

-

სიხშირე უცნობია

-

სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის ზრდა

-

სიხშირე უცნობია

-

სხეულის მასის მომატება/დაქვეითება

არახშირად

-

-

ტრავმები, მოწამვლა და პროცედურის შემდგომი გართულებები

დაცემა

-

-

არახშირად*

  • სპონტანური შეტყობინებებით გამოვლენილი არასასურველი რეაქციების სიხშირის შეფასება ჩატარებულია კლინიკური კვლევების შედეგების საფუძველზე.

ჭარბი დოზა

ინფორმაცია პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ – არ მოიპოვება.

ამლოდიპინი

ინფორმაცია ამლოდიპინის ჭარბი დოზირების შესახებ შეზღუდულია.

სიმპტომები.

არსებობს მონაცემები გადაჭარბებული პერიფერიული ვაზოდილატაციის შესახებ შესაძლო რეფლექტორული ტაქიკარდიით. იყო შეტყობინებები მდგრადი და გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკის შესახებ, შოკის და ლეტალური შედეგის ჩათვლით.

მკურნალობა.

ამლოდიპინის ჭარბი დოზირებით გამოწვეული კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზიის შემთხვევაში აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე მიმართული ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა – პაციენტის ზურგზე მწოლიარე მდგომარეობა დახრილი თავით, სისხლის მიმოქცევის და დიურეზის კონტროლი, გულის და სასუნთქი სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგი. სისხლზარღვოვანი ტონუსის და არტერიული წნევის კონტროლისთვის შესაძლებელია სისხლძარღვების შემავიწროვებელი პრეპარატების გამოყენება, იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოყენების უკუჩვენება არ არსებობს. კალციუმის არხების ბლოკადის შედეგების მოსახსნელად შესაძლებელია ინტრავენურად კალციუმის გლუკონატის შეყვანა. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ეფექტური იყოს კუჭის ამორეცხვა. ჯანმრთელ მოხალისეებში დადასტურებული იყო, რომ გააქტივებული ნახშირის მიღება 10 მგ ამლოდიპინის მიღების შემდეგ 2 საათის განმავლობაში, ამცირებდა ამლოდიპინის აბსორბციის სიჩქარეს. ვინაიდან ამლოდიპინი უერთდება ცილებს, ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

პერინდოპრილი/ინდაპამიდის კომბინაცია

სიმპტომები.

ყველაზე მოსალოდნელ არასასურველ რეაქციას ჭარბი დოზირებისას წარმოადგენს ჰიპოტენზია, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს გულისრევა, ღებინება, კუნთების კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების არევა, ოლიგურია, რომელიც შესაძლოა გაღრმავდეს ანურიამდე (ჰიპოვოლემიის შედეგად). შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები (ნატრიუმის და კალიუმის დაბალი შემცველობა).

მკურნალობა.

პირველ გადაუდებელ ზომას წარმოადგენს მიღებული პრეპარატის ელიმინაცია კუჭის ამორეცხვის გზით და/ან აქტივირებული ნახშირის მიღებით, ხოლო შემდეგ - წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა მაჩვენებლების ნორმასთან დაბრუნებამდე. Gგამოხატული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში პაციენტი უნდა მოვათავსოთ ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში დახრილი თავით. აუცილებლობისას ინტრავენურად ინიშნება იზოტონური ხსნარი, ან შეიძლება გამოყენებული იქნას მოცულობის აღდგენის სხვა მეთოდი.

პერინდოპრილატი – პერინდოპრილის აქტიური ფორმა – ორგანიზმიდან შეიძლება გამოიდევნოს დიალიზის მეშვეობით.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები:

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 1.25 მგ ინდაპამიდს და 6.935 მგ ამლოდიპინის ბეზილატს 5 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 1.25 მგ ინდაპამიდს და 13.87 მგ ამლოდიპინის ბეზილატს 10 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 2.5 მგ ინდაპამიდს და 6.935 მგ ამლოდიპინის ბეზილატს 5 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 2.5 მგ ინდაპამიდს და 13.87 მგ ამლოდიპინის ბეზილატს 10 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.

დამხმარე ნივთიერებები:

სრული ჩამონათვალი იხ. პ. 6.1.

შენახვის პირობები

2 წელი

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

ნუ გამოიყენებთ ტრიმეიკს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ტრიმეიკი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერებში, მეორეული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სხვა ინფორმაცია

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს

მისამართი:

რუსთავის გზატკეცილი 52, თბილისი, საქართველო

ტელ.: 2404383

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოთენზინის სისტემაზე. აგფ-ინჰიბიტორები კომბინაციაში.

პერინდოპრილი ამლოდიპინთან და ინდაპამიდთან კომბინაციაში.

ათქ კოდი: C09BX01.

ტრიმეიკი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს სამ ანტიჰიპერტენზიულ კომპონენტს. პრეპარატის სამივე კომპონენტი ახდენს არტერიული წნევის კონტროლს არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში.

ამლოდიპინი – კალციუმის “ნელი” არხების ბლოკატორია, დიჰიდროპირიდინის წარმოებული, ინდაპამიდი – სულფონამიდური დიურეტიკი, ხოლო პერინდოპრილი – ანგიოტენზინ I-ის ანგიოტენზინ-II-ად გარდაქმნის ფერმენტის ინჰიბიტორი (აგფ-ინჰიბიტორი).

პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია თითოეული ცალკე აღებული კომპონენტის თვისებებით, ასევე სამივე კომპონენტის ადიტიური სინერგიული ეფექტით მათი კომბინირებისას.

მოქმედების მექანიზმი

ამლოდიპინი - კალციუმის “ნელი” არხები ბლოკატორია, დიჰიდროპირიდინის წარმოებული. ამლოდიპინი აინჰიბირებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ გადასვლას კარდიომიოციტებში და სისხლძარღვების კედლის გლუვ კუნთებში.

ინდაპამიდი არის სულფამიდის წარმოებული ინდოლის რგოლით, ფარმაკოლოგიურად მიეკუთვნება თიაზიდური დიურეტიკების ჯგუფს. ინდაპამიდი აინჰიბირებს ნატრიუმის რეაბსორბციას კორტიკალურ სეგმენტში. ის ზრდის ნატრიუმის და ქლორიდების გამოყოფას შარდით და, ნაკლები ხარისხით, კალიუმის და მაგნიუმის გამოყოფას, რაც იწვევს დიურეზის გაძლიერებას და ახდენს ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას.

პერინდოპრილი წარმოადგენს ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორს, რომელიც გარდაქმნის ანგიოთენზოს I-ს ანგიოთენზინ II-ად, რომელიც მიეკუთვნება სისხლძარღვების შემავიწროებელ ნივთიერებებს; ამის გარდა, ფერმენტი ასტიმულირებს ალდოსტერონის სეკრეციას თირკმელზედა ჯირკვლის ქერქით და ასტიმულირებს ბრადიკინინის დაშლას. რომელც მიეკუთვნება სისხლძარღვების გამაფართოებელ ნივთიერებებს, არააქტიურ ჰეპტაპეპტიდებამდე.

ეს იწვევს:

ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას,

პლაზმაში რენინის აქტივობის ზრდას, უარყოფით უკუკავშირზე ალდოსტერონის ზემოქმედების შემცირების გამო,

საერთო პერიფერიული წინააღმეგობის შემცირებას უპირატესი მოქმედებით კუნთებსა და თირკმელებში სისხლძარღვთა კალაპოტზე, წყლის და მარილების თანმხლები შეკავების ან რეფლექტორული ტაქიკარდიის გარეშე მუდმივი მკურნალობის დროს.

პერინდოპრილის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ასევე ვლინდება პაციენტებში რენინის დაბალი ან ნორმალური კონცენტრაციებით.

პერინდოპრილი მოქმედებს აქტიური მეტაბოლიტის, პერინდოპრილატის მეშვეობით. სხვა მეტაბოლიტები არ არის აქტიური.

პერინდოპრილი ამცირებს გულის მუშაობას:

ვენებზე სისხლძარღვთაგამაფართოებელი მოქმედების გზით, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულია პროსტოგლანდინების მეტაბოლიზმის ცვლილებით: პრედატვირთვის შემცირება,

საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირების გზით: პოსტდატვირთვის შემცირება.

კვლევებმა, ჩატარებულმა პაციენტებზე გულის უკმარისობით, გამოავლინეს:

მარცხენა და მარჯვენა პარკუჭის შევსების წნევის შემცირება,

სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირება,

გულის განდევნის ფრაქციის ზრდა და გულის მუშაობის ინდექსის გაუმჯობესება,

კუნთში რეგიონალური სისხლის მიმოქცევის ზრდა.

ტესტის შედეგებმა ფიზიკურ დატვირთვაზე ასევე აჩვენა გაუმჯობესება.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ამლოდიპინი.

ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება განპირობებულია უშუალო ზემოქმედებით სისხლძარღვთა კედლის გლუვ კუნთოვან უჯრედებზე. დეტალური მექანიზმი, რომლითაც ამლოდიპინი ახდენს ანტიანგინალურ ეფექტს, ბოლომდე არ არის დადგენილი, მაგრამ ცნობილია, რომ ამლოდიპინი:

იწვევს პერიფერიული არტერიოლების გაფართოებას, ამცირებს სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას (პოსტდატვირთვა). გულზე დატვირთვის ეს შემცირება ამცირებს ენერგიის მოხმარებას და მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე;

იწვევს კორონარული არტერიების და არტერიოლების გაფართოებას როგორც იშემიურ, ასევე დაუზიანებელ უბნებში. ამავდროულად, კორონარული არტერიების სპაზმის მქონე პაციენტებში (პრინცმეტალის სტენოკარდია) უმჯობესდება კორონარული სისხლის მიმოქცევა და მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგება.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ამლოდიპინის მიღება დღეში 1-ჯერ უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაქვეითებას ვერტიკალურ და მწოლიარე მდგომარეობაში 24 საათის განმავლობაში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნელა ვითარდება და ამიტომ მწვავე არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება იშვიათია.

ამლოდიპინს არ ახდენს არასასურველ მეტაბოლურ ეფექტებს და რაიმე გავლენას ლიპიდურ ცვლაზე, არ იწვევს ცვლილებებს სისხლის პლაზმის ჰიპოლიპიდემიურ პარამეტრებში და შეიძლება გამოყენებულ იქნას ბრონქული ასთმის, შაქრიანი დიაბეტის და პოდაგრის მქონე პაციენტებში.

ინდაპამიდი.

ინდაპამიდი მონოთერაპიის ფორმით ახდენს ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს, რომელიც გრძელდება 24 საათის განმავლობაში. ეს ეფექტი აღინიშნება დოზით, რომლის დროსაც დიურეზული აქტივობა მინიმალურია.

მისი ანტიჰიერტენზიული მოქმედება არტერიების ელასტიურობის გაუმჯობესების და არტერიოლების საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირების პროპორციულია. ინდაპამიდი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას.

თიაზიდის ან თიაზიდის მსგავსი დიურეტიკის დოზირების გადაჭარბებისას, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აღწევს პლატოს, იმ დროს, როდესაც გრძელდება პრეპარატის გვერდითი ეფექტების ზრდა. თუ მკურნალობა არ არის ეფექტური, დოზირება არ უნდა გაიზარდოს.

გარდა ამისა, ნაჩვენები იყო, რომ ხანმოკლე, ზომიერი და ხამგრძლივი მკურნალობისას ინდაპამიდი:

არ ახდენს ეფექტს ლიპიდების მეტაბოლიზმზე, მათ შორის - ტრიგლიცერიდების, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის და მაღალი სიმკვრივის ლიპორპოტეინების ქოლესტერინის,

არ ახდენს ეფექტს ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე, პაციენტებშიც კი ჰიპერტენზიით და შაქრიანი დიაბეტით.

პერინდოპრილი.

პერინდოპრილი აქტიურია ჰიპერტენზიის ყველა სტადიაზე: მსუბუქი. ზომიერი და მძიმე. სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის დაქვეითება აღინიშნება პაციენტებში, როგორც მწოლიარე, ასევე მჯდომარე მდგომარეობაში. ანტიჰიპერტენზიული აქტივობა ერთჯერადი დოზის შემდეგ მაქსიმალურია 4-დან 6 საათამდე და ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ნარჩენი დაბლოკვის მაღალი ხარისხი 24 საათის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 80%. მგრძნობიარე პაციენტებში ნორმალური არტერიული წნევა მიიღწევა მკურნალობის ერთი თვის შემდეგ და ნარჩუნდება ტაქიფილაქსიის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომს.

პერინდოპრილს გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი თვისებები და აღადგენს ძირითადი არტერიული ღეროების ელასტიურობას, ახდენს არტერიების წინააღმდეგობის ჰისტომორფომეტრიული ცვლილებების კორექტირებას და იწვევს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას. აუცილებლობის შემთხვევაში თიაზიდური დიურეტიკის დამატება იწვევს დამატებით სინერგიზმს.

ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის კომბინაცია თიაზიდურ დიურეტიკებთან ამცირებს ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს, დაკავშირებულს მხოლოდ ერთი დიურეტიკის მიღებასთან.

პერინდოპრილი/ინდაპამიდი.

პაციენტებში მაღალი არტერიული წნევით, ასაკის მიუხედავად, პრეპარატი ახდენს ანტიჰიპერტენზიულ დოზაზე დამოკიდებულ მოქმედებას დიასტოლურ და სისტოლურ არტერიულ წნევაზე, როგორც ვერტიკალურ, ასევე ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში.

კლინიკური კვლევების დროს პერინდოპრილის და ინდაპამიდის ერთდროული დანიშვნა იწვევდა გამოხატულ ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს პრეპარატის მონოკომპონენტებით მკურნალობასთან შედარებით.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

პრეპარატის გავლენა ავადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე არ არის შესწავლილი.

ამლოდიპინი.

ამლოდიპინის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დოზით 2.5-10 მგ/დღეში, აგფ-ინჰიბიტორი ლიზინოპრილი დოზით 10-40 მგ/დღეში, როგორც პირველი რიგის პრეპარატის, და თიაზიდური შარდმდენი ქლორთალიდონი დოზით 12.5-25 მგ/დღეში შესწავლილი იქნა 5 წლიან კვლევაში (რომელშიც მონაწილეობდა 55 წელზე მეტი ასაკის 33357 პაციენტი). კვლევა ჩატარებულ იქნა პაციენტებში მსუბუქი და საშუალო ჰიპერტენზიით და კორონარული გართულებების მინიმუმ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორით, როგორიცაა: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, გადატანილი კვლევაში ჩართვამდე 6 თვეზე მეტი ხნით ადრე, ან ათეროსკლეროზული გენეზის გულ-სისხლძარღვთა სხვა დადასტურებული დაავადება; მე-II ტიპის შაქრიანი დიაბეტი; მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის კონცენტრაცია 35 მგ/დლ-ზე ნაკლები; მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია ეკგ-ზე ან ექოკარდიოგრაფიაზე; მოწევა.

ეფექტურობის შეფასების მთავარი კრიტერიუმი იყო კორონარული არტერიის დაავადებით გარდაცვალების შემთხვევებისა და მიოკარდიუმის არაფატალური ინფარქტის შემთხვევების კომბინირებული მაჩვენებელი. ამლოდიპინისა და ქლორთალიდონის ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ აღინიშნებოდა. ამლოდიპინის ჯგუფში გულის უკმარისობის შემთხვევები მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე ქლორთალიდონის ჯგუფში - 10.2% და 7.7%, თუმცა ამლოდიპინისა და ქლორთალიდონის ჯგუფში სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა.

პერინდოპრილი/ინდაპამიდი.

პაციენტები, რომლებსაც გააჩნდათ მომატებული არტერიული წნევა მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით (რაც განისაზღვრება, როგორც მარცხენა პარკუჭის მასის ინდექსი >120 გ/მ2 მამაკაცებში და >100 გ/მ2 ქალებში), რანდომიზირებულნი იყვნენ ან 2 მგ პერინდოპრილით/0,625 მგ ინდაპამიდით მკურნალობისთვის ან 10 მგ ენალაპრილით მკურნალობისთვის დღეში ერთხელ ერთი წლის განმავლობაში. დოზირების შერჩევა ხდებოდა არტერიული წნევის კონტროლით პერინდოპრილის 8 მგ-მდე და ინდაპამიდის 2,5 მგ-მდე ან ენალაპრილის 40 მგ-მდე დღეში ერთხელ. პაციენტთა მხოლოდ 34%–მა განაგრძო მკურნალობა 2 მგ პერინდოპრილით/0,625 მგ ინდაპამიდით (20%-თან შედარებით 10 მგ ენალაპრილით).

მკურნალობის დასასრულს მარცხენა პარკუჭის მასის ინდექსი მნიშვნელოვნად შემცირდა პერინდოპრილის/ინდაპამიდის ჯგუფში (-10,1 გ/მ2), ვიდრე ენალაპრილის ჯგუფში (-1,1 გ/მ2) საუკეთესო ეფეტქი მარცხენა პარკუჭის მასის ინდექსზე მიღწეული იქნა პერინდოპრილი/ ინდაპამიდის უფრო მაღალი დოზების კომბინაციით.

არტერიულ წნევასთან მიმართებაში, რანდომიზირებულ ჯგუფებში შეფასებულმა ჯგუფებს შორის საშუალო სხვაობამ შეადგინა 5.8 მმ ვცხ. წყ. სვ. სისტოლური არტერიული წნევისთვის და 2.3 მმ ვცხ. წყ. სვ. დიასტოლური წნევისთვის შესაბამისად, უპირატესად პერინდოპრილ/ინდაპამიდის ჯგუფში

მე-II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტების მონაწილეობით ჩაატარებულ კვლევაში შეისწავლებოდა არტერიული წნევის დაქვეითების გავლენა მაკროვასკულარული (სიკვდილი გულ-სისხლძარღვთა მიზეზების გამო, მიოკარდიუმის არაფატალური ინფარქტი, არაფატალური ინსულტი) და მიკროვასკულარული გართულებების სიხშირეზე (ნეფროპათიისა და თვალის დაავადებების წარმოქმნა ან გაუარესება) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პერინდოპრილ/ინდაპამიდის კომბინაციას პლაცებოსთან შედარებით, სტანდარტული თერაპიის ფონზე, ასევე იღებდნენ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების გლიკლაზიდს სტანდარტულ თერაპიასთან შედარებით, რომელიც მიზნად ისახავდა სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას.

თერაპიის 4.3 წლის შემდეგ, პერინდოპრილ / ინდაპამიდის კომბინირებულ ჯგუფში მაკრო და მიკროვასკულარული გართულებების შედარებითი რისკი შემცირდა 9%-ით. უპირატესობა მიღწეულია სიკვდილიანობის ფარდობითი რისკის 14%-ით, გულ -სისხლძარღვთა მიზეზების სიკვდილით 18%-ით და თირკმლის გართულებების განვითარების 21%-ით, პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებენ პერინდოპრილ / ინდაპამიდის კომბინაციას Pპლაცებოსთან შედარებით.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთა ქვეჯგუფში, მაკრო და მიკროვასკულარული გართულებების კომბინირებული შემთხვევების ფარდობითი რისკის 9%-იანი შემცირება გამოვლინდა ჯგუფში, რომელიც იღებდა პერინდოპრილი/ინდაპამიდს კომბინაციას პლაცებოსთან შედარებით.

ამ ჯგუფში სიკვდილიანობის ფარდობითი რისკი (16%-ით), გულ-სისხლძარღვთა მიზეზებით გამოწვეული (20%-ით) და თირკმლის გართულებების განვითარების (20%-ით) რისკი ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერინდოპრილი/ინდაპამიდის კომბინაციას პლაცებოსთან შედარებით.

ანტიჰიპერტენზიული თერაპიის სარგებელი არ იყო დამოკიდებელი გლიკემიური ინტენსიური კონტროლით მიღწეულ სარგებელზე.

რენინ-ანგიოთენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (რაას). კლინიკური კვლევების მონაცემები

ორ მსხვილ რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევაში შესწავლილი იქნა აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ანგიოთენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან კომბინაციაში.

პირველი კვლევა ჩატარებული იქნა პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც აწუხებდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებები, ან მე-II ტიპის შაქრიანი დიაბეტი, რასაც ახლდა სამიზნე ორგანოების დაზიანების ნიშნები.

მეორე კვლევა ჩატარდა პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც აწუხებდათ მე-II ტიპის შაქრიანი დიაბეტი და დიაბეტური ნეფროპათია.

მონოთერაპიასთან შედარებით, ამ კვლევებმა არ აჩვენა მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა თირკმლის ფუნქციაზე და/ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოსავალსა და სიკვდილიანობაზე, იმ დროს, როდესაც აღინიშნა ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე უკმარისობის და/ან ჰიპოტონიის მომატებული რისკი. ანალოგიური ფარმაკოდინამიკური თვისებების გამო, ამ შედეგებს კავშირი აქვთ სხვა აგფ ინჰიბიტორებთან და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან.

ამიტომ აგფ-ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები ერთდროულად არ უნდა იყოს გამოყენებული პაციენტებში დიაბეტური ნეფროპათიით.

კვლევა განკუთვნილი იყო აგფ ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებით სტანდარტულ თერაპიაზე ალისკირენის დამატების უპირატესობების გამოსავლენად პაციენტებში მე-II ტიპის შაქრიანი დიაბეტით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. კვლევა ნაადრევად შეწყდა არასასურველი გამოსავალის მომატებული რისკის გამო. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ინსულტი და სიკვდილიანობა უფრო ხშირად აღინიშნებოდა პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ალისკირენს, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ასევე ჯგუფში, რომელშიც იღებდნენ ალისკერინს, უფრო ხშირად აღინიშნებოდა არასასურველი გვერდითი რეაქციები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია, თირკმლის დისფუნქცია).

ფარმაკოკინეტიკა

პერინდოპრილის, ინდაპამიდის და ამლოდიპინის კომბინირებული მიღება არ ცვლის მათ ფარმაკოკინეტიკურ თვისებებს, მათ ცალკე გამოყენებასთან შედარებით.

ამლოდიპინი

აბსორბცია

ამლოდიპინი მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 6-12 საათში მიიღწევა.

განაწილება

აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 64-80%-ს შეადგენს. განაწილების მოცულობა შეადგენს 21 ლ/კგ. ინ-ვიტრო კვლევებით დადგენილია, რომ მოცირკულირე ამლოდიპინის 97.5% დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

ამლოდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში და გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად;

ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 30-დან 50 სთ-ს, რაც იძლევა საშუალებას პრეპარატი მიღებულ იქნას დღეში ერთხელ.

თირკმლებით გამოიყოფა ამლოდიპინის 10% შეუცვლელი სახით და 60 % მეტაბოლიტების სახით.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ასაკოვან პაციენტებში აღინიშნება ამლოდიპინის კლირენსის შენელება, რაც იწვევს AUC და ნახევრად გამოყოფის პერიოდის მნიშვნელობის ზრდას. AUC და ნახევრად გამოყოფის პერიოდის ზრდა პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით შეესაბამება ასაკობრივი ჯგუფის შესაბამის მაჩვენებელს.

მონაცემები ამლოდიპინის გამოყენების შესახებ ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში – შეზღუდულია. ამ კატეგორიის პაციენტებში აღინიშნება ამლოდიპინის კლირენსის დაქვეითება, რაც იწვევს AUC და ნახევრად გამოყოფის პერიოდის ზრდას დაახლოებით 40-60%-ით.

ინდაპამიდი

აბსორბცია

ინდაპამიდი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის პერორალურად მიღებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ.

განაწილება

პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 79%.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 14-დან 24 საათამდე (საშუალოდ 18 საათს). პრეპარატის განმეორებითი მიღება არ იწვევს მის დაგროვებას ორგანიზმში. გამოიყოფა ძირითადად შარდით (დოზის 70%) და ფეკალური მასებით (22%) არააქტიური მეტაბოლიტების სახით.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება.

პერინდოპრილი

აბსორბცია

პერინდოპრილი შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება და აღწევს კონცენტრაციის პიკს 1 საათის განმავლობაში. პერინდოპრილის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 საათს (პერინდოპრილის აქტიური მეტაბოლიტი წარმოადგენილია პერინდოპრილატით).

ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 საათს. ვინაიდან საკვების მიღება ამცირებს პერინდოპრილის პერინდოპრილატად გარდაქმნას და მის ბიოშეღწევადობას, პერინდოპრილის მიღება რეკომენდირებულია დღეში ერთხელ დილით საკვების მიღებამდე.

განაწილება.

პერინდოპრილატის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0.2 ლ/კგ. პერინდოპრილატის შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს 20%-ს, ძირითადად, ხდება შეკავშირება ანგიოთენზინ-გარდამქმნელ ფერმენტთან და დამოკიდებულია პრეპარატის კონცენტრაციაზე.

მეტაბოლიზმი

პერინდოპრილს არ გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა. პერინდოპრილის მიღებული დოზის 27% აღწევს სისხლის დინებას აქტიური მეტაბოლიტის - პერინდოპრილატის სახით. აქტიური პერინდოპრილატის გარდა, პერინდოპრილი წარმოქმნის ხუთ არააქტიურ მეტაბოლიტს. პერინდოპრილატის კონცენტრაციის პიკი პლაზმაში მიიღწევა 3-4 საათის შემდეგ.

გამოყოფა

პერინდოპრილატი გამოიყოფა შარდით. შეუკავშირებელი ფრაქციის ნახევრად გამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენ დაახლოებით 17 საათს. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 4 დღის განმავლობაში.

ნაჩვენები იყო, რომ კავშირი პერინდოპრილის დოზასა და პლაზმაში მის ექსპოზიციას შორის არის წრფივი.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

პერინდოპრილატის გამოყოფა შემცირებულია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ასევე პაციენტებში გულის ან თირკმელების უკმარისობით.

პაციენტები თირკმელების უკმარისობით

დოზის შერჩევა პაციენტებისთვის თირკმელების უკმარისობით დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციის (კრეატინინის კლირენსის) დარღვევის ხარისხზე.

პერინდოპრილატის დიალიზის კლირენსი ტოლია 70 მლ/წთ.

პაციენტები ციროზით

პერინდოპრილის კინეტიკა იცვლება პაციენტებში ციროზით: საწყისი მოლეკულის ღვიძლისმიერი კლირენსი ნახევრად მცირდება. თუმცა წარმოქმნილი პერინდოპრილატის რაოდენობა არ მცირდება, ამიტომ პაციენტთა ამ კატეგორიისათვის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია სპეციალისტებისთვის

პრეპარატის დასახელება

ტრიმეიკი

TRIMEIK

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები:

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 1.25 მგ ინდაპამიდს და 6.935 მგ ამლოდიპინის ბეზილატს 5 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 1.25 მგ ინდაპამიდს და 13.87 მგ ამლოდიპინის ბეზილატს 10 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 2.5 მგ ინდაპამიდს და 6.935 მგ ამლოდიპინის ბეზილატს 5 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 2.5 მგ ინდაპამიდს და 13.87 მგ ამლოდიპინის ბეზილატს 10 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტურს.

დამხმარე ნივთიერებები:

სრული ჩამონათვალი იხ. პ. 6.1.

ფარმაცევტული ფორმა

თეთრი ფერის, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

კლინიკური მახასითებლები

თერაპიული ჩვენებები

გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ პაციენტებში, რომელთა წნევის კონტროლი ხორციელდება პერინდოპრილის, ინდაპამიდის და ამლოდიპინის მონოპრეპარატებით კომბინირებული თერაპიის მეშვეობით იმავე დოზებით.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება პერორალურად, 1 ტაბლეტი დღეში ერთჯერ, უმჯობესია დილით, საკვების მიღებამდე.

პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ცალკეული კომპონენტების დოზების ტიტრირების შემდეგ. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს – 1 ტაბლეტს, დღეში. ჩვეულებრივ, ინიშნება დღეში 1 ტაბლეტი დოზირებით 8 მგ/2.5 მგ/10 მგ.

განსაკუთრებული პოპულაციები:

პაციენტები თირკმლის უკმარისობით:

პრეპარატის არ გამოიყენება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსით <15 მლ/წთ). თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსით 30-60 მლ/წთ) არ გამოიყენება პრეპარატის 4 მგ/1.25 მგ/10 მგ და 8 მგ/2.5 მგ/10 მგ დოზები. პრეპარატით მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია ცალკეული მონოკომპონენტების დოზების შერჩევის შემდეგ. მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა უნდა მოიცავდეს სისხლის პლაზმაში კალიუმის და კრეატინინის კონცენტრაციის რეგულარულ კონტროლს. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <60 მკ/წთ 1/73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე) დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ალისკირენთან ერთად.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით:

პრეპარატი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის უკმარისობით პრეპარატის დოზის შერჩევისას აუცილებელია სიფრთხილე, ვინაიდან ამ კატეგორიის პაციენტებში ცალსახა რეკომენდაციები ამლოდიპინის დოზის შესახებ არ არსებობს.

ხანდაზმულები:

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პერინდოპრილატის გამოყოფა შენელებულია. თერაპია უნდა ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით.

პედიატრიული პოპულაცია:

ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, სულფონამიდის, დიჰიდროპირიდინის, აგფ-ინჰიბიტორების წარმოებულების მიმართ;

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები;

გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;

თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლინრენსი <30 მლ/წთ);

თირკმლის ზომიერი ხარისხის უკმარისობა (კრეატინინის კლინრენსი <60 მლ/წთ) პერინდოპრილი/ინდაპამიდი 8 მგ/2.5 მგ დოზებისთვის (შესაბამისად, პრეპარატის 8 მგ/2.5 მგ/5 მგ და 8 მგ/2.5 მგ/10 მგ დოზებისთვის);

ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), დაკაშირებული აგფ-ინჰიბიტორებით ჩატარებულ თერაპიასთან ანამნეზში;

მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება;

ორსულობა;

ძუძუთი კვების პერიოდი;

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია;

ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

ჰიპოკალიემია;

მძიმე არტერიული ჰიპერტენზია (სისტოლური არტრიული წნევა <90 მმ.ვწყ.სვ.);

შოკი (კარდიოგენულის ჩათვლით);

მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგალითად, აორტის კარის კლინიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი);

მწვავე ინფარქტის შემდგომი გულის ჰემოდინამიკურად არასტაბილური უკმარისობა;

ალისკირენისშემცველ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <60 მკ/წთ 1/73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე);

თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი, ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი;

ერთდროული გამოყენება პრეპარატებთან, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ “პირუეტის” ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია;

ერთდროული გამოყენება პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას;

ერთდროული გამოყენება კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებთან, კალიუმის და ლითიუმის პრეპარატებთან, ასევე პაციენტებში სისხლის პლაზმაში კალიუმის მომატებული დონით;

18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა: მხოლოდ ერთი ფუნქციონირებადი თირკმლის მქონე პაციენტები, წყალ-ელექტროლიტური დარღვევები, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ცერებროვასკულური დაავადებები, გულის მწვავე ინფარქტი (ინფარქტის გადატანის შემდეგ 1 თვის განმავლობაში), გულის ქრონიკული უკმარისობა (NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით მე-III ან მე-IV ფუნქციური კლასი), სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (გამოხატული ტაქი- და ბრადიკარდია), რენოვასკულარული ჰიპერტენზია, აორტული სტენოზი/ მიტრალური სტენოზი / ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, შაქრიანი დიაბეტი, მსუბუქი და საშუალო ხარისხის ღვიძლის უკმარისობა, ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოქმნის დათრგუნვა, ორგანიზმში ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება (დიურეტიკების მიღება, უმარილო დიეტა, ღებინება, დიარეა, ჰემოდიალიზი), არტერიული წნევის ლაბილურობა, ჰიპერურიკემია (განსაკუთრებით თანმხლები პოდაგრით და ნეფროლითიაზით), თერაპია იმუდეპრესანტებით, ალოპურინოლით, პროკაინამიდით (ნეიტროპენიის და აგრანულოციტოზის განვითარების რისკი), დანტროლენის, ესტრამუსტინის ერთდროული გამოყენება, კალიუმის შემნახველი დიურეტიკების, კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემცველი საკვები მარილის და ლითიუმის ჩამნაცვლებელი საშუალებების ერთდროული გამოყენება, CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორების და ინდუქტორების ერთდროული გამოყენება, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დექსტრანის სულფატის გამოყენებით აფერეზის პროცედურის წინა პერიოდი, თირკმლის ტრანსპლანტაციის პროცედურის შემდგომი პერიოდი, ქირურგიული ოპერაციის/ანესთეზიის შემდგომი პერიოდი, ჰემოდიალიზი მაღალი განვლადობის მემბრანების გამოყენებით, ალერგენებით (მაგალითად, მწერის შხამით) მადესენსიბილიზირებელი თერაპიის ერთდროული ჩატარება, ნეგროიდული რასის პაციენტები, ხანდაზმული ასაკის პაციენტები.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის ცალკეულ კომპონენტებთან დაკავშირებული სიფრთხილის ყველა ზომა გასათვალისწინებელია ასევე პრეპარატის ფიქსირებული კომბინაციის შემთხვევაში.

ამლოდიპინი

გულის ქრონიკული უკმარისობა.

გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობა ტარდება სიფრთხილით. ამლოდიპინის გამოყენებისას პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით (NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით მე-III ან მე-IV ფუნქციური კლასი) შესაძლებელია ფილტვების შეშუპების განვითარება. კალციუმის არხის ბლოკატორები, ამლოდიპინის ჩათვლით, გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოიყენება სიფრთხილით გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენების და ლეტალობის რისკის ზრდის გამო.

გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების (NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით მე-III ან მე-IV ფუნქციური კლასი) მკურნალობის დაწყება საჭიროა უფრო დაბალი დოზებით და მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

არტერიული ჰიპერტენზიის და გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებმა არ უნდა შეწყვიტონ ბეტა-ადრენობლოკატორების მიღება: საჭიროა აგფ-ინჰიბიტორების და ბეტა-ადრენობლოკატორების ერთდროულად მიღება.

ჰიპერტონული კრიზი.

ამლოდიპინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჰიპერტონული კრიზის დროს დადგენილი არ არის.

ინდაპამიდი

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეზული საშუალებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება. ამ შემთხვევაში დიურეზული საშუალებების მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ფოტომგრძნობელობა.

თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეზული საშუალებების მიღების ფონზე აღწერილი იყო ფოტომგრძნობელობის განვითარების შემთხვევები. ასეთი რეაქციების განვითარებისას პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს. დიურეტიკების განმეორებითი დანიშვნის საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია კანის საფარველის დაცვა მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან ან ხელოვნური ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან.

კალციუმის იონების შემცველობა სისხლის პლაზმაში.

თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეზული საშუალებები იწვევენ თირკმელებით კალციუმის იონების გამოყოფის შემცირებას და სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის დროებით უმნიშვნელო მატებას. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს ადრე არსებული ჰიპერპარათირეოზის შედეგი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დიურეზული საშუალებების მიღების შეწყვეტა და პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის შემოწმება.

შარდმჟავა.

პაციენტებში ჰიპერურიკემიით შეიძლება გაიზარდოს პოდაგრას შეტევების სიხშირე.

პერინდოპრილი

კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებები, კალიუმის პრეპარატები, საკვები მარილის კალიუმის შემცველი ჩამნაცვლებელი საშუალებები და საკვები დანამატები.

არ არის რეკომენდებული პერინდოპრილის და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების ერთდროული დანიშვნა, ასევე კალიუმის პრეპარატების, საკვები მარილის კალიუმის შემცველი ჩამნაცვლებელი საშუალებების და საკვები დანამატების.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა.

არსებობს მონაცემები არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის შესახებ (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) აგფ-ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ან ალისკირენთან. აგფ-ინჰიბიტორების ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ან ალისკირენთან ერთდროული გამოყენებით გამოწვეული რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა არ არის რეკომენდებული. თუ ორმაგი ბლოკადა აუცილებელია, საჭიროა ეს განხორციელდეს მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ თირკმლის ფუნქციის, სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების დონის და არტერიული წნევის რეგულარული კონტროლით. აგფ-ინჰიბიტორების გამოიყენება ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან დაუშვებელია პაციენტებში დიაბეტური ნეფროპათიით.

ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი/თრომბოციტოპენია/ანემია.

არსებობს მონაცემები ნეიტროპენიის, აგრანულოციტოზის, თრომბოციტოპენიის და ანემიის განვითარების შესახებ აგფ-ინჰიბიტორების მიღების დროს. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში და სხვა რისკ-ფაქტორების არარსებობის დროს, ნეიტროპენია იშვიათად ვითარდება. პერინდოპრილი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების მქონე პაციენტებში, იმუნოდეპრესანტების, ალოპურინოლის ან პროკაინამიდის ან მათი კომბინაციის მიღების ფონზე, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ზოგ პაციენტს უვითარდებოდა მძიმე ინფექციები, რომლებიც მდგრადი იყო ინტენსიური ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართ. ასეთი პაციენტებისთვის პერინდოპრილის დანიშვნისას რეკომენდებულია სისხლში ლეიკოციტების პერიოდული კონტროლი, ასევე პაციენტებმა უნდა შეატყობინონ ექიმს ნებისმიერი ინფექციური სიმპტომის შესახებ (მაგალითად, ყელის ტკივილი, ცხელება).

მომატებული მგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება.

აგფ-ინჰიბიტორების, მათ შორის პერინდოპრილის, მიღებისას იშვიათად შესაძლებელია სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ყელის და ხორხის ანგიონევროზული შეშუპების განვითრება. ეს შესაძლოა მოხდეს თერაპიის ნებისმიერ პერიოდში. სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მანამ, სანამ შეშუპების სიმპტომები სრულად არ გაქრება. თუ შეშუპება მხოლოდ სახეზე და ტუჩებზეა, როგორც წესი, ეს შეშუპება თავისთავად ქრება, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენება.

ანგიონევროზული შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ხორხის შეშუპება, შესაძლოა დასრულდეს ლეტალურად. ენის, ყელის და ხორხის შეშუპებამ შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია და ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ საჭიროა ინტენსიური თერაპიის ჩატარება. სიმპტომების წარმოქმნისთანავე საჭიროა ეპინეფრინის (ადრენალინი) ხსნარის 1:1000 (0.3-0.5 მლ) შეყვანა ან/და სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა. აუცილებელია მკაცრი სამედიცინო დაკვირვება სიმპტომების სრულად გაქრობამდე.

ნეგროიდული რასის წარმომადგენლებს აგფ-ინჰიბიტორების მიღების ფონზე ანგიონევროზული შეშუპება უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე სხვა რასის წარმომადგენლებს.

პაციენტებს კვინკეს შეშუპებით ანამნეზში, რაც არ იყო დაკავშირებული აგფ-ინჰიბიტორების მიღებასთან, პრეპარატის მიღებისას შესაძლოა ჰქონდეთ ამ პათოლოგიური მდგომარეობის განვითარების მომატებული რისკი.

არსებობს იშვიათი მონაცემები ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპების შესახებ აგფ-ინჰიბიტორებით თერაპიის ფონზე. ასეთ შემთხევევბში პაციენტებს აღებიშნებოდათ მუცლის ტკივილი როგორც იზოლირებული სიმპტომი, ასევე გულისრევის და ღებინების თანხლებით, ზოგ შემთხვევაში სახის წინამორბედი ანგიონევროზული შეშუპების არარსებობით და С1-ესტერაზას ნორმალური დონით. დიაგნოზი დგინდება მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიით, ულტრაბგერითი გამოკვლევით ან ქირურგიული ჩარევის დროს. სიმპტომების გაქრობა ხდება აგფ-ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ. დიფერენციალური დიაგნოზის ჩატარების დროს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ აგფ-ინჰიბიტორებს და აღენიშნებათ მუცლის ტკივილი, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპების რისკი.

ანაფილაქტოიდური რეაქციები დესენსიბილიზაციის ჩატარების დროს.

არსებობს ცალკეული შეტყობინებები მდგრადი, სიცოცხლისთვის სახიფათო ანაფილაქტოიდური რეაქციის განვითარების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ-ინჰიბიტორებს მწერების (ფუტკრები, კრაზანები) შხამით მადენსიბილიზირებელი თერაპიის დროს.

აგფ-ინჰიბიტორები სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პაცენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ალერგიული რეაქციებისადმი და გადიან დესენსიბილიზაციის კურსს; თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის დანიშვნა პაციენტებში, რომლებიც გადიან იმუნოთერაპიას მწერების შხამებით. იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს ესაჭიროება როგორც აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობა, ასევე დესენსიბილიზაცია, ასეთი რეაქციების დადგომის თავიდან აცილება შეიძლება აგფ-ინჰიბიტორების დროებითი მოხსნის გზით მადესენსიბილირებელი თერაპიის კურსის დაწყებამდე მინიმუმ 24 საათით ადრე.

ანაფილაქტოიდური რეაქციები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის დროს.

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ-ინჰბიტორებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის ჩატარებისას დექსტრანის სულფატის გამოყენებით, აღინიშნა სიცოცხლისთვის სახიფათო ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების იშვიათი შემთხვევები. ამგვარი რეაქციების დადგომის თავიდან აცილება შესაძლებელია აგფ-ინჰიბიტორების მიღების დროებითი შეწყვეტის გზით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის ყოველი პროცედურის წინ.

ჰემოდიალიზი.

ცნობილია ანაფილაქტოიდური რეაქციების აღნიშვნის შემთხვევები პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ ჰემოდიალიზი მემბრანების გამოყენებით ნაკადის მაღალი სიმკვრივით (მაგალითად, AN69) და ერთდროულად იმყოფებოდნენ აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობაზე. ასეთ პაციენტებში რეკომენდირებულია ან სხვა ტიპის მემბრანების გამოყენება დიალიზისათვის, ან სხვა კლასის ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიღება.

ორსულობა.

არ არის რეკომენდირებული აგფ-ინჰიბიტორებით თერაპიის ინიცირება ორსულობის დროს. თუ აგფ-ინჰიბიტორებით თერაპიის გაგრძელება არ ითვლება აუცილებლობად, პაციენტები, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, გადაყვანილი უნდა იქნან მკურნალობის ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ მეთოდებზე, რომლებსაც გააჩნიათ დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოსაყენებლად. როდესაც ხდება ორსულობის დიაგნოსტირება, აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდირებულია ალტერნატიული თერაპიის დაწყება.

ხველა.

აგფ-ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მშრალი ხველა, რომელსაც გააჩნია პერსისტირებადი ხასიათი და ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ამ სიმპტომს შეიძლება გააჩნდეს იატროგენული ეთიოლოგია. თუ აგფ-ინჰიბიტორის დანიშვნა სასურველია, მაშინ განხილული უნდა იქნას მკურნალობის გაგრძელების შესაძლებლობა.

აორტის ან მიტრალური სარქველის სტენოზი/ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა აგფ-ინჰიბიტორების გამოყენებისას პაციენტებში მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქციით.

ეთნიკური თავისებურებანი.

პერინდოპრილი (სხვა აგფ ინჰიბიტორების მსგავსად) ახდენს ნაკლებად გამოხატულ ჰიპოტენზიურ მომედებას ნეგროიდული რასის პაციენტებზე სხვა რასის წარმომადგენლებთან შედარებით. შესაძლოა ეს სხვაობა განპირობებულია იმით, რომ ჰიპერტენზიით დაავადებულ ნეგროიდული რასის პაციენტებში უფრო ხშირად აღინიშნება რენინის დაბალი აქტივობა.

ქირურგიული ჩარევები/ანესთეზია.

აგფ-ინჰიბიტორებმა შეიძლება მოახდინონ არტერიული წნევის დაქვეითების პროვოცირება ანესთეზიის ჩატარების დროს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებად ანესთეტიკს გააჩნია ჰიპოტენზიური მოქმედება. ამიტომ მკურნალობა პროლონგირებული მოქმედების აგფ-ინჰიბიტორებით, როგორიცაა პერინდოპრილი, უნდა შეწყდეს, შეძლებისდაგვარად, ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე.

რენოვასკულარული ჰიპერტენზია.

რენოვასკულარული ჰიპერტენზიის მკურნალობა ხორციელდება რევასკულარიზაციის გზით, მაგრამ აგფ-ინჰიბიტორების გამოყენება შეიძლება სასურველი იყოს პაციენტებში რენოვასკულარული ჰიპერტენზიით, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ ქირურგიული ჩარევა ან იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია.

პრეპარატი არ ინიშნება პაციენტებში თირკმლის არტერიის დადგენილი ან სავარაუდო სტენოზით, რადგანაც მკურნალობა ამ შემთხვევაში უნდა დაიწყოს სტაციონარის პირობებში უფრო დაბალი დოზით მუდმივი სამედიცინო კონტროლის ქვეშ. ასეთ პაციენტებს შესაძლოა განუვითარდეთ თირკმლის უკმარისობა, რომელიც ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ათეროსკლეროზი.

ჰიპოტენზიის რისკი არსებობს ყველა პაციენტში, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა საჭიროა პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობით. მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით.

პერინდოპრილი/ინდაპამიდი

ლითიუმის პრეპარატები.

ჩვეულებრივ არ არის რეკომენდირებული ლითიუმის პრეპარატების და პერინდოპრილის და ინდოპამიდის კომბინაციის კომბინირება.

ჰიპოტენზია და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.

ნატრიუმის დეფიციტის არსებობის დროს პაციენტებში თირკმლის არტერიის სტენოზით, არსებობს არტერული წნევის უეცარი დაქვეითების რისკი. ამიტომ რეკომენდირებულია სისტემატური ანალიზის ჩატარება ორგანიზმში წყლის და ელექტროლიტების დეფიციტის კლინიკური ნიშნების გამოსავლენად, მაგალითად, დიარეის ან ღებინების შემდეგ. ასეთ პაციენტებში აუცილებელია პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის რეგულარული მონიტორინგის ჩატარება.

გამოხატული ჰიპოტენზიის დროს შეიძლება საჭირო გახდეს იზოტონური ხსნარის ინტრავენური შეყვანა. გარდამავალი ჰიპოტენზია არ წარმოადგენს უკუჩვენებას მკურნალობის გაგრძელებისათვის. სისხლის დამაკმაყოფილებელი მოცულობის და არტერიული წნევის აღდგენის შემდეგ, შეიძლება მკურნალობის განახლება სამკურნალო საშუალების უფრო დაბალი დოზირებით, ან მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტით.

ყველა დიურეზულ საშუალებას შეუძლია გამოიწვიოს ჰიპონატრემია, რომელსაც ზოგჯერ სერიოზული გართულებები მოყვება. საწყის ეტაპზე ჰიპონატრიემიას შეიძლება არ ახლდეს კლინიკური სიმპტომები, ამიტომ აუცილებელია რეგულარული ლაბორატორიული კონტროლი. ნატრიუმის იონების უფრო ხშირი კონტროლი საჭიროა ასაკოვანი პაციენტებისთვის და, ასევე, ციროზით დაავადებული პაციენტებისთვის.

შაქრიანი დიაბეტი.

I ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (კალიუმის იონების შემცველობის სპონტანური მომატების რისკი) მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს შედარებით დაბალი დოზებით და მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ.

პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, რომლებიც იღებენ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს შიგნით მისაღებად ან ინსულინს, თერაპიის პირველი თვის განმავლობაში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის არსებობისას.

ამლოდიპინი/პერინდოპრილი

ღვიძლის უკმარისობა.

იშვიათ შემთხვევებში თერაპიას აგფ-ინჰიბიტორებით ახლდა სინდრომი, რომელიც იწყებოდა ქოლესტაზური სიყვითლით, პროგრესირებდა ღვიძლის ფულმინანტურ ნეკროზამდე და (ხანდახან) სიკვდილით სრულდებოდა. ამ სინდრომის მექანიზმი უცნობია. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ აგფ-ინჰიბიტორებს, რომლებსაც უვითარდებათ სიყვითლე ან მნიშვლევონად ეზრდებათ ღვიძლისმიერი ფერმენტების დონე, უნდა შეწყვიტონ აგფ-ინჰიბიტორების მიღება და გაიარონ სათანადო სამედიცინო გამოკვლევა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის Т1/2 და AUC იზრდება. ამლოდიპინით მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზებით, სიფრთხილით, როგორც მკურნალობის დასწყისში, ასევე შემდგომში დოზის გაზრდისას. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის მომატება უნდა მოხდეს თანდათანობით და უნდა იქნას უზრუნველყოფილი პაციენტის ჯანმრთელობის მკაცრი სამედიცინო მონიტორინგი.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის თითოეული კომპონენტის გავლენის გათვალისწინებით, პრეპარატი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკამრისობის მქონე პაციენტებისთვის. ასევე, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატის გამოყენებისას მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ამლოდიპინი/ინდაპამიდი/პერინდოპრილი

თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) მკურნალობა უკუნაჩვენებია.

თირკმლის ფუნქციის ზომიერი ხარისხის დარღვევის დროს (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) მკურნალობა უკუნაჩვენებია 8 მგ პერინდოპრილის და 2.5 მგ ინდაპამიდის შემცველი დოზირებით (ანუ, დოზირებისთვის 8 მგ/2.5 მგ/5 მგ და 8 მგ/2.5 მგ/10 მგ).

მკურნალობა ასევე უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს არტერიული ჰიპერტენზიით თირკმლის ფუნქციის წინა გამოხატული დარღვევის გარეშე, სისხლის გამოკვლევის მსვლელობაში, გამოუვლინდა თირკმლის ფუნქციონალური უკმარისობა. თერაპია შეიძლება განახლებული იქნას ან უფრო დაბალი დოზირებით, ან ცალკეული კომპონენტებით მონოთერაპიის რეჟიმში.

ასეთი პაციენტებისთვის, თერაპიის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ და შემდეგში კი ყოველ 2 თვეში ერთხელ, რეკომენდირებულია სისხლის შტრატში კალიუმის და კრეატინინის შემცველობის რეგულარული კონტროლი. თირკმლის უკმარისობა აღინიშნებოდა ძირითადად პაციენტებში გულის მწვავე უკმარისობით ან თირკმლის ფარული უკმარისობით, თირკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით.

ამ პრეპარატის მიღება ჩვეულებრივ არ არის რეკომენდირებული პაციენტებში თირკმლის არტერიის ბილატერალური სტენოზით ან პაციენტებში ერთადერთი თირკმლის სტენოზით.

არსებობს არტერიული ჰიპოტენზიის და/ან თირკმლის უკმარისობის რისკი (გულის ქრონიკული უკმარისობის, წყალ-ელექტროლიტური დისბალანსის შეთხვევაში და სხვა): წყლის და ელექტროლიტების მნიშველოვანი დანაკარგის დროს (მკაცრი უმარილო დიეტა ან დიურეტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა), განსაკუთრებით პაციენტებში თავიდანვე დაბალი არტერიული წნევით, თირკმლის არტერიის სტენოზის, გულის შეგუბებითი უკმარისობის ან ციროზის დროს, რასაც ახლავს შეშუპებები და ასციტი.

აგფ-ინჰიბიტორებით რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის გამოხატულმა დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს (სავარაუდოდ, სამკურნალო საშუალების პირველი მიღების დროს ან მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში) არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება და/ან პლაზმაში კრეატინინის შემცველობის ზრდა, რაც მოწმობს თირკმელის ფუნქციონალური უკმარისობის შესახებ. ცალკეულ, თუმცა იშვიათ შემთხვევებში, ეს სიმპტომები შეიძლება მწვავედ განვითარდეს და განსხვავებული დროით მათი აღნიშვნის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული უფრო დაბალი დოზით და თანდათანობითი გაზრდით.

გულის იშემიური დაავადების და ცერებროვასკულარული დაავდებების მქონე პაციენტებში არტერიული წნევის უეცარი დაქვეითების შედეგად შესაძლოა განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეზული საშუალებები მაქსიმალურად ეფექტურები არიან იმ შემთხვევებში, როდესაც თირკმლის ფუნქცია არის ნორმაში ან უმნიშვნელოდაა დარღვეული (კრეატინინის დონე მოზრდილ პაციენტებში დაბალია, დაახლოებით 25 მგ/ლ, ანუ 220 მკმოლი/ლ). ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პლაზმაში კრეატინინის შემცველობის მაჩვენებლები კორექტირებული უნდა იქნას პაციენტის ასაკის, წონის და სქესის გათვალისწინებით

წყლის და ნატრიუმის დაკარგვით გამოწვეული ჰიპოვოლემიის შედეგად, მკურნალობის დასაწყისში დიურეტიკების მიღების ფონზე, შეიძლება განვითარდეს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირება, რასაც თან ახლავს კრეატინინის და შარდოვანას კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში. თირკმლის ეს ტრანზიტორული ფუნქციონალური უკმარისობა არ იწვევს არასასურველ შედეგებს პაციენტებში თირკმელების უცვლელი ფუნქციით, მაგრამ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება.

პაციენტებმა თირკმლის უკმარისობით შეიძლება მიიღონ ამლოდიპინი სტანდარტული დოზით.

ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციის ცვლილებები არ კორელირებს თირკმლის უკმარისობის ხარისხთან.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა. თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია იმ ეფექტების გათვლისწინება, რაც ვლინდება პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიღების დროს.

კალიუმის იონების შემცველობა სისხლის პლაზმაში.

ინდაპამიდით, პერინდოპრილით და ამლოდიპინით ერთდროული თერაპიის დროს ჰიპოკალიემიის თავიდან აცილება არ ხდება, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტით ან თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. ისევე, როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების დიურეტიკებთან ერთად კომბინაციაში გამოყენებისას, აუცილებელია კალიუმის იონების შემცველობის რეგულარული კონტროლი სისხლის პლაზმაში.

აგფ-ინჰიბიტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია ალდოსტერონის გამოყოფის ინჰიბირების ხარჯზე. ეს ეფექტი ჩვეულებრივ უმნიშვნელოა პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკ-ფაქტორები მოიცავს თირკმლის უკმარისობას, თირკმლის ფუნქციის გაუარესებას, ასაკს >70 წელი, შაქრიან დიაბეტს, ზოგიერთ თანმხლებ მოვლენებს (მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, გულის მწვავე უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, მეტაბოლური აციდოზი), კალიუმშემანარჩუნებელი დიურეზული საშუალებების (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის პრეპარატების ან კალიუმის შემცველ საკვები მარილის შემცვლელების ან სხვა პრეპარატების, რომლებიც ზრდიან შრატში კალიუმის დონეს (მაგალითად, ჰეპარინი) ერთდროულად გამოყენებას. კალიუმის პრეპარატების, კალიუმშემანარჩუნებელი დიურეზული საშუალებების ან კალიუმის შემცველ საკვები მარილის შემცვლელების გამოყენებამ, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი ზრდა. ჰიპერკალიემიამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, ზოგჯერ ფატალური არითმია. თუ ზემოაღნიშნული პრეპარატების ერთობლივად დანიშვნა აუცილებელია, მათი გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით და ახლდეს სისხლის შრატში კალიუმის დონის ხშირი მონიტორინგი.

თერაპია თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეზული საშუალებებით დაკავშირებულია ჰიპოკალიემიის განვითარების რისკთან. აუცილებელია კალიუმის შემცველობის დასაშვებ დონეზე ქვემოთ (3.4 მმოლი/ლ) დაქვეითების რისკის გათვალისწინება პირებში, რომლებიც შედიან მომატებული რისკის ჯგუფში: ხანდაზმული ასაკის პაციენტები და/ან პაციენტები კვების დარღვევებით, მიუხედავად იმისა, ღებულობენ თუU არა ისინი სხვა პრეპარატებს; პაციენტები ღვიძლის ციროზით, რასაც ახლავს შეშუპებები და ასციტი; პაციენტები გულის კორონარული დაავადებით და გულის უკმარისობით. ასეთ შემთხვევებში ჰიპოკალიემია აძლიერებს გულის გლიკოზიდების ტოქსიკურობას და ზრდის არითმიის განვითარების რისკს.

მომატებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან პაციენტები თანდაყოლილი ან იატროგენული გახანგრძლივებული QT ინტერვალით. ჰიპოკალიემია ისევე, როგორც ბრადიკარდია, წარმოადგენს რისკ-ფაქტორს გულის რითმის სერიოზული დარღვევების განვითარებისთვის, განსაკუთრებით “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური დასასრული.

ყველა აღწერილ შემთხვევაში აუცილებელია კალიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი. პლაზმაში კალიუმის შემცველობის პირველი განსაზღვრა უნდა ჩატარდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში. კალიუმის დონის შემცირების შემთხვევაში აუცილებელია კორექციის ჩატარება.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

მკურნალობის წინ აუცილებელია კალიუმის დონის და თირკმელების ფუნქციის შეფასება. არტერიული წნევის მკვეთრი დაწევის თავიდან ასაცილებლად პრეპარატის საწყის დოზას ირჩევენ არტერიული წნევის დაწევის დონის მიხედვით, განსაკუთრებით წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის შემთხვევაში. ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში პრეპარატის დოზის ზრდა უნდა მოხდეს სიფრთხილით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება

არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკს (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით).

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან ჰიპერკალიემიის განვითარების რისკს

ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატები ან სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოთერაპიული ჯგუფები შეიძლება ზრდიდეს ჰიპერკალიემიის განვითარების ალბათობას: ალისკირენი, კალიუმის მარილები, კალიუმის შემნახველი დიურეტიკები, აგფ-ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ჰეპარინი, იმუნოდეპრესანტები, როგორიცაა ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი, ტრიმეტოპრიმი. ამ პრეპარატების კომბინირებული გამოყენება ზრდის ჰიპერკალიემიის აღნიშვნის რისკს.

კომბინირებული გამოყენება უკუნაჩვენებია:

ალისკირენი:

დიაბეტით ან თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <60 მკ/წთ 1/73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე), იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების, თირკმლის ფუნქციის გაუარესების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების და გულ-სისხლძარღვთა დავადებების გამო სიკვდილიანობის რისკი.

კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდირებული

ამლოდიპინი

ლაბორატორიულ ცხოველებში დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაციის შემთხვევები ლეტალური შედეგით და კოლაფსი ვერაპამილის და ინტრავენურად დანტროლენის გამოყენების დროს, რასაც თან ახლდა ჰიპერკალემია. ჰიპერკალემიის განვითარების რისკის გამო, კალციუმის "ნელი" არხების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება, მათ შორის - ამლოდიპინის, უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი ჰიპერთერმიისადმი მიდრეკილ პაციენტებში, ასევე ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მკურნალობის დროს.

ამლოდიპინით მკურნალობის დროს გრეიფრუტის ან გრეიფრუტის წვენის მიღება არ არის რეკომენდებული ზოგიერთ პაციენტში ამლოდიპინის ბიოშეღწევადობის ზრდის გამო, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითების ეფექტის ზრდა.

პერინდოპრილი

ალისკირენი:

პაციენტებში, რომლებსაც არ გაჩნიათ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის უკმარისობა, იზრდება ჰიპერკალიემიის, თირკმლის ფუნქციის გაუარესების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან სიკვდილიანობის რისკი.

ლიტერატურულ მონაცემებში მითითებულია, რომ პაციენტებში დადგენილი ათეროსკლეროზული დაავადებით, გულის უკმარისობით, ან შაქრიანი დიაბეტით სამიზნე-ორგანოების დაზიანებით, კომბინირებულ თერაპიას აგფ-ინჰიბიტორებით და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორებით ახლავს ჰიპოტენზიის, გულის წასვლის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის გაუარესების (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) განვითარების უფრო მაღალი სიხშირე, ერთი პრეპარატის გამოყენებასთან შედარებით, რომელიც ზეგავლენას ახდენს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე. ორმაგი ბლოკადა (მაგალითად, აგფ-ინჰიბიტორის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორთან კომბინირების გზით) უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ცალკეული შემთხვევებით და ახლდეს თირკმლის ფუნქციის, კალიუმის დონის და არტერიული წნევის სათანადო მონიტორინგი.

ესტრამუსტინთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება არასასურველი რეაქციების რისკი, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება.

კალიუმის შემნახველმა დიურეტიკებმა, მაგალითად სპირონოლაქტონმა, ტრიამტერენმა ან ამილორიდმა, კალიუმის დანამატებმა ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელებმა შეიძლება გამოიწვიონ შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მომატება (შესაძლო ლეტალური შედეგით). არ არის რეკომენდირებული პერინდოპრილის კომბინაცია ზემოთ მითითებულ პრეპარატებთან. თუ დადასტურებული ჰიპოკალიემიის შემთხვევაში თანმხლები გამოყენება დანიშნულია, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე და სისხლის შრატში კალიუმის დონის ხშირი მონიტორინგი. სპირონოლაქტონის გამოყენების შესახებ გულის ქრონიკული უკმარისობის დროს მითითებულია ქვემოთ ტექსტში.

პერინდოპრილი/ინდაპამიდი

ლითიუმის და აგფ-ინჰიბიტორების კომბინირებული დანიშვნისას აღნიშნული იყო სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი მომატების და ტოქსიკურობის შემთხვევები. ინდაპამიდთან და პერინდოპრილთან ლითიუმის კომბინირებული მიღება არ არის რეკომენდირებული, მაგრამ თუ ეს აუცილებელია, საჭიროა სისხლის შრატში ლითიუმის შემცველობის სათანადო მონიტორინგი.

კომბინირებული გამოყენება განსაკუთრებული სიფრთხილით

ამლოდიპინი

არ მოიპოვება მონაცებემი ამლოდიპინზე CYP3A4 იზოფერმენტების ინდუქტორების გავლენის შესახებ. CYP3A4 იზოფერმენტების ინდუქტორებთად (მაგალითად, რიფამპიცინის, კრაზანას პრეპარატების) ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება. Aუცილებელია სიფრთხილე ამლოდიპინის და CYP3A4 იზოფერმენტების ინდუქტორების ერთდროული გამოყენებისას.

ამლოდიპინის და ზომიერი ან ძლიერი CYP3A4 იზოფერმენტების ინჰიბიტორების (პროტეაზას ინჰიბიტორები, აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, მაკროლიდები (მაგალითად, ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი), ვერაპამილი ან დილთიაზემი, ტაკროლიმუსი) ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად გაზარდოს ამლოდიპინის კონცენტრაცია. აღნიშნული ფარმაკოკინეტიკური გადახრების კლინიკური გამოვლინებები შესაძლოა მეტად გამოხატული იყოს ხანდაზმულ პაციენტებში. ამასთან დაკავშირებით, შესაძლებელია საჭირო გახდეს კლინიკური მდგომარეობის მონიტორინგი და დოზის კორექცია.

ინდაპამიდი

ჰიპოკალიემიის განვითარების რისკის გამო, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ინდაპამიდის და პრეპარატების ერთდროულად დანიშვნისას, რომლებიც იწვევენ “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვან ტაქიკარდიას, როგორიცაა: IA კლასის ანტიარითმული ნივთიერებები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი); III კლასის ანტიარითმიული ნივთიერებები (ამიოდარონი, დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმი, სოტალოლი); ზოგიერთი ნეიროლეპტიკები (ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, ლევომეპრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფლუოპერაზინი), ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულპრიდი, სულტოპრიდი, თიაპრიდი), ბუტიროფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი), სხვა ნეიროლეპტიკები (პიმოზიდი); სხვა ნივთიერებები, როგორიცაა ბეპრიდილი, ცისაპრიდი, დიფემანილი, ერითრომიცინი ი/ვ, ჰალოფანტრინი, მიზოლასტინი, მოქსიფლოქსაცინი, პენტამიდინი, სპარფლოქსაცინი, ვინკამიცინი ი/ვ, მეთადონი, ასთემიზოლი, ტერფენადინი. საჭიროა ჰიპოკალემიის პროფილაქტიკის ჩატარება, საჭიროებისას - კორექციის განხორციელება და ეკგ-ზე QT ინტერვალის კონტროლირება.

ამფოტერიცინი B (შეყვანის გზა ი/ვ), გლუკო- და მინერალოკორტიკოიდები (სისტემური შეყვანის გზა), ტეტრაკოზაქტიდი, მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები: კალიუმის დონის დაქვეითების რისკის ზრდა (ადიტიური ეფექტი). აუცილებელია კალიუმის შემცველობის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში – კორექციის ჩატარება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პაციენტებს, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს. რეკომენდირებულია არამასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებების გამოყენება.

კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გააძლიეროს საგულე გლიკოზიდების ტოქსიური მოქმედება. საჭიროა კალიუმის შემცველობის და ეკგ მაჩვენებლების კონტროლი; აუცილებლობისას მკურნალობა უნდა გადაიხედოს.

ინდაპამიდის და ალოპურინოლის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების რისკი.

პერინდოპრილი

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აგფ-ინჰიბიტორების და დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების (ინსულინი, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერება, ჰიპოგლიკემიის დადგომის რისკით. ასეთი მოვლენა უფრო ხშირად ვითარდება კომბინირებული მკურნალობის პირველი კვირეების განმავლობაში და პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით.

პაციენტებში, აგფ-ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყების შემდეგ, რომლებიც ღებულობენ დიურეზულ საშუალებებს, განსაკუთრებით პაციენტებში დაქვეითებული მოცირკულირე სისხლის მოცულობით ან მარილების დეფიციტით, შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება აგფ-ინჰიბიტორებით თერაპიის დასაწყისში. ჰიპოტენზიური ეფექტის ალბათობა შეიძლება შემცირებული იქნას დიურეზულების მიღების მოხსნით, მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდით ან მარილის მოხმარების გაზრდით პერინდოპრილით თერაპიის დაწყებამდე დაბალი დოზით, მისი შემდგომი თანდათანობითი გაზრდით.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს, როდესაც დიურეტიკებით წინამორბედ თერაპიას შეეძლო გამოეწვია მარილების/მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება, დირეზულების მიღება უნდა შეწყდეს აგფ-ინჰიბიტორების მიღების დაწყებამდე (ამ შემთხვევაში შეიძლება განმეოროებით შეყვანილი იქნას არაკალიუმშემანარჩუნებელი დიურეზული), ან აგფ-ინჰიბიტორის მიღებას იწყებენ დაბალი დოზირებით და თანდათანობით ზრდიან.

გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს, რაც საჭიროებს დიურეტიკების მიღებას, აგფ-ინჰიბიტორის მიღების დაწყება უნდა მოხდეს ძალიან დაბალი დოზით, შეძლებისდაგვარად კალიუმის დაზოგვის უნარის არ მქონე თანხმლები დიურეტიკის დოზის წინასწარი შემცირების შემდეგ. ყველა შემთხვევაში აგფ ინჰიბიტორით თერაპიის დაწყების შემდეგ პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, საჭიროა თირკმლის ფუნქციის სათანადო მონიტორინგის ჩატარება (კრეატინინის დონე).

კალიუმშემანარჩუნებელი დიურეტიკები (ეპლერენონი, სპირონოლაქტონი): ეპლერენონის ან სპირონოლაქტონის მიღება დოზებით 12,5 მგ-დან /დღეში 50 მგ-მდე/დღეში და აგფ ინჰიბიტორების დაბალი დოზებით:

II-IV კლასის (NYHA კლასიფიკაციით) გულის უკმარისობის მკურნალობისას განდევნის ფრაქციით <40%, აგფ ინჰიბიტორებით და მარყუჟოვანი დიურეტიკებით წინამორბედი თერაპიით, არსებობს ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი პოტენციური ლეტალური დასასრულით, განსაკუთრებით რეკომენდაციების დაუცველობის შემთხვევაში პრეპარატების ამ კომბინაციის დანიშვნასთან დაკავშირებით.

პრეპარატების ამ კომბინაციის დანიშვნამდე, საჭიროა იმაში დარწმუნება, რომ პაციენტს არ გააჩნია ჰიპერკალიემია და თირკმლის უკმარისობა.

თერაპიის პირველი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ, შემდეგ კი თვეში ერთხელ რეკომენდირებულია კალიუმის და კრეატინინის სისხლის პლაზმაში შემცველობის მონიტორინგის ჩატარება.

პერინდოპრილი/ინდაპამიდი

ბაკლოფენი: ანტიჰიპერტენზიული ეფექტის პოტენცირება. საჭიროა არტერიული წნევის და თირკმლის ფუნქციის კონტროლი, ასევე აუცილებლობისას, ანტიჰიპერტენზიული საშუალების დოზის კორექცია

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით მაღალი დოზებით): აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზებით, ცოგ-2 ინჰიბიტორები და არასელექტიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები - აასს) შეიძლება გახდეს აგფ-ინჰიბიტორების ჰიპოტენზიური ეფექტის დაქვეითების მიზეზი. Aგფ-ინჰიბიტორების და აასს-ს ერთდროული გამოყენება ასევე ზრდის თირკმელების ფუნქციის დარღვევის რისკს, თირკმლის უკმარისობის განვითარებამდეც კი, და სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მომატების რისკს, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის უკვე არსებული დარღვევებით. ასეთი კომბინაცია უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტებმა უნდა მიიღონ საკმაო რაოდენობით სითხე, ასევე რეკომენდირებულია თირკმლის ფუნქციის კონტროლი კომბინირებული მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ.

კომბინირებული გამოყენება სიფრთხილით

ამლოდიპინი

კლინიკურ კვლევებში არ გამოვლენილა ამლოდიპინის ზეგავლენა ატორვასტატინის, დიგოქსინის, ვარფარინის ან ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკის პარამეტრებზე.

10 მგ ამლოდიპინის რამოდენიმე დოზის ერთდროული მიღებისას 80 მგ სიმვასტატინთან აღინიშნებოდა სიმვასტატინის კონცენტრაციის ზრდა 77%-ით სიმვასტატინის იზოლირებულად მიღებასთან შედარებით.

ანტივირუსული საშუალებები (რიტონავირი) ზრდის კალციუმის ნელი არხების ბლოკატორების პლაზმურ კონცენტრაციებს, მათ შორის – ამლოდიპინის.

ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ლითიუმის ნეიროტოქსიკურობის მოვლენების გაძლიერება (გულისრევა, ღებინება, დიარეა, ატაქსია, ტრემორ, ყურებში შუილი).

ინდაპამიდი

ლაქტოაციდოზი მეტფორმინის მიღების ხარჯზე, გამოწვეული შესაძლო თირკმლის ფუნქციური უკმარისობით, დაკავშირებულია დიურეტიკებთან და განსაკუთრებით “მარყუჟოვან” დიურეტიკებთან. არ არის რეკომენდირებული მეტფორმინის მიღება, თუ კრეატინინის დონე პლაზმაში აღემატება 15 მგ/მლ (135 მკმოლ/ლ) მამაკაცებში და 12 მგ/ლ (110 მკმოლ/ლ) ქალებში.

დიურეტიკების მიღებით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში, იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით იოდისშემცველი საკონტრასტო პრეპარატების მაღალი დოზებით გამოყენებისას. იოდისშემცველი პრეპარატების დანიშვნის წინ საჭიროა რეჰიდრატაციის ჩატარება.

კალციუმის მარილების ერთდროულად მიღებისას იზრდება ჰიპერკალციემიის რისკი შარდით კალციუმის ექსკრეციის შემცირების შედეგად.

ციკლოსპორინთან ერთდროული გამოყენებისას პლაზმაში აღინიშნება კრეატინინის დონის მომატების რისკი, მოცირკულირე ციკლოსპორინის დონის ცვლილების გარეშე, წყლის და ელექტროლიტების შემცველობის დაქვეითების არარსებობის შემთხვევაშიც კი.

პერინდოპრილი

ნიტროგლიცერინის და სხვა ნიტრატების ან სხვა სისხლძარღვთაგამაფართოებელი საშუალებების თანმხლებმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითება.

აგფ-ინჰიბიტორებთან ერთდროულმა გამოყენებამ ალოპურინოლთან, ციტოსტატიკებთან ან იმუნოდეპრესანტებთან, სისტემურ კორტიკოსტეროიდებთან ან პროკაინამიდთან შესაძლოა გაზარდოს ლეიკოპენიის განვითარების რისკი.

აგფ-ინჰიბიტორებმა შეიძლება გააძლიერონ ზოგიერთი საანესთეზიო საშუალებების ჰიპოტენზიური ეფექტი.

დიურეტიკების (თიაზიდური ან “მარყუჟოვანი” დიურეტიკები) მაღალი დოზებით ადრე ჩატარებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და ჰიპოტენზიის განვითარების რისკი პერინდოპრილით მკურნალობის დასაწყისში.

აგფ-ინჰიბიტორებთან გლიპტინების (ლინაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი) ერთდროული მიღებისას დიპეპტიდილპეპტიდაზა IV-ის აქტივობის დაქვეითების გამო იზრდება ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი.

სიმპათომიმეტიკებს შეუძლიათ აგფ-ინჰიბიტორების ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირება.

პაციენტებში, რომლების იღებენ ოქროს საინექციო პრეპარატებს (ნატრიუმის აუროთიომალატი) და აგფ-ინჰიბიტორებს, მათ შორის პერინდოპრილს, იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ნიტრიტოიდული რეაქციები (სიმპტომები: სახის ჰიპერემია, გულისრევა, ღებინება, ჰიპოტენზია).

პერინდოპრილი/ინდაპამიდი/ამლოდიპინი

იმიპრამინის მსგავსი ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური), ნეიროლეპტიკები: ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება და ორთოსტატური ჰიპოტენზიის განვითარების რისკის მომატება (ადიტიური ეფექტი).

სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლერება, რაც დამატებით იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.

კორტიკოსტეროიდები, ტეტრაკოზაქტიდი ამცირებენ ჰიპოტენზიურ მოქმედებას (მარილის და წყლის შეკავება, რაც კორტიკოსტეროიდების მოქმედების შედეგად არის გამოწვეული).

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებები

ამლოდიპინი

ამლოდიპინის და სილდენაფილის ერთდროული მიღებისას არ არის გამოვლენილი თითოეული პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება.

ამლოდიპინი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.

ალუმინის/მაგნიუმის შემცველი ანტაციდები ერთდროული მიღება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. ორსულობის დაგეგმარებისას ან პრეპარატის მიღების ფონზე ორსულობის დადგომისას, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია სხვა დადასტურებული უსაფრთხო პროფილის მქონე პრეპარატით.

პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია. აუციელებელია პრეპარატის მიღების რისკის და სარგებელის შეფასება დედისათვის და საჭიროებისამებრ განხორციელდეს ან ძუძუთი კვების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ორსულობა

ამლოდიპინი. ამლოდიპინის უსაფრთხოება ორსულობის დროს არ არის დადგენილი.

ცხოველებში ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა ფეტოტოქსიკური და ემბრიოტოქსიკური მოქმედება პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას.

ინდაპამიდი. ორსულ ქალებში ინდაპამიდის გამოყენების მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია (ორსულობის 300-ზე ნაკლები შედეგი). ორსულობის მესამე ტრიმესტრში თიაზიდური დიურეტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დედის პლაზმის მოცულობის შემცირება, ასევე საშვილოსნო-პლაცენტის სისხლის მიმოქცევის შემცირება, რაც შესაძლოა გახდეს ფეტო-პლაცენტარული იშემიის და ნაყოფის ზრდის შეფერხების მიზეზი. იშვიათ შემთხვევებში მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე დიურეტიკების მიღების ფონზე ვითარდება ჰიპოგლიკემია და ტრომბოციტოპენია.

ცხოველებზე კვლევებმა არ გამოავლინეს პირდაპირი ან ირიბი მავნე ზემოქმედება რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან მიმართებაში.

პერინდოპრილი. აგფ-ინჰიბიტორების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში და უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ-ინჰიბიტორების გამოყენებისას ტერატოგენობის გამოვლენის რისკის შესახებ ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ იძლევა საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალებას, თუმცა რისკის მატება გამორიცხული არ არის. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეუძლებელია აგფ-ინჰიბიტორების შეცვლა სხვა ალტერნატიული თერაპიით, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, გადაყვანილი უნდა იყვნენ იმ სამკურნალო საშუალებებით თერაპიაზე, რომელთა უსაფრთხოების პროფილი ორსულ ქალებში კარგადაა შესწავლილი. ორსულობის დადგომისას აგფ-ინჰიბიტორების გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობისას დაინიშნოს სხვა თერაპია.

აგფ-ინჰიბიტორების ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში გამოყენებისას დადგენილია ფეტოტოქსიური მოქმედების (თირკმლის ფუნქციის დარღვევა ოლიგოჰიდროამნიოზი, თავის ქალას ძვლების გაძვალების შეფერხება) და ნეონატალური ტოქსიკურობის (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია) გამოვლინება.

იმ შემთხვევაში, როდესაც აგფ-ინჰიბიტორების მიღება ხორციელდებოდა ორსულობის მეორე ტრიმესტრში, რეკომენდირებულია ნაყოფის თირკმელების ფუნქციის და თავის ქალას ძვლების ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება.

ახალშობილებში, რომელთა დედები იღებდნენ აგფ-ინჰიბიტორებს, აუცილებელია არტერიული წნევის გულმოდგინე კონტროლი ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების თავიდან ასაცილებლად.

ლაქტაცია

ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ამლოდიპინი

ამლოდიპინის ლაქტაციის დროს ექსკრეციის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

ინდაპამიდი

მონაცემები ინდაპამიდის და მისი მეტაბოლიტების დედის რძეში გამოყოფის შესახებ არ არის საკმარისი. ინდაპამიდი მჭიდროდაა დაკავშირებული თიაზიდურ დირეტიკებთან რომლებიც ძუძუთი კვების დროს ასოცირდებოდა რძის სეკრეციის დაქვეითებასთან ან დათრგუნვასთან. ახალშობილებში შესაძლოა მომატებული მგრძმობელობის აღნიშვნა სულფონამიდის წარმოებულებისადმი და ჰიპოკალიემიისა. არ შეიძლება რისკის გამორიცხვა ახალშობილებისა და ჩვილებისთვის.

პერინდოპრილი

იმის გამო, რომ ლაქტაციის პერიოდში პერინდოპრილის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, პრეპარატის დანიშნვა ამ კატეგორიის პაციენტებში რეკომენდირებული არ არის; უპირატესობა უნდა მიენიჭოს მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს გამოყენების დადგენილი უსაფრთხოების პროფილით ძუძუთი კვების დროს, განსაკუთრებით ახალშობილ ან დღენაკლულ ბავშვებში.

ფერტილობა

ამლოდიპინი

ზოგიერთ პაციენტში, ვინც ღებულობდა კალციუმის “ნელი” არხების ბლოკატორებს, აღინიშნებოდა სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარის დაქვეითება. რეპროდუქციულ ფუნქციაზე ამლოდიპინის ზემოქმედების პოტენციური ეფექტის შესახებ კლინიკური მონაცემები არასაკმარისია.

პერინდოპრილი/ინდაპამიდი

რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებში არ არის გამოვლენილი ზემოქმედება ვირთხების მდედრების და მამრების ფერტილობაზე. ზემოქმედება ადამიანის ფერტილობაზე მოსალოდნელი არ არის.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

პრეპარატის მიღების შედეგად სისუსტის და თავბრუსხვევის შესაძლო განვითარების გამო სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს აუცილებელია სიფრთხილე, რადგან აღნიშნული ქმედებები მოითხოვს ყურადღების განსაკუთრებულ კონცენტრირებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილი

პერინდოპრილით, ინდაპამიდით და ამლოდიპინით მონოთერაპიის სახით მკურნალობის დროს ყველაზე ხშირად აღინიშებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, ვერტიგო, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურებში, პალპიტაცია, წამოხურება სახის არეში, არტერიული წნევის დაქვეითება (და ჰიპოტენზიასთან დაკავშირებული ეფექტები), ხველა, ქოშინი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები (ტკივილი, შეკრულობა, დიარეა, გემოს გაუკუღმართება, გულისრევა, დისპეპსია, ღებინება), კანის ქავილი, გამონაყარი, ბუშტუკოვანი გამონაყარი, კუნთოვანი სპაზმები, კოჭების არეშიშეშუპება, ასთენია, შეშუპებები, დაღლილობა.

გვერდითი მოვლენები ასახულია ცხრილში.

გვერდითი მოვლენების სიხშირე, რაც გამოწვეული იყო პერინდოპრილით, ინდაპამიდიძთ ან ამლოდიპინით, განსაზღვრულია შემდეგი თანმიმდევრობით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000-მდე), უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით).

გვერდითი მოვლენები

სიხშირე

ამლოდიპინი

ინდაპამიდი

პერინდოპრილი

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

რინიტი

არახშირად

-

ძალიან იშვიათად

დარღვევები სისხლის სურათის და ლიმფური სისტემის მხრივ

ეოზინოფილია

-

-

არახშირად*

აგრანულოციტოზი

-

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

აპლასტიური ანემია

ძალიან იშვიათად

-

პანციტოპენია

-

-

ძალიან იშვიათად

ლეიკოპენია

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

ნეიტროპენია

-

-

ძალიან იშვიათად

ჰემოლიზური ანემია

-

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

თრომბოციტოპენია

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

თრომბოციტოპენიური პურპურა

ძალიან იშვიათად

-

-

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

ძალიან იშვიათად

არახშირად

-

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

ჰიპოგლიკემია

-

-

არახშირად*

ჰიპერკალიემია, შექცევადი მკურნალობის შეწყვეტისას

-

-

არახშირად*

ჰიპონატრიემია

სიხშირე უცნობია

არახშირად *

ჰიპერგლიკემია,

ძალიან იშვიათად

-

-

ჰიპერკალციემია

-

ძალიან იშვიათად

-

კალიუმის შემცველობის შემცირება ჰიპოკალიემიით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაღალი რისკ-ჯგუფების პაციენტებში

-

სიხშირე უცნობია

-

ანორექსია

არახშირად

-

-

მადის მომატება

იშვიათად

-

-

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

უძილობა

არახშირად

-

-

განწყობის ცვლილება

არახშირად

-

არახშირად

დეპრესია

არახშირად

-

-

ძილის დარღვევები

-

-

არახშირად

ცნობიერების არევა

იშვიათად

-

ძალიან იშვიათად

უჩვეულო სიზმრები

არახშირად

-

-

მომატებული აგზნებადობა

არახშირად

-

-

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავბრუსხვევა

ხშირად

-

ხშირად

თავის ტკივილი

ხშირად

იშვიათად

ხშირად

პარესთეზია

არახშირად

იშვიათად

ხშირად

ვერტიგო

-

იშვიათად

ხშირად

ძილიანობა

ხშირად

-

არახშირად*

ჰიპესთეზია

არახშირად

-

-

დისგევზია (გემოს გაუკუღმართება)

არახშირად

-

ხშირად

პაროსმია (ყნოსვის გაუკუღმართება)

ძალიან იშვიათად

-

-

ტრემორი

არახშირად

-

-

გულისწასვლა

არახშირად *

სიხშირე უცნობია

არახშირად

ჰიპერტონუსი

ძალიან იშვიათად

-

-

პერიფერიული ნევროპათია

ძალიან იშვიათად

-

-

ინსულტი, შესაძლებელია გამოწვეული გადაჭარბებული ჰიპოტენზიით მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში

-

-

ძალიან იშვიათად

შაკიკი

ძალიან იშვიათად

-

-

აპათია

ძალიან იშვიათად

-

-

აჟიტირება

ძალიან იშვიათად

-

-

ატაქსია

ძალიან იშვიათად

-

-

ამნეზია

ძალიან იშვიათად

-

-

ექსტრაპირამიდული დაზიანებები

სიხშირე უცნობია

-

-

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მხედველობის დარღვევები (დიპლოპიის ჩათვლით)

არახშირად

სიხშირე უცნობია

ხშირად

მიოპია

-

სიხშირე უცნობია

-

მხედველობის სიმახვილის დაქვეითება

-

სიხშირე უცნობია

-

აკომოდაციის დარღვევები

არახშირად

-

-

ქსეროფთალმია

არახშირად

-

-

კონიუნქტივიტი

არახშირად

-

-

ტკივილი თვალებში

არახშირად

-

-

დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ

ხმაური ყურებში

არახშირად

-

ხშირად

დარღვევები გულის მხრივ

გულისცემა

ხშირად

-

არახშირად*

ტაქიკარდია

-

-

არახშირად*

სტენოკარდია

-

-

ძალიან იშვიათად

არითმია (მათ შორის ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, წინაგულთა ფიბრილაცია)

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

მიოკარდიუმის ინფარქტი, შესაძლებელია გამოწვეული გადაჭარბებული ჰიპოტენზიით მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში

ძალიან იშვიათად

-

ძალიან იშვიათად

“პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (პოტენციურად ლეტალური)

-

სიხშირე უცნობია

-

გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარება ან არსებული უკმარისობის გაღრმავება

ძალიან იშვიათად

-

-

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

სახის არეში ჰიპერემია

ხშირად

-

-

ჰიპოტენზია (და ეფექტები, დაკავშირებული ჰიპოტენზიასთან)

არახშირად

ძალიან იშვიატად

ხშირად

ვასკულიტი

ძალიან იშვიათად

-

არახშირად*

ორთოსტატული ჰიპოტენზია

ძალიან იშვიათად

-

-

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ

ხველა

ძალიან იშვიათად

-

ხშიარდ

ქოშინი

არახშირად

-

ხშირად

ბრონქოსპაზმი

-

-

არახშირად

ეოზინოფილური პნევმონია

-

-

ძალიან იშვიათად

ცხვირიდან სისხლდენა

არახშირად

-

-

დარღვევები კუჭ-ნაწლავი ტრაქტის მხრივ

ტკივილი მუცელში

ხშირად

-

ხშირად

ყაბზობა

არახშირად

იშვიათად

ხშირად

დიარეა

არახშირად

-

ხშირად

დისპეფსია

არახშირად

-

ხშირად

გულისრევა

ხშირად

იშვიათად

ხშირად

ღებინება

არახშირად

არახშირად

ხშირად

პირის ღრუს სიმშრალე

არახშირად

იშვიათად

არახშირად

დეფეკაციის რითმის ცვლილება

არახშირად

-

-

ღრძილების ჰიპერპლაზია

ძალიან იშვიათად

-

-

პანკრეატიტი

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

გასტრიტი

ძალიან იშვიათად

-

-

მეტეორიზმი

არახშირად

-

-

ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება

-

-

ძალიან იშვიათად

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

ჰეპატიტი

ძალიან იშვიათად

სიხშირე უცნობია

ძალიან იშვიათად

ქოლესტაზური სიყვითლე

ძალიან იშვიათად

-

ძალიან იშვიათად

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

-

ძალიან იშვიათად

-

ღვიძლის უკმარისბის შემთხვევაში შესაძლებელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება

-

სიხშირე უცნობია

-

რეაქციები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ქავილი

არახშირად

-

ხშირად

გამონაყარი

არახშირად

-

ხშირად

მაკულო-პაპულოზური გამონაყარი

-

ხშირად

ჭინჭრის ციება

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

არახშირად

ანგიონევროზული შეშუპება

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

არახშირად

ალოპეცია

არახშირად

-

-

პურპურა

არახშირად

არახშირად

-

კანის შეფერილობის ცვილება

არახშირად

-

-

დერმატიტი

იშვიათად

-

-

ეგზანთემა

არახშირად

-

-

ჭარბი ოფლიანობა

არახშირად

-

არახშირად

ფოტომგრძნობელობის რეაქციები

ძალიან იშვიათად

სიხშირე უცნობია

არახშირად *

პემფიგოიდი

არახშირად *

მულტიფორმული ერითემა

ძალიან იშვიათად

-

ძალიან იშვიათად

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

ძალიან იშვიათად

ძალიან იშვიათად

-

ექსფოლიაციური დერმატიტი

ძალიან იშვიათად

-

-

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

-

ძალიან იშვიათად

-

ქსეროდერმია

ძალიან იშვიათად

-

-

ცივი ოფლი

ძალიან იშვიათად

-

-

შესაძლებელია უკვე არსებული წითელი მგლურას გამწვავება

-

სიხშირე უცნობია

-

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

კუნთების სპაზმი

არახშირად

-

ხშირად

ართროზი

არახშირად

-

-

მიასთენია

ხშირად

-

-

ართრალგია

არახშირად

-

არახშირად *

მიალგია

არახშირად

-

არახშირად *

ზურგის ტკივილი

არახშირად

-

-

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ

შარდის გამოყოფის დარღვევა, ნიქტურია, პოლაკიურია (გახშირებული შარდვა)

არახშირად

-

-

თირკმლის მწვავე უკმარისობა

-

-

ძალიან იშვიათად

მტკივნეული შარვა

არახშირად

-

-

თირკმლის უკმარისობა

-

ძალიან იშვიათად

არახშირად

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ერექციული დისფუნქცია

არახშირად

-

არახშირად

გინეკომასტია

არახშირად

-

-

ზოგადი დარღვევები და სიმპტომები

ასთენია

არახშირად

-

ხშირად

დაღლილობა

ხშირად

იშვიათად

-

პერიფერიული შეშუპებები (კოჭების, ტერფების არეში)

ხშირად

არახშირად

შეშუპებები

ხშირად

-

-

ტკივილი

არახშირად

-

-

ტკივილი გულმკერდის არეში

არახშირად

-

-

შეუძლოდ ყოფნა

არახშირად

-

არახშირად *

ცხელება

არახშირად

-

-

წყურვილის შეგრძნება

არახშირად

-

-

ჰიპერთერმია

-

-

არახშირად *

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები შედეგები

შარდოვანას კონცენტრაციის ზრდა სისხლში

-

-

არახშირად *

კრეატინინის კონცენტრაციის ზრდა სისხლში

-

-

არახშირად *

ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება

ძალიან იშვიათად

სიხშირე უცნობია

იშვიათად

ჰიპერბილირუბუნემია

ძალიან იშვიათად

-

იშვიათად

ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დაქვეითება

-

-

ძალიან იშვიათად

QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე

-

სიხშირე უცნობია

-

სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის ზრდა

-

სიხშირე უცნობია

-

სხეულის მასის მომატება/დაქვეითება

არახშირად

-

-

ტრავმები, მოწამვლა და პროცედურის შემდგომი გართულებები

დაცემა

-

-

არახშირად*

  • სპონტანური შეტყობინებებით გამოვლენილი არასასურველი რეაქციების სიხშირის შეფასება ჩატარებულია კლინიკური კვლევების შედეგების საფუძველზე.

ჭარბი დოზირება

ინფორმაცია პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ – არ მოიპოვება.

ამლოდიპინი

ინფორმაცია ამლოდიპინის ჭარბი დოზირების შესახებ შეზღუდულია.

სიმპტომები.

არსებობს მონაცემები გადაჭარბებული პერიფერიული ვაზოდილატაციის შესახებ შესაძლო რეფლექტორული ტაქიკარდიით. იყო შეტყობინებები მდგრადი და გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკის შესახებ, შოკის და ლეტალური შედეგის ჩათვლით.

მკურნალობა.

ამლოდიპინის ჭარბი დოზირებით გამოწვეული კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზიის შემთხვევაში აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე მიმართული ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა – პაციენტის ზურგზე მწოლიარე მდგომარეობა დახრილი თავით, სისხლის მიმოქცევის და დიურეზის კონტროლი, გულის და სასუნთქი სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგი. სისხლზარღვოვანი ტონუსის და არტერიული წნევის კონტროლისთვის შესაძლებელია სისხლძარღვების შემავიწროვებელი პრეპარატების გამოყენება, იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოყენების უკუჩვენება არ არსებობს. კალციუმის არხების ბლოკადის შედეგების მოსახსნელად შესაძლებელია ინტრავენურად კალციუმის გლუკონატის შეყვანა. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ეფექტური იყოს კუჭის ამორეცხვა. ჯანმრთელ მოხალისეებში დადასტურებული იყო, რომ გააქტივებული ნახშირის მიღება 10 მგ ამლოდიპინის მიღების შემდეგ 2 საათის განმავლობაში, ამცირებდა ამლოდიპინის აბსორბციის სიჩქარეს. ვინაიდან ამლოდიპინი უერთდება ცილებს, ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

პერინდოპრილი/ინდაპამიდის კომბინაცია

სიმპტომები.

ყველაზე მოსალოდნელ არასასურველ რეაქციას ჭარბი დოზირებისას წარმოადგენს ჰიპოტენზია, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს გულისრევა, ღებინება, კუნთების კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების არევა, ოლიგურია, რომელიც შესაძლოა გაღრმავდეს ანურიამდე (ჰიპოვოლემიის შედეგად). შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები (ნატრიუმის და კალიუმის დაბალი შემცველობა).

მკურნალობა.

პირველ გადაუდებელ ზომას წარმოადგენს მიღებული პრეპარატის ელიმინაცია კუჭის ამორეცხვის გზით და/ან აქტივირებული ნახშირის მიღებით, ხოლო შემდეგ - წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა მაჩვენებლების ნორმასთან დაბრუნებამდე. Gგამოხატული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში პაციენტი უნდა მოვათავსოთ ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში დახრილი თავით. აუცილებლობისას ინტრავენურად ინიშნება იზოტონური ხსნარი, ან შეიძლება გამოყენებული იქნას მოცულობის აღდგენის სხვა მეთოდი.

პერინდოპრილატი – პერინდოპრილის აქტიური ფორმა – ორგანიზმიდან შეიძლება გამოიდევნოს დიალიზის მეშვეობით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოთენზინის სისტემაზე. აგფ-ინჰიბიტორები კომბინაციაში.

პერინდოპრილი ამლოდიპინთან და ინდაპამიდთან კომბინაციაში.

ათქ კოდი: C09BX01.

ტრიმეიკი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს სამ ანტიჰიპერტენზიულ კომპონენტს. პრეპარატის სამივე კომპონენტი ახდენს არტერიული წნევის კონტროლს არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში.

ამლოდიპინი – კალციუმის “ნელი” არხების ბლოკატორია, დიჰიდროპირიდინის წარმოებული, ინდაპამიდი – სულფონამიდური დიურეტიკი, ხოლო პერინდოპრილი – ანგიოტენზინ I-ის ანგიოტენზინ-II-ად გარდაქმნის ფერმენტის ინჰიბიტორი (აგფ-ინჰიბიტორი).

პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია თითოეული ცალკე აღებული კომპონენტის თვისებებით, ასევე სამივე კომპონენტის ადიტიური სინერგიული ეფექტით მათი კომბინირებისას.

მოქმედების მექანიზმი

ამლოდიპინი - კალციუმის “ნელი” არხები ბლოკატორია, დიჰიდროპირიდინის წარმოებული. ამლოდიპინი აინჰიბირებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ გადასვლას კარდიომიოციტებში და სისხლძარღვების კედლის გლუვ კუნთებში.

ინდაპამიდი არის სულფამიდის წარმოებული ინდოლის რგოლით, ფარმაკოლოგიურად მიეკუთვნება თიაზიდური დიურეტიკების ჯგუფს. ინდაპამიდი აინჰიბირებს ნატრიუმის რეაბსორბციას კორტიკალურ სეგმენტში. ის ზრდის ნატრიუმის და ქლორიდების გამოყოფას შარდით და, ნაკლები ხარისხით, კალიუმის და მაგნიუმის გამოყოფას, რაც იწვევს დიურეზის გაძლიერებას და ახდენს ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას.

პერინდოპრილი წარმოადგენს ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორს, რომელიც გარდაქმნის ანგიოთენზოს I-ს ანგიოთენზინ II-ად, რომელიც მიეკუთვნება სისხლძარღვების შემავიწროებელ ნივთიერებებს; ამის გარდა, ფერმენტი ასტიმულირებს ალდოსტერონის სეკრეციას თირკმელზედა ჯირკვლის ქერქით და ასტიმულირებს ბრადიკინინის დაშლას. რომელც მიეკუთვნება სისხლძარღვების გამაფართოებელ ნივთიერებებს, არააქტიურ ჰეპტაპეპტიდებამდე.

ეს იწვევს:

ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას,

პლაზმაში რენინის აქტივობის ზრდას, უარყოფით უკუკავშირზე ალდოსტერონის ზემოქმედების შემცირების გამო,

საერთო პერიფერიული წინააღმეგობის შემცირებას უპირატესი მოქმედებით კუნთებსა და თირკმელებში სისხლძარღვთა კალაპოტზე, წყლის და მარილების თანმხლები შეკავების ან რეფლექტორული ტაქიკარდიის გარეშე მუდმივი მკურნალობის დროს.

პერინდოპრილის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ასევე ვლინდება პაციენტებში რენინის დაბალი ან ნორმალური კონცენტრაციებით.

პერინდოპრილი მოქმედებს აქტიური მეტაბოლიტის, პერინდოპრილატის მეშვეობით. სხვა მეტაბოლიტები არ არის აქტიური.

პერინდოპრილი ამცირებს გულის მუშაობას:

ვენებზე სისხლძარღვთაგამაფართოებელი მოქმედების გზით, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულია პროსტოგლანდინების მეტაბოლიზმის ცვლილებით: პრედატვირთვის შემცირება,

საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირების გზით: პოსტდატვირთვის შემცირება.

კვლევებმა, ჩატარებულმა პაციენტებზე გულის უკმარისობით, გამოავლინეს:

მარცხენა და მარჯვენა პარკუჭის შევსების წნევის შემცირება,

სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირება,

გულის განდევნის ფრაქციის ზრდა და გულის მუშაობის ინდექსის გაუმჯობესება,

კუნთში რეგიონალური სისხლის მიმოქცევის ზრდა.

ტესტის შედეგებმა ფიზიკურ დატვირთვაზე ასევე აჩვენა გაუმჯობესება.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ამლოდიპინი.

ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება განპირობებულია უშუალო ზემოქმედებით სისხლძარღვთა კედლის გლუვ კუნთოვან უჯრედებზე. დეტალური მექანიზმი, რომლითაც ამლოდიპინი ახდენს ანტიანგინალურ ეფექტს, ბოლომდე არ არის დადგენილი, მაგრამ ცნობილია, რომ ამლოდიპინი:

იწვევს პერიფერიული არტერიოლების გაფართოებას, ამცირებს სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას (პოსტდატვირთვა). გულზე დატვირთვის ეს შემცირება ამცირებს ენერგიის მოხმარებას და მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე;

იწვევს კორონარული არტერიების და არტერიოლების გაფართოებას როგორც იშემიურ, ასევე დაუზიანებელ უბნებში. ამავდროულად, კორონარული არტერიების სპაზმის მქონე პაციენტებში (პრინცმეტალის სტენოკარდია) უმჯობესდება კორონარული სისხლის მიმოქცევა და მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგება.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ამლოდიპინის მიღება დღეში 1-ჯერ უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაქვეითებას ვერტიკალურ და მწოლიარე მდგომარეობაში 24 საათის განმავლობაში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნელა ვითარდება და ამიტომ მწვავე არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება იშვიათია.

ამლოდიპინს არ ახდენს არასასურველ მეტაბოლურ ეფექტებს და რაიმე გავლენას ლიპიდურ ცვლაზე, არ იწვევს ცვლილებებს სისხლის პლაზმის ჰიპოლიპიდემიურ პარამეტრებში და შეიძლება გამოყენებულ იქნას ბრონქული ასთმის, შაქრიანი დიაბეტის და პოდაგრის მქონე პაციენტებში.

ინდაპამიდი.

ინდაპამიდი მონოთერაპიის ფორმით ახდენს ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს, რომელიც გრძელდება 24 საათის განმავლობაში. ეს ეფექტი აღინიშნება დოზით, რომლის დროსაც დიურეზული აქტივობა მინიმალურია.

მისი ანტიჰიერტენზიული მოქმედება არტერიების ელასტიურობის გაუმჯობესების და არტერიოლების საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირების პროპორციულია. ინდაპამიდი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას.

თიაზიდის ან თიაზიდის მსგავსი დიურეტიკის დოზირების გადაჭარბებისას, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აღწევს პლატოს, იმ დროს, როდესაც გრძელდება პრეპარატის გვერდითი ეფექტების ზრდა. თუ მკურნალობა არ არის ეფექტური, დოზირება არ უნდა გაიზარდოს.

გარდა ამისა, ნაჩვენები იყო, რომ ხანმოკლე, ზომიერი და ხამგრძლივი მკურნალობისას ინდაპამიდი:

არ ახდენს ეფექტს ლიპიდების მეტაბოლიზმზე, მათ შორის - ტრიგლიცერიდების, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის და მაღალი სიმკვრივის ლიპორპოტეინების ქოლესტერინის,

არ ახდენს ეფექტს ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე, პაციენტებშიც კი ჰიპერტენზიით და შაქრიანი დიაბეტით.

პერინდოპრილი.

პერინდოპრილი აქტიურია ჰიპერტენზიის ყველა სტადიაზე: მსუბუქი. ზომიერი და მძიმე. სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის დაქვეითება აღინიშნება პაციენტებში, როგორც მწოლიარე, ასევე მჯდომარე მდგომარეობაში. ანტიჰიპერტენზიული აქტივობა ერთჯერადი დოზის შემდეგ მაქსიმალურია 4-დან 6 საათამდე და ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ნარჩენი დაბლოკვის მაღალი ხარისხი 24 საათის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 80%. მგრძნობიარე პაციენტებში ნორმალური არტერიული წნევა მიიღწევა მკურნალობის ერთი თვის შემდეგ და ნარჩუნდება ტაქიფილაქსიის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომს.

პერინდოპრილს გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი თვისებები და აღადგენს ძირითადი არტერიული ღეროების ელასტიურობას, ახდენს არტერიების წინააღმდეგობის ჰისტომორფომეტრიული ცვლილებების კორექტირებას და იწვევს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას. აუცილებლობის შემთხვევაში თიაზიდური დიურეტიკის დამატება იწვევს დამატებით სინერგიზმს.

ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის კომბინაცია თიაზიდურ დიურეტიკებთან ამცირებს ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს, დაკავშირებულს მხოლოდ ერთი დიურეტიკის მიღებასთან.

პერინდოპრილი/ინდაპამიდი.

პაციენტებში მაღალი არტერიული წნევით, ასაკის მიუხედავად, პრეპარატი ახდენს ანტიჰიპერტენზიულ დოზაზე დამოკიდებულ მოქმედებას დიასტოლურ და სისტოლურ არტერიულ წნევაზე, როგორც ვერტიკალურ, ასევე ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში.

კლინიკური კვლევების დროს პერინდოპრილის და ინდაპამიდის ერთდროული დანიშვნა იწვევდა გამოხატულ ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს პრეპარატის მონოკომპონენტებით მკურნალობასთან შედარებით.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

პრეპარატის გავლენა ავადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე არ არის შესწავლილი.

ამლოდიპინი.

ამლოდიპინის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დოზით 2.5-10 მგ/დღეში, აგფ-ინჰიბიტორი ლიზინოპრილი დოზით 10-40 მგ/დღეში, როგორც პირველი რიგის პრეპარატის, და თიაზიდური შარდმდენი ქლორთალიდონი დოზით 12.5-25 მგ/დღეში შესწავლილი იქნა 5 წლიან კვლევაში (რომელშიც მონაწილეობდა 55 წელზე მეტი ასაკის 33357 პაციენტი). კვლევა ჩატარებულ იქნა პაციენტებში მსუბუქი და საშუალო ჰიპერტენზიით და კორონარული გართულებების მინიმუმ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორით, როგორიცაა: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, გადატანილი კვლევაში ჩართვამდე 6 თვეზე მეტი ხნით ადრე, ან ათეროსკლეროზული გენეზის გულ-სისხლძარღვთა სხვა დადასტურებული დაავადება; მე-II ტიპის შაქრიანი დიაბეტი; მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის კონცენტრაცია 35 მგ/დლ-ზე ნაკლები; მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია ეკგ-ზე ან ექოკარდიოგრაფიაზე; მოწევა.

ეფექტურობის შეფასების მთავარი კრიტერიუმი იყო კორონარული არტერიის დაავადებით გარდაცვალების შემთხვევებისა და მიოკარდიუმის არაფატალური ინფარქტის შემთხვევების კომბინირებული მაჩვენებელი. ამლოდიპინისა და ქლორთალიდონის ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ აღინიშნებოდა. ამლოდიპინის ჯგუფში გულის უკმარისობის შემთხვევები მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე ქლორთალიდონის ჯგუფში - 10.2% და 7.7%, თუმცა ამლოდიპინისა და ქლორთალიდონის ჯგუფში სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა.

პერინდოპრილი/ინდაპამიდი.

პაციენტები, რომლებსაც გააჩნდათ მომატებული არტერიული წნევა მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით (რაც განისაზღვრება, როგორც მარცხენა პარკუჭის მასის ინდექსი >120 გ/მ2 მამაკაცებში და >100 გ/მ2 ქალებში), რანდომიზირებულნი იყვნენ ან 2 მგ პერინდოპრილით/0,625 მგ ინდაპამიდით მკურნალობისთვის ან 10 მგ ენალაპრილით მკურნალობისთვის დღეში ერთხელ ერთი წლის განმავლობაში. დოზირების შერჩევა ხდებოდა არტერიული წნევის კონტროლით პერინდოპრილის 8 მგ-მდე და ინდაპამიდის 2,5 მგ-მდე ან ენალაპრილის 40 მგ-მდე დღეში ერთხელ. პაციენტთა მხოლოდ 34%–მა განაგრძო მკურნალობა 2 მგ პერინდოპრილით/0,625 მგ ინდაპამიდით (20%-თან შედარებით 10 მგ ენალაპრილით).

მკურნალობის დასასრულს მარცხენა პარკუჭის მასის ინდექსი მნიშვნელოვნად შემცირდა პერინდოპრილის/ინდაპამიდის ჯგუფში (-10,1 გ/მ2), ვიდრე ენალაპრილის ჯგუფში (-1,1 გ/მ2) საუკეთესო ეფეტქი მარცხენა პარკუჭის მასის ინდექსზე მიღწეული იქნა პერინდოპრილი/ ინდაპამიდის უფრო მაღალი დოზების კომბინაციით.

არტერიულ წნევასთან მიმართებაში, რანდომიზირებულ ჯგუფებში შეფასებულმა ჯგუფებს შორის საშუალო სხვაობამ შეადგინა 5.8 მმ ვცხ. წყ. სვ. სისტოლური არტერიული წნევისთვის და 2.3 მმ ვცხ. წყ. სვ. დიასტოლური წნევისთვის შესაბამისად, უპირატესად პერინდოპრილ/ინდაპამიდის ჯგუფში

მე-II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტების მონაწილეობით ჩაატარებულ კვლევაში შეისწავლებოდა არტერიული წნევის დაქვეითების გავლენა მაკროვასკულარული (სიკვდილი გულ-სისხლძარღვთა მიზეზების გამო, მიოკარდიუმის არაფატალური ინფარქტი, არაფატალური ინსულტი) და მიკროვასკულარული გართულებების სიხშირეზე (ნეფროპათიისა და თვალის დაავადებების წარმოქმნა ან გაუარესება) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პერინდოპრილ/ინდაპამიდის კომბინაციას პლაცებოსთან შედარებით, სტანდარტული თერაპიის ფონზე, ასევე იღებდნენ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების გლიკლაზიდს სტანდარტულ თერაპიასთან შედარებით, რომელიც მიზნად ისახავდა სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას.

თერაპიის 4.3 წლის შემდეგ, პერინდოპრილ / ინდაპამიდის კომბინირებულ ჯგუფში მაკრო და მიკროვასკულარული გართულებების შედარებითი რისკი შემცირდა 9%-ით. უპირატესობა მიღწეულია სიკვდილიანობის ფარდობითი რისკის 14%-ით, გულ -სისხლძარღვთა მიზეზების სიკვდილით 18%-ით და თირკმლის გართულებების განვითარების 21%-ით, პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებენ პერინდოპრილ / ინდაპამიდის კომბინაციას Pპლაცებოსთან შედარებით.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთა ქვეჯგუფში, მაკრო და მიკროვასკულარული გართულებების კომბინირებული შემთხვევების ფარდობითი რისკის 9%-იანი შემცირება გამოვლინდა ჯგუფში, რომელიც იღებდა პერინდოპრილი/ინდაპამიდს კომბინაციას პლაცებოსთან შედარებით.

ამ ჯგუფში სიკვდილიანობის ფარდობითი რისკი (16%-ით), გულ-სისხლძარღვთა მიზეზებით გამოწვეული (20%-ით) და თირკმლის გართულებების განვითარების (20%-ით) რისკი ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერინდოპრილი/ინდაპამიდის კომბინაციას პლაცებოსთან შედარებით.

ანტიჰიპერტენზიული თერაპიის სარგებელი არ იყო დამოკიდებელი გლიკემიური ინტენსიური კონტროლით მიღწეულ სარგებელზე.

რენინ-ანგიოთენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (რაას). კლინიკური კვლევების მონაცემები

ორ მსხვილ რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევაში შესწავლილი იქნა აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ანგიოთენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან კომბინაციაში.

პირველი კვლევა ჩატარებული იქნა პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც აწუხებდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებები, ან მე-II ტიპის შაქრიანი დიაბეტი, რასაც ახლდა სამიზნე ორგანოების დაზიანების ნიშნები.

მეორე კვლევა ჩატარდა პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც აწუხებდათ მე-II ტიპის შაქრიანი დიაბეტი და დიაბეტური ნეფროპათია.

მონოთერაპიასთან შედარებით, ამ კვლევებმა არ აჩვენა მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა თირკმლის ფუნქციაზე და/ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოსავალსა და სიკვდილიანობაზე, იმ დროს, როდესაც აღინიშნა ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე უკმარისობის და/ან ჰიპოტონიის მომატებული რისკი. ანალოგიური ფარმაკოდინამიკური თვისებების გამო, ამ შედეგებს კავშირი აქვთ სხვა აგფ ინჰიბიტორებთან და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან.

ამიტომ აგფ-ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები ერთდროულად არ უნდა იყოს გამოყენებული პაციენტებში დიაბეტური ნეფროპათიით.

კვლევა განკუთვნილი იყო აგფ ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებით სტანდარტულ თერაპიაზე ალისკირენის დამატების უპირატესობების გამოსავლენად პაციენტებში მე-II ტიპის შაქრიანი დიაბეტით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. კვლევა ნაადრევად შეწყდა არასასურველი გამოსავალის მომატებული რისკის გამო. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ინსულტი და სიკვდილიანობა უფრო ხშირად აღინიშნებოდა პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ალისკირენს, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ასევე ჯგუფში, რომელშიც იღებდნენ ალისკერინს, უფრო ხშირად აღინიშნებოდა არასასურველი გვერდითი რეაქციები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია, თირკმლის დისფუნქცია).

ფარმაკოკინეტიკა

პერინდოპრილის, ინდაპამიდის და ამლოდიპინის კომბინირებული მიღება არ ცვლის მათ ფარმაკოკინეტიკურ თვისებებს, მათ ცალკე გამოყენებასთან შედარებით.

ამლოდიპინი

აბსორბცია

ამლოდიპინი მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 6-12 საათში მიიღწევა.

განაწილება

აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 64-80%-ს შეადგენს. განაწილების მოცულობა შეადგენს 21 ლ/კგ. ინ-ვიტრო კვლევებით დადგენილია, რომ მოცირკულირე ამლოდიპინის 97.5% დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

ამლოდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში და გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად;

ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 30-დან 50 სთ-ს, რაც იძლევა საშუალებას პრეპარატი მიღებულ იქნას დღეში ერთხელ.

თირკმლებით გამოიყოფა ამლოდიპინის 10% შეუცვლელი სახით და 60 % მეტაბოლიტების სახით.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ასაკოვან პაციენტებში აღინიშნება ამლოდიპინის კლირენსის შენელება, რაც იწვევს AUC და ნახევრად გამოყოფის პერიოდის მნიშვნელობის ზრდას. AUC და ნახევრად გამოყოფის პერიოდის ზრდა პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით შეესაბამება ასაკობრივი ჯგუფის შესაბამის მაჩვენებელს.

მონაცემები ამლოდიპინის გამოყენების შესახებ ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში – შეზღუდულია. ამ კატეგორიის პაციენტებში აღინიშნება ამლოდიპინის კლირენსის დაქვეითება, რაც იწვევს AUC და ნახევრად გამოყოფის პერიოდის ზრდას დაახლოებით 40-60%-ით.

ინდაპამიდი

აბსორბცია

ინდაპამიდი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის პერორალურად მიღებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ.

განაწილება

პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 79%.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 14-დან 24 საათამდე (საშუალოდ 18 საათს). პრეპარატის განმეორებითი მიღება არ იწვევს მის დაგროვებას ორგანიზმში. გამოიყოფა ძირითადად შარდით (დოზის 70%) და ფეკალური მასებით (22%) არააქტიური მეტაბოლიტების სახით.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება.

პერინდოპრილი

აბსორბცია

პერინდოპრილი შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება და აღწევს კონცენტრაციის პიკს 1 საათის განმავლობაში. პერინდოპრილის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 საათს (პერინდოპრილის აქტიური მეტაბოლიტი წარმოადგენილია პერინდოპრილატით).

ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 საათს. ვინაიდან საკვების მიღება ამცირებს პერინდოპრილის პერინდოპრილატად გარდაქმნას და მის ბიოშეღწევადობას, პერინდოპრილის მიღება რეკომენდირებულია დღეში ერთხელ დილით საკვების მიღებამდე.

განაწილება.

პერინდოპრილატის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0.2 ლ/კგ. პერინდოპრილატის შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს 20%-ს, ძირითადად, ხდება შეკავშირება ანგიოთენზინ-გარდამქმნელ ფერმენტთან და დამოკიდებულია პრეპარატის კონცენტრაციაზე.

მეტაბოლიზმი

პერინდოპრილს არ გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა. პერინდოპრილის მიღებული დოზის 27% აღწევს სისხლის დინებას აქტიური მეტაბოლიტის - პერინდოპრილატის სახით. აქტიური პერინდოპრილატის გარდა, პერინდოპრილი წარმოქმნის ხუთ არააქტიურ მეტაბოლიტს. პერინდოპრილატის კონცენტრაციის პიკი პლაზმაში მიიღწევა 3-4 საათის შემდეგ.

გამოყოფა

პერინდოპრილატი გამოიყოფა შარდით. შეუკავშირებელი ფრაქციის ნახევრად გამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენ დაახლოებით 17 საათს. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 4 დღის განმავლობაში.

ნაჩვენები იყო, რომ კავშირი პერინდოპრილის დოზასა და პლაზმაში მის ექსპოზიციას შორის არის წრფივი.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

პერინდოპრილატის გამოყოფა შემცირებულია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ასევე პაციენტებში გულის ან თირკმელების უკმარისობით.

პაციენტები თირკმელების უკმარისობით

დოზის შერჩევა პაციენტებისთვის თირკმელების უკმარისობით დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციის (კრეატინინის კლირენსის) დარღვევის ხარისხზე.

პერინდოპრილატის დიალიზის კლირენსი ტოლია 70 მლ/წთ.

პაციენტები ციროზით

პერინდოპრილის კინეტიკა იცვლება პაციენტებში ციროზით: საწყისი მოლეკულის ღვიძლისმიერი კლირენსი ნახევრად მცირდება. თუმცა წარმოქმნილი პერინდოპრილატის რაოდენობა არ მცირდება, ამიტომ პაციენტთა ამ კატეგორიისათვის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებები

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინიზირებული სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.

შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი

ვარგისობის ვადა

2 წელი

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

ნუ გამოიყენებთ ტრიმეიკს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ტრიმეიკი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერებში, მეორეული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სხვა ინფორმაცია

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს

მისამართი:

რუსთავის გზატკეცილი 52, თბილისი, საქართველო

ტელ.: 2404383

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა