პირის ღრუს და ხახის ანთებითი და ინფექციური დაავადებები, მათ შორის, სტომატიტები, გინგივიტები, პარადონტიტები, გლოსიტები, ტონზილიტები, ფარინგიტები; დისფაგია და სხვა მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს ყლაპვის დარღვევა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლიდოკაინი (lidocaine) + ქლორჰექსიდინი (chlorhexidine) + ტიროთრიცინი (tyrothricin)
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ + 1მგ + 0,5მგ საწუწნი ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- Engelhard Arzneimittel GmbH & Co. KG, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყელის პრეპარატები
- ATC კოდი
- R02A
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040070
- რეგისტრირებულია
- 25 იანვარი 2024, მოქმედებს 25 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Engelhard Arzneimittel GmbH & Co. KG (გერმანია)
- განმცხადებელი
- საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობითი ოფისი
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტრახისანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პირის ღრუს და ხახის ანთებითი და ინფექციური დაავადებები, მათ შორის, სტომატიტები, გინგივიტები, პარადონტიტები, გლოსიტები, ტონზილიტები, ფარინგიტები; დისფაგია და სხვა მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს ყლაპვის დარღვევა. ინფექციების პროფილაქტიკა პირის ღრუსა და ხახის მიდამოზე ოპერატიულ ჩარევამდე და ჩარევის შემდეგ (კბილის ექსტრაქცია, ღრძილების ქირურგიული მკურნალობა, ტონზილექტომია).
მიღების წესი და დოზირება
1 ტაბლეტი ყოველ 2 სთ-ში პირის ღრუში გასაწუწნად. მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში სადღეღამისო დოზაა 8 ტაბლეტი; 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 6 ტაბლეტი. როგორც წესი, გაავადების სიმპტომები ქრება რამდენიმე დღის შემდეგ, მაგრამ სტაბილური თერაპიული ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება კიდევ 2-3 დღის განმავლობაში. თუ 5 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტების უწყვეტად გამოყენება არ შეიძლება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ სხვა რამ არ არის დანიშნული ექიმის ან სტომატოლოგის მიერ.
უკუჩვენებები
არ ინიშნება ფრუქტოზას აუტანლობის და პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დესკვამაციის დროს, რომელსაც არ ახლავს სისხლდენა (ეროზიულ-დესკვამაციური ცვლილებები), პირის ღრუსა და ხახაში ახალი, დიდი ზომის ჭრილობების არსებობისას.
სიფრთხილის ზომები
არ არის რეკომენდებული ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტების გამოყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან საჭიროა პრეპარატის გაწუწნა.
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ტრახისანის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.
ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტები შეიცავს ლიდოკაინს.
ჯვარედინი ალერგია ლიდოკაინის ჰიდროქლორიდზე მოსალოდნელია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ცნობილი ალერგია სხვა ადგილობრივი ამიდური ტიპის საანესთეზიო საშუალებებზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
გვერდითი ეფექტები, რომლებიც უკავშირდება ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტების სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულ გამოყენებას, ცნობილი არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიუხედავად იმისა, რომ ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტების აქტიური ინგრედიენტების კომბინაცია ფარმაკოლოგიური თვისებების გამო უსაფრთხოა თერაპიულ დოზებში, პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტების მიღებისას არ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება.
გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ადგილობრივი გაღიზიანება, პირისა და ხახის შეშუპება, კანის რეაქციები ან ქოშინი. არ არის გამორიცხული დაავადების მძიმე ან გენერალიზებული მიმდინარეობა. შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ღრძილებიდან სისხლდენა (იშვიათად), კბილის ქვის წარმოქმნის გაზრდა (იშვიათად), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ან შექცევადი დესკვამაცია (ძალიან იშვიათად). როგორც წესი, ტრახისანს კარგი ამტანობა აქვს. თუმცა, პროდუქტი იწვევს გემოვნების შეგრძნების ხანმოკლე ცვლილებებს, ენის დროებით დაბუჟებას. ცალკეულ შემთხვევებში ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს კბილების, პლომბების, კბილის პროთეზების ან ენის მოყვითალო ან ღია მოყავისფრო შეფერილობა, რაც შეიძლება აღმოიფხვრას პირის ღრუს ჰიგიენის დაცვით. ეს მოვლენები თავისით ქრება პროდუქტის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.
ჭარბი დოზა
შემადგენელი კომპონენტების ფარმაკოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე, ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტების შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას ტოქსიკური ეფექტები მოსალოდნელი არ არის.
შემადგენლობა
ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
ტიროტრიცინი
- 5 მგ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1 H2O
- 0 მგ
ქლორჰექსიდინის გლუკონატი
- 0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: იხილეთ პუნქტი 6.1.
შენახვის პირობები
3 წელი.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
კონტეინერის შიგთავსი და შემცველობა
20 ტაბლეტი კოლოფში (2 ბლისტერი, ბლისტერში 10 ტაბლეტი).
გამოყენებისა და უტილიზაციის ინსტრუქცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
პირის ღრუს და ყელის თერაპიული საშუალება.
ათქ კოდი: R02A
ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტები გამოიყენება პირის ღრუსა და ყელის ანთების სამკურნალოდ. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ აქტიური ნივთიერებს აქვს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და ანტიმიკრობული თვისებები.
ტიროტრიცინი არის სხვადასხვა ციკლური და ხაზოვანი ანტიბაქტერიული პოლიპეპტიდების კომბინაცია, რომელიც წარმოიქმნება ანაერობული სპორის შემცველი Bacillus brevis-ის მიერ. კომბინაციაში შედის 70-80% თიროციდინები - ძირითადი ციკლური დეკაპეპტიდები და 20-30% გრამიციდინები - ნეიტრალური ხაზოვანი პენტადეკაპეპტიდები.
მოქმედების სპექტრი ძირითადად მოიცავს გრამდადებით კოკებსა და ბაქტერიებს, ასევე სოკოების სხვადასხვა ფორმებს, როგორიცაა Candida albicans.
ტიროტრიცინი იწვევს ბაქტერიების უჯრედებიდან აზოტისა და ფოსფატის შემცველი ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც კათიონური დეტერგენტების მსგავსად, ანადგურებს ბაქტერიული უჯრედის მემბრანის ოსმოსურ ბარიერს. ზრდის ან გაყოფის სტადიაში მყოფ ბაქტერიებზე მოქმედება არ შემოიფარგლება ბაქტერიის უჯრედის კედელზე პირდაპირი ზემოქმედებით, რითაც განპირობებულია ტიროციდინის ბაქტერიციდული ეფექტი.
გრამიციდინები, თავის მხრივ, ქმნიან კატიონგამტარ არხებს ბაქტერიის უჯრედის მემბრანაში, რაც, განსაკუთრებით კალიუმის დაკარგვის გამო, იწვევს უჯრედშიდა კათიონების კონცენტრაციის ცვლილებას, ხოლო საბოლოოდ - ციტოლიზს. გარდა ამისა, გრამიციდინის კომპონენტები იწვევს ფოსფორილირების რესპირაციული ჯაჭვის დაშლას.
ტიროტრიცინის მოქმედების განსაკუთრებული მექანიზმის გამო, რომელიც არ არის ცნობილი სისტემური გამოყენების ანტიბიოტიკებისათვის, ჯვარედინი რეზისტენტობა არ აღინიშნება.
ქლორჰექსიდინი არის ფუძე და, შესაბამისად, ყველაზე სტაბილურია მარილის სახით. თავისუფალი ფუძე, რომელიც შედგება დიაცეტატისა და დიჰიდროქლორიდისგან, მინიმალურად იხსნება წყალში (0,08 გ, 1,0 გ და 0,06 გ/100 მლ), ხოლო დიგლუკონატი ძალიან კარგად იხსნება (> 50 გ/100 მლ).
ამის გამო მსგავსი მიზნებისთვის ძირითადად დიგლუკონატი გამოიყენება.
ქლორჰექსიდინს და მის მარილებს აქვთ ფართო ანტიმიკრობული მოქმედება გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ.
ზემოქმედება ზოგიერთ გრამუარყოფით ბაქტერიაზე (ფსევდომონას და პროტეუსის შტამები), საფუარის სოკოებზე, დერმატოფიტებსა და მიკობაქტერიებზე მინიმალურია.
არაეფექტურია ბაქტერიების სპორების, სოკოს სპორების, ვირუსების და ობის სოკოების წინააღმდეგ.
საშუალო მაინჰიბირებელი კონცენტრაციები (მკგ/მლ):
ბაქტერიები:
Escherichia coli
- 93
Enterobacter
- 33
Serratia marcescens
- 6
Pseudomonas aeruginosa
> 73
ß-haemolytic Streptococci
- 29
Steptococcus faecalis
- 97
Salmonella sp.
- 65
Klebsiella sp.
- 97
Proteus spec.
> 67
Streptococcus mutans
- 19
Staphylococcus aureus
- 17
საფუარები, დერმატოფიტები და ობის სოკოები:
Candida albicans
- 0
Microsporum canis
- 0
Aspergillus versicolor
- 0
ქლორჰექსიდინი უფრო ეფექტურია ნეიტრალური და სუსტად ტუტე pH-ის მნიშვნელობებში. მჟავე გარემოში მისი ეფექტურობა მცირდება.
ქლორჰექსიდინის ეფექტურობა ასევე მცირდება საპნის, სისხლის ან ჩირქის (უჯრედების ფრაგმენტები) არსებობისას (საჭიროა 100-1000-ჯერ უფრო მაღალი მაინჰიბირებელი კონცენტრაცია).
პირის ღრუს სავლები, რომლებიც შეიცავს 10 მლ 0,2% ქლორჰექსიდინის ხსნარს, იწვევს ნერწყვში არსებული ბაქტერიების რაოდენობის შემცირებას, რაც შეიძლება 12 საათის განმავლობაში განისაზღვროს. ეს ასევე დაკავშირებულია ნადების წარმოქმნის სიჩქარის შემცირებასთან.
თვეების მანძილზე გამოყენებისას ეფექტი მცირდება პირის ღრუს ფლორისა და ნადების ბაქტერიულ სპექტრში შექცევადი გადახრების გამო. პირის ღრუში მიკროორგანიზმების სპექტრის ცვლილების შედეგების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა.
ქლორჰექსიდინის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება მის აფინობას მიკრობის უჯრედის კედლის მიმართ, რომელთა ზედაპირული თვისებები იცვლება აქტიურ კომპონენტთან კონტაქტისას.
ლიპოფილური ჯგუფები იწვევს უჯრედის კედლის ლიპოპროტეინების მემბრანის დეზორიენტაციას, ხოლო ქლორჰექსიდინის ადსორბცია იწვევს ოსმოსური წონასწორობის დარღვევას პათოგენის უჯრედის ციტოპლაზმური მემბრანის შემდგომი რღვევით.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი არის ამიდური ტიპის ადგილობრივი გამოყენების საანესთეზიო საშუალება. იგი ბლოკავს ნატრიუმის არხებს ნერვულ ბოჭკოებში, რის გამოც ნერვული მემბრანა აღარ შეიძლება დეპოლარიზდეს მოქმედების პოტენციალით. ამით იბლოკება სტიმულის გადაცემა ტკივილის გამტარ ნერვულ ბოჭკოებში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ტიროტრიცინი
ადგილობრივი გამოყენებისას შესამჩნევი რეზორბცია არ ხდება არც დაზიანებული კანისა და არც ლორწოვანი გარსის ზედაპირიდან. გარდა ამისა, ვინაიდან ტიროტრიცინი, როგორც პეპტიდი, მთლიანად იშლება კუჭის წვენით, სათანადო გამოყენებისას არ არის მოსალოდნელი ფარმაკოლოგიურად მნიშვნელოვანი კონცენტრაცია შრატში.
ქლორჰექსიდინი
მაღალი აქტივობა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დადგინდა ქლორჰექსიდინის პერორალური გამოყენების შემდეგ ვირთხებსა და თაგვებში. რეზორბცია ნელა ხდება.
პირის ღრუს სავლები საშუალებების გამოყენების შემდეგ ქლორჰექსიდინი შეიწოვება კბილის მინანქრით, დენტინით, ცემენტით, კბილის ნადებით, ლორწოვანი გარსებით და კბილის პროთეზებით, გვირგვინებით, ბჟენებით და ა.შ. ქლორჰექსიდინი შეიძლება გამოვლინდეს ნერწყვში 8 საათის განმავლობაში (დეპო ეფექტი), ნელი რეზორბციის გამო.
ქლორჰექსიდინის რეზორბცია უცვლელი პირის ღრუს ლორწოვანიდან უცნობია.
სხვადასხვა ექსპერიმენტულ ცხოველებში ქლორჰექსიდინის გამოყოფა ძირითადად განავლით (90%) ხდება. ადამიანებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში, ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 4 დღე.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი
შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ, მაგრამ 50% ინაქტივირდება ღვიძლში პირველი გავლის შემდეგ. ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტების აქტიური კომპონენტის მცირე რაოდენობა პრაქტიკულად გამორიცხავს სისტემურ ეფექტს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პროდუქტის ზოგადი დახასიათება
სამკურნალო საშუალების დასახელება
ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტები (Trachisan Lozenges, lozenges)
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა (აქტიური ინგრედიენტები)
ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
ტიროტრიცინი
- 5 მგ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1 H2O
- 0 მგ
ქლორჰექსიდინის გლუკონატი
- 0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: იხილეთ პუნქტი 6.1.
ფარმაცევტული ფორმა პასტილები
საწუწნი ტაბლეტები
კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენებები
პირის ღრუს და ხახის ანთებითი და ინფექციური დაავადებები, მათ შორის, სტომატიტები, გინგივიტები, პარადონტიტები, გლოსიტები, ტონზილიტები, ფარინგიტები; დისფაგია და სხვა მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს ყლაპვის დარღვევა. ინფექციების პროფილაქტიკა პირის ღრუსა და ხახის მიდამოზე ოპერატიულ ჩარევამდე და ჩარევის შემდეგ (კბილის ექსტრაქცია, ღრძილების ქირურგიული მკურნალობა, ტონზილექტომია).
დოზირება და გამოყენების წესი
1 ტაბლეტი ყოველ 2 სთ-ში პირის ღრუში გასაწუწნად. მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში სადღეღამისო დოზაა 8 ტაბლეტი; 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 6 ტაბლეტი. როგორც წესი, გაავადების სიმპტომები ქრება რამდენიმე დღის შემდეგ, მაგრამ სტაბილური თერაპიული ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება კიდევ 2-3 დღის განმავლობაში. თუ 5 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტების უწყვეტად გამოყენება არ შეიძლება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ სხვა რამ არ არის დანიშნული ექიმის ან სტომატოლოგის მიერ.
უკუჩვენებები
არ ინიშნება ფრუქტოზას აუტანლობის და პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დესკვამაციის დროს, რომელსაც არ ახლავს სისხლდენა (ეროზიულ-დესკვამაციური ცვლილებები), პირის ღრუსა და ხახაში ახალი, დიდი ზომის ჭრილობების არსებობისას.
სპეციალური გაფრთხილებები და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
არ არის რეკომენდებული ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტების გამოყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან საჭიროა პრეპარატის გაწუწნა.
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ტრახისანის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.
ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტები შეიცავს ლიდოკაინს.
ჯვარედინი ალერგია ლიდოკაინის ჰიდროქლორიდზე მოსალოდნელია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ცნობილი ალერგია სხვა ადგილობრივი ამიდური ტიპის საანესთეზიო საშუალებებზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
გვერდითი ეფექტები, რომლებიც უკავშირდება ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტების სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულ გამოყენებას, ცნობილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია
მიუხედავად იმისა, რომ ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტების აქტიური ინგრედიენტების კომბინაცია ფარმაკოლოგიური თვისებების გამო უსაფრთხოა თერაპიულ დოზებში, პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტების მიღებისას არ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება.
არასასურველი ეფექტები
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ადგილობრივი გაღიზიანება, პირისა და ხახის შეშუპება, კანის რეაქციები ან ქოშინი. არ არის გამორიცხული დაავადების მძიმე ან გენერალიზებული მიმდინარეობა. შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ღრძილებიდან სისხლდენა (იშვიათად), კბილის ქვის წარმოქმნის გაზრდა (იშვიათად), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ან შექცევადი დესკვამაცია (ძალიან იშვიათად). როგორც წესი, ტრახისანს კარგი ამტანობა აქვს. თუმცა, პროდუქტი იწვევს გემოვნების შეგრძნების ხანმოკლე ცვლილებებს, ენის დროებით დაბუჟებას. ცალკეულ შემთხვევებში ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს კბილების, პლომბების, კბილის პროთეზების ან ენის მოყვითალო ან ღია მოყავისფრო შეფერილობა, რაც შეიძლება აღმოიფხვრას პირის ღრუს ჰიგიენის დაცვით. ეს მოვლენები თავისით ქრება პროდუქტის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.
ჭარბი დოზირება
შემადგენელი კომპონენტების ფარმაკოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე, ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტების შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას ტოქსიკური ეფექტები მოსალოდნელი არ არის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პირის ღრუს და ყელის თერაპიული საშუალება.
ათქ კოდი: R02A
ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტები გამოიყენება პირის ღრუსა და ყელის ანთების სამკურნალოდ. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ აქტიური ნივთიერებს აქვს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და ანტიმიკრობული თვისებები.
ტიროტრიცინი არის სხვადასხვა ციკლური და ხაზოვანი ანტიბაქტერიული პოლიპეპტიდების კომბინაცია, რომელიც წარმოიქმნება ანაერობული სპორის შემცველი Bacillus brevis-ის მიერ. კომბინაციაში შედის 70-80% თიროციდინები - ძირითადი ციკლური დეკაპეპტიდები და 20-30% გრამიციდინები - ნეიტრალური ხაზოვანი პენტადეკაპეპტიდები.
მოქმედების სპექტრი ძირითადად მოიცავს გრამდადებით კოკებსა და ბაქტერიებს, ასევე სოკოების სხვადასხვა ფორმებს, როგორიცაა Candida albicans.
ტიროტრიცინი იწვევს ბაქტერიების უჯრედებიდან აზოტისა და ფოსფატის შემცველი ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც კათიონური დეტერგენტების მსგავსად, ანადგურებს ბაქტერიული უჯრედის მემბრანის ოსმოსურ ბარიერს. ზრდის ან გაყოფის სტადიაში მყოფ ბაქტერიებზე მოქმედება არ შემოიფარგლება ბაქტერიის უჯრედის კედელზე პირდაპირი ზემოქმედებით, რითაც განპირობებულია ტიროციდინის ბაქტერიციდული ეფექტი.
გრამიციდინები, თავის მხრივ, ქმნიან კატიონგამტარ არხებს ბაქტერიის უჯრედის მემბრანაში, რაც, განსაკუთრებით კალიუმის დაკარგვის გამო, იწვევს უჯრედშიდა კათიონების კონცენტრაციის ცვლილებას, ხოლო საბოლოოდ - ციტოლიზს. გარდა ამისა, გრამიციდინის კომპონენტები იწვევს ფოსფორილირების რესპირაციული ჯაჭვის დაშლას.
ტიროტრიცინის მოქმედების განსაკუთრებული მექანიზმის გამო, რომელიც არ არის ცნობილი სისტემური გამოყენების ანტიბიოტიკებისათვის, ჯვარედინი რეზისტენტობა არ აღინიშნება.
ქლორჰექსიდინი არის ფუძე და, შესაბამისად, ყველაზე სტაბილურია მარილის სახით. თავისუფალი ფუძე, რომელიც შედგება დიაცეტატისა და დიჰიდროქლორიდისგან, მინიმალურად იხსნება წყალში (0,08 გ, 1,0 გ და 0,06 გ/100 მლ), ხოლო დიგლუკონატი ძალიან კარგად იხსნება (> 50 გ/100 მლ).
ამის გამო მსგავსი მიზნებისთვის ძირითადად დიგლუკონატი გამოიყენება.
ქლორჰექსიდინს და მის მარილებს აქვთ ფართო ანტიმიკრობული მოქმედება გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ.
ზემოქმედება ზოგიერთ გრამუარყოფით ბაქტერიაზე (ფსევდომონას და პროტეუსის შტამები), საფუარის სოკოებზე, დერმატოფიტებსა და მიკობაქტერიებზე მინიმალურია.
არაეფექტურია ბაქტერიების სპორების, სოკოს სპორების, ვირუსების და ობის სოკოების წინააღმდეგ.
საშუალო მაინჰიბირებელი კონცენტრაციები (მკგ/მლ):
ბაქტერიები:
Escherichia coli
- 93
Enterobacter
- 33
Serratia marcescens
- 6
Pseudomonas aeruginosa
> 73
ß-haemolytic Streptococci
- 29
Steptococcus faecalis
- 97
Salmonella sp.
- 65
Klebsiella sp.
- 97
Proteus spec.
> 67
Streptococcus mutans
- 19
Staphylococcus aureus
- 17
საფუარები, დერმატოფიტები და ობის სოკოები:
Candida albicans
- 0
Microsporum canis
- 0
Aspergillus versicolor
- 0
ქლორჰექსიდინი უფრო ეფექტურია ნეიტრალური და სუსტად ტუტე pH-ის მნიშვნელობებში. მჟავე გარემოში მისი ეფექტურობა მცირდება.
ქლორჰექსიდინის ეფექტურობა ასევე მცირდება საპნის, სისხლის ან ჩირქის (უჯრედების ფრაგმენტები) არსებობისას (საჭიროა 100-1000-ჯერ უფრო მაღალი მაინჰიბირებელი კონცენტრაცია).
პირის ღრუს სავლები, რომლებიც შეიცავს 10 მლ 0,2% ქლორჰექსიდინის ხსნარს, იწვევს ნერწყვში არსებული ბაქტერიების რაოდენობის შემცირებას, რაც შეიძლება 12 საათის განმავლობაში განისაზღვროს. ეს ასევე დაკავშირებულია ნადების წარმოქმნის სიჩქარის შემცირებასთან.
თვეების მანძილზე გამოყენებისას ეფექტი მცირდება პირის ღრუს ფლორისა და ნადების ბაქტერიულ სპექტრში შექცევადი გადახრების გამო. პირის ღრუში მიკროორგანიზმების სპექტრის ცვლილების შედეგების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა.
ქლორჰექსიდინის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება მის აფინობას მიკრობის უჯრედის კედლის მიმართ, რომელთა ზედაპირული თვისებები იცვლება აქტიურ კომპონენტთან კონტაქტისას.
ლიპოფილური ჯგუფები იწვევს უჯრედის კედლის ლიპოპროტეინების მემბრანის დეზორიენტაციას, ხოლო ქლორჰექსიდინის ადსორბცია იწვევს ოსმოსური წონასწორობის დარღვევას პათოგენის უჯრედის ციტოპლაზმური მემბრანის შემდგომი რღვევით.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი არის ამიდური ტიპის ადგილობრივი გამოყენების საანესთეზიო საშუალება. იგი ბლოკავს ნატრიუმის არხებს ნერვულ ბოჭკოებში, რის გამოც ნერვული მემბრანა აღარ შეიძლება დეპოლარიზდეს მოქმედების პოტენციალით. ამით იბლოკება სტიმულის გადაცემა ტკივილის გამტარ ნერვულ ბოჭკოებში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ტიროტრიცინი
ადგილობრივი გამოყენებისას შესამჩნევი რეზორბცია არ ხდება არც დაზიანებული კანისა და არც ლორწოვანი გარსის ზედაპირიდან. გარდა ამისა, ვინაიდან ტიროტრიცინი, როგორც პეპტიდი, მთლიანად იშლება კუჭის წვენით, სათანადო გამოყენებისას არ არის მოსალოდნელი ფარმაკოლოგიურად მნიშვნელოვანი კონცენტრაცია შრატში.
ქლორჰექსიდინი
მაღალი აქტივობა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დადგინდა ქლორჰექსიდინის პერორალური გამოყენების შემდეგ ვირთხებსა და თაგვებში. რეზორბცია ნელა ხდება.
პირის ღრუს სავლები საშუალებების გამოყენების შემდეგ ქლორჰექსიდინი შეიწოვება კბილის მინანქრით, დენტინით, ცემენტით, კბილის ნადებით, ლორწოვანი გარსებით და კბილის პროთეზებით, გვირგვინებით, ბჟენებით და ა.შ. ქლორჰექსიდინი შეიძლება გამოვლინდეს ნერწყვში 8 საათის განმავლობაში (დეპო ეფექტი), ნელი რეზორბციის გამო.
ქლორჰექსიდინის რეზორბცია უცვლელი პირის ღრუს ლორწოვანიდან უცნობია.
სხვადასხვა ექსპერიმენტულ ცხოველებში ქლორჰექსიდინის გამოყოფა ძირითადად განავლით (90%) ხდება. ადამიანებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში, ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 4 დღე.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი
შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ, მაგრამ 50% ინაქტივირდება ღვიძლში პირველი გავლის შემდეგ. ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტების აქტიური კომპონენტის მცირე რაოდენობა პრაქტიკულად გამორიცხავს სისტემურ ეფექტს.
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ტიროტრიცინი
ტიროტრიცინი არის ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკი, რომელსაც განსაკუთრებით კარგი ამტანობა ახასიათებს და რომელიც შესაბამისი გამოყენებისას არ იწვევს არც ჰისტოლოგიურ დაზიანებებს და არც ლორწოვანი გარსის ან კანის გაღიზიანებას.
ინტრავენურად შეყვანისას ტიროტრიცინის LD50 შეადგენს 3.7 მგ/კგ სხეულის მასაზე თაგვებში და ინტრაპერიტონეალური გამოყენებისას 20-45 მგ/კგ სხეულის მასაზე.
პერორალურად მიღებისას ტიროტრიცინი გადაიტანება რეაქციის გარეშე.
ტიროტრიცინის მუტაგენური, კანცეროგენული ან ტერატოგენული ეფექტები დღემდე არ გამოვლენილა.
ქლორჰექსიდინს და მის მარილებს აქვთ მცირე ხარისხის მწვავე და ქრონიკული ტოქსიკურობა (პერორალურად LD50 1,8-3,0 გ/კგ სხეულის მასაზე ვირთხებში და 2,5 გ/კგ სხეულის მასაზე თაგვებში).
თავისუფალი ფუძისა და მარილების ტოქსიკურობა მეტ-ნაკლებად მსგავსია.
წყალხსნარებში ხსნადობის გამო, მწვავე ტოქსიკური რაოდენობის შეყვანა შეიძლება მხოლოდ დიგლუკონატთან ერთად.
მჟავას ნარჩენები, რომლებიც თავისუფლდება სისტემური მიღებისა და მეტაბოლიზმის შემდეგ, უმნიშვნელოდ ტოქსიკურია.
ღრძილების სისხლდენა შეიძლება გაზლიერდეს, თუ ქლორექსიდინი მუდმივად გამოიყენება როგორც პირის ღრუს სავლები კბილების გახეხვის გარეშე.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ჰისტოლოგიური დაზიანებები დაფიქსირდა ძვლის ღია ჭრილობების ან ქსოვილების ნეკროზული ან წყლულოვანი ჭრილობების არსებობისას.
14 დღის განმავლობაში სასმელ წყალთან ერთად 0.2% და 0.02% ქლორჰექსიდინის შეყვანამ ვირთხებში გამოიწვია ენის ეპითელიუმის შექცევადი დისპლაზია და ლეიკოპლაზია (პრემალიგნანტური ცვლილებები).
მუტაგენობა:
ქლორექსიდინმა აჩვენა მუტაგენური ეფექტები როგორც ეიმსის ტესტებში, ასევე დნმ-ის აღდგენის ტესტებში.
თუმცა, უარყოფითი შედეგები იქნა მიღებული ძუძუმწოვრების სომატურ უჯრედებზე ქრომოსომული მუტაციების ტესტებში.
რეპროდუქციული ტოქსიკურობა:
ორსულ ვირთხებში ქლორჰექსიდინის პერორალური მიღების შემდეგ არ დაფიქსირებულა არც ნორმიდან გადახრები, არც ემბრიონის ან ნაყოფის დეფორმაციები და არც ფერტილობის შემცირება.
თუმცა, ეს ტესტები არ გამორიცხავენ ასეთ ეფექტებს ადამიანებში.
ლიდოკაინი: ტრახისანი® საწუწნი ტაბლეტების შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ სისტემური ან/და ტოქსიკური მოქმედებები პრაქტიკულად გამორიცხულია.
მუტაგენური და სიმსივნური პოტენციალი:
არსებობს ცნობები, რომ ვირთხებში და, ასევე შესაძლოა ადამიანებში, მეტაბოლიზმის პროდუქტს, კერძოდ 2.6-ქსილიდინს, რომელიც ლიდოკაინის/ეტიდოკაინის წარმოებულია, შეიძლება ჰქონდეს მუტაგენური ეფექტი.
ეს ცნობები მიღებულია in vitro კვლევებიდან, რომლებშიც ეს მეტაბოლიტი გამოიყენებოდა ძალიან მაღალ, თითქმის ტოქსიკურ კონცენტრაციებში.
ამჟამად არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ ძირითადი ნივთიერებები, ლიდოკაინი და ეტიდოკაინი, არიან მუტაგენური.
კანცეროგენობის კვლევაში 2,6 ქსილიდინის გამოყენებისას ტრანსპლაცენტური ექსპოზიციის და 2 წლის განმავლობაში პოსტნატალური მკურნალობის დროს ვირთაგვებში მაღალი მგრძნობელბის ტესტ-სისტემებში (ტრანსპლაცენტური ექსპოზიცია და პოსტნატალური მკურნალობა 2 წლის განმავლობაში ძალიან მაღალი დოზებით) დაფიქსირდა ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები, განსაკუთრებით ცხვირის ღრუში (ეთმოტურბინალია). არ არის გამორიცხული, რომ ეს დასკვნები აქტუალურია ადამიანებისთვის. ამიტომ პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მაღალი დოზებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების სია
სორბიტოლი (E 420), მაგნიუმის სტეარატი, პიტნის ზეთი.
თითო ტაბლეტი შეიცავს 0,69 გ სორბიტოლს, რაც შეესაბამება 0.057 პურის ერთეულს.
შეუთავსებლობა
არ არის ცნობილი.
შენახვის ვადა
3 წელი.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
კონტეინერის შიგთავსი და შემცველობა
20 ტაბლეტი კოლოფში (2 ბლისტერი, ბლისტერში 10 ტაბლეტი).
გამოყენებისა და უტილიზაციის ინსტრუქცია
განსაკუთრებული მითითებები არ არსებობს.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ენგელჰარდ არცნაიმითელ გმბჰ & კო. კგ.
ჰერცბერგშტრასე 3
61138 ნიდერდორფელდენი
გერმანია
ტელეფონი: +49 6101 539 300
ფაქსი: +49 6101 539 315
ინტერნეტი: http://www.engelhard.de
ელ-ფოსტა: [email protected]
სავაჭრო ლიცენზიის ნომერი
პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი
ტექსტის გადახედვის თარიღი
2024 წლის სექტემბერი
კლაციფიკაცია
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



