პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ბეტა ბლოკატორები

ტრანდატი

Trandate®

რეცეპტით200მგინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

ტრანდატი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ლაბეტალოლს, რომელიც მიეკუთვნება ალფა და ბეტა ბლოკატორების სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს. ეს პრეპარატები ამცირებენ არტერიულ წნევას სისხლის მიმოქცევის სისტემაში რეცეპტორების ბლოკირებით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლაბეტალოლი (labetalol)
ფორმა და შეფუთვა
200მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (2X15)
მწარმოებელი
Teofarma S.r.l., იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბეტა ბლოკატორები, ალფა და ბეტა ბლოკატორები
ATC კოდი
C07AG01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044290
რეგისტრირებულია
11 ნოემბერი 2025, მოქმედებს 11 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „გეა“
ურთიერთქმედების შემოწმებატრანდატი და სხვა წამალი ერთად

ტრანდატი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტრანდატი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ლაბეტალოლს, რომელიც მიეკუთვნება ალფა და ბეტა ბლოკატორების სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს. ეს პრეპარატები ამცირებენ არტერიულ წნევას სისხლის მიმოქცევის სისტემაში რეცეპტორების ბლოკირებით.

ტრანდატი ნაჩვენებია ყველა დონის არტერიული ჰიპერტენზიის დროს (მსუბუქი, ზომიერი, მწვავე), როდესაც საჭიროა პერორალური ანტიჰიპერტენზიული თერაპიის ჩატარება.

მიმართეთ ექიმს, თუ თავს უკეთ არ გრძნობთ, ან მდგომარეობა გაუარესდა 3 დღის შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ მოცემული პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან ექიმის, ფარმაცევტის, ან ექთნის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან ექთანს.

სასურველია, რომ ტრანდატის ტაბლეტები მიიღოთ კვების შემდეგ, ჩვეულებრივ, იყოფა 2 დღიურ დოზად, ერთი დილით და ერთი საღამოს.

მოზრდილები:

საწყისი დოზაა 100 მგ დღეში ორჯერ, საკვების მიღების შემდეგ. შემდეგ დოზა იზრდება 200 მგ-მდე დღეში ორჯერ.

ეს დოზა, როგორც წესი, უზრუნველყოფს არტერიული წნევის დამაკმაყოფილებელ კონტროლს. პაციენტებში, რომლებსაც პრეპარატზე აქვთ განსაკუთრებით გამოხატული რეაქცია და იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე მკურნალობენ სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით, შეიძლება საკმარისი იყოს დღეში 100მგ-ის 2-ჯერ მიღება.

თუ არტერიული წნევა არ კონტროლდება მითითებული დოზით, დოზის გაზრდა შესაძლებელია დაახლოებით 2 კვირიანი ინტერვალებით 800 მგ-მდე/დღეში გაყოფილი ორ დოზად.

მაქსიმალური დოზაა 2.4 გ დღეში (გაყოფილი 3-4 დოზად), რომელიც გამოიყენება მწვავე და რეზისტენტული ჰიპერტენზიული მდგომარეობების სამკურნალოდ.

ხანდაზმულები:

შემცირებულია დღიური დოზა მოზრდილებთან შედარებით.

მწვავე ჰიპერტენზია და ჰიპერტენზიული კრიზი

დღიური დოზის გაზრდა შეიძლება ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში კლინიკური საჭიროებიდან გამომდინარე. ჰიპერტენზიული კრიზის და ძალიან მწვავე ჰიპერტენზიის დროს ნაჩვენებია ტრანდატის ინექცია.

პედიატრიული პოპულაცია

ტრანდატი არ არის ნაჩვენები 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

მოერიდეთ მკურნალობის მოულოდნელ შეწყვეტას, თანდათან შეამცირეთ ტრანდატის დოზა.

თუ მიიღეთ ტრანდატის ჭარბი დოზა:

ტრანდატის შემთხვევით გადაყლაპვის/ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

ლაბეტალოლით დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: ძლიერი თავბრუსხვევა წოლითი ან ჯდომითი პოზიციიდან უეცარი ადგომისას და, ზოგიერთ შემთხვევაში, გულისცემის შენელება (ბრადიკარდია). ლაბეტალოლის დიდი დოზით გადაჭარბების შემდეგ ასევე აღწერილია გულის უკმარისობა შარდის გამოყოფის შემცირებით.

თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ მედიკამენტის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატის შეფუთვა თან წაიღეთ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.

თუ დაგავიწყდათ ტრანდატის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

თუ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით გაქვთ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს დეტალური ინფორმაციისთვის.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პპუნქტში).

ასთმის ან სასუნთქი გზების სხვა ობსტრუქციული დაავადების დროს (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება). ასთმის და/ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს არ უნდა იქნას გამოყენებული არასელექციური ბეტა-ბლოკატორები.

პრინცმეტალის სტენოკარდიის დროს (სტენოკარდიის სახეობა, რომელიც მოსვენებით მდგომარეობაში ვითარდება).

გულის უკმარისობის დროს, რომელიც ვერ კონტროლდება თერაპიით.

კარდოიგენური შოკის შემთხვევაში.

გულის რითმის დარღვევები დროს (მაგ., მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა პეისმეიკერის არარსებობისას ან სინუსური დაავადება პეისმეიკერის არარსებობისას).

დაბალი არტერიული წნევის შემთხვევაში (ჰიპოტენზია).

თუ მკვეთრად გაქვთ შენელებული გულისცემა (მწვავე ბრადიკარდია, <45-50 დარტყმა წუთში).

დიაბეტის გამო არსებული სისხლის მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში (მეტაბოლური აციდოზი).

თირკმლის ფუნქციის მკვეთრი გაუარესების დროს.

ზოგიერთი შაქრის აუტანლობის დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

სიფრთხილის ზომები

ტრანდატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს:

გულის რითმის გარკვეული დარღვევების (ბრადიკარდია, პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა) ან გულის დაავადებების შემთხვევაში (გულის უკმარისობა);

ღვიძლის დაავადების დროს, რომელიც გავლენას ახდენს მის ფუნქციაზე;

პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადებებისას, როგორიცაა რეინოს სინდრომი ან გარდამავალი კოჭლობა;

თირკმელზედა ჯირკვლის კონკრეტული ტიპის სიმსივნის დროს (ფეოქრომოციტომა) ჰორმონების ჭარბი გამომუშავებისას;

1 ან 2 ტიპის დიაბეტის დროს (დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სისხლში შაქრის მაღალ დონესთან);

თუ გაწუხებთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავებით გამოწვეული დაავადება (თირეოტოქსიკოზი);

ალერგიისას, მათი წარმოშობის მიუხედავად, ან თუ წარსულში გქონიათ მძიმე ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციები. აცნობეთ ექიმს.

ქირურგიული ოპერაციის საჭიროებისას ზოგადი ანესთეზიით. აცნობეთ ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ ამ პრეპარატს.

სისხლის მაღალი მჟავიანობისას (მეტაბოლური აციდოზი);

სუნთქვის ან ფილტვების პრობლემების დროს;

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს: კალციუმის არხების ბლოკატორებს (ნიფედიპინი, დილთიაზემი და ვერაპამილი), ადრენალინს, ანტიარითმულ საშუალებებს, დიგოქსინს, კლონიდინს, ციმეტიდინს;

თუ ტრანდატის მიღების შემდეგ აღგენიშნებათ გამონაყარი კანზე და/ან თვალების სიმშრალე ან ალერგიული რეაქციის ნებისმიერი ფორმა, აცნობეთ ექიმს, რომელმაც შეიძლება შეგიმციროთ დოზა ან გირჩიოთ მკურნალობის შეწყვეტა;

კატარაქტის ოპერაციის დროს, ტრანდატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს გუგებზე. აცნობეთ თქვენს ექიმს ოპერაციამდე, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;

არ შეწყვიტოთ ტრანდატის მიღება ოპერაციამდე, თუ თქვენი ქირურგი არ გირჩევთ ამას.

ღვიძლისმიერი სიმპტომების (მაგალითად, სიყვითლის) გამოვლენის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული ანალიზები. ღვიძლის დაზიანებაზე მიმანიშნებელი ნებისმიერი ბიოლოგიური ან კლინიკური ნიშანი ექიმს მკურნალობის შეწყვეტისკენ უბიძგებს.

არასდროს შეწყვიტოთ მკურნალობა მოულოდნელად, განსაკუთრებით თუ გაქვთ სტენოკარდია: უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს გულთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.

ეჭვის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დადებითი რეაქცია დოპინგ-კონტროლის დროს ჩატარებულ ტესტებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში:

გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა პროპაფენონი, I კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგ. დიზოპირამიდი და ქინიდინი) და II კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგ. ამიოდარონი);

სხვა მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ არტერიულ წნევას (კალციუმის ინჰიბიტორები, როგორიცაა ნიფედიპინი, ვერაპამილი, დილთიაზემი);

დიგოქსინი (გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატი);

ადრენალინი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მძიმე ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციების სამკურნალოდ;

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა იმიპრამინი (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები);

ფსიქოზის ან სხვა ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები (ფენოთიაზინები და ქლორპრომაზინი);

ინსულინი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როგორიცაა ბიგუანიდები (მაგ., მეტფორმინი), სულფონილშარდოვანას წარმოებულები (მაგ., გლიმეპირიდი), მეგლიტინიდები (მაგ., რეპაგლინიდი) და ალფა-გლუკოზიდაზას ინჰიბიტორები (მაგ., აკარბოზა), რომლებიც გამოიყენება სისხლში გლუკოზის დონის შესამცირებლად;

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), როგორიცაა სულინდაკი და ინდომეტაცინი, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ;

სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები, რადგან მათ შეიძლება გააძლიერონ ლაბეტალოლის ეფექტი;

აქროლადი ანესთეტიკური საშუალებები (გამოიყენება ქირურგიული ჩარევის დროს პაციენტის დასაძინებლად და ტკივილის ან სხვა მგრძნობელობის თავიდან ასაცილებლად);

კლონიდინი (გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ);

ქოლინესტერაზას ინჰიბიტორები (მაგ. დონეპეზილი, გალანტამინი და რივასტიგმინი), რომლებიც გამოიყენება მსუბუქი კოგნიტური დარღვევის, ალცჰაიმერის დაავადების და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ;

ერგოტის წარმოებულები (ერგოტამინი), რომლებიც გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ;

ციმეტიდინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულძმარვისა და კუჭის წყლულის სამკურნალოდ;

ნიტრო წარმოებულები (გამოიყენება არტერიული წნევის დასაწევად), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები (ფენოთიაზინის წარმოებულები, როგორიცაა ქლორპრომაზინი) და სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები.

ლაბორატორიული ტესტები

პრეპარატმა შეიძლება ხელი შეუშალოს ზოგიერთ სამედიცინო ან ლაბორატორიულ ტესტს და გამოიწვიოს ცრუ შედეგები. დარწმუნდით, რომ ლაბორატორიის პერსონალმა და ყველა ექიმმა იცის, რომ თქვენ იღებთ ამ პრეპარატს.

პრეპარატი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დადებითი რეაქცია დოპინგ-კონტროლის დროს ჩატარებულ ტესტებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ლაბეტალოლმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფზე; ამიტომ, ორსულობის დროს ის უნდა მიიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის რისკებს.

ძუძუთი კვება

ლაბეტალოლის მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში. მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, რომ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

აღწერილია ძუძუს თავის ტკივილის და რეინოს სინდრომის შემთხვევები (იხ. მე-4 პუნქტი).

ფერტილობა

არ არსებობს მონაცემები ლაბეტალოლის ფერტილობაზე ზეგავლენის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრანდატმა გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ზოგჯერ, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აღენიშნოს თავბრუსხვევა და ძილიანობა. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ პრეპარატმა შეიძლება შეამციროს მათი რეაგირების უნარი. ამიტომ, მათ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მანამ, სანამ არ გაარკვევენ, თუ როგორ რეაგირებენ ამ პრეპარატზე.

ტრანდატის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას და E110-ს (საღებავი)

ტრანდატის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას: თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ტრანდატის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს E110 (საღებავს) რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველას.

შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს

ლაბორატორიული ანალიზებით გამოვლენილი ანტინუკლეარული ანტისხეულები, ზოგჯერ კანის ანთებასთან ერთად.

ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები, მათ შორის კანისმიერი გამონაყარი (სხვადასხვა სიმძიმის ლიქენოიდული გამონაყარი), ქავილი, სუნთქვის გაძნელება და, ძალიან იშვიათად, ცხელება და კანის, ტუჩების და ენის სწრაფი შეშუპება (კვინკეს შეშუპება);

გულის შეგუბებითი უკმარისობა;

თავბრუსხვევა, გამოწვეული არტერიული წნევის დაცემით, წოლითი მდგომარეობიდან წამოჯდომისას ან ჯდომითი მდგომარეობიდან ფეხზე სწრაფად ადგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია). ეს გვერდითი მოვლენა, როგორც წესი, დროებითია და ვლინდება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში;

ცხვირის დახშობა (ცხვირის გაჭედვა), როგორც წესი, დროებითია და ვლინდება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში;

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, თავის კანზე ჩხვლეტის შეგრძნება, ძილის დარღვევა, ღამის კოშმარები;

მხედველობის დარღვევები;

გულისრევა;

ღვიძლის ფუნქციურ სინჯებში შედეგების მომატება. ეს, როგორც წესი, შექცევადია პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ;

ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია);

სექსუალური დისფუნქციები (ეაკულაციის პრობლემები);

შარდვის გაძნელება;

დაღლილობა, ძილიანობა, როგორც წესი, დროებითია, ვლინდება მკურნალობის პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში.

არახშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს

დეპრესიული განწყობა;

ქვედა სასუნთქი გზების შევიწროების შეგრძნება (ბრონქოსპაზმი);

ღებინება, კუჭის ტკივილი;

ოფლიანობა, როგორც წესი, დროებითია და ვლინდება მკურნალობის პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში;

კუნთების სპაზმები.

იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს

სისხლში შაქრის არასაკმარისი ოდენობა (ჰიპოგლიკემია);

გულისცემის რაოდენობის შემცირება, რომელიც ვლინდება ნელი პულსით (ბრადიკარდია).

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან 1 პაციენტს

გულისცემის მარეგულირებელი ელექტრული იმპულსების დარღვევა (გულის ბლოკადა);

რეინოს სინდრომის სიმპტომების გამწვავება (სისხლის მიმოქცევის დარღვევით გამოწვეული ცივი თითები);

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), რომელიც, როგორც წესი, შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ;

ჰეპატოცელულარული სიყვითლე (კანის და თვალის სკლერის გაყვითლება), ქოლესტაზური სიყვითლე (სიმპტომებია: დაღლილობა და გულისრევა, რასაც მოჰყვება ქავილი, გამუქებული შარდი და სიყვითლე, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი ან ცხელება) და ღვიძლის ნეკროზი (ღვიძლის ქსოვილის დაზიანება). ეს სიმპტომები, როგორც წესი, შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ;

კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი (ტოქსიური მიოპათია);

სისტემური წითელი მგლურა (აუტოიმუნური დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანისმიერი გამონაყარი, სახსრების ტკივილი, ცხელება და დაღლილობა, ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხეულის სხვა ორგანოებზე);

მოშარდვის შეუძლებლობა, მაშინაც კი, როდესაც შარდის ბუშტი სავსეა (სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობა);

სახსრების შეშუპება;

კანკალი, როდესაც პრეპარატი გამოიყენება ორსულობის დროს ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.

თვალის გაღიზიანება.

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

თვალების სიმშრალე;

ძუძუსთავების ტკივილი;

ძუძუსთავებში სისხლის მიმოქცევის პერიოდული შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძუძუსთავების დაბუჟება, სიფერმკრთალე და მგრძნობელობის მომატება (რეინოს ფენომენი).

გამონაყარი კანზე.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ეროვნულ შეტყობინების სისტემის საშუალებით:

https://www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse .

შემადგენლობა

ტრანდატი 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

1 გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ლაბეტალოლის ჰიდროქლორიდი 100 მგ.

სხვა ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, E 110, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმი, პოვიდონი, ტალკი, ეუდრაგიტი, პროპილენ გლიკოლი, პოლისორბატი 80, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის ციტრატი, კაოლინი.

ტრანდატი 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

1 გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ლაბეტალოლის ჰიდროქლორიდი 200 მგ.

სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, E 110, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმი, პოვიდონი, ტალკი, ეუდრაგიტი, პროპილენგლიკოლი, პოლისორბატი 80, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის ციტრატი, კაოლინი.

ტრანდატის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

შეფუთვაში მოთავსებულია ტრანდატი 100მგ 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

შეფუთვაში მოთავსებულია ტრანდატი 200მგ 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

შენახვის პირობები

ტრანდატი უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: ვარგისობის ვადა იხილეთ შეფუთვაზე. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს და სწორად შენახულ პროდუქტს დაუზიანებელ შეფუთვაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ტრანდატი

100 მგ - 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ლაბეტალოლის ჰიდროქლორიდი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები გავს თქვენსას.პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პუნქტი 4.

ინსტრუქციის შინაარსი:

რას წარმოადგენს ტრანდატის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ტრანდატის ტაბლეტების მიღებამდე

როგორ მიიღება ტრანდატის ტაბლეტები

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება ტრანდატის ტაბლეტები

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ტრანდატის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

ტრანდატი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ლაბეტალოლს, რომელიც მიეკუთვნება ალფა და ბეტა ბლოკატორების სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს. ეს პრეპარატები ამცირებენ არტერიულ წნევას სისხლის მიმოქცევის სისტემაში რეცეპტორების ბლოკირებით.

ტრანდატი ნაჩვენებია ყველა დონის არტერიული ჰიპერტენზიის დროს (მსუბუქი, ზომიერი, მწვავე), როდესაც საჭიროა პერორალური ანტიჰიპერტენზიული თერაპიის ჩატარება.

მიმართეთ ექიმს, თუ თავს უკეთ არ გრძნობთ, ან მდგომარეობა გაუარესდა 3 დღის შემდეგ.

რა უნდა იცოდეთ ტრანდატის ტაბლეტების მიღებამდე

არ გამოიყენოთ ტრანდატი:

თუ გაქვთ ალერგია მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პპუნქტში).

ასთმის ან სასუნთქი გზების სხვა ობსტრუქციული დაავადების დროს (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება). ასთმის და/ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს არ უნდა იქნას გამოყენებული არასელექციური ბეტა-ბლოკატორები.

პრინცმეტალის სტენოკარდიის დროს (სტენოკარდიის სახეობა, რომელიც მოსვენებით მდგომარეობაში ვითარდება).

გულის უკმარისობის დროს, რომელიც ვერ კონტროლდება თერაპიით.

კარდოიგენური შოკის შემთხვევაში.

გულის რითმის დარღვევები დროს (მაგ., მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა პეისმეიკერის არარსებობისას ან სინუსური დაავადება პეისმეიკერის არარსებობისას).

დაბალი არტერიული წნევის შემთხვევაში (ჰიპოტენზია).

თუ მკვეთრად გაქვთ შენელებული გულისცემა (მწვავე ბრადიკარდია, <45-50 დარტყმა წუთში).

დიაბეტის გამო არსებული სისხლის მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში (მეტაბოლური აციდოზი).

თირკმლის ფუნქციის მკვეთრი გაუარესების დროს.

ზოგიერთი შაქრის აუტანლობის დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ტრანდატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს:

გულის რითმის გარკვეული დარღვევების (ბრადიკარდია, პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა) ან გულის დაავადებების შემთხვევაში (გულის უკმარისობა);

ღვიძლის დაავადების დროს, რომელიც გავლენას ახდენს მის ფუნქციაზე;

პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადებებისას, როგორიცაა რეინოს სინდრომი ან გარდამავალი კოჭლობა;

თირკმელზედა ჯირკვლის კონკრეტული ტიპის სიმსივნის დროს (ფეოქრომოციტომა) ჰორმონების ჭარბი გამომუშავებისას;

1 ან 2 ტიპის დიაბეტის დროს (დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სისხლში შაქრის მაღალ დონესთან);

თუ გაწუხებთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავებით გამოწვეული დაავადება (თირეოტოქსიკოზი);

ალერგიისას, მათი წარმოშობის მიუხედავად, ან თუ წარსულში გქონიათ მძიმე ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციები. აცნობეთ ექიმს.

ქირურგიული ოპერაციის საჭიროებისას ზოგადი ანესთეზიით. აცნობეთ ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ ამ პრეპარატს.

სისხლის მაღალი მჟავიანობისას (მეტაბოლური აციდოზი);

სუნთქვის ან ფილტვების პრობლემების დროს;

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს: კალციუმის არხების ბლოკატორებს (ნიფედიპინი, დილთიაზემი და ვერაპამილი), ადრენალინს, ანტიარითმულ საშუალებებს, დიგოქსინს, კლონიდინს, ციმეტიდინს;

თუ ტრანდატის მიღების შემდეგ აღგენიშნებათ გამონაყარი კანზე და/ან თვალების სიმშრალე ან ალერგიული რეაქციის ნებისმიერი ფორმა, აცნობეთ ექიმს, რომელმაც შეიძლება შეგიმციროთ დოზა ან გირჩიოთ მკურნალობის შეწყვეტა;

კატარაქტის ოპერაციის დროს, ტრანდატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს გუგებზე. აცნობეთ თქვენს ექიმს ოპერაციამდე, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;

არ შეწყვიტოთ ტრანდატის მიღება ოპერაციამდე, თუ თქვენი ქირურგი არ გირჩევთ ამას.

ღვიძლისმიერი სიმპტომების (მაგალითად, სიყვითლის) გამოვლენის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული ანალიზები. ღვიძლის დაზიანებაზე მიმანიშნებელი ნებისმიერი ბიოლოგიური ან კლინიკური ნიშანი ექიმს მკურნალობის შეწყვეტისკენ უბიძგებს.

არასდროს შეწყვიტოთ მკურნალობა მოულოდნელად, განსაკუთრებით თუ გაქვთ სტენოკარდია: უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს გულთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.

ეჭვის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დადებითი რეაქცია დოპინგ-კონტროლის დროს ჩატარებულ ტესტებში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ტრანდატი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში:

გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა პროპაფენონი, I კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგ. დიზოპირამიდი და ქინიდინი) და II კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგ. ამიოდარონი);

სხვა მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ არტერიულ წნევას (კალციუმის ინჰიბიტორები, როგორიცაა ნიფედიპინი, ვერაპამილი, დილთიაზემი);

დიგოქსინი (გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატი);

ადრენალინი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მძიმე ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციების სამკურნალოდ;

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა იმიპრამინი (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები);

ფსიქოზის ან სხვა ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები (ფენოთიაზინები და ქლორპრომაზინი);

ინსულინი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როგორიცაა ბიგუანიდები (მაგ., მეტფორმინი), სულფონილშარდოვანას წარმოებულები (მაგ., გლიმეპირიდი), მეგლიტინიდები (მაგ., რეპაგლინიდი) და ალფა-გლუკოზიდაზას ინჰიბიტორები (მაგ., აკარბოზა), რომლებიც გამოიყენება სისხლში გლუკოზის დონის შესამცირებლად;

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), როგორიცაა სულინდაკი და ინდომეტაცინი, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ;

სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები, რადგან მათ შეიძლება გააძლიერონ ლაბეტალოლის ეფექტი;

აქროლადი ანესთეტიკური საშუალებები (გამოიყენება ქირურგიული ჩარევის დროს პაციენტის დასაძინებლად და ტკივილის ან სხვა მგრძნობელობის თავიდან ასაცილებლად);

კლონიდინი (გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ);

ქოლინესტერაზას ინჰიბიტორები (მაგ. დონეპეზილი, გალანტამინი და რივასტიგმინი), რომლებიც გამოიყენება მსუბუქი კოგნიტური დარღვევის, ალცჰაიმერის დაავადების და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ;

ერგოტის წარმოებულები (ერგოტამინი), რომლებიც გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ;

ციმეტიდინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულძმარვისა და კუჭის წყლულის სამკურნალოდ;

ნიტრო წარმოებულები (გამოიყენება არტერიული წნევის დასაწევად), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები (ფენოთიაზინის წარმოებულები, როგორიცაა ქლორპრომაზინი) და სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები.

ლაბორატორიული ტესტები

პრეპარატმა შეიძლება ხელი შეუშალოს ზოგიერთ სამედიცინო ან ლაბორატორიულ ტესტს და გამოიწვიოს ცრუ შედეგები. დარწმუნდით, რომ ლაბორატორიის პერსონალმა და ყველა ექიმმა იცის, რომ თქვენ იღებთ ამ პრეპარატს.

პრეპარატი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დადებითი რეაქცია დოპინგ-კონტროლის დროს ჩატარებულ ტესტებში.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ორსულობა

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ლაბეტალოლმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფზე; ამიტომ, ორსულობის დროს ის უნდა მიიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის რისკებს.

ძუძუთი კვება

ლაბეტალოლის მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში. მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, რომ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

აღწერილია ძუძუს თავის ტკივილის და რეინოს სინდრომის შემთხვევები (იხ. მე-4 პუნქტი).

ფერტილობა

არ არსებობს მონაცემები ლაბეტალოლის ფერტილობაზე ზეგავლენის შესახებ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრანდატმა გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ზოგჯერ, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აღენიშნოს თავბრუსხვევა და ძილიანობა. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ პრეპარატმა შეიძლება შეამციროს მათი რეაგირების უნარი. ამიტომ, მათ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მანამ, სანამ არ გაარკვევენ, თუ როგორ რეაგირებენ ამ პრეპარატზე.

ტრანდატის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას და E110-ს (საღებავი)

ტრანდატის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას: თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ტრანდატის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს E110 (საღებავს) რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

როგორ მიიღება ტრანდატის ტაბლეტები

ყოველთვის გამოიყენეთ მოცემული პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან ექიმის, ფარმაცევტის, ან ექთნის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან ექთანს.

სასურველია, რომ ტრანდატის ტაბლეტები მიიღოთ კვების შემდეგ, ჩვეულებრივ, იყოფა 2 დღიურ დოზად, ერთი დილით და ერთი საღამოს.

მოზრდილები:

საწყისი დოზაა 100 მგ დღეში ორჯერ, საკვების მიღების შემდეგ. შემდეგ დოზა იზრდება 200 მგ-მდე დღეში ორჯერ.

ეს დოზა, როგორც წესი, უზრუნველყოფს არტერიული წნევის დამაკმაყოფილებელ კონტროლს. პაციენტებში, რომლებსაც პრეპარატზე აქვთ განსაკუთრებით გამოხატული რეაქცია და იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე მკურნალობენ სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით, შეიძლება საკმარისი იყოს დღეში 100მგ-ის 2-ჯერ მიღება.

თუ არტერიული წნევა არ კონტროლდება მითითებული დოზით, დოზის გაზრდა შესაძლებელია დაახლოებით 2 კვირიანი ინტერვალებით 800 მგ-მდე/დღეში გაყოფილი ორ დოზად.

მაქსიმალური დოზაა 2.4 გ დღეში (გაყოფილი 3-4 დოზად), რომელიც გამოიყენება მწვავე და რეზისტენტული ჰიპერტენზიული მდგომარეობების სამკურნალოდ.

ხანდაზმულები:

შემცირებულია დღიური დოზა მოზრდილებთან შედარებით.

მწვავე ჰიპერტენზია და ჰიპერტენზიული კრიზი

დღიური დოზის გაზრდა შეიძლება ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში კლინიკური საჭიროებიდან გამომდინარე. ჰიპერტენზიული კრიზის და ძალიან მწვავე ჰიპერტენზიის დროს ნაჩვენებია ტრანდატის ინექცია.

პედიატრიული პოპულაცია

ტრანდატი არ არის ნაჩვენები 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

მოერიდეთ მკურნალობის მოულოდნელ შეწყვეტას, თანდათან შეამცირეთ ტრანდატის დოზა.

თუ მიიღეთ ტრანდატის ჭარბი დოზა:

ტრანდატის შემთხვევით გადაყლაპვის/ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

ლაბეტალოლით დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: ძლიერი თავბრუსხვევა წოლითი ან ჯდომითი პოზიციიდან უეცარი ადგომისას და, ზოგიერთ შემთხვევაში, გულისცემის შენელება (ბრადიკარდია). ლაბეტალოლის დიდი დოზით გადაჭარბების შემდეგ ასევე აღწერილია გულის უკმარისობა შარდის გამოყოფის შემცირებით.

თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ მედიკამენტის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატის შეფუთვა თან წაიღეთ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.

თუ დაგავიწყდათ ტრანდატის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

თუ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით გაქვთ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს დეტალური ინფორმაციისთვის.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველას.

შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს

ლაბორატორიული ანალიზებით გამოვლენილი ანტინუკლეარული ანტისხეულები, ზოგჯერ კანის ანთებასთან ერთად.

ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები, მათ შორის კანისმიერი გამონაყარი (სხვადასხვა სიმძიმის ლიქენოიდული გამონაყარი), ქავილი, სუნთქვის გაძნელება და, ძალიან იშვიათად, ცხელება და კანის, ტუჩების და ენის სწრაფი შეშუპება (კვინკეს შეშუპება);

გულის შეგუბებითი უკმარისობა;

თავბრუსხვევა, გამოწვეული არტერიული წნევის დაცემით, წოლითი მდგომარეობიდან წამოჯდომისას ან ჯდომითი მდგომარეობიდან ფეხზე სწრაფად ადგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია). ეს გვერდითი მოვლენა, როგორც წესი, დროებითია და ვლინდება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში;

ცხვირის დახშობა (ცხვირის გაჭედვა), როგორც წესი, დროებითია და ვლინდება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში;

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, თავის კანზე ჩხვლეტის შეგრძნება, ძილის დარღვევა, ღამის კოშმარები;

მხედველობის დარღვევები;

გულისრევა;

ღვიძლის ფუნქციურ სინჯებში შედეგების მომატება. ეს, როგორც წესი, შექცევადია პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ;

ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია);

სექსუალური დისფუნქციები (ეაკულაციის პრობლემები);

შარდვის გაძნელება;

დაღლილობა, ძილიანობა, როგორც წესი, დროებითია, ვლინდება მკურნალობის პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში.

არახშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს

დეპრესიული განწყობა;

ქვედა სასუნთქი გზების შევიწროების შეგრძნება (ბრონქოსპაზმი);

ღებინება, კუჭის ტკივილი;

ოფლიანობა, როგორც წესი, დროებითია და ვლინდება მკურნალობის პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში;

კუნთების სპაზმები.

იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს

სისხლში შაქრის არასაკმარისი ოდენობა (ჰიპოგლიკემია);

გულისცემის რაოდენობის შემცირება, რომელიც ვლინდება ნელი პულსით (ბრადიკარდია).

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან 1 პაციენტს

გულისცემის მარეგულირებელი ელექტრული იმპულსების დარღვევა (გულის ბლოკადა);

რეინოს სინდრომის სიმპტომების გამწვავება (სისხლის მიმოქცევის დარღვევით გამოწვეული ცივი თითები);

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), რომელიც, როგორც წესი, შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ;

ჰეპატოცელულარული სიყვითლე (კანის და თვალის სკლერის გაყვითლება), ქოლესტაზური სიყვითლე (სიმპტომებია: დაღლილობა და გულისრევა, რასაც მოჰყვება ქავილი, გამუქებული შარდი და სიყვითლე, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი ან ცხელება) და ღვიძლის ნეკროზი (ღვიძლის ქსოვილის დაზიანება). ეს სიმპტომები, როგორც წესი, შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ;

კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი (ტოქსიური მიოპათია);

სისტემური წითელი მგლურა (აუტოიმუნური დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანისმიერი გამონაყარი, სახსრების ტკივილი, ცხელება და დაღლილობა, ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხეულის სხვა ორგანოებზე);

მოშარდვის შეუძლებლობა, მაშინაც კი, როდესაც შარდის ბუშტი სავსეა (სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობა);

სახსრების შეშუპება;

კანკალი, როდესაც პრეპარატი გამოიყენება ორსულობის დროს ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.

თვალის გაღიზიანება.

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

თვალების სიმშრალე;

ძუძუსთავების ტკივილი;

ძუძუსთავებში სისხლის მიმოქცევის პერიოდული შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძუძუსთავების დაბუჟება, სიფერმკრთალე და მგრძნობელობის მომატება (რეინოს ფენომენი).

გამონაყარი კანზე.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ეროვნულ შეტყობინების სისტემის საშუალებით:

https://www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse .

როგორ ინახება ტრანდატის ტაბლეტები

ტრანდატი უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: ვარგისობის ვადა იხილეთ შეფუთვაზე. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს და სწორად შენახულ პროდუქტს დაუზიანებელ შეფუთვაში.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ გაუარესების რაიმე თვალსაჩინო ნიშანს.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატების განადგურების შესახებ რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაიცავს გარემოს.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტრანდატი

ტრანდატი 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

1 გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ლაბეტალოლის ჰიდროქლორიდი 100 მგ.

სხვა ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, E 110, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმი, პოვიდონი, ტალკი, ეუდრაგიტი, პროპილენ გლიკოლი, პოლისორბატი 80, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის ციტრატი, კაოლინი.

ტრანდატი 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

1 გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ლაბეტალოლის ჰიდროქლორიდი 200 მგ.

სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, E 110, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმი, პოვიდონი, ტალკი, ეუდრაგიტი, პროპილენგლიკოლი, პოლისორბატი 80, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის ციტრატი, კაოლინი.

ტრანდატის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

შეფუთვაში მოთავსებულია ტრანდატი 100მგ 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

შეფუთვაში მოთავსებულია ტრანდატი 200მგ 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Teofarma Srl Via F.lli Cervi 8 – 27010 Valle Salimbene (PV).

მწარმოებელი

Teofarma Srl– V.le Certosa 8/A - 27100 Pavia.

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია 2023 წლის 11 იანვარს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა