ტრაზოდონის ჰიდროქლორიდი 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
Trazodone Hydrochloride 150 mg film-coated tablets
მედიკამენტის სახელწოდებაა ტრაზოდონის ჰიდროლქორიდი 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები (ინსტრუქციაში ის მოცემულია ტრაზოდონის ტაბლეტების სახელწოდებით). ტრაზოდონის ტაბლეტები შეიცავს მედიკამენტს ტრაზოდონის ჰიდროქლორიდს. ის მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების მედიკამენტების ჯგუფს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტრაზოდონის (trazodone)
- ფორმა და შეფუთვა
- 150მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100
- მწარმოებელი
- Titan Laboratories Private Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, სხვა ანტიდეპრესანტები
- ATC კოდი
- N06AX05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042406
- რეგისტრირებულია
- 19 ნოემბერი 2024, მოქმედებს 5 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ტრაზოდონის ჰიდროქლორიდი 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მედიკამენტის სახელწოდებაა ტრაზოდონის ჰიდროლქორიდი 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები (ინსტრუქციაში ის მოცემულია ტრაზოდონის ტაბლეტების სახელწოდებით).
ტრაზოდონის ტაბლეტები შეიცავს მედიკამენტს ტრაზოდონის ჰიდროქლორიდს. ის მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების მედიკამენტების ჯგუფს.
ტრაზოდონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს შფოთვისა და დეპრესიის დროს.
მიღების წესი და დოზირება
ტრაზოდონის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტის მიღებისას
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს პერორალურად;
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით;
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ეს ეხმარება გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობის შემცირებაში;
თუ ტრაზოდონი დანიშნულია მხოლოდ ერთხელ დღეში, ის მიღებულ უნდა იქნეს ძილის წინ;
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, არ უნდა შეცვალოს დოზა თვითნებურად და უნდა მიმართოს ექიმს.
ტაბლეტი იყოფა ორ თანაბარ ნაწილად.
ტრაზოდონის სხვა დოზა ან გამოშვების ფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ საჭირო დოზები ვერ მიიღწევა ამ ტაბლეტით.
რა რაოდენობით მიიღება
მოზრდილები
დეპრესია
მოზრდილები ჩვეულებრივ იწყებენ 150 მგ-ით დღეში;
მკურნალმა ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 300 მგ-მდე დღეში მდგომარეობის მიხედვით;
მოზრდილებში ჰოსპიტალური მკურნალობის დროს დოზა შეიძლება იყოს 600 მგ დღეში.
შფოთვა
მოზრდილები ჩვეულებრივ იწყებენ 75 მგ-ით დღეში;
მკურნალმა ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 300 მგ-მდე დღეში.
ხანდაზმულები
ხანდაზმულ ან დასუსტებული პაციენტებში საწყისი დოზა არის 100 მგ დღეში.
ბავშვები
ტრაზოდონი არ მიიღება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ტრაზოდონის დოზის გადაჭარბებისას
ტრაზოდონის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქნიოს შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს, თუ რა პრეპარატია მიღებული.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები: გულისრევა ან ღებინება, ძილიანობა, თავბრუსხვევა ან გულისწასვლა, გულყრები, ცნობიერების დაბინდვა, სუნთქვის ან გულის პრობლემები.
ტრაზოდონის მიღების დავიწყებისას
დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსნებისთანავე. თუმცა თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული.
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ტრაზოდონის მიღების შეწყვეტისას
ტრაზოდონის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნული ხანგრძლივობით. ტრაზოდონის მიღება არ უნდა შეწყდეს მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად. ექიმის დანიშნულებით ამ ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით.
ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებთი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
სიფრთხილის ზომები
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება და ექიმს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰოიპერმგრძნობიარეა) ტრაზოდონის ჰიდროქლორიდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას;
თუ პაციენტს უკანსკნელ პერიოდში გადატანილი აქვს გულის შეტევა;
თუ პაციენტი იღებს ჭარბ ალკოჰოლს ან იღებს საძილე აბებს;
თუ პაციენტი 18 წელზე ნაკლები ასაკისაა.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ტრაზოდონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ტრაზოდონის მიღებისას
თვითმკვლელობის აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი დარღვევის გაუარესება
დეპრესიის და/ან შფოთვითი დარღვევის დროს პაციენტს ზოგჯერ შეიძლება აღენიშნებოდეს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. ეს შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების პირველად მიღების დაწყებისას, რადგან ამ პრეპარატებს ჭირდებათ დრო მოქმედების დასაწყებად, ჩვეულებრივ ორი კვირა, ხანდახან უფრო მეტი.
ეს უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ განვითარდეს:
თუ პაცინტს ადრე აღენიშნებოდა თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები;
თუ პაციენტი ახალგაზრდაა. კლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ სუიციდური ქცევის რისკი იზრდება 25 წელზე ნაკლების ასაკის მოზრდილებში, რომლებსაც ფსიქიკური დარღვევები აქვთ და მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.
თუ პაციენტს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები ჰქონდა ნებისმიერ დროს, საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა.
პაციენტს შეიძლება დაეხმაროს, თუ ნათესავს ან ახლო მეგობარს აცნობებს, რომ დეპრესიაშია ან შფოთვითი დარღვევა აქვს და სთხოვს მათ გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვას. პაციენტმა უნდა სთხოვოს მათ, უთხრან, თუ ფიქრობენ, რომ მისი დეპრესია ან შფოთვა უარესდება, ან ისინი ღელავენ მისი ქცევის ცვლილებებზე.
ტრაზოდონი არ უნდა იქნეს გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
თუ პაციენტი ხანდაზმულია, ის შეიძლება უფრო მეტად მიდრეკილი იყოს გვერდით მოვლენებისადმი. გაზრდილი სიფრთხილეა საჭირო განსაკუთრებით სხვა მედიკამენტების ტრაზოდონთან ერთად მიღებისას ან თუ პაციენტს სხვა დაავადებები აქვს.
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ:
პაციენტს აქვს ან ჰქონდა გულყრები (ეპილეფსია);
პაციენტს აქვს ღვიძლის, თირკმლის ან გულის მძიმე პრობლემები;
პაციენტი ორსულადაა, ცდილობს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს;
პაციენტს ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებული ფუნქცია აქვს (ჰიპერთირეოზი);
პაციენტს შარდვის პრობლემები აქვს ან აღენიშნება ხშირი შარდვა;
პაციენტს ვიწროკუთხოვანი გლაუკომა (თვალის დაავადება) აქვს;
პაციენტს აქვს შიზოფრენია ან სხვა ტიპის ფსიქიკური დარღვევა;
პაციენტი არის ხანდაზმული, რადგან შეიძლება უფრო მიდრეკილი იყოს გვერდითი მოვლენებისადმი.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ზემოთ ჩამოთვლილი ეხება თუ არა მას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ტრაზოდონის მიღებამდე.
ტრაზოდონის სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებისას
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რომელიმე მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების, მათ შორის მცენარეული პრეპარატების, ჩათვლით, რადგან ტრაზოდონმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედების მექანიზმზე. ასევე სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტრაზოდონის ეფექტზე.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
მაოი (მონოამონის ოქსიდაზის ინჰიბიტორები) მედიკამენტები, როგორიცაა ტრანილციპრომინი, ფენელზინი და იზოკარბოქსაზიდი (დეპრესიისათვის) ან სელეგილინი (პარკინსონის დაავადებისათვის) ან მათ იღებდა ბოლო 2 კვრის განმავლობაში;
სხვა ანტიდეპრესანტები (როგორიცაა: ამიტრიპტილინი ან ფლუოქსეტინი);
ბუპრენორფინი/ოპიოიდები - ეს მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდნენ ტრაზოდონთან და გამოიწვიონ სიმპტომები, როგორიცაა: კუნთების უნებლიე, რითმული შეკუმშვები, მათ შორის კუნთების, რომლებიც აკონტროლებენ თვალების მოძრაობას, ღელვა, ჰალუცინაციები, კომა, ჭარბი ოფლიანობა, ტრემორი, რეფექსების გაძლიერება, კუნთების ტონუსის მომატება, სხეულის ტემპერატურის მომატება 38ºC-ის ზემოთ. საჭიროა ექიმთან მიმართვა ამ სიმპტომების განვითარებისას.
სედატიური პრეპარატები (როგორიცაა ტრანკვილიზატორები ან საძილე აბები);
ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა კარბამაზეპინი და ფენიტოინი;
სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატები, მაგ.: კლონიდინი;
დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების დროს);
სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი;
აივ ინფექციის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა: რიტონავირი და ინდინავირი;
ერითრომიცინი, ინფექციის სამკურნალო ანტიბიოტიკი;
ლევოდოპა (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს);
კრაზანა (მცენარეული პრეპარატი);
ვარფარინი (გამოიყენება სისხლის თრომბოზის შესაჩერებლად).
საანესთეზიო საშუალებები
თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს ანესთეზია (ოპერაციის გამო), ექიმს ან სტომატოლოგს უნდა ეცნობოს, რომ იღებს ტრაზოდონს.
ტრაზოდონის მიღება ალკოჰოლთან ერთად
თავიდან უნდა იქნეს აცილებული ალკოჰოლის მიღება ტრაზოდონით მკურნალობისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის მიღებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის ორსულად, შესაძლოა იყოს ორსულად ან გეგმავს ორსულობას.
ტრაზოდონის მიღებამ ორსულობის გვიან სტადიაზე ახალშობილში შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები.
ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ტრაზოდონმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა ხელსაწყოების, ან მექანიზმების მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ტრაზოდონი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ეს მედიკამენტი ასევე შეიცავს ნატრიუმს, დამხმარე ნივთიერების სახით.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად ტრაზოდონმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ტრაზოდონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ:
პაციენტს აღენიშნება ხელების, ტერფების, კოჭების, სახის, ტუჩების ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, კანის ქავილი და ჭინჭრის ციება. ეს ნიშნავს, რომ პაციენტს ალერგიული რეაქცია აქვს ტრაზოდონის მიმართ.
პაციენტს აღენიშნება მტკივნეული ერექცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სქესობრივ აქტივობასთან, და რომელიც არ იხსნება (პრიაპიზმი).
პაციენტს აღენიშნება თვალების ან კანის გაყვითლება. ეს შეიძლება ღვიძლის პრობლემა იყოს (სიყვითლე).
პაციენტი ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ავადდება ინფექციებით. ეს შეიძლება სისხლის პთოლოოგია (აგრანულოციტოზი) იყოს.
პაციენტს უფრო ადვილად უვითარდება სისხლჩაქცევები. ეს შეიძლება სისხლის პათოლოგია (თრომბოციტოპენია) იყოს.
პაციენტს აღენიშნება მუცლის ძლიერი ტკივილი და ბოყინი, ღებინება და შეკრულობა. ეს შეიძლება ნაწლავის მოქმედების დარღვევის ნიშნები იყოს (პარალიზური ილეუსი).
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტი შენიშნავს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას:
თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები;
დაღლილობა, გულისწასვლა, თავბრუსხვევა, სიფერმკრთალე - ეს შეიძლება ანემიის ნიშნები იყოს;
კრუნჩხვები/გულყრები;
კანზე უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა ან წიწკვნა (პარესთეზია);
ცნობიერების დაბინდვა, მოუსვენრობა, ოფლიანობა, რხევა, კანკალი, ჰალუცინაციები (უცნაური საგნების დანახვა ან ხმები), კუნთების უეცარი მოძრაობა ან აჩქარებული გულისცემა - ეს შეიძლება სეროტონინის სინდრომი იყოს;
ძალიან ცუდად ყოფნის შეგრძნება, შესაძლოა ქოშინით (დისპნოე), სიარულის გაძნელება ან სიარული კოჭლობით, ხეულის რხევა, კუნთების უკონტროლო მოძრაობები და მაღალი ტემპერატურა (38ºC-ის ზემოთ). ეს შეიძლება ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი იყოს;
სწრაფი, ნელი ან არარეგულარული გულისცემა.
ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა აღწერილი გვერდითი მოვლენები:
გაბრუება ან ძილიანობა, დაღლილობა;
ჩვეულებრივზე უფრო ნაკლებად ფხიზლად ყოფნა;
გულისრება ან ღებინება, დისპეფსია;
შეკრულობა, დიარეა;
პირის სიმშრალე, გემოს ცვლილება, ნერწვდენის გაძლიერება, ცხვირის გაჭედვა;
ჩვეულებრივზე უფრო ძლიერი ოფლიანობა;
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ცნობიერების დაბინდვა, სისუსტე. ტრემორი;
მხედველობის დაბინდვა;
მადის დაკარგვა და წონის დაკლება;
თავბრუსხვევა ან გაბრუება სწრაფად ადგომისას ან დაჯდომისას (პოსტურალური ჰიპოტენზია), გულის წასვლა (სინკოპე);
მოუსვენრობა და დაძინების გაძნელება;
წყლის შეკავება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხელებისა და ფეხების შეშუპება;
კანზე გამონაყარი, ქავილი;
მკერდში ტკივილი;
კიდურების ტკივილი, წელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი;
უნებლიე მოძრაობები, ძირითადად ხელებისა და ფეხების, კუნთების უკონტროლო მოძრაობები ან შეკუმშვა;
ხშირი ინფექციები მაღალი ტემპერატურით, ძლიერი შემცივნება, ყელის ტკივილი ან პირის წყლულები. ეს შეიძლება სისხლის პრობლემის ლეიკოპენიის ნიშნები იყოს;
შფოთვა ან ჩვეულებრივზე უფრო მეტი ნევროზულობა, აჟიტირება;
უჩვეულო ქცევა ან ფიქრების (მანია), მოვლენების დაჯერება, რომლებიც არ არის ნამდვილი (ილუზია), მეხსიერების დარღვევა;
ღამის კოშმარები;
ლიბიდოს დაქვეითება;
თავბრუსხვევა, შესაძლოა ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო);
სისხლის მაღალი წნევა;
მაღალი ტემპერატურა;
გრიპის მსგავსი სიმპტომები;
მეტყველების გაძნელება;
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება (ჩანს სისხლის ანალიზში);
ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება სისხლში (ჩანს სისხლის ანალიზში);
ღვიძლის მძიმე დარღვევები, როგორიცაა ჰეპატიტი;
ღვიძლის უკმარისობა, პოტენციურად ფატალური შედეგით;
დაღლილობა, სისუსტე, დაბინდული ცნობიერება, კუნთების ტკივილი, დაჭიმულობა და მოძრაობის გაძნელება. ასევე შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, მადის დაკარგვა, გულისრევა ან ღებინება, კრუნჩხვა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ნატრიუმის დაბალი დონით სისხლში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებგვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play-ზე ან Apple App Store-ში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
ტრაზოდონის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ აქტიურ ნივთიერება ტრაზოდონის ჰიდროქლორიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სიმინდის სახამაბელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი (PVP K30), კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალურ ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსში არსებული ნივთიერება (ოპადრი II ვარდისფერი) შეიცავს:
პოოლივინილ სპირტი (E1203), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი/PEG (E1521), ტალკი (E553b), რკინი წითელი ოქსიდი (E172).
ტრაზოდონის ტაბლეტების გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა:
ღია ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ხაზით ცალ მხარეს და მეორე მხარე სადა.
ტაბლეტები მოთავსებულია ალუმინის/პვქ ბლისტერებზე.
შეფუთვის ზომა: 28 ან 100
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება ეტიკეტსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.
დაუშვებელია მედიკამენტების გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. ეს ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ტრაზოდონის ჰიდროქლორიდი 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
(ტრაზოდონის ჰიდროქლორიდი)
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის მთლიანად წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის გადაცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ტრაზოდონის ტაბლეტები და მათი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტრაზოდონის ტაბლეტების მიღებამდე
ტრაზოდონის ტაბლეტების მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ტრაზოდონის ტაბლეტების შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ტრაზოდონის ტაბლეტები და მათი გამოყენება
მედიკამენტის სახელწოდებაა ტრაზოდონის ჰიდროლქორიდი 150 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები (ინსტრუქციაში ის მოცემულია ტრაზოდონის ტაბლეტების სახელწოდებით).
ტრაზოდონის ტაბლეტები შეიცავს მედიკამენტს ტრაზოდონის ჰიდროქლორიდს. ის მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების მედიკამენტების ჯგუფს.
ტრაზოდონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს შფოთვისა და დეპრესიის დროს.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტრაზოდონის ტაბლეტების მიღებამდე
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება და ექიმს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰოიპერმგრძნობიარეა) ტრაზოდონის ჰიდროქლორიდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას;
თუ პაციენტს უკანსკნელ პერიოდში გადატანილი აქვს გულის შეტევა;
თუ პაციენტი იღებს ჭარბ ალკოჰოლს ან იღებს საძილე აბებს;
თუ პაციენტი 18 წელზე ნაკლები ასაკისაა.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ტრაზოდონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ტრაზოდონის მიღებისას
თვითმკვლელობის აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი დარღვევის გაუარესება
დეპრესიის და/ან შფოთვითი დარღვევის დროს პაციენტს ზოგჯერ შეიძლება აღენიშნებოდეს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. ეს შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების პირველად მიღების დაწყებისას, რადგან ამ პრეპარატებს ჭირდებათ დრო მოქმედების დასაწყებად, ჩვეულებრივ ორი კვირა, ხანდახან უფრო მეტი.
ეს უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ განვითარდეს:
თუ პაცინტს ადრე აღენიშნებოდა თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები;
თუ პაციენტი ახალგაზრდაა. კლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ სუიციდური ქცევის რისკი იზრდება 25 წელზე ნაკლების ასაკის მოზრდილებში, რომლებსაც ფსიქიკური დარღვევები აქვთ და მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.
თუ პაციენტს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები ჰქონდა ნებისმიერ დროს, საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა.
პაციენტს შეიძლება დაეხმაროს, თუ ნათესავს ან ახლო მეგობარს აცნობებს, რომ დეპრესიაშია ან შფოთვითი დარღვევა აქვს და სთხოვს მათ გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვას. პაციენტმა უნდა სთხოვოს მათ, უთხრან, თუ ფიქრობენ, რომ მისი დეპრესია ან შფოთვა უარესდება, ან ისინი ღელავენ მისი ქცევის ცვლილებებზე.
ტრაზოდონი არ უნდა იქნეს გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
თუ პაციენტი ხანდაზმულია, ის შეიძლება უფრო მეტად მიდრეკილი იყოს გვერდით მოვლენებისადმი. გაზრდილი სიფრთხილეა საჭირო განსაკუთრებით სხვა მედიკამენტების ტრაზოდონთან ერთად მიღებისას ან თუ პაციენტს სხვა დაავადებები აქვს.
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ:
პაციენტს აქვს ან ჰქონდა გულყრები (ეპილეფსია);
პაციენტს აქვს ღვიძლის, თირკმლის ან გულის მძიმე პრობლემები;
პაციენტი ორსულადაა, ცდილობს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს;
პაციენტს ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებული ფუნქცია აქვს (ჰიპერთირეოზი);
პაციენტს შარდვის პრობლემები აქვს ან აღენიშნება ხშირი შარდვა;
პაციენტს ვიწროკუთხოვანი გლაუკომა (თვალის დაავადება) აქვს;
პაციენტს აქვს შიზოფრენია ან სხვა ტიპის ფსიქიკური დარღვევა;
პაციენტი არის ხანდაზმული, რადგან შეიძლება უფრო მიდრეკილი იყოს გვერდითი მოვლენებისადმი.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ზემოთ ჩამოთვლილი ეხება თუ არა მას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ტრაზოდონის მიღებამდე.
ტრაზოდონის სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებისას
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რომელიმე მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების, მათ შორის მცენარეული პრეპარატების, ჩათვლით, რადგან ტრაზოდონმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედების მექანიზმზე. ასევე სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტრაზოდონის ეფექტზე.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
მაოი (მონოამონის ოქსიდაზის ინჰიბიტორები) მედიკამენტები, როგორიცაა ტრანილციპრომინი, ფენელზინი და იზოკარბოქსაზიდი (დეპრესიისათვის) ან სელეგილინი (პარკინსონის დაავადებისათვის) ან მათ იღებდა ბოლო 2 კვრის განმავლობაში;
სხვა ანტიდეპრესანტები (როგორიცაა: ამიტრიპტილინი ან ფლუოქსეტინი);
ბუპრენორფინი/ოპიოიდები - ეს მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდნენ ტრაზოდონთან და გამოიწვიონ სიმპტომები, როგორიცაა: კუნთების უნებლიე, რითმული შეკუმშვები, მათ შორის კუნთების, რომლებიც აკონტროლებენ თვალების მოძრაობას, ღელვა, ჰალუცინაციები, კომა, ჭარბი ოფლიანობა, ტრემორი, რეფექსების გაძლიერება, კუნთების ტონუსის მომატება, სხეულის ტემპერატურის მომატება 38ºC-ის ზემოთ. საჭიროა ექიმთან მიმართვა ამ სიმპტომების განვითარებისას.
სედატიური პრეპარატები (როგორიცაა ტრანკვილიზატორები ან საძილე აბები);
ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა კარბამაზეპინი და ფენიტოინი;
სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატები, მაგ.: კლონიდინი;
დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების დროს);
სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი;
აივ ინფექციის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა: რიტონავირი და ინდინავირი;
ერითრომიცინი, ინფექციის სამკურნალო ანტიბიოტიკი;
ლევოდოპა (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს);
კრაზანა (მცენარეული პრეპარატი);
ვარფარინი (გამოიყენება სისხლის თრომბოზის შესაჩერებლად).
საანესთეზიო საშუალებები
თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს ანესთეზია (ოპერაციის გამო), ექიმს ან სტომატოლოგს უნდა ეცნობოს, რომ იღებს ტრაზოდონს.
ტრაზოდონის მიღება ალკოჰოლთან ერთად
თავიდან უნდა იქნეს აცილებული ალკოჰოლის მიღება ტრაზოდონით მკურნალობისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის მიღებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის ორსულად, შესაძლოა იყოს ორსულად ან გეგმავს ორსულობას.
ტრაზოდონის მიღებამ ორსულობის გვიან სტადიაზე ახალშობილში შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები.
ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ტრაზოდონმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა ხელსაწყოების, ან მექანიზმების მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ტრაზოდონი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ეს მედიკამენტი ასევე შეიცავს ნატრიუმს, დამხმარე ნივთიერების სახით.
ტრაზოდონის ტაბლეტების მიღების წესი
ტრაზოდონის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტის მიღებისას
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს პერორალურად;
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით;
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ეს ეხმარება გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობის შემცირებაში;
თუ ტრაზოდონი დანიშნულია მხოლოდ ერთხელ დღეში, ის მიღებულ უნდა იქნეს ძილის წინ;
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, არ უნდა შეცვალოს დოზა თვითნებურად და უნდა მიმართოს ექიმს.
ტაბლეტი იყოფა ორ თანაბარ ნაწილად.
ტრაზოდონის სხვა დოზა ან გამოშვების ფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ საჭირო დოზები ვერ მიიღწევა ამ ტაბლეტით.
რა რაოდენობით მიიღება
მოზრდილები
დეპრესია
მოზრდილები ჩვეულებრივ იწყებენ 150 მგ-ით დღეში;
მკურნალმა ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 300 მგ-მდე დღეში მდგომარეობის მიხედვით;
მოზრდილებში ჰოსპიტალური მკურნალობის დროს დოზა შეიძლება იყოს 600 მგ დღეში.
შფოთვა
მოზრდილები ჩვეულებრივ იწყებენ 75 მგ-ით დღეში;
მკურნალმა ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 300 მგ-მდე დღეში.
ხანდაზმულები
ხანდაზმულ ან დასუსტებული პაციენტებში საწყისი დოზა არის 100 მგ დღეში.
ბავშვები
ტრაზოდონი არ მიიღება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ტრაზოდონის დოზის გადაჭარბებისას
ტრაზოდონის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქნიოს შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს, თუ რა პრეპარატია მიღებული.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები: გულისრევა ან ღებინება, ძილიანობა, თავბრუსხვევა ან გულისწასვლა, გულყრები, ცნობიერების დაბინდვა, სუნთქვის ან გულის პრობლემები.
ტრაზოდონის მიღების დავიწყებისას
დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსნებისთანავე. თუმცა თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული.
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ტრაზოდონის მიღების შეწყვეტისას
ტრაზოდონის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნული ხანგრძლივობით. ტრაზოდონის მიღება არ უნდა შეწყდეს მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად. ექიმის დანიშნულებით ამ ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით.
ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებთი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად ტრაზოდონმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ტრაზოდონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ:
პაციენტს აღენიშნება ხელების, ტერფების, კოჭების, სახის, ტუჩების ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, კანის ქავილი და ჭინჭრის ციება. ეს ნიშნავს, რომ პაციენტს ალერგიული რეაქცია აქვს ტრაზოდონის მიმართ.
პაციენტს აღენიშნება მტკივნეული ერექცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სქესობრივ აქტივობასთან, და რომელიც არ იხსნება (პრიაპიზმი).
პაციენტს აღენიშნება თვალების ან კანის გაყვითლება. ეს შეიძლება ღვიძლის პრობლემა იყოს (სიყვითლე).
პაციენტი ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ავადდება ინფექციებით. ეს შეიძლება სისხლის პთოლოოგია (აგრანულოციტოზი) იყოს.
პაციენტს უფრო ადვილად უვითარდება სისხლჩაქცევები. ეს შეიძლება სისხლის პათოლოგია (თრომბოციტოპენია) იყოს.
პაციენტს აღენიშნება მუცლის ძლიერი ტკივილი და ბოყინი, ღებინება და შეკრულობა. ეს შეიძლება ნაწლავის მოქმედების დარღვევის ნიშნები იყოს (პარალიზური ილეუსი).
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტი შენიშნავს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას:
თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები;
დაღლილობა, გულისწასვლა, თავბრუსხვევა, სიფერმკრთალე - ეს შეიძლება ანემიის ნიშნები იყოს;
კრუნჩხვები/გულყრები;
კანზე უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა ან წიწკვნა (პარესთეზია);
ცნობიერების დაბინდვა, მოუსვენრობა, ოფლიანობა, რხევა, კანკალი, ჰალუცინაციები (უცნაური საგნების დანახვა ან ხმები), კუნთების უეცარი მოძრაობა ან აჩქარებული გულისცემა - ეს შეიძლება სეროტონინის სინდრომი იყოს;
ძალიან ცუდად ყოფნის შეგრძნება, შესაძლოა ქოშინით (დისპნოე), სიარულის გაძნელება ან სიარული კოჭლობით, ხეულის რხევა, კუნთების უკონტროლო მოძრაობები და მაღალი ტემპერატურა (38ºC-ის ზემოთ). ეს შეიძლება ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი იყოს;
სწრაფი, ნელი ან არარეგულარული გულისცემა.
ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა აღწერილი გვერდითი მოვლენები:
გაბრუება ან ძილიანობა, დაღლილობა;
ჩვეულებრივზე უფრო ნაკლებად ფხიზლად ყოფნა;
გულისრება ან ღებინება, დისპეფსია;
შეკრულობა, დიარეა;
პირის სიმშრალე, გემოს ცვლილება, ნერწვდენის გაძლიერება, ცხვირის გაჭედვა;
ჩვეულებრივზე უფრო ძლიერი ოფლიანობა;
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ცნობიერების დაბინდვა, სისუსტე. ტრემორი;
მხედველობის დაბინდვა;
მადის დაკარგვა და წონის დაკლება;
თავბრუსხვევა ან გაბრუება სწრაფად ადგომისას ან დაჯდომისას (პოსტურალური ჰიპოტენზია), გულის წასვლა (სინკოპე);
მოუსვენრობა და დაძინების გაძნელება;
წყლის შეკავება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხელებისა და ფეხების შეშუპება;
კანზე გამონაყარი, ქავილი;
მკერდში ტკივილი;
კიდურების ტკივილი, წელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი;
უნებლიე მოძრაობები, ძირითადად ხელებისა და ფეხების, კუნთების უკონტროლო მოძრაობები ან შეკუმშვა;
ხშირი ინფექციები მაღალი ტემპერატურით, ძლიერი შემცივნება, ყელის ტკივილი ან პირის წყლულები. ეს შეიძლება სისხლის პრობლემის ლეიკოპენიის ნიშნები იყოს;
შფოთვა ან ჩვეულებრივზე უფრო მეტი ნევროზულობა, აჟიტირება;
უჩვეულო ქცევა ან ფიქრების (მანია), მოვლენების დაჯერება, რომლებიც არ არის ნამდვილი (ილუზია), მეხსიერების დარღვევა;
ღამის კოშმარები;
ლიბიდოს დაქვეითება;
თავბრუსხვევა, შესაძლოა ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო);
სისხლის მაღალი წნევა;
მაღალი ტემპერატურა;
გრიპის მსგავსი სიმპტომები;
მეტყველების გაძნელება;
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება (ჩანს სისხლის ანალიზში);
ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება სისხლში (ჩანს სისხლის ანალიზში);
ღვიძლის მძიმე დარღვევები, როგორიცაა ჰეპატიტი;
ღვიძლის უკმარისობა, პოტენციურად ფატალური შედეგით;
დაღლილობა, სისუსტე, დაბინდული ცნობიერება, კუნთების ტკივილი, დაჭიმულობა და მოძრაობის გაძნელება. ასევე შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, მადის დაკარგვა, გულისრევა ან ღებინება, კრუნჩხვა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ნატრიუმის დაბალი დონით სისხლში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებგვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play-ზე ან Apple App Store-ში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ტრაზოდონის ტაბლეტების შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება ეტიკეტსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.
დაუშვებელია მედიკამენტების გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. ეს ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ტრაზოდონის ტაბლეტები
ტრაზოდონის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ აქტიურ ნივთიერება ტრაზოდონის ჰიდროქლორიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სიმინდის სახამაბელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი (PVP K30), კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალურ ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსში არსებული ნივთიერება (ოპადრი II ვარდისფერი) შეიცავს:
პოოლივინილ სპირტი (E1203), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი/PEG (E1521), ტალკი (E553b), რკინი წითელი ოქსიდი (E172).
ტრაზოდონის ტაბლეტების გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა:
ღია ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ხაზით ცალ მხარეს და მეორე მხარე სადა.
ტაბლეტები მოთავსებულია ალუმინის/პვქ ბლისტერებზე.
შეფუთვის ზომა: 28 ან 100
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Somex Pharma, Ilford, Essex, IG3 8BS, UK
სომექს ფარმა, ილფორდ, ესექს, IG3 8BS გაერთიანებული სამეფო
მწარმოებელი
Somex Pharma, Ilford, Essex, IG3 8RA, UK
სომექს ფარმა, ილფორდ, ესექს, IG3 8RA გაერთიანებული სამეფო
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2021 წლის ივლისი.
ინფორმაციის სხვა წყაროები:
ბრაილის ან დიდი შრიფტით ინსტრუქციის ასლის შესაკვეთად დარეკვა შესაძლებელია უფასო ტელეფონის ნომერზე: 020 8590 9399 (მხოლოდ გართიანებული სამეფოსთვის).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


