პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ტრავობენი

TRAVOBENE®

რეცეპტით0,04მგ/მლინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

ტრავობენი შეიცავს ტრავობენს, მედიკამენტების ერთ-ერთ ჯგუფს, რომელსაც პროსტაგლანდინების ანალოგები ეწოდება. ის მოქმედებს თვალში წნევის შემცირებით. მისი გამოყენება შესაძლებელია ცალკე ან სხვა წვეთებთან ერთად, მაგ. ბეტა-ბლოკატორები, რომლებიც ასევე ამცირებენ წნევას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტრავოპროსტი (travoprost)
ფორმა და შეფუთვა
0,04მგ/მლ 2,5მლ თვალის წვეთები ხსნარი პოლიპროპილენის ბოთლი №1
მწარმოებელი
RAFARM S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, პროსტაგლანდინის ანალოგები
ATC კოდი
S01EE04
რეგისტრაციის ნომერი
რ-043739
რეგისტრირებულია
5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Rich Group LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „რიჩ გრუპი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატრავობენი და სხვა წამალი ერთად

ტრავობენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტრავობენი შეიცავს ტრავობენს, მედიკამენტების ერთ-ერთ ჯგუფს, რომელსაც პროსტაგლანდინების ანალოგები ეწოდება. ის მოქმედებს თვალში წნევის შემცირებით. მისი გამოყენება შესაძლებელია ცალკე ან სხვა წვეთებთან ერთად, მაგ. ბეტა-ბლოკატორები, რომლებიც ასევე ამცირებენ წნევას.

ტრავობენი გამოიყენება თვალის მაღალი წნევის შესამცირებლად მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში 2 თვის ასაკიდან. ამ წნევამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადება, რომელსაც ეწოდება გლაუკომა.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნავთ თქვენი ექიმი ან თქვენი შვილის მკურნალი ექიმი. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, თქვენი შვილის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა

ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში ან თვალებში, დღეში ერთხელ - საღამოს.

გამოიყენეთ ტრავობენი ორივე თვალში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ასე. გამოიყენეთ ის იმდენ ხანს, რამდენი ხნითაც დაგინიშნავთ თქვენი ექიმი ან თქვენი შვილის მკურნალი ექიმი.

გამოიყენეთ ტრავობენი მხოლოდ თქვენი ან თქვენი შვილის თვალებში ჩასაწვეთებლად.

გამოყენების ინსტრუქცია

  • ამ პრეპარატის პირველად გამოყენებამდე, დარწმუნდით, რომ პლომბიანი რგოლი არ არის დაზიანებული.
  • დაიბანეთ ხელები და დაჯექით ან დადექით კომფორტულად.
  • მოხსენით თავსახური.
  • მოხსენით პლომბიანი რგოლი.
  • დაიჭირეთ ბოთლი თავდაყირა ცერა და დანარჩენ თითებს შორის, გადახარეთ თქვენი თავი ან თქვენი ბავშვის თავი ფრთხილად უკან. სუფთა თითით ჩამოწიეთ ქუთუთო, ისე რომ ქუთუთოსა და თვალს შორის შეიქმნას "ჯიბე". წვეთი უნდა ჩაეწვეთოს მანდ.
  • ბოთლის წვერი მიიტანეთ თვალთან ახლოს. გამოიყენეთ სარკე, თუ ეს დაგეხმარებათ.

53467010731500

  • ფრთხილას მოუჭირეთ ბოთლს ისე, რომ მხოლოდ ერთი წვეთი ჩაეწვეთოს თვალში და შემდეგ აიღეთ ხელი ქვედა ქუთუთოდან. არ შეეხოთ თვალებს ან ქუთუთოებს, მიმდებარე უბნებს ან სხვა ზედაპირებს საწვეთურით. ამას შეუძლია წვეთების დაინფიცირება.
  • ფრთხილას მოუჭირეთ ბოთლს, რომ ჩამოეწვეთოს ტრავობენის თითო წვეთი
  • ტრავობენის გამოყენების შემდეგ დახუჭეთ ქუთუთო, ნაზად მიაჭირეთ თითი თვალის კუთხეში ცხვირის მიმართულებით, სულ მცირე 1 წუთის განმავლობაში. აღნიშნული მოქმედება ხელს შეუშლის ტრავობენს სხეულის დანარჩენ ნაწილში მოხვედრაში.
  • გაიმეორეთ მეორე თვალში იგივე მოქმედება, თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ.
  • გამოყენების შემდეგ დაახურეთ ბოთლს თავსახური მჭიდროდ.
  • ერთ ჯერზე გამოიყენეთ მხოლოდ ერთი ბოთლი. არ გახსნათ პაკეტი სანამ არ დაგჭირდებათ ბოთლის გამოყენება.

თუ წვეთი არ მოხვდება თვალში, სცადეთ ხელახლა.

თუ თქვენ ან თქვენი შვილი იყენებთ თვალის სხვა პრეპარატებს, როგორიცაა თვალის წვეთები ან თვალის მალამო, დაელოდეთ მინიმუმ 5 წუთი ტრავობენის და სხვა თვალის პრეპარატების გამოყენებებს შორის.

თუ თქვენ ან თქვენი შვილი გამოიყენებთ საჭიროზე მეტ ტრავობენს

ჩამოიბანეთ მთელი წამალი თბილი წყლით. არ ჩაიწვეთოთ მეტი წვეთი, სანამ არ დადგება შემდეგი რეგულარული დოზის დრო.

თუ დაგავიწყდათ ტრავობენის გამოყენება

გააგრძელეთ შემდეგი დოზის გამოყენება, როგორც დაგეგმილია. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. არასოდეს ჩაიწვეთოთ ერთზე მეტი წვეთი დაზიანებულ თვალ(ებ)ში ერთ დღეში.

თუ შეწყვეტთ ტრავობენის გამოყენებას

არ შეწყვიტოთ ტრავობენის გამოყენება თქვენს ექიმთან ან თქვენი შვილის მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე, თქვენი ან თქვენი შვილის თვალში წნევა ვეღარ გაკონტროლდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, თქვენი შვილის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ტრავობენის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).

ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს, თუ აღნიშნული გეხებათ.

სიფრთხილის ზომები

ტრავობენმა შეიძლება გაზარდოს თქვენი წამწამების სიგრძე, სისქე, ფერი და/ან რაოდენობა. ასევე აღინიშნა ცვლილებები ქუთუთოებთან მიმართებაში, უჩვეულო თმის ზრდის ჩათვლით ან ცვლილებები თვალის ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე.

ტრავობენმა შეიძლება შეცვალოს ირისის (თვალის ფერადი ნაწილის) ფერი. ეს ცვლილება შეიძლება იყოს მუდმივი. ასევე შეიძლება აღინიშნოს კანის ფერის ცვლილება თვალის ირგვლივ.

თუ ჩაგიტარდათ კატარაქტის ოპერაცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ტრავობენის გამოყენებამდე.

თუ გაქვთ თვალის ანთება ან გქონდათ ანამნეზში (ირიტი და უვეიტი), მიმართეთ თქვენს ექიმს ტრავობენის გამოყენებამდე.

იშვიათად ტრავობენმა შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი ან ხიხინი ან გაზარდოს ასთმის სიმპტომები. თუ გაწუხებთ სუნთქვის რეჟიმის ცვლილებები ტრავობენის გამოყენებისას აცნობეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე.

ტრავობენი შეიძლება შეიწოვოს კანიდან. თუ რომელიმე სამკურნალო საშუალება შევა კანთან კონტაქტში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი ჩამობანა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქალებისთვის, რომლებიც ორსულად არიან ან ცდილობენ დაორსულებას.

ბავშვები და მოზარდები

ტრავობენის გამოყენება შესაძლებელია 2 თვიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში იმავე დოზით, როგორიც მოზრდილებში. ტრავობენის გამოყენება არ არის რეკომენდებული 2 თვემდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ახლახანს იღებდით ან იყენებდით სხვა პრეპარატებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

არ გამოიყენოთ ტრავობენი თუ ხართ ორსულად. თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ შეიძლება რომ დაორსულდეთ, გამოიყენეთ ადეკვატური კონტრაცეფცია ტრავობენის გამოყენებისას.

ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ ტრავობენი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ტრავობენი შეიძლება მოხვდეს რძეში. ნებისმიერი წამლის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ტრავობენის გამოყენების შემდეგ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი მხედველობა ბუნდოვანია გარკვეული პერიოდის განმავლობაში. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ არ გაივლის.

ტრავობენი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.

ეს პრეპარატი შეიცავს 0.375 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს თითოეულ ბოთლში 2.5 მლ ხსნარით, რაც უდრის 0.150 მგ/მლ-ს.

ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება შეიწოვოს რბილი კონტაქტური ლინზებით და შეიძლება შეცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მოიხსნათ კონტაქტური ლინზები და დააბრუნოთ 15 წუთის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ გაქვთ თვალების სიმშრალე ან რქოვანას დაზიანება (თვალის წინა ფენა). თუ ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ თვალში გრძნობთ უჩვეულო შეგრძნებას, ჩხვლეტას ან თვალის ტკივილს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველას.

ჩვეულებრივ შეგიძლიათ გააგრძელოთ წვეთების გამოყენება, თუ გვერდითი მოვლენები სერიოზული არ არის. თუ ღელავთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეწყვიტოთ ტრავობენის გამოყენება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

შემდეგი გვერდითი მოვლენები გამოვლინდა ტრავობენის გამოყენებისას:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტზე

ადამიანებში ზემოქმედება თვალებზე: თვალის სიწითლე

ხშირი გვერდითი მოვლენები: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე

ზეგავლენა თვალზე: ირისის ფერის ცვლილება (თვალის ფერადი ნაწილი), თვალის ტკივილი, დისკომფორტი თვალში, სიმშრალე, თვალის ქავილი, თვალის გაღიზიანება.

არახშირი გვერდითი მოვლენები: შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე

ზეგავლენა თვალზე: რქოვანას დაზიანება, თვალის ანთება, ირისის ანთება, თვალის შიგნით ანთება, თვალის ზედაპირის ანთება ზედაპირის დაზიანებით/დაზიანების გარეშე, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, გამონადენი თვალიდან, ქუთუთოების ანთება, ქუთუთოების სიწითლე, შეშუპება თვალის ირგვლივ, ქუთუთოების ქავილი, ბუნდოვანი მხედველობა, ცრემლ-წარმოქმნის გაზრდა, კონიუნქტივის ინფექცია ან ანთება (კონიუნქტივიტი), ქვედა ქუთუთოს პათოლოგიური ამობრუნება, თვალის შემღვრევა, ქუთუთებზე წირპლების წარმოქმნა, წამწამების ზრდა.

ზოგადი გვერდითი მოვლენები: გაძლიერებული ალერგიული სიმპტომები, თავის ტკივილი, არარეგულარული გულისცემა, ხველა, ცხვირის გაჭედვა, ყელის გაღიზიანება, თვალის (თვალების) გარშემო კანის გამუქება, კანის გამუქება, თმის პათოლოგიური ტექსტურა, თმის ჭარბი ზრდა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები: შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანზე

ზეგავლენა თვალზე: მოციმციმე ნათების აღქმა, ქუთუთოების ეგზემა, პათოლოგიურად განლაგებული წამწამები, რომლებიც იზრდება თვალისკენ ჩაბრუნებით, თვალის შეშუპება, მხედველობის დაქვეითება, ჰალო მხედველობა, თვალის მგრძნობელობის დაქვეითება, ქუთუთოების ჯირკვლების ანთება, პიგმენტაცია თვალის შიგნით, გუგის ზომის გადიდება, წამწამების გასქელება, წამწამების ფერის შეცვლა, დაღლილი თვალები.

ზოგადი გვერდითი მოვლენები: თვალის ვირუსული ინფექცია, თავბრუსხვევა, ცუდი გემო, არარეგულარული ან დაქვეითებული გულისცემა, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, ქოშინი, ასთმა, ცხვირის ალერგია ან ანთება, ცხვირის სიმშრალე, ხმის ცვლილებები, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის არეში ან წყლული, ყაბზობა, პირის სიმშრალე, კანის სიწითლე ან ქავილი, გამონაყარი, თმის ფერის შეცვლა, წამწამების ცვენა, სახსრების ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, გენერალიზებული სისუსტე.

უცნობი: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

ზეგავლენა თვალზე: თვალის უკანა ნაწილის ანთება, თვალები უფრო შეწეულად გამოიყურება.

ზოგადი გვერდითი მოვლენები: დეპრესია, შფოთვა, უძილობა, ცრუ მოძრაობის შეგრძნება, შუილი ყურებში, ტკივილი გულმკერდის არეში, პათოლოგიური გულის რითმი, გახშირებული გულისცემა, ასთმის გაუარესება, დიარეა, ცხვირიდან სისხლდენა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ქავილი, თმის პათოლოგიური ზრდა, მტკივნეული ან უნებლიე შარდვა, პროსტატის კიბოს მარკერის მომატება.

ბავშვებსა და მოზარდებში, ტრავობენის გამოყენების ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია: თვალების სიწითლე და წამწამების ზრდა. ორივე გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა უფრო მაღალი სიხშირით ბავშვებსა და მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის მეშვეობით: უნდა შეივსოს შესაბამისი ჯანდაცვის ორგანოსთან.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ადგილობრივი გამოყენების პრეპარატებით დოზის გადაჭარბება სავარაუდოა, ან და არ არის მოსალოდნელი, რომ დაკავშირებული იყოს ტოქსიკურობასთან. ტრავოპროსტის ადგილობრივი დოზის გადაჭარბებისას, ჭარბი დოზა შესაძლებელია თვალი(ებ)დან ჩამოიბანოს ნელთბილი წყლით. საეჭვო პერორალური მიღებისას მკურნალობა სიმპტომური და დამხმარეა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება ტრავობენი 40 მიკროგრამი/მლ.

სხვა ინგრედიენტებია: ბენზალკონიუმის ქლორიდი, მაკროგოლ-15-ჰიდროქსისტეარატი, ტრომეტამოლი, ბორის მჟავა, EDTA დინატრიუმი, მანიტოლი და საინექციო წყალი. მცირე რაოდენობით მარილმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი დამატებულია pH-ის დასარეგულირებლად.

ტრავობენის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ტრავობენი არის თხევადი (გამჭვირვალე, უფერო ხსნარი) 5 მლ პლასტმასის საწვეთურიან ბოთლში, თეთრი ხრახნიანი თავსახურით და პლომბიანი რგოლით. თითოეული ბოთლი შეიცავს 2.5 მლ ხსნარს. ტრავობენი წარმოდგენილია შეფუთვაში 1 ბოთლით ან სამი ბოთლით. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

შპს რიჩ გრუპი

ზ.საკანდელიძის ქ.#7,

0162 თბილისი, საქართველო

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ტრავობენი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბოთლზე და კოლოფზე „Exp“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ბოთლი უნდა გადააგდოთ გახსნიდან 4 კვირის შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციები და გამოიყენოთ ახალი ბოთლი. მუყაოს კოლოფზე მოცემულ სივრცეში ჩაწერეთ გახსნის თარიღი.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოფთალმოლოგიური-გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოტიკები-პროსტაგლანდინების ანალოგები

ათქ კოდი: S01E E04

მოქმედების მექანიზმი

ტრავოპროსტი - პროსტაგლანდინის F2α ანალოგი, არის ძლიერი შერჩევითი სრული აგონისტი, რომელსაც აქვს მაღალი აფინურობა პროსტაგლანდინის FP რეცეპტორთან და ამცირებს თვალშიდა წნევას ტრაბეკულური ბადის და უვეოსკლერული ქსელის გავლით წყლისებრი სითხის გადინების გაზრდის ხარჯზე. თვალშიდა წნევის დაქვეითება ადამიანში იწყება გამოყენებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ და მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 12 საათის შემდეგ. ერთჯერადი დოზით თვალშიდა წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება შეიძლება შენარჩუნდეს 24 საათზე მეტი პერიოდის განმავლობაში.

მეორადი ფარმაკოლოგია

თვალში 7 დღიანი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ (1.4 მიკროგრამი, დღეში ერთხელ)ტრავოპროსტმა ბოცვრებში საგრძნობლად გაზარდა სისხლის მომოქცევა მხედველობის ნერვის სისხლძარღვებში.

პედიატრიული პოპულაცია

ტრავოპროსტის ეფექტურობა 2 თვიდან 18 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ნაჩვენები იყო ტრავოპროსტის 12-კვირიან, ორმაგ-შენიღბულ კლინიკური კვლევაში, სადაც შედარება ხდებოდა თიმოლოლთან 152 პაციენტში, რომლებსაც დიაგნოსტირებული ჰქონდათ თვალის ჰიპერტენზია ან პედიატრიული გლაუკომა. პაციენტები იღებდნენ ან 0.004%-იან ტრავოპროსტს დღეში ერთხელ ან 0.5%-იან (ან 0.25%-იანი 3 წელზე უმცროსი ასაკის სუბიექტებისთვის) თიმოლოლს დღეში ორჯერ. პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი იყო თვალშიდა წნევის (IOP) ცვლილება საწყისიდან კვლევის მე-12 კვირისთვის. თვალშიდა წნევის საშუალო შემცირება ტრავოპროსტის და თიმოლოლის ჯგუფებში მსგავსი იყო (იხ. ცხრილი 1).

ასაკობრივ ჯგუფებში 3-დან <12 წლამდე (n=36) და 12-დან <18 წლამდე (n=26), თვალშიდა წნევის საშუალო შემცირება მე-12 კვირისთვის ტრავოპროსტის და თიმოლოლის ჯგუფში მსგავსი იყო. თვალშიდა წნევის საშუალო შემცირება მე-12 კვირისთვის 2 თვიდან < 3 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში იყო 1.8 მმ.ვცხ.სვ. ტრავოპროსტის ჯგუფში და 7.3 მმ.ვწყ.სვ. თიმოლოლის ჯგუფში. თვალშიდა წნევის შემცირება ამ ჯგუფისთვის დაფუძნებული იყო მხოლოდ 6 პაციენტის მონაცემზე თიმოლოლის ჯგუფში და 9 პაციენტის მონაცემზე ტრავოპროსტის ჯგუფში, სადაც 4 პაციენტს ტრავოპროსტის ჯგუფში და 0 პაციენტის თიმოლოლის ჯგუფში არ ჰქონდა შესაბამისი თვალშიდა წნევის საშუალო შემცირება მე-12 კვირისთვის. 2 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

თვალშიდა წნევაზე ეფექტი დაფიქსირდა მკურნალობის მეორე კვირის შემდეგ და თანმიმდევრულად ნარჩუნდებოდა კვლევის 12 კვირიანი პერიოდის განმავლობაში ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

ცხრილი 1. თვალშიდა წნევის საშუალო ცვლილების შედარება საწყისი მდგომარეობიდან (მმ.ვცხ.სვ) მე-12 კვირისთვის

#

ტრავოპროსტი საშუალო

(SE)

ტიმოლოლი

N

საშუალო

(SE)

საშუალო

განსხვავებაა

(95% CI)

53

  • 6.4

60

  • 5.8
  • 0.5

(-2.1, 1.0)

(1.05)

(0.96)

SE = სტანდარტული შეცდომა; CI = ნდობის ინტერვალი;

ა საშუალო განსხვავებაა ტრავოპროსტი - ტიმოლოლი. შეფასებები, რომლებიც დაფუძნებულია უმცირესი კვადრატების მნიშვნელობაზე, მიღებული სტატისტიკური მოდელიდან, რომელიც ითვალისწინებს თვალშიდა წნევის კორელაციურ გაზომვებს პაციენტში, სადაც პირველადი დიაგნოზი და თვალშიდა წნევის საწყისი დონე ჩართულია მოდელში.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ტრავოპროსტი არის ეთეროვანი პროწამალი. ის შეიწოვება რქოვანას მეშვეობით, სადაც იზოპროპილის ესტერი ჰიდროლიზდება აქტიურ თავისუფალ მჟავამდე. ბოცვრებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა თავისუფალი მჟავის მაქსიმალური კონცენტრაცია 20 ნგ/მლ წყლისებრ სითხეში ტრავოპროსტის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ერთიდან ორ საათამდე. წყლისებრ სითხეში კონცენტრაცია მცირდება ნახევარგამოყოფის პერიოდით - დაახლოებით 1.5 საათის განმავლობაში.

განაწილება

ჯანმრთელ მოხალისეებში ტრავოპროსტის თვალში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ნაჩვენები იყო აქტიური თავისუფალი მჟავის დაბალი სისტემური ექსპოზიცია. აქტიური თავისუფალი მჟავის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 25 პგ/მლ ან ნაკლები დაფიქსირდა დოზის გამოყენებიდან 10-30 წუთში. ამიტომ, პლაზმური დონე სწრაფად მცირდება 10 პგ/მლ - საანალიზო რაოდენობრივი ლიმიტის ქვემოთ გამოყენებიდან 1 საათამდე. დაბალი პლაზმური კონცენტრაციისა და ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სწრაფი ელიმინაციის გამო, აქტიური თავისუფალი მჟავის ნახევარგამოყოფის პერიოდი ადამიანში ვერ განისაზღვრა.

ბიოგარდაქმნა

მეტაბოლიზმი არის როგორც ტრავოპროსტის, ასევე აქტიური თავისუფალი მჟავის გამოყოფის მთავარი გზა.

სისტემური მეტაბოლიზმის გზები ენდოგენური F2α პროსტაგლანდინის მეტაბოლიზმის გზების პარალელურია, რომლებიც ხასიათდებიან 13-14 ორმაგი ბმის შემცირებით, ზედა გვერდითი ჯაჭვის 15-ჰიდროქსილური და ბეტა-ოქსიდაციური რგოლების რღვევებით.

გამოყოფა

ტრავოპროსტის თავისუფალი მჟავა და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით. ტრავოპროსტის შესწავლა მოხდა პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და მძიმე უკმარისობით და პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 14 მლ/წთ-მდე). ამ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის..

პედიატრიული პოპულაცია

ფარმაკოკინეტიკური კვლევა 2 თვიდან 18 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში აჩვენებდა ტრავოპროსტის თავისუფალი მჟავის ძალიან დაბალ პლაზმურ ექსპოზიციას, რომლის კონცენტრაცია მერყეობდა 10 პგ/მლ საზომი ზღვრიდან (BLQ) 54.5 პგ/მლ-მდე. ზრდასრულ პოპულაციაში ჩატარებულ 4 წინა სისტემურ ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში, ტრავოპროსტის თავისუფალი მჟავას კონცენტრაცია პლაზმაში მერყეობდა BLQ-დან 52.0 პგ/მლ-მდე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვლევაში პლაზმური მონაცემების უმეტესობა არ იყო რაოდენობრივად განსაზღვრული, რაც შეუძლებელს ხდიდა სისტემური ექსპოზიციის სტატისტიკურ შედარებას ასაკობრივ ჯგუფებს შორის, საერთო ტენდენცია აჩვენებს, რომ ტრავოპროსტის თავისუფალ მჟავის პლაზმური ექსპოზიცია ტრავოპროსტის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ უკიდურესად დაბალია ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ტრავობენი 40 მიკროგრამი/მლ თვალის წვეთები, ხსნარი

ტრავობენი

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე დაავადების ნიშნები აქვთ, როგორიც თქვენ.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში (იხ. პარაგრაფი 4).

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს ტრავობენი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ტრავობენის გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება ტრავობენი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება ტრავობენი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ტრავობენი და რისთვის გამოიყენება

ტრავობენი შეიცავს ტრავობენს, მედიკამენტების ერთ-ერთ ჯგუფს, რომელსაც პროსტაგლანდინების ანალოგები ეწოდება. ის მოქმედებს თვალში წნევის შემცირებით. მისი გამოყენება შესაძლებელია ცალკე ან სხვა წვეთებთან ერთად, მაგ. ბეტა-ბლოკატორები, რომლებიც ასევე ამცირებენ წნევას.

ტრავობენი გამოიყენება თვალის მაღალი წნევის შესამცირებლად მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში 2 თვის ასაკიდან. ამ წნევამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადება, რომელსაც ეწოდება გლაუკომა.

რა უნდა იცოდეთ ტრავობენის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ტრავობენი:

თუ გაქვთ ალერგია ტრავობენის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).

ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს, თუ აღნიშნული გეხებათ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ტრავობენმა შეიძლება გაზარდოს თქვენი წამწამების სიგრძე, სისქე, ფერი და/ან რაოდენობა. ასევე აღინიშნა ცვლილებები ქუთუთოებთან მიმართებაში, უჩვეულო თმის ზრდის ჩათვლით ან ცვლილებები თვალის ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე.

ტრავობენმა შეიძლება შეცვალოს ირისის (თვალის ფერადი ნაწილის) ფერი. ეს ცვლილება შეიძლება იყოს მუდმივი. ასევე შეიძლება აღინიშნოს კანის ფერის ცვლილება თვალის ირგვლივ.

თუ ჩაგიტარდათ კატარაქტის ოპერაცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ტრავობენის გამოყენებამდე.

თუ გაქვთ თვალის ანთება ან გქონდათ ანამნეზში (ირიტი და უვეიტი), მიმართეთ თქვენს ექიმს ტრავობენის გამოყენებამდე.

იშვიათად ტრავობენმა შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი ან ხიხინი ან გაზარდოს ასთმის სიმპტომები. თუ გაწუხებთ სუნთქვის რეჟიმის ცვლილებები ტრავობენის გამოყენებისას აცნობეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე.

ტრავობენი შეიძლება შეიწოვოს კანიდან. თუ რომელიმე სამკურნალო საშუალება შევა კანთან კონტაქტში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი ჩამობანა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქალებისთვის, რომლებიც ორსულად არიან ან ცდილობენ დაორსულებას.

ბავშვები და მოზარდები

ტრავობენის გამოყენება შესაძლებელია 2 თვიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში იმავე დოზით, როგორიც მოზრდილებში. ტრავობენის გამოყენება არ არის რეკომენდებული 2 თვემდე ასაკის ბავშვებში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ტრავობენი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ახლახანს იღებდით ან იყენებდით სხვა პრეპარატებს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

არ გამოიყენოთ ტრავობენი თუ ხართ ორსულად. თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ შეიძლება რომ დაორსულდეთ, გამოიყენეთ ადეკვატური კონტრაცეფცია ტრავობენის გამოყენებისას.

ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ ტრავობენი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ტრავობენი შეიძლება მოხვდეს რძეში. ნებისმიერი წამლის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ტრავობენის გამოყენების შემდეგ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი მხედველობა ბუნდოვანია გარკვეული პერიოდის განმავლობაში. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ არ გაივლის.

ტრავობენი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.

ეს პრეპარატი შეიცავს 0.375 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს თითოეულ ბოთლში 2.5 მლ ხსნარით, რაც უდრის 0.150 მგ/მლ-ს.

ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება შეიწოვოს რბილი კონტაქტური ლინზებით და შეიძლება შეცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მოიხსნათ კონტაქტური ლინზები და დააბრუნოთ 15 წუთის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ გაქვთ თვალების სიმშრალე ან რქოვანას დაზიანება (თვალის წინა ფენა). თუ ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ თვალში გრძნობთ უჩვეულო შეგრძნებას, ჩხვლეტას ან თვალის ტკივილს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

როგორ გამოიყენება ტრავობენი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნავთ თქვენი ექიმი ან თქვენი შვილის მკურნალი ექიმი. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, თქვენი შვილის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა

ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში ან თვალებში, დღეში ერთხელ - საღამოს.

გამოიყენეთ ტრავობენი ორივე თვალში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ასე. გამოიყენეთ ის იმდენ ხანს, რამდენი ხნითაც დაგინიშნავთ თქვენი ექიმი ან თქვენი შვილის მკურნალი ექიმი.

გამოიყენეთ ტრავობენი მხოლოდ თქვენი ან თქვენი შვილის თვალებში ჩასაწვეთებლად.

გამოყენების ინსტრუქცია

  • ამ პრეპარატის პირველად გამოყენებამდე, დარწმუნდით, რომ პლომბიანი რგოლი არ არის დაზიანებული.
  • დაიბანეთ ხელები და დაჯექით ან დადექით კომფორტულად.
  • მოხსენით თავსახური.
  • მოხსენით პლომბიანი რგოლი.
  • დაიჭირეთ ბოთლი თავდაყირა ცერა და დანარჩენ თითებს შორის, გადახარეთ თქვენი თავი ან თქვენი ბავშვის თავი ფრთხილად უკან. სუფთა თითით ჩამოწიეთ ქუთუთო, ისე რომ ქუთუთოსა და თვალს შორის შეიქმნას "ჯიბე". წვეთი უნდა ჩაეწვეთოს მანდ.
  • ბოთლის წვერი მიიტანეთ თვალთან ახლოს. გამოიყენეთ სარკე, თუ ეს დაგეხმარებათ.

53467010731500

  • ფრთხილას მოუჭირეთ ბოთლს ისე, რომ მხოლოდ ერთი წვეთი ჩაეწვეთოს თვალში და შემდეგ აიღეთ ხელი ქვედა ქუთუთოდან. არ შეეხოთ თვალებს ან ქუთუთოებს, მიმდებარე უბნებს ან სხვა ზედაპირებს საწვეთურით. ამას შეუძლია წვეთების დაინფიცირება.
  • ფრთხილას მოუჭირეთ ბოთლს, რომ ჩამოეწვეთოს ტრავობენის თითო წვეთი
  • ტრავობენის გამოყენების შემდეგ დახუჭეთ ქუთუთო, ნაზად მიაჭირეთ თითი თვალის კუთხეში ცხვირის მიმართულებით, სულ მცირე 1 წუთის განმავლობაში. აღნიშნული მოქმედება ხელს შეუშლის ტრავობენს სხეულის დანარჩენ ნაწილში მოხვედრაში.
  • გაიმეორეთ მეორე თვალში იგივე მოქმედება, თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ.
  • გამოყენების შემდეგ დაახურეთ ბოთლს თავსახური მჭიდროდ.
  • ერთ ჯერზე გამოიყენეთ მხოლოდ ერთი ბოთლი. არ გახსნათ პაკეტი სანამ არ დაგჭირდებათ ბოთლის გამოყენება.

თუ წვეთი არ მოხვდება თვალში, სცადეთ ხელახლა.

თუ თქვენ ან თქვენი შვილი იყენებთ თვალის სხვა პრეპარატებს, როგორიცაა თვალის წვეთები ან თვალის მალამო, დაელოდეთ მინიმუმ 5 წუთი ტრავობენის და სხვა თვალის პრეპარატების გამოყენებებს შორის.

თუ თქვენ ან თქვენი შვილი გამოიყენებთ საჭიროზე მეტ ტრავობენს

ჩამოიბანეთ მთელი წამალი თბილი წყლით. არ ჩაიწვეთოთ მეტი წვეთი, სანამ არ დადგება შემდეგი რეგულარული დოზის დრო.

თუ დაგავიწყდათ ტრავობენის გამოყენება

გააგრძელეთ შემდეგი დოზის გამოყენება, როგორც დაგეგმილია. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. არასოდეს ჩაიწვეთოთ ერთზე მეტი წვეთი დაზიანებულ თვალ(ებ)ში ერთ დღეში.

თუ შეწყვეტთ ტრავობენის გამოყენებას

არ შეწყვიტოთ ტრავობენის გამოყენება თქვენს ექიმთან ან თქვენი შვილის მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე, თქვენი ან თქვენი შვილის თვალში წნევა ვეღარ გაკონტროლდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, თქვენი შვილის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველას.

ჩვეულებრივ შეგიძლიათ გააგრძელოთ წვეთების გამოყენება, თუ გვერდითი მოვლენები სერიოზული არ არის. თუ ღელავთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეწყვიტოთ ტრავობენის გამოყენება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

შემდეგი გვერდითი მოვლენები გამოვლინდა ტრავობენის გამოყენებისას:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტზე

ადამიანებში ზემოქმედება თვალებზე: თვალის სიწითლე

ხშირი გვერდითი მოვლენები: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე

ზეგავლენა თვალზე: ირისის ფერის ცვლილება (თვალის ფერადი ნაწილი), თვალის ტკივილი, დისკომფორტი თვალში, სიმშრალე, თვალის ქავილი, თვალის გაღიზიანება.

არახშირი გვერდითი მოვლენები: შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე

ზეგავლენა თვალზე: რქოვანას დაზიანება, თვალის ანთება, ირისის ანთება, თვალის შიგნით ანთება, თვალის ზედაპირის ანთება ზედაპირის დაზიანებით/დაზიანების გარეშე, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, გამონადენი თვალიდან, ქუთუთოების ანთება, ქუთუთოების სიწითლე, შეშუპება თვალის ირგვლივ, ქუთუთოების ქავილი, ბუნდოვანი მხედველობა, ცრემლ-წარმოქმნის გაზრდა, კონიუნქტივის ინფექცია ან ანთება (კონიუნქტივიტი), ქვედა ქუთუთოს პათოლოგიური ამობრუნება, თვალის შემღვრევა, ქუთუთებზე წირპლების წარმოქმნა, წამწამების ზრდა.

ზოგადი გვერდითი მოვლენები: გაძლიერებული ალერგიული სიმპტომები, თავის ტკივილი, არარეგულარული გულისცემა, ხველა, ცხვირის გაჭედვა, ყელის გაღიზიანება, თვალის (თვალების) გარშემო კანის გამუქება, კანის გამუქება, თმის პათოლოგიური ტექსტურა, თმის ჭარბი ზრდა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები: შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანზე

ზეგავლენა თვალზე: მოციმციმე ნათების აღქმა, ქუთუთოების ეგზემა, პათოლოგიურად განლაგებული წამწამები, რომლებიც იზრდება თვალისკენ ჩაბრუნებით, თვალის შეშუპება, მხედველობის დაქვეითება, ჰალო მხედველობა, თვალის მგრძნობელობის დაქვეითება, ქუთუთოების ჯირკვლების ანთება, პიგმენტაცია თვალის შიგნით, გუგის ზომის გადიდება, წამწამების გასქელება, წამწამების ფერის შეცვლა, დაღლილი თვალები.

ზოგადი გვერდითი მოვლენები: თვალის ვირუსული ინფექცია, თავბრუსხვევა, ცუდი გემო, არარეგულარული ან დაქვეითებული გულისცემა, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, ქოშინი, ასთმა, ცხვირის ალერგია ან ანთება, ცხვირის სიმშრალე, ხმის ცვლილებები, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის არეში ან წყლული, ყაბზობა, პირის სიმშრალე, კანის სიწითლე ან ქავილი, გამონაყარი, თმის ფერის შეცვლა, წამწამების ცვენა, სახსრების ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, გენერალიზებული სისუსტე.

უცნობი: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

ზეგავლენა თვალზე: თვალის უკანა ნაწილის ანთება, თვალები უფრო შეწეულად გამოიყურება.

ზოგადი გვერდითი მოვლენები: დეპრესია, შფოთვა, უძილობა, ცრუ მოძრაობის შეგრძნება, შუილი ყურებში, ტკივილი გულმკერდის არეში, პათოლოგიური გულის რითმი, გახშირებული გულისცემა, ასთმის გაუარესება, დიარეა, ცხვირიდან სისხლდენა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ქავილი, თმის პათოლოგიური ზრდა, მტკივნეული ან უნებლიე შარდვა, პროსტატის კიბოს მარკერის მომატება.

ბავშვებსა და მოზარდებში, ტრავობენის გამოყენების ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია: თვალების სიწითლე და წამწამების ზრდა. ორივე გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა უფრო მაღალი სიხშირით ბავშვებსა და მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის მეშვეობით: უნდა შეივსოს შესაბამისი ჯანდაცვის ორგანოსთან.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

როგორ ინახება ტრავობენი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ტრავობენი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბოთლზე და კოლოფზე „Exp“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ბოთლი უნდა გადააგდოთ გახსნიდან 4 კვირის შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციები და გამოიყენოთ ახალი ბოთლი. მუყაოს კოლოფზე მოცემულ სივრცეში ჩაწერეთ გახსნის თარიღი.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტრავობენი

აქტიური ნივთიერება ტრავობენი 40 მიკროგრამი/მლ.

სხვა ინგრედიენტებია: ბენზალკონიუმის ქლორიდი, მაკროგოლ-15-ჰიდროქსისტეარატი, ტრომეტამოლი, ბორის მჟავა, EDTA დინატრიუმი, მანიტოლი და საინექციო წყალი. მცირე რაოდენობით მარილმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი დამატებულია pH-ის დასარეგულირებლად.

ტრავობენის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ტრავობენი არის თხევადი (გამჭვირვალე, უფერო ხსნარი) 5 მლ პლასტმასის საწვეთურიან ბოთლში, თეთრი ხრახნიანი თავსახურით და პლომბიანი რგოლით. თითოეული ბოთლი შეიცავს 2.5 მლ ხსნარს. ტრავობენი წარმოდგენილია შეფუთვაში 1 ბოთლით ან სამი ბოთლით. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

შპს რიჩ გრუპი

ზ.საკანდელიძის ქ.#7,

0162 თბილისი, საქართველო

მწარმოებელი

რაფარმ ს.ა.

თესი პოუსი ქსათზი აგოუ ლოუკა, პაიანია,

190 02, საბერძნეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა