პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიანემიური პრეპარატები

ტოტემა

tothema®

ურეცეპტოდ(50მგ + 1,33მგ + 0,70მგ)ინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

რკინადეფიციტური ანემიის რადიკალური მკურნალობა მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში; ორსულ ქალებში, ჩვილებსა და ბავშვებში რკინის დეფიციტის პროფილაქტიკური ან რადიკალური მკურნალობა, როდესაც საკვებით მიღებული რკინის რაოდენობა არასაკმარისია.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სპილენძი (copper) + მანგანესი (manganese) + ferrous hydrate
ფორმა და შეფუთვა
(50მგ + 1,33მგ + 0,70მგ)/10მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი მინის ამპულა №20 (2X10)
მწარმოებელი
INNOTHERA CHOUZY, საფრანგეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიანემიური პრეპარატები, რკინა სხვა კომბინაციებში
ATC კოდი
B03AE10
რეგისტრაციის ნომერი
რ-041519
რეგისტრირებულია
9 ივლისი 2024, მოქმედებს 9 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL (საფრანგეთი)
განმცხადებელი
Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში, პასუხისმგებელი რეგისტრაციის საკითხებში მაია მიქელაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატოტემა და სხვა წამალი ერთად

ტოტემა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რკინადეფიციტური ანემიის რადიკალური მკურნალობა მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში;

ორსულ ქალებში, ჩვილებსა და ბავშვებში რკინის დეფიციტის პროფილაქტიკური ან რადიკალური მკურნალობა, როდესაც საკვებით მიღებული რკინის რაოდენობა არასაკმარისია.

მიღების წესი და დოზირება

რკინადეფიციტური ანემიის რადიკალური მკურნალობისთვის:

ჩვილები და ბავშვები 1 თვის ასაკიდან: 3 მგ ელემენტარული რკინა/კგ/დღეში, მაგრამ არაუმეტეს 60 მგ-ისა.

მოზრდილები: 100-150 მგ ელემენტარული რკინა დღეში. 2-3 ამპულა დღეში, ერთჯერადად ან გაყოფილ დოზებად.

რკინადეფიციტის პროფილაქტიკური და რადიკალური მკურნალობა:

ორსულები: 50 მგ ელემენტარული რკინა დღეში. 1 ამპულა დღეში ორსულობის ბოლო ორი ტრიმესტრის განმავლობაში (ან მე-4 თვიდან).

გამოყენების ინსტრუქცია და გამოყენების წესი:

მიიღება პერორალურად, ჭამის წინ. გამოყენებამდე აუცილებელია შენჯღრევა.

ამპულის შიგთავსი ჩაასხით ერთ ჭიქა წყალში (შაქრიანი ან უშაქრო) ან ფორთოხლის წვენში.

ამპულის ორივე ბოლო გახსნისას შეიძლება ჩამოტყდეს მინის ნამსხვრევები.

მნიშვნელოვანია არ გეტეხოთ ამპულის წვერები სითხით შევსებული ჭიქის თავზე.

  • ჭიქისგან მოშორებით, ფრთხილად გადატეხეთ ამპულის პირველი წვერი.
  • ამპულა გადააბრუნეთ თავდაყირა და გახსნილი წვერი მოათავსეთ ჭიქის ზემოთ. ამპულა დაიჭირეთ დახრილად ისე, რომ მეორე წვერი არ იმყოფებოდეს ჭიქის ზემოთ. შემდეგ გადატეხეთ მეორე წვერი.

ამპულის წვერის მოსატეხად შესაძლებელია კოლოფის მუყაოს ნაწილის გამოყენება, რომელიც უნდა მოიჭრას პერფორაციის ხაზის გასწვრივ და გადაიკეცოს შუაზე.

გამოყენების სიხშირე

უმჯობესია პრეპარატის მიღება მოხდეს ჭამის წინ, მაგრამ მიღების ხანგრძლივობა, და ხანდახან დოზირება შესაძლებელია დაკორექტირდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ამტანობის შესაბამისად.

გამოყენების პირობები

საკმაოდ დიდი ხანია საჭირო ანემიის სამკურნალოდ და რკინის მარაგის აღსადგენად, რაც ქალებისთვის 600 მგ-ს, ხოლო ზრდასრული მამაკაცებისთვის 1200 მგ-ს შეადგენს.

რკინადეფიციტური ანემია: 3-დან 6 თვემდე, რკინის მარაგების განლევის მიხედვით; შეიძლება დროთა განმავლობაში გაგრძელდეს, თუ ანემიის მიზეზი არ იქნა აღმოფხვრილი.

აუცილებელია მკურნალობის ხანგრძლივობის კონტროლი.

თუ დაგავიწყდათ ტოტემას მიღება

თუ დოზის მიღება დაგავიწყდათ, მკურნალობა გააგრძელეთ რეკომენდებული დოზირების შესაბამისად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.

გამოყენება პედიატრიაში

განკუთვნილია ჩვილებისა და ბავშვებისთვის 1 თვის ასაკიდან.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა რკინაზე, მანგანუმზე ან სპილენძზე ან პრეპარატში შემავალ კომპონენტზე;

თუ ორგანიზმში რკინის სიჭარბეა (გამოწვეული ჰემოქრომატოზით, თალასემიით, რეფრაქტერული ანემიით, მედულარული უკმარისობით ან განმეორებითი ან ქრონიკული სისხლის გადასხმით);

ანემიები, რომლებიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (ჰემოლიზური ანემია, მეგალობლასტური ანემია, ანთებითი ანემია);

ვილსონის დაავადება.

სიფრთხილის ზომები

ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული ანთებითი სინდრომის დროს ჰიპოსიდერემიის (შრატში რკინის დონის შემცირება) სამკურნალოდ.

რკინის დაკარგვის მიზეზის მკურნალობისას, შესაძლებლობის შემთხვევაში, რკინის დანამატების ერთდროული მიღება.

მაღალი დოზების შემთხვევითმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფატალური მოწამვლა, განსაკუთრებით ბავშვებში.

ტოტემა არ უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად.

რკინის ხსნარის პერორალური მიღების დროს შემთხვევითმა ასპირაციამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქების ლორწოვანი გარსის გრანულაცია, დესტრუქცია ან ნეკროზი, რაც იწვევს ხველას, ჰემოპტიზს და/ან ბრონქოსტენოზს (მაშინაც კი, თუ ასპირაცია მოხდა ამ სიმპტომების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ან თვით ადრე). ასპირაციის განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ხანდაზმული პაციენტები და ისინი, ვისაც ყლაპვის გაძნელება აღენიშნებათ. ასპირაციაზე ეჭვის შემთხვევაში, პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს.

პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზის მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტი (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები), არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას (მინიმუმ 2 კვირა), მასში შემავალი გლუკოზისა და საქაროზის გამო, შეიძლება დაზიანდეს კბილები.

პრეპარატის თითოეული 10 მლ-იანი ამპულა შეიცავს 108 მგ სპირტს (ეთანოლს). ამ მედიკამენტის 10 მლ-ში ეთანოლის რაოდენობა 3 მლ ლუდზე ან 2 მლ ღვინოზე ნაკლების ეკვივალენტურია. ამ მედიკამენტში არსებული ალკოჰოლის მცირე რაოდენობა არ ამჟღავნებს შესამჩნევ ეფექტს.

ამ მედიკამენტის თითოეული 10 მლ-იანი ამპულა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

პრეპარატის თითოეული 10 მლ-იანი ამპულა შეიცავს 20 მგ ნატრიუმის ბენზოატს. ნატრიუმის ბენზოატმა შეიძლება გააძლიეროს სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება) ახალშობილებში (4 კვირამდე).

ტოტემა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, მათ შორის ალკოჰოლური ღვიძლის დაავადების, არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების და ვირუსული ჰეპატიტის მქონე პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, როგორიცაა ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება, ნაწლავის სტენოზი, დივერტიკულები, გასტრიტი და ნაწლავის წყლულები.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლოა გაიზარდოს რკინის მოთხოვნილება და რკინის დეფიციტის ან ანემიის სამკურნალოდ შესაძლოა საჭირო გახდეს რკინის დანამატები. არადიალიზური თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით მე-2-3 სტადიის დროს, რკინის დანამატების მიღება შესაძლებელია პერორალურად, თუ კარგად აიტანება. რკინის დანამატები უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად ქრონიკული თირკმლის უკმარისობის მქონე დიალიზზე მყოფ პაციენტებში (მე-5D სტადია) და შესაძლოა მე-3-5 სტადიის მქონე პაციენტებშიც. ტოტემა არ უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად.

დიდი რაოდენობით ჩაის ან ყავის ერთდროული გამოყენება ანელებს რკინის შეწოვას.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ბავშვებში არასრულფასოვანი კვების პრევენცია ემყარება მრავალფეროვანი კვების ადრეულ ეტაპზე დანერგვას.

გამოქვეყნებული ლიტერატურის თანახმად, რკინის შემცველი პრეპარატების მიმღებ პაციენტებში კუჭისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს შეიძლება ჰქონდეს პიგმენტაცია, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ქირურგიული ოპერაციებისას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება რკინის პარენტერალური შეყვანის პრეპარატებთან ერთად.

აცეტოჰიდროქსამინის მჟავას შემცველი პრეპარატების მიღების შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს.

რკინის მარილები უნდა მიიღოთ ქოლესტირამინის მიღებამდე 1-2 საათით ადრე ან მიღებიდან 4 საათის შემდეგ.

რკინის მარილები უნდა მიიღოთ როქსადუსტატის მიღებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 1 საათის შემდეგ.

ტოტემას და ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების მიღებას შორის უნდა იყოს მინიმუმ 2 საათიანი ინტერვალი:

გარკვეული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (ციკლინის ან ფტორქინოლონების ოჯახის ანტიბიოტიკები),

მყიფე ძვლების სამკურნალო მედიკამენტები (ბიოფოსფონატები),

სახსრების დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ვილსონის დაავადება (პენიცილამინი, ტრიენტინი),

ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები),

თუთიის, კალციუმის ან სტრონციუმის შემცველი დანამატები ან მედიკამენტები,

პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები (ენტაკაპონი, კარბიდოპა, ლევოდოპა),

აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (ბიკტეგრავირი, ინტეგრაზას ინჰიბიტორები),

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტები (მეთილდოფა),

კუჭის მომატებული მჟავიანობის სამკურნალო მედიკამენტები: კუჭ-ნაწლავის ადგილობრივი გამოყენების პრეპარატები, ადსორბენტები, ანტაციდები (მაგნიუმის, ალუმინის და კალციუმის ჰიდროქსიდები, ოქსიდები და მარილები).

ტოტემა, პერორალური ხსნარი ამპულაში საკვებთან და სითხეებთან ერთად.

მარცვლეულის, ბოსტნეულის, ჩაის, ყავის, წითელი ღვინის, რძის პროდუქტებისა და კვერცხის ერთდროული მიღება ამცირებს რკინის შეწოვას. ტოტემას მიღებასა და ამ საკვებისა და სასმელების მიღებას შორის უნდა იყოს მინიმუმ ორი საათიანი ინტერვალი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის პერიოდი

ორსულობის პირველ ტრიმესტრში რკინის პრეპარატების გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები არსებობს თანდაყოლილი დეფექტების რისკის შესაფასებლად.

კლინიკური კვლევების მონაცემები არ მიუთითებს ორსულობის დროს რკინის დანამატების რაიმე გავლენას დაბადების წონაზე, ნაადრევ მშობიარობაზე ან ახალშობილთა სიკვდილიანობაზე.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე ტოქსიკური ეფექტი რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, ორსულობის დროს ტოტემას გამოყენება დაშვებულია.

ლაქტაციის პერიოდი

რკინა მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი დედის რძეში. მის კონცენტრაცია არ არის დამოკიდებული დედის რაციონზე.

ამიტომ, ახალშობილებში/ჩვილებში, რომლებიც ძუძუთი კვებაზე არიან, არასასურველი რეაქციები არ არის მოსალოდნელი.

ტოტემას მიღება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი უარყოფითად არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირად (1/10 შემთხვევაზე მეტი), ხშირად (1/100 შემთხვევაზე მეტი და 1/10 შემთხვევაზე ნაკლები), ზოგჯერ (1/1000 შემთხვევაზე მეტი და 1/100 შემთხვევაზე ნაკლები), იშვიათი (1/10 000-ზე მეტი და 1000-ზე ნაკლები შემთხვევა და ძალიან იშვიათი შემთხვევები (1/10 000 შემთხვევაზე ნაკლები).

არასასურველი რეაქციები, რომელთა სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე, აღინიშნება, როგორც "უცნობი".

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები:

ყაბზობა;

დიარეა;

გულძმარვა;

გულისრევა;

ღებინება;

შავი განავალი;

მუცლის შებერილობა;

ტკივილი მუცლის არეში.

უცნობი გვერდითი მოვლენები:

მაღალი მგრძნობელობა; ანაფილაქსიური რეაქცია (მძიმე ალერგიული რეაქცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, უეცარი წითელი ქავილით გამონაყარი, სიცოცხლისათვის საშიში სისუსტე ან თავბრუსხვევა). თუ თქვენ განგივითარდათ რომელიმე ამ რეაქციათაგან, შეწყვიტეთ ტოტემას გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება;

გასტრიტი (კუჭის მწვავე ანთება);

კუჭ-ნაწლავის ფსევდომელანოზი (კუჭის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პიგმენტაცია) *;

კბილებზე ლაქების წარმოქმნა**;

კანის გამონაყარი;

ქავილი;

ჭინჭრის ციება (გამონაყარი ქავილით);

ანგიონევროზული შეშუპება (ტუჩების, ლოყების, ქუთუთოების, ენის, რბილი სასის, ფარინქსის ან ხორხის უეცარი შეშუპება);

ალერგიული დერმატიტი (კანის ალერგიული რეაქციები).

  • ლიტერატურაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კუჭისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი პაციენტებში, რომლებიც იღებენ რკინის პრეპარატებს, შესაძლოა იყოს პიგმენტირებული, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაციულ ჩარევებს.
  • * მკურნალობის შემდეგ კბილებზე ყავისფერი ან შავი ლაქები ქრება.

თუ ინსტრუქციაში მითითებული გვერდითი მოვლენები გამწვავდება ან შეინიშნება სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, უნდა აცნობოთ ექიმს.

ჭარბი დოზა

რკინის მარილის ჭარბი დოზირების შემთხვევები შემთხვევითი ასპირაციით, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში, შემთხვევით ხასიათს ატარებს.

ელემენტარული რკინის პერორალურად მიღებამ სხეულის ერთ კილოგრამ წონაზე 20 მგ ან მეტი დოზით შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაციის სიმპტომები. 60 მგ/კგ-ზე მეტი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე მოწამვლა. 200-250 მგ ელემენტარული რკინის/კგ ექვივალენტი პოტენციურად ფატალურად ითვლება.

რკინის მწვავე მოწამვლა შეიძლება ოთხ ეტაპად მიმდინარეობდეს:

პირველ სტადიაზე ჭარბობს კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა, განსაკუთრებით ღებინება და დიარეა, რომელიც პერორალური მიღებიდან 6 საათამდე პერიოდში ვლინდება. სხვა ეფექტები შეიძლება მოიცავდეს გულ-სისხლძარღვთა დარღვევებს, როგორიცაა ჰიპოტენზია, მეტაბოლურ ცვლილებებს, მათ შორის აციდოზს და ჰიპერგლიკემიას, და ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიას, რომელიც მერყეობს ლეთარგიიდან კომამდე. მსუბუქი ან საშუალო ტოქსიკურობის მქონე პაციენტები, როგორც წესი, ამ საწყის ეტაპს არ სცილდებიან.

მეორე სტადია, რომელიც ყოველთვის არ შეინიშნება, შეიძლება განვითარდეს მიღებიდან 6-24 საათის შემდეგ და ხასიათდება დროებითი რემისიით ან კლინიკური სტაბილიზაციით.

მესამე სტადიაზე, მიღებიდან 12-48 საათის შემდეგ, კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა მეორდება და შეიძლება თან ახლდეს შემდეგი შედეგები: შოკი, მეტაბოლური აციდოზი, მძიმე ლეთარგია ან კომა, ღვიძლის ნეკროზი და სიყვითლე, ჰიპოგლიკემია, სისხლდენის დარღვევები, ოლიგურია ან თირკმლის უკმარისობა და შესაძლო მიოკარდიუმის ინფარქტი.

მეოთხე სტადია შეიძლება განვითარდეს მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ და ხასიათდება კუჭ-ნაწლავის ობსტრუქციით და შესაძლოა ღვიძლის დაგვიანებული დაზიანებით.

მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე. შრატის რკინის კონცენტრაციიდან გამომდინარე, რეკომენდებულია ქელატური აგენტების გამოყენება (მაგ., დეფეროქსამინი).

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: რკინის გლუკონატის დიჰიდრატი რაოდენობით, რაც შეესაბამება 50,00 მგ ელემენტარულ რკინას, მანგანუმის გლუკონატი რაოდენობით, რაც შეესაბამება 1,33 მგ ელემენტარულ მანგანუმს, სპილენძის გლუკონატი რაოდენობით, რაც შეესაბამება 0,70 მგ ელემენტარულ სპილენძს.

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, თხევადი გლუკოზა, საქაროზა, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატ 80, კარამელის საღებავი E150c (გლუკოზა, ამონიუმის ჰიდროქსიდი), ტუტი ფრუტის არომატიზატორი (იზოამილაცეტატი, იზოამილბუტირატი, ბენზალდეჰიდი, ეთილმეთილფენილგლიციდატი, გამა-უნდეკალაქტონი, ეთილვანილინი, ეთანოლი, წყალი) გასუფთავებული წყალი.

აღწერა

მუქი ყავისფერი შეფერილობის გამჭვირვალე სითხე. დასაშვებია მცირე ნალექის არსებობა.

შენახვის პირობები

ინახება 25°C ტემპერატურამდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთაიქიდან გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატები.

ათქ კოდი: B03AE10.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტოტემა® - კომბინირებული ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც შეიცავს ორ ვალენტიან რკინას ორგანული მარილის - რკინის გლუკონატის, ასევე მანგანუმის გლუკონატის და სპილენძის გლუკონატის სახით.

ფარმაკოდინამიკა

რკინა, რომელიც მრავალი უჯრედული სტრუქტურის კომპონენტია და მონაწილეობს მრავალი ფერმენტული სისტემის (ციტოქრომები, კატალაზები) აქტივობაში, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჟანგბადის ტრანსპორტირებასა და ჟანგვით-მეტაბოლურ პროცესებში და ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ელემენტია ადამიანის ორგანიზმში ჰემოგლობინის ფორმირებისთვის.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

რკინა ძირითადად თორმეტგოჯა ნაწლავსა და წვრილ ნაწლავში შეიწოვება. რკინის მაქსიმალური შეწოვა ხდება უზმოზე მიღებისას. შეწოვა ცვალებადია და დამოკიდებულია ორგანიზმის რკინის მარაგებსა და ფიზიოლოგიურ საჭიროებებზე. რკინის დეფიციტის შემთხვევაში, მისი აბსორბცია ძლერდება.

განაწილება

შეწოვის შემდეგ, რკინის უმეტესი ნაწილი უკავშირდება ტრანსფერინს და გადადის ძვლის ტვინში, სადაც მას შეიწოვს ძვლის ტვინის ერითროიდული უჯრედები ჰემოგლობინის სინთეზისთვის; დანარჩენი რჩება სისხლში და ინახება ორგანოებში ფერიტინის, ჰემოსიდერინის და მიოგლობინის სახით.

გამოყოფა

ჰემოგლობინის მოლეკულის ციკლური დაშლის შემდეგ, ორგანიზმიდან რკინის მცირე რაოდენობა გამოიყოფა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია (პაციენტებისათვის)

ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია მოცემულ ჩანართში, ან როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა.

შეინახეთ მოცემული ბროშურა. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ბროშურაში.

თუ 4 კვირის შემდეგ არ იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას ან თავს გრძნობთ უარესად, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ტოტემა® ხსნარი პერორალური გამოყენებისათვის

TOT’HEMA®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: რკინის გლუკონატი + მანგანუმის გლუკონატი + სპილენძის გლუკონატი

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: რკინის გლუკონატის დიჰიდრატი რაოდენობით, რაც შეესაბამება 50,00 მგ ელემენტარულ რკინას, მანგანუმის გლუკონატი რაოდენობით, რაც შეესაბამება 1,33 მგ ელემენტარულ მანგანუმს, სპილენძის გლუკონატი რაოდენობით, რაც შეესაბამება 0,70 მგ ელემენტარულ სპილენძს.

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, თხევადი გლუკოზა, საქაროზა, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატ 80, კარამელის საღებავი E150c (გლუკოზა, ამონიუმის ჰიდროქსიდი), ტუტი ფრუტის არომატიზატორი (იზოამილაცეტატი, იზოამილბუტირატი, ბენზალდეჰიდი, ეთილმეთილფენილგლიციდატი, გამა-უნდეკალაქტონი, ეთილვანილინი, ეთანოლი, წყალი) გასუფთავებული წყალი.

აღწერა

მუქი ყავისფერი შეფერილობის გამჭვირვალე სითხე. დასაშვებია მცირე ნალექის არსებობა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატები.

ათქ კოდი: B03AE10.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტოტემა® - კომბინირებული ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც შეიცავს ორ ვალენტიან რკინას ორგანული მარილის - რკინის გლუკონატის, ასევე მანგანუმის გლუკონატის და სპილენძის გლუკონატის სახით.

ფარმაკოდინამიკა

რკინა, რომელიც მრავალი უჯრედული სტრუქტურის კომპონენტია და მონაწილეობს მრავალი ფერმენტული სისტემის (ციტოქრომები, კატალაზები) აქტივობაში, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჟანგბადის ტრანსპორტირებასა და ჟანგვით-მეტაბოლურ პროცესებში და ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ელემენტია ადამიანის ორგანიზმში ჰემოგლობინის ფორმირებისთვის.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

რკინა ძირითადად თორმეტგოჯა ნაწლავსა და წვრილ ნაწლავში შეიწოვება. რკინის მაქსიმალური შეწოვა ხდება უზმოზე მიღებისას. შეწოვა ცვალებადია და დამოკიდებულია ორგანიზმის რკინის მარაგებსა და ფიზიოლოგიურ საჭიროებებზე. რკინის დეფიციტის შემთხვევაში, მისი აბსორბცია ძლერდება.

განაწილება

შეწოვის შემდეგ, რკინის უმეტესი ნაწილი უკავშირდება ტრანსფერინს და გადადის ძვლის ტვინში, სადაც მას შეიწოვს ძვლის ტვინის ერითროიდული უჯრედები ჰემოგლობინის სინთეზისთვის; დანარჩენი რჩება სისხლში და ინახება ორგანოებში ფერიტინის, ჰემოსიდერინის და მიოგლობინის სახით.

გამოყოფა

ჰემოგლობინის მოლეკულის ციკლური დაშლის შემდეგ, ორგანიზმიდან რკინის მცირე რაოდენობა გამოიყოფა.

გამოყენების ჩვენებები

რკინადეფიციტური ანემიის რადიკალური მკურნალობა მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში;

ორსულ ქალებში, ჩვილებსა და ბავშვებში რკინის დეფიციტის პროფილაქტიკური ან რადიკალური მკურნალობა, როდესაც საკვებით მიღებული რკინის რაოდენობა არასაკმარისია.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა რკინაზე, მანგანუმზე ან სპილენძზე ან პრეპარატში შემავალ კომპონენტზე;

თუ ორგანიზმში რკინის სიჭარბეა (გამოწვეული ჰემოქრომატოზით, თალასემიით, რეფრაქტერული ანემიით, მედულარული უკმარისობით ან განმეორებითი ან ქრონიკული სისხლის გადასხმით);

ანემიები, რომლებიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (ჰემოლიზური ანემია, მეგალობლასტური ანემია, ანთებითი ანემია);

ვილსონის დაავადება.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული ანთებითი სინდრომის დროს ჰიპოსიდერემიის (შრატში რკინის დონის შემცირება) სამკურნალოდ.

რკინის დაკარგვის მიზეზის მკურნალობისას, შესაძლებლობის შემთხვევაში, რკინის დანამატების ერთდროული მიღება.

მაღალი დოზების შემთხვევითმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფატალური მოწამვლა, განსაკუთრებით ბავშვებში.

ტოტემა არ უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად.

რკინის ხსნარის პერორალური მიღების დროს შემთხვევითმა ასპირაციამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქების ლორწოვანი გარსის გრანულაცია, დესტრუქცია ან ნეკროზი, რაც იწვევს ხველას, ჰემოპტიზს და/ან ბრონქოსტენოზს (მაშინაც კი, თუ ასპირაცია მოხდა ამ სიმპტომების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ან თვით ადრე). ასპირაციის განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ხანდაზმული პაციენტები და ისინი, ვისაც ყლაპვის გაძნელება აღენიშნებათ. ასპირაციაზე ეჭვის შემთხვევაში, პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს.

პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზის მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტი (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები), არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას (მინიმუმ 2 კვირა), მასში შემავალი გლუკოზისა და საქაროზის გამო, შეიძლება დაზიანდეს კბილები.

პრეპარატის თითოეული 10 მლ-იანი ამპულა შეიცავს 108 მგ სპირტს (ეთანოლს). ამ მედიკამენტის 10 მლ-ში ეთანოლის რაოდენობა 3 მლ ლუდზე ან 2 მლ ღვინოზე ნაკლების ეკვივალენტურია. ამ მედიკამენტში არსებული ალკოჰოლის მცირე რაოდენობა არ ამჟღავნებს შესამჩნევ ეფექტს.

ამ მედიკამენტის თითოეული 10 მლ-იანი ამპულა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

პრეპარატის თითოეული 10 მლ-იანი ამპულა შეიცავს 20 მგ ნატრიუმის ბენზოატს. ნატრიუმის ბენზოატმა შეიძლება გააძლიეროს სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება) ახალშობილებში (4 კვირამდე).

ტოტემა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, მათ შორის ალკოჰოლური ღვიძლის დაავადების, არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების და ვირუსული ჰეპატიტის მქონე პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, როგორიცაა ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება, ნაწლავის სტენოზი, დივერტიკულები, გასტრიტი და ნაწლავის წყლულები.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლოა გაიზარდოს რკინის მოთხოვნილება და რკინის დეფიციტის ან ანემიის სამკურნალოდ შესაძლოა საჭირო გახდეს რკინის დანამატები. არადიალიზური თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით მე-2-3 სტადიის დროს, რკინის დანამატების მიღება შესაძლებელია პერორალურად, თუ კარგად აიტანება. რკინის დანამატები უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად ქრონიკული თირკმლის უკმარისობის მქონე დიალიზზე მყოფ პაციენტებში (მე-5D სტადია) და შესაძლოა მე-3-5 სტადიის მქონე პაციენტებშიც. ტოტემა არ უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად.

დიდი რაოდენობით ჩაის ან ყავის ერთდროული გამოყენება ანელებს რკინის შეწოვას.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ბავშვებში არასრულფასოვანი კვების პრევენცია ემყარება მრავალფეროვანი კვების ადრეულ ეტაპზე დანერგვას.

გამოქვეყნებული ლიტერატურის თანახმად, რკინის შემცველი პრეპარატების მიმღებ პაციენტებში კუჭისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს შეიძლება ჰქონდეს პიგმენტაცია, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ქირურგიული ოპერაციებისას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება რკინის პარენტერალური შეყვანის პრეპარატებთან ერთად.

აცეტოჰიდროქსამინის მჟავას შემცველი პრეპარატების მიღების შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს.

რკინის მარილები უნდა მიიღოთ ქოლესტირამინის მიღებამდე 1-2 საათით ადრე ან მიღებიდან 4 საათის შემდეგ.

რკინის მარილები უნდა მიიღოთ როქსადუსტატის მიღებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 1 საათის შემდეგ.

ტოტემას და ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების მიღებას შორის უნდა იყოს მინიმუმ 2 საათიანი ინტერვალი:

გარკვეული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (ციკლინის ან ფტორქინოლონების ოჯახის ანტიბიოტიკები),

მყიფე ძვლების სამკურნალო მედიკამენტები (ბიოფოსფონატები),

სახსრების დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ვილსონის დაავადება (პენიცილამინი, ტრიენტინი),

ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები),

თუთიის, კალციუმის ან სტრონციუმის შემცველი დანამატები ან მედიკამენტები,

პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები (ენტაკაპონი, კარბიდოპა, ლევოდოპა),

აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (ბიკტეგრავირი, ინტეგრაზას ინჰიბიტორები),

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტები (მეთილდოფა),

კუჭის მომატებული მჟავიანობის სამკურნალო მედიკამენტები: კუჭ-ნაწლავის ადგილობრივი გამოყენების პრეპარატები, ადსორბენტები, ანტაციდები (მაგნიუმის, ალუმინის და კალციუმის ჰიდროქსიდები, ოქსიდები და მარილები).

ტოტემა, პერორალური ხსნარი ამპულაში საკვებთან და სითხეებთან ერთად.

მარცვლეულის, ბოსტნეულის, ჩაის, ყავის, წითელი ღვინის, რძის პროდუქტებისა და კვერცხის ერთდროული მიღება ამცირებს რკინის შეწოვას. ტოტემას მიღებასა და ამ საკვებისა და სასმელების მიღებას შორის უნდა იყოს მინიმუმ ორი საათიანი ინტერვალი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის პერიოდი

ორსულობის პირველ ტრიმესტრში რკინის პრეპარატების გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები არსებობს თანდაყოლილი დეფექტების რისკის შესაფასებლად.

კლინიკური კვლევების მონაცემები არ მიუთითებს ორსულობის დროს რკინის დანამატების რაიმე გავლენას დაბადების წონაზე, ნაადრევ მშობიარობაზე ან ახალშობილთა სიკვდილიანობაზე.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე ტოქსიკური ეფექტი რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, ორსულობის დროს ტოტემას გამოყენება დაშვებულია.

ლაქტაციის პერიოდი

რკინა მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი დედის რძეში. მის კონცენტრაცია არ არის დამოკიდებული დედის რაციონზე.

ამიტომ, ახალშობილებში/ჩვილებში, რომლებიც ძუძუთი კვებაზე არიან, არასასურველი რეაქციები არ არის მოსალოდნელი.

ტოტემას მიღება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი უარყოფითად არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენების წესი და დოზირება

რეკომენდებული დოზირება:

რკინადეფიციტური ანემიის რადიკალური მკურნალობისთვის:

ჩვილები და ბავშვები 1 თვის ასაკიდან: 3 მგ ელემენტარული რკინა/კგ/დღეში, მაგრამ არაუმეტეს 60 მგ-ისა.

მოზრდილები: 100-150 მგ ელემენტარული რკინა დღეში. 2-3 ამპულა დღეში, ერთჯერადად ან გაყოფილ დოზებად.

რკინადეფიციტის პროფილაქტიკური და რადიკალური მკურნალობა:

ორსულები: 50 მგ ელემენტარული რკინა დღეში. 1 ამპულა დღეში ორსულობის ბოლო ორი ტრიმესტრის განმავლობაში (ან მე-4 თვიდან).

გამოყენების ინსტრუქცია და გამოყენების წესი:

მიიღება პერორალურად, ჭამის წინ. გამოყენებამდე აუცილებელია შენჯღრევა.

ამპულის შიგთავსი ჩაასხით ერთ ჭიქა წყალში (შაქრიანი ან უშაქრო) ან ფორთოხლის წვენში.

ამპულის ორივე ბოლო გახსნისას შეიძლება ჩამოტყდეს მინის ნამსხვრევები.

მნიშვნელოვანია არ გეტეხოთ ამპულის წვერები სითხით შევსებული ჭიქის თავზე.

  • ჭიქისგან მოშორებით, ფრთხილად გადატეხეთ ამპულის პირველი წვერი.
  • ამპულა გადააბრუნეთ თავდაყირა და გახსნილი წვერი მოათავსეთ ჭიქის ზემოთ. ამპულა დაიჭირეთ დახრილად ისე, რომ მეორე წვერი არ იმყოფებოდეს ჭიქის ზემოთ. შემდეგ გადატეხეთ მეორე წვერი.

ამპულის წვერის მოსატეხად შესაძლებელია კოლოფის მუყაოს ნაწილის გამოყენება, რომელიც უნდა მოიჭრას პერფორაციის ხაზის გასწვრივ და გადაიკეცოს შუაზე.

გამოყენების სიხშირე

უმჯობესია პრეპარატის მიღება მოხდეს ჭამის წინ, მაგრამ მიღების ხანგრძლივობა, და ხანდახან დოზირება შესაძლებელია დაკორექტირდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ამტანობის შესაბამისად.

გამოყენების პირობები

საკმაოდ დიდი ხანია საჭირო ანემიის სამკურნალოდ და რკინის მარაგის აღსადგენად, რაც ქალებისთვის 600 მგ-ს, ხოლო ზრდასრული მამაკაცებისთვის 1200 მგ-ს შეადგენს.

რკინადეფიციტური ანემია: 3-დან 6 თვემდე, რკინის მარაგების განლევის მიხედვით; შეიძლება დროთა განმავლობაში გაგრძელდეს, თუ ანემიის მიზეზი არ იქნა აღმოფხვრილი.

აუცილებელია მკურნალობის ხანგრძლივობის კონტროლი.

თუ დაგავიწყდათ ტოტემას მიღება

თუ დოზის მიღება დაგავიწყდათ, მკურნალობა გააგრძელეთ რეკომენდებული დოზირების შესაბამისად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.

გამოყენება პედიატრიაში

განკუთვნილია ჩვილებისა და ბავშვებისთვის 1 თვის ასაკიდან.

გვერდითი ეფექტები

არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის მიხედვით კლასიფიცირდება ხდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (1/10 შემთხვევაზე მეტი), ხშირად (1/100 შემთხვევაზე მეტი და 1/10 შემთხვევაზე ნაკლები), ზოგჯერ (1/1000 შემთხვევაზე მეტი და 1/100 შემთხვევაზე ნაკლები), იშვიათი (1/10 000-ზე მეტი და 1000-ზე ნაკლები შემთხვევა და ძალიან იშვიათი შემთხვევები (1/10 000 შემთხვევაზე ნაკლები).

არასასურველი რეაქციები, რომელთა სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე, აღინიშნება, როგორც "უცნობი".

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები:

ყაბზობა;

დიარეა;

გულძმარვა;

გულისრევა;

ღებინება;

შავი განავალი;

მუცლის შებერილობა;

ტკივილი მუცლის არეში.

უცნობი გვერდითი მოვლენები:

მაღალი მგრძნობელობა; ანაფილაქსიური რეაქცია (მძიმე ალერგიული რეაქცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, უეცარი წითელი ქავილით გამონაყარი, სიცოცხლისათვის საშიში სისუსტე ან თავბრუსხვევა). თუ თქვენ განგივითარდათ რომელიმე ამ რეაქციათაგან, შეწყვიტეთ ტოტემას გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება;

გასტრიტი (კუჭის მწვავე ანთება);

კუჭ-ნაწლავის ფსევდომელანოზი (კუჭის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პიგმენტაცია) *;

კბილებზე ლაქების წარმოქმნა**;

კანის გამონაყარი;

ქავილი;

ჭინჭრის ციება (გამონაყარი ქავილით);

ანგიონევროზული შეშუპება (ტუჩების, ლოყების, ქუთუთოების, ენის, რბილი სასის, ფარინქსის ან ხორხის უეცარი შეშუპება);

ალერგიული დერმატიტი (კანის ალერგიული რეაქციები).

  • ლიტერატურაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კუჭისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი პაციენტებში, რომლებიც იღებენ რკინის პრეპარატებს, შესაძლოა იყოს პიგმენტირებული, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაციულ ჩარევებს.
  • * მკურნალობის შემდეგ კბილებზე ყავისფერი ან შავი ლაქები ქრება.

თუ ინსტრუქციაში მითითებული გვერდითი მოვლენები გამწვავდება ან შეინიშნება სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, უნდა აცნობოთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

რკინის მარილის ჭარბი დოზირების შემთხვევები შემთხვევითი ასპირაციით, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში, შემთხვევით ხასიათს ატარებს.

ელემენტარული რკინის პერორალურად მიღებამ სხეულის ერთ კილოგრამ წონაზე 20 მგ ან მეტი დოზით შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაციის სიმპტომები. 60 მგ/კგ-ზე მეტი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე მოწამვლა. 200-250 მგ ელემენტარული რკინის/კგ ექვივალენტი პოტენციურად ფატალურად ითვლება.

რკინის მწვავე მოწამვლა შეიძლება ოთხ ეტაპად მიმდინარეობდეს:

პირველ სტადიაზე ჭარბობს კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა, განსაკუთრებით ღებინება და დიარეა, რომელიც პერორალური მიღებიდან 6 საათამდე პერიოდში ვლინდება. სხვა ეფექტები შეიძლება მოიცავდეს გულ-სისხლძარღვთა დარღვევებს, როგორიცაა ჰიპოტენზია, მეტაბოლურ ცვლილებებს, მათ შორის აციდოზს და ჰიპერგლიკემიას, და ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიას, რომელიც მერყეობს ლეთარგიიდან კომამდე. მსუბუქი ან საშუალო ტოქსიკურობის მქონე პაციენტები, როგორც წესი, ამ საწყის ეტაპს არ სცილდებიან.

მეორე სტადია, რომელიც ყოველთვის არ შეინიშნება, შეიძლება განვითარდეს მიღებიდან 6-24 საათის შემდეგ და ხასიათდება დროებითი რემისიით ან კლინიკური სტაბილიზაციით.

მესამე სტადიაზე, მიღებიდან 12-48 საათის შემდეგ, კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა მეორდება და შეიძლება თან ახლდეს შემდეგი შედეგები: შოკი, მეტაბოლური აციდოზი, მძიმე ლეთარგია ან კომა, ღვიძლის ნეკროზი და სიყვითლე, ჰიპოგლიკემია, სისხლდენის დარღვევები, ოლიგურია ან თირკმლის უკმარისობა და შესაძლო მიოკარდიუმის ინფარქტი.

მეოთხე სტადია შეიძლება განვითარდეს მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ და ხასიათდება კუჭ-ნაწლავის ობსტრუქციით და შესაძლოა ღვიძლის დაგვიანებული დაზიანებით.

მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე. შრატის რკინის კონცენტრაციიდან გამომდინარე, რეკომენდებულია ქელატური აგენტების გამოყენება (მაგ., დეფეროქსამინი).

გამოშვების ფორმა

10 მლ ხსნარი ყავისფრი შეფერილობის ამპულაში. 20 ამპულა მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება 25°C ტემპერატურამდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთაიქიდან გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

ინნოტერა შუზი, საფრანგეთი

უე რენე შანტერო შუზი სიურ-სისს, 41150 ბალუა-სიურ-სისს, საფრანგეთი

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ლაბორატორია ინნოტეკ ინტერნეშენალ, საფრანგეთი

ავენიუ არისტიდ ბრიან, 22, 9411 არკეი, საფრანგეთი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა