გარე და წინა ნაწილების ანთებითი დაავადებები (ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი, სკლერიტი, ასტროციტომა, ირიტი, ირიდოციკლიტი, უვეიტი, პოსტოპერაციული ანთება, სხვ.).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფლუორომეთოლონი (fluorometholone)
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები, სუსპენზია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ბოთლი №1
- მწარმოებელი
- SAMCHUNDANG PHARM. CO., LTD, კორეა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები
- ATC კოდი
- S01BA07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040846
- რეგისტრირებულია
- 25 აპრილი 2024, მოქმედებს 25 აპრილი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Rich Pharma L.P. (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ ფარმა ოფთალმოლოჯი გეო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტოლონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გარე და წინა ნაწილების ანთებითი დაავადებები (ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი, სკლერიტი, ასტროციტომა, ირიტი, ირიდოციკლიტი, უვეიტი, პოსტოპერაციული ანთება, სხვ.).
მიღების წესი და დოზირება
ჩაიწვეთეთ 1 ან 2 წვეთი, დღეში 2-4-ჯერ. დოზის კორექცია ხდება სიმძიმის მიხედვით.
უკუჩვენებები
- მწვავე ზედაპირული ჰერპეს სიმპლექსით გამოწვეული კერატიტის (დენდრიტული კერატიტის), ვირუსული, მათ შორის ჩუტყვავილას მქონე და ვაქცინაციის შემდეგ პაციენტები.
- თვალის სტრუქტურების სოკოვანი დაავადებების მქონე პაციენტები
- Mycobacterium-ით გამოწვეული თვალის ინფექციების მქონე პაციენტები.
- ქრონიკული ბლეფარიტის მქონე პაციენტები
- ამ პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტები.
- როგორც წესი, ეს პრეპარატი არ გამოიყენება შემდეგ პაციენტებში. თუმცა, თუ აუცილებელია, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
- რქოვანას სუბეპითელიარული აშრევების ან კერატოჰელკოზის მქონე პაციენტები (ეს სიმპტომი შეიძლება გამწვავდეს და შეიძლება განვითარდეს რქოვანას პერფორაცია).
- თვალის ტუბერკულოზური დაავადების ან თვალის ჩირქოვანი დაზიანების მქონე პაციენტები (ეს სიმპტომი შეიძლება გამწვავდეს და შეიძლება განვითარდეს რქოვანას პერფორაცია).
- გლაუკომის მქონე პაციენტები.
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
სიფრთხილის ზომები
- განკუთვნილია მხოლოდ თვალებში გამოსაყენებლად.
- ფრთხილად იყავით, რომ საწვეთურს არ შეეხოთ ან საწვეთური არ შეეხოს თვალს
- გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ
- დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი საჯაროდ
ორსულობა და ძუძუთი კვება
- ორსულ ქალებში ჩატარებული არ არის ფტორომეთოლონის ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები. თავიდან უნდა იქნას აცილებული ფტორომეთოლონის ხანგრძლივი გამოყენება ან ხშირი გამოყენება ორსულ ქალებში ან რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში
- ცნობილი არ არის იწვევს თუ არა ეს პრეპარატი საკმარის სისტემურ აბსორბციას, რის შედეგადაც შეიძლება გადავიდეს ადამიანის დედის რძეში. ამიტომ, ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია მეძუძურ დედებში. თუმცა, თუ მისი გამოყენება გარდაუვალია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
- პედიატრიული პაციენტები
უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებში დადგენილი არ არის.
- ხანდაზმული პაციენტები
ზოგადად, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, ვინაიდან ხანდაზმულ პაციენტებში ბიოლოგიური ფუნქცია შესუსტებულია.
გვერდითი მოვლენები
- თვალი
- კორტიკოსტეროიდის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიგა წნევის მომატება და გლაუკომა, თვალის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმკვეთრის და მხედველობის არის დეფექტებით.
ამიტომ, აუცილებელია თვალშიგა წნევის პერიოდულად შემოწმება.
შეიძლება განვითარდეს რქოვანას ჰერპესი, რქოვანას მიკოზი, ფსეუდომონაზის ინფექცია. ასეთ შემთხვევებში, მიიღება სათანადო ზომები.
შეიძლება განვითარდეს პერფორაცია, თუ ეს პრეპარატი გამოიყენება ტრავმის, რქოვანას ჰერპესის, რქოვანას წყლულის სამკურნალოდ.
იშვიათად, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა.
ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს თვალის ქსოვილებიდან გამოთავისფლებული სოკოების ან ვირუსებისაგან გამოწვეული თვალის მეორადი ინფექციების დადგენას.
თვალის მწვავე ჩირქოვანი არანამკურნალები ინფექცია შეიძლება შეინიღბოს ან მოქმედება გაძლიერდეს სტეროიდული პრეპარატის მოქმედებით.
შეიძლება განვითარდეს მწვავე უვეიტი, კერატიტი, კონიუნქტივიტი, რქოვანას წყლული, გუგების გაფართოვება, კონიუნქტივალური ინიექცია, აკომოდაციური დამბლა, ბლეფაროფტოზი.
- ჭრილობის შეხორცების გართულება: კატარაქტას ოპერაციის შემდეგ ჭრილობის შეხორცება შეიძლება გართულდეს ან შეიძლება გაიზარდოს წყლის ვაკუოლის ფორმაცია.
- ჰიპოფიზარული და თირკმელშიდა სისტემის ფუნქცია: ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოფიზარული და თირკმელშიდა ფუნქციის დათრგუნვა.
- ჰიპერმგრძნობელობა: ამ პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია.
- ზოგადი სიფრთხილის ზომები
ამ პრეპარატით თერაპიის პერიოდში ჩუტყვავილის და წითელას განვითარება შეიძლება იყოს ფატალური. ამიტომ, აუცილებელია შემდეგი სიფრთხილის ზომები დაცვა
- ამ პრეპარატით თერაპიამდე, დაადგინეთ ანამნეზში წითელას და ვაქცინაციის არსებობა
- ანამნეზში ჩუტყვავილას ან წითელას არმქონე პაციენტები დაცული უნდა იყვნენ ჩუტყვავილას და წითელას ინფექციებისგან და აუცილებელია მათი მკაცრი მონიტორინგი. თუ არსებობს ეჭვი ინფექციაზე ან თუ დადგენილია ინფექცია, აუცილებელია მყისიერი ზომების მიღება.
- თუ პაციენტებს ჩატარებული აქვთ ვაქცინაცია ჩუტყვავილის და წითელას წინააღმდეგ, აუცილებელია პაციენტებზე მკაცრი დაკვირვება, ვინაიდან თერაპიის დროს შეიძლება განვითარდეს წითელა.
- დიაგნოსტირების გარეშე შეშუპებულ თვალებში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სიბრმავე.
- კორტიკოსტეროიდის გამოყენება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მარტივი ჰერპესი, საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას; რეკომენდებულია ოპტიკური მიკროსკოპიის ხშირად ჩატარება.
- თუ ეს პროდუქტი გამოიყენება 10 დღე ან მეტი, აუცილებელია თვალშიგა წნევის პერიოდული მონიტორინგი, რაც შეიძლება რთული იყოს ბავშვებში და არაკოოპერაციულ პაციენტებში.
- კორტიკოსტეროიდები ეფექტური არ არის „მდოგვის გაზი“ კერატიტის და შეგრენის კერატოკონიუნქტივიტის დროს.
- თუ ანთება ან ტკივილი გაგრძელდა 48 საათზე მეტ ხანს ან გამწვავდა, პაციენტს უნდა მიეცეს რჩევა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის და ექიმთან კონსულტაციის შესახებ.
- კონტაქტური ლინზების ტარებისას, ლინზების გაკეთება შეიძლება პრეპარატის გამოყენებიდან 30 წუთის შემდეგ.
- ამ პრეპარატის ჩაწვეთებისას, მხედველობის არე შეიძლება დროებით დაიბინდოს. მოერიდეთ ავტომობილის და სახიფათო დანადგარების მართვას, ვიდრე მხედველობა არ გაიწმინდება.
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტი:
ფტორომეთოლონი (USP) (0.1%) -1.0 მგ
არააქტიური ინგრედიენტები:
ჰიდროქსიეთილცელულოზა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატის ჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, უწყლო ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, მონობაზური ნატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა
ოფთალმოლოგიური ხსნარი.
შენახვის პირობები
- შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
- შეინახეთ სინათლე გაუმტარ, მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში, მშრალ ადგილას.
- არასათანადო გამოყენების თავიდან ასაცილებლად და პრეპარატის ხარისხის შესანარჩუნებლად, შეინახეთ ორიგინალ კონტეინერში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა
36 თვე წარმოების თარიღიდან.
შეფუთვა
5 მლ/ბოთლი, 1 ბოთლი / კოლოფში.
გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ
®რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
რეცეპტით გასაცემი პრეპარატი
გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქციის ფურცელი
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის
ანთების საწინააღმდეგო
5 მლ
გამოყენების ინსტუქცია
ტოლონი® თვალის წვეთები
სტერილური ოფთალმოლოგიური სუსპენზია
ფტორომეთოლონი (USP)
1 მგ/1 მლ
აღწერა
თეთრი ფერის სუსპენზია გამჭვირვალე პლასტმასის კონტეინერში.
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტი:
ფტორომეთოლონი (USP) (0.1%) -1.0 მგ
არააქტიური ინგრედიენტები:
ჰიდროქსიეთილცელულოზა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატის ჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, უწყლო ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, მონობაზური ნატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა
ოფთალმოლოგიური ხსნარი.
ჩვენებები და გამოყენება
გარე და წინა ნაწილების ანთებითი დაავადებები (ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი, სკლერიტი, ასტროციტომა, ირიტი, ირიდოციკლიტი, უვეიტი, პოსტოპერაციული ანთება, სხვ.).
დოზირება და მიღების წესი
ჩაიწვეთეთ 1 ან 2 წვეთი, დღეში 2-4-ჯერ. დოზის კორექცია ხდება სიმძიმის მიხედვით.
სიფრთხილის ზომები
- უკუჩვენება
- მწვავე ზედაპირული ჰერპეს სიმპლექსით გამოწვეული კერატიტის (დენდრიტული კერატიტის), ვირუსული, მათ შორის ჩუტყვავილას მქონე და ვაქცინაციის შემდეგ პაციენტები.
- თვალის სტრუქტურების სოკოვანი დაავადებების მქონე პაციენტები
- Mycobacterium-ით გამოწვეული თვალის ინფექციების მქონე პაციენტები.
- ქრონიკული ბლეფარიტის მქონე პაციენტები
- ამ პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტები.
- როგორც წესი, ეს პრეპარატი არ გამოიყენება შემდეგ პაციენტებში. თუმცა, თუ აუცილებელია, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
- რქოვანას სუბეპითელიარული აშრევების ან კერატოჰელკოზის მქონე პაციენტები (ეს სიმპტომი შეიძლება გამწვავდეს და შეიძლება განვითარდეს რქოვანას პერფორაცია).
- თვალის ტუბერკულოზური დაავადების ან თვალის ჩირქოვანი დაზიანების მქონე პაციენტები (ეს სიმპტომი შეიძლება გამწვავდეს და შეიძლება განვითარდეს რქოვანას პერფორაცია).
- გლაუკომის მქონე პაციენტები.
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
- არასასურველი რეაქცია
- თვალი
- კორტიკოსტეროიდის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიგა წნევის მომატება და გლაუკომა, თვალის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმკვეთრის და მხედველობის არის დეფექტებით.
ამიტომ, აუცილებელია თვალშიგა წნევის პერიოდულად შემოწმება.
შეიძლება განვითარდეს რქოვანას ჰერპესი, რქოვანას მიკოზი, ფსეუდომონაზის ინფექცია. ასეთ შემთხვევებში, მიიღება სათანადო ზომები.
შეიძლება განვითარდეს პერფორაცია, თუ ეს პრეპარატი გამოიყენება ტრავმის, რქოვანას ჰერპესის, რქოვანას წყლულის სამკურნალოდ.
იშვიათად, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა.
ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს თვალის ქსოვილებიდან გამოთავისფლებული სოკოების ან ვირუსებისაგან გამოწვეული თვალის მეორადი ინფექციების დადგენას.
თვალის მწვავე ჩირქოვანი არანამკურნალები ინფექცია შეიძლება შეინიღბოს ან მოქმედება გაძლიერდეს სტეროიდული პრეპარატის მოქმედებით.
შეიძლება განვითარდეს მწვავე უვეიტი, კერატიტი, კონიუნქტივიტი, რქოვანას წყლული, გუგების გაფართოვება, კონიუნქტივალური ინიექცია, აკომოდაციური დამბლა, ბლეფაროფტოზი.
- ჭრილობის შეხორცების გართულება: კატარაქტას ოპერაციის შემდეგ ჭრილობის შეხორცება შეიძლება გართულდეს ან შეიძლება გაიზარდოს წყლის ვაკუოლის ფორმაცია.
- ჰიპოფიზარული და თირკმელშიდა სისტემის ფუნქცია: ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოფიზარული და თირკმელშიდა ფუნქციის დათრგუნვა.
- ჰიპერმგრძნობელობა: ამ პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია.
- ზოგადი სიფრთხილის ზომები
ამ პრეპარატით თერაპიის პერიოდში ჩუტყვავილის და წითელას განვითარება შეიძლება იყოს ფატალური. ამიტომ, აუცილებელია შემდეგი სიფრთხილის ზომები დაცვა
- ამ პრეპარატით თერაპიამდე, დაადგინეთ ანამნეზში წითელას და ვაქცინაციის არსებობა
- ანამნეზში ჩუტყვავილას ან წითელას არმქონე პაციენტები დაცული უნდა იყვნენ ჩუტყვავილას და წითელას ინფექციებისგან და აუცილებელია მათი მკაცრი მონიტორინგი. თუ არსებობს ეჭვი ინფექციაზე ან თუ დადგენილია ინფექცია, აუცილებელია მყისიერი ზომების მიღება.
- თუ პაციენტებს ჩატარებული აქვთ ვაქცინაცია ჩუტყვავილის და წითელას წინააღმდეგ, აუცილებელია პაციენტებზე მკაცრი დაკვირვება, ვინაიდან თერაპიის დროს შეიძლება განვითარდეს წითელა.
- დიაგნოსტირების გარეშე შეშუპებულ თვალებში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სიბრმავე.
- კორტიკოსტეროიდის გამოყენება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მარტივი ჰერპესი, საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას; რეკომენდებულია ოპტიკური მიკროსკოპიის ხშირად ჩატარება.
- თუ ეს პროდუქტი გამოიყენება 10 დღე ან მეტი, აუცილებელია თვალშიგა წნევის პერიოდული მონიტორინგი, რაც შეიძლება რთული იყოს ბავშვებში და არაკოოპერაციულ პაციენტებში.
- კორტიკოსტეროიდები ეფექტური არ არის „მდოგვის გაზი“ კერატიტის და შეგრენის კერატოკონიუნქტივიტის დროს.
- თუ ანთება ან ტკივილი გაგრძელდა 48 საათზე მეტ ხანს ან გამწვავდა, პაციენტს უნდა მიეცეს რჩევა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის და ექიმთან კონსულტაციის შესახებ.
- კონტაქტური ლინზების ტარებისას, ლინზების გაკეთება შეიძლება პრეპარატის გამოყენებიდან 30 წუთის შემდეგ.
- ამ პრეპარატის ჩაწვეთებისას, მხედველობის არე შეიძლება დროებით დაიბინდოს. მოერიდეთ ავტომობილის და სახიფათო დანადგარების მართვას, ვიდრე მხედველობა არ გაიწმინდება.
- ორსულობა და ძუძუთი კვება
- ორსულ ქალებში ჩატარებული არ არის ფტორომეთოლონის ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები. თავიდან უნდა იქნას აცილებული ფტორომეთოლონის ხანგრძლივი გამოყენება ან ხშირი გამოყენება ორსულ ქალებში ან რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში
- ცნობილი არ არის იწვევს თუ არა ეს პრეპარატი საკმარის სისტემურ აბსორბციას, რის შედეგადაც შეიძლება გადავიდეს ადამიანის დედის რძეში. ამიტომ, ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია მეძუძურ დედებში. თუმცა, თუ მისი გამოყენება გარდაუვალია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
- პედიატრიული პაციენტები
უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებში დადგენილი არ არის.
- ხანდაზმული პაციენტები
ზოგადად, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, ვინაიდან ხანდაზმულ პაციენტებში ბიოლოგიური ფუნქცია შესუსტებულია.
- სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
- განკუთვნილია მხოლოდ თვალებში გამოსაყენებლად.
- ფრთხილად იყავით, რომ საწვეთურს არ შეეხოთ ან საწვეთური არ შეეხოს თვალს
- გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ
- დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი საჯაროდ
- სიფრთხილის ზომები შენახვისას
- შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
- შეინახეთ სინათლე გაუმტარ, მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში, მშრალ ადგილას.
- არასათანადო გამოყენების თავიდან ასაცილებლად და პრეპარატის ხარისხის შესანარჩუნებლად, შეინახეთ ორიგინალ კონტეინერში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა
36 თვე წარმოების თარიღიდან.
შეფუთვა
5 მლ/ბოთლი, 1 ბოთლი / კოლოფში.
გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ
®რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი
მწარმოებელი
SAMCHUNDANG PHARM.CO., LTD.
904-1, სანგშინ-რი, ჰიანგნამ-ეუპი,
ქალაქი ჰვასეონგი, გიეონგგი-დო, კორეა
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


