პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი სხვა საშუალებები

ტისინონი

Tisinon

რეცეპტით4მგ/მლინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

მემკვიდრეობითი ტიროზინემია ტიპი 1 (HT-1) ტისინონი ნაჩვენებია მოზრდილებში და პედიატრიული (ნებისმიერი ასაკობრივი დიაპაზონის) პაციენტების სამკურნალოდ მემკვიდრული ტიროზინემიის ტიპი 1 (HT-1) დადასტურებული დიაგნოზით ტიროზინის და ფენილალანინის დიეტური შეზღუდვასთან ერთად. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნიტიზინონი (nitisinone)
ფორმა და შეფუთვა
4მგ/მლ 90მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მინის ფლაკონი №1 სამ მადოზირებელ შპრიცთან ერთად
მწარმოებელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი სხვა საშუალებები, საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი სხვადასხვა საშუალებები
ATC კოდი
A16AX04
რეგისტრაციის ნომერი
რ-035712
რეგისტრირებულია
30 ივნისი 2022, მოქმედებს 30 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სოფია შუბლაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატისინონი და სხვა წამალი ერთად

ტისინონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მემკვიდრეობითი ტიროზინემია ტიპი 1 (HT-1)

ტისინონი ნაჩვენებია მოზრდილებში და პედიატრიული (ნებისმიერი ასაკობრივი დიაპაზონის) პაციენტების სამკურნალოდ მემკვიდრული ტიროზინემიის ტიპი 1 (HT-1) დადასტურებული დიაგნოზით ტიროზინის და ფენილალანინის დიეტური შეზღუდვასთან ერთად.

ალკაპტონურია (AKU)

ტისინონი ნაჩვენებია ალკაპტონურიის მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

HT-1

ნიტიზინონით მკურნალობა უნდა დაიწყოს და მას უნდა მეთვალყურეობდეს HT-1 პაციენტების მკურნალობაში გამოცდილი ექიმი.

დაავადების ყველა გენოტიპის მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, რათა გაიზარდოს საერთო გადარჩენა და თავიდან იქნას აცილებული ისეთი გართულებები, როგორიცაა ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის კიბო და თირკმლის დაავადება. ნიტიზინონით მკურნალობასთან ერთად, საჭიროა ფენილალანინისა და ტიროზინის დეფიციტური დიეტა, რომელიც უნდა მოჰყვეს პლაზმის ამინომჟავების მონიტორინგს (იხ. პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“ და „გვერდითი ეფექტები/უარყოფითი მოვლენები“).

საწყისი დოზა HT-1

რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა პედიატრიულ და მოზრდილ პოპულაციაში არის პერორალურად 1 მგ/კგ სხეულის წონაზე. ნიტიზინონის დოზა ინდივიდუალურად უნდა დაკორექტირდეს. რეკომენდებულია დოზის მიღება დღეში ერთხელ. თუმცა, შეზღუდული მონაცემების გამო პაციენტებში სხეულის წონით <20 კგ, რეკომენდებულია მთლიანი დღიური დოზის დაყოფა ორ მიღებაზე დღეში პაციენტების ამ პოპულაციაში.

დოზის კორექცია HT-1

რეგულარული მონიტორინგის დროს მიზანშეწონილია შარდში სუქცინილაცეტონის, ღვიძლის ფუნქციის ტესტის მნიშვნელობების და ალფა-ფეტოპროტეინის დონეების შემოწმება (იხ. პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“). თუ შარდში სუქცინილაცეტონი კვლავ ვლინდება ნიტიზინონით მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ნიტიზინონის დოზა უნდა გაიზარდოს 1.5 მგ/კგ სხეულის წონაზე/დღეში. შეიძლება საჭირო გახდეს 2 მგ/კგ სხეულის წონაზე/დღეში დოზა ყველა ბიოქიმიური პარამეტრის შეფასების საფუძველზე. ეს დოზა უნდა ჩაითვალოს მაქსიმალურ დოზად ყველა პაციენტისთვის.

თუ ბიოქიმიური პასუხი დამაკმაყოფილებელია, დოზა უნდა დარეგულირდეს მხოლოდ სხეულის წონის მიხედვით.

თუმცა, ზემოაღნიშნული ტესტების გარდა, თერაპიის დაწყებისას უნდა მოხდეს გადასვლა დღეში ორჯერ დოზირებიდან დღეში ერთხელ დოზირებაზე ან გაუარესების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ყველა არსებულ ბიოქიმიურ პარამეტრზე (მაგ. პლაზმის სუქცინილაცეტონი, შარდის 5- ამინოლევულინატის (ALA) და ერითროციტების პორფობილინოგენის (PBG) - სინთეზის აქტივობა) დაკვირება.

ალკაპტონურია:

ნიტიზინონით მკურნალობა უნდა დაიწყოს და მას უნდა მეთვალყურეობდეს ალკაპტონურიის მქონე პაციენტების მკურნალობაში გამოცდილი ექიმი.

რეკომენდებული დოზა ალკაპტონურიის მქონე მოზრდილებში არის 10 მგ დღეში ერთხელ.

სპეციალური პოპულაციები

არ არსებობს კონკრეტული დოზის რეკომენდაციები ხანდაზმულებსითვის ან პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა.

პედიატრიული მოსახლეობა

HT-1: დოზის რეკომენდაცია მგ/კგ სხეულის მასაზე ერთდაიგივეა ბავშვებსა და მოზრდილებში. თუმცა, შეზღუდული მონაცემების გამო, პაციენტებში სხეულის წონით <20 კგ, რეკომენდებულია მთლიანი დღიური დოზის დაყოფა ორ დღიურ მიღებაზე პაციენტთა ამ პოპულაციაში.

ალკაპტონურია: ნიტიზინონის უსაფრთხოება და ეფექტურობა 0-დან 18 წლამდე ასაკისალკაპტონურიის მქონე ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

შეყვანის წესი

სუსპენზია შეჰყავთ პაციენტის პირში ორალური შპრიცით გაზავების გარეშე. 1 მლ, 3 მლ და 5 მლ პერორალური შპრიცები შეფუთვაში განკუთვნილია დოზის გასაზომად მლ-ში დადგენილი დოზის შესაბამისად. პერორალური შპრიცები გრადუირებულია შესაბამისად 0.01 მლ, 0.1 მლ და 0.2 მლ ეტაპად. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია დოზის გადაყვანა (მგ/მლ) პერორალური შპრიცის სამი ზომისთვის.

დოზის გადაყვანის ცხრილები, შესაბამისად, პერორალური შპრიცის სამი ზომისთვის:

1 მლ ორალური შპრიცი (0.01 მლ გრადუირება)

დოზა

3 მლ ორალური შპრიცი (0.1 მლ გრადუირება)

დოზა

5 მლ ორალური შპრიცი (0.2 მლ გრადუირება)

დოზა

მგ

მლ

მგ

მლ

მგ

მლ

  • 00
  • 25
  • 5
  • 1
  • 0
  • 2
  • 25
  • 31
  • 0
  • 3
  • 0
  • 6
  • 50
  • 38
  • 5
  • 4
  • 0
  • 8
  • 75
  • 44
  • 0
  • 5
  • 0
  • 0
  • 00
  • 50
  • 5
  • 6
  • 0
  • 2
  • 25
  • 56
  • 0
  • 8
  • 0
  • 6
  • 50
  • 63
  • 5
  • 9
  • 0
  • 8
  • 75
  • 69
  • 0
  • 0
  • 0
  • 0
  • 00
  • 75
  • 5
  • 1
  • 25
  • 81
  • 0
  • 3
  • 50
  • 88
  • 5
  • 4
  • 75
  • 94
  • 0
  • 5
  • 00
  • 00
  • 5
  • 6
  • 0
  • 8
  • 5
  • 9
  • 0
  • 0

მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოყენების ინსტრუქციის შესახებ:

ყოველი გამოყენების წინ საჭიროა ხელახალი დისპერსია ძლიერი შენჯღრევით. ხელახლა დისპერსიამდე, სამკურნალო პროდუქტი შეიძლება ფხვიერი ნამცეცების სახით იყოს, ოდნავ ოპალესცენციური ზედაპირზე მცურავი. დოზა უნდა იყოს ამოღებული და შეყვანილი დაუყოვნებლივ ხელახალი დისპერსიის შემდეგ.

დოზის მომზადებისა და შეყვანისთვის მნიშვნელოვანია 6.6 პუნქტში მოცემული ინსტრუქციების ზედმიწევნით დაცვა, რათა უზრუნველყოთ დოზის სიზუსტე.

რეკომენდებულია, რომ ჯანდაცვის პროფესიონალმა რჩევა მისცეს პაციენტს ან მომვლელს, როგორ გამოიყენოს პერორალური შპრიცები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სწორი მოცულობის შეყვანა და დანიშნულების მიცემა მლ-ში.

ტისინონი ასევე ხელმისაწვდომია 5 მგ, 10 მგ და 20 მგ კაფსულებში, თუ ეს უფრო შესაფერისია პაციენტისთვის.

რეკომენდებულია პერორალური სუსპენზიის მიღება საკვებთან ერთად, იხილეთ პუნქტი „ურთიერთქმედებები პრეპარატებთან“.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

დედებმა, რომლებიც იღებენ ნიტისინონს, არ უნდა კვებონ ძუძუთი (იხ. პუნქტები “ ფერტილურობა, ორსულობა და ლაქტაცია“).

სიფრთხილის ზომები

მონიტორინგის ვიზიტები უნდა ჩატარდეს ყოველ 6 თვეში ერთხელ; გვერდითი მოვლენების შემთხვევაში რეკომენდებულია ვიზიტებს შორის უფრო მოკლე ინტერვალები.

პლაზმაში ტიროზინის დონის მონიტორინგი

რეკომენდირებულია თვალების სანათით გამოკვლევა ნიტიზინონით მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ რეგულარულად, წელიწადში ერთხელ მაინც. პაციენტი, რომელსაც აღენიშნება მხედველობის დარღვევები ნიტიზინონით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლად უნდა გამოიკვლიოს ოფთალმოლოგმა.

HT-1: უნდა დადგინდეს, რომ პაციენტი იცავს თავის დიეტურ რეჟიმს და უნდა გაიზომოს პლაზმაში ტიროზინის კონცენტრაცია. ტიროზინისა და ფენილალანინის უფრო შეზღუდული დიეტა უნდა დაწესდეს იმ შემთხვევაში, თუ პლაზმაში ტიროზინის დონე 500 მიკრომოლ/ლ-ზე მეტია. არ არის რეკომენდებული პლაზმაში ტიროზინის კონცენტრაციის დაქვეითება ნიტიზინონის შემცირებით ან შეწყვეტით, ვინაიდან მეტაბოლურმა დეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გაუარესება.

ალკაპტონურია: პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ კერატოპათია, აუცილებელია პლაზმაში ტიროზინის დონის მონიტორინგი. საჭიროა თიროზინისა და ფენილალანინის შემცველობით შეზღუდული დიეტა, რათა პლაზმაში ტიროზინის დონე 500 მიკრომოლ/ლ-ზე დაბალი იყოს. გარდა ამისა, ნიტიზინონის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და შეიძლება ხელახლა დაინერგოს სიმპტომების გაქრობისას.

ღვიძლის მონიტორინგი

ღვიძლის ფუნქცია რეგულარულად უნდა შემოწმდეს ღვიძლის ფუნქციის ტესტებისა და ღვიძლის რენტგენის საშუალებით. ასევე რეკომენდებულია შრატში ალფა-ფეტოპროტეინის კონცენტრაციის მონიტორინგი. შრატში ალფა-ფეტოპროტეინის კონცენტრაციის მომატება შეიძლება იყოს არაადეკვატური მკურნალობის ნიშანი. პაციენტებში მზარდი ალფა-ფეტოპროტეინით ან ღვიძლში კვანძების ნიშნებით ყოველთვის უნდა ჩატარდეს შეფასება ღვიძლის ავთვისებიანობაზე.

თრომბოციტების და სისხლის თეთრი უჯრედების (WBC) მონიტორინგი

რეკომენდებულია თრომბოციტების და სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის რეგულარული მონიტორინგი, რადგან HT-1-ის კლინიკური შეფასებისას დაფიქსირდა შექცევადი თრომბოციტოპენიის და ლეიკოპენიის რამდენიმე შემთხვევა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება

ნიტიზინონი არის ზომიერი CYP2C9 ინჰიბიტორი. ნიტიზინონით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმური კონცენტრაციის გაზრდა იმ პრეპარატების, რომლებიც მეტაბოლიზდება ძირითადად CYP2C9-ით. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ნიტიზინონით და ერთდროულად მკურნალობდნენ ვიწრო თერაპიული ფანჯრის მქონე მედიკამენტებით, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-ით, როგორიცაა ვარფარინი და ფენიტოინი, უნდა ჩატარდეს ფრთხილი მონიტორინგი. შესაძლოა საჭირო გახდეს ამ ერთობლივად შეყვანილი სამკურნალო საშუალებების დოზის კორექცია (იხ. პუნქტი :ურთიერთქმედებები პრეპარატებთან“).

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები:

გლიცერინი

ყოველი მლ შეიცავს 500 მგ-ს. 20 მლ პერორალური სუსპენზიის (10 გ გლიცერინი) ან მეტი დოზამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭის გაღიზიანება და დიარეა.

ნატრიუმი

ყოველი მლ შეიცავს 0.1595 მგ-ს.

ნატრიუმის ბენზოატი

ყოველი მლ შეიცავს 1 მგ-ს. ბილირუბინის მატებამ ალბუმინიდან მისი გადაადგილების შედეგად, გამოწვეული ბენზოინის მჟავით და მისი მარილებით, შეიძლება გაზარდოს სიყვითლე დღენაკლულ და სრულწლოვან სიყვითლის მქონე ახალშობილებში და გადაიზარდოს კერნიქტერუსად (ტვინის ქსოვილში არაკონიუგირებული ბილირუბინის დეპოზიტები). ამიტომ ახალშობილ პაციენტში ბილირუბინის პლაზმური დონის მკაცრი მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია. ბილირუბინის დონეები უნდა გაიზომოს მკურნალობის დაწყებამდე: ბილირუბინის საგრძნობლად მომატებული პლაზმური დონის შემთხვევაში, განსაკუთრებით დღენაკლულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რისკ-ფაქტორები, როგორიცაა აციდოზი და დაბალი ალბუმინის დონე, უნდა განიხილებოდეს მკურნალობა ტისინონის კაფსულის სათანადოდ შეწონილი ნაწილით ნაცვლად პერორალური სუსპენზიისა პლაზმაში არაკონიუგირებული ბილირუბინის დონის ნორმალიზებამდე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ნიტიზინონი ინ ვიტრო მეტაბოლიზდება CYP 3A4-ით და ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია, როდესაც ნიტიზინონი ამ ფერმენტის ინჰიბიტორებთან ან ინდუქტორებთან ერთად გამოიყენება.

წონასწორულ მდგომარეობაში 80 მგ ნიტიზინონით კლინიკური ურთიერთქმედების კვლევის მონაცემების მიხედვით, ნიტიზინონი არის CYP2C9 ზომიერი ინჰიბიტორი (ტოლბუტამიდის AUC-ის 2,3-ჯერ გაზრდა), შესაბამისად, ნიტიზინონით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ერთდროულად მეტაბოლიზებული მედიკამენტების კონცენტრაციის მომატება პლაზმაში, ძირითადად CYP2C9-ის საშუალებით (იხ. პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).

ნიტიზინონი არის CYP2E1-ის სუსტი ინდუქტორი (ქლორზოქსაზონის AUC-ის 30% შემცირება) და OAT1-ისა და OAT3-ის სუსტი ინჰიბიტორი (ფუროსემიდის AUC-ის 1,7-ჯერ ზრდა), ხოლო ნიტიზინონი არ აინჰიბირებს CYP2D6-ს (იხ. პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

საკვები გავლენას არ ახდენს ნიტიზინონის პერორალური სუსპენზიის ბიოშეღწევადობაზე, მაგრამ საკვებთან ერთად მიღება ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს და, შესაბამისად, იწვევს შრატში კონცენტრაციის შემცირებას დოზირების ინტერვალში. ამიტომ, რეკომენდებულია პერორალური სუსპენზიის მიღება საკვებთან ერთად, იხილეთ პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ორსულ ქალებში ნიტიზინონის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია. ტისინონი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქალის კლინიკური მდგომარეობა მოითხოვს ნიტიზინონით მკურნალობას. ნიტიზინონი კვეთს ადამიანის პლაცენტას.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა ნიტიზინონი ადამიანის დედის რძეში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა არასასურველი პოსტნატალური ეფექტები რძეში ნიტიზინონის ზემოქმედებით. ამიტომ, დედებმა, რომლებიც იღებენ ნიტისინონს, არ უნდა იკვებონ ძუძუთი, რადგან არ არის გამორიცხული ბავშვისთვის რისკი (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).

ფერტილურობა

არ არსებობს მონაცემები ფერტილურობაზე ნიტიზინონის ზემოქმედების შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნიტიზინონი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე. გვერდითმა რეაქციებმა, რომლებიც დაკავშირებულია თვალებთან (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები/უარყოფითი მოვლენები“), შეიძლება გავლენა იქონიოს მხედველობაზე. მხედველობის დაზიანებისას, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან იმუშაოს მექანიზმებთან, ვიდრე ეს მოვლენა არ გავა.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

მოქმედების მექანიზმის გამო, ნიტიზინონი ზრდის ტიროზინის დონეს ყველა პაციენტში, რომლებიც მკურნალობენ ნიტიზინონით. ამიტომ ხშირია თვალთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები, როგორიცაა კონიუნქტივიტი, რქოვანას გამჭვირვალეობა, კერატიტი, ფოტოფობია და თვალის ტკივილი, რომლებიც დაკავშირებულია ტიროზინის მომატებულ დონესთან. სხვა ხშირი გვერდითი რეაქციები მოიცავს თრომბოციტოპენიას, ლეიკოპენიას და გრანულოციტოპენიას. ექსფოლიაციური დერმატიტი შეიძლება იშვიათი იყოს.

გვერდითი რეაქციების ცხრილური ჩამონათვალი

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები MedDRA სისტემის ორგანოთა კლასისა და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით, დაფუძნებულია კლინიკური კვლევისა და პოსტმარკეტინგული გამოყენების მონაცემებზე. სიხშირე განისაზღვრება, როგორც ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე ), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია კლების სიმძიმის მიხედვით.

MedDRA სისტემის ორგანოთა კლასი

HT-1 სიხშირე

AKU1 სიხშირე

გვერდითი რეაქცია

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი

ბრონქიტი, პნევმონია

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ხშირი

თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია

არახშირი

ლეიკოციტოზი

თვალის დარღვევები

ხშირი

კონიუნქტივიტი, რქოვანას გამჭვირვალეობა, კერატიტი, ფოტოფობია, თვალის ტკივილი

ძალიან ხშირი2

კერატოპათია

ძალიან ხშირი2

თვალის ტკივილი

არახშირი

ბლეფარიტი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

არახშირი

ექსფოლიაციური დერმატიტი, ერითემატოზული გამონაყარი, ქავილი

არახშირი

ხშირი

ქავილი, გამონაყარი

გამოკვლევები

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ტიროზინის დონის მომატება

1 სიხშირე ეფუძნება ალკაპტონურიის ერთ კლინიკურ კვლევას

2 ტიროზინის ამაღლებული დონე ასოცირებულია თვალთან დაკავშირებულ არასასურველ რეაქციასთან. ალკაპტონურიის კვლევაში მონაწილე პაციენტებს კვების რეჟიმში არ ჰქონდათ შეზღუდული ტიროზინი და ფენილალანინი.

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ნიტიზინონით მკურნალობა იწვევს ტიროზინის დონეების მომატებას. ტიროზინის მომატებული დონეები ასოცირდება თვალთან დაკავშირებულ არასასურველ რეაქციებთან, როგორიცაა მაგ. რქოვანას გამჭვირვალობა და ჰიპერკერატოზული დაზიანებები. კვების რეჟიმში ტიროზინისა და ფენილალანინის შეზღუდვამ უნდა შეზღუდოს ამ ტიპის ტიროზინემიასთან დაკავშირებული ტოქსიკურობა ტიროზინის დონის შემცირებით (იხ. პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).

კლინიკურ კვლევებში გრანულოციტოპენია იყო მხოლოდ იშვიათად მძიმე (<0.5x109/ლ) და არ იყო დაკავშირებული ინფექციებთან. გვერდითი რეაქციები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ MedDRA სისტემის ორგანოთა კლასზე „სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები“ შემცირდა ნიტიზინონით მკურნალობის გაგრძელებისას.

პედიატრიული მოსახლეობა

HT-1-ის უსაფრთხოების პროფილი ძირითადად ეფუძნება პედიატრიულ პოპულაციას, ვინაიდან ნიტიზინონით მკურნალობა უნდა დაიწყოს როგორც კი დადგინდება მემკვიდრეობითი ტიროზინემიის ტიპი 1 (HT-1) დიაგნოზი. კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული მონაცემებიდან არ არსებობს რაიმე მითითება, რომ უსაფრთხოების პროფილი განსხვავებულია პედიატრიული პოპულაციის სხვადასხვა ქვეჯგუფში ან განსხვავებული უსაფრთხოების პროფილისგან მოზრდილ პაციენტებში.

თუ შენიშნავთ არასასურველ ეფექტს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ჭარბი დოზა

ნიტიზინონის შემთხვევით მიღება იმ პირების მიერ, რომლებიც ჩვეულებრივ კვებაზე იმყოფებიან, და შეზღუდული არ აქვთ ტიროზინი და ფენილალანინი, გამოიწვევს ტიროზინის დონის მომატებას. ტიროზინის მომატებული დონე ასოცირდება თვალის, კანისა და ნერვული სისტემის ტოქსიკურობასთან. რაციონში ტიროზინისა და ფენილალანინის შეზღუდვამ უნდა შეზღუდოს ამ ტიპის ტიროზინემიასთან დაკავშირებული ტოქსიკურობა. არ არსებობს ინფორმაცია ჭარბი დოზირების სპეციფიკური მკურნალობის შესახებ.

შემადგენლობა

ტისინონი 4 მგ/მლ პერორალური სუსპენზია შეიცავს 4 მგ ნიტისინონს 1 მლ-ში. ყოველი მლ შეიცავს 0.1595 მგ ნატრიუმს, 500 მგ გლიცერინს და 1 მგ ნატრიუმის ბენზოატს.

შენახვის პირობები

ინახება მაცივარში (2°C – 8°C). არ გაყინოთ.

შეინახეთ ვერტიკალურად.

შენახვის პირობებისთვის სამკურნალო პროდუქტის პირველი გახსნის შემდეგ.

შეფუთვა:

ბავშვისაგან დამცავი საკეტით, თეთრი საფარით და 100 მლ ქარვისფერი III ტიპის მინის ბოთლი, 3 შპრიცი დოზით 1 მლ/3 მლ/5 მლ და 1 ერთეული ადაპტერის საკეტით.

ლიცენზიის მფლობელი:

NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.

Saray Mahallesi Dr. Adnan Büyükdeniz Caddesi No:14

34768 Ümraniye / სტამბოლი / თურქეთი

ლიცენზიის თარიღი და ნომერი: 02.03.2020, 2020/48 (წარმოშობის ქვეყანა, თურქეთი)

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ამ პროდუქტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და ნივთიერებათა ცვლის სხვა პროდუქტები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პროდუქტები, ATC კოდი: A16A X04.

მოქმედების მექანიზმი

ნიტიზინონი არის 4-ჰიდროქსიფენილპირუვატ დიოქსიგენაზას კონკურენტული ინჰიბიტორი, ტიროზინის მეტაბოლიზმის მეორე საფეხური. HT-1 და AKU-ს მქონე პაციენტებში ტიროზინის ნორმალური კატაბოლიზმის ინჰიბირებით, ნიტიზინონი ხელს უშლის მავნე მეტაბოლიტების დაგროვებას 4-ჰიდროქსიფენილპირუვატ დიოქსიგენაზას ქვედა დინებაში. HT-1-ის ბიოქიმიური დეფექტი არის ფუმარილაცეტოაცეტატის ჰიდროლაზას დეფიციტი, რომელიც წარმოადგენს ტიროზინის კატაბოლური გზის საბოლოო ფერმენტს. ნიტიზინონი ხელს უშლის ტოქსიკური შუალედური ნივთიერებების მალელაცეტოაცეტატის და ფუმარილაცეტოაცეტატის დაგროვებას. ეს შუალედური ნივთიერებები სხვაგვარად გარდაიქმნება ტოქსიკურ მეტაბოლიტებად სუქცინილაცეტონად და სუქცინილაცეტოაცეტატად. სუქცინილაცეტონი აინჰიბირებს პორფირინის სინთეზის გზას, რაც იწვევს 5-ამინოლევულინატის დაგროვებას.

AKU-ს ბიოქიმიური დეფექტი არის ჰომოგენტიზირებული 1,2 დიოქსიგენაზას დეფიციტი, ტიროზინის კატაბოლური გზის მესამე ფერმენტი. ნიტიზინონი ხელს უშლის მავნე მეტაბოლიტის ჰომოგენტის მჟავას (HGA) დაგროვებას, რაც სხვაგვარად იწვევს სახსრებისა და ხრტილის ოქრონოზს და ამით დაავადების კლინიკური ნიშნების განვითარებას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

HT-1-ის მქონე პაციენტებში, ნიტიზინონით მკურნალობა იწვევს პორფირინის მეტაბოლიზმის ნორმალიზებას ერითროციტების პორფობილინოგენის სინთეზას ნორმალური აქტივობით და შარდის 5-ამინოლევულინატით, სუქცინილაცეტონის შარდით გამოყოფის დაქვეითებას, პლაზმაში ტიროზინის კონცენტრაციის მატებას და შარდში ფენოლის მჟავების ექსკრეციის გაზრდას. კლინიკური კვლევის ხელმისაწვდომი მონაცემები მიუთითებს, რომ პაციენტების 90%-ზე მეტში შარდში სუქცინილაცეტონი ნორმალიზებული იყო მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში. სუქცინილაცეტონი არ უნდა იყოს გამოვლენილი შარდში ან პლაზმაში, როდესაც ნიტიზინონის დოზა სწორად არის დაკორექტირებული.

ალკაპტონურიის მქონე პაციენტებში ნიტიზინონით მკურნალობა ამცირებს HGA-ს დაგროვებას. კლინიკური გამოკვლევის ხელმისაწვდომი მონაცემები აჩვენებს შარდში HGA-ს 99.7%-ით შემცირებას და შრატში HGA-ს 98.8%-ით შემცირებას ნიტიზინონით მკურნალობის შემდეგ არანამკურნალებ საკონტროლო პაციენტებთან შედარებით მკურნალობის 12 თვის შემდეგ.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება HT-1-ში

კლინიკური კვლევა იყო ღია ეტიკეტირებული და უკონტროლო. დოზირების სიხშირე კვლევაში იყო ორჯერ დღეში. გადარჩენის ალბათობა ნიტიზინონით მკურნალობის 2, 4 და 6 წლის შემდეგ შეჯამებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

NTBC კვლევა (N=250)

ასაკი მკურნალობის დაწყებისას

2 წელი

4 წელი

6 წელი

≤ 2 თვე

93%

93%

93%

≤ 6 თვე

93%

93%

93%

> 6 თვე

96%

95%

95%

სულ

94%

94%

94%

ისტორიული კონტროლის სახით გამოყენებული კვლევის მონაცემებმა (van Spronsen et al., 1994) აჩვენა გადარჩენის შემდეგი ალბათობა.

ასაკი სიმპტომების დაწყებისას

1 წელი

2 წელი

< 2 თვე

38%

29%

> 2-6 თვე

74%

74%

> 6 თვე

96%

96%

ნიტიზინონით მკურნალობა ასევე იწვევდა ჰეპატოცელულარული კარცინომის განვითარების რისკს მხოლოდ დიეტური შეზღუდვით მკურნალობის ისტორიულ მონაცემებთან შედარებით. აღმოჩნდა, რომ მკურნალობის ადრეულმა დაწყებამ განაპირობა ჰეპატოცელულარული კარცინომის განვითარების რისკის შემდგომი შემცირება.

2-, 4- და 6-წლიანი ალბათობა იმისა, რომ არ განვითარდეს ჰეპატოცელულარული კარცინომა ნიტიზინონით მკურნალობის დროს 24 თვის ან უმცროსი ასაკის პაციენტებში მკურნალობის დაწყებისას და 24 თვეზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის მკურნალობის დაწყებისას ნაჩვენებია შემდეგ ცხრილში:

NTBC კვლევა (N=250)

პაციენტების რაოდენობა

ჰეპატოცელულარული კარცინომას არარსებობის ალბათობა (95% ნდობის ინტერვალი)

დასაწყისში

2

წელი

4

წელი

6

წელი

2 წელი

4 წელი

6 წელი

ყველა პაციენტი

250

155

86

15

98%

(95; 100)

94%

(90; 98)

91%

(81; 100)

საწყისი ასაკი ≤ 24 თვე

193

114

61

8

99%

(98; 100)

99%

(97; 100)

99%

(94; 100)

საწყისი ასაკი > 24 თვე

57

41

25

8

92%

(84; 100)

82%

(70; 95)

75%

(56; 95)

HT-1-ის მქონე პაციენტების საერთაშორისო გამოკითხვაში, რომლებიც იმყოფებოდნენ მხოლოდ დიეტური შეზღუდვით მკურნალობაზე, აღმოჩნდა, რომ ჰეპატოცელულარული კარცინომა დიაგნოსტირებული იყო 2 წელზე უფროსი ასაკის ყველა პაციენტის 18%-ში.

კვლევა ფარმაკოკინეტიკის, ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად დღეში ერთხელ დოზირების შედარებით ორჯერად მიღებასთან ჩატარდა 19 პაციენტში HT-1-ით. არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები უარყოფითი მოვლენების ან უსაფრთხოების სხვა შეფასებებში დღეში ერთხელ და ორჯერ დოზებს შორის. არცერთ პაციენტს არ ჰქონდა შესამჩნევი სუქცინილაცეტონის (SA) დონე დღეში ერთხელ მკურნალობის პერიოდის ბოლოს. კვლევა აჩვენებს, რომ დღეში ერთხელ მიღება უსაფრთხო და ეფექტურია ყველა ასაკის პაციენტში. თუმცა, მონაცემები შეზღუდულია <20 კგ სხეულის მასის მქონე პაციენტებში.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება AKU-ში

დღეში ერთხელ 10 მგ ნიტიზინონის ეფექტიანობა და უსაფრთხოება AKU-ს მქონე ზრდასრული პაციენტების მკურნალობაში ნაჩვენებია რანდომიზებულ, შემფასებლის ბრმა, მკურნალობის გარეშე კონტროლირებად, პარალელურ ჯგუფში 48-თვიან კვლევაში 138 პაციენტში (69 მკურნალობდა ნიტიზინონით). პირველადი საბოლოო წერტილი იყო გავლენა შარდში HGA დონეზე; 99.7%-იანი შემცირება ნიტიზინონით მკურნალობის შემდეგ არანამკურნალებ საკონტროლო პაციენტებთან შედარებით დაფიქსირდა 12 თვის შემდეგ. ნიტიზინონით მკურნალობას ჰქონდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი cAKUSSI-ზე, თვალის პიგმენტაციაზე, ყურის პიგმენტაციაზე, ბარძაყის ოსტეოპენიაზე და ზურგის უბნების რაოდენობაზე ტკივილი არანამკურნალევ კონტროლთან შედარებით. cAKUSSI არის კომპოზიტური მაჩვენებელი, რომელიც მოიცავს თვალისა და ყურის პიგმენტაციას, თირკმელებისა და პროსტატის კენჭებს, აორტის სტენოზს, ოსტეოპენიას, ძვლის მოტეხილობებს, მყესების/ლიგატების/კუნთების რღვევებს, კიფოზს, სქოლიოზს, სახსრების გადაადგილებას და AKU-ს სხვა გამოვლინებებს. ამრიგად, HGA-ს დაქვეითებულმა დონემ ნიტიზინონით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში გამოიწვია ოქრონოზული პროცესის შემცირება და კლინიკური გამოვლინებების შემცირება, რაც ხელს უწყობს დაავადების პროგრესირების შემცირებას.

თვალის მოვლენები, როგორიცაა კერატოპათია და თვალის ტკივილი, ინფექციები, თავის ტკივილი და წონის მატება დაფიქსირდა უფრო მაღალი სიხშირით ნიტიზინონით ნამკურნალებ პაციენტებში, ვიდრე არანამკურნალებ პაციენტებში. კერატოპათია იწვევდა მკურნალობის დროებით ან მუდმივ შეწყვეტას ნიტიზინონით ნამკურნალები პაციენტების 14%-ში, მაგრამ შექცევადი იყო ნიტიზინონის მიღებისას.

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი >70 წლის ასაკის პაციენტებისთვის.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

შეწოვის, განაწილების, მეტაბოლიზმის და ელიმინაციის ფორმალური კვლევები ნიტიზინონით ჩატარებულა. 10 ჯანმრთელ მამაკაც მოხალისეში, ნიტიზინონის კაფსულების ერთჯერადი დოზის (1 მგ/კგ სხეულის მასაზე) მიღების შემდეგ, ნიტიზინონის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი (მედიანა) იყო 54 საათი (39-დან 86 საათამდე). პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზი ჩატარდა 207 HT-1 პაციენტის ჯგუფზე. კლირენსი და ნახევარგამოყოფის პერიოდი განისაზღვრა 0.0956 ლ/კგ სხეულის მასაზე/დღეში და 52.1 საათი შესაბამისად.

ადამიანის ღვიძლის მიკროსომების და cDNA-ზე გამოხატული P450 ფერმენტების გამოყენებით ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა შეზღუდული CYP3A4 შუამავლობით მეტაბოლიზმი.

წონასწორულ მდგომარეობაში 80 მგ ნიტისინონთან კლინიკური ურთიერთქმედების კვლევის მონაცემების საფუძველზე, ნიტისინონმა გამოიწვია CYP2C9 სუბსტრატის ტოლბუტამიდის AUC∞ 2.3-ჯერ ზრდა, რაც მიუთითებს CYP2C9-ის ზომიერ ინჰიბირებაზე. ნიტისინონმა გამოიწვია ქლორზოქსაზონის AUC∞ დაახლოებით 30%-ით შემცირება, რაც მიუთითებს CYP2E1-ის სუსტ ინდუქციაზე. ნიტიზინონი არ აინჰიბირებს CYP2D6-ს, ვინაიდან მეტოპროლოლის AUC∞-ზე გავლენა არ ახდენდა ნიტიზინონის შეყვანა. ფუროსემიდის AUC∞ გაიზარდა 1.7-ჯერ, რაც მიუთითებს OAT1/OAT3-ის სუსტ ინჰიბირებაზე (იხ. პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“ და „ურთიერთქმედება პრეპარატებთან“).

ინ ვიტრო კვლევების საფუძველზე, მოსალოდნელი არ არის, რომ ნიტიზინონი დათრგუნავს CYP1A2, 2C19 ან 3A4 შუამავლობით მეტაბოლიზმს ან მოახდენს CYP1A2, 2B6 ან 3A4/5 ინდუქციას. მოსალოდნელი არ არის, რომ ნიტიზინონი დათრგუნავს P-gp, BCRP ან OCT2 შუამავლობით ტრანსპორტს. კლინიკურ პირობებში მიღწეული პლაზმური ნიტიზინონის კონცენტრაცია მოსალოდნელი არ არის, რომ დათრგუნავს OATP1B1, OATP1B3 შუამავლობით ტრანსპორტს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

NOBEL ILAÇ

ნიტისინონი 4 მგ/მლ

პერორალური სუსპენზია

ვერსია:00

ტისინონი

4 მგ/მლ პერორალური სუსპენზია

შემადგენლობა:

ტისინონი 4 მგ/მლ პერორალური სუსპენზია შეიცავს 4 მგ ნიტისინონს 1 მლ-ში. ყოველი მლ შეიცავს 0.1595 მგ ნატრიუმს, 500 მგ გლიცერინს და 1 მგ ნატრიუმის ბენზოატს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და ნივთიერებათა ცვლის სხვა პროდუქტები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პროდუქტები, ATC კოდი: A16A X04.

ჩვენებები:

მემკვიდრეობითი ტიროზინემია ტიპი 1 (HT-1)

ტისინონი ნაჩვენებია მოზრდილებში და პედიატრიული (ნებისმიერი ასაკობრივი დიაპაზონის) პაციენტების სამკურნალოდ მემკვიდრული ტიროზინემიის ტიპი 1 (HT-1) დადასტურებული დიაგნოზით ტიროზინის და ფენილალანინის დიეტური შეზღუდვასთან ერთად.

ალკაპტონურია (AKU)

ტისინონი ნაჩვენებია ალკაპტონურიის მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

დედებმა, რომლებიც იღებენ ნიტისინონს, არ უნდა კვებონ ძუძუთი (იხ. პუნქტები “ ფერტილურობა, ორსულობა და ლაქტაცია“).

გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები:

მონიტორინგის ვიზიტები უნდა ჩატარდეს ყოველ 6 თვეში ერთხელ; გვერდითი მოვლენების შემთხვევაში რეკომენდებულია ვიზიტებს შორის უფრო მოკლე ინტერვალები.

პლაზმაში ტიროზინის დონის მონიტორინგი

რეკომენდირებულია თვალების სანათით გამოკვლევა ნიტიზინონით მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ რეგულარულად, წელიწადში ერთხელ მაინც. პაციენტი, რომელსაც აღენიშნება მხედველობის დარღვევები ნიტიზინონით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლად უნდა გამოიკვლიოს ოფთალმოლოგმა.

HT-1: უნდა დადგინდეს, რომ პაციენტი იცავს თავის დიეტურ რეჟიმს და უნდა გაიზომოს პლაზმაში ტიროზინის კონცენტრაცია. ტიროზინისა და ფენილალანინის უფრო შეზღუდული დიეტა უნდა დაწესდეს იმ შემთხვევაში, თუ პლაზმაში ტიროზინის დონე 500 მიკრომოლ/ლ-ზე მეტია. არ არის რეკომენდებული პლაზმაში ტიროზინის კონცენტრაციის დაქვეითება ნიტიზინონის შემცირებით ან შეწყვეტით, ვინაიდან მეტაბოლურმა დეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გაუარესება.

ალკაპტონურია: პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ კერატოპათია, აუცილებელია პლაზმაში ტიროზინის დონის მონიტორინგი. საჭიროა თიროზინისა და ფენილალანინის შემცველობით შეზღუდული დიეტა, რათა პლაზმაში ტიროზინის დონე 500 მიკრომოლ/ლ-ზე დაბალი იყოს. გარდა ამისა, ნიტიზინონის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და შეიძლება ხელახლა დაინერგოს სიმპტომების გაქრობისას.

ღვიძლის მონიტორინგი

ღვიძლის ფუნქცია რეგულარულად უნდა შემოწმდეს ღვიძლის ფუნქციის ტესტებისა და ღვიძლის რენტგენის საშუალებით. ასევე რეკომენდებულია შრატში ალფა-ფეტოპროტეინის კონცენტრაციის მონიტორინგი. შრატში ალფა-ფეტოპროტეინის კონცენტრაციის მომატება შეიძლება იყოს არაადეკვატური მკურნალობის ნიშანი. პაციენტებში მზარდი ალფა-ფეტოპროტეინით ან ღვიძლში კვანძების ნიშნებით ყოველთვის უნდა ჩატარდეს შეფასება ღვიძლის ავთვისებიანობაზე.

თრომბოციტების და სისხლის თეთრი უჯრედების (WBC) მონიტორინგი

რეკომენდებულია თრომბოციტების და სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის რეგულარული მონიტორინგი, რადგან HT-1-ის კლინიკური შეფასებისას დაფიქსირდა შექცევადი თრომბოციტოპენიის და ლეიკოპენიის რამდენიმე შემთხვევა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება

ნიტიზინონი არის ზომიერი CYP2C9 ინჰიბიტორი. ნიტიზინონით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმური კონცენტრაციის გაზრდა იმ პრეპარატების, რომლებიც მეტაბოლიზდება ძირითადად CYP2C9-ით. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ნიტიზინონით და ერთდროულად მკურნალობდნენ ვიწრო თერაპიული ფანჯრის მქონე მედიკამენტებით, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-ით, როგორიცაა ვარფარინი და ფენიტოინი, უნდა ჩატარდეს ფრთხილი მონიტორინგი. შესაძლოა საჭირო გახდეს ამ ერთობლივად შეყვანილი სამკურნალო საშუალებების დოზის კორექცია (იხ. პუნქტი :ურთიერთქმედებები პრეპარატებთან“).

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები:

გლიცერინი

ყოველი მლ შეიცავს 500 მგ-ს. 20 მლ პერორალური სუსპენზიის (10 გ გლიცერინი) ან მეტი დოზამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭის გაღიზიანება და დიარეა.

ნატრიუმი

ყოველი მლ შეიცავს 0.1595 მგ-ს.

ნატრიუმის ბენზოატი

ყოველი მლ შეიცავს 1 მგ-ს. ბილირუბინის მატებამ ალბუმინიდან მისი გადაადგილების შედეგად, გამოწვეული ბენზოინის მჟავით და მისი მარილებით, შეიძლება გაზარდოს სიყვითლე დღენაკლულ და სრულწლოვან სიყვითლის მქონე ახალშობილებში და გადაიზარდოს კერნიქტერუსად (ტვინის ქსოვილში არაკონიუგირებული ბილირუბინის დეპოზიტები). ამიტომ ახალშობილ პაციენტში ბილირუბინის პლაზმური დონის მკაცრი მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია. ბილირუბინის დონეები უნდა გაიზომოს მკურნალობის დაწყებამდე: ბილირუბინის საგრძნობლად მომატებული პლაზმური დონის შემთხვევაში, განსაკუთრებით დღენაკლულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რისკ-ფაქტორები, როგორიცაა აციდოზი და დაბალი ალბუმინის დონე, უნდა განიხილებოდეს მკურნალობა ტისინონის კაფსულის სათანადოდ შეწონილი ნაწილით ნაცვლად პერორალური სუსპენზიისა პლაზმაში არაკონიუგირებული ბილირუბინის დონის ნორმალიზებამდე.

ფერტილურობა, ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ორსულ ქალებში ნიტიზინონის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია. ტისინონი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქალის კლინიკური მდგომარეობა მოითხოვს ნიტიზინონით მკურნალობას. ნიტიზინონი კვეთს ადამიანის პლაცენტას.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა ნიტიზინონი ადამიანის დედის რძეში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა არასასურველი პოსტნატალური ეფექტები რძეში ნიტიზინონის ზემოქმედებით. ამიტომ, დედებმა, რომლებიც იღებენ ნიტისინონს, არ უნდა იკვებონ ძუძუთი, რადგან არ არის გამორიცხული ბავშვისთვის რისკი (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).

ფერტილურობა

არ არსებობს მონაცემები ფერტილურობაზე ნიტიზინონის ზემოქმედების შესახებ.

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

ნიტიზინონი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე. გვერდითმა რეაქციებმა, რომლებიც დაკავშირებულია თვალებთან (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები/უარყოფითი მოვლენები“), შეიძლება გავლენა იქონიოს მხედველობაზე. მხედველობის დაზიანებისას, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან იმუშაოს მექანიზმებთან, ვიდრე ეს მოვლენა არ გავა.

გვერდითი ეფექტები / უარყოფითი მოვლენები:

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

მოქმედების მექანიზმის გამო, ნიტიზინონი ზრდის ტიროზინის დონეს ყველა პაციენტში, რომლებიც მკურნალობენ ნიტიზინონით. ამიტომ ხშირია თვალთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები, როგორიცაა კონიუნქტივიტი, რქოვანას გამჭვირვალეობა, კერატიტი, ფოტოფობია და თვალის ტკივილი, რომლებიც დაკავშირებულია ტიროზინის მომატებულ დონესთან. სხვა ხშირი გვერდითი რეაქციები მოიცავს თრომბოციტოპენიას, ლეიკოპენიას და გრანულოციტოპენიას. ექსფოლიაციური დერმატიტი შეიძლება იშვიათი იყოს.

გვერდითი რეაქციების ცხრილური ჩამონათვალი

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები MedDRA სისტემის ორგანოთა კლასისა და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით, დაფუძნებულია კლინიკური კვლევისა და პოსტმარკეტინგული გამოყენების მონაცემებზე. სიხშირე განისაზღვრება, როგორც ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე ), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია კლების სიმძიმის მიხედვით.

MedDRA სისტემის ორგანოთა კლასი

HT-1 სიხშირე

AKU1 სიხშირე

გვერდითი რეაქცია

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი

ბრონქიტი, პნევმონია

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ხშირი

თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია

არახშირი

ლეიკოციტოზი

თვალის დარღვევები

ხშირი

კონიუნქტივიტი, რქოვანას გამჭვირვალეობა, კერატიტი, ფოტოფობია, თვალის ტკივილი

ძალიან ხშირი2

კერატოპათია

ძალიან ხშირი2

თვალის ტკივილი

არახშირი

ბლეფარიტი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

არახშირი

ექსფოლიაციური დერმატიტი, ერითემატოზული გამონაყარი, ქავილი

არახშირი

ხშირი

ქავილი, გამონაყარი

გამოკვლევები

ძალიან ხშირი

ძალიან ხშირი

ტიროზინის დონის მომატება

1 სიხშირე ეფუძნება ალკაპტონურიის ერთ კლინიკურ კვლევას

2 ტიროზინის ამაღლებული დონე ასოცირებულია თვალთან დაკავშირებულ არასასურველ რეაქციასთან. ალკაპტონურიის კვლევაში მონაწილე პაციენტებს კვების რეჟიმში არ ჰქონდათ შეზღუდული ტიროზინი და ფენილალანინი.

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ნიტიზინონით მკურნალობა იწვევს ტიროზინის დონეების მომატებას. ტიროზინის მომატებული დონეები ასოცირდება თვალთან დაკავშირებულ არასასურველ რეაქციებთან, როგორიცაა მაგ. რქოვანას გამჭვირვალობა და ჰიპერკერატოზული დაზიანებები. კვების რეჟიმში ტიროზინისა და ფენილალანინის შეზღუდვამ უნდა შეზღუდოს ამ ტიპის ტიროზინემიასთან დაკავშირებული ტოქსიკურობა ტიროზინის დონის შემცირებით (იხ. პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).

კლინიკურ კვლევებში გრანულოციტოპენია იყო მხოლოდ იშვიათად მძიმე (<0.5x109/ლ) და არ იყო დაკავშირებული ინფექციებთან. გვერდითი რეაქციები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ MedDRA სისტემის ორგანოთა კლასზე „სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები“ შემცირდა ნიტიზინონით მკურნალობის გაგრძელებისას.

პედიატრიული მოსახლეობა

HT-1-ის უსაფრთხოების პროფილი ძირითადად ეფუძნება პედიატრიულ პოპულაციას, ვინაიდან ნიტიზინონით მკურნალობა უნდა დაიწყოს როგორც კი დადგინდება მემკვიდრეობითი ტიროზინემიის ტიპი 1 (HT-1) დიაგნოზი. კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული მონაცემებიდან არ არსებობს რაიმე მითითება, რომ უსაფრთხოების პროფილი განსხვავებულია პედიატრიული პოპულაციის სხვადასხვა ქვეჯგუფში ან განსხვავებული უსაფრთხოების პროფილისგან მოზრდილ პაციენტებში.

თუ შენიშნავთ არასასურველ ეფექტს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ურთიერთქმედება პრეპარატებთან:

ნიტიზინონი ინ ვიტრო მეტაბოლიზდება CYP 3A4-ით და ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია, როდესაც ნიტიზინონი ამ ფერმენტის ინჰიბიტორებთან ან ინდუქტორებთან ერთად გამოიყენება.

წონასწორულ მდგომარეობაში 80 მგ ნიტიზინონით კლინიკური ურთიერთქმედების კვლევის მონაცემების მიხედვით, ნიტიზინონი არის CYP2C9 ზომიერი ინჰიბიტორი (ტოლბუტამიდის AUC-ის 2,3-ჯერ გაზრდა), შესაბამისად, ნიტიზინონით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ერთდროულად მეტაბოლიზებული მედიკამენტების კონცენტრაციის მომატება პლაზმაში, ძირითადად CYP2C9-ის საშუალებით (იხ. პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).

ნიტიზინონი არის CYP2E1-ის სუსტი ინდუქტორი (ქლორზოქსაზონის AUC-ის 30% შემცირება) და OAT1-ისა და OAT3-ის სუსტი ინჰიბიტორი (ფუროსემიდის AUC-ის 1,7-ჯერ ზრდა), ხოლო ნიტიზინონი არ აინჰიბირებს CYP2D6-ს (იხ. პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

საკვები გავლენას არ ახდენს ნიტიზინონის პერორალური სუსპენზიის ბიოშეღწევადობაზე, მაგრამ საკვებთან ერთად მიღება ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს და, შესაბამისად, იწვევს შრატში კონცენტრაციის შემცირებას დოზირების ინტერვალში. ამიტომ, რეკომენდებულია პერორალური სუსპენზიის მიღება საკვებთან ერთად, იხილეთ პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“.

დოზირება და მიღების წესი:

დოზირება

HT-1

ნიტიზინონით მკურნალობა უნდა დაიწყოს და მას უნდა მეთვალყურეობდეს HT-1 პაციენტების მკურნალობაში გამოცდილი ექიმი.

დაავადების ყველა გენოტიპის მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, რათა გაიზარდოს საერთო გადარჩენა და თავიდან იქნას აცილებული ისეთი გართულებები, როგორიცაა ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის კიბო და თირკმლის დაავადება. ნიტიზინონით მკურნალობასთან ერთად, საჭიროა ფენილალანინისა და ტიროზინის დეფიციტური დიეტა, რომელიც უნდა მოჰყვეს პლაზმის ამინომჟავების მონიტორინგს (იხ. პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“ და „გვერდითი ეფექტები/უარყოფითი მოვლენები“).

საწყისი დოზა HT-1

რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა პედიატრიულ და მოზრდილ პოპულაციაში არის პერორალურად 1 მგ/კგ სხეულის წონაზე. ნიტიზინონის დოზა ინდივიდუალურად უნდა დაკორექტირდეს. რეკომენდებულია დოზის მიღება დღეში ერთხელ. თუმცა, შეზღუდული მონაცემების გამო პაციენტებში სხეულის წონით <20 კგ, რეკომენდებულია მთლიანი დღიური დოზის დაყოფა ორ მიღებაზე დღეში პაციენტების ამ პოპულაციაში.

დოზის კორექცია HT-1

რეგულარული მონიტორინგის დროს მიზანშეწონილია შარდში სუქცინილაცეტონის, ღვიძლის ფუნქციის ტესტის მნიშვნელობების და ალფა-ფეტოპროტეინის დონეების შემოწმება (იხ. პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“). თუ შარდში სუქცინილაცეტონი კვლავ ვლინდება ნიტიზინონით მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ნიტიზინონის დოზა უნდა გაიზარდოს 1.5 მგ/კგ სხეულის წონაზე/დღეში. შეიძლება საჭირო გახდეს 2 მგ/კგ სხეულის წონაზე/დღეში დოზა ყველა ბიოქიმიური პარამეტრის შეფასების საფუძველზე. ეს დოზა უნდა ჩაითვალოს მაქსიმალურ დოზად ყველა პაციენტისთვის.

თუ ბიოქიმიური პასუხი დამაკმაყოფილებელია, დოზა უნდა დარეგულირდეს მხოლოდ სხეულის წონის მიხედვით.

თუმცა, ზემოაღნიშნული ტესტების გარდა, თერაპიის დაწყებისას უნდა მოხდეს გადასვლა დღეში ორჯერ დოზირებიდან დღეში ერთხელ დოზირებაზე ან გაუარესების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ყველა არსებულ ბიოქიმიურ პარამეტრზე (მაგ. პლაზმის სუქცინილაცეტონი, შარდის 5- ამინოლევულინატის (ALA) და ერითროციტების პორფობილინოგენის (PBG) - სინთეზის აქტივობა) დაკვირება.

ალკაპტონურია:

ნიტიზინონით მკურნალობა უნდა დაიწყოს და მას უნდა მეთვალყურეობდეს ალკაპტონურიის მქონე პაციენტების მკურნალობაში გამოცდილი ექიმი.

რეკომენდებული დოზა ალკაპტონურიის მქონე მოზრდილებში არის 10 მგ დღეში ერთხელ.

სპეციალური პოპულაციები

არ არსებობს კონკრეტული დოზის რეკომენდაციები ხანდაზმულებსითვის ან პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა.

პედიატრიული მოსახლეობა

HT-1: დოზის რეკომენდაცია მგ/კგ სხეულის მასაზე ერთდაიგივეა ბავშვებსა და მოზრდილებში. თუმცა, შეზღუდული მონაცემების გამო, პაციენტებში სხეულის წონით <20 კგ, რეკომენდებულია მთლიანი დღიური დოზის დაყოფა ორ დღიურ მიღებაზე პაციენტთა ამ პოპულაციაში.

ალკაპტონურია: ნიტიზინონის უსაფრთხოება და ეფექტურობა 0-დან 18 წლამდე ასაკისალკაპტონურიის მქონე ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

შეყვანის წესი

სუსპენზია შეჰყავთ პაციენტის პირში ორალური შპრიცით გაზავების გარეშე. 1 მლ, 3 მლ და 5 მლ პერორალური შპრიცები შეფუთვაში განკუთვნილია დოზის გასაზომად მლ-ში დადგენილი დოზის შესაბამისად. პერორალური შპრიცები გრადუირებულია შესაბამისად 0.01 მლ, 0.1 მლ და 0.2 მლ ეტაპად. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია დოზის გადაყვანა (მგ/მლ) პერორალური შპრიცის სამი ზომისთვის.

დოზის გადაყვანის ცხრილები, შესაბამისად, პერორალური შპრიცის სამი ზომისთვის:

1 მლ ორალური შპრიცი (0.01 მლ გრადუირება)

დოზა

3 მლ ორალური შპრიცი (0.1 მლ გრადუირება)

დოზა

5 მლ ორალური შპრიცი (0.2 მლ გრადუირება)

დოზა

მგ

მლ

მგ

მლ

მგ

მლ

  • 00
  • 25
  • 5
  • 1
  • 0
  • 2
  • 25
  • 31
  • 0
  • 3
  • 0
  • 6
  • 50
  • 38
  • 5
  • 4
  • 0
  • 8
  • 75
  • 44
  • 0
  • 5
  • 0
  • 0
  • 00
  • 50
  • 5
  • 6
  • 0
  • 2
  • 25
  • 56
  • 0
  • 8
  • 0
  • 6
  • 50
  • 63
  • 5
  • 9
  • 0
  • 8
  • 75
  • 69
  • 0
  • 0
  • 0
  • 0
  • 00
  • 75
  • 5
  • 1
  • 25
  • 81
  • 0
  • 3
  • 50
  • 88
  • 5
  • 4
  • 75
  • 94
  • 0
  • 5
  • 00
  • 00
  • 5
  • 6
  • 0
  • 8
  • 5
  • 9
  • 0
  • 0

მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოყენების ინსტრუქციის შესახებ:

ყოველი გამოყენების წინ საჭიროა ხელახალი დისპერსია ძლიერი შენჯღრევით. ხელახლა დისპერსიამდე, სამკურნალო პროდუქტი შეიძლება ფხვიერი ნამცეცების სახით იყოს, ოდნავ ოპალესცენციური ზედაპირზე მცურავი. დოზა უნდა იყოს ამოღებული და შეყვანილი დაუყოვნებლივ ხელახალი დისპერსიის შემდეგ.

დოზის მომზადებისა და შეყვანისთვის მნიშვნელოვანია 6.6 პუნქტში მოცემული ინსტრუქციების ზედმიწევნით დაცვა, რათა უზრუნველყოთ დოზის სიზუსტე.

რეკომენდებულია, რომ ჯანდაცვის პროფესიონალმა რჩევა მისცეს პაციენტს ან მომვლელს, როგორ გამოიყენოს პერორალური შპრიცები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სწორი მოცულობის შეყვანა და დანიშნულების მიცემა მლ-ში.

ტისინონი ასევე ხელმისაწვდომია 5 მგ, 10 მგ და 20 მგ კაფსულებში, თუ ეს უფრო შესაფერისია პაციენტისთვის.

რეკომენდებულია პერორალური სუსპენზიის მიღება საკვებთან ერთად, იხილეთ პუნქტი „ურთიერთქმედებები პრეპარატებთან“.

სიფრთხილის ზომები სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე ან მოხმარებამდე

პერორალურ შპრიცზე არ უნდა იყოს მიმაგრებული ნემსი, ინტრავენური მილი ან პარენტერალური შეყვანის სხვა მოწყობილობა.

ტისინონი განკუთვნილია მხოლოდ ორალური გამოყენებისთვის.

ჭარბი დოზირება:

ნიტიზინონის შემთხვევით მიღება იმ პირების მიერ, რომლებიც ჩვეულებრივ კვებაზე იმყოფებიან, და შეზღუდული არ აქვთ ტიროზინი და ფენილალანინი, გამოიწვევს ტიროზინის დონის მომატებას. ტიროზინის მომატებული დონე ასოცირდება თვალის, კანისა და ნერვული სისტემის ტოქსიკურობასთან. რაციონში ტიროზინისა და ფენილალანინის შეზღუდვამ უნდა შეზღუდოს ამ ტიპის ტიროზინემიასთან დაკავშირებული ტოქსიკურობა. არ არსებობს ინფორმაცია ჭარბი დოზირების სპეციფიკური მკურნალობის შესახებ.

შენახვის პირობები:

ინახება მაცივარში (2°C – 8°C). არ გაყინოთ.

შეინახეთ ვერტიკალურად.

შენახვის პირობებისთვის სამკურნალო პროდუქტის პირველი გახსნის შემდეგ.

შეფუთვა:

ბავშვისაგან დამცავი საკეტით, თეთრი საფარით და 100 მლ ქარვისფერი III ტიპის მინის ბოთლი, 3 შპრიცი დოზით 1 მლ/3 მლ/5 მლ და 1 ერთეული ადაპტერის საკეტით.

ლიცენზიის მფლობელი:

NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.

Saray Mahallesi Dr. Adnan Büyükdeniz Caddesi No:14

34768 Ümraniye / სტამბოლი / თურქეთი

ლიცენზიის თარიღი და ნომერი: 02.03.2020, 2020/48 (წარმოშობის ქვეყანა, თურქეთი)

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ამ პროდუქტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა