პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაზალური პრეპარატები

ტიზინი

Tyzine®

ურეცეპტოდ0,5მგ/მლინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების და გამონადენის შესამცირებლად მწვავე ალერგიული რინიტის, მწვავე რესპირატორული დაავადების დროს რინიტის მოვლენებით, სინუსიტის (ცხვირის დანამატი წიაღების ანთება), პოლინოზის, შუა ოტიტის დროს. ავადმყოფის მომზადება ცხვირის გასავლებში დიაგნოსტიკური მანიპულაციებისათვის.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ქსილომეთაზოლინი (xylomethazoline)
ფორმა და შეფუთვა
0,5მგ/მლ (0,035მგ/დოზა) 10მლ ნაზალური სპრეი, ხსნარი 4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Delpharm Orleans, საფრანგეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაზალური პრეპარატები, სიმპათომიმეტური საშუალებები
ATC კოდი
R01AA07
რეგისტრაციის ნომერი
რ-043778
რეგისტრირებულია
6 აგვისტო 2025, მოქმედებს 24 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
TOO «Adalan» (ყაზახეთი)
განმცხადებელი
მაკა მოდებაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატიზინი და სხვა წამალი ერთად

ტიზინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების და გამონადენის შესამცირებლად მწვავე ალერგიული რინიტის, მწვავე რესპირატორული დაავადების დროს რინიტის მოვლენებით, სინუსიტის (ცხვირის დანამატი წიაღების ანთება), პოლინოზის, შუა ოტიტის დროს.

ავადმყოფის მომზადება ცხვირის გასავლებში დიაგნოსტიკური მანიპულაციებისათვის.

მიღების წესი და დოზირება

4-6 წლის ასაკის ბავშვები

თუ არ არის დანიშნული სხვაგვარად, პრეპარატის ტიზინი® ერთი დოზა 0,5 მგ/მლ ნაზალური დოზირებული სპრეის სახით თითოეულ ნესტოში 1-2-ჯერ დღეში.

მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

3-ჯერ დღეში შეიყვანება პრეპარატის ტიზინი® ერთი დოზა 1 მგ/მლ ნაზალური დოზირებული სპრეის სახით თითოეულ ნესტოში. დოზა დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე და კლინიკურ ეფექტზე.

4 წლამდე ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ქსილომეტაზოლინის გამოყენება ნაზალური დოზირებული სპრეის სახით 5-7 დღეზე მეტ ხანს არ შეიძლება, თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდებული მკურნალობის სხვა ხანგრძლივობა.

თერაპიის დასრულების შემდეგ პრეპარატის ხელახლა დანიშვნა შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ.

ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობის თაობაზე ყოველთვის დაეკითხეთ ექიმს.

ზოგადი რეკომენდაციები შეყვანის თაობაზე

მოხსენით დამცავი თავსახური. პირველი გამოყენების წინ რამდენიმეჯერ დააჭირეთ სასხურებელ ჩამოსაცმელს (ნახ. 1) თანაბარი ღრუბელის “ნისლის” გაჩენამდე. ფლაკონი მზად არის შემდგომი გამოყენებისათვის. გამოყენებისას დააჭირეთ ერთხელ (ნახ. 2). პრეპარატი შეისუნთქეთ ცხვირით. შეძლებისდაგვარად ფლაკონი-სასხურებელი დაიჭირეთ ვერტიკალურად. ნუ გააფრქვევთ ჰორიზონტალურად ან ქვევით. გამოყენების შემდეგ ფლაკონს დაახურეთ თავსახური.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა, მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება, რომლებსაც შეუძლიათ არტერიული წნევის მომატების გამოწვევა; არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი, გლაუკომა, ატროფიული რინიტი, ტვინის გარსებზე ქირურგიული ჩარევა (ანამნეზში), ბავშვთა ასაკი (6 წლამდე – 1 მგ/მლ დოზირებისათვის, 4 წლამდე – 0,5 მგ/მლ დოზირებისათვის).

სიფრთხილით – გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია), წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, ფეოქრომოციტომა.

სიფრთხილის ზომები

დეკონგესტური მოქმედების მქონე სიმპათომიმეზურების ხანგრძლივმა გამოყენებამ და ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქციული ჰიპერემია.

უკუგების ფენომენმა შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია, რომელიც იწვევს იმას, რომ პაციენტი იწყებს პრეპარატის ხელახლა ან მუდმივად გამოყენებასაც კი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული შეშუპება (მედიკამენტოზური რინიტი), და როგორც შედეგი ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფია (ოზენა).

ქრონიკული რინიტის შემთხვევაში პრეპარატის ტიზინი® 0,5 მგ/მლ და 1 მგ/მლ გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ, ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიის რისკის გათვალისწინებით.

ტიზინის® გამოყენება რეკომენდებული არ არის ბენზალკონიუმის ქლორიდის ჰიპერმგრძნობელობის არსებობის დროს, რომელიც პრეპარატის შემადგენლობაში შედის კონსერვანტის სახით.

თუ სიმპტომების გამოხატულობა შენარჩუნდება ან გაიზრდება, ან თუ ახალი სიმპტომები გამოვლინდება, საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ტრანილციპრომინის ან ტრიციკლური ანტიდეპრესიულების ტიპის მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება ამ ნივთიერებების გულ-სისხლძრაღვთა ეფექტების შედეგად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არის რეკომენდებული ქსილომეტაზოლინის გამოყენება ორსულობის დროს, ვინაიდან ამ პრეპარატის ეფექტები ნაყოფზე ადეკვატურ კვლევებში არ შესწავლილა. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს, ვინაიდან უცნობია, გამოიყოფა თუ არა აქტიური ნივთიერება დედის რძესთან ერთად.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ხანგრძლივი მკურნალობის ან პრეპარატის ტიზინი® უფრო მაღალი დოზებით გამოყენების დროს არ შეიძლება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მისი სისტემური მოქმედების შესაძლებლობის გამორიცხვა, რამაც შეიძლება გააუარესოს მართვის ან ტექნიკით სარგებლობის უნარი.

გვერდითი მოვლენები

ტიზინმა® შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის გარდამავალი მსუბუქი წვის შეგრძნება, პარესთეზია, ცემინება და ჰიპერსეკრეცია მგრძნობიარე ადამიანებში.

ზოგიერთ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ცხვირის ლორწოვანი გარსის მომატებული შეშუპება (რეაქციული ჰიპერემია), ასევე რიკოშეტის სინდრომი.

ქსილომეტაზოლინის ხანგრძლივმა ან ხშირმა გამოყენებამ ან მისი მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირში წვის შეგრძნება ან ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ასევე რეაქციული შეგუბება მედიკამენტოზური რინიტის განვითარებით. ეს ეფექტი შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დასრულებიდან 5-7 დღის შემდეგაც კი, ხანგრძლივი გამოყენებისას კი შეიძლება იყოს ლორწოვანი გარსის შეუქცევადი დაზიანების მიზეზი ქერქის წარმოქმნით (მშრალი რინიტი).

ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, უძილობა ან დაღლილობა, დეპრესია (მაღალი დოზებით ხანგრძივი გამოყენების დროს).

ერთეულ შემთხვევაში სიმპათომიმეტურების ადგილობრივ ინტრანაზალურ გამოყენებას შეიძლება ახლდეს სისტემური ეფექტები, როგორიცაა გულისცემა, ტაქიკარდია, არითმიები, არტერიული წნევის მომატება, მხედველობის დარღვევა.

ჭარბი დოზა

ინტოქსიკაციის სიმპტომები

პრეპარატის ჭარბმა დოზამ ან შემთხვევით შიგნით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები: გუგების გაფართოება, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, ცხელება, სპაზმები, ტაქიკარდია, გულის არითმიები, კოლაფსი, გულის გაჩერება, ჰიპერტონია, ფილტვების შეშუპება, სუნთქვის დარღვევა, ფსიქიკური აშლილობა.

ამის გარდა შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, რომელსაც ახლავს ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის დაწევა, ბრადიკარდია, შოკის მსგავსი ჰიპოტონია, აპნოე და კომა.

ინტოქსიკაციის მკურნალობა

აქტივირებული ნახშირის გამოყენება, კუჭის ამორეცხვა, ხელოვნური სუნთქვა ჟანგბადის შეყვანით. არტერიული წნევის დასაწევად გამოიყენება 5 მგ ფენტოლამინი ფიზიოლოგიური ხსნარით ინტრავენურად ნელა ან 100 მგ შიგნით.

ვაზოპრესული საშუალებები უკუნაჩვენებია. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება სიცხის დამწევი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები.

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

შემადგენლობა

1 მლ ხსნარი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,5 მგ (0,5 მგ/მლ) ან 1,0 მგ (1 მგ/მლ);

აქტიური კომპონენტის რაოდენობა ერთ დოზაში 0,5 მგ/მლ-სთვის – 0,035 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი; 1 მგ/მლ-სათვის - 0,14 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი;

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, სორბიტოლი 70%, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ხსნარი, სუნის გარეშე ან სუსტი დამახასიათებელი სუნით.

შენახვის პირობები

3 წელი.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ათქ კოდი - R01AA07

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ქსილომეტაზოლინი (იმიდაზოლის წარმოებული) - სიმპათომიმეტური პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ალფა-ადრენერგული აქტივობა. ის ახდენს სისხლის შემავიწროებელ მოქმედებას და ამცირებს ლორწოვანი გარსის შეშუპებას.

მოქმედება ჩვეულებრივ იწყება 5-10 წუთის განმავლობაში. პრეპარატი აადვილებს ცხვირით სუნთქვას ლორწოვანი გარსის შეშუპების და ჰიპერემიის შემცირების ხარჯზე, ასევე აუმჯობესებს გამონადენის გამოყოფას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ადგილობრივი გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება, კონცენტრაცია პლაზმაში იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია მათი განსაზღვრა თანამედროვე ანალიტიკური მეთოდებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ტიზინი®

სავაჭრო დასახელება: ტიზინი®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ქსილომეტაზოლინი

წამლის ფორმა: ნაზალური სპრეი დოზირებული

შემადგენლობა

1 მლ ხსნარი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,5 მგ (0,5 მგ/მლ) ან 1,0 მგ (1 მგ/მლ);

აქტიური კომპონენტის რაოდენობა ერთ დოზაში 0,5 მგ/მლ-სთვის – 0,035 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი; 1 მგ/მლ-სათვის - 0,14 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი;

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, სორბიტოლი 70%, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ხსნარი, სუნის გარეშე ან სუსტი დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი - ანტიკონგესატური საშუალება - ვაზოკონსტრიქტორი (ალფა-ადრენომიმეტური).

ათქ კოდი - R01AA07

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ქსილომეტაზოლინი (იმიდაზოლის წარმოებული) - სიმპათომიმეტური პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ალფა-ადრენერგული აქტივობა. ის ახდენს სისხლის შემავიწროებელ მოქმედებას და ამცირებს ლორწოვანი გარსის შეშუპებას.

მოქმედება ჩვეულებრივ იწყება 5-10 წუთის განმავლობაში. პრეპარატი აადვილებს ცხვირით სუნთქვას ლორწოვანი გარსის შეშუპების და ჰიპერემიის შემცირების ხარჯზე, ასევე აუმჯობესებს გამონადენის გამოყოფას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ადგილობრივი გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება, კონცენტრაცია პლაზმაში იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია მათი განსაზღვრა თანამედროვე ანალიტიკური მეთოდებით.

გამოყენების ჩვენება

ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების და გამონადენის შესამცირებლად მწვავე ალერგიული რინიტის, მწვავე რესპირატორული დაავადების დროს რინიტის მოვლენებით, სინუსიტის (ცხვირის დანამატი წიაღების ანთება), პოლინოზის, შუა ოტიტის დროს.

ავადმყოფის მომზადება ცხვირის გასავლებში დიაგნოსტიკური მანიპულაციებისათვის.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა, მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება, რომლებსაც შეუძლიათ არტერიული წნევის მომატების გამოწვევა; არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი, გლაუკომა, ატროფიული რინიტი, ტვინის გარსებზე ქირურგიული ჩარევა (ანამნეზში), ბავშვთა ასაკი (6 წლამდე – 1 მგ/მლ დოზირებისათვის, 4 წლამდე – 0,5 მგ/მლ დოზირებისათვის).

სიფრთხილით – გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია), წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, ფეოქრომოციტომა.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის რეკომენდებული ქსილომეტაზოლინის გამოყენება ორსულობის დროს, ვინაიდან ამ პრეპარატის ეფექტები ნაყოფზე ადეკვატურ კვლევებში არ შესწავლილა. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს, ვინაიდან უცნობია, გამოიყოფა თუ არა აქტიური ნივთიერება დედის რძესთან ერთად.

გამოყენების წესი და დოზირება

4-6 წლის ასაკის ბავშვები

თუ არ არის დანიშნული სხვაგვარად, პრეპარატის ტიზინი® ერთი დოზა 0,5 მგ/მლ ნაზალური დოზირებული სპრეის სახით თითოეულ ნესტოში 1-2-ჯერ დღეში.

მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

3-ჯერ დღეში შეიყვანება პრეპარატის ტიზინი® ერთი დოზა 1 მგ/მლ ნაზალური დოზირებული სპრეის სახით თითოეულ ნესტოში. დოზა დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე და კლინიკურ ეფექტზე.

4 წლამდე ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ქსილომეტაზოლინის გამოყენება ნაზალური დოზირებული სპრეის სახით 5-7 დღეზე მეტ ხანს არ შეიძლება, თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდებული მკურნალობის სხვა ხანგრძლივობა.

თერაპიის დასრულების შემდეგ პრეპარატის ხელახლა დანიშვნა შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ.

ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობის თაობაზე ყოველთვის დაეკითხეთ ექიმს.

ზოგადი რეკომენდაციები შეყვანის თაობაზე

მოხსენით დამცავი თავსახური. პირველი გამოყენების წინ რამდენიმეჯერ დააჭირეთ სასხურებელ ჩამოსაცმელს (ნახ. 1) თანაბარი ღრუბელის “ნისლის” გაჩენამდე. ფლაკონი მზად არის შემდგომი გამოყენებისათვის. გამოყენებისას დააჭირეთ ერთხელ (ნახ. 2). პრეპარატი შეისუნთქეთ ცხვირით. შეძლებისდაგვარად ფლაკონი-სასხურებელი დაიჭირეთ ვერტიკალურად. ნუ გააფრქვევთ ჰორიზონტალურად ან ქვევით. გამოყენების შემდეგ ფლაკონს დაახურეთ თავსახური.

გვერდითი მოქმედება

ტიზინმა® შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის გარდამავალი მსუბუქი წვის შეგრძნება, პარესთეზია, ცემინება და ჰიპერსეკრეცია მგრძნობიარე ადამიანებში.

ზოგიერთ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ცხვირის ლორწოვანი გარსის მომატებული შეშუპება (რეაქციული ჰიპერემია), ასევე რიკოშეტის სინდრომი.

ქსილომეტაზოლინის ხანგრძლივმა ან ხშირმა გამოყენებამ ან მისი მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირში წვის შეგრძნება ან ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ასევე რეაქციული შეგუბება მედიკამენტოზური რინიტის განვითარებით. ეს ეფექტი შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დასრულებიდან 5-7 დღის შემდეგაც კი, ხანგრძლივი გამოყენებისას კი შეიძლება იყოს ლორწოვანი გარსის შეუქცევადი დაზიანების მიზეზი ქერქის წარმოქმნით (მშრალი რინიტი).

ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, უძილობა ან დაღლილობა, დეპრესია (მაღალი დოზებით ხანგრძივი გამოყენების დროს).

ერთეულ შემთხვევაში სიმპათომიმეტურების ადგილობრივ ინტრანაზალურ გამოყენებას შეიძლება ახლდეს სისტემური ეფექტები, როგორიცაა გულისცემა, ტაქიკარდია, არითმიები, არტერიული წნევის მომატება, მხედველობის დარღვევა.

ჭარბი დოზირება

ინტოქსიკაციის სიმპტომები

პრეპარატის ჭარბმა დოზამ ან შემთხვევით შიგნით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები: გუგების გაფართოება, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, ცხელება, სპაზმები, ტაქიკარდია, გულის არითმიები, კოლაფსი, გულის გაჩერება, ჰიპერტონია, ფილტვების შეშუპება, სუნთქვის დარღვევა, ფსიქიკური აშლილობა.

ამის გარდა შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, რომელსაც ახლავს ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის დაწევა, ბრადიკარდია, შოკის მსგავსი ჰიპოტონია, აპნოე და კომა.

ინტოქსიკაციის მკურნალობა

აქტივირებული ნახშირის გამოყენება, კუჭის ამორეცხვა, ხელოვნური სუნთქვა ჟანგბადის შეყვანით. არტერიული წნევის დასაწევად გამოიყენება 5 მგ ფენტოლამინი ფიზიოლოგიური ხსნარით ინტრავენურად ნელა ან 100 მგ შიგნით.

ვაზოპრესული საშუალებები უკუნაჩვენებია. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება სიცხის დამწევი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები.

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ტრანილციპრომინის ან ტრიციკლური ანტიდეპრესიულების ტიპის მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება ამ ნივთიერებების გულ-სისხლძრაღვთა ეფექტების შედეგად.

განსაკუთრებული მითითებები

დეკონგესტური მოქმედების მქონე სიმპათომიმეზურების ხანგრძლივმა გამოყენებამ და ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქციული ჰიპერემია.

უკუგების ფენომენმა შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია, რომელიც იწვევს იმას, რომ პაციენტი იწყებს პრეპარატის ხელახლა ან მუდმივად გამოყენებასაც კი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული შეშუპება (მედიკამენტოზური რინიტი), და როგორც შედეგი ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფია (ოზენა).

ქრონიკული რინიტის შემთხვევაში პრეპარატის ტიზინი® 0,5 მგ/მლ და 1 მგ/მლ გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ, ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიის რისკის გათვალისწინებით.

ტიზინის® გამოყენება რეკომენდებული არ არის ბენზალკონიუმის ქლორიდის ჰიპერმგრძნობელობის არსებობის დროს, რომელიც პრეპარატის შემადგენლობაში შედის კონსერვანტის სახით.

თუ სიმპტომების გამოხატულობა შენარჩუნდება ან გაიზრდება, ან თუ ახალი სიმპტომები გამოვლინდება, საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

ზემოქმედება ავტომობილის მართვის ან ტექნიკით სარგებლობის უნარზე

ხანგრძლივი მკურნალობის ან პრეპარატის ტიზინი® უფრო მაღალი დოზებით გამოყენების დროს არ შეიძლება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მისი სისტემური მოქმედების შესაძლებლობის გამორიცხვა, რამაც შეიძლება გააუარესოს მართვის ან ტექნიკით სარგებლობის უნარი.

გამოშვების ფორმა

ნაზალური დოზირებული სპრეი 0,5 მგ/მლ და 1 მგ/მლ.

10 მლ პრეპარატი ყავისფერი ჰიდროლიზური შუშის ფლაკონში (III კლასი) მადოზირებელი მოწყობილობით და “პულლ-ოფფ” ტიპის პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით.

ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში.

დოზების რაიდენობა ფლაკონში: 0,5 მგ/მლ-სთვის არა ნაკლებ 140 დოზა, 1 მგ/მლ-სთვის არა ნაკლებ 70 დოზა.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

შპს „ჯეიტნლ“ (ООО «ДжейТНЛ») რუსეთი, 121614, ქ. მოსკოვი, ვნ.ტერ. ქ.მუნიციპალური ოლქი კრილატსკოე, კრილატსკაიას ქუჩა, სახლი 17, კორპ. 3, ტელ. +7 495 726-55-55. ელექტრონული ფოსტა [email protected]

მწარმოებელი

“დელფარმ ორლეანი”, (Delpharm Orleans) საფრანგეთი.

იურიდიული მისამართი: Delpharm Orleans, 5 avenue de Concyr, 45071 Orleans Cedex 2, France / დელფარმ ორლეანს, 5 ავენუე დე კონსირ, 45071 ორლეანს სედეკს 2, საფრანგეთი

პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:

შპს „ჯეიტნლ“ (ООО «ДжейТНЛ») რუსეთი, 121614, ქ. მოსკოვი, ვნ.ტერ. ქ.მუნიციპალური ოლქი კრილატსკოე, კრილატსკაიას ქუჩა, სახლი 17, კორპ. 3, ტელ. +7 495 726-55-55. ელექტრონული ფოსტა [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა