პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ტეტრაციკლინი

TETRACYCLINE

ურეცეპტოდ1%ინსტრუქცია ქართულადსომხეთი
რისთვის გამოიყენება

თვალის ბაქტერიული და ქლამიდიური ინფექციების მკურნალობა: ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, კერატიტი, კერატოკონიუნქტივიტი, მეიბომიტი (ჯიბლიბო), ტრაქომა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტეტრაციკლინის (tetracycline)
ფორმა და შეფუთვა
1% 3გ თვალის მალამო ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
"ARPIMED" LLC, სომხეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები
ATC კოდი
S01AA09
რეგისტრაციის ნომერი
რ-037621
რეგისტრირებულია
21 მარტი 2023, მოქმედებს 21 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
"ARPIMED" LLC (სომხეთი)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატეტრაციკლინი და სხვა წამალი ერთად

ტეტრაციკლინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

თვალის ბაქტერიული და ქლამიდიური ინფექციების მკურნალობა: ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, კერატიტი, კერატოკონიუნქტივიტი, მეიბომიტი (ჯიბლიბო), ტრაქომა.

მიღების წესი და დოზირება

ტეტრაციკლინი თვალის მალამო 1% უნდა იქნას გამოყენებული ადგილობრივად, მალამო უნდა დაიდოს ქვედა ქუთუთოზე 3-5-ჯერ 24 საათის განმავლობაში. ამ ანტიბიოტიკით მკურნალობის ხანგრძლივობა პირდაპირ დამოკიდებულია არსებული დაავადების ტიპზე. მაგალითად, ტრაქომას დროს ტეტრაციკლინით თვალის მალამო 1% მკურნალობის კურსი შეადგენს ერთ-ორ თვეს, ზოგჯერ უფრო მეტს.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ტეტრაციკლინის და მისი მონათესავე ანტიბიოტიკების მიმართ (დოქსიციკლინი, მეტაციკლინი, მონოციკლინი, ოქსიტეტრაციკლინი).
  • სოკოვანი დაავადებები.
  • წითელი მგლურა.
  • ღრმა ან ნახეთქი ჭრილობა, მძიმე დამწვრობა.
  • ხანგრძლივი გამოყენება თირკმელების ან ღვიძლის დაავადებების დროს.
  • ლეიკოპენია.
  • 8 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილის ზომები

მალამოს გამოყენების შემდეგ შესაძლებელია არამახვილი მხედველობითი აღქმა, ამიტომ არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან საქმიანობის ისეთი სახეობებით დაკავება, რომლებიც მოითხოვენ მახვილ მხედველობას მის აღდგენამდე. თუ რამდენიმე დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობედება, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

გამოშვენის ფორმა და შეფუთვა

3გ ალუმინის ტუბში ხუფით სამედიცინო მალამოებისათვის. ტუბს მალამოთი პრეპარატის გამოყენების ჩანართ-ფურცელთან ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

შესაძლებელია გამოყენება ორსულების და მეძუძური დედების მიერ მკურნალი ექიმის დანიშნულებით იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

გვერდითი მოვლენები

კანის ალერგიული რეაქციები: იშვიათად

ფოტოსენსიბილიზაცია: ტეტრაციკლინმა თვალის მალამო 1% და ამ რიგის სხვა პრეპარატებმა შესაძლებელია გაზარდონ კანის მგრძნობელობა მზის სხივების მოქმედების მიმართ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაქვეითება, ღებინება, გულისრევა, დიარეა. სავსებით შესაძლებლია პირის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ისეთი ცვლილებები, როგორიცაა ანთებითი პროცესი ენის არეში, სტომატიტი, გასტრიტი, პროქტიტი.

ჭარბი დოზა

მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ არ არსებობს.

შემადგენლობა

ტეტრაციკლინის 1% თვალის მალამოს ყოველი 100 გრამი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერება: ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი - 1,082 გ

(1 გ ტეტრაციკლინის ეკვივალენტური)

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლანოლინი - 40 გ

თვალის სამედიცინო ვაზელინი - 100 გ-მდე

ფარმაკოლოგიური ჯგუფი და ათქ კოდი

ანტიბიოტიკები. ტეტრაციკლინი. S01AA09

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი. ნუ გამოიყენებთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტეტრაციკლინების ჯგუფის ბაქტერიოსტაზური ანტიბიოტიკი. არღვევს კომპლექსის წარმოქმნას სატრანსპორტო რნმ-სა და რიბოსომს შორის, რაც იწვევს ცილის სინთეზის დათრგუნვას. აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus spp. (მათ შორის Staphylococcus aureus, პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Streptococcus spp. (მათ შორის Streptococcus pneumoniae), Listeia spp., Bacillus anthracis, Clostridium spp., Actinomyces israelii; გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Haemophilus influenzae, Haemophilus ducreyi, Bordetella pertussis, უმეტესი ენტერობაქტერიების მიმართ (Escherichia coli, Enterobacter spp., Enterobacter aerogenes, Klebsiella spp., Salmonella spp., Shigella spp., Yersinia pestis, Bartonella bacilliformis, Vibrio cholerae, Vibrio fetus, Rickettsia spp., Borrelia burgdorferi, Brucella spp.- ს ჩათვლით (სტრეპტომიცინთან კომბინაციაში); პენიცილინების დანიშვნისადმი უკუჩვენებებისას - Clostridium spp., Neisseria gonorrhoeae, Actinomyces spp.; აგრეთვე აქტიურია ვენერიული და საზარდულის ლიმფოგრანულომის გამომწვევების მიმართ, Treponema spp. ტეტრაციკლინისადმი მდგრადია მიკროორგანიზმები: Pseudomonas aeruginosa, Proteus spp., Serratia spp., სოკოების და Bacteroides spp. შტამების უმრავლესობა, ვირუსები, A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები (44% Streptococcus pyogenes შტამების და 74% Streptococcus faecalis შტამების ჩათვლით).

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური აბსორბცია დაბალია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ტეტრაციკლინი, თვალის მალამო 1%

სავაჭრო დასახელება: ტეტრაციკლინი, თვალის მალამო 1%

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ტეტრაციკლინი (Tetracycline)

ზოგადი დახასიათება

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები

მოყვითალო ან მოყვითალო წაბლისფერი მალამო

შემადგენლობა

ტეტრაციკლინის 1% თვალის მალამოს ყოველი 100 გრამი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერება: ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი - 1,082 გ

(1 გ ტეტრაციკლინის ეკვივალენტური)

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლანოლინი - 40 გ

თვალის სამედიცინო ვაზელინი - 100 გ-მდე

ფარმაკოლოგიური ჯგუფი და ათქ კოდი

ანტიბიოტიკები. ტეტრაციკლინი. S01AA09

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტეტრაციკლინების ჯგუფის ბაქტერიოსტაზური ანტიბიოტიკი. არღვევს კომპლექსის წარმოქმნას სატრანსპორტო რნმ-სა და რიბოსომს შორის, რაც იწვევს ცილის სინთეზის დათრგუნვას. აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus spp. (მათ შორის Staphylococcus aureus, პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Streptococcus spp. (მათ შორის Streptococcus pneumoniae), Listeia spp., Bacillus anthracis, Clostridium spp., Actinomyces israelii; გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Haemophilus influenzae, Haemophilus ducreyi, Bordetella pertussis, უმეტესი ენტერობაქტერიების მიმართ (Escherichia coli, Enterobacter spp., Enterobacter aerogenes, Klebsiella spp., Salmonella spp., Shigella spp., Yersinia pestis, Bartonella bacilliformis, Vibrio cholerae, Vibrio fetus, Rickettsia spp., Borrelia burgdorferi, Brucella spp.- ს ჩათვლით (სტრეპტომიცინთან კომბინაციაში); პენიცილინების დანიშვნისადმი უკუჩვენებებისას - Clostridium spp., Neisseria gonorrhoeae, Actinomyces spp.; აგრეთვე აქტიურია ვენერიული და საზარდულის ლიმფოგრანულომის გამომწვევების მიმართ, Treponema spp. ტეტრაციკლინისადმი მდგრადია მიკროორგანიზმები: Pseudomonas aeruginosa, Proteus spp., Serratia spp., სოკოების და Bacteroides spp. შტამების უმრავლესობა, ვირუსები, A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები (44% Streptococcus pyogenes შტამების და 74% Streptococcus faecalis შტამების ჩათვლით).

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური აბსორბცია დაბალია.

გამოყენების ჩვენებები

თვალის ბაქტერიული და ქლამიდიური ინფექციების მკურნალობა: ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, კერატიტი, კერატოკონიუნქტივიტი, მეიბომიტი (ჯიბლიბო), ტრაქომა.

გამოყენების წესი და დოზირება

ტეტრაციკლინი თვალის მალამო 1% უნდა იქნას გამოყენებული ადგილობრივად, მალამო უნდა დაიდოს ქვედა ქუთუთოზე 3-5-ჯერ 24 საათის განმავლობაში. ამ ანტიბიოტიკით მკურნალობის ხანგრძლივობა პირდაპირ დამოკიდებულია არსებული დაავადების ტიპზე. მაგალითად, ტრაქომას დროს ტეტრაციკლინით თვალის მალამო 1% მკურნალობის კურსი შეადგენს ერთ-ორ თვეს, ზოგჯერ უფრო მეტს.

გვერდითი რეაქციები

კანის ალერგიული რეაქციები: იშვიათად

ფოტოსენსიბილიზაცია: ტეტრაციკლინმა თვალის მალამო 1% და ამ რიგის სხვა პრეპარატებმა შესაძლებელია გაზარდონ კანის მგრძნობელობა მზის სხივების მოქმედების მიმართ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაქვეითება, ღებინება, გულისრევა, დიარეა. სავსებით შესაძლებლია პირის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ისეთი ცვლილებები, როგორიცაა ანთებითი პროცესი ენის არეში, სტომატიტი, გასტრიტი, პროქტიტი.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ტეტრაციკლინის და მისი მონათესავე ანტიბიოტიკების მიმართ (დოქსიციკლინი, მეტაციკლინი, მონოციკლინი, ოქსიტეტრაციკლინი).
  • სოკოვანი დაავადებები.
  • წითელი მგლურა.
  • ღრმა ან ნახეთქი ჭრილობა, მძიმე დამწვრობა.
  • ხანგრძლივი გამოყენება თირკმელების ან ღვიძლის დაავადებების დროს.
  • ლეიკოპენია.
  • 8 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ჭარბი დოზა

მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები

მალამოს გამოყენების შემდეგ შესაძლებელია არამახვილი მხედველობითი აღქმა, ამიტომ არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან საქმიანობის ისეთი სახეობებით დაკავება, რომლებიც მოითხოვენ მახვილ მხედველობას მის აღდგენამდე. თუ რამდენიმე დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობედება, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

ორსულობა და ლაქტაცია

შესაძლებელია გამოყენება ორსულების და მეძუძური დედების მიერ მკურნალი ექიმის დანიშნულებით იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

წამლებთან ურთიერთქმედება

წამლებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.

გამოშვენის ფორმა და შეფუთვა

3გ ალუმინის ტუბში ხუფით სამედიცინო მალამოებისათვის. ტუბს მალამოთი პრეპარატის გამოყენების ჩანართ-ფურცელთან ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი. ნუ გამოიყენებთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

შპს "არპიმედი"

სასომხეთის რესპუბლიკა, კოტაიკი მარზ, ქ. აბოვიანი, მე-2 მიკრორაიონი, სახლი 19

ტელ.: 374 (222) 21703, 21740

ფაქსი: 374 (222) 21924

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა