პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი

TETRACYCLINE HYDROCHLORIDE

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: ბრონქიტი, პნევმონია, ჩირქოვანი პლევრიტი, ქვემწვავე სეპტიური ენდოკარდიტი, ბაქტერიული და ამებური დიზენტერია, ყივანახველა, ანგინა, სკარლატინა, გონორეა, ბრუცელოზი, ტულარემია, პარტახტიანი და შექცევადი ტიფი, ფსიტაკოზი, …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტეტრაციკლინის (tetracycline)
ფორმა და შეფუთვა
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (1X20)
მწარმოებელი
PJSC SIC «Borshchahivskiy CPP», უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტეტრაციკლინები
ATC კოდი
J01AA07
რეგისტრაციის ნომერი
რ-039098
რეგისტრირებულია
15 სექტემბერი 2023, მოქმედებს 15 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
PJSC SIC «Borshchahivskiy CPP» (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი და სხვა წამალი ერთად

ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: ბრონქიტი, პნევმონია, ჩირქოვანი პლევრიტი, ქვემწვავე სეპტიური ენდოკარდიტი, ბაქტერიული და ამებური დიზენტერია, ყივანახველა, ანგინა, სკარლატინა, გონორეა, ბრუცელოზი, ტულარემია, პარტახტიანი და შექცევადი ტიფი, ფსიტაკოზი, ორნიტოზი, შარდგამომყოფი და სანაღვლე გზების ინფექციები, ჩირქოვანი მენინგიტი, კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები, ქოლერა.

ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება

ტეტრაციკლინი უნდა მიიღოთ შინაგანად ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ, ვინაიდან კვების პროდუქტები და ზოგიერთი რძის პროდუქტი ამცირებს აბსორბციას. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ვერტიკალურ მდგომარეობაში, მჯდომარედ ან ფეხზე ყოფნისას, დაძინებამდე დიდი ხნით ადრე და საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით ეზოფაგიტის განვითარების რისკის შესამცირებლად.

ზრდასრულებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. ჩვეულებრივი ერთჯერადი დოზა შეადგენს 200 მგ (2 ტაბლეტი) ყოველ 6 საათში. მძიმე ინფექციების დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს 500 მგ-მდე ყოველ 6 საათში. უმაღლესი სადღეღამისო დოზაა 2 გ.

A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკებით გამოწვეული ყველა ინფექციის მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს მინიმუმ 10 დღის განმავლობაში.

მკურნალობის კურსის დოზას და ხანგრძლივობას ექიმი ადგენს ინდივიდუალურად, დაავადების ტიპისა და მიმდინარეობის მიხედვით. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ კიდევ 3 დღის განმავლობაში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები. ჩვეულებრივი დოზა ზრდასრულებისათვის. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის სუბკლინიკური უკმარისობის დროს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის კუმულაცია.

თირკმლის უკმარისობა. ძირითადად, ტეტრაციკლინების გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმლის უკმარისობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კლასის ანტიბიოტიკების გამოყენება აბსოლუტურად აუცილებლობად ითვლება. სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებული ინდივიდუალური დოზების შემცირების გზით და/ან დოზებს შორის ინტერვალის გაზრდით.

ბავშვები.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ტეტრაციკლინისა და მასთან მონათესავე ანტიბიოტიკების, პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

სოკოვანი დაავადებები;

ღვიძლის/თირკმლის ქრონიკული დისფუნქცია;

თირკმლის უკმარისობა, განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში;

სისტემური წითელი მგლურა;

A ვიტამინთან ან რეტინოიდებთან ერთდროული გამოყენება (კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზიის განვითარების რისკი).

სიფრთხილის ზომები

ეზოფაგიტი. ეზოფაგიტის და საყლაპავის წყლულების შემთხვევები დარეგისტრირებული იქნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტეტრაციკლინების კაფსულირებულ ან ტაბლეტურ ფორმებს. პრეპარატს საჭიროებს საკმარისი სითხის დაყოლებას და გადაყლაპვას ვერტიკალურ მდგომარეობაში, ჯდომისას ან დგომის დროს, დაძინებამდე დიდი ხნით ადრე. თუ წარმოიქმნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დისფაგია ან ტკივილი გულმკერდის ძვლის უკან, უნდა იქნას განხილული ამ გართულების განვითარების და პრეპარატის მოხსნის შესაძლებლობა. ტეტრაციკლინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ეზოფაგეალური რეფლუქსის მქონე პაციენტებში.

ფოტოსენსიბილიზაცია. შემოვიდა ცნობები ფოტომგრძნობელობის რეაქციების შემთხვევების შესახებ მზის მძიმე დამწვრობის კლინიკური გამოვლინებებით პაციენტებში, რომლებიც იღებდენ ტეტრაციკლინებს. მკურნალობის დროს რეკომენდებულია სხეულის ღია უბნების დაცვა მზის პირდაპირი სხივებისაგან და ხელოვნური UV დასხივებისაგან. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ასეთი რეაქციის შესაძლებლობის შესახებ და გაფრთხილებულნი, რომ ტეტრაციკლინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეწყვეტილი კანზე ერითემის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე.

მიკროფლორა. ანტიბიოტიკების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა , კერძოდ სოკოების, Candida-ს ჩათვლით, და სუპერინფექციის განვითარება, რომელიც მოითხოვს ანტიბიოტიკის მოხსნას და შესაბამისი ზომების მიღებას.

კანდიდოზის განვითარების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ტეტრაციკლინთან ერთდროულად სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების, ვიტამინების გამოყენება.

დიარეა, განსაკუთრებით მძიმე, პერსისტირებადი და/ან სისხლიანი, ტეტრაციკლინით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მათ შორის მკურნალობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ) შეიძლება იყოს Clostridium difficile-თან ასოცირებული დიარეის სიმპტომი (CDAD). CDAD-ის გამოვლინების სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი დიარეიდან სიცოცხლისთვის საშიშ ფსევდომემბრანულ კოლიტამდე. CDAD-ზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ტეტრაციკლინის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და სასწრაფოდ უნდა იქნას დაწყებული შესაბამისი თერაპია. ანტიპერისტალტიკური პრეპარატები ამ კლინიკურ სიტუაციაში უკუნაჩვენებია.

CDAD-ის შესაძლებლობა გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა პაციენტის შემთხვევაში, რომლებსაც ანტიბიოტიკების გამოყენების დროს ან მის შემდეგ განუვითარდათ მძიმე დიარეა.

კბილების განვითარება. ტეტრაციკლინების გამოყენებამ კბილების განვითარების პერიოდში (ორსულობის II-III ტრიმესტრი , ძუძუთი კვების პერიოდი, ნეონატალური პერიოდი, 12 წლამდე ასაკის ბავშვები) შეიძლება გამოიწვიოს კბილების ფერის მდგრადი შეცვლა (ყვითელ-ყავისფერ-ნაცრისფერი). ასეთი გვერდითი რეაქცია უფრო ხშირად გვხვდება ხანგრძლივი გამოყენებისას, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს განმეორებითი მკურნალობის მოკლე კურსების შემდეგაც. ასევე იყო შემოსული ცნობები მინანქრის ჰიპოპლაზიის შესახებ.

ვენერიული დაავადებები . ტეტრაციკლინებს შეუძლიათ შენიღბონ სიფილისის გამოვლინებები. ვენერიული დაავადებების მკურნალობისას, როცა ეჭვია თანმხლები სიფილისის არსებობაზე, უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი დიაგნოსტიკური პროცედურები. ყველა ასეთ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ყოველთვიური სეროლოგიური ტესტები მინიმუმ 4 თვის განმავლობაში.

ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციების დროს მკურნალობა უნდა ჩატარდეს მინიმუმ 10 დღის განმავლობაში.

მიასთენია გრავისი. ტეტრაციკლინებმა შეიძლება გამოიწვიონ მსუბუქი ნეიროკუნთოვანი ბლოკადა, ამიტომ ისინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში.

სისტემური წითელი მგლურა, პორფირია. ტეტრაციკლინებს შეუძლიათ გამოიწვიონ სისტემური წითელი მგლურას გამწვავება. პორფირიის წარმოქმნის შემთხვევები იშვიათად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ტეტრაციკლინებს. ამიტომ ტეტრაციკლინი არ უნდა იქნას გამოყენებული პორფირიის ან სისტემური წითელი მგლურას მქონე პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ტეტრაციკლინის გამოყენება ზოგადად უკუნაჩვენებია თირკმლის უკმარისობის დროს ჭარბი კუმულაციისა და გვერდითი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის შესაძლებლობის გამო.

ტეტრაციკლინების ანტიანაბოლურმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შარდოვანას დონის მატება. მიუხედავად იმისა, რომ ამას არა აქვს არსობრივი მნიშვნელობა თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისათვის, პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევით სისხლის შრატში ტეტრაციკლინის მაღალმა დონეებმა შეიძლება გამოიწვიონ აზოტემია, ჰიპერფოსფატემია და აციდოზი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ტეტრაციკლინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ პოტენციურად ჰეპატოტოქსიურ პრეპარატებს. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის მაღალი დოზები. ტეტრაციკლინის მაღალი დოზების გამოყენება დაკავშირებული იყო ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაციისა და პანკრეატიტის განვითარებასთან.

ტეტრაციკლინები სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული ლეიკოპენიის დროს.

ვინაიდან ტეტრაციკლინები ამცირებენ სისხლის პლაზმის პროთრომბინის აქტივობას პაციენტებისათვის, რომლებიც იმყოფებიან ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტების დოზის შემცირება.

ხანგრძლივი გამოყენების დროს საჭიროა თირკმელების, ღვიძლის, სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის პერიოდული კონტროლი.

ტეტრაციკლინით თერაპია უნდა ხორციელდებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში მკაცრად უნდა იყოს დაცული დანიშვნის რეჟიმი, არ უნდა იქნას გამოტოვებული დოზები და ისინი უნდა იქნას მიღებული დროის თანაბარი შუალედებით. დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე; არა მიიღოთ, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო თითქმის მოსულია; არ გააორმაგოთ დოზები. ტეტრაციკლინი არ უნდა იქნას მიღებული რძესთან და სხვა რძის პროდუქტებთან ერთდროულად, რადგან ამ დროს ირღვევა პრეპარატის აბსორბცია.

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ნიშნებისა და გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს სხვა ანტიბიოტიკი (არა ტეტრაციკლინების ჯგუფიდან). შესაძლო გართულებების პროფილაქტიკისათვის მიზანშეწონილია ერთდროულად ჰეპატოპროტექტორების, ნაღველმდენი საშუალებების, ეუბიოტიკების, ვიტამინების, ანტიმიკოზური პრეპარატების გამოყენება.

ტეტრაციკლინი არ არის არჩევის პრეპარატი ნებისმიერი ტიპის სტაფილოკოკური ინფექციის მკურნალობის დროს. პრეპარატის დანიშვნა მოზრდილებში 800 მგ-ზე ნაკლები დოზით დღე-ღამეში არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან გარდა არასაკმარისი თერაპიული ეფექტისა შესაძლებელია ტეტრაციკლინის მიმართ რეზისტენტული ფორმების მიკროორგანიზმების განვითარება .

პრეპარატი შეიცავს საღებავს „ყვითელი დაისი FCF“ (E 110), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის ბრონქული ასთმა. ალერგიის რისკი უფრო მაღალია პაციენტებში აცეტილსალიცილის მჟავას მიმართ მომატებული მგრძნობელობით.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის კროსკარმელოზას, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის შემცველობის კონტროლირებად დიეტაზე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

რკინის მარილები, თუთიის, კალციუმის, ვისმუტის პერორალური პრეპარატები (მათ შორის ვისმუტის სუბსალიცილატი), ალუმინის, მაგნიუმის პრეპარატები და სხვა პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ამ კატიონებს (მათ შორის მაგნიუმის შემცველი საფაღარათო საშუალებები, ანტაციდები, სუკრალფატი), ქოლესტირამინს, ქოლესტიპოლს, კაოლინ-პექტინს, ნატრიუმის ჰიდროკარბონატს : ტეტრაციკლინთან ერთად არააქტიური ქელატების წარმოქმნა და ტეტრაციკლინის აბსორბციის დაქვეითება. თავიდან უნდა იქნას აცილებული კომბინაცია ასეთ პრეპარატებთან, აგრეთვე კვინაპრილთან ( შეიცავს მაგნიუმის კარბონატს), დიდანოზინთან (შეიცავს კალციუმის შემცველ და მაგნიუმის შემცველ დამხმარე ნივთიერებებს). ასეთი კომბინაციის აუცილებელობის შემთხვევაში, ტეტრაციკლინის გამოყენება უნდა იყოს დროში მაქსიმალურად გადაწეული (მათ გამოყენებამდე 2 საათით ადრე ან 4-6 საათის შემდეგ).

სტრონციუმის რანელატი: შესაძლებელია სისხლის შრატში ტეტრაციკლინის კონცენტრაციის დაქვეითება. უნდა მოერიდოთ ერთობლივ გამოყენებას. რეკომენდებულია სტრონციუმის რანელატით მკურნალობის შეწყვეტა ტეტრაციკლინით თერაპიის კურსის ჩატარების განმავლობაში.

დიგოქსინი , ლითიუმის პრეპარატები: შესაძლებელია მათი კონცენტრაციის გაზრდა სისხლის შრატში.

პენიცილინები, ცეფალოსპორინები, ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები: ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკის სახით ტეტრაციკლინმა შეიძლება ხელი შეუშალოს სხვა ანტიბიოტიკების ბაქტერიციდულ აქტივობას. ასეთი კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ტეტრაციკლინის კომბინაცია ოლეანდომიცინთან და ერითრომიცინთან ითვლება სინერგიულად.

არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, მათ შორის ვარფარინი, ფენინდიონი, ანტითრომბოზული საშუალებები: ტეტრაციკლინებმა შეიძლება გააძლიეროს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედება ღვიძლში მათი მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო , შეამციროს სისხლის პლაზმის პროთრომბინის დონე, რაც მოითხოვს პროთრომბინის დროის ზედმიწევნით კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში ანტიკოაგულანტების დოზის შემცირებას.

ატოვაკვონი : სისხლის პლაზმაში ატოვაკვონის კონცენტრაციის დაქვეითება.

მეთოტრექსატი : შესაძლოა ამ უკანასკნელის ტოქსიკურობის მომატება; მოცემული კომბინაცია უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.

მეთოქსიფლურანი : შესაძლოა ტოქსიკური ზემოქმედება თირკმელებზე (მათ შორის შარდოვანას აზოტის და სისხლის შრატის კრეატინინის მომატება), თირკმლის მწვავე უკმარისობა, ზოგჯერ ლეტალური შედეგით.

ვიტამინი A და რეტინოიდები (მათ შორის აციტრეტინი, იზოტრეტიონინი, ტრეტიონინი): ქალასშიდა ჰიპერტენზიის რისკის მომატება; მოცემული კომბინაცია არ უნდა იქნას გამოყენებული. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად აკნეს რეტინოიდებით მკურნალობის დროს ტეტრაციკლინით თერაპიის შემდეგ აუცილებელია დაცული იქნას ინტერვალი.

ჰორმონალური კონტრაცეპტივები: მათი ეფექტურობის დაქვეითება (დაუგეგმავი ორსულობა) და ტეტრაციკლინებთან ერთად გამოყენებისას პროფუზული სისხლდენის სიხშირის მატება. ამასთან დაკავშირებით რეკომენდებულია კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდების გამოყენება ტეტრაციკლინით მკურნალობის დროს და კიდევ 7 დღის განმავლობაში მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ.

დიურეტიკები : ასეთი კომბინაცია მოითხოვს სიფრთხილეს, რადგან დეჰიდრატაციის ფონზე ნეფროტოქსიურობის რისკი მატულობს.

დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები (ინსულინი, სულფონილშარდოვანას წარმოებულები, მათ შორის გლიბენკლამიდი, გლიკლაზიდი): მათი ჰიპოგლიკემიურ ეფექტის გაძლიერება.

ქიმოტრიფსინი: სისხლში ტეტრაციკლინის კონცენტრაციისა და ცირკულაციის ხანგრძლივობის მომატება.

ერგოტამინი და მეთისერგიდი: ერგოტიზმის გაზრდილი რისკი.

პერორალური ვაქცინა მუცლის ტიფის საწინააღმდეგოდ, BCG: ანტიბაქტერიული პრეპარატებმა, მათ შორის ტეტრაციკლინებმა შეიძლება შეამცირონ მოცემული ვაქცინების თერაპიული ეფექტი. ვაქცინების გამოყენება ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ტეტრაციკლინის აბსორბცია ირღვევა მისი ჭამის დროს, რძესთან და რძის პროდუქტებთან ერთად გამოყენების დროს .

ორსულობა და ძუძუთი კვება

ტეტრაციკლინები აღწევენ პლაცენტაში და შეიძლება მოახდინონ ტოქსიკური ზემოქმედება ნაყოფის ქსოვილებზე, განსაკუთრებით ჩონჩხის განვითარებაზე, ამიტომ პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

ტეტრაციკლინები ექსკრეტირდება დედის რძეში და ამიტომ უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში.

ყველა ტეტრაციკლინი ქმნის კალციუმის სტაბილურ კომპლექსებს ნებისმიერ ძვლის წარმომქმნელ ქსოვილში (ძვლის ჩონჩხი, მინანქარი, ემალი, კბილების დენტინი). წვივის მცირე ძვლის ზრდის სიჩქარის შემცირება აღინიშნებოდა დღენაკლულ ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ პერორალურ ტეტრაციკლინს 25 მგ/კგ დოზით ყოველ 6 საათში. ეს გვერდითი რეაქცია იყო შექცევადი პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

კბილების განვითარების პერიოდში ტეტრაციკლინების გამოყენებისას ის შეიძლება დაგროვდეს კბილის ქსოვილებში, რაც იწვევს მათ გამუდმებულ შეღებვას (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას.

გვერდითი მოვლენები

იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების, მათ შორის სახისა და ენის, ანაფილაქსიის, პერიკარდიტის, ბრონქოსპაზმის ჩათვლით; ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქტოიდური პურპურა, სისტემური წითელი მგლურას გამწვავება, ფიქსირებული მედიკამენტოზური ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

პრეპარატი შეიცავს საღებავს „ყვითელი დაისი FCF“ (E 110), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის ბრონქული ასთმა.

კანი და კანქვეშა უჯრედისი: ქავილი, კანის ჰიპერემია, გამონაყარი, მათ შორის მაკულოპაპულური, ერითემატოზული, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები, ბულოზური დერმატოზები, კანისა და ლორწოვანი გარსის პიგმენტაციის დარღვევა.

სისხლი და ლიმფური სისტემა: ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, მოშკოვიჩის დაავადება.

ენდოკრინული სისტემა: ტეტრაციკლინების გახანგრძლივებული გამოყენებისას შესაძლოა გაჩნდეს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილში მიკროსკოპული უბნები ყავისფერი-შავი შეფერილობის. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ამ დროს არ არის დარღვეული.

ნერვული სისტემა: ამობურცული ყიფლიფანდი ჩვილებში და კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია მოზარდებში და ზრდასრულებში, რომლის პირველი სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში/სმენის დაქვეითება, მხედველობის დაქვეითება (მხედველობის ნერვის შეშუპების ჩათვლით, მხედველობის დაბინდვა, სკოტომები, დიპლოპია, სინათლის შიში), გულისრევა, ღებინება, ბარბაცით

სიარული. ყოფილა ცნობები მხედველობის დროებითი/მუდმივი დაკარგვის შემთხვევების შესახებ.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, დისკომფორტი/ტკივილი კუჭში, დისპეფსია (გულძმარვის/გასტრიტის ჩათვლით), დისფაგია, დიარეა/ყაბზობა, ნაწლავური დისბაქტერიოზი, პანკრეატიტი. პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ტეტრაციკლინების კაფსულებისა და ტაბლეტებს, აღინიშნა ეზოფაგიტი და საყლაპავის წყლულის წარმოქმნა, აგრეთვე აღინიშნა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების წარმოქმნა.

ჰეპატობილიარული სისტემა: ჰეპატოტოქსიურობის შემთხვევები ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზისა და სისხლში ბილირუბინის გარდამავალი მატებით, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით; ჰეპატიტები, სიყვითლე, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ღვიძლის უკმარისობა. ღვიძლის დაზიანების პირველი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცუდად ყოფნას, სხეულის ტემპერატურის მომატებას და/ან ტკივილს მარჯვენა ჰიპოქონდრიუმში, კუჭის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, სკლერების სუბიქტერულობას.

ბიოლოგიური მოქმედებით განპირობებული ეფექტები: ანტიბიოტიკების მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას , მათ შორის ტეტრაციკლინისა, შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანდიდოზის, გლოსიტის პაპილარული ჰიპერტროფიით, გლოსოფიტიის, სტომატიტის , სტაფილოკოკური ენტეროკოლიტის, CDAD-ის, ფსევდომემბრანული კოლიტის, ანალურ მიდამოში ქავილის, ანოგენიტალური ზონის ანთებითი დაზიანების (კანდიდოზის გამო), ვულვოვაგინიტის, ბალანიტის, პროქტიტის განვითარება.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა: კუნთების სისუსტის გაძლიერება მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში.

შარდგამომყოფი სისტემა: აზოტემია, ჰიპერკრეატინინემია, ნეფრიტი, თირკმელების მწვავე უკმარისობა , ჩვეულებრივ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის უკვე არსებული დარღვევებით.

სხვა : ყელის ტკივილი, ჩახლეჩილი ხმა, ფარინგიტი, ჰიპოვიტამინოზი, კბილების ფერის გამუდმებული ცვალებადობა (ყვითელ-ყავისფერი-ნაცრისფერი), კბილის მინანქრის ჰიპოპლაზია ბავშვებში, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირების დარღვევა , ძვლების ხაზოვანი ზრდის შენელება (ბავშვებში).

ჭარბი დოზა

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება; რეკომენდებულზე მნიშვნელოვნად მაღალი დოზების გამოყენებისას - კრისტალურია, ჰემატურია. შესაძლებელია გაძლიერდეს აღწერილი გვერდითი მოვლენების გამოვლინებები, მათ შორის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები .

მკურნალობა : სიმპტომური თერაპია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ტეტრაციკლინი;

1 ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს 100% მშრალ ნივთიერებაზე გადათვლით;

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კალციუმის სტეარატი, ტალკი;

აპკის შემქმნელი საფარი: პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი/პეგ 3350, ტალკი (E553b), ტიტანის დიოქსიდი (E171), სპეციალური წითელი AG (E129), ყვითელი დაისი FCF (E110). სამკურნალო ფორმა. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: მრგვალი ტაბლეტები ორმხრივამოზნექილი ზედაპირით, რომლებიც დაფარულია აპკიანი გარსით, წითელიდან წითელ-ყავისფერამდე.

შენახვის პირობები

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები. ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა.

20 ტაბლეტი ბლისტერში, 1 ბლისტერი შეფუთვაში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის. ტეტრაციკლინები. ათქ კოდი J01A A07.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ტეტრაციკლინების ჯგუფის ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით. თრგუნავს ცილის სინთეზს ამინოაცილ-სატრანსპორტო რნმ-ის (ტრნმ) "საინფორმაციო რნმ (სრნმ)-რიბოსომა"-ს კომპლექსთან შეკავშირების ბლოკირებით . აქტიურია გრამდადებითი (Staphylococcus spp., მათ შორის იმათ მიმართაც, რომლებიც აწარმოებენ პენიცილინაზას; Streptococcus spp. მათ შორის Streptococcus pneumoniae ); Haemophilus influenzae, Listeria spp., Bacillus anthracis და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ( Neisseria gonorrhoeae , Bordetella pertussis, Escherichia coli, Enterobacter spp., Klebsiella spp., Salmonella spp., Shigella spp. ), და ასევე Ricketsia spp., Chlamydia spp., Mycoplasma spp., Treponema spp. მიმართ. მდგრადები არიან პრეპარატის მოქმედების მიმართ : Pseudomonas aeruginosa, Proteus spp., Serratia spp., Bacteroides spp. და სოკოების შტამების უმეტესობა, პატარა ვირუსები.

ფარმაკოკინეტიკა.

პერორალურად მიღებისას აბსორბირდება პრეპარატის 75-80%, სისხლის პლაზმის ცილებს უკავშირდება 55-65%, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა 2-3 საათის შემდეგ და შეადგენს 1,5-3,5 მგ/ლ. მომდევნო 8 საათის განმავლობაში კონცენტრაცია თანდათან მცირდება.

იგი არათანაბრად ნაწილდება ორგანიზმში: მაქსიმალური კონცენტრაცია გვხვდება ღვიძლში, თირკმელებში, ფილტვებში და რეტიკულოენდოთელური სისტემის ელემენტებით მდიდარ ორგანოებში (ელენთაში, ლიმფური კვანძებში).

ტეტრაციკლინის კონცენტრაცია ნაღველში 5-10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სისხლის შრატში. ფარისებრი და წინამდებარე ჯირკვლების ქსოვილებში პრეპარატის შემცველობა ისეთივეა, როგორც სისხლის პლაზმაში. პლევრალურ და ასციტურ სითხეში, ნერწყვში, დედის რძეში პრეპარატის კონცენტრაცია შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის 60-100%. ის დიდი რაოდენობით გროვდება ძვლოვან ქსოვილში. უჭირს ჰემატოენცეფალურ ბარიერში შეღწევა. აღწევს პლაცენტურ ბარიერში და გადადის ნაყოფის სისხლში.

ღვიძლში მეტაბოლიზდება 30-50%. შარდში განისაზღვრება მაღალი კონცენტრაციით მიღების შემდეგ 2 საათის მერე და ნარჩუნდება 6-12 საათის განმავლობაში. პირველი 12 საათის განმავლობაში დოზის 10-20% გამოიყოფა თირკმელების მიერ. მთლიანი დოზის 5-10% გამოიყოფა ნაღველთან ერთად ნაწლავში, სადაც ხდება მისი ნაწილობრივი რეაბსორბცია (ნაწლავურ-ღვიძლოვანი ცირკულაცია), რაც ხელს უწყობს აქტიური ნივთიერების ხანგრძლივ ცირკულაციას ორგანიზმში. შინაგანად მიღების დროს ნაწლავებით გამოიყოფა 20-50%. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8 საათს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი

(TETRACYCLINE HYDROCHLORIDE)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: ტეტრაციკლინი;

1 ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს 100% მშრალ ნივთიერებაზე გადათვლით;

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კალციუმის სტეარატი, ტალკი;

აპკის შემქმნელი საფარი: პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი/პეგ 3350, ტალკი (E553b), ტიტანის დიოქსიდი (E171), სპეციალური წითელი AG (E129), ყვითელი დაისი FCF (E110). სამკურნალო ფორმა. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: მრგვალი ტაბლეტები ორმხრივამოზნექილი ზედაპირით, რომლებიც დაფარულია აპკიანი გარსით, წითელიდან წითელ-ყავისფერამდე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის. ტეტრაციკლინები. ათქ კოდი J01A A07.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ტეტრაციკლინების ჯგუფის ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით. თრგუნავს ცილის სინთეზს ამინოაცილ-სატრანსპორტო რნმ-ის (ტრნმ) "საინფორმაციო რნმ (სრნმ)-რიბოსომა"-ს კომპლექსთან შეკავშირების ბლოკირებით . აქტიურია გრამდადებითი (Staphylococcus spp., მათ შორის იმათ მიმართაც, რომლებიც აწარმოებენ პენიცილინაზას; Streptococcus spp. მათ შორის Streptococcus pneumoniae ); Haemophilus influenzae, Listeria spp., Bacillus anthracis და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ( Neisseria gonorrhoeae , Bordetella pertussis, Escherichia coli, Enterobacter spp., Klebsiella spp., Salmonella spp., Shigella spp. ), და ასევე Ricketsia spp., Chlamydia spp., Mycoplasma spp., Treponema spp. მიმართ. მდგრადები არიან პრეპარატის მოქმედების მიმართ : Pseudomonas aeruginosa, Proteus spp., Serratia spp., Bacteroides spp. და სოკოების შტამების უმეტესობა, პატარა ვირუსები.

ფარმაკოკინეტიკა.

პერორალურად მიღებისას აბსორბირდება პრეპარატის 75-80%, სისხლის პლაზმის ცილებს უკავშირდება 55-65%, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა 2-3 საათის შემდეგ და შეადგენს 1,5-3,5 მგ/ლ. მომდევნო 8 საათის განმავლობაში კონცენტრაცია თანდათან მცირდება.

იგი არათანაბრად ნაწილდება ორგანიზმში: მაქსიმალური კონცენტრაცია გვხვდება ღვიძლში, თირკმელებში, ფილტვებში და რეტიკულოენდოთელური სისტემის ელემენტებით მდიდარ ორგანოებში (ელენთაში, ლიმფური კვანძებში).

ტეტრაციკლინის კონცენტრაცია ნაღველში 5-10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სისხლის შრატში. ფარისებრი და წინამდებარე ჯირკვლების ქსოვილებში პრეპარატის შემცველობა ისეთივეა, როგორც სისხლის პლაზმაში. პლევრალურ და ასციტურ სითხეში, ნერწყვში, დედის რძეში პრეპარატის კონცენტრაცია შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის 60-100%. ის დიდი რაოდენობით გროვდება ძვლოვან ქსოვილში. უჭირს ჰემატოენცეფალურ ბარიერში შეღწევა. აღწევს პლაცენტურ ბარიერში და გადადის ნაყოფის სისხლში.

ღვიძლში მეტაბოლიზდება 30-50%. შარდში განისაზღვრება მაღალი კონცენტრაციით მიღების შემდეგ 2 საათის მერე და ნარჩუნდება 6-12 საათის განმავლობაში. პირველი 12 საათის განმავლობაში დოზის 10-20% გამოიყოფა თირკმელების მიერ. მთლიანი დოზის 5-10% გამოიყოფა ნაღველთან ერთად ნაწლავში, სადაც ხდება მისი ნაწილობრივი რეაბსორბცია (ნაწლავურ-ღვიძლოვანი ცირკულაცია), რაც ხელს უწყობს აქტიური ნივთიერების ხანგრძლივ ცირკულაციას ორგანიზმში. შინაგანად მიღების დროს ნაწლავებით გამოიყოფა 20-50%. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8 საათს.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: ბრონქიტი, პნევმონია, ჩირქოვანი პლევრიტი, ქვემწვავე სეპტიური ენდოკარდიტი, ბაქტერიული და ამებური დიზენტერია, ყივანახველა, ანგინა, სკარლატინა, გონორეა, ბრუცელოზი, ტულარემია, პარტახტიანი და შექცევადი ტიფი, ფსიტაკოზი, ორნიტოზი, შარდგამომყოფი და სანაღვლე გზების ინფექციები, ჩირქოვანი მენინგიტი, კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები, ქოლერა.

ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა ტეტრაციკლინისა და მასთან მონათესავე ანტიბიოტიკების, პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

სოკოვანი დაავადებები;

ღვიძლის/თირკმლის ქრონიკული დისფუნქცია;

თირკმლის უკმარისობა, განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში;

სისტემური წითელი მგლურა;

A ვიტამინთან ან რეტინოიდებთან ერთდროული გამოყენება (კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზიის განვითარების რისკი).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

რკინის მარილები, თუთიის, კალციუმის, ვისმუტის პერორალური პრეპარატები (მათ შორის ვისმუტის სუბსალიცილატი), ალუმინის, მაგნიუმის პრეპარატები და სხვა პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ამ კატიონებს (მათ შორის მაგნიუმის შემცველი საფაღარათო საშუალებები, ანტაციდები, სუკრალფატი), ქოლესტირამინს, ქოლესტიპოლს, კაოლინ-პექტინს, ნატრიუმის ჰიდროკარბონატს : ტეტრაციკლინთან ერთად არააქტიური ქელატების წარმოქმნა და ტეტრაციკლინის აბსორბციის დაქვეითება. თავიდან უნდა იქნას აცილებული კომბინაცია ასეთ პრეპარატებთან, აგრეთვე კვინაპრილთან ( შეიცავს მაგნიუმის კარბონატს), დიდანოზინთან (შეიცავს კალციუმის შემცველ და მაგნიუმის შემცველ დამხმარე ნივთიერებებს). ასეთი კომბინაციის აუცილებელობის შემთხვევაში, ტეტრაციკლინის გამოყენება უნდა იყოს დროში მაქსიმალურად გადაწეული (მათ გამოყენებამდე 2 საათით ადრე ან 4-6 საათის შემდეგ).

სტრონციუმის რანელატი: შესაძლებელია სისხლის შრატში ტეტრაციკლინის კონცენტრაციის დაქვეითება. უნდა მოერიდოთ ერთობლივ გამოყენებას. რეკომენდებულია სტრონციუმის რანელატით მკურნალობის შეწყვეტა ტეტრაციკლინით თერაპიის კურსის ჩატარების განმავლობაში.

დიგოქსინი , ლითიუმის პრეპარატები: შესაძლებელია მათი კონცენტრაციის გაზრდა სისხლის შრატში.

პენიცილინები, ცეფალოსპორინები, ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები: ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკის სახით ტეტრაციკლინმა შეიძლება ხელი შეუშალოს სხვა ანტიბიოტიკების ბაქტერიციდულ აქტივობას. ასეთი კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ტეტრაციკლინის კომბინაცია ოლეანდომიცინთან და ერითრომიცინთან ითვლება სინერგიულად.

არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, მათ შორის ვარფარინი, ფენინდიონი, ანტითრომბოზული საშუალებები: ტეტრაციკლინებმა შეიძლება გააძლიეროს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედება ღვიძლში მათი მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო , შეამციროს სისხლის პლაზმის პროთრომბინის დონე, რაც მოითხოვს პროთრომბინის დროის ზედმიწევნით კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში ანტიკოაგულანტების დოზის შემცირებას.

ატოვაკვონი : სისხლის პლაზმაში ატოვაკვონის კონცენტრაციის დაქვეითება.

მეთოტრექსატი : შესაძლოა ამ უკანასკნელის ტოქსიკურობის მომატება; მოცემული კომბინაცია უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.

მეთოქსიფლურანი : შესაძლოა ტოქსიკური ზემოქმედება თირკმელებზე (მათ შორის შარდოვანას აზოტის და სისხლის შრატის კრეატინინის მომატება), თირკმლის მწვავე უკმარისობა, ზოგჯერ ლეტალური შედეგით.

ვიტამინი A და რეტინოიდები (მათ შორის აციტრეტინი, იზოტრეტიონინი, ტრეტიონინი): ქალასშიდა ჰიპერტენზიის რისკის მომატება; მოცემული კომბინაცია არ უნდა იქნას გამოყენებული. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად აკნეს რეტინოიდებით მკურნალობის დროს ტეტრაციკლინით თერაპიის შემდეგ აუცილებელია დაცული იქნას ინტერვალი.

ჰორმონალური კონტრაცეპტივები: მათი ეფექტურობის დაქვეითება (დაუგეგმავი ორსულობა) და ტეტრაციკლინებთან ერთად გამოყენებისას პროფუზული სისხლდენის სიხშირის მატება. ამასთან დაკავშირებით რეკომენდებულია კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდების გამოყენება ტეტრაციკლინით მკურნალობის დროს და კიდევ 7 დღის განმავლობაში მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ.

დიურეტიკები : ასეთი კომბინაცია მოითხოვს სიფრთხილეს, რადგან დეჰიდრატაციის ფონზე ნეფროტოქსიურობის რისკი მატულობს.

დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები (ინსულინი, სულფონილშარდოვანას წარმოებულები, მათ შორის გლიბენკლამიდი, გლიკლაზიდი): მათი ჰიპოგლიკემიურ ეფექტის გაძლიერება.

ქიმოტრიფსინი: სისხლში ტეტრაციკლინის კონცენტრაციისა და ცირკულაციის ხანგრძლივობის მომატება.

ერგოტამინი და მეთისერგიდი: ერგოტიზმის გაზრდილი რისკი.

პერორალური ვაქცინა მუცლის ტიფის საწინააღმდეგოდ, BCG: ანტიბაქტერიული პრეპარატებმა, მათ შორის ტეტრაციკლინებმა შეიძლება შეამცირონ მოცემული ვაქცინების თერაპიული ეფექტი. ვაქცინების გამოყენება ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ტეტრაციკლინის აბსორბცია ირღვევა მისი ჭამის დროს, რძესთან და რძის პროდუქტებთან ერთად გამოყენების დროს .

გამოყენების თავისებურებები.

ეზოფაგიტი. ეზოფაგიტის და საყლაპავის წყლულების შემთხვევები დარეგისტრირებული იქნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტეტრაციკლინების კაფსულირებულ ან ტაბლეტურ ფორმებს. პრეპარატს საჭიროებს საკმარისი სითხის დაყოლებას და გადაყლაპვას ვერტიკალურ მდგომარეობაში, ჯდომისას ან დგომის დროს, დაძინებამდე დიდი ხნით ადრე. თუ წარმოიქმნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დისფაგია ან ტკივილი გულმკერდის ძვლის უკან, უნდა იქნას განხილული ამ გართულების განვითარების და პრეპარატის მოხსნის შესაძლებლობა. ტეტრაციკლინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ეზოფაგეალური რეფლუქსის მქონე პაციენტებში.

ფოტოსენსიბილიზაცია. შემოვიდა ცნობები ფოტომგრძნობელობის რეაქციების შემთხვევების შესახებ მზის მძიმე დამწვრობის კლინიკური გამოვლინებებით პაციენტებში, რომლებიც იღებდენ ტეტრაციკლინებს. მკურნალობის დროს რეკომენდებულია სხეულის ღია უბნების დაცვა მზის პირდაპირი სხივებისაგან და ხელოვნური UV დასხივებისაგან. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ასეთი რეაქციის შესაძლებლობის შესახებ და გაფრთხილებულნი, რომ ტეტრაციკლინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეწყვეტილი კანზე ერითემის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე.

მიკროფლორა. ანტიბიოტიკების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა , კერძოდ სოკოების, Candida-ს ჩათვლით, და სუპერინფექციის განვითარება, რომელიც მოითხოვს ანტიბიოტიკის მოხსნას და შესაბამისი ზომების მიღებას.

კანდიდოზის განვითარების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ტეტრაციკლინთან ერთდროულად სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების, ვიტამინების გამოყენება.

დიარეა, განსაკუთრებით მძიმე, პერსისტირებადი და/ან სისხლიანი, ტეტრაციკლინით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მათ შორის მკურნალობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ) შეიძლება იყოს Clostridium difficile-თან ასოცირებული დიარეის სიმპტომი (CDAD). CDAD-ის გამოვლინების სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი დიარეიდან სიცოცხლისთვის საშიშ ფსევდომემბრანულ კოლიტამდე. CDAD-ზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ტეტრაციკლინის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და სასწრაფოდ უნდა იქნას დაწყებული შესაბამისი თერაპია. ანტიპერისტალტიკური პრეპარატები ამ კლინიკურ სიტუაციაში უკუნაჩვენებია.

CDAD-ის შესაძლებლობა გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა პაციენტის შემთხვევაში, რომლებსაც ანტიბიოტიკების გამოყენების დროს ან მის შემდეგ განუვითარდათ მძიმე დიარეა.

კბილების განვითარება. ტეტრაციკლინების გამოყენებამ კბილების განვითარების პერიოდში (ორსულობის II-III ტრიმესტრი , ძუძუთი კვების პერიოდი, ნეონატალური პერიოდი, 12 წლამდე ასაკის ბავშვები) შეიძლება გამოიწვიოს კბილების ფერის მდგრადი შეცვლა (ყვითელ-ყავისფერ-ნაცრისფერი). ასეთი გვერდითი რეაქცია უფრო ხშირად გვხვდება ხანგრძლივი გამოყენებისას, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს განმეორებითი მკურნალობის მოკლე კურსების შემდეგაც. ასევე იყო შემოსული ცნობები მინანქრის ჰიპოპლაზიის შესახებ.

ვენერიული დაავადებები . ტეტრაციკლინებს შეუძლიათ შენიღბონ სიფილისის გამოვლინებები. ვენერიული დაავადებების მკურნალობისას, როცა ეჭვია თანმხლები სიფილისის არსებობაზე, უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი დიაგნოსტიკური პროცედურები. ყველა ასეთ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ყოველთვიური სეროლოგიური ტესტები მინიმუმ 4 თვის განმავლობაში.

ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციების დროს მკურნალობა უნდა ჩატარდეს მინიმუმ 10 დღის განმავლობაში.

მიასთენია გრავისი. ტეტრაციკლინებმა შეიძლება გამოიწვიონ მსუბუქი ნეიროკუნთოვანი ბლოკადა, ამიტომ ისინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში.

სისტემური წითელი მგლურა, პორფირია. ტეტრაციკლინებს შეუძლიათ გამოიწვიონ სისტემური წითელი მგლურას გამწვავება. პორფირიის წარმოქმნის შემთხვევები იშვიათად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ტეტრაციკლინებს. ამიტომ ტეტრაციკლინი არ უნდა იქნას გამოყენებული პორფირიის ან სისტემური წითელი მგლურას მქონე პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ტეტრაციკლინის გამოყენება ზოგადად უკუნაჩვენებია თირკმლის უკმარისობის დროს ჭარბი კუმულაციისა და გვერდითი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის შესაძლებლობის გამო.

ტეტრაციკლინების ანტიანაბოლურმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შარდოვანას დონის მატება. მიუხედავად იმისა, რომ ამას არა აქვს არსობრივი მნიშვნელობა თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისათვის, პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევით სისხლის შრატში ტეტრაციკლინის მაღალმა დონეებმა შეიძლება გამოიწვიონ აზოტემია, ჰიპერფოსფატემია და აციდოზი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ტეტრაციკლინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ პოტენციურად ჰეპატოტოქსიურ პრეპარატებს. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის მაღალი დოზები. ტეტრაციკლინის მაღალი დოზების გამოყენება დაკავშირებული იყო ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაციისა და პანკრეატიტის განვითარებასთან.

ტეტრაციკლინები სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული ლეიკოპენიის დროს.

ვინაიდან ტეტრაციკლინები ამცირებენ სისხლის პლაზმის პროთრომბინის აქტივობას პაციენტებისათვის, რომლებიც იმყოფებიან ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტების დოზის შემცირება.

ხანგრძლივი გამოყენების დროს საჭიროა თირკმელების, ღვიძლის, სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის პერიოდული კონტროლი.

ტეტრაციკლინით თერაპია უნდა ხორციელდებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში მკაცრად უნდა იყოს დაცული დანიშვნის რეჟიმი, არ უნდა იქნას გამოტოვებული დოზები და ისინი უნდა იქნას მიღებული დროის თანაბარი შუალედებით. დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე; არა მიიღოთ, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო თითქმის მოსულია; არ გააორმაგოთ დოზები. ტეტრაციკლინი არ უნდა იქნას მიღებული რძესთან და სხვა რძის პროდუქტებთან ერთდროულად, რადგან ამ დროს ირღვევა პრეპარატის აბსორბცია.

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ნიშნებისა და გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს სხვა ანტიბიოტიკი (არა ტეტრაციკლინების ჯგუფიდან). შესაძლო გართულებების პროფილაქტიკისათვის მიზანშეწონილია ერთდროულად ჰეპატოპროტექტორების, ნაღველმდენი საშუალებების, ეუბიოტიკების, ვიტამინების, ანტიმიკოზური პრეპარატების გამოყენება.

ტეტრაციკლინი არ არის არჩევის პრეპარატი ნებისმიერი ტიპის სტაფილოკოკური ინფექციის მკურნალობის დროს. პრეპარატის დანიშვნა მოზრდილებში 800 მგ-ზე ნაკლები დოზით დღე-ღამეში არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან გარდა არასაკმარისი თერაპიული ეფექტისა შესაძლებელია ტეტრაციკლინის მიმართ რეზისტენტული ფორმების მიკროორგანიზმების განვითარება .

პრეპარატი შეიცავს საღებავს „ყვითელი დაისი FCF“ (E 110), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის ბრონქული ასთმა. ალერგიის რისკი უფრო მაღალია პაციენტებში აცეტილსალიცილის მჟავას მიმართ მომატებული მგრძნობელობით.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის კროსკარმელოზას, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის შემცველობის კონტროლირებად დიეტაზე.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

ტეტრაციკლინები აღწევენ პლაცენტაში და შეიძლება მოახდინონ ტოქსიკური ზემოქმედება ნაყოფის ქსოვილებზე, განსაკუთრებით ჩონჩხის განვითარებაზე, ამიტომ პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

ტეტრაციკლინები ექსკრეტირდება დედის რძეში და ამიტომ უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში.

ყველა ტეტრაციკლინი ქმნის კალციუმის სტაბილურ კომპლექსებს ნებისმიერ ძვლის წარმომქმნელ ქსოვილში (ძვლის ჩონჩხი, მინანქარი, ემალი, კბილების დენტინი). წვივის მცირე ძვლის ზრდის სიჩქარის შემცირება აღინიშნებოდა დღენაკლულ ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ პერორალურ ტეტრაციკლინს 25 მგ/კგ დოზით ყოველ 6 საათში. ეს გვერდითი რეაქცია იყო შექცევადი პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

კბილების განვითარების პერიოდში ტეტრაციკლინების გამოყენებისას ის შეიძლება დაგროვდეს კბილის ქსოვილებში, რაც იწვევს მათ გამუდმებულ შეღებვას (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).

რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას.

მიღების წესი და დოზები.

ტეტრაციკლინი უნდა მიიღოთ შინაგანად ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ, ვინაიდან კვების პროდუქტები და ზოგიერთი რძის პროდუქტი ამცირებს აბსორბციას. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ვერტიკალურ მდგომარეობაში, მჯდომარედ ან ფეხზე ყოფნისას, დაძინებამდე დიდი ხნით ადრე და საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით ეზოფაგიტის განვითარების რისკის შესამცირებლად.

ზრდასრულებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. ჩვეულებრივი ერთჯერადი დოზა შეადგენს 200 მგ (2 ტაბლეტი) ყოველ 6 საათში. მძიმე ინფექციების დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს 500 მგ-მდე ყოველ 6 საათში. უმაღლესი სადღეღამისო დოზაა 2 გ.

A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკებით გამოწვეული ყველა ინფექციის მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს მინიმუმ 10 დღის განმავლობაში.

მკურნალობის კურსის დოზას და ხანგრძლივობას ექიმი ადგენს ინდივიდუალურად, დაავადების ტიპისა და მიმდინარეობის მიხედვით. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ კიდევ 3 დღის განმავლობაში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები. ჩვეულებრივი დოზა ზრდასრულებისათვის. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის სუბკლინიკური უკმარისობის დროს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის კუმულაცია.

თირკმლის უკმარისობა. ძირითადად, ტეტრაციკლინების გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმლის უკმარისობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კლასის ანტიბიოტიკების გამოყენება აბსოლუტურად აუცილებლობად ითვლება. სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებული ინდივიდუალური დოზების შემცირების გზით და/ან დოზებს შორის ინტერვალის გაზრდით.

ბავშვები.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება.

დოზის გადაჭარბება.

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება; რეკომენდებულზე მნიშვნელოვნად მაღალი დოზების გამოყენებისას - კრისტალურია, ჰემატურია. შესაძლებელია გაძლიერდეს აღწერილი გვერდითი მოვლენების გამოვლინებები, მათ შორის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები .

მკურნალობა : სიმპტომური თერაპია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

გვერდითი რეაქციები.

იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების, მათ შორის სახისა და ენის, ანაფილაქსიის, პერიკარდიტის, ბრონქოსპაზმის ჩათვლით; ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქტოიდური პურპურა, სისტემური წითელი მგლურას გამწვავება, ფიქსირებული მედიკამენტოზური ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

პრეპარატი შეიცავს საღებავს „ყვითელი დაისი FCF“ (E 110), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის ბრონქული ასთმა.

კანი და კანქვეშა უჯრედისი: ქავილი, კანის ჰიპერემია, გამონაყარი, მათ შორის მაკულოპაპულური, ერითემატოზული, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები, ბულოზური დერმატოზები, კანისა და ლორწოვანი გარსის პიგმენტაციის დარღვევა.

სისხლი და ლიმფური სისტემა: ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, მოშკოვიჩის დაავადება.

ენდოკრინული სისტემა: ტეტრაციკლინების გახანგრძლივებული გამოყენებისას შესაძლოა გაჩნდეს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილში მიკროსკოპული უბნები ყავისფერი-შავი შეფერილობის. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ამ დროს არ არის დარღვეული.

ნერვული სისტემა: ამობურცული ყიფლიფანდი ჩვილებში და კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია მოზარდებში და ზრდასრულებში, რომლის პირველი სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში/სმენის დაქვეითება, მხედველობის დაქვეითება (მხედველობის ნერვის შეშუპების ჩათვლით, მხედველობის დაბინდვა, სკოტომები, დიპლოპია, სინათლის შიში), გულისრევა, ღებინება, ბარბაცით

სიარული. ყოფილა ცნობები მხედველობის დროებითი/მუდმივი დაკარგვის შემთხვევების შესახებ.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, დისკომფორტი/ტკივილი კუჭში, დისპეფსია (გულძმარვის/გასტრიტის ჩათვლით), დისფაგია, დიარეა/ყაბზობა, ნაწლავური დისბაქტერიოზი, პანკრეატიტი. პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ტეტრაციკლინების კაფსულებისა და ტაბლეტებს, აღინიშნა ეზოფაგიტი და საყლაპავის წყლულის წარმოქმნა, აგრეთვე აღინიშნა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების წარმოქმნა.

ჰეპატობილიარული სისტემა: ჰეპატოტოქსიურობის შემთხვევები ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზისა და სისხლში ბილირუბინის გარდამავალი მატებით, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით; ჰეპატიტები, სიყვითლე, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ღვიძლის უკმარისობა. ღვიძლის დაზიანების პირველი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცუდად ყოფნას, სხეულის ტემპერატურის მომატებას და/ან ტკივილს მარჯვენა ჰიპოქონდრიუმში, კუჭის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, სკლერების სუბიქტერულობას.

ბიოლოგიური მოქმედებით განპირობებული ეფექტები: ანტიბიოტიკების მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას , მათ შორის ტეტრაციკლინისა, შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანდიდოზის, გლოსიტის პაპილარული ჰიპერტროფიით, გლოსოფიტიის, სტომატიტის , სტაფილოკოკური ენტეროკოლიტის, CDAD-ის, ფსევდომემბრანული კოლიტის, ანალურ მიდამოში ქავილის, ანოგენიტალური ზონის ანთებითი დაზიანების (კანდიდოზის გამო), ვულვოვაგინიტის, ბალანიტის, პროქტიტის განვითარება.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა: კუნთების სისუსტის გაძლიერება მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში.

შარდგამომყოფი სისტემა: აზოტემია, ჰიპერკრეატინინემია, ნეფრიტი, თირკმელების მწვავე უკმარისობა , ჩვეულებრივ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის უკვე არსებული დარღვევებით.

სხვა : ყელის ტკივილი, ჩახლეჩილი ხმა, ფარინგიტი, ჰიპოვიტამინოზი, კბილების ფერის გამუდმებული ცვალებადობა (ყვითელ-ყავისფერი-ნაცრისფერი), კბილის მინანქრის ჰიპოპლაზია ბავშვებში, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირების დარღვევა , ძვლების ხაზოვანი ზრდის შენელება (ბავშვებში).

ვარგისობის ვადა. 3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები. ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა.

20 ტაბლეტი ბლისტერში, 1 ბლისტერი შეფუთვაში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი.

საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერო და საწარმოო ცენტრი „ბორშჩაგოვსკის ქიმიურ- ფარმაცევტული ქარხანა“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 03134, კიევი, ქ. მირა, 17.

ბოლო გადახედვის თარიღი. 04.09.2020

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა