პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები

ტერჟინანი

TERGYNAN®

რეცეპტით500მგ + 65000სეინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

ინფექციის საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის. ეს პრეპარატი ნაჩვენებია ზოგიერთი ვაგინალური ინფექციის ადგილობრივი მკურნალობისათვის.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
500მგ + 65000სე + 100 000სე ვაგინალური ტაბლეტი №10
მწარმოებელი
SOPHARTEX, საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გინეკოლოგიური ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალებები, ანტიბიოტიკები
ATC კოდი
G01AA51
რეგისტრაციის ნომერი
რ-026652
რეგისტრირებულია
5 ნოემბერი 2018, მოქმედებს 5 ნოემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიუ ჯორჯია - 555“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებატერჟინანი და სხვა წამალი ერთად

ტერჟინანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ინფექციის საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ეს პრეპარატი ნაჩვენებია ზოგიერთი ვაგინალური ინფექციის ადგილობრივი მკურნალობისათვის.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

დოზირება

გამოიყენება ზრდასრულებში.

1 ტაბლეტი თავსდება საშოში დღეში 1-2ჯერ.

საჭიროა პარტნიორის მკურნალობაც. მან უნდა მიმართოს ექიმს.

დაიცავით ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები.

გამოყენების გზა და მეთოდი

გამოიყენება ვაგინალურად.

საშოში მოთავსებამდე ტაბლეტი დაასველეთ წყლით 2-3 წამით. ტაბლეტის საშოში მოთავსება უმჯობესია მწოლიარე მდგომარეობაში. ამისათვის დაწექით ზურგზე, გაშალეთ ფეხები და მოხარეთ მუხლის სახსარში. იწექით 15 წუთი.

პრაქტიკული რჩევა:

გამოიყენეთ pH ნეიტრალური ან ალკალინის შემცველი საპონი,

დაბინძურების თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ საკუთარი პირსახოვი (ხელთათმანი, პირსახოცი),

ატარეთ ბამბის საცვლები,

თავი აარიდეთ საშოს გამორეცხვას,

მკურნალობის პერიოდში არ გამოიყენოთ ტამპონები,

არ შეწყვიტოთ მკურნალობა მენსტრუაციის დროს,

ხელახალი დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პარტნიორის მკურნალობა.

გამოყენების სიხშირე და დრო

ტაბლეტი ჩვეულებრივ გამოიყენება საღამოს, ძილის წინ.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მეტრონიდაზოლით მკურნალობა არ ინიშნება 10 დღეზე მეტ ხანს და მკურნალობა არ მეორდება წელიწადში 2-3 ჯერზე მეტად.

თუ მიიღეთ რეტჟინანის ვაგინალური ტაბლეტების ჭარბი დოზა:

ღებინების, მოძრაობის კოორდინაციის გართულების, დეზორიენტაციის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს. შესაძლოა ექიმმა ამ მდგომარეობებისათვის დაგინიშნოთ მკურნალობა.

უკუჩვენებები

ეს პრეპარატი არ გამოიყენება რომელიმე შემადგენელი ნივთიერებისადმი ალერგიის არსებობის შემთხვევაში.

ეს პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე დისულფირამთან კომბინაციაში.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ტერჟინანის ვაგინალური ტაბლეტების გამოყენებისას:

სიფრთხილის ზომები

შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ ვერტიგო, დაბნეულობა, ატაქსია (ნებაყოფლობითი მოძრაობებიდ ცუდი კოორდინაცია).

მკურნალობის პერიოდში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღების შეზღუდვა (არსებობს სიწითლის, სიმხურვალის, ღებინების, გულისცემის გახშირების გამოვლენის მომატებული რისკი).

მეტრონიდაზოლით მკურნალობა არ ინიშნება 10 დღეზე მეტ ხანს და მკურნალობა არ მეორდება წელიწადში 2-3 ჯერზე მეტად.

ადგილობრივად ალერგიული რეაქციის გამოვლენისას შეიძლება სარისკო იყოს შემდგომში იგივე ანტიბიოტიკის, ან მსგავსი ანტიბიოტიკის გამოყენება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

სიფრთხილის ზომები

აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, მძიმე ნევროლოგიური დაავადება ამჟამად, ან წარსულში.

აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ჰემატოლოგიური დარღვევების ისტორია, მათ შორის დაკავშირებული სისხლის თეთრ უჯრედებთან, თუ იღებთ მაღალ დოზებს/ან იტარებთ ხანგრძლივ მკურნალობას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ნებისმიერმა ვაგინალურმა მკურნალობამ შეიძლება მოახდონოს ადგილობრივი სპერმიციდული კონტრაცეფციის ინაქტივაცია.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ დისულფირამს, პერორალურ ანტიკოაგულანტს, ან 5-ფლუოროურაცილს (ან რაიმე სხვა პრეპარატს).

აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ახლო წარსულში იყებთ რაიმე პრეპარატს, ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების ჩათვლით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ დაორსულდით მკურნალობის დროს: მხოლოდ მას შეუძლია მოარგოს მკურნალობა თქვენს მდგომარეობას.

ლაქტაცია

თავი აარიდეთ პრეპარატის გამოყენებას ლაქტაციის დროს.

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ მძღოლება, ან მექანიზმებთან მომუშავე პირებმა, რომლებსაც ამ პრეპარატის გამოყენებისას აღენიშნებათ ვერტიგო.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ტერჟინანის ვაგინალურმა ტაბლეტებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

პრეპარატის გამოყებისას გვერდითი მოვლენები ვლინდება იშვიათად.

შეიძლება გამოვლინდეს:

იშვიათი:

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, პირის ღრუში მეტალის გემო, მადის დაკარგვა, ღებინება, დიარეა, სპაზმები მუცლის არეში.

ძალიან იშვიათი:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,

ურტიკარია, ქავილი, გლოსიტი (ენის ანთება პირის სიმშრალით), წამოხურება.

შექცევადი პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება გამოხატული კუჭის ტკივილით).

მაღალი დოზების და/ან ხანგრძლივი მკურნალობისას:

ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება),

ნეიროპათიები (ნერვული სისტემის დაავადება), რაც ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს შარდის ოდნავ მოწითალო, მოყავისფრო ფერი.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან

ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ეროვნული შეტყობინებების სისტემის მეშვეობით: საფრანგეთი: წამლის და ჯანმრთელობის პროდუქტების ეროვნული სააგენტო (Ansm) და ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის რეგიონულ ცენტრთა ქსელი: www.ansm.sante.fr. ლუქსემბურგი: ჯანმრთელობის სამინისტრო: www.ms.public.lu.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებებია:

მეტრონიდაზოლი ...........................................................................................................................500 მგ

ნეომიცინის სულფატი ......................................................................................................................................... 65000 სე

ნისტატინი .................................................................................................................................. 100000 სე

ტაბლეტები გამოიყენება ვაგინალურად.

სხვა ნივთიერებებია:

ხორბლის სახამებელი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი (ტიპი ა), ტაკლი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ტერჟინანის ვაგინალური ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

პრეპარატი წარმოდგენილია ვაგინალური ტაბლეტების ფორმით, შეფუთვაში

მოთავსებულია 10 ტაბლეტი.

სავაჭრო უფლების მფლობელი

BOUCHARA-RECORDATI (Laboratories)

გენერალ დე გოლის გამზ. 70

92800 პიუტო

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

ტერჟინანი

ვაგინალური ტაბლეტები

მეტრონიდაზოლი, ნეომიცინი და ნისტატინი

პრეპარატის გამოყენებამდე გულდასმით წაიკითხეთ დანართი ფურცელი.

შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, ან რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ მათი სიმპტომები გავს თქვენსას.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდა სერიოზული, ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ამ დანართ ფურცელში მოცემულია:

რა არის ტერჟინანი ვაგინალური ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ტერჟინანის ვაგინალური ტაბლეტების გამოყენებამდე

როგორ გამოვიყენოთ ტერჟინანის ვაგინალური ტაბლეტები

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ შევინახოთ ტერჟინანის ვაგინალური ტაბლეტები

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რა არის ტერჟინანი ვაგინალური ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

ინფექციის საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ეს პრეპარატი ნაჩვენებია ზოგიერთი ვაგინალური ინფექციის ადგილობრივი მკურნალობისათვის.

რა უნდა იცოდეთ ტერჟინანის ვაგინალური ტაბლეტების გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ტერჟინანი ვაგინალური ტაბლეტები შემდეგ შემთხვევებში:

ეს პრეპარატი არ გამოიყენება რომელიმე შემადგენელი ნივთიერებისადმი ალერგიის არსებობის შემთხვევაში.

ეს პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე დისულფირამთან კომბინაციაში.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ტერჟინანის ვაგინალური ტაბლეტების გამოყენებისას:

განსაკუთრებული მითითებები

შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ ვერტიგო, დაბნეულობა, ატაქსია (ნებაყოფლობითი მოძრაობებიდ ცუდი კოორდინაცია).

მკურნალობის პერიოდში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღების შეზღუდვა (არსებობს სიწითლის, სიმხურვალის, ღებინების, გულისცემის გახშირების გამოვლენის მომატებული რისკი).

მეტრონიდაზოლით მკურნალობა არ ინიშნება 10 დღეზე მეტ ხანს და მკურნალობა არ მეორდება წელიწადში 2-3 ჯერზე მეტად.

ადგილობრივად ალერგიული რეაქციის გამოვლენისას შეიძლება სარისკო იყოს შემდგომში იგივე ანტიბიოტიკის, ან მსგავსი ანტიბიოტიკის გამოყენება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

სიფრთხილის ზომები

აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, მძიმე ნევროლოგიური დაავადება ამჟამად, ან წარსულში.

აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ჰემატოლოგიური დარღვევების ისტორია, მათ შორის დაკავშირებული სისხლის თეთრ უჯრედებთან, თუ იღებთ მაღალ დოზებს/ან იტარებთ ხანგრძლივ მკურნალობას.

გამოყენება სხვა პრეპარატებთან

ნებისმიერმა ვაგინალურმა მკურნალობამ შეიძლება მოახდონოს ადგილობრივი სპერმიციდული კონტრაცეფციის ინაქტივაცია.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ დისულფირამს, პერორალურ ანტიკოაგულანტს, ან 5-ფლუოროურაცილს (ან რაიმე სხვა პრეპარატს).

აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ახლო წარსულში იყებთ რაიმე პრეპარატს, ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების ჩათვლით.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

ორსულობა

თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ დაორსულდით მკურნალობის დროს: მხოლოდ მას შეუძლია მოარგოს მკურნალობა თქვენს მდგომარეობას.

ლაქტაცია

თავი აარიდეთ პრეპარატის გამოყენებას ლაქტაციის დროს.

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ მძღოლება, ან მექანიზმებთან მომუშავე პირებმა, რომლებსაც ამ პრეპარატის გამოყენებისას აღენიშნებათ ვერტიგო.

როგორ გამოვიყენოთ ტერჟინანის ვაგინალური ტაბლეტები

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

დოზირება

გამოიყენება ზრდასრულებში.

1 ტაბლეტი თავსდება საშოში დღეში 1-2ჯერ.

საჭიროა პარტნიორის მკურნალობაც. მან უნდა მიმართოს ექიმს.

დაიცავით ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები.

გამოყენების გზა და მეთოდი

გამოიყენება ვაგინალურად.

საშოში მოთავსებამდე ტაბლეტი დაასველეთ წყლით 2-3 წამით. ტაბლეტის საშოში მოთავსება უმჯობესია მწოლიარე მდგომარეობაში. ამისათვის დაწექით ზურგზე, გაშალეთ ფეხები და მოხარეთ მუხლის სახსარში. იწექით 15 წუთი.

პრაქტიკული რჩევა:

გამოიყენეთ pH ნეიტრალური ან ალკალინის შემცველი საპონი,

დაბინძურების თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ საკუთარი პირსახოვი (ხელთათმანი, პირსახოცი),

ატარეთ ბამბის საცვლები,

თავი აარიდეთ საშოს გამორეცხვას,

მკურნალობის პერიოდში არ გამოიყენოთ ტამპონები,

არ შეწყვიტოთ მკურნალობა მენსტრუაციის დროს,

ხელახალი დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პარტნიორის მკურნალობა.

გამოყენების სიხშირე და დრო

ტაბლეტი ჩვეულებრივ გამოიყენება საღამოს, ძილის წინ.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მეტრონიდაზოლით მკურნალობა არ ინიშნება 10 დღეზე მეტ ხანს და მკურნალობა არ მეორდება წელიწადში 2-3 ჯერზე მეტად.

თუ მიიღეთ რეტჟინანის ვაგინალური ტაბლეტების ჭარბი დოზა:

ღებინების, მოძრაობის კოორდინაციის გართულების, დეზორიენტაციის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს. შესაძლოა ექიმმა ამ მდგომარეობებისათვის დაგინიშნოთ მკურნალობა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების აღწერა

სხვა პრეპარატების მსგავსად, ტერჟინანის ვაგინალურმა ტაბლეტებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

პრეპარატის გამოყებისას გვერდითი მოვლენები ვლინდება იშვიათად.

შეიძლება გამოვლინდეს:

იშვიათი:

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, პირის ღრუში მეტალის გემო, მადის დაკარგვა, ღებინება, დიარეა, სპაზმები მუცლის არეში.

ძალიან იშვიათი:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,

ურტიკარია, ქავილი, გლოსიტი (ენის ანთება პირის სიმშრალით), წამოხურება.

შექცევადი პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება გამოხატული კუჭის ტკივილით).

მაღალი დოზების და/ან ხანგრძლივი მკურნალობისას:

ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება),

ნეიროპათიები (ნერვული სისტემის დაავადება), რაც ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს შარდის ოდნავ მოწითალო, მოყავისფრო ფერი.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან

ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ეროვნული შეტყობინებების სისტემის მეშვეობით: საფრანგეთი: წამლის და ჯანმრთელობის პროდუქტების ეროვნული სააგენტო (Ansm) და ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის რეგიონულ ცენტრთა ქსელი: www.ansm.sante.fr. ლუქსემბურგი: ჯანმრთელობის სამინისტრო: www.ms.public.lu.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.

როგორ შევინახოთ ტერჟინანის ვაგინალური ტაბლეტები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ტერჟინანის ვაგინალური ტაბლეტები?

მოქმედი ნივთიერებებია:

მეტრონიდაზოლი ...........................................................................................................................500 მგ

ნეომიცინის სულფატი ......................................................................................................................................... 65000 სე

ნისტატინი .................................................................................................................................. 100000 სე

ტაბლეტები გამოიყენება ვაგინალურად.

სხვა ნივთიერებებია:

ხორბლის სახამებელი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი (ტიპი ა), ტაკლი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ტერჟინანის ვაგინალური ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

პრეპარატი წარმოდგენილია ვაგინალური ტაბლეტების ფორმით, შეფუთვაში

მოთავსებულია 10 ტაბლეტი.

სავაჭრო უფლების მფლობელი

BOUCHARA-RECORDATI (Laboratories)

გენერალ დე გოლის გამზ. 70

92800 პიუტო

მწარმოებელი

SOPHARTEX

პრესორის ქ. 21,

28500 ვერნუე

დანართი ფურცლის ბოლო შემოწმების თარიღია 2013 წლის სექტემბერი.

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ Ansm-ის (საფრანგეთი) ვებ. გვერდზე.

რეკომენდაცია/სამედიცინო რჩევა

რა უნდა იცოდეთ ანტიბიოტიკების შესახებ

ანტიბიოტიკები ეფექტურია ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ. ისინი არ არის ეფექტური ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ.

ექიმი ამ ანტიბიოტიკს დაგინიშნავთ, რადგან ის ეფექტურია პირადად თქვენთვის და თქვენი არსებული დაავადების საწინააღმდეგოდ. ანტიბიოტიკის მოქმედების მიუხედავად ბაქტერიებს აქვთ გადარჩენის და გამრავლების უნარი. ამ ფენომენს ეწოდება რეზისტენტობა: ეს მოვლენა ზოგიერთი ანტიბიოტიკით მკურნალობას ხდის არაეფექტურს.

რეზისტენტობა იზრდება ანტიბიოტიკების არასათანადო გამოყენების შედეგად.

თქვენ შესაძლოა ხელი შეუწყოთ ბაქტერიის რეზისტენტობის განვითარებას და შესაბამისად შეაფერხოთ თქვენი გამოჯანმრთელების პროცესი, ან თუნდაც პრეპარატი გახადოთ თქვენთვის არაეფექტური თუ არ დაიცავთ:

დოზირებას

მიღების დროს

და მკურნალობის ხანგრძლივობას.

ამიტომ ამ პრეპარატის ეფექტურობის შესანარჩუნებლად საჭიროა:

1 – გამოიყენოთ ანტიბიოტიკი მხოლოდ მაშინ, როდესაც ექიმი დაგინიშნავთ.

2 – მკაცრად დაიცვათ დანიშნულება.

3 – დანიშნულების გარეშე არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკი განმეორებით, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ რომ გაქვთ მსგავსი დაავადება.

4 – არ გადასცეთ თქვენთვის დანიშნული ანტიბიოტიკი სხვა პირს, ის შეიძლება არ იყოს შესაფერისი მისი დაავადებისათვის.

5 – მკურნალობის დასრულების შემდეგ გადაეცით შეფუთვა ფარმაცევტს პრეპარატის სწორი და შესაბამისი უტილიზაციისათვის.

ლაბორატორია Bouchara-recordati (LBR) ახდენს იმ სამკურნალო საშუალებების შეფუთვას, რომელიც იყიდება აფთიაქებში. LBR არის Cyclamed–ის ასოციაციის წევრი, რომელიც პასუხისმგებელია ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატებზე და ასევე გამოუსადეგარი წამლების განადგურებაზე. ამიტომ LBR გთხოვთ დაუბრუნოთ გამოუყენებელი პრეპარატი თქვენს ფარმაცევტს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა