პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ტემპალგინი

Tempalgin®

ურეცეპტოდ500მგ+20მგინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ტემპალგინი – კომბინირებული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ნატრიუმის მეტამიზოლს და ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
triacetonamine toluensulfonate + მეტამიზოლ (metamizole)
ფორმა და შეფუთვა
500მგ+20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
Sopharma AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, პირაზოლონები
ATC კოდი
N02BB72
რეგისტრაციის ნომერი
რ-044465
რეგისტრირებულია
12 დეკემბერი 2025, მოქმედებს 12 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Sopharma AD (ბულგარეთი)
განმცხადებელი
სს „სოფარმა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატემპალგინი და სხვა წამალი ერთად

ტემპალგინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტემპალგინი – კომბინირებული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ნატრიუმის მეტამიზოლს და ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატს. გააჩნია გამოხატული და ხანგრძლივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, რაც განპირობებულია არანარკოტიკული ანალგეტიკით - ნატრიუმის მეტამიზოლით, რომელიც თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს. ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატი ამცირებს მოტორულ აგზნებას და ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება.

ტემპალგინი გამოიყენება არახანგრძლივი, სიმპტომური მკურნალობისათვის სუსტიდან ზომიერად გამოხატული ტკივილის სამკურნალოდ შემდეგი დაავადებების დროს: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი და სტომატოლოგიური მანიპულაციები, მიალგიები (კუნთების ტკივილი), ნევრალგიები, ართრალგიები (ტკივილი სახსრებში).

  • ტემპალგინის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ტემპალგინი ზუსტად ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული რამეში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტები მიიღება შიგნით, წყლის დაყოლებით, უმჯობესია ჭამის შემდეგ.

არ მიიღოთ ტემპალგინი 3-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ზრდასრულები

ჩვეულებრივი დოზა – მიიღება 1 ტაბლეტი 1-3 ჯერ დღეში, სიმპტომების სიმძიმისგან გამომდინარე. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 ტაბლეტს, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს.

სტომატოლოგიური მანიპულაციებისას – 1 ტაბლეტი ჩარევამდე 1/2 საათით ადრე.

15 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

1 ტაბლეტი დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს და დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმეზე.

ხანდაზმული პაციენტები ან პაციენტები ზოგადი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობით / თირკმლის უკმარისობით

დოზა უნდა შემცირდეს ხანდაზმულებში, დასუსტებულ პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით, ვინაიდან მეტამიზოლის დაშლის პროდუქტების გამოყოფა შეიძლება შენელდეს.

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ვინაიდან ელიმინაციის სიჩქარე შემცირებულია პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გამო, თავიდან უნდა იქნას აცილებული განმეორებითი მაღალი დოზები. დოზის შემცირება არ არის საჭირო მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. გრძელვადიანი გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

თუ თქვენ მიიღეთ ტემპალგინის საჭიროზე მეტი დოზა

სამკურნალო პრეპარატის დიდი დოზის მიღების შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს: გულისრევა, თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, სისუსტე ცნობიერების დაკარგვამდე, სისხლის წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება შოკამდე (ცნობიერების დაკარგვა სისხლის წნევის დაქვეითებით) და გულის რითმის დარღვევა.

ამ სიმპტომებიდან ზოგიერთის განვითარებისას, შეწყვიტეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან!

თუ თქვენ გამოტოვეთ ტემპალგინის მიღება

თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ რამდენადაც შესაძლებელია მალე. თუ თითქმის დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება ამ ინსტრუქციის მითითების შესაბამისად.

თუ გაქვთ ნებისმიერი დამატებითი კითხვა ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, გთხოვთ კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ნატრიუმის მეტამიზოლის, ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატის, ან ტემპალგინის ნებისმიერი დანარჩენი კომპონენტის მიმართ;
  • თუ წარსულში გქონდათ სისხლის თეთრი უჯრედების, რომელთაც გრანულოციტები ეწოდებათ, რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც გამოწვეული იყო მეტამიზოლით ან მსგავსი პრეპარატებით, პირაზოლონებით ან პირაზოლიდინებით.
  • თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე პორფირია (მემკვიდრული დაავადება ერითროციტების წარმოქმნის დარღვევით);
  • თუ გაქვთ თანდაყოლილი გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობა (მემკვიდრული დაავადება ერითროციტების წარმოქმნის დარღვევით);
  • თირკმლის, ან ღვიძლის მძიმე დაავადებებისას;
  • თუ გაქვთ ძვლის ტვინთან დაკავშირებული პრობლემები ან გაქვთ ისეთი დაავადება,, რაც გავლენას ახდენს თქვენი სისხლის უჯრედების წარმოქმნაზე ან ფუნქციონირებაზე;
  • დაბალი არტერიული წნევისას 100 მმ.ვწყ.სვ. ნაკლები მნიშვნელობისას;
  • თუ ხართ ორსულად, ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე;
  • თუ პაციენტი 15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვია.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ტემპალგინის გამოყენებისას

ტემპალგინის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სისხლის თეთრი უჯრედების უჩვეულოდ დაბალი რაოდენობა (აგრანულოციტოზი)

ტემპალგინმა შეიძლება გამოიწვიოს აგრანულოციტოზი, რომლის დროსაც სისხლის თეთრი უჯრედების დონე,, სახელწოდებით გრანულოციტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინფექციებთან ბრძოლაში., ძალიან დაბალია (იხილეთ პუნქტი 4). თქვენ უნდა შეწყვიტოთ მეტამიზოლის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, რადგან ისინი შეიძლება იყოს შესაძლო აგრანულოციტოზის ნიშნები: ცხელება, მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და მტკივნეული წყლულები ლორწოვან გარსებზე, განსაკუთრებით, პირის ღრუში, ცხვირსა და ყელში, სასქესო ორგანოების ან ანუსის მიდამოში. თქვენი ექიმი დანიშნავს ლაბორატორიულ ანალიზებს სისხლის უჯრედების რაოდენობის შესამოწმებლად.

თუ მეტამიზოლი მიიღება მაღალი ტემპერატურის გამო, აგრანულოციტოზის განვითარების ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. ანალოგიურად, თუ მკურნალობთ ანტიბიოტიკებით, სიმპტომები შეიძლება შენიღბული იყოს.

აგრანულოციტოზი შეიძლება განვითარდეს ტემპალგინის გამოყენების ნებისმიერ დროს და მეტამიზოლის მალევე.მიღების შეწყვეტის მერეც.

თქვენ შეიძლება განვითარდეს აგრანულოციტოზი მაშინაც კი, თუ წარსულში არ გქონიათ პრობლემები მეტამიზოლთან დაკავშირებით.

  • თუ გაქვთ ალერგია ტკივილგამაყუჩებელ, ან ანტირევმატულ სამკურნალო პრეპარატებზე (ანალგეტიკების აუტანლობა), როგორც სხვა სამკურნალო პრეპარტებზე, ან საკვებ პროდუქტებზე;
  • ბრონქული ასთმისას, რომელიც განპირობებულია ალერგიით (მოხრჩობის შეტევა);
  • თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა;
  • თუ გაქვთ დარღვევები ღვიძლის ან თირკმლების მხრივ
  • ღვიძლის პრობლემები

არსებობს შეტყობინებები ღვიძლის ანთების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ მეტამიზოლს. აღსანიშნავია, რომ სიმპტომები ვითარდებოდა მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან რამდენიმე თვის შემდეგ.

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის პრობლემებისთვის სახასიათო სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალების თეთრი ფერის გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, შეწყვიტეთ ტემპალგინის გამოყენება და მიმართეთ ექიმს. ექიმმა უნდა შეამოწმოს პაციენტის ღვიძლის ფუნქცია.

ტემპალგინი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ პაციენტი ადრე იღებდა მეტამიზოლის შემცველ პრეპარატებს და მას წარმოეშვა ღვიძლის პრობლემები.

  • კანის სერიოზული რეაქციები

მეტამიზოლით მკურნალობასთან დაკავშირებით აღწერილია შეტყობინებები კანის სერიოზული რეაქციების შესახებ, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). შეწყვიტეთ მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის, თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, რომელიც დაკავშირებულია აღწერილი კანის სერიოზულ რეაქციებთან. თუ წარსულში გქონდათ კანის მძიმე რეაქციები, არასოდეს განაახლოთ ტემპალგინით მკურნალობა.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.

მკურნალობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს სამკურნალო პრეპარატების გამოყენებამ, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ტკივილგამაყუჩებლებმა, ანთების საწინააღმდეგო, ჩასახვის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებმა, კუმარინულმა ანტიკოაგულანტებმა (ამცირებენ სისხლის შედედებას), ქლორპრომაზინმა (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ), ქლორამფენიკოლმა (ანტიბიოტიკი), ციკლოსპორინმა (გამოიყენება სიმსივნური დაავადებების დროს), საძილე სამკურნალო პრეპარატებმა.

მეტამიზოლს (ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ტკივილის და ტემპერატურის მოსახსნელად) შეუძლია შეამციროს აცეტილსალიცილის მჟავის გავლენა თრომბოციტების აგრეგაციაზე (სისხლის შედედება და თრომბების წარმოქმნა) ერთდროულად მიღებისას. ამიტომ ამ კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებიც იღებენ ასპირინის დაბალ დოზებს კარდიოპროტექციისთვის (პროფილაქტიკა).

ვინაიდან მეტამიზოლს შეუძლია შეამციროს გარკვეული მედიკამენტების მოქმედება, ტემპალგინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

  • ბუპროპიონი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ან მოწევის შეწყვეტის დამხმარე საშუალებად;
  • ეფავირენცი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ/შიდსის სამკურნალოდ;
  • მეტადონი, წამალი, რომელიც გამოიყენება არალეგალურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ (ე.წ. ოპიოიდები);
  • ვალპროატი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ;
  • ტაკროლიმუსი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოთა უარყოფის თავიდან ასაცილებლად პაციენტებში ტრანსპლანტანციით;
  • სერტრალინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

ტემპალგინის გამოყენება საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან

ტაბლეტებს აყოლებენ წყალს, უმჯობესია ჭამის შემდეგ.

ტემპალგინით მკურნალობისას, არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის გამოყენება, რადგან შესაძლებელია სამკურნალო პრეპარატის გვერდითი მოქმედების გაძლიერება.

სიფრთხილის ზომები

აგრანულოციტოზი

მეტამიზოლით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს აგრანულოციტოზი, რომელიც

შესაძლოა ფატალური იყოს (იხ. ნაწილი 4.8). აგრანულოციტოზი შეიძლება განვითარდეს

იმ იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარსულში მეტამიზოლის მიღებისას გართულებები არ ყოფილა.

მეტამიზოლით გამოწვეული აგრანულოციტოზი არის იდიოსინკრაზული გვერდითი რეაქცია.

ის არ არის დოზადამოკიდებული და შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ

დროს, მკურნალობის შეწყვეტიდან მალევეც.

პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, შეწყვიტონ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართონ

ექიმს, თუ გამოვლინდება აგრანულოციტოზის სიმპტომები (მაგ., მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი

და ლორწოვანი გარსების მტკივნეული ცვლილებები, განსაკუთრებით პირის ღრუში, ცხვირსა

და ყელში, სასქესო ორგანოების ან ანუსის მიდამოში).

თუ მეტამიზოლი მიიღება მაღალი სიცხის გამო, აგრანულოციტოზის განვითარების

ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. ანალოგიურად, ანტიბიოტიკებით

ნამკურნალებ პაციენტებში სიმპტომები შეიძლება შენიღბული იყოს.

თუ გამოვლინდება აგრანულოციტოზის ნიშნები და სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა

ჩატარდეს სისხლის სრული ანალიზი (მათ შორის დიფერენციალური ანალიზი) და მკურნალობა

უნდა შეწყდეს შედეგების მიღებამდე. თუ დიაგნოზი დადასტურდება, მკურნალობა არ უნდა

განახლდეს (იხ. ნაწილი 4.3).

  • ტემპალგინით მკურნალობა (მეტამიზოლის შემცველობის გამო) ტარდება მხოლოდ მოკლე დროის განმავლობაში, როდესაც არ არსებობს ალტერნატიური მკურნალობის სხვა მეთოდი.
  • ტემპალგინი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ პაციენტებს, რომელთაც აქვს ალერგიული დაავადებები, პაციენტებს მომატებული მგრძნობელობით ანალგეზიური და ანტირევმატიული საშუალებებისადმი (ანალგეტიკების აუტანლობა), ასევე სხვა პრეპარატების და საკვები პროდუქტების მიმართ ალერგიული რეაქციების და ასთმური შეტევების მომატებული რისკის გამო;
  • მეტამიზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზიური რეაქციები (იხ. პუნქტი 4.8.). ტემპალგინით მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიფრთხილის დაცვით პაციენტებში ჰიპოტენზიით, მოცულობითი დეფიციტით ან დეჰიდრატაციით, არასტაბილური სისხლის მიმოქცევით.
  • ალკოჰოლთან ერთდროულად მიღებისას იზრდება გვერდითი მოქმედებების რისკი.
  • უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის დარღვევებით.
  • მედიკამენტებით გამოწვეული ღვიძლის დაზიანება. არის შეტყობინებები, რომ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მეტამიზოლით, მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე პერიოდში დაფიქსირდა მწვავე ჰეპატიტის შემთხვევები, უპირატესად ჰეპატოცელულარული ტიპის. ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებას შრატში სიყვითლის თანხლებით ან მის გარეშე, ხშირად წამალზე ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციების კონტექსტში (მაგ. კანის გამონაყარი, სისხლის დისკრაზია, ცხელება და ეოზინოფილია) ან თან ახლავს აუტოიმუნური ჰეპატიტის მახასიათებლებს. პაციენტების უმეტესობაში ხდება აღდგენა მეტამიზოლით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ; მიუხედავად ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში არის ცნობები პროგრესირების შესახებ ღვიძლის მწვავე უკმარისობამდე, რომელიც საჭიროებს ღვიძლის ტრანსპლანტაციას.

მეტამიზოლით გამოწვეული ღვიძლის დაზიანების მექანიზმი ბოლომდე არ არის განმარტებული, მაგრამ მონაცემები მიუთითებს იმუნურ-ალერგიულ მექანიზმზე.

პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითებები, რომ უნდა დაუკავშირდნენ ექიმს, თუ გამოვლინდა სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის დაზიანებაზე. ასეთ პაციენტებში მეტამიზოლის გამოყენება უნდა შეწყდეს და შეფასდეს ღვიძლის ფუნქცია.

მეტამიზოლი განმეორებით არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის დაზიანების ეპიზოდი მეტამიზოლით მკურნალობის დროს, რომლებშიც ღვიძლის დაზიანების სხვა მიზეზი არ არის გამოვლენილი.

  • კანის მძიმე რეაქციები

დაფიქსირდა კანის მძიმე გვერდითი რეაქციების შემთხვევები (SCAR), მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური. მეტამიზოლით მკურნალობისას. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით დაკვირვება კანის რეაქციების შესახებ.

თუ გამოვლინდა ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ამ რეაქციებზე, მეტამიზოლის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და არ უნდა დაიწყოს ხელახლა (იხ. პუნქტი 4.3).

  • ხორბლის სახამებელი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, შეიძლება შეიცავდეს გლუტენის ნარჩენებს და ითვლებად უსაფრთხოდ ცელიკალიის მქონე პირებისთვის. ერთი ტაბლეტი შეიცავს გლუტენის არაუმეტეს 9,5 მიკროგრამს. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ხორბალზე ჰიპერმგრძნობელობის (ცელიკალიისაგან განსხვავებული) მქონე პირებისათვის.
  • ეს სამკურანლო პრეპარატი თითო ტაბლეტში შეიცავს ნატრიუმის 32,7 მგ, რაც ზრდასრულებისთვის რეკომენდებული ნატრიუმის 2 გრ დღის დოზის 1,6% ექვივალენტია.
  • 5. სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
  • ტრიციკლური ანტიდეპრესანტების (ფსიქოფორინი, ამიტრიპტილინი), კონტრაცეფციის პერორალური საშუალებების, ანალგეტიკების, ალოპურინოლის და ალკოჰოლის მოქმედება პოტენცირდება ტემპალგინთან ერთდროულად გამოყენებისას.
  • ბარბიტურატები და ფენილბუტაზონი ასუსტებენ ეფექტს და ამცირებენ მეტამიზოლის ფარმაკოდინამიური ეფექტების ხანგრძლივობას ღვიძლის ფერმენტების ინდუცირების შედეგად.
  • მეტამიზოლი აქვეითებს კუმარინული ანტიკოაგულანტების აქტიურობას ერთდროული გამოყენებისას ღვიძლის ფერმენტების ინდუცირების შედეგად.
  • ქლორამფენიკოლი და სხვა ჰემოპოეზის დამრთგუნველი პრეპარატები აძლიერებენ მეტამიზოლის მიელოტოქსიკურ მოქმედებას.
  • ქლორპრომაზინთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება დადგეს ჰიპოთერმია.
  • ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატი ახდენს საძილე საშუალებების, ზოგადი საანასთეზიოების და ნარკოტიკული და არანარკოტიკული ანალგეტიკების სედაციური მოქმედებების პოტენცირებას.
  • ერთდროული გამოყენებისას მეტამიზოლმა შეიძლება შეამციროს აცეტილსალიცილის მჟავის გავლენა ტრომბოციტების აგრეგაციაზე. ამიტომ ამ კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებმაც იღებენ ასპირინის დაბალ დოზებს კარდიოპროტექციისთვის.
  • ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება - ფერმენტების ინდუქცია, რომლებიც ახდენენ სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლირებას.

მეტამიზოლს შეუძლია გამოიწვიოს ფერმენტების, რომლებიც ახდენენ სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლირებას, მათ შორის CYP2B6 და CYP3A4, ინდუცირება.

მეტამიზოლის ბუპრიპიონთნ, ეფავირენცთან , მეტადონთან, ვალპროატთან, ციკლოსპორინთნ, ტაკროლიმუსთან ან სერტრალინთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ მედიკამენტების პლაზმური კონცენტრაციის დაქვეითება კლინიკური ეფექტურობის პოტენციური შემცირებით. ამის შედეგად რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილე მეტამიზოლის ერთდროულად გამოყენებისას; კლინიკური პასუხის და/ან პრეპარატის დონის მონიტორინგი უნდა მოხდეს შესაბამისად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ვინაიდან არ არსებობს საკმარისი გამოცდილება, არ არის რეკომენდებული ტემპალგინის გამოყენება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. ორსულობის მეორე ტრიმესტრში შეგიძლიათ მიიღოთ ტემპალგინი მხოლოდ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ, მის მიერ მეტამიზოლის გამოყენების რისკი/სარგებლის საგულდაგულო შეფასების შედეგად. ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ტემპალგინი დედისა და ნაყოფისთვის გართულებების წარმოშობის მომატებული რისკის გამო (სისხლდენა, ნაყოფის ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვა, რომელიც ბავშვის დაბადების შემდეგ იხურება ბუნებრივი გზით).

ძუძუთი კვება

მეტამიზოლის დაშლის პროდუქტები მნიშვნელოვანი რაოდენობით გადადის დედის რძეში, შესაბამისად, არ შეიძლება გამოირიცხოს რისკი ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთის, ამიტომ, განსაკუთრებით უნდა ავარიდოთ თავი მეტამიზოლის განმეორებით გამოყენებას ძუძუთი კვების დროს. მეტამიზოლის ერთჯერადი გამოყენების შემთხვევაში, დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში დედებისთვის რეკომენდიბულია რძის შეგროვება და გადაღვრა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან მანქანები და არ გამოიყენოთ არანაირი ინსტრუმენტები, რადგან ტემპალგინი აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს და ანელებს პირობით რეფლექსებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტემპალგინის ზოგიერთ შემადგენელ ნაწილზე

ამ სამკურნალო პრეპარატში ხორბლის სახამებელი გლუტენის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობას შეიცავს, ფაქტობრივად ითვლება, რომ ის არ შეიცავს გლუტენს და არ გამოიწვევს პრობლემებს ცელიაკიის მქონე პირებში (გლუტენის აუტანლობა). ერთი ტაბლეტი შეიცავს გლუტენის არაუმეტეს 9,5 მიკროგრამს. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ხორბალზე ჰიპერმგრძნობელობის (განსხვავდება ცელიაკიისგან ) მქონე პირებისთვის.

ამ სამკურანლო პრეპარატის თითო ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის 32,7 მგ (სუფრის მარილის ძირითადი ინგრედიენტი), რაც ზრდასრულებისთვის ნატრიუმის რეკომენდებული დღის მაქსიმალური დოზის 1,6%-ის ეკვივალენტია.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ტემპალგინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება. ტემპალგინის გამოყენებისას, შესაძლო გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად განპირობებულია ნატრიუმის მეტამიზოლით.

შეწყვიტეთ ტემპალგინის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოგიჩნდებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი:

გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალების თეთრი ფერის გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები.

შემდეგმა გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. არ განაახლოთ ტემპალგინის გამოყენება და კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

შეწყვიტეთ მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით მოვლენას:

  • მოწითალო, ბრტყელი, სამიზნის მსგავსი ან მრგვალი ლაქები ტანზე, ხშირად ცენტრალურად განლაგებული ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების წყლულები. კანის ამ მძიმე გამონაყარს შესაძლოა წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
  • ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, ცხელება და ლიმფური კვანძების შეშუპება (DRESS სინდრომი ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).

შესაძლოა გამოვლინდეს:

  • სისხლის სურათის დარღვევა, როგორიცაა: აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ზრდის ინფექციების განვითარების ალბათობას), ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების ალბათობას), აპლაზიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სისხლჩაქცევების განვითარებას, ან ინფექციის განვითარების მომატებულ ალბათობას), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის, ან სისხლჩაქცევების რისკს), ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიფერმკრთალე, ან კანის გაყვითლება, სისუსტე, ან ქოშინი);
  • გულისრევა, ღებინება, ტკივილი და დისკომფორტი მუცელში, იშვიათ შემთხვევებში – დაწყლულება და სისხლდენა;
  • თირკმლების დაზიანება, რომელიც გამოიხატება შარდში ცილის გამოვლენით, შარდის რაოდენობის შემცირებით, ან გაზრდით, თირკმლების ანთებით;
  • გულის რითმის დარღვევა, სისხლის წნევის დაქვეითება;
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური, ან ანაფილაქტოიდური რეაქციები) – ქავილი, წვა, კანის გაწითლება, ურტიკარია, შეშუპებები (გენერალიზებული, ან ადგილობრივი), სუნთქვის გაძნელება, ასთმური შეტევა (პაციენტებში ასპირინული ასთმით), ანგიონევროზული შეშუპება (ლარინგეალურის ჩათვლით), ცირკულატორული შოკი;
  • დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
  • ღვიძლის დარღვევები – ღვიძლის ანთება, კანის და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ქოლესტაზი (ნაღვლის გადინების დარღვევა), ჰიპერბილირუბინემია (სისხლში ბილირუბინის დონის მომატება).

სავარაუდო გვერდით მოვლენებზე შეტყობინება

თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

  • როგორ უნდა შეინახოთ ტემპალგინი

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ჭარბი დოზა

სიმპტომები:

კუჭ-ნაწლავის სინდრომი (გულისრევა, ღებინება, ძალიან მაღალი დოზის მიღებისას - ჰემატემეზი, მელენა);

ცერაბრალური სინდრომი (მენიერის მსგავსი სიმპტომები, ხმაური ყურებში, ჰიპერსომნია, აპნოე, კომა ჰიპოტენზიით და კლინიკო-ტონიური კრუნჩხვები);

ჰემატოლოგიური სინდრომი (აგრანულოციტოზი, აპლასტიური და ჰემოლიტიური ანემია, ჰემორაგიული დიათეზი);

მეტაბოლური სინდრომი (მეტაბოლური ალკალოზი);

თირკმლების სინდრომი (ოლიგურია ანურიამდე);

ტოქსიკო-ალერგიული სინდრომი (ბულეზურ-ურტიკარული და პეტექიალური გამონაყარი, ზოგჯერ წითელას ან ტიფისმსგავსი გამონაყარი; ზოგიერთ ავადმყოფებს შეიძლება განუვითარდეს ტოქსიკო-ალერგიული შოკი).

მკურნალობა:

ტარდება სიმპტომატური მკურნალობა - კუჭის შიგთავსის ევაკუაცია, სასუნთქი და გულის მოქმედების მონიტორინგი, სითხის ინფუზია, ფორსირებული დიურეზი, საჭიროებისას - ჰემოდიალიზი.

შემადგენლობა

ტემპალგინის თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას- ნატრიუმის მეტამიზოლს 500 მგ, ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატს 20 მგ.

სხვა შემადგენელი ნაწილები: ხორბლის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), პოვიდონი K25, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ოპადრაი II მწვანე 85F21526: პოლივინილის სპირტი – ნაწილობრივ ჰიდროლიზირებული, მაკროგოლი 3350, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, ალუმინის ლაქი საღებავის-ქინოლინის ყვითელის- ფუძეზე (E104), ალუმინის ლაქი FCF, საღებავის-ბრილიანტის ცისფერის (E133)-ფუძეზე.

როგორ გამოიყურება ტემპალგინი და რას შეიცავს შეფუთვა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, უსუნო, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, მწვანე ფერის, დიამეტრით 13 მმ,.

აპკიანი გარსით დაფარული 10 (ათი) ტაბლეტი მყარი, უფერო, გამჭირვალე პვქფირის/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე; ალუმინის ბლისტერზე აღნიშვნის დატანებით.

2 (ორი) ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოსაგან დამზადებულ ცალკეულ კოლოფში, რომელიც ერთი მხრიდან დაფარულია პიგმენტით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სს სოფარმა

ილიენსკოეს გზატკ. ქუჩა 16, 1220, სოფია, ბულგარეთი

დანართი ფურცლის ბოლო დამტკიცების თარიღი: თებერვალი, 2025.

შენახვის პირობები

4 (ოთხი) წელი

არ გამოიყენოთ ტემპალგინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო პრეპარატები არ უნდა გადაყაროთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანალგეტიკები. პირაზოლინი. ნატრიუმის მეტამიზოლის კომბინაცია ფსიქოლეპტიკებთან, ATC კოდი: N02BB72

ნატრიუმის მეტამიზოლს ანალგეტიკური საშუალების სახით გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ის ანელებს პროსტალგინების სინთეზს, აქვეითებს ციკლოოქსიგენაზას, გააჩნია ცნობილი მემბრანო-მასტაბილიზირებელი მოქმედება, თრგუნავს ენდოგენური პიროგენების წარმოქმნას. ტრიაცეტონამილ-4-ტოლუენსულფონატს გააჩნია გამოხატული ანქსიოლიტური აქტიურობა და ხსნის შფოთვას, შიშს და დაძაბულობას. ამცირებს მოძრაობით აგზნებას, ახდენს ცენტრალურ N-ქოლინოლიტიურ მოქმედებას. აძლიერებს და ახანგრძლივებს მეеამიზოლის ანალგეტიკურ მომქედებას. ტრიაცეტონამილ-4-ტოლუენსულფონატი სასიკეთო გავლენას ახდენს ტკივილის ემოციურ კომპონენტზე.

ნატრიუმის მეеამიზოლის და ტრიაცეტონამილ-4-ტოლუენსულფონატის კომბინაცია აძლიერებს მეტამიზოლის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს და ზრდის მისი მოქმედების ხანგრძლივობას.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

პერორალური მიღების შემდეგ მეტამიზოლი ჰიდროლიზირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. აქტიური მეტაბოლიტებია 4-მეთილ-ამინო-ანტიპირინი (MAA) 4-ამინო-ანტიპირინი (AA). MAA ხასიათდება სწრაფი და სრული რეზორბციით.

მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია აღწევს 1-2 საათის ფარგლებში.

MAA-ს ბიოწვდომა შეადგენს 90%-ს. საკვები არ ახდენს გავლენას მეტამიზოლის ფარმაკოკინეტიკაზე.

ტრიაცეტონამილ-4-ტოლუენსულფონატი რეზორბცირდება კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილებში. თერაპიული პლაზმური კონცენტრაციები დგინდება მიღებიდან 30 წუთის შემდეგ.

მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 0,8 მკგ/მლ მიიღწევა 60 წუთის ფარგლბეში.

განაწილება

ნატრიუმის მეტამიზოლი ნაწილობრივ უკავშირდება პლაზმის პროტეინებს.

მონაცემები, რომლებიც მიღებულია ცხოველებზე ექსპერიმენტული გამოკვლევებით, აჩვენებს, რომ ტემპიდონების განაწილება ქსოვილებში მნიშვნელოვანია.

მეტაბოლიზმი

ნატრიუმის მეტამიზოლი ექვემდებარება ინტენსიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში. მისი ძირითადი მეტაბოლიტები 4-მეთილ-ამინო-ანტიპირინი და 4-ამინო-ანტიპირინი ფარმაკოლოგიურად აქტიურია.

გამოყოფა

გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების ფორმით, ამასთან გამოყოფილი მეеამიზოლის რაოდენობიდან მხოლოდ 3% არის უცვლელი სახით. მეеამიზოლის მეტაბოლიტები გადადის დედის რძეში.

ტემპიდონი გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით, გამოყენებული დოზის ½ ოდენობით.

პაციენტების ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით MAA აქტიური მეტაბოლიტის ნახევრად გამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია დაახლოებით 3 ჯერ. ამ პაციენტებისთვის რეკომენდირებულია მეტამიზოლის უფრო დაბალი დოზებით მკურნალობა.

პაციენტების თირკმლების ფუნქციის დარღვევით: თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ვლინდება ზოგიერთი მეტაბოლიტების გამოყოფის დონის შემცირება. ამ პაციენტებისთვის რეკომენდირებულია მეტამიზოლის უფრო დაბალი დოზებით მკურნალობა.

  • 3. კლინიკამდელი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ

პრეპარატის მწვავე (LD50) ტოქსიკურობა

კომბინაცია განეკუთვნება მსუბუქ ტოქსიკურ სამკურნალო პრეპარატებს

ქვემწვავე ტოქსიკურობა

ვისტარის ჯიშის თეთრ თაგვებზე ტემპალგინის ქვემწვავე ტოქსიკურიბის გამოკვლევისას, არ იქნა დადგენილი საცდელი ცხოველების ქცევითი ცვლილებები და სიკვდილიანობა.

რეპროდუქციული ტოქსიკურობა

ტემპალგინმა არ გამოავლინა ტერატოგენური და ემბრიოტოქსიკური ეფექტი თაგვებზე და კურდღლებზე გამოკვლევებისას ემბრიოგენეზის პერიოდში გამოყენების დროს.

პრეპარატს არ გააჩნია მუტაგენური ეფექტი Ames-ის ტესტის საფუძველზე გამოკვლევებისას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ტემპალგინი® 500 მგ/20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

TEMPALGIN ® 500 mg/20mg film coated tablets

ნატრიუმის მეტამიზოლი /ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატი

(metamizole sodium/triacetonamine -4-toluensulfonate)

ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს სამკურნალო საშუალება გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე. ამის მიუხედავად, მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღებად, თქვენ ზედმიწევნით უნდა დაიცვათ სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ გესაჭიროებათ დამატებითი ინფორმაცია, ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
  • უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენი სიმპტომები უარესდება, ან 3-5 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება.
  • თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა გახდა სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემულია:

  • რას წარმოადგენს ტემპალგინი და რისთვის გამოიყენება
  • ტემპალგინის მიღების დაწყებამდე
  • როგორ უნდა მიიღოთ ტემპალგინი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ უნდა შეინახოთ ტემპალგინი
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

ტემპალგინის გამოყენება შესაძლოა გახდეს სისხლის თეთრი უჯრედების უჩვეულოდ დაბალი რაოდენობის (აგრანულოციტოზი) მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები (იხ. პუნქტი 2)..

თქვენ უნდა შეწყვიტოთ საშუალების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუ გამოვლინდება რომელიმე შემდეგი სიმპტომი: მაღალი ტემპერატურა, ცხელება, ყელის ტკივილი, მტკივნეული წყლულები ცხვირში, პირში და ყელში, ან სასქესო ორგანოებსა და ანუსში.

თუ თქვენ წარსულში გქონდათ აგრანულოციტოზი, რომელიც უკავშირდებოდა მეტამიზოლთან ან მსგავსი პრეპარატების მიღებასთან, არ უნდა მიიღოთ ეს წამალი (იხ. პუნქტი 2).

  • რას წარმოადგენს ტემპალგინი და რისთვის გამოიყენება

ტემპალგინი – კომბინირებული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ნატრიუმის მეტამიზოლს და ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატს. გააჩნია გამოხატული და ხანგრძლივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, რაც განპირობებულია არანარკოტიკული ანალგეტიკით - ნატრიუმის მეტამიზოლით, რომელიც თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს. ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატი ამცირებს მოტორულ აგზნებას და ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება.

ტემპალგინი გამოიყენება არახანგრძლივი, სიმპტომური მკურნალობისათვის სუსტიდან ზომიერად გამოხატული ტკივილის სამკურნალოდ შემდეგი დაავადებების დროს: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი და სტომატოლოგიური მანიპულაციები, მიალგიები (კუნთების ტკივილი), ნევრალგიები, ართრალგიები (ტკივილი სახსრებში).

  • ტემპალგინის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ტემპალგინი

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ნატრიუმის მეტამიზოლის, ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატის, ან ტემპალგინის ნებისმიერი დანარჩენი კომპონენტის მიმართ;
  • თუ წარსულში გქონდათ სისხლის თეთრი უჯრედების, რომელთაც გრანულოციტები ეწოდებათ, რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც გამოწვეული იყო მეტამიზოლით ან მსგავსი პრეპარატებით, პირაზოლონებით ან პირაზოლიდინებით.
  • თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე პორფირია (მემკვიდრული დაავადება ერითროციტების წარმოქმნის დარღვევით);
  • თუ გაქვთ თანდაყოლილი გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობა (მემკვიდრული დაავადება ერითროციტების წარმოქმნის დარღვევით);
  • თირკმლის, ან ღვიძლის მძიმე დაავადებებისას;
  • თუ გაქვთ ძვლის ტვინთან დაკავშირებული პრობლემები ან გაქვთ ისეთი დაავადება,, რაც გავლენას ახდენს თქვენი სისხლის უჯრედების წარმოქმნაზე ან ფუნქციონირებაზე;
  • დაბალი არტერიული წნევისას 100 მმ.ვწყ.სვ. ნაკლები მნიშვნელობისას;
  • თუ ხართ ორსულად, ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე;
  • თუ პაციენტი 15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვია.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ტემპალგინის გამოყენებისას

ტემპალგინის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სისხლის თეთრი უჯრედების უჩვეულოდ დაბალი რაოდენობა (აგრანულოციტოზი)

ტემპალგინმა შეიძლება გამოიწვიოს აგრანულოციტოზი, რომლის დროსაც სისხლის თეთრი უჯრედების დონე,, სახელწოდებით გრანულოციტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინფექციებთან ბრძოლაში., ძალიან დაბალია (იხილეთ პუნქტი 4). თქვენ უნდა შეწყვიტოთ მეტამიზოლის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, რადგან ისინი შეიძლება იყოს შესაძლო აგრანულოციტოზის ნიშნები: ცხელება, მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და მტკივნეული წყლულები ლორწოვან გარსებზე, განსაკუთრებით, პირის ღრუში, ცხვირსა და ყელში, სასქესო ორგანოების ან ანუსის მიდამოში. თქვენი ექიმი დანიშნავს ლაბორატორიულ ანალიზებს სისხლის უჯრედების რაოდენობის შესამოწმებლად.

თუ მეტამიზოლი მიიღება მაღალი ტემპერატურის გამო, აგრანულოციტოზის განვითარების ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. ანალოგიურად, თუ მკურნალობთ ანტიბიოტიკებით, სიმპტომები შეიძლება შენიღბული იყოს.

აგრანულოციტოზი შეიძლება განვითარდეს ტემპალგინის გამოყენების ნებისმიერ დროს და მეტამიზოლის მალევე.მიღების შეწყვეტის მერეც.

თქვენ შეიძლება განვითარდეს აგრანულოციტოზი მაშინაც კი, თუ წარსულში არ გქონიათ პრობლემები მეტამიზოლთან დაკავშირებით.

  • თუ გაქვთ ალერგია ტკივილგამაყუჩებელ, ან ანტირევმატულ სამკურნალო პრეპარატებზე (ანალგეტიკების აუტანლობა), როგორც სხვა სამკურნალო პრეპარტებზე, ან საკვებ პროდუქტებზე;
  • ბრონქული ასთმისას, რომელიც განპირობებულია ალერგიით (მოხრჩობის შეტევა);
  • თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა;
  • თუ გაქვთ დარღვევები ღვიძლის ან თირკმლების მხრივ
  • ღვიძლის პრობლემები

არსებობს შეტყობინებები ღვიძლის ანთების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ მეტამიზოლს. აღსანიშნავია, რომ სიმპტომები ვითარდებოდა მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან რამდენიმე თვის შემდეგ.

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის პრობლემებისთვის სახასიათო სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალების თეთრი ფერის გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, შეწყვიტეთ ტემპალგინის გამოყენება და მიმართეთ ექიმს. ექიმმა უნდა შეამოწმოს პაციენტის ღვიძლის ფუნქცია.

ტემპალგინი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ პაციენტი ადრე იღებდა მეტამიზოლის შემცველ პრეპარატებს და მას წარმოეშვა ღვიძლის პრობლემები.

  • კანის სერიოზული რეაქციები

მეტამიზოლით მკურნალობასთან დაკავშირებით აღწერილია შეტყობინებები კანის სერიოზული რეაქციების შესახებ, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). შეწყვიტეთ მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის, თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, რომელიც დაკავშირებულია აღწერილი კანის სერიოზულ რეაქციებთან. თუ წარსულში გქონდათ კანის მძიმე რეაქციები, არასოდეს განაახლოთ ტემპალგინით მკურნალობა.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.

მკურნალობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს სამკურნალო პრეპარატების გამოყენებამ, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ტკივილგამაყუჩებლებმა, ანთების საწინააღმდეგო, ჩასახვის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებმა, კუმარინულმა ანტიკოაგულანტებმა (ამცირებენ სისხლის შედედებას), ქლორპრომაზინმა (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ), ქლორამფენიკოლმა (ანტიბიოტიკი), ციკლოსპორინმა (გამოიყენება სიმსივნური დაავადებების დროს), საძილე სამკურნალო პრეპარატებმა.

მეტამიზოლს (ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ტკივილის და ტემპერატურის მოსახსნელად) შეუძლია შეამციროს აცეტილსალიცილის მჟავის გავლენა თრომბოციტების აგრეგაციაზე (სისხლის შედედება და თრომბების წარმოქმნა) ერთდროულად მიღებისას. ამიტომ ამ კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებიც იღებენ ასპირინის დაბალ დოზებს კარდიოპროტექციისთვის (პროფილაქტიკა).

ვინაიდან მეტამიზოლს შეუძლია შეამციროს გარკვეული მედიკამენტების მოქმედება, ტემპალგინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

  • ბუპროპიონი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ან მოწევის შეწყვეტის დამხმარე საშუალებად;
  • ეფავირენცი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ/შიდსის სამკურნალოდ;
  • მეტადონი, წამალი, რომელიც გამოიყენება არალეგალურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ (ე.წ. ოპიოიდები);
  • ვალპროატი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ;
  • ტაკროლიმუსი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოთა უარყოფის თავიდან ასაცილებლად პაციენტებში ტრანსპლანტანციით;
  • სერტრალინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

ტემპალგინის გამოყენება საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან

ტაბლეტებს აყოლებენ წყალს, უმჯობესია ჭამის შემდეგ.

ტემპალგინით მკურნალობისას, არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის გამოყენება, რადგან შესაძლებელია სამკურნალო პრეპარატის გვერდითი მოქმედების გაძლიერება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ვინაიდან არ არსებობს საკმარისი გამოცდილება, არ არის რეკომენდებული ტემპალგინის გამოყენება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. ორსულობის მეორე ტრიმესტრში შეგიძლიათ მიიღოთ ტემპალგინი მხოლოდ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ, მის მიერ მეტამიზოლის გამოყენების რისკი/სარგებლის საგულდაგულო შეფასების შედეგად. ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ტემპალგინი დედისა და ნაყოფისთვის გართულებების წარმოშობის მომატებული რისკის გამო (სისხლდენა, ნაყოფის ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვა, რომელიც ბავშვის დაბადების შემდეგ იხურება ბუნებრივი გზით).

ძუძუთი კვება

მეტამიზოლის დაშლის პროდუქტები მნიშვნელოვანი რაოდენობით გადადის დედის რძეში, შესაბამისად, არ შეიძლება გამოირიცხოს რისკი ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთის, ამიტომ, განსაკუთრებით უნდა ავარიდოთ თავი მეტამიზოლის განმეორებით გამოყენებას ძუძუთი კვების დროს. მეტამიზოლის ერთჯერადი გამოყენების შემთხვევაში, დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში დედებისთვის რეკომენდიბულია რძის შეგროვება და გადაღვრა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან მანქანები და არ გამოიყენოთ არანაირი ინსტრუმენტები, რადგან ტემპალგინი აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს და ანელებს პირობით რეფლექსებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტემპალგინის ზოგიერთ შემადგენელ ნაწილზე

ამ სამკურნალო პრეპარატში ხორბლის სახამებელი გლუტენის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობას შეიცავს, ფაქტობრივად ითვლება, რომ ის არ შეიცავს გლუტენს და არ გამოიწვევს პრობლემებს ცელიაკიის მქონე პირებში (გლუტენის აუტანლობა). ერთი ტაბლეტი შეიცავს გლუტენის არაუმეტეს 9,5 მიკროგრამს. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ხორბალზე ჰიპერმგრძნობელობის (განსხვავდება ცელიაკიისგან ) მქონე პირებისთვის.

ამ სამკურანლო პრეპარატის თითო ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის 32,7 მგ (სუფრის მარილის ძირითადი ინგრედიენტი), რაც ზრდასრულებისთვის ნატრიუმის რეკომენდებული დღის მაქსიმალური დოზის 1,6%-ის ეკვივალენტია.

  • როგორ უნდა მიიღოთ ტემპალგინი

ყოველთვის მიიღეთ ტემპალგინი ზუსტად ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული რამეში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტები მიიღება შიგნით, წყლის დაყოლებით, უმჯობესია ჭამის შემდეგ.

არ მიიღოთ ტემპალგინი 3-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ზრდასრულები

ჩვეულებრივი დოზა – მიიღება 1 ტაბლეტი 1-3 ჯერ დღეში, სიმპტომების სიმძიმისგან გამომდინარე. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 ტაბლეტს, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს.

სტომატოლოგიური მანიპულაციებისას – 1 ტაბლეტი ჩარევამდე 1/2 საათით ადრე.

15 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

1 ტაბლეტი დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს და დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმეზე.

ხანდაზმული პაციენტები ან პაციენტები ზოგადი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობით / თირკმლის უკმარისობით

დოზა უნდა შემცირდეს ხანდაზმულებში, დასუსტებულ პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით, ვინაიდან მეტამიზოლის დაშლის პროდუქტების გამოყოფა შეიძლება შენელდეს.

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ვინაიდან ელიმინაციის სიჩქარე შემცირებულია პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გამო, თავიდან უნდა იქნას აცილებული განმეორებითი მაღალი დოზები. დოზის შემცირება არ არის საჭირო მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. გრძელვადიანი გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

თუ თქვენ მიიღეთ ტემპალგინის საჭიროზე მეტი დოზა

სამკურნალო პრეპარატის დიდი დოზის მიღების შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს: გულისრევა, თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, სისუსტე ცნობიერების დაკარგვამდე, სისხლის წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება შოკამდე (ცნობიერების დაკარგვა სისხლის წნევის დაქვეითებით) და გულის რითმის დარღვევა.

ამ სიმპტომებიდან ზოგიერთის განვითარებისას, შეწყვიტეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან!

თუ თქვენ გამოტოვეთ ტემპალგინის მიღება

თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ რამდენადაც შესაძლებელია მალე. თუ თითქმის დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება ამ ინსტრუქციის მითითების შესაბამისად.

თუ გაქვთ ნებისმიერი დამატებითი კითხვა ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, გთხოვთ კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ტემპალგინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება. ტემპალგინის გამოყენებისას, შესაძლო გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად განპირობებულია ნატრიუმის მეტამიზოლით.

შეწყვიტეთ ტემპალგინის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოგიჩნდებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი:

გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალების თეთრი ფერის გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები.

შემდეგმა გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. არ განაახლოთ ტემპალგინის გამოყენება და კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

შეწყვიტეთ მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით მოვლენას:

  • მოწითალო, ბრტყელი, სამიზნის მსგავსი ან მრგვალი ლაქები ტანზე, ხშირად ცენტრალურად განლაგებული ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების წყლულები. კანის ამ მძიმე გამონაყარს შესაძლოა წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
  • ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, ცხელება და ლიმფური კვანძების შეშუპება (DRESS სინდრომი ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).

შესაძლოა გამოვლინდეს:

  • სისხლის სურათის დარღვევა, როგორიცაა: აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ზრდის ინფექციების განვითარების ალბათობას), ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების ალბათობას), აპლაზიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სისხლჩაქცევების განვითარებას, ან ინფექციის განვითარების მომატებულ ალბათობას), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის, ან სისხლჩაქცევების რისკს), ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიფერმკრთალე, ან კანის გაყვითლება, სისუსტე, ან ქოშინი);
  • გულისრევა, ღებინება, ტკივილი და დისკომფორტი მუცელში, იშვიათ შემთხვევებში – დაწყლულება და სისხლდენა;
  • თირკმლების დაზიანება, რომელიც გამოიხატება შარდში ცილის გამოვლენით, შარდის რაოდენობის შემცირებით, ან გაზრდით, თირკმლების ანთებით;
  • გულის რითმის დარღვევა, სისხლის წნევის დაქვეითება;
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური, ან ანაფილაქტოიდური რეაქციები) – ქავილი, წვა, კანის გაწითლება, ურტიკარია, შეშუპებები (გენერალიზებული, ან ადგილობრივი), სუნთქვის გაძნელება, ასთმური შეტევა (პაციენტებში ასპირინული ასთმით), ანგიონევროზული შეშუპება (ლარინგეალურის ჩათვლით), ცირკულატორული შოკი;
  • დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
  • ღვიძლის დარღვევები – ღვიძლის ანთება, კანის და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ქოლესტაზი (ნაღვლის გადინების დარღვევა), ჰიპერბილირუბინემია (სისხლში ბილირუბინის დონის მომატება).

სავარაუდო გვერდით მოვლენებზე შეტყობინება

თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

  • როგორ უნდა შეინახოთ ტემპალგინი

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 4 (ოთხი) წელი

არ გამოიყენოთ ტემპალგინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო პრეპარატები არ უნდა გადაყაროთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ტემპალგინი

ტემპალგინის თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას- ნატრიუმის მეტამიზოლს 500 მგ, ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატს 20 მგ.

სხვა შემადგენელი ნაწილები: ხორბლის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), პოვიდონი K25, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ოპადრაი II მწვანე 85F21526: პოლივინილის სპირტი – ნაწილობრივ ჰიდროლიზირებული, მაკროგოლი 3350, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, ალუმინის ლაქი საღებავის-ქინოლინის ყვითელის- ფუძეზე (E104), ალუმინის ლაქი FCF, საღებავის-ბრილიანტის ცისფერის (E133)-ფუძეზე.

როგორ გამოიყურება ტემპალგინი და რას შეიცავს შეფუთვა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, უსუნო, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, მწვანე ფერის, დიამეტრით 13 მმ,.

აპკიანი გარსით დაფარული 10 (ათი) ტაბლეტი მყარი, უფერო, გამჭირვალე პვქფირის/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე; ალუმინის ბლისტერზე აღნიშვნის დატანებით.

2 (ორი) ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოსაგან დამზადებულ ცალკეულ კოლოფში, რომელიც ერთი მხრიდან დაფარულია პიგმენტით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სს სოფარმა

ილიენსკოეს გზატკ. ქუჩა 16, 1220, სოფია, ბულგარეთი

დანართი ფურცლის ბოლო დამტკიცების თარიღი: თებერვალი, 2025.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა