ტელმისტა
Telmista®
პრეპარატი ტელმისტა® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტელმისარტანს, რომელიც მიეკუთვნება ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს. ანგიოტენზინ II არის ადამიანის ორგანიზმში წარმოებული ნივთიერება, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას და ზრდის არტერიულ წნევას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტელმიზარტანი (telmisartan)
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ ტაბლეტი №28 (4X7) კალენდარული შეფუთვით
- მწარმოებელი
- KRKA, tovarna zdravil, d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები
- ATC კოდი
- C09CA07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043128
- რეგისტრირებულია
- 15 აპრილი 2025, მოქმედებს 15 აპრილი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA, tovarna zdravil, d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტელმისტა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ტელმისტა® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტელმისარტანს, რომელიც მიეკუთვნება ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს. ანგიოტენზინ II არის ადამიანის ორგანიზმში წარმოებული ნივთიერება, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას და ზრდის არტერიულ წნევას. ტელმისარტანი ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის მოქმედებას, რის შედეგადაც ხდება სისხლძარღვების მოდუნება და არტერიული წნევის დაწევა.
ტელმისტა® გამოიყენება მოზრდილებში მაღალი წნევის დასაწევად. თუ არ ჩატარდება არტერიული წნევის მკურნალობა, ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოებში სისხლძარღვების დაზიანება, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ან თირკმლის უკმარისობა, თავის ტვინის სისხლძარღვების სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა (ინსულტი) ან სიბრმავე. მაღალი წნევა ჩვეულებრივ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ არ განვითარდება დაზიანება. ამიტომ, მნიშვნელოვანია არტერიული წნევის რეგულარულად გაზომვა, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.
ტელმისტა® ასევე გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების სიხშირის შესამცირებლად (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი) რისკის ფაქტორების მქონე მოზრდილებში: თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ გულის ან ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ინსულტის ან ტიპი 2შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი ორგანოების დაზიანებით.
გამოყენების ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
გულ-სისხლძარღვთა ავადობის შემცირება მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ:
- ათეროთრომბოზული წარმოშობის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (ანამნეზში გულის იშემიური დაავადება, ინსულტი ან პერიფერიული არტერიული დაავადება) ან
- ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი სამიზნე ორგანოების დადასტურებული დაზიანებით.
თქვენს ექიმს შეუძლია გითხრათ, ხართ თუ არა ამ მდგომარეობების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.
თუ გაუმჯობესება არ აღინიშნება ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის რეკომენდებული დოზა - 1 ტაბლეტი დღეში. შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
არტერიული ჰიპერტენზია
ტელმისტას® ჩვეულებრივი დოზა მაღალი წნევის სამკურნალოდ არის 1 ტაბლეტი 40 მგ დღეში ერთხელ.
თუმცა, ზოგჯერ ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო დაბალი დოზა (20 მგ) ან უფრო მაღალი დოზა (80 მგ). ტელმისტას® ტაბლეტები არ შეიძლება გაიყოს და ამიტომ არ არის შესაფერისი პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ 20 მგ დოზა. ასეთი პაციენტებისთვის ტელმისარტანის შემცველი მსგავსი პრეპარატის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია დოზით 20 მგ ან 40 მგ გასაყოფი ხაზით.
ტელმისტას® მიღება შეიძლება დიურეზულებთან ერთად (მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი), რომლებიც დამატებით გავლენას ახდენენ არტერიული წნევის დაქვეითებაზე.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევების შემცირება
ჩვეულებრივი დოზა არის 1 ტაბლეტი 80 მგ დღეში. ტელმისტა® 80 მგ დოზით მკურნალობის დასაწყისში საჭიროა არტერიული წნევის ხშირი მონიტორინგი.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ნებისმიერი პრობლემის დროს პრეპარატის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს დღეში ერთხელ.
გამოყენების ინსტრუქცია
შიგნით.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მცირე რაოდენობით წყლის ან სხვა უალკოჰოლო სასმლის მიყოლებით. ტელმისტას მიღება შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მნიშვნელოვანია ტელმისტას მიღება ყოველდღე, სანამ მკურნალო ექიმი არ მოხსნის პრეპარატის მიღებას.
თუ იღებთ იმაზე მეტ პრეპარატ ტელმისტას, ვიდრე საჭიროა
თუ შემთხვევით გადაყლაპეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, აფთიაქის თანამშრომელს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ტელმისტას® მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის შემდეგი დოზის მიღება, არ ინერვიულოთ. მიიღეთ რაც შეიძლება მალე და განაგრძეთ მიღება ჩვეულებრივად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.
თუ გაქვთ შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
უკუჩვენებები
ხართ ალერგიული ტელმისარტანის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია შეფუთვის ფურცლის მე-6 ნაწილში);
ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ (იხ. შეფუთვის ფურცლის მე-2 ნაწილი, ქვეთავი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);
გაქვთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის გადინების სერიოზული პრობლემები (ქოლესტაზი ან სანაღვლე გზების ობსტრუქცია) ან ღვიძლის სხვა მძიმე დაავადება;
გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და იღებთ არტერიული წნევის დამწევ მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავს ალისკირენს;
გაქვთ დიაბეტური ნეფროპათია და იღებთ პრეპარატებს არტერიული წნევის შესამცირებლად და გულის უკმარისობის სამკურნალოდ, სახელწოდებით ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
სიფრთხილის ზომები
ტელმისტას® მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ამჟამად გაქვთ ან წარსულში გქონდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა ან დაავადება, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს:
თირკმელების დაავადება ან ჩატარებული გაქვთ თირკმლილის ტრანსპლანტაცია (გადანერგვა);
თირკმლის არტერიების ორმხრივი შევიწროება (თირკმლის არტერიის სტენოზი) ან ერთადერთი მოქმედი თირკმლის არტერიის სტენოზი;
ღვიძლის დაავადება;
გულის დაავადება;
სისხლის პლაზმაში ალდოსტერონის მომატებული კონცენტრაცია (ორგანიზმში წყლისა და მარილის შეკავება, აგრეთვე სხვადასხვა მინერალების დისბალანსი);
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), რომელიც შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში წყლის შემცველობის ჭარბი დაქვეითებისას (გაუწყლოება) ან მარილის დეფიციტის დროს შარდმდენი პრეპარატების მიღების გამო (დიურეზულები), მარილის დაბალი შემცველობის კვების რეჟიმის დაცვა, აგრეთვე დიარეა და ღებინება;
ლაბორატორიულად დადასტურებული კალიუმის მაღალი დონე სისხლის პლაზმაში;
ლაბორატორიულად დადასტურებული ნატრიუმის დაბალი დონე სისხლის პლაზმაში;
შაქრიანი დიაბეტი;
ხართ ნეგროიდული რასის წარმომადგენელი.
თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ). თქვენი მკურნალო ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ ტელმისტას® მიღება და შეცვალოთ ტელმისტა® სხვა ნებადართული პრეპარატით. არ მიიღოთ ტელმისტა®, რადგან ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს (იხ. შეფუთვის ფურცლის მე-2 ნაწილი, ქვეთავი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).
ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში ან ანესთეზიის აუცილებლობისას, აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იღებთ ტელმისტას®.
ტელმისტა® შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს ნეგროიდული რასის წარმომადგენლებში არტერიული წნევის შესამცირებლად.
მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით შეიძლება საჭირო გახდეს თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლის პლაზმის ელექტროლიტების (მაგ., კალიუმის) რეგულარული მონიტორინგი.
ასევე იხილეთ ინფორმაცია შეფუთვის ფურცლის ქვეთავში „არ მიიღოთ ტელმისტა®“.
ბავშვები და მოზარდები
არ მისცეთ პრეპარატი 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, ვინაიდან ტელმისტას® უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა დაიწყოთ სხვა მედიკამენტების მიღება. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ამ პრეპარატების დოზის შეცვლა ან სხვა სიფრთხილის ზომების მიღება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ რომელიმე მედიკამენტის მიღების შეწყვეტა. ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგ პრეპარატებს, რომლებიც მიიღება ტელმისტასთან ერთად:
ლითიუმის პრეპარატები (დეპრესიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ);
კალიუმის შემნახველი დიურეზულები (დიურეზულები, რომლებიც ინახავენ კალიუმს ორგანიზმში);
კალიუმის პრეპარატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები;
ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი - ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (მაღალი წნევის და გულის დაავადებების სამკურნალოდ);
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები – მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან იბუპროფენი;
იმუნოდეპრესანტები – ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი (პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას);
ჰეპარინი (სისხლის შედედების დასათრგუნად);
ტრიმეტოპრიმი (ანტიბიოტიკი) ან კოტრიმოქსაზოლი (სულფამეთოქსაზოლი + ტრიმეტოპრიმი) (ანტიბიოტიკი);
დიურეზულებმა (შარდმდენი პრეპარატები), განსაკუთრებით დიდი დოზებით ტელმისტასთან® ერთად მიღებისას, შეიძლება გამოიწვიონ ორგანიზმიდან წყლის ჭარბი დაკარგვა და არტერიული წნევის დაქვეითება (არტერიული ჰიპოტენზია);
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები ან ალისკირენი (მაღალი არტერიული წნევის და გულის დაავადებების სამკურნალოდ) (იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია შეფუთვის ფურცლის ქვეთავებში „არ მიიღოთ ტელმისტა®“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“);
დიგოქსინი (გულის დაავადების სამკურნალოდ).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (მაგალითად, ასპირინის ან იბუპროფენის) ან გლუკოკორტიკოსტეროიდების (ჰორმონების) მიღებამ შეიძლება შეამციროს ტელმისტას® ეფექტურობა.
ტელმისტას მიღებამ შეიძლება გააძლიეროს არტერიული წნევის დაქვეითება მაღალი წნევის სამკურნალო სხვა სამკურნალო საშუალებების ან არტერიული წნევის დაქვეითების პოტენციური ეფექტის მქონე მედიკამენტების მიღებისას (მაგალითად, ბაკლოფენი, ამიფოსტინი). გარდა ამისა, ალკოჰოლმა, ბარბიტურატებმა, ნარკოტიკებმა ან ანტიდეპრესანტებმა შეიძლება კიდევ უფრო შეამცირონ არტერიული წნევა. ეს შეიძლება გამოიხატოს თავბრუსხვევით ჰორიზონტალურიდან/მჯდომარე მდგომარეობის ვერტიკალურით შეცვლისას.. თუ საჭიროა სხვა პრეპარატის დოზის კორექტირება ტელმისტას®მიღებისას, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ტელმისტა® საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
მოერიდეთ ალკოჰოლის მოხმარებას მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი არტერიული წნევის ზედმეტად დაცემა და/ან გაზარდოს თავბრუსხვევის ან გონების დაკარგვის განვითარების რისკი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ). თქვენი ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ ტელმისტას® მიღება და შეცვალოთ ტელმისტა® სხვა ნებადართული პრეპარატით. არ მიიღოთ ტელმისტა®, რადგან ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს.
ძუძუთი კვება
თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს. არ მიიღოთ ტელმისტა® ძუძუთი კვების დროს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სხვა მკურნალობა, თუ გსურთ ძუძუთი კვება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ან ძილიანობა ტელმისტას® მიღებისას. თუ გრძნობთ თავბრუსხვევას ან ძილიანობას, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან, რომლებიც საჭიროებენ მომატებულ ყურადღებას.
პრეპარატი ტელმისტა® შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს
თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატი ტელმისტა® შეიცავს სორბიტოლს
პრეპარატ ტელმისტას® 40 მგ ყოველი ტაბლეტი შეიცავს 149,84 მგ სორბიტოლს.
პრეპარატ ტელმისტას® 80 მგ ყოველი ტაბლეტი შეიცავს 299,68 მგ სორბიტოლს.
სორბიტოლი არის ფრუქტოზის წყარო და თუ თქვენი ექიმი მიიჩნევს, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ან თუ დაგიდგინდათ ფრუქტოზის აუტანლობა (იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს არ შეუძლია ფრუქტოზის დაშლა), ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატი ტელმისტა® შეიცავს ნატრიუმს
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს 1 ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.
- პრეპარატ ტელმისტას® მიღება
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ტელმისტამაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ ტელმისტას® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოვლინდება რომელიმე შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენა:
მძიმე ინფექციური დაავადება ანთებითი რეაქციით მთელ სხეულში (სეფსისი - ხშირად „სისხლის მოწამვლას“ უწოდებენ). ეს გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს შემთხვევითი ან რაიმე, ამჟამად უცნობ მექანიზმთან დაკავშირებული;
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის უეცარი შეშუპება სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით (ანგიოედემა).
ეს გვერდითი რეაქციები ვითარდება იშვიათად (1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში), მაგრამ უკიდურესად სერიოზულია. შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
სათანადო მკურნალობის გარეშე, ეს არასასურველი რეაქციები შეიძლება ფატალური იყოს.
სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ტელმისტას® მიღებისას
არახშირად (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):
ყელის ტკივილი, სინუსების ანთება, გაციება (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტი და ფარინგიტი);
ცისტიტი (საშარდე გზების ინფექციები);
სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა სისხლში (ანემია);
კალიუმის მაღალი დონე სისხლის პლაზმაში (ჰიპერკალიუმიმია);
დეპრესია;
უძილობა;
გონების დაკარგვა;
სივრცეში დეზორიენტაციის განცდა, ობიექტების ტრიალი სხეულის გარშემო, ან, პირიქით, სხეულის ტრიალი ობიექტების გარშემო (ვერტიგო);
ნელი გულისცემა (ბრადიკარდია);
თავბრუსხვევა სხეულის პოზიციის ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურზე შეცვლისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია);
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) პაციენტებში, რომლებიც იღებენ მკურნალობას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიხშირის შესამცირებლად;
ქოშინი;
ხველა;
მუცლის ტკივილი;
ღებინება;
კუჭის გაღიზიანება (დისპეფსია);
მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი);
დიარეა;
კანის ქავილი;
მომატებული ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი);
კანის გამონაყარი;
ზურგის ტკივილი;
კუნთების სპაზმი (კანჭის კუნთების კრუნჩხვები), კუნთების ტკივილი (მიალგია);
თირკმელების ფუნქციის დარღვევა (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით);
გულმკერდის არეში ტკივილი;
ზოგადი სისუსტე;
კრეატინინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში):
თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (თრომბოციტოპენია);
სისხლში გარკვეული ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია);
სისხლში შაქრის დაქვეითება (შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში);
შფოთვა;
ძილიანობა;
მხედველობის დაქვეითება (მხედველობის დარღვევა);
სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია);
პირის სიმშრალე;
დისკომფორტი კუჭის არეში;
გემოს დარღვევა (დისგევზია);
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (უფრო ხშირად იაპონელებშ);
კანის გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს ქავილი (ეგზემა);
კანის სიწითლე (ერითემა);
ჭინჭრის ციება;
წამლისმიერი გამონაყარი (წამლისმიერი და ტოქსიკური გამონაყარი);
სახსრების ტკივილი (ართრალგია);
ტკივილი ფეხებში;
მყესების ტკივილი;
გრიპის მსგავსი მდგომარეობა;
ჰემოგლობინის (სისხლის ცილა) დაქვეითება;
“ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება სისხლის პლაზმაში;
შარდმჟავას მომატებული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში;
კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის მომატება სისხლის პლაზმაში.
ძალიან იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანში):
ფილტვის ქსოვილის პროგრესირებადი ნაწიბური (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება). ტელმისარტანის მიღებისას დაფიქსირდა ფილტვის ქსოვილის პროგრესირებადი ნაწიბურების შემთხვევები. თუმცა, უცნობია გამოწვეული იყო თუ არა ეს ტელმისარტანით.
არასასურველი რეაქციების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი შეფუთვის ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ უშუალოდ სამკურნალო საშუალებებზე გვერდითი რეაქციების (მოქმედებების) საინფორმაციო ბაზას, მათ შორის, შეტყობინებები წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოვლენილი პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ.
რუსეთის ფედერაცია
109012, მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1
ჯანდაცვის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური
ტელ.: +7 (800) 550 99 03
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: https://roszdravnadzor.gov.ru
ბელორუსის რესპუბლიკა
220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა
რესპუბლიკური უნიტარული საწარმო "ჯანმრთელობის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი"
ტელ.: + 375 (17) 242 00 29
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: www.rceth.by
ყაზახეთის რესპუბლიკა
010000, ბაიკონირის რაიონი, ქ. ასტანა, ა. იმანოვის ქ. 13, ბც „ნურსაულეტი 2“
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის "მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი"
ტელ.: + 7 7172 235 135
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: www.ndda.kz
სომხეთის რესპუბლიკა
0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ., 49/5
„აკადემიკოს ე.გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“
ტელ.: + 374 60 83 00 73
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected], [email protected], [email protected]
ვებ-გვერდი: http://www.pharm.am
ყირგიზეთის რესპუბლიკა
720044, ჩუის რეგიონი, ქ. ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქუჩა, 25
მედიკამენტებისა და სამედიცინო ხელსაწყოების დეპარტამენტი
ტელ.: + 996 (312) 21 92 86
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: www.pharm.kg
გვერდითი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- ტელმისტას® შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (ვარგისიანობის ვადა), რომელიც მითითებულია სიტყვების „ვარგისია --- მდე“ შემდეგ.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ტელმისარტანის დოზის გადაჭარბების ყველაზე გამოხატული გამოვლინებები იყო არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია. ასევე აღინიშნა ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მომატება და თირკმლის მწვავე უკმარისობა.
მკურნალობა
ტელმისარტანი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ და მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და დამხმარე. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია პრეპარატის მიღების შემდეგ გასულ დროზე და სიმპტომების სიმძიმეზე. რეკომენდებული ზომები მოიცავს ღებინების ინდუცირებას და/ან კუჭის ამორეცხვას. გააქტიურებული ნახშირის მიღება შეიძლება სასარგებლო იყოს დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ. შრატში ელექტროლიტების და კრეატინინის კონცენტრაციები ხშირად უნდა კონტროლდებოდეს. თუ განვითარდა არტერიული ჰიპოტენზია, პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აწეული ფეხებით, ამასთან აუცილებელია სისხლის მოცულობისა და ელექტროლიტების შემცველობის სწრაფად შევსება.
შემადგენლობა
ტელმისტა® შეიცავს
აქტიური ნივთიერება არის ტელმისარტანი.
ტელმისტა®, 40 მგ, ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 40 მილიგრამ ტელმისარტანს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მეგლუმინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოვიდონი-K30, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სორბიტოლი (E420), მაგნიუმის სტეარატი. იხილეთ შეფუთვის ფურცლის მე-2 ნაწილი, ქვეთავი „ტელმისტა® შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, სორბიტოლს და ნატრიუმს“.
ტელმისტა®, 80 მგ, ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 80 მილიგრამს ტელმისარტანს.
სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): მეგლუმინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოვიდონი-K30, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სორბიტოლი (E420), მაგნიუმის სტეარატი. იხილეთ შეფუთვის ფურცლის მე-2 ნაწილი, ქვეთავი „ტელმისტა® შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, სორბიტოლს და ნატრიუმს“.
პრეპარატ ტელმისტას® გარეგნული აღწერა და მისი შეფუთვის შიგთავსი
ტაბლეტები
ტელმისტა®, 40 მგ, ტაბლეტები
ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.
ტელმისტა®, 80 მგ, ტაბლეტები
კაფსულის ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.
7 ან 10 ტაბლეტი ოპა/ალ/პვქ და ალუმინის ფოლგის კომბინირებული მასალისგან დამზადებულ ბლისტერში.
2, 4, 8, 12 ან 14 ბლისტერი (თითოეულში 7 ტაბლეტი) ან 3, 6 ან 9 ბლისტერი (თითოეულში 10 ტაბლეტი) შეფუთვის ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში.
ყველა შეფუთვის ზომა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან წყალმომარაგებაში. ჰკითხეთ აფთიაქის თანამშრომელს, როგორ გადააგდოთ ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები; ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები
ათქ კოდი: C09CA07
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ტელმისარტანი არის სპეციფიკური ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტი (ტიპი AT1), რომელიც ეფექტურია პერორალურად მიღებისას. მას აქვს მაღალი მსგავსება ანგიოტენზინ II რეცეპტორების AT1 ქვეტიპის მიმართ, რომლის მეშვეობითაც რეალიზდება ანგიოტენზინ II-ის მოქმედება. ახდენს ანგიოტენზინ II-ის გამოცალკევებას რეცეპტორთან კავშირისგან, ამ რეცეპტორთან მიმართებაში აგონისტის მოქმედების გარეშე. ტელმისარტანი უკავშირდება მხოლოდ ანგიოტენზინ II რეცეპტორების AT1 ქვეტიპს. კავშირი გრძელვადიანია. მას არ გააჩნია მსგავსება სხვა რეცეპტორებთან, მათ შორის AT2 რეცეპტორებთან და სხვა ნაკლებად შესწავლილ ანგიოტენზინის რეცეპტორებთან. ამ რეცეპტორების ფუნქციური მნიშვნელობა, ისევე როგორც ანგიოტენზინ II-ით მათი შესაძლო გადაჭარბებული სტიმულაციის ეფექტი, რომლის კონცენტრაცია იზრდება ტელმისარტანის გამოყენებისას, არ არის შესწავლილი. ამცირებს ალდოსტერონის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, არ თრგუნავს რენინს სისხლის პლაზმაში და არ ბლოკავს იონურ არხებს. ტელმისარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს (კინინაზა II) (ფერმენტი, რომელიც ასევე შლის ბრადიკინინს). ამიტომ ბრადიკინინით გამოწვეული გვერდითი ეფექტების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
პაციენტებში ტელმისარტანი 80 მგ დოზით მთლიანად ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ჰიპერტენზიულ ეფექტს. ანტიჰიპერტენზიული მოქმედების დაწყება შეინიშნება ტელმისარტანის პირველი დოზის მიღებიდან 3 საათში. პრეპარატის მოქმედება გრძელდება 24 საათის განმავლობაში და რჩება მნიშვნელოვანი 48 საათამდე. გამოხატული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ჩვეულებრივ ვითარდება რეგულარული გამოყენებიდან 4-8 კვირის შემდეგ.
პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია, ტელმისარტანი ამცირებს სისტოლურ და დიასტოლურ არტერიულ წნევას გულისცემაზე ზემოქმედების გარეშე.
ტელმისარტანის უეცარი მოხსნის შემთხვევაში არტერიული წნევა თანდათან უბრუნდება საწყის დონეს მოხსნის სინდრომის განვითარების გარეშე.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
პერორალურად მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 50%. საკვებთან ერთად მიღებისას AUC-ის შემცირება მერყეობს 6%-დან (40 მგ დოზის დროს) 19%-მდე (160 მგ დოზის დროს). პერორალური მიღებიდან 3 საათის შემდეგ, კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იკლებს, მიუხედავად საკვების მიღების დროისა.
განაწილება
შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან არის 99,5%, ძირითადად ალბუმინთან და ალფა-1 გლიკოპროტეინთან. განაწილების მოცულობა არის დაახლოებით 500 ლ.
ბიოტრანსფორმაცია
მეტაბოლიზდება გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციის გზით. მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
ელიმინაცია
ნახევარგამოყოფის პერიოდი (T½) 20 საათზე მეტია. გამოიყოფა ძირითადად ნაწლავებით უცვლელი სახით და თირკმელებით - მიღებული დოზის 2%-ზე ნაკლები. მთლიანი პლაზმური კლირენსი მაღალია (900 მლ/წთ) "ღვიძლში" სისხლის ნაკადთან შედარებით (დაახლოებით 1500 მლ/წთ).
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა სხვადასხვა ჯგუფებში
თირკმლის უკმარისობა
თირკმელების მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნა კონცენტრაციის 2-ჯერ მომატება. თუმცა, სისხლის პლაზმაში უფრო დაბალი კონცენტრაცია აღინიშნა დიალიზზე მყოფი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ტელმისარტანი ძლიერ უკავშირდება პლაზმის ცილებს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და მისი გამოდევნა დიალიზით შეუძლებელია. T½ არ იცვლება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა ტელმისარტანის აბსოლუტური ბიოშეღწევადობის ზრდა თითქმის 100%-მდე. ღვიძლის უკმარისობის დროს T½ არ იცვლება.
ბავშვები და მოზარდები
ტელმისარტანის ფარმაკოკინეტიკის ძირითადი პარამეტრები 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 მგ/კგ დოზით ან 2 მგ/კგ დოზით 4 კვირის განმავლობაში ზოგადად ზრდასრული პაციენტების მკურნალობისას მიღებული მონაცემების მსგავსია და ადასტურებს ტელმისარტანის ფარმაკოკინეტიკის არაწრფივობას, განსაკუთრებით Cmax-თან მიმართებაში.
პაციენტთა სქესი
არსებობს პლაზმურ კონცენტრაციებში განსხვავება მამაკაცებსა და ქალებს შორის. პლაზმის Cmax დაახლოებით 3-ჯერ და AUC დაახლოებით 2-ჯერ უფრო მაღალია ქალებში მამაკაცებთან შედარებით, ეფექტურობაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების გარეშე. დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი - ინფორმაცია პაციენტისთვის
ტელმისტა®, 40 მგ, ტაბლეტები
ტელმისტა®, 80 მგ, ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება: ტელმისარტანი
ამ პრეპარატის მიღებამდე წაიკითხეთ ეს ფურცელი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ შეფუთვის ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი დაგენიშნათ კონკრეტულად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა ადამიანებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის, რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი შეფუთვის ფურცლის მე-4 ნაწილში.
შეფუთვის ფურცლის შინაარსი
- რა არის ტელმისტა® და რისთვის გამოიყენება.
- რა უნდა იცოდეთ ტელმისტას® მიღებამდე.
- ტელმისტას® მიღება.
- შესაძლო გვერდითი რეაქციები.
- პრეპარატ ტელმისტას® შენახვა.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
- რა არის ტელმისტა® და რისთვის გამოიყენება?
პრეპარატი ტელმისტა® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტელმისარტანს, რომელიც მიეკუთვნება ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს. ანგიოტენზინ II არის ადამიანის ორგანიზმში წარმოებული ნივთიერება, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას და ზრდის არტერიულ წნევას. ტელმისარტანი ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის მოქმედებას, რის შედეგადაც ხდება სისხლძარღვების მოდუნება და არტერიული წნევის დაწევა.
ტელმისტა® გამოიყენება მოზრდილებში მაღალი წნევის დასაწევად. თუ არ ჩატარდება არტერიული წნევის მკურნალობა, ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოებში სისხლძარღვების დაზიანება, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ან თირკმლის უკმარისობა, თავის ტვინის სისხლძარღვების სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა (ინსულტი) ან სიბრმავე. მაღალი წნევა ჩვეულებრივ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ არ განვითარდება დაზიანება. ამიტომ, მნიშვნელოვანია არტერიული წნევის რეგულარულად გაზომვა, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.
ტელმისტა® ასევე გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების სიხშირის შესამცირებლად (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი) რისკის ფაქტორების მქონე მოზრდილებში: თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ გულის ან ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ინსულტის ან ტიპი 2შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი ორგანოების დაზიანებით.
გამოყენების ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
გულ-სისხლძარღვთა ავადობის შემცირება მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ:
- ათეროთრომბოზული წარმოშობის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (ანამნეზში გულის იშემიური დაავადება, ინსულტი ან პერიფერიული არტერიული დაავადება) ან
- ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი სამიზნე ორგანოების დადასტურებული დაზიანებით.
თქვენს ექიმს შეუძლია გითხრათ, ხართ თუ არა ამ მდგომარეობების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.
თუ გაუმჯობესება არ აღინიშნება ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ ტელმისტას® მიღებამდე
უკუჩვენებები
არ მიიღოთ ტელმისტა®, თუ:
ხართ ალერგიული ტელმისარტანის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია შეფუთვის ფურცლის მე-6 ნაწილში);
ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ (იხ. შეფუთვის ფურცლის მე-2 ნაწილი, ქვეთავი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);
გაქვთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის გადინების სერიოზული პრობლემები (ქოლესტაზი ან სანაღვლე გზების ობსტრუქცია) ან ღვიძლის სხვა მძიმე დაავადება;
გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და იღებთ არტერიული წნევის დამწევ მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავს ალისკირენს;
გაქვთ დიაბეტური ნეფროპათია და იღებთ პრეპარატებს არტერიული წნევის შესამცირებლად და გულის უკმარისობის სამკურნალოდ, სახელწოდებით ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ტელმისტას® მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ამჟამად გაქვთ ან წარსულში გქონდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა ან დაავადება, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს:
თირკმელების დაავადება ან ჩატარებული გაქვთ თირკმლილის ტრანსპლანტაცია (გადანერგვა);
თირკმლის არტერიების ორმხრივი შევიწროება (თირკმლის არტერიის სტენოზი) ან ერთადერთი მოქმედი თირკმლის არტერიის სტენოზი;
ღვიძლის დაავადება;
გულის დაავადება;
სისხლის პლაზმაში ალდოსტერონის მომატებული კონცენტრაცია (ორგანიზმში წყლისა და მარილის შეკავება, აგრეთვე სხვადასხვა მინერალების დისბალანსი);
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), რომელიც შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში წყლის შემცველობის ჭარბი დაქვეითებისას (გაუწყლოება) ან მარილის დეფიციტის დროს შარდმდენი პრეპარატების მიღების გამო (დიურეზულები), მარილის დაბალი შემცველობის კვების რეჟიმის დაცვა, აგრეთვე დიარეა და ღებინება;
ლაბორატორიულად დადასტურებული კალიუმის მაღალი დონე სისხლის პლაზმაში;
ლაბორატორიულად დადასტურებული ნატრიუმის დაბალი დონე სისხლის პლაზმაში;
შაქრიანი დიაბეტი;
ხართ ნეგროიდული რასის წარმომადგენელი.
თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ). თქვენი მკურნალო ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ ტელმისტას® მიღება და შეცვალოთ ტელმისტა® სხვა ნებადართული პრეპარატით. არ მიიღოთ ტელმისტა®, რადგან ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს (იხ. შეფუთვის ფურცლის მე-2 ნაწილი, ქვეთავი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).
ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში ან ანესთეზიის აუცილებლობისას, აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იღებთ ტელმისტას®.
ტელმისტა® შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს ნეგროიდული რასის წარმომადგენლებში არტერიული წნევის შესამცირებლად.
მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით შეიძლება საჭირო გახდეს თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლის პლაზმის ელექტროლიტების (მაგ., კალიუმის) რეგულარული მონიტორინგი.
ასევე იხილეთ ინფორმაცია შეფუთვის ფურცლის ქვეთავში „არ მიიღოთ ტელმისტა®“.
ბავშვები და მოზარდები
არ მისცეთ პრეპარატი 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, ვინაიდან ტელმისტას® უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
სხვა პრეპარატები და ტელმისტა®
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა დაიწყოთ სხვა მედიკამენტების მიღება. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ამ პრეპარატების დოზის შეცვლა ან სხვა სიფრთხილის ზომების მიღება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ რომელიმე მედიკამენტის მიღების შეწყვეტა. ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგ პრეპარატებს, რომლებიც მიიღება ტელმისტასთან ერთად:
ლითიუმის პრეპარატები (დეპრესიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ);
კალიუმის შემნახველი დიურეზულები (დიურეზულები, რომლებიც ინახავენ კალიუმს ორგანიზმში);
კალიუმის პრეპარატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები;
ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი - ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (მაღალი წნევის და გულის დაავადებების სამკურნალოდ);
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები – მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან იბუპროფენი;
იმუნოდეპრესანტები – ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი (პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას);
ჰეპარინი (სისხლის შედედების დასათრგუნად);
ტრიმეტოპრიმი (ანტიბიოტიკი) ან კოტრიმოქსაზოლი (სულფამეთოქსაზოლი + ტრიმეტოპრიმი) (ანტიბიოტიკი);
დიურეზულებმა (შარდმდენი პრეპარატები), განსაკუთრებით დიდი დოზებით ტელმისტასთან® ერთად მიღებისას, შეიძლება გამოიწვიონ ორგანიზმიდან წყლის ჭარბი დაკარგვა და არტერიული წნევის დაქვეითება (არტერიული ჰიპოტენზია);
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები ან ალისკირენი (მაღალი არტერიული წნევის და გულის დაავადებების სამკურნალოდ) (იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია შეფუთვის ფურცლის ქვეთავებში „არ მიიღოთ ტელმისტა®“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“);
დიგოქსინი (გულის დაავადების სამკურნალოდ).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (მაგალითად, ასპირინის ან იბუპროფენის) ან გლუკოკორტიკოსტეროიდების (ჰორმონების) მიღებამ შეიძლება შეამციროს ტელმისტას® ეფექტურობა.
ტელმისტას მიღებამ შეიძლება გააძლიეროს არტერიული წნევის დაქვეითება მაღალი წნევის სამკურნალო სხვა სამკურნალო საშუალებების ან არტერიული წნევის დაქვეითების პოტენციური ეფექტის მქონე მედიკამენტების მიღებისას (მაგალითად, ბაკლოფენი, ამიფოსტინი). გარდა ამისა, ალკოჰოლმა, ბარბიტურატებმა, ნარკოტიკებმა ან ანტიდეპრესანტებმა შეიძლება კიდევ უფრო შეამცირონ არტერიული წნევა. ეს შეიძლება გამოიხატოს თავბრუსხვევით ჰორიზონტალურიდან/მჯდომარე მდგომარეობის ვერტიკალურით შეცვლისას.. თუ საჭიროა სხვა პრეპარატის დოზის კორექტირება ტელმისტას®მიღებისას, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ტელმისტა® საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
მოერიდეთ ალკოჰოლის მოხმარებას მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი არტერიული წნევის ზედმეტად დაცემა და/ან გაზარდოს თავბრუსხვევის ან გონების დაკარგვის განვითარების რისკი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ). თქვენი ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ ტელმისტას® მიღება და შეცვალოთ ტელმისტა® სხვა ნებადართული პრეპარატით. არ მიიღოთ ტელმისტა®, რადგან ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს.
ძუძუთი კვება
თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს. არ მიიღოთ ტელმისტა® ძუძუთი კვების დროს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სხვა მკურნალობა, თუ გსურთ ძუძუთი კვება.
ავტომობილების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ან ძილიანობა ტელმისტას® მიღებისას. თუ გრძნობთ თავბრუსხვევას ან ძილიანობას, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან, რომლებიც საჭიროებენ მომატებულ ყურადღებას.
პრეპარატი ტელმისტა® შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს
თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატი ტელმისტა® შეიცავს სორბიტოლს
პრეპარატ ტელმისტას® 40 მგ ყოველი ტაბლეტი შეიცავს 149,84 მგ სორბიტოლს.
პრეპარატ ტელმისტას® 80 მგ ყოველი ტაბლეტი შეიცავს 299,68 მგ სორბიტოლს.
სორბიტოლი არის ფრუქტოზის წყარო და თუ თქვენი ექიმი მიიჩნევს, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ან თუ დაგიდგინდათ ფრუქტოზის აუტანლობა (იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს არ შეუძლია ფრუქტოზის დაშლა), ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატი ტელმისტა® შეიცავს ნატრიუმს
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს 1 ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.
- პრეპარატ ტელმისტას® მიღება
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
რეკომენდებული დოზა
პრეპარატის რეკომენდებული დოზა - 1 ტაბლეტი დღეში. შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
არტერიული ჰიპერტენზია
ტელმისტას® ჩვეულებრივი დოზა მაღალი წნევის სამკურნალოდ არის 1 ტაბლეტი 40 მგ დღეში ერთხელ.
თუმცა, ზოგჯერ ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო დაბალი დოზა (20 მგ) ან უფრო მაღალი დოზა (80 მგ). ტელმისტას® ტაბლეტები არ შეიძლება გაიყოს და ამიტომ არ არის შესაფერისი პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ 20 მგ დოზა. ასეთი პაციენტებისთვის ტელმისარტანის შემცველი მსგავსი პრეპარატის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია დოზით 20 მგ ან 40 მგ გასაყოფი ხაზით.
ტელმისტას® მიღება შეიძლება დიურეზულებთან ერთად (მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი), რომლებიც დამატებით გავლენას ახდენენ არტერიული წნევის დაქვეითებაზე.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევების შემცირება
ჩვეულებრივი დოზა არის 1 ტაბლეტი 80 მგ დღეში. ტელმისტა® 80 მგ დოზით მკურნალობის დასაწყისში საჭიროა არტერიული წნევის ხშირი მონიტორინგი.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ნებისმიერი პრობლემის დროს პრეპარატის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს დღეში ერთხელ.
გამოყენების ინსტრუქცია
შიგნით.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მცირე რაოდენობით წყლის ან სხვა უალკოჰოლო სასმლის მიყოლებით. ტელმისტას მიღება შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მნიშვნელოვანია ტელმისტას მიღება ყოველდღე, სანამ მკურნალო ექიმი არ მოხსნის პრეპარატის მიღებას.
თუ იღებთ იმაზე მეტ პრეპარატ ტელმისტას, ვიდრე საჭიროა
თუ შემთხვევით გადაყლაპეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, აფთიაქის თანამშრომელს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ტელმისტას® მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის შემდეგი დოზის მიღება, არ ინერვიულოთ. მიიღეთ რაც შეიძლება მალე და განაგრძეთ მიღება ჩვეულებრივად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.
თუ გაქვთ შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
- შესაძლო გვერდითი რეაქციები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ტელმისტამაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ ტელმისტას® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოვლინდება რომელიმე შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენა:
მძიმე ინფექციური დაავადება ანთებითი რეაქციით მთელ სხეულში (სეფსისი - ხშირად „სისხლის მოწამვლას“ უწოდებენ). ეს გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს შემთხვევითი ან რაიმე, ამჟამად უცნობ მექანიზმთან დაკავშირებული;
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის უეცარი შეშუპება სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით (ანგიოედემა).
ეს გვერდითი რეაქციები ვითარდება იშვიათად (1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში), მაგრამ უკიდურესად სერიოზულია. შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
სათანადო მკურნალობის გარეშე, ეს არასასურველი რეაქციები შეიძლება ფატალური იყოს.
სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ტელმისტას® მიღებისას
არახშირად (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):
ყელის ტკივილი, სინუსების ანთება, გაციება (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტი და ფარინგიტი);
ცისტიტი (საშარდე გზების ინფექციები);
სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა სისხლში (ანემია);
კალიუმის მაღალი დონე სისხლის პლაზმაში (ჰიპერკალიუმიმია);
დეპრესია;
უძილობა;
გონების დაკარგვა;
სივრცეში დეზორიენტაციის განცდა, ობიექტების ტრიალი სხეულის გარშემო, ან, პირიქით, სხეულის ტრიალი ობიექტების გარშემო (ვერტიგო);
ნელი გულისცემა (ბრადიკარდია);
თავბრუსხვევა სხეულის პოზიციის ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურზე შეცვლისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია);
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) პაციენტებში, რომლებიც იღებენ მკურნალობას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიხშირის შესამცირებლად;
ქოშინი;
ხველა;
მუცლის ტკივილი;
ღებინება;
კუჭის გაღიზიანება (დისპეფსია);
მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი);
დიარეა;
კანის ქავილი;
მომატებული ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი);
კანის გამონაყარი;
ზურგის ტკივილი;
კუნთების სპაზმი (კანჭის კუნთების კრუნჩხვები), კუნთების ტკივილი (მიალგია);
თირკმელების ფუნქციის დარღვევა (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით);
გულმკერდის არეში ტკივილი;
ზოგადი სისუსტე;
კრეატინინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში):
თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (თრომბოციტოპენია);
სისხლში გარკვეული ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია);
სისხლში შაქრის დაქვეითება (შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში);
შფოთვა;
ძილიანობა;
მხედველობის დაქვეითება (მხედველობის დარღვევა);
სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია);
პირის სიმშრალე;
დისკომფორტი კუჭის არეში;
გემოს დარღვევა (დისგევზია);
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (უფრო ხშირად იაპონელებშ);
კანის გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს ქავილი (ეგზემა);
კანის სიწითლე (ერითემა);
ჭინჭრის ციება;
წამლისმიერი გამონაყარი (წამლისმიერი და ტოქსიკური გამონაყარი);
სახსრების ტკივილი (ართრალგია);
ტკივილი ფეხებში;
მყესების ტკივილი;
გრიპის მსგავსი მდგომარეობა;
ჰემოგლობინის (სისხლის ცილა) დაქვეითება;
“ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება სისხლის პლაზმაში;
შარდმჟავას მომატებული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში;
კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის მომატება სისხლის პლაზმაში.
ძალიან იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანში):
ფილტვის ქსოვილის პროგრესირებადი ნაწიბური (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება). ტელმისარტანის მიღებისას დაფიქსირდა ფილტვის ქსოვილის პროგრესირებადი ნაწიბურების შემთხვევები. თუმცა, უცნობია გამოწვეული იყო თუ არა ეს ტელმისარტანით.
არასასურველი რეაქციების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი შეფუთვის ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ უშუალოდ სამკურნალო საშუალებებზე გვერდითი რეაქციების (მოქმედებების) საინფორმაციო ბაზას, მათ შორის, შეტყობინებები წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოვლენილი პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ.
რუსეთის ფედერაცია
109012, მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1
ჯანდაცვის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური
ტელ.: +7 (800) 550 99 03
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: https://roszdravnadzor.gov.ru
ბელორუსის რესპუბლიკა
220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა
რესპუბლიკური უნიტარული საწარმო "ჯანმრთელობის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი"
ტელ.: + 375 (17) 242 00 29
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: www.rceth.by
ყაზახეთის რესპუბლიკა
010000, ბაიკონირის რაიონი, ქ. ასტანა, ა. იმანოვის ქ. 13, ბც „ნურსაულეტი 2“
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის "მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი"
ტელ.: + 7 7172 235 135
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: www.ndda.kz
სომხეთის რესპუბლიკა
0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ., 49/5
„აკადემიკოს ე.გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“
ტელ.: + 374 60 83 00 73
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected], [email protected], [email protected]
ვებ-გვერდი: http://www.pharm.am
ყირგიზეთის რესპუბლიკა
720044, ჩუის რეგიონი, ქ. ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქუჩა, 25
მედიკამენტებისა და სამედიცინო ხელსაწყოების დეპარტამენტი
ტელ.: + 996 (312) 21 92 86
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: www.pharm.kg
გვერდითი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- ტელმისტას® შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (ვარგისიანობის ვადა), რომელიც მითითებულია სიტყვების „ვარგისია --- მდე“ შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა არის მოცემული თვის ბოლო დღე.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან წყალმომარაგებაში. ჰკითხეთ აფთიაქის თანამშრომელს, როგორ გადააგდოთ ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
ტელმისტა® შეიცავს
აქტიური ნივთიერება არის ტელმისარტანი.
ტელმისტა®, 40 მგ, ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 40 მილიგრამ ტელმისარტანს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მეგლუმინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოვიდონი-K30, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სორბიტოლი (E420), მაგნიუმის სტეარატი. იხილეთ შეფუთვის ფურცლის მე-2 ნაწილი, ქვეთავი „ტელმისტა® შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, სორბიტოლს და ნატრიუმს“.
ტელმისტა®, 80 მგ, ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 80 მილიგრამს ტელმისარტანს.
სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): მეგლუმინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოვიდონი-K30, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სორბიტოლი (E420), მაგნიუმის სტეარატი. იხილეთ შეფუთვის ფურცლის მე-2 ნაწილი, ქვეთავი „ტელმისტა® შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, სორბიტოლს და ნატრიუმს“.
პრეპარატ ტელმისტას® გარეგნული აღწერა და მისი შეფუთვის შიგთავსი
ტაბლეტები
ტელმისტა®, 40 მგ, ტაბლეტები
ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.
ტელმისტა®, 80 მგ, ტაბლეტები
კაფსულის ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.
7 ან 10 ტაბლეტი ოპა/ალ/პვქ და ალუმინის ფოლგის კომბინირებული მასალისგან დამზადებულ ბლისტერში.
2, 4, 8, 12 ან 14 ბლისტერი (თითოეულში 7 ტაბლეტი) ან 3, 6 ან 9 ბლისტერი (თითოეულში 10 ტაბლეტი) შეფუთვის ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში.
ყველა შეფუთვის ზომა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სს „კრკა, დ.დ., ნოვო მესტო“ / KRKA, d.d., Novo mesto
შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია / Smarjeska cesta 6, 8501 Novo mesto, Slovenia
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ისევე როგორც საჩივრების შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ სავაჭრო ნებართვის მფლობელის წარმომადგენელს ან სავაჭრო ნებართვის მფლობელს
რუსეთის ფედერაცია
შპს "კრკა-რუს"
143500, მოსკოვის რეგიონი, ქ. ისტრა, მოსკოვსკაიას ქ. 50
ტელ.: +7 (495) 994-70-70
ფაქსი: +7 (495) 994-70-78
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: www.krka.biz
ბელორუსის რესპუბლიკა
სააქციო საზოგადოების "კრკა« ტოვარნა ზდრავილ, დ.დ., ნოვო მესტო" (სლოვენიის რესპუბლიკა) წარმომადგენლობა ბელორუსის რესპუბლიკაში.
220114, ქ. მინსკი, ფილიმონოვას ქ., 25გ, ოფისი 315
ტელ.: 8 740 740 9230
ფაქსი: 8 740 740 9230
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: www.krka.by
ყაზახეთის რესპუბლიკა
„კრკა ყაზახეთი“
050059, ქ. ალმათი, ალ-ფარაბის გამზ., 19, ოფისი 207
ტელ.: + 7 (727) 311 08 09
ფაქსი: + 7 (727) 311 08 12
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: www.krka.biz
სომხეთის რესპუბლიკა
“კრკა, დ.დ., ნოვო მესტო”-ს წარმომადგენლობა სომხეთის რესპუბლიკაში
0001, ქ. ერევანი, ქ. ნალბანდიანი, 106/1 (“საიათ-ნოვა” ბიზნეს ცენტრი), ოფისი 103
ტელ.: + 374 11 560011
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: www.krka.biz
ყირგიზეთის რესპუბლიკა
სს "კრკა, ტოვარნა ზდრავილ, დ.დ., ნოვო მესტო"-ს წარმომადგენლობა ყირგიზეთში
720040, ჩუის რეგიონი, ქ. ბიშკეკი, ერკინდიკის ბულვარი, 71, ბლოკი A
ტელ.: + 996 (312) 66 22 50
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ვებ-გვერდი: www.krka.biz
შეფუთვის ფურცელი გადაიხედა
2023 წლის 5 აპრილი
ინფორმაციის სხვა წყაროები
დეტალური ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ ხელმისაწვდომია კავშირის ვებ-გვერდზე (https://eec.eaeunion.org).
შეფუთვის ფურცელი ხელმისაწვდომია კავშირის ყველა ენაზე კავშირის ვებ-გვერდზე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


