პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

ტახიბენი

Tachyben®

რეცეპტით5მგ/მლინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

ტახიბენი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ურაპიდილს. ტახიბენი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან ალფა-ბლოკატორებად. ეს მედიკამენტი თავის მოქმედებას ახდენს სისხლძარღვებში (არტერიებში და ვენებში). იწვევს სისხლის წნევის შემცირებას სისხლძარღვების კედლების მოდუნების ხარჯზე. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ურაპიდილი (urapidil)
ფორმა და შეფუთვა
5მგ/მლ (25მგ/5მლ) 5მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
მწარმოებელი
CENEXI, საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ალფა - ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები
ATC კოდი
C02CA06
რეგისტრაციის ნომერი
რ-030171
რეგისტრირებულია
27 აპრილი 2018, მოქმედებს 27 აპრილი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებატახიბენი და სხვა წამალი ერთად

ტახიბენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტახიბენი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ურაპიდილს.

ტახიბენი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან ალფა-ბლოკატორებად. ეს მედიკამენტი თავის მოქმედებას ახდენს სისხლძარღვებში (არტერიებში და ვენებში). იწვევს სისხლის წნევის შემცირებას სისხლძარღვების კედლების მოდუნების ხარჯზე.

ტახიბენი გამოიყენება რთული ხარისხის ჰიპერტონიის სამკურნალოდ:

  • სისხლის მაღალი წნევის განსაკუთრებულ შემთხვევაში ხანმოკლე, სიცოცხლისათვის საშიში ორგანოს დაზიანებისას.
  • ოპერაციის დროს ან მის შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

ტახიბენი ინიშნება და კეთდება ექიმის მიერ.

დოზირება

ექიმი განსაზღვრავს სწორ დოზირებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად.

პაციენტების ზოგიერთი ჯგუფი

  • პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან არ მოიპოვება უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ საკმარისი ინფორმაციები.
  • ხანდაზმულ პაციენტებში (65წელზე უფროსებში) შესაძლებელია შემცირებული დოზირებით გამოყენება.
  • თუ აღინიშნება ღვიძლის დაავადება (რთული ღვიძლის უკმარისობა), საჭიროა დოზირების შემცირება.
  • თუ აღინიშნება თირკმელების უკმარისობა (თირკმელების ფუნქციის დარღვევა), უნდა ჩატარდეს სისხლის მიმოქცევის ტესტი.
  • თუ აღინიშნება გულის მოქმედების დარღვევები, რომლებიც მექანიკური ფუნქციითაა გამოწვეული, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

წამლის ფორმა

ტახიბენი შეიყვანება ვენაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ტახიბენით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არაუმეტეს 7 დღისა.

თუ მიიღეთ ტახიბენის ჭარბი დოზირება

ზედოზირების მთავარი სიმპტომი არის სისხლის წნევის უეცარი დაცემა ფეხზე წამოდგომისას, თავბრუსხვევა, დაღლილობა ან გონების დაკარგვა (ორთოსტაზული ჰიპოტონია). ამ დროს პაციენტი უნდა დააწვინოთ და ფეხები მოათავსებინოთ მაღალზე. თუ შენარჩუნდება სიმპტომები, უნდა მიმართოთ ექიმს.

უკუჩვენებები

ტუტე საინექციო და საინფუზიო ხსნარები. შესაძლოა გამოიწვიოს ამღვრევა ან აჭრა.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები უტილიზაციის და გამოყენების შესახებ

100 მგ-იანი ამპულების გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ სისხლის წნევის სტაბილიზირებისათვის ინფუზიის გზით გამოყენებისას.

საწყისი მკურნალობისათვის გამოიყენება ურაპიდილის 25 და 50 მგ-იანი ამპულები. ამ დოზირების ფორმის გამოყენება შესაძლებელია გაზავების შემდეგ ინტრავენური ინფუზიისათვის.

გაზავება უნდა მოხდეს ასეპტიური პირობების დაცვით.

ხსნარი უნდა შემოწმდეს გამოყენებამდე ვიზუალურად და გამოირიცხოს ნაწილაკების არსებობა და ფერის ცვლილება. გამოიყენება მხოლოდ სუფთა და უფერი ხსნარი.

გაზავებული ხსნარის დამზადება:

  • ინტრავენური ინფუზია:

250 მგ ურაპიდილი (2 ამპულა 100 მგ ურაპიდილი +1 ამპულა 50 მგ ურაპიდილი) უნდა გაზავდეს 500 მლ შეთავსებად გამხსნელში.

  • დგუშიანი შპრიცი:

100 მგ ურაპიდილი უნდა გადაიტანოთ დგუშიანი შპრიცში და გაზავდეს შეთავსებადი ხსნარით 50 მლ მოცულობამდე.

შეთავსებადი გამხსნელი საშუალებები გაზავებისათვის:

  • ნატრიუმის ქლორიდი 9 მგ/მლ (0,9%) საინფუზიო ხსნარი
  • გლუკოზა 50 მგ/მლ (5%)
  • გლუკოზა 100 მგ/მლ (10%)

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.

გამოუყენებელი მედიკამენტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს შესაბამისი წესების მიხედვით.

ევერ ფარმა

28051823

თარგმანი სწორია:

სიფრთხილის ზომები

ტახიბენის გამოყენებამდე ექიმმა უნდა გამოიკვლიოს შემდეგი:

აღენიშნება თუ არა პაციენტს ფაღარათი ან ღებინება (ან სხვა მდგომარეობა, რაც იწვევს სითხის დაკარგვას სხეულში);

აღინიშნება თუ არა სისხლში ნატრიუმის შემცველობის შემცირება.

ტახიბენის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დოპინგის კონტროლის ტესტზე დადებითი შედეგი.

ტახიბენის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს ან მიიღეთ ისინი ცოტა ხნის წინ ან აპირებთ ნებისმიერი პრეპარატის მიღებას.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს, რადგან შესაძლოა აღინიშნოს ურთიერთქმედება ტახიბენის მიმართ და შეიცვალოს მათი მოქმედება ან გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები:

  • ალფა-ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება საშარდე ტრაქტის სამკურნალოდ, რომლებიც კავშირშია პროსტატის დაავადებასთან.
  • ნებისმიერი სისხლის წნევის დამწევი პრეპარატები
  • ბაკლოფენი (კუნთების სპაზმის სამკურნალოდ)
  • ციმეტიდინი (კუჭის მჟავის პროდუქციის შესამცირებლად)
  • იმიპრამინი და ნეიროლეპტიურები (დეპრესიის სამკურნალოდ)

კორტიკოიდები (ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ზოგჯერ ეწოდებათ ,,სტეროიდულები”).

ტახიბენის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად

ტახიბენით მკურნალობისას უნდა მოერიდოთ ალკოჰოლის გამოყენებას. ალკოჰოლმა შესაძლოა გაზარდოს ურაპიდილის ეფექტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ტახიბენის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული. არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები ურაპიდილის ორსულებში გამოყენების შესახებ.

თუ ორსულობის პერიოდში გამოვლინდება სისხლის წნევის მომატება და საჭიროა ამ პრეპარატით მკურნალობა, უნდა მოხდეს სისხლის წნევის თანდათანობით შემცირება და მკურნალობა უნდა განხორციელდეს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, გადადის თუ არა ურაპიდილი დედის რძეში. უსაფრთხოების მიზნით ურაპიდილით მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად, უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისთვის.

  • 120650

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ყურადღება: ამ მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს რეაქციის და მართვის უნარის დაქვეითება, განსაკუთრებით შემდეგ შემთხვევებში:

  • მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის რეჟიმის ცვლილებისას.
  • ერთდროულად ალკოჰოლური სასმელების გამოყენებისას.

თუ თავს გრძნობთ შეუძლოდ, მაშინ არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები სიმპტომების გაქრობამდე.

ტახიბენი შეიცავს პროპილენგლიკოლს

ამ ნივთიერებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაბახუსევის მსგავსი სიმპტომი.

ტახიბენი შეიცავს 1 მმოლ -ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) ყოველ ამპულაზე, ე.ი. ის თითქმის ,,უნატრიუმოა“. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მისი გამოყენება იმ შემთხვევაშიც, თუ იცავთ უმარილო დიეტას.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

შესაძლოა მკურნალობისას გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები. უნდა აცნობოთ ექიმს, რომელიც გირჩევთ უნდა შეწყვიტოთ თუ განაგრძოთ მკურნალობა.

ხშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან 1-დან 10-მდე: ღებინება, თავბრუსხვევა და თავის ტკივილები.

არახშირი: ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე: თავის ტკივილები, გულის რითმის გახშირება ან შემცირება, მკერდის არეში სივიწროვის შეგრძნება და სუნთქვის გართულება, ღებინება, დაღლილობა და ოფლიანობა.

იშვიათი: ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე: ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია, ცხვირის გაჭედილობა, კანის ალერგიული რეაქციები (ქავილი, კანის უჩვეულო სიწითლე, გამონაყარი).

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (სისხლის უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას); სისუსტე, მოუსვენრობა.

თუ გვერდითი მოვლენები მიიღებენ სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს.

თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, უნდა მიმართოთ ექიმს. ეს ეხება ასევე ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელჩანართში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ უშუალოდ წამლისა და სამედიცინო პროდუქტის სააგენტოს, ტრაისენგასე 5, 1200 ვენა, ფაქსი: +43 (0) 50 555 36207, ვებ-გვერდზე: http://www.bags.gv.at/.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ურაპიდილი.

ერთი 5 მლ ამპულა შეიცავს 25 მგ ურაპიდილს.

დამხმარე ნივთიერებებია:

პროპილენგლიკოლი (იხ. პუნქტი 2),

ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი,

მარილმჟავას ხსნარი (37% w/w),

ნატრიუმის მონოჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი,

მარილმჟავას ხსნარი (3,7% w/w),

ნატრიუმის ჰიდროქსიდი (4%w/w),

საინექციო წყალი.

ტახიბენის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ტახიბენი 25 მგ არის საინექციო ხსნარი ამპულაში.

ერთი შეფუთვა შეიცავს 5 ამპულას.

ფარმაცევტული საწარმო და მწარმოებელი:

ფარმაცევტული საწარმო:

ევერ ნეირო ფარმა გმბჰ

A-4866 უნტერახი

შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

არ შეილება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე და ამპულაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.

პირველადი გახსნის/გაზავების შემდეგ:

ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლინდა 50სთ განმავლობაში 15-25ºC ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ დაუყონებლივ. თუ არ მოხდება გამოყენება დამზადებისთანავე, მაშინ მომხმარებელი თავად აგებს პასუხს მისი შენახვის ხანგრძლივობის და გამოყენების პირობების შესახებ. თუ მოხდება ხსნარის დამზადება არა კონტროლირებად და არასათანადო პირობებში, მაშინ მისი შენახვა შესაძლებელია მხოლოდ 24 სთ განმავლობაში 2-8 ºC ტემპერატურაზე. გათვალისწინებულია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. გახსნილი ამპულა უნდა გამოიყენოთ დაუყონებლივ.

მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრები ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ:

ინფორმაცია პაციენტებისათვის

ტახიბენი

25 მგ საინექციო ხსნარი

აქტიური ნივთიერება: ურაპიდილი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით მთლიან ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
  • თუ გამოვლინდება გვერდითი ეფექტები, მიმართეთ ექიმს. ეს ეხება ასევე მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს ტახიბენი და რისთვის გამოიყენება?
  • ინფორმაცია ტახიბენის გამოყენებამდე.
  • ტახიბენის გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ტახიბენის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს ტახიბენი და რისთვის გამოიყენება?

ტახიბენი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ურაპიდილს.

ტახიბენი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან ალფა-ბლოკატორებად. ეს მედიკამენტი თავის მოქმედებას ახდენს სისხლძარღვებში (არტერიებში და ვენებში). იწვევს სისხლის წნევის შემცირებას სისხლძარღვების კედლების მოდუნების ხარჯზე.

ტახიბენი გამოიყენება რთული ხარისხის ჰიპერტონიის სამკურნალოდ:

  • სისხლის მაღალი წნევის განსაკუთრებულ შემთხვევაში ხანმოკლე, სიცოცხლისათვის საშიში ორგანოს დაზიანებისას.
  • ოპერაციის დროს ან მის შემდეგ.
  • ინფორმაცია ტახიბენის გამოყენებამდე

ტახიბენის გამოყენება არ შეიძლება:

  • თუ აღინიშნება ალერგია ურაპიდილის ან პუნქტში 6 მითითებული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
  • თუ აღინიშნება გულის ანომალიები (ეგრეთ წოდებული აორტას სტენოზი) ან სისხლ-ძარღვების ანომალიები (ეგრეთ წოდებული კარდიალური შუნტი), (გარდა კარდიალური შუნტისა აციენტებში, რომლებიც იტარებენ დიალიზით მკურნალობას (სისხლის გაწმენდას)).

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:

ტახიბენის გამოყენებამდე ექიმმა უნდა გამოიკვლიოს შემდეგი:

აღენიშნება თუ არა პაციენტს ფაღარათი ან ღებინება (ან სხვა მდგომარეობა, რაც იწვევს სითხის დაკარგვას სხეულში);

აღინიშნება თუ არა სისხლში ნატრიუმის შემცველობის შემცირება.

ტახიბენის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დოპინგის კონტროლის ტესტზე დადებითი შედეგი.

ტახიბენის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს ან მიიღეთ ისინი ცოტა ხნის წინ ან აპირებთ ნებისმიერი პრეპარატის მიღებას.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს, რადგან შესაძლოა აღინიშნოს ურთიერთქმედება ტახიბენის მიმართ და შეიცვალოს მათი მოქმედება ან გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები:

  • ალფა-ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება საშარდე ტრაქტის სამკურნალოდ, რომლებიც კავშირშია პროსტატის დაავადებასთან.
  • ნებისმიერი სისხლის წნევის დამწევი პრეპარატები
  • ბაკლოფენი (კუნთების სპაზმის სამკურნალოდ)
  • ციმეტიდინი (კუჭის მჟავის პროდუქციის შესამცირებლად)
  • იმიპრამინი და ნეიროლეპტიურები (დეპრესიის სამკურნალოდ)

კორტიკოიდები (ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ზოგჯერ ეწოდებათ ,,სტეროიდულები”).

ტახიბენის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად

ტახიბენით მკურნალობისას უნდა მოერიდოთ ალკოჰოლის გამოყენებას. ალკოჰოლმა შესაძლოა გაზარდოს ურაპიდილის ეფექტი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ტახიბენის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული. არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები ურაპიდილის ორსულებში გამოყენების შესახებ.

თუ ორსულობის პერიოდში გამოვლინდება სისხლის წნევის მომატება და საჭიროა ამ პრეპარატით მკურნალობა, უნდა მოხდეს სისხლის წნევის თანდათანობით შემცირება და მკურნალობა უნდა განხორციელდეს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, გადადის თუ არა ურაპიდილი დედის რძეში. უსაფრთხოების მიზნით ურაპიდილით მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად, უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისთვის.

  • 120650

ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ყურადღება: ამ მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს რეაქციის და მართვის უნარის დაქვეითება, განსაკუთრებით შემდეგ შემთხვევებში:

  • მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის რეჟიმის ცვლილებისას.
  • ერთდროულად ალკოჰოლური სასმელების გამოყენებისას.

თუ თავს გრძნობთ შეუძლოდ, მაშინ არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები სიმპტომების გაქრობამდე.

ტახიბენი შეიცავს პროპილენგლიკოლს

ამ ნივთიერებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაბახუსევის მსგავსი სიმპტომი.

ტახიბენი შეიცავს 1 მმოლ -ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) ყოველ ამპულაზე, ე.ი. ის თითქმის ,,უნატრიუმოა“. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მისი გამოყენება იმ შემთხვევაშიც, თუ იცავთ უმარილო დიეტას.

  • ტახიბენის გამოყენების წესი

ტახიბენი ინიშნება და კეთდება ექიმის მიერ.

დოზირება

ექიმი განსაზღვრავს სწორ დოზირებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად.

პაციენტების ზოგიერთი ჯგუფი

  • პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან არ მოიპოვება უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ საკმარისი ინფორმაციები.
  • ხანდაზმულ პაციენტებში (65წელზე უფროსებში) შესაძლებელია შემცირებული დოზირებით გამოყენება.
  • თუ აღინიშნება ღვიძლის დაავადება (რთული ღვიძლის უკმარისობა), საჭიროა დოზირების შემცირება.
  • თუ აღინიშნება თირკმელების უკმარისობა (თირკმელების ფუნქციის დარღვევა), უნდა ჩატარდეს სისხლის მიმოქცევის ტესტი.
  • თუ აღინიშნება გულის მოქმედების დარღვევები, რომლებიც მექანიკური ფუნქციითაა გამოწვეული, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

წამლის ფორმა

ტახიბენი შეიყვანება ვენაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ტახიბენით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არაუმეტეს 7 დღისა.

თუ მიიღეთ ტახიბენის ჭარბი დოზირება

ზედოზირების მთავარი სიმპტომი არის სისხლის წნევის უეცარი დაცემა ფეხზე წამოდგომისას, თავბრუსხვევა, დაღლილობა ან გონების დაკარგვა (ორთოსტაზული ჰიპოტონია). ამ დროს პაციენტი უნდა დააწვინოთ და ფეხები მოათავსებინოთ მაღალზე. თუ შენარჩუნდება სიმპტომები, უნდა მიმართოთ ექიმს.

  • მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

შესაძლოა მკურნალობისას გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები. უნდა აცნობოთ ექიმს, რომელიც გირჩევთ უნდა შეწყვიტოთ თუ განაგრძოთ მკურნალობა.

ხშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან 1-დან 10-მდე: ღებინება, თავბრუსხვევა და თავის ტკივილები.

არახშირი: ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე: თავის ტკივილები, გულის რითმის გახშირება ან შემცირება, მკერდის არეში სივიწროვის შეგრძნება და სუნთქვის გართულება, ღებინება, დაღლილობა და ოფლიანობა.

იშვიათი: ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე: ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია, ცხვირის გაჭედილობა, კანის ალერგიული რეაქციები (ქავილი, კანის უჩვეულო სიწითლე, გამონაყარი).

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (სისხლის უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას); სისუსტე, მოუსვენრობა.

თუ გვერდითი მოვლენები მიიღებენ სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს.

თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, უნდა მიმართოთ ექიმს. ეს ეხება ასევე ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელჩანართში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ უშუალოდ წამლისა და სამედიცინო პროდუქტის სააგენტოს, ტრაისენგასე 5, 1200 ვენა, ფაქსი: +43 (0) 50 555 36207, ვებ-გვერდზე: http://www.bags.gv.at/.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • ტახიბენის შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

არ შეილება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე და ამპულაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.

პირველადი გახსნის/გაზავების შემდეგ:

ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლინდა 50სთ განმავლობაში 15-25ºC ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ დაუყონებლივ. თუ არ მოხდება გამოყენება დამზადებისთანავე, მაშინ მომხმარებელი თავად აგებს პასუხს მისი შენახვის ხანგრძლივობის და გამოყენების პირობების შესახებ. თუ მოხდება ხსნარის დამზადება არა კონტროლირებად და არასათანადო პირობებში, მაშინ მისი შენახვა შესაძლებელია მხოლოდ 24 სთ განმავლობაში 2-8 ºC ტემპერატურაზე. გათვალისწინებულია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. გახსნილი ამპულა უნდა გამოიყენოთ დაუყონებლივ.

მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრები ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს ტახიბენი

აქტიური ნივთიერება არის ურაპიდილი.

ერთი 5 მლ ამპულა შეიცავს 25 მგ ურაპიდილს.

დამხმარე ნივთიერებებია:

პროპილენგლიკოლი (იხ. პუნქტი 2),

ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი,

მარილმჟავას ხსნარი (37% w/w),

ნატრიუმის მონოჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი,

მარილმჟავას ხსნარი (3,7% w/w),

ნატრიუმის ჰიდროქსიდი (4%w/w),

საინექციო წყალი.

ტახიბენის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ტახიბენი 25 მგ არის საინექციო ხსნარი ამპულაში.

ერთი შეფუთვა შეიცავს 5 ამპულას.

ფარმაცევტული საწარმო და მწარმოებელი:

ფარმაცევტული საწარმო:

ევერ ნეირო ფარმა გმბჰ

A-4866 უნტერახი

მწარმოებელი:

ცენექსი

52 რუე მარსელ ეტ ჟასქუეს გაუშერ, 94120 ფონტენაი სოუს ბიუს

საფრანგეთი

ევერ ნეირო ფარმა გმბჰ

ობერბურგაუ 3

A-4866 უნტერახი

ეს მედიკამენტი ნებადართულია ევრო ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი დასახელებით:

გერმანია

Urapidil Stragen i.v. 25 mg Injektionslösung

იტალია

Urapidill Stragen i.v, 25 mg, Soluzione iniettabile

პოლონეთიÖ

Tachyben 25 mg/ml roztwor do wstrzykiwan

რუმინეთი

Tachyben, 25 mg, SOlutie injectabila

ჩეხეთის რესპუბლიკა

Tachyben 25mg Injekcni roztok

უნგრეთი

Uratens i.v., 25 mg, Oldatos injekcio

ნებართვის ნომერიÖ 1-31224

წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღი 2017წლის ნოემბერი.

_______________________________________________________________

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისათვის:

შეუთავსებლობა

ამ მედიკამენტის შერევა არ შეიძლება სხვა მედიკამენტებთან ერთად, გარდა აღნიშნული შეთავსებად გამხსნელებისა.

არ შეიძლება შემდეგი ნივთიერებების ან გამხსნელი/გასაზავებელი ხსნარების ერთდროული გამოყენება: ტუტე საინექციო და საინფუზიო ხსნარები. შესაძლოა გამოიწვიოს ამღვრევა ან აჭრა.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები უტილიზაციის და გამოყენების შესახებ

100 მგ-იანი ამპულების გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ სისხლის წნევის სტაბილიზირებისათვის ინფუზიის გზით გამოყენებისას.

საწყისი მკურნალობისათვის გამოიყენება ურაპიდილის 25 და 50 მგ-იანი ამპულები. ამ დოზირების ფორმის გამოყენება შესაძლებელია გაზავების შემდეგ ინტრავენური ინფუზიისათვის.

გაზავება უნდა მოხდეს ასეპტიური პირობების დაცვით.

ხსნარი უნდა შემოწმდეს გამოყენებამდე ვიზუალურად და გამოირიცხოს ნაწილაკების არსებობა და ფერის ცვლილება. გამოიყენება მხოლოდ სუფთა და უფერი ხსნარი.

გაზავებული ხსნარის დამზადება:

  • ინტრავენური ინფუზია:

250 მგ ურაპიდილი (2 ამპულა 100 მგ ურაპიდილი +1 ამპულა 50 მგ ურაპიდილი) უნდა გაზავდეს 500 მლ შეთავსებად გამხსნელში.

  • დგუშიანი შპრიცი:

100 მგ ურაპიდილი უნდა გადაიტანოთ დგუშიანი შპრიცში და გაზავდეს შეთავსებადი ხსნარით 50 მლ მოცულობამდე.

შეთავსებადი გამხსნელი საშუალებები გაზავებისათვის:

  • ნატრიუმის ქლორიდი 9 მგ/მლ (0,9%) საინფუზიო ხსნარი
  • გლუკოზა 50 მგ/მლ (5%)
  • გლუკოზა 100 მგ/მლ (10%)

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.

გამოუყენებელი მედიკამენტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს შესაბამისი წესების მიხედვით.

ევერ ფარმა

28051823

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა