პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ტაიქოლდი ჟოლოს არომატით

TaiCold With raspberry flavour

ურეცეპტოდ(500მგ + 2მგ + 30მგ)ინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცხვირის ”გაჭედვა”, ცემინება, კუნთების ტკივილი.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(500მგ + 2მგ + 30მგ) ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ჟოლოს არომატით პაკეტი №10
მწარმოებელი
GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE51
რეგისტრაციის ნომერი
რ-044257
რეგისტრირებულია
30 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 30 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატაიქოლდი ჟოლოს არომატით და სხვა წამალი ერთად

ტაიქოლდი ჟოლოს არომატით — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცხვირის ”გაჭედვა”, ცემინება, კუნთების ტკივილი.

მიღების წესი და დოზირება

1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა ცხელ წყალში.

მოზრდილებში ინიშნება 1 პაკეტი ყოველ 4-6 საათში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 4-ჯერ 24 საათის განმავლობაში. მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 5 დღე.

სასურველია პრეპარატის მიღება გრიპისა და გაციების პირველივე სიმპტომების გამოვლინებისთანავე.

უკუჩვენებები

დანიშვნის უკუჩვენებაა პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

სიფრთხილის ზომები

პიროგლუტამინის აციდოზით გამოწვეული მეტაბოლური აციდოზის (რომელიც შესაძლოა თან ახლდეს ანიონური გახლეჩვის მაჩვენებლის ზრდას - HAGMA) შემთხვევები აღწერილია მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტებში, როგორიცაა თირკმლის მძიმე უკმარისობა, სეფსისი, არასრულფასოვანი კვება ან გლუტათიონის დეფიციტის სხვა წყაროები (მაგალითად, ქრონიკული ალკოჰოლიზმი), და რომლებიც პარაცეტამოლს იღებდნენ თერაპიულ დოზებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან იღებდნენ პარაცეტამოლისა და ფლუკლოქსაცილინის კომბინაციას.

პიროგლუტამინის აციდოზის ფონზე მეტაბოლური აციდოზის (HAGMA) არსებობის ეჭვის შემთხვევაში რეკომენდებულია პარაცეტამოლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და პაციენტის მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი.

შარდში 5-ოქსოპროლინის დონის განსაზღვრა შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს პიროგლუტამინის აციდოზის, როგორც მეტაბოლური აციდოზის ძირითადი მიზეზის, იდენტიფიცირებისთვის იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მრავალმხრივი რისკფაქტორები.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების და შინაგან ორგანოთა მძიმე ფუნქციური დარღვევების დროს.

«ტაიქოლდი ჟოლოს არომატით» მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლის, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშვნა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

«ტაიქოლდი ჟოლოს არომატით» სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში.

პრეპარატთან ერთად არასასურველია პარაცეტამოლის შემცველი სხვა საშუალებების მიღება. ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშუალებები (ზოგიერთი საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, რიფამპიცინი, ეთანოლი) პარაცეტამოლთან კომბინაციაში აძლიერებენ მის ჰეპატოტოქსიკურობას.

სიფრთხილეა საჭირო, პარაცეტამოლის და ფლუკლოქსაცილინის ერთდროულად გამოიყენებისას, რადგან კომბინირებული თერაპია დაკავშირებულია მაღალი ანიონური დეფიციტის მქონე მეტაბოლურ აციდოზთან, რაც გამოწვეულია პიროგლუტამინის აციდოზით, განსაკუთრებით რისკის-ფაქტორების მქონე პაციენტებში (იხ. უსაფრთხოების ზომები).

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის დანიშვნა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ყურადღების კონცენტრირებაზე, ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.

გვერდითი მოვლენები

«ტაიქოლდი ჟოლოს არომატით» არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა.

მეტაბოლიზმის და კვების მხრივ დარღვევები

მაღალი ანიონური გახლეჩვის მქონე მეტაბოლური აციდოზი - სიხშირე "უცნობია" (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

მაღალი ანიონური გახლეჩვის მქონე მეტაბოლური აციდოზი

პიროგლუტამინის აციდოზით გამოწვეული მაღალი ანიონური გახლეჩვის მქონე მეტაბოლური აციდოზის შემთხვევები აღრიცხულია იმ პაციენტებში, რომლებიც რისკის ფაქტორებს ფლობენ და იღებდნენ პარაცეტამოლს (იხ. უსაფრთხოების ზომები).

პიროგლუტამინის აციდოზი შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გლუტათიონის დაბალი დონე.

ჭარბი დოზა

პარაცეტამოლის გამო:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში არსებობს მძიმე ჰეპატოტოქსიკურობის რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, მცირეწლოვან ბავშვებში, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ქრონიკული ალკოჰოლიზმის ან ქრონიკული კვების დეფიციტი, ასევე ფერმენტ-ინდუცირების აგენტების გამოყენებისას და ძალიან გამხდარ მოზრდილებში (<50 კგ).

ჰეპატოტოქსიკურობა ხშირად ვლინდება მიღებიდან 24–48 საათის განმავლობაში. ჭარბი დოზირება შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუნდაც სიმპტომები არ შეიმჩნეოდეს.

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, კანის სიფერმკრთალე და მუცლის ტკივილი, როგორც წესი, აღინიშნება მიღებიდან პირველ 24 საათის განმავლობაში.

მძიმე ჭარბი დოზირება იწვევს სერიოზულ ჰეპატოტოქსიკურობას ჰეპატოციტების დაზიანებით, რაც იწვევს ჰეპატოცელულურ უკმარისობას, მეტაბოლურ აციდოზსა და ენცეფალოპათიას, რაც შეიძლება დასრულდეს კომითა და ფატალური შედეგით. ამავე დროს აღინიშნება ღვიძლის ტრანსამინაზების (AST, ALT), ლაქტატდეჰიდროგენაზისა და ბილირუბინის დონის მატება.

დოზის გადაჭარბებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს დისემინირებული ინტრავასკულარული შედედება.

სიმპტომები: კანის სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, ჰეპატოციტების ნეკროზი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, პროთრომბინის დროის გაზრდა.

მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება; საჭიროებისას – სიმპტომური მკურნალობა. პარაცეტამოლით მოწამვლის შემთხვევაში სპეციფიკურ ანტიდოტს წარმოადგენს აცეტილცისტეინი.

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი პაკეტი შეიცავს:

პარაცეტამოლი . . . . . . . . . . . . .500 მგ

ქლორფენირამინის მალეატი . . . . . 2 მგ

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C). . . 30 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა უწყლო, სუკროზა, ნატრიუმის ციტრატი, ასპარტამი, საღებავი “Food red 7”, ჟოლოს არომატიზატორი.

მოქმედების მექანიზმი

კომბინირებული პრეპარატი.

პარაცეტამოლს ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სუსტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოთალამუსის უპირატესად თერმორეგულაციის ცენტრში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან.

ქლორფენირამინის მალეატი – H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების გამტარობას, ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს.

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების დროს ავსებს C ვიტამინზე მოთხოვნილებას.

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.

ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ტაიქოლდი ჟოლოს არომატით

TAICOLD with raspberry flavour

ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი პაკეტი შეიცავს:

პარაცეტამოლი . . . . . . . . . . . . .500 მგ

ქლორფენირამინის მალეატი . . . . . 2 მგ

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C). . . 30 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა უწყლო, სუკროზა, ნატრიუმის ციტრატი, ასპარტამი, საღებავი “Food red 7”, ჟოლოს არომატიზატორი.

მოქმედების მექანიზმი

კომბინირებული პრეპარატი.

პარაცეტამოლს ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სუსტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოთალამუსის უპირატესად თერმორეგულაციის ცენტრში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან.

ქლორფენირამინის მალეატი – H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების გამტარობას, ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს.

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების დროს ავსებს C ვიტამინზე მოთხოვნილებას.

ჩვენება

გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცხვირის ”გაჭედვა”, ცემინება, კუნთების ტკივილი.

უკუჩვენება

დანიშვნის უკუჩვენებაა პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

პიროგლუტამინის აციდოზით გამოწვეული მეტაბოლური აციდოზის (რომელიც შესაძლოა თან ახლდეს ანიონური გახლეჩვის მაჩვენებლის ზრდას - HAGMA) შემთხვევები აღწერილია მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტებში, როგორიცაა თირკმლის მძიმე უკმარისობა, სეფსისი, არასრულფასოვანი კვება ან გლუტათიონის დეფიციტის სხვა წყაროები (მაგალითად, ქრონიკული ალკოჰოლიზმი), და რომლებიც პარაცეტამოლს იღებდნენ თერაპიულ დოზებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან იღებდნენ პარაცეტამოლისა და ფლუკლოქსაცილინის კომბინაციას.

პიროგლუტამინის აციდოზის ფონზე მეტაბოლური აციდოზის (HAGMA) არსებობის ეჭვის შემთხვევაში რეკომენდებულია პარაცეტამოლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და პაციენტის მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი.

შარდში 5-ოქსოპროლინის დონის განსაზღვრა შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს პიროგლუტამინის აციდოზის, როგორც მეტაბოლური აციდოზის ძირითადი მიზეზის, იდენტიფიცირებისთვის იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მრავალმხრივი რისკფაქტორები.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების და შინაგან ორგანოთა მძიმე ფუნქციური დარღვევების დროს.

«ტაიქოლდი ჟოლოს არომატით» მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლის, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშვნა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

პრეპარატის დანიშვნა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ყურადღების კონცენტრირებაზე, ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.

დოზის გადაჭარბება

პარაცეტამოლის გამო:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში არსებობს მძიმე ჰეპატოტოქსიკურობის რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, მცირეწლოვან ბავშვებში, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ქრონიკული ალკოჰოლიზმის ან ქრონიკული კვების დეფიციტი, ასევე ფერმენტ-ინდუცირების აგენტების გამოყენებისას და ძალიან გამხდარ მოზრდილებში (<50 კგ).

ჰეპატოტოქსიკურობა ხშირად ვლინდება მიღებიდან 24–48 საათის განმავლობაში. ჭარბი დოზირება შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუნდაც სიმპტომები არ შეიმჩნეოდეს.

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, კანის სიფერმკრთალე და მუცლის ტკივილი, როგორც წესი, აღინიშნება მიღებიდან პირველ 24 საათის განმავლობაში.

მძიმე ჭარბი დოზირება იწვევს სერიოზულ ჰეპატოტოქსიკურობას ჰეპატოციტების დაზიანებით, რაც იწვევს ჰეპატოცელულურ უკმარისობას, მეტაბოლურ აციდოზსა და ენცეფალოპათიას, რაც შეიძლება დასრულდეს კომითა და ფატალური შედეგით. ამავე დროს აღინიშნება ღვიძლის ტრანსამინაზების (AST, ALT), ლაქტატდეჰიდროგენაზისა და ბილირუბინის დონის მატება.

დოზის გადაჭარბებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს დისემინირებული ინტრავასკულარული შედედება.

სიმპტომები: კანის სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, ჰეპატოციტების ნეკროზი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, პროთრომბინის დროის გაზრდა.

მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება; საჭიროებისას – სიმპტომური მკურნალობა. პარაცეტამოლით მოწამვლის შემთხვევაში სპეციფიკურ ანტიდოტს წარმოადგენს აცეტილცისტეინი.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

«ტაიქოლდი ჟოლოს არომატით» სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში.

პრეპარატთან ერთად არასასურველია პარაცეტამოლის შემცველი სხვა საშუალებების მიღება. ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშუალებები (ზოგიერთი საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, რიფამპიცინი, ეთანოლი) პარაცეტამოლთან კომბინაციაში აძლიერებენ მის ჰეპატოტოქსიკურობას.

სიფრთხილეა საჭირო, პარაცეტამოლის და ფლუკლოქსაცილინის ერთდროულად გამოიყენებისას, რადგან კომბინირებული თერაპია დაკავშირებულია მაღალი ანიონური დეფიციტის მქონე მეტაბოლურ აციდოზთან, რაც გამოწვეულია პიროგლუტამინის აციდოზით, განსაკუთრებით რისკის-ფაქტორების მქონე პაციენტებში (იხ. უსაფრთხოების ზომები).

დოზირება და მიღების წესი

1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა ცხელ წყალში.

მოზრდილებში ინიშნება 1 პაკეტი ყოველ 4-6 საათში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 4-ჯერ 24 საათის განმავლობაში. მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 5 დღე.

სასურველია პრეპარატის მიღება გრიპისა და გაციების პირველივე სიმპტომების გამოვლინებისთანავე.

გვერდითი მოვლენები

«ტაიქოლდი ჟოლოს არომატით» არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა.

მეტაბოლიზმის და კვების მხრივ დარღვევები

მაღალი ანიონური გახლეჩვის მქონე მეტაბოლური აციდოზი - სიხშირე "უცნობია" (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

მაღალი ანიონური გახლეჩვის მქონე მეტაბოლური აციდოზი

პიროგლუტამინის აციდოზით გამოწვეული მაღალი ანიონური გახლეჩვის მქონე მეტაბოლური აციდოზის შემთხვევები აღრიცხულია იმ პაციენტებში, რომლებიც რისკის ფაქტორებს ფლობენ და იღებდნენ პარაცეტამოლს (იხ. უსაფრთხოების ზომები).

პიროგლუტამინის აციდოზი შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გლუტათიონის დაბალი დონე.

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.

ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი, შეფუთვაში 10 პაკეტი. მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს

მისამართი:

რუსთავის გზატკეცილი 52, თბილისი, საქართველო

ტელ.: 2404383

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა