ტაილოლფენ ჰოთი
TYLOLFEN HOT®
ტაილოლფენ ჰოთი ნაჩვენებია გაციებისა და გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფენილეპრინი (phenyleprine) + ქლორფენირამინი (chlorpheniramine) + პარაცეტამოლი (paracetamol)
- ფორმა და შეფუთვა
- (500მგ + 10მგ + 4მგ)/20გ 20გ შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი (შუშხუნა გრანულების სახით) პაკეტი №12
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
- ATC კოდი
- N02BE51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041705
- რეგისტრირებულია
- 26 ივლისი 2024, მოქმედებს 26 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტაილოლფენ ჰოთი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტაილოლფენ ჰოთი ნაჩვენებია გაციებისა და გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
მიღების წესი და დოზირება
ტაილოლფენ ჰოთი მიიღება პერორალურად, როგორც ქვემოთ მოცემულია:
თითოეული პაკეტის შემცველობა უნდა გაიხსნას 160 მლ ცხელ წყალში (=სტანდარტული ზომის ჭიქა) და დაუყოვნებლივ უნდა დალიოთ. შემდეგი პაკეტის მიღება შეიძლება მხოლოდ 6 საათის შემდეგ. რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 4 პაკეტი.
ერთი პაკეტის შიგთავსი ჩაასხით ჭიქაში
ჭიქის 2/3 აავსეთ ცხელი წყლით
მოურიეთ ერთხელ ან ორჯერ
ხსნარი მთლიანად დალიეთ
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალკოჰოლს, ჰეპატოტოქსიურობის რისკის გამო, პარაცეტამოლის ჯამური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს.
უკუჩვენებები
ტაილოლფენ ჰოთი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ასევე, პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების, ღვიძლის და გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები, არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი. ტაილოლფენ ჰოთის მიღებამდე პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული, რომ არ მიიღონ მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები ამ პრერპარატთან ერთად და ისინი უნდა მოიხსნას ტაილოლფენ ჰოთის მიღების დაწყებამდე 2 კვირით ადრე.
სიფრთხილის ზომები
პაციენტებში ღვიძლის, თირკმელების, გულის და ფილტვების დარღვევებით და წინასწარ არსებული ანემიით, გამოყენებული უნდა იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, თუ უკმარისობის სიმძიმე არის C კატეგორიაში ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით, დღიური დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით.
ტაილოლფენ ჰოთი არ გამოიყენება 10 დღეზე მეტი დროის განმავლობაში მოზრდილებში ტკივილის სამართავად და ექიმის რჩევის გარეშე არ მიიღება მორეციდივე ფებრილური მდგომარეობების სამკურნალოდ, რაც გრძელდება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ტემპერატურით 39.5 0C-ზე მეტი. ნორმოტენზიულ საშუალებებზე ფენილეფრინთან დაკავშირებული პრესორული თვისების ნაკლებობის მიუხედავად, ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატებმა, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის მიკროსომურ ფერმენტებს, როგორიცაა ალკოჰოლი, ბარბიტურატები, მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, შეიძლება გაზარდონ პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიურობა, განსაკუთრებით დოზის გადაჭარბების შემდეგ.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალკოჰოლს, ჰეპატოტოქსიურობის რისკის გამო, პარაცეტამოლის ჯამური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს.
ტაილოლფენ ჰოთი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის მძიმე დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა, გლაუკომა, ჰიპერთირეოზი და ჰიპერტენზია.
პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს და/ან ანტიდეპრესანტებს, უნდა მიმართონ სათანადო სამედიცინო დახმარებას.
ტაილოლფენ ჰოთი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ, ხოლო 6-12 წლის ასაკის ბავშვებში ტაილოლფენ ჰოთი გამოიყენება მხოლოდ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევით.
გამოყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში:
პარაცეტამოლისა და ქლორფენირამინის ორსულობის კატეგორია არის B კატეგორია. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ამ კატეგორიის პრეპარატებს არ გააჩნიათ ფეტოტოქსიური ეფექტი, ორსულ ქალებზე კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. პარაცეტამოლი ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, მაგრამ მისი გავლენა მეძუძურ ჩვილზე ცნობილი არ არის. ქლორფენირამინი ასევე გამოიყოფა დედის რძეში. იმის გამო, რომ ანტიჰისტამინური საშუალებები იწვევენ ჰიპერაგზნებადობას და შეტევებსაც კი, განსაკუთრებით ახალშობილებში და დღენაკლულებში, მეძუძურმა დედებმა ის არ უნდა გამოიყენონ.
ფენილეფრინის ორსულობის კატეგორია არის C კატეგორია. ამ კატეგორიის პრეპარატები ორსულობის დროს გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ფენილეფრინი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები ახალშობილებსა და დღენაკლულებში.
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულებსა და მეძუძურ დედებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ძალიან აუცილებელია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თერაპიულ დოზებზე ურთიერთქმედება არ არის დადგენილი. ის აძლიერებს ანტიკოაგულანტების ეფექტს მაღალი დოზებით ხანგრძლივი თერაპიისას. პარაცეტამოლის მიღებისას მაღალი დოზებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება კუმარინთან, ინდანდიონის წარმოებულებთან და ფენოთიაზინებთან. ასევე შეიძლება განვითარდეს ურთიერთქმედება ანტიფსიქოზურ ფენოთიაზინებთან.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი ან პრიმიდონი, პარაცეტამოლის დოზა უნდა შემცირდეს.
ქლორფენირამინს შეუძლია შეაფერხოს ფენიტოინის მეტაბოლიზმი ღვიძლში და ამით გაზარდოს პლაზმური კონცენტრაცია. ქლორფენირამინი იწვევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამატებით დამთრგუნველ აქტივობას ალკოჰოლთან, ბარბიტურატებთან, საძილე საშუალებებთან, ოპიოიდურ ანალგეტიკებთან, ანქსიოლიზურ და ანტიფსიქოტიკებთან ერთად მიღების შემთხვევაში.
არტერიული წნევის მატება შეიძლება ზოგჯერ აღინიშნოს ფენილეფრინის დეკონგესტანტებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, მადის საწინააღმდეგო საშუალებებთან, ამფეტამინის მსგავს ფსიქოსტიმულატორებთან და მაო ინჰიბიტორებთან ერთად მიღების შემთხვევაში.
ფენილეფრინის ერთდროულმა გამოყენებამ მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებთან, ინდომეტაცინთან, მეთილდოპასტან, α- და β-ადრენერგულ ბლოკატორებთან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზისი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ტაილოლფენ ჰოთით თერაპიის დროს შეიძლება განვითარდეს დაღლილობა; ამიტომ სიფრთხილეა აუცილებელი ავტომობილის ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვისას. ტაილოლფენ ჰოთის ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან შეიძლება აღინიშნოს სიფხიზლის დამატებითი დაქვეითება.
გვერდითი მოვლენები
ზოგადად, ტაილოლფენ ჰოთი კარგად გადაიტანება.
პარაცეტამოლს არ აქვს ტოქსიკური ეფექტი თერაპიულ დოზებში გამოყენებისას. იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება და მაკულოპაპულური სიწითლე ქავილით; ხოლო მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება განვითარდეს თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და პანციტოპენია. ძალიან იშვიათად აღინიშნა ნეიტროპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა და აგრანულოციტოზი.
ქლორფენირამინის მალეატის გამო შეიძლება განვითარდეს სედაცია, ბუნდოვანი მხედველობა, შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მადის ნაკლებობა, ღებინება, დიარეა, პალპიტაცია, არითმია, ჰიპოტენზია, ჰეპატიტი, ჰემოლიზური ანემია და ანტიმუსკარინული რეაქციები.
ფენილეფრინის გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს ტაქიკარდიას, გულის არითმიას, პალპიტაციებს, ჰიპერტენზიას, გულისრევას, ღებინებას, თავის ტკივილს, კანის ალერგიული რეაქციებს, ძილის დარღვევას, ჰალუცინაციებს და ზოგჯერ შარდის შეკავებას მამაკაცებში.
მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ არასასურველ ეფექტს
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ჯანდაცვის ცენტრს.
ზოგიერთ პაციენტში, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პარაცეტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს ჰეპატოტოქსიურობა, მიღებული პრეპარატის რაოდენობის გამო. 12-დან 48 საათამდე შეიძლება გაიზარდოს ღვიძლის ფერმენტების დონე, პროთრომბინის დრო შეიძლება გახანგრძლივდეს; თუმცა, კლინიკური სიმპტომები აშკარა ხდება მიღებიდან 1-6 საათის შემდეგ. 10 გრ პარაცეტამოლის საერთო რაოდენობა მოზრდილებში სავარაუდოდ ავლენს ტოქსიკურობას; ბავშვებში 150 მგ/კგ-ზე ნაკლები პარაცეტამოლის დოზა არ არის დაკავშირებული ღვიძლის ტოქსიკურობასთან. ჰეპატოტოქსიურობის ადრეული სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, მომატებული ოფლიანობა და სისუსტე. სისხლის ანალიზის შედეგები შეიძლება იყოს დოზის მიღებიდან 48-72 საათის შემდეგ. რეკომენდებულია აცეტილცისტეინის შეყვანის დაწყება, რაც შეიძლება მალე ჭარბი დოზის მიღების შემდეგ, პლაზმაში პარაცეტამოლის განსაზღვრის შედეგების მოლოდინის გარეშე. შეიძლება მიზანშეწონილი იყოს კუჭის ამორეცხვა და ღებინების გამოწვევა იპეკაკის სიროფის მიღებით. მონიტორინგი შეიძლება მოიცავდეს პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაციის განსაზღვრას ჭარბი დოზის მიღებიდან სულ მცირე 4 საათის შემდეგ. ღვიძლის ფუნქციის ტესტები უნდა ჩატარდეს 24-საათიანი ინტერვალით მიღებიდან სულ მცირე 96 საათის განმავლობაში, თუ პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაცია მიუთითებს პოტენციურ ჰეპატოტოქსიურობაზე.
ბავშვებში პარაცეტამოლის მეტაბოლიზმის მრავალფეროვნების გამო, მძიმე ტოქსიკურობისა და ფატალური გამოსავლის შემთხვევები შედარებით იშვიათია. ბავშვებში მაქსიმალური პოტენციალის ოდენობის დადგენა ადვილია. თუ დოზის გადაჭარბება აღემატება 150 მგ/კგ-ს, პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაცია უნდა განისაზღვროს, მაგრამ არა მიღებიდან 4 საათის განმავლობაში. მიზანშეწონილია ღებინების გამოწვევა იპეკაკის სიროფის მიღებით.
თუ პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაცია აღემატება რეფერენტულ ხაზს, როგორც ნაჩვენებია „დოზის გადაჭარბების ნომოგრამაში“, მაშინ საჭიროა აცეტილცისტეინით მკურნალობა. თუ პლაზმაში პარაცეტამოლის განსაზღვრა შეუძლებელია და თუ საერთო რაოდენობა სავარაუდოდ აღემატება 150 მგ/კგ-ს, ასევე უნდა დაიწყოს აცეტილცისტეინით მკურნალობა.
ქლორფენირამინის ტოქსიკურობა აშკარა ხდება მიღებიდან რამდენიმე საათში; გამოიყენება ანტიჰისტამინური/ანტიქოლინერგული დოზის გადაჭარბების მკურნალობის სქემაში მითითებული მკურნალობა.
ფენილეფრინის დოზის მწვავე გადაჭარბების თავისებურებები მოიცავს ჰემოდინამიკურ ცვლილებებს და გულ-სისხლძარღვთა კოლაფსს რესპირატორული დეპრესიით. მკურნალობა მოიცავს კუჭის ადრეულ ამორეცხვას და სიმპტომურ და დამხმარე ზომებს. ჰიპერტენზიული ეფექტების მკურნალობა შესაძლებელია ი.ვ. α-რეცეპტორების მაბლოკირებელი აგენტით.
შენახვის პირობები
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
ტაილოლფენ ჰოთი წარმოდგენილია 6, 12 პაკეტში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ლიცენზიის მფლობელი: NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., Türkiye
ფარმაკოლოგიური თვისებები
გაციების საწინააღმდეგო სხვა კომბინირებული პრეპარატები
ათქ კოდი: N02BE51
ტაილოლფენ ჰოთს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანტიჰისტამინური და დეკონგესტანტური თვისებები პარაცეტამოლის, ქლორფენირამინის მალეატის და ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის გამო.
პარაცეტამოლი არის კლინიკურად დადასტურებული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. ის უზრუნველყოფს ანალგეზიას ტკივილის ზღურბლის ამაღლებით და სიცხის დაწევას ჰიპოთალამუსში თერმორეგულაციის ცენტრზე მოქმედებით.
ქლორფენირამინის მალეატს აქვს ანტაგონისტური თვისება ჰისტამინის H1-რეცეპტორების მიმართ, რითაც ხსნის შემდეგ სიმპტომებს; რინორეა, ცხვირში შეგუბება, თვალების სიწითლე და/ან ჰიპერმგრძნობელობა.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არის პოსტ-სინაფსური α-რეცეპტორების აგონისტი დაბალი კარდიოსელექციური β-რეცეპტორების აფინურობით და მინიმალური ცენტრალური მასტიმულირებელი აქტივობით. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი მოქმედებს მის ვაზოკონსტრიქტორულ აქტივობაზე სიმპათიკური ნერვული დაბოლოებიდან ნორადრენალინის გამოთავისუფლებით და სისხლძარღვებში (ალფა)-ადრენორეცეპტორების პირდაპირი სტიმულაციის შედეგად. ის არის აღიარებული დეკონგესანტი და მოქმედებს ვაზოკონსტრიქციით და ამცირებს შეშუპებას და ცხვირის შეშუპებას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
პერორალური მიღების შემდეგ პარაცეტამოლი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 10-60 წუთში. პარაცეტამოლი სწრაფად და რეგულარულად ნაწილდება სხეულის უმეტეს ქსოვილებში. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,25-3 საათს. მეტაბოლიზდება ღვიძლში მიკროსომური ფერმენტული სისტემის მეშვეობით. პერორალურად მიღებული პარაცეტამოლის დოზის დაახლოებით 85% გამოიყოფა შარდში თავისუფალი და კონიუგირებული პარაცეტამოლის სახით 24 საათის განმავლობაში.
ქლორფენირამინის მალეატი ნელა და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 2,5-დან 6 საათამდე პერიოდში.
ბიოშეღწევადობის კოეფიციენტი არის 25-დან 50%-მდე. აბსორბირებული პრეპარატის უმეტესი ნაწილი (70%) უკავშირდება პლაზმის ცილებს. ქლორფენირამინის მალეატი ნაწილდება უმეტეს ქსოვილებში, მათ შორის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 2-დან 43 საათამდე და მისი მოქმედების ხანგრძლივობა არის 4-დან 6 საათამდე. პრეპარატის უმეტესი ნაწილი მეტაბოლიზდება. უცვლელი პრეპარატის ნაწილი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით და გარკვეული რაოდენობა განავლით.
ფენილეფრინი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მაგრამ მცირდება ბიოშეღწევადობა ორალური გზით, პირველი გავლის მეტაბოლიზმის გამო. ინარჩუნებს აქტივობას, როგორც ცხვირის დეკონგესანტი პერორალურად მიღებისას, პრეპარატი ნაწილდება სისტემური მიმოქცევის მეშვეობით ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვთა ფსკერზე. პერორალურად მიღებისას, როგორც ცხვირის დეკონგესანტი, ფენილეფრინი ჩვეულებრივ ინიშნება 4-6 საათის ინტერვალით. ფენილეფრინიც და მისი მეტაბოლიტებიც გამოიყოფა შარდით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
NOBEL ILAÇ
ტაილოლფენ ჰოთი
პაკეტი ერთჯერადი გამოყენების ფხვნილის შემცველობით
თითოეული 20 გრამიანი შეფუთვა შეიცავს;
პარაცეტამოლი (მიკრონიზებული).......................... 500 მგ
ქლორფენირამინის მალეატი.......................... 4 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი................. 10 მგ
ყოველ პაკეტში ასევე წარმოდგენილია შემდეგი არააქტიური ინგრედიენტები: ნატრიუმის ბენზოატი, როგორც კონსერვანტი, ქინოლინი ყვითელი, როგორც საღებავი საშუალება; რაფინირებული შაქარი, შაქრის ფხვნილი, როგორც დამატკბობელი აგენტი და ლიმონის არომატის ფხვნილი, როგორც არომატული აგენტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გაციების საწინააღმდეგო სხვა კომბინირებული პრეპარატები
ათქ კოდი: N02BE51
ტაილოლფენ ჰოთს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანტიჰისტამინური და დეკონგესტანტური თვისებები პარაცეტამოლის, ქლორფენირამინის მალეატის და ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის გამო.
პარაცეტამოლი არის კლინიკურად დადასტურებული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. ის უზრუნველყოფს ანალგეზიას ტკივილის ზღურბლის ამაღლებით და სიცხის დაწევას ჰიპოთალამუსში თერმორეგულაციის ცენტრზე მოქმედებით.
ქლორფენირამინის მალეატს აქვს ანტაგონისტური თვისება ჰისტამინის H1-რეცეპტორების მიმართ, რითაც ხსნის შემდეგ სიმპტომებს; რინორეა, ცხვირში შეგუბება, თვალების სიწითლე და/ან ჰიპერმგრძნობელობა.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არის პოსტ-სინაფსური α-რეცეპტორების აგონისტი დაბალი კარდიოსელექციური β-რეცეპტორების აფინურობით და მინიმალური ცენტრალური მასტიმულირებელი აქტივობით. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი მოქმედებს მის ვაზოკონსტრიქტორულ აქტივობაზე სიმპათიკური ნერვული დაბოლოებიდან ნორადრენალინის გამოთავისუფლებით და სისხლძარღვებში (ალფა)-ადრენორეცეპტორების პირდაპირი სტიმულაციის შედეგად. ის არის აღიარებული დეკონგესანტი და მოქმედებს ვაზოკონსტრიქციით და ამცირებს შეშუპებას და ცხვირის შეშუპებას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
პერორალური მიღების შემდეგ პარაცეტამოლი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 10-60 წუთში. პარაცეტამოლი სწრაფად და რეგულარულად ნაწილდება სხეულის უმეტეს ქსოვილებში. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,25-3 საათს. მეტაბოლიზდება ღვიძლში მიკროსომური ფერმენტული სისტემის მეშვეობით. პერორალურად მიღებული პარაცეტამოლის დოზის დაახლოებით 85% გამოიყოფა შარდში თავისუფალი და კონიუგირებული პარაცეტამოლის სახით 24 საათის განმავლობაში.
ქლორფენირამინის მალეატი ნელა და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 2,5-დან 6 საათამდე პერიოდში.
ბიოშეღწევადობის კოეფიციენტი არის 25-დან 50%-მდე. აბსორბირებული პრეპარატის უმეტესი ნაწილი (70%) უკავშირდება პლაზმის ცილებს. ქლორფენირამინის მალეატი ნაწილდება უმეტეს ქსოვილებში, მათ შორის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 2-დან 43 საათამდე და მისი მოქმედების ხანგრძლივობა არის 4-დან 6 საათამდე. პრეპარატის უმეტესი ნაწილი მეტაბოლიზდება. უცვლელი პრეპარატის ნაწილი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით და გარკვეული რაოდენობა განავლით.
ფენილეფრინი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მაგრამ მცირდება ბიოშეღწევადობა ორალური გზით, პირველი გავლის მეტაბოლიზმის გამო. ინარჩუნებს აქტივობას, როგორც ცხვირის დეკონგესანტი პერორალურად მიღებისას, პრეპარატი ნაწილდება სისტემური მიმოქცევის მეშვეობით ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვთა ფსკერზე. პერორალურად მიღებისას, როგორც ცხვირის დეკონგესანტი, ფენილეფრინი ჩვეულებრივ ინიშნება 4-6 საათის ინტერვალით. ფენილეფრინიც და მისი მეტაბოლიტებიც გამოიყოფა შარდით.
ჩვენებები:
ტაილოლფენ ჰოთი ნაჩვენებია გაციებისა და გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
უკუჩვენებები:
ტაილოლფენ ჰოთი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ასევე, პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების, ღვიძლის და გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები, არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი. ტაილოლფენ ჰოთის მიღებამდე პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული, რომ არ მიიღონ მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები ამ პრერპარატთან ერთად და ისინი უნდა მოიხსნას ტაილოლფენ ჰოთის მიღების დაწყებამდე 2 კვირით ადრე.
გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები:
პაციენტებში ღვიძლის, თირკმელების, გულის და ფილტვების დარღვევებით და წინასწარ არსებული ანემიით, გამოყენებული უნდა იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, თუ უკმარისობის სიმძიმე არის C კატეგორიაში ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით, დღიური დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით.
ტაილოლფენ ჰოთი არ გამოიყენება 10 დღეზე მეტი დროის განმავლობაში მოზრდილებში ტკივილის სამართავად და ექიმის რჩევის გარეშე არ მიიღება მორეციდივე ფებრილური მდგომარეობების სამკურნალოდ, რაც გრძელდება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ტემპერატურით 39.5 0C-ზე მეტი. ნორმოტენზიულ საშუალებებზე ფენილეფრინთან დაკავშირებული პრესორული თვისების ნაკლებობის მიუხედავად, ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატებმა, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის მიკროსომურ ფერმენტებს, როგორიცაა ალკოჰოლი, ბარბიტურატები, მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, შეიძლება გაზარდონ პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიურობა, განსაკუთრებით დოზის გადაჭარბების შემდეგ.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალკოჰოლს, ჰეპატოტოქსიურობის რისკის გამო, პარაცეტამოლის ჯამური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს.
ტაილოლფენ ჰოთი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის მძიმე დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა, გლაუკომა, ჰიპერთირეოზი და ჰიპერტენზია.
პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს და/ან ანტიდეპრესანტებს, უნდა მიმართონ სათანადო სამედიცინო დახმარებას.
ტაილოლფენ ჰოთი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ, ხოლო 6-12 წლის ასაკის ბავშვებში ტაილოლფენ ჰოთი გამოიყენება მხოლოდ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევით.
გამოყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში:
პარაცეტამოლისა და ქლორფენირამინის ორსულობის კატეგორია არის B კატეგორია. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ამ კატეგორიის პრეპარატებს არ გააჩნიათ ფეტოტოქსიური ეფექტი, ორსულ ქალებზე კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. პარაცეტამოლი ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, მაგრამ მისი გავლენა მეძუძურ ჩვილზე ცნობილი არ არის. ქლორფენირამინი ასევე გამოიყოფა დედის რძეში. იმის გამო, რომ ანტიჰისტამინური საშუალებები იწვევენ ჰიპერაგზნებადობას და შეტევებსაც კი, განსაკუთრებით ახალშობილებში და დღენაკლულებში, მეძუძურმა დედებმა ის არ უნდა გამოიყენონ.
ფენილეფრინის ორსულობის კატეგორია არის C კატეგორია. ამ კატეგორიის პრეპარატები ორსულობის დროს გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ფენილეფრინი გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები ახალშობილებსა და დღენაკლულებში.
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულებსა და მეძუძურ დედებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ძალიან აუცილებელია.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
ტაილოლფენ ჰოთით თერაპიის დროს შეიძლება განვითარდეს დაღლილობა; ამიტომ სიფრთხილეა აუცილებელი ავტომობილის ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვისას. ტაილოლფენ ჰოთის ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან შეიძლება აღინიშნოს სიფხიზლის დამატებითი დაქვეითება.
გვერდითი ეფექტები / გვერდითი მოვლენები:
ზოგადად, ტაილოლფენ ჰოთი კარგად გადაიტანება.
პარაცეტამოლს არ აქვს ტოქსიკური ეფექტი თერაპიულ დოზებში გამოყენებისას. იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება და მაკულოპაპულური სიწითლე ქავილით; ხოლო მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება განვითარდეს თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და პანციტოპენია. ძალიან იშვიათად აღინიშნა ნეიტროპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა და აგრანულოციტოზი.
ქლორფენირამინის მალეატის გამო შეიძლება განვითარდეს სედაცია, ბუნდოვანი მხედველობა, შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მადის ნაკლებობა, ღებინება, დიარეა, პალპიტაცია, არითმია, ჰიპოტენზია, ჰეპატიტი, ჰემოლიზური ანემია და ანტიმუსკარინული რეაქციები.
ფენილეფრინის გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს ტაქიკარდიას, გულის არითმიას, პალპიტაციებს, ჰიპერტენზიას, გულისრევას, ღებინებას, თავის ტკივილს, კანის ალერგიული რეაქციებს, ძილის დარღვევას, ჰალუცინაციებს და ზოგჯერ შარდის შეკავებას მამაკაცებში.
მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ არასასურველ ეფექტს
პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
თერაპიულ დოზებზე ურთიერთქმედება არ არის დადგენილი. ის აძლიერებს ანტიკოაგულანტების ეფექტს მაღალი დოზებით ხანგრძლივი თერაპიისას. პარაცეტამოლის მიღებისას მაღალი დოზებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება კუმარინთან, ინდანდიონის წარმოებულებთან და ფენოთიაზინებთან. ასევე შეიძლება განვითარდეს ურთიერთქმედება ანტიფსიქოზურ ფენოთიაზინებთან.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი ან პრიმიდონი, პარაცეტამოლის დოზა უნდა შემცირდეს.
ქლორფენირამინს შეუძლია შეაფერხოს ფენიტოინის მეტაბოლიზმი ღვიძლში და ამით გაზარდოს პლაზმური კონცენტრაცია. ქლორფენირამინი იწვევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამატებით დამთრგუნველ აქტივობას ალკოჰოლთან, ბარბიტურატებთან, საძილე საშუალებებთან, ოპიოიდურ ანალგეტიკებთან, ანქსიოლიზურ და ანტიფსიქოტიკებთან ერთად მიღების შემთხვევაში.
არტერიული წნევის მატება შეიძლება ზოგჯერ აღინიშნოს ფენილეფრინის დეკონგესტანტებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, მადის საწინააღმდეგო საშუალებებთან, ამფეტამინის მსგავს ფსიქოსტიმულატორებთან და მაო ინჰიბიტორებთან ერთად მიღების შემთხვევაში.
ფენილეფრინის ერთდროულმა გამოყენებამ მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებთან, ინდომეტაცინთან, მეთილდოპასტან, α- და β-ადრენერგულ ბლოკატორებთან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზისი.
დოზირება და მიღების წესი:
ტაილოლფენ ჰოთი მიიღება პერორალურად, როგორც ქვემოთ მოცემულია:
თითოეული პაკეტის შემცველობა უნდა გაიხსნას 160 მლ ცხელ წყალში (=სტანდარტული ზომის ჭიქა) და დაუყოვნებლივ უნდა დალიოთ. შემდეგი პაკეტის მიღება შეიძლება მხოლოდ 6 საათის შემდეგ. რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 4 პაკეტი.
ერთი პაკეტის შიგთავსი ჩაასხით ჭიქაში
ჭიქის 2/3 აავსეთ ცხელი წყლით
მოურიეთ ერთხელ ან ორჯერ
ხსნარი მთლიანად დალიეთ
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალკოჰოლს, ჰეპატოტოქსიურობის რისკის გამო, პარაცეტამოლის ჯამური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ჯანდაცვის ცენტრს.
ზოგიერთ პაციენტში, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პარაცეტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს ჰეპატოტოქსიურობა, მიღებული პრეპარატის რაოდენობის გამო. 12-დან 48 საათამდე შეიძლება გაიზარდოს ღვიძლის ფერმენტების დონე, პროთრომბინის დრო შეიძლება გახანგრძლივდეს; თუმცა, კლინიკური სიმპტომები აშკარა ხდება მიღებიდან 1-6 საათის შემდეგ. 10 გრ პარაცეტამოლის საერთო რაოდენობა მოზრდილებში სავარაუდოდ ავლენს ტოქსიკურობას; ბავშვებში 150 მგ/კგ-ზე ნაკლები პარაცეტამოლის დოზა არ არის დაკავშირებული ღვიძლის ტოქსიკურობასთან. ჰეპატოტოქსიურობის ადრეული სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, მომატებული ოფლიანობა და სისუსტე. სისხლის ანალიზის შედეგები შეიძლება იყოს დოზის მიღებიდან 48-72 საათის შემდეგ. რეკომენდებულია აცეტილცისტეინის შეყვანის დაწყება, რაც შეიძლება მალე ჭარბი დოზის მიღების შემდეგ, პლაზმაში პარაცეტამოლის განსაზღვრის შედეგების მოლოდინის გარეშე. შეიძლება მიზანშეწონილი იყოს კუჭის ამორეცხვა და ღებინების გამოწვევა იპეკაკის სიროფის მიღებით. მონიტორინგი შეიძლება მოიცავდეს პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაციის განსაზღვრას ჭარბი დოზის მიღებიდან სულ მცირე 4 საათის შემდეგ. ღვიძლის ფუნქციის ტესტები უნდა ჩატარდეს 24-საათიანი ინტერვალით მიღებიდან სულ მცირე 96 საათის განმავლობაში, თუ პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაცია მიუთითებს პოტენციურ ჰეპატოტოქსიურობაზე.
ბავშვებში პარაცეტამოლის მეტაბოლიზმის მრავალფეროვნების გამო, მძიმე ტოქსიკურობისა და ფატალური გამოსავლის შემთხვევები შედარებით იშვიათია. ბავშვებში მაქსიმალური პოტენციალის ოდენობის დადგენა ადვილია. თუ დოზის გადაჭარბება აღემატება 150 მგ/კგ-ს, პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაცია უნდა განისაზღვროს, მაგრამ არა მიღებიდან 4 საათის განმავლობაში. მიზანშეწონილია ღებინების გამოწვევა იპეკაკის სიროფის მიღებით.
თუ პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაცია აღემატება რეფერენტულ ხაზს, როგორც ნაჩვენებია „დოზის გადაჭარბების ნომოგრამაში“, მაშინ საჭიროა აცეტილცისტეინით მკურნალობა. თუ პლაზმაში პარაცეტამოლის განსაზღვრა შეუძლებელია და თუ საერთო რაოდენობა სავარაუდოდ აღემატება 150 მგ/კგ-ს, ასევე უნდა დაიწყოს აცეტილცისტეინით მკურნალობა.
ქლორფენირამინის ტოქსიკურობა აშკარა ხდება მიღებიდან რამდენიმე საათში; გამოიყენება ანტიჰისტამინური/ანტიქოლინერგული დოზის გადაჭარბების მკურნალობის სქემაში მითითებული მკურნალობა.
ფენილეფრინის დოზის მწვავე გადაჭარბების თავისებურებები მოიცავს ჰემოდინამიკურ ცვლილებებს და გულ-სისხლძარღვთა კოლაფსს რესპირატორული დეპრესიით. მკურნალობა მოიცავს კუჭის ადრეულ ამორეცხვას და სიმპტომურ და დამხმარე ზომებს. ჰიპერტენზიული ეფექტების მკურნალობა შესაძლებელია ი.ვ. α-რეცეპტორების მაბლოკირებელი აგენტით.
შენახვის პირობები:
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
ტაილოლფენ ჰოთი წარმოდგენილია 6, 12 პაკეტში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ლიცენზიის მფლობელი: NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., Türkiye
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


