პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ტავეგილი

TAVEGYL

ურეცეპტოდ1მგინსტრუქცია ქართულადსერბეთი
რისთვის გამოიყენება

პოლინოზი (თივის ცხელება, ალერგიული რინოკონიუნქტივიტის ჩათვლით); სხვადასხვა წარმოშობის ჭინჭრის ციება; ქავილი, დერმატოზები ქავილით; მწვავე და ქრონიკული ეგზემა, კონტაქტური დერმატიტი, როგორც დამხმარე თერაპია; წამლისმიერი ალერგია, როგორც დამხმარე თერაპია; მწერის ნაკბენი.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კლემასტინი (clemastine)
ფორმა და შეფუთვა
1მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
Hemofarm A.D. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Hemofarm d.o.o.(ბოსნია და ჰერცეგოვინა)), სერბეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ამინოალკილური ეთერები
ATC კოდი
R06AA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-042071
რეგისტრირებულია
25 სექტემბერი 2024, მოქმედებს 25 სექტემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Nizhpharm» JSC (რუსეთი)
განმცხადებელი
შპს „შორე“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატავეგილი და სხვა წამალი ერთად

ტავეგილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პოლინოზი (თივის ცხელება, ალერგიული რინოკონიუნქტივიტის ჩათვლით);

სხვადასხვა წარმოშობის ჭინჭრის ციება;

ქავილი, დერმატოზები ქავილით;

მწვავე და ქრონიკული ეგზემა, კონტაქტური დერმატიტი, როგორც დამხმარე თერაპია;

წამლისმიერი ალერგია, როგორც დამხმარე თერაპია;

მწერის ნაკბენი.

მიღების წესი და დოზირება

პერორალური მიღებისთვის.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!

პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამის წინ წყალთან ერთად.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი (1 მგ) დილით და საღამოს. ექიმის რეკომენდაციით დღიური დოზა შეიძლება იყოს 6 ტაბლეტამდე. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 ტაბლეტს ერთ მიღებაზე.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1⁄2 - 1 ტაბლეტი დილით და საღამოს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა კლემასტინის ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების, აგრეთვე მსგავსი ანტიჰისტამინების მიმართ,

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. გალაქტოზას შეუწყნარებლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევების, ზოგადი ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის მქონე პაციენტებში უკუნაჩვენებია ამ პრეპარატის გამოყენება.

ალერგენებზე სკარიფიკაციული ტესტების შედეგების დამახინჯების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ალერგიაზე ტესტის ჩატარებამდე 72 საათით ადრე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატი აძლიერებს იმ პრეპარატების ეფექტს, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას (საძილე საშუალებები, სედატიური საშუალებები, ანქსიოლიზური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ოპიოიდური ანალგეტიკები), მ-ანტიქოლინერგული საშუალებების, აგრეთვე ალკოჰოლის მოქმედებას.

შეუთავსებელია მაო ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება.

ვინაიდან კლემასტინს აქვს ანტიქოლინერგული აქტივობა, ზოგიერთი ანტიქოლინერგული პრეპარატის (მაგ., ატროპინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების პერიოდი,

მონოამინ ოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორების მიღება,

ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები (ბრონქული ასთმის ჩათვლით),

პორფირია,

6 წლამდე ასაკის ბავშვები (ამ დოზირების ფორმისთვის),

ლაქტაზას დეფიციტი,

ლაქტოზას შეუწყნარებლობა,

გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია;

ხანდაზმული პაციენტები.

სიფრთხილით

აუცილებელია წინასწარ ექიმთან კონუსლტაცია, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი დაავადება/მდგომარეობა:

ეპილეფსია ან კრუნჩხვები ანამნეზში;

კუჭის სტენოზური წყლული,

პილოროდუოდენალური ობსტრუქცია,

შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქცია

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, რომელსაც თან ახლავს შარდის შეკავება,

თვალისშიდა წნევის მომატება,

დახურულკუთხოვანი გლაუკომა,

ჰიპერთირეოზი,

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზია.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს

ნაყოფიერება

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ნაყოფიერებაზე კლემასტინის ზემოქმედების შესახებ მამაკაცებსა და ქალებში. ხელმისაწვდომი პრეკლინიკური მონაცემები მიუთითებს პოტენციურ არასასურველ ეფექტებზე მამაკაცის ნაყოფიერებაზე დოზით, რომელიც აღემატება ადამიანებში კლინიკურ პერორალურ დოზას.

ორსულობა

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში კლემასტინის გამოყენების შესახებ. ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ძუძუთი კვების პერიოდი

ანტიჰისტამინური საშუალებები შეიძლება გადავიდეს დედის რძეში და გავლენა იქონიოს ბავშვზე. კლემასტინის ფუმარატის გამოყენება უკუნაჩვენებია მეძუძურ ქალებში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კლემასტინს აქვს მსუბუქი სედაციური ეფექტი (სუსტიდან საშუალო ინტენსივობის), ამიტომ იმ პირებს, რომლებიც იღებენ ტავეგილს, ეძლევათ რეკომენდაცია, რომ თავი შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან, მექანიზმების მართვისგან, აგრეთვე სხვა აქტივობებისგან, რომლებიც საჭიროებენ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები გამოვლინდა სპონტანურად პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომი გამოყენებისას.

არასასურველი რეაქციები კლასიფიცირდება ორგანიზმის სისტემების და განვითარების სიხშირის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10 ), ხშირად (≥ 1/100 და <1/10), არახშირად (≥ 1/1000 და <1/100), იშვიათად (≥ 1/10,000 და <1/1000), ძალიან იშვიათად (<10,000), სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ნერვული სისტემის დარღვევები:

ხშირად: მომატებული დაღლილობა, ძილიანობა, სედაცია, სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა;

არახშირად: თავბრუსხვევა;

იშვიათად: ​​თავის ტკივილი, ტრემორი, მასტიმულირებელი ეფექტი (ჩვეულებრივ ბავშვებში): შფოთვა, მომატებული გაღიზიანება, აგზნებადობა, ნერვოზულობა, უძილობა, ისტერია, ეიფორია, ტრემორი, კრუნჩხვები; პარესთეზია, ნევრიტი.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

იშვიათად: ​​დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, პირის სიმშრალე;

ძალიან იშვიათად: ​​ყაბზობა.

მადის დაქვეითების და დიარეის ცალკეული შემთხვევები.

მხედველობის ორგანოს დარღვევები:

იშვიათად: ​​ვიზუალური აღქმის სიმკვეთრის დაქვეითება, დიპლოპია.

სმენის ორგანოსა და ლაბირინთის დარღვევები:

იშვიათად: ​​მწვავე ლაბირინთიტი, ხმაური ყურებში.

თირკმელების და საშარდე გზების დარღვევები:

ძალიან იშვიათად: შარდვის გახშირება ან გაძნელება.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების დარღვევები:

იშვიათად: ​​ბრონქული სეკრეციის გასქელება და ნახველის გამოყოფის გაძნელება, წნევის შეგრძნება გულმკერდში, სუნთქვის პრობლემები, ცხვირში შეგუბება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები:

იშვიათად: ​​არტერიული წნევის დაქვეითება (უფრო ხშირად ხანდაზმულ პაციენტებში), ექსტრასისტოლია.

ძალიან იშვიათად: ​​ტაქიკარდია.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:

იშვიათად: ​​ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები:

იშვიათად: ​​გამონაყარი კანზე.

იმუნური სისტემის დარღვევები:

იშვიათად: ​​ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი, ქოშინი, ანაფილაქსიური შოკი).

თუ ინსტრუქციებში მითითებული რომელიმე გვერდითი მოვლენა გაუარესდება, ან შეამჩნევთ სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ანტიჰისტამინების დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც დამთრგუნველი, ისე მასტიმულირებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ეს უკანასკნელი უფრო ხშირად აღინიშნება ბავშვებში, მაგალითად, ცნობიერების დონის დაქვეითება, აგზნებადობა, ჰალუცინაციები ან კრუნჩხვები. ასევე შეიძლება განვითარდეს ანტიქოლინერგული მოქმედების მოვლენები: პირის სიმშრალე, გუგების ფიქსირებული გაფართოება, სხეულის ზედა ნახევარში სისხლის „მოწოლა“, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (გულისრევა, ეპიგასტრიუმში ტკივილი, ღებინება), ტაქიკარდია.

მკურნალობა. მკურნალობა მოიცავს სიმპტომურ თერაპიას და სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებების რეკომენდაციების დაცვას. თუ პაციენტს არ განუვითარდა ღებინება სპონტანურა, მაშინ აუცილებელია მისი ხელოვნურად გამოწვევა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ცნობიერება შენარჩუნებულია). თუ პრეპარატის მიღებიდან გასულია 3 საათი ან ცოტა მეტი, საჭიროა კუჭის ამორეცხვა ნატრიუმის ქლორიდის და გააქტიურებული ნახშირბადის 0,9%-იანი ხსნარის გამოყენებით. ასევე შეიძლება მარილიანი საფაღარათო საშუალების დანიშვნა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება – 1,340 მგ კლემასტინის ფუმარატი (1 მგ კლემასტინზე გადაანგარიშებით)

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი – 1,200 მგ, პოვიდონი (K-30) – 4,000 მგ, ტალკი – 5,000 მგ, სიმინდის სახამებელი – 10,800 მგ, ლაქტოზას მონოჰიდრატი – 107,660 მგ.

აღწერა

მრგვალი, ბრტყელი, თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები თლილი კიდეებით. ტაბლეტის ერთ მხარეს ნაზოლით და გრავირებით "OT".

შენახვის პირობები

არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისაგან მკიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიალერგიული საშუალება - H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.

ათქ კოდი: R06AA04.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი, მიეკუთვნება ანტიჰისტამინების ბენზიჰიდრილეთერების ჯგუფს. აქვს ძლიერი ანტიჰისტამინური და ქავილის საწინააღმდეგო ეფექტი მოქმედების სწრაფი დაწყებით და 12 საათამდე ხანგრძლივობით, ხელს უშლის ჰისტამინით გამოწვეული გლუვი კუნთების ვაზოდილატაციის და შეკუმშვის განვითარებას.

გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება, რის შედეგადაც ამცირებს სისხლძარღვების და კაპილარების გამტარიანობას, აფერხებს ექსუდაციას და შეშუპების წარმოქმნას, ამცირებს ქავილს და აქვს ანტიქოლინერგული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

პერორალური მიღების შემდეგ, კლემასტინის ფუმარატი (კლემასტინი) თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ. პრეპარატის ანტიჰისტამინური ეფექტი მაქსიმუმს აღწევს 5-7 საათის შემდეგ; როგორც წესი, ეფექტი გრძელდება 10-12 საათამდე, ზოგიერთ შემთხვევაში 24 საათამდე.

განაწილება

სისხლის პლაზმის ცილებთან ბმა შეადგენს 95%.

მეტაბოლიზმი

კლემასტინი განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს ღვიძლში.

გამოყოფა

პლაზმიდან გამოყოფა ორფაზიანია, შესაბამისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3,6 ± 0,9 სთ-ს და 37 ± 16 სთ-ს. მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით (45 - 65%); უცვლელი აქტიური ნივთიერება შარდში გვხვდება მხოლოდ ნარჩენი რაოდენობით.

ძუძუთი კვების დროს კლემასტინის მცირე რაოდენობა შეიძლება გადავიდეს დედის რძეში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ინსტრუქცია

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ

ტავეგილი

სავაჭრო დასახელება: ტავეგილი

საერთაშორისო არადაპატენტებული ან ჯგუფური დასახელება: კლემასტინი

ქიმიური დასახელება: (2R)-2-(2-((R)-1-(4-ქლოროფენილ)-1-ფენილეთოქსი)ეთილ)-1-მეთილპიროლიდინ (E)-ბუტენედიოატი

წამლის ფორმა: ტაბლეტები

შემადგენლობა 1 ტაბლეტზე:

აქტიური ნივთიერება – 1,340 მგ კლემასტინის ფუმარატი (1 მგ კლემასტინზე გადაანგარიშებით)

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი – 1,200 მგ, პოვიდონი (K-30) – 4,000 მგ, ტალკი – 5,000 მგ, სიმინდის სახამებელი – 10,800 მგ, ლაქტოზას მონოჰიდრატი – 107,660 მგ.

აღწერა

მრგვალი, ბრტყელი, თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები თლილი კიდეებით. ტაბლეტის ერთ მხარეს ნაზოლით და გრავირებით "OT".

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიალერგიული საშუალება - H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.

ათქ კოდი: R06AA04.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი, მიეკუთვნება ანტიჰისტამინების ბენზიჰიდრილეთერების ჯგუფს. აქვს ძლიერი ანტიჰისტამინური და ქავილის საწინააღმდეგო ეფექტი მოქმედების სწრაფი დაწყებით და 12 საათამდე ხანგრძლივობით, ხელს უშლის ჰისტამინით გამოწვეული გლუვი კუნთების ვაზოდილატაციის და შეკუმშვის განვითარებას.

გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება, რის შედეგადაც ამცირებს სისხლძარღვების და კაპილარების გამტარიანობას, აფერხებს ექსუდაციას და შეშუპების წარმოქმნას, ამცირებს ქავილს და აქვს ანტიქოლინერგული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

პერორალური მიღების შემდეგ, კლემასტინის ფუმარატი (კლემასტინი) თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ. პრეპარატის ანტიჰისტამინური ეფექტი მაქსიმუმს აღწევს 5-7 საათის შემდეგ; როგორც წესი, ეფექტი გრძელდება 10-12 საათამდე, ზოგიერთ შემთხვევაში 24 საათამდე.

განაწილება

სისხლის პლაზმის ცილებთან ბმა შეადგენს 95%.

მეტაბოლიზმი

კლემასტინი განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს ღვიძლში.

გამოყოფა

პლაზმიდან გამოყოფა ორფაზიანია, შესაბამისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3,6 ± 0,9 სთ-ს და 37 ± 16 სთ-ს. მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით (45 - 65%); უცვლელი აქტიური ნივთიერება შარდში გვხვდება მხოლოდ ნარჩენი რაოდენობით.

ძუძუთი კვების დროს კლემასტინის მცირე რაოდენობა შეიძლება გადავიდეს დედის რძეში.

გამოყენების ჩვენებები

პოლინოზი (თივის ცხელება, ალერგიული რინოკონიუნქტივიტის ჩათვლით);

სხვადასხვა წარმოშობის ჭინჭრის ციება;

ქავილი, დერმატოზები ქავილით;

მწვავე და ქრონიკული ეგზემა, კონტაქტური დერმატიტი, როგორც დამხმარე თერაპია;

წამლისმიერი ალერგია, როგორც დამხმარე თერაპია;

მწერის ნაკბენი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა კლემასტინის ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების, აგრეთვე მსგავსი ანტიჰისტამინების მიმართ,

ორსულობა,

ძუძუთი კვების პერიოდი,

მონოამინ ოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორების მიღება,

ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები (ბრონქული ასთმის ჩათვლით),

პორფირია,

6 წლამდე ასაკის ბავშვები (ამ დოზირების ფორმისთვის),

ლაქტაზას დეფიციტი,

ლაქტოზას შეუწყნარებლობა,

გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია;

ხანდაზმული პაციენტები.

სიფრთხილით

აუცილებელია წინასწარ ექიმთან კონუსლტაცია, თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი დაავადება/მდგომარეობა:

ეპილეფსია ან კრუნჩხვები ანამნეზში;

კუჭის სტენოზური წყლული,

პილოროდუოდენალური ობსტრუქცია,

შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქცია

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, რომელსაც თან ახლავს შარდის შეკავება,

თვალისშიდა წნევის მომატება,

დახურულკუთხოვანი გლაუკომა,

ჰიპერთირეოზი,

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზია.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს

ნაყოფიერება

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ნაყოფიერებაზე კლემასტინის ზემოქმედების შესახებ მამაკაცებსა და ქალებში. ხელმისაწვდომი პრეკლინიკური მონაცემები მიუთითებს პოტენციურ არასასურველ ეფექტებზე მამაკაცის ნაყოფიერებაზე დოზით, რომელიც აღემატება ადამიანებში კლინიკურ პერორალურ დოზას.

ორსულობა

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში კლემასტინის გამოყენების შესახებ. ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ძუძუთი კვების პერიოდი

ანტიჰისტამინური საშუალებები შეიძლება გადავიდეს დედის რძეში და გავლენა იქონიოს ბავშვზე. კლემასტინის ფუმარატის გამოყენება უკუნაჩვენებია მეძუძურ ქალებში.

გამოყენების წესი და დოზები

პერორალური მიღებისთვის.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!

პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამის წინ წყალთან ერთად.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი (1 მგ) დილით და საღამოს. ექიმის რეკომენდაციით დღიური დოზა შეიძლება იყოს 6 ტაბლეტამდე. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 ტაბლეტს ერთ მიღებაზე.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1⁄2 - 1 ტაბლეტი დილით და საღამოს.

გვერდითი მოქმედება

ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები გამოვლინდა სპონტანურად პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომი გამოყენებისას.

არასასურველი რეაქციები კლასიფიცირდება ორგანიზმის სისტემების და განვითარების სიხშირის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10 ), ხშირად (≥ 1/100 და <1/10), არახშირად (≥ 1/1000 და <1/100), იშვიათად (≥ 1/10,000 და <1/1000), ძალიან იშვიათად (<10,000), სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ნერვული სისტემის დარღვევები:

ხშირად: მომატებული დაღლილობა, ძილიანობა, სედაცია, სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა;

არახშირად: თავბრუსხვევა;

იშვიათად: ​​თავის ტკივილი, ტრემორი, მასტიმულირებელი ეფექტი (ჩვეულებრივ ბავშვებში): შფოთვა, მომატებული გაღიზიანება, აგზნებადობა, ნერვოზულობა, უძილობა, ისტერია, ეიფორია, ტრემორი, კრუნჩხვები; პარესთეზია, ნევრიტი.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

იშვიათად: ​​დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, პირის სიმშრალე;

ძალიან იშვიათად: ​​ყაბზობა.

მადის დაქვეითების და დიარეის ცალკეული შემთხვევები.

მხედველობის ორგანოს დარღვევები:

იშვიათად: ​​ვიზუალური აღქმის სიმკვეთრის დაქვეითება, დიპლოპია.

სმენის ორგანოსა და ლაბირინთის დარღვევები:

იშვიათად: ​​მწვავე ლაბირინთიტი, ხმაური ყურებში.

თირკმელების და საშარდე გზების დარღვევები:

ძალიან იშვიათად: შარდვის გახშირება ან გაძნელება.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების დარღვევები:

იშვიათად: ​​ბრონქული სეკრეციის გასქელება და ნახველის გამოყოფის გაძნელება, წნევის შეგრძნება გულმკერდში, სუნთქვის პრობლემები, ცხვირში შეგუბება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები:

იშვიათად: ​​არტერიული წნევის დაქვეითება (უფრო ხშირად ხანდაზმულ პაციენტებში), ექსტრასისტოლია.

ძალიან იშვიათად: ​​ტაქიკარდია.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:

იშვიათად: ​​ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები:

იშვიათად: ​​გამონაყარი კანზე.

იმუნური სისტემის დარღვევები:

იშვიათად: ​​ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი, ქოშინი, ანაფილაქსიური შოკი).

თუ ინსტრუქციებში მითითებული რომელიმე გვერდითი მოვლენა გაუარესდება, ან შეამჩნევთ სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები

ანტიჰისტამინების დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც დამთრგუნველი, ისე მასტიმულირებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ეს უკანასკნელი უფრო ხშირად აღინიშნება ბავშვებში, მაგალითად, ცნობიერების დონის დაქვეითება, აგზნებადობა, ჰალუცინაციები ან კრუნჩხვები. ასევე შეიძლება განვითარდეს ანტიქოლინერგული მოქმედების მოვლენები: პირის სიმშრალე, გუგების ფიქსირებული გაფართოება, სხეულის ზედა ნახევარში სისხლის „მოწოლა“, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (გულისრევა, ეპიგასტრიუმში ტკივილი, ღებინება), ტაქიკარდია.

მკურნალობა. მკურნალობა მოიცავს სიმპტომურ თერაპიას და სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებების რეკომენდაციების დაცვას. თუ პაციენტს არ განუვითარდა ღებინება სპონტანურა, მაშინ აუცილებელია მისი ხელოვნურად გამოწვევა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ცნობიერება შენარჩუნებულია). თუ პრეპარატის მიღებიდან გასულია 3 საათი ან ცოტა მეტი, საჭიროა კუჭის ამორეცხვა ნატრიუმის ქლორიდის და გააქტიურებული ნახშირბადის 0,9%-იანი ხსნარის გამოყენებით. ასევე შეიძლება მარილიანი საფაღარათო საშუალების დანიშვნა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პრეპარატი აძლიერებს იმ პრეპარატების ეფექტს, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას (საძილე საშუალებები, სედატიური საშუალებები, ანქსიოლიზური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ოპიოიდური ანალგეტიკები), მ-ანტიქოლინერგული საშუალებების, აგრეთვე ალკოჰოლის მოქმედებას.

შეუთავსებელია მაო ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება.

ვინაიდან კლემასტინს აქვს ანტიქოლინერგული აქტივობა, ზოგიერთი ანტიქოლინერგული პრეპარატის (მაგ., ატროპინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. გალაქტოზას შეუწყნარებლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევების, ზოგადი ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის მქონე პაციენტებში უკუნაჩვენებია ამ პრეპარატის გამოყენება.

ალერგენებზე სკარიფიკაციული ტესტების შედეგების დამახინჯების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ალერგიაზე ტესტის ჩატარებამდე 72 საათით ადრე.

ზემოქმედება ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

კლემასტინს აქვს მსუბუქი სედაციური ეფექტი (სუსტიდან საშუალო ინტენსივობის), ამიტომ იმ პირებს, რომლებიც იღებენ ტავეგილს, ეძლევათ რეკომენდაცია, რომ თავი შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან, მექანიზმების მართვისგან, აგრეთვე სხვა აქტივობებისგან, რომლებიც საჭიროებენ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოშვების ფორმა

„სმიტკლაინ ბიჩემ ს.ა.“-ში, ესპანეთი, დაფასოების და შეფუთვის შემთხვევაში

20 ტაბლეტი კომბინირებული მასალისგან დამზადებულ თითო ბლისტერში (პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგა). 1 ბლისტერი პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

„ქემოფარმ ა.დ.“-ში, საბერძნეთი დაფასოებისა და შეფუთვის შემთხვევაში

10 ან 20 ტაბლეტი კომბინირებული მასალისგან (პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგა) დამზადებულ ბლისტერში. 1 ბლისტერი 20 ტაბლეტით ან 2 ბლისტერი 10 ტაბლეტით პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

მეორად შეფუთვაზე დასაშვებია პირველი გახსნის კონტროლის არსებობა.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისაგან მკიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი:

„სმიტკლაინ ბიჩემ ს.ა“, ესპანეთი

კტრა. დე აჰალვირი, კმ. 2500, ალკალა დე ენარესი, 28806 მადრიდი

ან

„ქემოფარმ დ.ო.ო“, ბოსნია-ჰერცეგოვინა

ნოვაკოვიჩის ქ. ბბ 78000 ბანია-ლუკა

დაფასოება/შეფუთვა/გაშვების ხარისხის კონტროლი

„სმიტკლაინ ბიჩემ ს.ა“, ესპანეთი

კტრა. დე აჰალვირი, კმ. 2500, ალკალა დე ენარესი, 28806 მადრიდი

ან

„ქემოფარმ ა.დ.“, სერბეთი

ბეოგრადსკის ქუჩა ბბ, 26300 ვრშაცი

იურიდიული პირის დასახელება და მისამართი, რომლის სახელზეც გაიცა რეგისტრაციის მოწმობა:

„შტადა არცნაიმიტელ აგ“, გერმანია

შტადაშტრასე 2-18, 61118 ბად-ფილბელი

მომხმარებელთა საჩივრების მიმღები ორგანიზაცია:

სს „ნიჟფარმი“, რუსეთი

603105, ნიჟნი ნოვგოროდი, სალგანსკაიას ქ, 7

ტელ.: (831) 278-80-88;

ფაქსი: (831) 430-72-28

ელ.ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა