სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB 100მგ
Suxamethonium chlorid VUAB 100mg
- მოქმედი ნივთიერება
- სუქსამეთონიუმის (suxamethonium)
- ფორმა და შეფუთვა
- 100 მგ ფხვნილი ი.მ. საინექციო და ი.ვ. საინექციო-საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- VUAB Pharma a.s., ჩეხეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- მიორელაქსანტები, პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტები, ქოლინის წარმოებულები
- ATC კოდი
- M03AB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034725
- რეგისტრირებულია
- 22 მარტი 2022, მოქმედებს 22 მარტი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუფარმ ჯორჯია“
- GMP
- -
სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB 100მგ — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
დოზა დამოკიდებულია წონაზე, კუნთების საჭირო მოდუნების ხარისხზე, შეყვანის მეთოდსა და ინდივიდუალური პაციენტის საპასუხო რეაქციაზე. სუქსამეთონიუმის ქლორიდის ინტრავენური ერთჯერადი დოზაა 1.0-1.5 მგ/კგ სხეულის წონაზე.
დოზირება პედიატრიულ პოპულაციაში: რეკომენდებული დოზა ახალშობილებისა და პატარა ბავშვებისათვის არის 2 მგ/კგ სხეულის წონაზე, ხოლო უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის არის 1 მგ/კგ სხეულის წონაზე. ბავშვებში, პრეპარატის შეყვანა შეიძლება ინტრამუსკულარული გზით დოზით 2-4 მგ/კგ სხეულის წონაზე.
დოზირება ხანდაზმულებში: რეკომენდებული დოზა ხანდაზმული პაციენტებისათვის იგივეა, რაც უფრო ახალგაზრდა მოზრდილი პაციენტებისათვის. ხანდაზმული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ გულის არითმიების განვითარების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ასევე საგულე გლიკოზიდებს ღებულობენ.
დოზირება თირკმლის უკმარისობის დროს: სუქსამეთონიუმის ქლორიდის ნორმალური ერთჯერადი დოზა შეიძლება დაინიშნოს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჰიპერკალიემიის არარსებობის შემთხვევაში. მრავალჯერადი ან უფრო მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის კლინიკურად გამოხატული მატება და ამიტომ არ არის რეკომენდებული.
დოზირება ღვიძლის უკმარისობის დროს: სუქსამეთონიუმის ქლორიდის შეწყვეტა დამოკიდებულია პლაზმის ქოლინესთერაზაზე, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში. მიუხედავად იმისა, რომ პლაზმაში ქოლინესთერაზას დონეები ხშირად მცირდება ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, გარდა ღვიძლის მძიმე უკმარისობისა, დონეები იშვიათად არის საკმარისად დაბალი სუქსამეთიონიუმის ქლორიდით გამოწვეული აპნოეს გამოხატული გახანგრძლივებისათვის.
- ინტრავენური და, სურვილისამებრ, ინტრამუსკულარული შეყვანისთვის, ფლაკონის შიგთავსი განზავებულია 4 მლ საინექციო წყლით ან სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით, 2.5%-იანი საბოლოო კონცენტრაციის მისაღებად. ინფუზიისთვის ტარდება შემდგომი განზავება 0.1%-0.2% სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით. ინფუზიის სიჩქარე უნდა დარეგულირდეს თითოეული პაციენტის საპასუხო რეაქციის მიხედვით. ინფუზიის რეკომენდებული სიჩქარე უნდა იყოს 2.5 - 4 მგ/წთ.
სუქსამეთონიუმის ქლორიდის ჯამური დოზა მრავალჯერადი ინექციებით ან ინფუზიებით არ უნდა აღემატებოდეს 500 მგ-ს საათში.
- გამოყენებამდე პარენტერალური პრეპარატები ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკების არსებობასა და ფერის შეცვლაზე. აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში, მათი გამოყენება არ შეიძლება.
- არ შეიძლება პრეპარატის შერევა ერთ შპრიცში თიოპენტალის ბარბიტურატების ხსნარებთან და განზავება ტუტე pH-ის ხსნარებით, როგორიცაა რინგერის ლაქტატის და ჰარტმანის საინფუზიო ხსნარები.
- მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, აღდგენილი ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 2 - 8°C ტემპერატურაზე.
თუ დაუყოვნებლივ არ იქნა გამოყენებული, გამოყენებისას შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-8°C ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განზავება განხორციელდა კონტროლირებად და ასეპტიკურად დადასტურებულ პირობებში.
აღდგენილი ხსნარის განზავების შემდეგ, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული, მისი შენახვა არ შეიძლება.
- ხანგრძლივი მიღებისას, რეკომენდებულია პაციენტის სრული მონიტორინგი პერიფერიული ნერვის სტიმულატორით, დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის (ლიცენზიის) მქონე დაწესებულებებზე
უტილიზაცია
ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.
VUAB Pharma a.s.
ჩეხეთის რესპუბლიკა,
252 63 როზტოკი, ვლტავსკა 53
საიდენტიფიკაციო კოდი: 63078180
ხელმოწერილია
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული სუქსამეთონიუმის ქლორიდის ან აღნიშნულ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ (იხილეთ პუნქტი 6);
თქვენ ხართ ალერგიული სხვა კუნთების რელაქსანტების მიმართ;
თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს გამოგივლინდათ რეაქცია საანესთეზიო საშუალებების მიმართ სხეულის ძალიან მაღალი ტემპერატურით (ავთვისებიანი ჰიპერთერმია);
გაქვთ მემკვიდრეობითი ატიპიური პლაზმური ქოლინესთერაზას (ფერმენტის) აქტივობა;
ბოლო 3 თვის განმავლობაში მიღებული გაქვთ სერიოზული ტრავმა, დამწვრობა ან ჩაიტარეთ სერიოზული ოპერაცია;
ხანგრძლივად იმყოფებით უმოძრაო მდგომარეობაში, მაგალითად, მოტეხილობის ან გრძელვადიანი მკურნალობის შემთხვევაში;
გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი დონე (ჰიპერკალიემია);
ცოტა ხნის წინ დაიზიანეთ თვალი;
გაქვთ ძალიან მაღალი ინტრაოკულური წნევა (გლაუკომა);
თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს გაწუხებთ კუნთების ან ნერვული დაავადებები, როგორიცაა კუნთების სისუსტე, დამბლა, მოტორული ნეირონების დაავადება (რაც აისახება მოძრაობაზე), კუნთოვანი დისტროფია (კუნთების დარღვევა) ან ცერებრალური დამბლა;
გაწუხებთ ინტრაკრანიალური მაღალი არტერიული წნევა, გაქვთ ინტრაკრანიალური ანევრიზმა (შეშუპება);
აღგენიშნებათ მნიშვნელოვნად შენელებული გულისცემა;
გქონდათ ზურგის ტვინის დაზიანება ან ხერხემლის მოტეხილობა, გაქვთ ქვედა კიდურების დამბლა;
გაწუხებთ დეჰიდრატაცია ელექტროლიტური დისბალანსით;
გაწუხებთ ფილტვების ფუნქციური დარღვევები.
თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ ან არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ქირურგიული ჯგუფის წევრს ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაშვებია ჟანგბადის შეყვანა წყვეტილი დადებითი წნევის ვენტილაციის გზით.
სიფრთხილის ზომები
სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს:
თუ იცით, რომ გაქვთ ქოლინესთერაზას (პლაზმის ფერმენტის) დარღვევა;
თუ გაქვთ ტეტანუსი, ინფექცია ღია ჭრილობიდან ან გაქვთ დამწვრობა;
თუ გაქვთ ტუბერკულოზი ან სხვა ხანგრძლივი ინფექცია;
თუ გაქვთ კიბო;
თუ გაქვთ ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა);
თუ არასწორად იკვებებით;
თუ თქვენ მკურნალობთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადებაზე;
თუ გაწუხებთ გულის დაავადება, თუ ღებულობთ დიგიტალისს გულისთვის;
თუ გაწუხებთ აუტოიმუნური დაავადება, მაგალითად, გაფანტული სკლეროზი (გაფანტული სკლეროზი), კოლაგენოზი (შემაერთებელი ქსოვილის დაავადება);
თუ გაქვთ ჰიპოთიროიდიზმის მძიმე ფორმა (მიქსედემა);
თუ გაწუხებთ კუნთების დაავადება, მაგალითად, მიასთენია გრავისი (კუნთების ძლიერი სისუსტე);
თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ სისხლის გადასხმა, პლაზმის შეცვლა ან გულის შემოვლითი ოპერაცია;
თუ ხართ ორსულად ან იმყოფებით მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
თქვენ შეიძლება აღგენიშნოთ კუნთების ტკივილი სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჩაიტარეთ ხანმოკლე ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლახან მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები.
ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB-ის მოქმედებაზე ან გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ქირურგიული ჯგუფის წევრს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ღებულობთ რომელიმე შემდეგ სამკურნალო საშუალებას:
საანესთეზიო ან ოპერაციის დროს გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, ტკივილგამაყუჩებლები);
პრეპარატები, რომლებიც ზრდის არტერიულ წნევას თვალში, როგორიცაა ექოთიოფატის თვალის წვეთები;
ხველის, გაციების, ძილის ან ალერგიის სამკურნალო საშუალებები;
მალარიის პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ქლოროქინს ან ქინინს;
ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები;
ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებების სამკურნალო პრეპარატები;
მეტოკლოპრამიდის შემცველი პრეპარატები გულისრევისა და პირღებინების დროს;
კიბოს საწინააღმდეგო საშუალებები (ციტოტოქსიკური პრეპარატები);
პრეპარატები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისთვის;
მაგნიუმის შემცველი პრეპარატები;
ესტროგენების ან სტეროიდების შემცველი პრეპარატები;
ანტიბიოტიკები;
ანტიარითმული საშუალებები (გულის რითმის დარღვევის სამკურნალო საშუალებები);
მიასთენიის გრავისისთვის (კუნთების სისუსტისთვის) განკუთვნილი პრეპარატები;
გულის სამკურნალო საშუალებები;
ოპერაციის დროს არტერიული წნევის საკონტროლო პრეპარატები;
იმუნოსუპრესიული პრეპარატები (ისინი აქვეითებს იმუნიტეტს, მაგალითად, ორგანოთა გადანერგვის შემდეგ ან აუტოიმუნური დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი), მაგალითად, აზათიოპრინი.
სუქსამეთონიუმის ქლორიდის გამოყენება არ შეიძლება ხსნარის ნაწილის სახით სხვა პრეპარატებთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობას ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.
ორსულ პაციენტებში პრეპარატს შეიძლება ჰქონდეს უფრო ხანგრძლივი მოქმედება. ექიმი გადაწყვეტს ორსულობის დროს პრეპარატის მიღების საკითხს, მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ოპერაციიდან ძალიან მალე სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მანქანა-დანადგარების გამოყენება შეიძლება სახიფათო იყოს. თქვენი ექიმი გაცნობებთ, თუ როდის შეძლებთ ხელახლა სატრანსპორტო საშუალების მართვას და მანქანა-დანადგარებთან მუშაობას.
- სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB-ის გამოყენების მეთოდი
გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება.
დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში;
ხშირი: აღინიშნება 100-დან 1-10 პაციენტში;
არახშირი: აღინიშნება 1,000-დან 1-10 პაციენტში;
იშვიათი: აღინიშნება 10,000-დან 1-10 პაციენტში;
ძალიან იშვიათი: აღინიშნება 10,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში;
უცნობი სიხშირე: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
პროდუქტის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები
სხეულის მაღალი ტემპერატურა (ავთვისებიანი ჰიპერთერმია);
ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია);
თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
უეცარი ხიხინი, ტკივილი ან შებოჭილობა გულმკერდის არეში;
ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ან ენის შეშუპება
კანზე გამონაყარი მუწუკებით ან ჭინჭრის ციება სხეულის ნებისმიერ ადგილზე;
კოლაფსი.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები
კუნთოვანი ბოჭკოების უნებლიე კრუნჩხვა (კუნთების ფასციკულაცია);
გადაჭარბებული ნერწყვდენა;
კუჭშიდა წნევის (კუჭის შიგნით არსებული წნევის) გაზრდა;
კუნთების ტკივილი ოპერაციის შემდეგ - თქვენი ექიმი გააკონტროლებს.
ხშირი გვერდითი მოვლენები
თვალის წნევის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი ან მხედველობის დაბინდვა;
გულის რითმის შენელება ან აჩქარება;
კანის სიწითლე;
გამონაყარი კანზე;
სისხლში კალიუმის შემცველობის დროებით მომატებული დონე;
მაღალი/დაბალი არტერიული წნევა;
დაზიანებული კუნთებიდან გამოთავისუფლებული ცილები სისხლში ან შარდში;
კუნთების დაზიანება, რომელიც იწვევს კუნთების ტკივილს ან ჰიპერმგრძნობელობას, რიგიდულობას და სისუსტეს. შარდი შეიძლება იყოს მუქი, წითელი ან ყავისფერი.
იშვიათი გვერდითი მოვლენები
არარეგულარული გულისცემა, გულის გაჩერება;
ბრონქოსპაზმი, სუნთქვის ხანგრძლივი გაძნელება ან დროებითი სუნთქვის გაჩერება;
პირის გაღების გაძნელება.
უცნობია
გაზრდილი ინტრაკრანიალური წნევა (წნევა თავის ქალაში);
კანის ანთებითი დაავადება;
დაფიქსირდა კალიუმის შემცველობის მაღალი დონეების გამო გულის გაჩერების შემთხვევები ბავშვებში და პაციენტებში თანდაყოლილი ცერებრალური დამბლით, ტეტანუსით, კუნთების დარღვევებით და თავის დახურული დაზიანებებით.
გვერდითი ეფექტების შესახებ ანგარიშგება
რომელიმე გვერდითი მოვლენა გამოვლინდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული გულისხმობს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. თქვენ შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების ანგარიშგება უშუალოდ შემდეგ მისამართზე:
პრეპარატების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი
100 41 პრაღა 10
სრობაროვას 48
ვებ-გვერდი: www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek
გვერდითი მოვლენების ანგარიშგებით თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის უზრუნველყოფას აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
- სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB-ის გამოყენების მეთოდი
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი მუყაოს კოლოფზე „EXP“ ნიშნის შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდგომ. ვარგისობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პირველად გახსნამდე:
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს სპეციალური ტემპერატურული შენახვის პირობებს.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.
პირველად გახსნის შემდგომ:
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ფლაკონის გახსნისთანავე.
აღდგენის შემდგომ:
გამოყენების ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენები იქნა 24 საათის განმავლობაში 2-80C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ დაუყოვნებლივ არ იქნა გამოყენებული, გამოყენებისას შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-8°C ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განზავება განხორციელდა კონტროლირებად და ასეპტიკურად დადასტურებულ პირობებში.
აღდგენილი ხსნარის განზავების შემდეგ, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული, მისი შენახვა არ შეიძლება.
დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. არასაჭირო პრეპარატების გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შემადგენლობა
- რას არის სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB და რა შემთხვევაში გამოიყენება იგი
სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB არის საინექციო / საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი და მიეკუთვნება კუნთების რელაქსანტების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს.
აღნიშნული პროდუქტი გამოიყენება:
კუნთების მოსადუნებლად ოპერაციის დროს მოზრდილებსა და ბავშვებში;
ენდოტრაქეული ინტუბაციის (მილის ტრაქეაში შეყვანის) გასაადვილებლად იმ პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება სუნთქვისას;
კუნთების ძლიერი შეკუმშვის შესამცირებლად და კრუნჩხვების შესამსუბუქებლად.
აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB 100 მგ ფხვნილი საინექციო / საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
სუქსამეთონიუმის ქლორიდი
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე შეფუთვის ჩანართს, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს შეფუთვის ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
რომელიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. ეს ეხება ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.
რას შეიცავს შეფუთვის ჩანართი:
რას არის სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB და რა შემთხვევაში გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეთ სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB-ის გამოყენებამდე
სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB-ის გამოყენების მეთოდი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB-ის შენახვის წესი
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რას არის სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB და რა შემთხვევაში გამოიყენება იგი
სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB არის საინექციო / საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი და მიეკუთვნება კუნთების რელაქსანტების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს.
აღნიშნული პროდუქტი გამოიყენება:
კუნთების მოსადუნებლად ოპერაციის დროს მოზრდილებსა და ბავშვებში;
ენდოტრაქეული ინტუბაციის (მილის ტრაქეაში შეყვანის) გასაადვილებლად იმ პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება სუნთქვისას;
კუნთების ძლიერი შეკუმშვის შესამცირებლად და კრუნჩხვების შესამსუბუქებლად.
აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB-ს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB იმ შემთხვევაში, თუ:
თუ ხართ ალერგიული სუქსამეთონიუმის ქლორიდის ან აღნიშნულ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ (იხილეთ პუნქტი 6);
თქვენ ხართ ალერგიული სხვა კუნთების რელაქსანტების მიმართ;
თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს გამოგივლინდათ რეაქცია საანესთეზიო საშუალებების მიმართ სხეულის ძალიან მაღალი ტემპერატურით (ავთვისებიანი ჰიპერთერმია);
გაქვთ მემკვიდრეობითი ატიპიური პლაზმური ქოლინესთერაზას (ფერმენტის) აქტივობა;
ბოლო 3 თვის განმავლობაში მიღებული გაქვთ სერიოზული ტრავმა, დამწვრობა ან ჩაიტარეთ სერიოზული ოპერაცია;
ხანგრძლივად იმყოფებით უმოძრაო მდგომარეობაში, მაგალითად, მოტეხილობის ან გრძელვადიანი მკურნალობის შემთხვევაში;
გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი დონე (ჰიპერკალიემია);
ცოტა ხნის წინ დაიზიანეთ თვალი;
გაქვთ ძალიან მაღალი ინტრაოკულური წნევა (გლაუკომა);
თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს გაწუხებთ კუნთების ან ნერვული დაავადებები, როგორიცაა კუნთების სისუსტე, დამბლა, მოტორული ნეირონების დაავადება (რაც აისახება მოძრაობაზე), კუნთოვანი დისტროფია (კუნთების დარღვევა) ან ცერებრალური დამბლა;
გაწუხებთ ინტრაკრანიალური მაღალი არტერიული წნევა, გაქვთ ინტრაკრანიალური ანევრიზმა (შეშუპება);
აღგენიშნებათ მნიშვნელოვნად შენელებული გულისცემა;
გქონდათ ზურგის ტვინის დაზიანება ან ხერხემლის მოტეხილობა, გაქვთ ქვედა კიდურების დამბლა;
გაწუხებთ დეჰიდრატაცია ელექტროლიტური დისბალანსით;
გაწუხებთ ფილტვების ფუნქციური დარღვევები.
თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ ან არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ქირურგიული ჯგუფის წევრს ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაშვებია ჟანგბადის შეყვანა წყვეტილი დადებითი წნევის ვენტილაციის გზით.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს:
თუ იცით, რომ გაქვთ ქოლინესთერაზას (პლაზმის ფერმენტის) დარღვევა;
თუ გაქვთ ტეტანუსი, ინფექცია ღია ჭრილობიდან ან გაქვთ დამწვრობა;
თუ გაქვთ ტუბერკულოზი ან სხვა ხანგრძლივი ინფექცია;
თუ გაქვთ კიბო;
თუ გაქვთ ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა);
თუ არასწორად იკვებებით;
თუ თქვენ მკურნალობთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადებაზე;
თუ გაწუხებთ გულის დაავადება, თუ ღებულობთ დიგიტალისს გულისთვის;
თუ გაწუხებთ აუტოიმუნური დაავადება, მაგალითად, გაფანტული სკლეროზი (გაფანტული სკლეროზი), კოლაგენოზი (შემაერთებელი ქსოვილის დაავადება);
თუ გაქვთ ჰიპოთიროიდიზმის მძიმე ფორმა (მიქსედემა);
თუ გაწუხებთ კუნთების დაავადება, მაგალითად, მიასთენია გრავისი (კუნთების ძლიერი სისუსტე);
თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ სისხლის გადასხმა, პლაზმის შეცვლა ან გულის შემოვლითი ოპერაცია;
თუ ხართ ორსულად ან იმყოფებით მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
თქვენ შეიძლება აღგენიშნოთ კუნთების ტკივილი სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჩაიტარეთ ხანმოკლე ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის ქვეშ.
თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ ან არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ქირურგიული ჯგუფის წევრს ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე.
სხვა პრეპარატები და სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლახან მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები.
ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB-ის მოქმედებაზე ან გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ქირურგიული ჯგუფის წევრს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ღებულობთ რომელიმე შემდეგ სამკურნალო საშუალებას:
საანესთეზიო ან ოპერაციის დროს გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, ტკივილგამაყუჩებლები);
პრეპარატები, რომლებიც ზრდის არტერიულ წნევას თვალში, როგორიცაა ექოთიოფატის თვალის წვეთები;
ხველის, გაციების, ძილის ან ალერგიის სამკურნალო საშუალებები;
მალარიის პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ქლოროქინს ან ქინინს;
ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები;
ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებების სამკურნალო პრეპარატები;
მეტოკლოპრამიდის შემცველი პრეპარატები გულისრევისა და პირღებინების დროს;
კიბოს საწინააღმდეგო საშუალებები (ციტოტოქსიკური პრეპარატები);
პრეპარატები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისთვის;
მაგნიუმის შემცველი პრეპარატები;
ესტროგენების ან სტეროიდების შემცველი პრეპარატები;
ანტიბიოტიკები;
ანტიარითმული საშუალებები (გულის რითმის დარღვევის სამკურნალო საშუალებები);
მიასთენიის გრავისისთვის (კუნთების სისუსტისთვის) განკუთვნილი პრეპარატები;
გულის სამკურნალო საშუალებები;
ოპერაციის დროს არტერიული წნევის საკონტროლო პრეპარატები;
იმუნოსუპრესიული პრეპარატები (ისინი აქვეითებს იმუნიტეტს, მაგალითად, ორგანოთა გადანერგვის შემდეგ ან აუტოიმუნური დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი), მაგალითად, აზათიოპრინი.
სუქსამეთონიუმის ქლორიდის გამოყენება არ შეიძლება ხსნარის ნაწილის სახით სხვა პრეპარატებთან ერთად.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობას ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.
ორსულ პაციენტებში პრეპარატს შეიძლება ჰქონდეს უფრო ხანგრძლივი მოქმედება. ექიმი გადაწყვეტს ორსულობის დროს პრეპარატის მიღების საკითხს, მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება
ოპერაციიდან ძალიან მალე სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მანქანა-დანადგარების გამოყენება შეიძლება სახიფათო იყოს. თქვენი ექიმი გაცნობებთ, თუ როდის შეძლებთ ხელახლა სატრანსპორტო საშუალების მართვას და მანქანა-დანადგარებთან მუშაობას.
- სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB-ის გამოყენების მეთოდი
გამოყენების მეთოდი
არასოდეს მიიღოთ ეს პრეპარატი დამოუკიდებლად. ის უნდა მოგცეთ კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა.
აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღება შეგიძლიათ:
ვენაში ერთი ინექციის სახით (ინტრავენური ბოლუსის ინექცია);
ვენაში უწყვეტი ინფუზიის სახით. სამკურნალო საშუალება ნელნელა ჩამოედინება წვეთებად ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
სამკურნალო საშუალება შეიძლება მიეცეს ბავშვებს კუნთში ინექციის სახით.
ექიმი გადაწყვეტს მიღების მეთოდს და მისაღებ დოზას.
დოზა დამოკიდებულია:
სხეულის წონაზე;
კუნთების მოდუნების საჭირო მოცულობა;
პრეპარატის მიმართ მოსალოდნელ რეაქციაზე.
პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში
პრეპრატი ყოველთვის გამოიყენება სათანადოდ კონტროლირებად პირობებში. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ ზედმეტად დიდი რაოდენობით მიიღეთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება.
დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში;
ხშირი: აღინიშნება 100-დან 1-10 პაციენტში;
არახშირი: აღინიშნება 1,000-დან 1-10 პაციენტში;
იშვიათი: აღინიშნება 10,000-დან 1-10 პაციენტში;
ძალიან იშვიათი: აღინიშნება 10,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში;
უცნობი სიხშირე: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
პროდუქტის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები
სხეულის მაღალი ტემპერატურა (ავთვისებიანი ჰიპერთერმია);
ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია);
თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
უეცარი ხიხინი, ტკივილი ან შებოჭილობა გულმკერდის არეში;
ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ან ენის შეშუპება
კანზე გამონაყარი მუწუკებით ან ჭინჭრის ციება სხეულის ნებისმიერ ადგილზე;
კოლაფსი.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები
კუნთოვანი ბოჭკოების უნებლიე კრუნჩხვა (კუნთების ფასციკულაცია);
გადაჭარბებული ნერწყვდენა;
კუჭშიდა წნევის (კუჭის შიგნით არსებული წნევის) გაზრდა;
კუნთების ტკივილი ოპერაციის შემდეგ - თქვენი ექიმი გააკონტროლებს.
ხშირი გვერდითი მოვლენები
თვალის წნევის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი ან მხედველობის დაბინდვა;
გულის რითმის შენელება ან აჩქარება;
კანის სიწითლე;
გამონაყარი კანზე;
სისხლში კალიუმის შემცველობის დროებით მომატებული დონე;
მაღალი/დაბალი არტერიული წნევა;
დაზიანებული კუნთებიდან გამოთავისუფლებული ცილები სისხლში ან შარდში;
კუნთების დაზიანება, რომელიც იწვევს კუნთების ტკივილს ან ჰიპერმგრძნობელობას, რიგიდულობას და სისუსტეს. შარდი შეიძლება იყოს მუქი, წითელი ან ყავისფერი.
იშვიათი გვერდითი მოვლენები
არარეგულარული გულისცემა, გულის გაჩერება;
ბრონქოსპაზმი, სუნთქვის ხანგრძლივი გაძნელება ან დროებითი სუნთქვის გაჩერება;
პირის გაღების გაძნელება.
უცნობია
გაზრდილი ინტრაკრანიალური წნევა (წნევა თავის ქალაში);
კანის ანთებითი დაავადება;
დაფიქსირდა კალიუმის შემცველობის მაღალი დონეების გამო გულის გაჩერების შემთხვევები ბავშვებში და პაციენტებში თანდაყოლილი ცერებრალური დამბლით, ტეტანუსით, კუნთების დარღვევებით და თავის დახურული დაზიანებებით.
გვერდითი ეფექტების შესახებ ანგარიშგება
რომელიმე გვერდითი მოვლენა გამოვლინდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული გულისხმობს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. თქვენ შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების ანგარიშგება უშუალოდ შემდეგ მისამართზე:
პრეპარატების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი
100 41 პრაღა 10
სრობაროვას 48
ვებ-გვერდი: www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek
გვერდითი მოვლენების ანგარიშგებით თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის უზრუნველყოფას აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
- სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB-ის გამოყენების მეთოდი
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი მუყაოს კოლოფზე „EXP“ ნიშნის შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდგომ. ვარგისობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პირველად გახსნამდე:
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს სპეციალური ტემპერატურული შენახვის პირობებს.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.
პირველად გახსნის შემდგომ:
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ფლაკონის გახსნისთანავე.
აღდგენის შემდგომ:
გამოყენების ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენები იქნა 24 საათის განმავლობაში 2-80C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ დაუყოვნებლივ არ იქნა გამოყენებული, გამოყენებისას შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-8°C ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განზავება განხორციელდა კონტროლირებად და ასეპტიკურად დადასტურებულ პირობებში.
აღდგენილი ხსნარის განზავების შემდეგ, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული, მისი შენახვა არ შეიძლება.
დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. არასაჭირო პრეპარატების გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB
აქტიური ნივთიერება არის სუქსამეთონიუმის ქლორიდი.
ერთ საინექციო ფლაკონში წარმოდგენილია 100 მგ სუქსამეთონიუმის ქლორიდი (110 მგ სუქსამეთონიუმის ქლორიდის დიჰიდრატის სახით).
ეს პრეპარატი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს.
სუქსამეთონიუმის ქლორიდი VUAB-ის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
თეთრიდან მოთეთრო ფერის ფხვნილი
4 მლ უფერო შუშის ფლაკონი, რეზინის საცობი, ალუმინის ხუფი პლასტმასის მოსახსნელი სახურავით ან 10 მლ უფერო შუშის ფლაკონი, რეზინის საცობი, ალუმინის ხუფი პლასტმასის მოსახსნელი სახურავით, კოლოფი.
შეფუთვის ზომა: 1 x 100 მგ, 10 x 100 მგ, 20 x 100 მგ
ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი გაყიდვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
VUAB Pharma a.s.
ჩეხეთის რესპუბლიკა,
252 63 როზტოკი, ვლტავსკა 53
ტელ: +420 220 394 504
ფაქსი: +420 220 911 036
ელ-ფოსტა: [email protected]
აღნიშნული ინსტრუქციის ბოლო გადასინჯვის თარიღი:
- 1.2021 წ.
- ------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მედმუშაკებისა და ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის:
პრეპარატის გამოყენების, დამუშავებისა და უტილიზაციის ინსტრუქციები
- გამოიყენეთ ასეპტიკური მეთოდები პრეპარატის გახსნისა და შემდგომი განზავებისთვის ინტრავენური და, საჭიროების შემთხვევაში, ინტრამუსკულარული შეყვანის დროს.
- გამოთვალეთ პრეპარატის საჭირო დოზა და რაოდენობა.
დოზირება ზრდასრულებში: დოზა დამოკიდებულია წონაზე, კუნთების საჭირო მოდუნების ხარისხზე, შეყვანის მეთოდსა და ინდივიდუალური პაციენტის საპასუხო რეაქციაზე. სუქსამეთონიუმის ქლორიდის ინტრავენური ერთჯერადი დოზაა 1.0-1.5 მგ/კგ სხეულის წონაზე.
დოზირება პედიატრიულ პოპულაციაში: რეკომენდებული დოზა ახალშობილებისა და პატარა ბავშვებისათვის არის 2 მგ/კგ სხეულის წონაზე, ხოლო უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის არის 1 მგ/კგ სხეულის წონაზე. ბავშვებში, პრეპარატის შეყვანა შეიძლება ინტრამუსკულარული გზით დოზით 2-4 მგ/კგ სხეულის წონაზე.
დოზირება ხანდაზმულებში: რეკომენდებული დოზა ხანდაზმული პაციენტებისათვის იგივეა, რაც უფრო ახალგაზრდა მოზრდილი პაციენტებისათვის. ხანდაზმული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ გულის არითმიების განვითარების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ასევე საგულე გლიკოზიდებს ღებულობენ.
დოზირება თირკმლის უკმარისობის დროს: სუქსამეთონიუმის ქლორიდის ნორმალური ერთჯერადი დოზა შეიძლება დაინიშნოს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჰიპერკალიემიის არარსებობის შემთხვევაში. მრავალჯერადი ან უფრო მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის კლინიკურად გამოხატული მატება და ამიტომ არ არის რეკომენდებული.
დოზირება ღვიძლის უკმარისობის დროს: სუქსამეთონიუმის ქლორიდის შეწყვეტა დამოკიდებულია პლაზმის ქოლინესთერაზაზე, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში. მიუხედავად იმისა, რომ პლაზმაში ქოლინესთერაზას დონეები ხშირად მცირდება ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, გარდა ღვიძლის მძიმე უკმარისობისა, დონეები იშვიათად არის საკმარისად დაბალი სუქსამეთიონიუმის ქლორიდით გამოწვეული აპნოეს გამოხატული გახანგრძლივებისათვის.
- ინტრავენური და, სურვილისამებრ, ინტრამუსკულარული შეყვანისთვის, ფლაკონის შიგთავსი განზავებულია 4 მლ საინექციო წყლით ან სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით, 2.5%-იანი საბოლოო კონცენტრაციის მისაღებად. ინფუზიისთვის ტარდება შემდგომი განზავება 0.1%-0.2% სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით. ინფუზიის სიჩქარე უნდა დარეგულირდეს თითოეული პაციენტის საპასუხო რეაქციის მიხედვით. ინფუზიის რეკომენდებული სიჩქარე უნდა იყოს 2.5 - 4 მგ/წთ.
სუქსამეთონიუმის ქლორიდის ჯამური დოზა მრავალჯერადი ინექციებით ან ინფუზიებით არ უნდა აღემატებოდეს 500 მგ-ს საათში.
- გამოყენებამდე პარენტერალური პრეპარატები ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკების არსებობასა და ფერის შეცვლაზე. აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში, მათი გამოყენება არ შეიძლება.
- არ შეიძლება პრეპარატის შერევა ერთ შპრიცში თიოპენტალის ბარბიტურატების ხსნარებთან და განზავება ტუტე pH-ის ხსნარებით, როგორიცაა რინგერის ლაქტატის და ჰარტმანის საინფუზიო ხსნარები.
- მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, აღდგენილი ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 2 - 8°C ტემპერატურაზე.
თუ დაუყოვნებლივ არ იქნა გამოყენებული, გამოყენებისას შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-8°C ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განზავება განხორციელდა კონტროლირებად და ასეპტიკურად დადასტურებულ პირობებში.
აღდგენილი ხსნარის განზავების შემდეგ, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული, მისი შენახვა არ შეიძლება.
- ხანგრძლივი მიღებისას, რეკომენდებულია პაციენტის სრული მონიტორინგი პერიფერიული ნერვის სტიმულატორით, დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის (ლიცენზიის) მქონე დაწესებულებებზე
უტილიზაცია
ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.
VUAB Pharma a.s.
ჩეხეთის რესპუბლიკა,
252 63 როზტოკი, ვლტავსკა 53
საიდენტიფიკაციო კოდი: 63078180
ხელმოწერილია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.