პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

სულფაცილი

SULFACIL

ურეცეპტოდ300მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

თვალის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მოქმედების მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით: კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, რქოვანას ჩირქოვანი წყლულები.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სულფაცეტამიდი (sulfacetamide)
ფორმა და შეფუთვა
300მგ/მლ 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის ფლაკონი №1
მწარმოებელი
«Farmak» JSC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, სულფონამიდები
ATC კოდი
S01AB04
რეგისტრაციის ნომერი
რ-038376
რეგისტრირებულია
16 ივნისი 2023, მოქმედებს 3 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Farmak» JSC (უკრაინა)
განმცხადებელი
«Farmak» JSC (უკრაინა)
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასულფაცილი და სხვა წამალი ერთად

სულფაცილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

თვალის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მოქმედების მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით: კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, რქოვანას ჩირქოვანი წყლულები.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში გამოიყენება სულფაცილის 300 მგ/მლ ხსნარის 2-3 წვეთი დაზიანებულ თვალში 5-6-ჯერ დღე-ღამეში (ყოველ 4-5 საათში).

2 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოიყენება სულფაცილის 200 მგ/მლ ხსნარის 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში 4-5-ჯერ დღე-ღამეში.

მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი დაავადების ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით. საშუალოდ კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს.

ბავშვები

2 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ სულფაცილის, 200 მგ/მლ თვალის წვეთების, გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.

ბავშვებში პრეპარატ სულფაცილის, 300 მგ/მლ თვალის წვეთების, გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის (იხ. „გამოყენების წესი და დოზები“).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების და სულფანილამიდების მიმართ ანამნეზში.

სიფრთხილის ზომები

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის!

რეგისტრირებულია იშვიათი ლეტალური შედეგი სულფანილამიდებზე სერიოზული რეაქციების შედეგად, რომლებიც ითვალისწინებდა სტივენს-ჯონსონის სინდრომს, ტოქსიკურ ეპიდერმულ ნეკროლიზს, ღვიძლის ელვისებურ ნეკროზს, აგრანულოციტოზს, აპლასტიურ ანემიას და სისხლის სხვა პათოლოგიურ ცვლილებებს.

სენსიბილიზაცია შეიძლება გამოვლინდეს სულფანილამიდების განმეორებით დანიშვნის შემთხვევაში, მიუხედავად შეყვანის მეთოდისა. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები რეგისტრირებულია პირებში, რომლებსაც არ აქვთ სულფანილამიდების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზი. ჰიპერმგრძნობელობის, კანზე გამონაყარის ან სხვა სერიოზული რეაქციების პირველი ნიშნებისას საჭიროა ამ პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

ადგილობრივი ანტიბაქტერიული საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პათოგენური მიკროორგანიზმების, მათ შორის სოკოების ჭარბი ზრდა, ასევე სულფანილამიდების მიმართ ბაქტერიების არამგრძნობიარობის განვითარება. სულფანილამიდების ეფექტიანობა მცირდება ჩირქოვან ექსუდატში პარაამინობენზოის მჟავის მაღალი კონცენტრაციების არსებობისას.

სენსიბილიზაცია შეიძლება გამოვლინდეს სულფანილამიდების განმეორებით დანიშვნისას ან სხვადასხვა სულფანილამიდებს შორის ჯვარედინი მგრძნობელობის შედეგად.

მომატებული მგრძნობელობის პირველი ნიშნების, ჩირქოვანი გამონადენის მომატების ან ანთებისა თუ ტკივილის გაძლიერების შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება და მიმართოს ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ნოვოკაინთან, დიკაინთან, ანესთეზინთან ერთდროულად გამოყენებისას ბაქტერიოსტატული ეფექტი მცირდება; დიფენინი, პასმ, სალიცილატები აძლიერებს სულფაცილის ტოქსიკურობას; არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას იზრდება ამ უკანასკნელთა სპეციფიკური აქტივობა. ადგილობრივი გამოყენებისას სულფაცილი არ არის შეთავსებადი ვერცხლის მარილებთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებში სულფანილამიდური პრეპარატების ოფთალმოლოგიური გამოყენების კვლევები ჩატარებული არ არის. ახალშობილებში შეიძლება განვითარდეს ბირთვული სიყვითლე ორსულის მიერ პერორალური სულფანილამიდების მიღების შედეგად. ორსულების მიერ თვალის სულფანილამიდური პრეპარატების ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები არ არსებობს და უცნობია, შეუძლია თუ არა სულფანილამიდებს ნაყოფისთვის ზიანის მიყენება მათი მიღებისას ორსულის მიერ. ამ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.

ძუძუთი კვების პერიოდი

სულფანილამიდების სისტემური შეყვანა შეიძლება იწვევდეს ბირთვულ სიყვითლეს ახალშობილებში, რომელთა დედები იღებენ სულფანილამიდებს ლაქტაციის პერიოდში. ახალშობილებში ბირთვული სიყვითლის განვითარების რისკის გამო ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში თვალის წვეთების სახით სულფანილამიდების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება რისკი/სარგებელის თანაფარდობის გათვალისწინებით.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფის უნარზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას. კვლევები ჩატარებული არ არის.

გვერდითი მოვლენები

სულფანილამიდური ოფთალმოლოგიური პრეპარატებით მკურნალობის პროცესში რეგისტრირებულია რქოვანას ბაქტერიული და სოკოვანი წყლულები.

ყველაზე ხშირია შეტყობინება ისეთი რეაქციების შესახებ, როგორიცაა ადგილობრივი გაღიზიანება, ჩხვლეტა და წვა. უფრო იშვიათია რეაქციები, რომლებიც მოიცავს არასპეციფიკურ კონიუნქტივიტს, კონიუნქტივის ჰიპერემიას, მეორეული ინფექციის დამატებას და ალერგიულ რეაქციებს.

დაფიქსირდა იშვიათი ლეტალური შემთხვევები სულფანილამიდებზე მძიმე რეაქციების, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის, ფულმინანტური ჰეპატონეკროზის, აგრანულოციტოზის, აპლასტიური ანემიის და სისხლის სხვა დარღვევების განვითარების შედეგად.

ჭარბი დოზა

პრეპარატის ხშირი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გაწითლება, ქავილი, ქუთუთოების შეშუპება, თვალის ლორწოვანი გარსის მნიშვნელოვანი გაღიზიანება. ამ შემთხვევაში მკურნალობას აგრძელებენ სულფაცილის ნაკლები კონცენტრაციის ხსნარით, საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას და დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: სულფაცეტამიდი (sulfacetamide);

1 მლ წვეთი შეიცავს ნატრიუმის სულფატს 200 მგ ან 300 მგ 100% ნივთიერებაზე გაანგარიშებით;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის თიოსულფატი; 1 მ წყალბადქლორმჟავას ხსნარი pH 8.0-მდე; საინექციო წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა. თვალის წვეთები

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო სითხე.

შენახვის პირობები

2 წელი.

ვარგისობის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ - 28 დღე.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილზე 2°C-8°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა. 10 მლ ფლაკონში. 1 ფლაკონი კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები.

სულფანილამიდები. ათქ კოდი S01A B04.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

სულფაცილს გააჩნია ბაქტერიოსტატული ეფექტი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების - სტრეპტოკოკების, პნევმოკოკების, გონოკოკების, ნაწლავური ჩხირის, ქლამიდიების, აქტინომიცეტების მიმართ. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კონკურენტული ანტაგონიზმით პარაამინობენზოის მჟავასთან (პაბმ) და დიჰიდროპტეროატსინთეტაზის კონკურენტული დათრგუნვით, რაც იწვევს პურინული და პირიმიდინული ფუძეების სინთეზისთვის აუცილებელი ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავას სინთეზის დარღვევას. ამის შედეგად, ხდება ბაქტერიული უჯრედების ნუკლეინური მჟავების (დნმ და რნმ-ის) სინთეზის დარღვევა და მათი გამრავლების შეფერხება.

ფარმაკოკინეტიკა

კონიუნქტივაზე ინსტილაციისას სულფაცილი ხვდება თვალის ქსოვილში. ძირითადად, აქვს ადგილობრივი მოქმედება, მაგრამ პრეპარატის ნაწილი შეიწოვება ანთებით კონიუნქტივაში და ხვდება სისტემურ სისხლში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

სულფაცილი

(SULFACIL)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: სულფაცეტამიდი (sulfacetamide);

1 მლ წვეთი შეიცავს ნატრიუმის სულფატს 200 მგ ან 300 მგ 100% ნივთიერებაზე გაანგარიშებით;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის თიოსულფატი; 1 მ წყალბადქლორმჟავას ხსნარი pH 8.0-მდე; საინექციო წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა. თვალის წვეთები

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები.

სულფანილამიდები. ათქ კოდი S01A B04.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

სულფაცილს გააჩნია ბაქტერიოსტატული ეფექტი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების - სტრეპტოკოკების, პნევმოკოკების, გონოკოკების, ნაწლავური ჩხირის, ქლამიდიების, აქტინომიცეტების მიმართ. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კონკურენტული ანტაგონიზმით პარაამინობენზოის მჟავასთან (პაბმ) და დიჰიდროპტეროატსინთეტაზის კონკურენტული დათრგუნვით, რაც იწვევს პურინული და პირიმიდინული ფუძეების სინთეზისთვის აუცილებელი ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავას სინთეზის დარღვევას. ამის შედეგად, ხდება ბაქტერიული უჯრედების ნუკლეინური მჟავების (დნმ და რნმ-ის) სინთეზის დარღვევა და მათი გამრავლების შეფერხება.

ფარმაკოკინეტიკა

კონიუნქტივაზე ინსტილაციისას სულფაცილი ხვდება თვალის ქსოვილში. ძირითადად, აქვს ადგილობრივი მოქმედება, მაგრამ პრეპარატის ნაწილი შეიწოვება ანთებით კონიუნქტივაში და ხვდება სისტემურ სისხლში.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენება

თვალის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მოქმედების მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით: კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, რქოვანას ჩირქოვანი წყლულები.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების და სულფანილამიდების მიმართ ანამნეზში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ნოვოკაინთან, დიკაინთან, ანესთეზინთან ერთდროულად გამოყენებისას ბაქტერიოსტატული ეფექტი მცირდება; დიფენინი, პასმ, სალიცილატები აძლიერებს სულფაცილის ტოქსიკურობას; არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას იზრდება ამ უკანასკნელთა სპეციფიკური აქტივობა. ადგილობრივი გამოყენებისას სულფაცილი არ არის შეთავსებადი ვერცხლის მარილებთან.

გამოყენების თავისებურებები

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის!

რეგისტრირებულია იშვიათი ლეტალური შედეგი სულფანილამიდებზე სერიოზული რეაქციების შედეგად, რომლებიც ითვალისწინებდა სტივენს-ჯონსონის სინდრომს, ტოქსიკურ ეპიდერმულ ნეკროლიზს, ღვიძლის ელვისებურ ნეკროზს, აგრანულოციტოზს, აპლასტიურ ანემიას და სისხლის სხვა პათოლოგიურ ცვლილებებს.

სენსიბილიზაცია შეიძლება გამოვლინდეს სულფანილამიდების განმეორებით დანიშვნის შემთხვევაში, მიუხედავად შეყვანის მეთოდისა. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები რეგისტრირებულია პირებში, რომლებსაც არ აქვთ სულფანილამიდების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზი. ჰიპერმგრძნობელობის, კანზე გამონაყარის ან სხვა სერიოზული რეაქციების პირველი ნიშნებისას საჭიროა ამ პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

ადგილობრივი ანტიბაქტერიული საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პათოგენური მიკროორგანიზმების, მათ შორის სოკოების ჭარბი ზრდა, ასევე სულფანილამიდების მიმართ ბაქტერიების არამგრძნობიარობის განვითარება. სულფანილამიდების ეფექტიანობა მცირდება ჩირქოვან ექსუდატში პარაამინობენზოის მჟავის მაღალი კონცენტრაციების არსებობისას.

სენსიბილიზაცია შეიძლება გამოვლინდეს სულფანილამიდების განმეორებით დანიშვნისას ან სხვადასხვა სულფანილამიდებს შორის ჯვარედინი მგრძნობელობის შედეგად.

მომატებული მგრძნობელობის პირველი ნიშნების, ჩირქოვანი გამონადენის მომატების ან ანთებისა თუ ტკივილის გაძლიერების შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება და მიმართოს ექიმს.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

ცხოველებში სულფანილამიდური პრეპარატების ოფთალმოლოგიური გამოყენების კვლევები ჩატარებული არ არის. ახალშობილებში შეიძლება განვითარდეს ბირთვული სიყვითლე ორსულის მიერ პერორალური სულფანილამიდების მიღების შედეგად. ორსულების მიერ თვალის სულფანილამიდური პრეპარატების ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები არ არსებობს და უცნობია, შეუძლია თუ არა სულფანილამიდებს ნაყოფისთვის ზიანის მიყენება მათი მიღებისას ორსულის მიერ. ამ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.

ძუძუთი კვების პერიოდი

სულფანილამიდების სისტემური შეყვანა შეიძლება იწვევდეს ბირთვულ სიყვითლეს ახალშობილებში, რომელთა დედები იღებენ სულფანილამიდებს ლაქტაციის პერიოდში. ახალშობილებში ბირთვული სიყვითლის განვითარების რისკის გამო ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში თვალის წვეთების სახით სულფანილამიდების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება რისკი/სარგებელის თანაფარდობის გათვალისწინებით.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფის უნარზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას. კვლევები ჩატარებული არ არის.

გამოყენების წესი და დოზები

მოზრდილებში გამოიყენება სულფაცილის 300 მგ/მლ ხსნარის 2-3 წვეთი დაზიანებულ თვალში 5-6-ჯერ დღე-ღამეში (ყოველ 4-5 საათში).

2 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოიყენება სულფაცილის 200 მგ/მლ ხსნარის 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში 4-5-ჯერ დღე-ღამეში.

მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი დაავადების ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით. საშუალოდ კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს.

ბავშვები

2 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ სულფაცილის, 200 მგ/მლ თვალის წვეთების, გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.

ბავშვებში პრეპარატ სულფაცილის, 300 მგ/მლ თვალის წვეთების, გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის (იხ. „გამოყენების წესი და დოზები“).

დოზის გადაჭარბება

პრეპარატის ხშირი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გაწითლება, ქავილი, ქუთუთოების შეშუპება, თვალის ლორწოვანი გარსის მნიშვნელოვანი გაღიზიანება. ამ შემთხვევაში მკურნალობას აგრძელებენ სულფაცილის ნაკლები კონცენტრაციის ხსნარით, საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას და დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა.

გვერდითი რეაქციები

სულფანილამიდური ოფთალმოლოგიური პრეპარატებით მკურნალობის პროცესში რეგისტრირებულია რქოვანას ბაქტერიული და სოკოვანი წყლულები.

ყველაზე ხშირია შეტყობინება ისეთი რეაქციების შესახებ, როგორიცაა ადგილობრივი გაღიზიანება, ჩხვლეტა და წვა. უფრო იშვიათია რეაქციები, რომლებიც მოიცავს არასპეციფიკურ კონიუნქტივიტს, კონიუნქტივის ჰიპერემიას, მეორეული ინფექციის დამატებას და ალერგიულ რეაქციებს.

დაფიქსირდა იშვიათი ლეტალური შემთხვევები სულფანილამიდებზე მძიმე რეაქციების, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის, ფულმინანტური ჰეპატონეკროზის, აგრანულოციტოზის, აპლასტიური ანემიის და სისხლის სხვა დარღვევების განვითარების შედეგად.

ვარგისობის ვადა. 2 წელი.

ვარგისობის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ - 28 დღე.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილზე 2°C-8°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა. 10 მლ ფლაკონში. 1 ფლაკონი კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი. სს “ფარმაკი“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების მისამართი

უკრაინა, 04080, ქ. კიევი, კირილოვსკაიას ქუჩა 74.

ბოლო გადახედვის თარიღი: 02.07.2021.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა