პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

სუკრალანი

Sucralan®

ურეცეპტოდ1გინსტრუქცია ქართულადავსტრია
რისთვის გამოიყენება

სუკრალანი მოქმედებს ადგილობრივად, უშუალოდ საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანზე (როგორც წყლულის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება). იგი წყლულის ზედაპირზე ქმნის გარსს, რომელიც იცავს დაზიანებულ ზონას კუჭის წვენის აგრესიული მოქმედებისგან. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სუკრალფატი (sucralfate)
ფორმა და შეფუთვა
1გ/5მლ 5მლ პერორალური სუსპენზია პაკეტი №50
მწარმოებელი
G.L. Pharma GmbH, ავსტრია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პეპტიური წყლულის და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები
ATC კოდი
A02BX02
რეგისტრაციის ნომერი
რ-036586
რეგისტრირებულია
7 ოქტომბერი 2022, მოქმედებს 7 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „სი ბი ეს ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებასუკრალანი და სხვა წამალი ერთად

სუკრალანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სუკრალანი მოქმედებს ადგილობრივად, უშუალოდ საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანზე (როგორც წყლულის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება). იგი წყლულის ზედაპირზე ქმნის გარსს, რომელიც იცავს დაზიანებულ ზონას კუჭის წვენის აგრესიული მოქმედებისგან. ის აჩქარებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების შეხორცებას და იწვევს სიმპტომების გაუმჯობესებას.

სუკრალანი გამოიყენება

  • თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულების სამკურნალოდ, სიმპტომების შესამსუბუქებლად და წყლულების შეხორცების დასაჩქარებლად,
  • შეხორცების შემდეგ თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულების განმეორების თავიდან ასაცილებლად,
  • თუ გაქვთ საყლაპავის ანთება კუჭის შიგთავსის უკან გადინების შედეგად (რეფლუქს ეზოფაგიტი),
  • ინტენსიური თერაპიის მედიცინის ფარგლებში სტრესული სისხლდენის თავიდან ასაცილებლად.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ დარწმუნებული არ ხართ მიღების წესის ცოდნაზე.

საიდენტიფიკაციო ნომერი: 10597-02 GI68020, სუკრალანი 1გ/5მლ სუსპენზია

525008_შეფუთვის ფურცელი/Packz.pdf 1 14.06.18 18:36:01

გვერდი 2

14 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები და მოზარდები

5 მლ შეესაბამება 1 ქისას(პაკეტს), ან 5 მლ ნიშანით მარკირებულ შევსებულ ბოთლს, თანდართული საზომი ჭიქით.

თუ ექიმის მიერ სხვა რამ არ არის დანიშნული, რეკომენდებული დოზაა:

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ:

2-ჯერ 10 მლ ან 4-ჯერ 5მლ დღეში. მიიღება შეძლებისდაგვარად უზმოზე, ან 2-ჯერ

მიიღეთ 5 მლ დილით ადგომის შემდეგ და 2 -ჯერ 5 მლ საღამოს ძილის წინ ან 1 -ჯერ 5 მლ თითოეული 3 ჭამის წინ და მე-4 დოზა საღამოს ძილის წინ.

კუჭის წყლულის სამკურნალოდ:

4-ჯერ 5მლ დღეში ჭამის წინ და საღამოს ძილის წინ.

თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულების რეციდივის თავიდან ასაცილებლად წყლულის შეხორცების შემდეგ:

მიიღეთ 5 მლ დღეში ორჯერ, დილით ადგომის შემდეგ და საღამოს ძილის წინ.

კუჭის შიგთავსის უკუდინებით (რეფლუქ-ეზოფაგიტი) გამოწვეული საყლაპავის ანთების სამკურნალოდ:

მიიღეთ 5 მლ ოთხჯერ დღეში, ჭამის შემდეგ და საღამოს ძილის წინ 12 კვირამდე.

სტრესული სისხლდენის თავიდან ასაცილებლად:

ერთი ქისა ან საზომი ჭიქა დღეში 6-ჯერ, 4 საათის ინტერვალით. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ სურათზე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევები

თუ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევაა (ასევე დიალიზზე მყოფ პაციენტებში), სუკრალანი არ უნდა იქნას მიღებული ალუმინის შემცველობის გამო.

მიღების წესი

სუსპენზიის მიღებამდე დასრისეთ ქისა ან შეანჯღრიეთ ბოთლი.

მოათავსეთ ერთი ქისის შიგთავსი პირდაპირ პირში ან სუფრის კოვზზე და მიიღეთ.

სუსპენზიის მიღება უნდა მოხდეს კვებამდე ნახევარი საათით ადრე (გამონაკლისია: რეფლუქს-ეზოფაგიტის შემთხვევა, ის მიიღება ჭამის შემდეგ).

ამის შემდეგ შესაძლებელია წყლის დალევა.

სტრესული სისხლდენის თავიდან ასაცილებლად, ის ჩვეულებრივ შეჰყავთ კუჭის ზონდით. შემდეგ საჭიროა ცოტა წყალი გასავლებად. ტანინის მჟავას შემცველი სითხეები (მაგ. შავი ჩაი) არ უნდა იქნას გამოყენებული გავლებისთვის.

გამოყენების ხანგრძლივობა

ზოგადად, 4-დან 6 კვირამდე მკურნალობის პერიოდი საკმარისია კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ. თუ განკურნება სრული არ იქნება, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 12 კვირამდე. წყლულების რეციდივის მქონე პაციენტებში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს წყლულის შეხორცებიდან 6-დან 12 თვემდე. კუჭის შიგთავსის უკუდინების (რეფლუქს-ეზოფაგიტი) გამო საყლაპავის ანთების მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 6-დან 12 კვირამდე, ხოლო სტრესული სისხლდენის მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ სურათზე.

თუ მიიღებთ იმაზე მეტ სუკრალანს, ვიდრე საჭიროა

თუ თქვენ ან თქვენი შვილი მიიღებს დიდი რაოდენობით სუკრალანს, მიმართეთ ექიმს. წაიღეთ ბოთლი დარჩენილ წამალთან ერთად, რათა ექიმი ინფორმირებული იყოს მიღებული აქტიური ნივთიერების შესახებ.

თუ დაგავიწყდათ სუკრალანის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ სუკრალანის მიღებას

იმისათვის, რომ მკურნალობა წარმატებული იყოს, ის რეგულარულად უნდა იქნას მიღებული დადგენილი დოზით. მკურნალობის შეწყვეტამ ან ნაადრევად დასრულებამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების განმეორება. ამიტომ არ შეწყვიტოთ ან არ დაასრულოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • რა გვერდითი მოვლენებია შესაძლებელი?

როგორც ყველა წამალს, ამ მედიკამენტსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, რომლებიც ყველა პაციენტთან არ ვლინდება.

დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

არახშირი (შეიძლება დაემართოს 1.000-დან 1 -დან 10 ადამიანს)

  • ყაბზობა

იშვიათი (შეიძლება დაემართოს 10.000-დან 1 -დან 10 ადამიანს)

  • გულისრევა, პირის სიმშრალე, სისავსის შეგრძნება, კუჭის ქვები (იხ. პუნქტი 2 „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“)

ძალიან იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1-ზე ნაკლებ ადამიანს

  • 000 -დან)
  • თავბრუსხვევა
  • გამონაყარი, ქავილი

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით)

  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია
  • ოსტეოდისტროფია და ოსტეომალაცია (ძვლის ცვლილებები), ენცეფალოპათია (პათოლოგიური, ტვინის არაანთებითი ცვლილებები) და ანემია ალუმინის დაგროვებით გამოწვეული თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში.

სიფრთხილის ზომები

სუკრალანის მიღება არ შეიძლება

  • თუ ალერგიული ხართ სუკრალფატის, მეთილის 4-ჰიდროქსიბენზოატზე, პროპილ 4-ჰიდროქსიბენზოატზე (კონსერვანტი), სორბიტოლის ხსნარზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა შემადგენელ ნაწილზე (ჩამოთვლილი მე-6 მონაკვეთში).
  • თუ თირკმელების ფუნქცია ძლიერ შეზღუდულია,
  • თუ გაქვთ ურემია.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

სუკრალანის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე პაციენტებში ექიმი შეამოწმებს ბაქტერიის Helicobacter pylori-ს არსებობას და, თუ ეს შესაძლებელია, შეეცდება მის აღმოფხვრას. კუჭის წყლულის მკურნალობამდე უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი მიმდინარეობის შესაძლებლობა შესაბამისი ღონისძიებების გატარებით.

ალცჰეიმერის დაავადების და ტვინის ფუნქციის დაქვეითების სხვა ფორმების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული გრძელვადიანი და მაღალი დოზების გამოყენება. თუმცა, მიზეზობრივი კავშირი საკვებით ან მედიკამენტებით ალუმინის მიღებასა და ალცჰეიმერის დაავადების გაჩენას შორის არ არის დადასტურებული.

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის უნებლიე მოძრაობის გამოხატული დარღვევები ქირურგიული ჩარევის, მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად ან თუ მათ აქვთ დაავადებები, რომლებიც ამცირებენ მოტორიკას, კუჭში სუკრალანის დაგროვება (კუჭის ქვები) საკვები კომპონენტებით იშვიათად ვლინდება.

თირკმლის ფუნქციის დარღვევები

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მოსალოდნელია პლაზმაში ალუმინის დონის მატება. ამ პაციენტებში ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნა ოსტეოდისტროფიის და ოსტეომალაციის (ძვლის ცვლილებები), ენცეფალოპათიის (თავის ტვინის პათოლოგიური არა-ანთებითი ცვლილებები) და ანემიის შემთხვევები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ დიალიზი (სისხლის გაწმენდა). ამ პაციენტებში რეგულარულად უნდა შემოწმდეს სისხლში ალუმინის, ფოსფატის და კალციუმის დონეები, ასევე ტუტე ფოსფატაზის დონე ხანმოკლე გამოყენების დროსაც კი.

სუკრალანის ხანგრძლივი გამოყენებისას, სისხლში ალუმინის დონე რეგულარულად უნდა შემოწმდეს და ის არ უნდა აღემატებოდეს 30 µg/l-ს.

თუ ხილის და ტკბილეულის მიუღებლობა გაქვთ ან ალერგიული ხართ ფრუქტოზის მიმართ, შესაძლოა გქონდეთ ფრუქტოზა-სორბტის აუტანლობა.

ასეთ შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე ეს ინფორმაცია მიაწოდეთ თქვენს ექიმს.

ინფორმაცია დიაბეტით დაავადებულთათვის:

სუკრალანი ვარგისია დიაბეტით დაავადებულთათვის. შეიცავს შაქრის შემცვლელ სორბიტოლს; 5 მლ სუსპენზია შეიცავს 2 გ სორბიტოლის ხსნარს 70%, რაც შეესაბამება დაახლოებით 0,12 BE-ს.

ბავშვები და მოზარდები

სუკრალანი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და 14 წლამდე მოზარდებში, რადგან არ არსებობს საკმარისი გამოცდილება.

სუკრალანის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.

კუჭის ჰიპერ-მჟავიანობის სამკურნალო მედიკამენტების ან მჟავიანობის შემამცირებელი საშუალებების ერთდროული გამოყენება ამცირებს სუკრალანის ეფექტურობას. ეს მედიკამენტები ყოველთვის უნდა იქნას მიღებული სუკრალანთან 2-დან 4 საათამდე ინტერვალით. თუ ერთდროული მიღება მაინც აუცილებელია, მჟავიანობის შემამცირებელი საშუალება მიღებულ უნდა იქნას სუკრალანის მიღებამდე 30 წუთით ადრე ან მის შემდეგ.

სუკრალანმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე, თუ ისინი ერთდროულად მიიღება. ამიტომ სხვა მედიკამენტების გამოყენება ხდება ყოველთვის სუკრალანთან 2-დან 4 საათამდე ინტერვალით.

აცნობეთ თქვენს ექიმს რომელ მედიკამენტებს იღებთ, განსაკუთრებით:

  • გარკვეულ ანტიბიოტიკებს (ტეტრაციკლინები, კოლისტინი, ტობრამიცინი). განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ ქინოლონებს (მაგ. ნორფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რადგან ამ ანტიბიოტიკების ეფექტურობა შეიძლება მნიშვნელოვნად დაქვეითდეს. სუკრალანის მიღება შეიძლება ამ ანტიბიოტიკების მიღებიდან მინიმუმ 2 საათის შემდეგ, ხოლო ანტიბიოტიკების ხელახლა მიღება სუკრალანის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ანტიბიოტიკების მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია;
  • სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტებს (ამფოტერიცინ B, კეტოკონაზოლი);
  • ნაღვლის ბუშტის კენჭების დასაშლელად გამოსაყენებელ მედიკამენტებს (ქენოდესოქსიქოლის მჟავა, ურსოდესოქსიქოლის მჟავა)
  • მედიკამენტებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად;
  • კალიუმის და ნატრიუმის ჰიდროგენ-ციტრატის შემცველ სამკურნალო საშუალებებს;
  • სამკურნალწამლო საშუალებებს, რომლებსაც იყენებენ შემდეგი დაავადებების დროს:
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებები და წყლულები (ციმეტიდინი, რანიტიდინი),
  • გულის უკმარისობა (დიგოქსინი), გულის არითმიები (ფენიტოინი),
  • ეპილეფსია (ფენიტოინი),
  • გარკვეული ფსიქიკური დაავადებები (სულპირიდი, ამიტრიპტილინი),
  • ჰაერის უკმარისობის მწვავე და მძიმე მდგომარეობები, როგორიცაა ასთმა (თეოფილინი დაგვიანებული მოქმედებით),
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ლევოთიროქსინი).
  • ნაპროქსენი (ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან გაქვთ ძუძუთი კვების პერიოდი ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ორსულობა

ორსულობის დადგომის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს. ორსულობის დროს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მცირე ხნით, რათა თავიდან იქნას აცილებული ბავშვზე ალუმინის ზემოქმედება.

ძუძუთი კვების პერიოდი

ალუმინის ნაერთები გადადის დედის რძეში. ახალშობილისთვის რისკი არ შეიძლება სავარაუდო იყოს, თუ მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით მიიღებოდა იგი.

მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

სუკრალანს არ აქვს გავლენა მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

სუკრალანი შეიცავს მეთილის 4-ჰიდროქსიბენზოატს და პროპილ 4-ჰიდროქსიბენზოატს

ამ ინგრედიენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის დაგვიანებული რეაქციები.

სუკრალანი შეიცავს სორბიტოლს

თუ იცით, რომ გაქვთ შაქრის აუტანლობა, გთხოვთ გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირი ინფორმაცია მიწოდოთ კომპეტენტურ უწყებას (იხილეთ დეტალები ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის დაგროვებას.

ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოების ფედერალური უწყება, ტრაიზენ-გასე (შესახვევი) 5

1200 ვენა ავსტრია

ფაქსი: +43 (0) 50 555 36207

http://www.basg.gv.at/

  • როგორ უნდა შეინახოთ სუკრალანი?

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შუშის ბოთლი: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ბოთლის პირველად გახსნის შემდეგ სუსპენზიის შენახვა შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში.

არ გადააგდოთ ეს წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. თქვენ ამით ეხმარებით გარემოს დაცვას.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა სუკრალფატი. 5 მლ სუსპენზია შეიცავს 1 გ სუკრალფატს (ძირითადი ალუმინის საქაროზას სულფატი, შესაბამისად 175 მგ ალუმინი).
  • სხვა შემადგენელი ნაწილებია მეთილ-4-ჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილ-4-ჰიდროქსიბენზოატი (E216), სორბიტოლის ხსნარი (E420), ნატრიუმის ციტრატი (E331), უწყლო ლიმონმჟავა (E330), ჰიდროქსიეთილცელულოზა, კარამელის არომატი, გაწმენდილი წყალი.

როგორი გამოიყურება სუკრალანი და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი პერორალური სუსპენზია.

— 250 მლ ყავისფერი შუშის ბოთლი à 250 მლ (საზომი ჭიქის ჩათვლით შემდეგი გრადაციით: 1 / 1,5 / 2 / 2,5 / 5 / 10 და 15 მლ) თეთრი ხრახნიანი თავსახურით

  • 20 ქისა à 5 მლ ქაღალდის-ალუმინის ფოლგით
  • 50 ქისა à 5 მლ ქაღალდის ალუმინის ფოლგით

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

ფარმაცევტული კომპანია და მწარმოებელი

GL Pharma GmbH/შპს, 8502 ლანახი

სარეგისტრაციო ნომერი: 1 -20564

ეს ინსტრუქცია ბოლოს 2018 წლის თებერვალში შესწორდა.

  • ---------------------------------------------------------------------------------------------------

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო სპეციალისტებისთვის:

თერაპია დოზის გადაჭარბებისას

სუკრალანის ალუმინის შემცველობის გამო მნიშვნელოვნად გადაჭარბებული დოზების მიღების შემდეგ ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა.

საიდენტიფიკაციო ნომერი: 10597-02 GI68020, სუკრალანი 1გ/5მლ სუსპენზია

525008_შეფუთვის ფურცელი/Packz.pdf 2 14.06.18 18:38:03

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

თარგმანი გერმანული ენიდან ქართულ ენაზე

გვერდი 1

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის

სუკრალანი ® 1გ/5მლ -პერორალური სუსპენზია

აქტიური ნივთიერება: სუკრალფატი

სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • შეინახეთ ის, რადგან შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • თუ დამატებითი შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს წამალი გამოწერილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ იგივე სიმპტომები, როგორც თქვენ.
  • თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ მონაკვეთი 4.

რა წერია წამლის ინსტრუქციაში

  • რა არის სუკრალანი და რისთვის გამოიყენება იგი?
  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სუკრალანის მიღებამდე?
  • როგორ უნდა მიიღოთ სუკრალანი?
  • რა გვერდითი მოვლენებია შესაძლებელი?
  • როგორ უნდა შეინახოთ სუკრალანი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის სუკრალანი და რისთვის გამოიყენება ის?

სუკრალანი მოქმედებს ადგილობრივად, უშუალოდ საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანზე (როგორც წყლულის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება). იგი წყლულის ზედაპირზე ქმნის გარსს, რომელიც იცავს დაზიანებულ ზონას კუჭის წვენის აგრესიული მოქმედებისგან. ის აჩქარებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების შეხორცებას და იწვევს სიმპტომების გაუმჯობესებას.

სუკრალანი გამოიყენება

  • თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულების სამკურნალოდ, სიმპტომების შესამსუბუქებლად და წყლულების შეხორცების დასაჩქარებლად,
  • შეხორცების შემდეგ თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულების განმეორების თავიდან ასაცილებლად,
  • თუ გაქვთ საყლაპავის ანთება კუჭის შიგთავსის უკან გადინების შედეგად (რეფლუქს ეზოფაგიტი),
  • ინტენსიური თერაპიის მედიცინის ფარგლებში სტრესული სისხლდენის თავიდან ასაცილებლად.
  • რა უნდა იცოდეთ სუკრალანის მიღებამდე

სუკრალანის მიღება არ შეიძლება

  • თუ ალერგიული ხართ სუკრალფატის, მეთილის 4-ჰიდროქსიბენზოატზე, პროპილ 4-ჰიდროქსიბენზოატზე (კონსერვანტი), სორბიტოლის ხსნარზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა შემადგენელ ნაწილზე (ჩამოთვლილი მე-6 მონაკვეთში).
  • თუ თირკმელების ფუნქცია ძლიერ შეზღუდულია,
  • თუ გაქვთ ურემია.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

სუკრალანის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე პაციენტებში ექიმი შეამოწმებს ბაქტერიის Helicobacter pylori-ს არსებობას და, თუ ეს შესაძლებელია, შეეცდება მის აღმოფხვრას. კუჭის წყლულის მკურნალობამდე უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი მიმდინარეობის შესაძლებლობა შესაბამისი ღონისძიებების გატარებით.

ალცჰეიმერის დაავადების და ტვინის ფუნქციის დაქვეითების სხვა ფორმების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული გრძელვადიანი და მაღალი დოზების გამოყენება. თუმცა, მიზეზობრივი კავშირი საკვებით ან მედიკამენტებით ალუმინის მიღებასა და ალცჰეიმერის დაავადების გაჩენას შორის არ არის დადასტურებული.

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის უნებლიე მოძრაობის გამოხატული დარღვევები ქირურგიული ჩარევის, მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად ან თუ მათ აქვთ დაავადებები, რომლებიც ამცირებენ მოტორიკას, კუჭში სუკრალანის დაგროვება (კუჭის ქვები) საკვები კომპონენტებით იშვიათად ვლინდება.

თირკმლის ფუნქციის დარღვევები

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მოსალოდნელია პლაზმაში ალუმინის დონის მატება. ამ პაციენტებში ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნა ოსტეოდისტროფიის და ოსტეომალაციის (ძვლის ცვლილებები), ენცეფალოპათიის (თავის ტვინის პათოლოგიური არა-ანთებითი ცვლილებები) და ანემიის შემთხვევები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ დიალიზი (სისხლის გაწმენდა). ამ პაციენტებში რეგულარულად უნდა შემოწმდეს სისხლში ალუმინის, ფოსფატის და კალციუმის დონეები, ასევე ტუტე ფოსფატაზის დონე ხანმოკლე გამოყენების დროსაც კი.

სუკრალანის ხანგრძლივი გამოყენებისას, სისხლში ალუმინის დონე რეგულარულად უნდა შემოწმდეს და ის არ უნდა აღემატებოდეს 30 µg/l-ს.

თუ ხილის და ტკბილეულის მიუღებლობა გაქვთ ან ალერგიული ხართ ფრუქტოზის მიმართ, შესაძლოა გქონდეთ ფრუქტოზა-სორბტის აუტანლობა.

ასეთ შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე ეს ინფორმაცია მიაწოდეთ თქვენს ექიმს.

ინფორმაცია დიაბეტით დაავადებულთათვის:

სუკრალანი ვარგისია დიაბეტით დაავადებულთათვის. შეიცავს შაქრის შემცვლელ სორბიტოლს; 5 მლ სუსპენზია შეიცავს 2 გ სორბიტოლის ხსნარს 70%, რაც შეესაბამება დაახლოებით 0,12 BE-ს.

ბავშვები და მოზარდები

სუკრალანი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და 14 წლამდე მოზარდებში, რადგან არ არსებობს საკმარისი გამოცდილება.

სუკრალანის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.

კუჭის ჰიპერ-მჟავიანობის სამკურნალო მედიკამენტების ან მჟავიანობის შემამცირებელი საშუალებების ერთდროული გამოყენება ამცირებს სუკრალანის ეფექტურობას. ეს მედიკამენტები ყოველთვის უნდა იქნას მიღებული სუკრალანთან 2-დან 4 საათამდე ინტერვალით. თუ ერთდროული მიღება მაინც აუცილებელია, მჟავიანობის შემამცირებელი საშუალება მიღებულ უნდა იქნას სუკრალანის მიღებამდე 30 წუთით ადრე ან მის შემდეგ.

სუკრალანმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე, თუ ისინი ერთდროულად მიიღება. ამიტომ სხვა მედიკამენტების გამოყენება ხდება ყოველთვის სუკრალანთან 2-დან 4 საათამდე ინტერვალით.

აცნობეთ თქვენს ექიმს რომელ მედიკამენტებს იღებთ, განსაკუთრებით:

  • გარკვეულ ანტიბიოტიკებს (ტეტრაციკლინები, კოლისტინი, ტობრამიცინი). განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ ქინოლონებს (მაგ. ნორფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რადგან ამ ანტიბიოტიკების ეფექტურობა შეიძლება მნიშვნელოვნად დაქვეითდეს. სუკრალანის მიღება შეიძლება ამ ანტიბიოტიკების მიღებიდან მინიმუმ 2 საათის შემდეგ, ხოლო ანტიბიოტიკების ხელახლა მიღება სუკრალანის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ანტიბიოტიკების მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია;
  • სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტებს (ამფოტერიცინ B, კეტოკონაზოლი);
  • ნაღვლის ბუშტის კენჭების დასაშლელად გამოსაყენებელ მედიკამენტებს (ქენოდესოქსიქოლის მჟავა, ურსოდესოქსიქოლის მჟავა)
  • მედიკამენტებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად;
  • კალიუმის და ნატრიუმის ჰიდროგენ-ციტრატის შემცველ სამკურნალო საშუალებებს;
  • სამკურნალწამლო საშუალებებს, რომლებსაც იყენებენ შემდეგი დაავადებების დროს:
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებები და წყლულები (ციმეტიდინი, რანიტიდინი),
  • გულის უკმარისობა (დიგოქსინი), გულის არითმიები (ფენიტოინი),
  • ეპილეფსია (ფენიტოინი),
  • გარკვეული ფსიქიკური დაავადებები (სულპირიდი, ამიტრიპტილინი),
  • ჰაერის უკმარისობის მწვავე და მძიმე მდგომარეობები, როგორიცაა ასთმა (თეოფილინი დაგვიანებული მოქმედებით),
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ლევოთიროქსინი).
  • ნაპროქსენი (ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება).

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

თუ ხართ ორსულად ან გაქვთ ძუძუთი კვების პერიოდი ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ორსულობა

ორსულობის დადგომის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს. ორსულობის დროს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მცირე ხნით, რათა თავიდან იქნას აცილებული ბავშვზე ალუმინის ზემოქმედება.

ძუძუთი კვების პერიოდი

ალუმინის ნაერთები გადადის დედის რძეში. ახალშობილისთვის რისკი არ შეიძლება სავარაუდო იყოს, თუ მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით მიიღებოდა იგი.

მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

სუკრალანს არ აქვს გავლენა მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

სუკრალანი შეიცავს მეთილის 4-ჰიდროქსიბენზოატს და პროპილ 4-ჰიდროქსიბენზოატს

ამ ინგრედიენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის დაგვიანებული რეაქციები.

სუკრალანი შეიცავს სორბიტოლს

თუ იცით, რომ გაქვთ შაქრის აუტანლობა, გთხოვთ გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია.

  • როგორ მივიღოთ სუკრალანი?

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ დარწმუნებული არ ხართ მიღების წესის ცოდნაზე.

საიდენტიფიკაციო ნომერი: 10597-02 GI68020, სუკრალანი 1გ/5მლ სუსპენზია

525008_შეფუთვის ფურცელი/Packz.pdf 1 14.06.18 18:36:01

გვერდი 2

14 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები და მოზარდები

5 მლ შეესაბამება 1 ქისას(პაკეტს), ან 5 მლ ნიშანით მარკირებულ შევსებულ ბოთლს, თანდართული საზომი ჭიქით.

თუ ექიმის მიერ სხვა რამ არ არის დანიშნული, რეკომენდებული დოზაა:

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ:

2-ჯერ 10 მლ ან 4-ჯერ 5მლ დღეში. მიიღება შეძლებისდაგვარად უზმოზე, ან 2-ჯერ

მიიღეთ 5 მლ დილით ადგომის შემდეგ და 2 -ჯერ 5 მლ საღამოს ძილის წინ ან 1 -ჯერ 5 მლ თითოეული 3 ჭამის წინ და მე-4 დოზა საღამოს ძილის წინ.

კუჭის წყლულის სამკურნალოდ:

4-ჯერ 5მლ დღეში ჭამის წინ და საღამოს ძილის წინ.

თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულების რეციდივის თავიდან ასაცილებლად წყლულის შეხორცების შემდეგ:

მიიღეთ 5 მლ დღეში ორჯერ, დილით ადგომის შემდეგ და საღამოს ძილის წინ.

კუჭის შიგთავსის უკუდინებით (რეფლუქ-ეზოფაგიტი) გამოწვეული საყლაპავის ანთების სამკურნალოდ:

მიიღეთ 5 მლ ოთხჯერ დღეში, ჭამის შემდეგ და საღამოს ძილის წინ 12 კვირამდე.

სტრესული სისხლდენის თავიდან ასაცილებლად:

ერთი ქისა ან საზომი ჭიქა დღეში 6-ჯერ, 4 საათის ინტერვალით. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ სურათზე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევები

თუ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევაა (ასევე დიალიზზე მყოფ პაციენტებში), სუკრალანი არ უნდა იქნას მიღებული ალუმინის შემცველობის გამო.

მიღების წესი

სუსპენზიის მიღებამდე დასრისეთ ქისა ან შეანჯღრიეთ ბოთლი.

მოათავსეთ ერთი ქისის შიგთავსი პირდაპირ პირში ან სუფრის კოვზზე და მიიღეთ.

სუსპენზიის მიღება უნდა მოხდეს კვებამდე ნახევარი საათით ადრე (გამონაკლისია: რეფლუქს-ეზოფაგიტის შემთხვევა, ის მიიღება ჭამის შემდეგ).

ამის შემდეგ შესაძლებელია წყლის დალევა.

სტრესული სისხლდენის თავიდან ასაცილებლად, ის ჩვეულებრივ შეჰყავთ კუჭის ზონდით. შემდეგ საჭიროა ცოტა წყალი გასავლებად. ტანინის მჟავას შემცველი სითხეები (მაგ. შავი ჩაი) არ უნდა იქნას გამოყენებული გავლებისთვის.

გამოყენების ხანგრძლივობა

ზოგადად, 4-დან 6 კვირამდე მკურნალობის პერიოდი საკმარისია კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ. თუ განკურნება სრული არ იქნება, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 12 კვირამდე. წყლულების რეციდივის მქონე პაციენტებში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს წყლულის შეხორცებიდან 6-დან 12 თვემდე. კუჭის შიგთავსის უკუდინების (რეფლუქს-ეზოფაგიტი) გამო საყლაპავის ანთების მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 6-დან 12 კვირამდე, ხოლო სტრესული სისხლდენის მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ სურათზე.

თუ მიიღებთ იმაზე მეტ სუკრალანს, ვიდრე საჭიროა

თუ თქვენ ან თქვენი შვილი მიიღებს დიდი რაოდენობით სუკრალანს, მიმართეთ ექიმს. წაიღეთ ბოთლი დარჩენილ წამალთან ერთად, რათა ექიმი ინფორმირებული იყოს მიღებული აქტიური ნივთიერების შესახებ.

თუ დაგავიწყდათ სუკრალანის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ სუკრალანის მიღებას

იმისათვის, რომ მკურნალობა წარმატებული იყოს, ის რეგულარულად უნდა იქნას მიღებული დადგენილი დოზით. მკურნალობის შეწყვეტამ ან ნაადრევად დასრულებამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების განმეორება. ამიტომ არ შეწყვიტოთ ან არ დაასრულოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • რა გვერდითი მოვლენებია შესაძლებელი?

როგორც ყველა წამალს, ამ მედიკამენტსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, რომლებიც ყველა პაციენტთან არ ვლინდება.

დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

არახშირი (შეიძლება დაემართოს 1.000-დან 1 -დან 10 ადამიანს)

  • ყაბზობა

იშვიათი (შეიძლება დაემართოს 10.000-დან 1 -დან 10 ადამიანს)

  • გულისრევა, პირის სიმშრალე, სისავსის შეგრძნება, კუჭის ქვები (იხ. პუნქტი 2 „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“)

ძალიან იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1-ზე ნაკლებ ადამიანს

  • 000 -დან)
  • თავბრუსხვევა
  • გამონაყარი, ქავილი

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით)

  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია
  • ოსტეოდისტროფია და ოსტეომალაცია (ძვლის ცვლილებები), ენცეფალოპათია (პათოლოგიური, ტვინის არაანთებითი ცვლილებები) და ანემია ალუმინის დაგროვებით გამოწვეული თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირი ინფორმაცია მიწოდოთ კომპეტენტურ უწყებას (იხილეთ დეტალები ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის დაგროვებას.

ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოების ფედერალური უწყება, ტრაიზენ-გასე (შესახვევი) 5

1200 ვენა ავსტრია

ფაქსი: +43 (0) 50 555 36207

http://www.basg.gv.at/

  • როგორ უნდა შეინახოთ სუკრალანი?

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შუშის ბოთლი: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ბოთლის პირველად გახსნის შემდეგ სუსპენზიის შენახვა შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში.

არ გადააგდოთ ეს წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. თქვენ ამით ეხმარებით გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს სუკრალანი

  • აქტიური ნივთიერებაა სუკრალფატი. 5 მლ სუსპენზია შეიცავს 1 გ სუკრალფატს (ძირითადი ალუმინის საქაროზას სულფატი, შესაბამისად 175 მგ ალუმინი).
  • სხვა შემადგენელი ნაწილებია მეთილ-4-ჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილ-4-ჰიდროქსიბენზოატი (E216), სორბიტოლის ხსნარი (E420), ნატრიუმის ციტრატი (E331), უწყლო ლიმონმჟავა (E330), ჰიდროქსიეთილცელულოზა, კარამელის არომატი, გაწმენდილი წყალი.

როგორი გამოიყურება სუკრალანი და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი პერორალური სუსპენზია.

— 250 მლ ყავისფერი შუშის ბოთლი à 250 მლ (საზომი ჭიქის ჩათვლით შემდეგი გრადაციით: 1 / 1,5 / 2 / 2,5 / 5 / 10 და 15 მლ) თეთრი ხრახნიანი თავსახურით

  • 20 ქისა à 5 მლ ქაღალდის-ალუმინის ფოლგით
  • 50 ქისა à 5 მლ ქაღალდის ალუმინის ფოლგით

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

ფარმაცევტული კომპანია და მწარმოებელი

GL Pharma GmbH/შპს, 8502 ლანახი

სარეგისტრაციო ნომერი: 1 -20564

ეს ინსტრუქცია ბოლოს 2018 წლის თებერვალში შესწორდა.

  • ---------------------------------------------------------------------------------------------------

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო სპეციალისტებისთვის:

თერაპია დოზის გადაჭარბებისას

სუკრალანის ალუმინის შემცველობის გამო მნიშვნელოვნად გადაჭარბებული დოზების მიღების შემდეგ ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა.

საიდენტიფიკაციო ნომერი: 10597-02 GI68020, სუკრალანი 1გ/5მლ სუსპენზია

525008_შეფუთვის ფურცელი/Packz.pdf 2 14.06.18 18:38:03

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა