სტრეპსილსი ექსპრესი
Strepsils® EXPRESS
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესი შეიცავს მოქმედ ამილმეტაკრეზოლს და 2,4-დიქლორბენზილის სპირტს, რომლებიც წარმოადგენენ ანტისეპტიკურ საშუალებებს და რომლებიც გამოიყენება ყელის დაავადებების სამკურნალოდ. შემადგენლობაში შემავალ ლიდოკაინს აქვს ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედება ლორწოვან გარსზე, იგი ბლოკავს ტკივილს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- dichlorobenzyl alcohol + ლიდოკაინი (lidocaine) + ამილმეტაკრეზოლი (amylmetacresol)
- ფორმა და შეფუთვა
- 1,2მგ + 0,6მგ + 10მგ საწუწნი ტაბლეტი №24 (3X8)
- მწარმოებელი
- Reckitt Benckiser Healthcare International Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
- ATC კოდი
- R02AA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038425
- რეგისტრირებულია
- 22 ივნისი 2023, მოქმედებს 22 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Reckitt Benckiser Healthcare LLC (რუსეთი)
- განმცხადებელი
- შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სტრეპსილსი ექსპრესი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესი შეიცავს მოქმედ ამილმეტაკრეზოლს და 2,4-დიქლორბენზილის სპირტს, რომლებიც წარმოადგენენ ანტისეპტიკურ საშუალებებს და რომლებიც გამოიყენება ყელის დაავადებების სამკურნალოდ. შემადგენლობაში შემავალ ლიდოკაინს აქვს ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედება ლორწოვან გარსზე, იგი ბლოკავს ტკივილს.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესი გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წლიდან ასაკის ბავშვებში პირის ღრუს და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს სიმპტომური მკურნალობისთვის.
პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი სიმპტომური თერაპიისთვის, ყელის ძლიერი ტკივილისა და გაღიზიანების შესამცირებლად, მათ შორის ყლაპვისა და საუბრის დროს.
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესის მოქმედების მექანიზმი
პრეპარატს აქვს ანტისეპტიკური მოქმედება ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ და აქვს სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.
პრეპარატს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი პირის ღრუს ლორწოვან გარსზე; იგი ამცირებს გაღიზიანებას და ძლიერ ტკივილს ყელში, მათ შორის ყლაპვისა და საუბრის დროს, მოქმედება იწყება 5 წუთის შემდეგ და დაახლოებით 2 საათი გრძელდება.
ლიდოკაინი ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედებით, რომელიც განპირობებულია მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოების დაბოლოებებში იმპულსების დათრგუნვით, დამატებით ბლოკავს ტკივილს ყელის ლორწოვანი გარსის დონეზე.
თუ 3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან თუ გრძნობთ გაუარესებას, მიმართეთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: გაწუწნეთ ერთი ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში. არ გამოიყენოთ 8 ტაბლეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში.
მიღების გზა ან/და მეთოდი
ადგილობრივი გამოყენებისთვის. ნელა გაწუწნეთ ტაბლეტი პირში.
თერაპიის ხანგრძლივობა
მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. თვითმკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს. გამოიყენეთ პრეპარატი რაც შეიძლება მოკლე კურსით, მინიმალური ეფექტური დოზით, რომელიც საკმარისია სიმპტომების აღმოსაფხვრელად.
თუ პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესი საჭიროზე მეტი დოზით მიიღეთ.
თუ პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესი რეკომენდებულზე მეტი დოზით მიიღეთ, შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა და კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი (გულისრევა).
ამ შემთხვევაში, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს, რომელიც მიიღებს საჭირო ზომებს თქვენი სიმპტომების შესაბამისად.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესის მიღება
არ გააორმაგოთ დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. განაგრძეთ ამ მედიკამენტის მიღება ჩვეული რეჟიმით.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ამილმეტაკრეზოლის, 2,4-დიქლორბენზილის სპირტის, ლიდოკაინის ან ფურცელი-ჩანართის მე-6 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
სიფრთხილის ზომები
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ენის მგრძნობელობის შესაძლო დაკარგვის გამო რეკომენდებულია სიფრთხილე ცხელი საკვებისა და წყლის მიღებისას.
სიფრთხილით
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ:
თუ გაქვთ ალერგია ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ;
თუ გაქვთ ან შეიძლება გქონდეთ იშვიათი სისხლის დაავადება, რომელსაც მეთემოგლობინემია ეწოდება;
თუ გაქვთ ბრონქული ასთმა ან ადრე განგივითარდათ ბრონქოსპაზმი.
ბავშვები
არ მისცეთ სტრეპსილსი ექსპრესი 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგან უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.
ადგილობრივად გამოყენებული ლიდოკაინის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს, თუ პრეპარატი ერთდროულად გამოიყენება ერითრომიცინთან, იტრაკონაზოლთან, ციმეტიდინთან, ფლუვოქსამინთან, ბეტა-ბლოკატორებთან და სხვა ანტიარითმულ პრეპარატებთან (მაგ., მექსილეტინთან).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
რეკომენდებული დოზებით ხანმოკლე გამოყენებისას ეს პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ან სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულების უნარზე, რომელიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს მოითხოვს.
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესი შეიცავს საქაროზას და გლუკოზას
პრეპარატის თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს საქაროზას (1.523 გ) და გლუკოზას (0.98 გ), რაც გასათვალისწინებელია დიაბეტის მქონე პაციენტებში. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 0.22 პურის ერთეულს. თუ გაქვთ საქაროზა/იზომალტაზას დეფიციტი, ფრუქტოზის აუტანლობა ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესის მიღება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ფურცელი-ჩანართის ან თქვენი მკურნალი ექიმის ან აფთიაქის მუშაკის რეკომენდაციების შესაბამისად. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად პრეპარატმა სტრეპსილსი ექსპრესმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
სერიოზული არასასურველი რეაქციები. სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია)
შეწყვიტეთ პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგი მდგომარეობების განვითარებისას:
მეთჰემოგლობინემია (სისხლში მეთჰემოგლობინის დონის მომატება), ალერგიული რეაქციების სიმპტომები, როგორიცაა სახის, ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის უეცარი მკვეთრი დაქვეითება გონების დაკარგვით, გამონაყარი კანზე.
სხვა არასასურველი რეაქციები. სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია)
გულისრევა, მუცლის ტკივილი, პირის ღრუს ან ენის ლორწოვანი გარსების წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, ენის მგრძნობელობის დაკარგვა (საჭიროა სიფრთხილე ცხელი საკვებისა და წყლის მიღებისას).
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ საინფორმაციო ბაზას სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) შესახებ, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამოვლენილი სამკურნალო საშუალებების არაეფექტიანობის შესახებ. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
რუსეთის ფედერაცია
109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, შენობა 1
ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)
ტელეფონი: +7 800 550-99-03
ელ. ფოსტა: [email protected]
https://www.roszdravnadzor.gov.ru
რესპუბლიკა ბელარუსი
220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა
უნიტარული საწარმო „ჯანდაცვის ექსპერტიზისა და კვლევის ცენტრი“
ტელეფონი: +375 17 242-00-29
ელ. ფოსტა: [email protected]
www.rceth.by
სომხეთის რესპუბლიკა
0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ.49/5
დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება „წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი“
ტელეფონი: +374 60 83-00-73
ელ. ფოსტა: [email protected]
https://www.pharm.am
ყირგიზეთის რესპუბლიკა
770044, ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25
ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი
ტელეფონი: 0800 800-26-26; +996 312 21-92-88
ელ. ფოსტა: [email protected]
https://www.pharm.kg
ყაზახეთის რესპუბლიკა
010000, ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვას ქ. 13 (ბიზნეს ცენტრი „ნურსაულეტი 2“)
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“
ტელეფონი: +7 7172 235-135
ელ. ფოსტა: [email protected]
https://www.ndda.kz
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესის შენახვა
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს. პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში, წყალსადენში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია, როდესაც იგი აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით სტრეპსილსი ექსპრესის გამოყენებისას შემთხვევითი ან განზრახ ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. შესაძლო ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ლორწოვანი გარსის ჭარბი ანესთეზია.
გასათვალისწინებელია, რომ ლიდოკაინის მაღალი დოზებით ინტოქსიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია, ასისტოლია, ბრადიკარდია, აპნოე (სუნთქვის გაჩერება), კრუნჩხვები, კომა, გულის გაჩერება, სუნთქვის გაჩერება და სიკვდილი.
მკურნალობა
სიმპტომური მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით.
შემადგენლობა
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესი შეიცავს:
მოქმდედი ნივთიერებებია ამილმეტაკრეზოლი, 2,4-დიქლორბენზილის სპირტი და ლიდოკაინი.
თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 0.6 მგ ამილმეტაკრეზოლს, 1.2 მგ 2,4-დიქლორბენზილის სპირტს და 10 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატს. სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთირებები): თხევადი საქაროზა, თხევადი დექსტროზა (დექსტროზა, ოლიგო- და პოლისაქარიდები) (თხევადი გლუკოზა), ღვინის მჟავა, ნატრიუმის საქარინატი (E954), ლევომენთოლი, პიტნის ფოთლების ზეთი, ანისულის ნაყოფის ზეთი, ინდიგოკარმინის საღებავი (E132), ქინოლინის ყვითელი საღებავი (E104).
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესის გარეგნული აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
საწუწნი ტაბლეტები.
ბრტყელცილინდრული, მოცისფრო-მომწვანო ფერის ტაბლეტები, ტაბლეტის ორივე მხარეს გამოსახულია ასო „S“, მენთოლის არომატით. დასაშვებია თეთრი ნადების, კარამელის მასაში ჰაერის უმნიშვნელო ბუშტუკების არსებობა და კიდეების უსწორმასწორობა.
ბლისტერში 2, 4, 6, 8, 10 ან 12 ტაბლეტი (პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგა).
1, 2, 3, 4 ან 5 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, ინსტრუქციასთან ერთად.
ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს რეალიზაციისთვის ხელმისაწვდომი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
3 წელი.
შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
პირველადი შეფუთვის ბუნება და შემადგენლობა
2, 4, 6, 8, 10 ან 12 ტაბლეტი ბლისტერში (პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგა).
1, 2, 3, 4 ან 5 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი რეალიზაციისთვის.
სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან სამკურნალო საშუალების გამოყენებისა და პრეპარატთან სხვა მანიპულაციების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას
უტილიზაციისთვის სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები; ანტისეპტიკები.
ATX კოდი: R02AA03
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები
სტრეპსილსი ექსპრესის მოქმედი ნივთიერებებია ამილმეტაკრეზოლი, 2,4-დიქლორბენზილის სპირტი და ლიდოკაინი. ამილმეტაკრეზოლი არის ფენოლის წარმოებული და ანტისეპტიკური საშუალება. 2,4-დიქლორბენზილის სპირტი - ბენზოლის წარმოებული და ანტისეპტიკური საშუალება. ლიდოკაინი ამიდური ჯგუფის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.
ამილმეტაკრეზოლისა და 2,4-დიქლორბენზილის სპირტის მოქმედების მექანიზმი მოიცავს მიკრობული და სოკოვანი უჯრედული ცილების კოაგულაციას, ასევე უჯრედის მემბრანის ლიპიდებთან ურთიერთქმედებას, რაც განსაზღვრავს მათ ეფექტურობას პათოგენების წინააღმდეგ. კომბინირებული გამოყენებისას, ეს აქტიური ინგრედიენტები ავლენენ სინერგიულ ანტიმიკრობულ მოქმედებას, რაც იწვევს ცალკეული ინგრედიენტების დოზების შემცირებას. ადგილობრივი გამოყენებისას ლიდოკაინს აქვს ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი და დაბალი ტოქსიკურობა. ლიდოკაინის ადგილობრივი ანესთეზიური ეფექტი განპირობებულია ნერვული გამტარობის შექცევადი ინჰიბირებით ნერვულ დაბოლოებებში ნატრიუმის არხების ბლოკირების გზით, რაც ხელს უშლის იმპულსების გენერირებას მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებში და ტკივილის იმპულსების გადაცემას ნერვული ბოჭკოების გასწვრივ.
პრეპარატს აქვს ანტისეპტიკური მოქმედება პირის ღრუსა და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს; in vitro აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ; აქვს ანტიმიკოზური (სოკოს საწინააღმდეგო) მოქმედება. მას ასევე აქვს ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედება.
პრეპარატს აქვს დამარბილებელი მოქმედება ლორწოვან გარსზე და ამცირებს გაღიზიანებას და ტკივილს ყელში, მათ შორის ყლაპვისა და საუბრის დროს, მოქმედების იწყება 5 წუთში და დაახლოებით 2 საათი გრძელდება.
გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი პლაცებოსთან შედარებით აღინიშნება პრეპარატით მკურნალობის სამდღიანი კურსის დროს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ლიდოკაინი სწრაფად შეიწოვება ლორწოვანი გარსებიდან. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათია. ლიდოკაინის მნიშვნელოვანი პრესისტემური მეტაბოლიზმი ღვიძლში ხდება, იგი სწრაფად დეეთილირდება აქტიური მეტაბოლიტების, მათ შორის გლიცინქსილიდიდის წარმოქმნით.
ლიდოკაინის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმლებით უცვლელი სახით; მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით.
ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალებების მეტაბოლიზმის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემები არ არსებობს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტებისთვის
სტრეპსილსი ექსპრესი, 0.6 მგ + 1.2 მგ + 10 მგ, საწუწნი ტაბლეტები
მოქმედი ნივთიერებები: ამილმეტაკრეზოლი + დიქლორბენზილის სპირტი + ლიდოკაინი
გთხოვთ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხოთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ფურცელი-ჩანართის ან მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი ინფორმაციის ან რეკომენდაციების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ აფთიაქის მუშაკს.
რაიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის ისეთებზეც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელი-ჩანართის მე-4 ნაწილში.
თუ მდგომარეობა არ უმჯობესდა ან უარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.
ფურცელი-ჩანართის შინაარსი
რა არის პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესი და რისთვის გამოიყენება იგი.
რა უნდა იცოდეთ პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესის მიღებამდე.
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესის გამოყენება.
შესაძლო არასასურველი რეაქციები.
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესის შენახვა.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
რა არის პრეპარატი სტრეპსილსიი ექსპრესი და რისთვის გამოიყენება იგი.
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესი შეიცავს მოქმედ ამილმეტაკრეზოლს და 2,4-დიქლორბენზილის სპირტს, რომლებიც წარმოადგენენ ანტისეპტიკურ საშუალებებს და რომლებიც გამოიყენება ყელის დაავადებების სამკურნალოდ. შემადგენლობაში შემავალ ლიდოკაინს აქვს ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედება ლორწოვან გარსზე, იგი ბლოკავს ტკივილს.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესი გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წლიდან ასაკის ბავშვებში პირის ღრუს და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს სიმპტომური მკურნალობისთვის.
პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი სიმპტომური თერაპიისთვის, ყელის ძლიერი ტკივილისა და გაღიზიანების შესამცირებლად, მათ შორის ყლაპვისა და საუბრის დროს.
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესის მოქმედების მექანიზმი
პრეპარატს აქვს ანტისეპტიკური მოქმედება ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ და აქვს სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.
პრეპარატს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი პირის ღრუს ლორწოვან გარსზე; იგი ამცირებს გაღიზიანებას და ძლიერ ტკივილს ყელში, მათ შორის ყლაპვისა და საუბრის დროს, მოქმედება იწყება 5 წუთის შემდეგ და დაახლოებით 2 საათი გრძელდება.
ლიდოკაინი ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედებით, რომელიც განპირობებულია მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოების დაბოლოებებში იმპულსების დათრგუნვით, დამატებით ბლოკავს ტკივილს ყელის ლორწოვანი გარსის დონეზე.
თუ 3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან თუ გრძნობთ გაუარესებას, მიმართეთ ექიმს.
რა უნდა იცოდეთ პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესის მიღებამდე
უკუჩვენებები
არ მიიღოთ სტრეპსილსი ექსპრესი:
თუ გაქვთ ალერგია ამილმეტაკრეზოლის, 2,4-დიქლორბენზილის სპირტის, ლიდოკაინის ან ფურცელი-ჩანართის მე-6 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ენის მგრძნობელობის შესაძლო დაკარგვის გამო რეკომენდებულია სიფრთხილე ცხელი საკვებისა და წყლის მიღებისას.
სიფრთხილით
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ:
თუ გაქვთ ალერგია ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ;
თუ გაქვთ ან შეიძლება გქონდეთ იშვიათი სისხლის დაავადება, რომელსაც მეთემოგლობინემია ეწოდება;
თუ გაქვთ ბრონქული ასთმა ან ადრე განგივითარდათ ბრონქოსპაზმი.
ბავშვები
არ მისცეთ სტრეპსილსი ექსპრესი 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგან უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
სხვა პრეპარატები და პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესი
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.
ადგილობრივად გამოყენებული ლიდოკაინის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს, თუ პრეპარატი ერთდროულად გამოიყენება ერითრომიცინთან, იტრაკონაზოლთან, ციმეტიდინთან, ფლუვოქსამინთან, ბეტა-ბლოკატორებთან და სხვა ანტიარითმულ პრეპარატებთან (მაგ., მექსილეტინთან).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
რეკომენდებული დოზებით ხანმოკლე გამოყენებისას ეს პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ან სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულების უნარზე, რომელიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს მოითხოვს.
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესი შეიცავს საქაროზას და გლუკოზას
პრეპარატის თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს საქაროზას (1.523 გ) და გლუკოზას (0.98 გ), რაც გასათვალისწინებელია დიაბეტის მქონე პაციენტებში. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 0.22 პურის ერთეულს. თუ გაქვთ საქაროზა/იზომალტაზას დეფიციტი, ფრუქტოზის აუტანლობა ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესის მიღება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ფურცელი-ჩანართის ან თქვენი მკურნალი ექიმის ან აფთიაქის მუშაკის რეკომენდაციების შესაბამისად. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან.
რეკომენდებული დოზა
მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: გაწუწნეთ ერთი ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში. არ გამოიყენოთ 8 ტაბლეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში.
მიღების გზა ან/და მეთოდი
ადგილობრივი გამოყენებისთვის. ნელა გაწუწნეთ ტაბლეტი პირში.
თერაპიის ხანგრძლივობა
მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. თვითმკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს. გამოიყენეთ პრეპარატი რაც შეიძლება მოკლე კურსით, მინიმალური ეფექტური დოზით, რომელიც საკმარისია სიმპტომების აღმოსაფხვრელად.
თუ პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესი საჭიროზე მეტი დოზით მიიღეთ.
თუ პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესი რეკომენდებულზე მეტი დოზით მიიღეთ, შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა და კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი (გულისრევა).
ამ შემთხვევაში, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს, რომელიც მიიღებს საჭირო ზომებს თქვენი სიმპტომების შესაბამისად.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესის მიღება
არ გააორმაგოთ დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. განაგრძეთ ამ მედიკამენტის მიღება ჩვეული რეჟიმით.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
შესაძლო არასასურველი რეაქციები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად პრეპარატმა სტრეპსილსი ექსპრესმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
სერიოზული არასასურველი რეაქციები. სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია)
შეწყვიტეთ პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგი მდგომარეობების განვითარებისას:
მეთჰემოგლობინემია (სისხლში მეთჰემოგლობინის დონის მომატება), ალერგიული რეაქციების სიმპტომები, როგორიცაა სახის, ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის უეცარი მკვეთრი დაქვეითება გონების დაკარგვით, გამონაყარი კანზე.
სხვა არასასურველი რეაქციები. სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია)
გულისრევა, მუცლის ტკივილი, პირის ღრუს ან ენის ლორწოვანი გარსების წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, ენის მგრძნობელობის დაკარგვა (საჭიროა სიფრთხილე ცხელი საკვებისა და წყლის მიღებისას).
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ საინფორმაციო ბაზას სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) შესახებ, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამოვლენილი სამკურნალო საშუალებების არაეფექტიანობის შესახებ. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
რუსეთის ფედერაცია
109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, შენობა 1
ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)
ტელეფონი: +7 800 550-99-03
ელ. ფოსტა: [email protected]
https://www.roszdravnadzor.gov.ru
რესპუბლიკა ბელარუსი
220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა
უნიტარული საწარმო „ჯანდაცვის ექსპერტიზისა და კვლევის ცენტრი“
ტელეფონი: +375 17 242-00-29
ელ. ფოსტა: [email protected]
www.rceth.by
სომხეთის რესპუბლიკა
0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ.49/5
დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება „წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი“
ტელეფონი: +374 60 83-00-73
ელ. ფოსტა: [email protected]
https://www.pharm.am
ყირგიზეთის რესპუბლიკა
770044, ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25
ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი
ტელეფონი: 0800 800-26-26; +996 312 21-92-88
ელ. ფოსტა: [email protected]
https://www.pharm.kg
ყაზახეთის რესპუბლიკა
010000, ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვას ქ. 13 (ბიზნეს ცენტრი „ნურსაულეტი 2“)
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“
ტელეფონი: +7 7172 235-135
ელ. ფოსტა: [email protected]
https://www.ndda.kz
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესის შენახვა
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს. პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში, წყალსადენში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია, როდესაც იგი აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესი შეიცავს:
მოქმდედი ნივთიერებებია ამილმეტაკრეზოლი, 2,4-დიქლორბენზილის სპირტი და ლიდოკაინი.
თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 0.6 მგ ამილმეტაკრეზოლს, 1.2 მგ 2,4-დიქლორბენზილის სპირტს და 10 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატს. სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთირებები): თხევადი საქაროზა, თხევადი დექსტროზა (დექსტროზა, ოლიგო- და პოლისაქარიდები) (თხევადი გლუკოზა), ღვინის მჟავა, ნატრიუმის საქარინატი (E954), ლევომენთოლი, პიტნის ფოთლების ზეთი, ანისულის ნაყოფის ზეთი, ინდიგოკარმინის საღებავი (E132), ქინოლინის ყვითელი საღებავი (E104).
პრეპარატი სტრეპსილსი ექსპრესის გარეგნული აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
საწუწნი ტაბლეტები.
ბრტყელცილინდრული, მოცისფრო-მომწვანო ფერის ტაბლეტები, ტაბლეტის ორივე მხარეს გამოსახულია ასო „S“, მენთოლის არომატით. დასაშვებია თეთრი ნადების, კარამელის მასაში ჰაერის უმნიშვნელო ბუშტუკების არსებობა და კიდეების უსწორმასწორობა.
ბლისტერში 2, 4, 6, 8, 10 ან 12 ტაბლეტი (პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგა).
1, 2, 3, 4 ან 5 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, ინსტრუქციასთან ერთად.
ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს რეალიზაციისთვის ხელმისაწვდომი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
გაერთიანებული სამეფო
რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ ინტერნეშნლ ლტდ
ტეინ როუდი, ნოტინგემი, NG90 2DB, გაერთიანებული სამეფო
ამ პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად ან პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა:
შპს „რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ“
რუსეთი, 115114, მოსკოვი, შლიუზოვაიას სანაპირო, 4, მე-3 სართული
ტელ.: 8-800-200-82-20
ელ. ფოსტა: [email protected]
ყაზახეთის რესპუბლიკაში:
შპპ „რეკიტ ბენკიზერ ჰელს კაზახსტან“
050040, ქ. ალმატი, მკრნ. კოქტემ-1, კორპუსი 15 „A“, ოფისი 302.
ტელ.: +7 (727) 356 07 52; +7 (727) 356 07 53;
ფაქსი: +7 (727) 356 07 50;
ტელ.: 8-10-800-2000-82-20
ელ. ფოსტა: [email protected], [email protected]
ფურცელი-ჩანართის გადახედვის თარიღი
ინფორმაციის სხვა წყაროები
სამკურნალო საშუალება სტრეპსილსი ექსპრესის ზოგადი დახასიათება ხელმისაწვდომია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“: http://eec.eaeunion.org/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.





