სტომატიდინი
STOMATIDIN®
სტომატიდინი 1 მგ/1 მლ ორომუკოზური ხსნარი შეიცავს ჰექსეტიდინს, რომელიც ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატია და გამოიყენება ყელისა და პირის ღრუს ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა პირის წყლულები, რძიანა, დაწყლულებული ან სისხლმდენი ღრძილები (გინგივიტი), პირიდან უსიამოვნო სუნი (ჰალითოზი) ან ანგინა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- hexetidine
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ/მლ 200მლ ორომუკოზური ხსნარი ქარვისფერი მინის ბოთლი №1
- მწარმოებელი
- Bosnalijek Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company, ბოსნია და ჰერცეგოვინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სტომატოლოგიური პრეპარატები, ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალებები პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის
- ATC კოდი
- A01AB12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046403
- რეგისტრირებულია
- 1 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 1 ოქტომბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bosnalijek Pharmaceutical and Chemical Industry, JSC (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სტომატიდინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სტომატიდინი 1 მგ/1 მლ ორომუკოზური ხსნარი შეიცავს ჰექსეტიდინს, რომელიც ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატია და გამოიყენება ყელისა და პირის ღრუს ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა პირის წყლულები, რძიანა, დაწყლულებული ან სისხლმდენი ღრძილები (გინგივიტი), პირიდან უსიამოვნო სუნი (ჰალითოზი) ან ანგინა. ის შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სტომატოლოგიურ ოპერაციამდე ან მის შემდეგ, ინფექციების პრევენციისათვის.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა სტომატიდინის გამოყენებამდე
მედიკამენტის გამოყენება მიზანშეწონილია უმეტესობა პაციენტებში, მაგრამ მცირე რაოდენობით პაციენტებმა ის არ უნდა გამოიყენონ. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით, ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სტომატიდინი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის, რაც ნიშნავს, რომ არ შეიძლება მისი გადაყლაპვა, ან შიგნით მიღება.
6 წლამდე ასაკის ბავშვები
სტომატიდინი 1 მგ/1 მლ ორომუკოზური ხსნარი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ზრდასრულები და 6 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები
არაუმცირეს 15 მლ (დაახლოებით 1 სუფრის კოვზი) ხსნარის პირის ღრუში გამოვლება უნდა მოხდეს 2-3-ჯერ დღეში, ან ექიმის მითითებების შესაბამისად.
არ უნდა განზავდეს;
დაუშვებელია გადაყლაპვა, უნდა მოხდეს გადმოფურთხება გამოვლების შემდეგ;
ბავშვებში გამოყენება უნდა მოხდეს უფროსების ზედამხედველობის ქვეშ.
პროდუქტის შემთხვევით გადაყლაპვისას
შემთხვევით პროდუქტის გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა.
მედიკამენტის გამოყენების დავიწყებისას
შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, თუ არ არის მოახლოებული შემდეგი დოზის მიღების დრო. დაუშვებელია ორი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
უკუჩვენებები
თუ პაციენტს ჰქონდა რეაქცია (მაგ.: ჰიპერმგრძნობელობა ან ალერგიული რეაქცია) სტომატიდინის ან მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ აღინიშნება ანთების გაძლიერება, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
თუ ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს, სტომატიდინის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს
თუ პაციენტი არის ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ზოგიერთმა ინგრედიენტმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები
მედიკამენტი შეიცავს სპირტს (ეთანოლს 96%); 1 მლ ორომუკოზური ხსნარი შეიცავს 80.9 მგ 96% ეთანოლს; 15 მლ ორომუკოზური ხსნარი (ერთჯერადი დოზა) შეიცავს 1213.5 მგ 96% ეთანოლს. გადაყლაპვისას მედიკამენტში არსებულმა სპირტის მცირე რაოდენობამ, არ არის მოსალოდნელი, რომ გავლენა იქონიოს მოზრდილებსა და მოზარდებზე, და მისი ეფექტი ბავშვებში არ უნდა იყოს შესამჩნევი. მედიკამენტს გარკვეული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს უფრო პატარა ბავშვებში, მაგალითად, ძილიანობის შეგრძნება. გადაყლაპვისას მედიკამენტში არსებულმა სპირტმა შეიძლება შეცვალოს სხვა მედიკამენტების ეფექტები. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს. თუ პაციენტი ალკოჰოლიზმითაა დაავადებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე;
აზორუბინმა (E122) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის ასთმა. რეაქციები უფრო ხშირია პაციენტებში, რომლებიც ალერგიულები არიან ასპირინის მიმართ;
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს 15 მლ დოზაში, ე.ი. ფაქტობრივად “ნატრიუმისგან თავისუფალია”;
ეს მედიკამენტი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გააღიზიანოს კანი ადგილობრივი გამოყენებისას.
სიფრთხილის ზომები
დაუშვებელია სტომატიდინის შიგნით მიღება.
სტომატიდინი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის (ადგილობრივი გამოყენებისათვის პირის ღრუში), ამიტომ ხსნარი არ უნდა გადაიყლაპოს.
ეს მედიკამენტი შეიცავს სპირტს (ეთანოლს 96%); 1 მლ ორომუკოზური ხსნარი შეიცავს 80.9 მგ 96% ეთანოლს; 15 მლ ორომუკოზური ხსნარი (ერთჯერადი დოზა) შეიცავს 1213.5 მგ 96% ეთანოლს.
გადაყლაპვისას მედიკამენტში არსებულმა სპირტის მცირე რაოდენობამ არ არის მოსალოდნელი, რომ გავლენა იქონიოს ზრდასრულებსა და მოზარდებზე, და მისი ეფექტი ბავშვებში არ უნდა იყოს შესამჩნევი. გარკვეული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს უფრო პატარა ბავშვებში, მაგალითად, ძილიანობის შეგრძნება.
გადაყლაპვისას მედიკამენტში არსებულმა სპირტმა შეიძლება შეცვალოს სხვა მედიკამენტების ეფექტები. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
თუ პაციენტი ალკოჰოლიზმითაა დაავადებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
სტომატიდინი შეიცავს აზო საღებავს - აზორუბინს (E122), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს 15 მლ დოზაში, ე.ი. ფაქტობრივად “ნატრიუმისგან თავისუფალია”;
ეს მედიკამენტი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გააღიზიანოს კანი ადგილობრივი გამოყენებისას.
თუ აღინიშნება ანთების გაძლიერება, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
არ არის განკუთვნილი პერსისტენტული სიმპტომებისათვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არის ცნობილი რაიმე ურთიერთქმედების შესახებ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ ჩატარებულა ოფიციალური კვლევები ადამიანებში. თუმცა, ცხოველებში ჩატარებული კვლევებით და თეორიულად, უმნიშვნელო სისტემური აბსორბციის შედეგად, არ არის მოსალოდნელი, რომ სტომატიდინის გამოყენებამ რაიმე რისკი გამოიწვიოს ნაყოფზე.
არ არის ცნობილი ჰექსეტიდინი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით ჰექსეტიდინი შესაძლოა სისტემურად შეწოვილ იქნეს. მაგრამ არ არის მოსალოდნელი, რომ რძეში ჰექსეტიდინის კონცენტრაცია წარმოადგენდეს რაიმე რისკს ახალშობილებისთვის/ბავშვებისთვის
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სტომატიდინი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად სტომატიდინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი, უნდა შეწყდეს სტომატიდინის მიღება და საჭიროა ექიმთან მიმართვა:
სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება;
ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი ქავილით;
გაღიზიანება, ენის და/ან პირის ღრუს ქსოვილების ჩხვლეტა ან დაბუჟება;
ქოშინი;
ხველა;
პირის სიმშრალე;
გულისრევა;
ღებინება;
სანერწყვე ჯირკვლების გადიდება;
გემოს დარღვევები ან გემოს დაკარგვა;
ტკივილი, შეშუპება, სიწითლე ან სიცხის შეგრძნება;
ენის ან კბილების ფერის ცვლილება;
ბუშტუკების განვითარება ან დაწყლულება.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, ასევე ყველა ჩამოთვლილ გვერდით ეფექტს.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ჰექსეტიდინი არის ბაქტერიციდული და ფუნგიციდური.
არ აღინიშნა რაიმე გვერდითი მოვლენა დოზის გადაჭარბების დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც აღწერილია ჩვეულებრივად გამოყენების დროს. არ აღნიშნულა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევები ჰექსეტიდინის დოზის გადაჭარბების დროს.
ჰექსეტიდინის პროდუქტებში არსებული ჰექსეტიდინი არ არის ტოქსიკური. მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დიდი ალბათობით არ არის მოსალოდნელი, თუმცა თეორიულად შესაძლებელია, რომ თუ პატარა ბავშვი გადაყლაპავს ძალიან დიდ დოზას, შეიძლება განვითარდეს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ეთანოლის შემცველობის გამო.
არ არის მტკიცებულება, რომ ჰექსეტიდინის განმეორებითი, ჭარბი დოზირება გამოიწვევს ჰიპერმგრძნობელობის ტიპის რეაქციებს.
მართვა
დოზის გადაჭარბების მკურნალობა სიმპტომურია, თუმცა იშვიათად არის საჭირო. ბავშვის მიერ ბოთლის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის დროს საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან კონსულტაცია. კუჭის ამორეცხვა განხილულ უნდა იქნეს გადაყლაპვიდან ორი საათის განმავლობაში და მდგომარეობის მართვა მოიცავს ალკოჰოლური ინტორქსიკაციის მკურნალობას.
შემადგენლობა
1 მლ ორომუკოზური ხსნარი შეიცავს: 1 მგ ჰექსეტიდინი.
სტომატიდინი 1 მგ/მლ ორომუკოზური ხსნარი შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: პროპილენ გლიკოლი, პოლისორბატი 20, ლიმონმჟავა, ნატრიუმის საქარინი, რაცემიკული მენთოლი, მეთილსალიცილატი, აზორუბინი (E122), ეთანოლი 96% და გაწმენდილი წყალი.
სტომატიდინის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
სტომატიდინი 1 მგ/მლ ორომუკოზური ხსნარი არის გამჭვირვალე, წითელი ფერის ხსნარი.
სტომატიდინი 1 მგ/მლ ორომუკოზური ხსნარი მოთავსებულია კოლოფში ქარვისფერი მინის ბოთლით, ბავშვისთვის უსაფრთხო თავსახურით (CRC/TE). ბოთლი შეიცავს 200 მლ ხსნარს.
მედიკამენტის გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Join Stock Company, Sarajevo, Jukiceva 53, Bosnia and Herzegovina
ბოსნალიეკ, ფარმაცეუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, ჯოინ სთოქ ქომფანი, სარაევო, იუკიჩევა 53, ბოსნია და ჰერცეგოვინა
მწარმოებელი

ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღი:
2026 წლის აპრილი.
შენახვის პირობები
სტომატიდინი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25ºC ტემპერატურის ქვემოთ. დაუშვებელია გაყინვა.
შენახვის ვადა: 24 თვე
დაუშვებელია სტომატიდინის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიინფექციური და ანტისეპტიკური საშუალებები ორალური ადგილობრივი მკურნალობისათვის. ათქ კოდი: A01AB12.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ჰექსეტიდინის ფარმაკოკინეტიკის შესახებ მცირე რაოდენობით მონაცემებია. ნივთიერება შეიწოვება ლოყებისა და ღრძილების ლორწოვანიდან.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ფართო ტოქსიკოლოგიური კვლევები ჩატარდა ცხოველებში, სადაც აღინიშნა კლინიკური გამოყენების ძალიან უსაფრთხო პროფილი.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
პროპილენ გლიკოლი
პოლისორბატი 20
ლიმონმჟავის მონოჰიდრატი
ნატრიუმის საქარინი
რაცემიკული მენთოლი
მეთილსალიცილატი
აზორუბინი (E122)
ეთანოლი 96%
გაწმენდილი წყალი
შეუთავსებლობები
არ არის მოწოდებული.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
სტომატიდინი® 1 მგ/1 მლ ორომუკოზური ხსნარი
ჰექსეტიდინი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
მედიკამენტი განკუთვნილია ხახისა და პირის ღრუს ინფექციების შესამსუბუქებლად.
მედიკამენტი განკუთვნილია მოზრდილებისა და 6 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის.
დამატებითი ინფორმაციის ან კონსულტაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული:
თუ პაციენტს წარსულში ჰქონდა რეაქცია სტომატიდინის ან მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. იხ. პარაგრაფი 6.
საჭიროა დოზირების ინსტრუქციის ყურადღებით დაცვა.
რას წარმოადგენს სტომატიდინი და მისი გამოყენება
სტომატიდინი 1 მგ/1 მლ ორომუკოზური ხსნარი შეიცავს ჰექსეტიდინს, რომელიც ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატია და გამოიყენება ყელისა და პირის ღრუს ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა პირის წყლულები, რძიანა, დაწყლულებული ან სისხლმდენი ღრძილები (გინგივიტი), პირიდან უსიამოვნო სუნი (ჰალითოზი) ან ანგინა. ის შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სტომატოლოგიურ ოპერაციამდე ან მის შემდეგ, ინფექციების პრევენციისათვის.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა სტომატიდინის გამოყენებამდე
მედიკამენტის გამოყენება მიზანშეწონილია უმეტესობა პაციენტებში, მაგრამ მცირე რაოდენობით პაციენტებმა ის არ უნდა გამოიყენონ. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
დაუშვებელია სტომატიდინის მიღება
თუ პაციენტს ჰქონდა რეაქცია (მაგ.: ჰიპერმგრძნობელობა ან ალერგიული რეაქცია) სტომატიდინის ან მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ აღინიშნება ანთების გაძლიერება, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
თუ ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს, სტომატიდინის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს
თუ პაციენტი არის ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ზოგიერთმა ინგრედიენტმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები
მედიკამენტი შეიცავს სპირტს (ეთანოლს 96%); 1 მლ ორომუკოზური ხსნარი შეიცავს 80.9 მგ 96% ეთანოლს; 15 მლ ორომუკოზური ხსნარი (ერთჯერადი დოზა) შეიცავს 1213.5 მგ 96% ეთანოლს. გადაყლაპვისას მედიკამენტში არსებულმა სპირტის მცირე რაოდენობამ, არ არის მოსალოდნელი, რომ გავლენა იქონიოს მოზრდილებსა და მოზარდებზე, და მისი ეფექტი ბავშვებში არ უნდა იყოს შესამჩნევი. მედიკამენტს გარკვეული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს უფრო პატარა ბავშვებში, მაგალითად, ძილიანობის შეგრძნება. გადაყლაპვისას მედიკამენტში არსებულმა სპირტმა შეიძლება შეცვალოს სხვა მედიკამენტების ეფექტები. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს. თუ პაციენტი ალკოჰოლიზმითაა დაავადებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე;
აზორუბინმა (E122) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის ასთმა. რეაქციები უფრო ხშირია პაციენტებში, რომლებიც ალერგიულები არიან ასპირინის მიმართ;
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს 15 მლ დოზაში, ე.ი. ფაქტობრივად “ნატრიუმისგან თავისუფალია”;
ეს მედიკამენტი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გააღიზიანოს კანი ადგილობრივი გამოყენებისას.
სტომატიდინის გამოყენების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით, ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სტომატიდინი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის, რაც ნიშნავს, რომ არ შეიძლება მისი გადაყლაპვა, ან შიგნით მიღება.
6 წლამდე ასაკის ბავშვები
სტომატიდინი 1 მგ/1 მლ ორომუკოზური ხსნარი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ზრდასრულები და 6 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები
არაუმცირეს 15 მლ (დაახლოებით 1 სუფრის კოვზი) ხსნარის პირის ღრუში გამოვლება უნდა მოხდეს 2-3-ჯერ დღეში, ან ექიმის მითითებების შესაბამისად.
არ უნდა განზავდეს;
დაუშვებელია გადაყლაპვა, უნდა მოხდეს გადმოფურთხება გამოვლების შემდეგ;
ბავშვებში გამოყენება უნდა მოხდეს უფროსების ზედამხედველობის ქვეშ.
პროდუქტის შემთხვევით გადაყლაპვისას
შემთხვევით პროდუქტის გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა.
მედიკამენტის გამოყენების დავიწყებისას
შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, თუ არ არის მოახლოებული შემდეგი დოზის მიღების დრო. დაუშვებელია ორი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად სტომატიდინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი, უნდა შეწყდეს სტომატიდინის მიღება და საჭიროა ექიმთან მიმართვა:
სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება;
ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი ქავილით;
გაღიზიანება, ენის და/ან პირის ღრუს ქსოვილების ჩხვლეტა ან დაბუჟება;
ქოშინი;
ხველა;
პირის სიმშრალე;
გულისრევა;
ღებინება;
სანერწყვე ჯირკვლების გადიდება;
გემოს დარღვევები ან გემოს დაკარგვა;
ტკივილი, შეშუპება, სიწითლე ან სიცხის შეგრძნება;
ენის ან კბილების ფერის ცვლილება;
ბუშტუკების განვითარება ან დაწყლულება.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, ასევე ყველა ჩამოთვლილ გვერდით ეფექტს.
სტომატიდინის შენახვის წესი
სტომატიდინი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25ºC ტემპერატურის ქვემოთ. დაუშვებელია გაყინვა.
შენახვის ვადა: 24 თვე
დაუშვებელია სტომატიდინის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს სტომატიდინი
1 მლ ორომუკოზური ხსნარი შეიცავს: 1 მგ ჰექსეტიდინი.
სტომატიდინი 1 მგ/მლ ორომუკოზური ხსნარი შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: პროპილენ გლიკოლი, პოლისორბატი 20, ლიმონმჟავა, ნატრიუმის საქარინი, რაცემიკული მენთოლი, მეთილსალიცილატი, აზორუბინი (E122), ეთანოლი 96% და გაწმენდილი წყალი.
სტომატიდინის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
სტომატიდინი 1 მგ/მლ ორომუკოზური ხსნარი არის გამჭვირვალე, წითელი ფერის ხსნარი.
სტომატიდინი 1 მგ/მლ ორომუკოზური ხსნარი მოთავსებულია კოლოფში ქარვისფერი მინის ბოთლით, ბავშვისთვის უსაფრთხო თავსახურით (CRC/TE). ბოთლი შეიცავს 200 მლ ხსნარს.
მედიკამენტის გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Join Stock Company, Sarajevo, Jukiceva 53, Bosnia and Herzegovina
ბოსნალიეკ, ფარმაცეუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, ჯოინ სთოქ ქომფანი, სარაევო, იუკიჩევა 53, ბოსნია და ჰერცეგოვინა
მწარმოებელი
Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Join Stock Company, Sarajevo, Jukiceva 53, Bosnia and Herzegovina
ბოსნალიეკ, ფარმაცეუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, ჯოინ სთოქ ქომფანი, სარაევო, იუკიჩევა 53, ბოსნია და ჰერცეგოვინა
ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღი:
2026 წლის აპრილი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.