პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

სტელარა

STELARA

რეცეპტით90მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

სტელარა, ეს არის გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი, რომლის 1 მლ საინექციო ხსნარი (გამჭვირვალე ან მსუბუქად ოპაკური, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი) მოქმედი ნივთიერების სახით 90 მგ უსტეკინუმაბს შეიცავს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
უსტეკინუმაბი (ustekinumab)
ფორმა და შეფუთვა
90მგ საინექციო ხსნარი მზა ინჟექტორი №1
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, ინტერლეიკინის ინჰიბიტორები
ATC კოდი
L04AC05
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0519
რეგისტრირებულია
17 მარტი 2023, მოქმედებს 17 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებასტელარა და სხვა წამალი ერთად

სტელარა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სტელარა, ეს არის გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი, რომლის 1 მლ საინექციო ხსნარი (გამჭვირვალე ან მსუბუქად ოპაკური, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი) მოქმედი ნივთიერების სახით 90 მგ უსტეკინუმაბს შეიცავს.

სტელარა, იმუნოსუპრესორების (იმუნური სისტემის დამთრგუნავი) სახელით ცნობილი წამლის ჯგუფში შედის, სრულად წარმოადგენს ადამიანის მონოკლონურ ანტისხეულს. მონოკლონური ანტისხეულები, ორგანიზმში არსებული, ანტიგენების სახელით ცნობილი სხვა სპეციფიკური პროტეინების ამომცნობი და მათთან დაკავშირებული პროტეინებია.

სტელარა, გამოყენებისთვის წარმოდგენილია შეფუთვაში მოთავსებული გამოყენებისთვის მზა ინჟექტორით, რომელიც განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის.

სტელარა, ზრდასრულებში ქვემოთ მოცემული ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება:

ბალთისებრი ტიპის ფსორიაზი (ბალთისებრი ფსორიაზი)- ზრდასრულები და 6 წლის და მეტი ასაკის ბავშვები

ფსორიაზული ართრიტი-ზრდასრულები

კრონის დაავადება-ზრდასრულები

წყლულოვანი კოლიტი- ზრდასრულები

სტელარა, გამოიყენება 6 წლის და მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ქვემოთ მოცემული დაავადებების სამკურნალოდ:

ბავშვთა ბალთისებრი ტიპის ფსორიაზი (ბალთისებრი ფსორიაზი)

ბალთისებრი ტიპის ფსორიაზი, კანის და ფრჩხილების ანთების გამომწვევი (არა ინფექციური) დაავადებაა. სტელარა, ანთებით პროცესს და სხვა სიმპტომებს ამცირებს.

სტელარა, გამოიყენება საშუალო და მძიმე ფორმის ბალთისებრი ფსორიაზის სამკურნალოდ ზრდასულებში ისეთ შემთხვევებში, როცა სისტემური მკურნალობისას (მაგალითად, ციკლოსპორინით, მეტოტრექსატით ანდა ულტრაიისფერი ფსოლარენ A (PUVA) ფოტოთერაპია) შედეგი ვერ მიიღება, უკუნაჩვენებია ანდა ამ მკურნალობის მიმართ ტოლერატობა არ აქვთ.

სტელარა, გამოიყენება საშუალო და მძიმე ფორმის ბალთისებრი ფსორიაზის სამკურნალოდ 6 წლის და მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ისეთ შემთხვევებში, როცა ციკლოსპორინით, მეტოტრექსატით ანდა PUVA-ს მსგავის სისტემური მკურნალობისას შედეგი ვერ მიიღება, უკუნაჩვენებია ანდა ამ მკურნალობის მიმართ ტოლერატობა არ აქვთ.

ფსორიაზული ართრიტი, სახსრების ანთებითი დაავადებაა და სახსრების ანთებას ძირითადად თან ახლავს ფსორიაზის არსებობაც.

თუ, ფსორიზის აქტიური ფორმა გაქვთ და გამოყენებული წამლებით მკურნალობაზე საკმარისი პასუხი ვერ მიიღება, დაავადების ნიშნების და სიმპტომების შემცირების, მოძრაობის ფუნქციის გაუმჯობესების და სახსრების დაზიანების შენელების მიზნით, თქვენ შეიძლება სტელარა დაგენიშნოთ..

კრონის დაავადება- ნაწლავების ანთებითი დაავადებაა. თუ, კრონის დაავადება გაქვთ, მკურნალობის მიზნით ჯერ სხვა წამლები დაგენიშნებათ. თუ, აღნიშნული წამლებით მკურნალობისას სასურველი შედეგი ვერ მიიღება ანდა გამოყენება არ შეგიძლიათ, დაავადების ნიშნების და სიმპტომების შემცირების მიზნით შეიძლება სტელარა დაგენიშნოთ.

წყლულოვანი კოლიტი, ნაწლავთა ანთებითი დაავადებაა. თუ, წყლულოვანი კოლიტი გაქვთ, მკურნალობის მიზნით ჯერ სხვა წამლები დაგენიშნებათ. თუ, აღნიშნული წამლებით მკურნალობისას სასურველი შედეგი ვერ მიიღება ანდა გამოყენება არ შეგიძლიათ, დაავადების ნიშნების და სიმპტომების შემცირების მიზნით შეიძლება სტელარა დაგენიშნოთ.

  • სტელარას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

სტელარა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

უსტეკინუმაბის ანდა სტელარას შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი) ალერგია გაქვთ,

ექიმის აზრით, სერიოზული და აქტიური ინფექცია გაქვთ.

თუ, ზემოთ მოცემული მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სტელარას გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

სტელარა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

სტელარას გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ. ექიმი, ყოველი მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებს. მკურნალობის დაწყებამდე, ექიმს ყოველთვის აცნობეთ ინფორმაცია რომელიმე დაავადების არსებობასთან დაკავშირებით. თუ, ახლო პერიოდში ტუბერკულოზით (ჭლექი)დაავადებულთან კონტაქტი გქონდათ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ექიმი, მკურნალობის დაწყებამდე თქვენთან ტუბერკულოზური დაავადების მხრივ კვლევებს განახორციელებს და ტუბერკულოზის არსებობას ანდა არ არსებობას განსაზღვრავს. თუ, ექიმი დაადგენს, რომ ტუბერკულოზის მხრივ რისკის ჯგუფში ხართ, მკურნალობისთვის სხვადასხვა წამლებს მოგცემთ.

სტელარას გამოყენების დროს შეიძლება გამოვლინდეს სერიოზული გვერდითი ეფექტები ალერგიის და ინფექციების ჩათვლით. სტელარას გამოყენების დროს, დაავადების სერიოზული ნიშნების მიმართ სიფრთხილე გამოიჩინეთ. იხილეთ ნაწილი- 4-,, რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები?’’

თუ;

ადრე სტელარას მიმართ რაომე სახის ალერგიული რეაქცია გამოგივლინდათ,

თუ, სიმსივნური დაავადება გაქვთ ანდა წარსულში სიმსივნური დაავადება გადაიტანეთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. სტელარას მსგავსმა, იმუნური სისტემის აქტივობის დამთრგუნავმა წამლებმა, შეიძლება სიმსივნის განვითარების რისკი გაზარდოს. თუ, სიმსივნური დაავადება გაქვთ ანდა წარსულში სიმსივნური დაავადება გადაიტანეთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ინფექცია გაქვთ ანდა ახლო პერიოდში გადაიტანეთ.

ფსორიაზით დაავადებულ ანდა ნორმალურ კანზე ახალი დაზიანებები ჩნდება ანდა უკვე განვითარებული დაზიანებები (კანი იარები) რთულდება,

ლატექსის (ბუნებრივი კაუჩუკის) ანდა სტელარას ინექციის მიმართ ალერგია გაქვთ.

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის კონტეინერი ლატექსის კაუჩუკს შეიცავს, რამაც ლატექსის მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში შეიძლება სერიოზული ალერგიული რეაქციის განვითარება გამოიწვიოს, (ალერგიული რეაქციის ნიშნებისთვის იხილეთ ნაწილი- 4- -,, რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები?’’)

სტელარას გამოყენების პერიოდში იმუნური სისტემის დამთრგუნავ წამალს (იმუნური სისტემის აქტივობის საწინააღმდეგო წამალი) ანდა ფოტოთერაპიას (სპეციალური ულტრაიისფერი სხივებით მკურნალობა) მიიღებთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. სტელარა, იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებას ახდენს და ამ მკურნალობის მეთოდების ერთდროული გამოყენებისას, იმუნურის სისტემა კიდევ უფრო სუსტდება, ეს კი დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაავადებების მკურნალობის ერთდროულად ჩატარების შესახებ რაიმე სახის კვლევები არ ჩატარებულა.

თუ, ალერგიული რეაქციის გამო ინექცია გაიკეთეთ ანდა იკეთებთ,

65 წლის ანდა მეტი ასაკის ხართ, ინფექციის განვითარების რისკი უფრო მაღალია, ყველა ინფორმაცია ექიმს აცნობეთ.

ახლო პერიოდში აცრა გაიკეთეთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

სასუნთქ გზებთან დაკავშირებული გაფრთხილებები

სტელარას გამოყენების პერიოდში დაფიქსირებულია ფილტვების ანთების (ალერგიული ალვეოლიტი და ეოზინოფილური პნევმონია) შემთხვევები. ამ ავადმყოფებში შეიძლება გამოვლინდეს: ხველა, სუნთქვის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება, რაც შეიძლება დასრულდეს სერიოზული პრობლემებით- საავადმყოფოში ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდებით. სტელარას გამოყენების შეწყვეტის შემდეგ და ზოგიერთ ავადმყოფებში სტეროიდული მკურნალობის შემდეგ დაფიქსირებულია მდგომარეობის გაუმჯობესება.

ბიოლოგიურ სამედიცინო პროდუქტებზე კონტროლის გაზრდის მიზნით, საჭიროა პრეპარატის სავაჭრო სახელწოდების და პარტიის ნომრის ღიად დაფიქსირება.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად ანდა წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენ გეხებათ, გთხოვთ კონსულატციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

სტელარას გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად

სტელარას გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

მიღების წესი და დოზირება

მკურანლობის დასაწყისში, სამედიცინო პერსონალი ანდა ექთანი პირველი ინექციის გაკეთებაში დაგეხმარებათ. თუმცა, ექიმთან ერთად შეიძლება მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ინექცია თავად გაიკეთოთ. ამ შემთხვევაში, ინექციის გაკეთების ტექნიკა უნდა შეისწავლოთ, საჭიროა ტრენინგი. თუ, საკუთარ თავზე ინექციის გაკეთებასთან დაკავშირებით პრობლემა შეგექმნებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

სტელარა, სხვა საინექციო ხსნარებს არ შეურიოთ.

სტელარას გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი არ შენაჯღრიოთ.

რადგანაც ძლიერი შენჯღრევისას, არსებობს პრეპარატის დაზიანების ალბათობა. თუ, წამალი ძლიერ შენჯღრეულია, ეს წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული.

ფოტო-1 მოცემულია გამოყენებისთვის მზა ინჟექტორის (კალმის) გარე ვიზუალი. აღნიშნულ გამოყენების ინსტრუქციაში ,, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორის’ ნაცვლად შეიძლება შემოკლებით მხოლოდ ,,ინჟექტორი’’ იქნას გამოყენებული.

ფოტო-1- პისტონი--პისოტნის თავი- ნემსის დამცავი აქტივაციის კლიფსი-ნემსის დამცავი ფრთები- კორპუსი-ეტიკეტი-საკონტროლო ფანჯარა-ნემსი-ნემსი სახურავი.

  • ინჟექტორის რაოდენობის კონტროლი და მასალის მომზადება

ინჟექტორის მომზადება გამოყენებისთვის:

ინჟექტორი მაცივრიდან გამოიტანეთ. გამოყენებისთვის მზა, სავსე ინჟექტორი კოლოფიდან გამოიღეთ და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში დააყოვნეთ. ამ გზით საინექციო ხსნარი შესაბამის ტემპერატურაზე დაიყვანება (ოთახის ტემპერატურა). პრეპარატის ოთახის ტემპერატურაზე დაყვანისთვის ლოდინის დროს ინჟექტორს სახურავი არ მოხსნათ.

გამოყენებისთვის მზა, სავსე ინჟექტორი, ინჟექტორის კორპუსის ნაწილში დაიჭირეთ ისე, რომ სახურავიანი ნემსი ზემოთ იყოს მიმართული.

ინჟექტორი არ დაიჭიროთ პისტონის თავიდან, პისტონიდან, ნემსის დამცავი ფრეთებიდან ანდა ნემსის თავიდან.

პისტონი, უკან არასდროს არ მოქაჩოთ.

ინექციისთვის მზად ყოფნამდე, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორის ნემსს სახურავი არ მოხსნათ.

ნემსის დამცავი აქტივაციის კლიფსებს (ფოტო -1 ნაჩვენებია ვარსკვლავით [*] ) არ შეეხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნემსი დროზე ადრე დაიფარება ნემსის დამცავით.

ინჟექტორების საკონტროლო შემოწმების მეთოდები ქვემოთაა მოცემული:

დარწმუნდით, რომ ინჟექტორის რაოდენობა და დოზა სწორად არის შერჩეული,

თუ, დოზა 90 მგ-ია, თქვენ 90 მგ-იანი 1 ცალი სტელარას ინჟექტორი მოგეცემათ.

დარწმუნდით, რომ წამალი სწორადაა შერჩეული,

დარწმუნდით, რომ გამოყენების ბოლო ვადა არ არის გასული,

დარწმუნდით, რომ ინჟექტორი დაზიანებული არ არის,

დარწმუნდით, რომ ხსნარი გამჭვირვალეა, მსუბუქად ოპაკურია (მარგალიტის მსგავსი თეთრი ფერის, პრიალა) და უფერო ან ღია ყვითელი ფერისაა,

დარწმუნდით, რომ ხსნარის ფერი არ არის შეცვლილი ანდა არ არის შემღვრეული ანდა უცხო ნაწილაკებს არ შეიცავს,

დარწმუნდით, რომ ხსნარი არ არის გაყინული.

ყველა საჭირო მასალა (ანტისეპტიკური სალფეთქები, ბამბა ანდა მარლა და ჩხვლეტის მიმართ გამძლე კონტეინერი) მომზადებული უნდა იქნას და სუფთა ზედაპირზე მოთავსდეს.

  • საინექციო ადგილის შერჩევა და მომზადება:

საჭიროა ინექციისთვის საინექციო ადგილი შერჩევა (იხილეთ ფოტო-2)

სტელარა, კანქვეშა (სუბკუტანეული) ინექციისთვისაა განკუთვნილი.

ბარძაყის ზემო ნაწილი ანდა მუცელი, ჭიპიდან სულ ცოტა 5 სმ მოშორებით (აბდომინალური ნაწილი) ინექციისთვის შესაბამისია.

თუ შესაძლებელია, ინექციისთვის კანის ფსორიაზით დაზიანებული მიდამოები არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, ინექციის გაკეთების დროს სხვა ადამიანის დახმარება გესაჭიროებათ, ამ პიროვნებას ინექციისთვის შეუძლია გამოიყენოს მხრის ზემო ნაწილი.

ფოტო- 2- ბარძაყი და მხარი

,,რუხი ფერით ნაჩვენებია რეკომენდირებული საინექციო მიდამოები’’.

საინექციო მიდამოს მომზადება

ხელები საპნით და თბილი წყლით კარგად დაიბანეთ.

კანის საინექციო მიდამო ანტისეპტიკური სალფეთქით გაწმინდეთ.

ინექციის გაკეთებამდე ამ მიდამოს არ შეეხოთ.

  • ნემსს სახურავი მოხსენით (იხილეთ ფოტო-3)

დოზის ინჟექტირების მზადყოფნამდე, ნემსს სახურავი არ უნდა მოხსნათ.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი ხელში აიღეთ, ერთი ხელით ინჟექტორი კორპუსის ნაწილში დაიჭირეთ.

ნემსი სახურავი სწრაფად მოხსენით და გადააგდეთ. ამ მოქმედების შესრულებისას, პისტონს არ შეეხოთ. (ფოტო-3)

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორში შეიძლება დაინახოთ ჰაერის ბუშტუკი ანდა ნემსის წვეროდან სითხის წვეთის გადმოსვლა. ორივე მდგომარეობა ნორმალურია და მათი მოცილება არ არის საჭირო.

ნემსს არ შეეხოთ და ასევე ნემსის რაიმე ზედაპირთან კონტაქტს მოერიდეთ.

თუ, ინჟექტორი ძირს დაგივარდებათ და ნემსის სახურავი დახურული არ იქნება, დავარდნილი ინჟექტორი არ გამოიყენოთ.

ასეთ შემთხვევებში კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ნემსის სახურავის მოხსნისთანავე, საჭირო დოზის ინჟექტირება განახორციელეთ.

  • დოზის ინჟექტირება:

ინჟექტორი ერთი ხელით, შუა და საჩვენებელი თითით დაიჭირეთ. ცერა თითი პისტონის სახურავზე მოათავსეთ. მეორე ხელის ცერა და საჩვენებელი თითით კანის გაწმენდილი ნაწილი შეკუმშეთ, მაგრამ არა ძლიერიად.

პისტონი, უკან არასდროს არ მოქაჩოთ.

ერთჯერადი და სწრაფი მოქმედებით ნემსი კანში ჩაარჭეთ. ნემსი კანში შეძლებისდაგვარად ღრმად უნდა გატარდეს (იხილეთ ფოტო-4)

პისტონის თავზე ბოლომდე დაჭირეთ, ნემსის დამცავ ფრთებს შორის მოთავსებამდე და წამლის სრული ინჟექტირება განახორციელეთ. (იხილეთ ფოტო-5).

პისტონის ბოლომდე გატარების შემდეგ, პისტონის თავზე ზეწოლა გააგრძელეთ, ნემსი ამოიღეთ და კანს ხელი გაუშვით. (იხილეთ ფოტო-6).

ისე, როგორ ფოტო-7 არის ნაჩვენები, ნემსის წვერის ნემსის დამცავით დაფარვამდე, დაცლილი ინჟექტორის ზემო მიმართულებით მოძრაობის უზრუნველყოფისთვის, პისტონის თავიდან თითი ნელა აიღეთ.

  • ინექციის შემდეგ:

ინექციის შემდეგ, ინექციის ადგილას რამდენიმე წამის განმავლობაში ანტისეპტიკური სალფეთქი დააფინეთ და დააჭირეთ.

ინექციის ადგილას შეიძლება მცირე რაოდენობით სისხლი ანდა სითხე იყოს. ეს ნორმალურია.

ინექციის მიდამოს ზედაპირზე ბამბა ანდა მარლა დააფინეთ და 10 წამის განმავლობაში დაყოვნეთ.

კანი არ დაზილოთ. თუ, საჭირო იქნება, ინექციის მიდამო პატარა ქირურგიული საფენით დაფარეთ.

  • ნაგვის გადაგდება

გამოყენებული ინჟექტორები, ბასრი წვერის მქონე მასალა გახვრეტის მიმართ გამძლე კონტეინერში მოათავსეთ (იხილეთ ფოტო-8). თქვენი უსაფრთხოებისთვის, ჯანმრთელობისთვის და სხვა ადამიანების უსაფრთხოებისთვის, გამოყენებული ინჟექტორები არავითარ შემთხვევაში განმეორებით არ გამოიყენოთ. ბასრი წვერის მქონე მასალის კონტეინერი რეგიონალური რეგულაციის შესაბამისად უნდა იქნას გადაგდებული.

ანტისეპტიკური სალფეთქების და სხვა მასალის ნაგავში გადაგდება შეიძლება. (ფოტო-8)

JANSSEN

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა:

სტელარა, ავადმყოფთა ამ პოპულაციაში არ არის გამოკვლეული. დოზის რეკომენდაცია არ კეთდება.

ღვიძლის უკმარისობა:

თუ,ფიქრობთ, რომ სტელარას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, სტელარას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

წამლის ორიგინალური კოლოფი ყოველთვის თან იქონიეთ, თუნდაც დაცლილი იყოს.

თუ, სტელარას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ, სტელარას მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ერთ დოზის მიღება დაგავიწყდებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც სტელარათი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

სტელარათი მკურნალობის შეჩერება საშიში არ არის. თუმცა, მკურნალობის შეწყვეტისას, დაავადების სიმპტომები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს.

ექიმის რეკომენდაციის გარეშე სტელარათი მკურნალობა არ შეაჩეროთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე სტელარას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სტელარას გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

ალერგიული რეაქციები

სტელარას მომხმარებელ პირებში იშვიათად დაფიქსირებულია სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია). (1000 ავადმყოფიდან <1, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს).

ნიშნები:

ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება

გაბრუების შეგრძნება დ ან მსუბუქი თავბრუსხვევის გამომწვევი დაბალი არტერიული წნევა

სახის, ტუჩების, პირის ღრუს და ხახის შესივება

გავერცელებული ალერგიული რეაქციების ნიშნებია: გამონაყარი და ურტიკარია (10 ავადმყოფიდან <1, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს).

იშვიათ შემთხვევებში, უსტეკინუმაბის მომხმარებელ ავადმყოფებში დაფიქსირებულია ფილტვების ალერგიული რეაქციები და ფილტვების ანთება. თუ, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ცხელების მსგავსი სიმპტომები გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, სერიოზული ალერგიული რეაქციები გამოვლინდება, ექიმი შეიძლება სტელარას გამოყენების შეწყვეტას მოითხოვს.

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტებია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ სტელარას მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღება ანდა საავადმყოფოში დაწოლა.

აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ექიმის გადაწყვეტილებით, სტელარა აუცილებელი საჭიროების გარეშე ორსულობაში არ უნდა იქნას გამოყენებული. ორსულებში, სტელარას მოქმედების ეფექტები უცნობია.

თუ, ორსულობის პოტენციალის მქონე ქალი ხართ, მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის ბოლო კურსიდან 15 კვირის განმავლობაში საჭიროა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, მაშინევ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

სტელარას, დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია. ძუძუთი კვების შეწყვეტის საჭიროების საკითხის ანდა სტელარათი მკურნალობის შეწყვეტის საჭიროების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ექიმი მიიღებს. წამლის გამოყენება და ძუძუთი კვება პარალელურ რეჟიმში არ განახორციელოთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სტელარა, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს, ანდა უმნიშვნელოა და შეიძლება მისი უგულებელყოფა.

სტელარას შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის კონტეინერი ლატექსის რეზინას შეიცავს. ლატექსის მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში, შეიძლება სერიოზული ალერგიული რეაქციის განვითარება გამოიწვიოს. თუ, წარსულში ლატექსის მიმართ ალერგია გქონდათ ანდა სტელარას ინექციის მიმართ ალერგია გამოგივლინდათ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ,

ახლო პერიოდში სხვა წამლი გამოიყენეთ ანდა ამჟამად იყენებთ,

ახლო პერიოდში აცრა გაგიკეთდათ ანდა მომავალში იგეგემება, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ. სტელარათი მკურნალობის პერიოდში განსაზღვრული ტიპის აცრები (ცოცხალი აცრა) არ უნდა გაგიკეთდეთ.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ :

ინფექციები

გავრცელებული:

ცხვირის ანდა ხახის ინფექციები და გაცივება

ნაკლებად გავერცელებული:

გულმკერდის ინფექციები

კანქვეშა ქსოვილის ანთება (ცელულიტი)

ზონა (ჰერპეს ზოსტერი) (სითხის შემცველი მტკივნეული გამონაყარის სახეობა)

სტელარას გამოყენებამ, ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის უნარი შეიძლება დააქვეითოს და შესაბამისად, ზოგიერთი ინფექცია შეიძლება ძალიან სერიოზული გახდეს.

სტელარას გამოყენების დროს, ინფექციის ზოგიერთ სიმპტომების უფრო ახლო დაკვირვებაა საჭირო. ესენია:

ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ღამის ოფლიანობა

დაღლილობის შეგრძნება ანდა სუნთქვის გაძნელება, მუდმივი ხველა

ცხელი, წითელი და მტკივენული კანის ზედაპირი ანდა სითხის შეკავებასთან ერთად მტკივნენული გამონაყარი

შარდვის დროს წვა

დიარეა

თუ, ამ ინფექციების ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ. აღნიშნული შეიძლება აჩვენებდეს გულმკერდის ინფექციების, კანის ინფექციების ანდა ზოსტერის ინფექციის მსგავსი სერიზოული გართულებების არსებობას. თუ, გახანგრძლივებული ანდა ხშირად განმეორებადი ინფექცია განვითარდება, აუცილებლად თქვენს ექიმს მიმართეთ. ექიმი, ინფექციის ალაგებამდე შეიძლება სტელარას ინექციიის შეჩერებას მოითხოვს. გარდა ამაისა, თუ ღია ჭრილობები ანდა იარები გაქვთ, ექიმს აცნობეთ, ამ დროს არსებობს ჭრილობის ანდა იარების ინფიცირების რისკი.

კანზე გამონაყარი: კანის ვრცელ მიდამოში სიწითლის ანდა გამონაყარის გამოვლინება, შეიძლება ერითროდერმული ფსორიაზის ანდა ექსფოლიაციური დერმატიტის ნიშნები იყოს. აღნიშნული, კანის სერიოზული დაავადებებია. აღნიშნული ნიშნებიდან რომელიმეს გამოვლინების შემთხვევაში, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

დანარჩენი გვერდითი ეფექტები:

გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

დიარეა

გულისრევა

ღებინება

დაღლილობის შეგრძნება

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

ქავილი (პრურიტი)

ზურგის, კუნთების ანდა სახსრების ტკივილი

ყელის ტკივილი

ინექციის ადგილას სიწითლე და ტკივილი

წიაღების ინფექცია

ნაკლებად გავრცელებული გვერდით ეფექტები:

კბილის ინფექციები

საშოს სოკოვანი ინფექციები

დეპრსია

ცხვირის გაჭედვა (ცხვირის შეშუპება)

ინექციის ადგილას სისხლდენა, სისხლჩაქცევა, გამაგრება, შესივება და ქავილი

სისუსტე

სახის ერთ ნახევარში, ძირითადად გარდამავალი, თვალის ქუთუთოს დაშვება და კუნთების ცდომა (,,სახის დამბლა’’’ ანდა ,, წელის დამბლა’’)

ფსორიაზური დაავადების შეცვლა: კანის სიწითლე და ახალი პატარა ყვითელი ანდა თეთრი ბუშტუკები, ამ მდგომარეობას ზოგჯერ თან ახლავს ცხელება (პუსტულური ფსორიაზი)

კანის გამონაყარი (კანის ალაგ-ალაგ აქერცვლა)

აკნე

იშვიათი გვერდითი ეფექტები:

სხეულის ვრცელ მიდამოში მტკივენული და ქავილით მიმდინარე სიწითლე და კანის გამონაყარი (ექსფოლიაციური დერმატიტი). მსგავსი ნიშნები ზოგჯერ ფსორიაზის დროს გამოვლენილი გამონაყარის მსგავსია (ერითროდერმული ფსორიაზი)

წვრილი სისხლძარღვების ანთება (ცხელების ანდა სახსრების ტკივილის გამომწვევი, კანის გამონაყარის გამომწვევი, ასევე მცირე ზომის წითელი ანდა მოლურჯო სიმრგვალეების გამომწვევი დაავადება, ვასკულიტი)

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

  • სტელარას შენახვა

სტელარა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ 20C -80C შორის ტემპერატურაზე (მაცივარში).

არ გაყინოთ. სინთალისგან დაცვის მიზნით ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.

თუ, ფიქრობთ ანდა იცით, რომ პრეპარატი ძლიერ დაბალი და ანძლიერ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ მოხდა (შემთხვევით გაყინვა ანდა შეთბობა), სტელარა არ გამოიყენოთ.

სტელარას გამოყენებისთვის მზა ინჟექტორები არ შეანჯღრიოთ. ხანგრძლივმა და ძლიერმა შენჯღრევამ, პრეპარატზე შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს. ძლიერ შენჯღრეული პროდუქტები არ გამოიყენოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

პრეპარატის ეტიკეტზე ანდა შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ სტელარა არ გამოიყენოთ.

გამოყენების ბოლო ვადა, მითითებული თვის ბოლო დღეს გულისხმობს.

თუ, პროდუქტზე და/ ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, სტელარა არ გამოიყენოთ.

ხსნარი, გამჭვირვალე, მსუბუქად ოპაკური, უფერო ანდა ღია ყვითელი ფერის უნდა იყოს, შეიძლება შეიცავდეს მცირე რაოდენობით პატარა, ნახევრად გამჭვირვალე ანდა თეთრი ფერის პროტეინების ნაწილაკებს. აღნიშნული, პროტეინების შემცველ ხსნარებში ხშირად გამოვლენილი მდგომარეობაა. ხსნარის ფერის შეცვლის, შემღვრევის ანდა შიგნით, ზედაპირულად უცხო ნაწილაკების არსებობისას, სტელარა არ გამოიყენოთ.

სტელარა, სხვა საინექციო ხსნარებს არ შეურიოთ.

სტელარა, მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. ინჟექტორში დარჩენილი, გამოუყენებლი პროდუქტი არ უნდა იქნას შენახული და განმეორებით გამოყენებული.

გამოყენებული ინჟექტორები, სპეციალურად წარმოებულ ბასრი მასალის შემნახველ კოლოფებში (კონტეინერებში) უნდა მოთავსდეს.

აღნიშნული კონტეინერები, რეგიონალური რეგულაციების შესაბამისად უნდა იქნას გაანდგურებული. ანტისეპტიკური სალფეთქები და სხვა მასალა შეიძლება ნაგავში იქნას გადაგდებული.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

გარემოს დაცვის მიზნით, გამოუყენებელი სტელარა ქალაქის გამდინარე წყლებსა და ნაგავში არ ჩააგდოთ. ამ თემასთან დაკაშვირებით კონსულტაციისთვის თქვენს ფარმაცევტს მიმართეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. ჯონსონის და ჯონსონის სანიტალური საქონლის წარმოება და ვაჭრობა

ერთურქის ქ. ქეჩეჯი პლაზა N:13. 34810. ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბოლი

ტელ: 0216 538 20 00

წარმოების ადგილი: Cilag AG- Scchafthausen/ შვედეთი.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 25.04.2021-ში დამოწმებულია.

JANSSEN 2021

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ პირისთვის,

რომელიც ინექციას განახორციელებს

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

სტელარა 90 მგ

საინექციო ხსნარის შემცველი გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი (კალამი)

განკუთვნილია კანქვეშა გამოყენებისთვის

სტერილური

მოქმედი ნივთიერება: უსტეკინუმაბი 90მგ.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, L-ჰისტიდინი, L-ჰისტიდინის მონოჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი, პოლისორბატ 80, საინექციო წყალი.

აღნიშნული წამალი დამატებით მონიტორინგს საჭიროებს. ეს სამკუთხედი

უსაფრთხოების ახალი მონაცემების სწრაფ განსაზღვრას უზრუნველყოფს. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მოხსენების გაკეთებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენების გაკეთება იხილეთ ნაწილი -4-ის ბოლო მონაკვეთი.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
  • დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
  • აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
  • აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
  • წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება სტელარა ?

სტელარას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება სტელარა?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

სტელარას შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება სტელარა?

სტელარა, ეს არის გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი, რომლის 1 მლ საინექციო ხსნარი (გამჭვირვალე ან მსუბუქად ოპაკური, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი) მოქმედი ნივთიერების სახით 90 მგ უსტეკინუმაბს შეიცავს.

სტელარა, იმუნოსუპრესორების (იმუნური სისტემის დამთრგუნავი) სახელით ცნობილი წამლის ჯგუფში შედის, სრულად წარმოადგენს ადამიანის მონოკლონურ ანტისხეულს. მონოკლონური ანტისხეულები, ორგანიზმში არსებული, ანტიგენების სახელით ცნობილი სხვა სპეციფიკური პროტეინების ამომცნობი და მათთან დაკავშირებული პროტეინებია.

სტელარა, გამოყენებისთვის წარმოდგენილია შეფუთვაში მოთავსებული გამოყენებისთვის მზა ინჟექტორით, რომელიც განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის.

სტელარა, ზრდასრულებში ქვემოთ მოცემული ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება:

ბალთისებრი ტიპის ფსორიაზი (ბალთისებრი ფსორიაზი)- ზრდასრულები და 6 წლის და მეტი ასაკის ბავშვები

ფსორიაზული ართრიტი-ზრდასრულები

კრონის დაავადება-ზრდასრულები

წყლულოვანი კოლიტი- ზრდასრულები

სტელარა, გამოიყენება 6 წლის და მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ქვემოთ მოცემული დაავადებების სამკურნალოდ:

ბავშვთა ბალთისებრი ტიპის ფსორიაზი (ბალთისებრი ფსორიაზი)

ბალთისებრი ტიპის ფსორიაზი, კანის და ფრჩხილების ანთების გამომწვევი (არა ინფექციური) დაავადებაა. სტელარა, ანთებით პროცესს და სხვა სიმპტომებს ამცირებს.

სტელარა, გამოიყენება საშუალო და მძიმე ფორმის ბალთისებრი ფსორიაზის სამკურნალოდ ზრდასულებში ისეთ შემთხვევებში, როცა სისტემური მკურნალობისას (მაგალითად, ციკლოსპორინით, მეტოტრექსატით ანდა ულტრაიისფერი ფსოლარენ A (PUVA) ფოტოთერაპია) შედეგი ვერ მიიღება, უკუნაჩვენებია ანდა ამ მკურნალობის მიმართ ტოლერატობა არ აქვთ.

სტელარა, გამოიყენება საშუალო და მძიმე ფორმის ბალთისებრი ფსორიაზის სამკურნალოდ 6 წლის და მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ისეთ შემთხვევებში, როცა ციკლოსპორინით, მეტოტრექსატით ანდა PUVA-ს მსგავის სისტემური მკურნალობისას შედეგი ვერ მიიღება, უკუნაჩვენებია ანდა ამ მკურნალობის მიმართ ტოლერატობა არ აქვთ.

ფსორიაზული ართრიტი, სახსრების ანთებითი დაავადებაა და სახსრების ანთებას ძირითადად თან ახლავს ფსორიაზის არსებობაც.

თუ, ფსორიზის აქტიური ფორმა გაქვთ და გამოყენებული წამლებით მკურნალობაზე საკმარისი პასუხი ვერ მიიღება, დაავადების ნიშნების და სიმპტომების შემცირების, მოძრაობის ფუნქციის გაუმჯობესების და სახსრების დაზიანების შენელების მიზნით, თქვენ შეიძლება სტელარა დაგენიშნოთ..

კრონის დაავადება- ნაწლავების ანთებითი დაავადებაა. თუ, კრონის დაავადება გაქვთ, მკურნალობის მიზნით ჯერ სხვა წამლები დაგენიშნებათ. თუ, აღნიშნული წამლებით მკურნალობისას სასურველი შედეგი ვერ მიიღება ანდა გამოყენება არ შეგიძლიათ, დაავადების ნიშნების და სიმპტომების შემცირების მიზნით შეიძლება სტელარა დაგენიშნოთ.

წყლულოვანი კოლიტი, ნაწლავთა ანთებითი დაავადებაა. თუ, წყლულოვანი კოლიტი გაქვთ, მკურნალობის მიზნით ჯერ სხვა წამლები დაგენიშნებათ. თუ, აღნიშნული წამლებით მკურნალობისას სასურველი შედეგი ვერ მიიღება ანდა გამოყენება არ შეგიძლიათ, დაავადების ნიშნების და სიმპტომების შემცირების მიზნით შეიძლება სტელარა დაგენიშნოთ.

  • სტელარას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

სტელარა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

უსტეკინუმაბის ანდა სტელარას შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი) ალერგია გაქვთ,

ექიმის აზრით, სერიოზული და აქტიური ინფექცია გაქვთ.

თუ, ზემოთ მოცემული მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სტელარას გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

სტელარა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

სტელარას გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ. ექიმი, ყოველი მკურნალობის დაწყებამდე თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებს. მკურნალობის დაწყებამდე, ექიმს ყოველთვის აცნობეთ ინფორმაცია რომელიმე დაავადების არსებობასთან დაკავშირებით. თუ, ახლო პერიოდში ტუბერკულოზით (ჭლექი)დაავადებულთან კონტაქტი გქონდათ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ექიმი, მკურნალობის დაწყებამდე თქვენთან ტუბერკულოზური დაავადების მხრივ კვლევებს განახორციელებს და ტუბერკულოზის არსებობას ანდა არ არსებობას განსაზღვრავს. თუ, ექიმი დაადგენს, რომ ტუბერკულოზის მხრივ რისკის ჯგუფში ხართ, მკურნალობისთვის სხვადასხვა წამლებს მოგცემთ.

სტელარას გამოყენების დროს შეიძლება გამოვლინდეს სერიოზული გვერდითი ეფექტები ალერგიის და ინფექციების ჩათვლით. სტელარას გამოყენების დროს, დაავადების სერიოზული ნიშნების მიმართ სიფრთხილე გამოიჩინეთ. იხილეთ ნაწილი- 4-,, რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები?’’

თუ;

ადრე სტელარას მიმართ რაომე სახის ალერგიული რეაქცია გამოგივლინდათ,

თუ, სიმსივნური დაავადება გაქვთ ანდა წარსულში სიმსივნური დაავადება გადაიტანეთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. სტელარას მსგავსმა, იმუნური სისტემის აქტივობის დამთრგუნავმა წამლებმა, შეიძლება სიმსივნის განვითარების რისკი გაზარდოს. თუ, სიმსივნური დაავადება გაქვთ ანდა წარსულში სიმსივნური დაავადება გადაიტანეთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ინფექცია გაქვთ ანდა ახლო პერიოდში გადაიტანეთ.

ფსორიაზით დაავადებულ ანდა ნორმალურ კანზე ახალი დაზიანებები ჩნდება ანდა უკვე განვითარებული დაზიანებები (კანი იარები) რთულდება,

ლატექსის (ბუნებრივი კაუჩუკის) ანდა სტელარას ინექციის მიმართ ალერგია გაქვთ.

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის კონტეინერი ლატექსის კაუჩუკს შეიცავს, რამაც ლატექსის მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში შეიძლება სერიოზული ალერგიული რეაქციის განვითარება გამოიწვიოს, (ალერგიული რეაქციის ნიშნებისთვის იხილეთ ნაწილი- 4- -,, რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები?’’)

სტელარას გამოყენების პერიოდში იმუნური სისტემის დამთრგუნავ წამალს (იმუნური სისტემის აქტივობის საწინააღმდეგო წამალი) ანდა ფოტოთერაპიას (სპეციალური ულტრაიისფერი სხივებით მკურნალობა) მიიღებთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. სტელარა, იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებას ახდენს და ამ მკურნალობის მეთოდების ერთდროული გამოყენებისას, იმუნურის სისტემა კიდევ უფრო სუსტდება, ეს კი დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაავადებების მკურნალობის ერთდროულად ჩატარების შესახებ რაიმე სახის კვლევები არ ჩატარებულა.

თუ, ალერგიული რეაქციის გამო ინექცია გაიკეთეთ ანდა იკეთებთ,

65 წლის ანდა მეტი ასაკის ხართ, ინფექციის განვითარების რისკი უფრო მაღალია, ყველა ინფორმაცია ექიმს აცნობეთ.

ახლო პერიოდში აცრა გაიკეთეთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

სასუნთქ გზებთან დაკავშირებული გაფრთხილებები

სტელარას გამოყენების პერიოდში დაფიქსირებულია ფილტვების ანთების (ალერგიული ალვეოლიტი და ეოზინოფილური პნევმონია) შემთხვევები. ამ ავადმყოფებში შეიძლება გამოვლინდეს: ხველა, სუნთქვის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება, რაც შეიძლება დასრულდეს სერიოზული პრობლემებით- საავადმყოფოში ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდებით. სტელარას გამოყენების შეწყვეტის შემდეგ და ზოგიერთ ავადმყოფებში სტეროიდული მკურნალობის შემდეგ დაფიქსირებულია მდგომარეობის გაუმჯობესება.

ბიოლოგიურ სამედიცინო პროდუქტებზე კონტროლის გაზრდის მიზნით, საჭიროა პრეპარატის სავაჭრო სახელწოდების და პარტიის ნომრის ღიად დაფიქსირება.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად ანდა წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენ გეხებათ, გთხოვთ კონსულატციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

სტელარას გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად

სტელარას გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

ორსულობა:

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ექიმის გადაწყვეტილებით, სტელარა აუცილებელი საჭიროების გარეშე ორსულობაში არ უნდა იქნას გამოყენებული. ორსულებში, სტელარას მოქმედების ეფექტები უცნობია.

თუ, ორსულობის პოტენციალის მქონე ქალი ხართ, მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის ბოლო კურსიდან 15 კვირის განმავლობაში საჭიროა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, მაშინევ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

სტელარას, დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია. ძუძუთი კვების შეწყვეტის საჭიროების საკითხის ანდა სტელარათი მკურნალობის შეწყვეტის საჭიროების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ექიმი მიიღებს. წამლის გამოყენება და ძუძუთი კვება პარალელურ რეჟიმში არ განახორციელოთ.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

სტელარა, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს, ანდა უმნიშვნელოა და შეიძლება მისი უგულებელყოფა.

სტელარას შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის კონტეინერი ლატექსის რეზინას შეიცავს. ლატექსის მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში, შეიძლება სერიოზული ალერგიული რეაქციის განვითარება გამოიწვიოს. თუ, წარსულში ლატექსის მიმართ ალერგია გქონდათ ანდა სტელარას ინექციის მიმართ ალერგია გამოგივლინდათ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ,

ახლო პერიოდში სხვა წამლი გამოიყენეთ ანდა ამჟამად იყენებთ,

ახლო პერიოდში აცრა გაგიკეთდათ ანდა მომავალში იგეგემება, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ. სტელარათი მკურნალობის პერიოდში განსაზღვრული ტიპის აცრები (ცოცხალი აცრა) არ უნდა გაგიკეთდეთ.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება სტელარა ?

სტელარა, გამოიყენება ზრდასრულებსა და მოზარდებში გამოვლენილი ფსორიაზის, ბავშვთა ბალთისებრი ტიპის ფსორიაზის, ფსორიზული ართრიტის, კრონის დაავადების, წყლულოვანი კოლიტის სამკურნალოდ, მკურნალობა გამოცდილი ექიმის ზედამხედველბის ქვეშ უნდა განხორცილდეს.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

სტელარას გამოყენების დროს ექიმის რეკომენდაციები ყოველთვის გაითვალისწინეთ. თუ დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

18 წლის და მეტი ასაკის ზრდასრულები

ფსორიზი და ფსორიაზული ართრიტი

სტელარას რეკომენდირებული საწყისი დოზაა: 45 მგ.

100 კგ და მეტი წონის ავადმყოფებისთვის სტელარას საწყისი დოზა: 45 მგ ნაცვლად შეიძლებაიყოს -90 მგ.

ფსორიაზით და ფსორიზული ართრიტით დაავადებულ ავადმყოფებში სტელარას რეკომენდირებული დოზაა: 45 მგ, პირველი დოზიდან 4 კვირის შემდეგ მეორე დოზა- 45 მგ-ია და შემდეგ, ყოველ 12 კვირაში ერთხელ, შემანარჩუნებელი დოზა-45 მგ-ია.

თქვენი წონის და ფსორიზის და/ანდა ფსორიაზული ართრიტის სტელარაზე მოცემული პასუხის შესაბამისად, თქვენი ექიმი თქვენთვის შესაბამის დოზას და ამ დოზის მიღების სიხშირეს განსაზღვრავს.

დარწმუნდით, რომ ინექციების გაკეთების და საკონტროლო კონსულტაციის დროის შესახებ ექიმმა ინფორმაცია უკვე მოგაწოდათ.

კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი

კრონის დაავადების სამკურნალოდ, სტელარას პირველი დოზა დაახლოებით 6 მგ/კგ სახითაა, რომელიც ექიმის მიერ მკლავზე ვენაში წვეთოვანის გზით (ინტრავენური ინფუზია) გაკეთდება. საწყისი დოზის შემდეგ, სტელარას მომდევნო დოზა 90 მგ- ია და 8 კვირის შემდეგ კანქვეშ (სუბკუტანეურად) ინჟექტირდება. შემდეგ კი 12 კვირაში ერთხელ 90 მგ სახით კანქვეშ ინჟექტირდება.

ზოგიერთ ავადმყოფთან, სტელარას პირველი ინექციის კანქვეშა ინჟექტირებიდან 8 კვირის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს სტელარა -90 მგ დოზის სახით. მომდევნო დოზის გაკეთების დროის შესახებ ინფორმაციას ექიმი მოგაწვდით.

6 წლის ანდა მეტი ასაკის ბავშვები და მოზარდები:

ფსორიაზი:

სტელარას ინექციის რაოდენობას (მოცულობას), საჭირო დოზას ექიმი განსაზღვრავს. თქვენთვის საჭირო და სწორი დოზა დაკავშირებულია იმ მომენტისთვის არსებულ სხეულის წონაზე.

თუ, ბავშვებში <45მგ დოზის მიღებაა საჭირო, გამოყენებსითვის არსებობს 45 მგ -იანი ფლაკონი.

თუ, თქვენი სხეული წონა >60 კგ, სტელარას რეკომენდირებული დოზაა: 1კგ/0.75 მგ.

თუ, სხეულის წონა 60კგ-დან 100 კგ-მდეა, სტელარას რეკომენდირებული დოზაა: 45 მგ.

თუ, სხეულის წონა >100 კგ, სტელარას რეკომენდირებული დოზაა: 90 მგ.

საწყისი დოზის შემდეგ მომდევნო დოზა მიიღება 4 კვირის შემდეგ და მომდევნო დოზები ყოველ 12 კვირაში ერთხელ.

გამოყენების გზა და მეთოდი:

სტელარა, განკუთვნილია კანქვეშა (სუბკუტანეული) გამოყენებისთვის.

მკურნალობის დასაწყისში, სამედიცინო პერსონალი ანდა ექთანი პირველი ინექციის გაკეთებაში დაგეხმარებათ. თუმცა, ექიმთან ერთად შეიძლება მიიღოთ გადაწყვეტილება სტელარას ინექციის დამოუკიდებლად გაკეთების შესახებ. ამ შემთხვევაში, სტელარას ინექციის გაკეთების ტექნიკის შესწავლა იქნება საჭირო. თუ, ინექციის საკუთარ თავზე დამოუკიდებლად გაკეთებისას პრობლემა შეგექმნებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

სტელარას ინჟექტირების ტექნიკის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ წამლის გამოყენების ინსტრუქციის ბოლო ნაწილი- ინფორმაცია იმ პირებისთის, ვინც განახორცილეებს სტელარას ინექციას.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:

სტეალარას გამოყენება ფსორიაზით დაავადებულ 6 წლამდე ასაკის ბავშვებსა ანდა ფსორიაზული ართრითით და ან კრონის დაავადებით ანდა წყლულოვანი კოლიტით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზადებში არ არის რეკომენდირებული, რადგანაც აღნიშნულ ჯგუფებში კვლევები არ არის ჩატარებული.

სტელარა, შეიძლება გამოყენებული იქნას ფსორიაზით დაავადებულ 6 წლის და მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში, ინფექციის განვითარების რისკი უფრო მაღალია, ამიტომ ხანდაზმულებში სტეალარას გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. ხანდაზმულ ავადმყოფებში დოზის რაიმე სახის რეგულირებას არ საჭიროებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა:

სტელარა, ავადმყოფთა ამ პოპულაციაში არ არის გამოკვლეული. დოზის რეკომენდაცია არ კეთდება.

ღვიძლის უკმარისობა:

სტელარა, ავადმყოფთა ამ პოპულაციაში არ არის გამოკვლეული. დოზის რეკომენდაცია არ კეთდება.

თუ,ფიქრობთ, რომ სტელარას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, სტელარას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

წამლის ორიგინალური კოლოფი ყოველთვის თან იქონიეთ, თუნდაც დაცლილი იყოს.

თუ, სტელარას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ, სტელარას მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ერთ დოზის მიღება დაგავიწყდებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც სტელარათი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

სტელარათი მკურნალობის შეჩერება საშიში არ არის. თუმცა, მკურნალობის შეწყვეტისას, დაავადების სიმპტომები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს.

ექიმის რეკომენდაციის გარეშე სტელარათი მკურნალობა არ შეაჩეროთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე სტელარას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სტელარას გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

ალერგიული რეაქციები

სტელარას მომხმარებელ პირებში იშვიათად დაფიქსირებულია სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია). (1000 ავადმყოფიდან <1, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს).

ნიშნები:

ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება

გაბრუების შეგრძნება დ ან მსუბუქი თავბრუსხვევის გამომწვევი დაბალი არტერიული წნევა

სახის, ტუჩების, პირის ღრუს და ხახის შესივება

გავერცელებული ალერგიული რეაქციების ნიშნებია: გამონაყარი და ურტიკარია (10 ავადმყოფიდან <1, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს).

იშვიათ შემთხვევებში, უსტეკინუმაბის მომხმარებელ ავადმყოფებში დაფიქსირებულია ფილტვების ალერგიული რეაქციები და ფილტვების ანთება. თუ, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ცხელების მსგავსი სიმპტომები გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, სერიოზული ალერგიული რეაქციები გამოვლინდება, ექიმი შეიძლება სტელარას გამოყენების შეწყვეტას მოითხოვს.

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტებია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ სტელარას მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღება ანდა საავადმყოფოში დაწოლა.

აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ :

ინფექციები

გავრცელებული:

ცხვირის ანდა ხახის ინფექციები და გაცივება

ნაკლებად გავერცელებული:

გულმკერდის ინფექციები

კანქვეშა ქსოვილის ანთება (ცელულიტი)

ზონა (ჰერპეს ზოსტერი) (სითხის შემცველი მტკივნეული გამონაყარის სახეობა)

სტელარას გამოყენებამ, ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის უნარი შეიძლება დააქვეითოს და შესაბამისად, ზოგიერთი ინფექცია შეიძლება ძალიან სერიოზული გახდეს.

სტელარას გამოყენების დროს, ინფექციის ზოგიერთ სიმპტომების უფრო ახლო დაკვირვებაა საჭირო. ესენია:

ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ღამის ოფლიანობა

დაღლილობის შეგრძნება ანდა სუნთქვის გაძნელება, მუდმივი ხველა

ცხელი, წითელი და მტკივენული კანის ზედაპირი ანდა სითხის შეკავებასთან ერთად მტკივნენული გამონაყარი

შარდვის დროს წვა

დიარეა

თუ, ამ ინფექციების ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ. აღნიშნული შეიძლება აჩვენებდეს გულმკერდის ინფექციების, კანის ინფექციების ანდა ზოსტერის ინფექციის მსგავსი სერიზოული გართულებების არსებობას. თუ, გახანგრძლივებული ანდა ხშირად განმეორებადი ინფექცია განვითარდება, აუცილებლად თქვენს ექიმს მიმართეთ. ექიმი, ინფექციის ალაგებამდე შეიძლება სტელარას ინექციიის შეჩერებას მოითხოვს. გარდა ამაისა, თუ ღია ჭრილობები ანდა იარები გაქვთ, ექიმს აცნობეთ, ამ დროს არსებობს ჭრილობის ანდა იარების ინფიცირების რისკი.

კანზე გამონაყარი: კანის ვრცელ მიდამოში სიწითლის ანდა გამონაყარის გამოვლინება, შეიძლება ერითროდერმული ფსორიაზის ანდა ექსფოლიაციური დერმატიტის ნიშნები იყოს. აღნიშნული, კანის სერიოზული დაავადებებია. აღნიშნული ნიშნებიდან რომელიმეს გამოვლინების შემთხვევაში, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

დანარჩენი გვერდითი ეფექტები:

გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

დიარეა

გულისრევა

ღებინება

დაღლილობის შეგრძნება

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

ქავილი (პრურიტი)

ზურგის, კუნთების ანდა სახსრების ტკივილი

ყელის ტკივილი

ინექციის ადგილას სიწითლე და ტკივილი

წიაღების ინფექცია

ნაკლებად გავრცელებული გვერდით ეფექტები:

კბილის ინფექციები

საშოს სოკოვანი ინფექციები

დეპრსია

ცხვირის გაჭედვა (ცხვირის შეშუპება)

ინექციის ადგილას სისხლდენა, სისხლჩაქცევა, გამაგრება, შესივება და ქავილი

სისუსტე

სახის ერთ ნახევარში, ძირითადად გარდამავალი, თვალის ქუთუთოს დაშვება და კუნთების ცდომა (,,სახის დამბლა’’’ ანდა ,, წელის დამბლა’’)

ფსორიაზური დაავადების შეცვლა: კანის სიწითლე და ახალი პატარა ყვითელი ანდა თეთრი ბუშტუკები, ამ მდგომარეობას ზოგჯერ თან ახლავს ცხელება (პუსტულური ფსორიაზი)

კანის გამონაყარი (კანის ალაგ-ალაგ აქერცვლა)

აკნე

იშვიათი გვერდითი ეფექტები:

სხეულის ვრცელ მიდამოში მტკივენული და ქავილით მიმდინარე სიწითლე და კანის გამონაყარი (ექსფოლიაციური დერმატიტი). მსგავსი ნიშნები ზოგჯერ ფსორიაზის დროს გამოვლენილი გამონაყარის მსგავსია (ერითროდერმული ფსორიაზი)

წვრილი სისხლძარღვების ანთება (ცხელების ანდა სახსრების ტკივილის გამომწვევი, კანის გამონაყარის გამომწვევი, ასევე მცირე ზომის წითელი ანდა მოლურჯო სიმრგვალეების გამომწვევი დაავადება, ვასკულიტი)

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

  • სტელარას შენახვა

სტელარა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ 20C -80C შორის ტემპერატურაზე (მაცივარში).

არ გაყინოთ. სინთალისგან დაცვის მიზნით ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.

თუ, ფიქრობთ ანდა იცით, რომ პრეპარატი ძლიერ დაბალი და ანძლიერ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ მოხდა (შემთხვევით გაყინვა ანდა შეთბობა), სტელარა არ გამოიყენოთ.

სტელარას გამოყენებისთვის მზა ინჟექტორები არ შეანჯღრიოთ. ხანგრძლივმა და ძლიერმა შენჯღრევამ, პრეპარატზე შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს. ძლიერ შენჯღრეული პროდუქტები არ გამოიყენოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

პრეპარატის ეტიკეტზე ანდა შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ სტელარა არ გამოიყენოთ.

გამოყენების ბოლო ვადა, მითითებული თვის ბოლო დღეს გულისხმობს.

თუ, პროდუქტზე და/ ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, სტელარა არ გამოიყენოთ.

ხსნარი, გამჭვირვალე, მსუბუქად ოპაკური, უფერო ანდა ღია ყვითელი ფერის უნდა იყოს, შეიძლება შეიცავდეს მცირე რაოდენობით პატარა, ნახევრად გამჭვირვალე ანდა თეთრი ფერის პროტეინების ნაწილაკებს. აღნიშნული, პროტეინების შემცველ ხსნარებში ხშირად გამოვლენილი მდგომარეობაა. ხსნარის ფერის შეცვლის, შემღვრევის ანდა შიგნით, ზედაპირულად უცხო ნაწილაკების არსებობისას, სტელარა არ გამოიყენოთ.

სტელარა, სხვა საინექციო ხსნარებს არ შეურიოთ.

სტელარა, მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. ინჟექტორში დარჩენილი, გამოუყენებლი პროდუქტი არ უნდა იქნას შენახული და განმეორებით გამოყენებული.

გამოყენებული ინჟექტორები, სპეციალურად წარმოებულ ბასრი მასალის შემნახველ კოლოფებში (კონტეინერებში) უნდა მოთავსდეს.

აღნიშნული კონტეინერები, რეგიონალური რეგულაციების შესაბამისად უნდა იქნას გაანდგურებული. ანტისეპტიკური სალფეთქები და სხვა მასალა შეიძლება ნაგავში იქნას გადაგდებული.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

გარემოს დაცვის მიზნით, გამოუყენებელი სტელარა ქალაქის გამდინარე წყლებსა და ნაგავში არ ჩააგდოთ. ამ თემასთან დაკაშვირებით კონსულტაციისთვის თქვენს ფარმაცევტს მიმართეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. ჯონსონის და ჯონსონის სანიტალური საქონლის წარმოება და ვაჭრობა

ერთურქის ქ. ქეჩეჯი პლაზა N:13. 34810. ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბოლი

ტელ: 0216 538 20 00

წარმოების ადგილი: Cilag AG- Scchafthausen/ შვედეთი.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 25.04.2021-ში დამოწმებულია.

JANSSEN 2021

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ პირისთვის,

რომელიც ინექციას განახორციელებს

გამოყენების გზა და მეთოდი:

მკურანლობის დასაწყისში, სამედიცინო პერსონალი ანდა ექთანი პირველი ინექციის გაკეთებაში დაგეხმარებათ. თუმცა, ექიმთან ერთად შეიძლება მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ინექცია თავად გაიკეთოთ. ამ შემთხვევაში, ინექციის გაკეთების ტექნიკა უნდა შეისწავლოთ, საჭიროა ტრენინგი. თუ, საკუთარ თავზე ინექციის გაკეთებასთან დაკავშირებით პრობლემა შეგექმნებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

სტელარა, სხვა საინექციო ხსნარებს არ შეურიოთ.

სტელარას გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი არ შენაჯღრიოთ.

რადგანაც ძლიერი შენჯღრევისას, არსებობს პრეპარატის დაზიანების ალბათობა. თუ, წამალი ძლიერ შენჯღრეულია, ეს წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული.

ფოტო-1 მოცემულია გამოყენებისთვის მზა ინჟექტორის (კალმის) გარე ვიზუალი. აღნიშნულ გამოყენების ინსტრუქციაში ,, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორის’ ნაცვლად შეიძლება შემოკლებით მხოლოდ ,,ინჟექტორი’’ იქნას გამოყენებული.

ფოტო-1- პისტონი--პისოტნის თავი- ნემსის დამცავი აქტივაციის კლიფსი-ნემსის დამცავი ფრთები- კორპუსი-ეტიკეტი-საკონტროლო ფანჯარა-ნემსი-ნემსი სახურავი.

  • ინჟექტორის რაოდენობის კონტროლი და მასალის მომზადება

ინჟექტორის მომზადება გამოყენებისთვის:

ინჟექტორი მაცივრიდან გამოიტანეთ. გამოყენებისთვის მზა, სავსე ინჟექტორი კოლოფიდან გამოიღეთ და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში დააყოვნეთ. ამ გზით საინექციო ხსნარი შესაბამის ტემპერატურაზე დაიყვანება (ოთახის ტემპერატურა). პრეპარატის ოთახის ტემპერატურაზე დაყვანისთვის ლოდინის დროს ინჟექტორს სახურავი არ მოხსნათ.

გამოყენებისთვის მზა, სავსე ინჟექტორი, ინჟექტორის კორპუსის ნაწილში დაიჭირეთ ისე, რომ სახურავიანი ნემსი ზემოთ იყოს მიმართული.

ინჟექტორი არ დაიჭიროთ პისტონის თავიდან, პისტონიდან, ნემსის დამცავი ფრეთებიდან ანდა ნემსის თავიდან.

პისტონი, უკან არასდროს არ მოქაჩოთ.

ინექციისთვის მზად ყოფნამდე, გამოყენებისთვის მზა ინჟექტორის ნემსს სახურავი არ მოხსნათ.

ნემსის დამცავი აქტივაციის კლიფსებს (ფოტო -1 ნაჩვენებია ვარსკვლავით [*] ) არ შეეხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნემსი დროზე ადრე დაიფარება ნემსის დამცავით.

ინჟექტორების საკონტროლო შემოწმების მეთოდები ქვემოთაა მოცემული:

დარწმუნდით, რომ ინჟექტორის რაოდენობა და დოზა სწორად არის შერჩეული,

თუ, დოზა 90 მგ-ია, თქვენ 90 მგ-იანი 1 ცალი სტელარას ინჟექტორი მოგეცემათ.

დარწმუნდით, რომ წამალი სწორადაა შერჩეული,

დარწმუნდით, რომ გამოყენების ბოლო ვადა არ არის გასული,

დარწმუნდით, რომ ინჟექტორი დაზიანებული არ არის,

დარწმუნდით, რომ ხსნარი გამჭვირვალეა, მსუბუქად ოპაკურია (მარგალიტის მსგავსი თეთრი ფერის, პრიალა) და უფერო ან ღია ყვითელი ფერისაა,

დარწმუნდით, რომ ხსნარის ფერი არ არის შეცვლილი ანდა არ არის შემღვრეული ანდა უცხო ნაწილაკებს არ შეიცავს,

დარწმუნდით, რომ ხსნარი არ არის გაყინული.

ყველა საჭირო მასალა (ანტისეპტიკური სალფეთქები, ბამბა ანდა მარლა და ჩხვლეტის მიმართ გამძლე კონტეინერი) მომზადებული უნდა იქნას და სუფთა ზედაპირზე მოთავსდეს.

  • საინექციო ადგილის შერჩევა და მომზადება:

საჭიროა ინექციისთვის საინექციო ადგილი შერჩევა (იხილეთ ფოტო-2)

სტელარა, კანქვეშა (სუბკუტანეული) ინექციისთვისაა განკუთვნილი.

ბარძაყის ზემო ნაწილი ანდა მუცელი, ჭიპიდან სულ ცოტა 5 სმ მოშორებით (აბდომინალური ნაწილი) ინექციისთვის შესაბამისია.

თუ შესაძლებელია, ინექციისთვის კანის ფსორიაზით დაზიანებული მიდამოები არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, ინექციის გაკეთების დროს სხვა ადამიანის დახმარება გესაჭიროებათ, ამ პიროვნებას ინექციისთვის შეუძლია გამოიყენოს მხრის ზემო ნაწილი.

ფოტო- 2- ბარძაყი და მხარი

,,რუხი ფერით ნაჩვენებია რეკომენდირებული საინექციო მიდამოები’’.

საინექციო მიდამოს მომზადება

ხელები საპნით და თბილი წყლით კარგად დაიბანეთ.

კანის საინექციო მიდამო ანტისეპტიკური სალფეთქით გაწმინდეთ.

ინექციის გაკეთებამდე ამ მიდამოს არ შეეხოთ.

  • ნემსს სახურავი მოხსენით (იხილეთ ფოტო-3)

დოზის ინჟექტირების მზადყოფნამდე, ნემსს სახურავი არ უნდა მოხსნათ.

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი ხელში აიღეთ, ერთი ხელით ინჟექტორი კორპუსის ნაწილში დაიჭირეთ.

ნემსი სახურავი სწრაფად მოხსენით და გადააგდეთ. ამ მოქმედების შესრულებისას, პისტონს არ შეეხოთ. (ფოტო-3)

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორში შეიძლება დაინახოთ ჰაერის ბუშტუკი ანდა ნემსის წვეროდან სითხის წვეთის გადმოსვლა. ორივე მდგომარეობა ნორმალურია და მათი მოცილება არ არის საჭირო.

ნემსს არ შეეხოთ და ასევე ნემსის რაიმე ზედაპირთან კონტაქტს მოერიდეთ.

თუ, ინჟექტორი ძირს დაგივარდებათ და ნემსის სახურავი დახურული არ იქნება, დავარდნილი ინჟექტორი არ გამოიყენოთ.

ასეთ შემთხვევებში კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ნემსის სახურავის მოხსნისთანავე, საჭირო დოზის ინჟექტირება განახორციელეთ.

  • დოზის ინჟექტირება:

ინჟექტორი ერთი ხელით, შუა და საჩვენებელი თითით დაიჭირეთ. ცერა თითი პისტონის სახურავზე მოათავსეთ. მეორე ხელის ცერა და საჩვენებელი თითით კანის გაწმენდილი ნაწილი შეკუმშეთ, მაგრამ არა ძლიერიად.

პისტონი, უკან არასდროს არ მოქაჩოთ.

ერთჯერადი და სწრაფი მოქმედებით ნემსი კანში ჩაარჭეთ. ნემსი კანში შეძლებისდაგვარად ღრმად უნდა გატარდეს (იხილეთ ფოტო-4)

პისტონის თავზე ბოლომდე დაჭირეთ, ნემსის დამცავ ფრთებს შორის მოთავსებამდე და წამლის სრული ინჟექტირება განახორციელეთ. (იხილეთ ფოტო-5).

პისტონის ბოლომდე გატარების შემდეგ, პისტონის თავზე ზეწოლა გააგრძელეთ, ნემსი ამოიღეთ და კანს ხელი გაუშვით. (იხილეთ ფოტო-6).

ისე, როგორ ფოტო-7 არის ნაჩვენები, ნემსის წვერის ნემსის დამცავით დაფარვამდე, დაცლილი ინჟექტორის ზემო მიმართულებით მოძრაობის უზრუნველყოფისთვის, პისტონის თავიდან თითი ნელა აიღეთ.

  • ინექციის შემდეგ:

ინექციის შემდეგ, ინექციის ადგილას რამდენიმე წამის განმავლობაში ანტისეპტიკური სალფეთქი დააფინეთ და დააჭირეთ.

ინექციის ადგილას შეიძლება მცირე რაოდენობით სისხლი ანდა სითხე იყოს. ეს ნორმალურია.

ინექციის მიდამოს ზედაპირზე ბამბა ანდა მარლა დააფინეთ და 10 წამის განმავლობაში დაყოვნეთ.

კანი არ დაზილოთ. თუ, საჭირო იქნება, ინექციის მიდამო პატარა ქირურგიული საფენით დაფარეთ.

  • ნაგვის გადაგდება

გამოყენებული ინჟექტორები, ბასრი წვერის მქონე მასალა გახვრეტის მიმართ გამძლე კონტეინერში მოათავსეთ (იხილეთ ფოტო-8). თქვენი უსაფრთხოებისთვის, ჯანმრთელობისთვის და სხვა ადამიანების უსაფრთხოებისთვის, გამოყენებული ინჟექტორები არავითარ შემთხვევაში განმეორებით არ გამოიყენოთ. ბასრი წვერის მქონე მასალის კონტეინერი რეგიონალური რეგულაციის შესაბამისად უნდა იქნას გადაგდებული.

ანტისეპტიკური სალფეთქების და სხვა მასალის ნაგავში გადაგდება შეიძლება. (ფოტო-8)

JANSSEN

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა