პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
დიურეზული საშუალებები

სპილაქტონი

SPYLACTON

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

_ ესენციური არტერიული ჰიპერტენზია (სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინაციაში, როცა სტანდარტული თერაპია არაეფექტურია ან დაკავშირებულია არასასურველი რეაქციების განვითარებასთან); _ არტერიული ჰიპერტენზია (ალდოსტერონის მომატებული სეკრეციის, ჰიპოკალიემიის და მეტაბოლური ალკალოზის დროს); …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სპირონო (spironolactone)
ფორმა და შეფუთვა
50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიურეზული საშუალებები, ალდოსტერონის ანტაგონისტები
ATC კოდი
C03DA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-045102
რეგისტრირებულია
26 მარტი 2026, მოქმედებს 26 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასპილაქტონი და სხვა წამალი ერთად

სპილაქტონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

_ ესენციური არტერიული ჰიპერტენზია (სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინაციაში, როცა სტანდარტული თერაპია არაეფექტურია ან დაკავშირებულია არასასურველი რეაქციების განვითარებასთან);

_ არტერიული ჰიპერტენზია (ალდოსტერონის მომატებული სეკრეციის, ჰიპოკალიემიის და მეტაბოლური ალკალოზის დროს);

_ შეშუპება გულის უკმარისობის დროს (განსაკურებით პაციენტებში, რომლებიც იტარებენ თერაპიას საგულე გლიკოზიდებით და პაციენტებში დიურეტიკების მიღებასთან დაკავშირებული ჰიპოკალიემიის განვითარების რისკით);

_ ღვიძლის ციროზი ასციტით (დაავადება ხშირად დაკავშირებულია სისხლში ალდოსტერონის კონცენტრაციის მნიშვნელოვან მომატებასთან);

_ ნეფროზული სინდრომი (მაშინ, როცა ისეთი ღონისძიებები, როგორიც არის წყლის და მარილის შეზღუდული მოხმარება, ასევე დიურეტიკებით სტანდარტული თერაპია არაეფექტურია);

_ იდიოპათიური შეშუპება;

_ მეორადი ალდოსტერონიზმი;

_ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის დიაგნოსტიკა და თერაპია.

მიღების წესი და დოზირება

როგოც წესი, სპილაქტონი გამოიყენება სხვა დიურეტიკებთან კომბინაციაში, რადგან მოსალოდნელია, რომ პრეპარატის სათანადო ეფექტი გამოვლინდება თერაპიის დაწყებიდან დაახლოებით 3 დღის შემდეგ.

მოზრდილებში სპირონოლაქტონის სადღეღამისო დოზა შესაძლებელია გაიყოს რამდენიმე მიღებად ან მისი მიღება შესაძლებელია ერთჯერადად. პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად.

ესენციური არტერიული ჰიპერტენზია

როგორც წესი, მოზრდილებში სპირონოლაქტონის საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-100 მგ (ერთჯერადად ან 2 მიღებად დღის განმავლობაში, სასურველია სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინაციაში). მძიმე შემთხვევებში 2 კვირის განმავლობაში სამკურნალო საშუალების სადღეღამისო დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 200 მგ-მდე. მკურნალობის შეფასება უნდა ჩატარდეს არაუადრეს 2 კვირისა, ვინაიდან ხშირად ვლინდება პრეპარატის გადავადებული მოქმედება, შემდგომში დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად. ხანგრძლივი თერაპიის დროს საჭიროა სპირონოლაქტონის დოზის შემცირება.

არტერიული ჰიპერტენზია (დამატებითი თერაპიის სახით ალდოსტერონის მომატებული სეკრეციის, ჰიპოკალიემიის და მეტაბოლური ალკალოზის დროს)

სპილაქტონი გამოიყენება სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინაციაში. სპირონოლაქტონის საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ-ს, საჭიროებისას, 2 კვირის განმავლობაში სამკურნალო საშუალების სადღეღამისო დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 200 მგ-მდე.

შეშუპება გულის უკმარისობის დროს

როგორც წესი, მოზრდილებში სპირონოლაქტონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ-ს. მძიმე შემთხვევებში სამკურნალო საშუალების სადღეღამისო დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 200 მგ-მდე. დიურეზული ეფექტის განვითარების შემდეგ სპირონოლაქტონის დოზა უნდა შემცირდეს. სამკურნალო საშუალების შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, შეადგენს 25-100 მგ-ს.

ღვიძლის ციროზი ასციტით

როდესაც ნატრიუმის კონცენტრაცია შარდში/კალიუმის კონცენტრაცია შარდში თანაფარდობის მნიშვნელობა არის 1,0-ზე მეტი, სპირონოლაქტონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ-ს. მაშინ, როცა ნატრიუმის კონცენტრაცია შარდში/კალიუმის კონცენტრაცია შარდში თანაფარდობის მნიშვნელობა არის 1,0-ზე ნაკლები, სპირონოლაქტონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 200-400 მგ-ს. სხეულის სტაბილური მასის მიღწევის შემდეგ შემანარჩუნებელი თერაპიის დროს პრეპარატის გამოყენება საჭიროა მინიმალური ეფექტური დოზით, მის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

ნეფროზული სინდრომი

როგორც წესი, სპირონოლაქტონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 100-200 მგ-ს. სამკურნალო საშუალებას არ გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და არ ახდენს გავლენას ძირითად პათოლოგიურ პროცესზე. ამიტომ, სპილაქტონის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა ისეთი ზომები, როგორიც არის სითხის და მარილის მოხმარების შეზღუდვა, ასევე დიურეტიკებით სტანდარტული თერაპია, არაეფექტურია.

იდიოპათიური შეშუპება

სპირონოლაქტონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ-ს.

პირველადი ალდოსტერონიზმის დიაგნოსტიკა და თერაპია

სპირონოლაქტონის გამოყენება შესაძლებელია პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის (დაავადების საწყისი ნიშნების გამოვლენა) დიაგნოსტიკის მიზნით პაციენტებში, რომლებიც იცავენ ნორმალურ დიეტას.

ხანმოკლე კვლევა

მოზრდილი პაციენტები იღებენ სპირონოლაქტონს 400 მგ სადღეღამისო დოზით 4 დღის განმავლობაში; თუ სამკურნალო საშუალების მიღების დროს კალიუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში იზრდება, ხოლო მოხსნის შემდეგ მცირდება, საჭიროა პირველადი ალდოსტერონიზმის დიაგნოზის დასმის საკითხის განხილვა.

ხანგრძლივი კვლევა

მოზრდილი პაციენტები იღებენ სპირონოლაქტონს 400 მგ სადღეღამისო დოზით 3-4 კვირის განმავლობაში; იმ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება ჰიპოკალიემიის და არტერიული ჰიპერტენზიის კორექცია, საჭიროა პირველადი ალდოსტერონიზმის დიაგნოზის დასმის საკითხის განხილვა.

ჰიპერალდოსტერონიზმის დიაგნოზის დასმის შემდეგ (საჭიროა დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება) ოპერაციისთვის მზადებისას სპირონოლაქტონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 100-400 მგ-ს.

არაოპერაბელურ პაციენტებში ინდივიდუალურად საჭიროა პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზის შერჩევა.

ჰიპოკალიემია

ორგანიზმში დიურეტიკების გამოყენებასთან დაკავშირებული კალიუმის დეფიციტის კორექციისთვის, ან მაშინ, როცა შიგნით მისაღები კალიუმის პრეპარატების მიღება უკუნაჩვენებია, სპირონოლაქტონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 25-100 მგ-ს.

შეშუპება ბავშვებში

სპირონოლაქტონის საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 1,5-3,0 მგ/კგ-ს, გაყოფილი რამდენიმე მიღებად. დოზის კორექცია ხდება მკურნალობაზე პაციენტის პასუხის და სამკურნალო საშუალების ამტანობის შესაბამისად.

მიღების წესი

ტაბლეტები მიიღება შიგნით.

შესაძლებელია ტაბლეტებისგან სუსპენზიის დამზადება (ბავშვებში გამოყენებისას, რომლებსაც აქვთ ტაბლეტების გადაყლაპვასთან დაკავშირებული სირთულე) მათი დაქუცმაცების, გლიცერინის გარკვეული რაოდენობის დამატების და სიროფში განზავების გზით. მაცივარში შენახვის შემთხვევაში, სუსპენზია სტაბილურია 1 თვის განმავლობაში.

უკუჩვენებები

_ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

_ თირკმლის მწვავე უკმარისობა;

_ თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები);

_ ანურია;

_ ადისონის დაავადება;

_ ჰიპერკალიემია;

_ ჰიპონატრიემია;

_ ეპლერენონთან ერთდროული გამოყენება.

სიფრთხილის ზომები

სპილაქტონის მიღებისას კალიუმის მაღალი შემცველობის დიეტის ან ისეთი მდგომარეობების ფონზე, რომლებიც ხელს უწყობს ჰიპერკალიემიის განვითარებას, ან კალიუმის შემცველ პრეპარატებთან, სხვა კალიუმშემნახველ დიურეტიკებთან, კალიუმის შემცველი მარილის ჩამნაცვლებლებთან, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან (აგფ ინჰიბიტორები), არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აასს), ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან (არბ), ალდოსტერონის ანტაგონისტებთან, ჰეპარინთან, დაბალმოლეკულურ ჰეპარინებთან, ტრიმეტოპრიმთან, სხვა ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ხელს უწყობენ ჰიპერკალიემიის განვითარებას, შესაძლებელია გამოვლინდეს მძიმე ჰიპერკალიემია, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.

ზოგიერთ პაციენტში ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზით და თირკმელების ნორმალური ფუნქციით აღინიშნებოდა ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზის განვითარების შემთხვევები, რომელიც ატარებდა შექცევად ხასიათს და როგორც წესი, დაკავშირებული იყო ჰიპერკალიემიასთან.

სპილაქტონის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ძირითად დაავადებასთან (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი) დაკავშირებული აციდოზის და/ან ჰიპერკალიემიის განვითარების წინასწარგანწყობა, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.

სპილაქტონით თერაპიის დროს საჭიროა სისხლის შრატში ელექტროლიტების დონისა და თირკმელების ფუნქციის პერიოდული კონტროლი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში და/ან პაციენტებში თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის უკვე არსებული დარღვევებით, რადგან პრეპარატის გამოყენებისას არსებობს ჰიპერკალიემიის, ჰიპონატრიემიის განვითარების და სისხლში შარდოვანას აზოტის დონის ტრანზიტორული მომატების რისკი.

სპილაქტონის გამოყენების დროს რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა პაციენტებში თირკმლის საშუალო ხარისხის სიმძიმის უკმარისობით (კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის შრატში 1,2 მგ/100 მლ-დან 1,8 მგ/100 მლ-მდე ან კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ), არტერიული ჰიპოტენზიით და ჰიპოვოლემიით.

პაციენტებში, რომლებიც იტარებენ სპილაქტონით თერაპიას, საჭიროა თავიდან იქნას აცილებული სხეულის მასის სწრაფი დაქვეითება.

ჰიპერკალიემია პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით

ჰიპერკალიემია შესაძლებელია საშიში იყოს პაციენტის სიცოცხლისათვის. პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით საჭიროა კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი სისხლის შრატში. არ უნდა მოხდეს სპილაქტონის ერთდროული გამოყენება სხვა კალიუმშემნახველ დიურეტიკებთან. პაციენტებში, სადაც კალიუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში აღემატება 3,5 მმოლ/ლ-ს, არ უნდა მოხდეს პერორალურად მისაღები კალიუმის პრეპარატების გამოყენება. საჭიროა კალიუმის და კრეატინინის დონის კონტროლი სისხლის შრატში ერთი კვირის შემდეგ მკურნალობის დაწყებიდან ან სპირონოლაქტონის დოზის გაზრდიდან, შემდეგ ყოველთვიურად თერაპიის პირველი სამი თვის განმავლობაში, შემდგომში წელიწადში ოთხჯერ მომდევნო წლის განმავლობაში და შემდეგ ყოველ ექვს თვეში. საჭიროა სპილაქტონით მკურნალობის დროებით ან სრულად შეწყვეტა, თუ კალიუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში აღემატება 5 მმოლ/ლ-ს ან კრეატინინის დონე სისხლის შრატში აღემატება 4 მგ/დლ-ს.

დამხმარე ნივთიერებები

სპილაქტონი 25 მგ შეიცავს საღებავებს ტარტრაზინს და სანსეტ ყვითელს FCF, თითოეულმა მათგანმა შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სპილაქტონის კალიუმის შემცველ პრეპარატებთან, კალიუმშემნახველ დიურეტიკებთან (მაგალითად, ამილორიდი, ტრიამტერენი), კალიუმის შემცველ მარილის ჩამნაცვლებლებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, არბ-თან, ალდოსტერონის ანტაგონისტებთან, ეპლერენონთან, ჰეპარინთან, დაბალმოლეკულურ ჰეპარინებთან, ინდომეტაცინთან, ტრიმეტოპრიმთან და სხვა ისეთ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული გამოყენებისას, რომლებიც ხელს უწყობენ ჰიპერკალიემიის განვითარებას, შესაძლებელია განვითარდეს პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკალიემია.

სპილაქტონმა შესაძლებელია გააძლიეროს სხვა დიურეტიკების და ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედება, ამიტომ, სპილაქტონთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს ზემოხსენებული სამკურნალო საშუალებების დოზის შემცირება.

სპირონოლაქტონის გამოყენებისას მცირდება სისხლძარღვების მგრძნობელობა ნორადრენალინის და ადრენალინის მოქმედების მიმართ, ამიტომ სპილაქტონის გამოყენებისას ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიის ფონზე რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა.

სპირონოლაქტონთან ერთდროული გამოყენებისას დიგოქსინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება. ამასთან დაკავშირებით, სპილაქტონთან კომბინირებული გამოყენებისას, დიგოქსინის დოზა უნდა შემცირდეს, ამავდროულად საჭიროა ასევე პაციენტის მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი დიგიტალისური ინტოქსიკაციის განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

სპირონოლაქტონმა შესაძლებელია იმოქმედოს სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის განსაზღვრის ლაბორატორიული კვლევის შედეგზე, ამასთანავე აღინიშნება ამ მაჩვენებლის მცდარი მაღალი მნიშვნელობები, გარდა ამისა, სპირონოლაქტონის მიღების ფონზე რეგისტრირდება კორტიზოლის მცდარი მაღალი მნიშვნელობები სისხლში.

აასს-ებმა, როგორებიცაა აცეტილსალიცილის მჟავა, ინდომეტაცინი და მეფენამის მჟავა, შესაძლებელია შეამცირონ დიურეტიკების ნატრიურეზული ეფექტი თირკმელებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების შედეგად. დადგენილია, რომ ერთდროული გამოყენებისას ზემოჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან, სპირონოლაქტონის დიურეზული ეფექტი მცირდება.

სპილაქტონის და აასს-ების კომბინირებული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.

სპირონოლაქტონთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ანტიპირინის მეტაბოლიზმის ინტენსივობა.

სპირონოლაქტონის, აგფ ინჰიბიტორების და ფუროსემიდის კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა.

აღწერილია ჰიპერკალიემიური მეტაბოლური აციდოზის განვითარების შემთხვევები სპირონოლაქტონის და ამონიუმის ქლორიდის ან კოლესტირამინის ერთდროული გამოყენების ფონზე.

სპირონოლაქტონის და კარბენოქსოლონის ერთდროული გამოყენებისას ორივე სამკურნალო საშუალების ეფექტურობა შესაძლებელია შემცირდეს.

ნეომიცინთან კომბინირებული გამოყენებისას სპირონოლაქტონის შეწოვის სიჩქარე შესაძლოა შემცირდეს.

სპირონოლაქტონი უკავშირდება ანდროგენულ რეცეპტორებს და შეიძლება გაზარდოს სისხლში პროსტატის სპეციფიური ანტიგენის (პსა) დონე წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ აბირატერონს. აბირატერონის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული.

ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას, შესაძლებელია სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის მომატება, რაც შეიძლება ემთხვეოდეს ჭარბი დოზირების (ლითიუმის კარდიოტოქსიური და ნეიროტოქსიური მოქმედების გაძლიერება) სიმპტომებს. თუ თანხლები დიურეზული თერაპია აუცილებელია, საჭიროა სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის გულდასმითი მონიტორინგი და აუცილებლობისას, დოზის შესაბამისი კორექტირება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ სპირონოლაქტონი ავლენს უარყოფით ზემოქმედებას ნაყოფზე (ფემინიზაცია), ამიტომ სპილაქტონის გამოყენება არ უნდა მოხდეს ქალებში ორსულობის პერიოდში, იმ შემთხვევების გარდა, როცა ეს უკიდურესად აუცილებელია.

ლაქტაცია

კანრენონი, სპირონოლაქტონის მეტაბოლიტი, შეიძლება გამოიყოფოდეს დედის რძით. ამიტომ, სპილაქტონის გამოყენება არ უნდა მოხდეს ქალებში ლაქტაციის პერიოდში. თუ პრეპარატის გამოყენება უკიდურესად აუცილებელია, ქალმა წინასწარ უნდა შეწყვიტოს ძუძუთი კვება.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატის გამოყენების დროს ზოგიერთ პაციენტში აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიც არის ძილიანობა და ცნობიერების არევა. ამიტომ, სპილაქტონის გამოყენებისას, განსაკუთრებით თერაპიის საწყის ეტაპზე, პაციენტებმა უნდა დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის დროს მანამ, სანამ არ შეიტყობენ თავიანთ რეაქციას პრეპარატზე.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირად სპირონოლაქტონით თერაპიის დროს პაციენტებში ვლინდებოდა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიც არის ჰიპერკალიემია და გინეკომასტია.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში და კლინიკური კვლევების დროს აღწერილი არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA-ის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირი (≥1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათი (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება არ არის შესაძლებელი).

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები (კისტების და პოლიპების ჩათვლით): არახშირი – სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნები (მამაკაცებში).

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათი – ლეიკოპენია (მათ შორის აგრანულოციტოზი), თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია (პაციენტებში ღვიძლის ციროზით).

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: არახშირი – პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია (განსაკუთრებით სითხის დიდი რაოდენობით მოხმარებისას), აციდოზი (სამკურნალო საშუალების გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზი ან გაიზარდოს უკვე არსებული ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზის სიმძიმე), შარდოვანას ან აზოტშემცველი ნაერთების დონის და კრეატინინის დონის მატება შარდში, შარდმჟავას კონცენტრაციის მატება სისხლში.

ელექტროლიტურ დარღვევებს შესაძლებელია თან ახლდეს გულის არითმიების, გადაღლის, კუნთების საერთო სისუსტის, კუნთების სპაზმის, მაგალითად, კანჭის ტყუპი კუნთის კრუნჩხვები, ან თავბრუსხვევის განვითარება.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი – ცნობიერების არევა, თავბრუსხვევა; არახშირი – თავის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, ატაქსია.

გულის მხრივ: ხშირი – ჰიპერკალიემია, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშია, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით და შესაძლებელია თან ახლდეს გულის არითმიების და ჰიპერკალიემიური დამბლის განვითარება.

სისხლძარღვების მხრივ: იშვიათი – ვასკულიტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი – გულისრევა; არახშირი – კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიც არის დიარეა და სპაზმები, ღებინება; იშვიათი – გასტრიტი, სისხლდენა კუჭის ლორწოვანი გარსიდან, წყლულების განვითარება.

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: იშვიათი – სიყვითლე, ჰეპატიტი, ჰეპატოტოქსიკურობა (ღვიძლის ფერმენტების დონის მატება სისხლში).

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირი – კანის ქავილი, ერითემატოზური ან მაკულოპაპულოზური გამონაყარი; არახშირი – ბეჭდისებრი ერითემა, ჭინჭრის ციება, ალოპეცია, ჰიპერტრიქოზი, ჰირსუტიზმი, წითელი მგლურა და კანის დაზიანებები, რომლებიც გარეგნულად ჰგავს წითელ ბრტყელ ლიქენს; სიხშირე უცნობია (ერთეული შემთხვევები) – სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირი – კრუნჩხვები ფეხებში; იშვიათი – ოსტეომალაცია.

თირკმელების და შარდ-გამომყოფი გზების მხრივ: ხშირი – თირკმლის მწვავე უკმარისობა.

სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ: ხშირი – უპირატესად შექცევადი გინეკომასტია (დამოკიდებულია დოზაზე და თერაპიის ხანგრძლივობაზე), მასტოდინია (მამაკაცებში); არახშირი – ერექციული დისფუნქცია, იმპოტენცია, სათესლე სითხეში სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება და მათი მოძრაობის უნარის დაქვეითება, ლიბიდოს ცვლილება, არარეგულარული მენსტრუაცია ან ამენორეა, პოსტმენოპაუზური სისხლდენა, მასტოდინია (ქალებში).

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირი – სისუსტე; სიხშირე უცნობია (ერთეული შემთხვევები) – სხეულის ტემპერატურის მატება, ხმის შეუქცევადი შეცვლა, მაგალითად, ხმის ჩახლეჩვა, ხმის დაბოხება (ქალებში).

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ განყოფილებაში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

სამკურნალო საშუალების მწვავე ჭარბი დოზირების სიმპტომები მოიცავს გულისრევას, ღებინებას, ძილიანობას, ცნობიერების არევას, მაკულოპაპულოზურ ან ერითემატოზურ გამონაყარს და დიარეას.

შესაძლებელია დაფიქსირდეს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (მაგალითად, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია) ან გაუწყლოება, ასევე ნერვული იმპულსების გენერაციის და გამტარობის დარღვევები გულში (მაგალითად, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პარკუჭების ფიბრილაცია, წინაგულების ფიბრილაცია, გულის გაჩერება) და ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) (მაღალი გუმბათისებრი T კბილი და QRS კომპლექსის გაფართოება).

მკურნალობა

სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. ჭარბი დოზირების დროს საჭიროა სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება, მათ შორის ღებინების პროვოცირება ან კუჭის ამორეცხვა. საჭიროა გაუწყლოების, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების და არტერიული ჰიპოტენზიის სტანდარტული თერაპიის ჩატარება.

ჰიპერკალიემიის კორექციისთვის შესაძლებელია მიზანშეწონილი იყოს გლუკოზის ხსნარის (20-50%) და ინსულინის (0,25-0,5 სე გლუკოზის 1,0 გ-ზე) სწრაფი შეყვანა. ასევე შესაძლებელია კალიურეზული დიურეტიკების და იონმიმოცვლითი ფისების გამოყენება. Aუცილებელია სპილაქტონის მიღების შეწყვეტა და კალიუმის მოხმარების (კალიუმის შემცველი პროდუქტების ჩათვლით) შეზღუდვა.

შემადგენლობა

სპილაქტონი 25 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: სპირონოლაქტონი 25 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოვიდონი K30, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი II ყვითელი 85F220095 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ტარტრაზინი ალუმინის ლაქი, სანსეტ ყვითელი FCF ალუმინის ლაქი).

სპილაქტონი 50 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: სპირონოლაქტონი 50 მგ.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი II ნარინჯისფერი 85F230047 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი).

სპილაქტონი 100 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: სპირონოლაქტონი 100 მგ.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი II ნარინჯისფერი 85F230020 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი).

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა:

სპილაქტონი 25 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ღია ყვითელიდან ყვითელ ფერამდე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ნაზოლით ცალ მხარეს.

სპილაქტონი 50 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ღია ნარინჯისფერიდან ნარინჯისფერამდე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ნაზოლით ცალ მხარეს.

სპილაქტონი 100 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, მოყვითალო-ნარინჯისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ნაზოლით ცალ მხარეს.

შენახვის პირობები

5 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება ნესტისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და სხვა სამუშაოების შესრულებისას

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები. დიურეზული საშუალებები. კალიუმშემნახველი პრეპარატები. ალდოსტერონის ანტაგონისტები. ათქ კოდი C03DA01.

მოქმედების მექანიზმი

სპირონოლაქტონი არის ალდოსტერონის რეცეპტორების სპეციფიკური ანტაგონისტი. ალდოსტერონის მოქმედებით თირკმლის დისტალურ მილაკებში ხდება ნატრიუმის რეაბსორბცია და კალიუმის სეკრეცია, შედეგად მცირდება დიურეზი. სპირონოლაქტონის მოქმედება უპირატესად განპირობებულია თირკმლის დისტალურ მილაკებში ნატრიუმის და კალიუმის ცვლის უბნებზე განთავსებულ ალდოსტერონის რეცეპტორებთან კონკურენტული შეკავშირებით. სპირონოლაქტონი მოქმედებს როგორც კალიუმშემნახველი დიურეტიკი, ის აძლიერებს ნატრიუმის და წყლის გამოყოფას ორგანიზმიდან, ამასთან მცირდება კალიუმის და მაგნიუმის გამოყოფა.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

სპირონოლაქტონის დიურეზული ეფექტი ვითარდება თანდათანობით, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა სამკურნალო საშუალების მიღების მესამე დღეს. სპირონოლაქტონით თერაპიის დასრულების შემდეგ დიურეზული ეფექტი ნარჩუნდება 2-3 დღის განმავლობაში.

სპირონოლაქტონი ავლენს თავის მოქმედებას თირკმლის დისტალურ მილაკებში, ის აძლიერებს სხვა დიურეტიკების ეფექტს, რომლებიც უპირატესად მოქმედებენ ნეფრონის პროქსიმალურ ნაწილზე და ამით ზრდიან ნატრიუმის მიწოდებას დისტალურ ნაწილში. დიურეტიკებმა შესაძლებელია იმოქმედონ გლუკოზის და შარდმჟავას მეტაბოლიზმზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

საკვებთან ერთად მიღებისას სპირონოლაქტონის ბიოშეღწევადობა იზრდება შეწოვის გაძლიერების ხარჯზე და, შესაძლოა, სამკურნალო საშუალების მეტაბოლიზმის ინტენსივობის შემცირების ხარჯზე პრესისტემური ელიმინაციის პროცესის (,,პირველი გავლის~ ეფექტი) მიმდინარეობისას.

სპირონოლაქტონის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 90%-ს.

სპირონოლაქტონის ყოველდღიური მიღებისას 100 მგ დოზით (არაუზმოზე) 15 დღის განმავლობაში ჯანმრთელ სუბიექტებში სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში (Cmax) მიიღწეოდა მიღებიდან 2,6 საათის შემდეგ (tmax) და შეადგენდა 80 ნგ/მლ, ნახევარგამოყოფის პერიოდი (T½) შეადგენდა 1,4 საათს, 7-α-(თიომეთილ)-სპირონოლაქტონისთვის და კანრენონისთვის Cmax მნიშვნელობები შეადგენდა 391 ნგ/მლ და 181 ნგ/მლ, შესაბამისად, tmax მნიშვნელობები – 3,2 საათს და 4,3 საათს, შესაბამისად, T½ მნიშვნელობები 13,8 საათს და 16,5 საათს, შესაბამისად.

გადანაწილება

სპირონოლაქტონის და კანრენონის სისხლის შრატის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 90%-ზე მეტს.

მეტაბოლიზმი

შიგნით მიღების შემდეგ სპირონოლაქტონი სწრაფად და სრულად მეტაბოლიზდება, ბიოტრანსფორმაციის პროცესში წარმოიქმნება სამკურნალო საშუალების ორი ძირითადი აქტიური მეტაბოლიტი, კანრენონი და 7-α-(თიომეთილ)-სპირონოლაქტონი.

გამოყოფა

სპირონოლაქტონის მეტაბოლიტები უპირატესად გამოიყოფა შარდით, ასევე ნაღველით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

სპილაქტონი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

სპილაქტონი, Spylacton

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

სპირონოლაქტონი, Spironolactone

შემადგენლობა

სპილაქტონი 25 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: სპირონოლაქტონი 25 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოვიდონი K30, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი II ყვითელი 85F220095 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ტარტრაზინი ალუმინის ლაქი, სანსეტ ყვითელი FCF ალუმინის ლაქი).

სპილაქტონი 50 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: სპირონოლაქტონი 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოვიდონი K30, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი II ნარინჯისფერი 85F230047 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი).

სპილაქტონი 100 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: სპირონოლაქტონი 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოვიდონი K30, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი II ნარინჯისფერი 85F230020 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი).

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა:

სპილაქტონი 25 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ღია ყვითელიდან ყვითელ ფერამდე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ნაზოლით ცალ მხარეს.

სპილაქტონი 50 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ღია ნარინჯისფერიდან ნარინჯისფერამდე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ნაზოლით ცალ მხარეს.

სპილაქტონი 100 მგ: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, მოყვითალო-ნარინჯისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ნაზოლით ცალ მხარეს.

გამოყენების ჩვენებები

_ ესენციური არტერიული ჰიპერტენზია (სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინაციაში, როცა სტანდარტული თერაპია არაეფექტურია ან დაკავშირებულია არასასურველი რეაქციების განვითარებასთან);

_ არტერიული ჰიპერტენზია (ალდოსტერონის მომატებული სეკრეციის, ჰიპოკალიემიის და მეტაბოლური ალკალოზის დროს);

_ შეშუპება გულის უკმარისობის დროს (განსაკურებით პაციენტებში, რომლებიც იტარებენ თერაპიას საგულე გლიკოზიდებით და პაციენტებში დიურეტიკების მიღებასთან დაკავშირებული ჰიპოკალიემიის განვითარების რისკით);

_ ღვიძლის ციროზი ასციტით (დაავადება ხშირად დაკავშირებულია სისხლში ალდოსტერონის კონცენტრაციის მნიშვნელოვან მომატებასთან);

_ ნეფროზული სინდრომი (მაშინ, როცა ისეთი ღონისძიებები, როგორიც არის წყლის და მარილის შეზღუდული მოხმარება, ასევე დიურეტიკებით სტანდარტული თერაპია არაეფექტურია);

_ იდიოპათიური შეშუპება;

_ მეორადი ალდოსტერონიზმი;

_ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის დიაგნოსტიკა და თერაპია.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

როგოც წესი, სპილაქტონი გამოიყენება სხვა დიურეტიკებთან კომბინაციაში, რადგან მოსალოდნელია, რომ პრეპარატის სათანადო ეფექტი გამოვლინდება თერაპიის დაწყებიდან დაახლოებით 3 დღის შემდეგ.

მოზრდილებში სპირონოლაქტონის სადღეღამისო დოზა შესაძლებელია გაიყოს რამდენიმე მიღებად ან მისი მიღება შესაძლებელია ერთჯერადად. პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად.

ესენციური არტერიული ჰიპერტენზია

როგორც წესი, მოზრდილებში სპირონოლაქტონის საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-100 მგ (ერთჯერადად ან 2 მიღებად დღის განმავლობაში, სასურველია სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინაციაში). მძიმე შემთხვევებში 2 კვირის განმავლობაში სამკურნალო საშუალების სადღეღამისო დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 200 მგ-მდე. მკურნალობის შეფასება უნდა ჩატარდეს არაუადრეს 2 კვირისა, ვინაიდან ხშირად ვლინდება პრეპარატის გადავადებული მოქმედება, შემდგომში დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად. ხანგრძლივი თერაპიის დროს საჭიროა სპირონოლაქტონის დოზის შემცირება.

არტერიული ჰიპერტენზია (დამატებითი თერაპიის სახით ალდოსტერონის მომატებული სეკრეციის, ჰიპოკალიემიის და მეტაბოლური ალკალოზის დროს)

სპილაქტონი გამოიყენება სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინაციაში. სპირონოლაქტონის საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ-ს, საჭიროებისას, 2 კვირის განმავლობაში სამკურნალო საშუალების სადღეღამისო დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 200 მგ-მდე.

შეშუპება გულის უკმარისობის დროს

როგორც წესი, მოზრდილებში სპირონოლაქტონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ-ს. მძიმე შემთხვევებში სამკურნალო საშუალების სადღეღამისო დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 200 მგ-მდე. დიურეზული ეფექტის განვითარების შემდეგ სპირონოლაქტონის დოზა უნდა შემცირდეს. სამკურნალო საშუალების შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, შეადგენს 25-100 მგ-ს.

ღვიძლის ციროზი ასციტით

როდესაც ნატრიუმის კონცენტრაცია შარდში/კალიუმის კონცენტრაცია შარდში თანაფარდობის მნიშვნელობა არის 1,0-ზე მეტი, სპირონოლაქტონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ-ს. მაშინ, როცა ნატრიუმის კონცენტრაცია შარდში/კალიუმის კონცენტრაცია შარდში თანაფარდობის მნიშვნელობა არის 1,0-ზე ნაკლები, სპირონოლაქტონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 200-400 მგ-ს. სხეულის სტაბილური მასის მიღწევის შემდეგ შემანარჩუნებელი თერაპიის დროს პრეპარატის გამოყენება საჭიროა მინიმალური ეფექტური დოზით, მის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

ნეფროზული სინდრომი

როგორც წესი, სპირონოლაქტონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 100-200 მგ-ს. სამკურნალო საშუალებას არ გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და არ ახდენს გავლენას ძირითად პათოლოგიურ პროცესზე. ამიტომ, სპილაქტონის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა ისეთი ზომები, როგორიც არის სითხის და მარილის მოხმარების შეზღუდვა, ასევე დიურეტიკებით სტანდარტული თერაპია, არაეფექტურია.

იდიოპათიური შეშუპება

სპირონოლაქტონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ-ს.

პირველადი ალდოსტერონიზმის დიაგნოსტიკა და თერაპია

სპირონოლაქტონის გამოყენება შესაძლებელია პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის (დაავადების საწყისი ნიშნების გამოვლენა) დიაგნოსტიკის მიზნით პაციენტებში, რომლებიც იცავენ ნორმალურ დიეტას.

ხანმოკლე კვლევა

მოზრდილი პაციენტები იღებენ სპირონოლაქტონს 400 მგ სადღეღამისო დოზით 4 დღის განმავლობაში; თუ სამკურნალო საშუალების მიღების დროს კალიუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში იზრდება, ხოლო მოხსნის შემდეგ მცირდება, საჭიროა პირველადი ალდოსტერონიზმის დიაგნოზის დასმის საკითხის განხილვა.

ხანგრძლივი კვლევა

მოზრდილი პაციენტები იღებენ სპირონოლაქტონს 400 მგ სადღეღამისო დოზით 3-4 კვირის განმავლობაში; იმ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება ჰიპოკალიემიის და არტერიული ჰიპერტენზიის კორექცია, საჭიროა პირველადი ალდოსტერონიზმის დიაგნოზის დასმის საკითხის განხილვა.

ჰიპერალდოსტერონიზმის დიაგნოზის დასმის შემდეგ (საჭიროა დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება) ოპერაციისთვის მზადებისას სპირონოლაქტონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 100-400 მგ-ს.

არაოპერაბელურ პაციენტებში ინდივიდუალურად საჭიროა პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზის შერჩევა.

ჰიპოკალიემია

ორგანიზმში დიურეტიკების გამოყენებასთან დაკავშირებული კალიუმის დეფიციტის კორექციისთვის, ან მაშინ, როცა შიგნით მისაღები კალიუმის პრეპარატების მიღება უკუნაჩვენებია, სპირონოლაქტონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 25-100 მგ-ს.

შეშუპება ბავშვებში

სპირონოლაქტონის საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 1,5-3,0 მგ/კგ-ს, გაყოფილი რამდენიმე მიღებად. დოზის კორექცია ხდება მკურნალობაზე პაციენტის პასუხის და სამკურნალო საშუალების ამტანობის შესაბამისად.

მიღების წესი

ტაბლეტები მიიღება შიგნით.

შესაძლებელია ტაბლეტებისგან სუსპენზიის დამზადება (ბავშვებში გამოყენებისას, რომლებსაც აქვთ ტაბლეტების გადაყლაპვასთან დაკავშირებული სირთულე) მათი დაქუცმაცების, გლიცერინის გარკვეული რაოდენობის დამატების და სიროფში განზავების გზით. მაცივარში შენახვის შემთხვევაში, სუსპენზია სტაბილურია 1 თვის განმავლობაში.

უკუჩვენებები

_ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

_ თირკმლის მწვავე უკმარისობა;

_ თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები);

_ ანურია;

_ ადისონის დაავადება;

_ ჰიპერკალიემია;

_ ჰიპონატრიემია;

_ ეპლერენონთან ერთდროული გამოყენება.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

სპილაქტონის მიღებისას კალიუმის მაღალი შემცველობის დიეტის ან ისეთი მდგომარეობების ფონზე, რომლებიც ხელს უწყობს ჰიპერკალიემიის განვითარებას, ან კალიუმის შემცველ პრეპარატებთან, სხვა კალიუმშემნახველ დიურეტიკებთან, კალიუმის შემცველი მარილის ჩამნაცვლებლებთან, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან (აგფ ინჰიბიტორები), არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აასს), ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან (არბ), ალდოსტერონის ანტაგონისტებთან, ჰეპარინთან, დაბალმოლეკულურ ჰეპარინებთან, ტრიმეტოპრიმთან, სხვა ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ხელს უწყობენ ჰიპერკალიემიის განვითარებას, შესაძლებელია გამოვლინდეს მძიმე ჰიპერკალიემია, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.

ზოგიერთ პაციენტში ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზით და თირკმელების ნორმალური ფუნქციით აღინიშნებოდა ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზის განვითარების შემთხვევები, რომელიც ატარებდა შექცევად ხასიათს და როგორც წესი, დაკავშირებული იყო ჰიპერკალიემიასთან.

სპილაქტონის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ძირითად დაავადებასთან (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი) დაკავშირებული აციდოზის და/ან ჰიპერკალიემიის განვითარების წინასწარგანწყობა, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.

სპილაქტონით თერაპიის დროს საჭიროა სისხლის შრატში ელექტროლიტების დონისა და თირკმელების ფუნქციის პერიოდული კონტროლი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში და/ან პაციენტებში თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის უკვე არსებული დარღვევებით, რადგან პრეპარატის გამოყენებისას არსებობს ჰიპერკალიემიის, ჰიპონატრიემიის განვითარების და სისხლში შარდოვანას აზოტის დონის ტრანზიტორული მომატების რისკი.

სპილაქტონის გამოყენების დროს რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა პაციენტებში თირკმლის საშუალო ხარისხის სიმძიმის უკმარისობით (კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის შრატში 1,2 მგ/100 მლ-დან 1,8 მგ/100 მლ-მდე ან კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ), არტერიული ჰიპოტენზიით და ჰიპოვოლემიით.

პაციენტებში, რომლებიც იტარებენ სპილაქტონით თერაპიას, საჭიროა თავიდან იქნას აცილებული სხეულის მასის სწრაფი დაქვეითება.

ჰიპერკალიემია პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით

ჰიპერკალიემია შესაძლებელია საშიში იყოს პაციენტის სიცოცხლისათვის. პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით საჭიროა კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი სისხლის შრატში. არ უნდა მოხდეს სპილაქტონის ერთდროული გამოყენება სხვა კალიუმშემნახველ დიურეტიკებთან. პაციენტებში, სადაც კალიუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში აღემატება 3,5 მმოლ/ლ-ს, არ უნდა მოხდეს პერორალურად მისაღები კალიუმის პრეპარატების გამოყენება. საჭიროა კალიუმის და კრეატინინის დონის კონტროლი სისხლის შრატში ერთი კვირის შემდეგ მკურნალობის დაწყებიდან ან სპირონოლაქტონის დოზის გაზრდიდან, შემდეგ ყოველთვიურად თერაპიის პირველი სამი თვის განმავლობაში, შემდგომში წელიწადში ოთხჯერ მომდევნო წლის განმავლობაში და შემდეგ ყოველ ექვს თვეში. საჭიროა სპილაქტონით მკურნალობის დროებით ან სრულად შეწყვეტა, თუ კალიუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში აღემატება 5 მმოლ/ლ-ს ან კრეატინინის დონე სისხლის შრატში აღემატება 4 მგ/დლ-ს.

დამხმარე ნივთიერებები

სპილაქტონი 25 მგ შეიცავს საღებავებს ტარტრაზინს და სანსეტ ყვითელს FCF, თითოეულმა მათგანმა შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

შეუთავსებლობა

მონაცემები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

სპილაქტონის კალიუმის შემცველ პრეპარატებთან, კალიუმშემნახველ დიურეტიკებთან (მაგალითად, ამილორიდი, ტრიამტერენი), კალიუმის შემცველ მარილის ჩამნაცვლებლებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, არბ-თან, ალდოსტერონის ანტაგონისტებთან, ეპლერენონთან, ჰეპარინთან, დაბალმოლეკულურ ჰეპარინებთან, ინდომეტაცინთან, ტრიმეტოპრიმთან და სხვა ისეთ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული გამოყენებისას, რომლებიც ხელს უწყობენ ჰიპერკალიემიის განვითარებას, შესაძლებელია განვითარდეს პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკალიემია.

სპილაქტონმა შესაძლებელია გააძლიეროს სხვა დიურეტიკების და ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედება, ამიტომ, სპილაქტონთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს ზემოხსენებული სამკურნალო საშუალებების დოზის შემცირება.

სპირონოლაქტონის გამოყენებისას მცირდება სისხლძარღვების მგრძნობელობა ნორადრენალინის და ადრენალინის მოქმედების მიმართ, ამიტომ სპილაქტონის გამოყენებისას ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიის ფონზე რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა.

სპირონოლაქტონთან ერთდროული გამოყენებისას დიგოქსინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება. ამასთან დაკავშირებით, სპილაქტონთან კომბინირებული გამოყენებისას, დიგოქსინის დოზა უნდა შემცირდეს, ამავდროულად საჭიროა ასევე პაციენტის მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი დიგიტალისური ინტოქსიკაციის განვითარების თავიდან აცილების მიზნით.

სპირონოლაქტონმა შესაძლებელია იმოქმედოს სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის განსაზღვრის ლაბორატორიული კვლევის შედეგზე, ამასთანავე აღინიშნება ამ მაჩვენებლის მცდარი მაღალი მნიშვნელობები, გარდა ამისა, სპირონოლაქტონის მიღების ფონზე რეგისტრირდება კორტიზოლის მცდარი მაღალი მნიშვნელობები სისხლში.

აასს-ებმა, როგორებიცაა აცეტილსალიცილის მჟავა, ინდომეტაცინი და მეფენამის მჟავა, შესაძლებელია შეამცირონ დიურეტიკების ნატრიურეზული ეფექტი თირკმელებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების შედეგად. დადგენილია, რომ ერთდროული გამოყენებისას ზემოჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან, სპირონოლაქტონის დიურეზული ეფექტი მცირდება.

სპილაქტონის და აასს-ების კომბინირებული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.

სპირონოლაქტონთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ანტიპირინის მეტაბოლიზმის ინტენსივობა.

სპირონოლაქტონის, აგფ ინჰიბიტორების და ფუროსემიდის კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა.

აღწერილია ჰიპერკალიემიური მეტაბოლური აციდოზის განვითარების შემთხვევები სპირონოლაქტონის და ამონიუმის ქლორიდის ან კოლესტირამინის ერთდროული გამოყენების ფონზე.

სპირონოლაქტონის და კარბენოქსოლონის ერთდროული გამოყენებისას ორივე სამკურნალო საშუალების ეფექტურობა შესაძლებელია შემცირდეს.

ნეომიცინთან კომბინირებული გამოყენებისას სპირონოლაქტონის შეწოვის სიჩქარე შესაძლოა შემცირდეს.

სპირონოლაქტონი უკავშირდება ანდროგენულ რეცეპტორებს და შეიძლება გაზარდოს სისხლში პროსტატის სპეციფიური ანტიგენის (პსა) დონე წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ აბირატერონს. აბირატერონის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული.

ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას, შესაძლებელია სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის მომატება, რაც შეიძლება ემთხვეოდეს ჭარბი დოზირების (ლითიუმის კარდიოტოქსიური და ნეიროტოქსიური მოქმედების გაძლიერება) სიმპტომებს. თუ თანხლები დიურეზული თერაპია აუცილებელია, საჭიროა სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის გულდასმითი მონიტორინგი და აუცილებლობისას, დოზის შესაბამისი კორექტირება.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ სპირონოლაქტონი ავლენს უარყოფით ზემოქმედებას ნაყოფზე (ფემინიზაცია), ამიტომ სპილაქტონის გამოყენება არ უნდა მოხდეს ქალებში ორსულობის პერიოდში, იმ შემთხვევების გარდა, როცა ეს უკიდურესად აუცილებელია.

ლაქტაცია

კანრენონი, სპირონოლაქტონის მეტაბოლიტი, შეიძლება გამოიყოფოდეს დედის რძით. ამიტომ, სპილაქტონის გამოყენება არ უნდა მოხდეს ქალებში ლაქტაციის პერიოდში. თუ პრეპარატის გამოყენება უკიდურესად აუცილებელია, ქალმა წინასწარ უნდა შეწყვიტოს ძუძუთი კვება.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატის გამოყენების დროს ზოგიერთ პაციენტში აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიც არის ძილიანობა და ცნობიერების არევა. ამიტომ, სპილაქტონის გამოყენებისას, განსაკუთრებით თერაპიის საწყის ეტაპზე, პაციენტებმა უნდა დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის დროს მანამ, სანამ არ შეიტყობენ თავიანთ რეაქციას პრეპარატზე.

არასასურველი რეაქციები

ყველაზე ხშირად სპირონოლაქტონით თერაპიის დროს პაციენტებში ვლინდებოდა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიც არის ჰიპერკალიემია და გინეკომასტია.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში და კლინიკური კვლევების დროს აღწერილი არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA-ის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირი (≥1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათი (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება არ არის შესაძლებელი).

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები (კისტების და პოლიპების ჩათვლით): არახშირი – სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნები (მამაკაცებში).

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათი – ლეიკოპენია (მათ შორის აგრანულოციტოზი), თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია (პაციენტებში ღვიძლის ციროზით).

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: არახშირი – პაციენტის სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია (განსაკუთრებით სითხის დიდი რაოდენობით მოხმარებისას), აციდოზი (სამკურნალო საშუალების გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზი ან გაიზარდოს უკვე არსებული ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზის სიმძიმე), შარდოვანას ან აზოტშემცველი ნაერთების დონის და კრეატინინის დონის მატება შარდში, შარდმჟავას კონცენტრაციის მატება სისხლში.

ელექტროლიტურ დარღვევებს შესაძლებელია თან ახლდეს გულის არითმიების, გადაღლის, კუნთების საერთო სისუსტის, კუნთების სპაზმის, მაგალითად, კანჭის ტყუპი კუნთის კრუნჩხვები, ან თავბრუსხვევის განვითარება.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი – ცნობიერების არევა, თავბრუსხვევა; არახშირი – თავის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, ატაქსია.

გულის მხრივ: ხშირი – ჰიპერკალიემია, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშია, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით და შესაძლებელია თან ახლდეს გულის არითმიების და ჰიპერკალიემიური დამბლის განვითარება.

სისხლძარღვების მხრივ: იშვიათი – ვასკულიტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი – გულისრევა; არახშირი – კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიც არის დიარეა და სპაზმები, ღებინება; იშვიათი – გასტრიტი, სისხლდენა კუჭის ლორწოვანი გარსიდან, წყლულების განვითარება.

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: იშვიათი – სიყვითლე, ჰეპატიტი, ჰეპატოტოქსიკურობა (ღვიძლის ფერმენტების დონის მატება სისხლში).

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირი – კანის ქავილი, ერითემატოზური ან მაკულოპაპულოზური გამონაყარი; არახშირი – ბეჭდისებრი ერითემა, ჭინჭრის ციება, ალოპეცია, ჰიპერტრიქოზი, ჰირსუტიზმი, წითელი მგლურა და კანის დაზიანებები, რომლებიც გარეგნულად ჰგავს წითელ ბრტყელ ლიქენს; სიხშირე უცნობია (ერთეული შემთხვევები) – სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირი – კრუნჩხვები ფეხებში; იშვიათი – ოსტეომალაცია.

თირკმელების და შარდ-გამომყოფი გზების მხრივ: ხშირი – თირკმლის მწვავე უკმარისობა.

სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ: ხშირი – უპირატესად შექცევადი გინეკომასტია (დამოკიდებულია დოზაზე და თერაპიის ხანგრძლივობაზე), მასტოდინია (მამაკაცებში); არახშირი – ერექციული დისფუნქცია, იმპოტენცია, სათესლე სითხეში სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება და მათი მოძრაობის უნარის დაქვეითება, ლიბიდოს ცვლილება, არარეგულარული მენსტრუაცია ან ამენორეა, პოსტმენოპაუზური სისხლდენა, მასტოდინია (ქალებში).

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირი – სისუსტე; სიხშირე უცნობია (ერთეული შემთხვევები) – სხეულის ტემპერატურის მატება, ხმის შეუქცევადი შეცვლა, მაგალითად, ხმის ჩახლეჩვა, ხმის დაბოხება (ქალებში).

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ განყოფილებაში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

სამკურნალო საშუალების მწვავე ჭარბი დოზირების სიმპტომები მოიცავს გულისრევას, ღებინებას, ძილიანობას, ცნობიერების არევას, მაკულოპაპულოზურ ან ერითემატოზურ გამონაყარს და დიარეას.

შესაძლებელია დაფიქსირდეს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (მაგალითად, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია) ან გაუწყლოება, ასევე ნერვული იმპულსების გენერაციის და გამტარობის დარღვევები გულში (მაგალითად, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პარკუჭების ფიბრილაცია, წინაგულების ფიბრილაცია, გულის გაჩერება) და ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) (მაღალი გუმბათისებრი T კბილი და QRS კომპლექსის გაფართოება).

მკურნალობა

სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. ჭარბი დოზირების დროს საჭიროა სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება, მათ შორის ღებინების პროვოცირება ან კუჭის ამორეცხვა. საჭიროა გაუწყლოების, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების და არტერიული ჰიპოტენზიის სტანდარტული თერაპიის ჩატარება.

ჰიპერკალიემიის კორექციისთვის შესაძლებელია მიზანშეწონილი იყოს გლუკოზის ხსნარის (20-50%) და ინსულინის (0,25-0,5 სე გლუკოზის 1,0 გ-ზე) სწრაფი შეყვანა. ასევე შესაძლებელია კალიურეზული დიურეტიკების და იონმიმოცვლითი ფისების გამოყენება. Aუცილებელია სპილაქტონის მიღების შეწყვეტა და კალიუმის მოხმარების (კალიუმის შემცველი პროდუქტების ჩათვლით) შეზღუდვა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები. დიურეზული საშუალებები. კალიუმშემნახველი პრეპარატები. ალდოსტერონის ანტაგონისტები. ათქ კოდი C03DA01.

მოქმედების მექანიზმი

სპირონოლაქტონი არის ალდოსტერონის რეცეპტორების სპეციფიკური ანტაგონისტი. ალდოსტერონის მოქმედებით თირკმლის დისტალურ მილაკებში ხდება ნატრიუმის რეაბსორბცია და კალიუმის სეკრეცია, შედეგად მცირდება დიურეზი. სპირონოლაქტონის მოქმედება უპირატესად განპირობებულია თირკმლის დისტალურ მილაკებში ნატრიუმის და კალიუმის ცვლის უბნებზე განთავსებულ ალდოსტერონის რეცეპტორებთან კონკურენტული შეკავშირებით. სპირონოლაქტონი მოქმედებს როგორც კალიუმშემნახველი დიურეტიკი, ის აძლიერებს ნატრიუმის და წყლის გამოყოფას ორგანიზმიდან, ამასთან მცირდება კალიუმის და მაგნიუმის გამოყოფა.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

სპირონოლაქტონის დიურეზული ეფექტი ვითარდება თანდათანობით, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა სამკურნალო საშუალების მიღების მესამე დღეს. სპირონოლაქტონით თერაპიის დასრულების შემდეგ დიურეზული ეფექტი ნარჩუნდება 2-3 დღის განმავლობაში.

სპირონოლაქტონი ავლენს თავის მოქმედებას თირკმლის დისტალურ მილაკებში, ის აძლიერებს სხვა დიურეტიკების ეფექტს, რომლებიც უპირატესად მოქმედებენ ნეფრონის პროქსიმალურ ნაწილზე და ამით ზრდიან ნატრიუმის მიწოდებას დისტალურ ნაწილში. დიურეტიკებმა შესაძლებელია იმოქმედონ გლუკოზის და შარდმჟავას მეტაბოლიზმზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

საკვებთან ერთად მიღებისას სპირონოლაქტონის ბიოშეღწევადობა იზრდება შეწოვის გაძლიერების ხარჯზე და, შესაძლოა, სამკურნალო საშუალების მეტაბოლიზმის ინტენსივობის შემცირების ხარჯზე პრესისტემური ელიმინაციის პროცესის (,,პირველი გავლის~ ეფექტი) მიმდინარეობისას.

სპირონოლაქტონის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 90%-ს.

სპირონოლაქტონის ყოველდღიური მიღებისას 100 მგ დოზით (არაუზმოზე) 15 დღის განმავლობაში ჯანმრთელ სუბიექტებში სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში (Cmax) მიიღწეოდა მიღებიდან 2,6 საათის შემდეგ (tmax) და შეადგენდა 80 ნგ/მლ, ნახევარგამოყოფის პერიოდი (T½) შეადგენდა 1,4 საათს, 7-α-(თიომეთილ)-სპირონოლაქტონისთვის და კანრენონისთვის Cmax მნიშვნელობები შეადგენდა 391 ნგ/მლ და 181 ნგ/მლ, შესაბამისად, tmax მნიშვნელობები – 3,2 საათს და 4,3 საათს, შესაბამისად, T½ მნიშვნელობები 13,8 საათს და 16,5 საათს, შესაბამისად.

გადანაწილება

სპირონოლაქტონის და კანრენონის სისხლის შრატის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 90%-ზე მეტს.

მეტაბოლიზმი

შიგნით მიღების შემდეგ სპირონოლაქტონი სწრაფად და სრულად მეტაბოლიზდება, ბიოტრანსფორმაციის პროცესში წარმოიქმნება სამკურნალო საშუალების ორი ძირითადი აქტიური მეტაბოლიტი, კანრენონი და 7-α-(თიომეთილ)-სპირონოლაქტონი.

გამოყოფა

სპირონოლაქტონის მეტაბოლიტები უპირატესად გამოიყოფა შარდით, ასევე ნაღველით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ვარგისობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება ნესტისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და სხვა სამუშაოების შესრულებისას

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი

“ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.ვე ტიჯ. ა.შ.”, თურქეთი,

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბული)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა