სპენტენ პლუსი
Spenten Plus
- ყველა სახის ზედაპირული დაზიანება, რომლების დროსაც არსებობს ინფიცირების რისკი, მაგ. ნაჩხაპნები, ჭრილობები, ნაკაწრები, დამწვრობა, ნახეთქები, ნაწოლები, დერმატიტი; - ქრონიკული დაზიანებები, როგორიცაა ფეხის წყლულები, დეკუბიტალური დეფექტები (ნაწოლები); …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ქლორჰექსიდინი (chlorhexidine) + დექსპანთენოლი (dexpanthenol)
- ფორმა და შეფუთვა
- (50მგ + 5მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, ბიგუანიდები და ამიდინები
- ATC კოდი
- D08AC52
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036556
- რეგისტრირებულია
- 4 ოქტომბერი 2022, მოქმედებს 4 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სპენტენ პლუსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- ყველა სახის ზედაპირული დაზიანება, რომლების დროსაც არსებობს ინფიცირების რისკი, მაგ. ნაჩხაპნები, ჭრილობები, ნაკაწრები, დამწვრობა, ნახეთქები, ნაწოლები, დერმატიტი;
- ქრონიკული დაზიანებები, როგორიცაა ფეხის წყლულები, დეკუბიტალური დეფექტები (ნაწოლები);
- კანის ინფექციები, როგორიცაა მეორადად ინფიცირებული ეგზემა და ნეიროდერმატიტი;
- ძუძუს ნახეთქები ქალებში ძუძუთი კვების დროს;
- მცირე ინვაზიური ქირურგია: ტრავმების და ქირურგიული ჭრილობების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
გარეგნი გამოყენების კრემი სპენტენ პლიუსი უნდა წაისვათ გასუფთავებულ ჭრილობაზე ან კანზე არსებულ ანთების ადგილზე 1-5-ჯერ დღეში საჭიროების მიხედვით.
გამოყენების წესი
აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული პრეპარატის გამოყენება კანის დიდ უბნებზე.
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას სახვევები.
გამოყენების ხანგრძლივობაა 7-14 დღე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი 14 დღეზე მეტ ხანს. თუ დროთა განმავლობაში სიმპტომები შენარჩუნდება ან დაზიანებული უბნის მდგომარეობა გაუარესდება, ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებიმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- არ შეიძლება კრემის მოხვდრა პერფორირებულ დაფის აპკზე.
სიფრთხილის ზომები
მოერიდეთ კრემის მოხვედრას ყურის არხში, თვალებში ან ლორწოვან გარსებზე.
სპენტენ პლიუსი არ არის რეკომენდებული კანის ინფიცირების მცირე შესაძლებლობების მქონე ტრავმების ან კანის გაღიზიანების დასამუშავებლად (მაგალითად, მზის დამწვრობით). ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც მხოლოდ დექსპანთენოლს შეიცავენ.
იშვიათი, მაგრამ მძიმე ალერგიული რეაქციები ან ანაფილაქსია შეიძლება განვითარდეს ქლორჰექსიდინის შემცველი პრეპარატების მიღებისას. მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნების განვითარებისას (სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, სახის შეშუპება, ჭინჭრის ციების სწრაფი გაუარესება, ფართო გამონაყარი ან შოკი) დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და უნდა მიმართოთ ექიმს.
კრემი სპენტენ პლიუსი შეიცავს ცეტილის სპირტს, სტეარილის სპირტს და ლანოლინს. რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენა
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტომანქანის მართვის უნარზე ან იმ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რომლებიც საჭიროებენ ფსიქომოტორული რეაქციების მომატებულ ყურადღებას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ქლორჰექსიდინი შეუთავსებელია საპონიფიკატო ნივთიერებებთან და სხვა ანიონურ შენაერთებთან. არ არის რეკომენდებული სპენტენ პლიუსის სხვა ანტისეპტიკებთან ერთად გამოყენება მათი ურთიერთგავლენის თავიდან ასაცილებლად (მოქმედების ანტაგონიზმი ან ინაქტივაცია).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებში, რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედებას ორსულობასთან დაკავშირებით. ადამიანებში ორსულობის დროს კონტროლირებადი კვლევების მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ არ არსებობს .
მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას კანის დიდ უბნებზე ორსულობის დროს.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს, მაგრამ არ შეიძლება მისი წასმა კანის ვრცელ უბნებზე. თუ წამალი გამოიყენება დახეთქილი ძუძუს სამკურნალოდ, ის ძუძუს თავიდან ძუძუთი კვებამდე უნდა ჩამოიბანოთ.
გვერდითი მოვლენები
ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები ეფუძნება სპონტანურ შეტყობინებებს, შეუძლებელია თითოეული მათგანის განვითარების ზუსტი სიხშირის დადგენა.
იმუნური სისტემის, კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
- კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, ბუშტუკები;
- ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი (პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში), რომელიც ვლინდება ასთმური სინდრომით, კანის, სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მსუბუქი ან ზომიერი დაზიანებებით, ისეთი სიმპტომების ჩათვლით, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, შეშუპება, ქავილი და კარდიო-რესპირატორული დარღვევები.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
პანთოტენის მჟავა კარგად გადაიტანება მაღალი დოზებით და ამიტომ ითვლება არატოქსიურად. ჰიპერვიტამინოზის გამოვლინება ამ შემთხვევაში არ აღნიშნულა. მოწოდებულია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქლორჰექსიდინის დოზის გადაჭარბება ზრდის ამინოტრანსფერაზას დონეს. პრეპარატის ხშირმა განმეორებითმა გამოყენებამ იმავე დაზიანებულ მონაკვეთზე შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. პროდუქტი განკუთვნილია კანის მცირე დაზიანებების სამკურნალოდ, კანის დიდ უბნებზე გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: დექსპანთენოლი 50 მგ, ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, დეჰიდროგენიზირებული ლანოლინი, მაკროგოლის სტეარატი, პარაფინი მსუბუქი თხევადი, პარაფინი თეთრი რბილი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი D08AC52
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
( 15 თემმუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად, N 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბოლი
“ WORLD MEDICIN İLAÇ SAN. VE TIC. A.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები. ბიგუანიდები და ამიდინები. ქლორჰექსიდინი, კომბინაციები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დექსპანთენოლი, კრემ სპენტენ პლიუსის აქტიური ნივთიერება, კანის უჯრედებში სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად (ვიტამინი B5), რომელსაც გააჩნია იგივე ეფექტი, როგორც ვიტამინს. პანთოტენის მჟავა შედის კოენზიმის A (CoA) -ს კოფერმენტების შემადგენლობაში. აცეტილკოფერმენტი A CoA -ს სახით ცენტრალურ როლს ასრულებს ყველა უჯრედის მეტაბოლიზმში.
პანთოტენის მჟავა შეუცვლელია კანის ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების ფორმირებისთვის.
ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი - კარგად ცნობილი და კარგად ამტანი ანტისეპტიკური და ბაქტერიციდული ნაერთია, რომელიც მოქმედებს ბაქტერიციდულად გრამდადებითი ბაქტერიების, განსაკუთრებით მის მიმართ მგრძნობიარე შტამების Staphylococcus aureus-ის მიმართ, რომლებიც ყველაზე ხშირადაა კანის ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიზეზი. ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი ავლენს ნაკლებ აქტიურობას გრამუარყოფითი პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ.
Pseudomonas და Proteus-ის ზოგიერთი სახეობა მდგრადია ქლორჰექსიდინის მიმართ.
არ გააჩნია ანტივირუსული ეფექტი, დაბალია სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
დექსპანთენოლი სწრაფად შეიწოვება დაზიანებული კანიდან. კანის უჯრედებში დექსპანთენოლი სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად და ავსებს ენდოგენური პანთოტენის მჟავას რეზერვს.
ქლორჰექსიდინის შეწოვის მტკიცებულება დაუზიანებელი კანის მეშვეობით მოზრდილებში არ არსებობს. ჩვილების კანზე 4% ქლორჰექსიდინის გლუკონატის სარეცხი ხსნარის გამოყენებისას ამ უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლში დაბალი იყო (1 მკგ/მლ).
განაწილება
პანთოტენის მჟავა უკავშირდება პლაზმის ცილებს (ძირითადად β- გლობულინსა და ალბუმინს). ჯანმრთელ ზრდასრულებში მისი კონცენტრაცია მთლიან სისხლში შეადგენს დაახლოებით 500-1000 მკგ/მლ, ხოლო სისხლის შრატში - დაახლოებით 100 მკგ/მლ შესაბამისად.
ვინაიდან ქლორჰექსიდინი კანიდან შეიწოვება უმნიშვნელო ხარიხით, ცოტა რამ არის ცნობილი მისი ორგანოებსა და ქსოვილებში განაწილების შესახებ. ქლორჰექსიდინის (300 მგ) პერორალურად შეყვანისას მაქსიმალური პლაზმური დონე 0,2 მკგ/მლ ჯანმრთელ ზრდასრულებში მიიღწევა 30 წუთის შემდეგ.
მეტაბოლიზმი
აბსორბციის შემდეგ დექსპანთენოლი სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, რომელიც კოენზიმ A-ს კომპონენტს წარმოადგენს. პანთოტენის მჟავა არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში და გამოიყოფა უცვლელი სახით.
გამოყოფა
პანთოტენის მჟავა არ იშლება ორგანიზმში და გამოიყოფა უცვლელი სახით. პერორალური დოზის 60-70% გამოიყოფა შარდით, დანარჩენი - განავლით. მოზრდილებში შარდთან ერთად გამოიყოფა 2-7 მგ დღე-ღამეში, ბავშვებში - 2-3 მგ დღე- ღამეში.
ქლორექსიდინი პრაქტიკულად არ შეიწოვება კანში. პერორალურად მიღებისას ქლორჰექსიდინი ორგანიზმიდან თითქმის მთლიანად გამოიყოფა განავლით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
სპენტენ პლუსი
სავაჭრო დასახელება
სპენტენ პლიუსი, Spenten Plus
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება
დექსპანთენოლი + ქლორჰექსიდინი, Dexpanthenol + Chlorhexidine
სამკურნალო ფორმა
გარეგანი გამოყენების კრემი.
აღწერილობა: ერთგვაროვანი კრემი თითქმის თეთრი ფერიდა ან თეთრიდან ოდნავ მოყვითალო ფერამდე.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: დექსპანთენოლი 50 მგ, ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, დეჰიდროგენიზირებული ლანოლინი, მაკროგოლის სტეარატი, პარაფინი მსუბუქი თხევადი, პარაფინი თეთრი რბილი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი D08AC52
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები. ბიგუანიდები და ამიდინები. ქლორჰექსიდინი, კომბინაციები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დექსპანთენოლი, კრემ სპენტენ პლიუსის აქტიური ნივთიერება, კანის უჯრედებში სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად (ვიტამინი B5), რომელსაც გააჩნია იგივე ეფექტი, როგორც ვიტამინს. პანთოტენის მჟავა შედის კოენზიმის A (CoA) -ს კოფერმენტების შემადგენლობაში. აცეტილკოფერმენტი A CoA -ს სახით ცენტრალურ როლს ასრულებს ყველა უჯრედის მეტაბოლიზმში.
პანთოტენის მჟავა შეუცვლელია კანის ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების ფორმირებისთვის.
ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი - კარგად ცნობილი და კარგად ამტანი ანტისეპტიკური და ბაქტერიციდული ნაერთია, რომელიც მოქმედებს ბაქტერიციდულად გრამდადებითი ბაქტერიების, განსაკუთრებით მის მიმართ მგრძნობიარე შტამების Staphylococcus aureus-ის მიმართ, რომლებიც ყველაზე ხშირადაა კანის ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიზეზი. ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი ავლენს ნაკლებ აქტიურობას გრამუარყოფითი პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ.
Pseudomonas და Proteus-ის ზოგიერთი სახეობა მდგრადია ქლორჰექსიდინის მიმართ.
არ გააჩნია ანტივირუსული ეფექტი, დაბალია სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
დექსპანთენოლი სწრაფად შეიწოვება დაზიანებული კანიდან. კანის უჯრედებში დექსპანთენოლი სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად და ავსებს ენდოგენური პანთოტენის მჟავას რეზერვს.
ქლორჰექსიდინის შეწოვის მტკიცებულება დაუზიანებელი კანის მეშვეობით მოზრდილებში არ არსებობს. ჩვილების კანზე 4% ქლორჰექსიდინის გლუკონატის სარეცხი ხსნარის გამოყენებისას ამ უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლში დაბალი იყო (1 მკგ/მლ).
განაწილება
პანთოტენის მჟავა უკავშირდება პლაზმის ცილებს (ძირითადად β- გლობულინსა და ალბუმინს). ჯანმრთელ ზრდასრულებში მისი კონცენტრაცია მთლიან სისხლში შეადგენს დაახლოებით 500-1000 მკგ/მლ, ხოლო სისხლის შრატში - დაახლოებით 100 მკგ/მლ შესაბამისად.
ვინაიდან ქლორჰექსიდინი კანიდან შეიწოვება უმნიშვნელო ხარიხით, ცოტა რამ არის ცნობილი მისი ორგანოებსა და ქსოვილებში განაწილების შესახებ. ქლორჰექსიდინის (300 მგ) პერორალურად შეყვანისას მაქსიმალური პლაზმური დონე 0,2 მკგ/მლ ჯანმრთელ ზრდასრულებში მიიღწევა 30 წუთის შემდეგ.
მეტაბოლიზმი
აბსორბციის შემდეგ დექსპანთენოლი სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, რომელიც კოენზიმ A-ს კომპონენტს წარმოადგენს. პანთოტენის მჟავა არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში და გამოიყოფა უცვლელი სახით.
გამოყოფა
პანთოტენის მჟავა არ იშლება ორგანიზმში და გამოიყოფა უცვლელი სახით. პერორალური დოზის 60-70% გამოიყოფა შარდით, დანარჩენი - განავლით. მოზრდილებში შარდთან ერთად გამოიყოფა 2-7 მგ დღე-ღამეში, ბავშვებში - 2-3 მგ დღე- ღამეში.
ქლორექსიდინი პრაქტიკულად არ შეიწოვება კანში. პერორალურად მიღებისას ქლორჰექსიდინი ორგანიზმიდან თითქმის მთლიანად გამოიყოფა განავლით.
გამოყენების ჩვენებები
- ყველა სახის ზედაპირული დაზიანება, რომლების დროსაც არსებობს ინფიცირების რისკი, მაგ. ნაჩხაპნები, ჭრილობები, ნაკაწრები, დამწვრობა, ნახეთქები, ნაწოლები, დერმატიტი;
- ქრონიკული დაზიანებები, როგორიცაა ფეხის წყლულები, დეკუბიტალური დეფექტები (ნაწოლები);
- კანის ინფექციები, როგორიცაა მეორადად ინფიცირებული ეგზემა და ნეიროდერმატიტი;
- ძუძუს ნახეთქები ქალებში ძუძუთი კვების დროს;
- მცირე ინვაზიური ქირურგია: ტრავმების და ქირურგიული ჭრილობების სამკურნალოდ.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
გარეგნი გამოყენების კრემი სპენტენ პლიუსი უნდა წაისვათ გასუფთავებულ ჭრილობაზე ან კანზე არსებულ ანთების ადგილზე 1-5-ჯერ დღეში საჭიროების მიხედვით.
გამოყენების წესი
აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული პრეპარატის გამოყენება კანის დიდ უბნებზე.
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას სახვევები.
გამოყენების ხანგრძლივობაა 7-14 დღე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი 14 დღეზე მეტ ხანს. თუ დროთა განმავლობაში სიმპტომები შენარჩუნდება ან დაზიანებული უბნის მდგომარეობა გაუარესდება, ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებიმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- არ შეიძლება კრემის მოხვდრა პერფორირებულ დაფის აპკზე.
არასასურველი რეაქციები
ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები ეფუძნება სპონტანურ შეტყობინებებს, შეუძლებელია თითოეული მათგანის განვითარების ზუსტი სიხშირის დადგენა.
იმუნური სისტემის, კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
- კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, ბუშტუკები;
- ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი (პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში), რომელიც ვლინდება ასთმური სინდრომით, კანის, სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მსუბუქი ან ზომიერი დაზიანებებით, ისეთი სიმპტომების ჩათვლით, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, შეშუპება, ქავილი და კარდიო-რესპირატორული დარღვევები.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
მოერიდეთ კრემის მოხვედრას ყურის არხში, თვალებში ან ლორწოვან გარსებზე.
სპენტენ პლიუსი არ არის რეკომენდებული კანის ინფიცირების მცირე შესაძლებლობების მქონე ტრავმების ან კანის გაღიზიანების დასამუშავებლად (მაგალითად, მზის დამწვრობით). ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც მხოლოდ დექსპანთენოლს შეიცავენ.
იშვიათი, მაგრამ მძიმე ალერგიული რეაქციები ან ანაფილაქსია შეიძლება განვითარდეს ქლორჰექსიდინის შემცველი პრეპარატების მიღებისას. მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნების განვითარებისას (სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, სახის შეშუპება, ჭინჭრის ციების სწრაფი გაუარესება, ფართო გამონაყარი ან შოკი) დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და უნდა მიმართოთ ექიმს.
კრემი სპენტენ პლიუსი შეიცავს ცეტილის სპირტს, სტეარილის სპირტს და ლანოლინს. რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენა
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტომანქანის მართვის უნარზე ან იმ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რომლებიც საჭიროებენ ფსიქომოტორული რეაქციების მომატებულ ყურადღებას.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
ცხოველებში, რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედებას ორსულობასთან დაკავშირებით. ადამიანებში ორსულობის დროს კონტროლირებადი კვლევების მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ არ არსებობს .
მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას კანის დიდ უბნებზე ორსულობის დროს.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს, მაგრამ არ შეიძლება მისი წასმა კანის ვრცელ უბნებზე. თუ წამალი გამოიყენება დახეთქილი ძუძუს სამკურნალოდ, ის ძუძუს თავიდან ძუძუთი კვებამდე უნდა ჩამოიბანოთ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ქლორჰექსიდინი შეუთავსებელია საპონიფიკატო ნივთიერებებთან და სხვა ანიონურ შენაერთებთან. არ არის რეკომენდებული სპენტენ პლიუსის სხვა ანტისეპტიკებთან ერთად გამოყენება მათი ურთიერთგავლენის თავიდან ასაცილებლად (მოქმედების ანტაგონიზმი ან ინაქტივაცია).
დოზის გადაჭარბება
პანთოტენის მჟავა კარგად გადაიტანება მაღალი დოზებით და ამიტომ ითვლება არატოქსიურად. ჰიპერვიტამინოზის გამოვლინება ამ შემთხვევაში არ აღნიშნულა. მოწოდებულია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქლორჰექსიდინის დოზის გადაჭარბება ზრდის ამინოტრანსფერაზას დონეს. პრეპარატის ხშირმა განმეორებითმა გამოყენებამ იმავე დაზიანებულ მონაკვეთზე შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. პროდუქტი განკუთვნილია კანის მცირე დაზიანებების სამკურნალოდ, კანის დიდ უბნებზე გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
გამოშვების ფორმა
გარეგანი გამოყენების კრემი 30 გ ალუმინის ტუბში.
1 ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
( 15 თემმუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად, N 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბოლი
“ WORLD MEDICIN İLAÇ SAN. VE TIC. A.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


