პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები

სპაზმოფარმი

SPASMOPHARM

ურეცეპტოდ(500მგ + 2მგ + 0,02მგ)/მლინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

სპაზმოფარმი კომბინირებული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ხსნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლისა და საშარდე გზების, რეპროდუქციული ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს, და ახდენს გამოხატულ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(500მგ + 2მგ + 0,02მგ)/მლ 5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
მწარმოებელი
VETPROM AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, სინთეზური ანტიქოლინერგული საშუალებები ანალგეზურებთან კომბინაციაში
ATC კოდი
A03DA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-044140
რეგისტრირებულია
16 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 16 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
ურთიერთქმედების შემოწმებასპაზმოფარმი და სხვა წამალი ერთად

სპაზმოფარმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სპაზმოფარმი კომბინირებული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ხსნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლისა და საშარდე გზების, რეპროდუქციული ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს, და ახდენს გამოხატულ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

სპაზმოფარმი მიიღება ხანმოკლე პერიოდით კოლიკაზე ზემოქმედებისთვის, რომელსაც თან ახლავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების მწვავე, ზომიერად ძლიერი და ძლიერი ტკივილის კოლიკა, თირკმლის კოლიკა, გამოწვეული თირკმლის კენჭებით, მტკივნეული მენსტრუაციის დროს (დისმენორეა).

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ სპაზმოფარმი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. იმ შემთხვევაში, თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სპაზმოფარმის საინექციო ხსნარი შეიყვანება კუნთში.

გამოიყენება მხოლოდ ხანმოკლე მკურნალობისთვის.

ინექცია კეთდება სამედიცინო კონტროლის ქვეშ და აუცილებელია გადაუდებელი დახმარების გამოყენებისთვის მზადყოფნა ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკის გამო.

მოზრდილები და ბავშვები 15 წელს ზემოთ

მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში (>53 კგ) შეიყვანება 2-5 მლ საინექციო ხსნარი ინტრამუსკულურად. საჭიროების შემთხვევაში, დოზა მეორდება 6-8 საათის შემდეგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 მლ საინექციო ხსნარს (3 გ მეტამიზოლის ნატრიუმის ეკვივალენტი).

მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 დღე.

თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ შეიძლება გადასვლა პერორალური საანესთეზიო და სპაზმოლიზური სამკურნალო საშუალებებით მკურნალობაზე.

პაციენტები 65 წლის ზემოთ

როგორც წესი, დოზის შემცირება არ არის საჭირო. პაციენტებში თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის ასაკობრივი დარღვევის დროს აუცილებელია დოზის შემცირება. დოზას განსაზღვრავს დანიშნული თერაპევტი.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

იმ შემთხვევაში, თუ თირკმელების დაავადება გაქვთ, მკურნალობის დროს ინიშნება მოზრდილის ½ დოზა, ვინაიდან ამ დაავადებების დროს მცირდება ექსკრეციის სიჩქარე.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

თუ გაქვთ დარღვეული ღვიძლის ფუნქცია, თავიდან უნდა იქნას აცილებული მაღალი დოზების მიღება. ხანმოკლე მიღებისას არ არის საჭირო დოზების შემცირება. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 დღე.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი სპაზმოფარმი

დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, მენიერის დაავადების მოვლენები, ტინიტუსი, შოკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის უკმარისობა, სპაზმები. მკურნალობა სიმპტომურია და ტარდება საავადმყოფოს პირობებში. ისეთი ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში, როგორიცაა ცივი ოფლი, თავბრუსხვევა, გულისრევა, კანის ფერის შეცვლა და ასთმა, დაუყოვნებლივ მოიძიეთ სამედიცინო დახმარება.

თუ გამოტოვეთ სპაზმოფარმის მიღება

არ უნდა იქნას გამოყენებული ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.

სიფრთხილის ზომები

სპაზმოფარმი არ უნდა გამოიყენოთ:

თუ წარსულში გქონდათ სისხლის გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების, სახელწოდებით გრანულოციტების, რაოდენობის მნიშვნელოვანი დაქვეითება, გამოწვეული მეტამიზოლით ან ნებისმიერი მსგავსი პრეპარატით, სახელწოდებით პირაზოლონები ან პირაზოლიდინები.

თუ გაქვთ ძვლის ტვინის დაავადებები ან მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის უჯრედების წარმოქმნაზე ან ფუნქციონირებაზე.

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სპაზმოფარმის მოქმედი ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პირაზოლონის წარმოებულების ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;

თუ გაქვთ ღვიძლის ან/და თირკმელების დაავადების გამწვავება;

თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის მგრძნობელობის დარღვევა და მეგაკოლონი (მსხვილი ნაწლავის გაფართოება);

თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე პორფირია (მემკვიდრეობითი დაავადება ერითროციტების ფორმირების დარღვევით) ან გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას უკმარისობა (მემკვიდრეობითი დაავადება ამ ფერმენტის უკმარისობით);

თუ დარღვეული გაქვთ ძვლის ტვინის ფუნქცია (ციტოსტატიკური მკურნალობის შემდეგ) ან გაქვთ ჰემატოლოგიური (სისხლის) დაავადებები, როგორიცაა: აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სისხლჩაქცევების გაჩენა ან ინფექციის წარმოქმნის ალბათობა), აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ზრდის ინფექციის წარმოშობის ალბათობის გაზრდას) და ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების საერთო რაოდენობის შემცირება);

პროსტატის ადენომა;

ნაღვლისა და შარდის ბუშტის ატონია;

თუ გაქვთ ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა) ან არასტაბილური სისხლის მიმოქცევა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ

ამ სამკურნალო საშუალების დანიშვნა არ შეიძლება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სპაზმოფარმის გამოყენებამდე.

სისხლის თეთრი უჯრედების პათოლოგიურად დაბალი რაოდენობა (აგრანულოციტოზი)

სპაზმოფარმი შეიძლება იწვევდეს აგრანულოციტოზს, სისხლის გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების, სახელწოდებით გრანულოციტების, ძალიან დაბალ დონეს, რომლებიც მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში (იხ. პარაგრაფი 4). უნდა შეწყვიტოთ მეტამიზოლის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები, რადგან ეს შეიძლება მიუთითებდეს შესაძლო აგრანულოციტოზზე: კანკალი, ცხელება, ყელის ტკივილი და მტკივნეული წყლულები ლორწოვან გარსზე (სხეულის სველი ზედაპირი), განსაკუთრებით პირის ღრუში, ცხვირში და ყელში, ან სასქესო ორგანოებისა თუ ანალურ არეში. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ლაბორატორიულ ანალიზებს, თქვენი სისხლის უჯრედების დონის შემოწმების მიზნით.

თუ მეტამიზოლი მიიღება სიცხის სამკურნალოდ, გამოვლენილი აგრანულოციტოზის ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს. ამის მსგავსად, სიმპტომები შეიძლება შეინიღბოს, თუ გიტარდებათ მკურნალობა ანტიბიოტიკებით.

აგრანულოციტოზი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს სპაზმოფარმით მკურნალობისას და მეტამიზოლის მიღების შეწყვეტიდან ხანმოკლე დროის განმავლობაში. აგრანულოციტოზი შეიძლება განვითარედეს იმ შემთხვევაშიც, თუ წარსულში მეტამიზოლს იყენებდით პრობლემების გარეშე.

დარღვევები ღვიძლის მხრივ

ღვიძლის ანთება აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტამიზოლს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებული სიმპტომებით.

შეწყვიტეთ სპაზმოფარმის გამოყენება და დაუკავშირდით ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის დაავადების სიმპტომები, როგორიცაა სისუსტის შეგრძნება (გულისრევა ან ღებინება), ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, უმადობა, მუქი ფერის შარდი, ღია ფერის განავალი, კანის და თვალის თეთრი გარსების გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა არეში. თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენი ღვიძლის ფუნქციას.

არ უნდა მიიღოთ სპაზმოფარმი, თუ მანამდე იღებდით მეტამიზოლის შემცველ პრეპარატს და გქონდათ დარღვევები ღვიძლის მხრივ.

ყურადღება მიაქციეთ სპაზმოფარმის გამოყენების დროს

სპაზმოფარმით მკურნალობის დაწყებამდე თირკმელების ან ღვიძლის დაავადების არსებობის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შევიწროებასთან და კუჭ-ნაწლავის შიგთავსის შეფერხებულ განვლადობასთან დაკავშირებული დაავადებები (ახალაზია, პილოროდუოდენალური სტენოზი); გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, ნაწლავების ატონია, პარალიზური ილეუსი; გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება); მიასთენია გრავისი (კუნთების სისუსტე), გულის დაავადებები (არითმიები, გულის იშემიური დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა).

სპაზმოფარმით მკურნალობისას არსებობს ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკი. ჰიპერმგრძნობელობის პირველი ნიშნებიდან პროდუქტის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და უნდა იქნას მიღებული გადაუდებელი ზომები სიტუაციის გამოსასწორებლად (ადრენალინი, გლუკოკორტიკოიდები, ანტიჰისტამინური საშუალებები).

მეტამიზოლის მიღებისას ანაფილაქტოიდური რეაქციების წარმოქმნის რისკი მნიშვნელოვნად მაღალია პაციენტებში:

  • ანალგეზიური ასთმის სინდრომით;
  • ბრონქული ასთმით, განსაკუთრებით რინოსინუსიტის და ცხვირის პოლიპების თანხლებით;
  • იდიოსინკრაზია საღებავების მიმართ (მაგალითად, ტარტრაზინი), შესაბამისად შემანარჩუნებელი საშუალებების (მაგ. ბენზოატების) მიმართ;
  • ალკოჰოლური აუტანლობა. ასეთი პაციენტები რეაგირებენ ალკოჰოლური სასმელების მინიმალურ მიღებაზე ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცემინება, ეპიფორა და მხედველობის სერიოზული დარღვევა. ასეთი ალკოჰოლური აუტანლობა შეიძლება იყოს ანალგეზური ასთმის არადიაგნოსტირებული სინდრომის ნიშანი.

მეტამიზოლის შემცველი სამედიცინო პროდუქტებით მკურნალობისას არსებობს შოკის (სისხლის მიმოქცევის კოლაფსი) და აგრანულოციტოზის (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დიდად შემცირება, რაც ზრდის ინფექციების გაჩენის ალბათობას) განვითარების რისკი. ეს არ არის დამოკიდებული დოზაზე და ვერ იქნება წინასწარ განსაზღვრული.

სპაზმოფარმით მკურნალობისას ჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში ან მსგავსი ანამნეზის მქონე პაციენტებში საჭიროა ჰემატოლოგიური მდგომარეობის კონტროლი თერაპიის დროს.

სპაზმოფარმის საინექციო ხსნარმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება. ასეთი რეაქციების რისკი ასევე იზრდება:

  • დაბალი არტერიული წნევის ან სითხის დაკარგვის მქონე პაციენტებში, სისხლის მიმოქცევის დარღვევის ან სისხლის მიმოქცევის საწყისი კოლაფსის (მაგალითად, ინფარქტის ან მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში), მაღალი ტემპერატურის მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში სპაზმოფარმის კუნთში ინექცია უნდა გაკეთდეს დაწოლილ მდგომარეობაში და მუდმივად უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევა, გულისცემის სიხშირე და სუნთქვა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა სამკურნალო საშუალებები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები.

ბუპროპიონი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ან მოწევის შეწყვეტის მიზნით

ეფავირენზი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ/შიდსის სამკურნალოდ

მეტადონი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აკრძალულ პრეპარატებზე (ეგრედ წოდებულ ოპიოიდებზე) დამოკიდებულების სამკურნალოდ

ვალპტოატი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ

ტაკროლიმუსი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოს მოწყვეტის პროფილაქტიკისთვის ტრანსპლანტაციის შემდეგ

სერტრალინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

არასასურველი ურთიერთქმედება შეიძლება აღინიშნოს სპაზმოფარმის ერთდროული მიღებისას შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან: სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის კოაგულაციაზე, როგორიცაა აცენოკუმაროლი და ვარფარინი; პროდუქტები ფსიქოზის სამკურნალოდ (ქლორპრომაზინი და ფენოთიაზინის სხვა წარმოებულები); იმუნური სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო საშუალებები (ციკლოსპორინი); ქლორამფენიკოლი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აზიანებენ ძვლის ტვინს; პრეპარატები დეპრესიის სამკურნალოდ; საძილე პროდუქტები; პერორალური კონტრაცეპტივები; სამკურნალო საშუალებები პოდაგრის სამკურნალოდ (ალოპურინოლი); სხვა საანესთეზიო და ანთების საწინააღმდეგო სამედიცინო პროდუქტები, როგორიცაა პიროქსიკამი, ასპირინი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი.

სპაზმოფარმს შეუძლია ურთიერთქმედება კაპტოპრილთან (გულის დაავადებების და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ), ლითიუმთან (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ), მეთოტრექსატთან (რევმატული და სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ) და ტრიამტერენთან (გაუწყლოება), აგრეთვე ჰიპოტენზიურ (არტერიული წნევის დაქვეითება) პროდუქტებთან და შარდმდენებთან (დეჰიდრატაცია).

სპაზმოფარმის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

სპაზმოფარმით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის გამოყენება სამკურნალო საშუალების არასასურველი ეფექტების გაძლიერების გამო.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობის დროს სპაზმოფარმის დანიშვნა არ შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა აუცილებელია ლაქტაციის პერიოდში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სპაზმოფარმმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, ასევე შეიძლება არასასურველი გავლენა მოახდინოს ყურადღებაზე და შეცვალოს რეაქციები მოულოდნელ სიტუაციებში, ამიტომ პრეპარატით მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ავტომობილების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ სპაზმოფარმის გამოყენება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მითითებული ნებისმიერი სიმპტომი:

გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, უმადობა, შარდის გამუქება, ღია ფერია განავალი, კანისა და თვალის თეთრი გარსების გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა არეში. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები. ასევე, იხილეთ პარაგრაფი 2 გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები.

არასასურველი მოვლენების კლასიფიკაცია სპეციფიკურია ორგანოებისა და სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში);

ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ან მეტ, მაგრამ 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში);

არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ან მეტ, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში);

იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10000-დან 1 ან მეტ, მაგრამ 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში);

ძალიან იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში);

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება).

ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი მოვლენები ძირითადად მეტამიზოლს ეკუთვნის, რომელიც შედის სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში.

არახშირი (გავლენას ახდენს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

ფიქსირებული სამკურნალო ეგზანთემა (მომრგვალო, ფირფიტის ფორმის, იისფერიდან მუქი წითელი ბუშტები).

მიღების დროს ან მის შემდეგ - არტერიული წნევის დაცემა, რომელსაც არ ახლავს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების სხვა ნიშნები, გულის რიტმის აჩქარება.

იშვიათი (გავლენას ახდენს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების ალბათობას), მაკულოპაპულური გამონაყარი (კანის ფირფიტებისა და კვანძების წარმოქმნა), ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქცია, განსაკუთრებით პარენტერალური მიღების შემდეგ. ასეთი რეაქციები შეიძლება განვითარდეს ინექციის დროს ან მის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს საათების შემდეგ. ჩვეულებრივ, ისინი ძირითადად მიღებიდან პირველი საათის განმავლობაში გვხვდება.

მსუბუქი რეაქციები ვლინდება კანისა და ლორწოვანის ტიპიური რეაქციებით (მაგალითად, ქავილი, წვა, გაწითლება, ჭინჭრის ციება, შეშუპება - ადგილობრივი და გენერალიზებული), ქოშინი და იშვიათად ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ. ასეთი მსუბუქი რეაქციები შეიძლება გადავიდეს უფრო მძიმე ფორმებში გენერალიზებული ჭინჭრის ციებით, გამწვავებული ანგიონევროზული შეშუპებით (ლარინგეალურის ჩათვლით), მძიმე ბრონქოსპაზმით, გულის რიტმის დარღვევით, არტერიული წნევის დაცემით (ზოგჯერ არტერიული წნევის მომატებით), თირკმლის მხრივ დარღვევებით, როგორიცაა შარდში ალბუმინის გამოჩენა, შარდის შემცირებული ან გაზრდილი რაოდენობა, თირკმელების ანთება.

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც იწვევს ინფექციის წარმოშობის ალბათობის გაზრდას). აგრანულოციტოზი შეიძლება აღმოჩნდეს იმ პაციენტებშიც, ვისაც მეტამიზოლი ადრე ჰქონდათ მიღებული არასასურველი სამკურნალო ეფექტების გამოვლენის გარეშე. აგრანულოციტოზის გაჩენის რისკი იზრდება მეტამიზოლის გახანგრძლივებული მიღებისას (1 კვირაზე მეტი).

აგრანულოციტოზის დამახასიათებელი ნიშნებია კანის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ყელის, სასქესო ორგანოების ანთებითი ცვლილებები, ყელის ტკივილი და მომატებული ტემპერატურა. ზოგადი მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების შემთხვევაში, თუ მაღალი ტემპერატურა არ დაეცემა ან კვლავ განვითარდება, ლორწოვანი გარსისა და კანის მტკივნეული ცვლილებებისას, შეაჩერეთ სპაზმოფარმის მიღება და მიმართეთ ექიმს.

ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების წარმოქმნის რისკს), ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე ან გაყვითლება, სისუსტე ან ასთმა), აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სისხლჩაქცევების გაჩენას ან ინფექციის წარმოქმნის ალბათობას). ანალგეზური ასთმის მქონე პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ჩვეულებრივ ვლინდება ასთმური ფორმით, სტივენს-ჯონსონის სინდრომით ან ლაიელით (გამწვავებული რეაქცია, რომელსაც თან ახლავს კანზე, პირის ღრუს, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე ბუშტების წარმოქმნა)

უცნობი სიხშირით პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, ყაბზობა, გასტრიტის და კუჭის წყლულის გამწვავება, იშვიათ შემთხვევებში - წყლულები და სისხლდენა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აკომოდაციის დარღვევა, შარდვის დარღვევა. ღვიძლის ანთება, კანის და თვალის თეთრი გარსების გაყვითლება, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.

სპაზმოფარმის მიღების დროს თქვენი შარდი შეიძლება იყოს წითლად შეფერილი. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ფერი ნორმალიზდება.

პარენტერალური მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ტკივილები შეყვანის ადგილზე და ადგილობრივი რეაქციები, ძალიან იშვიათად - ფლებიტიც კი.

ჰიპერმგრძნობელობის, თირკმლის ან სისხლმბადი ფუნქციის დარღვევის დროს წყდება სპაზმოფარმის მიღება.

იმ შემთხვევაში, თუ რაიმე არასასურველი სამედიცინო რეაქცია გახდება სერიოზული, ან დააფიქსირებთ სხვა რეაქციებს, რომლებიც აღწერილი არ არის ამ ჩანართში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ არასასურველი რეაქციები სამკურნალო საშუალებისგან, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს იმ არასასურველ მოვლენებსაც, რომლებიც აღწერილი არ არის ამ ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება შეიძლება უშუალოდ:

ბულგარეთის წამლის სააგენტოში,

8, დამიან გრუევი

1303 სოფია,

ტელეფონი: +359 2 8903417;

website: www.bda.bg

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ წვლილი შეიტანით ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები 2 მლ ამპულებისთვის არის მეტამიზოლის ნატრიუმის მონოჰიდრატი 1000 მგ, პიტოფენონის ჰიდროქლორიდი 4 მგ, ფენპივერინის ბრომიდი 0,04 მგ 2 მლ საინექციო ხსნარში; 5 მლ ამპულებისთვის: მეტამიზოლის ნატრიუმის მონოჰიდრატი 2 500 მგ, პიტოფენონის ჰიდროქლორიდი 10 მგ, ფენპივერინის ბრომიდი 0,1 მგ 5 მლ საინექციო ხსნარში;

სხვა კომპონენტებია საინექციო წყალი.

სპაზმოფარმის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

სუფთა, მოყვითალო მწვანე ფერის, გამჭვირვალე სითხე ყავისფერ მინის ამპულაში, გასახსნელი ნიშნულით - ფერადი წერტილით.

2 და 5 მლ ამპულები, თვითგახსნადი, I ტიპის მუქი ნეიტრალური მინისგან.

10 ცალი ამპულა მოთავსებულია პვქ ფოლგის ბლისტერში.

ერთი ბლისტერი, პაციენტის ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ მუყაოს კოლოფში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

სპაზმოფარმი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვაზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგვის კონტეინერებში გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის

სპაზმოფარმი 500 მგ/მლ+2 მგ/მლ + 0,02 მგ/მლ საინექციო ხსნარი

მეტამიზოლის ნატრიუმის მონოჰიდრატი/პიტოფენონის ჰიდროქლორიდი/ ფენპივერინის ბრომიდი

მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ ნებისმიერი დამატებითი კითხვა გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული სამკურნალო საშუალება გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის მიუხედავად იმისა, რომ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდითი მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

სპაზმოფარმი შეიძლება იწვევდეს სისხლის თეთრი უჯრედების პათოლოგიურად დაბალ რაოდენობას (აგრანულოციტოზი), რაც შეიძლება იწევდეს სერიოზულ და სიცოცხლისთვის საშიშ ინფექციებს (იხ. პარაგრაფი 4).

უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მითითებული ნებისმიერი სიმპტომი: ცხელება, კანკალი, ყელის ტკივილი, მტკივნეული წყლულები ცხვირში, პირის ღრუში და ყელში, ან სასქესო ორგანოებისა და ანალურ არეში.

თუ წარსულში გქონდათ აგრანულოციტოზი მეტამიზოლის ან მსგავსი პრეპარატების მიღებისას, მოცემული პრეპარატი არასდროს უნდა მიიღოთ (იხ. პარაგრაფი 2).

მოცემული ჩანართის შინაარსი

  • რას წარმოადგენს სპაზმოფარმი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ სპაზმოფარმის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება სპაზმოფარმი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • სპაზმოფარმის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს სპაზმოფარმი და რისთვის გამოიყენება

სპაზმოფარმი კომბინირებული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ხსნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლისა და საშარდე გზების, რეპროდუქციული ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს, და ახდენს გამოხატულ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

სპაზმოფარმი მიიღება ხანმოკლე პერიოდით კოლიკაზე ზემოქმედებისთვის, რომელსაც თან ახლავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების მწვავე, ზომიერად ძლიერი და ძლიერი ტკივილის კოლიკა, თირკმლის კოლიკა, გამოწვეული თირკმლის კენჭებით, მტკივნეული მენსტრუაციის დროს (დისმენორეა).

  • რა უნდა იცოდეთ სპაზმოფარმის გამოყენებამდე

სპაზმოფარმი არ უნდა გამოიყენოთ:

თუ წარსულში გქონდათ სისხლის გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების, სახელწოდებით გრანულოციტების, რაოდენობის მნიშვნელოვანი დაქვეითება, გამოწვეული მეტამიზოლით ან ნებისმიერი მსგავსი პრეპარატით, სახელწოდებით პირაზოლონები ან პირაზოლიდინები.

თუ გაქვთ ძვლის ტვინის დაავადებები ან მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის უჯრედების წარმოქმნაზე ან ფუნქციონირებაზე.

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სპაზმოფარმის მოქმედი ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პირაზოლონის წარმოებულების ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;

თუ გაქვთ ღვიძლის ან/და თირკმელების დაავადების გამწვავება;

თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის მგრძნობელობის დარღვევა და მეგაკოლონი (მსხვილი ნაწლავის გაფართოება);

თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე პორფირია (მემკვიდრეობითი დაავადება ერითროციტების ფორმირების დარღვევით) ან გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას უკმარისობა (მემკვიდრეობითი დაავადება ამ ფერმენტის უკმარისობით);

თუ დარღვეული გაქვთ ძვლის ტვინის ფუნქცია (ციტოსტატიკური მკურნალობის შემდეგ) ან გაქვთ ჰემატოლოგიური (სისხლის) დაავადებები, როგორიცაა: აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სისხლჩაქცევების გაჩენა ან ინფექციის წარმოქმნის ალბათობა), აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ზრდის ინფექციის წარმოშობის ალბათობის გაზრდას) და ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების საერთო რაოდენობის შემცირება);

პროსტატის ადენომა;

ნაღვლისა და შარდის ბუშტის ატონია;

თუ გაქვთ ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა) ან არასტაბილური სისხლის მიმოქცევა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ

ამ სამკურნალო საშუალების დანიშვნა არ შეიძლება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სპაზმოფარმის გამოყენებამდე.

სისხლის თეთრი უჯრედების პათოლოგიურად დაბალი რაოდენობა (აგრანულოციტოზი)

სპაზმოფარმი შეიძლება იწვევდეს აგრანულოციტოზს, სისხლის გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების, სახელწოდებით გრანულოციტების, ძალიან დაბალ დონეს, რომლებიც მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში (იხ. პარაგრაფი 4). უნდა შეწყვიტოთ მეტამიზოლის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები, რადგან ეს შეიძლება მიუთითებდეს შესაძლო აგრანულოციტოზზე: კანკალი, ცხელება, ყელის ტკივილი და მტკივნეული წყლულები ლორწოვან გარსზე (სხეულის სველი ზედაპირი), განსაკუთრებით პირის ღრუში, ცხვირში და ყელში, ან სასქესო ორგანოებისა თუ ანალურ არეში. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ლაბორატორიულ ანალიზებს, თქვენი სისხლის უჯრედების დონის შემოწმების მიზნით.

თუ მეტამიზოლი მიიღება სიცხის სამკურნალოდ, გამოვლენილი აგრანულოციტოზის ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს. ამის მსგავსად, სიმპტომები შეიძლება შეინიღბოს, თუ გიტარდებათ მკურნალობა ანტიბიოტიკებით.

აგრანულოციტოზი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს სპაზმოფარმით მკურნალობისას და მეტამიზოლის მიღების შეწყვეტიდან ხანმოკლე დროის განმავლობაში. აგრანულოციტოზი შეიძლება განვითარედეს იმ შემთხვევაშიც, თუ წარსულში მეტამიზოლს იყენებდით პრობლემების გარეშე.

დარღვევები ღვიძლის მხრივ

ღვიძლის ანთება აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტამიზოლს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებული სიმპტომებით.

შეწყვიტეთ სპაზმოფარმის გამოყენება და დაუკავშირდით ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის დაავადების სიმპტომები, როგორიცაა სისუსტის შეგრძნება (გულისრევა ან ღებინება), ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, უმადობა, მუქი ფერის შარდი, ღია ფერის განავალი, კანის და თვალის თეთრი გარსების გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა არეში. თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენი ღვიძლის ფუნქციას.

არ უნდა მიიღოთ სპაზმოფარმი, თუ მანამდე იღებდით მეტამიზოლის შემცველ პრეპარატს და გქონდათ დარღვევები ღვიძლის მხრივ.

ყურადღება მიაქციეთ სპაზმოფარმის გამოყენების დროს

სპაზმოფარმით მკურნალობის დაწყებამდე თირკმელების ან ღვიძლის დაავადების არსებობის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შევიწროებასთან და კუჭ-ნაწლავის შიგთავსის შეფერხებულ განვლადობასთან დაკავშირებული დაავადებები (ახალაზია, პილოროდუოდენალური სტენოზი); გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, ნაწლავების ატონია, პარალიზური ილეუსი; გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება); მიასთენია გრავისი (კუნთების სისუსტე), გულის დაავადებები (არითმიები, გულის იშემიური დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა).

სპაზმოფარმით მკურნალობისას არსებობს ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკი. ჰიპერმგრძნობელობის პირველი ნიშნებიდან პროდუქტის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და უნდა იქნას მიღებული გადაუდებელი ზომები სიტუაციის გამოსასწორებლად (ადრენალინი, გლუკოკორტიკოიდები, ანტიჰისტამინური საშუალებები).

მეტამიზოლის მიღებისას ანაფილაქტოიდური რეაქციების წარმოქმნის რისკი მნიშვნელოვნად მაღალია პაციენტებში:

  • ანალგეზიური ასთმის სინდრომით;
  • ბრონქული ასთმით, განსაკუთრებით რინოსინუსიტის და ცხვირის პოლიპების თანხლებით;
  • იდიოსინკრაზია საღებავების მიმართ (მაგალითად, ტარტრაზინი), შესაბამისად შემანარჩუნებელი საშუალებების (მაგ. ბენზოატების) მიმართ;
  • ალკოჰოლური აუტანლობა. ასეთი პაციენტები რეაგირებენ ალკოჰოლური სასმელების მინიმალურ მიღებაზე ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცემინება, ეპიფორა და მხედველობის სერიოზული დარღვევა. ასეთი ალკოჰოლური აუტანლობა შეიძლება იყოს ანალგეზური ასთმის არადიაგნოსტირებული სინდრომის ნიშანი.

მეტამიზოლის შემცველი სამედიცინო პროდუქტებით მკურნალობისას არსებობს შოკის (სისხლის მიმოქცევის კოლაფსი) და აგრანულოციტოზის (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დიდად შემცირება, რაც ზრდის ინფექციების გაჩენის ალბათობას) განვითარების რისკი. ეს არ არის დამოკიდებული დოზაზე და ვერ იქნება წინასწარ განსაზღვრული.

სპაზმოფარმით მკურნალობისას ჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში ან მსგავსი ანამნეზის მქონე პაციენტებში საჭიროა ჰემატოლოგიური მდგომარეობის კონტროლი თერაპიის დროს.

სპაზმოფარმის საინექციო ხსნარმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება. ასეთი რეაქციების რისკი ასევე იზრდება:

  • დაბალი არტერიული წნევის ან სითხის დაკარგვის მქონე პაციენტებში, სისხლის მიმოქცევის დარღვევის ან სისხლის მიმოქცევის საწყისი კოლაფსის (მაგალითად, ინფარქტის ან მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში), მაღალი ტემპერატურის მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში სპაზმოფარმის კუნთში ინექცია უნდა გაკეთდეს დაწოლილ მდგომარეობაში და მუდმივად უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევა, გულისცემის სიხშირე და სუნთქვა.

სხვა სამკურნალო საშუალებები და სპაზმოფარმი

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა სამკურნალო საშუალებები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები.

ბუპროპიონი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ან მოწევის შეწყვეტის მიზნით

ეფავირენზი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ/შიდსის სამკურნალოდ

მეტადონი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აკრძალულ პრეპარატებზე (ეგრედ წოდებულ ოპიოიდებზე) დამოკიდებულების სამკურნალოდ

ვალპტოატი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ

ტაკროლიმუსი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოს მოწყვეტის პროფილაქტიკისთვის ტრანსპლანტაციის შემდეგ

სერტრალინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

არასასურველი ურთიერთქმედება შეიძლება აღინიშნოს სპაზმოფარმის ერთდროული მიღებისას შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან: სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის კოაგულაციაზე, როგორიცაა აცენოკუმაროლი და ვარფარინი; პროდუქტები ფსიქოზის სამკურნალოდ (ქლორპრომაზინი და ფენოთიაზინის სხვა წარმოებულები); იმუნური სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო საშუალებები (ციკლოსპორინი); ქლორამფენიკოლი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აზიანებენ ძვლის ტვინს; პრეპარატები დეპრესიის სამკურნალოდ; საძილე პროდუქტები; პერორალური კონტრაცეპტივები; სამკურნალო საშუალებები პოდაგრის სამკურნალოდ (ალოპურინოლი); სხვა საანესთეზიო და ანთების საწინააღმდეგო სამედიცინო პროდუქტები, როგორიცაა პიროქსიკამი, ასპირინი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი.

სპაზმოფარმს შეუძლია ურთიერთქმედება კაპტოპრილთან (გულის დაავადებების და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ), ლითიუმთან (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ), მეთოტრექსატთან (რევმატული და სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ) და ტრიამტერენთან (გაუწყლოება), აგრეთვე ჰიპოტენზიურ (არტერიული წნევის დაქვეითება) პროდუქტებთან და შარდმდენებთან (დეჰიდრატაცია).

სპაზმოფარმის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

სპაზმოფარმით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის გამოყენება სამკურნალო საშუალების არასასურველი ეფექტების გაძლიერების გამო.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობის დროს სპაზმოფარმის დანიშვნა არ შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა აუცილებელია ლაქტაციის პერიოდში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სპაზმოფარმმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, ასევე შეიძლება არასასურველი გავლენა მოახდინოს ყურადღებაზე და შეცვალოს რეაქციები მოულოდნელ სიტუაციებში, ამიტომ პრეპარატით მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ავტომობილების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

  • როგორ გამოიყენება სპაზმოფარმი

ყოველთვის გამოიყენეთ სპაზმოფარმი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. იმ შემთხვევაში, თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სპაზმოფარმის საინექციო ხსნარი შეიყვანება კუნთში.

გამოიყენება მხოლოდ ხანმოკლე მკურნალობისთვის.

ინექცია კეთდება სამედიცინო კონტროლის ქვეშ და აუცილებელია გადაუდებელი დახმარების გამოყენებისთვის მზადყოფნა ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკის გამო.

მოზრდილები და ბავშვები 15 წელს ზემოთ

მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში (>53 კგ) შეიყვანება 2-5 მლ საინექციო ხსნარი ინტრამუსკულურად. საჭიროების შემთხვევაში, დოზა მეორდება 6-8 საათის შემდეგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 მლ საინექციო ხსნარს (3 გ მეტამიზოლის ნატრიუმის ეკვივალენტი).

მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 დღე.

თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ შეიძლება გადასვლა პერორალური საანესთეზიო და სპაზმოლიზური სამკურნალო საშუალებებით მკურნალობაზე.

პაციენტები 65 წლის ზემოთ

როგორც წესი, დოზის შემცირება არ არის საჭირო. პაციენტებში თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის ასაკობრივი დარღვევის დროს აუცილებელია დოზის შემცირება. დოზას განსაზღვრავს დანიშნული თერაპევტი.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

იმ შემთხვევაში, თუ თირკმელების დაავადება გაქვთ, მკურნალობის დროს ინიშნება მოზრდილის ½ დოზა, ვინაიდან ამ დაავადებების დროს მცირდება ექსკრეციის სიჩქარე.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

თუ გაქვთ დარღვეული ღვიძლის ფუნქცია, თავიდან უნდა იქნას აცილებული მაღალი დოზების მიღება. ხანმოკლე მიღებისას არ არის საჭირო დოზების შემცირება. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 დღე.

თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ შეიძლება გადასვლა პერორალური საანესთეზიო და სპაზმოლიზური სამკურნალო საშუალებებით მკურნალობაზე.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი სპაზმოფარმი

დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, მენიერის დაავადების მოვლენები, ტინიტუსი, შოკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის უკმარისობა, სპაზმები. მკურნალობა სიმპტომურია და ტარდება საავადმყოფოს პირობებში. ისეთი ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში, როგორიცაა ცივი ოფლი, თავბრუსხვევა, გულისრევა, კანის ფერის შეცვლა და ასთმა, დაუყოვნებლივ მოიძიეთ სამედიცინო დახმარება.

თუ გამოტოვეთ სპაზმოფარმის მიღება

არ უნდა იქნას გამოყენებული ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ სპაზმოფარმის გამოყენება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მითითებული ნებისმიერი სიმპტომი:

გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, უმადობა, შარდის გამუქება, ღია ფერია განავალი, კანისა და თვალის თეთრი გარსების გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა არეში. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები. ასევე, იხილეთ პარაგრაფი 2 გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები.

არასასურველი მოვლენების კლასიფიკაცია სპეციფიკურია ორგანოებისა და სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში);

ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ან მეტ, მაგრამ 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში);

არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ან მეტ, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში);

იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10000-დან 1 ან მეტ, მაგრამ 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში);

ძალიან იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში);

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება).

ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი მოვლენები ძირითადად მეტამიზოლს ეკუთვნის, რომელიც შედის სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში.

არახშირი (გავლენას ახდენს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

ფიქსირებული სამკურნალო ეგზანთემა (მომრგვალო, ფირფიტის ფორმის, იისფერიდან მუქი წითელი ბუშტები).

მიღების დროს ან მის შემდეგ - არტერიული წნევის დაცემა, რომელსაც არ ახლავს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების სხვა ნიშნები, გულის რიტმის აჩქარება.

იშვიათი (გავლენას ახდენს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების ალბათობას), მაკულოპაპულური გამონაყარი (კანის ფირფიტებისა და კვანძების წარმოქმნა), ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქცია, განსაკუთრებით პარენტერალური მიღების შემდეგ. ასეთი რეაქციები შეიძლება განვითარდეს ინექციის დროს ან მის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს საათების შემდეგ. ჩვეულებრივ, ისინი ძირითადად მიღებიდან პირველი საათის განმავლობაში გვხვდება.

მსუბუქი რეაქციები ვლინდება კანისა და ლორწოვანის ტიპიური რეაქციებით (მაგალითად, ქავილი, წვა, გაწითლება, ჭინჭრის ციება, შეშუპება - ადგილობრივი და გენერალიზებული), ქოშინი და იშვიათად ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ. ასეთი მსუბუქი რეაქციები შეიძლება გადავიდეს უფრო მძიმე ფორმებში გენერალიზებული ჭინჭრის ციებით, გამწვავებული ანგიონევროზული შეშუპებით (ლარინგეალურის ჩათვლით), მძიმე ბრონქოსპაზმით, გულის რიტმის დარღვევით, არტერიული წნევის დაცემით (ზოგჯერ არტერიული წნევის მომატებით), თირკმლის მხრივ დარღვევებით, როგორიცაა შარდში ალბუმინის გამოჩენა, შარდის შემცირებული ან გაზრდილი რაოდენობა, თირკმელების ანთება.

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც იწვევს ინფექციის წარმოშობის ალბათობის გაზრდას). აგრანულოციტოზი შეიძლება აღმოჩნდეს იმ პაციენტებშიც, ვისაც მეტამიზოლი ადრე ჰქონდათ მიღებული არასასურველი სამკურნალო ეფექტების გამოვლენის გარეშე. აგრანულოციტოზის გაჩენის რისკი იზრდება მეტამიზოლის გახანგრძლივებული მიღებისას (1 კვირაზე მეტი).

აგრანულოციტოზის დამახასიათებელი ნიშნებია კანის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ყელის, სასქესო ორგანოების ანთებითი ცვლილებები, ყელის ტკივილი და მომატებული ტემპერატურა. ზოგადი მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების შემთხვევაში, თუ მაღალი ტემპერატურა არ დაეცემა ან კვლავ განვითარდება, ლორწოვანი გარსისა და კანის მტკივნეული ცვლილებებისას, შეაჩერეთ სპაზმოფარმის მიღება და მიმართეთ ექიმს.

ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების წარმოქმნის რისკს), ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე ან გაყვითლება, სისუსტე ან ასთმა), აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სისხლჩაქცევების გაჩენას ან ინფექციის წარმოქმნის ალბათობას). ანალგეზური ასთმის მქონე პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ჩვეულებრივ ვლინდება ასთმური ფორმით, სტივენს-ჯონსონის სინდრომით ან ლაიელით (გამწვავებული რეაქცია, რომელსაც თან ახლავს კანზე, პირის ღრუს, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე ბუშტების წარმოქმნა)

უცნობი სიხშირით პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, ყაბზობა, გასტრიტის და კუჭის წყლულის გამწვავება, იშვიათ შემთხვევებში - წყლულები და სისხლდენა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აკომოდაციის დარღვევა, შარდვის დარღვევა. ღვიძლის ანთება, კანის და თვალის თეთრი გარსების გაყვითლება, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.

სპაზმოფარმის მიღების დროს თქვენი შარდი შეიძლება იყოს წითლად შეფერილი. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ფერი ნორმალიზდება.

პარენტერალური მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ტკივილები შეყვანის ადგილზე და ადგილობრივი რეაქციები, ძალიან იშვიათად - ფლებიტიც კი.

ჰიპერმგრძნობელობის, თირკმლის ან სისხლმბადი ფუნქციის დარღვევის დროს წყდება სპაზმოფარმის მიღება.

იმ შემთხვევაში, თუ რაიმე არასასურველი სამედიცინო რეაქცია გახდება სერიოზული, ან დააფიქსირებთ სხვა რეაქციებს, რომლებიც აღწერილი არ არის ამ ჩანართში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ არასასურველი რეაქციები სამკურნალო საშუალებისგან, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს იმ არასასურველ მოვლენებსაც, რომლებიც აღწერილი არ არის ამ ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება შეიძლება უშუალოდ:

ბულგარეთის წამლის სააგენტოში,

8, დამიან გრუევი

1303 სოფია,

ტელეფონი: +359 2 8903417;

website: www.bda.bg

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ წვლილი შეიტანით ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.

  • სპაზმოფარმის შენახვის პირობები

25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ მუყაოს კოლოფში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

სპაზმოფარმი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვაზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგვის კონტეინერებში გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს სპაზმოფარმი

მოქმედი ნივთიერებები 2 მლ ამპულებისთვის არის მეტამიზოლის ნატრიუმის მონოჰიდრატი 1000 მგ, პიტოფენონის ჰიდროქლორიდი 4 მგ, ფენპივერინის ბრომიდი 0,04 მგ 2 მლ საინექციო ხსნარში; 5 მლ ამპულებისთვის: მეტამიზოლის ნატრიუმის მონოჰიდრატი 2 500 მგ, პიტოფენონის ჰიდროქლორიდი 10 მგ, ფენპივერინის ბრომიდი 0,1 მგ 5 მლ საინექციო ხსნარში;

სხვა კომპონენტებია საინექციო წყალი.

სპაზმოფარმის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

სუფთა, მოყვითალო მწვანე ფერის, გამჭვირვალე სითხე ყავისფერ მინის ამპულაში, გასახსნელი ნიშნულით - ფერადი წერტილით.

2 და 5 მლ ამპულები, თვითგახსნადი, I ტიპის მუქი ნეიტრალური მინისგან.

10 ცალი ამპულა მოთავსებულია პვქ ფოლგის ბლისტერში.

ერთი ბლისტერი, პაციენტის ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს დანჰსონ-ბგ,

ოტეც პაისის ქუჩა, 26,

რადომირი 2400, ბულგარეთი,

ტელეფონი: 024519300

ელ-ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

ვეტპრომ ად (VETPROM AD)

ოტეც პაისის ქუჩა, 26,

რადომირი 2400, ბულგარეთი

ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 01/2025 წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა