პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები

სპაზმომენი

SPASMOMEN®

ურეცეპტოდ40მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

პრეპარატ სპაზმომენის® ტაბლეტები შეიცავს სამკურნალო საშუალებას სახელწოდებით ოტილონიუმის ბრომიდი. ის მიეკუთვნება სამკურნალო ნივთიერებების ჯგუფს, სახელწოდებით სპაზმოლიტიკები. სპაზმომენი® მოქმედებს მსხვილი ნაწლავის კუნთებზე, ამცირებს მის ზედმეტად ძლიერ შეკუმშვებს და მათ სიხშირეს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ოტილონიუმი (otilonium)
ფორმა და შეფუთვა
40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
BERLIN-CHEMIE AG (Glienicker) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -BERLIN-CHEMIE AG (Tempelhofer)(გერმანია)), გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, სინთეზური ანტიქოლინერგულები, მეოთხეული ამონიუმის ნაერთები
ATC კოდი
A03AB06
რეგისტრაციის ნომერი
რ-042245
რეგისტრირებულია
22 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 22 ოქტომბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
A. Menarini Industrie Farmaceutiche Riunite S.r.l. (იტალია)
განმცხადებელი
შპს ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასპაზმომენი და სხვა წამალი ერთად

სპაზმომენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატ სპაზმომენის® ტაბლეტები შეიცავს სამკურნალო საშუალებას სახელწოდებით ოტილონიუმის ბრომიდი. ის მიეკუთვნება სამკურნალო ნივთიერებების ჯგუფს, სახელწოდებით სპაზმოლიტიკები.

სპაზმომენი® მოქმედებს მსხვილი ნაწლავის კუნთებზე, ამცირებს მის ზედმეტად ძლიერ შეკუმშვებს და მათ სიხშირეს. შესაბამისად, პრეპარატი ამცირებს ნაწლავის სპაზმს და აწესრიგებს მის ზედმეტ მოძრაობით აქტივობას.

სპაზმომენი® გამოიყენება 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდ, რომელსაც ახასიათებს ნაწლავის მტკივნეული სპაზმი, მუცლის შებერილობა და ნაწლავის მოძრაობითი აქტივობის დარღვევა.

მიღების წესი და დოზირება

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით, ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები (მათ შორის ღვიძლის და თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტები და ხანდაზმული პირები)

მიიღეთ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება მთლიანად, წყლის მიყოლებით, სასურველია საკვების მიღებამდე 20 წუთით ადრე. ტაბლეტები არ გატეხოთ, არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ.

არ გამოიყენოთ პრეპარატი სპაზმომენი® 3 თვეზე მეტი დროის განმავლობაში მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

მოცემული ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.

თუ მიიღეთ პრეპარატ სპაზმომენის® საჭიროზე მეტი რაოდენობა

თუ მიიღეთ პრეპარატ სპაზმომენის® საჭიროზე მეტი რაოდენობა, არასასურველი მოვლენები მოსალოდნელი არ არის. მაგრამ, თუ გადააჭარბეთ რეკომენდებულ დოზას და თავს გრძნობთ ცუდად, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას, თან იქონიეთ მოცემული ჩანართი ან/და შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ სპაზმომენის® მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ სპაზმომენის® დროულად მიღება, მიიღეთ პრეპარატი როგორც კი გაგახსენდებათ დოზის გამოტოვების შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ოტილონიუმის ბრომიდის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6).

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ სპაზმომენის® მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ გაქვთ მომატებული თვალშიდა წნევა (გლაუკომა).

თუ გაქვთ გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი (ასევე ეწოდება პროსტატის ჰიპერტროფია).

კუჭიდან ნაწლავში გადასვლის შევიწროების შემთხვევაში (პილოროსტენოზი).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე პრეპარატ სპაზმომენის® გავლენა უცნობია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი სპაზმომენი® არ უნდა მიიღოთ, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ; გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის მიღების აუცილებლობის შესახებ და თქვენ იმყოფებით მისი დაკვირვების ქვეშ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატ სპაზმომენის® გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მოსალოდნელი არ არის.

პრეპარატი სპაზმომენი® შეიცავს ლაქტოზას

ლაქტოზა წარმოადგენს შაქრის სახეობას (რძის შაქარი). თუ ექიმისგან თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ ამ სამკურნალო საშუალების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის, ალერგიული რეაქციის რომელიმე ქვემოთ მითითებული სიმპტომის განვითარების შემთხვევაში:

სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება;

კანის გამოხატული ქავილი ან კანის ტკივილი სიწითლით, გამონაყარით და შეშუპებით.

პრეპარატ სპაზმომენის® მიღებისას ზოგჯერ გამოვლენილი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღინიშნოს 100 ადამიანიდან 1-ში):

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა სიმშრალე პირის ღრუში, გულისრევა და ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;

კანის ქავილი და გაწითლება;

დაღლილობა და სისუსტე;

თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

მოცემული პრეპარატის მიღებისას პაციენტებში აღინიშნებოდა კანის ალერგიული რეაქციების ერთეული შემთხვევები გამონაყარის (ჭინჭრის ციება) და კანის ღრმა შრეების შეშუპების სახით, განსაკუთრებით ტუჩების, თვალების, სასქესო ორგანოების, ხელის მტევნების, ტერფების, ყელის ან ენის არეში. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია სუნთქვის მოულოდნელი გართულება (ანგიონევროზული შეშუპება).

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ოტილონიუმის ბრომიდი პრაქტიკულად არ არის ტოქსიკური ჩვეულებრივ ფარმაკოლოგიურ დოზაზე ბევრად მაღალი დოზის გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 5.3). ამიტომ, ადამიანში დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოსალოდნელი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია შესაბამისი სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება არის ოტილონიუმის ბრომიდი (40 მგ აპკიანი გარსით დაფარულ ერთ ტაბლეტში).

სხვა კომპონენტები: ლაქტოზის ჰიდრატი, ბრინჯის სახამებელი, სახამებელ-გლიკოლატის ნატრიუმის მარილი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 4000 და 6000, ტალკი (დამატებითი ინფორმაცია ლაქტოზასთან დაკავშირებით იხილეთ პარაგრაფში 2).

პრეპარატ სპაზმომენის® აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

პრეპარატი სპაზმომენი® წარმოადგენს თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალ, ორმხრივამოზნექილ, აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს.

აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში მოთავსებულია კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სინთეზური ქოლინობლოკერები, მეოთხეული ამონიუმის ნაერთები, ათქ კოდი: A03AB06

ოტილონიუმის ბრომიდი წარმოადგენს 2-ამინოეთილ-N-ბენზილამინობენზოატის მეოთხეული მარილის კლასის ტიპიურ ნიმუშს.

მოქმედების მექანიზმი

ოტილონიუმის ბრომიდი უპირატესად მოქმედებს კალციუმის იონების Ca(2+) დინების მოდიფიცირების გზით უჯრედულ და არაუჯრედულ უბნებს შორის; ამიტომ, ის აქვეითებს კუმშვადობის აქტივობის ტრიგერულ ფაქტორს და ვისცერულ ტკივილს, სავარაუდოდ, L- და T-ტიპის კალციუმის არხების ინჰიბირების გზით გლუვი მუსკულატურის უჯრედებში და მგრძნობიარე პერიფერიულ ნეირონებში. დამატებითი ფარმაკოლოგიური მოქმედება შეიძლება განხორციელდეს NK1 და NK2 ტაქიკინინურ რეცეპტორებთან ურთიერთქმედების გზით.

ფარმაკოდინამიკური მოქმედება

ოტილონიუმის ბრომიდს გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება ნაწლავის დისტალური ნაწილის (კოლინჯის და სწორი ნაწლავის) გლუვ მუსკულატურაზე. ამ ეფექტს ადგილი აქვს ისეთი დოზების გამოყენებისას, რომლებიც არ ახდენს გავლენას კუჭის სეკრეციაზე და არ გააჩნია ტიპიური ატროპინის მსგავსი არასასურველი მოქმედება.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე 378 პაციენტში ჩატარებული ოტილონიუმის ბრომიდის ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებული 15 კვირიანი კვლევის (კვლევა SpC1M) გაფართოებულმა ანალიზმა აჩვემა, რომ თერაპიული პასუხის სიხშირე 2-4 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო ოტილონიუმის ბრომიდის ჯგუფში (36.9%), ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (22.5%; P=0.007). მკურნალობის ყველა თვეში პასუხის მიღწევის სიხშირე უფრო მაღალი იყო ოტილონიუმის ბრომიდის ჯგუფში, პლაცებოსთან შედარებით (P<0.05). მკურნალობაზე პასუხის მქონე პოპულაციის თვის ან კვირის საერთო წილი ცალკეული საბოლოო წერტილების მიმართ (ტკივილისა და დისკომფორტის ინტენსივობა და სიხშირე, მეტეორიზმი/მუცლის შებერილობა, დიარეის ან შეკრულობის სიმძიმის ხარისხი და ლორწო განავალში) მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო ოტილონიუმის ბრომიდის ჯგუფში, პლაცებოსთან შედარებით, 10%-დან 20%-მდე სხვაობის დიაპაზონით. ჯგუფებს შორის დეფეკაციის სიხშირისა და განავლის კონსისტენციის შედეგების ანალიზი მიუთითებს, რომ დიარეის მქონე პაციენტებს აქვთ დამატებითი სარგებელი. ოტილონიუმის ბრომიდის გამოყენების უსაფრთხოების მონაცემების ხასიათი შედარებადი იყო პლაცებოს მაჩვენებლებთან.

ორმაგად ბრმა პლაცებო-კონტროლირებულ დიდ (n=356 პაციენტი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით) კლინიკურ კვლევაში (კვლევა OBIS) დადასტურებული იყო ოტილონიუმის ბრომიდის ეფექტიანობა პლაცებოსთან შედარებით მუცლის არეში ტკივილის სიხშირის, მუცლის შებერილობის ხარისხის შემცირების და სიმპტომების რეციდივის პროფილაქტიკის მიმართ.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ოტილონიუმის ბრომიდი აღწევს ფარმაკოლოგიური მოქმედების ადგილს სავარაუდოდ უშუალოდ ნაწლავის კედლით, რადგან სამკურნალო ნივთიერების შიგნით მიღებისას სისტემური მოქმედება ძალიან დაბალია (3%). ამიტომ, პლაზმაში მისი კონცენტრაცია დაბალია.

განაწილება

პერორალურად მიღების შემდეგ აღწერილია კოლინჯისა და სწორი ნაწლავის გლუვ კუნთებში სამკურნალო საშუალების განაწილების მაღალი მაჩვენებელი. პრეპარატის მიღება საკვების მიღებამდე ცოტა ხნით ადრე უზრუნველყოფს პრეპარატის ფარმაკოლოგიურად ეფექტურ ადგილობრივ ბიოშეღწევადობას თერაპიული მოქმედების ადგილზე და დაავადების ყველაზე მეტად გამოხატული სიმპტომების მოლოდინის დროს.

თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ოტილონიუმის ბრომიდის კვლევები არ ჩატარებულა. პერორალურად მიღებისას ოტილონიუმის ბრომიდი ძალიან მცირე რაოდენობით აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, ამიტომ მისი ადგილობრივი გამოყენებისას ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დაქვეითების ეფექტი მოსალოდნელი არ არის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

სპაზმომენი®

40 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ოტილონიუმის ბრომიდი

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით, ან თქვენი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლოა, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

თუ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა დაგჭირდათ, მიმართეთ ფარმაცევტს.

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

თუ 5 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან ადგილი აქვს მდგომარეობის გაუარესებას, მიმართეთ ექიმს.

მოცემული ჩანართის შინაარსი

  • რას წარმოადგენს პრეპარატი სპაზმომენი® და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ სპაზმომენის® მიღებამდე
  • როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი სპაზმომენი®
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • პრეპარატ სპაზმომენის® შენახვის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პრეპარატი სპაზმომენი® და რისთვის გამოიყენება

პრეპარატ სპაზმომენის® ტაბლეტები შეიცავს სამკურნალო საშუალებას სახელწოდებით ოტილონიუმის ბრომიდი. ის მიეკუთვნება სამკურნალო ნივთიერებების ჯგუფს, სახელწოდებით სპაზმოლიტიკები.

სპაზმომენი® მოქმედებს მსხვილი ნაწლავის კუნთებზე, ამცირებს მის ზედმეტად ძლიერ შეკუმშვებს და მათ სიხშირეს. შესაბამისად, პრეპარატი ამცირებს ნაწლავის სპაზმს და აწესრიგებს მის ზედმეტ მოძრაობით აქტივობას.

სპაზმომენი® გამოიყენება 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდ, რომელსაც ახასიათებს ნაწლავის მტკივნეული სპაზმი, მუცლის შებერილობა და ნაწლავის მოძრაობითი აქტივობის დარღვევა.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ სპაზმომენის® მიღებამდე

არ გამოიყენოთ პრეპარატი სპაზმომენი®:

თუ გაქვთ ალერგია ოტილონიუმის ბრომიდის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ სპაზმომენის® მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ გაქვთ მომატებული თვალშიდა წნევა (გლაუკომა).

თუ გაქვთ გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი (ასევე ეწოდება პროსტატის ჰიპერტროფია).

კუჭიდან ნაწლავში გადასვლის შევიწროების შემთხვევაში (პილოროსტენოზი).

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი სპაზმომენი®

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე პრეპარატ სპაზმომენის® გავლენა უცნობია.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი სპაზმომენი® არ უნდა მიიღოთ, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ; გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის მიღების აუცილებლობის შესახებ და თქვენ იმყოფებით მისი დაკვირვების ქვეშ.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატ სპაზმომენის® გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მოსალოდნელი არ არის.

პრეპარატი სპაზმომენი® შეიცავს ლაქტოზას

ლაქტოზა წარმოადგენს შაქრის სახეობას (რძის შაქარი). თუ ექიმისგან თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.

  • როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი სპაზმომენი®

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით, ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები (მათ შორის ღვიძლის და თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტები და ხანდაზმული პირები)

მიიღეთ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება მთლიანად, წყლის მიყოლებით, სასურველია საკვების მიღებამდე 20 წუთით ადრე. ტაბლეტები არ გატეხოთ, არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ.

არ გამოიყენოთ პრეპარატი სპაზმომენი® 3 თვეზე მეტი დროის განმავლობაში მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

მოცემული ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.

თუ მიიღეთ პრეპარატ სპაზმომენის® საჭიროზე მეტი რაოდენობა

თუ მიიღეთ პრეპარატ სპაზმომენის® საჭიროზე მეტი რაოდენობა, არასასურველი მოვლენები მოსალოდნელი არ არის. მაგრამ, თუ გადააჭარბეთ რეკომენდებულ დოზას და თავს გრძნობთ ცუდად, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას, თან იქონიეთ მოცემული ჩანართი ან/და შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ სპაზმომენის® მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ სპაზმომენის® დროულად მიღება, მიიღეთ პრეპარატი როგორც კი გაგახსენდებათ დოზის გამოტოვების შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ ამ სამკურნალო საშუალების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის, ალერგიული რეაქციის რომელიმე ქვემოთ მითითებული სიმპტომის განვითარების შემთხვევაში:

სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება;

კანის გამოხატული ქავილი ან კანის ტკივილი სიწითლით, გამონაყარით და შეშუპებით.

პრეპარატ სპაზმომენის® მიღებისას ზოგჯერ გამოვლენილი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღინიშნოს 100 ადამიანიდან 1-ში):

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა სიმშრალე პირის ღრუში, გულისრევა და ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;

კანის ქავილი და გაწითლება;

დაღლილობა და სისუსტე;

თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

მოცემული პრეპარატის მიღებისას პაციენტებში აღინიშნებოდა კანის ალერგიული რეაქციების ერთეული შემთხვევები გამონაყარის (ჭინჭრის ციება) და კანის ღრმა შრეების შეშუპების სახით, განსაკუთრებით ტუჩების, თვალების, სასქესო ორგანოების, ხელის მტევნების, ტერფების, ყელის ან ენის არეში. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია სუნთქვის მოულოდნელი გართულება (ანგიონევროზული შეშუპება).

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

  • პრეპარატ სპაზმომენის® შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი სპაზმომენი®

მოქმედი ნივთიერება არის ოტილონიუმის ბრომიდი (40 მგ აპკიანი გარსით დაფარულ ერთ ტაბლეტში).

სხვა კომპონენტები: ლაქტოზის ჰიდრატი, ბრინჯის სახამებელი, სახამებელ-გლიკოლატის ნატრიუმის მარილი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 4000 და 6000, ტალკი (დამატებითი ინფორმაცია ლაქტოზასთან დაკავშირებით იხილეთ პარაგრაფში 2).

პრეპარატ სპაზმომენის® აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

პრეპარატი სპაზმომენი® წარმოადგენს თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალ, ორმხრივამოზნექილ, აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს.

აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში მოთავსებულია კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ა. მენარინი ინდუსტრიე ფარმაჩეუტიკე რიუნიტე ს.რ.ლ.

ვია სეტტე სანტი, 3

50131 ფლორენცია

იტალია

მწარმოებელი

ბერლინ-ჰემი აგ

გლინიკერ ვეგ 125

12489 ბერლინი

გერმანია

მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2023 წლის თებერვალი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა