პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

სომნოლსი 7,5 მგ

SOMNOLS® 7,5 mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადლატვია
რისთვის გამოიყენება

Somnols შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ზოპიკლონს, რომელიც იწვევს ძილიანობას. Somnols-ის მიღების შემდეგ თქვენ თავს დაღლილად იგრძნობთ და უფრო სწრაფად დაიძინებთ. ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას მოზრდილებში უძილობის ხანმოკლე მკურნალობისთვის.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ზოპიკლონი (zopiclone)
ფორმა და შეფუთვა
7,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
მწარმოებელი
AS GRINDEKS., ლატვია
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის მონათესავე პრეპარატები
ATC კოდი
N05CF01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044380
რეგისტრირებულია
24 ნოემბერი 2025, მოქმედებს 24 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გრინდეკსი წარმომადგენლობა (ფილიალი)“
ურთიერთქმედების შემოწმებასომნოლსი 7,5 მგ და სხვა წამალი ერთად

სომნოლსი 7,5 მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

Somnols შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ზოპიკლონს, რომელიც იწვევს ძილიანობას. Somnols-ის მიღების შემდეგ თქვენ თავს დაღლილად იგრძნობთ და უფრო სწრაფად დაიძინებთ.

ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას მოზრდილებში უძილობის ხანმოკლე მკურნალობისთვის.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებულნი მისი მიღების შესახებ.

დოზირება

მოცემული მედიკამენტი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ, ძილის წინ.

არ მიიღოთ დღეში 7.5 მგ-ზე მეტი.

რეკომენდირებული დოზა მოზრდილი პაციენტებისთვის - ერთი ტაბლეტი (7.5 მგ) დღეში.

რეკომენდირებული დოზა ხანდაზმული პაციენტებისთვის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ქრონიკული სუნთქვის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის - ნახევარი ტაბლეტი (3.75 მგ) დღეში.

რეკომენდირებული საწყისი დოზა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის - ნახევარი ტაბლეტი (3.75 მგ) დღეში.

დაიცავით თქვენი ექიმის ინსტრუქციები.

გამოყენება ბავშვებთან

არ არსებობს გამოცდილება ბავშვებთან მიმართებაში, შესაბამისად, Somnols-ის მიღება ბავშვებში რეკომენდირებული არ არის.

მიღების მეთოდი

მოცემული პრეპარატი მიღებული უნდა იყოს პერორალურად.

მიღების დრო

მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ძილის წინ, შესაძლო გვერდითი მოვლენების რისკის მინიმუმამდე დაყვანისთვის (იხილეთ პარაგრაფი 4) .

მკურნალობის ხანგრძლივობა

მოცემული სამედიცინო პროდუქტი გამოყენებული უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში. თუ უძილობა კვლავ რჩება, მიმართეთ ექიმს.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ Somnols

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი Somnols, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

დოზის გადაჭარბება ჩვეულებისამებრ ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის სხვადასხვა ხარისხით, რომელიც მერყეობს ძილიანობიდან კომამდე, მიღებული რაოდენობის მიხედვით.

უფრო მძიმე შემთხვევებში, დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, კუნთების რელაქსაცია, არტერიული წნევის დაცემა, სუნთქვის უკმარისობა.

თუ დაგავიწყდებათ Somnols-ის მიღება

თუ Somnols-ის მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ იგი მეორე დღეს ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.

თუ შეწყვიტეთ Solmons-ის მიღება

წამლის მიღების შეწყვეტის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად ზოპიკლონით მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათანობით (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

თუ გაქვთ შეკითხვები ამ მედიკამენტთან დაკავშირებით, შეეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ თქვენ გაქვთ ალერგია ზოპიკლონის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);

თუ თქვენ გაქვთ myasthenia gravis (დაავადება, რომელიც ხასიათდება კუნთების სისუსტის მატებით),

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

თუ თქვენ გაქვთ აპნოე ძილის დროს (სუნთქვის პრობლემები ძილის დროს);

თუ თქვენ გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა.

სიფრთხილის ზომები

Somnols-ის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და ფარმაცევტს:

თუ გაქვთ ან ოდესმე გქონდათ ალკოჰოლიზმის ან სხვა ნივთიერებების ბოროტად გამოყენების ისტორია, ან ხართ მათზე დამოკიდებული;

თუ გაქვთ სუნთქვის უკმარისობა. აუცილებელია ბენზოდიაზეპინების და ბენზოდიაზეპინის-მსგავსი წამლების ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დეპრესიული ეფექტის შესაძლებლობის გათვალისწინება. შფოთვა და ფსიქომოტორული აგზნება შეიძლება იყოს რესპირატორული დეკომპენსაციის სიმპტომები;

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ენცეფალოპათიის რისკის გამო, ბენზოდიაზეპინები და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატები არ უნდა მიიღოთ;

თუ ხართ 65 წლის ან მეტი ასაკის;

თუ თქვენ გაქვთ myasthenia gravis (კუნთების სისუსტე). ზოპიკლონი ამწვავებს myasthenia gravis –ის სიმპტომებს.

ბენზოდიაზეპინების და ბენზოდიაზეპინის-მსგავსი პრეპარატების რამდენიმე კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ეფექტურობის გარკვეული დაქვეითება, თუმცა, ზოპიკლონის მიმართ მნიშვნელოვანი შეჩვევა არ დაფიქსირებულა. დოზა არ უნდა იყოს გადაჭარბებული.

Somnols-ის, ისევე, როგორც სხვა საძილე-სედაციური პრეპარატების (ბენზოდიაზეპინები, ბარბიტურატები და სხვა) გამოყენებისას, არსებობს ფსიქიკური და ფიზიკური (სომატური) დამოკიდებულების რისკი. დამოკიდებულების რისკი მინიმალურია, თუ წამალი გამოიყენება მაქსიმუმ 4 კვირის განმავლობაში. რისკი მატულობს დოზასთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად.

პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში ალკოჰოლის და/ან ნარკოტიკების მოხმარება აქვთ, ან პიროვნული აშლილობის მქონე პირებში დამოკიდებულების რისკი უფრო მეტია.

თუ პაციენტი მედიკამენტზეა დამოკიდებული, მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს წამლის მოხსნის სინდრომი, მათ შორის: შფოთვა, თავის ტკივილები, კუნთების ტკივილი, დაძაბულობა, დაბნეულობა. მძიმე შემთხვევებში, სიმპტომები ასევე შეიძლება მოიცავდეს პიროვნულ დარღვევებს, კიდურების დაბუჟებას, სინათლის, სუნის და ფიზიკური კონტაქტის მიმართ მომატებულ მგრძნობელობას, ჰალუცინაციებს ან ეპილეფსიურ კრუნჩხვებს.

ზოპიკლონის მიღების შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარდეს უძილობის რეციდივი - უძილობა (რომელიც ინკურნებოდა ამ პრეპარატით) გაუარესდეს. ამას შეიძლება თან ახლდეს სხვა რეაქციები, მათ შორის განწყობის ცვლილებები, შფოთვა და მოუსვენრობა.

ზოპიკლონი, ისევე, როგორც სხვა საძილე საშუალებები, არ წარმოადგენს დეპრესიის სამკურნალო საშუალებას და შეიძლება შენიღბოს კიდევაც ეს სიმპტომები.

ბენზოდიაზეპინები და ბენზოდიაზეპინების მსგავსი ნივთიერებები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ერთადერთი სამკურნალო საშუალება დეპრესიის ან შფოთვასთან დაკავშირებული დეპრესიის სამკურნალოდ, რადგან ასეთ პაციენტებში შეიძლება გაამწვავოს თვითმკვლელობასთან დაკავშირებული იდეები.

ბენზოდიაზეპინები და ბენზოდიაზეპინების-მსგავსი ნივთიერებები არ უნდა იქნას გამოყენებული ფსიქოზების პირველადი მკურნალობისთვის.

სომნამბულიზმი და სხვა მასთან ასოცირებული ქცევები, როგორიცაა “დაძინება მანქანის მართვის დროს”, საჭმლის მომზადება და მიღება ან სატელეფონო ზარების განხორციელება საამისო მიზეზების დავიწყებით, გამოვლენილი იყო პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ზოპიკლონი და არ იყვნენ სრულად გაღვიძებული. ასეთი ქცევის რისკი უფრო მატულობს ერთდროულად ალკოჰოლის, ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტების მიღებით ან ზოპიკლონის რეკომენდირებულ მაქსიმალურ დოზაზე მეტი დოზის მიღებით.

შესაძლოა განვითარდეს ანტეროგრადული ამნეზია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი იღვიძებს ან ტაბლეტის მიღებისთანავე არ იძინებს.

აღწერილია ზოგიერთი ავტომატიზმი, რომელიც შემდეგ დავიწყებას მიეცემა.

ანტეროგრადული ამნეზიის ალბათობის შესამცირებლად, პაციენტი უნდა დარწმუნდეს რომ:

  • პრეპარატი უნდა მიიღოთ უშუალოდ ღამის ძილის წინ;
  • უწყვეტი ძილის შესაძლებლობა მთელი ღამის განმავლობაში.

ბენზოდიაზეპინის და ბენზოდიაზეპინების მსგავსი ნივთიერებების გამოყენების შემდეგ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს პარადოქსული რეაქციები:

უძილობის გაუარესება, ღამის კოშმარები;

ნერვიულობა, გაღიზიანება, შფოთვა, აგრესიულობა, სიბრაზე;

ცხელება, ჰალუცინაციები, ონეირული ბოდვები, ფსიქოზის სიმპტომები, არასათანადო მოქცევა და სხვა ქცევითი დარღვევები (იხილეთ პარაგრაფი 4).

ამის რისკი უფრო მაღალია ხანდაზმულებსა და ბავშვებში. თუ განვითარდება ასეთი შემთხვევები, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

სხვა სამედიცინო პრეპარატები და Somnols

თუ თქვენ იღებთ ნებისმიერ სხვა წამალს, ან მიიღეთ ცოტა ხნის წინ, ან შეიძლება მიიღოთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ალკოჰოლს შეუძლია გააძლიეროს Somnols-ის სედაციური ეფექტი. თუ Somnols-თან ერთად მიღებული იქნა ალკოჰოლი, ეფექტი შეიძლება შენარჩუნდეს შემდეგ დილასაც და შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს პაციენტის უნარზე მართოს სატრანსპორტო საშუალებები ან მოემსახუროს მექანიზმებს.

სხვა პრეპარატებმა, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, შეიძლება გააძლიერონ Somnols-ის ეფექტი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ შემდეგი მედიკამენტებიდან რომელიმე, რომლებიც იწვევს Somnols-ის ტაბლეტების ეფექტის მსგავს სედაციას: ანტიფსიქოზური საშუალებები (ნეიროლეპტიკები), საძილე საშუალებები, სხვა სედაციური საშუალებები (ანქსიოლიტიკები), ანტიდეპრესანტები, ანტი-ეპილეფსიური წამლები, ანესთეტიკები და სედაციური ანტიჰისტამინები.

ზოპიკლონის კლოზაპინთან ერთად გამოყენება ზრდის შოკის და რესპირატორული გამოვლინებების რისკს (ან) გულის გაჩერების რისკს.

ბენზოდიაზეპინების მსგავსი წამლების ნარკოტიკულ ანალგეტიკებთან კომბინაციით გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს მათი ეიფორიული ეფექტი, რომელმაც, თავის მხრივ, შეიძლება გაზარდოს დამოკიდებულების რისკი.

შემადგენლობებს, რომლებიც ახდენენ ღვიძლის ფერმენტების (მაგალითად, ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი, რიტონავირი, ქვინუპრისტინი, დალფოპრისტინი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი), კერძოდ ციტოქრომ P450-ის ინჰიბირებას, შეუძლიათ გააძლიერონ ბენზოდიაზეპინების მოქმედება. Somnols-ის თერაპიული ეფექტი მცირდება, როდესაც იგი მიიღება ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან ერთად, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენიტოინი, რიფამპიცინი და კრაზანა.

Somnols-ის და ოპიოიდების (ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, ჩანაცვლებითი თერაპიის სამკურნალო საშუალებები, ხველის ზოგიერთი წამალი) ერთდროული გამოყენება ზრდის ძილიანობის, სუნთქვის გაძნელების (რესპირეტორული დათრგუნვა), კომის რისკს და შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყოს. Aამის გამო, ერთდროული გამოყენება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მკურნალობის სხვა ვარიანტი შეუძლებელია.

თუ ექიმმა დაგინიშნათ Somnols ოპიოიდებთან ერთად, ამ შემთხვევაში დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეიზღუდოს ექიმის მიერ.

უთხარით ექიმს ყველა ოპიოიდური პრეპარატის შესახებ რომელსაც ღებულობთ, და ზუსტად დაიცავით ექიმის დანიშნულება. სასარგებლო იქნება მეგობრების და ნათესავების ინფორმირება ზემოთ აღნიშნული სიმპტომების შესახებ. მიმართეთ ექიმს ასეთი სიმპტომების გამოვლენისას.

Somnols საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლი აძლიერებს Somnols-ის სედაციურ ეფექტს. Somnols-ის მიღებისას არ დალიოთ ალკოჰოლური სასმელები.

Oორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან ბავშვის გაჩენას აპირებთ, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა სანამ ამ წამალს მიიღებთ.

ზოპიკლონის შესახებ არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულობისა და ლაქტაციის დროს მისი უსაფრთხოების შეფასებისთვის.

ზოპიკლონი არ უნდა იყოს გამოყენებული ორსულობის პერიოდში.

მიუხედავად იმისა, რომ ზოპიკლონის კონცენტრაცია დედის რძეში ძალიან დაბალია, იგი არ უნდა იყოს გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ თქვენ იგრძნობთ თავბრუსხვევას ან ძილიანობას Somnols-ის მიღების შემდეგ, არ მართოთ ავტომანქანა და არ იმუშაოთ, თუ საჭიროა ტექნიკური აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების მართვა.

Somnols შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ისევე, როგორც ყველა წამალი, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველასთან არ ვითარდება.

პირის ღრუში მწარე ან მეტალის გემო ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა. ასევე შეინიშნება სხვა გვერდითი მოვლენებიც - გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, პირი სიმშრალე.

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10 ადამიანიდან 1-ს)

პირის ღრუში მწარე ან მეტალის გემო.

დოზის-შემდგომი დაღლილობა დილით.

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100 ადამიანიდან 1-ს)

გულისრევა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეპსია).

ძილიანობა დღისით, ყურადღების დაქვეითება, კონფუზია, საერთო სისუსტე (ასთენია), თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, კუნთების სისუსტე.

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1,000 ადამიანიდან 1-ს)

პარადოქსული და ფსიქოზური რეაქციები: ღამის კოშმარები, გაღიზიანება, კონფუზია, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, შესაძლოა ამნეზიასთან დაკავშირებული ქცევა, ძილში სიარული, ამნეზია (თერაპიული დოზების მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ანტეროგრადული ამნეზია, მაგრამ უფრო დიდმა დოზებმა შეიძლება გაზარდოს ქცევის ცვლილების რისკი), დამოკიდებულება, უძილობის რეციდივი. ფსიქიატრიული აშლილობის შემთხვევაში (რაც სავარაუდოა ხანდაზმულებში), მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გამონაყარი, ქავილი.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000 ადამიანიდან 1-ს)

ანაფილაქსიური რეაქცია.

დარღვევები ლიბიდოსთან დაკავშირებით.

სირთულეები მოძრაობის კონტროლთან დაკავშირებით (ატაქსია) და პრობლემები მხედველობასთან - გაორებული მხედველობა (დიპლოპია).

შრატში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების და\ან ტუტე ფოსფატაზა) მსუბუქიდან საშუალომდე მომატება.

მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ გაგიჩნდათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს გულისხმობს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოგვახსენოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ წამლის სახელმწიფო სააგენტოს ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში უფასო ტელეფონზე 8 800 73568 ან შეავსოთ ფორმა ვებ გვერდზე HYPERLINK "http://www.vvkt.lt/"http://www.vvkt.lt/ და წარუდგინოს იგი ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო სააგენტოს შემდეგი ფორმებით: წერილობითი ფორმით (მისამართი Žirmūnų g. 139A, LT 09120, ვილნიუსი) უფასო ფაქსი 8 800 20131, e-mail (მისამართი [email protected]), აგრეთვე ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე (მისამართი http://vvkt.lt).

გვერდითი მოვლენების მოხსენებით თქვენ დაგვეხმარებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში ამ პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

  • როგორ უნდა შეინახოთ Somnols

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ შეინახოთ 25 °C -ზე ზემოთ.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან და ნესტისგან დაცვის მიზნით.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ყუთზე და ბლისტერზე, EXP-ს გვერდით აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადაში იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატი გამდინარე წყალში ან სახლის ნაგავთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა ზოპიკლონი. თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 7,5 მგ ზოპიკლონს.
  • სხვა ინგრედიენტები. ტაბლეტის ბირთვი: კალციუმის წყალბადის ფოსფატი უწყლო, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი (Syloid 244 FP), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A). ტაბლეტის გარსი: საღებავი აგენტი Opadry II თეთრი 33G28707, რომელიც შეიცავს: ჰიპრომელოზას, ტიტანის დიოქსიდს (E171), ლაქტოზის მონოჰიდრატს, მაკროგოლი 3000, ტრიაცეტინს.

როგორ გამოიყურება Somnols და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი, მრგვალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ამობურცული ერთ მხარეს, ბრტყელი და ტიხრით - მეორე მხარეს. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.

10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი თითო ბლისტერში,

1, 2 ან 3 ბლისტერი (10, 20 ან 30 ტაბლეტი) შეფუთულია მუყაოს ყუთში.

შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

26/04/2019 LT/T/7.5/6

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისთვის

Somnols 7.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ზოპიკლონი

ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, მოგვიანებით მოგიხდეთ მისი გადაკითხვა.
  • თუ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. Aარ მისცეთ იგი სხვას. Aმას შეუძლია ზიანი მიაყენოს, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენი მსგავსია.
  • თუ შეამჩნიეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს (ეს ასევე ეხება შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში). იხილეთ პუნქტი 4.

რა არის ამ ინსტრუქციაში?

  • რა არის Somnols და რისთვის გამოიყენება იგი
  • რა უნდა იცოდეთ Somnols-ის გამოყენებამდე
  • როგორ უნდა მიიღოთ Somnols
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ უნდა შეინახოთ Somnols
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის Somnols და რისთვის გამოიყენება იგი

Somnols შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ზოპიკლონს, რომელიც იწვევს ძილიანობას. Somnols-ის მიღების შემდეგ თქვენ თავს დაღლილად იგრძნობთ და უფრო სწრაფად დაიძინებთ.

ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას მოზრდილებში უძილობის ხანმოკლე მკურნალობისთვის.

  • რა უნდა იცოდეთ Somnols-ის მიღებამდე

არ მიიღოთ Somnols

თუ თქვენ გაქვთ ალერგია ზოპიკლონის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);

თუ თქვენ გაქვთ myasthenia gravis (დაავადება, რომელიც ხასიათდება კუნთების სისუსტის მატებით),

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

თუ თქვენ გაქვთ აპნოე ძილის დროს (სუნთქვის პრობლემები ძილის დროს);

თუ თქვენ გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

Somnols-ის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და ფარმაცევტს:

თუ გაქვთ ან ოდესმე გქონდათ ალკოჰოლიზმის ან სხვა ნივთიერებების ბოროტად გამოყენების ისტორია, ან ხართ მათზე დამოკიდებული;

თუ გაქვთ სუნთქვის უკმარისობა. აუცილებელია ბენზოდიაზეპინების და ბენზოდიაზეპინის-მსგავსი წამლების ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დეპრესიული ეფექტის შესაძლებლობის გათვალისწინება. შფოთვა და ფსიქომოტორული აგზნება შეიძლება იყოს რესპირატორული დეკომპენსაციის სიმპტომები;

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ენცეფალოპათიის რისკის გამო, ბენზოდიაზეპინები და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატები არ უნდა მიიღოთ;

თუ ხართ 65 წლის ან მეტი ასაკის;

თუ თქვენ გაქვთ myasthenia gravis (კუნთების სისუსტე). ზოპიკლონი ამწვავებს myasthenia gravis –ის სიმპტომებს.

ბენზოდიაზეპინების და ბენზოდიაზეპინის-მსგავსი პრეპარატების რამდენიმე კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ეფექტურობის გარკვეული დაქვეითება, თუმცა, ზოპიკლონის მიმართ მნიშვნელოვანი შეჩვევა არ დაფიქსირებულა. დოზა არ უნდა იყოს გადაჭარბებული.

Somnols-ის, ისევე, როგორც სხვა საძილე-სედაციური პრეპარატების (ბენზოდიაზეპინები, ბარბიტურატები და სხვა) გამოყენებისას, არსებობს ფსიქიკური და ფიზიკური (სომატური) დამოკიდებულების რისკი. დამოკიდებულების რისკი მინიმალურია, თუ წამალი გამოიყენება მაქსიმუმ 4 კვირის განმავლობაში. რისკი მატულობს დოზასთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად.

პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში ალკოჰოლის და/ან ნარკოტიკების მოხმარება აქვთ, ან პიროვნული აშლილობის მქონე პირებში დამოკიდებულების რისკი უფრო მეტია.

თუ პაციენტი მედიკამენტზეა დამოკიდებული, მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს წამლის მოხსნის სინდრომი, მათ შორის: შფოთვა, თავის ტკივილები, კუნთების ტკივილი, დაძაბულობა, დაბნეულობა. მძიმე შემთხვევებში, სიმპტომები ასევე შეიძლება მოიცავდეს პიროვნულ დარღვევებს, კიდურების დაბუჟებას, სინათლის, სუნის და ფიზიკური კონტაქტის მიმართ მომატებულ მგრძნობელობას, ჰალუცინაციებს ან ეპილეფსიურ კრუნჩხვებს.

ზოპიკლონის მიღების შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარდეს უძილობის რეციდივი - უძილობა (რომელიც ინკურნებოდა ამ პრეპარატით) გაუარესდეს. ამას შეიძლება თან ახლდეს სხვა რეაქციები, მათ შორის განწყობის ცვლილებები, შფოთვა და მოუსვენრობა.

ზოპიკლონი, ისევე, როგორც სხვა საძილე საშუალებები, არ წარმოადგენს დეპრესიის სამკურნალო საშუალებას და შეიძლება შენიღბოს კიდევაც ეს სიმპტომები.

ბენზოდიაზეპინები და ბენზოდიაზეპინების მსგავსი ნივთიერებები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ერთადერთი სამკურნალო საშუალება დეპრესიის ან შფოთვასთან დაკავშირებული დეპრესიის სამკურნალოდ, რადგან ასეთ პაციენტებში შეიძლება გაამწვავოს თვითმკვლელობასთან დაკავშირებული იდეები.

ბენზოდიაზეპინები და ბენზოდიაზეპინების-მსგავსი ნივთიერებები არ უნდა იქნას გამოყენებული ფსიქოზების პირველადი მკურნალობისთვის.

სომნამბულიზმი და სხვა მასთან ასოცირებული ქცევები, როგორიცაა “დაძინება მანქანის მართვის დროს”, საჭმლის მომზადება და მიღება ან სატელეფონო ზარების განხორციელება საამისო მიზეზების დავიწყებით, გამოვლენილი იყო პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ზოპიკლონი და არ იყვნენ სრულად გაღვიძებული. ასეთი ქცევის რისკი უფრო მატულობს ერთდროულად ალკოჰოლის, ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტების მიღებით ან ზოპიკლონის რეკომენდირებულ მაქსიმალურ დოზაზე მეტი დოზის მიღებით.

შესაძლოა განვითარდეს ანტეროგრადული ამნეზია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი იღვიძებს ან ტაბლეტის მიღებისთანავე არ იძინებს.

აღწერილია ზოგიერთი ავტომატიზმი, რომელიც შემდეგ დავიწყებას მიეცემა.

ანტეროგრადული ამნეზიის ალბათობის შესამცირებლად, პაციენტი უნდა დარწმუნდეს რომ:

  • პრეპარატი უნდა მიიღოთ უშუალოდ ღამის ძილის წინ;
  • უწყვეტი ძილის შესაძლებლობა მთელი ღამის განმავლობაში.

ბენზოდიაზეპინის და ბენზოდიაზეპინების მსგავსი ნივთიერებების გამოყენების შემდეგ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს პარადოქსული რეაქციები:

უძილობის გაუარესება, ღამის კოშმარები;

ნერვიულობა, გაღიზიანება, შფოთვა, აგრესიულობა, სიბრაზე;

ცხელება, ჰალუცინაციები, ონეირული ბოდვები, ფსიქოზის სიმპტომები, არასათანადო მოქცევა და სხვა ქცევითი დარღვევები (იხილეთ პარაგრაფი 4).

ამის რისკი უფრო მაღალია ხანდაზმულებსა და ბავშვებში. თუ განვითარდება ასეთი შემთხვევები, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

სხვა სამედიცინო პრეპარატები და Somnols

თუ თქვენ იღებთ ნებისმიერ სხვა წამალს, ან მიიღეთ ცოტა ხნის წინ, ან შეიძლება მიიღოთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ალკოჰოლს შეუძლია გააძლიეროს Somnols-ის სედაციური ეფექტი. თუ Somnols-თან ერთად მიღებული იქნა ალკოჰოლი, ეფექტი შეიძლება შენარჩუნდეს შემდეგ დილასაც და შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს პაციენტის უნარზე მართოს სატრანსპორტო საშუალებები ან მოემსახუროს მექანიზმებს.

სხვა პრეპარატებმა, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, შეიძლება გააძლიერონ Somnols-ის ეფექტი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ შემდეგი მედიკამენტებიდან რომელიმე, რომლებიც იწვევს Somnols-ის ტაბლეტების ეფექტის მსგავს სედაციას: ანტიფსიქოზური საშუალებები (ნეიროლეპტიკები), საძილე საშუალებები, სხვა სედაციური საშუალებები (ანქსიოლიტიკები), ანტიდეპრესანტები, ანტი-ეპილეფსიური წამლები, ანესთეტიკები და სედაციური ანტიჰისტამინები.

ზოპიკლონის კლოზაპინთან ერთად გამოყენება ზრდის შოკის და რესპირატორული გამოვლინებების რისკს (ან) გულის გაჩერების რისკს.

ბენზოდიაზეპინების მსგავსი წამლების ნარკოტიკულ ანალგეტიკებთან კომბინაციით გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს მათი ეიფორიული ეფექტი, რომელმაც, თავის მხრივ, შეიძლება გაზარდოს დამოკიდებულების რისკი.

შემადგენლობებს, რომლებიც ახდენენ ღვიძლის ფერმენტების (მაგალითად, ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი, რიტონავირი, ქვინუპრისტინი, დალფოპრისტინი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი), კერძოდ ციტოქრომ P450-ის ინჰიბირებას, შეუძლიათ გააძლიერონ ბენზოდიაზეპინების მოქმედება. Somnols-ის თერაპიული ეფექტი მცირდება, როდესაც იგი მიიღება ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან ერთად, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენიტოინი, რიფამპიცინი და კრაზანა.

Somnols-ის და ოპიოიდების (ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, ჩანაცვლებითი თერაპიის სამკურნალო საშუალებები, ხველის ზოგიერთი წამალი) ერთდროული გამოყენება ზრდის ძილიანობის, სუნთქვის გაძნელების (რესპირეტორული დათრგუნვა), კომის რისკს და შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყოს. Aამის გამო, ერთდროული გამოყენება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მკურნალობის სხვა ვარიანტი შეუძლებელია.

თუ ექიმმა დაგინიშნათ Somnols ოპიოიდებთან ერთად, ამ შემთხვევაში დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეიზღუდოს ექიმის მიერ.

უთხარით ექიმს ყველა ოპიოიდური პრეპარატის შესახებ რომელსაც ღებულობთ, და ზუსტად დაიცავით ექიმის დანიშნულება. სასარგებლო იქნება მეგობრების და ნათესავების ინფორმირება ზემოთ აღნიშნული სიმპტომების შესახებ. მიმართეთ ექიმს ასეთი სიმპტომების გამოვლენისას.

Somnols საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლი აძლიერებს Somnols-ის სედაციურ ეფექტს. Somnols-ის მიღებისას არ დალიოთ ალკოჰოლური სასმელები.

Oორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან ბავშვის გაჩენას აპირებთ, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა სანამ ამ წამალს მიიღებთ.

ზოპიკლონის შესახებ არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულობისა და ლაქტაციის დროს მისი უსაფრთხოების შეფასებისთვის.

ზოპიკლონი არ უნდა იყოს გამოყენებული ორსულობის პერიოდში.

მიუხედავად იმისა, რომ ზოპიკლონის კონცენტრაცია დედის რძეში ძალიან დაბალია, იგი არ უნდა იყოს გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

თუ თქვენ იგრძნობთ თავბრუსხვევას ან ძილიანობას Somnols-ის მიღების შემდეგ, არ მართოთ ავტომანქანა და არ იმუშაოთ, თუ საჭიროა ტექნიკური აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების მართვა.

Somnols შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

  • როგორ უნდა მიიღოთ Somnols

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებულნი მისი მიღების შესახებ.

დოზირება

მოცემული მედიკამენტი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ, ძილის წინ.

არ მიიღოთ დღეში 7.5 მგ-ზე მეტი.

რეკომენდირებული დოზა მოზრდილი პაციენტებისთვის - ერთი ტაბლეტი (7.5 მგ) დღეში.

რეკომენდირებული დოზა ხანდაზმული პაციენტებისთვის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ქრონიკული სუნთქვის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის - ნახევარი ტაბლეტი (3.75 მგ) დღეში.

რეკომენდირებული საწყისი დოზა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის - ნახევარი ტაბლეტი (3.75 მგ) დღეში.

დაიცავით თქვენი ექიმის ინსტრუქციები.

გამოყენება ბავშვებთან

არ არსებობს გამოცდილება ბავშვებთან მიმართებაში, შესაბამისად, Somnols-ის მიღება ბავშვებში რეკომენდირებული არ არის.

მიღების მეთოდი

მოცემული პრეპარატი მიღებული უნდა იყოს პერორალურად.

მიღების დრო

მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ძილის წინ, შესაძლო გვერდითი მოვლენების რისკის მინიმუმამდე დაყვანისთვის (იხილეთ პარაგრაფი 4) .

მკურნალობის ხანგრძლივობა

მოცემული სამედიცინო პროდუქტი გამოყენებული უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში. თუ უძილობა კვლავ რჩება, მიმართეთ ექიმს.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ Somnols

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი Somnols, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

დოზის გადაჭარბება ჩვეულებისამებრ ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის სხვადასხვა ხარისხით, რომელიც მერყეობს ძილიანობიდან კომამდე, მიღებული რაოდენობის მიხედვით.

უფრო მძიმე შემთხვევებში, დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, კუნთების რელაქსაცია, არტერიული წნევის დაცემა, სუნთქვის უკმარისობა.

თუ დაგავიწყდებათ Somnols-ის მიღება

თუ Somnols-ის მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ იგი მეორე დღეს ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.

თუ შეწყვიტეთ Solmons-ის მიღება

წამლის მიღების შეწყვეტის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად ზოპიკლონით მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათანობით (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

თუ გაქვთ შეკითხვები ამ მედიკამენტთან დაკავშირებით, შეეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ისევე, როგორც ყველა წამალი, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველასთან არ ვითარდება.

პირის ღრუში მწარე ან მეტალის გემო ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა. ასევე შეინიშნება სხვა გვერდითი მოვლენებიც - გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, პირი სიმშრალე.

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10 ადამიანიდან 1-ს)

პირის ღრუში მწარე ან მეტალის გემო.

დოზის-შემდგომი დაღლილობა დილით.

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100 ადამიანიდან 1-ს)

გულისრევა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეპსია).

ძილიანობა დღისით, ყურადღების დაქვეითება, კონფუზია, საერთო სისუსტე (ასთენია), თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, კუნთების სისუსტე.

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1,000 ადამიანიდან 1-ს)

პარადოქსული და ფსიქოზური რეაქციები: ღამის კოშმარები, გაღიზიანება, კონფუზია, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, შესაძლოა ამნეზიასთან დაკავშირებული ქცევა, ძილში სიარული, ამნეზია (თერაპიული დოზების მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ანტეროგრადული ამნეზია, მაგრამ უფრო დიდმა დოზებმა შეიძლება გაზარდოს ქცევის ცვლილების რისკი), დამოკიდებულება, უძილობის რეციდივი. ფსიქიატრიული აშლილობის შემთხვევაში (რაც სავარაუდოა ხანდაზმულებში), მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გამონაყარი, ქავილი.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000 ადამიანიდან 1-ს)

ანაფილაქსიური რეაქცია.

დარღვევები ლიბიდოსთან დაკავშირებით.

სირთულეები მოძრაობის კონტროლთან დაკავშირებით (ატაქსია) და პრობლემები მხედველობასთან - გაორებული მხედველობა (დიპლოპია).

შრატში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების და\ან ტუტე ფოსფატაზა) მსუბუქიდან საშუალომდე მომატება.

მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ გაგიჩნდათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს გულისხმობს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოგვახსენოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ წამლის სახელმწიფო სააგენტოს ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში უფასო ტელეფონზე 8 800 73568 ან შეავსოთ ფორმა ვებ გვერდზე HYPERLINK "http://www.vvkt.lt/"http://www.vvkt.lt/ და წარუდგინოს იგი ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო სააგენტოს შემდეგი ფორმებით: წერილობითი ფორმით (მისამართი Žirmūnų g. 139A, LT 09120, ვილნიუსი) უფასო ფაქსი 8 800 20131, e-mail (მისამართი [email protected]), აგრეთვე ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე (მისამართი http://vvkt.lt).

გვერდითი მოვლენების მოხსენებით თქვენ დაგვეხმარებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში ამ პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

  • როგორ უნდა შეინახოთ Somnols

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ შეინახოთ 25 °C -ზე ზემოთ.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან და ნესტისგან დაცვის მიზნით.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ყუთზე და ბლისტერზე, EXP-ს გვერდით აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადაში იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატი გამდინარე წყალში ან სახლის ნაგავთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს Somnols

  • აქტიური ნივთიერებაა ზოპიკლონი. თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 7,5 მგ ზოპიკლონს.
  • სხვა ინგრედიენტები. ტაბლეტის ბირთვი: კალციუმის წყალბადის ფოსფატი უწყლო, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი (Syloid 244 FP), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A). ტაბლეტის გარსი: საღებავი აგენტი Opadry II თეთრი 33G28707, რომელიც შეიცავს: ჰიპრომელოზას, ტიტანის დიოქსიდს (E171), ლაქტოზის მონოჰიდრატს, მაკროგოლი 3000, ტრიაცეტინს.

როგორ გამოიყურება Somnols და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი, მრგვალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ამობურცული ერთ მხარეს, ბრტყელი და ტიხრით - მეორე მხარეს. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.

10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი თითო ბლისტერში,

1, 2 ან 3 ბლისტერი (10, 20 ან 30 ტაბლეტი) შეფუთულია მუყაოს ყუთში.

შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სს გრინდექსი

კრუსტპილსის ქუჩა 53, რიგა, LV-1057, ლატვია

ტელ.: +371 67083205

ფაქსი: +371 67083505

ელ-ფოსტა: [email protected]

ამ პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

AS GRINDEKS filialas

Kalvarijų g. 300

ვილნიუსი LT08318

ტელ: +370 5 2101401

ფაქსი: +370 5 2101402

ეს ტექსტი ბოლოს შემოწმებული იყო 2019-04-23

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდზე http://www.vvkt.lt/.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა