პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები

სოლუბალმი 0,5მგ/გ + 100მგ/გ კრემი

Solubalm® 0,5mg/g + 100mg/g crema

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

კრემი გამოიყენება კანზე და მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ფლუორომეთოლონს, კორტიკოსტეროიდი (ანთების საწინააღმდეგო) და შარდოვანას, რომელიც ზრდიას კანის ტენიანობას და არბილებს მას (დამარბილებელი). …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
0,5მგ/გ + 100მგ/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
ARAFARMA GROUP, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დერმატოლოგიაში გამოსაყენებელი კორტიკოსტეროიდები, კორტიკოსტეროიდები ზომიერი აქტივობით, სხვა კომბინაციები
ATC კოდი
D07XB04
რეგისტრაციის ნომერი
რ-022331
რეგისტრირებულია
17 მაისი 2017, მოქმედებს 17 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „აბიფარმი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებასოლუბალმი 0,5მგ/გ + 100მგ/გ კრემი და სხვა წამალი ერთად

სოლუბალმი 0,5მგ/გ + 100მგ/გ კრემი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კრემი გამოიყენება კანზე და მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ფლუორომეთოლონს, კორტიკოსტეროიდი (ანთების საწინააღმდეგო) და შარდოვანას, რომელიც ზრდიას კანის ტენიანობას და არბილებს მას (დამარბილებელი).

სოლუბალმი ნაჩვენებია: კანის ანთებითი სიმპტომების და ქავილის სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია შემდეგი მდგომარეობებით:

კანზე მოხვედრილი ნივთიერებისადმი ალერგიით გამოწვეული გამონაყარი, ან ეგზემა (კონტაქტური დერმატიტი), ან ზოგადი მოხმარების ნივთიერებებისადმი ალერგია, როგორიცაა საპონი (გამაღიზიანებელი აგენტით გამოწვეული კონტაქტური დერმატიტი), ეგზემა დაკავშირებული პაციენტის ფაქორთან (ატოპიური დერმატიტი და ნეიროდერმატიტი), გამონაყარი ხელებსა და ფეზებზე ქავილით (დეჰიდროზული ეგზემა), გამონაყარი კანზე ანთებით და აქერცვლით (შებორიეული დერმატიტი), მოწითალო გარქოვანებული დაზიანება (ვულგარული ფსორიაზი), დაავადება სხეულის თავდაცვითი რეაქციის გაუარესებით, რომლის დროსაც შეიძლება გამოვლინდეს დაზიანებები სახეზე, როგორებიცაა გარქოვანებული და ატროფიული წითელი ლაქები (დისკოიდური წითელი მგლურა არატუბერკულოზური), გამონაყარი ქავილით მოლურჯო და მოთეთრო ლაქებით (ბრტყელი ლიქენი).

მიღების წესი და დოზირება

მკაცრად დაიცავით თქვენი ექიმის მიერ მოცემული პრეპარატის გამოყენების მითითებები. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

გარეგანი გამოყენებისათვის (კანზე).

ზრდასრულები:

დაზიანებულ ადგილას წაისვით 1-3-ჯერ დღეში სიმპტომების გაქრობამდე.

კარგად შეიზილეთ კანში, სანამ კრემი არ გაქრება.

ზოგადად მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებულ პერიოდს და ჩვეულებრივ შეადგენს 2 კვირას, თუ ექიმმა არ ჩათვალა საჭიროდ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.

გამოყენება ბავშვებში

სოლუბალმი არ გამოიყენება ბავშვებში 4 თვემდე.

ბავშვები 4 თვის ზემოთ: ჩვეულებრივ საკმარისია დღეში 1ჯერ გამოყენება.

კორტიკოსტეროიდების გამოყენება ჩვილებისა და ბავშვების კანზე უნდა შეიზღუდოს ხანმოკლე პერიოდით (დაახლოებით 1 კვირა) და პროდუქტის მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.

თუ აუცილებელია პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება, მკურნალობაში უნდა ჩაირთოს სტერიოდებისაგან თავისუფალი პერიოდები.

არ გამოიყენოთ ოკლუზიური ქსოვილები ჩვილებსა და პატარა ბავშვებში (როგორიცაა საფენი).

თუ მიიღეთ სოლუბალმის ჭარბი დოზა

ნაკლებსავარაუდოა ინტოქსიკაცია კანზე გამოყენებისას.

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების დოზის გადაჭარბებამ (განმეორებითი ჭარბი დოზა) შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (იხ. ნაწილი 4).

თუ პრეპარატს იყენებთ რეკომენდებულზე უფრო ხშირად, ან სხეულის უფრო ფართო

ზედაპირზე, ის შეიწოვება ორგანიზმში და გამოიწვევს სხვადასხვა დარღვევებს;

ბავშვებში ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ზრდაზე და განვითარებაზე.

ქრონიკული ტოქსიკურობის შემთხვევაში უმჯობესია კორტიკოსტეროიდების გამოყენება შეწყდეს ეტაპობრივად.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული ფლუორომეთოლონის, შარდოვანას, ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6).

თუ გაქვთ ტობერკულოზი, ან სიფილისი კანზე გამოვლინებებით.

თუ გაქვთ ლოკალური ბაქტერიული, ვირუსული (მაგ. ჰერპეს, ან ჩუტყვავილა), ან სოკოვანი ინფექცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იტარებთ ამ დაავადებებისათვის სპეციფიკურ მკურნალობას.

თუ კანის უბნებზე აღგენიშნებათ რეაქციები ვაქცინაციაზე, ანუ სიწითლე, ან ანთება.

სიფრთხილის ზომები

სოლუბალმის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ფართო ზედაპირზე გამოყენებისას და ხანგრძლივად გამოყენებისას, ასევე ოკლუზიური ნახვევის, ან საფენის გამოყენებისას, არის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, მათ შორის მოვლენების, რომლებიც გამოწვეულია მოქმედი ნივთიერების აბსორბციით.

თუ მოხდა დაზიანებული ადგილის დაინფიცირება, საჭიროა სათანადო, სპეციფიკური დამატებითი მკურნალობის ჩატარება. კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციის განვითარებას.

დაზიანებული ადგილის გაღიზიანებისას საჭიროა სოლუბალმის გამოყენების შეწყვეტა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო მკურნალობის ჩატარება.

თავიდან აიცილეთ კონტაქტი თვალთან, და თვალის გარშემო, ასევე ლორწოვან გარსთან (მაგ. პირის ღრუ, ან გენიტალური ადგილები).

თუ მკურნალობთ ფსორიაზს, ექიმი ხშირად შეამოწმებს თქვენს მდგომარეობას შესაძლო გაუარესების გამოსავლენად.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებში კორტიკოსტეროიდები სავარაუდოდ უფრო მეტად აღწევენ კანში და გვერდით გავლენას ახდენენ სხვა უბნებზე ზრდასრულ პაციენტებთან შედარებით.

ბავშვებში, რომლებსაც ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით უტარდებოდათ მკურნალობა, იყო ცნობები თირკმელებთან არსებული ჯირკვლების ცვლილებების შესახებ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი დარღვევები, როგორებიცაა ჩამორჩენა ზრდაში, ან თავის ქალას წნევის მომატება (ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია). ბავშვებში საჭიროა უფრო ხანმოკლე მკურნალობა ზრდასრულებთან შედარებით. ბავშვებში, რომლებიც იყენებენ საფენებს, არის სისტემური ეფექტები გამოვლენის რისკი პრეპარატის დიდი რაოდენობით შეწოვის გამო.

პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა პედიატრის მკაცრი კონტროლი.

სოლუბალმის გამოყენება სხვა პრეპარატებთან:

აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იყენებთ, ბოლო დროს მიიღეთ, ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

არ არის ცნობები ურთიერთქმედების შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ორსულობა

როგორც წესი, სოლუბალმი არ გამოიყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. სოლუბალმი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომ პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის.

ორსულებმა და ქალებმა, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას არ უნდა გამოიყენონ

სოლუბალმი ხანგრძლივად, ან სხეულის ფართო ზედაპირზე, ან ოკლუზიური ნახვევის

ქვეშ.

ლაქტაცია

არ გამოიყენოთ სოლუბალმი მკერდის არეში ძუძუთი კვების დროს; არ შეახოთ ბავში კანის იმ ადგილებს, სადაც იტარებთ მკურნალობას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ძუძუთი კვების პერიოდში ექიმის დანიშნულების გარეშე და არ წაისვათ სხეულის ფართო ზედაპირზე ხანგრძლივი დროით ოკლუზიური ნახვევის ქვეშ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სოლუბალმი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

სოლუბალმი შეიცავს ბრონოპოლს

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს რეაქციები კანის მხრივ (როგორიც არის კონტაქტური დერმატიტი) რადგან შეიცავს ბრონოპოლს.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

გვერდითი მოვლენების შეფასება ეფუძნება გამოვლენის შემდეგ სიხშირეებს:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში

იშვიათი: ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში

არ არის ცნობილი (ვერ ფასდება არსებული მონაცემებით).

კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ძალიან იშვიათი:

წვის შეგრძნება, კანის სიმშრალე, ან ქავილი.

იშვიათი:

ალერგიული რეაქციები პრეპარატისადმი, როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი. შეწყვიტეთ მკურნალობა, თუ ნამკურნალებ ადგილას ვლინდება მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ან გაღიზიანება.

თმის ზრდა (ჰიპერტრიქოზი), კანის ფერის შეცვლა. იყო ცნობები, პრეპარატის მეორე შემადგენელი ნივთიერება შარდოვანას მიერ კანის გაღიზიანების, სიწითლის და უჯრედების კვდომის (ნეროზი) შესახებ.

კორტიკოსტეროიდების გამოყენებით გამოწვეული სხვა გვერდითი მოვლენები კანის მხრივ, რომლებიც რომლებიც უფრო მეტად ვლინდება კანის ნაკეცებზე და სახეზე და ხშირად - ოკლუზიური ნახვევის ქვეშ (რაც ხელს უშლის ოფლის გამოყოფას), განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას, არის შემდეგი:

კანის ინფექცია

კანის გათხელება (ატროფია)

კანის დახეთქვა, ან დაჭიმვა

კანქვეშ ვენების შესამჩნევად გამოჩენა

სტრიები კანზე

აკნე

ბუშტუკები (მცირე ზომის ბუშტუკები)

გაღიზიანება

სახის კანის ანთება სიწითლით (როსაცეა)

სიწითლე (ერითემა)

ანთება პირის გარშემო (პერიორალური დერმატიტი)

თმის ფოლიკულების ანთება (ფოლიკულიტი)

თმის ცვენა

დერმატოლოგიური გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ შესაძლოა იყოს პერსისტენტული ხანგძლივი დროის განმავლობაში; სტრიები შეიძლება იყოს პერმანენტული.

გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს, იშვიათად თუ პრეპარატი გამოიყენება რეკომენდებული გზით, არა მხოლოდ ნამკურნალებ ადგილას, არამედ ასევე სხეულზე სრულიად სხვა ადგილას, რასაც იწვევს პრეპარატის მოქმედი ნივთიერების კანიდან მოხვედრა ორგანიზმში.

ამ დროს შეიძლება მაგ. მოიმატოს თვალის შიდა წნევამ (გლაუკომა), ან განვითარდეს მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სახის სიმრგვალით, სიმსუქნით, ცხიმის აკუმულირებით საშვილოსნოს არეში, ფსიქიატრიული სიმპტომებით და ა.შ (კუშინგის სინდრომი); სითხის შეკავება (შეშუპება).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, ეს ესება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ ესპანეთის ადამიანთა მოხმარების პრეპარატების ფარმაკოლოგიურ სისტემას www.notificaRAM.es

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.

ჭარბი დოზა

ჩვეულებრივ კორტიკოსტეროიდების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული მწვავე სიმპტომები შექცევადია.

დოზის გადაჭარბებისას, ან შემთხვევით გადაყლაპვისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, ან სამედიცინო დაწესებულებას, ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სერვისში ტელ. 91 562 04 20 (მიუთითეთ პრეპარატის დასახელება და გამოყენებული ოდენობა).

თუ დაგავიწყდათ სოლუბალმის გამოყენება:

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ სოლუბალმის გამოყენება

ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება არის ფლუორომეთოლონი და შარდოვანა. სოლუბალმის თითოეული გრამი შეიცავს 0.5მგ ფლუორომეთოლონს და 100მგ შარდოვანას.

სხვა ნივთიერებებია (დამხმარე ნივთიერებები): გლიცერინის მონოსტეარატი, პოლიეთილენ გლიკოლის ეთერების ცხიმოვანი მჟავები, ბრონოპოლი, და

გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

სოლუბალმი არის თეთრი ფერის, ჰომოგენური და უსუნო კრემი, წარმოდგენილი ალუმინის ტუბით.

შეფუთვა შეიცავს: 15გ და 30გ ტუბები.

სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი

არაფარმა გრუპი S.A.

ც/ფრეი გაბრიელ დე სან Aნტონიო, 6-10

Pol. Ind. დელ ჰენარეს

19180 მარჩამალო (გუადალაიარა). ესპანეთი

ამ დანართი ფურცლის ბოლო დამოწმების თარიღია: თებერავლი 2016

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია წამლის და სანიტარული პროდუქტების ესპანეთის სააგენტოს (AEMPS) ვებ. გვერდზე http://www.aemps.gob.es

თარგმანი სწორია:

შენახვის პირობები

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის - "EXP" გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატები და მათი კონტეინერები მიიტანეთ აფთიაქის სპეციალურ პუნქტში. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული კითხეთ რჩევა ფარმაცევტს გამოუყენებლი საშუალებების და მათი კონტეინერების განადგურების შესახებ. ეს ზომები დაიცავს გარემოს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

დანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

სოლუბალმი 0.5მგ/გ +100მგ/გ კრემი

ფლუორომეთოლონი/შარდოვანა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გულდასმით წაიკითხეთ დანართი ფურცელი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები გავს თქვენსას, რადგან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ.

თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. იხ. ნაწილი 4.

ამ დანართ ფურცელში მოცემულია:

რას წარმოადგენს სოლუბალმი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ სოლუბალმის მიღებამდე

როგორ მივიღოთ სოლუბალმი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ შევინახოთ სოლუბალმი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს სოლუბალმი და რისთვის გამოიყენება

კრემი გამოიყენება კანზე და მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ფლუორომეთოლონს, კორტიკოსტეროიდი (ანთების საწინააღმდეგო) და შარდოვანას, რომელიც ზრდიას კანის ტენიანობას და არბილებს მას (დამარბილებელი).

სოლუბალმი ნაჩვენებია: კანის ანთებითი სიმპტომების და ქავილის სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია შემდეგი მდგომარეობებით:

კანზე მოხვედრილი ნივთიერებისადმი ალერგიით გამოწვეული გამონაყარი, ან ეგზემა (კონტაქტური დერმატიტი), ან ზოგადი მოხმარების ნივთიერებებისადმი ალერგია, როგორიცაა საპონი (გამაღიზიანებელი აგენტით გამოწვეული კონტაქტური დერმატიტი), ეგზემა დაკავშირებული პაციენტის ფაქორთან (ატოპიური დერმატიტი და ნეიროდერმატიტი), გამონაყარი ხელებსა და ფეზებზე ქავილით (დეჰიდროზული ეგზემა), გამონაყარი კანზე ანთებით და აქერცვლით (შებორიეული დერმატიტი), მოწითალო გარქოვანებული დაზიანება (ვულგარული ფსორიაზი), დაავადება სხეულის თავდაცვითი რეაქციის გაუარესებით, რომლის დროსაც შეიძლება გამოვლინდეს დაზიანებები სახეზე, როგორებიცაა გარქოვანებული და ატროფიული წითელი ლაქები (დისკოიდური წითელი მგლურა არატუბერკულოზური), გამონაყარი ქავილით მოლურჯო და მოთეთრო ლაქებით (ბრტყელი ლიქენი).

  • რა უნდა იცოდეთ სოლუბალმის მიღებამდე

არ მიიღოთ სოლუბალმი:

თუ ხართ ალერგიული ფლუორომეთოლონის, შარდოვანას, ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6).

თუ გაქვთ ტობერკულოზი, ან სიფილისი კანზე გამოვლინებებით.

თუ გაქვთ ლოკალური ბაქტერიული, ვირუსული (მაგ. ჰერპეს, ან ჩუტყვავილა), ან სოკოვანი ინფექცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იტარებთ ამ დაავადებებისათვის სპეციფიკურ მკურნალობას.

თუ კანის უბნებზე აღგენიშნებათ რეაქციები ვაქცინაციაზე, ანუ სიწითლე, ან ანთება.

სიფრთხილის ზომები

სოლუბალმის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ფართო ზედაპირზე გამოყენებისას და ხანგრძლივად გამოყენებისას, ასევე ოკლუზიური ნახვევის, ან საფენის გამოყენებისას, არის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, მათ შორის მოვლენების, რომლებიც გამოწვეულია მოქმედი ნივთიერების აბსორბციით.

თუ მოხდა დაზიანებული ადგილის დაინფიცირება, საჭიროა სათანადო, სპეციფიკური დამატებითი მკურნალობის ჩატარება. კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციის განვითარებას.

დაზიანებული ადგილის გაღიზიანებისას საჭიროა სოლუბალმის გამოყენების შეწყვეტა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო მკურნალობის ჩატარება.

თავიდან აიცილეთ კონტაქტი თვალთან, და თვალის გარშემო, ასევე ლორწოვან გარსთან (მაგ. პირის ღრუ, ან გენიტალური ადგილები).

თუ მკურნალობთ ფსორიაზს, ექიმი ხშირად შეამოწმებს თქვენს მდგომარეობას შესაძლო გაუარესების გამოსავლენად.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებში კორტიკოსტეროიდები სავარაუდოდ უფრო მეტად აღწევენ კანში და გვერდით გავლენას ახდენენ სხვა უბნებზე ზრდასრულ პაციენტებთან შედარებით.

ბავშვებში, რომლებსაც ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით უტარდებოდათ მკურნალობა, იყო ცნობები თირკმელებთან არსებული ჯირკვლების ცვლილებების შესახებ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი დარღვევები, როგორებიცაა ჩამორჩენა ზრდაში, ან თავის ქალას წნევის მომატება (ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია). ბავშვებში საჭიროა უფრო ხანმოკლე მკურნალობა ზრდასრულებთან შედარებით. ბავშვებში, რომლებიც იყენებენ საფენებს, არის სისტემური ეფექტები გამოვლენის რისკი პრეპარატის დიდი რაოდენობით შეწოვის გამო.

პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა პედიატრის მკაცრი კონტროლი.

სოლუბალმის გამოყენება სხვა პრეპარატებთან:

აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იყენებთ, ბოლო დროს მიიღეთ, ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

არ არის ცნობები ურთიერთქმედების შესახებ.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა:

თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ორსულობა

როგორც წესი, სოლუბალმი არ გამოიყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. სოლუბალმი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომ პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის.

ორსულებმა და ქალებმა, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას არ უნდა გამოიყენონ

სოლუბალმი ხანგრძლივად, ან სხეულის ფართო ზედაპირზე, ან ოკლუზიური ნახვევის

ქვეშ.

ლაქტაცია

არ გამოიყენოთ სოლუბალმი მკერდის არეში ძუძუთი კვების დროს; არ შეახოთ ბავში კანის იმ ადგილებს, სადაც იტარებთ მკურნალობას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ძუძუთი კვების პერიოდში ექიმის დანიშნულების გარეშე და არ წაისვათ სხეულის ფართო ზედაპირზე ხანგრძლივი დროით ოკლუზიური ნახვევის ქვეშ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სოლუბალმი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

სოლუბალმი შეიცავს ბრონოპოლს

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს რეაქციები კანის მხრივ (როგორიც არის კონტაქტური დერმატიტი) რადგან შეიცავს ბრონოპოლს.

  • როგორ მივიღოთ სოლუბალმი

მკაცრად დაიცავით თქვენი ექიმის მიერ მოცემული პრეპარატის გამოყენების მითითებები. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

გარეგანი გამოყენებისათვის (კანზე).

ზრდასრულები:

დაზიანებულ ადგილას წაისვით 1-3-ჯერ დღეში სიმპტომების გაქრობამდე.

კარგად შეიზილეთ კანში, სანამ კრემი არ გაქრება.

ზოგადად მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებულ პერიოდს და ჩვეულებრივ შეადგენს 2 კვირას, თუ ექიმმა არ ჩათვალა საჭიროდ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.

გამოყენება ბავშვებში

სოლუბალმი არ გამოიყენება ბავშვებში 4 თვემდე.

ბავშვები 4 თვის ზემოთ: ჩვეულებრივ საკმარისია დღეში 1ჯერ გამოყენება.

კორტიკოსტეროიდების გამოყენება ჩვილებისა და ბავშვების კანზე უნდა შეიზღუდოს ხანმოკლე პერიოდით (დაახლოებით 1 კვირა) და პროდუქტის მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.

თუ აუცილებელია პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება, მკურნალობაში უნდა ჩაირთოს სტერიოდებისაგან თავისუფალი პერიოდები.

არ გამოიყენოთ ოკლუზიური ქსოვილები ჩვილებსა და პატარა ბავშვებში (როგორიცაა საფენი).

თუ მიიღეთ სოლუბალმის ჭარბი დოზა

ნაკლებსავარაუდოა ინტოქსიკაცია კანზე გამოყენებისას.

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების დოზის გადაჭარბებამ (განმეორებითი ჭარბი დოზა) შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (იხ. ნაწილი 4).

თუ პრეპარატს იყენებთ რეკომენდებულზე უფრო ხშირად, ან სხეულის უფრო ფართო

ზედაპირზე, ის შეიწოვება ორგანიზმში და გამოიწვევს სხვადასხვა დარღვევებს;

ბავშვებში ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ზრდაზე და განვითარებაზე.

ქრონიკული ტოქსიკურობის შემთხვევაში უმჯობესია კორტიკოსტეროიდების გამოყენება შეწყდეს ეტაპობრივად.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა სიმპტომურია. ჩვეულებრივ კორტიკოსტეროიდების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული მწვავე სიმპტომები შექცევადია.

დოზის გადაჭარბებისას, ან შემთხვევით გადაყლაპვისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, ან სამედიცინო დაწესებულებას, ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სერვისში ტელ. 91 562 04 20 (მიუთითეთ პრეპარატის დასახელება და გამოყენებული ოდენობა).

თუ დაგავიწყდათ სოლუბალმის გამოყენება:

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ სოლუბალმის გამოყენება

ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

გვერდითი მოვლენების შეფასება ეფუძნება გამოვლენის შემდეგ სიხშირეებს:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში

იშვიათი: ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში

არ არის ცნობილი (ვერ ფასდება არსებული მონაცემებით).

კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ძალიან იშვიათი:

წვის შეგრძნება, კანის სიმშრალე, ან ქავილი.

იშვიათი:

ალერგიული რეაქციები პრეპარატისადმი, როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი. შეწყვიტეთ მკურნალობა, თუ ნამკურნალებ ადგილას ვლინდება მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ან გაღიზიანება.

თმის ზრდა (ჰიპერტრიქოზი), კანის ფერის შეცვლა. იყო ცნობები, პრეპარატის მეორე შემადგენელი ნივთიერება შარდოვანას მიერ კანის გაღიზიანების, სიწითლის და უჯრედების კვდომის (ნეროზი) შესახებ.

კორტიკოსტეროიდების გამოყენებით გამოწვეული სხვა გვერდითი მოვლენები კანის მხრივ, რომლებიც რომლებიც უფრო მეტად ვლინდება კანის ნაკეცებზე და სახეზე და ხშირად - ოკლუზიური ნახვევის ქვეშ (რაც ხელს უშლის ოფლის გამოყოფას), განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას, არის შემდეგი:

კანის ინფექცია

კანის გათხელება (ატროფია)

კანის დახეთქვა, ან დაჭიმვა

კანქვეშ ვენების შესამჩნევად გამოჩენა

სტრიები კანზე

აკნე

ბუშტუკები (მცირე ზომის ბუშტუკები)

გაღიზიანება

სახის კანის ანთება სიწითლით (როსაცეა)

სიწითლე (ერითემა)

ანთება პირის გარშემო (პერიორალური დერმატიტი)

თმის ფოლიკულების ანთება (ფოლიკულიტი)

თმის ცვენა

დერმატოლოგიური გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ შესაძლოა იყოს პერსისტენტული ხანგძლივი დროის განმავლობაში; სტრიები შეიძლება იყოს პერმანენტული.

გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს, იშვიათად თუ პრეპარატი გამოიყენება რეკომენდებული გზით, არა მხოლოდ ნამკურნალებ ადგილას, არამედ ასევე სხეულზე სრულიად სხვა ადგილას, რასაც იწვევს პრეპარატის მოქმედი ნივთიერების კანიდან მოხვედრა ორგანიზმში.

ამ დროს შეიძლება მაგ. მოიმატოს თვალის შიდა წნევამ (გლაუკომა), ან განვითარდეს მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სახის სიმრგვალით, სიმსუქნით, ცხიმის აკუმულირებით საშვილოსნოს არეში, ფსიქიატრიული სიმპტომებით და ა.შ (კუშინგის სინდრომი); სითხის შეკავება (შეშუპება).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, ეს ესება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ ესპანეთის ადამიანთა მოხმარების პრეპარატების ფარმაკოლოგიურ სისტემას www.notificaRAM.es

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.

  • როგორ შევინახოთ სოლუბალმი

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის - "EXP" გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატები და მათი კონტეინერები მიიტანეთ აფთიაქის სპეციალურ პუნქტში. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული კითხეთ რჩევა ფარმაცევტს გამოუყენებლი საშუალებების და მათი კონტეინერების განადგურების შესახებ. ეს ზომები დაიცავს გარემოს.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს სოლუბალმი

მოქმედი ნივთიერება არის ფლუორომეთოლონი და შარდოვანა. სოლუბალმის თითოეული გრამი შეიცავს 0.5მგ ფლუორომეთოლონს და 100მგ შარდოვანას.

სხვა ნივთიერებებია (დამხმარე ნივთიერებები): გლიცერინის მონოსტეარატი, პოლიეთილენ გლიკოლის ეთერების ცხიმოვანი მჟავები, ბრონოპოლი, და

გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

სოლუბალმი არის თეთრი ფერის, ჰომოგენური და უსუნო კრემი, წარმოდგენილი ალუმინის ტუბით.

შეფუთვა შეიცავს: 15გ და 30გ ტუბები.

სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი

არაფარმა გრუპი S.A.

ც/ფრეი გაბრიელ დე სან Aნტონიო, 6-10

Pol. Ind. დელ ჰენარეს

19180 მარჩამალო (გუადალაიარა). ესპანეთი

ამ დანართი ფურცლის ბოლო დამოწმების თარიღია: თებერავლი 2016

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია წამლის და სანიტარული პროდუქტების ესპანეთის სააგენტოს (AEMPS) ვებ. გვერდზე http://www.aemps.gob.es

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა