სოლპადეინი აქტივი
Solpadeine Active
მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის და სხეულის მომატებული ტემპერატურის შემცირება, მათ შორის თავის ტკივილი, შაკიკი, კუნთების ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაციები, სხეულის ტემპერატურის მომატება და ტკივილი ვაქცინაციის შემდეგ, ტკივილი სტომატოლოგიური პროცედურების, კბილის ამოღების შემდეგ, კბილის …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პარაცეტამოლი (paracetamol) + კოფეინი (caffeine)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ + 65მგ ხსნადი ტაბლეტი №12 (3X4)
- მწარმოებელი
- Haleon Ireland Dungarvan Limited, ირლანდია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
- ATC კოდი
- N02BE51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044741
- რეგისტრირებულია
- 5 თებერვალი 2026, მოქმედებს 5 თებერვალი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Haleon UK Trading Limited (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- შპს ,,კვადრიუმ ფარმჰაუსი’’
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სოლპადეინი აქტივი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის და სხეულის მომატებული ტემპერატურის შემცირება, მათ შორის თავის ტკივილი, შაკიკი, კუნთების ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაციები, სხეულის ტემპერატურის მომატება და ტკივილი ვაქცინაციის შემდეგ, ტკივილი სტომატოლოგიური პროცედურების, კბილის ამოღების შემდეგ, კბილის ტკივილი, ყურის ტკივილი/ოტალგია, ტკივილი ოსტეოართრიტის დროს, სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის გაცივება და გრიპი, ყელის ტკივილი.
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება მხოლოდ შიგნით მისაღებად (პერორალურად), წყალში გახსნის შემდეგ (არანაკლებ 1/2 ჭიქა წყალი). არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.
მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით) და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: აუცილებლობისას 1-2 ტაბლეტი ყოველ 4-6 სთ-ში. არ გაოიყენება დღეში 8 ტაბლეტზე მეტი. მიღებებს შორის მინიმალური ინტერვალია 4 სთ. გამოიყენება საჭიროა ეფექტის მისაღწევად საკმარისი ყველაზე დაბალი დოზებით და მინიმალური ხანგრძლივობით.
ბავშვები: რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ხანდაზმული ასაკის პირები (65 წელზე მეტი): დოზირების რეჟიმი იგივეა, რაც მოზრდილ პაციენტებში.
უკუჩვენებები
ანამნეზში მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის, კოფეინის ან პრეპრატის სხვა კომპონენტების მიმართ. 12 წლამდე ასაკის ბავშვები.
სიფრთხილის ზომები
შეიცავს პარაცეტამოლს. არ გამოიყენოთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა საშუალებებთან ერთად. პარაცეტამოლის შემცველი სხვა საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება ჭარბი დოზირება გამოიწვიოს. პარაცეტამოლის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რომელიც შეიძლება ტრანსპლანტაციის მიზეზი გახდეს ან ლეტალურად დასრულდეს.
ღვიძლის თანმხლები დაავადების არსებობა ზრდის პარაცეტამოლით გამოწვეული ღვიძლის დაზიანების რისკს. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ან თირკმლის დიაგნოსტირებული უკმარისობა, პრეპარატის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.
არსებობს მონაცემები ღვიძლის დისფუნქციის/უკმარისობის შესახებ გლუტათიონის დაქვეითებული დონის მქონე პაციენტებში (მაგ., გამოფიტვის დროს, ანორექსიის მქონე ავადმყოფებში, სხეულის ძალიან დაბალი წონის, მძიმე ქრონიკული ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტებში ან სეფსისის დროს). გლუტათიონის შემცირებული დონის მქონე პაციენტებში პარაცეტამოლის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი. პრეპარატის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული კოფეინის შემცველი სასმელების მიღება (მაგალითად, ყავა, ჩაი და ზოგიერთი დაკონსერვირებული სასმელი). კოფეინის მაღალი დოზებით მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, ტრემორი და დისკომფორტი გულმკერდის არეში, რასაც უკავშირდბა აჩქარებული გულისცემის შეგრძნება.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, მიმართეთ ექიმს.
ყოველთვის წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია და მიჰყევით მას. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 427 მგ ნატრიუმს. ვინაიდან თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ სორბიტოლს (E 420), ფრუქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პარაცეტამოლი:
ვარფარინის ან სისხლის გამათხიერებელი სხვა ანალოგიური საშუალებების გამოყენებისას პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ხანგრძლივად გამოყენებისას პრეპარატი აძლიერებს ვარფარინის ან სხვა კუმარინების მოქმედებას, რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს, თუმცა ერთჯერადი დოზების მიღება არ იწვევს მნიშვნელოვან ეფექტს.
კოფეინი:
კოფეინმა შეიძლება გააძლიეროს სხეულიდან ლითიუმის გამოყოფა. ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პარაცეტამოლისა და კოფეინის კომბინაციის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, კოფეინის მიღებასთან დაკავშირებული, თვითნებური აბორტების შესაძლო რისკის გაზრდის გამო.
ლაქტაცია. არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს გამოყენება.
რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას პარაცეტამოლი გადადის დედის რძეში დოზებით, რომლებსაც არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა. დედის რძეში არსებულმა კოფეინმა პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს მასტიმულირებელი ეფექტი ძუძუთ კვებაზე მყოფ ბავშვებში, მაგრამ მნიშვნელოვანი ტოქსიკურობა არ აღინიშნებოდა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გამოვლენილი არ არის.
გვერდითი მოვლენები
პოსტმარკეტინგული მონაცემები:
კლინიკური კვლევების დროს არასასურვლი მოვლენები იშვიათად აღინიშნებოდა და მიღებული იყო ხანმოკლე დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტებისგან. შესაბამისად, პოსტმარკეტინგული დაკვირვების ფართო გამოცდილების მიხედვით გვერდითი ეფექტები თერაპიული/რეკომენდებული დოზებისათვის დამახასიათებლად მიიჩნევა და მოცემულია ცხრილში სისტემებისა და ორგანოთა კლასების მიხედვით.
ინფორმაცია არასასურვლი მოვლენების შესახებ, რომლებიც გამოვლინდა პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს, მოწოდებული იყო ნებეყოფლობით გაურკვეველი მოცულობის პოპულაციისაგან; ამ რეაქციების სიხშირე უცნობია, მაგრამ, დიდი ალბათობით, ძალიან იშვიათია (<1/10000).
პარაცეტამოლი
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსია. კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, გამონაყარი, კვინკეს შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ბრონქოსპაზმი ასპირინის და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების (ასაპ) მამართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
ჰეპატო-ბილიარული სისტემის მხრივ: ღვიძლის დისფუნქცია.
კოფეინი
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, აგზნება, შფოთვა და გაღიზიანება, ნევროზულობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძლიერი გულისცემის შეგრძნება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კუჭ-ნაწლავის დარღვევები
მკურნალობის დროს კოფეინის შემცველი სასმელების მიღებამ შეიძლება ორგანიზმში გამოიწვიოს კოფეინის დოზის გაზრდა, რაც, თავის მხრივ, ზრდის კოფეინის გვერდითი რეაქციების განვითარების რისკს.
ჭარბი დოზა
პარაცეტამოლი
სიმპტომები: პარაცეტამოლის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რაც შესაძლებელია ღვიძლის ტრანსპლანტაციის მიზეზი გახდეს ან ლეტალურად დასრულდეს. დაფიქსირდა მწვავე პანკრეატიტის შემთხვევები, როგორც წესი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით და ჰეპატოტოქსიკურობით.
მკურნალობა: ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებელი მკურნალობა, ჭარბი დოზირების სიმტომების არარსებობის შემთხვევაშიც. პარაცეტამოლით ჭარბ დოზირებაზე ეჭვის ან დადასტურებული ჭარბი დოზირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, მაშინაც კი, თუ არ ვლინდება ჭარბი დოზირების სიმპტომები, რადგან არსებობს ღვიძლის გვიანი დაზიანების რისკი. შეიძლება საჭირო გახდეს N-აცეტილცისტეინის და მეთიონინის გამოყენება.
კოფეინი
სიმპტომები: კოფეინის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ღებინება, დიურეზის გაძლიერება, ტაქიკარდია ან არითმიები, ცნს-ის სტიმულაცია (უძილობა, მოუსვენრობა, აგზნებადობა, მომატებული ნერვულ-რეფლექსური აგზნების სინდრომი, ტრემორი და კრუნჩხვები).
პრეპარატის ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული კოფეინის ჭარბი დოზირების კლინიკურად მნიშვნელოვანი სიმტომები პარაცეტამოლის სერიოზულ ტოქსიკურობაზე მეტყველებენ.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტოდოტი არ არსებობს; პაციენტებს უტარდებათ ზოგადი შემანარჩუნებელი თერაპია, მაგ., კარდიოტოქსიკური ეფექტების გასანეიტრალებლად გამოიყენება ბეტა-ადრენორეცეპტორები.
ნატრიუმის ბიკარბონატი
სიმპტომები: ნატრიუმის ბიკარბონატის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, მათ შორის ბოყინი, გულისრევა. ნატრიუმის ბიკარბონატის მაღალმა დოზებმა შეიძლება ჰიპერნატრემია გამოიწვიოს.
მკურნალობა: საჭიროა სისხლში ელექტროლიტების დონის კონტროლი, სიმპტომური თერაპია.
შემადგენლობა
ერთ ხსნადი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებებს: პარაცეტამოლს - 500 მგ-ს, კოფეინს - 65 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, პოლივიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, დიმეთიკონი (სილიკონური ხსნარი 200/350), ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის კარბონატი უწყლო.
აღწერილობა: თეთრი ფერის, ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტები ნაზოლით და ერთ მხარეს ჭდით.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა. 4 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალებები. ანალგეზიური საშუალებები. სხვა ანალგეზიური და ანტიპირეტული საშუალებები. ანილიდები. პარაცეტამოლი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, ფსიქოლეფსური საშუალებების გარდა.
ათქ კოდი
N02BE51.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატი შეიცავს ორი აქტიური ინგრედიენტის კომბინაციას: პარაცეტამოლის და კოფეინის. პარაცეტამოლი არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. მისი მოქმედების მექანიზმი მოიცავს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას, პირველ რიგში ცნს-ში. კოფეინი უზრუნველყოფს პარაცეტამოლის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის პოტენცირებას რამდენიმე მექანიზმის მეშვეობით: (i) ადენოზინის პერიფერიული პრონოციცეპტური მოქმედების ბლოკადა; (ii) ცენტრალური ნორადრენერგული გამტარი გზების აქტივაცია, რომლებიც ენდოგენური გაუტკივარების სისტემას შეადგენს; და (iii) ცნს-ის სტიმულაცია, რასაც მოჰყვება ტკივილის აფექტური კომპონენტის შემდგომი მოდულაცია.
პროსტაგლანდინების პერიფერიული ინჰიბირების არარსებობის გამო, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ანამნეზში კუჭ-ნაწლავის სისხლდენის მქონე პაციენტებში ან ხანდაზმულებში.
ფარმაკოკინეტიკა
პარაცეტამოლი: სწრაფად და პრაქტიკულად სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. თერაპიული კონცენტრაციებით მინიმალურად უკავშირდება პლაზმის ცილებს. პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა უპირატესად შარდით გლუკურონიდის და სულფატის სახით, 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით.
კოფეინი: პერორალური მიღების შემდეგ ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კოფეინი ფართოდ ნაწილდება ორგანიზმში. კოფეინი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში ჟანგვისა და დემეთილირების გზით სხვადასხვა ქსანტინებამდე. პერორალური გამოყენების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 4.9 სთ-ს შეადგენს 1.9-12.2 სთ-ის დიაპაზონში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
სოლპადეინი აქტივი
(Solpadeine Active)
სავაჭრო პატენტირებული დასახელება: სოლპადეინი აქტივი / Solpadeine Active
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება: პარაცეტამოლი და კოფეინი
სამკურნალო ფორმა: ხსნადი ტაბლეტები
შემადგენლობა
ერთ ხსნადი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებებს: პარაცეტამოლს - 500 მგ-ს, კოფეინს - 65 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, პოლივიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, დიმეთიკონი (სილიკონური ხსნარი 200/350), ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის კარბონატი უწყლო.
აღწერილობა: თეთრი ფერის, ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტები ნაზოლით და ერთ მხარეს ჭდით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალებები. ანალგეზიური საშუალებები. სხვა ანალგეზიური და ანტიპირეტული საშუალებები. ანილიდები. პარაცეტამოლი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, ფსიქოლეფსური საშუალებების გარდა.
ათქ კოდი
N02BE51.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატი შეიცავს ორი აქტიური ინგრედიენტის კომბინაციას: პარაცეტამოლის და კოფეინის. პარაცეტამოლი არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. მისი მოქმედების მექანიზმი მოიცავს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას, პირველ რიგში ცნს-ში. კოფეინი უზრუნველყოფს პარაცეტამოლის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის პოტენცირებას რამდენიმე მექანიზმის მეშვეობით: (i) ადენოზინის პერიფერიული პრონოციცეპტური მოქმედების ბლოკადა; (ii) ცენტრალური ნორადრენერგული გამტარი გზების აქტივაცია, რომლებიც ენდოგენური გაუტკივარების სისტემას შეადგენს; და (iii) ცნს-ის სტიმულაცია, რასაც მოჰყვება ტკივილის აფექტური კომპონენტის შემდგომი მოდულაცია.
პროსტაგლანდინების პერიფერიული ინჰიბირების არარსებობის გამო, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ანამნეზში კუჭ-ნაწლავის სისხლდენის მქონე პაციენტებში ან ხანდაზმულებში.
ფარმაკოკინეტიკა
პარაცეტამოლი: სწრაფად და პრაქტიკულად სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. თერაპიული კონცენტრაციებით მინიმალურად უკავშირდება პლაზმის ცილებს. პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა უპირატესად შარდით გლუკურონიდის და სულფატის სახით, 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით.
კოფეინი: პერორალური მიღების შემდეგ ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კოფეინი ფართოდ ნაწილდება ორგანიზმში. კოფეინი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში ჟანგვისა და დემეთილირების გზით სხვადასხვა ქსანტინებამდე. პერორალური გამოყენების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 4.9 სთ-ს შეადგენს 1.9-12.2 სთ-ის დიაპაზონში.
გამოყენების ჩვენებები
მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის და სხეულის მომატებული ტემპერატურის შემცირება, მათ შორის თავის ტკივილი, შაკიკი, კუნთების ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაციები, სხეულის ტემპერატურის მომატება და ტკივილი ვაქცინაციის შემდეგ, ტკივილი სტომატოლოგიური პროცედურების, კბილის ამოღების შემდეგ, კბილის ტკივილი, ყურის ტკივილი/ოტალგია, ტკივილი ოსტეოართრიტის დროს, სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის გაცივება და გრიპი, ყელის ტკივილი.
გამოყენების წესი და დოზები
გამოიყენება მხოლოდ შიგნით მისაღებად (პერორალურად), წყალში გახსნის შემდეგ (არანაკლებ 1/2 ჭიქა წყალი). არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.
მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით) და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: აუცილებლობისას 1-2 ტაბლეტი ყოველ 4-6 სთ-ში. არ გაოიყენება დღეში 8 ტაბლეტზე მეტი. მიღებებს შორის მინიმალური ინტერვალია 4 სთ. გამოიყენება საჭიროა ეფექტის მისაღწევად საკმარისი ყველაზე დაბალი დოზებით და მინიმალური ხანგრძლივობით.
ბავშვები: რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ხანდაზმული ასაკის პირები (65 წელზე მეტი): დოზირების რეჟიმი იგივეა, რაც მოზრდილ პაციენტებში.
გვერდითი მოქმედება
პოსტმარკეტინგული მონაცემები:
კლინიკური კვლევების დროს არასასურვლი მოვლენები იშვიათად აღინიშნებოდა და მიღებული იყო ხანმოკლე დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტებისგან. შესაბამისად, პოსტმარკეტინგული დაკვირვების ფართო გამოცდილების მიხედვით გვერდითი ეფექტები თერაპიული/რეკომენდებული დოზებისათვის დამახასიათებლად მიიჩნევა და მოცემულია ცხრილში სისტემებისა და ორგანოთა კლასების მიხედვით.
ინფორმაცია არასასურვლი მოვლენების შესახებ, რომლებიც გამოვლინდა პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს, მოწოდებული იყო ნებეყოფლობით გაურკვეველი მოცულობის პოპულაციისაგან; ამ რეაქციების სიხშირე უცნობია, მაგრამ, დიდი ალბათობით, ძალიან იშვიათია (<1/10000).
პარაცეტამოლი
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსია. კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, გამონაყარი, კვინკეს შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ბრონქოსპაზმი ასპირინის და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების (ასაპ) მამართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
ჰეპატო-ბილიარული სისტემის მხრივ: ღვიძლის დისფუნქცია.
კოფეინი
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, აგზნება, შფოთვა და გაღიზიანება, ნევროზულობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძლიერი გულისცემის შეგრძნება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კუჭ-ნაწლავის დარღვევები
მკურნალობის დროს კოფეინის შემცველი სასმელების მიღებამ შეიძლება ორგანიზმში გამოიწვიოს კოფეინის დოზის გაზრდა, რაც, თავის მხრივ, ზრდის კოფეინის გვერდითი რეაქციების განვითარების რისკს.
უკუჩვენებები
ანამნეზში მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის, კოფეინის ან პრეპრატის სხვა კომპონენტების მიმართ. 12 წლამდე ასაკის ბავშვები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პარაცეტამოლი:
ვარფარინის ან სისხლის გამათხიერებელი სხვა ანალოგიური საშუალებების გამოყენებისას პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ხანგრძლივად გამოყენებისას პრეპარატი აძლიერებს ვარფარინის ან სხვა კუმარინების მოქმედებას, რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს, თუმცა ერთჯერადი დოზების მიღება არ იწვევს მნიშვნელოვან ეფექტს.
კოფეინი:
კოფეინმა შეიძლება გააძლიეროს სხეულიდან ლითიუმის გამოყოფა. ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები
შეიცავს პარაცეტამოლს. არ გამოიყენოთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა საშუალებებთან ერთად. პარაცეტამოლის შემცველი სხვა საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება ჭარბი დოზირება გამოიწვიოს. პარაცეტამოლის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რომელიც შეიძლება ტრანსპლანტაციის მიზეზი გახდეს ან ლეტალურად დასრულდეს.
ღვიძლის თანმხლები დაავადების არსებობა ზრდის პარაცეტამოლით გამოწვეული ღვიძლის დაზიანების რისკს. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ან თირკმლის დიაგნოსტირებული უკმარისობა, პრეპარატის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.
არსებობს მონაცემები ღვიძლის დისფუნქციის/უკმარისობის შესახებ გლუტათიონის დაქვეითებული დონის მქონე პაციენტებში (მაგ., გამოფიტვის დროს, ანორექსიის მქონე ავადმყოფებში, სხეულის ძალიან დაბალი წონის, მძიმე ქრონიკული ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტებში ან სეფსისის დროს). გლუტათიონის შემცირებული დონის მქონე პაციენტებში პარაცეტამოლის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი. პრეპარატის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული კოფეინის შემცველი სასმელების მიღება (მაგალითად, ყავა, ჩაი და ზოგიერთი დაკონსერვირებული სასმელი). კოფეინის მაღალი დოზებით მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, ტრემორი და დისკომფორტი გულმკერდის არეში, რასაც უკავშირდბა აჩქარებული გულისცემის შეგრძნება.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, მიმართეთ ექიმს.
ყოველთვის წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია და მიჰყევით მას. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 427 მგ ნატრიუმს. ვინაიდან თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ სორბიტოლს (E 420), ფრუქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა. პარაცეტამოლისა და კოფეინის კომბინაციის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, კოფეინის მიღებასთან დაკავშირებული, თვითნებური აბორტების შესაძლო რისკის გაზრდის გამო.
ლაქტაცია. არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს გამოყენება.
რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას პარაცეტამოლი გადადის დედის რძეში დოზებით, რომლებსაც არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა. დედის რძეში არსებულმა კოფეინმა პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს მასტიმულირებელი ეფექტი ძუძუთ კვებაზე მყოფ ბავშვებში, მაგრამ მნიშვნელოვანი ტოქსიკურობა არ აღინიშნებოდა.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
გამოვლენილი არ არის.
ჭარბი დოზირება
პარაცეტამოლი
სიმპტომები: პარაცეტამოლის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რაც შესაძლებელია ღვიძლის ტრანსპლანტაციის მიზეზი გახდეს ან ლეტალურად დასრულდეს. დაფიქსირდა მწვავე პანკრეატიტის შემთხვევები, როგორც წესი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით და ჰეპატოტოქსიკურობით.
მკურნალობა: ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებელი მკურნალობა, ჭარბი დოზირების სიმტომების არარსებობის შემთხვევაშიც. პარაცეტამოლით ჭარბ დოზირებაზე ეჭვის ან დადასტურებული ჭარბი დოზირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, მაშინაც კი, თუ არ ვლინდება ჭარბი დოზირების სიმპტომები, რადგან არსებობს ღვიძლის გვიანი დაზიანების რისკი. შეიძლება საჭირო გახდეს N-აცეტილცისტეინის და მეთიონინის გამოყენება.
კოფეინი
სიმპტომები: კოფეინის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ღებინება, დიურეზის გაძლიერება, ტაქიკარდია ან არითმიები, ცნს-ის სტიმულაცია (უძილობა, მოუსვენრობა, აგზნებადობა, მომატებული ნერვულ-რეფლექსური აგზნების სინდრომი, ტრემორი და კრუნჩხვები).
პრეპარატის ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული კოფეინის ჭარბი დოზირების კლინიკურად მნიშვნელოვანი სიმტომები პარაცეტამოლის სერიოზულ ტოქსიკურობაზე მეტყველებენ.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტოდოტი არ არსებობს; პაციენტებს უტარდებათ ზოგადი შემანარჩუნებელი თერაპია, მაგ., კარდიოტოქსიკური ეფექტების გასანეიტრალებლად გამოიყენება ბეტა-ადრენორეცეპტორები.
ნატრიუმის ბიკარბონატი
სიმპტომები: ნატრიუმის ბიკარბონატის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, მათ შორის ბოყინი, გულისრევა. ნატრიუმის ბიკარბონატის მაღალმა დოზებმა შეიძლება ჰიპერნატრემია გამოიწვიოს.
მკურნალობა: საჭიროა სისხლში ელექტროლიტების დონის კონტროლი, სიმპტომური თერაპია.
გამოშვების ფორმა: 4 ტაბლეტი შეფუთულია ლამინირებულ სტრიპში. 4 ტაბლეტი სტრიპში, 3 სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები. ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა. 4 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
ჰელეონ ირლანდია დანგარვან ლტდ., ნოკბრაკი, ლისფენელი, დანგარვანი, უოტერფორდის საგრაფო, X35 RY76, ირლანდია / Haleon Ireland Dungarvan Limited, Knockbrack, Lisfennel, Dungarvan, Co. Waterford, X35 RY76, Ireland
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ჰელეონ იუ-ქეი ტრეიდინგ ლიმიტედ, ზე ჰაიტსი, ვეიბრიჯი, სურეი, КТ13 0NY, გაერთიანებული სამეფო / Haleon UK Trading Limited, The Heights, Weybridge, Surrey, KT13 0NY, United Kingdom.
პრეპარატის მიღების დროს არასასურველი მოვლენების განვითარებისას, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: [email protected]. შეტყობინებები პრეპარატის ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების შესახებ მიიღება ელექტრონული ფოსტით [email protected].
ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, რომელიც იღებს პრეტენზიებს (წინადადებებს) სამკურნალო საშუალებების ხარისხთან დაკავშირებით უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე:
შპს „ნოვოტეკი“, ქ. ტაშკენტი, იუნუსაბადის რაიონი, ნიაზბეკ იულის ქ. 2.
ტელ: +99878 120 60 36.
სავაჭრო ნიშნები ეკუთვნის ან გამოიყენება ლიცენზიით Haleon-ის კომპანიების ჯგუფის მიერ. ©2024 Haleon-ის კომპანიების ჯგუფი ან მათი ლიცენზიარი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



