სოლიანი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ამისულპირიდს. 1 ტაბლეტში არის 400 მგ აქტიური ნივთიერება. წარმოდგენილია ბლისტერის შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 30 ცალ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს. ტაბლეტს აქვს ნაჭდევი, რომლითაც შესაძლებელია მისი ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამიზულპრიდი (amisulpride)
- ფორმა და შეფუთვა
- 400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზამიდები
- ATC კოდი
- N05AL05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0313
- რეგისტრირებულია
- 15 ივლისი 2022, მოქმედებს 15 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
სოლიანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სოლიანი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ამისულპირიდს. 1 ტაბლეტში არის 400 მგ აქტიური ნივთიერება. წარმოდგენილია ბლისტერის შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 30 ცალ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს. ტაბლეტს აქვს ნაჭდევი, რომლითაც შესაძლებელია მისი ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა. ასევე არსებობს სოლიანის 60 და 90 ტაბლეტიანი ფორმა, რომელშიც ერთი ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ამისულპირიდს, და 60 მილილიტრიანი ორალური ხსნარის ფორმა, რომელშიც 1 მლ შეიცავს 100 მგ ამისულპირიდს. დამხმარე ნივთიერება ლაქტოზა მიიღება ძროხის რძისგან.
სოლიანი განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს (ანტიფსიქოზური საშუალებები), რომელიც გამოიყენება გარკვეული სახის ფსიქიკური აშლილობის (ფსიქოზი) დროს. იგი ახდენს თავის ტვინში ნივთიერება დოფამინთან დაკავშირებული რეცეპტორების შერჩევითი სახით და ძლიერად ბლოკირებას.
სოლიანი გამოიყენება ქვემოთ განსაზღვრული შემთხვევების სამკურნალოდ:
ფსიქიკური დაავადებები - მწვავე და ქრონიკული შიზოფრენია, რომელიც მიმდინარეობს პოზიტიური სიმპტომებით, როგორიცაა სმენითი, მხედველობითი და სხვა ჰალუცინაციები, აზროვნების დარღვევები, მოუსვენრობა - აჟიტირება, ბოდვა და/ან
ნეგატიური სიმპტომებით, როგორიცაა ემოციების გასადავება, ემოციური და სოციალური ჩაკეტილობა, და
ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ეწოდება ფსიქოზი.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება სოლიანის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
თქვენი ექიმი განსაზღვრავს, რა დოზით და რა სახით უნდა მიიღოთ პრეპარატი, ასევე ბაზარზე წარმოდგენილი სოლიანის სხვადასხვა პრეპარატებს შორის რომელია თქვენთვის ყველაზე სათანადო.
მდგომარეობა, რომლის დროსაც ჭარბობს ისეთი ნეგატიური სიმპტომები, როგორიცაა ემოციების გასადავება, ემოციური და სოციალური ჩაკეტილობა: რეკომენდებული დოზაა დღეში 50 მგ-დან 300 მგ-მდე. დოზის რეგულირება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. ყველაზე სათანადო დოზაა დღეში დაახლოებით 100 მგ ( ½ ტაბლეტი, სოლიანი 200 მგ ტაბლეტი).
მდგომარეობა, როდესაც შერეულია პოზიტიური სიმპტომები, როგორიცაა სმენითი, მხედველობითი და სხვა ჰალუცინაციები, აზროვნების დარღვევები, მოუსვენრობა - აჟიტირება, ბოდვა, და ნეგატიური სიმპტომები: მკურნალობის დაწყებისას დანიშნული უნდა იქნას დოზა, რომლითაც კონტროლს დაექვემდებარება პოზიტიური სიმპტომები, ანუ დღეში 400 მგ-დან 800 მგ-მდე (დღეში 1 ან 2 სოლიანი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი). რის შემდეგაც უნდა მოხდეს დოზის კორექტირება მკურნალობაზე პაციენტის პასუხის მიხედვით ინდივიდუალურად, რათა მიღებული იქნას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა.
მწვავე ფსიქოზური შეტევები: მკურნალობის დაწყებისას: რეკომენდებული დოზაა პერორალურად დღეში 400-დან 800 მგ-მდე (დღეში 1 ან 2 ტაბლეტი სოლიანი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი). მაქსიმალური დოზა ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1200 მგ-ს (დღეში 3 ტაბლეტი სოლიანი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი).
შემდგომში: დოზის გაგრძელება და კორექტირება უნდა მოხდეს მკურნალობაზე პაციენტის პასუხის მიხედვით.
ნებისმიერ შემთხვევაში შემანარჩუნებელი სამკურნალო დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენებით.
გამოყენების გზა და მეთოდი:
სოლიანი მიიღება პერორალურად.
თუ დღიური დოზა არის 400 მგ ან ნაკლები, ტაბლეტები მიიღეთ ერთ ჯერზე.
თუ დღიური დოზა 400 მგ-ზე მეტია, ტაბლეტები მიიღეთ ორ ჯერზე.
თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობის ტაბლეტები ჩაყლაპეთ მთლიანად, ერთი ჭიქა წყლით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
არ არის რეკომენდებული 15 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში სოლიანის გამოყენება. არ შეიძლება გამოყენება 15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
ასაკოვნებში გამოყენება:
ასაკოვნებში არსებობს არტერიული წნევის დაქვეითების და დამამშვიდებელი ზემოქმედების მიმართ მომატებული მგრძნობელობის რისკი, რის გამოც ასაკოვნებში გამოყენებული უნდა იქნას სიფრთხილის დაცვით. კონვენციონალური და ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატები დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზით დაავადებული ასაკოვანი პაციენტების სამკურნალოდ გამოყენებისას ზრდის სიკვდილის რისკს.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის უკმარისობა:
სოლიანის გამოყოფა ხდება თირკმელების გზით, რის გამოც თირკმლის უკმარისობისას ექიმი დაავადების სიმძიმის მიხედვით დაგინიშნავთ თქვენთვის ყველაზე სათანადო დოზას და მკურნალობის ფორმას.
ღვიძლის უკმარისობა:
სოლიანის მცირე ნაწილი მეტაბოლიზდება, რის გამოც ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებთან არ არის საჭირო დოზის შემცირება.
თუ თვლით, რომ სოლიანის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ სოლიანი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით სოლიანი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენებთ სოლიანს საჭიროზე მეტი რაოდენობით, შესაძლებელია გამოგივლინდეთ ექსტრაპირამიდალური სიმპტომები, როგორიცაა დაბუჟება, ძილიანობა, კომა, დაბალი არტერიული წნევა, მოუსვენრობა, კანკალი, კუნთების შეკუმშვა. სხვა ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან ერთად საჭიროზე მეტი რაოდენობით სოლიანის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სიკვდილი.
ამ შემთხვევაში მიმართეთ საავადმყოფოს. ექიმი დაგაკვირდებათ, სანამ არ გამოჯანმრთელდებით, გააკონტროლებს გულის მუშაობას და მოძრაობის ძლიერი დარღვევების შემთხვევაში მოგცემთ პრეპარატებს აღნიშნულის გამოსასწორებლად.
თუ დაგავიწყდათ სოლიანის მიღება
მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. თუ დაგავიწყდებათ ერთზე მეტი დოზა, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
დავიწყებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
სოლიანით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია
თუ სოლიანით მკურნალობას შეწყვეტთ ექიმის მითითების გარეშე, შესაძლებელია გაქრეს მკურნალობის სასარგებლო ეფექტი და ხელახლა განვითარდეს დაავადების სიმპტომები.
თუ სოლიანით მკურნალობას უეცრად შეწყვეტთ, შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა, მოძრაობის დარღვევები, გამოწვეული კუნთების უნებლიე სპაზმით, და გაცნობიერებული მოძრაობის დარღვევა. ამიტომ სოლიანი უნდა შეწყვიტოთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული სახით, ეტაპობრივად.
არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე სოლიანით მკურნალობის დროებით შეჩერება ან მკურნალობის დასრულება.
- რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, სოლიანის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია ჰქონდეთ გვერდითი რეაქციები.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია სოლიანის შემადგენელ აქტიურ ნივთიერება ამისულპირიდზე ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ რომელიმე სხვა ნივთიერებაზე,
თუ გაქვთ ჰიპოფიზის სიმსივნე, რომელიც გამოყოფს ორგანიზმში რძის სეკრეციის უზრუნველმყოფ ჰორმონ პროლაქტინს, ან ძუძუს კიბო, ან ჰიპოფიზის დაავადებები, ან არსებობს ასეთი ეჭვი,
თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვალთან დაკავშირებული დაავადება, სახელად ფეოქრომოციტომა, რომელიც მიმდინარეობს ჰიპერტონიული კრიზით, ან არსებობს ამ დაავადებაზე ეჭვი,
15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში,
თუ იღებთ პრეპარატს, რომლის მიღებაც არ შეიძლება სოლიანის გამოყენებისას (იხილეთ, თავი - „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“).
თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში სოლიანი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
მკურნალობის დაწყებამდე თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) გადაღება. ამ პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევები (იხილეთ, თავი „4. რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?“)
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ეს პრეპარატი უნდა გამოიყენოთ სიფრთხილის დაცვით:
ასაკოვან პაციენტებში: არსებობს არტერიული წნევის დაქვეითების და გაბრუების რისკი, რის გამოც საჭიროა სიფრთხილის დაცვით გამოყენება განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მეხსიერებასა და აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები (დემენცია). თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში ექიმმა შესაძლებელია შეამციროს პრეპარატის დოზა.
თუ არსებობს რისკ-ფაქტორი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის უეცარი შეწყვეტით განვითარებული ინსულტის (დამბლა) თვალსაზრისით.
თუ გაქვთ თირკმლის დაავადება (თირკმლის უკმარისობა). ამ შემთხვევაში თქვენი ექიმი შეამცირებს პრეპარატის დოზას.
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ანამნეზში აქვს თრომბოზი (რადგანაც ანტიფსიქოზურმა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიონ სისხლში თრომბის წარმოქმნა).
თუ გაქვთ ეპილეფსია ან პარკინსონის დაავადება (ნერვული სისტემის დაავადება შემდეგი სიმპტომებით: ტრემორი, გაშეშების შეგრძნება, შენელებული მოძრაობა და წონასწორობის პრობლემები).
თუ გაქვთ დიაბეტი ან არსებობს დიაბეტის რისკი.
თუ ანამნეზში გაქვთ სისხლში ჰორმონ პროლაქტინის (ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმში რძის წარმოებას) ძალიან მაღალი დონე (ჰიპერპროლაქტინემია) ან პროლაქტინის ჰორმონთან დაკავშირებული სიმსივნე, როგორიცაა ძუძუს კიბო, ჰიპოფიზის სიმსივნე, ან ჰიპოფიზის დაავადებები. ამ შემთხვევაში ექიმი ინტენსიურად დაგაკვირდებათ.
თუ გაქვთ ან გქონდათ ღამით ჩვეულებრივი ძილის დროს მცირე პერიოდებით სუნთქვის გაჩერება (ეწოდება ძილის აპნოე) და პრეპარატი, რომლებსაც იღებთ, იწვევს თავის ტვინის ნორმალური აქტივობის შენელებას (დეპრესანტები).
სოლიანის გამოყენებისას ცნობილია ღვიძლის სერიოზული პრობლემები. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გექნებათ დაღლილობა, უმადობა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი ან კანის ან თვალების სიყვითლე.
თუ მკურნალობის დროს გამოვლინდება კუნთოვანი მასის დაკარგვა, დაკავშირებული კუნთების გაშეშებასთან ან კუნთების ტკივილთან (რაბდომიოლიზი); თუ მოიმატებს სისხლში კუნთის ფერმენტის, კრეატინფოსფოკინაზას (CPK) დონე და განვითარდება ცნობიერების დაბინდვა დაუდგენელი მიზეზით დაწყებულ ცხელებასთან ერთად, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგანაც ამ მდგომარეობას შესაძლებელია ჰქონდეს ლეტალური შედეგი.
თუ მკურნალობის დროს განვითარდება მხედველობის დარღვევები ან თავის ტკივილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ განვითარდება ინფექცია ან დაუდგენელი მიზეზით ცხელება, ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს სისხლის ანალიზის დაუყოვნებლივ ჩატარება, რადგანაც შესაძლებელია ამ პრეპარატმა ზემოქმედება მოახდინოს სისხლის უჯრედებზე (მაგალითად, ლეიკოციტების დაქვეითება). ეს პრობლემა შესაძლებელია დადგინდეს სისხლის ანალიზით. (იხილეთ, თავი „4. რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?“).
არ შეიძლება სოლიანით მკურნალობის უეცრად შეწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია გამოიწვიოს წამლის მოხსნის სინდრომი, რომელიც ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: უძილობა, გულისრევა და ღებინება, და შესაძლებელია ხელახლა გამოვლინდეს ანომალიური მოძრაობები და ფსიქიკური აშლილობები.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს.
სოლიანის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
როგორც ამ ჯგუფის ყველა სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატის შემთხვევაში, მკურნალობის დროს უნდა მოერიდოთ ალკოჰოლიანი სასმელის მიღებას.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების უიკმარისობა:
სოლიანი, თირკმლების გზით გამოიყოფა, ამიტომ თირკმლების უკმარისობის დროს, გათვალისწინებული უნდა იქნას სიმძიმის ხარისხი. ექიმი, თქვენთვის შესაბამის დოზას და მკურნალობის ფორმას შეგირჩევთ.
ღვიძლის უკმარისობა:
სოლიანი, მცირე თანაფარდობით მეტაბოლიზდება, ამიტომ ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის შემცირება არ არის საჭირო.
თუ,ფიქრობთ, რომ სოლიანის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, სოლიანის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, სოლიანის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, სოლიანის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, შეიძლება გამოვლინდეს:დაბუჟება, ძილიანობა, კომა, დაბალი არტერიული წნევა, ერთ ადგილზე დგომის გაძნელება, კანკალი, კრუჩხვების მსგავსი ექსტრაპირამიდული ნიშნები.
თუ, სოლიანი სხვა ანტიფქსიქოზურ წამლებთან ერთად საჭიროზე მეტი რაოდენობით მიიღეთ, შეიძლება სიკვდილი დაფიქსირდეს.
ასეთ მდგომარეობებში საავადმყოფოს მიმართეთ. ექიმს, დაკვირვების ქვეშ ეყოლებით მანამ, სანამ არ გამოჯანმრთელდებით, ექიმი, დააკვირდება გულის ფუნქციურ მუშაობას, თუ მოძრაობების ძლიერი დარღვევა გაქვთ, ამ პრობლემების ალაგებისთვის მკურნალობას დაგინიშნავთ.
თუ, სოლიანის მიღება დაგავიწყდებათ:
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც სოლიანით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
თუ, ექიმთან გასაუბების და თანხმობის გარეშე სოლიანით მკურნალობას შეაჩერებთ,
მკურნალობის შედეგად მიღებული სასარგებლო ეფექტები ალაგდება და დაავადების სიმპტომები კვლავ გამოვლინდება.
თუ, სოლიანით მკურნალობას უცებ შეწყვეტთ, შეიძლება გამოვლინდეს: ერთ ადგილზე დგომის შეუძლებლობა, კუნთებში უნებლიე კრუნჩხვები და თანმხლები მოძრაობის დარღვევები, ნებითი მოძრაობების დარღვევის სიმპტომები. ამიტომ, სოლიანი, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, ეტაპობრივად უნდა შეჩერდეს.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე სოლიანით მკურნალობის დროს ინტერვალი არ გააკეთოთ ანდა მკურნალობა არ დაასრულოთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, სოლიანის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
+ სედატიური საშუალებები
ბევრ პრეპარატსა და ნივთიერებას შეუძლია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველი ეფექტის მოხდენა და კონცენტრაციის დაქვეითება. ეს გასათვალისწინებელია ამისულპირიდის მიმღებ პაციენტებში. ეს პრეპარატები/ნივთიერებები მოიცავს მორფინის წარმოებულებს (ანალგეტიკები, ხველის დამთრგუნველი და ჩანაცვლებითი მედიკამენტები), ნეიროლეფსიურ საშუალებებს, ბარბიტურატებს, ბენზოდიაზეპინებს, ბენზოდიაზეპინების გარდა სხვა ანქსიოლიტიკებს (მაგ., მეპრობამატი), საძილე საშუალებებს, სედაციურ ანტიდეპრესანტებს (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი), სედაციურ H1 ანტიჰისტამინურ საშუალებებს, ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს, ბაკლოფენს და თალიდომიდს.
+ მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს Torsades de Pointes
ზოგიერთმა ანტიარითმულმა პრეპარატმა და სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის ეს სერიოზული დარღვევა. ბრადიკარდია (იხ. ბრადიკარდიის გამომწვევი პრეპარატები) ან ჰიპოკალიემია (იხ. კალიუმის დამწევი პრეპარატები), ასევე QT ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივება ასევე წარმოადგენენ წინასწარ რისკ-ფაქტორებს.
Ia და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ასევე გარკვეული ნეიროლეფსიური საშუალებები მიეკუთვნებიან იმ პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ეს გვერდითი ეფექტი. სხვა პრეპარატებიც, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ კლასებს, შეიძლება ასევე ასოცირებული იყვნენ მასთან. ამ ურთიერთქმედებაში მონაწილეობენ მხოლოდ დოლასეტრონის, ერითრომიცინის, სპირამიცინის და ვინკამინის პარენტერალურად შესაყვანი ფორმები. ორი პრეპარატის ერთდროული გამოყენება, რომელსაც შეუძლია ტორსადიზმის გამოწვევა, ზოგადად უკუნაჩვენებია. თუმცა, ზოგიერთი ამ ტორსადოგენური პრეპარატი გამონაკლისია, რადგან მათი გამოყენება გარდაუვალია. ამ შემთხვევებში კომბინირებული თერაპია კატეგორიულად არ არის რეკომენდებული. ამ ტორსადოგენურ პრეპარატებს მიეკუთვნება მეთადონი, ჰიდროქსიქლოროქინი, ანტიპარაზიტული საშუალებები (ქლოროქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, პენტამიდინი) და ნეიროლეფსიური საშუალებები. თუმცა, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, დომპერიდონი, ჰიდროქსიზინი და პიპერაქინი არ მიეკუთვნება ამ გამონაკლისებს და შესაბამისად, უკუნაჩვენებია ყველა ტორსადოგენურ პრეპარატთან კომბინაციაში.
უკუნაჩვენები კომბინაციები
+არაპარკინსონური დოფამინის აგონისტები (კაბერგოლინი, ქინაგოლიდი)
დოფამინის აგონისტებსა და ნეიროლეფსიურ საშუალებებს შორის ვლინდება ორმხრივი ანტაგონიზმი.
+ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, დომპერიდონი, ჰიდროქსიზინი, პიპერაქინი
იზრდება პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით კი „ტორსადეს დე პოინტესის“ განვითარების რისკი.
კომბინაციები, რომლებიც არ არის რეკომენდებული
+ ანტიპარაზიტული პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ Torsades de Pointes (ქლოროქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, პენტამიდინი)
არსებობს პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით Torsades de Pointes-ის, განვითარების მომატებული რისკი. თუ შესაძლებელია, უნდა გაგრძელდეს ორი მკურნალობიდან ერთ-ერთი. თუ თანმხლები გამოყენება გარდაუვალია, უნდა ჩატარდეს QT ინტერვალის მონიტორინგი და ელექტროკარდიოგრამა.
+ ანტიპარკინსონური დოფამინის აგონისტები (ამანტადინი, აპომორფინი, ბრომოკრიპტინი, ენტაკაპონი, ლისურიდი, პერგოლიდი, პირიბედილი, პრამიპექსოლი, რასაგილინი, როპინიროლი, როტიგოტინი, სელეგილინი, ტოლკაპონი)
დოფამინის აგონისტებსა და ნეიროლეფსიურ საშუალებებს შორის არსებობს ორმხრივი ანტაგონიზმი. დოფამინის აგონისტებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააუარესონ ფსიქოზური აშლილობები. თუ პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც დოფამინის აგონისტებით მკურნალობენ, ნეიროლეფსიური საშუალებების მიღება აუცილებელია, ამ დოფამინის პრეპარატების მიღება თანდათან უნდა შეწყდეს (მკვეთრმა შეწყვეტამ შეიძლება გაზარდოს ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის რისკი).
სხვა მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ Torsades de Pointes-ს
Ia კლასის (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი) და III კლასის (ამიოდარონი, დრონედარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი) ანტიარითმული საშუალებები, ასევე სხვა პრეპარატები, როგორიცაა დარიშხანის ნაერთები, დიფემანილი, დოლასეტრონი ი.ვ., ერითრომიცინი ი.ვ., ლევოფლოქსაცინი, მექიტაზინი, მიზოლასტინი, პრუკალოპრიდი, ვიკამინი ი.ვ., მოქსიფლოქსაცინი, სპირამიცინი ი.ვ., ტორემიფენი, ვანდეტანიბი:
იზრდება პარკუჭოვანი არითმიების (განსაკუთრებით ტორსადეს დე პოინტეს) განვითარების რისკი.
+ სხვა ნეიროლეფსიური საშუალებები, რომლებიც იწვევენ „ტორსადეს დე პოინტესს“ (ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, დროპერიდოლი, ფლუპენტიქსოლი, ფლუფენაზინი, ჰალოპერიდოლი, ლევომეპრომაზინი, პიმოზიდი, პიპამპერონი, პიპოტიაზინი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ზუკლოპენტიქსოლი)
იზრდება პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით კი „ტორსადეს დე პოინტესის“ განვითარების რისკი.
+ალკოჰოლი (სასმელი ან დამხმარე ნივთიერების სახით)
ამან შეიძლება გააძლიეროს ამ მედიკამენტების სედატიური ეფექტი. ყურადღების დაქვეითებამ შეიძლება საშიში გახადოს ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა. თავი უნდა აარიდოთ ალკოჰოლური სასმელების და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების მიღებას.
+ლევოდოპა
ლევოდოპასა და ნეიროლეფსიურ საშუალებებს შორის ვლინდება ურთიერთანტაგონიზმი. პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში უნდა იქნას გამოყენებული თითოეული პრეპარატის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა.
+მეთადონი
არსებობს პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით კი „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (ტორსადეს დე პოინტეს) განვითარების მომატებული რისკი.
+ნატრიუმის ოქსიბატი
ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი ეფექტის გაძლიერება.
ყურადღების დაქვეითებამ შეიძლება ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა სახიფათო გახადოს.
+ ჰიდროქსიქლოროქინი
არსებობს პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით კი „ტორსადეს დე პოინტესის“ განვითარების მომატებული რისკი.
კომბინაციები, რომლებიც გამოყენებისას სიფრთხილის ზომებს საჭიროებენ
+ანაგრელიდი
არსებობს პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით კი „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (Torsades de Pointes) განვითარების მომატებული რისკი. ამ პრეპარატების ერთად მიღებისას აუცილებელია კლინიკური და ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგი.
+აზითრომიცინი, ციპროფლოქსაცინი, კლარითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი, როქსითრომიცინი
არსებობს პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით კი „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (Torsades de Pointes) განვითარების მომატებული რისკი.
ამ პრეპარატების ერთად მიღებისას აუცილებელია კლინიკური და ეკგ მონიტორინგი.
+გულის უკმარისობის დროს ბეტა-ბლოკატორები (ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი)
მომატებულია პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების რისკი. გარდა ამისა, არსებობს ვაზოდილატაციის და ჰიპოტენზიის, განსაკუთრებით ორთოსტატული ჰიპოტენზიის (ადიტიური ეფექტი) განვითარების რისკი. საჭიროა კლინიკური და ეკგ მონიტორინგი.
+ბრადიკარდიის გამომწვევი პრეპარატები (განსაკუთრებით Ia კლასის ანტიარითმული საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები, ზოგიერთი III კლასის ანტიარითმული საშუალება, ზოგიერთი კალციუმის არხის ბლოკატორი, დიგიტალის გლიკოზიდები, პილოკარპინი, ანტიქოლინესტერაზების პრეპარატები):
არსებობს პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით კი „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (Torsades de Pointes) განვითარების მომატებული რისკი. აუცილებელია კლინიკური და ეკგ მონიტორინგი.
+კალიუმის შემამცირებელი საშუალებები (კალიუმის შემამცირებელი შარდმდენები, ცალკე ან კომბინაციაში, მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ტეტრაკოზაქტიდები და ინტრავენური ამფოტერიცინი B)
არსებობს პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით კი „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (Torsades de Pointes) განვითარების მომატებული რისკი. პროცედურის დაწყებამდე უნდა მოხდეს ნებისმიერი წინასწარი ჰიპოკალიემიის კორექცია და ჩატარდეს კლინიკური, ელექტროლიტური და ეკგ მონიტორინგი.
+ლითიუმი
ვლინდება ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის ან ლითიუმის ტოქსიკურობის მიმანიშნებელი ნეიროფსიქიატრიული სიმპტომების რეციდივის რისკი. საჭიროა რეგულარული კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი, განსაკუთრებით თანმხლები მიღების დასაწყისში.
+ონდანსეტრონი
არსებობს პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით კი „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (Torsades de Pointes) განვითარების მომატებული რისკი. ამ პრეპარატების ერთად მიღებისას აუცილებელია კლინიკური და ეკგ მონიტორინგი.
გასათვალისწინებელი კომბინაციები
+ სხვა სედატიური მედიკამენტები
ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი ეფექტის გაძლიერება. ყურადღების დაქვეითებამ შეიძლება ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა სახიფათო გახადოს.
+ორლისტატი
ორლისტატთან ერთად მიღებისას არსებობს მკურნალობის წარუმატებლობის რისკი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ არის სრულად დადგენილი ორსულობის დროს სოლიანის გამოყენების უვნებლობა. არ არის რეკომენდებული სოლიანის გამოყენება ორსულობის დროს ან რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა გამოიყენოთ თუ არა ორსულობის დროს ეს პრეპარატი. დაიცავით თქვენი ექიმის რეკომენდაციები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში სოლიანის გამოყენების შემთხვევაში ბავშვისთვის იქმნება შემდეგი რისკი: დაბადებისთანავე კუნთების ანომალიური მოძრაობა, მოუსვენრობა, კუნთების ძლიერი დაჭიმულობა, კუნთების დაჭიმულობის დაკარგვა, კანკალი, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება ან კვების დარღვევა. თუ ბავშვს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია

სოლიანით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვება. თუ იყენებთ სოლიანს, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ბავშვის საუკეთესო სახით კვებასთან დაკავშირებით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სოლიანმა შესაძლებელია გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების დაქვეითება. პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია იგრძნოთ ძილიანობა, ყურადღების გაფანტვა, დაბინდული მხედველობა, შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარის დარღვევა. სოლიანით მკურნალობის პერიოდში არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და მექანიზმი, სანამ ექიმი არ შეაფასებს მკურნალობაზე პასუხს და არ დაგრთავთ ნებას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოლიანის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ეს სამედიცინო პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ ადრე ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა (მგრძნობელობა), ამ სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ამ სამედიცინო პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 70 მგ ნატრიუმს (ძირითადი კერძის კომპონენტი/სუფრის მარილი). ეს რაოდენობა შეესაბამება მოზრდილთათვის რეკომენდებული დიეტით დღიურად მისაღები ნატრიუმის რაოდენობის 3,5%-ს.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ბოლო დროს იყენებდით სხვა პრეპარატს ან არსებობს სხვა პრეპარატის გამოყენების ალბათობა.
ქვემოთ მითითებულ პრეპარატებთან ერთად არ გამოიყენოთ სოლიანი:
ორგანიზმში რძის სეკრეციის დარღვევისას გამოყენებული პრეპარატები -კაბერგოლინი, კინაგოლიდი,
შფოთვის ან დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები - ციტალოპრამი და ესციტალოპრამი,
გულისრევის და ღებინების სამკურნალოდ გამოყენებული დომპერიდონი,
შფოთვის ან ჭინჭრის ციების სამკურნალოდ გამოყენებული ჰიდროქსიზინი,
მალარიის სამკურნალოდ გამოყენებული პიპერაქინი.
ქვემოთ მითითებულ პრეპარატებთან ერთად სოლიანის გამოყენებას მოერიდეთ:
პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული ლევოდოპა ან ზოგიერთი სხვა პრეპარატი (ამანტადინი, აპომორფინი, ბრომოკრიპტინი, ენტაკაპონი, ლიზურიდი, პერგოლიდი, პირიბედილი, პრამიპექსოლი, რაზაგილინი, როპინიროლი, როტიგოტინი, სელეგილინი, ტოლკაპონი),
ნარკოლეფსიის (დაავადება, რომელსაც ახასიათებს დღისით ძილისკენ მიდრეკილება და ძილის შეტევები) სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი ნატრიუმის ოქსიბატი,
პრეპარატები, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ სიცოცხლისთვის სახიფათო გულის არათანაბარი რიტმი, სახელად პირუეტული ტაქიკარდია (Torsade de Pointes):
გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული კლასი Ia ანტიარითმიული საშუალებები, როგორიცაა ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი,
გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული კლასი III ანტიარითმიული საშუალებები, როგორიცაა ამიოდარონი, დრონედარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი და იბუტილიდი,
ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი: ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, დროპერიდოლი, ფლუპენტიქსოლი, ფლუფენაზინი, ჰალოპერიდოლი, ლევომეპრომაზინი, პიმოზიდი, პიპამპერონი, პიპოთიაზინი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ზუკლოპენტიქსოლი,
პარაზიტების სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი: ქლოროქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, პენტამიდინი,
ზოგიერთ პრეპარატზე დამოკიდებულების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი მეტადონი,
ზოგიერთი სხვა პრეპარატი (მაგალითად, დარიშხანის ნაერთები, დიფემანილი, ინტრავენურად გამოყენებული დოლასეტრონი, ინტრავენურად გამოყენებული ერითრომიცინი, ჰიდროქსიქლოროქინი, ლევოფლოქსაცინი, მეკიტაზინი, მიზოლასტინი, პრუკალოპრიდი, ინტრავენურად გამოყენებული ვინკამინი, მოქსიფლოქსაცინი, ინტრავენურად გამოყენებული სპირამიცინი, ტორემიფენი, ვანდეტანიბი),
სპირტის შემცველი პრეპარატები.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე რეაქციის განვითარებისას შეწყვიტეთ სოლიანის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
თუ მკურნალობის დროს დაუდგენელი მიზეზით დაიწყება ცხელება და მასთან ერთად კუნთების გახევება და ცნობიერების დარღვევები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და სასწრაფოდ მიიღეთ სამედიცინო დახმარება.
სერიოზული გონების დაკარგვა (ცნობიერების დაკარგვა) და გულის რიტმის დარღვევები, რომელიც შესაძლებელია დასრულდეს სიკვდილით (იხილეთ, თავი „2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება სოლიანის გამოყენებამდე“).
ფეხების შეშუპება, ტკივილი და სიწითლე. კერძოდ ეს მდგომარეობა ვითარდება ფეხის ვენებში თრომბის წარმოქნის გამო, რომელიც სისხლძარღვების მეშვეობით შესაძლებელია გადაადგილდეს ფილტვში და გამოიწვიოს მკერდის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება.
სახის და/ან ყელის უეცარი შეშუპება, რომელიც შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო და გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა), კანზე სიწითლე, გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება).
ეს სერიოზული გვერდითი რეაქციებია. შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.
სხვა გვერდითი რეაქციები:
ძალიან ხშირი:
კანკალი, კუნთების რიგიდობა, კრამპები, მოძრაობის ანომალიები, ჭარბი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფა
ხშირი:
კისრის გაშეშება, თვალის კუნთების ანომალიური მოძრაობები (ოკულოგირული კრიზი), კრიჭის შეკვრა
ძილიანობა
უძილობა, შფოთვა, მოუსვენრობა
ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე
ქალებში სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება (ფრიგიდულობა)
სისხლში რძის სეკრეციის უზრუნველმყოფი ჰორმონის - პროლაქტინის დონის მატება (ჰიპერპროლაქტინემია)
შესაძლებელია გამოიწვიოს ქალებში მენსტრუაციის შეწყვეტა, სარძევე ჯირკვლიდან ანომალიური სახით რძის გამოყოფა და სარძევე ჯირკვლის ტკივილი.
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების შესიება და ერექციის დარღვევები (იმპოტენცია).
წონაში მატება
არტერიული წნევის დაქვეითება
მხედველობის დაბინდვა
არახშირი:
ენის ან სახის არაკონტროლირებადი, რიტმული მოძრაობა
კონვულსიები (ერთი ან მეტი კუნთის უნებლიე სპაზმი)
სისხლში შაქრის დონის მატება (ჰიპერგლიკემია)
გულისცემის რაოდენობის შემცირება (ბრადიკარდია)
ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის, განსაკუთრებით ღვიძლის ფერმენტ ტრანსამინაზას დონის მატება
ალერგიული რეაქციები
სისხლში ლიპიდების (ტრიგლიცერიდების) დონის მატება (ჰიპერტრიგლიცერიდემია)
სისხლში ქოლესტერინის დონის მატება (ჰიპერქოლესტერინემია)
ღვიძლის ქსოვილის დაზიანება
ძვლის სიმკვრივის დაქვეითება ან ძვლის სტრუქტურის ცვლილება (ოსტეოპენია, ოსტეოპროზი), ძვლების დასუსტება
დეზორიენტაცია (კონფუზია)
გაგუდულობა
ფილტვის დაავადებები, რაც შესაძლებელია გამოვლინდეს ანთების, სუნთქვის გაძნელების, ინფექციის, ხველის სახით (ასპირაციული პნევმონია) (ძირითადად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი ზემოქმედების მქონე სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში)
არტერიული წნევის მატება
მოშარდვის გაძნელება
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია)
სისხლში ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია)
იშვიათი:
გრანულოციტების რაოდენობის შემცირება (აგრანულოციტოზი)
ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი ან მხედველობის დარღვევები
სისხლში ნატრიუმის დონის ნორმაზე მეტად დაქვეითება (ჰიპონატრემია), არასათანადო ანტიდიურეზული ჰორმონის (ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში წყლის ბალანსს) გამოყოფის სინდრომი
დაუდგენელი მიზეზით ცხელება, რომელსაც ახლავს ზოგადი და ნევროლოგიური (ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული) დარღვევები
სერიოზული გონების დაკარგვა (ცნობიერების დაკარგვა), გულის რიტმის დარღვევები, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სიკვდილი
ფეხების შეშუპება, ტკივილი და სიწითლე. აღნიშნული ვითარდება, როდესაც სისხლძარღვებში (განსაკუთრებით ფეხის სისხლძარღვებში) არსებული თრომბი გადაადგილდება ფილტვებისკენ და იწვევს მკერდის ტკივილს და სუნთქვის გაძნელებას.
სახის და/ან ყელის უეცარი შეშუპება, რომელიც შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო და გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა), კანზე წითელი გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება).
ვენური თრომბოემბოლიზმის (ვთე) რისკი
ღამით ძილისას მოკლე პერიოდებით სუნთქვის გაჩერება (ძილის აპნოე)
უცნობია:
კუნთების ანომალიური მოძრაობა, მოუსვენრობა, კუნთების ძლიერი დაჭიმულობა, კუნთების დაჭიმულობის დაკარგვა, კანკალი, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება ან კვების დარღვევა, რომელიც დაბადებისთანავე გამოუვლინდება თქვენს შვილს (წამლის მოხსნის სინდრომი) (იხილეთ, თავი „2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება სოლიანის გამოყენებამდე“, სათაურით „ორსულობა“)
მოუსვენარი ფეხების სინდრომი (ფეხებში დისკომფორტის შეგრძნება, რომელიც მოძრაობისას დროებით შემსუბუქდება და დღის ბოლოს უფრო მეტად მძიმდება)
მზის ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას კანის მომატებული მგრძნობელობა
წონასწორობის დარღვევის გამო წაქცევა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მოტეხილობა
კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა და კუნთების ტკივილი (რაბდომიოლიზი)
სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მაღალი დონე (სისხლის ანალიზი, რომელიც მიუთითებს კუნთის დაზიანებაზე).
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- სოლიანის შენახვა
სოლიანი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღის დაცვით.
არ გამოიყენოთ სოლიანი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ. ვარგისიანობის თარიღი არის კოლოფზე მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი: შპს სანოფი საღლიქ ურუნლერი
შიშლი - სტამბოლი
წარმოების ადგილი: სს სანოფი ილაჩ სან. ვე თიჯ.
ლულებურგაზი - ქირქლარელი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 26.02.2025 წელს.
ამ პრეპარატთან დაკავშირებით დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სმარტფონის /ტაბლეტის ან QR კოდის წამკითხველის გამოყენებით QR კოდის სკანირების გზით.
943737
170x290
DO 02
ჭარბი დოზა
სიმპტომები
სოლიანის დოზის გადაჭარბების გამოცდილება ამ დრომდე შეზღუდულია.
ცნობილი ნიშნები და სიმპტომები, როგორც წესი, არის პრეპარატის გაძლიერებული ფარმაკოლოგიური ეფექტები; შედეგად მიღებული კლინიკური სურათი მოიცავს ძილიანობას, სედაციას, ჰიპოტენზიას, ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს და კომას. სხვა ანტიფსიქოზურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას დაფიქსირებულია ლეტალური შემთხვევები.
მკურნალობა
მწვავე დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია პრეპარატის რამდენიმეჯერ მიღების შესაძლებლობა. ამისულპირიდი ცუდად დიალიზდება და მისი გამოყოფა ჰემოდიალიზით შეუძლებელია. ამისულპირიდის სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის. უნდა იქნას მიღებული შესაბამისი დამხმარე ზომები:
სასიცოცხლო ფუნქციების მჭიდრო მონიტორინგი.
გულის მონიტორინგი (QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი) უნდა გაგრძელდეს პაციენტის გამოჯანმრთელებამდე.
ანტიქოლინერგული თერაპია უნდა დაიწყოს, თუ გამოვლინდება მძიმე ექსტრაპირამიდული სიმპტომები.
რადგან ამისულპირიდი ცუდად დიალიზდება, ჰემოდიალიზი შეზღუდული ეფექტურობით გამოირჩევა ორგანიზმიდან პრეპარატის გამოდევნის თვალსაზრისით.
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტი
ამისულპირიდი 400 მგ
დამხმარე ნივთიერებები
ლაქტოზის მონოჰიდრატი (მიღებული ძროხის რძისგან) 130.25 მგ
ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A) 70.0 მგ
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.
შენახვის პირობები
36 თვე
- 4. შენახვის განსაკუთრებული პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.
- 5. შეფუთვის ფორმა და შემცველობა
შეფუთულია Al/PVC ბლისტერულ შეფუთვებში, რომლებიც შეიცავს 30 და 60 აპკით შემოგარსულ ტაბლეტს.
- 6. დარჩენილი სამკურნალო საშუალებების განადგურება და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციის“ და „შეფუთვის ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციების“ შესაბამისად.
- ლიცენზიის მფლობელი
ლილიუმ ილაჩ ვე კიმია სანაი ტიკარეტ ა.შ.
უმრანიე/სტამბოლი
0 850 885 21 99 (ტელეფონი)
0 850 885 21 99 (ფაქსი)
- ლიცენზიის ნომერი
2026/94
- ლიცენზიის პირველადი გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი
ლიცენზიის პირველადი გაცემის თარიღი: 28.03.2026
ლიცენზიის განახლების თარიღი:
- სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის განახლების თარიღი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიფსიქოზური საშუალებები, ბენზამიდები
ATC კოდი: N05AL05
ამისულპირიდი არის ანტიფსიქოზური საშუალება, რომელიც მიეკუთვნება ჩანაცვლებული ბენზამიდების კლასს.
ფარმაკოდინამიკური პროფილი: ის სელექციურად უკავშირდება ლიმბურ სისტემაში D2 და D3 დოფამინის რეცეპტორებს. მას არ გააჩნია აფინურობა D1, D4 და D5 რეცეპტორების ქვეტიპების მიმართ. ამისულპირიდს არ გააჩნია აფინურობა სეროტონინის რეცეპტორების, ჰისტამინის H1 რეცეპტორების ან სხვა ქოლინერგული და ალფა-ადრენერგული რეცეპტორების მიმართ.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ამისულპირიდის მაღალი დოზები სელექციურად ბლოკავდა მეზოლიმბურ სისტემაში არსებულ დოფამინერგულ ნეირონებს სტრიატუმში არსებულ ნეირონებთან შედარებით. ამ სპეციფიკურმა აფინურობამ შეიძლება ახსნას ამისულპირიდის უპირატესად ანტიფსიქოზური ეფექტი მის ექსტრაპირამიდულ ეფექტებთან შედარებით.
ამისულპრიდი, დაბალი დოზებით, უპირატესად ბლოკავს პრესინაფსურ D2/D3 დოფამინის რეცეპტორებს, რაც შეიძლება ხსნიდეს მის გავლენას ნეგატიურ სიმპტომებზე. კონტროლირებად, ორმაგ ბრმა კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა მწვავე შიზოფრენიით დაავადებული 191 პაციენტი, ამისულპრიდმა აჩვენა მეორადი უარყოფითი სიმპტომების მნიშვნელოვნად უფრო დიდი გაუმჯობესება ჰალოპერიდოლთან შედარებით.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ამისულპირიდი ადამიანებში ავლენს ორ შეწოვის პიკს: პირველი სწრაფად მიიღწევა მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში, ხოლო მეორე - სამი-ოთხი საათის შემდეგ. 50 მგ დოზის შემდეგ შესაბამისი პლაზმური დონეებია შესაბამისად 39 ± 3 და 54 ± 4 ნგ/მლ.
ნახშირწყლებით მდიდარმა კვებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ამისულპირიდის მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC), პლაზმური კონცენტრაციის პიკური მიღწევის დრო (tmax) და პლაზმური კონცენტრაციის პიკური მიღწევის დრო (Cmax), მაშინ როდესაც ცხიმიანმა კვებამ გავლენა არ მოახდინა ამ პარამეტრებზე. თუმცა, ამ შედეგების შესაბამისობა ამისულპირიდით მკურნალობისთვის გაურკვეველია.
განაწილება
განაწილების მოცულობაა 5.8 ლ/კგ. პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (16%), რაც მიუთითებს სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების არარსებობაზე. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა აღწევს 48%-ს. განმეორებითი მიღება არ იწვევს ამისულპირიდის დაგროვებას და ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები უცვლელი რჩება.
ბიოტრანსფორმაცია
ამისულპირიდი მეტაბოლიზდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით: იდენტიფიცირებულია ორი არააქტიური მეტაბოლიტი, რომლებიც გამოყოფილი მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 4%-ს შეადგენს.
ელიმინაცია
პერორალური მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 12 საათია. ამისულპირიდი უცვლელი სახით გამოიყოფა შარდში. ინტრავენურად შეყვანილი დოზის ნახევარი (50%) გამოიყოფა შარდში, აქედან 90% გამოიყოფა პირველი 24 საათის განმავლობაში. თირკმლის კლირენსი დაახლოებით 330 მლ/წთ-ია.
წრფივობა/არაწრფივობა
მონაცემები არ მოიპოვება.
პაციენტის განსაკუთრებული მახასიათებლები
ღვიძლის უკმარისობა
რადგან ამისულპირიდი ღვიძლში მხოლოდ მინიმალურად მეტაბოლიზდება, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის შემცირება საჭირო არ არის.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი უცვლელი რჩება, მაგრამ საერთო კლირენსი მცირდება 2.5-დან 3-ჯერ.
ამისულპირიდის AUC ორჯერ მაღალია თირკმლის მსუბუქი ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და დაახლოებით ათჯერ მაღალია თირკმლის საშუალო ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. თუმცა, ამ სფეროში გამოცდილება ჯერ კიდევ შეზღუდულია; მონაცემები 50 მგ-ზე მეტი დოზების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი. ამისულპირიდი ცუდად დიალიზდება.
გერიატრიული პოპულაცია
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების ფარმაკოკინეტიკური მონაცემები აჩვენებს Cmax-ის, ნახევარგამოყოფის პერიოდის (t1/2) და AUC მაჩვენებლების 10%-დან 30%-მდე ზრდას 50 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. განმეორებითი დოზის მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
სოლიანი® 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
მიიღება პერორალურად.
sanofi
აქტიური ნივთიერება: ამისულპირიდი 400 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ლაქტოზის მონოჰიდრატი (წარმოებულია ძროხის რძისგან), მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, აპკიანი გარსის მასალა: ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიოქსილი 40 სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი (E171)
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებული საკითხები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
- რა არის სოლიანი და რისთვის გამოიყენება?
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება სოლიანის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება სოლიანი?
- რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
- სოლიანის შენახვა
- რა არის სოლიანი და რისთვის გამოიყენება?
სოლიანი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ამისულპირიდს. 1 ტაბლეტში არის 400 მგ აქტიური ნივთიერება. წარმოდგენილია ბლისტერის შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 30 ცალ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს. ტაბლეტს აქვს ნაჭდევი, რომლითაც შესაძლებელია მისი ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა. ასევე არსებობს სოლიანის 60 და 90 ტაბლეტიანი ფორმა, რომელშიც ერთი ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ამისულპირიდს, და 60 მილილიტრიანი ორალური ხსნარის ფორმა, რომელშიც 1 მლ შეიცავს 100 მგ ამისულპირიდს. დამხმარე ნივთიერება ლაქტოზა მიიღება ძროხის რძისგან.
სოლიანი განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს (ანტიფსიქოზური საშუალებები), რომელიც გამოიყენება გარკვეული სახის ფსიქიკური აშლილობის (ფსიქოზი) დროს. იგი ახდენს თავის ტვინში ნივთიერება დოფამინთან დაკავშირებული რეცეპტორების შერჩევითი სახით და ძლიერად ბლოკირებას.
სოლიანი გამოიყენება ქვემოთ განსაზღვრული შემთხვევების სამკურნალოდ:
ფსიქიკური დაავადებები - მწვავე და ქრონიკული შიზოფრენია, რომელიც მიმდინარეობს პოზიტიური სიმპტომებით, როგორიცაა სმენითი, მხედველობითი და სხვა ჰალუცინაციები, აზროვნების დარღვევები, მოუსვენრობა - აჟიტირება, ბოდვა და/ან
ნეგატიური სიმპტომებით, როგორიცაა ემოციების გასადავება, ემოციური და სოციალური ჩაკეტილობა, და
ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ეწოდება ფსიქოზი.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება სოლიანის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ სოლიანი შემდეგ შემთხვევებში
თუ გაქვთ ალერგია სოლიანის შემადგენელ აქტიურ ნივთიერება ამისულპირიდზე ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ რომელიმე სხვა ნივთიერებაზე,
თუ გაქვთ ჰიპოფიზის სიმსივნე, რომელიც გამოყოფს ორგანიზმში რძის სეკრეციის უზრუნველმყოფ ჰორმონ პროლაქტინს, ან ძუძუს კიბო, ან ჰიპოფიზის დაავადებები, ან არსებობს ასეთი ეჭვი,
თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვალთან დაკავშირებული დაავადება, სახელად ფეოქრომოციტომა, რომელიც მიმდინარეობს ჰიპერტონიული კრიზით, ან არსებობს ამ დაავადებაზე ეჭვი,
15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში,
თუ იღებთ პრეპარატს, რომლის მიღებაც არ შეიძლება სოლიანის გამოყენებისას (იხილეთ, თავი - „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“).
თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში სოლიანი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
მკურნალობის დაწყებამდე თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) გადაღება. ამ პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევები (იხილეთ, თავი „4. რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?“)
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ეს პრეპარატი უნდა გამოიყენოთ სიფრთხილის დაცვით:
ასაკოვან პაციენტებში: არსებობს არტერიული წნევის დაქვეითების და გაბრუების რისკი, რის გამოც საჭიროა სიფრთხილის დაცვით გამოყენება განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მეხსიერებასა და აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები (დემენცია). თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში ექიმმა შესაძლებელია შეამციროს პრეპარატის დოზა.
თუ არსებობს რისკ-ფაქტორი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის უეცარი შეწყვეტით განვითარებული ინსულტის (დამბლა) თვალსაზრისით.
თუ გაქვთ თირკმლის დაავადება (თირკმლის უკმარისობა). ამ შემთხვევაში თქვენი ექიმი შეამცირებს პრეპარატის დოზას.
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ანამნეზში აქვს თრომბოზი (რადგანაც ანტიფსიქოზურმა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიონ სისხლში თრომბის წარმოქმნა).
თუ გაქვთ ეპილეფსია ან პარკინსონის დაავადება (ნერვული სისტემის დაავადება შემდეგი სიმპტომებით: ტრემორი, გაშეშების შეგრძნება, შენელებული მოძრაობა და წონასწორობის პრობლემები).
თუ გაქვთ დიაბეტი ან არსებობს დიაბეტის რისკი.
თუ ანამნეზში გაქვთ სისხლში ჰორმონ პროლაქტინის (ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმში რძის წარმოებას) ძალიან მაღალი დონე (ჰიპერპროლაქტინემია) ან პროლაქტინის ჰორმონთან დაკავშირებული სიმსივნე, როგორიცაა ძუძუს კიბო, ჰიპოფიზის სიმსივნე, ან ჰიპოფიზის დაავადებები. ამ შემთხვევაში ექიმი ინტენსიურად დაგაკვირდებათ.
თუ გაქვთ ან გქონდათ ღამით ჩვეულებრივი ძილის დროს მცირე პერიოდებით სუნთქვის გაჩერება (ეწოდება ძილის აპნოე) და პრეპარატი, რომლებსაც იღებთ, იწვევს თავის ტვინის ნორმალური აქტივობის შენელებას (დეპრესანტები).
სოლიანის გამოყენებისას ცნობილია ღვიძლის სერიოზული პრობლემები. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გექნებათ დაღლილობა, უმადობა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი ან კანის ან თვალების სიყვითლე.
თუ მკურნალობის დროს გამოვლინდება კუნთოვანი მასის დაკარგვა, დაკავშირებული კუნთების გაშეშებასთან ან კუნთების ტკივილთან (რაბდომიოლიზი); თუ მოიმატებს სისხლში კუნთის ფერმენტის, კრეატინფოსფოკინაზას (CPK) დონე და განვითარდება ცნობიერების დაბინდვა დაუდგენელი მიზეზით დაწყებულ ცხელებასთან ერთად, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგანაც ამ მდგომარეობას შესაძლებელია ჰქონდეს ლეტალური შედეგი.
თუ მკურნალობის დროს განვითარდება მხედველობის დარღვევები ან თავის ტკივილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ განვითარდება ინფექცია ან დაუდგენელი მიზეზით ცხელება, ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს სისხლის ანალიზის დაუყოვნებლივ ჩატარება, რადგანაც შესაძლებელია ამ პრეპარატმა ზემოქმედება მოახდინოს სისხლის უჯრედებზე (მაგალითად, ლეიკოციტების დაქვეითება). ეს პრობლემა შესაძლებელია დადგინდეს სისხლის ანალიზით. (იხილეთ, თავი „4. რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?“).
არ შეიძლება სოლიანით მკურნალობის უეცრად შეწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია გამოიწვიოს წამლის მოხსნის სინდრომი, რომელიც ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: უძილობა, გულისრევა და ღებინება, და შესაძლებელია ხელახლა გამოვლინდეს ანომალიური მოძრაობები და ფსიქიკური აშლილობები.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს.
სოლიანის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
როგორც ამ ჯგუფის ყველა სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატის შემთხვევაში, მკურნალობის დროს უნდა მოერიდოთ ალკოჰოლიანი სასმელის მიღებას.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ არის სრულად დადგენილი ორსულობის დროს სოლიანის გამოყენების უვნებლობა. არ არის რეკომენდებული სოლიანის გამოყენება ორსულობის დროს ან რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ მეთოდს. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა გამოიყენოთ თუ არა ორსულობის დროს ეს პრეპარატი. დაიცავით თქვენი ექიმის რეკომენდაციები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში სოლიანის გამოყენების შემთხვევაში ბავშვისთვის იქმნება შემდეგი რისკი: დაბადებისთანავე კუნთების ანომალიური მოძრაობა, მოუსვენრობა, კუნთების ძლიერი დაჭიმულობა, კუნთების დაჭიმულობის დაკარგვა, კანკალი, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება ან კვების დარღვევა. თუ ბავშვს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
სოლიანით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვება. თუ იყენებთ სოლიანს, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ბავშვის საუკეთესო სახით კვებასთან დაკავშირებით.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
სოლიანმა შესაძლებელია გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების დაქვეითება. პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია იგრძნოთ ძილიანობა, ყურადღების გაფანტვა, დაბინდული მხედველობა, შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარის დარღვევა. სოლიანით მკურნალობის პერიოდში არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და მექანიზმი, სანამ ექიმი არ შეაფასებს მკურნალობაზე პასუხს და არ დაგრთავთ ნებას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოლიანის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ეს სამედიცინო პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ ადრე ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა (მგრძნობელობა), ამ სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ამ სამედიცინო პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 70 მგ ნატრიუმს (ძირითადი კერძის კომპონენტი/სუფრის მარილი). ეს რაოდენობა შეესაბამება მოზრდილთათვის რეკომენდებული დიეტით დღიურად მისაღები ნატრიუმის რაოდენობის 3,5%-ს.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ბოლო დროს იყენებდით სხვა პრეპარატს ან არსებობს სხვა პრეპარატის გამოყენების ალბათობა.
ქვემოთ მითითებულ პრეპარატებთან ერთად არ გამოიყენოთ სოლიანი:
ორგანიზმში რძის სეკრეციის დარღვევისას გამოყენებული პრეპარატები -კაბერგოლინი, კინაგოლიდი,
შფოთვის ან დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები - ციტალოპრამი და ესციტალოპრამი,
გულისრევის და ღებინების სამკურნალოდ გამოყენებული დომპერიდონი,
შფოთვის ან ჭინჭრის ციების სამკურნალოდ გამოყენებული ჰიდროქსიზინი,
მალარიის სამკურნალოდ გამოყენებული პიპერაქინი.
ქვემოთ მითითებულ პრეპარატებთან ერთად სოლიანის გამოყენებას მოერიდეთ:
პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული ლევოდოპა ან ზოგიერთი სხვა პრეპარატი (ამანტადინი, აპომორფინი, ბრომოკრიპტინი, ენტაკაპონი, ლიზურიდი, პერგოლიდი, პირიბედილი, პრამიპექსოლი, რაზაგილინი, როპინიროლი, როტიგოტინი, სელეგილინი, ტოლკაპონი),
ნარკოლეფსიის (დაავადება, რომელსაც ახასიათებს დღისით ძილისკენ მიდრეკილება და ძილის შეტევები) სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი ნატრიუმის ოქსიბატი,
პრეპარატები, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ სიცოცხლისთვის სახიფათო გულის არათანაბარი რიტმი, სახელად პირუეტული ტაქიკარდია (Torsade de Pointes):
გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული კლასი Ia ანტიარითმიული საშუალებები, როგორიცაა ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი,
გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული კლასი III ანტიარითმიული საშუალებები, როგორიცაა ამიოდარონი, დრონედარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი და იბუტილიდი,
ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი: ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, დროპერიდოლი, ფლუპენტიქსოლი, ფლუფენაზინი, ჰალოპერიდოლი, ლევომეპრომაზინი, პიმოზიდი, პიპამპერონი, პიპოთიაზინი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ზუკლოპენტიქსოლი,
პარაზიტების სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი: ქლოროქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, პენტამიდინი,
ზოგიერთ პრეპარატზე დამოკიდებულების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი მეტადონი,
ზოგიერთი სხვა პრეპარატი (მაგალითად, დარიშხანის ნაერთები, დიფემანილი, ინტრავენურად გამოყენებული დოლასეტრონი, ინტრავენურად გამოყენებული ერითრომიცინი, ჰიდროქსიქლოროქინი, ლევოფლოქსაცინი, მეკიტაზინი, მიზოლასტინი, პრუკალოპრიდი, ინტრავენურად გამოყენებული ვინკამინი, მოქსიფლოქსაცინი, ინტრავენურად გამოყენებული სპირამიცინი, ტორემიფენი, ვანდეტანიბი),
სპირტის შემცველი პრეპარატები.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება სოლიანი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
თქვენი ექიმი განსაზღვრავს, რა დოზით და რა სახით უნდა მიიღოთ პრეპარატი, ასევე ბაზარზე წარმოდგენილი სოლიანის სხვადასხვა პრეპარატებს შორის რომელია თქვენთვის ყველაზე სათანადო.
მდგომარეობა, რომლის დროსაც ჭარბობს ისეთი ნეგატიური სიმპტომები, როგორიცაა ემოციების გასადავება, ემოციური და სოციალური ჩაკეტილობა: რეკომენდებული დოზაა დღეში 50 მგ-დან 300 მგ-მდე. დოზის რეგულირება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. ყველაზე სათანადო დოზაა დღეში დაახლოებით 100 მგ ( ½ ტაბლეტი, სოლიანი 200 მგ ტაბლეტი).
მდგომარეობა, როდესაც შერეულია პოზიტიური სიმპტომები, როგორიცაა სმენითი, მხედველობითი და სხვა ჰალუცინაციები, აზროვნების დარღვევები, მოუსვენრობა - აჟიტირება, ბოდვა, და ნეგატიური სიმპტომები: მკურნალობის დაწყებისას დანიშნული უნდა იქნას დოზა, რომლითაც კონტროლს დაექვემდებარება პოზიტიური სიმპტომები, ანუ დღეში 400 მგ-დან 800 მგ-მდე (დღეში 1 ან 2 სოლიანი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი). რის შემდეგაც უნდა მოხდეს დოზის კორექტირება მკურნალობაზე პაციენტის პასუხის მიხედვით ინდივიდუალურად, რათა მიღებული იქნას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა.
მწვავე ფსიქოზური შეტევები: მკურნალობის დაწყებისას: რეკომენდებული დოზაა პერორალურად დღეში 400-დან 800 მგ-მდე (დღეში 1 ან 2 ტაბლეტი სოლიანი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი). მაქსიმალური დოზა ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1200 მგ-ს (დღეში 3 ტაბლეტი სოლიანი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი).
შემდგომში: დოზის გაგრძელება და კორექტირება უნდა მოხდეს მკურნალობაზე პაციენტის პასუხის მიხედვით.
ნებისმიერ შემთხვევაში შემანარჩუნებელი სამკურნალო დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენებით.
გამოყენების გზა და მეთოდი:
სოლიანი მიიღება პერორალურად.
თუ დღიური დოზა არის 400 მგ ან ნაკლები, ტაბლეტები მიიღეთ ერთ ჯერზე.
თუ დღიური დოზა 400 მგ-ზე მეტია, ტაბლეტები მიიღეთ ორ ჯერზე.
თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობის ტაბლეტები ჩაყლაპეთ მთლიანად, ერთი ჭიქა წყლით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
არ არის რეკომენდებული 15 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში სოლიანის გამოყენება. არ შეიძლება გამოყენება 15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
ასაკოვნებში გამოყენება:
ასაკოვნებში არსებობს არტერიული წნევის დაქვეითების და დამამშვიდებელი ზემოქმედების მიმართ მომატებული მგრძნობელობის რისკი, რის გამოც ასაკოვნებში გამოყენებული უნდა იქნას სიფრთხილის დაცვით. კონვენციონალური და ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატები დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზით დაავადებული ასაკოვანი პაციენტების სამკურნალოდ გამოყენებისას ზრდის სიკვდილის რისკს.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის უკმარისობა:
სოლიანის გამოყოფა ხდება თირკმელების გზით, რის გამოც თირკმლის უკმარისობისას ექიმი დაავადების სიმძიმის მიხედვით დაგინიშნავთ თქვენთვის ყველაზე სათანადო დოზას და მკურნალობის ფორმას.
ღვიძლის უკმარისობა:
სოლიანის მცირე ნაწილი მეტაბოლიზდება, რის გამოც ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებთან არ არის საჭირო დოზის შემცირება.
თუ თვლით, რომ სოლიანის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ სოლიანი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით სოლიანი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენებთ სოლიანს საჭიროზე მეტი რაოდენობით, შესაძლებელია გამოგივლინდეთ ექსტრაპირამიდალური სიმპტომები, როგორიცაა დაბუჟება, ძილიანობა, კომა, დაბალი არტერიული წნევა, მოუსვენრობა, კანკალი, კუნთების შეკუმშვა. სხვა ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან ერთად საჭიროზე მეტი რაოდენობით სოლიანის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სიკვდილი.
ამ შემთხვევაში მიმართეთ საავადმყოფოს. ექიმი დაგაკვირდებათ, სანამ არ გამოჯანმრთელდებით, გააკონტროლებს გულის მუშაობას და მოძრაობის ძლიერი დარღვევების შემთხვევაში მოგცემთ პრეპარატებს აღნიშნულის გამოსასწორებლად.
თუ დაგავიწყდათ სოლიანის მიღება
მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. თუ დაგავიწყდებათ ერთზე მეტი დოზა, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
დავიწყებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
სოლიანით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია
თუ სოლიანით მკურნალობას შეწყვეტთ ექიმის მითითების გარეშე, შესაძლებელია გაქრეს მკურნალობის სასარგებლო ეფექტი და ხელახლა განვითარდეს დაავადების სიმპტომები.
თუ სოლიანით მკურნალობას უეცრად შეწყვეტთ, შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა, მოძრაობის დარღვევები, გამოწვეული კუნთების უნებლიე სპაზმით, და გაცნობიერებული მოძრაობის დარღვევა. ამიტომ სოლიანი უნდა შეწყვიტოთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული სახით, ეტაპობრივად.
არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე სოლიანით მკურნალობის დროებით შეჩერება ან მკურნალობის დასრულება.
- რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, სოლიანის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია ჰქონდეთ გვერდითი რეაქციები.
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში წარმოდგენილი სახით:
ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე რეაქციის განვითარებისას შეწყვიტეთ სოლიანის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
თუ მკურნალობის დროს დაუდგენელი მიზეზით დაიწყება ცხელება და მასთან ერთად კუნთების გახევება და ცნობიერების დარღვევები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და სასწრაფოდ მიიღეთ სამედიცინო დახმარება.
სერიოზული გონების დაკარგვა (ცნობიერების დაკარგვა) და გულის რიტმის დარღვევები, რომელიც შესაძლებელია დასრულდეს სიკვდილით (იხილეთ, თავი „2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება სოლიანის გამოყენებამდე“).
ფეხების შეშუპება, ტკივილი და სიწითლე. კერძოდ ეს მდგომარეობა ვითარდება ფეხის ვენებში თრომბის წარმოქნის გამო, რომელიც სისხლძარღვების მეშვეობით შესაძლებელია გადაადგილდეს ფილტვში და გამოიწვიოს მკერდის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება.
სახის და/ან ყელის უეცარი შეშუპება, რომელიც შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო და გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა), კანზე სიწითლე, გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება).
ეს სერიოზული გვერდითი რეაქციებია. შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.
სხვა გვერდითი რეაქციები:
ძალიან ხშირი:
კანკალი, კუნთების რიგიდობა, კრამპები, მოძრაობის ანომალიები, ჭარბი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფა
ხშირი:
კისრის გაშეშება, თვალის კუნთების ანომალიური მოძრაობები (ოკულოგირული კრიზი), კრიჭის შეკვრა
ძილიანობა
უძილობა, შფოთვა, მოუსვენრობა
ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე
ქალებში სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება (ფრიგიდულობა)
სისხლში რძის სეკრეციის უზრუნველმყოფი ჰორმონის - პროლაქტინის დონის მატება (ჰიპერპროლაქტინემია)
შესაძლებელია გამოიწვიოს ქალებში მენსტრუაციის შეწყვეტა, სარძევე ჯირკვლიდან ანომალიური სახით რძის გამოყოფა და სარძევე ჯირკვლის ტკივილი.
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების შესიება და ერექციის დარღვევები (იმპოტენცია).
წონაში მატება
არტერიული წნევის დაქვეითება
მხედველობის დაბინდვა
არახშირი:
ენის ან სახის არაკონტროლირებადი, რიტმული მოძრაობა
კონვულსიები (ერთი ან მეტი კუნთის უნებლიე სპაზმი)
სისხლში შაქრის დონის მატება (ჰიპერგლიკემია)
გულისცემის რაოდენობის შემცირება (ბრადიკარდია)
ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის, განსაკუთრებით ღვიძლის ფერმენტ ტრანსამინაზას დონის მატება
ალერგიული რეაქციები
სისხლში ლიპიდების (ტრიგლიცერიდების) დონის მატება (ჰიპერტრიგლიცერიდემია)
სისხლში ქოლესტერინის დონის მატება (ჰიპერქოლესტერინემია)
ღვიძლის ქსოვილის დაზიანება
ძვლის სიმკვრივის დაქვეითება ან ძვლის სტრუქტურის ცვლილება (ოსტეოპენია, ოსტეოპროზი), ძვლების დასუსტება
დეზორიენტაცია (კონფუზია)
გაგუდულობა
ფილტვის დაავადებები, რაც შესაძლებელია გამოვლინდეს ანთების, სუნთქვის გაძნელების, ინფექციის, ხველის სახით (ასპირაციული პნევმონია) (ძირითადად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი ზემოქმედების მქონე სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში)
არტერიული წნევის მატება
მოშარდვის გაძნელება
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია)
სისხლში ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია)
იშვიათი:
გრანულოციტების რაოდენობის შემცირება (აგრანულოციტოზი)
ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი ან მხედველობის დარღვევები
სისხლში ნატრიუმის დონის ნორმაზე მეტად დაქვეითება (ჰიპონატრემია), არასათანადო ანტიდიურეზული ჰორმონის (ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში წყლის ბალანსს) გამოყოფის სინდრომი
დაუდგენელი მიზეზით ცხელება, რომელსაც ახლავს ზოგადი და ნევროლოგიური (ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული) დარღვევები
სერიოზული გონების დაკარგვა (ცნობიერების დაკარგვა), გულის რიტმის დარღვევები, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სიკვდილი
ფეხების შეშუპება, ტკივილი და სიწითლე. აღნიშნული ვითარდება, როდესაც სისხლძარღვებში (განსაკუთრებით ფეხის სისხლძარღვებში) არსებული თრომბი გადაადგილდება ფილტვებისკენ და იწვევს მკერდის ტკივილს და სუნთქვის გაძნელებას.
სახის და/ან ყელის უეცარი შეშუპება, რომელიც შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო და გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა), კანზე წითელი გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება).
ვენური თრომბოემბოლიზმის (ვთე) რისკი
ღამით ძილისას მოკლე პერიოდებით სუნთქვის გაჩერება (ძილის აპნოე)
უცნობია:
კუნთების ანომალიური მოძრაობა, მოუსვენრობა, კუნთების ძლიერი დაჭიმულობა, კუნთების დაჭიმულობის დაკარგვა, კანკალი, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება ან კვების დარღვევა, რომელიც დაბადებისთანავე გამოუვლინდება თქვენს შვილს (წამლის მოხსნის სინდრომი) (იხილეთ, თავი „2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება სოლიანის გამოყენებამდე“, სათაურით „ორსულობა“)
მოუსვენარი ფეხების სინდრომი (ფეხებში დისკომფორტის შეგრძნება, რომელიც მოძრაობისას დროებით შემსუბუქდება და დღის ბოლოს უფრო მეტად მძიმდება)
მზის ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას კანის მომატებული მგრძნობელობა
წონასწორობის დარღვევის გამო წაქცევა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მოტეხილობა
კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა და კუნთების ტკივილი (რაბდომიოლიზი)
სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მაღალი დონე (სისხლის ანალიზი, რომელიც მიუთითებს კუნთის დაზიანებაზე).
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- სოლიანის შენახვა
სოლიანი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღის დაცვით.
არ გამოიყენოთ სოლიანი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ. ვარგისიანობის თარიღი არის კოლოფზე მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი: შპს სანოფი საღლიქ ურუნლერი
შიშლი - სტამბოლი
წარმოების ადგილი: სს სანოფი ილაჩ სან. ვე თიჯ.
ლულებურგაზი - ქირქლარელი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 26.02.2025 წელს.
ამ პრეპარატთან დაკავშირებით დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სმარტფონის /ტაბლეტის ან QR კოდის წამკითხველის გამოყენებით QR კოდის სკანირების გზით.
943737
170x290
DO 02
- სამედიცინო ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .docx · 32 კბ
- სამედიცინო ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .docx · 31 კბ
- პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)ორიგინალი რეესტრიდან · .docx · 55 კბ
- სამედიცინო ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .docx · 40 კბ
- პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)ორიგინალი რეესტრიდან · .docx · 69 კბ
- ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .doc · 142 კბ
- სამედიცინო ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .docx · 31 კბ
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.