პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

სკაფო

Scapho™

რეცეპტით150მგინსტრუქცია ქართულადშვეიცარია
რისთვის გამოიყენება

ფოლაქოვანი ფსორიაზი საშუალო სიმძიმის და მწვავე ფოლაქოვანი ფსორიაზის მკურნალობა 6 წლიდან პაციენტებში სტანდარტულ მკურნალობაზე არასათანადო რეაქციის ან უკუჩვენების შემთხვევაში ან სხვა სისტემური თერაპიის, მათ შორის ციკლოსპორინის, მეტოტრექსატის ან PUVA (ფსორალენი+ულტრაიისფერი სხივები) თერაპიის აუტანლობის დროს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სეკუკინუმაბი (secukinumab)
ფორმა და შეფუთვა
150მგ ფხვნილი კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Novartis Pharma Stein AG, შვეიცარია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, ინტერლეიკინის ინჰიბიტორები
ATC კოდი
L04AC10
რეგისტრაციის ნომერი
რ-043043
რეგისტრირებულია
27 მარტი 2025, მოქმედებს 27 მარტი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Novartis Pharma Services AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
სს „ნოვარტის ფარმა სერვისიზ“ წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასკაფო და სხვა წამალი ერთად

სკაფო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფოლაქოვანი ფსორიაზი

საშუალო სიმძიმის და მწვავე ფოლაქოვანი ფსორიაზის მკურნალობა 6 წლიდან პაციენტებში სტანდარტულ მკურნალობაზე არასათანადო რეაქციის ან უკუჩვენების შემთხვევაში ან სხვა სისტემური თერაპიის, მათ შორის ციკლოსპორინის, მეტოტრექსატის ან PUVA (ფსორალენი+ულტრაიისფერი სხივები) თერაპიის აუტანლობის დროს.

ფსორიაზული ართრიტი

მოზრდილ პაციენტებში აქტიური ფსორიაზული ართრიტის მკურნალობა მონოთერაპიის სახით ან მეტოტრექსატთან კომბინაციაში.

აქტიური მაანკილოზირებელი სპონდილიტის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში.

აქტიური არარენტგენოლოგიური აქსიალური სპონდილოართრიტის მკურნალობა (არ-აქსსპა/აქს-სპა) მოზრდილ პაციენტებში ანთებითი პროცესის ობიექტური სიმპტომებით.

იუვენილური იდიოპათიური ართრიტი (იია)

ენთეზიტთან დაკავშირებული ართრიტი (ედა)

სკაფო ნაჩვენებია ენთეზიტთან დაკავშირებული აქტიური ართრიტის სამკურნალოდ 2 წლიდან პაციენტებში.

იუვენილური ფსორიაზული ართრიტი (იფა)

სკაფო ნაჩვენებია აქტიური იუვენილური ფსორიაზული ართრიტის სამკურნალოდ 2 წლიდან პაციენტებში.

ჩირქოვანი ჰიდროდენიტი (ჩჰ)

სკაფო ნაჩვენებია საშუალო სიმძიმის და მწვავე ჩირქოვანი ჰიდრადენიტის (acne inversa) სამკურნალოდ მოზრდილ პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება

საშუალო სიმძიმის და მწვავე ფოლაქოვანი ფსორიაზის მკურნალობა:

მოზრდილები

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 300 მგ-ს კანქვეშა ინექციის სახით 0, 1, 2, 3, 4-ე კვირას, შემდეგ თვეში 1-ჯერ შემანარჩუნებელი დოზის სახით. ზოგიერთ პაციენტს შეუძლია მიიღოს დამატებითი სარგებელი 300 მგ ყოველ 2 კვირაში ერთჯერ შეყვანის შემთხვევაში.

თითო 300 მგ დოზა შეჰყავთ ორი ცალკეული 150 მგ კანქვეშა ინექციის სახით.

პედიატრიული პაციენტები

რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე (ცხრილი 1) და ინიშნება კანქვეშა ინექციის სახით საწყისი დოზა 0, 1, 2, 3, 4-ე კვირას, რასაც მოჰყვება ყოველთვიური მიღება, შემანარჩუნებელი დოზის სახით (ყოველ 4 კვირაში). ყოველი 75 მგ დოზა მიიღება ერთჯერადი 75 მგ კანქვეშა ინექციის სახით. ყოველი 150 მგ დოზა მიიღება ერთჯერადი 150 მგ კანქვეშა ინექციის სახით. თითო 300 მგ დოზა შეჰყავთ ორი ცალკეული 150 მგ კანქვეშა ინექციის სახით.

ცხრილი 1: სკაფოს™ რეკომენდებული დოზა ფოლაქოვანი ფსორიაზის სამკურნალოდ 6 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში

სხეულის წონა დოზირების მომენტში

რეკომენდებული დოზა

<25 კგ

75 მგ

25 - <50 კგ

75 მგ (*შესაძლოა გაიზარდოს 150 მგ-მდე)

≥50 კგ

150 მგ (*შესაძლოა გაიზარდოს 300 მგ-მდე)

  • ზოგიერთმა პაციენტმა შესაძლოა მიიღოს დამატებითი სარგებელი გაზრდილი დოზირებით

აქტიური ფსორიაზული ართრიტის მკურნალობა: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 150 მგ-ს კანქვეშა ინექციის სახით 0, 1, 2, 3, 4-ე კვირას, შემდეგ ყოველ თვე შემანარჩუნებელი დოზის სახით. კლინიკური პასუხის მიხედვით შესაძლებელია პრეპარატის დოზის 300 მგ-მდე გაზრდა.

პაციენტებში, რომლებიც არასათანადოდ რეაგირებენ სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფას (TNFα) ინჰიბიტორებით მკურნალობაზე ან პაციენტებში, რომლებსაც ამავდროულად აღენიშნებათ საშუალო სიმძიმის და მწვავე ფოლაქოვანი ფსორიაზი, რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 300 მგ-ს კანქვეშა ინექციის სახით 0, 1, 2, 3, 4-ე კვირას, შემდეგ ყოველ თვე შემანარჩუნებელი დოზის სახით; თითო 300 მგ დოზა შეჰყავთ ორი ცალკეული 150 მგ კანქვეშა ინექციის სახით.

აქტიური მაანკილოზირებელი სპონდილიტის მკურნალობა: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 150 მგ-ს კანქვეშა ინექციის სახით 0, 1, 2 და 3, 4-ე კვირას, შემდეგ ყოველ თვე შემანარჩუნებელი დოზის სახით. კლინიკური პასუხის მიხედვით შესაძლებელია პრეპარატის დოზის 300 მგ-მდე გაზრდა.

აქსიალური სპონდილოართრიტი რენტგენოლოგიური ნიშნების გარეშე: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 150 მგ-ს კანქვეშა ინექციის სახით 0, 1, 2, 3 და 4-ე კვირას, შემდეგ ყოველ თვე შემანარჩუნებელი დოზის სახით.

იუვენილური იდიოპათიური ართრიტი (იია)

ენთეზიტთან დაკავშირებული ართრიტი (ედა) და იუვენილური ფსორიაზული ართრიტი (იფა)

რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე. <50 კგ წონის პაციენტებში დოზა შეადგენს 75 მგ-ს. ≥50 კგ წონის პაციენტებში დოზა არის 150 მგ. სკაფო შეჰყავთ კანქვეშ 0, 1, 2, 3 და 4-ე კვირას, შემდეგ ყოველ თვე შემანარჩუნებელი დოზის სახით (ყოველ 4 კვირაში). თითო 75 მგ დოზა კეთდება ერთჯერადი 75 მგ კანქვეშა ინექციის სახით. თითო 150 მგ დოზა კეთდება ერთჯერადი 150 მგ კანქვეშა ინექციის სახით.

ჩირქოვანი ჰიდრადენიტი (ჩჰ)

რეკომენდებული დოზა არის 300 მგ სეკუკინუმაბი კანქვეშა ინექციის სახით საწყისი დოზით 0, 1, 2, 3 და 4-ე კვირას, რასაც მოჰყვება შემანარჩუნებელი დოზა 300 მგ ყოველ 2 კვირაში. თითო 300 მგ დოზა კეთდება ერთი 300 მგ კანქვეშა ინექციის სახით ან ორი 150 მგ კანქვეშა ინექციის სახით.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები.

ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტები.

აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში პრეპარატ სკაფოსTM გამოყენების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ბავშვები.

იუვენილური იდიოპათიური ართრიტის კატეგორიის ენტეზინთან დაკავშირებული ართრიტის და იუვენილური ფსორიაზული ართრიტის მქონე 2 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.

ფოლაქოვანი ფსორიაზის სამკურნალოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი.

18 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება სხვა ჩვენების შემთხვევაში ჯერჯერობით არ არის დადგენილი.

ხანდაზმული პაციენტები (>65 წლის).

დოზების კორექცია არ არის საჭირო.

მიღების წესი.

პრეპარატი სკაფოTM შეჰყავთ კანქვეშა ინექციის სახით. ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის გამოყენებამდე უნდა მოხდეს პრეპარატის განზავება.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის.

პრეპარატ სკაფოსTM საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის ფლაკონი 150 მგ უნდა ინახებოდეს მაცივარში 20C - 80C ტემპერატურაზე.

ერთჯერადი გამოყენების ფლაკონი შეიცავს 150 მგ პრეპარატ სკაფოსTM, რომლისგანაც სტერილური წყლით მიიღება საინექციო ხსნარი. ფლაკონი არ გამოიყენება შეფუთვაზე ან ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. თუ ვადა გასულია დააბრუნეთ მთლიანი შეფუთვა აფთიაქში.

ასეპტიკური პირობების დაცვის მიზნით კანქვეშა ინექციისთვის ხსნარის მომზადების პროცესი უნდა იყოს უწყვეტი. მომზადების დრო ფლაკონის გახსნის მომენტიდან საბოლოო ხსნარის მიღებამდე საშუალოდ 20 წუთია და არ უნდა გადააჭარბოს 90 წუთს.

პრეპარატ სკაფოსTM, საინექციო ხსნარის მოსამზადებელი 150 მგ ფხვნილის მოსამზადებლად დაიცავით ქვემოთ მოცემული მითითებები:

პრეპარატ სკაფოსTM, საინექციო ხსნარის მოსამზადებელი 150 მგ ფხვნილის განზავების წესი:

  • პრეპარატ სკაფოსTM, საინექციო ხსნარის მოსამზადებელი 150 მგ ფხვნილის ფლაკონი და სტერილური საინექციო წყალი მიიყვანეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  • 1 მლ-ით გრადუირებულ ერთჯერად შპრიცში ამოიღეთ 1,0 მლ-ზე ოდნავ მეტი სტერილური საინექციო წყალი და გაუსწორეთ ნიშნულს 1,0 მლ.
  • მოხსენით პლასტმასის თავსახური ფლაკონს.
  • შეიყვანეთ შპრიცის ნემსი ლიოფილიზატის შემცველი ფლაკონის რეზინის საცობის ცენტრში და განაზავეთ ლიოფილიზატი 1,0 მლ სტერილური საინექციო წყლის ნელ-ნელა შეყვანით. სტერილური საინექციო წყლის ნაკადი მიმართული უნდა იყოს ლიოფილიზატზე.

142240317500

  • დახარეთ ფლაკონი დაახლოეთ 450 კუთხით, დაიჭირეთ იგი თითის წვერებით და ფრთხილად ატრიალეთ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. არ შეანჯღრიოთ და არ გადააბრუნოთ ფლაკონი.

14224010541000

  • გააჩერეთ ფლაკონი ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ 10 წუთი იმისათვის, რომ ლიოფილიზატი სრულად გაიხსნას. შესაძლოა წარმოიქმნას ქაფი.

409575-698500

  • დატოვეთ ფლაკონი ვერტიკალურ მდგომარეობაში ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით 5 წუთი. მიღებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე. ფერი შესაძლოა ვარირებდეს უფეროდან ღია ყვითლამდე. პრეპარატი არ გამოიყენება თუ ლიოფილიზატი სრულად არ იხსნება ან ხსნარში შეინიშნება მცირე ნაწილაკები, ასევე თუ იგი ამღვრეულია ან ყავისფერია.
  • მოამზადეთ საჭირო რაოდენობის ფლაკონები (1 ფლაკონი 75 მგ დოზისთვის, 1 ფლაკონი 150 მგ დოზისთვის, 2 ფლაკონი 300 მგ დოზისთვის).

კანქვეშა საინექციო ხსნარის მომზადების შემდეგ შეგიძლიათ შეიყვანოთ იგი მყისიერად ან შეინახოთ 20C – 80C ტემპერატურაზე არაუმეტეს 24 სთ. არ გაყინოთ. 20C – 80C ტემპერატურაზე შენახვის შემთხვევაში შეყვანამდე ხსნარი უნდა გააჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით 20 წუთი. 20C – 80C ტემპერატურიდან გამოღების შემდეგ ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს 1 საათის განმავლობაში.

პრეპარატ სკაფოსTM ხსნარის შეყვანის ინსტრუქცია.

  • დახარეთ ფლაკონი დაახლოებით 450 კუთხით და შპრიცში ამოღებისას შეიყვანეთ ნემსის წვერი ხსნარიანი ფლაკონის ფსკერამდე. არ გადმოაბრუნოთ ფლაკონი.

38105524500

  • 1 მლ-ით გრადუირებულ ერთჯერად შპრიცში შესაბამისი ზომის ნემსით (მაგ: “21G x 2”) ფრთხილად ამოიღეთ ფლაკონიდან 1,0 მლ-ზე ოდნავ მეტი კანქვეშ შესაყვანი ხსნარი. მოცემული ნემსი საჭიროა მხოლოდ პრეპარატის ერთჯერად შპრიცში ამოსაღებად. მოამზადეთ საჭირო რაოდენობის შპრიცები (1 შპრიცი 150 მგ დოზისთვის, 2 შპრიცი 300 მგ დოზისთვის). ბავშვისთვის, რომელიც იღებს 75 მგ დოზას ფრთხილად ამოიღეთ 0,5 მლ -ზე ოდნავ მეტი ფლაკონიდან და დანარჩენი დაუყოვნებლივ გადააგდეთ.
  • დაიჭირეთ შპრიცი ნემსით ზემოთ, ოდნავ დააკაკუნეთ შპრიცზე, რომ ჰაერის ბუშტუკები გადაადგილდნენ ზემოთ.

17037059969500

  • შეცვალეთ ნემსი, რომლითაც ამოიღეთ პრეპარატი და გაუკეთეთ სხვა ნემსი ზომით „27G x ½”.

819156350000

  • მოაშორეთ ჰაერის ბუშტუკები და მიიყვანეთ დგუში ნიშნულამდე 1,0 მლ. 75 მგ დოზის შემთხვევაში მიიყვანეთ დგუში ნიშნულამდე 0,5 მლ.
  • გაწმინდეთ ინექციის ადგილი სპირტიანი ტამპონით.
  • შეიყვანეთ პრეპარატ სკაფოსTM ხსნარი კანქვეშ ბარძაყის ანტერო-ლატერალურ ზედაპირზე ან მუცლის ქვედა ნაწილში (გარდა ჭიპის გარშემო ორი დიუმის (5 სანტიმეტრის) არეში) ან მხრის გარეთა ზედაპირზე. ინექციის ადგილი უნდა შეიცვალოს ყოველი შეყვანის დროს. დაუშვებელია პრეპარატის შეყვანა კანის დაზიანებულ არეში (გათხელება, სიწითლე, გაღიზიანება, გამკვრივება, აქერცვლა). მოერიდეთ პრეპარატის ისეთ ადგილებში შეყვანას, სადაც აღინიშნება ნაწიბურები და დაჭიმულობა.
  • 4445762000
  • დაუშვებელია ფლაკონში დარჩენილი ხსნარის განმეორებით გამოყენება, მისი უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. ფლაკონები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. შპრიცის უტილიზაცია უნდა მოხდეს ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ კონტეინერში (რომელსაც აქვს თავსახური და არ იხვრიტება). თქვენი უსაფრთხოების და სხვათა ჯანმრთელობის მიზნით დაუშვებელია ნემსების და შპრიცების განმეორებით გამოყენება.

უკუჩვენებები

მწვავე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები აქტიური ნივთიერების ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ინფექციები.

პრეპარატმა სკაფომTM შესაძლოა გაზარდოს ინფექციების განვითარების რისკი. კლინიკურ კვლევებში პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM, აღინიშნა ინფექციების განვითარების შემთხვევები. მათი უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო.

სიფრთხილით უნდა გადაწყდეს პრეპარატ სკაფოTM გამოყენების საკითხი ქრონიკული ინფექციების ან ანამნეზში მორეციდივე ინფექციების მქონე პაციენტებში.

პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ აუცილებლად მიმართოს ექიმს თუ აღინიშნა ინფექციებისთვის დამახასიათებელი საეჭვო ნიშნები და სიმპტომები. მწვავე ინფექციების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პაციენტზე ყურადღებით დაკვირვება, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ინფექციური პროცესის აღმოფხვრამდე.

კლინიკურ კვლევებში არ გამოვლენილა ტუბერკულოზის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევები. თუმცა პრეპარატი სკაფოTM არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ტუბერკულოზის აქტიური ფორმა. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე ლატენტური ფორმის ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში უნდა გადაიხედოს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარების საკითხი.

ტუბერკულოზის მკურნალობის წინასწარი შეფასება

პაციენტებში, რომლებიც იღებენ სკაფოს™, შეიძლება აღინიშნოს ტუბერკულოზი (აქტიური და/ან ლატენტური რეაქტივაცია). სკაფოთი™ მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა ტუბერკულოზის ინფექციაზე. სკაფო™ არ ინიშნება აქტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში. სკაფოს™ დანიშვნამდე გასათვალისწინებელია ლატენტური ტუბერკულოზის მკურნალობის დაწყების შესაძლებლობა. სკაფოს™ დანიშვნამდე უნდა გადაიხედოს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა ანამნეზში ლატენტური ან აქტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში ვერ დასტურდება მკურნალობის სათანადო კურსის ჩატარება. მკურნალობის პერიოდში და დასრულების შემდეგ პაციენტები ყურადღებით უნდა კონტროლდებოდნენ აქტიური ტუბერკულოზის ნიშნებსა და სიმპტომებზე.

B ჰეპატიტის რეაქტივაცია

პაციენტებში, რომლებიც იღებენ სკაფოს™, შეიძლება აღინიშნოს B ჰეპატიტის ვირუსის რეაქტივაცია. იმუნოსუპრესანტებთან დაკავშირებული კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად, სკაფოთი™ მკურნალობის დაწყებამდე უნდა განიხილებოდეს პაციენტების HBV ინფექციაზე ტესტირების შესაძლებლობა. სკაფო™ არ ინიშნება აქტიური B ჰეპატიტის მქონე პაციენტებში. სკაფოთი™ მკურნალობის პერიოდში HBV-ის სეროლოგიის დადებითი შედეგების მქონე პაციენტები უნდა კონტროლდებოდნენ HBV-ის რეაქტივაციის კლინიკურ და ლაბორატორიულ ნიშნებზე. თუ HBV-ის რეაქტივაცია აღინიშნა სკაფოს™ მიღებისას, უნდა გადაიხედოს მკურნალობის შეწყვეტის შესაძლებლობა და პაციენტებმა უნდა გაიარონ მკურნალობა კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად.

ნაწლავის ანთებითი დაავადება (ნად).

პრეპარატი სკაფოTM სიფრთხილით გამოიყენება ნაწლავების ანთებითი დაავადებების (მაგ: კრონის დაავდება და წყლულოვანი კოლიტი) მქონე პაციენტებში, ვინაიდან კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ნაწლავის ანთებითი დაავადების გართულების შემთხვევები, ზოგჯერ მწვავე ხასიათის, როგორც პრეპარატ სკაფოსTM , ასევე პლაცებოს მიღებისას. პრეპარატ სკაფოსTM მიღებისას საჭიროა ყურადღებით დაკვირვება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ნაწლავების ანთებითი დაავადებები აქტიურ ფაზაში.

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები.

კლინიკურ კვლევებში პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM აღინიშნა ანაფილაქსიური რეაქციების და ანგიონევროზული შეშუპების განვითარების იშვიათი შეთხვევები. ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევები ასევე დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული კვლევების დროს. ანაფილაქსიური ან სხვა სერიოზული ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატ სკაფოსTM მიღება და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

ეგზემატური გამონაყარი

პოსტმარკეტინგულ ანგარიშებში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სკაფოს™, აღინიშნა მწვავე ეგზემატოზური გამონაყარის შემთხვევები, მათ შორის დერმატიტის მსგავსი გამონაყარი, დისჰიდროზული ეგზემა და ერითროდერმია (ექსფოლიაციური დერმატიტი); ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია (იხ. ნაწილი "გვერდითი რეაქციები"). ეგზემატოზური გამონაყარის დაწყება მერყეობდა სკაფოს™ პირველი დოზის მიღების შემდეგ რამდენიმე დღიდან თვემდე.

ეგზემატოზური გამონაყარის ასალაგებლად შესაძლოა საჭირო გახდეს სკაფოს™ შეწყვეტა. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში წარმატებით დასრულდა ეგზემატოზური გამონაყარის მკურნალობა სკაფოს™ მიღებისას.

ვაქცინაცია.

პრეპარატი სკაფოTM არ გამოიყენება ცოცხალ ვაქცინებთან ერთად.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პრეპარატ სკაფოსTM გამოიყენება ინაქტივირებული ან მკვდარი ვაქცინები.

კლინიკურ კვლევებში პაციენტების ერთნაირ რაოდენობას, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM და რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს, აღენიშნა სათანადო იმუნური პასუხი მენინგოკოკური და ინაქტივირებული გრიპის ვაქცინებით აცრების ჩატარების შემდეგ, რაც გამოვლინდა მენინგოკოკური და ინაქტივირებული გრიპის ვაქცინების ანტისხეულების ტიტრის 4-ჯერ მომატებით. მონაცემები მოწმობს, რომ სკაფო™ არ თრგუნავს ჰუმორულ იმუნურ პასუხს მენინგოკოკის ან გრიპის ვაქცინაზე.

რეკომენდებულია, რომ პედიატრიულმა პაციენტებმა სკაფოთი™ მკურნალობის დაწყებამდე გაიკეთონ იმუნიზაციის კალენდარით გათვალისწინებული ასაკის შესაბამისი ყველა აცრა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატი სკაფოTM არ გამოიყენება ცოცხალ ვაქცინებთან ერთად.

კლინიკურ კვლევებში ფსორიაზის მქონე პაციენტებში არ დაფიქსირებულა სექუკინუმაბს და მიდაზოლამს (CYP 3A4-ის სუბსტრატი) შორის ურთიერთქმედება.

ართრიტის (მათ შორის ფსორიაზული ართრიტის და მაანკილოზირებელი სპონდილიტის) კვლევებში პრეპარატი სკაფოTM მიიღებოდა მეტოტრექსატთან და/ან კორტიკოსტეროიდებთან ერთად და არ დაფიქსირებულა პრეპარატებს შორის ურთიერთქმედება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

რისკების შეჯამება.

ორსულ ქალებში პრეპარატ სკაფოსTM გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა სექუკინუმაბის პირდაპირი ან ირიბი უარყოფითი ზეგავლენა ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე. ვინაიდან ცხოველებში ჩატარებული რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევების შედეგები ყოველთვის ვერ ასახავს რეაგირებას ადამიანებში, შესაბამისად ორსულობის პერიოდში პრეპარატი სკაფოTM გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ სარგებელი აჭარბებს მოსალოდნელ რისკს.

კვლევები ცხოველებში

მაკაკებში (ცინომოლგუსი) ემბრიოფეტალური განვითარების შესწავლისას სეკუკინუმაბმა არ აჩვენა ტოქსიური ზეგავლენა დედის ორგანიზმზე, ემბრიოტოქსიურობა ან ტერატოგენობა, როდესაც მიიღებოდა ორგანოგენეზის და გვიან ორსულობის პერიოდში.

ძუძუთი კვება.

უცნობია ხვდება თუ არა სექუკინუმაბი ადამიანის რძეში. ვინაიდან იმუნოგლობულინები აღწევენ ადამიანის რძეში, შესაბამისად პრეპარატ სკაფოსTM გამოიყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში.

რეპროდუქციული ასაკის მამაკაცები და ქალები.

უნაყოფობა.

რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს.

ადამიანებში პრეპარატ სკაფოსTM ზეგავლენა ნაყოფიერებაზე არ შეფასებულა. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში არ დაფიქსირებულა სექუკინუმაბის პირდაპირი ან ირიბი უარყოფითი ზეგავლენა ნაყოფიერებაზე.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების ზოგადი პროფილი

20 000-ზე მეტი პაციენტი ღებულობდა პრეპარატ სკაფოსTM ბრმა და ღია კლინიკურ კვლევებში სხვადასხვა ჩვენებების დროს (ფოლაქოვანი ფსორიაზი და სხვა ავტოიმუნური დაავადებები), რაც შეესაბამება 34 908 პაციენტი-წელიწადში ექსპოზიციას.

მათგან 14 000-ზე მეტი პაციენტი პრეპარატ სკაფოსTM ღებულობდა მინიმუმ ერთი წელი.

გვერდითი რეაქციები ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში

მოზრდილი პაციენტები

ფოლაქოვანი ფსორიაზის III ფაზის პლაცებო კონტროლირებადი ოთხი კვლევა გაერთიანდა სკაფოსTM უსაფრთხოების შესაფასებლად პლაცებოსთან შედარებით მკურნალობის დაწყებიდან 12 კვირის განმავლობაში. გამოკვლეული იყო სულ 2076 პაციენტი (692 პაციენტი - 150 მგ, 690 პაციენტი - 300 მგ და 694 პაციენტი - პლაცებო).

პრეპარატ სკაფოთიTM მკურნალობის ფონზე ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (უფრო ხშირად ნაზოფარინგიტი, რინიტი). მათი უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო.

ფოლაქოვანი ფსორიაზის პლაცებო-კონტროლირებად III ფაზის კლინიკურ კვლევებში პრეპარატის გვერდითი რეაქციების განვითარების გამო მკურნალობის შეწყვეტა საჭირო გახდა პაციენტების დაახლოებით 1,2%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM და პაციენტებში 1,2%-ში პლაცებოს მიღებისას.

კლინიკურ კვლევებში ფსორიაზის მქონე პაციენტებში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები (ცხრილი 2) წარმოდგენილია ქვემოთ, ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (MedDRA) სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. თითოეულ სისტემურ-ორგანულ კლასში პრეპარატის გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით, ამასთანავე პირველ რიგში მოცემულია ყველაზე ხშირი რეაქციები. სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები მოცემულია სიმწვავის კლებადობის მიხედვით. გარდა ამისა სიხშირის შეფასებისთვის გამოყენებულია შემდეგი კრიტერიუმები (CIOMS III): ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100 - <1/10); ნაკლებად ხშირად (≥1/1000 - <1/100); იშვიათად (≥1/10000 - <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000).

ცხრილი 2 პაციენტების რაოდენობა (%), რომლებსაც აღენიშნათ ფსორიაზის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები 1)

პრეპარატის გვერდითი რეაქციები

სექუკინუმაბი

პლაცებო (N=694)

n (%)

სიხშირის კატეგორია2

300 მგ

(N=690)

n (%)

150 მგ

(N=692)

n (%)

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები

117 (17,0)

129 (18,6)

72 (10,4)

ძალიან ხშირად

ნაზოფარინგიტი

79 (11,4)

85 (12,3)

60 (8,6)

ძალიან ხშირად

სასუნთქი გზების ზედა ნაწილის ინფექცია

17 (2,5)

22 (3,2)

5 (0,7)

ხშირად

რინიტი

10 (1,4)

10 (1,4)

5 (0,7)

ხშირად

ფარინგიტი

8 (1,2)

7 (1,0)

0 (0)

ხშირად

სინუსიტი

3 (0,4)

6 (0,9)

1(0,1)

ნაკლებად ხშირად

ტონზილიტი

4 (0,6)

4 (0,6)

3(0,4)

ნაკლებად ხშირად

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰერპესული ინფექცია

9 (1,3)

1 (0,1)

2 (0,3)

ხშირად

პირის ღრუს კანდიდოზური ინფექცია

4 (0,6)

1 (0,1)

1 (0,1)

ნაკლებად ხშირად

ფეხის კანის სოკოვანი დაზიანება

5 (0,7)

5 (0,7)

0 (0)

ნაკლებად ხშირად

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ნეიტროპენია

2 (0,3)

1 (0,1)

0 (0)

ნაკლებად ხშირად

დარღვევები მხედველობის ორგანო მხრივ

კონიუნქტივიტი

5 (0,7)

2 (0,3)

1 (0,1)

ნაკლებად ხშირად

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

რინორეა

8 (1,2)

2 (0,3)

1 (0,1)

ხშირად

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

დიარეა

28 (4,1)

18 (2,6)

10 (1,4)

ხშირად

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ჭინჭრის ციება

4 (0,6)

8 (1,2)

1 (0,1)

ხშირად

დერმატიტი (ეგზემის ჩათვლით)3,4

12 (1.7)

8 (1.2)

3 (0.4)

ხშირად

დისჰიდროზული ეგზემა

1 (0,1)

1 (0,1)

0 (0)

უცნობია

პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევა (III ფაზა) ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ 300 მგ, 150 მგ დოზებს ან პლაცებოს, ხანგრძლივობა დაახლოებით 12 კვირა

პრეპარატის გვერდითი რეაქციების სიხშირე ეფუძნება სექუკინუმაბის ჯგუფში გამოვლენის ყველაზე მაღალ სიხშირეს %-ში.

წამლის გვერდითი რეაქცია დამატებულია რეგისტრაციის შემდგომი ანგარიშების საფუძველზე. სიხშირე ეფუძნება პლაცებო კონტროლირებადი კვლევების მონაცემებს (ფაზა III) ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში.

ეს მოვლენები დაკავშირებულია ეგზემატოზურ გამონაყართან.

პედიატრიული პაციენტები

სკაფოსTM უსაფრთხოება შეფასდა III ფაზის ორ კვლევაში, ფოლაქოვანი ფსორიაზიით დაავადებულ პედიატრიულ პაციენტებში. პირველი იყო ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 6 – დან 18 წლამდე ასაკის 162 პაციენტი, მწვავე ფოლაქოვანი ფსორიაზიით. მეორე იყო ღია კვლევა 6-დან 18 წლამდე ასაკის 84 პაციენტში ზომიერიდან მწვავემდე ხარისხის ფოლაქოვანი ფსორიაზით. ამ კვლევებში წარმოდგენილი უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა უსაფრთხოების პროფილს, რომელიც აღწერილია ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე მოზრდილ პაციენტებში.

სკაფოს უსაფრთხოება ასევე შეფასდა III ფაზის კვლევაში 2-დან 18 წლამდე ასაკის 86 ბავშვში, რომლებსაც აღენიშნებოდათ იუვენილური იდიოპათიური ართრიტის კატეგორიები - ენტეზინთან დაკავშირებული ართრიტი და იუვენილური ფსორიაზული ართრიტი. ამ კვლევაში წარმოდგენილი უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა მოზრდილ პაციენტებში აღწერილ უსაფრთხოების პროფილს.

პრეპარატის გვერდითი რეაქციები სპონტანური შეტყობინებების და ლიტერატურის მიხედვით (სიხშირე უცნობია)

ქვემოთ მოცემული გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში სპონტანური შეტყობინებების სახით და ლიტერატურაში. ვინაიდან აღნიშნული გვერდითი რეაქციების დაფიქსირება ნებაყოფლობითია და პოპულაციის რაოდენობა დაუდგენელია, შესაბამისად ყოველთვის ვერ ხერხდება მათი სიხშირის სანდოდ შეფასება, ამგვარად მათ შემთხვევაში მითითებულია „სიხშირე უცნობია“. ქვემოთ მოცემული პრეპარატის გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (MedDRA) სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. თითოეულ სისტემურ-ორგანულ კლასში პრეპარატის გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმწვავის კლებადობის მიხედვით.

ცხრილი 3 სპონტანური შეტყობინებების სახით და ლიტერატურაში დაფიქსირებული პრეპარატის გვერდითი რეაქციები (სიხშირე უცნობია)

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

კანის ლორწოვანი გარსების კანდიდოზური ინფექციები

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

განგრენოზული პიოდერმია

გენერალიზებული ექსფოლიაციური დერმატიტი

ჰიპერმგრძნობელობითი ვასკულიტი

ანგიონევროზული შეშუპება

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

მოზრდილები

ინფექციები.

ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში ჩატარებულ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში (სულ 1382 პაციენტი ღებულობდა პრეპარატ სკაფოსTM და 694 პაციენტი ღებულობდა პლაცებოს დაახლოებით 12 კვირის განმავლობაში) ინფექციური დაავადებები დაფიქსირდა პაციენტების 28,7%-ში, რომლებიც ღებულობდნენ სკაფოსTM და 18,9%-ში პლაცებოს მიღებისას. შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმწვავის იყო. სერიოზული ინფექციური დაავადებები აღინიშნა პაციენტების 0,14%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM და 0,3%-ში პლაცებოს მიღებისას.

კლინიკურ კვლევებში პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას (საერთო ჯამში 3430 პაციენტი ღებულობდა პრეპარატ სკაფოსTM დაახლოებით 52 კვირის განმავლობაში, პაციენტების უმეტეს შემთხვევაში) ინფექციები დაფიქსირდა პაციენტების 47,5%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM (0,9 პაციენტი-წელიწადში ხანგრძლივი დაკვირვებისას). სერიოზული ინფექციები აღინიშნა პაციენტების 1,2%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM (0,015 პაციენტი-წელიწადში ხანგრძლივი დაკვირვებისას).

ინფექციური დაავადებები სისხშირე მსგავსი იყო ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის და მაანკილოზირებელი სპონდილიტის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში.

დაზიანებების თვისებიდან გამომდინარე ჩირქოვანი ჰიდრადენიტით დაავადებული პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან ინფექციების მიმართ. ჩირქოვანი ჰიდრადენიტის კვლევების პლაცებო კონტროლირებად პერიოდში (სულ 721 პაციენტი მკურნალობდა სექუკინუმაბით და 363 პაციენტი მკურნალობდა პლაცებოთი 16 კვირამდე პერიოდით), ინფექციების რაოდენობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე ფსორიაზის კვლევებში (პაციენტების 30.7%, რომლებიც მკურნალობდნენ სექუკინუმაბით, პაციენტების 31.7%-თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს). მათი უმრავლესობა იყო არასერიოზული, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის და არ საჭიროებდა მკურნალობის შეჩერებას ან შეწყვეტას.

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები.

კლინიკურ კვლევებში დარეგისტრირებულია ჭინჭრის ციების და ძალიან იშვიათად ანაფილაქსიური რეაქციების შემთხვევები პრეპარატ სკაფოსTM მიღებისას.

იმუნოგენურობა.

ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის, მაანკილოზირებელი სპონდილიტის და ჩირქოვანი ჰიდრადენიტის მქონე პაციენტებში ჩატარებული კვლევების მონაცემების მიხედვით შემთხვევების <1%-ში დაფიქსირდა სექუკინუმაბის ანტისხეულების წარმოქმნა მკურნალობის 52-ე კვირას. მკურნალობის ფონზე წარმოქმნილი ანტისხეულების დაახლოებით ნახევარი ახდენდა ნეიტრალიზებას, რასაც არ უკავშირდებოდა მკურნალობის ეფექტურობის დაკარგვა ან პრეპარატის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე ზეგავლენა.

გვერდითი რეაქციები ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტებში.

პრეპარატ სკაფოსTM შესწავლა მოხდა ხუთ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში ფსორიაზული ართრიტის მქონე 2754 პაციენტში (1871 პაციენტი ღებულობდა პრეპარატ სკაფოსTM , ხოლო 883 პაციენტი ღებულობდა პლაცებოს), ამასთანავე საერთო ექსპოზიცია შეადგენდა 4478 პაციენტი-წელიწადში პრეპარატ სკაფოსTM მიღებას. ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM უსაფრთხოების პროფილი იგივე იყო, რაც ფსორიაზის მქონე პაციენტებში.

გვერდითი რეაქციები აქსიალური სპონდილოართრიტის მქონე პაციენტებში (მაანკილოზირებელი სპონდილიტით და აქსიალური სპონდილოართრიტით რენდგენოგრაფიული ნიშნების გარეშე).

პრეპარატ სკაფოსTM შესწავლა მოხდა სამ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში მაანკილოზირებელი სპონდილიტის მქონე 816 პაციენტში (544 პაციენტი ღებულობდა პრეპარატ სკაფოსTM, ხოლო 272 პაციენტი ღებულობდა პლაცებოს). ექსპოზიციის მედიანა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სექუკინუმაბს შეადგენდა 469 დღეს AC 1 კვლევაში, 460 დღეს AC 2 კვლევაში და 1142 დღეს AC 3 კვლევაში. პრეპარატი სკაფო™ ასევე შესწავლილი იყო პლაცებო კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში 555 პაციენტში, აქსიალური სპონდილოართრიტით, რენტგენორაფიული ნიშნების გარეშე (369 პაციენტი იღებდა სკაფოს™ და 186 პლაცებოს), ამ შემთხვევაში ზოგადი ექსპოზიცია შეადგენდა 588 პაციენტს წლის განმავლობაში (ექსპოზიციის მედიანა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სექუკინუმაბს იყო 395 დღე). აქსიალური სპონდილოართრიტის (მაანკილოზირებელი სპონდილიტი და აქსიალური სპონდილოართრიტი რენტგენოგრაფიული ნიშნების გარეშე) მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM, უსაფრთხოების პროფილი იგივე იყო, რაც ფსორიაზის მქონე პაციენტებში.

გვერდითი რეაქციები ჩირქოვანი ჰიდრადენიტის მქონე პაციენტებში

სკაფო™ შესწავლილი იყო ჩირქოვანი ჰიდრადენიტის ორ პლაცებო კონტროლირებად კვლევაში 1084 პაციენტში (721 პაციენტი სკაფოს™ ჯგუფში და 363 პლაცებოს ჯგუფში), ექსპოზიციის მთლიანი ხანგრძლივობით 825 პაციენტი-წელი (ექსპოზიციის საშუალო ხანგრძლივობა პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობდნენ სექუკინუმაბი: 307 დღე). უსაფრთხოების პროფილი ჩირქოვანი ჰიდრადენიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სკაფოს™, შეესაბამებოდა უსაფრთხოების დადგენილ პროფილს, რომელიც დაფიქსირდა ფსორიაზის დროს.

ჭარბი დოზა

პრეპარატ სკაფოსTM კლინიკურ კვლევებში ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ შეტყობინებები არ დაფიქსირებულა.

კლინიკურ კვლევებში 30 მგ/კგ-მდე დოზების (ანუ დაახლოებით 2000-3000 მგ) ინტრავენურად შეყვანისას არ გამოვლენილა დოზა დამოკიდებული ტოქსიურობა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტზე დაკვირვება გვერდითი რეაქციების ნიშნების და სიმპტომების გამოვლენის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

პრეპარატის მიღება ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, რეპროდუქციული ასაკის მამაკაცებში და ქალებში.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: სექუკინუმაბი;

თითო ფლაკონი კანქვეშ შესაყვანი ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილით შეიცავს 150 მგ სექუკინუმაბს 1 მლ საინექციო წყლის დამატებისას.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, L-ჰისტიდინი, L-ჰისტიდინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი, პოლისორბატი 80.

წამლის ფორმა.

საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი.

შენახვის პირობები

3 წელი.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ

შენახვის პირობები.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 2-80C ტემპერატურაზე.

შეფუთვა.

1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობა.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი, მისამართი.

ნოვარტის ფარმა შტეინ აგ, შაფჰაუზერშტრასე, 4332 შტეინი, შვეიცარია/

Novartis Pharma Stein AG, Schaffhausrstrasse, 4332 Stein, Switzerland.

შემფუთავი, მისამართი

ლექ ფარმაცევტიკალს დ.დ., ვეროვშკოვას ქ. 57, ლუბლიანა, 1526, სლოვენია

Lek Pharmaceuticals d.d., Verovškova ulica 57, Ljubljana, 1526, Slovenia

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების მექანიზმი.

სექუკინუმაბი წარმოადგენს მთლიანად ადამიანურ ანტისხეულს (იმუნოგლობულინი G1 (IgG1)), რომელიც სელექციურად უკავშირდება და ანეიტრალებს პროანთებით ციტოკინს - ინტერლეიკინ-17A-ს (IL-17A). სექუკინუმაბს გააჩნია მიზანმიმართული ზემოქმედება IL-17-ზე და თრგუნავს მის ურთიერთქმედებას IL-17-ის რეცეპტორებთან, რომლებიც ექსპრესირდებიან სხვადასხვა ტიპის უჯრედებით, მათ შორის კერატინოციტებით და სინოვიოციტებით. შედეგად სექუკინუმაბი თრგუნავს პროანთებითი ციტოკინების, ქემოკინების და ქსოვილის დაზიანების მედიატორების გამოთავისუფლებას და ამცირებს IL -17A-ის ჩართულობას ავტოიმუნურ და ანთებით დაავადებებში. სექუკინუმაბი კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციებით აღწევს კანში და ამცირებს ანთებითი მარკერების კონცენტრაციას. სექუკინუმაბით მკურნალობის პირდაპირი შედეგია კანის სიწითლის, გამკვრივების და აქერცვლის შემცირება დაზიანების უბნებში ფოლაქოვანი ფსორიაზის დროს.

IL-17A ბუნებრივი ციტოკინია, რომელიც მონაწილეობს ნორმალურად მიმდინარე ანთებით და იმუნურ რეაქციებში. IL-17A მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფოლაქოვანი ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის, მაანკილოზირებელი სპონდილიტის და ჩირქოვანი ჰიდრადენიტის პათოგენეზში. ფოლაქოვანი ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის და მაანკილოზირებელი სპონდილიტის მქონე პაციენტების სისხლში, ასევე ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტების დაზიანებული კანის უჯრედებში დაფიქსირდა IL-17A-ის კონცენტრაციის ზრდა, ასევე ლიმფოციტების და თანდაყოლილი იმუნიტეტის უჯრედების რაოდენობის მატება, რომლებიც წარმოქმნიან IL-17A-ს. ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში IL-17A-ის წარმოქმნა მნიშვნელოვნად იზრდება კანის დაზიანებულ უბნებში ჯანმრთელ უბნებთან შედარებით. გარდა ამისა, ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტებში სინოვიალურ სითხეში იზრდება უჯრედების რაოდენობა, რომლებიც წარმოქმნიან IL-17A-ს. IL-17A მნიშვნელოვნად აქტივირდება ჩირქოვანი ჰიდრადენიტის დროს ფსორიაზის მქონე პაციენტებთან და ჯანმრთელ საკონტროლო სუბიექტებთან შედარებით და შრატში IL-17A-ს დონის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დაზიანების მქონე პაციენტებში. მაანკილოზირებელი სპონდილიტის მქონე პაციენტებში აღინიშნება ფასეტური სახსრების სუბქონდრალურ ძვლის ტვინში უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, რომლებიც წარმოქმნიან IL-17A-ს. ნაჩვენებია, რომ IL-17A-ს ინჰიბირება ეფექტურია მაანკილოზირებელი სპონდილიტის მკურნალობისათვის, დადგენილია მოცემული ციტოკინის მთავარი როლი აქსიალური სპონდილოართრიტის მკურნალობისათვის. IL-17A ასევე ხელს უწყობს ქსოვილების ანთების განვითარებას, ნეიტროფილებით ინფილტრაციას, ძვლების და ქსოვილების დესტრუქციას, ასევე ქსოვილების რემოდელირებას, ანგიოგენეზის და ფიბროზის ჩათვლით.

ფარმაკოდინამიკა.

სისხლის შრატში საერთო IL-17A-ს კონცენტრაცია (თავისუფალი და სექუკინუმაბთან შეკავშირებული) იზრდება 2-7 დღეში სექუკინუმაბთან შეკავშირებული IL-17A-ის შენელებული კლირენსის გამო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სექუკინუმაბი სელექციურად უკავშირდება თავისუფალ IL-17A-ს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფოლაქოვანი ფსორიაზის პათოგენეზში.

ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში სექუკინუმაბით მკურნალობის ერთი-ორი კვირის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა ეპიდერმისის ნეიტროფილებით ინფილტრაცია და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა მარკერების რაოდენობა, რაც ასეთ პაციენტებში ხშირად მომატებულია კანის დაზიანებულ უბნებში.

ფსორიაზული ართრიტის და აქსიალური სპონდილოართრიტის (მაანკილოზირებელი სპონდილიტი და აქსიალური სპონდილოართრიტი რენდგენოგრაფიული ნიშნების გარეშე) მქონე პაციენტებში სექუკინუმაბით მკურნალობის ფონზე 1-2 კვირის განმავლობაში აღინიშნა C-რეაქტიული ცილის კონცენტრაციის შემცირება, რაც წარმოადგენს ანთების მარკერს.

ფარმაკოკინეტიკა.

შეწოვა.

ფოლაქოვანი ფსორიაზის შემთხვევაში 150 მგ ან 300 მგ დოზის კანქვეშ ერთჯერადად შეყვანის შემდეგ სისხლის შრატში სექუკინუმაბის მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენდა 13,7 ± 4,8 მკგ/მლ-ს ან 27,3 ± 9,5 მკგ/მლ-ს პრეპარატის შეყვანიდან 5-ე და 6-ე დღეებს შორის შუალედში.

პირველი თვის განმავლობაში პრეპარატის ყოველკვირეულად შეყვანის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევა აღინიშნა 31-ე და 34-ე დღეებს შორის შუალედში.

150 მგ ან 300 მგ დოზის კანქვეშ შეყვანის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია წონასწორულ მდგომარეობაში (Cmax,ss) შეადგენდა 27,6 მკგ/მლ-ს და 55,2 მკგ/მლ-ს. წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 20 კვირის შემდეგ პრეპარატის ყოველთვიურად მიღებისას.

ერთჯერადი დოზების შეყვანის შემდგომ ზემოქმედებასთან შედარებით შემანარჩუნებელი მკურნალობის ფარგლებში პრეპარატის მრავალჯერადად, ყოველთვიურად შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაცია და სივრცე ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ („კონცენტრაცია/დრო“ AUC) ორჯერ იზრდება.

სექუკინუმაბი შეიწოვება საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობით 73%.

300 მგ-ის კანქვეშ შეყვანის შემდეგ 0, 1, 2, 3 და 4-ე კვირას, შემდეგ 300 მგ დოზის ყოველ 2 კვირაში მიღებისას სექუკინუმაბის საშუალო მინიმალური კონცენტრაცია წონასწორულ მდგომარეობაში მე-16 კვირას იყო დაახლოებით 55,1 ± 26,7 მკგ/მლ და 58,1 ± 30,1 მკგ/მლ კვლევაში HS 1 და HS 2.

განაწილება.

ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში ტერმინალურ ფაზაში (Vz) განაწილების საშუალო მოცულობა ერთჯერადი ინტრავენური დოზის მიღების შემდეგ მერყეობდა 7,10 და 8,60 ლ-ს შორის, რაც იძლევა ვარაუდს, რომ სექუკინუმაბი შეზღუდულად ნაწილდება პერიფერიულ უბნებში.

ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში კანის უჯრედშუა სითხეში სექუკინუმაბის კონცენტრაცია შეადგენდა სისხლის პლაზმაში დაფიქსირებული კონცენტრაციის 28% - 39%-ს 300 მგ დოზის ერთჯერადად კანქვეშ შეყვანიდან 1-2-ე კვირას.

გამოყოფა.

ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში საშუალო სისტემური კლირენსი (CL) იყო 0,19 ლ/დღეში. კლირენსი არ იყო დოზაზე და დროზე დამოკიდებული, როგორც მოსალოდნელია თერაპიული IgG1 მონოკლონური ანტისხეულის შემთხვევაში, რომელიც ურთიერთქმედებს თხევად ციტოკინურ სამიზნესთან, როგორიც არის IL-17A.

ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენდა 27 დღეს. ფსორიაზით დაავადებულ ცალკეულ პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობდა 17-დან 41 დღემდე.

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის დროს, ჩირქოვანი ჰიდრადენიტის მქონე პაციენტებში 300 მგ დოზის კანქვეშ შეყვანისას 0, 1, 2, 3 და 4-ე კვირას, შემდეგ 300 მგ დოზის ყოველ 2 კვირაში მიღებისას საშუალო სისტემური CL იყო 0,26 ლ/დღეში.

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მიხედვით ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენდა 23 დღეს ჩირქოვანი ჰიდრადენიტის მქონე პაციენტებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

სკაფოTM

(SCAPHO TM)

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: სექუკინუმაბი;

თითო ფლაკონი კანქვეშ შესაყვანი ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილით შეიცავს 150 მგ სექუკინუმაბს 1 მლ საინექციო წყლის დამატებისას.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, L-ჰისტიდინი, L-ჰისტიდინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი, პოლისორბატი 80.

წამლის ფორმა.

საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

ინტერლეიკინის ინჰიბიტორები

ათქ კოდი: L04AC10

გამოყენების ჩვენებები.

ფოლაქოვანი ფსორიაზი

საშუალო სიმძიმის და მწვავე ფოლაქოვანი ფსორიაზის მკურნალობა 6 წლიდან პაციენტებში სტანდარტულ მკურნალობაზე არასათანადო რეაქციის ან უკუჩვენების შემთხვევაში ან სხვა სისტემური თერაპიის, მათ შორის ციკლოსპორინის, მეტოტრექსატის ან PUVA (ფსორალენი+ულტრაიისფერი სხივები) თერაპიის აუტანლობის დროს.

ფსორიაზული ართრიტი

მოზრდილ პაციენტებში აქტიური ფსორიაზული ართრიტის მკურნალობა მონოთერაპიის სახით ან მეტოტრექსატთან კომბინაციაში.

აქტიური მაანკილოზირებელი სპონდილიტის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში.

აქტიური არარენტგენოლოგიური აქსიალური სპონდილოართრიტის მკურნალობა (არ-აქსსპა/აქს-სპა) მოზრდილ პაციენტებში ანთებითი პროცესის ობიექტური სიმპტომებით.

იუვენილური იდიოპათიური ართრიტი (იია)

ენთეზიტთან დაკავშირებული ართრიტი (ედა)

სკაფო ნაჩვენებია ენთეზიტთან დაკავშირებული აქტიური ართრიტის სამკურნალოდ 2 წლიდან პაციენტებში.

იუვენილური ფსორიაზული ართრიტი (იფა)

სკაფო ნაჩვენებია აქტიური იუვენილური ფსორიაზული ართრიტის სამკურნალოდ 2 წლიდან პაციენტებში.

ჩირქოვანი ჰიდროდენიტი (ჩჰ)

სკაფო ნაჩვენებია საშუალო სიმძიმის და მწვავე ჩირქოვანი ჰიდრადენიტის (acne inversa) სამკურნალოდ მოზრდილ პაციენტებში.

უკუჩვენებები.

მწვავე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები აქტიური ნივთიერების ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

მიღების წესი და დოზები.

დოზირების რეჟიმი

საშუალო სიმძიმის და მწვავე ფოლაქოვანი ფსორიაზის მკურნალობა:

მოზრდილები

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 300 მგ-ს კანქვეშა ინექციის სახით 0, 1, 2, 3, 4-ე კვირას, შემდეგ თვეში 1-ჯერ შემანარჩუნებელი დოზის სახით. ზოგიერთ პაციენტს შეუძლია მიიღოს დამატებითი სარგებელი 300 მგ ყოველ 2 კვირაში ერთჯერ შეყვანის შემთხვევაში.

თითო 300 მგ დოზა შეჰყავთ ორი ცალკეული 150 მგ კანქვეშა ინექციის სახით.

პედიატრიული პაციენტები

რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე (ცხრილი 1) და ინიშნება კანქვეშა ინექციის სახით საწყისი დოზა 0, 1, 2, 3, 4-ე კვირას, რასაც მოჰყვება ყოველთვიური მიღება, შემანარჩუნებელი დოზის სახით (ყოველ 4 კვირაში). ყოველი 75 მგ დოზა მიიღება ერთჯერადი 75 მგ კანქვეშა ინექციის სახით. ყოველი 150 მგ დოზა მიიღება ერთჯერადი 150 მგ კანქვეშა ინექციის სახით. თითო 300 მგ დოზა შეჰყავთ ორი ცალკეული 150 მგ კანქვეშა ინექციის სახით.

ცხრილი 1: სკაფოს™ რეკომენდებული დოზა ფოლაქოვანი ფსორიაზის სამკურნალოდ 6 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში

სხეულის წონა დოზირების მომენტში

რეკომენდებული დოზა

<25 კგ

75 მგ

25 - <50 კგ

75 მგ (*შესაძლოა გაიზარდოს 150 მგ-მდე)

≥50 კგ

150 მგ (*შესაძლოა გაიზარდოს 300 მგ-მდე)

  • ზოგიერთმა პაციენტმა შესაძლოა მიიღოს დამატებითი სარგებელი გაზრდილი დოზირებით

აქტიური ფსორიაზული ართრიტის მკურნალობა: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 150 მგ-ს კანქვეშა ინექციის სახით 0, 1, 2, 3, 4-ე კვირას, შემდეგ ყოველ თვე შემანარჩუნებელი დოზის სახით. კლინიკური პასუხის მიხედვით შესაძლებელია პრეპარატის დოზის 300 მგ-მდე გაზრდა.

პაციენტებში, რომლებიც არასათანადოდ რეაგირებენ სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფას (TNFα) ინჰიბიტორებით მკურნალობაზე ან პაციენტებში, რომლებსაც ამავდროულად აღენიშნებათ საშუალო სიმძიმის და მწვავე ფოლაქოვანი ფსორიაზი, რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 300 მგ-ს კანქვეშა ინექციის სახით 0, 1, 2, 3, 4-ე კვირას, შემდეგ ყოველ თვე შემანარჩუნებელი დოზის სახით; თითო 300 მგ დოზა შეჰყავთ ორი ცალკეული 150 მგ კანქვეშა ინექციის სახით.

აქტიური მაანკილოზირებელი სპონდილიტის მკურნალობა: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 150 მგ-ს კანქვეშა ინექციის სახით 0, 1, 2 და 3, 4-ე კვირას, შემდეგ ყოველ თვე შემანარჩუნებელი დოზის სახით. კლინიკური პასუხის მიხედვით შესაძლებელია პრეპარატის დოზის 300 მგ-მდე გაზრდა.

თითო 300 მგ დოზა შეჰყავთ ორი ცალკეული 150 მგ კანქვეშა ინექციის სახით.

აქსიალური სპონდილოართრიტი რენტგენოლოგიური ნიშნების გარეშე: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 150 მგ-ს კანქვეშა ინექციის სახით 0, 1, 2, 3 და 4-ე კვირას, შემდეგ ყოველ თვე შემანარჩუნებელი დოზის სახით.

იუვენილური იდიოპათიური ართრიტი (იია)

ენთეზიტთან დაკავშირებული ართრიტი (ედა) და იუვენილური ფსორიაზული ართრიტი (იფა)

რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე. <50 კგ წონის პაციენტებში დოზა შეადგენს 75 მგ-ს. ≥50 კგ წონის პაციენტებში დოზა არის 150 მგ. სკაფო შეჰყავთ კანქვეშ 0, 1, 2, 3 და 4-ე კვირას, შემდეგ ყოველ თვე შემანარჩუნებელი დოზის სახით (ყოველ 4 კვირაში). თითო 75 მგ დოზა კეთდება ერთჯერადი 75 მგ კანქვეშა ინექციის სახით. თითო 150 მგ დოზა კეთდება ერთჯერადი 150 მგ კანქვეშა ინექციის სახით.

ჩირქოვანი ჰიდრადენიტი (ჩჰ)

რეკომენდებული დოზა არის 300 მგ სეკუკინუმაბი კანქვეშა ინექციის სახით საწყისი დოზით 0, 1, 2, 3 და 4-ე კვირას, რასაც მოჰყვება შემანარჩუნებელი დოზა 300 მგ ყოველ 2 კვირაში. თითო 300 მგ დოზა კეთდება ერთი 300 მგ კანქვეშა ინექციის სახით ან ორი 150 მგ კანქვეშა ინექციის სახით.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები.

ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტები.

აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში პრეპარატ სკაფოსTM გამოყენების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ბავშვები.

იუვენილური იდიოპათიური ართრიტის კატეგორიის ენტეზინთან დაკავშირებული ართრიტის და იუვენილური ფსორიაზული ართრიტის მქონე 2 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.

ფოლაქოვანი ფსორიაზის სამკურნალოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი.

18 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება სხვა ჩვენების შემთხვევაში ჯერჯერობით არ არის დადგენილი.

ხანდაზმული პაციენტები (>65 წლის).

დოზების კორექცია არ არის საჭირო.

მიღების წესი.

პრეპარატი სკაფოTM შეჰყავთ კანქვეშა ინექციის სახით. ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის გამოყენებამდე უნდა მოხდეს პრეპარატის განზავება.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის.

პრეპარატ სკაფოსTM საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის ფლაკონი 150 მგ უნდა ინახებოდეს მაცივარში 20C - 80C ტემპერატურაზე.

ერთჯერადი გამოყენების ფლაკონი შეიცავს 150 მგ პრეპარატ სკაფოსTM, რომლისგანაც სტერილური წყლით მიიღება საინექციო ხსნარი. ფლაკონი არ გამოიყენება შეფუთვაზე ან ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. თუ ვადა გასულია დააბრუნეთ მთლიანი შეფუთვა აფთიაქში.

ასეპტიკური პირობების დაცვის მიზნით კანქვეშა ინექციისთვის ხსნარის მომზადების პროცესი უნდა იყოს უწყვეტი. მომზადების დრო ფლაკონის გახსნის მომენტიდან საბოლოო ხსნარის მიღებამდე საშუალოდ 20 წუთია და არ უნდა გადააჭარბოს 90 წუთს.

პრეპარატ სკაფოსTM, საინექციო ხსნარის მოსამზადებელი 150 მგ ფხვნილის მოსამზადებლად დაიცავით ქვემოთ მოცემული მითითებები:

პრეპარატ სკაფოსTM, საინექციო ხსნარის მოსამზადებელი 150 მგ ფხვნილის განზავების წესი:

  • პრეპარატ სკაფოსTM, საინექციო ხსნარის მოსამზადებელი 150 მგ ფხვნილის ფლაკონი და სტერილური საინექციო წყალი მიიყვანეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  • 1 მლ-ით გრადუირებულ ერთჯერად შპრიცში ამოიღეთ 1,0 მლ-ზე ოდნავ მეტი სტერილური საინექციო წყალი და გაუსწორეთ ნიშნულს 1,0 მლ.
  • მოხსენით პლასტმასის თავსახური ფლაკონს.
  • შეიყვანეთ შპრიცის ნემსი ლიოფილიზატის შემცველი ფლაკონის რეზინის საცობის ცენტრში და განაზავეთ ლიოფილიზატი 1,0 მლ სტერილური საინექციო წყლის ნელ-ნელა შეყვანით. სტერილური საინექციო წყლის ნაკადი მიმართული უნდა იყოს ლიოფილიზატზე.

142240317500

  • დახარეთ ფლაკონი დაახლოეთ 450 კუთხით, დაიჭირეთ იგი თითის წვერებით და ფრთხილად ატრიალეთ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. არ შეანჯღრიოთ და არ გადააბრუნოთ ფლაკონი.

14224010541000

  • გააჩერეთ ფლაკონი ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ 10 წუთი იმისათვის, რომ ლიოფილიზატი სრულად გაიხსნას. შესაძლოა წარმოიქმნას ქაფი.
  • დახარეთ ფლაკონი დაახლოეთ 450 კუთხით, დაიჭირეთ იგი თითის წვერებით და ფრთხილად ატრიალეთ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. არ შეანჯღრიოთ და არ გადააბრუნოთ ფლაკონი.

409575-698500

  • დატოვეთ ფლაკონი ვერტიკალურ მდგომარეობაში ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით 5 წუთი. მიღებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე. ფერი შესაძლოა ვარირებდეს უფეროდან ღია ყვითლამდე. პრეპარატი არ გამოიყენება თუ ლიოფილიზატი სრულად არ იხსნება ან ხსნარში შეინიშნება მცირე ნაწილაკები, ასევე თუ იგი ამღვრეულია ან ყავისფერია.
  • მოამზადეთ საჭირო რაოდენობის ფლაკონები (1 ფლაკონი 75 მგ დოზისთვის, 1 ფლაკონი 150 მგ დოზისთვის, 2 ფლაკონი 300 მგ დოზისთვის).

კანქვეშა საინექციო ხსნარის მომზადების შემდეგ შეგიძლიათ შეიყვანოთ იგი მყისიერად ან შეინახოთ 20C – 80C ტემპერატურაზე არაუმეტეს 24 სთ. არ გაყინოთ. 20C – 80C ტემპერატურაზე შენახვის შემთხვევაში შეყვანამდე ხსნარი უნდა გააჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით 20 წუთი. 20C – 80C ტემპერატურიდან გამოღების შემდეგ ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს 1 საათის განმავლობაში.

პრეპარატ სკაფოსTM ხსნარის შეყვანის ინსტრუქცია.

  • დახარეთ ფლაკონი დაახლოებით 450 კუთხით და შპრიცში ამოღებისას შეიყვანეთ ნემსის წვერი ხსნარიანი ფლაკონის ფსკერამდე. არ გადმოაბრუნოთ ფლაკონი.

38105524500

  • 1 მლ-ით გრადუირებულ ერთჯერად შპრიცში შესაბამისი ზომის ნემსით (მაგ: “21G x 2”) ფრთხილად ამოიღეთ ფლაკონიდან 1,0 მლ-ზე ოდნავ მეტი კანქვეშ შესაყვანი ხსნარი. მოცემული ნემსი საჭიროა მხოლოდ პრეპარატის ერთჯერად შპრიცში ამოსაღებად. მოამზადეთ საჭირო რაოდენობის შპრიცები (1 შპრიცი 150 მგ დოზისთვის, 2 შპრიცი 300 მგ დოზისთვის). ბავშვისთვის, რომელიც იღებს 75 მგ დოზას ფრთხილად ამოიღეთ 0,5 მლ -ზე ოდნავ მეტი ფლაკონიდან და დანარჩენი დაუყოვნებლივ გადააგდეთ.
  • დაიჭირეთ შპრიცი ნემსით ზემოთ, ოდნავ დააკაკუნეთ შპრიცზე, რომ ჰაერის ბუშტუკები გადაადგილდნენ ზემოთ.

17037059969500

  • შეცვალეთ ნემსი, რომლითაც ამოიღეთ პრეპარატი და გაუკეთეთ სხვა ნემსი ზომით „27G x ½”.

819156350000

  • მოაშორეთ ჰაერის ბუშტუკები და მიიყვანეთ დგუში ნიშნულამდე 1,0 მლ. 75 მგ დოზის შემთხვევაში მიიყვანეთ დგუში ნიშნულამდე 0,5 მლ.
  • გაწმინდეთ ინექციის ადგილი სპირტიანი ტამპონით.
  • შეიყვანეთ პრეპარატ სკაფოსTM ხსნარი კანქვეშ ბარძაყის ანტერო-ლატერალურ ზედაპირზე ან მუცლის ქვედა ნაწილში (გარდა ჭიპის გარშემო ორი დიუმის (5 სანტიმეტრის) არეში) ან მხრის გარეთა ზედაპირზე. ინექციის ადგილი უნდა შეიცვალოს ყოველი შეყვანის დროს. დაუშვებელია პრეპარატის შეყვანა კანის დაზიანებულ არეში (გათხელება, სიწითლე, გაღიზიანება, გამკვრივება, აქერცვლა). მოერიდეთ პრეპარატის ისეთ ადგილებში შეყვანას, სადაც აღინიშნება ნაწიბურები და დაჭიმულობა.
  • 4445762000
  • დაუშვებელია ფლაკონში დარჩენილი ხსნარის განმეორებით გამოყენება, მისი უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. ფლაკონები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. შპრიცის უტილიზაცია უნდა მოხდეს ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ კონტეინერში (რომელსაც აქვს თავსახური და არ იხვრიტება). თქვენი უსაფრთხოების და სხვათა ჯანმრთელობის მიზნით დაუშვებელია ნემსების და შპრიცების განმეორებით გამოყენება.

გვერდითი რეაქციები.

უსაფრთხოების ზოგადი პროფილი

20 000-ზე მეტი პაციენტი ღებულობდა პრეპარატ სკაფოსTM ბრმა და ღია კლინიკურ კვლევებში სხვადასხვა ჩვენებების დროს (ფოლაქოვანი ფსორიაზი და სხვა ავტოიმუნური დაავადებები), რაც შეესაბამება 34 908 პაციენტი-წელიწადში ექსპოზიციას.

მათგან 14 000-ზე მეტი პაციენტი პრეპარატ სკაფოსTM ღებულობდა მინიმუმ ერთი წელი.

გვერდითი რეაქციები ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში

მოზრდილი პაციენტები

ფოლაქოვანი ფსორიაზის III ფაზის პლაცებო კონტროლირებადი ოთხი კვლევა გაერთიანდა სკაფოსTM უსაფრთხოების შესაფასებლად პლაცებოსთან შედარებით მკურნალობის დაწყებიდან 12 კვირის განმავლობაში. გამოკვლეული იყო სულ 2076 პაციენტი (692 პაციენტი - 150 მგ, 690 პაციენტი - 300 მგ და 694 პაციენტი - პლაცებო).

პრეპარატ სკაფოთიTM მკურნალობის ფონზე ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (უფრო ხშირად ნაზოფარინგიტი, რინიტი). მათი უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო.

ფოლაქოვანი ფსორიაზის პლაცებო-კონტროლირებად III ფაზის კლინიკურ კვლევებში პრეპარატის გვერდითი რეაქციების განვითარების გამო მკურნალობის შეწყვეტა საჭირო გახდა პაციენტების დაახლოებით 1,2%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM და პაციენტებში 1,2%-ში პლაცებოს მიღებისას.

კლინიკურ კვლევებში ფსორიაზის მქონე პაციენტებში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები (ცხრილი 2) წარმოდგენილია ქვემოთ, ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (MedDRA) სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. თითოეულ სისტემურ-ორგანულ კლასში პრეპარატის გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით, ამასთანავე პირველ რიგში მოცემულია ყველაზე ხშირი რეაქციები. სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები მოცემულია სიმწვავის კლებადობის მიხედვით. გარდა ამისა სიხშირის შეფასებისთვის გამოყენებულია შემდეგი კრიტერიუმები (CIOMS III): ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100 - <1/10); ნაკლებად ხშირად (≥1/1000 - <1/100); იშვიათად (≥1/10000 - <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000).

ცხრილი 2 პაციენტების რაოდენობა (%), რომლებსაც აღენიშნათ ფსორიაზის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები 1)

პრეპარატის გვერდითი რეაქციები

სექუკინუმაბი

პლაცებო (N=694)

n (%)

სიხშირის კატეგორია2

300 მგ

(N=690)

n (%)

150 მგ

(N=692)

n (%)

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები

117 (17,0)

129 (18,6)

72 (10,4)

ძალიან ხშირად

ნაზოფარინგიტი

79 (11,4)

85 (12,3)

60 (8,6)

ძალიან ხშირად

სასუნთქი გზების ზედა ნაწილის ინფექცია

17 (2,5)

22 (3,2)

5 (0,7)

ხშირად

რინიტი

10 (1,4)

10 (1,4)

5 (0,7)

ხშირად

ფარინგიტი

8 (1,2)

7 (1,0)

0 (0)

ხშირად

სინუსიტი

3 (0,4)

6 (0,9)

1(0,1)

ნაკლებად ხშირად

ტონზილიტი

4 (0,6)

4 (0,6)

3(0,4)

ნაკლებად ხშირად

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰერპესული ინფექცია

9 (1,3)

1 (0,1)

2 (0,3)

ხშირად

პირის ღრუს კანდიდოზური ინფექცია

4 (0,6)

1 (0,1)

1 (0,1)

ნაკლებად ხშირად

ფეხის კანის სოკოვანი დაზიანება

5 (0,7)

5 (0,7)

0 (0)

ნაკლებად ხშირად

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ნეიტროპენია

2 (0,3)

1 (0,1)

0 (0)

ნაკლებად ხშირად

დარღვევები მხედველობის ორგანო მხრივ

კონიუნქტივიტი

5 (0,7)

2 (0,3)

1 (0,1)

ნაკლებად ხშირად

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

რინორეა

8 (1,2)

2 (0,3)

1 (0,1)

ხშირად

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

დიარეა

28 (4,1)

18 (2,6)

10 (1,4)

ხშირად

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ჭინჭრის ციება

4 (0,6)

8 (1,2)

1 (0,1)

ხშირად

დერმატიტი (ეგზემის ჩათვლით)3,4

12 (1.7)

8 (1.2)

3 (0.4)

ხშირად

დისჰიდროზული ეგზემა

1 (0,1)

1 (0,1)

0 (0)

უცნობია

პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევა (III ფაზა) ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ 300 მგ, 150 მგ დოზებს ან პლაცებოს, ხანგრძლივობა დაახლოებით 12 კვირა

პრეპარატის გვერდითი რეაქციების სიხშირე ეფუძნება სექუკინუმაბის ჯგუფში გამოვლენის ყველაზე მაღალ სიხშირეს %-ში.

წამლის გვერდითი რეაქცია დამატებულია რეგისტრაციის შემდგომი ანგარიშების საფუძველზე. სიხშირე ეფუძნება პლაცებო კონტროლირებადი კვლევების მონაცემებს (ფაზა III) ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში.

ეს მოვლენები დაკავშირებულია ეგზემატოზურ გამონაყართან.

პედიატრიული პაციენტები

სკაფოსTM უსაფრთხოება შეფასდა III ფაზის ორ კვლევაში, ფოლაქოვანი ფსორიაზიით დაავადებულ პედიატრიულ პაციენტებში. პირველი იყო ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 6 – დან 18 წლამდე ასაკის 162 პაციენტი, მწვავე ფოლაქოვანი ფსორიაზიით. მეორე იყო ღია კვლევა 6-დან 18 წლამდე ასაკის 84 პაციენტში ზომიერიდან მწვავემდე ხარისხის ფოლაქოვანი ფსორიაზით. ამ კვლევებში წარმოდგენილი უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა უსაფრთხოების პროფილს, რომელიც აღწერილია ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე მოზრდილ პაციენტებში.

სკაფოს უსაფრთხოება ასევე შეფასდა III ფაზის კვლევაში 2-დან 18 წლამდე ასაკის 86 ბავშვში, რომლებსაც აღენიშნებოდათ იუვენილური იდიოპათიური ართრიტის კატეგორიები - ენტეზინთან დაკავშირებული ართრიტი და იუვენილური ფსორიაზული ართრიტი. ამ კვლევაში წარმოდგენილი უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა მოზრდილ პაციენტებში აღწერილ უსაფრთხოების პროფილს.

პრეპარატის გვერდითი რეაქციები სპონტანური შეტყობინებების და ლიტერატურის მიხედვით (სიხშირე უცნობია)

ქვემოთ მოცემული გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში სპონტანური შეტყობინებების სახით და ლიტერატურაში. ვინაიდან აღნიშნული გვერდითი რეაქციების დაფიქსირება ნებაყოფლობითია და პოპულაციის რაოდენობა დაუდგენელია, შესაბამისად ყოველთვის ვერ ხერხდება მათი სიხშირის სანდოდ შეფასება, ამგვარად მათ შემთხვევაში მითითებულია „სიხშირე უცნობია“. ქვემოთ მოცემული პრეპარატის გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (MedDRA) სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. თითოეულ სისტემურ-ორგანულ კლასში პრეპარატის გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმწვავის კლებადობის მიხედვით.

ცხრილი 3 სპონტანური შეტყობინებების სახით და ლიტერატურაში დაფიქსირებული პრეპარატის გვერდითი რეაქციები (სიხშირე უცნობია)

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

კანის ლორწოვანი გარსების კანდიდოზური ინფექციები

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

განგრენოზული პიოდერმია

გენერალიზებული ექსფოლიაციური დერმატიტი

ჰიპერმგრძნობელობითი ვასკულიტი

ანგიონევროზული შეშუპება

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

მოზრდილები

ინფექციები.

ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში ჩატარებულ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში (სულ 1382 პაციენტი ღებულობდა პრეპარატ სკაფოსTM და 694 პაციენტი ღებულობდა პლაცებოს დაახლოებით 12 კვირის განმავლობაში) ინფექციური დაავადებები დაფიქსირდა პაციენტების 28,7%-ში, რომლებიც ღებულობდნენ სკაფოსTM და 18,9%-ში პლაცებოს მიღებისას. შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმწვავის იყო. სერიოზული ინფექციური დაავადებები აღინიშნა პაციენტების 0,14%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM და 0,3%-ში პლაცებოს მიღებისას.

კლინიკურ კვლევებში პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას (საერთო ჯამში 3430 პაციენტი ღებულობდა პრეპარატ სკაფოსTM დაახლოებით 52 კვირის განმავლობაში, პაციენტების უმეტეს შემთხვევაში) ინფექციები დაფიქსირდა პაციენტების 47,5%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM (0,9 პაციენტი-წელიწადში ხანგრძლივი დაკვირვებისას). სერიოზული ინფექციები აღინიშნა პაციენტების 1,2%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM (0,015 პაციენტი-წელიწადში ხანგრძლივი დაკვირვებისას).

ინფექციური დაავადებები სისხშირე მსგავსი იყო ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის და მაანკილოზირებელი სპონდილიტის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში.

დაზიანებების თვისებიდან გამომდინარე ჩირქოვანი ჰიდრადენიტით დაავადებული პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან ინფექციების მიმართ. ჩირქოვანი ჰიდრადენიტის კვლევების პლაცებო კონტროლირებად პერიოდში (სულ 721 პაციენტი მკურნალობდა სექუკინუმაბით და 363 პაციენტი მკურნალობდა პლაცებოთი 16 კვირამდე პერიოდით), ინფექციების რაოდენობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე ფსორიაზის კვლევებში (პაციენტების 30.7%, რომლებიც მკურნალობდნენ სექუკინუმაბით, პაციენტების 31.7%-თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს). მათი უმრავლესობა იყო არასერიოზული, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის და არ საჭიროებდა მკურნალობის შეჩერებას ან შეწყვეტას.

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები.

კლინიკურ კვლევებში დარეგისტრირებულია ჭინჭრის ციების და ძალიან იშვიათად ანაფილაქსიური რეაქციების შემთხვევები პრეპარატ სკაფოსTM მიღებისას.

იმუნოგენურობა.

ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის, მაანკილოზირებელი სპონდილიტის და ჩირქოვანი ჰიდრადენიტის მქონე პაციენტებში ჩატარებული კვლევების მონაცემების მიხედვით შემთხვევების <1%-ში დაფიქსირდა სექუკინუმაბის ანტისხეულების წარმოქმნა მკურნალობის 52-ე კვირას. მკურნალობის ფონზე წარმოქმნილი ანტისხეულების დაახლოებით ნახევარი ახდენდა ნეიტრალიზებას, რასაც არ უკავშირდებოდა მკურნალობის ეფექტურობის დაკარგვა ან პრეპარატის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე ზეგავლენა.

გვერდითი რეაქციები ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტებში.

პრეპარატ სკაფოსTM შესწავლა მოხდა ხუთ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში ფსორიაზული ართრიტის მქონე 2754 პაციენტში (1871 პაციენტი ღებულობდა პრეპარატ სკაფოსTM , ხოლო 883 პაციენტი ღებულობდა პლაცებოს), ამასთანავე საერთო ექსპოზიცია შეადგენდა 4478 პაციენტი-წელიწადში პრეპარატ სკაფოსTM მიღებას. ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM უსაფრთხოების პროფილი იგივე იყო, რაც ფსორიაზის მქონე პაციენტებში.

გვერდითი რეაქციები აქსიალური სპონდილოართრიტის მქონე პაციენტებში (მაანკილოზირებელი სპონდილიტით და აქსიალური სპონდილოართრიტით რენდგენოგრაფიული ნიშნების გარეშე).

პრეპარატ სკაფოსTM შესწავლა მოხდა სამ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში მაანკილოზირებელი სპონდილიტის მქონე 816 პაციენტში (544 პაციენტი ღებულობდა პრეპარატ სკაფოსTM, ხოლო 272 პაციენტი ღებულობდა პლაცებოს). ექსპოზიციის მედიანა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სექუკინუმაბს შეადგენდა 469 დღეს AC 1 კვლევაში, 460 დღეს AC 2 კვლევაში და 1142 დღეს AC 3 კვლევაში. პრეპარატი სკაფო™ ასევე შესწავლილი იყო პლაცებო კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში 555 პაციენტში, აქსიალური სპონდილოართრიტით, რენტგენორაფიული ნიშნების გარეშე (369 პაციენტი იღებდა სკაფოს™ და 186 პლაცებოს), ამ შემთხვევაში ზოგადი ექსპოზიცია შეადგენდა 588 პაციენტს წლის განმავლობაში (ექსპოზიციის მედიანა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სექუკინუმაბს იყო 395 დღე). აქსიალური სპონდილოართრიტის (მაანკილოზირებელი სპონდილიტი და აქსიალური სპონდილოართრიტი რენტგენოგრაფიული ნიშნების გარეშე) მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM, უსაფრთხოების პროფილი იგივე იყო, რაც ფსორიაზის მქონე პაციენტებში.

გვერდითი რეაქციები ჩირქოვანი ჰიდრადენიტის მქონე პაციენტებში

სკაფო™ შესწავლილი იყო ჩირქოვანი ჰიდრადენიტის ორ პლაცებო კონტროლირებად კვლევაში 1084 პაციენტში (721 პაციენტი სკაფოს™ ჯგუფში და 363 პლაცებოს ჯგუფში), ექსპოზიციის მთლიანი ხანგრძლივობით 825 პაციენტი-წელი (ექსპოზიციის საშუალო ხანგრძლივობა პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობდნენ სექუკინუმაბი: 307 დღე). უსაფრთხოების პროფილი ჩირქოვანი ჰიდრადენიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სკაფოს™, შეესაბამებოდა უსაფრთხოების დადგენილ პროფილს, რომელიც დაფიქსირდა ფსორიაზის დროს.

ჭარბი დოზირება

პრეპარატ სკაფოსTM კლინიკურ კვლევებში ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ შეტყობინებები არ დაფიქსირებულა.

კლინიკურ კვლევებში 30 მგ/კგ-მდე დოზების (ანუ დაახლოებით 2000-3000 მგ) ინტრავენურად შეყვანისას არ გამოვლენილა დოზა დამოკიდებული ტოქსიურობა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტზე დაკვირვება გვერდითი რეაქციების ნიშნების და სიმპტომების გამოვლენის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

პრეპარატის მიღება ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, რეპროდუქციული ასაკის მამაკაცებში და ქალებში.

ორსულობა.

რისკების შეჯამება.

ორსულ ქალებში პრეპარატ სკაფოსTM გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა სექუკინუმაბის პირდაპირი ან ირიბი უარყოფითი ზეგავლენა ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე. ვინაიდან ცხოველებში ჩატარებული რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევების შედეგები ყოველთვის ვერ ასახავს რეაგირებას ადამიანებში, შესაბამისად ორსულობის პერიოდში პრეპარატი სკაფოTM გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ სარგებელი აჭარბებს მოსალოდნელ რისკს.

კვლევები ცხოველებში

მაკაკებში (ცინომოლგუსი) ემბრიოფეტალური განვითარების შესწავლისას სეკუკინუმაბმა არ აჩვენა ტოქსიური ზეგავლენა დედის ორგანიზმზე, ემბრიოტოქსიურობა ან ტერატოგენობა, როდესაც მიიღებოდა ორგანოგენეზის და გვიან ორსულობის პერიოდში.

ძუძუთი კვება.

უცნობია ხვდება თუ არა სექუკინუმაბი ადამიანის რძეში. ვინაიდან იმუნოგლობულინები აღწევენ ადამიანის რძეში, შესაბამისად პრეპარატ სკაფოსTM გამოიყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში.

რეპროდუქციული ასაკის მამაკაცები და ქალები.

უნაყოფობა.

რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს.

ადამიანებში პრეპარატ სკაფოსTM ზეგავლენა ნაყოფიერებაზე არ შეფასებულა. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში არ დაფიქსირებულა სექუკინუმაბის პირდაპირი ან ირიბი უარყოფითი ზეგავლენა ნაყოფიერებაზე.

განსაკუთრებული მითითებები.

ინფექციები.

პრეპარატმა სკაფომTM შესაძლოა გაზარდოს ინფექციების განვითარების რისკი. კლინიკურ კვლევებში პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM, აღინიშნა ინფექციების განვითარების შემთხვევები. მათი უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო.

სიფრთხილით უნდა გადაწყდეს პრეპარატ სკაფოTM გამოყენების საკითხი ქრონიკული ინფექციების ან ანამნეზში მორეციდივე ინფექციების მქონე პაციენტებში.

პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ აუცილებლად მიმართოს ექიმს თუ აღინიშნა ინფექციებისთვის დამახასიათებელი საეჭვო ნიშნები და სიმპტომები. მწვავე ინფექციების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პაციენტზე ყურადღებით დაკვირვება, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ინფექციური პროცესის აღმოფხვრამდე.

კლინიკურ კვლევებში არ გამოვლენილა ტუბერკულოზის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევები. თუმცა პრეპარატი სკაფოTM არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ტუბერკულოზის აქტიური ფორმა. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე ლატენტური ფორმის ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში უნდა გადაიხედოს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარების საკითხი.

ტუბერკულოზის მკურნალობის წინასწარი შეფასება

პაციენტებში, რომლებიც იღებენ სკაფოს™, შეიძლება აღინიშნოს ტუბერკულოზი (აქტიური და/ან ლატენტური რეაქტივაცია). სკაფოთი™ მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა ტუბერკულოზის ინფექციაზე. სკაფო™ არ ინიშნება აქტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში. სკაფოს™ დანიშვნამდე გასათვალისწინებელია ლატენტური ტუბერკულოზის მკურნალობის დაწყების შესაძლებლობა. სკაფოს™ დანიშვნამდე უნდა გადაიხედოს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა ანამნეზში ლატენტური ან აქტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში ვერ დასტურდება მკურნალობის სათანადო კურსის ჩატარება. მკურნალობის პერიოდში და დასრულების შემდეგ პაციენტები ყურადღებით უნდა კონტროლდებოდნენ აქტიური ტუბერკულოზის ნიშნებსა და სიმპტომებზე.

B ჰეპატიტის რეაქტივაცია

პაციენტებში, რომლებიც იღებენ სკაფოს™, შეიძლება აღინიშნოს B ჰეპატიტის ვირუსის რეაქტივაცია. იმუნოსუპრესანტებთან დაკავშირებული კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად, სკაფოთი™ მკურნალობის დაწყებამდე უნდა განიხილებოდეს პაციენტების HBV ინფექციაზე ტესტირების შესაძლებლობა. სკაფო™ არ ინიშნება აქტიური B ჰეპატიტის მქონე პაციენტებში. სკაფოთი™ მკურნალობის პერიოდში HBV-ის სეროლოგიის დადებითი შედეგების მქონე პაციენტები უნდა კონტროლდებოდნენ HBV-ის რეაქტივაციის კლინიკურ და ლაბორატორიულ ნიშნებზე. თუ HBV-ის რეაქტივაცია აღინიშნა სკაფოს™ მიღებისას, უნდა გადაიხედოს მკურნალობის შეწყვეტის შესაძლებლობა და პაციენტებმა უნდა გაიარონ მკურნალობა კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად.

ნაწლავის ანთებითი დაავადება (ნად).

პრეპარატი სკაფოTM სიფრთხილით გამოიყენება ნაწლავების ანთებითი დაავადებების (მაგ: კრონის დაავდება და წყლულოვანი კოლიტი) მქონე პაციენტებში, ვინაიდან კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ნაწლავის ანთებითი დაავადების გართულების შემთხვევები, ზოგჯერ მწვავე ხასიათის, როგორც პრეპარატ სკაფოსTM , ასევე პლაცებოს მიღებისას. პრეპარატ სკაფოსTM მიღებისას საჭიროა ყურადღებით დაკვირვება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ნაწლავების ანთებითი დაავადებები აქტიურ ფაზაში.

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები.

კლინიკურ კვლევებში პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM აღინიშნა ანაფილაქსიური რეაქციების და ანგიონევროზული შეშუპების განვითარების იშვიათი შეთხვევები. ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევები ასევე დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული კვლევების დროს. ანაფილაქსიური ან სხვა სერიოზული ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატ სკაფოსTM მიღება და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

ეგზემატური გამონაყარი

პოსტმარკეტინგულ ანგარიშებში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სკაფოს™, აღინიშნა მწვავე ეგზემატოზური გამონაყარის შემთხვევები, მათ შორის დერმატიტის მსგავსი გამონაყარი, დისჰიდროზული ეგზემა და ერითროდერმია (ექსფოლიაციური დერმატიტი); ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია (იხ. ნაწილი "გვერდითი რეაქციები"). ეგზემატოზური გამონაყარის დაწყება მერყეობდა სკაფოს™ პირველი დოზის მიღების შემდეგ რამდენიმე დღიდან თვემდე.

ეგზემატოზური გამონაყარის ასალაგებლად შესაძლოა საჭირო გახდეს სკაფოს™ შეწყვეტა. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში წარმატებით დასრულდა ეგზემატოზური გამონაყარის მკურნალობა სკაფოს™ მიღებისას.

ვაქცინაცია.

პრეპარატი სკაფოTM არ გამოიყენება ცოცხალ ვაქცინებთან ერთად.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პრეპარატ სკაფოსTM გამოიყენება ინაქტივირებული ან მკვდარი ვაქცინები.

კლინიკურ კვლევებში პაციენტების ერთნაირ რაოდენობას, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM და რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს, აღენიშნა სათანადო იმუნური პასუხი მენინგოკოკური და ინაქტივირებული გრიპის ვაქცინებით აცრების ჩატარების შემდეგ, რაც გამოვლინდა მენინგოკოკური და ინაქტივირებული გრიპის ვაქცინების ანტისხეულების ტიტრის 4-ჯერ მომატებით. მონაცემები მოწმობს, რომ სკაფო™ არ თრგუნავს ჰუმორულ იმუნურ პასუხს მენინგოკოკის ან გრიპის ვაქცინაზე.

რეკომენდებულია, რომ პედიატრიულმა პაციენტებმა სკაფოთი™ მკურნალობის დაწყებამდე გაიკეთონ იმუნიზაციის კალენდარით გათვალისწინებული ასაკის შესაბამისი ყველა აცრა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

პრეპარატი სკაფოTM არ გამოიყენება ცოცხალ ვაქცინებთან ერთად.

კლინიკურ კვლევებში ფსორიაზის მქონე პაციენტებში არ დაფიქსირებულა სექუკინუმაბს და მიდაზოლამს (CYP 3A4-ის სუბსტრატი) შორის ურთიერთქმედება.

ართრიტის (მათ შორის ფსორიაზული ართრიტის და მაანკილოზირებელი სპონდილიტის) კვლევებში პრეპარატი სკაფოTM მიიღებოდა მეტოტრექსატთან და/ან კორტიკოსტეროიდებთან ერთად და არ დაფიქსირებულა პრეპარატებს შორის ურთიერთქმედება.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

მოქმედების მექანიზმი.

სექუკინუმაბი წარმოადგენს მთლიანად ადამიანურ ანტისხეულს (იმუნოგლობულინი G1 (IgG1)), რომელიც სელექციურად უკავშირდება და ანეიტრალებს პროანთებით ციტოკინს - ინტერლეიკინ-17A-ს (IL-17A). სექუკინუმაბს გააჩნია მიზანმიმართული ზემოქმედება IL-17-ზე და თრგუნავს მის ურთიერთქმედებას IL-17-ის რეცეპტორებთან, რომლებიც ექსპრესირდებიან სხვადასხვა ტიპის უჯრედებით, მათ შორის კერატინოციტებით და სინოვიოციტებით. შედეგად სექუკინუმაბი თრგუნავს პროანთებითი ციტოკინების, ქემოკინების და ქსოვილის დაზიანების მედიატორების გამოთავისუფლებას და ამცირებს IL -17A-ის ჩართულობას ავტოიმუნურ და ანთებით დაავადებებში. სექუკინუმაბი კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციებით აღწევს კანში და ამცირებს ანთებითი მარკერების კონცენტრაციას. სექუკინუმაბით მკურნალობის პირდაპირი შედეგია კანის სიწითლის, გამკვრივების და აქერცვლის შემცირება დაზიანების უბნებში ფოლაქოვანი ფსორიაზის დროს.

IL-17A ბუნებრივი ციტოკინია, რომელიც მონაწილეობს ნორმალურად მიმდინარე ანთებით და იმუნურ რეაქციებში. IL-17A მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფოლაქოვანი ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის, მაანკილოზირებელი სპონდილიტის და ჩირქოვანი ჰიდრადენიტის პათოგენეზში. ფოლაქოვანი ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის და მაანკილოზირებელი სპონდილიტის მქონე პაციენტების სისხლში, ასევე ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტების დაზიანებული კანის უჯრედებში დაფიქსირდა IL-17A-ის კონცენტრაციის ზრდა, ასევე ლიმფოციტების და თანდაყოლილი იმუნიტეტის უჯრედების რაოდენობის მატება, რომლებიც წარმოქმნიან IL-17A-ს. ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში IL-17A-ის წარმოქმნა მნიშვნელოვნად იზრდება კანის დაზიანებულ უბნებში ჯანმრთელ უბნებთან შედარებით. გარდა ამისა, ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტებში სინოვიალურ სითხეში იზრდება უჯრედების რაოდენობა, რომლებიც წარმოქმნიან IL-17A-ს. IL-17A მნიშვნელოვნად აქტივირდება ჩირქოვანი ჰიდრადენიტის დროს ფსორიაზის მქონე პაციენტებთან და ჯანმრთელ საკონტროლო სუბიექტებთან შედარებით და შრატში IL-17A-ს დონის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დაზიანების მქონე პაციენტებში. მაანკილოზირებელი სპონდილიტის მქონე პაციენტებში აღინიშნება ფასეტური სახსრების სუბქონდრალურ ძვლის ტვინში უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, რომლებიც წარმოქმნიან IL-17A-ს. ნაჩვენებია, რომ IL-17A-ს ინჰიბირება ეფექტურია მაანკილოზირებელი სპონდილიტის მკურნალობისათვის, დადგენილია მოცემული ციტოკინის მთავარი როლი აქსიალური სპონდილოართრიტის მკურნალობისათვის. IL-17A ასევე ხელს უწყობს ქსოვილების ანთების განვითარებას, ნეიტროფილებით ინფილტრაციას, ძვლების და ქსოვილების დესტრუქციას, ასევე ქსოვილების რემოდელირებას, ანგიოგენეზის და ფიბროზის ჩათვლით.

ფარმაკოდინამიკა.

სისხლის შრატში საერთო IL-17A-ს კონცენტრაცია (თავისუფალი და სექუკინუმაბთან შეკავშირებული) იზრდება 2-7 დღეში სექუკინუმაბთან შეკავშირებული IL-17A-ის შენელებული კლირენსის გამო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სექუკინუმაბი სელექციურად უკავშირდება თავისუფალ IL-17A-ს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფოლაქოვანი ფსორიაზის პათოგენეზში.

ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში სექუკინუმაბით მკურნალობის ერთი-ორი კვირის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა ეპიდერმისის ნეიტროფილებით ინფილტრაცია და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა მარკერების რაოდენობა, რაც ასეთ პაციენტებში ხშირად მომატებულია კანის დაზიანებულ უბნებში.

ფსორიაზული ართრიტის და აქსიალური სპონდილოართრიტის (მაანკილოზირებელი სპონდილიტი და აქსიალური სპონდილოართრიტი რენდგენოგრაფიული ნიშნების გარეშე) მქონე პაციენტებში სექუკინუმაბით მკურნალობის ფონზე 1-2 კვირის განმავლობაში აღინიშნა C-რეაქტიული ცილის კონცენტრაციის შემცირება, რაც წარმოადგენს ანთების მარკერს.

ფარმაკოკინეტიკა.

შეწოვა.

ფოლაქოვანი ფსორიაზის შემთხვევაში 150 მგ ან 300 მგ დოზის კანქვეშ ერთჯერადად შეყვანის შემდეგ სისხლის შრატში სექუკინუმაბის მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენდა 13,7 ± 4,8 მკგ/მლ-ს ან 27,3 ± 9,5 მკგ/მლ-ს პრეპარატის შეყვანიდან 5-ე და 6-ე დღეებს შორის შუალედში.

პირველი თვის განმავლობაში პრეპარატის ყოველკვირეულად შეყვანის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევა აღინიშნა 31-ე და 34-ე დღეებს შორის შუალედში.

150 მგ ან 300 მგ დოზის კანქვეშ შეყვანის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია წონასწორულ მდგომარეობაში (Cmax,ss) შეადგენდა 27,6 მკგ/მლ-ს და 55,2 მკგ/მლ-ს. წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 20 კვირის შემდეგ პრეპარატის ყოველთვიურად მიღებისას.

ერთჯერადი დოზების შეყვანის შემდგომ ზემოქმედებასთან შედარებით შემანარჩუნებელი მკურნალობის ფარგლებში პრეპარატის მრავალჯერადად, ყოველთვიურად შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაცია და სივრცე ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ („კონცენტრაცია/დრო“ AUC) ორჯერ იზრდება.

სექუკინუმაბი შეიწოვება საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობით 73%.

300 მგ-ის კანქვეშ შეყვანის შემდეგ 0, 1, 2, 3 და 4-ე კვირას, შემდეგ 300 მგ დოზის ყოველ 2 კვირაში მიღებისას სექუკინუმაბის საშუალო მინიმალური კონცენტრაცია წონასწორულ მდგომარეობაში მე-16 კვირას იყო დაახლოებით 55,1 ± 26,7 მკგ/მლ და 58,1 ± 30,1 მკგ/მლ კვლევაში HS 1 და HS 2.

განაწილება.

ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში ტერმინალურ ფაზაში (Vz) განაწილების საშუალო მოცულობა ერთჯერადი ინტრავენური დოზის მიღების შემდეგ მერყეობდა 7,10 და 8,60 ლ-ს შორის, რაც იძლევა ვარაუდს, რომ სექუკინუმაბი შეზღუდულად ნაწილდება პერიფერიულ უბნებში.

ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში კანის უჯრედშუა სითხეში სექუკინუმაბის კონცენტრაცია შეადგენდა სისხლის პლაზმაში დაფიქსირებული კონცენტრაციის 28% - 39%-ს 300 მგ დოზის ერთჯერადად კანქვეშ შეყვანიდან 1-2-ე კვირას.

გამოყოფა.

ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში საშუალო სისტემური კლირენსი (CL) იყო 0,19 ლ/დღეში. კლირენსი არ იყო დოზაზე და დროზე დამოკიდებული, როგორც მოსალოდნელია თერაპიული IgG1 მონოკლონური ანტისხეულის შემთხვევაში, რომელიც ურთიერთქმედებს თხევად ციტოკინურ სამიზნესთან, როგორიც არის IL-17A.

ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენდა 27 დღეს. ფსორიაზით დაავადებულ ცალკეულ პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობდა 17-დან 41 დღემდე.

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის დროს, ჩირქოვანი ჰიდრადენიტის მქონე პაციენტებში 300 მგ დოზის კანქვეშ შეყვანისას 0, 1, 2, 3 და 4-ე კვირას, შემდეგ 300 მგ დოზის ყოველ 2 კვირაში მიღებისას საშუალო სისტემური CL იყო 0,26 ლ/დღეში.

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მიხედვით ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენდა 23 დღეს ჩირქოვანი ჰიდრადენიტის მქონე პაციენტებში.

დოზების სწორხაზოვნება.

ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში სექუკინუმაბის ერთჯერადად და მრავალჯერადად შეყვანისას ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების განსაზღვრა მოხდა რამდენიმე კვლევაში, როდესაც გამოიყენებოდა ინტრავენური დოზები 1 x 0,3 მგ/კგ - 3 x 10 მგ/კგ და კანქვეშა დოზები 1 x 25 მგ - მრავალჯერად 300 მგ-მდე. დოზირების ყველა რეჟიმის შემთხვევაში ზემოქმედება იყო დოზის პროპორციული.

ფსორიაზული ართრიტის, მაანკილოზირებელი სპონდილიტის და ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში სექუკინუმაბის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები ერთნაირია.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები.

ხანდაზმული პაციენტები.

კლინიკურ კვლევებში ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე 3430 პაციენტიდან, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM, 230 პაციენტი იყო >65 წლის, ხოლო 32 პაციენტი >75 წლის.

კლინიკურ კვლევებში ფსორიაზული ართრიტის მქონე 2536 პაციენტიდან, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM, 236 პაციენტი იყო >65 წლის, ხოლო 25 პაციენტი >75 წლის.

კლინიკურ კვლევებში მაანკილოზირებელი სპონდილიტის მქონე 794 პაციენტიდან, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM, 29 პაციენტი იყო >65 წლის, ხოლო 3 პაციენტი >75 წლის.

კლინიკურ კვლევებში 524 პაციენტიდან, რომლებსაც აღენიშნებოდათ აქსიალური სპონდილოართრიტი რენდგენოგრაფიული ნიშნების გარეშე და რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM, 9 პაციენტი იყო ≥65 წლის, ხოლო 2 პაციენტი ≥75 წლის.

კლინიკურ კვლევებში ჩირქოვანი ჰიდრადენიტის მქონე 721 პაციენტიდან, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM, 11 პაციენტი იყო >65 წლის, ხოლო 0 პაციენტი >75 წლის.

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მიხედვით კლირენსი მსგავსი იყო ხანდაზმულ და 65 წლამდე ასაკის პაციენტებში.

თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტები.

მონაცემები არ არსებობს ფარმაკოკინეტიკის შესახებ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებში.

პედიატრიული პაციენტები

ფოლაქოვანი ფსორიაზი

ორ პედიატრიულ კვლევაში ზომიერი და მწვავე ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში (6-დან 18 წლამდე) სეკუკინუმაბით მკურნალობა მიმდინარეობდა რეკომენდებული პედიატრიული დოზირების რეჟიმის მიხედვით. 24-ე კვირას ≥25 და <50 კგ წონის პაციენტებში მინიმლაური კონცენტრაციის საშუალო ± სტანდარტული გადახრა იყო 19,8 ± 6,96 მკგ/მლ (n=24) 75 მგ სეკუკინუმაბის მიღების შემდეგ, ხოლო ≥50 კგ წონის პაციენტებში მინიმლაური კონცენტრაციის საშუალო ± სტანდარტული გადახრა იყო 27,3 ± 10,1 მკგ/მლ (n=36) 150 მგ სეკუკინუმაბის მიღების შემდეგ. სტაბილური მინიმალური კონცენტრაციის საშუალო მნიშვნელობას ± მინიმალური კონცენტრაციის სტანდარტული გადახრა <25 კგ წონის პაციენტებში იყო 32,6 ± 10,8 მკგ/მლ (n=8) 24-ე კვირას 75 მგ დოზის მიღების შემდეგ.

იუვენილური იდიოპათიური ართრიტი (იია): ენთეზიტთან დაკავშირებული ართრიტი (ედა) და იუვენილური ფსორიაზული ართრიტი (იფა)

პედიატრიულ კვლევაში ენთეზიტთან დაკავშირებული ართრიტის და იუვენილური ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტებში (2-დან 18 წლამდე) სეკუკინუმაბით მკურნალობა მიმდინარეობდა რეკომენდებული პედიატრიული დოზირების რეჟიმით. <50 კგ წონის პაციენტებში და ≥50 კგ წონის პაციენტებში 24-ე კვირას წონასწორული მდგომარეობაში საშუალო მინიმალური კონცენტრაცია ± SD იყო 25,2 ± 5,45 მკგ/მლ (n = 10) და 27,9 ± 9,57 მკგ/მლ (n = 19).

ფარმაცევტული მახასიათებლები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ფხვნილი მყარი, თეთრი ლიოფილიზატის სახით შუშის ფლაკონში.

შეუთავსებლობა.

სტერილური საინექციო წყლის გარდა დაუშვებელია პრეპარატ სკაფოსTM შერევა სხვა პრეპარატებთან ან გამხსნელებთან.

ვარგისობის ვადა.

3 წელი.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ

შენახვის პირობები.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 2-80C ტემპერატურაზე.

შეფუთვა.

1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობა.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი, მისამართი.

ნოვარტის ფარმა შტეინ აგ, შაფჰაუზერშტრასე, 4332 შტეინი, შვეიცარია/

Novartis Pharma Stein AG, Schaffhausrstrasse, 4332 Stein, Switzerland.

შემფუთავი, მისამართი

ლექ ფარმაცევტიკალს დ.დ., ვეროვშკოვას ქ. 57, ლუბლიანა, 1526, სლოვენია

Lek Pharmaceuticals d.d., Verovškova ulica 57, Ljubljana, 1526, Slovenia

გვერდითი მოვლენების და/ან ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების არსებობისას გთხოვთ გვაცნობოთ ელ-ფოსტაზე: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა