სიტაგლიპტინი ნორმონი 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG
Sitagliptina Normon 100mg comprimidos recubiertos con película EFG
სიტაგლიპტინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება სიტაგლიპტინს, რომელც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. DPP-4 ინჰიბიტორებს (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4-ის ინჰიბიტორები), რომლებიც აქვეითებენ სისხლში შაქრის რაოდენობას მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ზრდასრულ პაციენტებში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სიტაგლიპტინ (sitagliptin)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №56
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4-ის (DPP-4) ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A10BH01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044883
- რეგისტრირებულია
- 25 თებერვალი 2026, მოქმედებს 25 თებერვალი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
სიტაგლიპტინი ნორმონი 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სიტაგლიპტინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება სიტაგლიპტინს, რომელც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. DPP-4 ინჰიბიტორებს (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4-ის ინჰიბიტორები), რომლებიც აქვეითებენ სისხლში შაქრის რაოდენობას მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ზრდასრულ პაციენტებში.
ეს მედიკამენტი ხელს უწყობს ჭამის შემდეგ გამოყოფილი ინსულინის დონის მომატებას და აქვეითებს ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი შაქრის რაოდენობას.
ექიმი მედიკამენტს ნიშნავს სისხლში შაქრის რაოდენობის დაწევის ხელშესაწყობად, რომელიც მაღალია მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის გამო. ეს მედიკამენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მარტო, ისე გარკვეულ მედიკამენტებთან კომბინაციაში (ინსულინი, მეტფორმინი, სულფონილშარდოვანა ან გლიტაზონი), რომლებიც აქვეითებენ სისხლში შაქრის დონეს და რომლებსაც პაციენტი იღებს დიაბეტის სამკურნალოდ დიეტასთან და ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად.
რა არის მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი?
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ინსულინს და ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ინსულინი ვერ მოქმედებს ისე, როგორც საჭიროა. ორგანიზმში ასევე წარმოიქმნება დიდი რაოდენობით შაქარი. ამის შედეგად შაქარი (გლუკოზა) გროვდება სისხლში. ეს იწვევს სერიოზულ სამედიცინო პრობლემებს, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმელების დაავადება, სიბრმავე და ამპუტაცია.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
რეკომენდებული დოზაა:
ერთი 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი;
ერთხელ დღეში;
განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
თუ პაციენტს თირკმელების მხრივ პრობლემები აქვს, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზები (როგორიცაა 25 მგ ან 50 მგ).
მედიკამენტის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან და სასმელთან ერთად, ისე მათ გარეშე.
ექიმმა მედიკამენტი შეიძლება დანიშნოს მარტო ან სხვა გარკვეულ მედიკამენტებთან კომბინაციაში, როლებიც აქვეითებენ სისხლში შაქრის დონეს.
დიეტა და ფიზიკური ვარჯიში ორგანიზმს ეხმარება სისხლში შაქრის უკეთესად ათვისებაში. მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა და ფიზიკური ვარჯიში, რომელიც რეკომენდებულია ექიმის მიერ, სიტაგლიპტინის მიღების დროს.
სიტაგლიპტინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის დანიშნული დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ესპანეთის ტელეფონის ნომერი: 91 562 04 20, მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
სიტაგლიპტინი ნორმონის მიღების დავიწყებისას
დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული და წამლის მიღება უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი სქემის მიხედვით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება დავიწყებულის სანაცვლოდ.
სიტაგლიპტინი ნორმონის მიღების შეწყვეტისას
მედიკამენტის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნული ხანგრძლივობით, რაც პაციენტს ეხმარება სისხლში შაქრის დონის გაკონტროლებაში. მედიკამენტის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია სიტაგლიპტინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
სიფრთხილის ზომები
სიტაგლიპტინის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
პანკრეასის ანთების (პანკრეატიტის) შემთხვევები აღწერილ იქნა სიტაგლიპტინის მიმღებ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4).
თუ პაციენტს განუვითარდა კანზე ბუშტუკები, ეს შეიძლება ბულოზური პემფიგოიდის ნიშანი იყოს. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს სიტაგლიპტინით მკურნალობა.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა:
პანკრეასის დაავადება (როგორიცაა პანკრეატიტი);
ნაღვლის ბუშტის კენჭები, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ან ტრიგლიცერიდების (ცხიმების ტიპი) ძალიან მაღალი დონე სისხლში. ეს სამედიცინო მდგომარეობა ზრდის პანკრეატიტის განვითარების ალბათობას (იხ. პარაგრაფი 4);
I ტიპის დიაბეტი;
დიაბეტური კეტოაციდოზი (დიაბეტის გართულება სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონით, წონის სწრაფი კლებით, გულისრევით ან ღებინებით);
წარსულში ან ამჟამად არსებული თირკმელების მხრივ პრობლემები;
ალერგიული რეაქცია სიტაგლიპტინის მიმართ (იხ. პარაგრაფი 4).
არ არის მოსალოდნელი, რომ ამ მედიკამენტმა გამოიწვიოს სისხლში შაქრის დაბალი დონე, რადგან ის არ მოქმედებს, როცა სისხლში შაქრის დაბალი დონეა. თუმცა, როცა მედიკამენტი გამოიყენება სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან კომბინაციაში, შეიძლება განვითარდეს სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეამციროს სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზა.
სიტაგლიპტინი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის ფაქტობრივად “ნატრიუმისგან თავისუფალია”.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში მედიკამენტი არ ინიშნება. ის არ არის ეფექტიანი 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. არ არის ცნობილი მედიკამენტის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
განსაკუთებით, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს დიგოქსინს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება არარეგულარული გულისცემის ან გულის სხვა პრობლემების დროს). დიგოქსინის დონე სისხლში უნდა შემოწმდეს, თუ პაციენტი იღებს სიტაგლიპტინს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება ორსულობის დროს.
არ არის ცნობილი მედიკამენტი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში. დაუშვებელია მედიკამენტის მიღება ძუძუთი კვების დროს ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ მედიკამენტს არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, აღწერილ იქნა თავბრუსხვევა და ძილიანობა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მედიკამენტის მიღებისას სულფონილშარდოვანასთან ან ინსულნთან კომბინაციაში, შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის, ან მუშაობისას უსაფრთხოდ ფეხზე დგომის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი მოვლენა:
მუცლის (კუჭის არეში) ძლიერი და მუდმივი ხასიათის ტკივილი, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს წელის არეში, გულისრევასა და ღებინებასთან ერთად ან მათ გარეშე - ეს შეიძლება პანკრეასის ანთების (პანკრეატიტი) ნიშნები იყოს.
თუ პაციენტს განუვითარდა სერიოზული ალერგიული რეაქცია (სიხშირე უცნობია), გამონაყარის, ჭინჭრის ციების, კანზე ბუშტუკების განვითარების/კანის აქერცვლის და სახის, ტუჩების, ენის და ხორხის შეშუპების ჩათვლით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ექიმმა შეიძლება დანიშნოს ალერგიული რეაქციის სამკურნალო მედიკამენტი და შეცვალოს ანტიდიაბეტური პრეპარატი.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები მეტფორმინით თერაპიაზე სიტაგლიპტინის დამატების შემდეგ:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): სისხლში შაქრის დაბალი დონე, გულისრევა, მეტეორიზმი, ღებინება.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, ძილიანობა.
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა მუცლის არეში სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი სიტაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინაციის დაწყებისას (სიხშირის კლასიფიკაცია: ხშირი).
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის სულფონილშარდოვანასთან და მეტფორმინთან კომბინაციისას:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში): სისხლში შაქრის დაბალი დონე;
ხშირი: ყაბზობა.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის და პიოგლიტაზონის ერთდროულად მიღებისას:
ხშირი: მეტეორიზმი, ხელებისა და ფეხების შესივება.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის პიოგლიტაზონთან და მეტფორმინთან კომბინირებისას:
ხშირი: ხელებისა და ფეხების შესივება.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის ინსულინთან კომბინირებისას (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე):
ხშირი: გრიპი;
არახშრირი: პირის სიმშრალე.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის მარტო მიღებისას კლინიკურ კვლევებში ან ლიცენზირების შემდეგ ცალკე და/ან სხვა ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთად მიღებისას:
ხშირი: სისხლში შაქრის დაბალი დონე, თავის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის “გაჭედვა” ან ცხვირიდან გამონადენი და ყელის ტკივილი, ოსტეოართრიტი, ხელებისა და ფეხების ტკივილი;
არახშრირი: თავბრუსხვევა, ყაბზობა, ქავილი;
იშვიათი: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
სიხშირე უცნობია: თირკმელების მხრივ პრობლემები (ზოგჯერ საჭიროებს დიალიზს), ღებინება, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, წელის ტკივილი, ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება, ბულოზური პემფიგოიდი (კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარის ტიპი).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემაში: https://www.notificaram.es.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა სიტაგლიპტინი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი) შეიცავს სიტაგლიპტინის ჰიდროქლორიდს, რომელიც 100 მგ სიტაგლიპტინის ექვივალენტურია.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის შიგთავსი: კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), კალციუმის ჰიდროფოსფატი (E341), ნატრიუმის სტეარილფუმარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468) და მაგნიუმის სტეარატი (E470b). აპკიანი გარსი: ოპადრი II თეთრი 85F18422, რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) და ტალკი (E553b).
სიტაგლიპტინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
კრემისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ცალ მხარეს გამყოფი ხაზით და გრავირებით “ST” და მეორე მხარე სადა, დიამეტრით 10.0 მმ ± 25% და სისქით 4.0 მმ ± 25%.
ალუმინი/პოლიამიდი-ალუმინი-პვქ ან ალუმინი/პვქ (თეთრი)-პე-პვდქ (90) ბლისტერები. შეფუთვა შეიცავს 28 და 56 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტსთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
სიტაგლიპტინი ნორმონი 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG
სიტაგლიპტინი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს სიტაგლიპტინი ნორმონი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა სიტაგლიპტინი ნორმონის მიღებამდე;
სიტაგლიპტინი ნორმონის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
სიტაგლიპტინი ნორმონის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს სიტაგლიპტინი ნორმონი და მისი გამოყენება
სიტაგლიპტინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება სიტაგლიპტინს, რომელც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. DPP-4 ინჰიბიტორებს (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4-ის ინჰიბიტორები), რომლებიც აქვეითებენ სისხლში შაქრის რაოდენობას მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ზრდასრულ პაციენტებში.
ეს მედიკამენტი ხელს უწყობს ჭამის შემდეგ გამოყოფილი ინსულინის დონის მომატებას და აქვეითებს ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი შაქრის რაოდენობას.
ექიმი მედიკამენტს ნიშნავს სისხლში შაქრის რაოდენობის დაწევის ხელშესაწყობად, რომელიც მაღალია მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის გამო. ეს მედიკამენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მარტო, ისე გარკვეულ მედიკამენტებთან კომბინაციაში (ინსულინი, მეტფორმინი, სულფონილშარდოვანა ან გლიტაზონი), რომლებიც აქვეითებენ სისხლში შაქრის დონეს და რომლებსაც პაციენტი იღებს დიაბეტის სამკურნალოდ დიეტასთან და ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად.
რა არის მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი?
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ინსულინს და ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ინსულინი ვერ მოქმედებს ისე, როგორც საჭიროა. ორგანიზმში ასევე წარმოიქმნება დიდი რაოდენობით შაქარი. ამის შედეგად შაქარი (გლუკოზა) გროვდება სისხლში. ეს იწვევს სერიოზულ სამედიცინო პრობლემებს, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმელების დაავადება, სიბრმავე და ამპუტაცია.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა სიტაგლიპტინი ნორმონის მიღებამდე
დაუშვებელია სიტაგლიპტინი ნორმონის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია სიტაგლიპტინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სიტაგლიპტინის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
პანკრეასის ანთების (პანკრეატიტის) შემთხვევები აღწერილ იქნა სიტაგლიპტინის მიმღებ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4).
თუ პაციენტს განუვითარდა კანზე ბუშტუკები, ეს შეიძლება ბულოზური პემფიგოიდის ნიშანი იყოს. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს სიტაგლიპტინით მკურნალობა.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა:
პანკრეასის დაავადება (როგორიცაა პანკრეატიტი);
ნაღვლის ბუშტის კენჭები, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ან ტრიგლიცერიდების (ცხიმების ტიპი) ძალიან მაღალი დონე სისხლში. ეს სამედიცინო მდგომარეობა ზრდის პანკრეატიტის განვითარების ალბათობას (იხ. პარაგრაფი 4);
I ტიპის დიაბეტი;
დიაბეტური კეტოაციდოზი (დიაბეტის გართულება სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონით, წონის სწრაფი კლებით, გულისრევით ან ღებინებით);
წარსულში ან ამჟამად არსებული თირკმელების მხრივ პრობლემები;
ალერგიული რეაქცია სიტაგლიპტინის მიმართ (იხ. პარაგრაფი 4).
არ არის მოსალოდნელი, რომ ამ მედიკამენტმა გამოიწვიოს სისხლში შაქრის დაბალი დონე, რადგან ის არ მოქმედებს, როცა სისხლში შაქრის დაბალი დონეა. თუმცა, როცა მედიკამენტი გამოიყენება სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან კომბინაციაში, შეიძლება განვითარდეს სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეამციროს სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზა.
სიტაგლიპტინი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის ფაქტობრივად “ნატრიუმისგან თავისუფალია”.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში მედიკამენტი არ ინიშნება. ის არ არის ეფექტიანი 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. არ არის ცნობილი მედიკამენტის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას.
სხვა მედიკამენტები და სიტაგლიპტინი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
განსაკუთებით, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს დიგოქსინს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება არარეგულარული გულისცემის ან გულის სხვა პრობლემების დროს). დიგოქსინის დონე სისხლში უნდა შემოწმდეს, თუ პაციენტი იღებს სიტაგლიპტინს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება ორსულობის დროს.
არ არის ცნობილი მედიკამენტი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში. დაუშვებელია მედიკამენტის მიღება ძუძუთი კვების დროს ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ამ მედიკამენტს არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, აღწერილ იქნა თავბრუსხვევა და ძილიანობა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მედიკამენტის მიღებისას სულფონილშარდოვანასთან ან ინსულნთან კომბინაციაში, შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის, ან მუშაობისას უსაფრთხოდ ფეხზე დგომის უნარზე.
სიტაგლიპტინი ნორმონის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
რეკომენდებული დოზაა:
ერთი 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი;
ერთხელ დღეში;
განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
თუ პაციენტს თირკმელების მხრივ პრობლემები აქვს, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზები (როგორიცაა 25 მგ ან 50 მგ).
მედიკამენტის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან და სასმელთან ერთად, ისე მათ გარეშე.
ექიმმა მედიკამენტი შეიძლება დანიშნოს მარტო ან სხვა გარკვეულ მედიკამენტებთან კომბინაციაში, როლებიც აქვეითებენ სისხლში შაქრის დონეს.
დიეტა და ფიზიკური ვარჯიში ორგანიზმს ეხმარება სისხლში შაქრის უკეთესად ათვისებაში. მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა და ფიზიკური ვარჯიში, რომელიც რეკომენდებულია ექიმის მიერ, სიტაგლიპტინის მიღების დროს.
სიტაგლიპტინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის დანიშნული დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ესპანეთის ტელეფონის ნომერი: 91 562 04 20, მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
სიტაგლიპტინი ნორმონის მიღების დავიწყებისას
დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული და წამლის მიღება უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი სქემის მიხედვით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება დავიწყებულის სანაცვლოდ.
სიტაგლიპტინი ნორმონის მიღების შეწყვეტისას
მედიკამენტის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნული ხანგრძლივობით, რაც პაციენტს ეხმარება სისხლში შაქრის დონის გაკონტროლებაში. მედიკამენტის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი მოვლენა:
მუცლის (კუჭის არეში) ძლიერი და მუდმივი ხასიათის ტკივილი, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს წელის არეში, გულისრევასა და ღებინებასთან ერთად ან მათ გარეშე - ეს შეიძლება პანკრეასის ანთების (პანკრეატიტი) ნიშნები იყოს.
თუ პაციენტს განუვითარდა სერიოზული ალერგიული რეაქცია (სიხშირე უცნობია), გამონაყარის, ჭინჭრის ციების, კანზე ბუშტუკების განვითარების/კანის აქერცვლის და სახის, ტუჩების, ენის და ხორხის შეშუპების ჩათვლით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ექიმმა შეიძლება დანიშნოს ალერგიული რეაქციის სამკურნალო მედიკამენტი და შეცვალოს ანტიდიაბეტური პრეპარატი.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები მეტფორმინით თერაპიაზე სიტაგლიპტინის დამატების შემდეგ:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): სისხლში შაქრის დაბალი დონე, გულისრევა, მეტეორიზმი, ღებინება.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, ძილიანობა.
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა მუცლის არეში სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი სიტაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინაციის დაწყებისას (სიხშირის კლასიფიკაცია: ხშირი).
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის სულფონილშარდოვანასთან და მეტფორმინთან კომბინაციისას:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში): სისხლში შაქრის დაბალი დონე;
ხშირი: ყაბზობა.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის და პიოგლიტაზონის ერთდროულად მიღებისას:
ხშირი: მეტეორიზმი, ხელებისა და ფეხების შესივება.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის პიოგლიტაზონთან და მეტფორმინთან კომბინირებისას:
ხშირი: ხელებისა და ფეხების შესივება.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის ინსულინთან კომბინირებისას (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე):
ხშირი: გრიპი;
არახშრირი: პირის სიმშრალე.
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის მარტო მიღებისას კლინიკურ კვლევებში ან ლიცენზირების შემდეგ ცალკე და/ან სხვა ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთად მიღებისას:
ხშირი: სისხლში შაქრის დაბალი დონე, თავის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის “გაჭედვა” ან ცხვირიდან გამონადენი და ყელის ტკივილი, ოსტეოართრიტი, ხელებისა და ფეხების ტკივილი;
არახშრირი: თავბრუსხვევა, ყაბზობა, ქავილი;
იშვიათი: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
სიხშირე უცნობია: თირკმელების მხრივ პრობლემები (ზოგჯერ საჭიროებს დიალიზს), ღებინება, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, წელის ტკივილი, ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება, ბულოზური პემფიგოიდი (კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარის ტიპი).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემაში: https://www.notificaram.es.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
სიტაგლიპტინი ნორმონის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტსთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს სიტაგლიპტინი ნორმონი
აქტიური ნივთიერებაა სიტაგლიპტინი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი) შეიცავს სიტაგლიპტინის ჰიდროქლორიდს, რომელიც 100 მგ სიტაგლიპტინის ექვივალენტურია.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის შიგთავსი: კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), კალციუმის ჰიდროფოსფატი (E341), ნატრიუმის სტეარილფუმარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468) და მაგნიუმის სტეარატი (E470b). აპკიანი გარსი: ოპადრი II თეთრი 85F18422, რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) და ტალკი (E553b).
სიტაგლიპტინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
კრემისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ცალ მხარეს გამყოფი ხაზით და გრავირებით “ST” და მეორე მხარე სადა, დიამეტრით 10.0 მმ ± 25% და სისქით 4.0 მმ ± 25%.
ალუმინი/პოლიამიდი-ალუმინი-პვქ ან ალუმინი/პვქ (თეთრი)-პე-პვდქ (90) ბლისტერები. შეფუთვა შეიცავს 28 და 56 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი – მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2021 წლის იანვარი.
პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების ესპანეთის სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




