სიმბიკორტი ტურბოჰალერი
SYMBICORT TURBUHALER
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® - სასუნთქი აპარატია. ის შეიცავს ორ განსხვავებულ მედიკამენტს: ბუდესონიდს და ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატს. ბუდესონიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. “კორტიკოსტეროიდებს”. ის მოქმედებს ფილტვების შეშუპებისა და ანთების შემცირებისა და პრევენციის გზით; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბუდესონიდი (budesonide) + ფორმოტეროლი (formoterol)
- ფორმა და შეფუთვა
- (160მკგ+4,5მგ)/დოზა 60 დოზა საინჰალაციო ფხვნილი ინჰალატორი №1
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ადრენერგულები კომბინაციაში კორტიკოსტეროიდებთან ან სხვა პრეპარატებთან, გარდა ანტიქოლინერგულებისა
- ATC კოდი
- R03AK07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0353
- რეგისტრირებულია
- 29 ივლისი 2022, მოქმედებს 29 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
სიმბიკორტი ტურბოჰალერი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® - სასუნთქი აპარატია. ის შეიცავს ორ განსხვავებულ მედიკამენტს: ბუდესონიდს და ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატს.
ბუდესონიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. “კორტიკოსტეროიდებს”. ის მოქმედებს ფილტვების შეშუპებისა და ანთების შემცირებისა და პრევენციის გზით;
ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. “ხანგრძლივი მოქმედების ბეტა2-ადრენორეცეპტორების აგონისტებს” ან “ბრონქოდილატატორებს”. ის მოქმედებს სასუნთქი გზების კუნთების მოდუნებით. ეს განაპირობებს სუნთქვის გაადვილებას.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 1 ინჰალატორს. ინჰალატორს აქვს თეთრი კორპუსი და წითელი მანჟეტი, სადაც ხდება დოზის ჩატვირთვა. საინჰალაციო ფხვნილი არის თეთრი ფერის. თითოეული ინჰალატორი შეიცავს 60 ან 120 დოზას.
ექიმი მედიკამენტს ნიშნავს ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) სამკურნალოდ.
ასთმა
ეს პრეპარატი გამოიყენება ასთმის საფეხურებრივი მკურნალობის დროს, მე-3 საფეხურიდან, რათა მოხდეს ასთმის სიმპტომების კორექცია და კონტროლი.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® ასთმის დროს ინიშნება სამი სხვადასხვა გზით:
ა) ზოგიერთ პაციენტში ასთმისათვის ინიშნება ორი ინჰალატორი ერთდროულად: სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® პლუს “შეტევის მომხსნელი ინჰალატორი”.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® გამოიყენება ყოველდღე. ასეთ შემთხვევაში ხდება ასთმის შეტევის სიმპტომების პრევენცია.
“შეტევის მომხსნელი ინჰალატორი” აადვილებს სუნთქვას, როცა ვითარდება ასთმის სიმპტომები.
ბ) ზოგიერთ პაციენტში ინიშნება მარტო სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® ასთმის ინჰალატორის სახით.

ასევე სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება ხდება სუნთქვის გასაადვილებლად, როცა საჭიროა დამატებითი დოზა ასთმის სიმპტომების მოსახსნელად. ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო სხვა ცალკე რესპირატორის გამოყენება.
გ) მსუბუქი ასთმის მქონე პაციენტებში სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® ინიშნება ასთმის სიმპტომების შესამსუბუქებლად და მოსახსნელად.
პაციენტები იყენებენ სიმბიკორტ® ტურბუჰალერს® საჭიროების მიხედვით ასთმის სიმპტომების მოსახსნელად, როცა ხდება მათი განვითარება, და სიმპტომების მოსახსნელად, როცა პაციენტი ფიქრობს, რომ ვითარდება ასთმის შეტევა.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
პრეპარატი ამცირებს სიმტომებსა და შეტევების სიხშირეს საშუალო და მძიმე ფქოდ-ის დროს. ფქოდ ხანგრძლივად მიმდინარე ფილტვების სასუნთქი გზების დაავადებაა, რომელიც უმეტესად გამოწვეულია თამბაქოს მოწევით.
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/სიხშირის შესახებ
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის, ექთნის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მათთან მიმართვა.
მნიშვნელოვანია, რომ სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება მოხდეს რეგულარულად, ყოველდღე, მაშინაც კი თუ პაციენტს არ აღენიშნება ასთმის ან ფქოდ-ის სიმპტომები.
თუ პაციენტი სიმბიკორტი® ტურბუჰალერს® იყენებს ასთმის სამკურნალოდ, ექიმი რეგულარულად შეამოწმებს ასთმის სიმპტომებს.
თუ პაციენტი იღებს სტეროიდის ტაბლეტებს ასთმის ან ფქოდ-ის სამკურნალოდ, ექიმმა შეიძლება შემაციროს ამ ტაბლეტების რაოდენობა სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენების დაწყებისას. თუ პაციენტი პერორალურ სტეროიდის ტაბლეტს იღებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება დროდადრო შეამოწმოს სისხლის ანალიზები. პერორალური სტეროიდების დოზის შემცირებისას, პაციენტი შეიძლება თავს კარგად არ გრძნობდეს, თუმცა რესპირატორული ჩივილები შეიძლება გაუმჯობესდეს. შეიძლება განვითარდეს სურდო ან ცხვირის გაჭედვა, სახსრების სისუსტე, კუნთების ტკივილი, გამონაყარი ან ეგზემა. თუ რომელიმე ეს სიმპტომი აღენიშნება პაციენტს ან განუვითარდა თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიის ან ართრიტის სიმტომები, შეიძლება საჭიროებდეს სხვა მედიკამენტის მიღებას. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენების გაგრძელების შესახებ.
ექიმმა შეიძლება განიხილოს სტეროიდული ტაბლეტების დამატება ჩვეულებრივ მკურნალობაზე სტრესის პერიოდში (მაგ.: როცა პაციენტს აღენიშნება გულმკერდის ინფექცია ან ოპერაციის წინ).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ასთმის ან ფქოდ-ის სიმპტომების შესახებ
თუ პაციენტს აღენიშნება ქოშინი ან ხმაურიანი სუნთქვა სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენებისას, სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება უნდა გაგრძელდეს, მაგრამ საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს დამატებით მკურნალობას.
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:
თუ სუნთქვა უარესდება ან პაციენტს ღამით ხშირად ეღვიძება ასთმის სიმპტომების გამო;
თუ პაციენტს აღენიშნება მკერდში ზეწოლის შეგრძნება დილაობით ან მკერდში ზეწოლა გრძელდება ჩვეულებრივზე დიდხანს.
E
ეს სიმპტომები შეიძლება ნიშნავდეს, რომ ასთმა ან ფქოდ არ არის სრულად გაკონტროლებული და პაციენტი დაუყოვნებლივ საჭიროებს სხვა ან დამატებით მკურნალობას.
ასთმა
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® ასთმის დროს შეიძლება დაინიშნოს სამი სხვადასხვა გზით. სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია მისი დანიშვნის მეთოდზე:
ა) თუ პაციენტს დანიშნული აქვს როგორც სიმბიკორტი® ტურბუჰალერი®, ისე “შეტევის მომხსნელი ინჰალატორი” (სასუნთქი მოწყობილობა), იხ. ქვეთავი ა) სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® და შეტევის მომხსნელი ინჰალატორის გამოყენება.
ბ) თუ ინიშნება მარტო სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® სასუნთქი ინჰალატორის სახით, იხ. ქვეთავი ბ) სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება სასუნთქი ინჰალატორის სახით.
გ) თუ სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® ინიშნება, როგორც “შეტევის მომხსნელი ინჰალატორი” (სასუნთქი მოწყობილობა), იხ. ქვეთავი გ) სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება “შეტევის მომხსნელი” (სასუნთქი მოწყობილობის) სახით ასთმის მქონე პაციენტებში.
იხ. ქვეთავი “გამოყენება სიმპტომების განვითარების დროს”.
ა) სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® პლუს “შეტევის მომხსნელი ინჰალატორის” (სასუნთქი მოწყობილობის) გამოყენება
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება უნდა მოხდეს ყოველდღე. ამ გზით ხდება ასთმის შეტევის სიმპტომების პრევენცია.
მოზრდილები (18 წელი და მეტი ასაკი):
ჩვეულებრივი დოზაა 1 ან 2 ინჰალაცია, ორჯერ დღეში;
ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 4 ინჰალაციამდე ორჯერ დღეში;
თუ სიმპტომები კარგად კონტროლდება, ექიმმა შეიძლება დოზა შეამციროს ერთხელ გამოყენებამდე დღეში.
მოზარდები (12-17 წელი)
ჩვეულებრივი დოზაა ერთი ინჰალაცია ერთხელ ან ორჯერ დღეში;
თუ სიმპტომები კარგად კონტროლდება, მედიკამენტი გამოიყენება ერთხელ დღეში.
6-11 წლის ასაკის ბავშვებისათვის ხელმისაწდომია სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® უფრო დაბალი დოზა.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® არ არის შესაფერისი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.
მკურნალი ექიმი (ან ექთანი) პაციენტს დაეხმარება ასთმასთან გამკლავებაში. ის მოახდენს მედიკამენტის დოზის კორექციას უმცირეს დოზამდე, რომელიც აუცილებელია ასთმის გასაკონტროლბლად. დოზის კორექცია არ უნდა მოხდეს ექიმთან (ან ექთანთან) წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
“შეტევის მომხსნელი ინჰალატორის” გამოყენება უნდა მოხდეს ასთმის სიმპტომების განვითარების დროს. პაციენტმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს “შეტევის მომხსნელი ინჰალატორი” (სასუნთქი მოწყობილობა), ისე რომ პაციენტმა შეძლოს მისი გამოყენება საჭიროების დროს. ასთმის სიმპტომების მოსახსნელად გამოყენებულ უნდა იქნას “შეტევის მომხსნელი ინჰალატორი” და არა სიმბიკორტი® ტურბუჰალერი®.
ბ) მარტო სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება ასთმის ინჰალატორის (სასუნთქი მოწყობილობის) სახით
ამ დროს სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და 12 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® გამოყენებულ უნდა იქნას ყოველდღე. ამ დროს ხდება ასთმის სიმპტომების განვითარების პრევენცია. რეკომენდებული დოზებია:
1 ინჰალაცია დილით და 1 ინჰალაცია საღამოს
ან
2 ინჰალაცია დილით
ან
2 ინჰალაცია საღამოს
ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 2 ინჰალაციამდე ორჯერ დღეში.
გ) სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება “შეტევის მომხსნელი ინჰალატორის” (სასუნთქი მოწყობილობის) სახით
ამ დროს სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და როცა ვითარდება ასთმის სიმპტომები, და თუ პაციენტი 12 წლის ან მეტი ასაკისაა. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® რეგულარული გამოყენება. ის გამოიყენება ასთმის ინჰალატორის (სასუნთქი მოწყობილობის) სახით ერთჯერადად.
თუ პაციენტს ასთმის სიმპტომები აქვს, უნდა გაკეთდეს 1 ინჰალაცია და საჭიროა მოცდა რამდენიმე წუთით;
თუ პაციენტი თავს კარგად არ გრძნობს, საჭიროა მეორე ინჰალაცია;
არ უნდა გაკეთდეს 6 ინჰალაციაზე მეტი ერთჯერადად.
პაციენტმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს სიმბიკორტი® ტურბუჰალერი®, რათა შეძლოს მისი გამოყენება საჭიროების შემთხვევაში.
ჩვეულებრივ, არ არის საჭირო დღეში 8 ინჰალაციაზე მეტი. თუმცა, ექიმმა შეიძლება დროებით ნება დართოს პაციენტს, გამოიყენოს დღეში 12 ინჰალაციამდე.
თუ პაციენტი რეგულარულად საჭიროებს 8 ან მეტ ინჰალაციას, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. მკურნალობა შეიძლება საჭიროებდეს ცვლილებას.
არ უნდა იქნას გამოყენებული 12 ინჰალაციაზე მეტი 24 საათში.
თუ პაციენტს ასთმის სიმპტომები აღენისნება ფიზიკური დატვირთვის დროს, სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® გამოყენებულ უნდა იქნას აქ აღწერილის შესაბამისად. თუმცა, სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® არ უნდა იქნას გამოყენებული ზუსტად ფიზიკური დატვირთვის წინ ასთმის სიმპტომების განვითარების პრევენციისათვის.
ფილტვების ქრონიკუი ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში (18 წელი და ზემოთ)
რეკომენდებული დოზაა 2 ინჰალაცია დღეში
ფქოდ-ის სამკურნალოდ ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა ბრონქოდილატატორი (მაგ.: ანტიქოლინერგული პრეპარატი, როგორიცაა: თიოტროპიუმი ან იპრატროპიუმის ბრომიდი)
გამოყენების გზა და მეთოდი
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® პირველად გამოყენების შემთხვევაში
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® პირველად გამოყენებამდე, საჭიროა ინჰალატორის გამოყენებისათვის მომზადება შემდეგი სახით:
უნდა ამოიხრახნოს თავსახური. თავსახურის დატრიალებისას გაისმება ტკაცუნის ხმა.
ტურბუჰალერი® დაჭერილ უნდა იქნას ვერტიკალურად, დოზის ჩასატვირთი წითელი მანჟეტი უნდა იყოს ქვემოთ მიმართული.
დოზის ჩასათტვირთი წითელი მანჟეტი უნდა დატრიალდეს ერთი მიმართულებით, რამდენადაც შესაძლებელია. შემდეგ უნდა დატრიალდეს მეორე მიმართულებით. რამდენადაც შესაძლებელია (არ აქვს მნიშვნელობა, პირველად რომელ მხარეს დატრიალდება). ამ პროცესის დროს გაისმება ტკაცუნის ხმა.
ეს პროცესი - დოზის ჩასატვირთი წითელი მანჟეტის დატრიალება ორივე მხარეს - უნდა გამეორდეს მეორეჯერ;
ტურბუჰალერი® ახლა მზად არის გამოსაყენებლად.
როგორ უნდა გაკეთდეს ინჰალაცია?
საჭიროა შემდეგი ინსტრუქციების დაცვა ყოველი ინჰალაციის დროს.

ტურბუჰალერის® დაჭერილ უნდა იქნას ვერტიკალურად, დოზის ჩასატვირთი წითელი მანჟეტი უნდა იყოს ქვემოთ მიმართული.
- ტურბუჰალერის® დოზის ჩატვირთვის დროს არ უნდა მოხდეს მუნდშტუკთან შეხება. ტურბუჰალერის® დოზის ჩასატვირთად დოზის ჩასატვირთი წითელი მანჟეტი უნდა დატრიალდეს ერთი მიმართულებით, რამდენადაც შესაძლებელია. შემდეგ უნდა დატრიალდეს მეორე მიმართულებით, რამდენადაც შესაძლებელია (არ აქვს მნიშვნელობა, პირველად რომელ მხარეს დატრიალდება). ამ პროცესის დროს გაისმება ტკაცუნის ხმა. ტურბუჰალერში® დოზა ჩატვირთულია და მზად არის გამოსაყენებლად. ტურბუჰალერის® გამოსაყენებლად საჭიროა მხოლოდ დოზის ჩატვირთვა საჭიროების დროს.
- ტურბუჰალერის® დაჭერილ უნდა იქნას პირთან. საჭიროა ნელა ამოსუნთქვა (რამდენადაც კომფორტულია). არ უნდა მოხდეს ჩასუნთქვა ტურბუჰალერში®.
- მუნდშტუკი ფრთხილად უნდა მოთავსდეს კბილებს შორის. ტუჩები უნდა შემოეჭიროს მას. საჭიროა ძლიერად და ღრმად შესუნთქვა პირის გზით. არ შეიძლება მუნდშტუკის კბენა ან დაღეჭვა.
- ტურბუჰალერი® გამოღებულ უნდა იქნას პირიდან. შემდეგ უნდა მოხდეს ნელა ამოსუნთქვა. რადგან შესუნთქული მედიკამენტის რაოდენობა ძალიან მცირეა, ინჰალაციის შემდეგ პაციენტი ვერ იგრძნობს გემოს. თუ პაციენტი ზუსტად დაიცავს ინსტრუქციებს, გარანტირებულად მოხდება დოზის ინჰალაცია და მედიკამენტი მოხვედრა ფილტვებში.
- თუ პაციენტს ესაჭიროება მეორე ინჰაალცია, უნდა გამეორდეს მე-2-6 საფეხურები.
- გამოყენების შემდეგ თავსახური მჭიდროდ უნდა დაეხუროს ინჰალატორს.
- დილის და/ან საღამოს დოზების შემდეგ საჭიროა პირის წყლით გამოვლება და შემდეგ გადმოფურთხება.
ტურბუჰალერის® გაწმენდა
მუნდშტუკის გარეთა ზედაპირი უნდა გაიწმინდოს მშრალი ნაჭრით კვირაში ერთხელ.
არ უნდა იქნას გამოყენებული წყალი ან სითხე მუნდშტუკის გასაწმენდად.
როდის უნდა მოხდეს ახალი ტურბუჰალერის® გამოყენება
დოზის ინდიკატორის დისპლეიზე ჩანს რამდენი დოზაა დარჩენილი ტურბუჰალერში®, დოზის ათვლა იწყება 60-დან ან 120-დან, როცა ტურბუჰალერი® სავსეა.
ინდიკატორზე რაოდენობა ჩანს 10-დოზიანი ინტერვალებით, ასე რომ მასზე არ აისახება ყოველი ერთჯერადი დოზა.
როცა დოზის ინდიკატორის დისპლეიზე პირველად გამოჩნდება წითელი ნიშანი მუნდშტუკის ქვემოთ, ინჰალატორში დარჩენილია დაახლოებით 20 დოზა, ბოლო 10 დოზისათვის ინდიკატორის დისპლეის ფერი იქნება წითელი, როცა ინდიკატორზე გამოჩნდება “0” დისპლეის შუაში, საჭიროა ახალი ტურბუჰალერის® გამოყენება.
შენიშვნა:
მაშინაც კი, როცა ტურბუჰალერი® ცარიელია, დოზის ჩასატვირთი მანჟეტი ტრიალდება და ისმის ტკაცუნის ხმა.
ხმა, რომელიც ისმის ტურბუჰალერის® შენჯღრევისას, გამოწვეულია არა მედიკამენტით, არამედ ტურბუჰალერის® შიგნით არსებული ნესტის მშთანთქმელით.. ამრიგად, ეს ხმა არ მიუთითებს, რამდენი მედიკამენტი დარჩა ტურბუჰალერში®.
იმ შემთხვევაშიც კი, როცა დოზის მიღებამდე შემთხვევით რამდენჯერმე მოხდება ტურბუჰალერის® დოზის ჩატვირთვა, პაციენტი მიიღებს მხოლოდ ერთ დოზას. თუმცა დისპლეიზე აღირიცხება ყველა ჩატვირთული დოზა.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ასთმა:
მოზარდები (12-17 წლის ასაკის):
ჩვეულებრივი დოზაა 1 ან 2 ინჰალაცია დღეში.
თუ სიმპტომები კარგად კონტროლდება, ექიმმა დოზა შეიძლება შეამციროს ერთ გამოყენებამდე დღეში.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® უფრო დაბალი დოზა ხელმისაწვდომია 6-11 წლის ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.
რადგან არასაკმარისია მონაცემები სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენების შესახებ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, არ არის რეკოემნდებული მისი გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება მხოლოდ, როგორც ასთმის ინჰალატორის (სასუნთქი მოწყობილობა) ან “შეტევის მომხსნელი ინჰალატორის” სახით.
ფქოდ: სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® არ არის განკუთვნილი ბავშვებში (18 წლამდე ასაკის) ამ ჩვენებით გამოსაყენებლად. ის ინიშნება მხოლოდ მოზრდილებში (18 წელი და ზემოთ).
ხანდაზმულებში გამოყენება:
ინიშნება, როგორც მოზრდილებში.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
არ არის სპეციფიკური რეკომენდაციები თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების დროს.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება გაიზარდოს მედიკამენტის სისტემური შეწოვა. ამიტომ, ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დოზის კორექციისათვის.
მკურნალობის შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს უეცრად.
ასთმის ან ფქოდ-ის უეცარი და პროგრესული გაუარესება სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობაა და საჭიროებს ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვას.
პაციენტმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს სიმბიკორტი®, როგორც შეტევის მომხსნელი საშუალება (პაციენტებისათვის, რომლებიც სიმბიკორტს® იყენებენ შემანარჩუნებელი და სეტევის მომხსნელი თერაპიის სახით) ან სხვა სწრაფად მოქმედი ბრონქოდილატატორი (ყველა პაციენტისათვის, რომლებიც სიმბიკორტს® იყენებენ მხოლოდ შემანარჩუნებელი თერაპიის სახით).
სიმპტომების არარსებობის მიუხედავად, პაციენტმა უნდა მიიღოს სიმბიკორტის® შემანარჩუნებელი დოზა, ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად.
ასთმის სიმპტომების გაკონტროლების შემდეგ, ექიმი თანდათანობით შეამცირებს სიმბიკორტის® დოზას.
მედიკამენტით მკურნალობის დაწყებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ექიმი მოახდენს პაციენტის მონიტორინგს. სიმბიკორტით® მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ასთმასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები და გამწვავებები. ასეთ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს სიმბიკორტით® მკურნალობა, მაგრამ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ ასთმის სიმპტომები არ კონტროლდება ან უარესდება მკურნალობის დაწყების შემდეგ.
ხანდაზმულ პაციენტებში საინჰალაციო სტეროიდებთან კომბინაციის დროს იზრდება პნევმონიის რისკი. ფქოდ-ის დროს მაღალი დოზის გამოყენების უპირატესობა კლინიკურად არ არის დამტკიცებული.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® დოზის გადაჭარბებისას
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა. სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირი სიმპტომებია ტრემორი, თავის ტკივილი ან აჩქარებული გულისცემა.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენების დავიწყებისას
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენების დავიწყებისას დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული.
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
სიფრთხილის ზომები
დაუშვებელია სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ბუდესონიდის, ფორმოტეროლის ან სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენებამდე, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს:
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი;
თუ პაციენტს ფილტვების ინფექცია აქვს;
თუ პაციენტს მაღალი არტერიული წნევა აქვს ან ანამნეზში აღენიშნება გულის პრობლემები (მათ შორის, არარეგულარული გულისცემა, ძალიან ჩქარი პულსი, არტერიების შევიწროება ან გულის უკმარისობა);
თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის ან თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლში კალიუმის დაბალი დონე;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დავაადება.
თუ ეს გაფრთხილებები ეხება პაციენტს, მათ შორის წარსულში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ფეხმძიმობა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენებამდე საჭიროა ექიმის ინფორმირება.
თუ მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უნდა შეწყდეს სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენებამდე ძუძუთი კვების დროს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენებამდე თქვენს ექიმს მიმართეთ. თუ, ექიმი საწინააღმდეგოს არ გეტყვით, სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® არ გამოიყენოთ.
თუ, სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენების პერიოდში ორსულობა დადასტუდება, სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება არ შეწყვიტოთ, მაგრამ სასწრაფოდ ექიმს აცნოებთ არსებული მდგომარეობა.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვების პერიოდში სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენებამდე ექიმის კონუსტაცია მიიღეთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის მოსალოდნელი, რომ სიმბიკორტი® ტურბუჰალერმა® გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® შეიცავს ლაქტოზას, შაქრის ტიპს (<1 მგ/ინჰალაცია). თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ექიმთან კონსულტაცია. ეს მედიკამენტი ლაქტოზას შეიცავს იმ რაოდენობით, რომ არ უნდა გამოიწვიოს პრობლემები ლაქტოზის აუტანლობის მქონე პირებში.
მედიკამენტი დამხმარე ნივთიერებების სახით შეიცავს ლაქტოზას, რძის ცილებს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
ბეტა-ბლოკატორები (როგორიცაა ატენოლოლი ან პროპრანოლოლი), გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, თვალის წვეთების ჩათვლით (როგორიცაა, თიმოლოლი), გამოიყენება თვალის წნევის მომატების (გლაუკომა) დროს;
სწრაფი და არარეგულარული გულისცემის სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა, ქინიდინი);
მედიკამენტები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება გულის უკმარისობის დროს (დიგოქსინი);
დიურეტიკები (როგორიცაა ფუროსემიდი), გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;
პერორალური სტეროიდები (როგორიცაა პრედნიზოლონი);
ქსანტინის წარმოებული მედიკამენტები, გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ (როგორიცაა, თეოფილინი ან ამინოფილინი);
სასუნთქი გზების სხვა გამაფართოებლები (როგორიცაა, სალბუტამოლი);
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ (როგორიცაა, ამიტრიპტილინი და ნეფაზოდონი);
ფენოთიაზინის წარმოებულები, გამოიყენება მძიმე ფსიქიკური დაავადებების დროს (როგორიცაა, ქლორპრომაზინი და პროქლორპერაზინი);
ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის (შიდსის) სამკურნალოდ (როგორიცაა, პროტეაზის ინჰიბიტორი - რიტონავირი);
სოკოს სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, კლარითრომიცინი და ტელითრომიცინი);
მედიკამენტები, რომლები გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს (როგორიცაა, ლევოდოპა);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის დროს (როგორიცაა ლევოთიროქსინი);
ანტიბიოტიკები (როგორიცაა, კლარითრომიცინი და ტელითრომიცინი);
ფურაზოლიდონი - გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ, პროკარბაზინი - გამოიყენება სხვადასხვა კიბოს დროს, მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები - გამოიყენება ანტიდეპრესანტების სახით, ალკოჰოლი, ოქსიტოცინის ჰორმონით თერაპია;
ტერფენადინი - გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ, დიზოპირამიდი - გამოიყენება გულის რითმის დარღვევების დროს;
ბეტა2-აგონისტები (მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ სალბუტამოლს, ტერბუტალინს, ინდაკატეროლს, ვილანტეროლს, ოლოდატეროლს და ბეტა2-რეცეპტორების სტიმულანტებს);
საანესთეზიო პრეპარატები ჰალოგენიზებული ნახშირწყლების სახით (აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს იზოფლურანს, დეზიფლურანს, ქლოროფორმს, ტრიქლორეთილენს, ჰალოთანს, ენფლურანს და სევოფლურანს).
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს ან არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენებამდე.
ასევე, ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს ზოგადი ანესთეზია, ქირურგიული ოპერაციის ან სტომატოლოგიური მკურნალობის გამო.
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ რომელიმე მედიკამენტს.
გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, სიმბიკორტი® ტურბუჰალერმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
თუ სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენებისას აღინიშნა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა:
გამონაყარი და/ან გულისწასვლის უეცარი შეგრძნება სახის, განსაკუთრებით პირის ირგვლივ (ენა და/ან ხორხი) შეშუპებით, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით (ანგიონევროზული შეშუპება). ეს მიუთითებს, რომ პაციენტს ალერგია აქვს. ეს იშვიათი მდგომარეობაა და ვითარდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;
უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა მედიკამენტის ინჰალაციისას. ეს ძალიან იშვიათი მდგომარეობაა და ვითარდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
ყველა ეს ეფექტი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენაა. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება და გამოყენებულ უნდა იქნას “შეტევის მომხსნელი ინჰალატორი” (სასუნთქი მოწყობილობა). პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.
სხვა გვერდითი ეფექტები
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია სიხშირის შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ხშირი: აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში
არახშირი: აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
იშვიათი: აღინიშნება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ძალიან იშვიათი: აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.
ხშირი:
გულის ფრიალი (გულისცემის შეგრძნება), კანკალი ან ტრემორი. ეს მოვლენები ჩვეულებრივ სუსტი ხასიათისაა და თავისით გადის სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენების გაგრძელებისას;
პირის ღრუს რძიანა (სოკოვანი ინფექცია). ნაკლებად მოსალოდნელია მისი განვითარება, თუ ტურბუჰალერის® გამოყენების შემდეგ ხდება პირის ღრუს წყლით გამოვლება;
სუსტი ანგინა, ხველა და ხმის ჩახლეჩა;
თავის ტკივილი;
პნევმონია (ფილტვების ინფექცია) ფქოდ-ის მქონე პაციენტებში.
საჭიროა ექიმის ინფორმირება, თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენებისას. ეს სიმპტომები შეიძლება ფილტვების ინფექციის ნიშნები იყოს:
ცხელება ან შემცივნება;
ლორწოს წარმოქმნის გაზრდა, ლორწოს ფერის ცვლილება;
გაძლიერებული ხველა ან სუნთქვის გაძნელების გაძლიერება.
არახშირი:
დაღლილობა, გაღიზიანებადობა ან აგზნება
ძილის დარღვევები
თავბრუსხვევა
გულისრევა (ან ღებინება)
სწრაფი გულისცემა
კანზე სისხლჩაქცევები
კუნთების სპაზმები
მხედველობის დაბინდვა
იშვიათი:
კანზე გამონაყარი, ქავილი
ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების სპაზმი, რომელიც იწვევს ხმაურიან სუნთქვას). თუ ხმაურიანი სუნთქვა ვითარდება სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენების შემდეგ მაშინათვე, უნდა შეწყდეს სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
კალიუმის დონის დაქვეითება სისხლში
არარეგულარული გულისცემა
ძალიან იშვიათი
დეპრესია
ქცევის დარღვევები, განსაკუთრებით ბავშვებში
მკერდის არეში ტკივილის ან მოჭერის შეგრძნება (სტენოკარდია)
სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მომატება
გემოს ცვლილება, როგორიცაა ცუდი გემო პირში
სისხლის წნევის ცვლილება
გულის გამტარებლობის დარღვევა (QTc ინტერვალის გახანგრძლივება)
კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადება, რომელიც იწვევს წონის მომატებას, მრგვალ სახეს, მაღალ არტერიულ წნევას და ჭარბთმიანობას, სისხლში კორტიზოლის დონის მომატების გამო.
საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გავლენა იქონონ სტეროიდული ჰორმონების პროდუქციაზე ორგანიზმში, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ეს ეფექტებია:
ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება (ძვლების გამოფიტვა)
კატარაქტა (თვალის ბროლის შემღვრევა)
გლაუკომა (თვალში წნევის მომატება)
ბავშვებისა და მოზარდების ზრდაში ჩამორჩენა
ეფექტები თირკმელზედა ჯირკვალზე.
ეს ეფექტები ნაკლებად მოსალოდნელია, რომ განვითარდეს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, ვიდრე კორტიკოსტეროიდების ტაბლეტების მიღებისას.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრის (TÜFAM) ვებგვერდზე: HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებაზე“ დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შენახვის პირობები
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 30ºC-ის ქვემოთ
როცა არ ხდება სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება, ის ინახება მჭიდროდ თავდახურული
გამოყენებულ უნდა იქნას შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება ტურბუჰალერის® კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
დაუშვებელია მედიკამენტების გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.. გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. ეს ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! მათი მოთავსება უნდა მოხდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
AstraZeneca İlaç San. ve Tic. Ltd. Şti.
Büyükdere Cad. Yapı Kredi Plaza, B Blok, Kat 4
Levent – İstanbul
ასტრაზენეკა ილაჩ სან ვე ტიკ. ლტდ. შტი
ბიუიკდერე კად. იაპი კრედი პლაზა, ბ ბლოკი, სართ. 4
ლევენტი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
AstraZeneca AB
SE-151 85
Södertalje - İsveç
ასტრაზენეკა აბ
SE-151 85
სიოდერტალიე - შვედეთი
გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 20/05/2022
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® 160/4.5 მკგ/დოზა საინჰალაციო ფხვნილი
განკუთვნილია ინჰალაციისათვის
აქტიური ნივთიერება: ბუდესონიდი, ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატი
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (შეიცავს ძროხის რძისგან მიღებულ რძის ცილებს)
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა.
მედიკამენტის მკურნალობის განმავლობაში ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვისას ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.
საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტად დაცვა. დაუშვებელია მედიკამენტის უფრო მაღალი ან დაბალი დოზის მიღება, ვიდრე რეკომენდებულია.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენებამდე;
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® შენახვის წესი
სათაურები მოცემულია ტექსტში
რას წარმოადგენს სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® და მისი გამოყენება
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® - სასუნთქი აპარატია. ის შეიცავს ორ განსხვავებულ მედიკამენტს: ბუდესონიდს და ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატს.
ბუდესონიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. “კორტიკოსტეროიდებს”. ის მოქმედებს ფილტვების შეშუპებისა და ანთების შემცირებისა და პრევენციის გზით;
ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. “ხანგრძლივი მოქმედების ბეტა2-ადრენორეცეპტორების აგონისტებს” ან “ბრონქოდილატატორებს”. ის მოქმედებს სასუნთქი გზების კუნთების მოდუნებით. ეს განაპირობებს სუნთქვის გაადვილებას.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 1 ინჰალატორს. ინჰალატორს აქვს თეთრი კორპუსი და წითელი მანჟეტი, სადაც ხდება დოზის ჩატვირთვა. საინჰალაციო ფხვნილი არის თეთრი ფერის. თითოეული ინჰალატორი შეიცავს 60 ან 120 დოზას.
ექიმი მედიკამენტს ნიშნავს ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) სამკურნალოდ.
ასთმა
ეს პრეპარატი გამოიყენება ასთმის საფეხურებრივი მკურნალობის დროს, მე-3 საფეხურიდან, რათა მოხდეს ასთმის სიმპტომების კორექცია და კონტროლი.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® ასთმის დროს ინიშნება სამი სხვადასხვა გზით:
ა) ზოგიერთ პაციენტში ასთმისათვის ინიშნება ორი ინჰალატორი ერთდროულად: სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® პლუს “შეტევის მომხსნელი ინჰალატორი”.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® გამოიყენება ყოველდღე. ასეთ შემთხვევაში ხდება ასთმის შეტევის სიმპტომების პრევენცია.
“შეტევის მომხსნელი ინჰალატორი” აადვილებს სუნთქვას, როცა ვითარდება ასთმის სიმპტომები.
ბ) ზოგიერთ პაციენტში ინიშნება მარტო სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® ასთმის ინჰალატორის სახით.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® გამოიყენება ყოველდღე. ასეთ შემთხვევაში ხდება ასთმის შეტევის სიმპტომების პრევენცია.
ასევე სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება ხდება სუნთქვის გასაადვილებლად, როცა საჭიროა დამატებითი დოზა ასთმის სიმპტომების მოსახსნელად. ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო სხვა ცალკე რესპირატორის გამოყენება.
გ) მსუბუქი ასთმის მქონე პაციენტებში სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® ინიშნება ასთმის სიმპტომების შესამსუბუქებლად და მოსახსნელად.
პაციენტები იყენებენ სიმბიკორტ® ტურბუჰალერს® საჭიროების მიხედვით ასთმის სიმპტომების მოსახსნელად, როცა ხდება მათი განვითარება, და სიმპტომების მოსახსნელად, როცა პაციენტი ფიქრობს, რომ ვითარდება ასთმის შეტევა.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
პრეპარატი ამცირებს სიმტომებსა და შეტევების სიხშირეს საშუალო და მძიმე ფქოდ-ის დროს. ფქოდ ხანგრძლივად მიმდინარე ფილტვების სასუნთქი გზების დაავადებაა, რომელიც უმეტესად გამოწვეულია თამბაქოს მოწევით.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენებამდე
დაუშვებელია სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ბუდესონიდის, ფორმოტეროლის ან სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენებამდე, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს:
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი;
თუ პაციენტს ფილტვების ინფექცია აქვს;
თუ პაციენტს მაღალი არტერიული წნევა აქვს ან ანამნეზში აღენიშნება გულის პრობლემები (მათ შორის, არარეგულარული გულისცემა, ძალიან ჩქარი პულსი, არტერიების შევიწროება ან გულის უკმარისობა);
თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის ან თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლში კალიუმის დაბალი დონე;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დავაადება.
თუ ეს გაფრთხილებები ეხება პაციენტს, მათ შორის წარსულში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ფეხმძიმობა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენებამდე საჭიროა ექიმის ინფორმირება.
თუ მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უნდა შეწყდეს სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენებამდე ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არ არის მოსალოდნელი, რომ სიმბიკორტი® ტურბუჰალერმა® გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® შეიცავს ლაქტოზას, შაქრის ტიპს (<1 მგ/ინჰალაცია). თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ექიმთან კონსულტაცია. ეს მედიკამენტი ლაქტოზას შეიცავს იმ რაოდენობით, რომ არ უნდა გამოიწვიოს პრობლემები ლაქტოზის აუტანლობის მქონე პირებში.
მედიკამენტი დამხმარე ნივთიერებების სახით შეიცავს ლაქტოზას, რძის ცილებს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
ბეტა-ბლოკატორები (როგორიცაა ატენოლოლი ან პროპრანოლოლი), გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, თვალის წვეთების ჩათვლით (როგორიცაა, თიმოლოლი), გამოიყენება თვალის წნევის მომატების (გლაუკომა) დროს;
სწრაფი და არარეგულარული გულისცემის სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა, ქინიდინი);
მედიკამენტები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება გულის უკმარისობის დროს (დიგოქსინი);
დიურეტიკები (როგორიცაა ფუროსემიდი), გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;
პერორალური სტეროიდები (როგორიცაა პრედნიზოლონი);
ქსანტინის წარმოებული მედიკამენტები, გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ (როგორიცაა, თეოფილინი ან ამინოფილინი);
სასუნთქი გზების სხვა გამაფართოებლები (როგორიცაა, სალბუტამოლი);
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ (როგორიცაა, ამიტრიპტილინი და ნეფაზოდონი);
ფენოთიაზინის წარმოებულები, გამოიყენება მძიმე ფსიქიკური დაავადებების დროს (როგორიცაა, ქლორპრომაზინი და პროქლორპერაზინი);
ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის (შიდსის) სამკურნალოდ (როგორიცაა, პროტეაზის ინჰიბიტორი - რიტონავირი);
სოკოს სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, კლარითრომიცინი და ტელითრომიცინი);
მედიკამენტები, რომლები გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს (როგორიცაა, ლევოდოპა);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის დროს (როგორიცაა ლევოთიროქსინი);
ანტიბიოტიკები (როგორიცაა, კლარითრომიცინი და ტელითრომიცინი);
ფურაზოლიდონი - გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ, პროკარბაზინი - გამოიყენება სხვადასხვა კიბოს დროს, მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები - გამოიყენება ანტიდეპრესანტების სახით, ალკოჰოლი, ოქსიტოცინის ჰორმონით თერაპია;
ტერფენადინი - გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ, დიზოპირამიდი - გამოიყენება გულის რითმის დარღვევების დროს;
ბეტა2-აგონისტები (მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ სალბუტამოლს, ტერბუტალინს, ინდაკატეროლს, ვილანტეროლს, ოლოდატეროლს და ბეტა2-რეცეპტორების სტიმულანტებს);
საანესთეზიო პრეპარატები ჰალოგენიზებული ნახშირწყლების სახით (აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს იზოფლურანს, დეზიფლურანს, ქლოროფორმს, ტრიქლორეთილენს, ჰალოთანს, ენფლურანს და სევოფლურანს).
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს ან არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენებამდე.
ასევე, ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს ზოგადი ანესთეზია, ქირურგიული ოპერაციის ან სტომატოლოგიური მკურნალობის გამო.
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ რომელიმე მედიკამენტს.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენების წესი
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/სიხშირის შესახებ
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის, ექთნის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მათთან მიმართვა.
მნიშვნელოვანია, რომ სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება მოხდეს რეგულარულად, ყოველდღე, მაშინაც კი თუ პაციენტს არ აღენიშნება ასთმის ან ფქოდ-ის სიმპტომები.
თუ პაციენტი სიმბიკორტი® ტურბუჰალერს® იყენებს ასთმის სამკურნალოდ, ექიმი რეგულარულად შეამოწმებს ასთმის სიმპტომებს.
თუ პაციენტი იღებს სტეროიდის ტაბლეტებს ასთმის ან ფქოდ-ის სამკურნალოდ, ექიმმა შეიძლება შემაციროს ამ ტაბლეტების რაოდენობა სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენების დაწყებისას. თუ პაციენტი პერორალურ სტეროიდის ტაბლეტს იღებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება დროდადრო შეამოწმოს სისხლის ანალიზები. პერორალური სტეროიდების დოზის შემცირებისას, პაციენტი შეიძლება თავს კარგად არ გრძნობდეს, თუმცა რესპირატორული ჩივილები შეიძლება გაუმჯობესდეს. შეიძლება განვითარდეს სურდო ან ცხვირის გაჭედვა, სახსრების სისუსტე, კუნთების ტკივილი, გამონაყარი ან ეგზემა. თუ რომელიმე ეს სიმპტომი აღენიშნება პაციენტს ან განუვითარდა თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიის ან ართრიტის სიმტომები, შეიძლება საჭიროებდეს სხვა მედიკამენტის მიღებას. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენების გაგრძელების შესახებ.
ექიმმა შეიძლება განიხილოს სტეროიდული ტაბლეტების დამატება ჩვეულებრივ მკურნალობაზე სტრესის პერიოდში (მაგ.: როცა პაციენტს აღენიშნება გულმკერდის ინფექცია ან ოპერაციის წინ).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ასთმის ან ფქოდ-ის სიმპტომების შესახებ
თუ პაციენტს აღენიშნება ქოშინი ან ხმაურიანი სუნთქვა სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენებისას, სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება უნდა გაგრძელდეს, მაგრამ საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს დამატებით მკურნალობას.
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:
თუ სუნთქვა უარესდება ან პაციენტს ღამით ხშირად ეღვიძება ასთმის სიმპტომების გამო;
თუ პაციენტს აღენიშნება მკერდში ზეწოლის შეგრძნება დილაობით ან მკერდში ზეწოლა გრძელდება ჩვეულებრივზე დიდხანს.
E
ეს სიმპტომები შეიძლება ნიშნავდეს, რომ ასთმა ან ფქოდ არ არის სრულად გაკონტროლებული და პაციენტი დაუყოვნებლივ საჭიროებს სხვა ან დამატებით მკურნალობას.
ასთმა
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® ასთმის დროს შეიძლება დაინიშნოს სამი სხვადასხვა გზით. სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია მისი დანიშვნის მეთოდზე:
ა) თუ პაციენტს დანიშნული აქვს როგორც სიმბიკორტი® ტურბუჰალერი®, ისე “შეტევის მომხსნელი ინჰალატორი” (სასუნთქი მოწყობილობა), იხ. ქვეთავი ა) სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® და შეტევის მომხსნელი ინჰალატორის გამოყენება.
ბ) თუ ინიშნება მარტო სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® სასუნთქი ინჰალატორის სახით, იხ. ქვეთავი ბ) სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება სასუნთქი ინჰალატორის სახით.
გ) თუ სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® ინიშნება, როგორც “შეტევის მომხსნელი ინჰალატორი” (სასუნთქი მოწყობილობა), იხ. ქვეთავი გ) სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება “შეტევის მომხსნელი” (სასუნთქი მოწყობილობის) სახით ასთმის მქონე პაციენტებში.
იხ. ქვეთავი “გამოყენება სიმპტომების განვითარების დროს”.
ა) სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® პლუს “შეტევის მომხსნელი ინჰალატორის” (სასუნთქი მოწყობილობის) გამოყენება
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება უნდა მოხდეს ყოველდღე. ამ გზით ხდება ასთმის შეტევის სიმპტომების პრევენცია.
მოზრდილები (18 წელი და მეტი ასაკი):
ჩვეულებრივი დოზაა 1 ან 2 ინჰალაცია, ორჯერ დღეში;
ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 4 ინჰალაციამდე ორჯერ დღეში;
თუ სიმპტომები კარგად კონტროლდება, ექიმმა შეიძლება დოზა შეამციროს ერთხელ გამოყენებამდე დღეში.
მოზარდები (12-17 წელი)
ჩვეულებრივი დოზაა ერთი ინჰალაცია ერთხელ ან ორჯერ დღეში;
თუ სიმპტომები კარგად კონტროლდება, მედიკამენტი გამოიყენება ერთხელ დღეში.
6-11 წლის ასაკის ბავშვებისათვის ხელმისაწდომია სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® უფრო დაბალი დოზა.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® არ არის შესაფერისი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.
მკურნალი ექიმი (ან ექთანი) პაციენტს დაეხმარება ასთმასთან გამკლავებაში. ის მოახდენს მედიკამენტის დოზის კორექციას უმცირეს დოზამდე, რომელიც აუცილებელია ასთმის გასაკონტროლბლად. დოზის კორექცია არ უნდა მოხდეს ექიმთან (ან ექთანთან) წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
“შეტევის მომხსნელი ინჰალატორის” გამოყენება უნდა მოხდეს ასთმის სიმპტომების განვითარების დროს. პაციენტმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს “შეტევის მომხსნელი ინჰალატორი” (სასუნთქი მოწყობილობა), ისე რომ პაციენტმა შეძლოს მისი გამოყენება საჭიროების დროს. ასთმის სიმპტომების მოსახსნელად გამოყენებულ უნდა იქნას “შეტევის მომხსნელი ინჰალატორი” და არა სიმბიკორტი® ტურბუჰალერი®.
ბ) მარტო სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება ასთმის ინჰალატორის (სასუნთქი მოწყობილობის) სახით
ამ დროს სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და 12 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® გამოყენებულ უნდა იქნას ყოველდღე. ამ დროს ხდება ასთმის სიმპტომების განვითარების პრევენცია. რეკომენდებული დოზებია:
1 ინჰალაცია დილით და 1 ინჰალაცია საღამოს
ან
2 ინჰალაცია დილით
ან
2 ინჰალაცია საღამოს
ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 2 ინჰალაციამდე ორჯერ დღეში.
გ) სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება “შეტევის მომხსნელი ინჰალატორის” (სასუნთქი მოწყობილობის) სახით
ამ დროს სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და როცა ვითარდება ასთმის სიმპტომები, და თუ პაციენტი 12 წლის ან მეტი ასაკისაა. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® რეგულარული გამოყენება. ის გამოიყენება ასთმის ინჰალატორის (სასუნთქი მოწყობილობის) სახით ერთჯერადად.
თუ პაციენტს ასთმის სიმპტომები აქვს, უნდა გაკეთდეს 1 ინჰალაცია და საჭიროა მოცდა რამდენიმე წუთით;
თუ პაციენტი თავს კარგად არ გრძნობს, საჭიროა მეორე ინჰალაცია;
არ უნდა გაკეთდეს 6 ინჰალაციაზე მეტი ერთჯერადად.
პაციენტმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს სიმბიკორტი® ტურბუჰალერი®, რათა შეძლოს მისი გამოყენება საჭიროების შემთხვევაში.
ჩვეულებრივ, არ არის საჭირო დღეში 8 ინჰალაციაზე მეტი. თუმცა, ექიმმა შეიძლება დროებით ნება დართოს პაციენტს, გამოიყენოს დღეში 12 ინჰალაციამდე.
თუ პაციენტი რეგულარულად საჭიროებს 8 ან მეტ ინჰალაციას, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. მკურნალობა შეიძლება საჭიროებდეს ცვლილებას.
არ უნდა იქნას გამოყენებული 12 ინჰალაციაზე მეტი 24 საათში.
თუ პაციენტს ასთმის სიმპტომები აღენისნება ფიზიკური დატვირთვის დროს, სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® გამოყენებულ უნდა იქნას აქ აღწერილის შესაბამისად. თუმცა, სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® არ უნდა იქნას გამოყენებული ზუსტად ფიზიკური დატვირთვის წინ ასთმის სიმპტომების განვითარების პრევენციისათვის.
ფილტვების ქრონიკუი ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში (18 წელი და ზემოთ)
რეკომენდებული დოზაა 2 ინჰალაცია დღეში
ფქოდ-ის სამკურნალოდ ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა ბრონქოდილატატორი (მაგ.: ანტიქოლინერგული პრეპარატი, როგორიცაა: თიოტროპიუმი ან იპრატროპიუმის ბრომიდი)
გამოყენების გზა და მეთოდი
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® პირველად გამოყენების შემთხვევაში
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® პირველად გამოყენებამდე, საჭიროა ინჰალატორის გამოყენებისათვის მომზადება შემდეგი სახით:
უნდა ამოიხრახნოს თავსახური. თავსახურის დატრიალებისას გაისმება ტკაცუნის ხმა.
ტურბუჰალერი® დაჭერილ უნდა იქნას ვერტიკალურად, დოზის ჩასატვირთი წითელი მანჟეტი უნდა იყოს ქვემოთ მიმართული.
დოზის ჩასათტვირთი წითელი მანჟეტი უნდა დატრიალდეს ერთი მიმართულებით, რამდენადაც შესაძლებელია. შემდეგ უნდა დატრიალდეს მეორე მიმართულებით. რამდენადაც შესაძლებელია (არ აქვს მნიშვნელობა, პირველად რომელ მხარეს დატრიალდება). ამ პროცესის დროს გაისმება ტკაცუნის ხმა.
ეს პროცესი - დოზის ჩასატვირთი წითელი მანჟეტის დატრიალება ორივე მხარეს - უნდა გამეორდეს მეორეჯერ;
ტურბუჰალერი® ახლა მზად არის გამოსაყენებლად.
როგორ უნდა გაკეთდეს ინჰალაცია?
საჭიროა შემდეგი ინსტრუქციების დაცვა ყოველი ინჰალაციის დროს.
უნდა ამოიხრახნოს თავსახური. თავსახურის დატრიალებისას გაისმება ტკაცუნის ხმა.
ტურბუჰალერის® დაჭერილ უნდა იქნას ვერტიკალურად, დოზის ჩასატვირთი წითელი მანჟეტი უნდა იყოს ქვემოთ მიმართული.
- ტურბუჰალერის® დოზის ჩატვირთვის დროს არ უნდა მოხდეს მუნდშტუკთან შეხება. ტურბუჰალერის® დოზის ჩასატვირთად დოზის ჩასატვირთი წითელი მანჟეტი უნდა დატრიალდეს ერთი მიმართულებით, რამდენადაც შესაძლებელია. შემდეგ უნდა დატრიალდეს მეორე მიმართულებით, რამდენადაც შესაძლებელია (არ აქვს მნიშვნელობა, პირველად რომელ მხარეს დატრიალდება). ამ პროცესის დროს გაისმება ტკაცუნის ხმა. ტურბუჰალერში® დოზა ჩატვირთულია და მზად არის გამოსაყენებლად. ტურბუჰალერის® გამოსაყენებლად საჭიროა მხოლოდ დოზის ჩატვირთვა საჭიროების დროს.
- ტურბუჰალერის® დაჭერილ უნდა იქნას პირთან. საჭიროა ნელა ამოსუნთქვა (რამდენადაც კომფორტულია). არ უნდა მოხდეს ჩასუნთქვა ტურბუჰალერში®.
- მუნდშტუკი ფრთხილად უნდა მოთავსდეს კბილებს შორის. ტუჩები უნდა შემოეჭიროს მას. საჭიროა ძლიერად და ღრმად შესუნთქვა პირის გზით. არ შეიძლება მუნდშტუკის კბენა ან დაღეჭვა.
- ტურბუჰალერი® გამოღებულ უნდა იქნას პირიდან. შემდეგ უნდა მოხდეს ნელა ამოსუნთქვა. რადგან შესუნთქული მედიკამენტის რაოდენობა ძალიან მცირეა, ინჰალაციის შემდეგ პაციენტი ვერ იგრძნობს გემოს. თუ პაციენტი ზუსტად დაიცავს ინსტრუქციებს, გარანტირებულად მოხდება დოზის ინჰალაცია და მედიკამენტი მოხვედრა ფილტვებში.
- თუ პაციენტს ესაჭიროება მეორე ინჰაალცია, უნდა გამეორდეს მე-2-6 საფეხურები.
- გამოყენების შემდეგ თავსახური მჭიდროდ უნდა დაეხუროს ინჰალატორს.
- დილის და/ან საღამოს დოზების შემდეგ საჭიროა პირის წყლით გამოვლება და შემდეგ გადმოფურთხება.
ტურბუჰალერის® გაწმენდა
მუნდშტუკის გარეთა ზედაპირი უნდა გაიწმინდოს მშრალი ნაჭრით კვირაში ერთხელ.
არ უნდა იქნას გამოყენებული წყალი ან სითხე მუნდშტუკის გასაწმენდად.
როდის უნდა მოხდეს ახალი ტურბუჰალერის® გამოყენება
დოზის ინდიკატორის დისპლეიზე ჩანს რამდენი დოზაა დარჩენილი ტურბუჰალერში®, დოზის ათვლა იწყება 60-დან ან 120-დან, როცა ტურბუჰალერი® სავსეა.
ინდიკატორზე რაოდენობა ჩანს 10-დოზიანი ინტერვალებით, ასე რომ მასზე არ აისახება ყოველი ერთჯერადი დოზა.
როცა დოზის ინდიკატორის დისპლეიზე პირველად გამოჩნდება წითელი ნიშანი მუნდშტუკის ქვემოთ, ინჰალატორში დარჩენილია დაახლოებით 20 დოზა, ბოლო 10 დოზისათვის ინდიკატორის დისპლეის ფერი იქნება წითელი, როცა ინდიკატორზე გამოჩნდება “0” დისპლეის შუაში, საჭიროა ახალი ტურბუჰალერის® გამოყენება.
შენიშვნა:
მაშინაც კი, როცა ტურბუჰალერი® ცარიელია, დოზის ჩასატვირთი მანჟეტი ტრიალდება და ისმის ტკაცუნის ხმა.
ხმა, რომელიც ისმის ტურბუჰალერის® შენჯღრევისას, გამოწვეულია არა მედიკამენტით, არამედ ტურბუჰალერის® შიგნით არსებული ნესტის მშთანთქმელით.. ამრიგად, ეს ხმა არ მიუთითებს, რამდენი მედიკამენტი დარჩა ტურბუჰალერში®.
იმ შემთხვევაშიც კი, როცა დოზის მიღებამდე შემთხვევით რამდენჯერმე მოხდება ტურბუჰალერის® დოზის ჩატვირთვა, პაციენტი მიიღებს მხოლოდ ერთ დოზას. თუმცა დისპლეიზე აღირიცხება ყველა ჩატვირთული დოზა.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ასთმა:
მოზარდები (12-17 წლის ასაკის):
ჩვეულებრივი დოზაა 1 ან 2 ინჰალაცია დღეში.
თუ სიმპტომები კარგად კონტროლდება, ექიმმა დოზა შეიძლება შეამციროს ერთ გამოყენებამდე დღეში.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® უფრო დაბალი დოზა ხელმისაწვდომია 6-11 წლის ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.
რადგან არასაკმარისია მონაცემები სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენების შესახებ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, არ არის რეკოემნდებული მისი გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება მხოლოდ, როგორც ასთმის ინჰალატორის (სასუნთქი მოწყობილობა) ან “შეტევის მომხსნელი ინჰალატორის” სახით.
ფქოდ: სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® არ არის განკუთვნილი ბავშვებში (18 წლამდე ასაკის) ამ ჩვენებით გამოსაყენებლად. ის ინიშნება მხოლოდ მოზრდილებში (18 წელი და ზემოთ).
ხანდაზმულებში გამოყენება:
ინიშნება, როგორც მოზრდილებში.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
არ არის სპეციფიკური რეკომენდაციები თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების დროს.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება გაიზარდოს მედიკამენტის სისტემური შეწოვა. ამიტომ, ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დოზის კორექციისათვის.
მკურნალობის შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს უეცრად.
ასთმის ან ფქოდ-ის უეცარი და პროგრესული გაუარესება სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობაა და საჭიროებს ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვას.
პაციენტმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს სიმბიკორტი®, როგორც შეტევის მომხსნელი საშუალება (პაციენტებისათვის, რომლებიც სიმბიკორტს® იყენებენ შემანარჩუნებელი და სეტევის მომხსნელი თერაპიის სახით) ან სხვა სწრაფად მოქმედი ბრონქოდილატატორი (ყველა პაციენტისათვის, რომლებიც სიმბიკორტს® იყენებენ მხოლოდ შემანარჩუნებელი თერაპიის სახით).
სიმპტომების არარსებობის მიუხედავად, პაციენტმა უნდა მიიღოს სიმბიკორტის® შემანარჩუნებელი დოზა, ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად.
ასთმის სიმპტომების გაკონტროლების შემდეგ, ექიმი თანდათანობით შეამცირებს სიმბიკორტის® დოზას.
მედიკამენტით მკურნალობის დაწყებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ექიმი მოახდენს პაციენტის მონიტორინგს. სიმბიკორტით® მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ასთმასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები და გამწვავებები. ასეთ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს სიმბიკორტით® მკურნალობა, მაგრამ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ ასთმის სიმპტომები არ კონტროლდება ან უარესდება მკურნალობის დაწყების შემდეგ.
ხანდაზმულ პაციენტებში საინჰალაციო სტეროიდებთან კომბინაციის დროს იზრდება პნევმონიის რისკი. ფქოდ-ის დროს მაღალი დოზის გამოყენების უპირატესობა კლინიკურად არ არის დამტკიცებული.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® დოზის გადაჭარბებისას
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა. სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირი სიმპტომებია ტრემორი, თავის ტკივილი ან აჩქარებული გულისცემა.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენების დავიწყებისას
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენების დავიწყებისას დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული.
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, სიმბიკორტი® ტურბუჰალერმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
თუ სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენებისას აღინიშნა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა:
გამონაყარი და/ან გულისწასვლის უეცარი შეგრძნება სახის, განსაკუთრებით პირის ირგვლივ (ენა და/ან ხორხი) შეშუპებით, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით (ანგიონევროზული შეშუპება). ეს მიუთითებს, რომ პაციენტს ალერგია აქვს. ეს იშვიათი მდგომარეობაა და ვითარდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში;
უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა მედიკამენტის ინჰალაციისას. ეს ძალიან იშვიათი მდგომარეობაა და ვითარდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
ყველა ეს ეფექტი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენაა. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება და გამოყენებულ უნდა იქნას “შეტევის მომხსნელი ინჰალატორი” (სასუნთქი მოწყობილობა). პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.
სხვა გვერდითი ეფექტები
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია სიხშირის შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ხშირი: აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში
არახშირი: აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
იშვიათი: აღინიშნება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ძალიან იშვიათი: აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.
ხშირი:
გულის ფრიალი (გულისცემის შეგრძნება), კანკალი ან ტრემორი. ეს მოვლენები ჩვეულებრივ სუსტი ხასიათისაა და თავისით გადის სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენების გაგრძელებისას;
პირის ღრუს რძიანა (სოკოვანი ინფექცია). ნაკლებად მოსალოდნელია მისი განვითარება, თუ ტურბუჰალერის® გამოყენების შემდეგ ხდება პირის ღრუს წყლით გამოვლება;
სუსტი ანგინა, ხველა და ხმის ჩახლეჩა;
თავის ტკივილი;
პნევმონია (ფილტვების ინფექცია) ფქოდ-ის მქონე პაციენტებში.
საჭიროა ექიმის ინფორმირება, თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენებისას. ეს სიმპტომები შეიძლება ფილტვების ინფექციის ნიშნები იყოს:
ცხელება ან შემცივნება;
ლორწოს წარმოქმნის გაზრდა, ლორწოს ფერის ცვლილება;
გაძლიერებული ხველა ან სუნთქვის გაძნელების გაძლიერება.
არახშირი:
დაღლილობა, გაღიზიანებადობა ან აგზნება
ძილის დარღვევები
თავბრუსხვევა
გულისრევა (ან ღებინება)
სწრაფი გულისცემა
კანზე სისხლჩაქცევები
კუნთების სპაზმები
მხედველობის დაბინდვა
იშვიათი:
კანზე გამონაყარი, ქავილი
ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების სპაზმი, რომელიც იწვევს ხმაურიან სუნთქვას). თუ ხმაურიანი სუნთქვა ვითარდება სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენების შემდეგ მაშინათვე, უნდა შეწყდეს სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
კალიუმის დონის დაქვეითება სისხლში
არარეგულარული გულისცემა
ძალიან იშვიათი
დეპრესია
ქცევის დარღვევები, განსაკუთრებით ბავშვებში
მკერდის არეში ტკივილის ან მოჭერის შეგრძნება (სტენოკარდია)
სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მომატება
გემოს ცვლილება, როგორიცაა ცუდი გემო პირში
სისხლის წნევის ცვლილება
გულის გამტარებლობის დარღვევა (QTc ინტერვალის გახანგრძლივება)
კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადება, რომელიც იწვევს წონის მომატებას, მრგვალ სახეს, მაღალ არტერიულ წნევას და ჭარბთმიანობას, სისხლში კორტიზოლის დონის მომატების გამო.
საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გავლენა იქონონ სტეროიდული ჰორმონების პროდუქციაზე ორგანიზმში, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ეს ეფექტებია:
ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება (ძვლების გამოფიტვა)
კატარაქტა (თვალის ბროლის შემღვრევა)
გლაუკომა (თვალში წნევის მომატება)
ბავშვებისა და მოზარდების ზრდაში ჩამორჩენა
ეფექტები თირკმელზედა ჯირკვალზე.
ეს ეფექტები ნაკლებად მოსალოდნელია, რომ განვითარდეს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, ვიდრე კორტიკოსტეროიდების ტაბლეტების მიღებისას.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრის (TÜFAM) ვებგვერდზე: HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებაზე“ დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® შენახვის წესი
სიმბიკორტი® ტურბუჰალერი® ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 30ºC-ის ქვემოთ
როცა არ ხდება სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება, ის ინახება მჭიდროდ თავდახურული
გამოყენებულ უნდა იქნას შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია სიმბიკორტი® ტურბუჰალერის® გამოყენება ტურბუჰალერის® კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
დაუშვებელია მედიკამენტების გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.. გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. ეს ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება! მათი მოთავსება უნდა მოხდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
AstraZeneca İlaç San. ve Tic. Ltd. Şti.
Büyükdere Cad. Yapı Kredi Plaza, B Blok, Kat 4
Levent – İstanbul
ასტრაზენეკა ილაჩ სან ვე ტიკ. ლტდ. შტი
ბიუიკდერე კად. იაპი კრედი პლაზა, ბ ბლოკი, სართ. 4
ლევენტი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
AstraZeneca AB
SE-151 85
Södertalje - İsveç
ასტრაზენეკა აბ
SE-151 85
სიოდერტალიე - შვედეთი
გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 20/05/2022
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.