პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

სიმალგელი

SIMALGEL

ურეცეპტოდ(405მგ + 100მგ + 125მგ)ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

მეტეორიზმის საწინააღმდეგო და ანტაციდური საშუალება ფუნქციური ან ორგანული წარმოშობის დისპეფსიური სიმპტომების შესამსუბუქებლად, მეტეორიზმის და მუცლის შებერილობის, გულძმარვის ჩათვლით, რომლებიც დაკავშირებულია საყლაპავის თიაქართან და ეზოფაგიტთან.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(405მგ + 100მგ + 125მგ)/5მლ 250მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ყვითელი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი; WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტაციდები მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად
ATC კოდი
A02AF02
რეგისტრაციის ნომერი
რ-040014
რეგისტრირებულია
18 იანვარი 2024, მოქმედებს 18 იანვარი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასიმალგელი და სხვა წამალი ერთად

სიმალგელი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მეტეორიზმის საწინააღმდეგო და ანტაციდური საშუალება ფუნქციური ან ორგანული წარმოშობის დისპეფსიური სიმპტომების შესამსუბუქებლად, მეტეორიზმის და მუცლის შებერილობის, გულძმარვის ჩათვლით, რომლებიც დაკავშირებულია საყლაპავის თიაქართან და ეზოფაგიტთან.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები, ხანდაზმული ასაკის პაციენტების ჩათვლით

პრეპარატს იღებენ დოზით 5-10 მლ ჭამიდან 20-60 წუთის შემდეგ და ძილის წინ ან საჭიროებისამებრ, არაუმეტეს 4-ჯერ დღე-ღამეში.

ბავშვები

პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე.

პრეპარატის დოზირებისთვის გამოიყენება შეფუთვაში მოთავსებული საზომი ჭიქა.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • კახექსია;
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა;
  • ორსულობის პირველი ტრიმესტრი;
  • ჰიპოფოსფატემია.

სიფრთხილის ზომები

ალუმინის ჰიდროქსიდმა შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობის განვითარება. მაგნიუმის მარილების ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების მოტორიკის დაქვეითება. პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააღრმავოს ნაწლავთა გაუვალობა ამგვარი გართულებების მომატებული რისკის მქონე პაციენტებში, მაგალითად, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ალუმინის ჰიდროქსიდი უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ამიტომ სისტემური მოქმედება იშვიათად აღინიშნება თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. თუმცა, პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებამ ან ხანგრძლივად გამოყენებამ, აგრეთვე რეკომენდირებული დოზების გამოყენებამ იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც დიეტაში ფოსფორის მცირე შემცველობა აქვთ, შეიძლება გამოიწვიოს ფოსფატების დეფიციტი (ალუმინის მიერ ფოსფატ-იონების შეკავშირების უნარის გამო), რომელიც დაკავშირებულია ძვლოვანი ქსოვილის მომატებულ რეზორბციასთან, ჰიპერკალციურიასთან და ოსტეომალაციის განვითარების რისკთან. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას ან ფოსფატების დეფიციტის არსებული რისკის შემთხვევაში, რეკომენდირებულია სამედიცინო დაკვირვების უზრუნველყოფა.

თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მატულობს ალუმინის და მაგნიუმის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში. ასეთ პაციენტებში მაღალი დოზებით ალუმინის და მაგნიუმის მარილების ხანგრძლივად გამოყენებისას არსებობს ენცეფალოპათიის, დემენციის, მიკროციტარული ანემიის განვითარების ან ოსტეომალაციის სიმძიმის ზრდის რისკი, რომელიც დიალიზთან არის დაკავშირებული.

ალუმინის ჰიდროქსიდი შეიძლება უსაფრთხო არ იყოს ჰემოდიალიზზე მყოფი პორფირიის მქონე პაციენტებისათვის. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ანტაციდები არ უნდა იქნას გამოყენებული დიდი ხნის განმავლობაში.

ბავშვები

მცირეწლოვან ბავშვებში მაგნიუმის ჰიდროქსიდმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმაგნიემია, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევების ან გაუწყლოების დროს.

დამხმარე ნივთიერებები

სიმალგელი შეიცავს სორბიტოლს (70 მგ 5 მლ სუსპენზიაში), რომელიც ფრუქტოზის წყაროა; ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში არ უნდა იქნას გამოყენებული ეს პრეპარატი.

სორბიტოლის (ან ფრუქტოზის) შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ან საკვებში პროდუქტების მოხმარებისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადიტიური ეფექტი.

სორბიტოლის შემცველმა პერორალურმა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ სხვა ერთდროულად გამოყენებადი პერორალური პრეპარატების ბიოშეღწევადობაზე.

სიმალგელი შეიცავს ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენოატს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები, მათ შორის დაყოვნებული ტიპის.

სიმალგელი შეიცავს მცირე რაოდენობით ეთანოლს (ალკოჰოლს), 100 მგ-ზე ნაკლებს 5 მლ სუსპენზიაში.

სიმალგელი შეიცავს 7,695 მგ ნატრიუმს (ესეიგი 1 მმოლზე ნაკლებს (23 მგ) ნატრიუმს) 5 მლ სუსპენზიაში, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სიმალგელის გამოყენება არ შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება დაარღვიოს სხვა სამკურნალო საშუალებების აბსორბცია, თუ მათი მიღება მოხდება 1 საათის განმავლობაში. რეკომენდირებულია 2 საათზე მეტი ინტერვალის დაცვა პრეპარატისა და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებებს შორის.

ალუმინის შემცველმა ანტაციდებმა შეიძლება შეამცირონ ტეტრაციკლინების, ვიტამინების, ციპროფლოქსაცინის, კეტოკონაზოლის, ჰიდროქსიქლოროქინის, ქლოროქინის, ქლორპრომაზინის, რიფამპიცინის, ცეფდინირის, ცეფპოდოქსიმის, ლევოთიროქსინის, როზუვასტატინის, H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორების, ატენოლოლის, ციკლინების, დიფლუნიზალის, დიგოქსინის, ბისფოსფონატების, ეთამბუტოლის, ფტორქინოლონების, ნატრიუმის ფტორიდის, გლუკოკორტიკოიდების, ინდომეტაცინის, იზონიაზიდის, ლინკოსამიდების, მეტოპროლოლის, ფენოთიაზინის წარმოებულების ჯგუფიდან ნეიროლეპტიკების, პროპრანოლოლის, პენიცილამინის, ციმეტიდინის და რკინის მარილების აბსორბცია.

ლევოთიროქსინს ასევე შეუძლია შეკავშირება სიმეთიკონთან, რომელმაც შეიძლება შეაკავოს ან შეამციროს ლევოთიროქსინის აბსორბცია.

პოლისტიროლსულფონატი

რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა პოლისტიროლსულფონატთან ერთად გამოყენებისას კალიუმის შეკავშირებაში ფისის ეფექტიანობის შემცირების პოტენციური რისკის გამო, მეტაბოლური ალკალოზის რისკის გამო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ალუმინის ჰიდროქსიდი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი), აგრეთვე ნაწლავური გაუვალობის (ალუმინის ჰიდროქსიდი) რისკის გამო.

ქინიდინი

ალუმინის შემცველ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ქინიდინის კონცენტრაცია სისხლის შრატში, რაც დაკავშირებულია ქინიდინის დოზის გადაჭარბების განვითარების რისკთან.

ტეტრაციკლინები

სიმალგელის შემადგენლობაში ალუმინის არსებობის გამო, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, რომლებიც შეიცავენ ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკებს ან ტეტრაციკლინების სხვა მარილებს.

ციტრატები

ალუმინის ჰიდროქსიდის ციტრატებთან კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება შეინიშნოს ალუმინის დონის მატება სისხლის პლაზმაში, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

შარდის გატუტოვნებისას, რომელიც განპირობებულია მაგნიუმის ჰიდროქსიდის გამოყენებით, შეიძლება შეიცვალოს გარკვეული წამლების გამოყოფა ორგანიზმიდან; მაგალითად, მაგნიუმის ჰიდროქსიდისა და სალიცილატების ერთდროული გამოყენებით, აღინიშნება სალიცილატების გამოყოფის გაძლიერება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ალუმინის ჰიდროქსიდის, მაგნიუმის ჰიდროქსიდისა და სიმეთიკონის კომბინირებული სუსპენზიის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს არ არის დადგენილი (მონაცემები არ არსებობს).

პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებული არ არის ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენების წინ რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაცია. სიმალგელი უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ქალისთვის აღემატება პოტენციურ რისკს, მათ შორის ნაყოფისთვის.

ლაქტაცია

რეკომენდირებული დოზებით პრეპარატის გამოყენებისას შეზღუდული შეწოვის გამო, მოსალოდნელია, რომ ალუმინის ჰიდროქსიდი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი გამოიყოფა დედის რძეში მხოლოდ მცირე რაოდენობით.

სიმეთიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

ნეგატიური ზემოქმედება ბავშვზე ძუძუთი კვების დროს მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ალუმინის ჰიდროქსიდის, მაგნიუმის ჰიდროქსიდისა და სიმეთიკონის სისტემური ზემოქმედება მეძუძურ ქალებში უმნიშვნელოა.

პრეპარატის გამოყენება შეიძლება ლაქტაციის დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს მიხედვით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქციები.

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპერმაგნიემია, მათ შორის თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მაგნიუმის ჰიდროქსიდის ხანგრძლივად გამოყენების შემდეგ; სიხშირე უცნობია - ჰიპერალუმინემია, ჰიპოფოსფატემია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არახშირად - დიარეა ან ყაბზობა; სიხშირე უცნობია - მუცლის ტკივილი.

დაზიანებები, ინტოქსიკაციები და მანიპულაციების გართულებები: სიხშირე უცნობია - ჰიპერალუმინემია (დაკავშირებულია პრეპარატის შემადგენლობაში ალუმინის ჰიდროქსიდის არსებობასთან).

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც ამ ნაწილში აღწერილი არ არის, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის მარილების მწვავე ჭარბი დოზირების აღწერილი სიმპტომები მოიცავს დიარეას, მუცლის ტკივილს, ღებინებას. პრეპარატის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააღრმავოს ნაწლავთა ობსტრუქცია და გაუვალობა რისკის ჯგუფში შემავალ პაციენტებში.

მკურნალობა

ალუმინი და მაგნიუმი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით. მწვავე ჭარბი დოზირების განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა მოიცავს კალციუმის გლუკონატის გამოყენებას (ინტრავენურად შეყვანა), რეჰიდრატაციას, ფორსირებულ დიურეზს. თირკმლის უკმარისობის განვითარების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ჰემოდიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი.

შემადგენლობა

სუსპენზიის 5 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:

ალუმინის ჰიდროქსიდი 405 მგ

მაგნიუმის ჰიდროქსიდი 100 მგ

სიმეთიკონი 125 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა უწყლო, ბაღის პიტნის ზეთი, ნატრიუმის კარმელოზა, პოლისორბატი 80, მანიტი, ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, სორბიტოლის ხსნარი არაკრისტალიზებადი, ეთანოლი 96%, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი A02AF02

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გაყინოთ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

,,ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.ვე ტიჟ. ა.შ.’’-ს მიერ, თუქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. №50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე. ანტაციდები მეტეორიზმის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში. მარტივი მარილები მეტეორიზმის საწინააღმდეგო პრეპარატეთან კომბინაციაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

სიმალგელი - კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტებით.

ანტაციდები (ალუმინის ჰიდროქსიდი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი) ქიმიურად ანეიტრალებენ კუჭში მარილმჟავას. ეს განაპირობებს კუჭის წვენის рН-ის მომატებას და კუჭის წვენში პეპსინის აქტივობის შემცირებას, კუჭში მომატებული მჟავიანობის სიმპტომებისა და ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილის შემსუბუქებით.

ალუმინის ჰიდროქსიდი წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების სუსტ, არასისტემურ ანტაციდს. მას გააჩნია ასევე პირდაპირი წყლულის საწინააღმდეგო მოქმედება. ალუმინის ჰიდროქსიდი ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას, აფერხებს რა კუჭის დაცლას. ალუმინის ჰიდროქსიდი თავისთავად არის შემკვრელი და შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა. ეს ეფექტი დაბალანსებულია მაგნიუმის ჰიდროქსიდის მოქმედებით, რომელმაც, ისევე როგორც სხვა მაგნიუმის მარილებმა, შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.

მაგნიუმის ჰიდროქსიდი არის სწრაფად მოქმედი არასისტემური ანტაციდი. მაგნიუმის იონები ნაწლავში ახდენენ ოსმოსურ მოქმედებას, რასაც ახლავს სითხის დაგროვება, ნაწლავის შიგთავსის მოცულობის ზრდა და პერისტალტიკის გაძლიერება, რის შედეგადაც ვითარდება საფაღარათო მოქმედება.

სიმეთიკონი (პოლიმერი, რომელიც შეიცავს დიმეთიკონს და სილიციუმის დიოქსიდს) წარმოადგენს ქაფის ჩამქრობს, გააჩნია გაზგამყვანი მოქმედება, ამცირებს რა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას და აიოლებს კუჭიდან და ნაწლავიდან აირების განდევნას.

ფარმაკოკინეტიკა

ალუმინის ჰიდროქსიდი

ალუმინის იონების უმნიშვნელო რაოდენობა შეიწოვება წვრილ ნაწლავში, აღწევს რა განსაზღვრულ კონცენტრაციებს სისხლის პლაზმაში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ხდება ალუმინის დაგროვება ქსოვილებში.

მაგნიუმის ჰიდროქსიდი

მაგნიუმის უმნიშვნელო რაოდენობა შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, თუმცა არ იწვევს სისტემურ ეფექტებს, ვინაიდან ნაწლავებში აბსორბირებული მაგნიუმი გამოიყოფა შარდით.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მაგნიუმი შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და მოახდინოს ტოქსიკური მოქმედება.

სიმეთიკონი

სიმეთიკონი არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და გამოიყოფა ორგანიზმიდან უცველი სახით კუჭ-ნაწლავის ტრატქიდან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

სიმალგელი

სავაჭრო დასახელება

სიმალგელი, Simalgel

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება

-

სამკურნალო ფორმა

შიგნით მისაღები სუსპენზია.

აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის სუსპენზია პიტნის სუნით.

შემადგენლობა

სუსპენზიის 5 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:

ალუმინის ჰიდროქსიდი 405 მგ

მაგნიუმის ჰიდროქსიდი 100 მგ

სიმეთიკონი 125 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა უწყლო, ბაღის პიტნის ზეთი, ნატრიუმის კარმელოზა, პოლისორბატი 80, მანიტი, ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, სორბიტოლის ხსნარი არაკრისტალიზებადი, ეთანოლი 96%, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი A02AF02

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე. ანტაციდები მეტეორიზმის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში. მარტივი მარილები მეტეორიზმის საწინააღმდეგო პრეპარატეთან კომბინაციაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

სიმალგელი - კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტებით.

ანტაციდები (ალუმინის ჰიდროქსიდი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი) ქიმიურად ანეიტრალებენ კუჭში მარილმჟავას. ეს განაპირობებს კუჭის წვენის рН-ის მომატებას და კუჭის წვენში პეპსინის აქტივობის შემცირებას, კუჭში მომატებული მჟავიანობის სიმპტომებისა და ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილის შემსუბუქებით.

ალუმინის ჰიდროქსიდი წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების სუსტ, არასისტემურ ანტაციდს. მას გააჩნია ასევე პირდაპირი წყლულის საწინააღმდეგო მოქმედება. ალუმინის ჰიდროქსიდი ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას, აფერხებს რა კუჭის დაცლას. ალუმინის ჰიდროქსიდი თავისთავად არის შემკვრელი და შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა. ეს ეფექტი დაბალანსებულია მაგნიუმის ჰიდროქსიდის მოქმედებით, რომელმაც, ისევე როგორც სხვა მაგნიუმის მარილებმა, შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.

მაგნიუმის ჰიდროქსიდი არის სწრაფად მოქმედი არასისტემური ანტაციდი. მაგნიუმის იონები ნაწლავში ახდენენ ოსმოსურ მოქმედებას, რასაც ახლავს სითხის დაგროვება, ნაწლავის შიგთავსის მოცულობის ზრდა და პერისტალტიკის გაძლიერება, რის შედეგადაც ვითარდება საფაღარათო მოქმედება.

სიმეთიკონი (პოლიმერი, რომელიც შეიცავს დიმეთიკონს და სილიციუმის დიოქსიდს) წარმოადგენს ქაფის ჩამქრობს, გააჩნია გაზგამყვანი მოქმედება, ამცირებს რა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას და აიოლებს კუჭიდან და ნაწლავიდან აირების განდევნას.

ფარმაკოკინეტიკა

ალუმინის ჰიდროქსიდი

ალუმინის იონების უმნიშვნელო რაოდენობა შეიწოვება წვრილ ნაწლავში, აღწევს რა განსაზღვრულ კონცენტრაციებს სისხლის პლაზმაში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ხდება ალუმინის დაგროვება ქსოვილებში.

მაგნიუმის ჰიდროქსიდი

მაგნიუმის უმნიშვნელო რაოდენობა შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, თუმცა არ იწვევს სისტემურ ეფექტებს, ვინაიდან ნაწლავებში აბსორბირებული მაგნიუმი გამოიყოფა შარდით.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მაგნიუმი შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და მოახდინოს ტოქსიკური მოქმედება.

სიმეთიკონი

სიმეთიკონი არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და გამოიყოფა ორგანიზმიდან უცველი სახით კუჭ-ნაწლავის ტრატქიდან.

გამოყენების ჩვენებები

მეტეორიზმის საწინააღმდეგო და ანტაციდური საშუალება ფუნქციური ან ორგანული წარმოშობის დისპეფსიური სიმპტომების შესამსუბუქებლად, მეტეორიზმის და მუცლის შებერილობის, გულძმარვის ჩათვლით, რომლებიც დაკავშირებულია საყლაპავის თიაქართან და ეზოფაგიტთან.

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები, ხანდაზმული ასაკის პაციენტების ჩათვლით

პრეპარატს იღებენ დოზით 5-10 მლ ჭამიდან 20-60 წუთის შემდეგ და ძილის წინ ან საჭიროებისამებრ, არაუმეტეს 4-ჯერ დღე-ღამეში.

ბავშვები

პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე.

პრეპარატის დოზირებისთვის გამოიყენება შეფუთვაში მოთავსებული საზომი ჭიქა.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • კახექსია;
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა;
  • ორსულობის პირველი ტრიმესტრი;
  • ჰიპოფოსფატემია.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს მიხედვით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქციები.

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპერმაგნიემია, მათ შორის თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მაგნიუმის ჰიდროქსიდის ხანგრძლივად გამოყენების შემდეგ; სიხშირე უცნობია - ჰიპერალუმინემია, ჰიპოფოსფატემია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არახშირად - დიარეა ან ყაბზობა; სიხშირე უცნობია - მუცლის ტკივილი.

დაზიანებები, ინტოქსიკაციები და მანიპულაციების გართულებები: სიხშირე უცნობია - ჰიპერალუმინემია (დაკავშირებულია პრეპარატის შემადგენლობაში ალუმინის ჰიდროქსიდის არსებობასთან).

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც ამ ნაწილში აღწერილი არ არის, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

ალუმინის ჰიდროქსიდმა შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობის განვითარება. მაგნიუმის მარილების ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების მოტორიკის დაქვეითება. პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააღრმავოს ნაწლავთა გაუვალობა ამგვარი გართულებების მომატებული რისკის მქონე პაციენტებში, მაგალითად, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ალუმინის ჰიდროქსიდი უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ამიტომ სისტემური მოქმედება იშვიათად აღინიშნება თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. თუმცა, პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებამ ან ხანგრძლივად გამოყენებამ, აგრეთვე რეკომენდირებული დოზების გამოყენებამ იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც დიეტაში ფოსფორის მცირე შემცველობა აქვთ, შეიძლება გამოიწვიოს ფოსფატების დეფიციტი (ალუმინის მიერ ფოსფატ-იონების შეკავშირების უნარის გამო), რომელიც დაკავშირებულია ძვლოვანი ქსოვილის მომატებულ რეზორბციასთან, ჰიპერკალციურიასთან და ოსტეომალაციის განვითარების რისკთან. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას ან ფოსფატების დეფიციტის არსებული რისკის შემთხვევაში, რეკომენდირებულია სამედიცინო დაკვირვების უზრუნველყოფა.

თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მატულობს ალუმინის და მაგნიუმის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში. ასეთ პაციენტებში მაღალი დოზებით ალუმინის და მაგნიუმის მარილების ხანგრძლივად გამოყენებისას არსებობს ენცეფალოპათიის, დემენციის, მიკროციტარული ანემიის განვითარების ან ოსტეომალაციის სიმძიმის ზრდის რისკი, რომელიც დიალიზთან არის დაკავშირებული.

ალუმინის ჰიდროქსიდი შეიძლება უსაფრთხო არ იყოს ჰემოდიალიზზე მყოფი პორფირიის მქონე პაციენტებისათვის. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ანტაციდები არ უნდა იქნას გამოყენებული დიდი ხნის განმავლობაში.

ბავშვები

მცირეწლოვან ბავშვებში მაგნიუმის ჰიდროქსიდმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმაგნიემია, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევების ან გაუწყლოების დროს.

დამხმარე ნივთიერებები

სიმალგელი შეიცავს სორბიტოლს (70 მგ 5 მლ სუსპენზიაში), რომელიც ფრუქტოზის წყაროა; ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში არ უნდა იქნას გამოყენებული ეს პრეპარატი.

სორბიტოლის (ან ფრუქტოზის) შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ან საკვებში პროდუქტების მოხმარებისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადიტიური ეფექტი.

სორბიტოლის შემცველმა პერორალურმა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ სხვა ერთდროულად გამოყენებადი პერორალური პრეპარატების ბიოშეღწევადობაზე.

სიმალგელი შეიცავს ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენოატს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები, მათ შორის დაყოვნებული ტიპის.

სიმალგელი შეიცავს მცირე რაოდენობით ეთანოლს (ალკოჰოლს), 100 მგ-ზე ნაკლებს 5 მლ სუსპენზიაში.

სიმალგელი შეიცავს 7,695 მგ ნატრიუმს (ესეიგი 1 მმოლზე ნაკლებს (23 მგ) ნატრიუმს) 5 მლ სუსპენზიაში, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ალუმინის ჰიდროქსიდის, მაგნიუმის ჰიდროქსიდისა და სიმეთიკონის კომბინირებული სუსპენზიის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს არ არის დადგენილი (მონაცემები არ არსებობს).

პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებული არ არის ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენების წინ რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაცია. სიმალგელი უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ქალისთვის აღემატება პოტენციურ რისკს, მათ შორის ნაყოფისთვის.

ლაქტაცია

რეკომენდირებული დოზებით პრეპარატის გამოყენებისას შეზღუდული შეწოვის გამო, მოსალოდნელია, რომ ალუმინის ჰიდროქსიდი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი გამოიყოფა დედის რძეში მხოლოდ მცირე რაოდენობით.

სიმეთიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

ნეგატიური ზემოქმედება ბავშვზე ძუძუთი კვების დროს მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ალუმინის ჰიდროქსიდის, მაგნიუმის ჰიდროქსიდისა და სიმეთიკონის სისტემური ზემოქმედება მეძუძურ ქალებში უმნიშვნელოა.

პრეპარატის გამოყენება შეიძლება ლაქტაციის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სიმალგელის გამოყენება არ შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება დაარღვიოს სხვა სამკურნალო საშუალებების აბსორბცია, თუ მათი მიღება მოხდება 1 საათის განმავლობაში. რეკომენდირებულია 2 საათზე მეტი ინტერვალის დაცვა პრეპარატისა და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებებს შორის.

ალუმინის შემცველმა ანტაციდებმა შეიძლება შეამცირონ ტეტრაციკლინების, ვიტამინების, ციპროფლოქსაცინის, კეტოკონაზოლის, ჰიდროქსიქლოროქინის, ქლოროქინის, ქლორპრომაზინის, რიფამპიცინის, ცეფდინირის, ცეფპოდოქსიმის, ლევოთიროქსინის, როზუვასტატინის, H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორების, ატენოლოლის, ციკლინების, დიფლუნიზალის, დიგოქსინის, ბისფოსფონატების, ეთამბუტოლის, ფტორქინოლონების, ნატრიუმის ფტორიდის, გლუკოკორტიკოიდების, ინდომეტაცინის, იზონიაზიდის, ლინკოსამიდების, მეტოპროლოლის, ფენოთიაზინის წარმოებულების ჯგუფიდან ნეიროლეპტიკების, პროპრანოლოლის, პენიცილამინის, ციმეტიდინის და რკინის მარილების აბსორბცია.

ლევოთიროქსინს ასევე შეუძლია შეკავშირება სიმეთიკონთან, რომელმაც შეიძლება შეაკავოს ან შეამციროს ლევოთიროქსინის აბსორბცია.

პოლისტიროლსულფონატი

რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა პოლისტიროლსულფონატთან ერთად გამოყენებისას კალიუმის შეკავშირებაში ფისის ეფექტიანობის შემცირების პოტენციური რისკის გამო, მეტაბოლური ალკალოზის რისკის გამო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ალუმინის ჰიდროქსიდი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი), აგრეთვე ნაწლავური გაუვალობის (ალუმინის ჰიდროქსიდი) რისკის გამო.

ქინიდინი

ალუმინის შემცველ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ქინიდინის კონცენტრაცია სისხლის შრატში, რაც დაკავშირებულია ქინიდინის დოზის გადაჭარბების განვითარების რისკთან.

ტეტრაციკლინები

სიმალგელის შემადგენლობაში ალუმინის არსებობის გამო, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, რომლებიც შეიცავენ ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკებს ან ტეტრაციკლინების სხვა მარილებს.

ციტრატები

ალუმინის ჰიდროქსიდის ციტრატებთან კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება შეინიშნოს ალუმინის დონის მატება სისხლის პლაზმაში, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

შარდის გატუტოვნებისას, რომელიც განპირობებულია მაგნიუმის ჰიდროქსიდის გამოყენებით, შეიძლება შეიცვალოს გარკვეული წამლების გამოყოფა ორგანიზმიდან; მაგალითად, მაგნიუმის ჰიდროქსიდისა და სალიცილატების ერთდროული გამოყენებით, აღინიშნება სალიცილატების გამოყოფის გაძლიერება.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების მძიმე სიმპტომების განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია. სიმპტომები

ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის მარილების მწვავე ჭარბი დოზირების აღწერილი სიმპტომები მოიცავს დიარეას, მუცლის ტკივილს, ღებინებას. პრეპარატის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გააღრმავოს ნაწლავთა ობსტრუქცია და გაუვალობა რისკის ჯგუფში შემავალ პაციენტებში.

მკურნალობა

ალუმინი და მაგნიუმი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით. მწვავე ჭარბი დოზირების განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა მოიცავს კალციუმის გლუკონატის გამოყენებას (ინტრავენურად შეყვანა), რეჰიდრატაციას, ფორსირებულ დიურეზს. თირკმლის უკმარისობის განვითარების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ჰემოდიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი.

გამოშვების ფორმა

შიგნით მისაღები სუსპენზიის 250 მლ ყვითელი შუშის ფლაკონში ხრახნიანი დამცავი თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან და საზომ ჭიქასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გაყინოთ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

,,ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.ვე ტიჟ. ა.შ.’’-ს მიერ, თუქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. №50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა