პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები

სილვერლაინი Cu 380 Ag

Silverline Cu 380 Ag

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

“საშვილოსნოშიდა კონტრაცეპცია რეპროდუქციული ასაკის ქალებში” გათვალისწინებული გამოყენება: საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება Silverline Cu 380 Ag უზრუნველყოფს პრაქტიკულად სრულ დაცვას ორსულობისგან, აქვს შენახვის ვადა 5 წელი და შეიძლება გამოყენებული იქნას 5 წლის განმავლობაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ ()
ფორმა და შეფუთვა
საშვილოსნოსშიდა სპირალი №1
მწარმოებელი
Pregna International Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები, საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივები
ATC კოდი
G02BA
რეგისტრაციის ნომერი
რ-035804
რეგისტრირებულია
6 ივლისი 2022, მოქმედებს 6 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Pregna International Limited (ინდოეთი)
განმცხადებელი
საქართველოში INPHA LLP-ის წარმომადგენლობითი ოფისი
GMP
არ საჭიროებს GMP სერთიფიკატს
ურთიერთქმედების შემოწმებასილვერლაინი Cu 380 Ag და სხვა წამალი ერთად

სილვერლაინი Cu 380 Ag — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

“საშვილოსნოშიდა კონტრაცეპცია რეპროდუქციული ასაკის ქალებში”

გათვალისწინებული გამოყენება:

საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება Silverline Cu 380 Ag უზრუნველყოფს პრაქტიკულად სრულ დაცვას ორსულობისგან, აქვს შენახვის ვადა 5 წელი და შეიძლება გამოყენებული იქნას 5 წლის განმავლობაში. სწორად ჩასმული საშვილოსნოშიდა სპირალი Silverline Cu 380 Ag უსაფრთხოა ქალებისათვის დაავადებების დაბალი რისკით, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით.

Silverline Cu 380 Ag წარმოადგენს პოლიეთილენისაგან დამზადებულ საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას. ღერო დაფარულია სპილენძის მავთულით ვერცხლის გულარით. სპილენძის ზედაპირის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 380 მმ2. გვერდითი ტოტები მოქნილია და აქვთ y-ს მაგვარი ფორმა, რომელიც იძლევა Silverline Cu 380 Ag შენარჩუნების საშუალებას საშვილოსნოს ფსკერთან ახლოს, საშვილოსნოს ღრუს დაჭიმვისა და საშვილოსნოს რქებთან შეხების გარეშე. მოწყობილობის ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება, სავარაუდოდ, გამოწვეულია საშვილოსნოს ენდომეტრიუმის რიგი რეაქციებით უცხო სხეულზე და მეტალის სპილენძის არსებობით.

  • 13969161604

ჰირიზონტალურად - 30 მმ-დან 32 მმ-მდე

ვერტიკალურად - 31,50 მმ-დან 35,00 მმ-მდე

ჰირიზონტალური განშტოება

ვერტიკალური განშტოება

ძაფები

ყვითელი რგოლი (სიღრმის მაჩვენებელი)

გამტარი მილი

თეთრი ხისტი ღერო

ხისტი ღეროს გოფრირებული ნაწილი

შემზღუდველი

უკუჩვენებები

ანემია

გულის სარქველოვანი მანკი

კოაგულაციის დარღვევები

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება

ვილსონის დაავადება

მრავალრიცხოვანი სექსუალური პარტნიორები.

ინსტრუქცია საშვილოსნოშიდა სპირალის მომხარებლებისათვის

შეყვანიდან პირველ კვირეებში შეიძლება აღინიშნოს უფრო ხანგრძლივი და მძიმე მენსტრუაცია, ასევე სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორის. თუ ეს ღებულობს ინტენსიურ ხასიათს ან არ წყდება, შეატყობინეთ ამის შესახებ კლინიკაში.

შეყვანის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ხანმოკლე სპაზმები, მაგრამ ზოგჯერ ისინი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათის ან თუნდაც დღეების განმავლობაში. მათ შესამსუბუქებლად შეიძლება სუსტი ტკივილგამაყუჩებელი აბების მიღება, ცხელი კომპრესის მუცელზე დადება და/ან ზომიერი ფიზიკური ვარჯიშების შესრულება.

პერიოდულად შეამოწმეთ, განსაკუთრებით მენსტრუაქციის შემდეგ, არის თუ არა გამოშვერილი სპირალური ძაფები საშვილოსნოს ყელიდან. თუ ისინი არ არის, გახდა უფრო მოკლე ან გრძელი, მიმართეთ კლინიკას.

თუ საშვილოსნოშიდა სპირალი გამოვარდა, დაბრუნდით კლინიკაში.

თვითნებური გამოვარდნის შემდეგ ორსულობიდან დაცვა წყდება.

მიმართეთ კლინიკას გამოკვლევისათვის ან საშვილოსნოშიდა სპირალის შესაცვლელად (შეყვანიდან მეხუთე წლის ბოლოს) ექიმის დანიშნულებების შესაბამისად.

თუ მენსტრუაცია გვიანდება (ასევე აღინიშნება ორსულობის სიმპტომები, კერძოდ, გულისრევა, მკერდის მგრძნობელობა და ა.შ.), დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას.

თუ გაწუხებთ მუცლის ტკივილი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, დაინფიცირდით (მაგალითად, გონორეით), თქვენ აღგენიშნებათ ანომალური გამონადენი, ცხელება ან შემცივნება, მიმართეთ ექიმს.

საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება Silverline Cu 380Ag არ შედის რეაქციაში მედიკამეტებთან, რომლებსაც შეიძლება ქალი ღებულობს.

მოქმედების მექანიზმი

სპილენძის საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები მნიშვნელოვნად ამცირებენ განაყოფიერების ალბათობას. მონაცემები და ანალიზები აჩვენებს, რომ სპილენძის შემცველი საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ძირითადი ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი მდგომარეობს კვერცხუჯრედის ან სპერმატოზოიდის ტრანსპორტის და/ან სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარის დათრგუნვაში. გამეტების ტრანსპორტირებისა და კაპაციტაციის დაქვეითება ხელს უშლის განაყოფიერებას და ხდება კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ღრუში მიღწევამდე. სპილენძის მავთულიდან და სპილენძის გარსიდან საშვილოსნოს ღრუში სპილენძის უწყვეტი გამოყოფა აძლიერებს Silverline Cu 380Ag კონტრაცეპტულ ეფექტს.

სახელმძღვანელო შემდგომი დაკვირვებისთვის ექიმებისათვის

ექიმმა უნდა მოიწვიოს პაციენტი კონტროლისათვის საშვილოსნოშიდა სპირალის შეყვანიდან 4-6 კვირის შემდეგ. Silverline Cu 380Ag გამოყენებასთან დაკავშირებით პრობლემების ან ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, შემდგომი დაკვირვების დროს ექიმმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ მომენტებს:

უფრო ძლიერი სისხლდენა მიუთითებს ანემიის ალბათობაზე.

თუ პაციენტი დაორსულდა, საჭიროა შეძლებისდაგვარად საშვილოსნოშიდა სპირალის ამოღება.

თუ ქალი დაორსულდა დაყენებული საშვილოსნოშიდა სპირალის არსებობის შემთხვევაში, ჩნდება საშვილოსნოსგარე ორსულობის შესაძლებლობა,რომლის ალბათობა გამოკვლეული უნდა იქნას. თუ პაციენტს სურს ორსულობის გაგრძელება, ის უნდა იმყოფებოდეს ექიმის საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ. პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს რისკების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია შეყვანილ საშვილოსნოშიდა სპირალთან. პირველი ტრიმესტრის შემდეგ პაციენტი ინფორმირებული უნდა იქნას ორსულობის გაგრძელების შესაძლო რისკების შესახებ ჩადგმული სპირალის შემთხვევაში. ასევე უნდა იქნას განხილული ორსულობის შეწყვეტის შესაძლებლობა.

საშვილოსნოშიდა სპირალის ამოღება რეკომენდირებულია, თუ პაციენტში მნიშვნელოვნად იზრდება მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების განვითარების რისკი.

უკუჩვენებები (მათი სიხშირის და დროის ჩათვლით)

გვერდითი ეფექტები საშვილოსნოშიდა სპირალების, Silverline Cu 380Ag ჩათვლით, გამოყენებისგან იშვიათად აღინიშნება. მათ მიეკუთვნება:

სისხლდენა:

მენსტრუალური სისხლდენა ხანდახან არის უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი, ჩვეულებრივთან შედარებით, ან უფრო მტკივნეული. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს რკინადეფიციტური ანემია. შეიძლება აღინიშნოს იშვიათი ინტერმენსტრუალური სისხლდენები, ჩვეულებრივ სისხლიანი გამონადენის სახით, რაც სწრაფად გადის.

მცირე მენჯის ორგანოების ინფექცია:

მენჯის ინფექციის (სალპინგიტის) აღნიშვნამ, რომლის დროსაც ჩვეულებრივ ამოიღება საშვილოსნოშიდა სპირალი და საჭიროებს ანტიბიოტიკებით მკურნალობას, შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი უნაყოფობა. რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები აჩვენებს, რომ სასქესო გზების ინფიცირების რისკი საშვილოსნოშიდა სპირალის გამოყენების პირველი თვის შემდეგ მცირეა. მცირე მენჯის ორგანოების ინფექციური დაავადებები, რომლებიც აღინიშნება გამოყენების პირველი თვის შემდეგ, როგორც წესი, დაკავშირებულია ინფექციებთან, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით, და არა საშვილოსნოშიდა სპირალის გამოყენებით.

სხვა:

ზოგიერთი ქალები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც არ უმშობიარიათ, დაქვემდებარებულნი არიან გულისწასვლას, ბრადიკარდიას და სხვა ნეიროვასკულარულ გამოვლინებებს საშვილოსნოშიდა სპირალის ჩადგმის დროს და ჩადგმისთანავე ან ამოღებისას.

ლიტერატურაში აღწერილია კანის რეაქციების ერთეული შემთხვევები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ალერგიასთან სპილენძზე.

შეყვანის პროცედურა

ყურადღება

აკრძალულია იატაკზე ან მაგიდაზე დავარდნილი ნებისმიერი კომპონენტის გამოყენება

აკრძალულია პაკეტის შიგთავსის ხონჩაზე ინსტრუმენტებისათვის დადება

აკრძალულია ხისტი ღეროს გამოყენება საშვილოსნოს რღუს სიგრძნის გასაზომად.

დროის შერჩევა

დარწმუნდით, რომ პაციენტი არ არის ორსულად. თუ არსებობს ორსულობის ალბათობა, საშვილოსნოშიდა სპირალის ჩადგმა აკრძალულია.

საუკეთესო პერიოდი საშვილოსნოშიდა სპირალის შესაყვანად არის მენსტრუაცია, რადგანაც ეს იცავს შეყვანისაგან არადიაგნოსტირებული ორსულობის დროს. ამ დროს ფიზიოლოგიურად ფართოვდება საშვილოსნოს გარე და შიდა ფარინქსი. უმეტეს შემთხვევაში ეს აადვილებს საშვილოსნოშიდა სპირალის შეყვანას არხის გაფართოების აუცილებლობის გარეშე.

სასწრაფო კონტრაცეპციისათვის Silverline Cu 380Ag გამოყენების შემთხვევაში,

საშვილოსნოშიდა სპირალის შეყვანა შესაძლებელია დაუცველი სქესობრივი კავშირიდან ხუთი დღის განმავლობაში. დაუცველი სქესობრივი კავშირისთანავე შეყვანამ შეიძლება გაზარდოს მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების რისკი.

ასევე შეიძლება Silverline Cu 380Ag შეყვანა პლაცენტის დაბადებიდან 15 წუთის განმავლობაში ან აბორტის შემდეგ პირველ ტრიმესტრში. მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ შემთხვევებში აღინიშნება გამოვარდნის უფრო მაღალი სიხშირე. თუ შეუძლებელია Silverline Cu 380Ag შეყვანა მაშინათვე პლაცენტის დაბადების ან აბორტის შემდეგ, მაშინ შეყვანა გადადებული უნდა იქნას მინიმუმ 6 კვირით. საკეისრო კვეთის შემთხვევაში შეყვანა უნდა ჩატარდეს მშობიარობიდან არაუადრეს 12 კვირის შემდეგ.

მომხმარებლია მომზადება

პროცედურის შემსრულებელმა სპეციალისტმა უნდა გაიკეთოს სტერილური ხელთათმანები და გამოიყენოს ასეპტიკის მეთოდი. მან უნდა აუხსნას პაციენტს თავისი ქმედებები.

სპირალის შეყვანამდე საჭიროა საშოს და საშვილოსნოს ყელის ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავება.

საშვილოსნოს ყელის ვიზუალირება უნდა მოხდეს სარკის დახმარებით, მისი წინა ტუჩი კი დაჭერილი იქნას დამჭერით.

დამჭერზე მსუბუქი ზეწოლით, ცერვიკალურ არხსა და ენდომეტრიუმის ღრუს შორის კუთხე შემცირდება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საშვილოსნოს ზონდის შეყვანას.

შემდეგ შეიძლება საშვილოსნოს ზონდის შეყვანა ენდოცერვიკალურ ღრუში მანამდე, სანამ ის არ მიაღწევს ფსკერს. საშვილოსშიდა ღრუს ცერვიკალური არხის მიმართულების და სიგრძის განსაზღვის შემდეგ, შეიძლება საშვილოსნოშიდა სპირალის შეყვანისთვის მომზადება.

Silverline Cu 380Ag ჩადგმა

გახსენით სტერილური შეფუთვა და ჩასვით კარკასის ტოტები გამტარ მილში უშუალოდ საშვილოსნოში შეყვანის წინ. საშვილოსნოშიდა სპირალის მომზადება შესაყვანად სტერილური შეფუთვის შიგნით შეიძლება ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციის შესაბამისად.

ნაბიჯი 1.

დარწმუნდით, რომ კარკასის ვერტიკალური ტოტი მთლიანად არის შეყვანილი გამტარ მილში, ამასთან, გამტარი მილის საპირისპირო ბოლო უნდა განთავსდეს შეფუთვის დალუქვის ქვედა ადგილთან ახლოს.

ნაბიჯი 2.

მოათავსეთ შეფუთვა სუფთა, მყარ და სწორ ზედაპირზე, გახსენით პლასტმასის საფარი ბოლოდან, რომელიც აღნიშნულია წარწერით „გახსნა“, ნახევარი მანძილით ყვითელ რგოლამდე. მაგრამ არ არის რეკომენდირებული საშვილოსნოშიდა სპირალის და გამტარი მილის ამოღება, როგორც ეს ნაჩვენებია ნახ. 1. ერთი ხელით კარგად დაიჭირეთ გამტარი მილი, გაათავისუფლეთ ძაფები რგოლიდან და ჩასვით მოწყობილობა გამტარ მილში, ორივე ძაფის დაჭერით, და ფრთხილად ჩასვით მოწყობილობა გამტარ მილში, სანამ გასქელებები ჰორიზონტალური ტოტების ბოლოებზე არ დაფარავენ მილის ღიობს.

ნაბიჯი 3

დაიჭერთ რა რგოლს ერთი ხელით, გამოწიეთ გამტარი მილი, სანამ არ გაუსწორდება რგოლის ქვედა კიდე ნიშნულს, რომელიც აღბეჭდილია გამტარი მილის სკალაზე, რომელიც შეესაბამება საშვილოსნოს ზონდით გაზომვის შედეგს, როგორც ეს ნაჩვენებია ნახ. 2.

ნაბიჯი 4

დაიჭირეთ შეფუთვა ღია ბოლოთი ზევით და გადაწიეთ შეფუთვის ფურცლები სხვადასხვა მიმართულებით, დაიჭირეთ ოდნავ დაჭიმული ძაფები ერთი ხელით, როგორც ეს ნაჩვენებია ნახ. 3. ჩასვით ხისტი ღერო გამტარ მილში, სანამ ის თითქმის არ შეეხება შეწეული კარკასის ქვედა ბოლოს. ეს უზრუნველყოფს ძაფების სწორ განლაგებას მილში, რათა ისინი არ იყოს გადაადგილებული ხისტი ღეროთი. დაიცავით სიფრთხილე, რომ არ შეეხოთ ხისტი ღეროს ბოლოთი სხვა ზედაპირს და არ გაუსვათ ის სხვა ზედაპირზე, რადგანაც ამან შეიძლება დაარღვიოს ხისტი ღეროს სტერილურობა. დარწმუნდით, რომ ბეჭდის უფრო გრძელი ნაწილი არის ორიენტირებული იმავე მიმართულებით, რომელშიც ჰორიზონტალური ტოტი გაიხსნება საშვილოსნოში.

ნაბიჯი 5

მოწყობილობა Silverline Cu 380 Ag ახლა მზად არის შესაყვანად. მოხსენით აპკის ნარჩენი, რომელიც ფარავს შეფუთვას, და აწიეთ ჩატვირთული გამტარი მილი, მისი ჰორიზონტალურად დაჭერით, რათა თავიდან იქნას აცილებული კარკასის ან ხისტი ღეროს ამოვარდნა. დაიცავით სიფრთხილე, რათა არ მოხდეს კარკასის ზემოთ გადაადგილება ხისტ ღეროზე დაჭერით. არ დაუშვათ შესაყვანად აწყობილი მოწყობილობის შეხება ნებისნიერ არასტერილურ ზედაპირთან, რომელსაც შეუძლია მისი დაბინძურება.

ჩატვირთული მოწყობილობის Silverline Cu 380A შეყვანა

ნაბიჯი 1

ფრთხილად შეიყვანეთ ჩატვირთული და აწყობილი შესაყვანად მოწყობილობა საშვილოსნოს ყელის არხით და გაატარეთ ის ზევით რგოლის საშვილოსნოს ყელის ფარინქსთან შეხებამდე. დარწმუნდით, რომ რგოლი განთავსებულია ჰორიზონტალუტად, როგორც ეს ნაჩვენებია ნახ. 4.

ნაბიჯი 2

ერთი ხელით დაიჭირეთ მყარი ღერო, რათა არ მოხდეს მისი გადაადგილება, თავისუფალი ხელით გამოწიეთ გამტარი მილი, სანამ ის არ შეეხება ხისტი ღეროს გოფრირებულ ნაწილს; ამასთან, რგოლი ასევე იქნება დაცილებული საშვილოსნოს ყელს (დაახლოებით 1,5 სმ-ით). ახლა კარკასის ტოტები გაშლილია, როგორც ეს ნაჩვენებია ნახ. 5.

არ გადაადგილოთ ღერო

ამოიღეთ გამტარი მილი

ნაბიჯი 3

წაწიეთ გამტარი მილი წინ, სანამ რგოლი ისევ არ შეეხება საშვილოსნოს ყელის ფარინქს. ახლა Silverline Cu 380A ეხება საშვილოსნს ფსკერს, როგორ ეს ნაჩვენებია ნახ. 6.

არ გადააადგილოთ ღერო

წაწიეთ გამტარი მილი ზევით

ნაბიჯი 4

რათა მოწყობილობა მთლიანად იქნას გამოტანილი გამტარი მილიდან, კარგად დაიჭირეთ ხისტი ღერო და გამოწიეთ მილი უკან ბოლომდე, როგორც ეს ნაჩვენებია ნახ. 7.

შესაყვან ინსტრუმენტში საშვილოსნოშიდა სპირალის დაყოვნების მაქსიმალური დრო შეადგენს 5 წუთს.

ნაბიჯი 5

ჯერ ფრთხილად ამოიღეთ ხისტი ღერო (ამასთან დაიჭირეთ რა გამტარი მილი გადაადგილებისაგან), შემდეგ კი ამოიღეთ გამტარი მილი საშვილოსნოს ყელის არხიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული კარკასის გამოწევა საშვილოსნოს ფსკერთან პოზიციიდან. გაჭერით ძაფები ისე, რომ ისინი საშვილოსნოს ყელიდან მხოლოდ 3-4 სმ-ით გამოდიოდნენ, როგორც ეს ნაჩვენებია ნახ. 8.

ნაბიჯი 6

დაეხმარეთ ქალს ნელა ადგომაში სავარძლიდან (გაითვალისწინეთ თავბრუსხვევის შესაძლებლობა) და მოუყევით მას, თუ როგორ და როდის არის საჭირო ძაფების შემოწმება. შესთავაეთ ძაფების შემოწმება. შესთავაზეთ პაციენტს, რომ დასვას შეკითხვები, და მიეცით მას ინსტრუქტაჟი განმეორებით ვიზიტთან დაკავშირებით, ასევე იმის შესახებ, რისი გაკეთება არის საჭირო, ვის და როგორ უნდა მიმართოს დახმარებისთვის საჭიროების შემთხვევაში.

მოვლის რეკომენდაციები

რბილი, ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით უშუალო კონტაქტის გარეშე, შეასრულეთ შემდეგი ქმედებები საშვილოსნოშიდა სპირალის ამოსაღებად:

ნაბიჯი 1. მოკლედ მოუყევით პაციენტს პროცედურის შესახებ, სთხოვეთ რომ დაგისვათ შეკითხვები და საჭიროების შემთხვევაში დაამშვიდეთ. სთხოვეთ მას შეგატყობინოთ როგორც კი ტკივილს იგრძნობს.

ნაბიჯი 2. გაიკეთეთ სუფთა/მაღალი დონის დეზინფიცირებული ხელთათმანები ორივე ხელზე.

ნაბიჯი 3. ჩადგით მაღალი დონის დეზინფიცირებული (ან სტერილური) სარკე და ვიზუალურად დაათვალიერეთ საშვილოსნოს ყელი და საშვილოსნოშიდა სპირალის ძაფები. თუ ძაფები არ ჩანს, სცადეთ მათი პოვნა.

ნაბიჯი 4. დაიტანეთ შესაბამისი ანტისეპტიკი (მაგალითად, როგორიცაა პოვიდონ იოდი ან ქლორჰექსიდინი) საშვილოსნოს ყელზე და საშოში მინიმუმ ორჯერ (ფარინქსზე შიგნიდან გარეთ დატანებით). პოვიდონ იოდის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ქალს არა აქვს ალერგია იოდზე, და დაიცადეთ 2 წუთი, სანამ ხსნარი იმოქმედებს. სთხოვეთ მას ნელა და ღრმად ისუნთქოს და მოდუნდეს. გააფრთხილეთ, რომ მან შეიძლება იგრძნოს მცირე დისკომფორტი და სპაზმები და რომ ეს ნორმალურია. იმოქმედეთ ძალიან ფრთხილად პროცედურის ყველა ეტაპზე. მოახდინეთ საშვილოსნოშიდა სპირალის ძაფების წატაცება მაღალი დონის დეზინფიცირებული (ან სტერილური) სწორი არტერიული მომჭერებით. მსუბუქად გამოწიეთ, ფრთხილად მოწიეთ რა ძაფები თქვენსკენ მაშებით. როგორც წესი, მოწყობილობის ამოღება ადვილად ხდება. თუ ძაფები წყდება, მაგრამ საშვილოსნოშიდა სპირალი ჩანს, ამოიღეთ მოწყობილობა მაშებით. თუ მისი ამოღება ძნელია, არ გამოიყენოთ გადაჭარბებული ძალა.

მოქმედებები სირთულეების დროს, რომლებიც ჩნდება ამოღებისას

ფრთხილად ამოიღეთ საშვილოსნოშიდა სპირალი, ფრთხილი კლაკნილი მოძრაობების განხორცილელებით.

გააგრძელეთ პროცედურა მანამდე, სანამ ის კომფორტულია ქალისთვის.

თუ ისევ ვერ ხერხდება საშვილოსნოშიდა სპირალის ამოღება, გაგზავნეთ ქალი ექიმთან, რომელსაც გავლილი ავქს სპეციალური სწავლება, რომელიც შეძლებს საშვილოსნოს ყელის გაფართოვებას.

თუ კუთხე საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელს შორის მახვილია:

ჩადგით მაღალი ხარისხის დეზინფიცირებული (ან სტერილური) ტყვიის მაშები და ფრთხილად ჩამოწიეთ ქვემოთ და გარეთ.

ფრთიხლეად ამოიღეთ საშვილოსნოშიდა სპირალი, ფრთხილი, კლაკნილი მოძრაობებით.

გააგრძელეთ პროცედურა მანამდე, სანამ ეს კომფორტულია ქალისთვის.

თუ ისევ ვერ ხერხდება საშვილოსნოშიდა სპირალის ამოღება, გაგზავნეთ ქალი ექიმთან, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური სწავლება,

სიფრთხილის ზომები

გამოყენებამდე შეამოწმეთ შეფუთვა ხილული დაზიანებების ან დეფექტების გამოსავლენად.

სტერილური საშვილოსნოშიდა სპირალები განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისათვის და არ შეიძლება მათი ხელმეორედ გამოყენება.

ხელმეორედ გამოყენების რისკები

სტერილურობის დაკარგვა და დაინფიცირების შესაბამისი რისკი.

ეფექტურობის დაკარგვა სპილენძის ნაკლები რაოდენობის გამო, ვიდრე ეს სპეციფიკაციით არის გათვალისწინებული.

უტილიზაცია

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ან ამოღების შემდეგ მოახდინეთ საშვილოსნოშიდა სპირალების უტილიზირება, ადგილობრივი უტილიზირების ნორმების შესაბამისად, რომლებიც არ ექვემდებარებიან ხელმეორედ გადამუშავებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ანამეზში საშვილოსნოსგარე ორსულობა ან რისკ-ფაქტორი

სქესობრივი გზების ინფექციები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ბოლო 12 თვის განმავლობაში (ბაქტერიული ვაგინიტის, განმეორებითი ჰერპესული ინფექციების ან B ჰეპატიტის გარდა)

აბორტი ინფექციით ბოლო 3 თვის განმავლობაში, მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები

საშვილოსნოს განვითარების მანკები (თანდაყოლილი ან შეძენილი)

ალერგია სპილენძზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

Silverline

Cu 380 Ag

გამოყენების ჩვენებები:

“საშვილოსნოშიდა კონტრაცეპცია რეპროდუქციული ასაკის ქალებში”

გათვალისწინებული გამოყენება:

საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება Silverline Cu 380 Ag უზრუნველყოფს პრაქტიკულად სრულ დაცვას ორსულობისგან, აქვს შენახვის ვადა 5 წელი და შეიძლება გამოყენებული იქნას 5 წლის განმავლობაში. სწორად ჩასმული საშვილოსნოშიდა სპირალი Silverline Cu 380 Ag უსაფრთხოა ქალებისათვის დაავადებების დაბალი რისკით, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით.

Silverline Cu 380 Ag წარმოადგენს პოლიეთილენისაგან დამზადებულ საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას. ღერო დაფარულია სპილენძის მავთულით ვერცხლის გულარით. სპილენძის ზედაპირის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 380 მმ2. გვერდითი ტოტები მოქნილია და აქვთ y-ს მაგვარი ფორმა, რომელიც იძლევა Silverline Cu 380 Ag შენარჩუნების საშუალებას საშვილოსნოს ფსკერთან ახლოს, საშვილოსნოს ღრუს დაჭიმვისა და საშვილოსნოს რქებთან შეხების გარეშე. მოწყობილობის ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება, სავარაუდოდ, გამოწვეულია საშვილოსნოს ენდომეტრიუმის რიგი რეაქციებით უცხო სხეულზე და მეტალის სპილენძის არსებობით.

  • 13969161604

ჰირიზონტალურად - 30 მმ-დან 32 მმ-მდე

ვერტიკალურად - 31,50 მმ-დან 35,00 მმ-მდე

ჰირიზონტალური განშტოება

ვერტიკალური განშტოება

ძაფები

ყვითელი რგოლი (სიღრმის მაჩვენებელი)

გამტარი მილი

თეთრი ხისტი ღერო

ხისტი ღეროს გოფრირებული ნაწილი

შემზღუდველი

უკუჩვენებები (აბსოლუტური)

სქესობრივი გზების ავთვისებიანი დაავადებები

არადიაგნოსტირებული ვაგინალური სისხლდენა

ორსულობა

ანამეზში საშვილოსნოსგარე ორსულობა ან რისკ-ფაქტორი

სქესობრივი გზების ინფექციები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ბოლო 12 თვის განმავლობაში (ბაქტერიული ვაგინიტის, განმეორებითი ჰერპესული ინფექციების ან B ჰეპატიტის გარდა)

აბორტი ინფექციით ბოლო 3 თვის განმავლობაში, მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები

საშვილოსნოს განვითარების მანკები (თანდაყოლილი ან შეძენილი)

ალერგია სპილენძზე.

უკუჩვენებები (შეფარდებითი)

ანემია

გულის სარქველოვანი მანკი

კოაგულაციის დარღვევები

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება

ვილსონის დაავადება

მრავალრიცხოვანი სექსუალური პარტნიორები.

ინსტრუქცია საშვილოსნოშიდა სპირალის მომხარებლებისათვის

შეყვანიდან პირველ კვირეებში შეიძლება აღინიშნოს უფრო ხანგრძლივი და მძიმე მენსტრუაცია, ასევე სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორის. თუ ეს ღებულობს ინტენსიურ ხასიათს ან არ წყდება, შეატყობინეთ ამის შესახებ კლინიკაში.

შეყვანის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ხანმოკლე სპაზმები, მაგრამ ზოგჯერ ისინი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათის ან თუნდაც დღეების განმავლობაში. მათ შესამსუბუქებლად შეიძლება სუსტი ტკივილგამაყუჩებელი აბების მიღება, ცხელი კომპრესის მუცელზე დადება და/ან ზომიერი ფიზიკური ვარჯიშების შესრულება.

პერიოდულად შეამოწმეთ, განსაკუთრებით მენსტრუაქციის შემდეგ, არის თუ არა გამოშვერილი სპირალური ძაფები საშვილოსნოს ყელიდან. თუ ისინი არ არის, გახდა უფრო მოკლე ან გრძელი, მიმართეთ კლინიკას.

თუ საშვილოსნოშიდა სპირალი გამოვარდა, დაბრუნდით კლინიკაში.

თვითნებური გამოვარდნის შემდეგ ორსულობიდან დაცვა წყდება.

მიმართეთ კლინიკას გამოკვლევისათვის ან საშვილოსნოშიდა სპირალის შესაცვლელად (შეყვანიდან მეხუთე წლის ბოლოს) ექიმის დანიშნულებების შესაბამისად.

თუ მენსტრუაცია გვიანდება (ასევე აღინიშნება ორსულობის სიმპტომები, კერძოდ, გულისრევა, მკერდის მგრძნობელობა და ა.შ.), დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას.

თუ გაწუხებთ მუცლის ტკივილი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, დაინფიცირდით (მაგალითად, გონორეით), თქვენ აღგენიშნებათ ანომალური გამონადენი, ცხელება ან შემცივნება, მიმართეთ ექიმს.

საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება Silverline Cu 380Ag არ შედის რეაქციაში მედიკამეტებთან, რომლებსაც შეიძლება ქალი ღებულობს.

მოქმედების მექანიზმი

სპილენძის საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები მნიშვნელოვნად ამცირებენ განაყოფიერების ალბათობას. მონაცემები და ანალიზები აჩვენებს, რომ სპილენძის შემცველი საშვილოსნოშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ძირითადი ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი მდგომარეობს კვერცხუჯრედის ან სპერმატოზოიდის ტრანსპორტის და/ან სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარის დათრგუნვაში. გამეტების ტრანსპორტირებისა და კაპაციტაციის დაქვეითება ხელს უშლის განაყოფიერებას და ხდება კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ღრუში მიღწევამდე. სპილენძის მავთულიდან და სპილენძის გარსიდან საშვილოსნოს ღრუში სპილენძის უწყვეტი გამოყოფა აძლიერებს Silverline Cu 380Ag კონტრაცეპტულ ეფექტს.

სახელმძღვანელო შემდგომი დაკვირვებისთვის ექიმებისათვის

ექიმმა უნდა მოიწვიოს პაციენტი კონტროლისათვის საშვილოსნოშიდა სპირალის შეყვანიდან 4-6 კვირის შემდეგ. Silverline Cu 380Ag გამოყენებასთან დაკავშირებით პრობლემების ან ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, შემდგომი დაკვირვების დროს ექიმმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ მომენტებს:

უფრო ძლიერი სისხლდენა მიუთითებს ანემიის ალბათობაზე.

თუ პაციენტი დაორსულდა, საჭიროა შეძლებისდაგვარად საშვილოსნოშიდა სპირალის ამოღება.

თუ ქალი დაორსულდა დაყენებული საშვილოსნოშიდა სპირალის არსებობის შემთხვევაში, ჩნდება საშვილოსნოსგარე ორსულობის შესაძლებლობა,რომლის ალბათობა გამოკვლეული უნდა იქნას. თუ პაციენტს სურს ორსულობის გაგრძელება, ის უნდა იმყოფებოდეს ექიმის საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ. პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს რისკების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია შეყვანილ საშვილოსნოშიდა სპირალთან. პირველი ტრიმესტრის შემდეგ პაციენტი ინფორმირებული უნდა იქნას ორსულობის გაგრძელების შესაძლო რისკების შესახებ ჩადგმული სპირალის შემთხვევაში. ასევე უნდა იქნას განხილული ორსულობის შეწყვეტის შესაძლებლობა.

საშვილოსნოშიდა სპირალის ამოღება რეკომენდირებულია, თუ პაციენტში მნიშვნელოვნად იზრდება მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების განვითარების რისკი.

უკუჩვენებები (მათი სიხშირის და დროის ჩათვლით)

გვერდითი ეფექტები საშვილოსნოშიდა სპირალების, Silverline Cu 380Ag ჩათვლით, გამოყენებისგან იშვიათად აღინიშნება. მათ მიეკუთვნება:

სისხლდენა:

მენსტრუალური სისხლდენა ხანდახან არის უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი, ჩვეულებრივთან შედარებით, ან უფრო მტკივნეული. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს რკინადეფიციტური ანემია. შეიძლება აღინიშნოს იშვიათი ინტერმენსტრუალური სისხლდენები, ჩვეულებრივ სისხლიანი გამონადენის სახით, რაც სწრაფად გადის.

მცირე მენჯის ორგანოების ინფექცია:

მენჯის ინფექციის (სალპინგიტის) აღნიშვნამ, რომლის დროსაც ჩვეულებრივ ამოიღება საშვილოსნოშიდა სპირალი და საჭიროებს ანტიბიოტიკებით მკურნალობას, შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი უნაყოფობა. რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები აჩვენებს, რომ სასქესო გზების ინფიცირების რისკი საშვილოსნოშიდა სპირალის გამოყენების პირველი თვის შემდეგ მცირეა. მცირე მენჯის ორგანოების ინფექციური დაავადებები, რომლებიც აღინიშნება გამოყენების პირველი თვის შემდეგ, როგორც წესი, დაკავშირებულია ინფექციებთან, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით, და არა საშვილოსნოშიდა სპირალის გამოყენებით.

სხვა:

ზოგიერთი ქალები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც არ უმშობიარიათ, დაქვემდებარებულნი არიან გულისწასვლას, ბრადიკარდიას და სხვა ნეიროვასკულარულ გამოვლინებებს საშვილოსნოშიდა სპირალის ჩადგმის დროს და ჩადგმისთანავე ან ამოღებისას.

ლიტერატურაში აღწერილია კანის რეაქციების ერთეული შემთხვევები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ალერგიასთან სპილენძზე.

შეყვანის პროცედურა

ყურადღება

აკრძალულია იატაკზე ან მაგიდაზე დავარდნილი ნებისმიერი კომპონენტის გამოყენება

აკრძალულია პაკეტის შიგთავსის ხონჩაზე ინსტრუმენტებისათვის დადება

აკრძალულია ხისტი ღეროს გამოყენება საშვილოსნოს რღუს სიგრძნის გასაზომად.

დროის შერჩევა

დარწმუნდით, რომ პაციენტი არ არის ორსულად. თუ არსებობს ორსულობის ალბათობა, საშვილოსნოშიდა სპირალის ჩადგმა აკრძალულია.

საუკეთესო პერიოდი საშვილოსნოშიდა სპირალის შესაყვანად არის მენსტრუაცია, რადგანაც ეს იცავს შეყვანისაგან არადიაგნოსტირებული ორსულობის დროს. ამ დროს ფიზიოლოგიურად ფართოვდება საშვილოსნოს გარე და შიდა ფარინქსი. უმეტეს შემთხვევაში ეს აადვილებს საშვილოსნოშიდა სპირალის შეყვანას არხის გაფართოების აუცილებლობის გარეშე.

სასწრაფო კონტრაცეპციისათვის Silverline Cu 380Ag გამოყენების შემთხვევაში,

საშვილოსნოშიდა სპირალის შეყვანა შესაძლებელია დაუცველი სქესობრივი კავშირიდან ხუთი დღის განმავლობაში. დაუცველი სქესობრივი კავშირისთანავე შეყვანამ შეიძლება გაზარდოს მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების რისკი.

ასევე შეიძლება Silverline Cu 380Ag შეყვანა პლაცენტის დაბადებიდან 15 წუთის განმავლობაში ან აბორტის შემდეგ პირველ ტრიმესტრში. მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ შემთხვევებში აღინიშნება გამოვარდნის უფრო მაღალი სიხშირე. თუ შეუძლებელია Silverline Cu 380Ag შეყვანა მაშინათვე პლაცენტის დაბადების ან აბორტის შემდეგ, მაშინ შეყვანა გადადებული უნდა იქნას მინიმუმ 6 კვირით. საკეისრო კვეთის შემთხვევაში შეყვანა უნდა ჩატარდეს მშობიარობიდან არაუადრეს 12 კვირის შემდეგ.

მომხმარებლია მომზადება

პროცედურის შემსრულებელმა სპეციალისტმა უნდა გაიკეთოს სტერილური ხელთათმანები და გამოიყენოს ასეპტიკის მეთოდი. მან უნდა აუხსნას პაციენტს თავისი ქმედებები.

სპირალის შეყვანამდე საჭიროა საშოს და საშვილოსნოს ყელის ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავება.

საშვილოსნოს ყელის ვიზუალირება უნდა მოხდეს სარკის დახმარებით, მისი წინა ტუჩი კი დაჭერილი იქნას დამჭერით.

დამჭერზე მსუბუქი ზეწოლით, ცერვიკალურ არხსა და ენდომეტრიუმის ღრუს შორის კუთხე შემცირდება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საშვილოსნოს ზონდის შეყვანას.

შემდეგ შეიძლება საშვილოსნოს ზონდის შეყვანა ენდოცერვიკალურ ღრუში მანამდე, სანამ ის არ მიაღწევს ფსკერს. საშვილოსშიდა ღრუს ცერვიკალური არხის მიმართულების და სიგრძის განსაზღვის შემდეგ, შეიძლება საშვილოსნოშიდა სპირალის შეყვანისთვის მომზადება.

Silverline Cu 380Ag ჩადგმა

გახსენით სტერილური შეფუთვა და ჩასვით კარკასის ტოტები გამტარ მილში უშუალოდ საშვილოსნოში შეყვანის წინ. საშვილოსნოშიდა სპირალის მომზადება შესაყვანად სტერილური შეფუთვის შიგნით შეიძლება ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციის შესაბამისად.

ნაბიჯი 1.

დარწმუნდით, რომ კარკასის ვერტიკალური ტოტი მთლიანად არის შეყვანილი გამტარ მილში, ამასთან, გამტარი მილის საპირისპირო ბოლო უნდა განთავსდეს შეფუთვის დალუქვის ქვედა ადგილთან ახლოს.

ნაბიჯი 2.

მოათავსეთ შეფუთვა სუფთა, მყარ და სწორ ზედაპირზე, გახსენით პლასტმასის საფარი ბოლოდან, რომელიც აღნიშნულია წარწერით „გახსნა“, ნახევარი მანძილით ყვითელ რგოლამდე. მაგრამ არ არის რეკომენდირებული საშვილოსნოშიდა სპირალის და გამტარი მილის ამოღება, როგორც ეს ნაჩვენებია ნახ. 1. ერთი ხელით კარგად დაიჭირეთ გამტარი მილი, გაათავისუფლეთ ძაფები რგოლიდან და ჩასვით მოწყობილობა გამტარ მილში, ორივე ძაფის დაჭერით, და ფრთხილად ჩასვით მოწყობილობა გამტარ მილში, სანამ გასქელებები ჰორიზონტალური ტოტების ბოლოებზე არ დაფარავენ მილის ღიობს.

ნაბიჯი 3

დაიჭერთ რა რგოლს ერთი ხელით, გამოწიეთ გამტარი მილი, სანამ არ გაუსწორდება რგოლის ქვედა კიდე ნიშნულს, რომელიც აღბეჭდილია გამტარი მილის სკალაზე, რომელიც შეესაბამება საშვილოსნოს ზონდით გაზომვის შედეგს, როგორც ეს ნაჩვენებია ნახ. 2.

ნაბიჯი 4

დაიჭირეთ შეფუთვა ღია ბოლოთი ზევით და გადაწიეთ შეფუთვის ფურცლები სხვადასხვა მიმართულებით, დაიჭირეთ ოდნავ დაჭიმული ძაფები ერთი ხელით, როგორც ეს ნაჩვენებია ნახ. 3. ჩასვით ხისტი ღერო გამტარ მილში, სანამ ის თითქმის არ შეეხება შეწეული კარკასის ქვედა ბოლოს. ეს უზრუნველყოფს ძაფების სწორ განლაგებას მილში, რათა ისინი არ იყოს გადაადგილებული ხისტი ღეროთი. დაიცავით სიფრთხილე, რომ არ შეეხოთ ხისტი ღეროს ბოლოთი სხვა ზედაპირს და არ გაუსვათ ის სხვა ზედაპირზე, რადგანაც ამან შეიძლება დაარღვიოს ხისტი ღეროს სტერილურობა. დარწმუნდით, რომ ბეჭდის უფრო გრძელი ნაწილი არის ორიენტირებული იმავე მიმართულებით, რომელშიც ჰორიზონტალური ტოტი გაიხსნება საშვილოსნოში.

ნაბიჯი 5

მოწყობილობა Silverline Cu 380 Ag ახლა მზად არის შესაყვანად. მოხსენით აპკის ნარჩენი, რომელიც ფარავს შეფუთვას, და აწიეთ ჩატვირთული გამტარი მილი, მისი ჰორიზონტალურად დაჭერით, რათა თავიდან იქნას აცილებული კარკასის ან ხისტი ღეროს ამოვარდნა. დაიცავით სიფრთხილე, რათა არ მოხდეს კარკასის ზემოთ გადაადგილება ხისტ ღეროზე დაჭერით. არ დაუშვათ შესაყვანად აწყობილი მოწყობილობის შეხება ნებისნიერ არასტერილურ ზედაპირთან, რომელსაც შეუძლია მისი დაბინძურება.

ჩატვირთული მოწყობილობის Silverline Cu 380A შეყვანა

ნაბიჯი 1

ფრთხილად შეიყვანეთ ჩატვირთული და აწყობილი შესაყვანად მოწყობილობა საშვილოსნოს ყელის არხით და გაატარეთ ის ზევით რგოლის საშვილოსნოს ყელის ფარინქსთან შეხებამდე. დარწმუნდით, რომ რგოლი განთავსებულია ჰორიზონტალუტად, როგორც ეს ნაჩვენებია ნახ. 4.

ნაბიჯი 2

ერთი ხელით დაიჭირეთ მყარი ღერო, რათა არ მოხდეს მისი გადაადგილება, თავისუფალი ხელით გამოწიეთ გამტარი მილი, სანამ ის არ შეეხება ხისტი ღეროს გოფრირებულ ნაწილს; ამასთან, რგოლი ასევე იქნება დაცილებული საშვილოსნოს ყელს (დაახლოებით 1,5 სმ-ით). ახლა კარკასის ტოტები გაშლილია, როგორც ეს ნაჩვენებია ნახ. 5.

არ გადაადგილოთ ღერო

ამოიღეთ გამტარი მილი

ნაბიჯი 3

წაწიეთ გამტარი მილი წინ, სანამ რგოლი ისევ არ შეეხება საშვილოსნოს ყელის ფარინქს. ახლა Silverline Cu 380A ეხება საშვილოსნს ფსკერს, როგორ ეს ნაჩვენებია ნახ. 6.

არ გადააადგილოთ ღერო

წაწიეთ გამტარი მილი ზევით

ნაბიჯი 4

რათა მოწყობილობა მთლიანად იქნას გამოტანილი გამტარი მილიდან, კარგად დაიჭირეთ ხისტი ღერო და გამოწიეთ მილი უკან ბოლომდე, როგორც ეს ნაჩვენებია ნახ. 7.

შესაყვან ინსტრუმენტში საშვილოსნოშიდა სპირალის დაყოვნების მაქსიმალური დრო შეადგენს 5 წუთს.

ნაბიჯი 5

ჯერ ფრთხილად ამოიღეთ ხისტი ღერო (ამასთან დაიჭირეთ რა გამტარი მილი გადაადგილებისაგან), შემდეგ კი ამოიღეთ გამტარი მილი საშვილოსნოს ყელის არხიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული კარკასის გამოწევა საშვილოსნოს ფსკერთან პოზიციიდან. გაჭერით ძაფები ისე, რომ ისინი საშვილოსნოს ყელიდან მხოლოდ 3-4 სმ-ით გამოდიოდნენ, როგორც ეს ნაჩვენებია ნახ. 8.

ნაბიჯი 6

დაეხმარეთ ქალს ნელა ადგომაში სავარძლიდან (გაითვალისწინეთ თავბრუსხვევის შესაძლებლობა) და მოუყევით მას, თუ როგორ და როდის არის საჭირო ძაფების შემოწმება. შესთავაეთ ძაფების შემოწმება. შესთავაზეთ პაციენტს, რომ დასვას შეკითხვები, და მიეცით მას ინსტრუქტაჟი განმეორებით ვიზიტთან დაკავშირებით, ასევე იმის შესახებ, რისი გაკეთება არის საჭირო, ვის და როგორ უნდა მიმართოს დახმარებისთვის საჭიროების შემთხვევაში.

მოვლის რეკომენდაციები

რბილი, ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით უშუალო კონტაქტის გარეშე, შეასრულეთ შემდეგი ქმედებები საშვილოსნოშიდა სპირალის ამოსაღებად:

ნაბიჯი 1. მოკლედ მოუყევით პაციენტს პროცედურის შესახებ, სთხოვეთ რომ დაგისვათ შეკითხვები და საჭიროების შემთხვევაში დაამშვიდეთ. სთხოვეთ მას შეგატყობინოთ როგორც კი ტკივილს იგრძნობს.

ნაბიჯი 2. გაიკეთეთ სუფთა/მაღალი დონის დეზინფიცირებული ხელთათმანები ორივე ხელზე.

ნაბიჯი 3. ჩადგით მაღალი დონის დეზინფიცირებული (ან სტერილური) სარკე და ვიზუალურად დაათვალიერეთ საშვილოსნოს ყელი და საშვილოსნოშიდა სპირალის ძაფები. თუ ძაფები არ ჩანს, სცადეთ მათი პოვნა.

ნაბიჯი 4. დაიტანეთ შესაბამისი ანტისეპტიკი (მაგალითად, როგორიცაა პოვიდონ იოდი ან ქლორჰექსიდინი) საშვილოსნოს ყელზე და საშოში მინიმუმ ორჯერ (ფარინქსზე შიგნიდან გარეთ დატანებით). პოვიდონ იოდის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ქალს არა აქვს ალერგია იოდზე, და დაიცადეთ 2 წუთი, სანამ ხსნარი იმოქმედებს. სთხოვეთ მას ნელა და ღრმად ისუნთქოს და მოდუნდეს. გააფრთხილეთ, რომ მან შეიძლება იგრძნოს მცირე დისკომფორტი და სპაზმები და რომ ეს ნორმალურია. იმოქმედეთ ძალიან ფრთხილად პროცედურის ყველა ეტაპზე. მოახდინეთ საშვილოსნოშიდა სპირალის ძაფების წატაცება მაღალი დონის დეზინფიცირებული (ან სტერილური) სწორი არტერიული მომჭერებით. მსუბუქად გამოწიეთ, ფრთხილად მოწიეთ რა ძაფები თქვენსკენ მაშებით. როგორც წესი, მოწყობილობის ამოღება ადვილად ხდება. თუ ძაფები წყდება, მაგრამ საშვილოსნოშიდა სპირალი ჩანს, ამოიღეთ მოწყობილობა მაშებით. თუ მისი ამოღება ძნელია, არ გამოიყენოთ გადაჭარბებული ძალა.

მოქმედებები სირთულეების დროს, რომლებიც ჩნდება ამოღებისას

ფრთხილად ამოიღეთ საშვილოსნოშიდა სპირალი, ფრთხილი კლაკნილი მოძრაობების განხორცილელებით.

გააგრძელეთ პროცედურა მანამდე, სანამ ის კომფორტულია ქალისთვის.

თუ ისევ ვერ ხერხდება საშვილოსნოშიდა სპირალის ამოღება, გაგზავნეთ ქალი ექიმთან, რომელსაც გავლილი ავქს სპეციალური სწავლება, რომელიც შეძლებს საშვილოსნოს ყელის გაფართოვებას.

თუ კუთხე საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელს შორის მახვილია:

ჩადგით მაღალი ხარისხის დეზინფიცირებული (ან სტერილური) ტყვიის მაშები და ფრთხილად ჩამოწიეთ ქვემოთ და გარეთ.

ფრთიხლეად ამოიღეთ საშვილოსნოშიდა სპირალი, ფრთხილი, კლაკნილი მოძრაობებით.

გააგრძელეთ პროცედურა მანამდე, სანამ ეს კომფორტულია ქალისთვის.

თუ ისევ ვერ ხერხდება საშვილოსნოშიდა სპირალის ამოღება, გაგზავნეთ ქალი ექიმთან, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური სწავლება,

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გამოყენებამდე შეამოწმეთ შეფუთვა ხილული დაზიანებების ან დეფექტების გამოსავლენად.

სტერილური საშვილოსნოშიდა სპირალები განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისათვის და არ შეიძლება მათი ხელმეორედ გამოყენება.

ხელმეორედ გამოყენების რისკები

სტერილურობის დაკარგვა და დაინფიცირების შესაბამისი რისკი.

ეფექტურობის დაკარგვა სპილენძის ნაკლები რაოდენობის გამო, ვიდრე ეს სპეციფიკაციით არის გათვალისწინებული.

უტილიზაცია

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ან ამოღების შემდეგ მოახდინეთ საშვილოსნოშიდა სპირალების უტილიზირება, ადგილობრივი უტილიზირების ნორმების შესაბამისად, რომლებიც არ ექვემდებარებიან ხელმეორედ გადამუშავებას.

შეუთავსებლობა

ანატომიურმა ანომალიამ, რომელიც ამახინჯებს საშვილოსნოს ღრუს, შეიძლება ხელი შეუშალოს საშვილოსნოშიდა სპირალის სწორად ჩასმას.

შეუთავსებლობამ საშვილოსნოშიდა სპირალსა და საშვილოსნოს ღრუს შორის, შეიძლება გამოიწვიოს ნაწილობრვი ან სრული ამოვარდნა, ტკივილი, არაგანზრახ ორსულობა და ანომალური ან მძიმე სისხლდენა საშვილოსნოდან, რაც გამოიწვევს მოწყობილობის ამოღებას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში.

34861509207500

მწარმოებელი

PREGNA

INTERNATIONAL LTD

ნაკვეთი: #219, მიწის #: 168

Dabhel Industrial Co-Operative Society Ltd.,

Dabhel, Daman (U.T) - 396210 - India

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ვებ-საიტი: pregna.com

PT/QA/1057:00

W.E.F.: 25.05.2021 წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა