სილდენაფილი აკორდი
Sildenafil Accord
სილდენაფილი აკორდი მიეკუთვნება ფოსფოდიესეთერაზას ტიპი 5 (PDE5) ინჰიბიტორების ჯგუფს. ის იწვევს სასქესო ასოს სისხლძარღვების გაფართოებას, რის შედეგადაც სექსუალური აგზნების დროს მასში ძლიერდება სისხლის ნაკადი. სილდენაფილი აკორდი ხელს უწყობს ერექციის მიღწევას მხოლოდ სექსუალური აგზნების დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სილდენაფილი (sildenafil)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №4
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- უროლოგიური საშუალებები, ერექციური დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები
- ATC კოდი
- G04BE03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-025653
- რეგისტრირებულია
- 29 ივნისი 2018, მოქმედებს 29 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
სილდენაფილი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სილდენაფილი აკორდი მიეკუთვნება ფოსფოდიესეთერაზას ტიპი 5 (PDE5) ინჰიბიტორების ჯგუფს. ის იწვევს სასქესო ასოს სისხლძარღვების გაფართოებას, რის შედეგადაც სექსუალური აგზნების დროს მასში ძლიერდება სისხლის ნაკადი. სილდენაფილი აკორდი ხელს უწყობს ერექციის მიღწევას მხოლოდ სექსუალური აგზნების დროს.
სილდენაფილი აკორდი გამოიყენება მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის, იმპოტენციის სამკურნალოდ. ამ დროს ვერ ხერხდება ერექცია ან მისი შენარჩუნება, რაც აუცილებელია სქესობრივი აქტისთვის,
რა შემთხვევაში არ შეიძლება მედიკამენტის მიღება და სიფრთხილის ზომები მისი გამოყენების დროს
რა შემთხვევაში არ გამოიყენება მედიკამენტი:
თუ პაციენტი ალერგიულია სილდენაფილის ან მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ინგრედიენტების სრული ჩამონათვალი მოცემულია მე-6 პარაგრაფში;
თუ პაციენტი იღებს ნიტრატების ჯგუფის მედიკამენტებს. მათმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის პოტენციურად სახიფათო დაქვეითება. თუ პაციენტი იღებს ნიტრატის ჯგუფის ნებისმიერ მედიკამენტს, რომელიც განკუთვნილია სტენოკარდიის (“მკერდის არეში ტკივილის”) მოსახსნელად, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია. დაეჭვების შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც აზოტის ოქსიდის დონორები (“პოპერსი”), როგორიცაა მაგ.: ამილნიტრიტი. მათი კომბინაციის შედეგად შეიძლება განვითარდეს სისხლის წნევის პოტენციურად სახიფათო დაქვეითება;
თუ პაციენტი იღებს რიოციგუატს. ეს მედიკამენტი განკუთვნილია ფილტვის არტერიის ჰიპერტენზიის (ფილტვებში მაღალი არტერიული წნევა) და ქრონიკული თრომბოემბოლიური ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (სისხლის თრომბოზით გამოწვეული მაღალი არტერიული წნევა ფილტვებში). PDE5 ინჰიბიტორები, როგორიცაა სილდენაფილი, ზრდიან ამ მედიკამენტის ჰიპოტენზიურ ეფექტს. თუ პაციენტი იღებს რიოციგუატს ან არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხასიათის დარღვევები;
თუ პაციენტს ახლო წარსულში გადატანილი აქვს ინსულტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი, ან დაბალი არტერიული წნევა აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება თვალის იშვიათი მემკვიდრული დაავადებები (როგორიცაა მაგ.: პიგმენტური რეტინიტი);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მხედველობის დაკარგვა გამოწვეული წინა ოპტიკური ნერვის არაარტერიული იშემიური ნეიროპათიით (NAION).
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. დაეჭვების შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ჩვეულებრივ, საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ-ს.
სილდენაფილ აკორდი მიღებულ უნდა იქნას არაუმეტეს დღეში ერთხელ.
სილდენაფილ აკორდის მიღება უნდა მოხდეს ერთი საათით ადრე სქესობრივ აქტამდე. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
თუ პაციენტს აქვს შეგრძნება, რომ სილდენაფილ აკორდის ეფექტი უფრო ძლიერი ან სუსტია, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
სილდენაფილ აკორდი მოქმედებს ერექციაზე მხოლოდ სექსუალური აგზნების დროს. სილდენაფილ აკორდის მოქმედების დაწყების დრო სხვადასხვა პაციენტში განსხვავებულია, მაგრამ ჩვეულებრივ, ის მერყეობს ნახევარი საათიდან ერთ საათამდე. თუმცა ნოყიერი საკვების შემდეგ ეს დრო შეიძლება გახანგრძლივდეს.
თუ სილდენაფილი აკორდი არ მოქმედებს ერექციაზე ან ერექცია არ გრძელდება სექსუალური აქტისთვის საკმარისი დროის განმავლობაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას
პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს გვერდითი მოვლენების გახშირება და დამძიმება. 100 მგ-ზე მეტი დოზის მიღება არ ზრდის წამლის ეფექტურობას. დაუშვებელია წამლის რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღება. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტმა მიიღო დასაშვებზე მეტი ტაბლეტი.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
სიფრთხილის ზომები
საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა მედიკამენტის მიღებამდე.
თუ პაციენტს აღენიშნება ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია (სისხლის წითელი უჯრედების პათოლოგია), ლეიკემია (წითელი უჯრედების კიბო) და მრავლობითი მიელომა (ძვლის ტვინის კიბო);
თუ პაციენტს აღენიშნება სასქესო ასოს დეფორმაცია ან პეირონის დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის დაავადებები. ამ შემთხვევაში საჭიროა დეტალური გამოკვლევა შეუძლია თუ არა გულს დამატებითი დატვირთვის ატანა სექსუალური აქტის დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის წყლული ან სისხლის შედედების დარღვევები (როგორიცაა, მაგ., ჰემოფილია);
თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა, უნდა შეწყდეს სილდენაფილი აკორდის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
არ შეიძლება სილდენაფილ აკორდის მიღება ერექციული დისფუნქციის სამკურნალო სხვა პერორალურ და ლოკალურ საშუალებებთან ერთად;
არ შეიძლება სილდენაფილ აკორდის მიღება ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიის მედიკამენტებთან კომბინაციაში ან PDE5 სხვა ინჰიბიტორებთან კომბინაციაში;
არ შეიძლება სილდენაფილ აკორდის მიღება, თუ პაციენტს არ აქვს ერექციული დისფუნქცია.
სილდენაფილი აკორდი არ უნდა მიიღონ ქალებმა.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებისათვის
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციების დარღვევები, ექიმმა შეიძლება შეამციროს წამლის დოზა.
ბავშვები და მოზარდები
სილდენაფილი აკორდი არ მიიღება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
სხვა მედიკამენტების მიღებისას
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი სილდენაფილ აკორდთან ერთად იღებს ან ახლო წარსულში იღებდა, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
სილდენაფილ აკორდმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, განსაკუთრებით, იმ მედიკამენტებზე, რომლებიც გამოიყენება სტენოკარდიული ტკივილის დროს. გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა აცნობოს სამედიცინო პერსონალს, რომ ის იღებდა სილდენაფილ აკორდს და მისი მიღების დრო. არ შეიძლება სილდენაფილ აკორდის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად ექიმის დანიშნულების გარეშე.
არ შეიძლება სილდენაფილ აკორდის მიღება ნიტრატებთან ერთად, რადგან ამ პროდუქტების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის პოტენციურად საშიში დაქვეითება. მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ყოველთვის უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება სტენოკარდიული ტკივილის კუპირებისათვის.
არ შეიძლება სილდენაფილ აკორდის მიღება, თუ პაციენტი იღებს ე.წ. აზოტის ოქსიდის დონორებს (“პოპერსი”), როგორიცაა მაგ.: ამილნიტრიტი. მათი კომბინაციის შედეგად შეიძლება ძლიერ დაქვეითდეს არტერიული წნევა.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტს მიღებული აქვს რიოციგუატი.
თუ პაციენტი იღებს ე.წ. პროტეაზის ინჰიბიტორებს, როგორიცაა აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები, რეკომენდებულია სილდენაფილ აკორდის უმცირესი დოზებით (25 მგ) მკურნალობის დაწყება.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალფა-ბლოკატორებს მაღალი არტერიული წნევის ან პროსტატის ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, რომელიც გამოწვეულია დაბალი არტერიული წნევით სწრაფად დაჯდომის ან ადგომის დროს. სილდენაფილ აკორდის მიღებამ ალფა-ბლოკატორებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ამ სიმპტომების განვითარება, ძირითადად, სილდენაფილ აკორდის მიღებიდან 4 საათის შემდეგ. ამ სიმპტომების განვითარების ალბათობის შესამცირებლად, ალფა-ბლოკატორების მიღება უნდა მოხდეს რეგულარულად, ყოველდღე, სილდენაფილი აკორდის მიღების დაწყებამდე. ექიმმა შეიძლება დანიშნოს სილდენაფილ აკორდის მცირე დოზა (25 მგ).
მედიკამენტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
სილდენაფილ აკორდის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვებისგან დამოუკიდებლად. თუმცა ნოყიერი საკვების მიღების შემდეგ შესაძლოა, აღინიშნოს სილდენაფილ აკორდის ეფექტის დაქვეითება.
ალკოჰოლი დროებით აქვეითებს ერექციას. წამლის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის ჭარბი მიღება სილდენაფილი აკორდის მიღებამდე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სილდენაფილი აკორდი არ ინიშნება ქალებში
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სილდენაფილ აკორდმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გავლენა იქონიოს მხედველობაზე. ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვამდე პაციენტმა უნდა იცოდეს, როგორ მოქმედებს მასზე სილდენაფილ აკორდი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ, რომელსაც შეიცავს მედიკამენტი
სილდენაფილ აკორდი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია სილდენაფილ აკორდის მიღებამდე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, სილდენაფილი აკორდი იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა სილდენაფილი აკორდის მიღების დროს, იყო სუსტი ან ზომიერი ხასიათის და ხანმოკლე ხანგრძლივობის.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული სიმპტომი სილდენაფილი აკორდის მიღების შემდეგ, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ:
ალერგიული რეაქცია – ვლინდება არახშირად (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში)
სიმპტომები მოიცავს უეცრად განვითარებული სტრიდორს (ხმაურიან სუნთქვას), სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას, ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ხორხის შეშუპებას.
ტკივილი მკერდის არეში – ვითარდება არახშირად
თუ ვითარდება სქესობრივი აქტის დროს ან მის შემდეგ
პაციენტი უნდა წამოჯდეს და მოდუნდეს;
პაციენტმა არ უნდა მიიღოს ნიტრატები მკერდის არეში ტკივილის მოსახსნელად;
გახანგრძლივებული ან მტკივნეული ერექცია – ვითარდება იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-მდე პაციენტში)
თუ ერექცია გრძელდება 4 საათზე მეტ ხანს, საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ.
მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა – ვითარდება იშვიათად
კანის მძიმე რეაქციები – ვითარდება იშვიათად.
სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანის აქერცვლასა და შეშუპებას, ბუშტუკების განვითარებას პირის ღრში, სასქესო ორგანოებზე, თვალების ირგვლივ, ცხელებას.
კრუნჩხვები ან გულყრა – ვითარდება იშვიათად.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
თავის ტკივილი
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში)
სახის წამოწითლება
ალები (სიმპტომები მოიცავს სიცხის უეცარ შეგრძნებას სხეულის ზედა ნაწილში)
გულისრევა
საჭმლის მონელების დარღვევა
მხედველობის დარღვევა (მოიცავს ფერების აღქმის დარღვევას, სინათლისადმი მგრძნობელობას, მხედველობის დაბინდვას ან მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას)
ცხვირის გაჭედვა
თავბრუსხვევა
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში)
ღებინება
გამონაყარი კანზე
თვალების გაღიზიანება
თვალების სიწითლე/წითელი თვალები
თვალის ტკივილი
თვალებში სინათლის ნაპერწკლები
ვიზუალური სიკაშკაშე
სინათლისადმი მგრძნობელობა
გულისცემის შეგრძნება
აჩქარებული გულისცემა
მაღალი არტერიული წნევა
დაბალი არტერიული წნევა
კუნთების ტკივილი
ძილიანობა
შეხების მგრძნობელობის დაქვეითება
ტრიალის შეგრძნება
ყურებში ხმაური
პირის სიმშრალე
სინუსური წიაღების დახშობა
ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება (სიმპტომები მოიცავს ცხვირიდან გამონადენს, ცემინებასა და ცხვირის გაჭედილობას)
ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში
გასტრო-ეზოფაგული რეფლუქსი
დაღლილობა
სიცხის შეგრძნება
ხელებისა და ფეხების ტკივილი
ცხვირიდან სისხლდენა
სისხლიანი შარდი
ცრემლდენა
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-მდე პაციენტში)
მიოკარდიუმის ინფარქტი
არითმია
გულისწასვლა
ინსულტი
თავის ტვინის ნაწილში სისხლის ნაკადის დროებითი შემცირება
ხორხში მოჭერის შეგრძნება
პირის დაბუჟება
თვალის უკანა ნაწილში სისხლჩაქცევა
მხედველობის გაორება
მხედველობის სიმახვილის დაქვეითება
თვალში უჩვეულო შეგრძნებები
თვალის ან ქუთუთოების შეშუპება
მხედველობის არეში წვრილი ნაწილაკები ან ლაქები
სინათლის ირგვლივ ორეოლების დანახვა
თვალების გუგების გაფართოება
თვალის სკლერების გაუფერულება
სისხლდენა სასქესო ასოდან
სისხლის არსებობა სათესლე სითხეში
ცხვირის სიმშრალე
ცხვირის შიდა გარსის შეშუპება
გაღიზიანებადობა
სმენის უეცარი დაკარგვა ან დაქვეითება
დამატებითი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში:
არასტაბილური სტენოკარდია
უეცარი სიკვდილი
ამ პაციენტების უმტესობას, მაგრამ არა ყველას, აღენიშნებოდა გულის პრობლემები ამ მედიკამენტის მიღებამდე. ამ მდგომარეობების პირდაპირი კავშირის დადგენა სილდენაფილ აკორდთან შეუძლებელია.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ანოტაციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ნიდერლანდების ფარმაკოზედამხედველობის ცენტრ ლარებში ვებ-გვერდზე: www.lareb.nl.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
მედიკამენტის აქტიური ნივთიერებაა სილდენაფილი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ, 50 მგ ან 100 მგ სილდენაფილს სილდენაფილის ციტრატის სახით.
დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის უწყლო წყალბადის ფოსფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა 5cp (E464), მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა 15cp (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზის მონოჰიდრატი, გლიცეროლის ტრიაცეტატი, ინდიგოტინი (E132) (მე-2 პარაგრაფში მოცემულია მნიშვნლოვანი ინფორმაცია მედიკამენტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ).
სილდენაფილ აკორდის ფორმა და შეფუთვა
სილდენაფილი აკორდი 25 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები არის ლურჯი, ნუშისებრი ფორმის, ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “25”, მეორე მხარე სადაა.
სილდენაფილი აკორდი 50 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები არის ლურჯი, ნუშისებრი ფორმის, ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “50”, მეორე მხარე სადაა.
სილდენაფილი აკორდი 100 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები არის ლურჯი, ნუშისებრი ფორმის, ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “100”, მეორე მხარე სადაა.
სილდენაფილი აკორდი ხელმისაწვდომია კოლოფში 2, 4, 8 ან 12 ტაბლეტით ბლისტერებზე.
(ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი).
A
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare Limited, Sage House, 319,
Pinner Road, North Harrow, Middlesex HA1 4HF,
United Kingdom
აკორდ ჰელსქეა ლიმიტედ, სეიჯ ჰაუს 319,
ფინა როუდ, ნორს ჰეროუ, მიდლსექსი HA1 4HF
გაერთიანებული სამეფო
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
სილდენაფილი აკორდი 25 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
სილდენაფილი აკორდი 50 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
სილდენაფილი აკორდი 100 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
სილდენაფილი
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.
აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი მიცემა სხვა პირებისათვის. ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს სილდენაფილი აკორდი და მისი გამოყენება
რა შემთხვევაში არ შეიძლება მედიკამენტის მიღება და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები მისი გამოყენების დროს
მედიკამენტის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
მედიკამენტის შენახვის წესი
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.
რას წარმოადგენს სილდენაფილი აკორდი და მისი გამოყენება
სილდენაფილი აკორდი მიეკუთვნება ფოსფოდიესეთერაზას ტიპი 5 (PDE5) ინჰიბიტორების ჯგუფს. ის იწვევს სასქესო ასოს სისხლძარღვების გაფართოებას, რის შედეგადაც სექსუალური აგზნების დროს მასში ძლიერდება სისხლის ნაკადი. სილდენაფილი აკორდი ხელს უწყობს ერექციის მიღწევას მხოლოდ სექსუალური აგზნების დროს.
სილდენაფილი აკორდი გამოიყენება მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის, იმპოტენციის სამკურნალოდ. ამ დროს ვერ ხერხდება ერექცია ან მისი შენარჩუნება, რაც აუცილებელია სქესობრივი აქტისთვის,
რა შემთხვევაში არ შეიძლება მედიკამენტის მიღება და სიფრთხილის ზომები მისი გამოყენების დროს
რა შემთხვევაში არ გამოიყენება მედიკამენტი:
თუ პაციენტი ალერგიულია სილდენაფილის ან მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ინგრედიენტების სრული ჩამონათვალი მოცემულია მე-6 პარაგრაფში;
თუ პაციენტი იღებს ნიტრატების ჯგუფის მედიკამენტებს. მათმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის პოტენციურად სახიფათო დაქვეითება. თუ პაციენტი იღებს ნიტრატის ჯგუფის ნებისმიერ მედიკამენტს, რომელიც განკუთვნილია სტენოკარდიის (“მკერდის არეში ტკივილის”) მოსახსნელად, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია. დაეჭვების შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც აზოტის ოქსიდის დონორები (“პოპერსი”), როგორიცაა მაგ.: ამილნიტრიტი. მათი კომბინაციის შედეგად შეიძლება განვითარდეს სისხლის წნევის პოტენციურად სახიფათო დაქვეითება;
თუ პაციენტი იღებს რიოციგუატს. ეს მედიკამენტი განკუთვნილია ფილტვის არტერიის ჰიპერტენზიის (ფილტვებში მაღალი არტერიული წნევა) და ქრონიკული თრომბოემბოლიური ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (სისხლის თრომბოზით გამოწვეული მაღალი არტერიული წნევა ფილტვებში). PDE5 ინჰიბიტორები, როგორიცაა სილდენაფილი, ზრდიან ამ მედიკამენტის ჰიპოტენზიურ ეფექტს. თუ პაციენტი იღებს რიოციგუატს ან არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხასიათის დარღვევები;
თუ პაციენტს ახლო წარსულში გადატანილი აქვს ინსულტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი, ან დაბალი არტერიული წნევა აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება თვალის იშვიათი მემკვიდრული დაავადებები (როგორიცაა მაგ.: პიგმენტური რეტინიტი);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მხედველობის დაკარგვა გამოწვეული წინა ოპტიკური ნერვის არაარტერიული იშემიური ნეიროპათიით (NAION).
სიფრთხილის ზომები მედიკამენტის მიღების დროს
საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა მედიკამენტის მიღებამდე.
თუ პაციენტს აღენიშნება ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია (სისხლის წითელი უჯრედების პათოლოგია), ლეიკემია (წითელი უჯრედების კიბო) და მრავლობითი მიელომა (ძვლის ტვინის კიბო);
თუ პაციენტს აღენიშნება სასქესო ასოს დეფორმაცია ან პეირონის დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის დაავადებები. ამ შემთხვევაში საჭიროა დეტალური გამოკვლევა შეუძლია თუ არა გულს დამატებითი დატვირთვის ატანა სექსუალური აქტის დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის წყლული ან სისხლის შედედების დარღვევები (როგორიცაა, მაგ., ჰემოფილია);
თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა, უნდა შეწყდეს სილდენაფილი აკორდის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
არ შეიძლება სილდენაფილ აკორდის მიღება ერექციული დისფუნქციის სამკურნალო სხვა პერორალურ და ლოკალურ საშუალებებთან ერთად;
არ შეიძლება სილდენაფილ აკორდის მიღება ფილტვისმიერი არტერიული ჰიპერტენზიის მედიკამენტებთან კომბინაციაში ან PDE5 სხვა ინჰიბიტორებთან კომბინაციაში;
არ შეიძლება სილდენაფილ აკორდის მიღება, თუ პაციენტს არ აქვს ერექციული დისფუნქცია.
სილდენაფილი აკორდი არ უნდა მიიღონ ქალებმა.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებისათვის
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციების დარღვევები, ექიმმა შეიძლება შეამციროს წამლის დოზა.
ბავშვები და მოზარდები
სილდენაფილი აკორდი არ მიიღება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
სხვა მედიკამენტების მიღებისას
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი სილდენაფილ აკორდთან ერთად იღებს ან ახლო წარსულში იღებდა, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
სილდენაფილ აკორდმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, განსაკუთრებით, იმ მედიკამენტებზე, რომლებიც გამოიყენება სტენოკარდიული ტკივილის დროს. გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა აცნობოს სამედიცინო პერსონალს, რომ ის იღებდა სილდენაფილ აკორდს და მისი მიღების დრო. არ შეიძლება სილდენაფილ აკორდის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად ექიმის დანიშნულების გარეშე.
არ შეიძლება სილდენაფილ აკორდის მიღება ნიტრატებთან ერთად, რადგან ამ პროდუქტების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის პოტენციურად საშიში დაქვეითება. მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ყოველთვის უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება სტენოკარდიული ტკივილის კუპირებისათვის.
არ შეიძლება სილდენაფილ აკორდის მიღება, თუ პაციენტი იღებს ე.წ. აზოტის ოქსიდის დონორებს (“პოპერსი”), როგორიცაა მაგ.: ამილნიტრიტი. მათი კომბინაციის შედეგად შეიძლება ძლიერ დაქვეითდეს არტერიული წნევა.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტს მიღებული აქვს რიოციგუატი.
თუ პაციენტი იღებს ე.წ. პროტეაზის ინჰიბიტორებს, როგორიცაა აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები, რეკომენდებულია სილდენაფილ აკორდის უმცირესი დოზებით (25 მგ) მკურნალობის დაწყება.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალფა-ბლოკატორებს მაღალი არტერიული წნევის ან პროსტატის ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, რომელიც გამოწვეულია დაბალი არტერიული წნევით სწრაფად დაჯდომის ან ადგომის დროს. სილდენაფილ აკორდის მიღებამ ალფა-ბლოკატორებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ამ სიმპტომების განვითარება, ძირითადად, სილდენაფილ აკორდის მიღებიდან 4 საათის შემდეგ. ამ სიმპტომების განვითარების ალბათობის შესამცირებლად, ალფა-ბლოკატორების მიღება უნდა მოხდეს რეგულარულად, ყოველდღე, სილდენაფილი აკორდის მიღების დაწყებამდე. ექიმმა შეიძლება დანიშნოს სილდენაფილ აკორდის მცირე დოზა (25 მგ).
მედიკამენტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
სილდენაფილ აკორდის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვებისგან დამოუკიდებლად. თუმცა ნოყიერი საკვების მიღების შემდეგ შესაძლოა, აღინიშნოს სილდენაფილ აკორდის ეფექტის დაქვეითება.
ალკოჰოლი დროებით აქვეითებს ერექციას. წამლის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის ჭარბი მიღება სილდენაფილი აკორდის მიღებამდე.
ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციის პერიოდი
სილდენაფილი აკორდი არ ინიშნება ქალებში
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
სილდენაფილ აკორდმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გავლენა იქონიოს მხედველობაზე. ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვამდე პაციენტმა უნდა იცოდეს, როგორ მოქმედებს მასზე სილდენაფილ აკორდი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ, რომელსაც შეიცავს მედიკამენტი
სილდენაფილ აკორდი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია სილდენაფილ აკორდის მიღებამდე.
მედიკამენტის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. დაეჭვების შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ჩვეულებრივ, საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ-ს.
სილდენაფილ აკორდი მიღებულ უნდა იქნას არაუმეტეს დღეში ერთხელ.
სილდენაფილ აკორდის მიღება უნდა მოხდეს ერთი საათით ადრე სქესობრივ აქტამდე. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
თუ პაციენტს აქვს შეგრძნება, რომ სილდენაფილ აკორდის ეფექტი უფრო ძლიერი ან სუსტია, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
სილდენაფილ აკორდი მოქმედებს ერექციაზე მხოლოდ სექსუალური აგზნების დროს. სილდენაფილ აკორდის მოქმედების დაწყების დრო სხვადასხვა პაციენტში განსხვავებულია, მაგრამ ჩვეულებრივ, ის მერყეობს ნახევარი საათიდან ერთ საათამდე. თუმცა ნოყიერი საკვების შემდეგ ეს დრო შეიძლება გახანგრძლივდეს.
თუ სილდენაფილი აკორდი არ მოქმედებს ერექციაზე ან ერექცია არ გრძელდება სექსუალური აქტისთვის საკმარისი დროის განმავლობაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას
პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს გვერდითი მოვლენების გახშირება და დამძიმება. 100 მგ-ზე მეტი დოზის მიღება არ ზრდის წამლის ეფექტურობას. დაუშვებელია წამლის რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღება. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტმა მიიღო დასაშვებზე მეტი ტაბლეტი.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, სილდენაფილი აკორდი იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა სილდენაფილი აკორდის მიღების დროს, იყო სუსტი ან ზომიერი ხასიათის და ხანმოკლე ხანგრძლივობის.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული სიმპტომი სილდენაფილი აკორდის მიღების შემდეგ, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ:
ალერგიული რეაქცია – ვლინდება არახშირად (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში)
სიმპტომები მოიცავს უეცრად განვითარებული სტრიდორს (ხმაურიან სუნთქვას), სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას, ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან ხორხის შეშუპებას.
ტკივილი მკერდის არეში – ვითარდება არახშირად
თუ ვითარდება სქესობრივი აქტის დროს ან მის შემდეგ
პაციენტი უნდა წამოჯდეს და მოდუნდეს;
პაციენტმა არ უნდა მიიღოს ნიტრატები მკერდის არეში ტკივილის მოსახსნელად;
გახანგრძლივებული ან მტკივნეული ერექცია – ვითარდება იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-მდე პაციენტში)
თუ ერექცია გრძელდება 4 საათზე მეტ ხანს, საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ.
მხედველობის უეცარი დაქვეითება ან დაკარგვა – ვითარდება იშვიათად
კანის მძიმე რეაქციები – ვითარდება იშვიათად.
სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანის აქერცვლასა და შეშუპებას, ბუშტუკების განვითარებას პირის ღრში, სასქესო ორგანოებზე, თვალების ირგვლივ, ცხელებას.
კრუნჩხვები ან გულყრა – ვითარდება იშვიათად.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
თავის ტკივილი
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში)
სახის წამოწითლება
ალები (სიმპტომები მოიცავს სიცხის უეცარ შეგრძნებას სხეულის ზედა ნაწილში)
გულისრევა
საჭმლის მონელების დარღვევა
მხედველობის დარღვევა (მოიცავს ფერების აღქმის დარღვევას, სინათლისადმი მგრძნობელობას, მხედველობის დაბინდვას ან მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას)
ცხვირის გაჭედვა
თავბრუსხვევა
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში)
ღებინება
გამონაყარი კანზე
თვალების გაღიზიანება
თვალების სიწითლე/წითელი თვალები
თვალის ტკივილი
თვალებში სინათლის ნაპერწკლები
ვიზუალური სიკაშკაშე
სინათლისადმი მგრძნობელობა
გულისცემის შეგრძნება
აჩქარებული გულისცემა
მაღალი არტერიული წნევა
დაბალი არტერიული წნევა
კუნთების ტკივილი
ძილიანობა
შეხების მგრძნობელობის დაქვეითება
ტრიალის შეგრძნება
ყურებში ხმაური
პირის სიმშრალე
სინუსური წიაღების დახშობა
ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება (სიმპტომები მოიცავს ცხვირიდან გამონადენს, ცემინებასა და ცხვირის გაჭედილობას)
ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში
გასტრო-ეზოფაგული რეფლუქსი
დაღლილობა
სიცხის შეგრძნება
ხელებისა და ფეხების ტკივილი
ცხვირიდან სისხლდენა
სისხლიანი შარდი
ცრემლდენა
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-მდე პაციენტში)
მიოკარდიუმის ინფარქტი
არითმია
გულისწასვლა
ინსულტი
თავის ტვინის ნაწილში სისხლის ნაკადის დროებითი შემცირება
ხორხში მოჭერის შეგრძნება
პირის დაბუჟება
თვალის უკანა ნაწილში სისხლჩაქცევა
მხედველობის გაორება
მხედველობის სიმახვილის დაქვეითება
თვალში უჩვეულო შეგრძნებები
თვალის ან ქუთუთოების შეშუპება
მხედველობის არეში წვრილი ნაწილაკები ან ლაქები
სინათლის ირგვლივ ორეოლების დანახვა
თვალების გუგების გაფართოება
თვალის სკლერების გაუფერულება
სისხლდენა სასქესო ასოდან
სისხლის არსებობა სათესლე სითხეში
ცხვირის სიმშრალე
ცხვირის შიდა გარსის შეშუპება
გაღიზიანებადობა
სმენის უეცარი დაკარგვა ან დაქვეითება
დამატებითი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში:
არასტაბილური სტენოკარდია
უეცარი სიკვდილი
ამ პაციენტების უმტესობას, მაგრამ არა ყველას, აღენიშნებოდა გულის პრობლემები ამ მედიკამენტის მიღებამდე. ამ მდგომარეობების პირდაპირი კავშირის დადგენა სილდენაფილ აკორდთან შეუძლებელია.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ანოტაციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ნიდერლანდების ფარმაკოზედამხედველობის ცენტრ ლარებში ვებ-გვერდზე: www.lareb.nl.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
მედიკამენტის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს მედიკამენტი
მედიკამენტის აქტიური ნივთიერებაა სილდენაფილი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ, 50 მგ ან 100 მგ სილდენაფილს სილდენაფილის ციტრატის სახით.
დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის უწყლო წყალბადის ფოსფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა 5cp (E464), მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა 15cp (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზის მონოჰიდრატი, გლიცეროლის ტრიაცეტატი, ინდიგოტინი (E132) (მე-2 პარაგრაფში მოცემულია მნიშვნლოვანი ინფორმაცია მედიკამენტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ).
სილდენაფილ აკორდის ფორმა და შეფუთვა
სილდენაფილი აკორდი 25 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები არის ლურჯი, ნუშისებრი ფორმის, ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “25”, მეორე მხარე სადაა.
სილდენაფილი აკორდი 50 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები არის ლურჯი, ნუშისებრი ფორმის, ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “50”, მეორე მხარე სადაა.
სილდენაფილი აკორდი 100 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები არის ლურჯი, ნუშისებრი ფორმის, ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “100”, მეორე მხარე სადაა.
სილდენაფილი აკორდი ხელმისაწვდომია კოლოფში 2, 4, 8 ან 12 ტაბლეტით ბლისტერებზე.
(ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი).
A
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare Limited, Sage House, 319,
Pinner Road, North Harrow, Middlesex HA1 4HF,
United Kingdom
აკორდ ჰელსქეა ლიმიტედ, სეიჯ ჰაუს 319,
ფინა როუდ, ნორს ჰეროუ, მიდლსექსი HA1 4HF
გაერთიანებული სამეფო
მწარმოებელი:

რეგისტრაციის ნომერი
სილდენაფილი აკორდი 25 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები: RVG 106442
სილდენაფილი აკორდი 50 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები: RVG 106444
სილდენაფილი აკორდი 100 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები: RVG 106446
ეს სამკურნალო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) წევრ ქვეყნებში ლიცენზირებულია შემდეგი სახელწოდებებით:
წევრი სახელმწიფოს სახელწოდება
სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
ჩეხეთის რესპუბლიკა
სილდენაფილი აკორდი 25მგ/50მგ/100მგ
დანია
სილდენაფილი აკორდი 25მგ/50მგ/100მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ესტონეთი
სილდენაფილი აკორდი 25მგ/50მგ/100მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ფინეთი

საფრანგეთი
სილდენაფილი აკორდი 25მგ/50მგ/100მგ
ირლანდია
სილდენაფილი აკორდი 25მგ/50მგ/100მგ
იტალია
სილდენაფილი აკორდი 25მგ/50მგ/100მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ლატვია
სილდენაფილი აკორდი 25მგ/50მგ/100მგ
ლიტვა
სილდენაფილი აკორდი 25მგ/50მგ/100მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
პორტუგალია
შვედეთი
ნიდერლანდები
გაერთიანებული სამეფო
სილდენაფილი აკორდი 25მგ/50მგ/100მგ
სილდენაფილი აკორდი 25მგ/50მგ/100მგ
სილდენაფილი აკორდი 25მგ/50მგ/100მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
სილდენაფილი აკორდი 25მგ/50მგ/100მგ
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2016 წლის დეკემბერი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.