პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები

სიბრავა

SYBRAVA

რეცეპტით189მგინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

1.1. რას წარმოადგენს პრეპარატი სიბრავა და როგორ მოქმედებს პრეპარატი სიბრავა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ინკლიზირანს, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის, ანუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL) ან „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ინკლიზირანი (inclisiran)
ფორმა და შეფუთვა
189მგ/1მლ 1,5მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული შპრიცი №1
მწარმოებელი
Corden Pharma S.P.A (dell`Industria, Caponago) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Corden Pharma S.P.A (G.Galilei, Caponago)(იტალია)), იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი სხვა საშუალებები
ATC კოდი
C10AX16
რეგისტრაციის ნომერი
რ-033901
რეგისტრირებულია
1 დეკემბერი 2021, მოქმედებს 1 დეკემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Novartis Pharma Services AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
სს ნოვარტის ფარმა სერვისიზ წარმომადგენლობა საქართველო
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასიბრავა და სხვა წამალი ერთად

სიბრავა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • 1. რას წარმოადგენს პრეპარატი სიბრავა და როგორ მოქმედებს

პრეპარატი სიბრავა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ინკლიზირანს, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის, ანუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL) ან „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს. ქოლესტერინის (LDL) დონის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს გულთან ან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები.

ინკლიზირანი ბლოკავს ცილის (PCSK9) სინთეზს რნმ-ის (გენეტიკური მასალა ორგანიზმის უჯრედებში) ინტერფერენციის გზით. აღნიშნულმა ცილამ შეიძლება გაზარდოს ქოლესტერინის (LDL) დონე, ხოლო მისი სინთეზის პრევენცია ხელს უწყობს ქოლესტერინის (LDL) დონის შემცირებას.

  • 2. რისთვის გამოიყენება პრეპარატი სიბრავა

პრეპარატი სიბრავა გამოიყენება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, ქოლესტერინის დონის შესამცირებელ დიეტასთან ერთად, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის მქონე მოზრდილებში (პირველადი ჰიპერქოლესტერინემია, ჰეტეროზიგოტური მემკვიდრული და არამემკვიდრული ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით, ან შერეული დისლიპიდემია).

პრეპარატი სიბრავა მიიღება:

სტატინებთან (ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალო პრეპარატები) ერთად, ზოგჯერ ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონეს, თუ სტატინის მაქსიმალური დოზა არასაკმარისად ეფექტურია ან

მონოთერაპიის სახით ან ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონე თუ სტატინები არაეფექტურია ან მათი მიღება უკუნაჩვენებია.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატ სიბრავას რეკომენდებული დოზა არის 284 მგ, რომელიც კეთდება კანქვეშ (კანქვეშა ინექცია). მომდევნო დოზა მიიღება 3 თვის შემდეგ, ხოლო შემდეგი დოზები - ყოველ 6 თვეში.

პრეპარატ სიბრავათი მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დიეტის დაცვა, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს და სრულიად შესაძლებელია მიიღოთ სტატინები. პრეპარატ სიბრავას მიღების პერიოდში უნდა განაგრძოთ ჰიპოქოლესტერინემიული დიეტა და სტატინების მიღება.

პრეპარატი სიბრავა კეთდება კანქვეშ (კანქვეშა ინექცია) მუცლის არეში. ასევე შესაძლებელია მხრის ან ბარძაყის არეში შეყვანა. პრეპარატი კეთდება მკურნალი ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ.

  • 1. პრეპარატ სიბრავას რეკომენდებული დოზის გადაჭარბება

პრეპარატის ინექცია კეთდება მკურნალი ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ. უკიდურესად ნაკლებსავარაუდო შემთხვევაში პრეპარატის ჭარბი რაოდენობის შეყვანისას ექიმი ან სამედიცინო პერსონალი ატარებს კვლევას გვერიდი ეფექტების გამოსავლენად.

  • 2. თუ გამოგრჩათ პრეპარატ სიბრავას მიღება

თუ გამოგრჩათ ექიმთან ვიზიტი პრეპარატ სიბრავას ინექციისთვის, გახსენებისთანავე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს შემდეგი ვიზიტის შესათანხმებლად.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ინკლიზირანის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ სიბრავას მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთანა:

თუ იმყოფებით დიალიზზე;

თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადება;

თუ გაქვთ თირკმელების მწვავე დაავადება.

  • 3. ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი სიბრავა არ მიიღება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების გამოცდილება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.

  • 4. სხვა პრეპარატების მიღება

აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით ან გეგმავთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.

პრეპარატ სიბრავას მიღება თავიდან უნდა იქნას არიდებული ორსულობის პერიოდში.

ჯერ-ჯერობით უცნობია ხვდება თუ არა პრეპარატი სიბრავა დედის რძეში. ექიმი განსაზღვრავს ძუძუთი კვების გაგრძელების ან სიბრავას მიღების საკითხს. ექიმი განიხილავს მკურნალობის მოსალოდნელ სარგებლიანობას და ძუძუთი კვების სარგებლიანობას და რისკებს ბავშვისთვის.

  • 6. ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

პრეპარატი სიბრავა არ ახდენს ზეგავლენას ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

  • 7. პრეპარატი სიბრავა შეიცავს ნატრიუმს:

პრეპარატ სიბრავას 284 მგ შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ფაქტიურად არ შეიცავს ნატრიუმს.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

ხშირად: (10-დან 1 პაციენტში)

რეაქციები ინექციის ადგილას, როგორიც არის ტკივილი, სიწითლე ან გამონაყარი.

გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთ მოვლენებზე, რომლებიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში. ბელორუსიის რესპუბლიკაში გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ დააფიქსიროთ ვებ გვერდზე www.rceth.by (რუს „ჯანდაცვის ექსპერტიზის და კვლევების ცენტრი“).

ასევე, გვერდითი ეფექტების გამოვლენის და/ან ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში გვაცნობეთ ტელეფონით: +375 (17) 3600365 (ბელორუსიის რესპუბლიკისთვის) ან ელექტრონული ფოსტით [email protected].

გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებით ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.

ჭარბი დოზა

ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სიბრავას თერაპიულზე 3-ჯერ მეტ დოზებს, არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები. პრეპარატ სიბრავას ჭარბი დოზირების სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს. ჭარბი დოზის მიღებისას ტარდება სიმპტომური მკურნალობა ან საჭიროების შემთხვევაში მიიღება დამხმარე ზომები.

შემადგენლობა

  • 1. აქტიური ნივთიერებების და დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი

რა შედის პრეპარატ სიბრავას შემადგენლობაში

აქტიური ნივთიერება: ინკლიზირანი (ნატრიუმის მარილის სახით).

1 მლ ინკლიზირანის ნატრიუმი შეესაბამება 189 მგ ინკლიზირანს.

თითო წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 1,5 მლ ხსნარს, რომელშიც შედის 284 მგ ინკლიზირანი (შეესაბამება 300 მგ ინკლიზირანის ნატრიუმს)

სხვა ინგრედიენტები:

საინექციო წყალი

ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად)

ფოსფორმჟავა (pH-ის დასარეგულირებლად)

  • 2. როგორია პრეპარატი სიბრავა ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში

პრეპარატი სიბრავა წარმოდგენილია საინექციო ხსნარის სახით. უფერო ან ღია ყვითელი შეფერილობის, გამჭვირვალე ხსნარი, პრაქტიკულად არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.

  • 5 მლ პრეპარატი 2.25 მლ წინასწარ შევსებულ შპრიცში, რომელსაც აქვს გამჭვირვალე შუშის ცილინდრი (I ტიპის შუშა), რომელიც დახურულია მიმაგრებული ნემსით (27G½) და აქვს დამცავი ხუფი ერთ ბოლოზე, ასევე დგუში ბრომბუთილის პლუნჟერით მეორე ბოლოზე, დგუში დამაგრებულია ფიქსატორით.

1 შპრიცი მოთავსებულია კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.

1 კონტურული შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

  • 3. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის და მწარმოებლის დასახელება და მისამართი, რომელიც პასუხისმგებელია ხარისხი კონტროლზე

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ეტიკეტზე და შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ პრეპარატი არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

მკურნალი ექიმი, ფარმაცევტი ან მედდა ამოწმებს პრეპარატს და ახდენს მის უტილიზაციას თუ იგი შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.

პრეპარატების გადაყრა დაუშვებელია კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. მკურნალი ექიმი, ფარმაცევტი ან მედდა ახდენს პრეპარატების უტილიზაციას, რომლებიც აღარ გამოიყენება. აღნიშნული ზომები იცავს გარემოს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰიპოლიპიდემიური პრეპარატები. ჰიპოქოლესტერინემიული და ჰიპოტრიგლიცერიდემიული პრეპარატები.

სხვა ჰიპოლიპიდემიური პრეპარატები. ინკლიზირანი.

ათქ კოდი: C10AX16

მოქმედების მექანიზმი

ინკლიზირანი წარმოადგენს ორჯაჭვიან მცირე ინტერფერენციულ რიბონუკლეინის მჟავას (siRNA), რომელსაც გააჩნია ჰიპოქოლესტერინემიული ეფექტი. მოცემული ორჯაჭვიანი siRNA კონიუგირდება N-აცეტილგალაქტოზამინის (GalNAc) სამი ნაშთის მაკოდირებელ ძაფზე, რომ გაადვილდეს ჰეპატოციტების მიერ ათვისება. ჰეპატოციტებში ინკლიზირანი იყენებს რნმ-ინტერფერენციის მექანიზმს და მიმართავს ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავის (mRNA) კატალიზურ დაშლას პროპროტეინ კონვერტაზა სუბტილიზინ-კექსინ 9-თვის (PCSK9). ეს ზრდის LDL-C რეცეპტორების რეცირკულაციას და ექსპრესიას ჰეპატოციტების გარსზე, რაც ზრდის LDL-C-ის მოხმარებას და ამცირებს LDL-C-ის დონეს ცირკულაციაში.

  • 1.2 ფარმაკოდინამიკური ეფექტები

პრეპარატ სიბრავას 284 მგ ერთჯერადი კანქვეშა ინექციის შემდეგ LDL-C-ის შემცირება აღინიშნა პრეპარატის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. LDL-C-ის საშუალო შემცირება 48-51% დაფიქსირდა პრეპარატის მიღებიდან 30-60 დღეში. 180-ე დღეს LDL-C-ის დონე კვლავ შემცირებული იყო დაახლოებით 53%-ით.

  • 1.3 კლინიკური ეფექტურობა

კლინიკურ კვლევებში და პუბლიკაციებში 284 მგ ინკლიზირანი ექვივალენტურია 300 მგ ინკლიზირანის ნატრიუმისა.

პრეპარატ სიბრავას ეფექტურობა შეფასდა სამ III ფაზის კვლევაში პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ათეროსკლეროზული დაავადება (ASCVD) (გულის იშემიური დაავადება, ცერებროვასკულარული დაავადება ან პერიფერიული არტერიის დაავადება), ASCVD-ის რისკ ფაქტორები (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია ან დაავადების განვითარების რისკი 10 წლის განმავლობაში) და/ან ჰეტეროზიგოტური მემკვიდრული ჰიპერქოლესტერინემია (HFH). პაციენტები ღებულობდნენ სტატინების მაქსიმალურ ასატან დოზებს ლიპიდების მამოდიფიცირებელ სხვა საშუალებებთან ერთად ან მათ გარეშე და კვლავ საჭიროებდნენ LDL-C-ის შემცირებას (პაციენტები, რომლებმაც მკურნალობით ვერ მიაღწიეს სასურველ ეფექტს). პაციენტების დაახლოებით 17%-ის შემთხვევაში აღინიშნა სტატინების აუტანლობა. პაციენტები ღებულობდნენ 284 მგ სიბრავას ან პლაცებოს კანქვეშა ინექციებს 1, 90-ე, 270-ე და 450-ე დღეს. მათზე დაკვირვება ხდებოდა 540 დღემდე.

პრეპარატ სიბრავას ზეგავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებულ ავადობაზე და სიკვდილიანობაზე ჯერ-ჯერობით არ არის განსაზღვრული.

III ფაზის შემაჯამებელ ანალიზში ინკლიზირანის კანქვეშ შეყვანისას LDL-C შემცირდა 50%-55%-ით 90-ე დღისთვის (სურათი 1), რაც შენარჩუნდა ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში. LDL-C-ის მაქსიმალური შემცირება აღინიშნა 150-ე დღეს, პრეპარატის მეორედ მიღების შემდეგ. LDL-C-ის შემცირების მცირე, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა 65%-მდე უკავშირდებოდა საწყის ეტაპზე LDL-C-ის დაბალ დონეს (დაახლოებით <2 მმოლი/ლ [77 მგ/დლ]), PCSK9-ის მაღალ დონეს, ასევე სტატინების მაღალ დოზებს და მიღების ინტენსივობას.

სურათი 1

LDL-C-ის საშუალო პროცენტული ცვლილება საწყისი დონიდან პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის და შერეული დისლიპიდემიის მქონე პაციენტებში პრეპარატ სიბრავას და პლაცებოს შედარებისას (შემაჯამებელი ანალიზი)

ASCVD და ASCVD-ის რისკ ფაქტორები

ორი კვლევა ჩატარდა ASCVD-ის და ASCVD-ის რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში (ORION-10 და ORION-11). პაციენტები ღებულობდნენ სტატინების მაქსიმალურად ასატან დოზებს ლიპიდების მამოდიფიცირებელ სხვა საშუალებებთან ერთად ან მათ გარეშე, მაგ: ეზეტიმიბი და კვლავ საჭიროებდნენ LDL-C-ის შემცირებას. ვინაიდან LDL-C-ის შემცირებამ უნდა გააუმჯობესოს კარდიოვასკულარულ მოვლენებთან დაკავშირებული შედეგები, თითოეულ კვლევაში პირველადი საბოლოო წერტილი იყო LDL-C-ის პროცენტული ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან 510-ე დღეს პლაცებოსთან შედარებით და LDL-C-ის დროის მიხედვით კორექტირებული პროცენტული ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან 90-ე დღის შემდეგ 540 დღემდე დროთა განმავლობაში LDL-C-ზე კომპლექსური ზეგავლენის შეფასების მიზნით.

ORION-10 იყო მულტიცენტრული, ორმაგად ბრმა, რანდომიზებული, პლაცებო კონტროლირებადი 18 თვიანი კვლევა, რომელშიც შეფასდა ASCVD-ის მქონე 1561 პაციენტი.

საწყის ეტაპზე საშუალო ასაკი შეადგენდა 66 წელს (დიაპაზონი 35 - 90 წელი), 60% იყო >65 წლის; 31% იყო ქალი, 86% იყო ევროპეიდული რასის წარმომადგენელი, 13% ნეგროიდული რასის წარმომადგენელი, 1% მონღოლოიდური რასის წარმომადგენელი და 14% ესპანური ან ლათინოამერიკული წარმოშობის. საწყისი საშუალო LDL-C იყო 2,7 მმოლი/ლ (105 მგ/დლ). სამოცდაცხრა პროცენტი (69%) ღებულობდა მაღალი ინტენსივობის სტატინებს, 19% საშუალო ინტენსივობის სტატინებს, 1% დაბალი ინტენსივობის სტატინებს და 11% არ ღებულობდა სტატინს. ყველაზე ხშირად მიიღებოდა ატორვასტატინი და როზუვასტატინი.

პლაცებოსთან შედარებით პრეპარატმა სიბრავამ მნიშვნელოვნად შეამცირა LDL-C-ის საშუალო პროცენტული ცვლილება საწყის მაჩვენებელთან მიმართებაში 510-ე დღეს 52%-ით (95% CI:-56%, -49%; p < 0,0001) (ცხრილი 2).

პლაცებოსთან შედარებით პრეპარატმა სიბრავამ ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა LDL-C-ის დროის მიხედვით კორექტირებული პროცენტული ცვლილება საწყის მაჩვენებელთან მიმართებაში 90-ე დღის შემდეგ და 540-ე დღემდე 54%-ით (95% CI:-56%, -51%; p < 0,0001). დამატებითი შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 2.

ცხრილი 2 საშუალო პროცენტული ცვლილება საწყისი მონაცემებიდან და განსხვავება პლაცებოსთან მიმართებაში ლიპიდების მაჩვენებლების მხრივ 510-ე დღეს კვლევაში ORION-10

სამკურნალო

ჯგუფი

LDL-C

საერთო ქოლესტერინი

არა-HDL-C

Apo-B

Lp(a)*

საშუალო საწყისი მაჩვენებელი (მგ/დლ)**

105

181

134

94

122

510-ე დღე (საშუალო პროცენტული ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან)

პლაცებო (n=780)

1

0

0

  • 2

4

ინკლიზირანი (n=781)

  • 51
  • 34
  • 47
  • 45
  • 22

განსხვავება პლაცებოსთან მიმართებაში (LS საშუალო) (95% CI)

  • 52

(-56, -49)

  • 33

(-35, -31)

  • 47

(-50, -44)

  • 43

(-46, -41)

  • 26

(-29, -22)

  • 540-ე დღე; Lp(a) მაჩვენებლების საშუალო პროცენტული ცვლილება
  • * საშუალო საწყისი მაჩვენებელი (ნმოლი/ლ) Lp(a)-თვის

510-ე დღეს LDL-C-ის სამიზნე მაჩვენებელი <1,8 მმოლი/ლ (70 მგ/დლ) მიღწეულ იქნა ASCVD-ის მქონე პაციენტების 84%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სიბრავას, ხოლო პლაცებოს შემთხვევაში კი 18%-ში.

საწყის მონაცემებთან შედარებით 510-ე დღეს LDL-C-ის პროცენტული ცვლილების და საწყის მონაცემებთან შედარებით 90-ე დღის შემდეგ და 540-ე დღემდე LDL-C-ის დროის მიხედვით კორექტირებული პროცენტული ცვლილების მუდმივი და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p <0,0001) კლება დაფიქსირდა ყველა ქვე-ჯგუფში მიუხედავად საწყისი დემოგრაფიული მახასიათებლებისა, საწყისი დაავადების თავისებურებებისა (მათ შორის სქესი, ასაკი, სხეულის მასის ინდექსი, რასა და სტატინის მოხმარება საწყის ეტაპზე), თანმხლები დაავადებებისა და გეოგრაფიული არეალისა.

ORION-11 იყო საერთაშორისო, მულტიცენტრული, ორმაგად ბრმა, რანდომიზებული, პლაცებო კონტროლირებადი 18 თვიანი კვლევა, რომელშიც შეფასდა ASCVD-ის ან ASCVD-ის რისკ ფაქტორების მქონე 1617 პაციენტი. პაციენტების 75%-ზე მეტი ღებულობდა მაღალი ინტენსივობის მქონე სტატინს, პაციენტების 87%-ს ჰქონდა ASCVD და 13%-ის შემთხვევაში აღინიშნებოდა ASCVD-ის რისკ ფაქტორები.

საწყის ეტაპზე საშუალო ასაკი იყო 65 წელი (დიაპაზონი 20-88 წელი), 55% იყო >65 წლის, 28% იყო ქალი, 98% იყო ევროპეიდული რასის წარმომადგენელი, 1% ნეგროიდული რასის წარმომადგენელი, 1% მონღოლოიდური რასის წარმომადგენელი და 1% ესპანური ან ლათინოამერიკული წამოშობის. საწყისი საშუალო LDL-C იყო 2,7 მმოლი/ლ (105 მგ/დლ). სამოცდათვრამეტი პროცენტი (78%) ღებულობდა მაღალი ინტენსივობის სტატინებს, 16% საშუალო ინტენსივობის სტატინებს, 0,4% დაბალი ინტენსივობის სტატინებს და 5% არ ღებულობდა სტატინს. ყველაზე ხშირად მიიღებოდა ატორვასტატინი და როზუვასტატინი.

პლაცებოსთან შედარებით პრეპარატმა სიბრავამ მნიშვნელოვნად შეამცირა LDL-C-ის საშუალო პროცენტული ცვლილება საწყის მაჩვენებელთან მიმართებაში 510-ე დღეს 50%-ით (95% CI:-53%, -47%; p < 0,0001) (ცხრილი 3).

პლაცებოსთან შედარებით პრეპარატმა სიბრავამ ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა LDL-C-ის დროის მიხედვით კორექტირებული პროცენტული ცვლილება საწყის მაჩვენებელთან მიმართებაში 90-ე დღის შემდეგ და 540-ე დღემდე 49%-ით (95% CI:-52%, -47%; p < 0,0001). დამატებითი შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 3.

ცხრილი 3 საშუალო პროცენტული ცვლილება საწყისი მონაცემებიდან და განსხვავება პლაცებოსთან მიმართებაში ლიპიდების მაჩვენებლების მხრივ 510-ე დღეს კვლევაში ORION-11

სამკურნალო

ჯგუფი

LDL-C

საერთო ქოლესტერინი

არა-HDL-C

Apo-B

Lp(a)*

საშუალო საწყისი მაჩვენებელი (მგ/დლ)**

105

185

136

96

107

510-ე დღე (საშუალო პროცენტული ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან)

პლაცებო (n=807)

4

2

2

1

0

ინკლიზირანი (n=810)

  • 46
  • 28
  • 41
  • 38
  • 19

განსხვავება პლაცებოსთან მიმართებაში (LS საშუალო) (95% CI)

  • 50

(-53, -47)

  • 30

(-32, -28)

  • 43

(-46, -41)

  • 39

(-41, -37)

  • 19

(-21, -16)

  • 540-ე დღე; Lp(a) მაჩვენებლების საშუალო პროცენტული ცვლილება
  • * საშუალო საწყისი მაჩვენებელი (ნმოლი/ლ) Lp(a)-თვის

510-ე დღეს LDL-C-ის სამიზნე მაჩვენებელი <1,8 მმოლი/ლ (70 მგ/დლ) მიღწეულ იქნა ASCVD-ის მქონე პაციენტების 82%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სიბრავას, ხოლო პლაცებოს შემთხვევაში კი 16%-ში. LDL-C-ის სამიზნე მაჩვენებელი <2,6 მმოლი/ლ (100 მგ/დლ) მიღწეულ იქნა ASCVD-ის რისკ ფაქტორების მქონე პაციენტების 78%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სიბრავას, ხოლო პლაცებოს შემთხვევაში კი 31%-ში.

საწყის მონაცემებთან შედარებით 510-ე დღეს LDL-C-ის პროცენტული ცვლილების და საწყის მონაცემებთან შედარებით 90-ე დღის შემდეგ და 540-ე დღემდე LDL-C-ის დროის მიხედვით კორექტირებული პროცენტული ცვლილების მუდმივი და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p <0.05) ცვლილება დაფიქსირდა ყველა ქვე-ჯგუფში მიუხედავად საწყისი დემოგრაფიული მახასიათებლებისა, საწყისი დაავადების თავისებურებებისა (მათ შორის სქესი, ასაკი, სხეულის მასის ინდექსი, რასა და სტატინის მოხმარება საწყის ეტაპზე), თანმხლები დაავადებებისა და გეოგრაფიული არეალისა.

ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია

ORION-9 იყო საერთაშორისო, მულტიცენტრული, ორმაგად ბრმა, რანდომიზებული, პლაცებო კონტროლირებადი 18 თვიანი კვლევა, რომელშიც შეფასდა ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის (HeFH) მქონე 482 პაციენტი. ყველა პაციენტი ღებულობდა სტატინების მაქსიმალურად ასატან დოზებს ლიპიდების მამოდიფიცირებელ სხვა საშუალებებთან ერთად ან მათ გარეშე, მაგ: ეზეტიმიბი და კვლავ საჭიროებდნენ LDL-C-ის შემცირებას. HeFH-ის დიაგნოზირება მოხდა გენოტიპირების ან კლინიკური კრიტერიუმების მიხედვით („განსაზღვრულია როგორც FH” საიმონ ბრუმის კრიტერიუმების ან მჯო/ჰოლანდიის ლიპიდების დონის ქსელური კვლევის მიხედვით).

კომბინირებული პირველადი საბოლოო წერტილი იყო LDL-C-ის პროცენტული შემცირება საწყისი მაჩვენებლიდან 510-ე დღეს პლაცებოსთან შედარებით და LDL-C-ის დროის მიხედვით კორექტირებული პროცენტული ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან 90-ე დღის შემდეგ და 540-ე დღემდე დროთა განმავლობაში LDL-C-ზე კომპლექსური ზეგავლენის შეფასების მიზნით. მთავარი მეორეული საბოლოო წერტილი იყო LDL-C-ის აბსოლუტური ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან 510-ე დღეს, LDL-C-ის დროის მიხედვით კორექტირებული აბსოლუტური ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან 90-ე დღის შემდეგ და 540-ე დღემდე და პროცენტული ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან 510-ე დღეს PCSK9-ის, საერთო ქოლესტერინის, აპო-B-ს და არა-HDL-C-ის მხრივ. სხვა მეორეული საბოლოო წერტილი იყო ინდივიდუალური რეაგირება პრეპარატ სიბრავაზე და პაციენტების თანაფარდობა, რომელთა შემთხვევაში მიიღწეოდა ლიპიდების საერთო სამიზნე დონე ASCVD-ის რისკის შესაბამისად.

საწყის ეტაპზე საშუალო ასაკი იყო 55 წელი (დიაპაზონი 21-80 წელი), 22% იყო >65 წლის, 53% იყო ქალი, 94% იყო ევროპეიდული რასის წარმომადგენელი, 3% ნეგროიდული რასის წარმომადგენელი, 3% მონღოლოიდური რასის წარმომადგენელი და 3% ესპანური ან ლათინოამერიკული წარმოშობის. საწყისი საშუალო LDL-C იყო 4,0 მმოლი/ლ (153 მგ/დლ). სამოცდათოთხმეტი პროცენტი (74%) ღებულობდა მაღალი ინტენსივობის სტატინებს, 15% საშუალო ინტენსივობის სტატინებს და 10% არ ღებულობდა სტატინს. ორმოცდათორმეტი პროცენტი (52%) მკურნალობდა ეზეტიმიბით. ყველაზე ხშირად მიიღებოდა ატორვასტატინი და როზუვასტატინი.

პლაცებოსთან შედარებით პრეპარატმა სიბრავამ მნიშვნელოვნად შეამცირა LDL-C-ის საშუალო პროცენტული ცვლილება საწყის მაჩვენებელთან მიმართებაში 510-ე დღეს 48%-ით (95% CI:-54%, -42%; p < 0,0001) (ცხრილი 4).

პლაცებოსთან შედარებით პრეპარატმა სიბრავამ ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა LDL-C-ის დროის მიხედვით კორექტირებული პროცენტული ცვლილება საწყის მაჩვენებელთან მიმართებაში 90-ე დღის შემდეგ და 540-ე დღემდე 44%-ით (95% CI:-48%, -40%; p < 0,0001). დამატებითი შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 4.

ცხრილი 4 საშუალო პროცენტული ცვლილება საწყისი მონაცემებიდან და განსხვავება პლაცებოსთან მიმართებაში ლიპიდების მაჩვენებლების მხრივ 510-ე დღეს HeFH-ის მქონე პაციენტებში კვლევაში ORION-9

სამკურნალო

ჯგუფი

LDL-C

საერთო ქოლესტერინი

არა-HDL-C

Apo-B

Lp(a)*

საშუალო საწყისი მაჩვენებელი (მგ/დლ)**

153

231

180

124

121

510-ე დღე (საშუალო პროცენტული ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან)

პლაცებო (n=240)

8

7

7

3

4

ინკლიზირანი (n=242)

  • 40
  • 25
  • 35
  • 33
  • 13

განსხვავება პლაცებოსთან მიმართებაში (LS საშუალო) (95% CI)

  • 48

(-54, -42)

  • 32

(-36, -28)

  • 42

(-47, -37)

  • 36

(-40, -32)

  • 17

(-22, -12)

  • 540-ე დღე; Lp(a) მაჩვენებლების საშუალო პროცენტული ცვლილება
  • * საშუალო საწყისი მაჩვენებელი (ნმოლი/ლ) Lp(a)-თვის

510-ე დღეს LDL-C-ის სამიზნე მაჩვენებელი <1,8 მმოლი/ლ (70 მგ/დლ) მიღწეულ იქნა ASCVD-ის მქონე პაციენტების 52.5%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სიბრავას, ხოლო პლაცებოს შემთხვევაში კი 1.4%-ში. LDL-C-ის სამიზნე მაჩვენებელი <2,6 მმოლი/ლ (100 მგ/დლ) მიღწეულ იქნა ASCVD-ის რისკ ფაქტორების მქონე პაციენტების 66.9%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სიბრავას, ხოლო პლაცებოს შემთხვევაში კი 8.9%-ში.

საწყის მონაცემებთან შედარებით 510-ე დღეს LDL-C-ის პროცენტული ცვლილების და საწყის მონაცემებთან შედარებით 90-ე დღის შემდეგ და 540-ე დღემდე LDL-C-ის დროის მიხედვით კორექტირებული პროცენტული ცვლილების მუდმივი და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p <0,05) ცვლილება დაფიქსირდა ყველა ქვე-ჯგუფში მიუხედავად საწყისი დემოგრაფიული მახასიათებლებისა, საწყისი დაავადების თავისებურებებისა (მათ შორის სქესი, ასაკი, სხეულის მასის ინდექსი, რასა და სტატინის მოხმარება საწყის ეტაპზე), თანმხლები დაავადებებისა და გეოგრაფიული არეალისა.

პედიატრიული პოპულაცია

ევროპის წამლის სააგენტომ გადადო პედიატრიული პოპულაციის ერთ ან რამდენიმე ქვეჯგუფში მომატებული ქოლესტერინის სამკურნალოდ პრეპარატ სიბრავას გამოყენების კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულება (პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაცია იხ. ნაწილში 4.2)

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ერთჯერადად კანქვეშ შეყვანის შემდეგ ინკლიზირანის სისტემური ზემოქმედება გაიზარდა დოზის სწორხაზოვნად და პროპორციულად (24 მგ - 756 მგ-ის დიაპაზონი). რეკომენდებული რეჟიმის, 284 მგ დოზის მიღებისას პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიღწეულ იქნა პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 4 საათში, საშუალო Cmax შეადგენდა 509 ნგ/მლ-ს. კონცენტრაციების განუსაზღვრელ დონემდე მიღწევა აღინიშნა პრეპარატის მიღებიდან 48 საათში. საშუალო AUC დოზის მიღების შემდეგ, რაც ექსტრაპოლირდებოდა უსაზღვროდ, შეადგენდა 7980 ნგ*სთ/მლ-ს. ინკლიზირანის მრავალჯერადი კანქვეშა ინექციის შემდეგ ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ისეთივე იყო, როგორც ერთჯერადი დოზის გამოყენებისას.

განაწილება

ინკლიზირანი 87%-ით უკავშირდება ცილებს in vitro პირობებში შესაბამისი კლინიკური პლაზმური კონცენტრაციების შემთხვევაში. პრეპარატ სიბრავას ერთჯერადი კანქვეშა 284 მგ დოზის მიღების შემდეგ ჯანმრთელ მოზრდილებში განაწილების გამოხატული მოცულობა შეადგენს დაახლოებით 500 ლ-ს. არაკლინიკური მონაცემების მიხედვით ინკლიზირანს ახასიათებს ძლიერი დაგროვება და სელექციურობა ღვიძლთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგენს სამიზნე ორგანოს ქოლესტერინის შემცირების მხრივ.

ბიოტრანსფორმაცია

ინკლიზირანი ძირითადად მეტაბოლიზდება ნუკლეაზების მიერ უფრო მოკლე, სხვადასხვა სიგრძის მქონე არააქტიურ ნუკლეოტიდებად. ინკლიზირანი არ წარმოადგენს სუბსტრატს ცილების გადამტანი გავრცელებული პრეპარატებისთვის და მართლია in vitro კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ არ არის მოსალოდნელი, რომ იგი იყოს ციტოქრომა P450-ის სუბსტრატი.

გამოყოფა

ინკლიზირანის ნახევარ-გამოყოფის პერიოდი დაახლოებით 9 საათია და არ აღინიშნება აკუმულირება მრავალჯერადი დოზების მიღებისას. ინკლიზირანის თექვსმეტი პროცენტი (16%) გამოიყოფა თირკმელებით

სწორხაზოვნება/არასწორხაზოვნება

I ფაზის კლინიკურ კვლევაში პრეპარატ სიბრავას კანქვეშა დოზების (24 მგ- 756 მგ) შეყვანის შემდეგ დაფიქსირდა ინკლიზირანის ზემოქმედების დაახლოებით დოზის პროპორციულად ზრდა. პრეპარატ სიბრავას მრავალჯერადი დოზების მიღებისას არ გამოვლენილა აკუმულირება და დროზე დამოკიდებული ცვლილებები.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება(-ები)

I ფაზის კლინიკურ კვლევაში დაფიქსირდა დისოციაცია ინკლიზირანის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებს და LDL-C-ზე ფარმაკოდინამიკურ ზეგავლენას შორის. ინკლიზირანის სელექციური მიწოდება ჰეპატოციტებში, სადაც იგი ერევა RNA-ით ინდუცირებულ საილენსინგის კომპლექსს (RISC), იწვევს ხანგრძლივ მოქმედებას და შეიძლება ეფუძნებოდეს პლაზმიდან ნახევარ-გამოყოფის მოსალოდნელ პერიოდს 9 საათს. LDL-C-ის შემცირების მაქსიმალური ეფექტი დაფიქსირდა 284 მგ დოზის მიღებისას, უფრო მაღალი დოზებისას არ აღინიშნებოდა მეტი ეფექტი.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტების მონაწილეობით ჩატარებული სპეციალური კვლევის მონაცემების ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მიხედვით აღინიშნა ინკლიზირანის Cmax-ის ზრდა დაახლოებით 2.3, 2.0 და 3.3-ჯერ, ასევე ინკლიზირანის AUC-ის ზრდა დაახლოებით 1.6, 1.8 და 2.3-ჯერ თირკმლის მსუბუქი უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი [CrCL] 60 მლ/წთ - 89 მლ/წთ), ზომიერი უკმარისობის (CrCL 30 მლ/წთ - 59 მლ/წთ) და მწვავე უკმარისობის (CrCL 15 მლ/წთ - 29 მლ/წთ) მქონე პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. მიუხედავად უფრო მაღალი გარდამავალი პლაზმური დონისა 48 საათის განმავლობაში, LDL-C-ის შემცირება მსგავსი იყო ყველა ჯგუფში (თირკმლის ფუნქციის მიხედვით). ფარმაკოკინეტიკის, ფარმაკოდინამიკის და უსაფრთხოების შეფასებებზე დაყრდნობით დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმლის მსუბუქი, ზომიერი ან მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში. ინკლიზირანის ფარმაკოკინეტიკაზე ჰემოდიალიზის ზეგავლენა არ არის შესწავლილი. იმის გათვალისწინებით, რომ ინკლიზირანი გამოიყოფა თირკმელებით, ჰემოდიალიზი არ უნდა ჩატარდეს პრეპარატ სიბრავას მიღებიდან მინიმუმ 72 საათის განმავლობაში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტების მონაწილეობით ჩატარებული სპეციალური კვლევის მონაცემების ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მიხედვით აღინიშნა ინკლიზირანის Cmax-ის ზრდა დაახლოებით 1.1 და 2.1-ჯერ, ასევე ინკლიზირანის AUC-ის ზრდა დაახლოებით 1.3 და 2.0-ჯერ ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით კლასი A) და ზომიერი უკმარისობის (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით კლასი B) მქონე პაციენტებში ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. მიუხედავად ინკლიზირანის უფრო მაღალი გარდამავალი პლაზმური დონისა, LDL-C-ის შემცირება მსგავსი იყო ღვიძლის ნორმალური ფუნქციის და ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტების ჯგუფებში. ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში საწყისი PCSK9 დონეები გამოხატულად უფრო დაბალი იყო და LDL-C-ის შემცირება უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით კლასი A და B) მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო. პრეპარატი სიბრავა არ არის შესწავლილი ღვიძლის მწვავე უკმარისობის (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით კლასი C) მქონე პაციენტებში.

სხვა განსაკუთრებული პოპულაციები

პოპულაციური ფარმაკოდინამიკური ანალიზი ჩატარდა 4328 პაციენტისგან მიღებული მონაცემებით. ასაკი, სხეულის წონა და სქესი მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენდა ინკლიზირანის ფარმაკოდინამიკაზე. დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული აღნიშნული დემოგრაფიული თვისებების მიხედვით.

  • 3. კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

ვირთაგვებში და მაიმუნებში ჩატარებულ მრავალჯერადი დოზების ტოქსიკოლოგიურ კვლევებში განისაზღვრა NOAEL (დოზა, რომელიც არ იწვევს გვერდით ეფექტებს) ყველაზე მაღალი დოზების კანქვეშ მიღებისას, როდესაც გამოვლენილი ზემოქმედება მნიშვნელოვნად აღემატებოდა ადამიანებში დაფიქსირებულ მაქსიმალურ ზემოქმედებას. ტოქსიკოლოგიური კვლევების მიკროსკოპული დაკვირვებები მოიცავდა ვირთაგვების ჰეპატოციტებში და მაიმუნების ლიმფური კვანძების მაკროფაგებში ვაკუოლიზაციას, ასევე მაიმუნების ჰეპატოციტებში და ვირთაგვების და მაიმუნების თირკმელებში ბაზოფილური გრანულების არსებობას. ეს დაკვირვებები არ იყო დაკავშირებული კლინიკურ- ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებებთან და არ არის მიჩნეული, როგორც არასასურველი მოვლენა.

პრეპარატი სიბრავა არ იყო კარცეროგენური სპრაგ-დოულის ვირთაგვებში ან TgRasH2 თაგვებში ისეთი დოზების მიღებისას, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა კლინიკურ დოზებს.

პრეპარატ სიბრავას მუტაგენური ან კლასტოგენური პოტენციალი არ დაფიქსირებულა რიგ ტესტებში, მათ შორის ბაქტერიული მუტაგენურობის კვლევაში, in vitro ქრომოსომული აბერაციის კვლევაში ადამიანის პერიფერიული სისხლის ლიმფოციტებში და in vivo ვირთაგვის ძვლის ტვინის მიკრობირთვულ კვლევაში.

ვირთაგვებში და ბოცვრებში ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებში არ გამოვლენილა ნაყოფზე პრეპარატ სიბრავას მავნე ზეგავლენის მტკიცებულება მაღალი დოზების მიღებისას, როდესაც ზემოქმედება მნიშვნელოვნად აღემატებოდა ადამიანებში დაფიქსირებულ მაქსიმალურ ზემოქმედებას.

პრეპარატ სიბრავას ზეგავლენა არ მოუხდენია ნაყოფიერებაზე ან რეპროდუქციულ უნარზე მდედრ და მამრ ვირთაგვებში, რომლებსაც აძლევდნენ პრეპარატ სიბრავას ორსულობამდე და ორსულობის …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სიბრავა - ფურცელი-ჩანართი

ფურცელი-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტისთვის

სიბრავა, კანქვეშ შესაყვანი ხსნარი 284 მგ

ინკლიზირანი

▼სამკურნალო საშუალება ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს, რაც იძლევა უსაფრთხოების მხრივ ახალი ინფორმაციის სწრაფად გამოვლენის საშუალებას. შეგიძლიათ დახმარება გაგვიწიოთ მკურნალობის პერიოდში გამოვლენილი ნებისმიერი გვერდითი რეაქციის შესახებ ინფორმაციის მოწოდების (მათ შორის არაეფექტურობის შესახებ) გზით. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების წესი მოცემულია ფურცელი-ჩანართის ნაწილში 4.

პრეპარატის მიღებამდე სრულად გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გენიშნებათ ინდივიდუალურად თქვენ. არ გადასცეთ სხვებს, რადგან შეიძლება ავნოს მათ მიუხედავად დაავადების მსგავსი სიმპტომებისა.

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთ მოვლენებზე, რომლებიც არ არის მოცემული ფურცელი-ჩანართის 4-ე ნაწილში.

ფურცელ-ჩანართში შედის

  • რას წარმოადგენს პრეპარატი სიბრავა და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ სიბრავას მიღებამდე
  • პრეპარატ სიბრავას მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი რეაქციები
  • პრეპარატ სიბრავას შენახვის პირობები
  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პრეპარატი სიბრავა და რისთვის გამოიყენება
  • 1. რას წარმოადგენს პრეპარატი სიბრავა და როგორ მოქმედებს

პრეპარატი სიბრავა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ინკლიზირანს, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის, ანუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL) ან „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს. ქოლესტერინის (LDL) დონის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს გულთან ან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები.

ინკლიზირანი ბლოკავს ცილის (PCSK9) სინთეზს რნმ-ის (გენეტიკური მასალა ორგანიზმის უჯრედებში) ინტერფერენციის გზით. აღნიშნულმა ცილამ შეიძლება გაზარდოს ქოლესტერინის (LDL) დონე, ხოლო მისი სინთეზის პრევენცია ხელს უწყობს ქოლესტერინის (LDL) დონის შემცირებას.

  • 2. რისთვის გამოიყენება პრეპარატი სიბრავა

პრეპარატი სიბრავა გამოიყენება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, ქოლესტერინის დონის შესამცირებელ დიეტასთან ერთად, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის მქონე მოზრდილებში (პირველადი ჰიპერქოლესტერინემია, ჰეტეროზიგოტური მემკვიდრული და არამემკვიდრული ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით, ან შერეული დისლიპიდემია).

პრეპარატი სიბრავა მიიღება:

სტატინებთან (ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალო პრეპარატები) ერთად, ზოგჯერ ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონეს, თუ სტატინის მაქსიმალური დოზა არასაკმარისად ეფექტურია ან

მონოთერაპიის სახით ან ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონე თუ სტატინები არაეფექტურია ან მათი მიღება უკუნაჩვენებია.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ სიბრავას მიღებამდე
  • 1. არ მიიღოთ პრეპარატი სიბრავა:

თუ გაქვთ ალერგია ინკლიზირანის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.

  • 2. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ სიბრავას მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთანა:

თუ იმყოფებით დიალიზზე;

თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადება;

თუ გაქვთ თირკმელების მწვავე დაავადება.

  • 3. ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი სიბრავა არ მიიღება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების გამოცდილება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.

  • 4. სხვა პრეპარატების მიღება

აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით ან გეგმავთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას.

  • 5. ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.

პრეპარატ სიბრავას მიღება თავიდან უნდა იქნას არიდებული ორსულობის პერიოდში.

ჯერ-ჯერობით უცნობია ხვდება თუ არა პრეპარატი სიბრავა დედის რძეში. ექიმი განსაზღვრავს ძუძუთი კვების გაგრძელების ან სიბრავას მიღების საკითხს. ექიმი განიხილავს მკურნალობის მოსალოდნელ სარგებლიანობას და ძუძუთი კვების სარგებლიანობას და რისკებს ბავშვისთვის.

  • 6. ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

პრეპარატი სიბრავა არ ახდენს ზეგავლენას ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

  • 7. პრეპარატი სიბრავა შეიცავს ნატრიუმს:

პრეპარატ სიბრავას 284 მგ შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ფაქტიურად არ შეიცავს ნატრიუმს.

  • პრეპარატ სიბრავას მიღების წესი

პრეპარატ სიბრავას რეკომენდებული დოზა არის 284 მგ, რომელიც კეთდება კანქვეშ (კანქვეშა ინექცია). მომდევნო დოზა მიიღება 3 თვის შემდეგ, ხოლო შემდეგი დოზები - ყოველ 6 თვეში.

პრეპარატ სიბრავათი მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დიეტის დაცვა, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს და სრულიად შესაძლებელია მიიღოთ სტატინები. პრეპარატ სიბრავას მიღების პერიოდში უნდა განაგრძოთ ჰიპოქოლესტერინემიული დიეტა და სტატინების მიღება.

პრეპარატი სიბრავა კეთდება კანქვეშ (კანქვეშა ინექცია) მუცლის არეში. ასევე შესაძლებელია მხრის ან ბარძაყის არეში შეყვანა. პრეპარატი კეთდება მკურნალი ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ.

  • 1. პრეპარატ სიბრავას რეკომენდებული დოზის გადაჭარბება

პრეპარატის ინექცია კეთდება მკურნალი ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ. უკიდურესად ნაკლებსავარაუდო შემთხვევაში პრეპარატის ჭარბი რაოდენობის შეყვანისას ექიმი ან სამედიცინო პერსონალი ატარებს კვლევას გვერიდი ეფექტების გამოსავლენად.

  • 2. თუ გამოგრჩათ პრეპარატ სიბრავას მიღება

თუ გამოგრჩათ ექიმთან ვიზიტი პრეპარატ სიბრავას ინექციისთვის, გახსენებისთანავე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს შემდეგი ვიზიტის შესათანხმებლად.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი რეაქციები

სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

ხშირად: (10-დან 1 პაციენტში)

რეაქციები ინექციის ადგილას, როგორიც არის ტკივილი, სიწითლე ან გამონაყარი.

გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთ მოვლენებზე, რომლებიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში. ბელორუსიის რესპუბლიკაში გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ დააფიქსიროთ ვებ გვერდზე www.rceth.by (რუს „ჯანდაცვის ექსპერტიზის და კვლევების ცენტრი“).

ასევე, გვერდითი ეფექტების გამოვლენის და/ან ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში გვაცნობეთ ტელეფონით: +375 (17) 3600365 (ბელორუსიის რესპუბლიკისთვის) ან ელექტრონული ფოსტით [email protected].

გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებით ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.

  • პრეპარატ სიბრავას შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ეტიკეტზე და შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ პრეპარატი არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

მკურნალი ექიმი, ფარმაცევტი ან მედდა ამოწმებს პრეპარატს და ახდენს მის უტილიზაციას თუ იგი შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.

პრეპარატების გადაყრა დაუშვებელია კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. მკურნალი ექიმი, ფარმაცევტი ან მედდა ახდენს პრეპარატების უტილიზაციას, რომლებიც აღარ გამოიყენება. აღნიშნული ზომები იცავს გარემოს.

  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
  • 1. აქტიური ნივთიერებების და დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი

რა შედის პრეპარატ სიბრავას შემადგენლობაში

აქტიური ნივთიერება: ინკლიზირანი (ნატრიუმის მარილის სახით).

1 მლ ინკლიზირანის ნატრიუმი შეესაბამება 189 მგ ინკლიზირანს.

თითო წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 1,5 მლ ხსნარს, რომელშიც შედის 284 მგ ინკლიზირანი (შეესაბამება 300 მგ ინკლიზირანის ნატრიუმს)

სხვა ინგრედიენტები:

საინექციო წყალი

ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად)

ფოსფორმჟავა (pH-ის დასარეგულირებლად)

  • 2. როგორია პრეპარატი სიბრავა ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში

პრეპარატი სიბრავა წარმოდგენილია საინექციო ხსნარის სახით. უფერო ან ღია ყვითელი შეფერილობის, გამჭვირვალე ხსნარი, პრაქტიკულად არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.

  • 5 მლ პრეპარატი 2.25 მლ წინასწარ შევსებულ შპრიცში, რომელსაც აქვს გამჭვირვალე შუშის ცილინდრი (I ტიპის შუშა), რომელიც დახურულია მიმაგრებული ნემსით (27G½) და აქვს დამცავი ხუფი ერთ ბოლოზე, ასევე დგუში ბრომბუთილის პლუნჟერით მეორე ბოლოზე, დგუში დამაგრებულია ფიქსატორით.

1 შპრიცი მოთავსებულია კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.

1 კონტურული შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

  • 3. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის და მწარმოებლის დასახელება და მისამართი, რომელიც პასუხისმგებელია ხარისხი კონტროლზე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:

ნოვარტის ოვერსიზ ინვესტმენტს აგ, ლიხშტრასე 35, 4056 ბაზელი, შვეიცარია

მწარმოებელი:

მზა წამლის ფორმების მწარმოებელი, პირველადი შეფუთვა:

კორდენ ფარმა ს.პ.ა., რეპარტო UP3, ვია გ. გალილეი, 17, 20867, კაპონაგო, იტალია

მეორეული შეფუთვა:

კორდენ ფარმა ს.პ.ა. ვიალე დელ’ინდუსტრია 3, კაპონაგო, 20867, იტალია

ხარისხის კონტროლი:

სანდოზ გმბჰ, ბიოქემიშტრასე, 10, 6336, ლანგკამფენი, ავსტრია

  • 4. პრეპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:

ბელორუსიის რესპუბლიკა:

„ნოვარტის ფარმა სერვისიზ აგ“-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა ბელორუსიის რესპუბლიკაში;

220123, ქ. მინსკი, ვ. ხორუჟეის ქ., 32ა, ოთახი 36

ტელ: +375 (17) 3600365

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

  • 5 ფურცელი-ჩანართის გადახედვა
  • 6. ინფორმაციის სხვა წყარო

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა