პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
უროლოგიური საშუალებები

სეტეგისი

Setegis®

რეცეპტით2მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

ეს პრეპარატი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, ასევე სიმპტომების მოსახსნელად წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი გადიდების ზოგიერთ შემთხვევაში.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტერაზოზინი (terazosin)
ფორმა და შეფუთვა
2მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიური საშუალებები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები
ATC კოდი
G04CA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-040357
რეგისტრირებულია
29 თებერვალი 2024, მოქმედებს 28 თებერვალი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
განმცხადებელი
დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასეტეგისი და სხვა წამალი ერთად

სეტეგისი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეს პრეპარატი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, ასევე სიმპტომების მოსახსნელად წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი გადიდების ზოგიერთ შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ სეგეტისი ექიმის მიერ დანიშნული დოზით. თუ არ ხართ დოზირებაში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირების რეჟიმი

თუ ექიმმა ეს პრეპარატი არ დაგინიშნათ სხვა დოზით, ქვემოთ მოყვანილია ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზები:

პრეპარატ სეგეტისის საწყისი დოზა მოზრდილებისთვის:

1მგ საღამოს ძილი წინ. შემდგომ ექიმს შეუძლია თანდათან გაზარდოს პრეპარატის დოზა.

შემანარჩუნებელი დოზა მოზრდილებისთვის:

არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ

ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზა 2 – 10 მგ ერთჯერ დღეში საღამოს.

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (წჯკჰ) სამკურნალოდ

ჩვეულებრივ რეკომედებული დოზა 5-10 მგ ერთჯერ დღეში.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

დოზის შეცვლის აუცილებლობა არ არის

ხანდაზმული პაციენტები

დოზის შეცვლის აუცილებლობა არ არის

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

ბავშვებში ამ პრეპარატის ეფექტურიბა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

მიღების წესი

ტაბლეტები შიგნით მისაღებად.

სეგეტისის ტაბლეტები უნდა მიიღოთ მთლიანად, დაუღეჭავად, ყოველდღიურად ერთჯერ დღეში საღამოს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

თუ თვლით, რომ პრეპარატის ეფექტურობა ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ სეგეტისის დროულად მიღება

რაც შეიძლება სწრაფად მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი. თუ ახლოვდება შემდეგი ტაბლეტის მიღების დრო, არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა, რადგან ეს არ ახდენს გამოტოვებული დოზის კომპენსაციას, მხოლოდ ზრდის დოზის გადაჭარბების რისკს. გამოტოვეთ მიუღებელი ტაბლეტი და განაგრძეთ პრეპარატის მიღება ჩვეულებრივი რეჟიმით. აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ თქვენ მიიღეთ სეგეტისის ტაბლეტების დანიშნულზე მეტი დოზა

თუ დოზის გადაჭარბებამ გამოიწვია არტერიული წნევის უეცარი დაცემა, უპირველეს ყოვლისა მნიშნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხარდაჭერა მწოლიარე მდგომარეობაში. დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს აუცილებელი მკურნალობის ჩასატარებლად!

თუ თქვენ დროზე ადრე შეწყვიტეთ პრეპარატ სეტეგისის მიღება

არ შეწყვიტოთ პრეპარატ სეტეგისის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე!

თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ თქვენ როდესმე გაგინვითარდათ ალერგიული რეაქცია, პრეპარატის აქტიურ ნივთიერებაზე (ტერაზოზინი), ან სხვა სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც მიეკუთვნებიან ამ ჯგუფს (ალფა-ადრენობლოკატორები) ან ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე, რომელიც მოყვანილია ნაწილში 8.

პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს ბავშვებში

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ სეტეგისის ტაბლეტების მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში ეს პრეპარატი შეიძლება მიიღოთ მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ:

თუ ხართ ხანდაზმული ასაკის

თუ მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან სწრაფად ადგომისას გინვითარდებათ თავბრუსხვევა

თუ გაქვთ გულის დაავადებები

თუ გაქვთ გადატანილი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა

თუ მაღალი არტერიული წნევის მიზეზით გაგინვითარდათ თვალის ბადურის მძიმე დაზიანება (ე.წ ჰიპერტენზიული რეტინოპათია)

თუ კატარაქტის გამო დაგეგმილი გაქვთ ოპერაცია

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტის სხვადასხვა ფორმა

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თუ მოშარდვისას გქონდათ გონების დაკარგვა, ამ პრეპარატით მკურნალობა რეკომედებული არ არის.

წინამდებარე ჯირკვლის გადიდების მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოირიცხოს წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა.

წინამდებარე ჯირკვლის გადიდების მკურნალობის პერიოდში საჭიროა არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

ბავშვების სამკურნალოდ პრეპარატ სეტეგისის გამოყენება ნაჩვენები არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იღებთ, იღებდით ახლახან ან გეგმავთ მიღებას, მათ შორის ისინიც, რომლების გაიცემა ურეცეპტოდ.

პრეპარატ სეტეგისის ერთდროულმა გამოყენებამ პრეპარატებთან, რომლებიც აქვეითებენ არტერიული წნევას, ან შარდმდენ საშუალებებთან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უფრო მკვეთრი დაქვეითება. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებს, ან სამკურნალო პრეპარატებს ერექციული ფუნქციის დარღვევის სამკურნალოდ.

პრეპარატ სეტეგისის ტაბლეტების გამოყენება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად

პრეპარატ სეტეგისით მკურალობისას არ უნდა გამოიყენოთ სპირტიანი სასმელები. მათმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, ცნობიერების დაკარგვის საშიშროებით.

სეტეგისის ტაბლეტები შეიძლება მიიღოთ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენ მკურნალ ექიმს.

პრეპარატ სეგეტისის დანიშვნა ორსულებში და მეძუძურ ქალებში დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და დედისთვის მოსალოდნელი სარგებლის და ნაყოფის ან ბავშვისთვის რისკის გულმოდგინე შეფასების შემდეგ.

თუ თქვენ დაორსულდით პრეპარატ სეგეტისით მკურნალობის პერიოდში აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენ მეან-გინეკოლოგს.

ასევე აცნობეთ თქვენ ექიმს, რომ გსურთ იყოლიოთ ბავშვები.

თუ ხართ ორსულად, ან ბავშვი გყავთ ძუძუთუ კვებაზე, ნებისმიერ სამკურნალო საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ტერაზოზინმა პრეპარატის მიღებაზე ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე, შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ძილიანობა. პირველი დოზის მიღების, დოზის მომატების, ასევე დროებითი შესვენების შემდეგ, პრეპარატ სეგეტისით მკურნალობის განახლების შემდეგ იკრძალება ავტოტრანსპორტის მართვა და სხვა სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღებას და რეაქციების სისწრაფეს დროის იმ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც განსაზღვრავს თქვენი მკურნალი ექიმი. ჩამოთვლილი სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა და შემდგომში უსაფრთხო დოზის განსაზღვრა ხდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

პრეპარატ სეგეტისის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი)

რძის შაქრის აუტანლობისას საჭიროა გაითვალისწინოთ, რომ სეგეტისის ტაბლეტები შეიცავს რძის შაქარს: 1 მგ ტაბლეტები – 55 მგ, 2 მგ, ხოლო 5 მგ და 10 მგ ტაბლეტები - 110 მგ.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ რჩევისთვის ექიმს.

5 მგ და 10 მგ სეგეტისის ტაბლეტები შეიცავენ საღებავს არიავიტ სანსეტ ყვითელს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

გვერდითი მოვლენები

როგორც სხვა ყველა სამკურნალო საშუალებამ, მოცემულმა პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

არ არის ერთობლივი კლინიკური მონაცემები და დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება არასასურველი გვერდითი ეფექტების განსაზღვრა; გვერდითი მოვლენების უმრავლესობისათვის არ არსებობს მონაცემები მათი განვითარების სიხშირის განსაზღვრისათვის.

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:

სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ:

არაერთმნიშვნელვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): პოდაგრა

ფსიქიკის დარღვევა:

სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, დეპრესია, ნევროზულობა.

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): შფოთვა, უძილობა.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

სეტეგისის ტაბლეტებმა შესაძლოა გამოიწვიოს ცნობიერების გონების დაკარგვა, რაც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დასაწყისში ტაბლეტის მიღებიდან პირველი 30-90 წუთის განმავლობაში. გონების დაკარგვა შეიძლება განვითარდეს დოზის სწრაფი მომატების შემდეგ ან სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას.

გონების დაკარგვის სიხშირე არტერიული წნევის დასაქვეითებლად პრეპარატის გამოყენებისას შეადგენდა 1%. G

გულის წასვლა, უპირველეს ყოვლისა, ვითარდება სხეულის მდებარეობის მკვეთრი შეცვლისას, მაგრამ ასევე შეიძლება განვითარდეს პულსის სიხშირის მომატებისას 120-160/წთ.

გულის წასვლისას პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა დააწვინოთ ისე, რომ ფეხები სხეულის დონეზე მაღლა იყოს. აუცილებლობისას ექიმმა შეიძლება დანიშნოს სიმპტომური მკურნალობა.

თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა ან არტერიული წნევის უეცარი დაცემა შესაძლოა განვითარდეს მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას. Aამ შემთხვევებში არტერიული წნევის დაცემის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია დაწოლა, შემდგომ წამოჯდომა და ადგომამდე მჯდომარე მდგომარეობაში დარჩენა რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

ეს გვერდითი მოვლენები თვითონ გაივლის. უმრავლეს შემთხვევაში ისინი გაივლის პრეპარატის დოზირების დადგენის ფაზის და თერაპიული დოზის დადგენის შემდეგ.

თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, მგრძნობელობის დარღვევა.

დარღვევა მხედველობის ორგანოების მხრივ

ბუნდოვანი ხედვა, მხედველობის გაუარესება კატარაქტის გამო ოპერაციებისას (რქოვანას შემღვრევა) აღინიშნა ფერადი გარსის გარკვეული ცვლილებები.

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): მხედველობის დარღვევა, კონიუნქტივიტი, თვალის ლორწოვანის ანთება.

დარღვევები სმენის ორგანოების მხრივ და ლაბორატორიული დარღვევები:

ვერტიგო

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): ყურებში ხმაური

დარღვევები გულის მხრივ

ძლიერი გულისცემა, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): გულის რითმის დარღვევა

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ჰიპოტონია, რომელიც დაკავშირებულია სხეულის მდებარობის ცვლილებასთან, სისხლძარღვების გაფართოება

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

ცხვირის გაჭედვა, ცხვირის ლორწოვანის ანთება, სუნთქვის გაძნელება, ცხვირის დანამატის წიაღების ანთება

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): ბრონქიტი, ცხვირიდან სისხლდენა, გაციების სიმპტომები, ფარინგიტი (ხახის ლორწოვანის ანთება), ხველის გაძლიერება

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

გულისრევა

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): მუცლის ტკივილი, შეკრულობა, ფაღარათი, პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევა, ნაწლავებში გაზების დაგროვების გაძლიერება, ღებინება.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): ქავილი, კანის გამონაყარი, ოფლიანობა

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებული ქსოვილის მხრივ:

ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): კისრის, მხრების, სახსრების ტკივილი, სახსრების ანთება, ცვლილებები სახსრებში, კუნთების ტკივილი.

დარღვევები თირკმლების და შარდის გამომტანი გზების მხრივ:

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): შარდვის გახშირება, საშარდე გზების ინფექციები, ქალებში მენსტრუაციის დასრულების შემდეგ – შარდის შეკავება.

დარღვევები რეპროდუქციული ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ:

ერექციის დარღვევა, სასქესო ასოს ხანგრძლივი არანორმალური ერექცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სქესობრივ აგზნებასთან.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას:

სისუსტე, კიდურების შეშუპება, შეშუპება

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): ტკივილი გულმკერდში, სახის შეშუპება, ცხელება

გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე:

სხეულის მასის მომტება

კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ჰემატოკრიტის, სისხლის თეთრი უჯრედების და ცილის უმნიშვნელო დაქვეითება.

ამ გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არის.

ცნობები გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენების გამოვლენისას მათ შორის ისეთების, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენი ინფორმაციის მეშვეობით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

როგორ უნდა შეინახოთ პრეპარატ სეტეგისის ტაბლეტები

შეინახეთ 15-300C ტემტერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ პრეპარატ სეტეგისის ტაბლეტები, თუ აღმოაჩინეთ მისი ხარისხის ცვლილების ხილული ნიშნები.

სამკურნალო პრეპარატები არ უნდა გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან გამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია პრეპარატის განადგურება, რომელიც აღარ გჭირდებათ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ღონისძიებები თავიდან აგაცილებთ გარემოს დაბინძურებას.

ჭარბი დოზა

გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია და სისხლის მიმოქცევის უკმარისობა.

ჭარბი დოზირების მკურნალობა: მძიმე ჰიპოტენზიის და პერიფერიული მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში, პაციენტი პირველ რიგში უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ზურგზე დაწოლილი, ფეხების აწევით. შოკის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდა, სათანადო ვაზოპრესორული პრეპარატების მიღებით. საჭიროა პლაზმის მოცულობისა და ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა. დიალიზის მეთოდი შეიძლება არ იყოს ეფექტური, რადგან ტერაზოზინი მნიშვნელოვან კავშირშია პლაზმის ცილებთან.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

1 მგ სეტეგისი: 1 მგ ტერაზოზინი 1.187 მგ ტერაზოზინის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით

2 მგ სეტეგისი: 2 მგ ტერაზოზინი 2.374 მგ ტერაზოზინის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით

5 მგ სეტეგისი: 5 მგ ტერაზოზინი 5.935 მგ ტერაზოზინის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით

10 მგ სეტეგისი: 10 მგ ტერაზოზინი 11.870 მგ ტერაზოზინის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით

დამხმარე ნივთიერებები:

1 მგ სეტეგისი: ლაქტოზის მონოჰიდრატი (55.0მგ), სიმინდის პრეჟელატინირებული სახამებელი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი

2 მგ სეტეგისი: ლაქტოზის მონოჰიდრატი (110.0მგ), სიმინდის პრეჟელატინირებული სახამებელი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ქინოლის არიავიტი ყვითელი

5 მგ სეტეგისი: ლაქტოზის მონოჰიდრატი (110.0მგ), სიმინდის პრეჟელატინირებული სახამებელი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, არიავიტ სანსეტ ყვითელი

10 მგ სეტეგისი: ლაქტოზის მონოჰიდრატი (110.0მგ), სიმინდის პრეჟელატინირებული სახამებელი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, არიავიტ სანსეტ ყვითელი

პრეპარატ სეტეგისის ტაბლეტების გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგანი სახე

1 მგ სეტეგისის ტაბლეტები: მრგვალი, ბრტყელი, თეთრი ფერის ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით, ერთ მხარეს გლუვი და გრავირებით “E”ასოთი და მეორე მხარეს ნომრით 451, უსუნო.

2 მგ სეტეგისის ტაბლეტები: მრგვალი, ბრტყელი, ყვითელი ფერის ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით, ერთ მხარეს გლუვი და გრავირებით “E”ასოთი და მეორე მხარეს ნომრით 452, უსუნო.

5 მგ სეტეგისის ტაბლეტები: მრგვალი, ბრტყელი, მკრთალი ნარინჯისფერი ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით, ერთ მხარეს გლუვი და გრავირებით “E”ასოთი და მეორე მხარეს ნომრით 453, უსუნო.

10 მგ სეტეგისის ტაბლეტები: მრგვალი, ბრტყელი, ნარინჯისფერი ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით, ერთ მხარეს გლუვი და გრავირებით “E”ასოთი და მეორე მხარეს ნომრით 454, უსუნო.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერზე. 3 ბლისტერი (30 ტაბლეტი) შეფუთული მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაკოლოგიური თვისებები

სელექციური პერიფერიული პოსტსინაფსური ალფა1-ადრენობლოკატორები. ათქ კოდი: G04CA03

  • 1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

მოქმედების მექანიზმი

მიუხედავად იმისა, რომ ანტიჰიპერტენზიული ეფექტის ზუსტი მექანიზმი უცნობია, პერიფერიული სისხლძარღვების გლუვი კუნთების რელაქსაცია სავარაუდოდ გამოწვეულია კონკურენტული ანტაგონიზმის გამო პოსტსინაფსური α1-ადრენორეცეპტორების დონეზე.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

სეტეგისი® ჩვეულებრივ ამცირებს არტერიულ წნევას თანდათანობით და წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატს.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

კლინიკური დაკვირვებები მიუთითებს, რომ ტერაზოზინი თერაპიულ დოზებში იწვევს სისხლის პლაზმაში საერთო ქოლესტერინის კონცენტრაციის 2-5%-ით შემცირებას და პლაზმაში LDL + VLDL-ის კომბინირებული ფრაქციების დონის 3-7%-ით შემცირებას საწყის დონესთან შედარებით.

ტერაზოზინის გამოყენების შემდეგ განისაზღვრა მთლიანი ქოლესტერინის კონცენტრაციისა და LDL + VLDL ფრაქციის უმნიშვნელო დაქვეითება. გარდა ამისა, არ აღინიშნებოდა საერთო ქოლესტერინის დონის მატება, რომელიც ჩვეულებრივ შეინიშნებოდა სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად, როდესაც ეს პრეპარატები ინიშნებოდა ტერაზოზინთან ერთად.

კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ალფა1-ადრენორეცეპტორების ბლოკადა აუმჯობესებს უროდინამიკას შარდის ბუშტის ქრონიკული ობსტრუქციის მქონე პაციენტებში, როგორიცაა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (წჯკჰ). პრეპარატი ასევე ასუსტებს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომებს α1-ადრენორეცეპტორების სტიმულირებისა და შარდის ბუშტისა და ურეთრის პროსტატული ნაწილის გლუვი კუნთების შეკუმშვის პრევენციის გზით.

ინ ვიტრო ექსპერიმენტებით აღნიშნა, რომ ტერაზოზინი ანტაგონისტურად მოქმედებს ფენილეფრინით გამოწვეული ადამიანის წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილების შეკუმშვაზე. კლინიკურ კვლევებში ტერაზოზინი აუმჯობესებდა უროდინამიკას და წჯკჰ-ს სიმპტომებს.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ტერაზოზინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, საკვების მიღების მიუხედავად. ბიოშეღწევადობა - 90%. პირველი გავლის ეფექტი ძალიან დაბალია.

განაწილება

პლაზმის ცილებთან შეკავშირება - 90-94%. ერთჯერადი დოზის შემდეგ, ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაწყება შეინიშნება დაახლოებით 15 წუთის შემდეგ. შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ერთი საათის განმავლობაში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 2-3 საათის შემდეგ და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

ბიოტრანსფორმაცია

ტერაზოზინი მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროლიზის, დემეთილირებისა და დეალკილირების გზით 4 ცნობილი მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომელთაგან ერთს აქვს ფარმაკოლოგიური აქტივობა.

გამოყოფა

ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12 საათს. დოზის დაახლოებით 40% გამოიყოფა შარდით, ხოლო დოზის 60% გამოიყოფა განავლით.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლის ფუნქციის დარღვევა არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას პრეპარატის ექსკრეციაზე. არ არსებობს მონაცემები პრეპარატის შესაძლო ექსკრეციის შესახებ დედის რძეში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის გამოყენების

ინსტრუქცია

(ინფორმაცია პაციენტისათვის)

სეტეგისი

ტაბლეტები 1 მგ, 2 მგ, 5 მგ, 10 მგ

(ტერაზოზინი)

პრეპარატის მიღების დაწყებამდე მთლიანად და გულდასმით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელვან ინფორმაციას

შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ გადასცეთ ის სხვა პირებს. მან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ აღენიშნებათ ისეთივე სიმპტომები, როგორც თქვენ.

თუ გაგინვითარდათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, ან შენიშნეთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენ მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს (იხ. ნაწილი 4).

Mმოცემული დანართი ფურცელი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს პრეპარატ სეტეგისის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ სეტეგისის ტაბლეტების მიღების დაწყებამდე

როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატ სეტეგისის ტაბლეტები

შესაძლო გვერდითი ეფექტები

სეტეგისის ტაბლეტების შენახვის პირობები

ვარგისიანობის ვადა

აფთიაქიდან გაცემის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმცია

რას წარმოადგენს პრეპარატ სეტეგისის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

ეს პრეპარატი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, ასევე სიმპტომების მოსახსნელად წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი გადიდების ზოგიერთ შემთხვევაში.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ სეტეგისის ტაბლეტების მიღების დაწყებამდე

არ გამოიყენოთ სეტეგისის ტაბლეტები შემდეგ შემთხვევებში:

თუ თქვენ როდესმე გაგინვითარდათ ალერგიული რეაქცია, პრეპარატის აქტიურ ნივთიერებაზე (ტერაზოზინი), ან სხვა სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც მიეკუთვნებიან ამ ჯგუფს (ალფა-ადრენობლოკატორები) ან ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე, რომელიც მოყვანილია ნაწილში 8.

პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს ბავშვებში

უსაფრთხოების ზომები:

პრეპარატ სეტეგისის ტაბლეტების მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში ეს პრეპარატი შეიძლება მიიღოთ მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ:

თუ ხართ ხანდაზმული ასაკის

თუ მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან სწრაფად ადგომისას გინვითარდებათ თავბრუსხვევა

თუ გაქვთ გულის დაავადებები

თუ გაქვთ გადატანილი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა

თუ მაღალი არტერიული წნევის მიზეზით გაგინვითარდათ თვალის ბადურის მძიმე დაზიანება (ე.წ ჰიპერტენზიული რეტინოპათია)

თუ კატარაქტის გამო დაგეგმილი გაქვთ ოპერაცია

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტის სხვადასხვა ფორმა

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თუ მოშარდვისას გქონდათ გონების დაკარგვა, ამ პრეპარატით მკურნალობა რეკომედებული არ არის.

წინამდებარე ჯირკვლის გადიდების მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოირიცხოს წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა.

წინამდებარე ჯირკვლის გადიდების მკურნალობის პერიოდში საჭიროა არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

ბავშვების სამკურნალოდ პრეპარატ სეტეგისის გამოყენება ნაჩვენები არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატ სეტეგისის ტაბლეტები

აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იღებთ, იღებდით ახლახან ან გეგმავთ მიღებას, მათ შორის ისინიც, რომლების გაიცემა ურეცეპტოდ.

პრეპარატ სეტეგისის ერთდროულმა გამოყენებამ პრეპარატებთან, რომლებიც აქვეითებენ არტერიული წნევას, ან შარდმდენ საშუალებებთან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უფრო მკვეთრი დაქვეითება. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებს, ან სამკურნალო პრეპარატებს ერექციული ფუნქციის დარღვევის სამკურნალოდ.

პრეპარატ სეტეგისის ტაბლეტების გამოყენება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად

პრეპარატ სეტეგისით მკურალობისას არ უნდა გამოიყენოთ სპირტიანი სასმელები. მათმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, ცნობიერების დაკარგვის საშიშროებით.

სეტეგისის ტაბლეტები შეიძლება მიიღოთ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

თუ ხართ ორსულად, ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენ მკურნალ ექიმს.

პრეპარატ სეგეტისის დანიშვნა ორსულებში და მეძუძურ ქალებში დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და დედისთვის მოსალოდნელი სარგებლის და ნაყოფის ან ბავშვისთვის რისკის გულმოდგინე შეფასების შემდეგ.

თუ თქვენ დაორსულდით პრეპარატ სეგეტისით მკურნალობის პერიოდში აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენ მეან-გინეკოლოგს.

ასევე აცნობეთ თქვენ ექიმს, რომ გსურთ იყოლიოთ ბავშვები.

თუ ხართ ორსულად, ან ბავშვი გყავთ ძუძუთუ კვებაზე, ნებისმიერ სამკურნალო საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ტერაზოზინმა პრეპარატის მიღებაზე ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე, შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ძილიანობა. პირველი დოზის მიღების, დოზის მომატების, ასევე დროებითი შესვენების შემდეგ, პრეპარატ სეგეტისით მკურნალობის განახლების შემდეგ იკრძალება ავტოტრანსპორტის მართვა და სხვა სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღებას და რეაქციების სისწრაფეს დროის იმ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც განსაზღვრავს თქვენი მკურნალი ექიმი. ჩამოთვლილი სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა და შემდგომში უსაფრთხო დოზის განსაზღვრა ხდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

პრეპარატ სეგეტისის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი)

რძის შაქრის აუტანლობისას საჭიროა გაითვალისწინოთ, რომ სეგეტისის ტაბლეტები შეიცავს რძის შაქარს: 1 მგ ტაბლეტები – 55 მგ, 2 მგ, ხოლო 5 მგ და 10 მგ ტაბლეტები - 110 მგ.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ რჩევისთვის ექიმს.

5 მგ და 10 მგ სეგეტისის ტაბლეტები შეიცავენ საღებავს არიავიტ სანსეტ ყვითელს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატ სეგეტისის ტაბლეტები

ყოველთვის მიიღეთ სეგეტისი ექიმის მიერ დანიშნული დოზით. თუ არ ხართ დოზირებაში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირების რეჟიმი

თუ ექიმმა ეს პრეპარატი არ დაგინიშნათ სხვა დოზით, ქვემოთ მოყვანილია ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზები:

პრეპარატ სეგეტისის საწყისი დოზა მოზრდილებისთვის:

1მგ საღამოს ძილი წინ. შემდგომ ექიმს შეუძლია თანდათან გაზარდოს პრეპარატის დოზა.

შემანარჩუნებელი დოზა მოზრდილებისთვის:

არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ

ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზა 2 – 10 მგ ერთჯერ დღეში საღამოს.

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (წჯკჰ) სამკურნალოდ

ჩვეულებრივ რეკომედებული დოზა 5-10 მგ ერთჯერ დღეში.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

დოზის შეცვლის აუცილებლობა არ არის

ხანდაზმული პაციენტები

დოზის შეცვლის აუცილებლობა არ არის

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

ბავშვებში ამ პრეპარატის ეფექტურიბა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

მიღების წესი

ტაბლეტები შიგნით მისაღებად.

სეგეტისის ტაბლეტები უნდა მიიღოთ მთლიანად, დაუღეჭავად, ყოველდღიურად ერთჯერ დღეში საღამოს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

თუ თვლით, რომ პრეპარატის ეფექტურობა ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ სეგეტისის დროულად მიღება

რაც შეიძლება სწრაფად მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი. თუ ახლოვდება შემდეგი ტაბლეტის მიღების დრო, არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა, რადგან ეს არ ახდენს გამოტოვებული დოზის კომპენსაციას, მხოლოდ ზრდის დოზის გადაჭარბების რისკს. გამოტოვეთ მიუღებელი ტაბლეტი და განაგრძეთ პრეპარატის მიღება ჩვეულებრივი რეჟიმით. აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ თქვენ მიიღეთ სეგეტისის ტაბლეტების დანიშნულზე მეტი დოზა

თუ დოზის გადაჭარბებამ გამოიწვია არტერიული წნევის უეცარი დაცემა, უპირველეს ყოვლისა მნიშნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხარდაჭერა მწოლიარე მდგომარეობაში. დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს აუცილებელი მკურნალობის ჩასატარებლად!

თუ თქვენ დროზე ადრე შეწყვიტეთ პრეპარატ სეტეგისის მიღება

არ შეწყვიტოთ პრეპარატ სეტეგისის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე!

თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც სხვა ყველა სამკურნალო საშუალებამ, მოცემულმა პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

არ არის ერთობლივი კლინიკური მონაცემები და დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება არასასურველი გვერდითი ეფექტების განსაზღვრა; გვერდითი მოვლენების უმრავლესობისათვის არ არსებობს მონაცემები მათი განვითარების სიხშირის განსაზღვრისათვის.

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:

სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ:

არაერთმნიშვნელვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): პოდაგრა

ფსიქიკის დარღვევა:

სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, დეპრესია, ნევროზულობა.

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): შფოთვა, უძილობა.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

სეტეგისის ტაბლეტებმა შესაძლოა გამოიწვიოს ცნობიერების გონების დაკარგვა, რაც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დასაწყისში ტაბლეტის მიღებიდან პირველი 30-90 წუთის განმავლობაში. გონების დაკარგვა შეიძლება განვითარდეს დოზის სწრაფი მომატების შემდეგ ან სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას.

გონების დაკარგვის სიხშირე არტერიული წნევის დასაქვეითებლად პრეპარატის გამოყენებისას შეადგენდა 1%. G

გულის წასვლა, უპირველეს ყოვლისა, ვითარდება სხეულის მდებარეობის მკვეთრი შეცვლისას, მაგრამ ასევე შეიძლება განვითარდეს პულსის სიხშირის მომატებისას 120-160/წთ.

გულის წასვლისას პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა დააწვინოთ ისე, რომ ფეხები სხეულის დონეზე მაღლა იყოს. აუცილებლობისას ექიმმა შეიძლება დანიშნოს სიმპტომური მკურნალობა.

თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა ან არტერიული წნევის უეცარი დაცემა შესაძლოა განვითარდეს მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას. Aამ შემთხვევებში არტერიული წნევის დაცემის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია დაწოლა, შემდგომ წამოჯდომა და ადგომამდე მჯდომარე მდგომარეობაში დარჩენა რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

ეს გვერდითი მოვლენები თვითონ გაივლის. უმრავლეს შემთხვევაში ისინი გაივლის პრეპარატის დოზირების დადგენის ფაზის და თერაპიული დოზის დადგენის შემდეგ.

თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, მგრძნობელობის დარღვევა.

დარღვევა მხედველობის ორგანოების მხრივ

ბუნდოვანი ხედვა, მხედველობის გაუარესება კატარაქტის გამო ოპერაციებისას (რქოვანას შემღვრევა) აღინიშნა ფერადი გარსის გარკვეული ცვლილებები.

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): მხედველობის დარღვევა, კონიუნქტივიტი, თვალის ლორწოვანის ანთება.

დარღვევები სმენის ორგანოების მხრივ და ლაბორატორიული დარღვევები:

ვერტიგო

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): ყურებში ხმაური

დარღვევები გულის მხრივ

ძლიერი გულისცემა, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): გულის რითმის დარღვევა

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ჰიპოტონია, რომელიც დაკავშირებულია სხეულის მდებარობის ცვლილებასთან, სისხლძარღვების გაფართოება

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

ცხვირის გაჭედვა, ცხვირის ლორწოვანის ანთება, სუნთქვის გაძნელება, ცხვირის დანამატის წიაღების ანთება

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): ბრონქიტი, ცხვირიდან სისხლდენა, გაციების სიმპტომები, ფარინგიტი (ხახის ლორწოვანის ანთება), ხველის გაძლიერება

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

გულისრევა

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): მუცლის ტკივილი, შეკრულობა, ფაღარათი, პირის სიმშრალე, საჭმლის მონელების დარღვევა, ნაწლავებში გაზების დაგროვების გაძლიერება, ღებინება.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): ქავილი, კანის გამონაყარი, ოფლიანობა

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებული ქსოვილის მხრივ:

ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): კისრის, მხრების, სახსრების ტკივილი, სახსრების ანთება, ცვლილებები სახსრებში, კუნთების ტკივილი.

დარღვევები თირკმლების და შარდის გამომტანი გზების მხრივ:

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): შარდვის გახშირება, საშარდე გზების ინფექციები, ქალებში მენსტრუაციის დასრულების შემდეგ – შარდის შეკავება.

დარღვევები რეპროდუქციული ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ:

ერექციის დარღვევა, სასქესო ასოს ხანგრძლივი არანორმალური ერექცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სქესობრივ აგზნებასთან.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას:

სისუსტე, კიდურების შეშუპება, შეშუპება

არაერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული ტერაზოზინის მიღებასთან (პრეპარატის აქტიური ნივთიერება): ტკივილი გულმკერდში, სახის შეშუპება, ცხელება

გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე:

სხეულის მასის მომტება

კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ჰემატოკრიტის, სისხლის თეთრი უჯრედების და ცილის უმნიშვნელო დაქვეითება.

ამ გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არის.

ცნობები გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენების გამოვლენისას მათ შორის ისეთების, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენი ინფორმაციის მეშვეობით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

როგორ უნდა შეინახოთ პრეპარატ სეტეგისის ტაბლეტები

შეინახეთ 15-300C ტემტერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ პრეპარატ სეტეგისის ტაბლეტები, თუ აღმოაჩინეთ მისი ხარისხის ცვლილების ხილული ნიშნები.

სამკურნალო პრეპარატები არ უნდა გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან გამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია პრეპარატის განადგურება, რომელიც აღარ გჭირდებათ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ღონისძიებები თავიდან აგაცილებთ გარემოს დაბინძურებას.

ვარგისიანობის ვადა:

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ სამკურნალო პრეპარატები შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატ სეტეგისის ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება:

1 მგ სეტეგისი: 1 მგ ტერაზოზინი 1.187 მგ ტერაზოზინის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით

2 მგ სეტეგისი: 2 მგ ტერაზოზინი 2.374 მგ ტერაზოზინის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით

5 მგ სეტეგისი: 5 მგ ტერაზოზინი 5.935 მგ ტერაზოზინის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით

10 მგ სეტეგისი: 10 მგ ტერაზოზინი 11.870 მგ ტერაზოზინის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით

დამხმარე ნივთიერებები:

1 მგ სეტეგისი: ლაქტოზის მონოჰიდრატი (55.0მგ), სიმინდის პრეჟელატინირებული სახამებელი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი

2 მგ სეტეგისი: ლაქტოზის მონოჰიდრატი (110.0მგ), სიმინდის პრეჟელატინირებული სახამებელი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ქინოლის არიავიტი ყვითელი

5 მგ სეტეგისი: ლაქტოზის მონოჰიდრატი (110.0მგ), სიმინდის პრეჟელატინირებული სახამებელი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, არიავიტ სანსეტ ყვითელი

10 მგ სეტეგისი: ლაქტოზის მონოჰიდრატი (110.0მგ), სიმინდის პრეჟელატინირებული სახამებელი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, არიავიტ სანსეტ ყვითელი

პრეპარატ სეტეგისის ტაბლეტების გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგანი სახე

1 მგ სეტეგისის ტაბლეტები: მრგვალი, ბრტყელი, თეთრი ფერის ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით, ერთ მხარეს გლუვი და გრავირებით “E”ასოთი და მეორე მხარეს ნომრით 451, უსუნო.

2 მგ სეტეგისის ტაბლეტები: მრგვალი, ბრტყელი, ყვითელი ფერის ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით, ერთ მხარეს გლუვი და გრავირებით “E”ასოთი და მეორე მხარეს ნომრით 452, უსუნო.

5 მგ სეტეგისის ტაბლეტები: მრგვალი, ბრტყელი, მკრთალი ნარინჯისფერი ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით, ერთ მხარეს გლუვი და გრავირებით “E”ასოთი და მეორე მხარეს ნომრით 453, უსუნო.

10 მგ სეტეგისის ტაბლეტები: მრგვალი, ბრტყელი, ნარინჯისფერი ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით, ერთ მხარეს გლუვი და გრავირებით “E”ასოთი და მეორე მხარეს ნომრით 454, უსუნო.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერზე. 3 ბლისტერი (30 ტაბლეტი) შეფუთული მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი კერესტურის ქ, 30-38

უნგრეთი

საწარმოო ფართი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1165 ბუდაპეშტი ბიოკენფიოლდის ქ, 118-120

უნგრეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა