პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები

სერსენცა

SERSENCA

ურეცეპტოდ300მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

სერენცა გამოიყენება ქრონიკული ჰეპატიტის და ღვიძლის ტოქსიკო-ალიმენტური დაზიანების შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Phosphatidylcholine)
ფორმა და შეფუთვა
300მგ რბილი კაფსულა №30 (3X10)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები
ATC კოდი
A05BA
რეგისტრაციის ნომერი
რ-039374
რეგისტრირებულია
19 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 19 ოქტომბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასერსენცა და სხვა წამალი ერთად

სერსენცა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სერენცა გამოიყენება ქრონიკული ჰეპატიტის და ღვიძლის ტოქსიკო-ალიმენტური დაზიანების შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 600 მგ (ორი 300 მგ კაფსულა) შიგნით 3-ჯერ დღე-ღამეში (სოიოს მარცვლებიდან ფოსფოლიპიდების 1800 მგ).

მკურნალობის რეკომენდებული კურსი შეადგენს 3 თვეს. კურსი შეიძლება ინდივიდუალურად განსაზღვროს ექიმმა.

ბავშვები

პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.

გამოყენების წესი

კაფსულები მიიღება შიგნით, სასურველია ჭამის დროს.

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, სითხის საკმარისი რაოდენობის მოყოლებით (მაგალითად, ჭიქა წყლით).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ფოსფატიდილქოლინის, სოიოს, სოიოს მარცვლების, არაქისის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ .

სიფრთხილის ზომები

სერსენცა შეიცავს რაფინირებულ სოიოს ზეთს, ამიტომ პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა არაქისის და სოიოს მიმართ (იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს მძიმე ალერგიული რეაქციები) .

პაციენტები უნდა იქნან ინფორმირებულნი იმის შესახებ, რომ პრეპარატ სერსენცას მიღება არ აუქმებს ღვიძლზე მავნე ზემოქმედების მქონე გარკვეული ნივთიერებების (მაგ. ალკოჰოლის) თავიდან არიდების აუცილებლობას.

ფოსფოლიპიდებით შემანარჩუნებელი თერაპია გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობის სუბიექტური ნიშნები გაუმჯობესდება მკურნალობის დროს. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ექიმთან კონსულტაციის აუცილებლობის შესახებ სიმპტომების გაუარესებისა ან სხვა გაურკვეველი სიმპტომების გამოჩენის დროს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ შეიძლება იქნას გამორიცხული პრეპარატ სერენცას ანტიკოაგულანტებთან ურთიერთქმედების რისკი. მსგავსი კომბინაციების გამოყენებისას შესაძლოა წარმოიქმნას ანტიკოაგულანტების დოზის კორექციის აუცილებლობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კლინიკური კვლევების მონაცემების შეზღუდული რაოდენობის გამო, ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.

ლაქტაცია

გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი მონაცემების ნაკლებობის გამო არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ალერგიული რეაქციები, მათ შორის მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია - საჭმლის მონელების დარღვევა, რბილი განავალი, დიარეა (პრეპარატის ისეთი დოზების გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც აღემატება რეკომენდებულს) .

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - კანის ალერგიული რეაქციები, მაგალითად, გამონაყარი, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად .

ჭარბი დოზა

დღემდე, პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

პრეპარატ სერენცას გამოყენებამ დოზებით, რომლებიც აღემატება რეკომენდებულს, შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციების გამოხატულების გაძლიერება.

შემადგენლობა

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: სოიოს მარცვლის ფოსფოლიპიდები, რომლებიც შეიცავს 76% ფოსფატიდილქოლინს , 300 მგ .

დამხმარე ნივთიერებები: საშუალო ჯაჭვის მონო- და დიგლიცერიდები , საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, რაფინირებული სოიოს ზეთი, DL-α-ტოკოფეროლის აცეტატი;

კაფსულა: ჟელატინი, გლიცერინი.

პრეპარატის ათქ კოდი A05BA

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების დღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად . No50 გუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A .Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ღვიძლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ლიპოტროპული საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ღვიძლის დაავადებების დროს ჰეპატოციტების მემბრანები და მათი ორგანელები ყოველთვის ზიანდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მემბრანაშეკავშირებული ფერმენტების და რეცეპტორული სისტემების აქტივობის დარღვევა, უჯრედების მეტაბოლური ფუნქციის დარღვევა და ღვიძლის რეგენერაციის ინტენსივობის დაქვეითება.

ფოსფოლიპიდები, რომლებიც შედიან პრეპარატ სერენცას შემადგენლობაში, თავიანთი ქიმიური სტრუქტურით შეესაბამებიან ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს, მაგრამ აღემატებიან ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს აქტივობით პოლიუჯერი (ესენციალური) ცხიმოვანი მჟავების უფრო მაღალი შემცველობის გამო. ეს მაღალენერგეტიკული მოლეკულები ლაგდებიან უპირატესად უჯრედის მემბრანების სტრუქტურებში და ხელს უწყობენ დაზიანებული ღვიძლის ქსოვილების აღდგენას. ვინაიდან პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ცის-ორმაგი ბმები ხელს უშლიან ფოსფოლიპიდური მემბრანების ნახშირწყალბადების ჯაჭვების პარალელურად ჩაწყობას, ფოსფოლიპიდური სტრუქტურების განლაგების სიმკვრივე მცირდება, რის შედეგადაც იზრდება ნივთიერებების შემოდინებისა და გადინების სიჩქარე. მემბრანაშეკავშირებული ფერმენტები ქმნიან ფუნქციურ ერთეულებს, რომლებიც აძლიერებენ მათ აქტივობას და უზრუნველყოფენ ძირითადი მეტაბოლური პროცესების ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას. ფოსფოლიპიდები მოქმედებენ დარღვეულ ლიპიდურ მეტაბოლიზმზე ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმის რეგულირების გზით, რის შედეგადაც ნეიტრალური ცხიმები და ქოლესტერინი გარდაიქმნება ისეთ ფორმებად, რომლებიც ვარგისია ტრანსპორტირებისათვის შემდგომი დაჟანგვის მიზნით, განსაკუთრებით მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის შემოერთების უნარის ზრდის წყალობით. სანაღვლე გზების მეშვეობით ფოსფოლიპიდების გამოყოფისას ლითოგენური ინდექსი მცირდება და ხდება ნაღველის სტაბილიზაცია.

ფარმაკოკინეტიკა

შინაგნით მიღებისას მიღებული დოზის 90%-ზე მეტი შეიწოვება წვრილ ნაწლავში. ძირითადი ნაწილი იხლიჩება ფოსფოლიპაზა A- ს მოქმედებით 1-აცილ-ლიზოფოსფატიდილქოლინამდე, რომლის 50% განიცდის პოლიუჯერი ფოსფატიდილქოლინად უკუაცეტილირებას ჯერ კიდევ ნაწლავის ლორწოვან გარსში შეწოვის პროცესში. პოლიუჯერი ფოსფატიდილქოლინი ხვდება სისხლში ლიმფური ნაკადთან ერთად და შემდეგ, ძირითადად, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებთან შეკავშირებული ფორმით, ტრანსპორტირდება ღვიძლში.

ფარმაკოკინეტიკური კვლევა ადამიანებში ჩატარდა რადიოაქტიურად მონიშნული დილინოლეილფოსფატიდილქოლინის გამოყენებით. ქოლინის ნაწილი მონიშნული იყო 3H- ით, ხოლო ლინოლენის მჟავას ნარჩენი მონიშნული იყო 14C. სისხლში 3H- ის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 6-24 საათის შემდეგ და შეადგენდა მიღებული დოზის 19,9%-ს. ქოლინური კომპონენტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 66 საათს. 14C მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 4-12 საათის შემდეგ და შეადგენდა მიღებული დოზის 27,9%-ს. მოცემული კომპონენტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 32 საათს. ფეკალიებით ექსკრეტირებული იქნა მიღებული დოზის 2% 3H და 4.5% 14C, შარდით - 6% 3 H და მხოლოდ მცირე რაოდენობა 14 C. ორივე იზოტოპი 90%-ზე მეტი რაოდენობით შეიწოვება ნაწლავში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

სერსენცა

სავაჭრო დასახელება

სერსენცა , Sersenca

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

-

სამკურნალო ფორმა

კაფსულები.

აღწერილობა: მოგრძო ფორმის გამჭვირვალე რბილი ჟელატინის კაფსულები, რომლებიც შეიცავენ ოქროსფერ მოყვითალო-ყავისფერ ბლანტ სითხეს.

შემადგენლობა

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: სოიოს მარცვლის ფოსფოლიპიდები, რომლებიც შეიცავს 76% ფოსფატიდილქოლინს , 300 მგ .

დამხმარე ნივთიერებები: საშუალო ჯაჭვის მონო- და დიგლიცერიდები , საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, რაფინირებული სოიოს ზეთი, DL-α-ტოკოფეროლის აცეტატი;

კაფსულა: ჟელატინი, გლიცერინი.

პრეპარატის ათქ კოდი A05BA

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ღვიძლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ლიპოტროპული საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ღვიძლის დაავადებების დროს ჰეპატოციტების მემბრანები და მათი ორგანელები ყოველთვის ზიანდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მემბრანაშეკავშირებული ფერმენტების და რეცეპტორული სისტემების აქტივობის დარღვევა, უჯრედების მეტაბოლური ფუნქციის დარღვევა და ღვიძლის რეგენერაციის ინტენსივობის დაქვეითება.

ფოსფოლიპიდები, რომლებიც შედიან პრეპარატ სერენცას შემადგენლობაში, თავიანთი ქიმიური სტრუქტურით შეესაბამებიან ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს, მაგრამ აღემატებიან ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს აქტივობით პოლიუჯერი (ესენციალური) ცხიმოვანი მჟავების უფრო მაღალი შემცველობის გამო. ეს მაღალენერგეტიკული მოლეკულები ლაგდებიან უპირატესად უჯრედის მემბრანების სტრუქტურებში და ხელს უწყობენ დაზიანებული ღვიძლის ქსოვილების აღდგენას. ვინაიდან პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ცის-ორმაგი ბმები ხელს უშლიან ფოსფოლიპიდური მემბრანების ნახშირწყალბადების ჯაჭვების პარალელურად ჩაწყობას, ფოსფოლიპიდური სტრუქტურების განლაგების სიმკვრივე მცირდება, რის შედეგადაც იზრდება ნივთიერებების შემოდინებისა და გადინების სიჩქარე. მემბრანაშეკავშირებული ფერმენტები ქმნიან ფუნქციურ ერთეულებს, რომლებიც აძლიერებენ მათ აქტივობას და უზრუნველყოფენ ძირითადი მეტაბოლური პროცესების ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას. ფოსფოლიპიდები მოქმედებენ დარღვეულ ლიპიდურ მეტაბოლიზმზე ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმის რეგულირების გზით, რის შედეგადაც ნეიტრალური ცხიმები და ქოლესტერინი გარდაიქმნება ისეთ ფორმებად, რომლებიც ვარგისია ტრანსპორტირებისათვის შემდგომი დაჟანგვის მიზნით, განსაკუთრებით მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის შემოერთების უნარის ზრდის წყალობით. სანაღვლე გზების მეშვეობით ფოსფოლიპიდების გამოყოფისას ლითოგენური ინდექსი მცირდება და ხდება ნაღველის სტაბილიზაცია.

ფარმაკოკინეტიკა

შინაგნით მიღებისას მიღებული დოზის 90%-ზე მეტი შეიწოვება წვრილ ნაწლავში. ძირითადი ნაწილი იხლიჩება ფოსფოლიპაზა A- ს მოქმედებით 1-აცილ-ლიზოფოსფატიდილქოლინამდე, რომლის 50% განიცდის პოლიუჯერი ფოსფატიდილქოლინად უკუაცეტილირებას ჯერ კიდევ ნაწლავის ლორწოვან გარსში შეწოვის პროცესში. პოლიუჯერი ფოსფატიდილქოლინი ხვდება სისხლში ლიმფური ნაკადთან ერთად და შემდეგ, ძირითადად, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებთან შეკავშირებული ფორმით, ტრანსპორტირდება ღვიძლში.

ფარმაკოკინეტიკური კვლევა ადამიანებში ჩატარდა რადიოაქტიურად მონიშნული დილინოლეილფოსფატიდილქოლინის გამოყენებით. ქოლინის ნაწილი მონიშნული იყო 3H- ით, ხოლო ლინოლენის მჟავას ნარჩენი მონიშნული იყო 14C. სისხლში 3H- ის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 6-24 საათის შემდეგ და შეადგენდა მიღებული დოზის 19,9%-ს. ქოლინური კომპონენტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 66 საათს. 14C მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 4-12 საათის შემდეგ და შეადგენდა მიღებული დოზის 27,9%-ს. მოცემული კომპონენტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 32 საათს. ფეკალიებით ექსკრეტირებული იქნა მიღებული დოზის 2% 3H და 4.5% 14C, შარდით - 6% 3 H და მხოლოდ მცირე რაოდენობა 14 C. ორივე იზოტოპი 90%-ზე მეტი რაოდენობით შეიწოვება ნაწლავში.

გამოყენების ჩვენებები

სერენცა გამოიყენება ქრონიკული ჰეპატიტის და ღვიძლის ტოქსიკო-ალიმენტური დაზიანების შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

პრეპარატის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 600 მგ (ორი 300 მგ კაფსულა) შიგნით 3-ჯერ დღე-ღამეში (სოიოს მარცვლებიდან ფოსფოლიპიდების 1800 მგ).

მკურნალობის რეკომენდებული კურსი შეადგენს 3 თვეს. კურსი შეიძლება ინდივიდუალურად განსაზღვროს ექიმმა.

ბავშვები

პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.

გამოყენების წესი

კაფსულები მიიღება შიგნით, სასურველია ჭამის დროს.

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, სითხის საკმარისი რაოდენობის მოყოლებით (მაგალითად, ჭიქა წყლით).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ფოსფატიდილქოლინის, სოიოს, სოიოს მარცვლების, არაქისის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ .

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ალერგიული რეაქციები, მათ შორის მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია - საჭმლის მონელების დარღვევა, რბილი განავალი, დიარეა (პრეპარატის ისეთი დოზების გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც აღემატება რეკომენდებულს) .

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - კანის ალერგიული რეაქციები, მაგალითად, გამონაყარი, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად .

განსაკუთრებული მითითებები

სერსენცა შეიცავს რაფინირებულ სოიოს ზეთს, ამიტომ პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა არაქისის და სოიოს მიმართ (იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს მძიმე ალერგიული რეაქციები) .

პაციენტები უნდა იქნან ინფორმირებულნი იმის შესახებ, რომ პრეპარატ სერსენცას მიღება არ აუქმებს ღვიძლზე მავნე ზემოქმედების მქონე გარკვეული ნივთიერებების (მაგ. ალკოჰოლის) თავიდან არიდების აუცილებლობას.

ფოსფოლიპიდებით შემანარჩუნებელი თერაპია გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობის სუბიექტური ნიშნები გაუმჯობესდება მკურნალობის დროს. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ექიმთან კონსულტაციის აუცილებლობის შესახებ სიმპტომების გაუარესებისა ან სხვა გაურკვეველი სიმპტომების გამოჩენის დროს.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

კლინიკური კვლევების მონაცემების შეზღუდული რაოდენობის გამო, ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.

ლაქტაცია

გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი მონაცემების ნაკლებობის გამო არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არ შეიძლება იქნას გამორიცხული პრეპარატ სერენცას ანტიკოაგულანტებთან ურთიერთქმედების რისკი. მსგავსი კომბინაციების გამოყენებისას შესაძლოა წარმოიქმნას ანტიკოაგულანტების დოზის კორექციის აუცილებლობა.

დოზის გადაჭარბება

დღემდე, პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

პრეპარატ სერენცას გამოყენებამ დოზებით, რომლებიც აღემატება რეკომენდებულს, შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციების გამოხატულების გაძლიერება.

გამოშვების ფორმა

კაფსულები.

10 კაფსულა ბლისტერში.

3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების დღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად . No50 გუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A .Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა