სერეტიდი აკუჰალერი/დისკუსი
Seretide Accuhaler/Diskus
- მოქმედი ნივთიერება
- სალმეტეროლი (salmeterole) + ფლუტიკაზონი (fluticasone)
- ფორმა და შეფუთვა
- (50მკგ + 250მკგ)/1დოზა 60 დოზა საინჰალაციო ფხვნილი აკუჰალერი/დისკუსი №1
- მწარმოებელი
- Glaxo Wellcome Production, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ადრენერგულები კომბინაციაში კორტიკოსტეროიდებთან ან სხვა პრეპარატებთან, გარდა ანტიქოლინერგულებისა
- ATC კოდი
- R03AK06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044664
- რეგისტრირებულია
- 27 იანვარი 2026, მოქმედებს 27 იანვარი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GlaxoSmithKline Export Ltd (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სერეტიდი აკუჰალერი/დისკუსი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
სერეტიდი აკუჰალერი/დისკუსი განკუთვნილია მხოლოდ ინჰალაციისათვის. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ სერეტიდი აკუჰალერი/დისკუსი გამოყენებულ უნდა იქნას რეგულარულად საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მაშინაც კი თუ პაციენტი ასიმპტომურია.
რეგულარულად უნდა მოხდეს პაციენტის შემოწმება ექიმის მიერ, ოპტიმალურია, თუ არა მიღებული სერეტიდის დოზა და მისი შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებით.
ასთმა (სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადება)
დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს უმცირეს დოზამდე, რომელიც ეფექტურია სიმპტომების გასაკონტროლებლად. თუ სიმპტომების კონტროლი ნარჩუნდება სერეტიდის დღეში ორჯერ გამოყენებით, ტიტრაცია უმცირეს ეფექტურ დოზამდე მოიცავს სერეტიდს დღეში ერთხელ.
პაციენტებმა უნდა მიიღონ სერეტიდის ის დოზა, რომელიც შეიცავს მათი დაავადების სიმძიმისათვის შესაფერის ფლუტიკაზონის პროპიონატის დოზას.
თუ პაციენტის სიმპტომები არაადექვატურად კონტროლდება მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით, მათი სერეტიდით ჩანაცვლებამ თერაპიულად ექვივალენტური კორტიკოსტეროიდების დოზით, შეიძლება გააუმჯობესოს ასთმის კონტროლი. პაციენტები, რომელთა ასთმა დამაკმაყოფილებლად კონტროლდება მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით, სერეტიდით შეცვლით შეიძლება შესაძლებელი გახდეს კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირება, რომელიც საკმარისი იქნება ასთმის გასაკონტროლებლად, უფრო მეტი ინფორმაციისათვის, იხ. “ფარმაკოდინამიკის” პარაგრაფი.
რეკომენდებული დოზები:
მოზრდილები და 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდები:
ერთი ინჰალაცია (50 მიკროგრამი სალმეტეროლი და 100 მიკროგრამი ფლუტიკაზონის პროპიონატი) ორჯერ დღეში.
ან
ერთი ინჰალაცია (50 მიკროგრამი სალმეტეროლი და 250 მიკროგრამი ფლუტიკაზონის პროპიონატი) ორჯერ დღეში.
ან
ერთი ინჰალაცია (50 მიკროგრამი სალმეტეროლი და 500 მიკროგრამი ფლუტიკაზონის პროპიონატი) ორჯერ დღეში.
4 წლის და მეტი ასაკის ბავშვები:

არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები სერეტიდის გამოყენების შესახებ 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
მოზრდილი პაციენტებისათვის რეკომენდებული დოზაა ერთი ინჰალაცია 50/250 მიკროგრამი - 50/500 მიკროგრამი სალმეტეროლი/ფლუტიკაზონი პროპიონატი ორჯერ დღეში. 50/500 მიკროგრამი ორჯერ დღეში დოზით, სერეტიდმა აჩვენა ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება (იხ. კლინიკური კვლევები).
პაციენტების განსკუთრებული ჯგუფები:
დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულ ან თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
უკუჩვენებები
სერეტიდი უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
სერეტიდი უკუნაჩვენებია პაციენტებში რძის ცილის მიმართ მძიმე ალრეგიით.
აფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სერეტიდი აკუჰალერი/დისკუსი არ არის განკუთვნილი მწვავე სიმპტომების მოსახსნელად, რისთვისაც საჭიროა ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორების (მაგ.: სალბუტამოლის) გამოყენება. პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ ყოველთვის თან იქონიონ შეტევის მოსახსნელი პრეპარატი.
სიმპტომების მოსახსნელად ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორების გამოყენების სიხშირის გაზრდა მიუთითებს დაავადების კონტროლის გაუარესებაზე. ამ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა შეფასებულ უნდა იქნას ექიმის მიერ.
ასთმის კონტროლის უეცარი და პროგრესული გაუარესება სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათოა და საჭიროებს პაციენტის მდგომარეობის შეფასებას ექიმის მიერ. ამ დროს შეიძლება დაინიშნოს კორტიკოსტეროიდების გაზრდილი დოზა. ასევე, თუ სერეტიდის მიმდინარე დოზით ვერ ხერხდება ასთმის ადექვატური გაკონტროლება, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის შეფასება ექიმის მიერ.
ასთმის მქონე პაციენტებში სერეტიდით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს სწრაფად, მისი გამწვავების რისკის გამო. თერაპიის ტიტრაცია ქვედა მიმართულებით უნდა მოხდეს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. ფქოდ-ს მქონე პაციენტებში თერაპიის შეწყვეტა შეიძლება დაკავშირებული იყოს სიმპტომურ დეკომპენსაციასთან და საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას.
აღინიშნა პნევმონიის შემთხვევების ზრდა ფქოდ-ის მქონე პაციენტების კვლევებში, რომლებიც იღებდნენ სერეტიდს (იხ. გვერდითი მოვლენები). ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ პნევმონიის განვითარების შესაძლებლობა ფქოდ-ის მქონე პაციენტებში, რადგან პნევმონიის კლინიკური ნიშნები და გამწვავება ხშირად ერთმანეთის მსგავსია.
როგორც ყველა სხვა კორტიკოსტეროიდის შემცველი საინჰალაციო მედიკამენტი, სერეტიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ფილტვის აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზის დროს.
სერეტიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირეოტოქსიკოზის მქონე პაციენტებში.
კარდიოვასკულარული ეფექტები, როგორიცაა მაგ.: სისტოლური არტერიული წნევის მომატება და გულის შეკუმშვათა სიშირის გაზრდა, შეიძლება აღინიშნოს ყველა სიმპათომიმეტიკური მედიკამენტის მიღების დროს, განსაკუთრებით, თერაპიულზე მაღალი დოზების მიღების დროს. ამიტომ, სერეტიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს უკვე არსებული კარდიოვასკულარული დაავადებების დროს.
შრატში კალიუმის გარდამავალი შემცირება შეიძლება აღინიშნოს ყველა სიმპათომიმეტიკური მედიკამენტის თერაპიულზე მაღალი დოზების მიღების დროს. ამიტომ, სერეტიდი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება შრატში კალიუმის დაბალი დოზებისადმი მიდრეკილება.
სისტემური ეფექტები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროით დიდი დოზების მიღებისას; ამ ეფექტების განვითარების ალბათობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პერორალური კორტიკოსტეროიდების მიღებისას (იხ. დოზის გადაჭარბება). შესაძლო სისტემური ეფექტები მოიცავს კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ ნიშნებს, თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესიას, ბავშვებსა და მოზარდებში ზრდაში ჩამორჩენას, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებას, კატარაქტას, გლაუკომას და ცენტრალურ სეროზულ ქორიორეტინოპათიას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასთმის მქონე პაციენტებში საინჰალაციო კორტიკოსტეოიდის დოზის ტიტრაცია მოხდეს უმცირეს დოზამდე, რომელიც საკმარისია ეფექტური კონტროლის შესანარჩუნებლად.
ყოველთვის უნდა იქნას მხედველობაში მიღებული თირკმელზედა ჯირკვლის რეაქციის დაზიანების ალბათობა გადაუდებელ და გარკვეულ სიტუაციებში, რომლებსაც შეუძლიათ სტრესის გამოწვევა და ამ დროს განხილულ უნდა იქნას კორტიკოსტეროიდებით თერაპია (იხ. დოზის გადაჭარბება).
რეკომენდებულია, რომ რეგულარულად იყოს შემოწმებული ბავშვების სიმაღლე საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს.
თირკმელზედა ჯირკვლის რეაქციის შესაძლო დათრგუნვის გამო, პაციენტები, რომლებიც გადადიან პერორალური სტეროიდული თერაპიიდან საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატით თერაპიაზე, საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და ადრენოკორტიკალური ფუნქციის რეგულარულ შემოწმებას.
საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატით თერაპიაზე გადასვლის შემდეგ სისტემური თერაპიის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით და სასურველია, პაციენტებმა თან ატარონ სტეროიდების გამაფრთხილებელი ბარათი, სადაც მითითებული იქნება დამატებითი თერაპიის საჭიროება სტრესის შემთხვევაში.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სისხლში გლუკოზის დონის მომატება (იხ. გვერდითი მოვლენები), რაც გასათვალისწინებელია ამ პრეპარატის დანიშვნისას შაქრიანი დიაბეტის ანამნეზის მქონე პაციენტებში.
პოსტმარკეტინგული გამოყენებისას აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი წამალთაშორისი ურთიერთქმედებები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფლუტიკაზონის პროპიონატსა და რიტონავირს, რამაც გამოიწვია სისტემური კორტიკოსტეროიდული ეფექტები, კუშინგის სინდრომისა და თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესიის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, ფლუტიკაზონის პროპიონატისა და რიტონავირის ერთდროული გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, თუ პაციენტისთვის პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების პოტენციურ რისკს (იხ. ურთიერთქმედებები).
წამალთაშორისი ურთიერთქმედების კვლევაში აღინიშნა, რომ სისტემური კეტოკონაზოლის კომბინირებულად გამოყენება ზრდის სერევენტის პლაზმურ კონცენტრაციას. ამან შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება. სიფრთხილეა საჭირო ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორების (მაგ.: კეტოკონაზოლის) სერევენტთან ერთდროული დანიშვნისას (იხ. ურთიერთქმედებები და ფარმაკოკინეტიკა).
როგორც სხვა საინჰალაციო თერაპიის შემთხვევაში, დოზის მიღების შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს პარადოქსული ბრონქოსპაზმი მსტვინავი სუნთქვის უეცარი გაზრდით. ამ დროს საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალობა სწრაფი და ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორებით. სალმეტეროლი-ფპ აკუჰალერი/დისკუსი ან ევოჰალერი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის შეფასება და აუცილებლობის შემთხვევაში ალტერნატიული თერაპიის დანიშვნა (იხ. გვერდითი მოვლენები).
ბეტა2-აგონისტებით მკურნალობის დროს აღინიშნა მათი ფარმაკოლოგიური გვერდითი ეფექტები, როგორიცაა კანკალი, ძლიერი გულისცემის შეგრძნება და თავის ტკივილი, თუმცა ისინი გარდამავალი ხასიათის იყო და მცირდებოდა რეგულარულ თერაპიასთან ერთად (იხ. გვერდითი რეაქციები).
ურთიერთქმედებები
როგორც არასელექტიური, ისე სელექტიური ბეტა-ბლოკატორები არ უნდა იქნან გამოყენებულნი, თუ მათი გამოყენების მკაცრი ჩვენებები არ არის.
ნორმალურ პირობებში, ფლუტიკაზონის პროპიონატის დაბალი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა დოზის ინჰალაცის შემდეგ ძლიერი პირველადი მეტაბოლიზმის და მაღალი სისტემური კლირენსის გამო, რომელსაც ხელს უწყობს ციტოქრომა P450 3A4 ნაწლავებში და ღვიძლში. ფლუტიკაზონის პროპიონატით გამოწვეული წამალთაშორისი მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები, ნაკლებ სავარაუდოა.
წამალთაშორის ურთიერთქმედების კვლევამ ჯანმრთელ პირებში აჩვენა, რომ რიტონავირს (ციტოქრომა P450 3A4-ის ძალიან ძლიერმოქმედ ინჰიბიტორს) შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ფლუტიკაზონის პროპიონატის პლაზმური კონცენტრაციები, რაც იწვევს შრატში კორტიზოლის კონცენტრაციის მნიშვნელოვან შემცირებას. პოსტმარკეტინგული გამოყენებისას აღინიშნა წამალთაშორისი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ფლუტიკაზონის პროპიონატს (ინტრანაზალურად ან საინჰალაციოდ) და რიტონავირს, რამაც გამოიწვია სისტემური კორტიკოსტეროიდული ეფექტების, მათ შორის კუშინგის სინდრომისა და თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესიის, განვითარება. ამიტომ, ფლუტიკაზონის პროპიონატისა და რიტონავირის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტისთვის პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების რისკს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ციტოქრომა P450 3A4-ის სხვა ინჰიბიტორები იწვევენ ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური ექსპოზიციის უმნიშვნელო (ერითრომიცინი) და მცირე (კეტოკონაზოლი) ზრდას, შრატში კორტიზოლის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე. მიუხედავად ამისა, რეკომენდებულია მეთვალყურეობა ციტოქრომა P450 3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების (მაგ. კეტოკონაზოლის) ერთდროული გამოყენებისას, რადგან არსებობს ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური ზემოქმედების გაზრდის ალბათობა.
კეტოკონაზოლის ერთდროულად გამოყენებამ სერევენტთან ერთად გამოიწვია პლაზმაში სალმეტეროლის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა (1.4-ჯერ Cmax და 15-ჯერ AUC), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება. (იხ. ურთიერთქმედებები და ფარმაკოკინეტიკა).
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არის მონაცემები ადამიანის რეპროდუქციულ უნარზე გავლენის შესახებ. ცხოველებზე კვლევები მიუთითებს, რომ ფლუტიკაზონის პროპიონატს ან სალმეტეროლს არ აქვს გავლენა მამრების ან მდედრების რეპროდუქციულ უნარზე.
შეზღუდული რაოდენობით მონაცემებია ფეხმძიმე ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ. მედიკამენტების გამოყენება ფეხმძიმობის დროს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი დედისთვის აჭარბებს შესაძლო რისკებს ნაყოფზე.
რეტროსპექტული ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებით არ გამოვლინდა გაზრდილი რისკი ძირითადი თანდაყოლილი მანკების (MCM-ები) განვითარებაზე ფლუტიკაზონის პროპიონატის ზემოქმედების შედეგად, სხვა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებთან შედარებით, ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში (იხ. ფარმაკოდინამიკა).
ცხოველებში ჩატარებულმა რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა როგორც ერთი პრეპარატით, ასევე პრეპარატების კომბინაციით აჩვენა, რომ ნაყოფზე ეფექტები მოსალოდნელია ძლიერმოქმედეი ბეტა2-ადრენორეცეპტორის აგონისტების და გლუკოკორტიკოსტეროიდების ჭარბი სისტემური ზემოქმედების დროს.
ამ კლასის მედიკამენტების დიდმა კლინიკურმა გამოცდილებამ არ გამოავლინა ეფექტები თერაპიულ დოზებზე.
სალმეტეროლის და ფლუტიკაზონის პროპიონატის პლაზმური კონცენტრაციები საინჰალაციო თერაპიული დოზების მიღების შემდეგ ძალიან დაბალია და ამიტომ შესაბამისად დედის რძეში მათი კონცენტრაციები დაბალია. ეს ნაჩვენები იქნა კვლევებით ლაქტაციის მქონე ცხოველებში, რომლებშიც აღინიშნა წამლის დაბალი კონცენტრაციები რძეში. არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები ადამიანის რძეში წამლის კონცენტრაციის შესახებ.
ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის უფრო დიდია, ვიდრე პოტენციური რისკი ბავშვზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა სპეციფიკური კვლევები ზემოხსენებულ უნარებზე სერეტიდის გავლენის შესახებ, თუმცა ორივე პრეპარატის ფარმაკოლოგია არ მიუთითებს რაიმე ეფექტზე.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ ჩამოთვლილია ყველა გვერდითი რეაქცია, რომლებიც დაკავშირებულია ცალკეულ კომპონენტებთან, სალმეტეროლის ქსინაფოატსა და ფლუტიკაზონის პროპიონატთან. არ აღნიშნულა რაიმე დამატებითი გვერდითი რეაქცია, რომელიც დაკავშირებულია კომბინაციურ პროდუქტთან, ცალკეული კომპონენტების გვერდითი მოვლენების პროფილთან შედარებით.
გვერდითი რეაქციები ქვემოთ ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების კლასების და მათი სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (1/10), ხშირი (1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1000-მდე) და ძალიან იშვიათი (<1/10,000). სიხშირეების უმეტესობა განისაზღვრა 23 ასთმისა და 7 ფქოდ-ს გაერთიანებული კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე. ყველა გვერდითი ეფექტი არ აღინიშნა კლინიკურ კვლევებში. ამ ეფექტებისათვის სიხშირე ძირითადად განისაზღვრა სპონტანური მონაცემების საფუძველზე.
კლინიკური კვლევების მონაცემები
ინფექციები და პარაზიტებით დასნებოვნება
ხშირი: პირისა და ხახის კანდიდოზი, პნევმონია (ფქოდ-ის მქონე პაციენტებში).
იშვიათი: საყლაპავის კანდიდოზი
იმუნური სისტემის დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები:
არახშირი: კანის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, ქოშინი
იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქციები.
ენდოკრინული დარღვევები
მოიცავს შესაძლო სისტემურ ეფექტებს (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები):
არახშირი: კატარაქტა
იშვიათი: გლაუკომა.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
არახშირი: ჰიპერგლიკემია.
ფსიქიკური დარღვევები
არახშირი: შფოთვა, ძილის დარღვევები
იშვიათი: ქცევის ცვლილებები, ჰიპერაქტიულობისა და გაღიზიანების ჩათვლით (ძირითადად ბავშვებში).
ნერვული სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი: თავის ტკივილი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
არახშირი: კანკალი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
გულის დარღვევები
არახშირი: გულის თრთოლვა (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები), ტაქიკარდია, წინაგულების ციმციმი.
იშვიათი: კარდიალური არითმიები სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის და ექსტრასისტოლების ჩათვლით.
რესპირატორული, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები
ხშირი: ხმის ჩახლეჩა/დისფონია
არახშირი: ხორხის გაღიზიანება
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
არახშირი: კონტუზიები
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ხშირი: კუნთების სპაზმები, ართრალგია
პოსტმარკეტინგული მონაცემები
იმუნური სისტემის დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს, როგორც:
იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება (ძირითადად სახის და ოროფარინგეალური შეშუპება) და ბრონქოსპაზმი.
ენდოკრინული დარღვევები
შესაძლო სისტემური ეფექტები მოიცავს (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები):
იშვიათი: კუშინგის სინდრომი, კუშინგოიდური სიმპტომები, თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია, ბავშვებისა და მოზარდების ზრდაში ჩამორჩენა, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება.
რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები
იშვიათი: პარადოქსული ბრონქოსპაზმი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
ჭარბი დოზა
ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია სერეტიდის, სალმეტეროლის და/ან ფლუტიკაზონის პროპიონატის დოზის გადაჭარბების შესახებ:
სალმეტეროლის დოზის გადაჭარბების მოსალოდნელი სიმპტომები და ნიშნები არის ტიპური ბეტა2-ადრენერგული ჭარბი სტიმულაცია, რომელიც მოიცავს კანკალს, თავის ტკივილს, ტაქიკარდიას, სისტოლური არტერიული წნევის გაზრდას და ჰიპოკალიემიას. არ არის რაიმე სპეციფიკური მკურნალობა სალმეტეროლის და ფლუტიკაზონის პროპიონატის დოზის გადაჭარბების დროს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტის მკურნალობა სიმპტომურად საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მონიტორინგით.
ფლუტიკაზონის პროპიონატის დოზების ჭარბმა ინჰალაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის დროებითი სუპრესია. ეს ჩვეულებრივ არ მოითხოვს სასწრაფო ჩარევას, რადგან თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალური მოქმედება ჩვეულებრივ აღდგება რამდენიმე დღეში.
თუ სერეტიდის დასაშვებზე მაღალი დოზების მიღება გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შესაძლებელია მოხდეს თირკმელზედა ჯირკვლის მნიშვნელოვანი სუპრესია. ბავშვებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში (რამდენიმე თვე ან წელი) რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენებისას აღინიშნა მწვავე თირკმელზედა ჯირკვლის კრიზის ძალიან იშვიათი შემთხვევები. გამოვლენილი ეფექტები მოიცავდა ჰიპოგლიკემიას, რომელიც დაკავშირებული იყო ცნობიერების დათრგუნვასთან და/ან კრუნჩხვების განვითარებასთან. სიტუაციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე კრიზის მოვლენები, მოიცავს ტრავმას, ქირურგიულ ოპერაციას, ინფექციას და ფლუტიკაზონის პროპიონატის კომპონენტის საინჰალაციო დოზის ნებისმიერ სწრაფ შემცირებას.
არ არის რეკომენდებული, რომ პაციენტებმა მიიღონ სერეტიდის დასაშვებზე მაღალი დოზები. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს თერაპიის რეგულარულად შეფასება და ტიტრაცია უმცირეს დადგენილ დოზამდე, რომლის დროსაც ნარჩუნდება დაავადების ეფექტური კონტროლი (იხ. დოზირება და მიღების წესი).
შემადგენლობა
ფორმირებული პლასტიკური მოწყობილობა, რომელიც შეიცავს ფოლგის სტრიპს 28 ან 60 სიმეტრიულად განლაგებული ბლისტერით, რომელთაგან თითოეული შეიცავს 50 მიკროგრამ სალმეტეროლს, სალმეტეროლის ქსინაფოატის სახით და 100 მიკროგრამ ფლუტიკაზონის პროპიონატს.
ფორმირებული პლასტიკური მოწყობილობა, რომელიც შეიცავს შეიცავს ფოლგის სტრიპს 28 ან 60 სიმეტრიულად განლაგებული ბლისტერით, რომელთაგან თითოეული შეიცავს 50 მიკროგრამ სალმეტეროლს, სალმეტეროლის ქსინაფოატის სახით და 250 მიკროგრამ ფლუტიკაზონის პროპიონატს.
ფორმირებული პლასტიკური მოწყობილობა, რომელიც შეიცავს შეიცავს ფოლგის სტრიპს 28 ან 60 სიმეტრიულად განლაგებული ბლისტერით, რომელთაგან თითოეული შეიცავს 50 მიკროგრამ სალმეტეროლს, სალმეტეროლის ქსინაფოატის სახით და 500 მიკროგრამ ფლუტიკაზონის პროპიონატს.
კლინიკური ინფორმაცია
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას.
თუ აკუჰალერი/დისკუსი მოწოდებულია დალუქული ფოლგის შეფუთვით, ის უნდა იქნას გადაგდებული აკუჰალერი/დისკუსის პირველად გამოყენების შემდეგ..
კონტეინერის ფორმა და შემცველობა
ადგილობრივი რეგისტრაციის მიხედვით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ასთმა
სალმეტეროლის მულტიცენტრული ასთმის კვლევა (SMART)
სალმეტეროლის მულტიცენტრული ასთმის კვლევა (SMART) იყო 28-კვირიანი კვლევა აშშ-ში, სადაც შეფასდა სალმეტეროლის უსაფრთხოება ჩვეულებრივ თერაპიაზე დამატებულ პლაცებოსთან შედარებით მოზრდილებსა და მოზარდებში. თუმცა არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავება პირველად შედეგში რესპირატორული მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის და რესპირატორული მიზეზით სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობების კომბინირებულ რაოდენობას შორის, კვლევამ აჩვენა მნიშვნელოვანი მატება ასთმით გამოწვეულ სიკვდილიანობაში იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სალმეტეროლს (13 სიკვდილი 13,176 პაციენტიდან, რომლებიც მკურნალობდნენ სალმეტეროლით შედარებით 3 სიკვდილი 13,179 პაციენტიდან, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს). კვლევაში არ ხდებოდა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების ერთდროულად გამოყენებისას მათი გავლენის შეფასება.
ასთმის დროს სალმეტეროლი-ფლუტიკაზონის პროპიონატის უსაფრთხოება და ეფექტურობა შედარებით ფლუტიკაზონის პროპიონატის მონოთერაპიასთან
ორი მრავალცენტრული 26-კვირიანი კვლევა ჩატარდა სალმეტეროლი-ფლუტიკაზონის პროპიონატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესადარებლად ფლუტიკაზონის პროპიონატთან, ერთი მოზრდილებსა და მოზარდებში (AUSTRI კვლევა) და მეორე, 4-11 წლის პედიატრიულ პირებში (VESTRI კვლევა). ორივე კვლევაში ჩართულ პირებს ჰქონდათ საშუალო ან მძიმე ხარისხის პერსისტენტული ასთმა ასთმასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის ან წინა წელს ასთმის გამწვავების ანამნეზით. თითოეული კვლევის პირველადი მიზანი იყო, განსაზღვრულიყო LABA-ს დამატება ICS თერაპიაზე (სალმეტეროლი-ფპ)Aიყო თუ არა არაუარესი ICS (ფლუტიკაზონის პროპიონატი) მონოთერაპიასთან შედარებით ასთმასთან დაკავშირებული მძიმე მოვლენების რისკის მიხედვით (ასთმით გამოწვეული ჰოპსიტალიზაცია, ენდოტრაქეული ინტუბაცია და სიკვდილი). ამ კვლევების მეორე მიზანი იყო, შეფასებულიყო ICS/ LABA-ს (სალმეტეროლი -ფპ) უპირატესობა ICS (ფპ) მონოთერაპიაზე ასთმის მძიმე გამწვავების მიხედვით (განისაზღვრა, როგორც ასთმის გაუარესება, რომელიც მოითხოვს სისტემურ კორტიკოსტეორიდებს არაუმცირეს 3 დღის განმავლობაში ან პაციენტის ჰოსპიტალიზაციას, ან ემერჯენსის განყოფილებაში მოხვედრას ასთმის გამო, რომელიც საჭიროებს სისტემურ კორტიკოსტეროიდებს).
სულ რანდომიზირებულ იქნა 11,679 და 6,208 პირი, რომლებიც იტარებდნენ მკურნალობას AUSTRI და VESTRI კვლევებში, შესაბამისად. უსაფრთხოების პირველადი მოსალოდნელი შედეგი, არაუარესობა მიღწეულ იქნას ორივე კვლევაში (იხ. ქვემოთ ცხრილი).
ასთმასთან დაკავშირებული მძიმე მოვლენები 26-კვირიან AUSTRI და VESTRI კვლევებში
AUSTRI
VESTRI
სალმეტეროლი -ფპ
(n=5,834)
მხოლოდ ფპ
(n=5,845)
სალმეტეროლი -ფპ
(n=3.107)
მხოლოდ ფპ
(n=3,101)
კომბინირებული
შედეგი (ასთმით გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია, ენდოტრაქეული ინტუბაცია ან სიკვდილი
34 (0,6%)
33 (0,6%)
27 (0,9%)
21 (0,7%)
სალმეტეროლი-ფპ/ფპ რისკის თანაფარდობა (95% CI)
1,029
(0,638-1,662)a
1,285
(0,726-2,272)b
სიკვდილი
0
0
0
0
ასთმით გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია
34
33
27
21
ენდოტრაქეული ინტუბაცია
0
2
0
2
a თუ მიღებული 95% CI შეფასების ზედა მაჩვენებელი ფარდობითი რისკისათვის იყო 2,0-ზე დაბალი, დგინდებოდა არაუარესობა.
b თუ მიღებული 95% CI ზედა შეფასება ფარდობითი რისკისათვის იყო 2,675-ზე დაბალი, დგინდებოდა არაუარესობა.
ეფექტურობის მეორეული მოსალოდნელი შედეგი - ასთმის პირველი გამწვავების დროის შემცირება სალმეტეროლი-ფპ-ს დროს ფპ-სთან შედარებით ნანახი იქნა ორივე კვლევაში, თუმცა მხოლოდ AUSTRI იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი:
AUSTRI
VESTRI
სალმეტეროლი -ფპ
(n=5.834)
მხოლოდ ფპ
(n=5.845)
სალმეტეროლი -ფპ
(n=3.107)
მხოლოდ ფპ
(n=3.101)
ასთმის გამწვავების მქონე პირების რაოდენობა
480 (8%)
579 (10%)
265 (9%)
309 (10%)

- 787
(0,698, 0,888)
- 859
(0,729, 1,012)
12-თვიანი კვლევა
ფართო 12-თვიან კვლევაში (ასთმის ოპტიმალური კონტროლის მოპოვება, GOAL) ასთმის მქონე 3416 პაციენტში შედარებულ იქნა სერეტიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდთან ასთმის წინასწარ განსაზღვრული კონტროლის მისაღწევად. მკურნალობა იყო 12-კვირიან საფეხურებად დაყოფილი, სანამ არ მიიღწეოდა “ტოტალური კონტროლი” ან კვლევაში გამოყენებული წამლის უმაღლესი დოზა. კონტროლი უნდა შენარჩუნებულიყო მკურნალობის ბოლო 8 კვირიდან არაუმცირეს 7 კვირის განმავლობაში. კვლევამ აჩვენა, რომ:
სერეტიდით ნამკურნალებ 71% პაციენტში მიღწეულ იქნა “კარგად გაკონტროლებული” ასთმა 59% პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდით.
სერეტიდით ნამკურნალებ 41% პაციენტში მიღწეულ იქნა ასთმის “ტოტალური კონტროლი” 28% პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდით.
ეს ეფექტები ადრე აღინიშნა სერეტიდით მკურნალობის დროს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდთან შედარებით და კორტიკოსტეროიდის უმცირეს საინჰალაციო დოზაზე.
GOAL კვლევამ ასევე აჩვენა, რომ:
გამწვავების სიხშირე იყო 29%-ით უფრო დაბალი სერეტიდის დროს მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდთან შედარებით.
ასთმის “კარგად გაკონტროლებამ” და “ტოტალური კონტროლის” მიღწევამ გააუმჯობესა სიცოცხლის ხარისხი (QoL). პაციენტების 61%-ში აღინიშნა მინიმალური QoL ან არ აღინიშნა QoL-ის გაუმჯობესება, რომელიც გაზომილ იქნა ასთმისთვის სპეციფიკური სიცოცხლის ხარისხის კითხვარით, სერეტიდით მკურნალობის შემდეგ საწყისი დონის 8%-თან შედარებით.
“კარგად გაკონტროლებული ასთმა” - 2 ან ნაკლები დღე სიმპტომებით, როცა ქულათა ჯამი 1-ზე მეტია (სიმპტომების ქულათა ჯამი 1 განისაზღვრება, როგორც “სიმპტომები ერთ ხანმოკლე პერიოდში დღის განმავლობაში”), SABA-ს გამოყენება ხდება 2 ან ნაკლები დღის განმავლობაში და კვირაში 4 ან ნაკლები შემთხვევა, დილის ამოსუნთქვის პიკური სავარაუდო სიჩქარის 80% ან მეტი, არ ხდება ღამით გაღვიძება, არ აღინიშნება გამწვავება და გვერდითი მოვლენები, რომლებიც იწვევენ თერაპიის ცვლილებას.
“ასთმის ტოტალური კონტროლი” - არ აღინიშნება სიმპტომები, არ ხდება SABA-ს გამოყენება, დილის ამოსუნთქვის პიკური სავარაუდო სიჩქარის 80% ან მეტი, არ ხდება ღამით გაღვიძება, არ აღინიშნება გამწვავება და გვერდითი მოვლენები, რომლებიც იწვევენ თერაპიის ცვლილებას.
ორმა შემდგომმა კვლევამ აჩვენა გაუმჯობესება ფილტვების ფუნქციაში, სიმპტომებისაგან თავისუფალი დღეების პროცენტში და გადაუდებელი მედიკამენტების გამოყენების შემცირებაში, 60%-ით დაბალი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დოზის მიღებისას სერეტიდთან ერთად მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდთან შედარებით, მაშინ როცა შენარჩუნებული იყო სასუნთქი გზების თანმხლები ანთების კონტროლი, რომელიც დადგენილ იქნა ბრონქული ბიოფსიით და ბრონქოალვეოლარული ლავაჟით.
დამატებითმა კვლევებმა აჩვენა, რომ სერეტიდით მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ასთმის სიმპტომებს, ფილტვის ფუნქციას და ამცირებს გადაუდებელი მედიკამენტების გამოყენებას, ცალკეული კომპონენტებით მკურნალობასთან და პლაცებოსთან შედარებით. GOAL კვლევიდან მიღებულმა შედეგებმა აჩვენეს, რომ სერეტიდით გამოწვეული გაუმჯობესება ამ კვლევის შედეგებში შენარჩუნდა არაუმცირეს 12 თვის განმავლობაში.
ფქოდ
სიმპტომური ფქოდ-ის მქონე პაციენტები ხანმოკლე მოქმედების ბეტა2-აგონისტების მიმართ 10%-იანი შექცევადობის შეზღუდვის გარეშე: - პლაცებო კონტროლირებულმა კლინიკურმა კვლევებმა, რომლებიც გრძელდებოდა 6 თვის განმავლობაში, აჩვენეს, რომ როგორც სერეტიდი 50/250 მიკროგრამის, ისე 50/500 მიკროგრამის რეგულარული გამოყენება სწრაფად და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას, მნიშვნელოვნად ამცირებს სუნთქვის უკმარისობას და სიმპტომების მომხსნელი მედიკამენტების გამოყენებას. ასევე აღინიშნა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ჯანმრთელობის მდგომარეობაში.
სიმპტომური ფქოდ-ის მქონე პაციენტები ხანმოკლე მოქმედების ბეტა2-აგონისტების მიმართ 10%-ზე ნაკლები შექცევადობით: - პლაცებო კონტროლირებულმა კლინიკური კვლევებმა, რომლებიც გრძელდებოდა 6 და 12 თვის განმავლობაში, აჩვენა, რომ სერეტიდი 50/500 მიკროგრამის რეგულარული გამოყენება სწრაფად და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას, მნიშვნელოვნად ამცირებს სუნთქვის უკმარისობას და სიმპტომების მომხსნელი მედიკამენტების გამოყენებას. 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში ფქოდ-ის გამწვავების რისკი და პერორალური კორტიკოსტეროიდების დამატებითი კურსების საჭიროება მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე, აღინიშნა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ჯანმრთელობის მდგომარეობაში.
სერეტიდი 50/500 მიკროგრამი ეფექტური იყო ფილტვის ფუნქციის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში და ფქოდ-ს გამწვავების რისკის შემცირებაში როგორც მწეველებში, ისე ყოფილ მწეველებში.
TORCH კვლევა (TOwards a Revolution in COPD Health)
TORCH იყო 3-წლიანი კვლევა, სადაც ფასდებოდა სერეტიდი აკუჰალერი/დისკუსი 50/500 მიკროგრამით ორჯერ დღეში, სალმეტეროლი აკუჰალერი/დისკუსი 50 მიკროგრამი ორჯერ დღეში, ფპ აკუჰალერი/დისკუსი 500 მიკროგრამი ორჯერ დღეში მკურნალობის ან პლაცებოს ეფექტი ყველა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე ფქოდ-ის მქონე პაციენტებში. საშუალო ან მძიმე ხარისხის ფქოდ-ის მქონე პაციენტები, საწყისი (პრებრონქოდილატატორული) მოსალოდნელი ნორმის FEV1<60%-ით, რანდომიზირებულ იქნენ ორმაგი-ბრმა პრეპარატების ჯგუფში. ამ კვლევის განმავლობაში დაშვებული იყო ფქოდ-ის სტანდარტული თერაპია, გარდა სხვა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებისა, ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორებისა და ხანგრძლივი მოქმედების სისტემური კორტიკოსტეროიდებისა. სიცოცხლის სტატუსი მე-3 წელს განისაზღვრა ყველა პაციენტისათვის საკვლევი პრეპარატის მოხსნის მიუხედავად, პირველადი შედეგი იყო ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის დაქვეითება მე-3 წელს სერეტიდი შედარებით პლაცებოსთან.
პლაცებო
N=1524
სალმეტეროლი 50
N=1521
ფპ 500
N=1534
სერეტიდი 50/500
N=1533
ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა მე-3 წელს
სიკვდილიანობის რაოდენობა (%)
231 (15.2%)
205 (13.5%)
246 (16.0%)
193 (12.6%)
რისკის თანაფარდობა შედარებით პლაცებო (Cls) p სიდიდე
N/A
- 879
(0,73, 1,06)
0,180
- 060
(0,89, 1,27)
0,525
- 825
(0,68, 1,00)
0,0521
რისკის თანაფარდობა სერეტიდი 50/500 შედარებით კომპონენტები (Cls) p სიდიდე
N/A
- 932
(0,77, 1,13)
0,481
- 774
(0,64, 0,93)
0,007
N/A
p სიდიდე კორექტირებულია პირველადი ეფექტურობის შედარების 2 შუალედური ანალიზისათვის, რომელიც მიღებულია ლოგ-რანჟირების ანალიზიდან სტრატიფიცირებული მწეველის სტატუსით
სერეტიდი ამცირებს სიკვდილის რისკს 3 წლის განმავლობაში ნებისმიერ პერიოდში 17,5%-ით პლაცებოსთან შედარებით (რისკის თანაფარდობა 0,825 (95% CI 0,68, 1,00, p=0,052; ყველა კორექტირებულია შუალედური ანალიზისათვის). აღინიშნა სიკვდილის რისკის 12%-იანი შემცირება 3 წლის განმავლობაში ნებისმიერ პერიოდში ნებისმიერი მიზეზით სალმეტეროლის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით (p=0,180) და 6%-იან ზრდა ფპ ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით (p=0.525).
დამატებითმა ანალიზმა კოქსის პროპორციული რისკის მოდელის გამოყენებით აჩვენა რისკის თანაფარდობა 0.811 (95% CI 0.670, 0.982, p=0.031) სერეტიდისათვის პლაცებოსთან შედარებით, სადაც ნაჩვენები იქნა სიკვდილიანობის რისკის 19%-იანი დაქვეითება 3 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს. მოდელი კორექტირებულია მნიშვნელოვანი ფაქტორებისათვის (მწეველის სტატუსი, ასაკი, სქესი, რეგიონი, საწყისი ეტაპის FEV1 და სხეულის მასის ინდექსი). არ აღინიშნა რაიმე მტკიცებულება, რომ მკურნალობის ეფექტი ცვალებადობდა ამ ფაქტორებისათვის.
პაციენტების პროცენტი, რომელიც გარდაიცვალნენ 3-წლიან პერიოდში ფქოდ-ით გამოწვეული მიზეზის გამო იყო 6,0% პლაცებო ჯგუფში, 6,1 % - სალმეტეროლის, 6,9% - ფპ-ს და 4,7% - სერეტიდის. სერეტიდი აქვეითებს საშუალო ან მძიმე გამწვავებების სიხშირეს 25%-ით (95% CI: 19% - 31%; p<0.001) პლაცებოსთან შედარებით. სერეტიდმა დააქვეითა გამწვავების სიხშირე 12%-ით სალმეტეროლთან შედარებით (95% CI: 5% - 19%; p=0,002) და 9%-ით ფპ-სთან შედარებით (95% CI: 1% - 16%; p=0,024). სალმეტეროლმა და ფპ-მ მნიშვნელოვნად შეამცირეს გამწვავების სიხშირე პლაცებოსთან შედარებით 15%-ით (95% CI: 7% - 22%; p<0,001) და 18%-ით (95% CI: 11% - 24%; p<0,001), შესაბამისად.
ჯანმრთელობასათან დაკავშირებული სიცოცხლის ხარისხი, რომელიც გაზომილ იქნა წმ. გიორგის რესპირატორული კითხვარით (SGRQ) გაუმჯობესდა ყველა აქტიური მკურნალობის დროს პლაცებოსთან შედარებით. სამი წლის განმავლობაში საშუალო გაუმჯობესება სერეტიდისათვის პლაცებოსთან შედარებით იყო -3,.1 ერთეული (95% CI: -4,1-დან -2,1-მდე; p<0,001), სალმეტეროლთან შედარებით იყო -2,2 ერთეული (p<0,001) და ფპ-სთან შედარებით იყო -1,2 ერთეული (p=0,017).
3-წლიანი მკურნალობის პერიოდში FEV1 სიდიდეები უფრო მაღალი იყო პირებში, რომლებიც მკურნალობდნენ სერეტიდით შედარებით მათთან, ვინც მკურნალობდნენ პლაცებოთი (საშუალო განსხვავება 3 წელში იყო 92 მლ, 95% CI: 75-108 მლ; p<0,001). სერეტიდი ასევე უფრო ეფექტური იყო, ვიდრე სალმეტეროლი ან ფპ FEV1-ის გაუმჯობესებაში (საშუალო განსხვავება 50 მლ, p<0,001 სალმეტეროლისათვის და 44 მლ , p<0,001 ფპ-სთვის).
3 წლის განმავლობაში პნევმონიის განვითარების შესაძლებლობა აღინიშნა როგორც გვერდითი მოვლენა და იყო 12,3% პლაცებოსათვის, 13,3% - სალმეტეროლისათვის, 18,3% - ფპ-სთვის და 19,6% - სერეტიდისათვის (რისკის თანაფარდობა სერეტიდი შედარებით პლაცებოსთან: 1,64, 95% CI:1.33-2.01, p<0,001). არ აღინიშნა პნევმონიის ზრდა, რომელიც იწვევდა სიკვდილს; მკურნალობის დროს სიკვდილი, რომელიც მიჩნეული იყო, რომ ძირითადად გამოწვეული იყო პნევმონიით, იყო 7 პლაცებოსათვის, 9 - სალმეტეროლისათვის, 13 - ფპ-სთვის და 8 - სერეტიდისათვის. არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავება ძვლების მოტეხილობის ალბათობაში (5,1% - პლაცებო, 5,.1% - სალმეტეროლი, 5,4% - ფპ და 6,3% - სერეტიდი; რისკის თანაფარდობა სერეტიდი შედარებით პლაცებოსთან იყო: 1,22, 95% CI:0.87-1,72 p=0248). თვალის პათოლოგიების, ძვლების პათოლოგიების და HPA ღერძის დარღვევების გვერდითი მოვლენები იყო მცირე და არ აღინიშნა განსხვავება მკურნალობის ჯგუფებს შორის. არ აღინიშნა გულის მხრივ გვერდითი მოვლენების სიხშირის ზრდის მტკიცებულება სამკურნალო ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ სალმეტეროლს.
ფეხმძიმობის პერიოდში ფლუტიკაზონის პროპიონატის შემცველი მედიკამენტების ასთმის დროს გამოყენება
ჩატარდა დაკვირვებითი რეტროსპექტული ეპიდემიოლოგიური კოჰორტული კვლევა, რომელიც იყენებდა ჯანმრთელობის ელექტრონულ ჩანაწერებს გაერთიანებული სამეფოდან, რათა შეეფასებინა დიდი თანდაყოლილი მანკების (MCM-ები) რისკი პირველ ტრიმესტრში მხოლოდ საინჰალაციო ფპ-ს და სერეტიდის ზემოქმედებისას, ფპ-ს არ შემცველი ICS-სთან შედარებით. ამ კვლევაში არ იყო ჩართული შესადარებელი პლაცებო. ასთმის კოჰორტაში 5362 ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში იღებდა ICS-ს, 131-ში იდენტიფიცირებულ იქნა MCM-ების დიაგნოზი; 1612 (30%) იღებდა ფპ-ს ან სერეტიდს, რომელთაგან 42-ში დიაგნოსტირებულ იქნა MCM. შანსების კორექტირებული თანაფარდობა 1-ლ წელს MCM დიაგნოზისათვის იყო 1,1 (95% CI: 0,5-2,3) ფპ-ს მიღების დროს ფპ-ს არშემცველი ICS თერაპიასთან შედარებით საშუალო სიმძიმის ასთმის მქონე ქალებში და 1,2 (95% CI: 0,7-2,0) მძიმე ასთმის მქონე ქალებისათვის. არ აღინიშნა MCM-ის რისკებში განსხვავება პირველ ტრიმესტრში მარტო ფპ-ს მიღების შემდეგ სერეტიდთან შედარებით. MCM-ის აბსოლუტური რისკი ასთმის სიმძიმის სტრატაში მერყეობდა 2,0-დან 2,9-მდე ფპ-ს მიმღებ ყოველ 100 ფეხმძიმეში, რაც შეესაბამება კვლევის შედეგებს, რომელშიც მონაწილეობდა 15,840 ფეხმძიმე ქალი, რომლებზეც ზოგადი პრაქტიკის კვლევების მონაცემთა ბაზის მიხედვით არ მომხდარა ასთმის თერაპიის ზემოქმედება (2,8 MCM 100 ფეხმძიმეში).
მოქმედების მექანიზმი
სერეტიდი შეიცავს სალმეტეროლს და ფლუტიკაზონი პროპიონატს, რომელთაც განსხვავებული მოქმედების მექანიზმი აქვთ. სალმეტეროლი იცავს სიმპტომებისაგან, ფლუტიკაზონის პროპიონატი აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას და ახდენს მდგომარეობის გამწვავების პრევენციას. სერეტიდი შესაძლებლობას იძლევა უფრო მოხერხებული სქემით დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ბეტა-აგონისტებს და საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს. ორივე პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განხილულია ქვემოთ:
სალმეტეროლი:
სალმეტეროლი არის სელექტიური ხანგრძლივი მოქმედების (12 საათი) ბეტა2-ადრენორეცეპტორის აგონისტი გრძელი გვერდითი ჯაჭვით, რომელიც უკავშირდება რეცეპტორის გარეთა მხარეს.
სალმეტეროლის ეს ფარმაკოლოგიური თვისებები განაპირობებს უფრო ეფექტურ დაცვას ჰისტამინით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქციის წინააღმდეგ და იწვევს ხანგრძლივ ბრონქოდილატაციას, რომელიც გრძელდება არაუმცირეს 12 საათს, ვიდრე ტრადიციული ხანმოკლე მოქმედების ბეტა2-აგონისტების რეკომენდებული დოზები.
in vitro ტესტებმა აჩვენა, რომ სალმეტეროლი არის ადამიანის ფილტვებში პოხიერი უჯრედების მიერ გამოთავისუფლებული მედიატორების, როგორიცაა ჰისტამინი, ლეიკოტრიენები და პროსტაგლანდინი D2, ძლიერმოქმედი და ხანგრძლივი მოქმედების ინჰიბიტორი.
ადამიანებში სალმეტეროლი თრგუნავს შესუნთქული ალერგენის მიმართ ადრეული და გვიანი რეაქციის ფაზას; გვიანი ფაზა გრძელდება 30 საათამდე ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, როცა ბრონქოდილატატორული ეფექტი უკვე აღარ ვლინდება. სალმეტეროლის ერთჯერადი დოზა ასუსტებს ბრონქულ ჰიპერრეაქციას. ეს თვისებები მიუთითებს, რომ სალმეტეროლს აქვს დამატებითი არაბრონქოდილატატორული მოქმედება, მაგრამ სრული კლინიკური მნიშვნელობა ჯერ არ არის ნათელი. ეს მექანიზმი განსხვავებულია კორტიკოსტეროიდების ანტიანთებითი ეფექტისაგან.
ფლუტიკაზონის პროპიონატი:
ფლუტიკაზონი პროპიონატს, რეკომენდებული დოზებით ინჰალაციისას, გააჩნია გლუკოკორტიკოიდული ანთების საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედება ფილტვებში, რაც იწვევს ასთმის სიმპტომებისა და გამწვავებების შემცირებას გვერდითი მოვლენების გარეშე, რომელსაც იწვევენ კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისას.
ადრენოკორტიკალური ჰორმონების დღიური გამოყენება ჩვეულებრივ რჩება ნორმის ფარგლებში საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატით მკურნალობის შემდეგ, ყველაზე მაღალი რეკომენდებული დოზების მიღების დროსაც ბავშვებში და მოზრდილებში. სხვა საინჰალაციო სტეროიდებით მკურნალობის შეცვლის შემდეგ დღიური გამოყოფა თანდათან უმჯობესდება ორალური სტეროიდების წარსულში და ამჟამად პერიოდულად მიღების შემდეგ, რაც მიუთითებს, რომ თირკმელზედა ჯირკვალი უბრუნდება ნორმალური ფუნქციას საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატით მკურნალობის დროს. თირკმელზედა ჯირკვლის რეზერვი ასევე ნორმაში რჩება ქრონიკული მკურნალობის დროს, რაც დგინდება სტიმულაციური ტესტის დროს ფუნქციის ნორმალური გაზრდით. თუმცა, წინა მკურნალობის გამო თირკმელზედა ჯირკვლის რეზერვის ნარჩენი დაზიანება შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დროის განმავლობაში და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
ფარმაკოკინეტიკა
არ არის მტკიცებულებები ცხოველებში ან ადამიანებში, რომ სალმეტეროლის და ფლუტიკაზონის პროპიონატის ერთდროული მიღება ინჰალაციის გზით გავლენას ახდენს თითოეული ამ კომპონენტის ფარმაკოკინეტიკაზე.
ამიტომ, თითოეული ამ კომპონენტის ფარმაკოკინეტიკა განხილულ უნდა იქნას ცალ-ცალკე.
წამალთაშორისი ურთიერთქმედების პლაცებო-კონტროლირებულ, ჯვარედინი კვლევაში, რომელიც ჩატარდა 15 ჯანმრთელ პირში, სერევენტის (50 მკგ ორჯერ დღეში ინჰალაცია) და CYP3A4 ინჰიბიტორის კეტოკონაზოლის (400 მგ ერთხელ დღეში ორალურად) ერთდროულმა მიღებამ 7 დღის განმავლობაში გამოიწვია პლაზმაში სალმეტეროლის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი გაზრდა (1,4-ჯერ Cmax და 15-ჯერ AUC). არ აღინიშნა სალმეტეროლის აკუმულაციის გაზრდა განმეორებითი დოზირებისას. სამი პირი გამოეთიშა სერევენტის და კეტოკონაზოლის ერთდროულ მიღებას QT ინტერვალის გახანგრძლივების ან სინუსურ ტაქიკარდიასთან ერთად გულის თრთოლვის გამო. დარჩენილ 12 პირში სერევენტის და კეტოკონაზოლის ერთდროულმა მიღებამ არ გამოიწვია კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი გულის შეკუმშვათა სიხშირეზე, სისხლში კალიუმის დონეზე ან QTc-ის ხანგრძლივობაზე (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და ურთიერთქმედებები).
სალმეტეროლი:
სალმეტეროლი ადგილობრივად მოქმედებს ფილტვებში, ამიტომ მისი პლაზმური დონე არ არის თერაპიული ეფექტის მაჩვენებელი. გარდა ამისა, მხოლოდ მცირე რაოდენობითაა მონაცემები ხელმისაწვდომი სალმეტეროლის ფარმაკოკინეტიკაზე, რადგან პლაზმაში წამლის ანალიზი ტექნიკურად რთულია თერაპიულ დოზებზე დაბალი პლაზმური კონცენტრაციების გამო (დაახლოებით 200 პიკოგრამი/მლ ან ნაკლები), რომელიც მიიღწევა საინჰალაციო დოზის შემდეგ. სალმეტეროლის ქსინაფოატის რეგულარული დოზირების შემდეგ ჰიდროქსინაფტოის მჟავა შეიძლება აღინიშნოს სისტემურ ცირკულაციაში, რომელიც აღწევს წონასწორულ კონცენტრაციას დაახლოებით 100 ნანოგრამი/მლ-ზე. ეს კონცენტრაციები 1000-ჯერ დაბალია, ვიდრე წონასწორული კონცენტრაციიის დონეები, რომლებიც აღინიშნება ტოქსიკურობის კვლევებში. რაიმე საზიანო ეფექტები არ აღინიშნება ხანგრძლივი რეგულარული დოზირების შემდეგ (12 თვეზე მეტ ხანს) სასუნთქი გზების ობსტრუქციის მქონე პაციენტებში.
in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ სალმეტეროლი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ალფა-ჰიდროქსისალმეტეროლამდე (ალიფატური დაჟანგვა) ციტოქრომა P450 3A4-ით (CYP3A4). განმეორებითი დოზირების კვლევამ სალმეტეროლით და ერითრომიცინით ჯანმრთელ მოხალისეებში არ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ფარმაკოდინამიკურ ეფექტებში ერითრომიცინის 500 მგ სამჯერ დღეში დღიურ დოზებზე. თუმცა სალმეტეროლი-კეტოკონაზოლის ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა მნიშვნელოვანი ზრდა სალმეტეროლის პლაზმურ კონცენტრაციაში (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და ურთიერთქმედებები).
ფლუტიკაზონის პროპიონატი:
თითოეულ საინჰალაციო მოწყობილობაში არსებული ფლუტიკაზონის პროპიონატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეფასდა ინჰალაციური და ინტრავენური ფარმაკოკინეტიკური მონაცემების შედარების კვლევაში. ჯანმრთელ მოზრდილ პირებში შეფასდა ფლუტიკაზონის პროპიონატის აკუჰალერი/დისკუსი (7,8%), ფლუტიკაზონის პროპიონატის დისკჰალერის (9,0%) და ფლუტიკაზონის პროპიონატის ევოჰალერის (10,9%), სალმეტეროლი-ფლუტიკაზონის პროპიონატის ევოჰალერის (5,3%) და სალმეტეროლი-ფლუტიკაზონის პროპიონატის აკუჰალერი/დისკუსი (5,5%), შესაბამისად, აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ცალ-ცალკე. ასთმით ან ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტებში დაფიქსირდა ინჰალაციით მიღებული ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური ექსპოზიციის დაბალი მაჩვენებელი. სისტემური აბსორბცია ხდება …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სერეტიდი აკუჰალერი/დისკუსი
სალმეტეროლი/ფლუტიკაზონის პროპიონატი
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ფორმირებული პლასტიკური მოწყობილობა, რომელიც შეიცავს ფოლგის სტრიპს 28 ან 60 სიმეტრიულად განლაგებული ბლისტერით, რომელთაგან თითოეული შეიცავს 50 მიკროგრამ სალმეტეროლს, სალმეტეროლის ქსინაფოატის სახით და 100 მიკროგრამ ფლუტიკაზონის პროპიონატს.
ფორმირებული პლასტიკური მოწყობილობა, რომელიც შეიცავს შეიცავს ფოლგის სტრიპს 28 ან 60 სიმეტრიულად განლაგებული ბლისტერით, რომელთაგან თითოეული შეიცავს 50 მიკროგრამ სალმეტეროლს, სალმეტეროლის ქსინაფოატის სახით და 250 მიკროგრამ ფლუტიკაზონის პროპიონატს.
ფორმირებული პლასტიკური მოწყობილობა, რომელიც შეიცავს შეიცავს ფოლგის სტრიპს 28 ან 60 სიმეტრიულად განლაგებული ბლისტერით, რომელთაგან თითოეული შეიცავს 50 მიკროგრამ სალმეტეროლს, სალმეტეროლის ქსინაფოატის სახით და 500 მიკროგრამ ფლუტიკაზონის პროპიონატს.
კლინიკური ინფორმაცია
ჩვენებები
ფარმაცევტული ფორმა: საინჰალაციო ფხვნილი
ასთმა (სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადება)
სერეტიდი ნაჩვენებია ასთმის (სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადების) რეგულარული მკურნალობისათვის. ეს შეიძლება მოიცავდეს:
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-აგონისტების და საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების ეფექტური შემანარჩუნებელი დოზებით;
პაციენტებში, რომლებიც სიმპტომურად იყენებენ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს;
პაციენტებში, რომლებიც რეგულარულად მკურნალობენ ბრონქოდილატატორებით და საჭიროებენ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
სერეტიდი ნაჩვენებია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) რეგულარული მკურნალობისათვის, მათ შორის ქრონიკული ბრონქიტის და ემფიზემის დროს და აღინიშნა, რომ მან შეამცირა ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა.
დოზები და მიღების წესი
სერეტიდი აკუჰალერი/დისკუსი განკუთვნილია მხოლოდ ინჰალაციისათვის. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ სერეტიდი აკუჰალერი/დისკუსი გამოყენებულ უნდა იქნას რეგულარულად საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მაშინაც კი თუ პაციენტი ასიმპტომურია.
რეგულარულად უნდა მოხდეს პაციენტის შემოწმება ექიმის მიერ, ოპტიმალურია, თუ არა მიღებული სერეტიდის დოზა და მისი შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებით.
ასთმა (სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციული დაავადება)
დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს უმცირეს დოზამდე, რომელიც ეფექტურია სიმპტომების გასაკონტროლებლად. თუ სიმპტომების კონტროლი ნარჩუნდება სერეტიდის დღეში ორჯერ გამოყენებით, ტიტრაცია უმცირეს ეფექტურ დოზამდე მოიცავს სერეტიდს დღეში ერთხელ.
პაციენტებმა უნდა მიიღონ სერეტიდის ის დოზა, რომელიც შეიცავს მათი დაავადების სიმძიმისათვის შესაფერის ფლუტიკაზონის პროპიონატის დოზას.
თუ პაციენტის სიმპტომები არაადექვატურად კონტროლდება მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით, მათი სერეტიდით ჩანაცვლებამ თერაპიულად ექვივალენტური კორტიკოსტეროიდების დოზით, შეიძლება გააუმჯობესოს ასთმის კონტროლი. პაციენტები, რომელთა ასთმა დამაკმაყოფილებლად კონტროლდება მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით, სერეტიდით შეცვლით შეიძლება შესაძლებელი გახდეს კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირება, რომელიც საკმარისი იქნება ასთმის გასაკონტროლებლად, უფრო მეტი ინფორმაციისათვის, იხ. “ფარმაკოდინამიკის” პარაგრაფი.
რეკომენდებული დოზები:
მოზრდილები და 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდები:
ერთი ინჰალაცია (50 მიკროგრამი სალმეტეროლი და 100 მიკროგრამი ფლუტიკაზონის პროპიონატი) ორჯერ დღეში.
ან
ერთი ინჰალაცია (50 მიკროგრამი სალმეტეროლი და 250 მიკროგრამი ფლუტიკაზონის პროპიონატი) ორჯერ დღეში.
ან
ერთი ინჰალაცია (50 მიკროგრამი სალმეტეროლი და 500 მიკროგრამი ფლუტიკაზონის პროპიონატი) ორჯერ დღეში.
4 წლის და მეტი ასაკის ბავშვები:
ერთი ინჰალაცია (50 მიკროგრამი სალმეტეროლი და 100 მიკროგრამი ფლუტიკაზონის პროპიონატი) ორჯერ დღეში.
არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები სერეტიდის გამოყენების შესახებ 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
მოზრდილი პაციენტებისათვის რეკომენდებული დოზაა ერთი ინჰალაცია 50/250 მიკროგრამი - 50/500 მიკროგრამი სალმეტეროლი/ფლუტიკაზონი პროპიონატი ორჯერ დღეში. 50/500 მიკროგრამი ორჯერ დღეში დოზით, სერეტიდმა აჩვენა ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება (იხ. კლინიკური კვლევები).
პაციენტების განსკუთრებული ჯგუფები:
დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულ ან თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
უკუჩვენებები
სერეტიდი უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
სერეტიდი უკუნაჩვენებია პაციენტებში რძის ცილის მიმართ მძიმე ალრეგიით.
აფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სერეტიდი აკუჰალერი/დისკუსი არ არის განკუთვნილი მწვავე სიმპტომების მოსახსნელად, რისთვისაც საჭიროა ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორების (მაგ.: სალბუტამოლის) გამოყენება. პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ ყოველთვის თან იქონიონ შეტევის მოსახსნელი პრეპარატი.
სიმპტომების მოსახსნელად ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორების გამოყენების სიხშირის გაზრდა მიუთითებს დაავადების კონტროლის გაუარესებაზე. ამ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა შეფასებულ უნდა იქნას ექიმის მიერ.
ასთმის კონტროლის უეცარი და პროგრესული გაუარესება სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათოა და საჭიროებს პაციენტის მდგომარეობის შეფასებას ექიმის მიერ. ამ დროს შეიძლება დაინიშნოს კორტიკოსტეროიდების გაზრდილი დოზა. ასევე, თუ სერეტიდის მიმდინარე დოზით ვერ ხერხდება ასთმის ადექვატური გაკონტროლება, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის შეფასება ექიმის მიერ.
ასთმის მქონე პაციენტებში სერეტიდით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს სწრაფად, მისი გამწვავების რისკის გამო. თერაპიის ტიტრაცია ქვედა მიმართულებით უნდა მოხდეს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. ფქოდ-ს მქონე პაციენტებში თერაპიის შეწყვეტა შეიძლება დაკავშირებული იყოს სიმპტომურ დეკომპენსაციასთან და საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას.
აღინიშნა პნევმონიის შემთხვევების ზრდა ფქოდ-ის მქონე პაციენტების კვლევებში, რომლებიც იღებდნენ სერეტიდს (იხ. გვერდითი მოვლენები). ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ პნევმონიის განვითარების შესაძლებლობა ფქოდ-ის მქონე პაციენტებში, რადგან პნევმონიის კლინიკური ნიშნები და გამწვავება ხშირად ერთმანეთის მსგავსია.
როგორც ყველა სხვა კორტიკოსტეროიდის შემცველი საინჰალაციო მედიკამენტი, სერეტიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ფილტვის აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზის დროს.
სერეტიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირეოტოქსიკოზის მქონე პაციენტებში.
კარდიოვასკულარული ეფექტები, როგორიცაა მაგ.: სისტოლური არტერიული წნევის მომატება და გულის შეკუმშვათა სიშირის გაზრდა, შეიძლება აღინიშნოს ყველა სიმპათომიმეტიკური მედიკამენტის მიღების დროს, განსაკუთრებით, თერაპიულზე მაღალი დოზების მიღების დროს. ამიტომ, სერეტიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს უკვე არსებული კარდიოვასკულარული დაავადებების დროს.
შრატში კალიუმის გარდამავალი შემცირება შეიძლება აღინიშნოს ყველა სიმპათომიმეტიკური მედიკამენტის თერაპიულზე მაღალი დოზების მიღების დროს. ამიტომ, სერეტიდი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება შრატში კალიუმის დაბალი დოზებისადმი მიდრეკილება.
სისტემური ეფექტები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროით დიდი დოზების მიღებისას; ამ ეფექტების განვითარების ალბათობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პერორალური კორტიკოსტეროიდების მიღებისას (იხ. დოზის გადაჭარბება). შესაძლო სისტემური ეფექტები მოიცავს კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ ნიშნებს, თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესიას, ბავშვებსა და მოზარდებში ზრდაში ჩამორჩენას, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებას, კატარაქტას, გლაუკომას და ცენტრალურ სეროზულ ქორიორეტინოპათიას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასთმის მქონე პაციენტებში საინჰალაციო კორტიკოსტეოიდის დოზის ტიტრაცია მოხდეს უმცირეს დოზამდე, რომელიც საკმარისია ეფექტური კონტროლის შესანარჩუნებლად.
ყოველთვის უნდა იქნას მხედველობაში მიღებული თირკმელზედა ჯირკვლის რეაქციის დაზიანების ალბათობა გადაუდებელ და გარკვეულ სიტუაციებში, რომლებსაც შეუძლიათ სტრესის გამოწვევა და ამ დროს განხილულ უნდა იქნას კორტიკოსტეროიდებით თერაპია (იხ. დოზის გადაჭარბება).
რეკომენდებულია, რომ რეგულარულად იყოს შემოწმებული ბავშვების სიმაღლე საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს.
თირკმელზედა ჯირკვლის რეაქციის შესაძლო დათრგუნვის გამო, პაციენტები, რომლებიც გადადიან პერორალური სტეროიდული თერაპიიდან საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატით თერაპიაზე, საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და ადრენოკორტიკალური ფუნქციის რეგულარულ შემოწმებას.
საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატით თერაპიაზე გადასვლის შემდეგ სისტემური თერაპიის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით და სასურველია, პაციენტებმა თან ატარონ სტეროიდების გამაფრთხილებელი ბარათი, სადაც მითითებული იქნება დამატებითი თერაპიის საჭიროება სტრესის შემთხვევაში.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სისხლში გლუკოზის დონის მომატება (იხ. გვერდითი მოვლენები), რაც გასათვალისწინებელია ამ პრეპარატის დანიშვნისას შაქრიანი დიაბეტის ანამნეზის მქონე პაციენტებში.
პოსტმარკეტინგული გამოყენებისას აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი წამალთაშორისი ურთიერთქმედებები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფლუტიკაზონის პროპიონატსა და რიტონავირს, რამაც გამოიწვია სისტემური კორტიკოსტეროიდული ეფექტები, კუშინგის სინდრომისა და თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესიის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, ფლუტიკაზონის პროპიონატისა და რიტონავირის ერთდროული გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, თუ პაციენტისთვის პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების პოტენციურ რისკს (იხ. ურთიერთქმედებები).
წამალთაშორისი ურთიერთქმედების კვლევაში აღინიშნა, რომ სისტემური კეტოკონაზოლის კომბინირებულად გამოყენება ზრდის სერევენტის პლაზმურ კონცენტრაციას. ამან შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება. სიფრთხილეა საჭირო ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორების (მაგ.: კეტოკონაზოლის) სერევენტთან ერთდროული დანიშვნისას (იხ. ურთიერთქმედებები და ფარმაკოკინეტიკა).
როგორც სხვა საინჰალაციო თერაპიის შემთხვევაში, დოზის მიღების შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს პარადოქსული ბრონქოსპაზმი მსტვინავი სუნთქვის უეცარი გაზრდით. ამ დროს საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალობა სწრაფი და ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორებით. სალმეტეროლი-ფპ აკუჰალერი/დისკუსი ან ევოჰალერი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის შეფასება და აუცილებლობის შემთხვევაში ალტერნატიული თერაპიის დანიშვნა (იხ. გვერდითი მოვლენები).
ბეტა2-აგონისტებით მკურნალობის დროს აღინიშნა მათი ფარმაკოლოგიური გვერდითი ეფექტები, როგორიცაა კანკალი, ძლიერი გულისცემის შეგრძნება და თავის ტკივილი, თუმცა ისინი გარდამავალი ხასიათის იყო და მცირდებოდა რეგულარულ თერაპიასთან ერთად (იხ. გვერდითი რეაქციები).
ურთიერთქმედებები
როგორც არასელექტიური, ისე სელექტიური ბეტა-ბლოკატორები არ უნდა იქნან გამოყენებულნი, თუ მათი გამოყენების მკაცრი ჩვენებები არ არის.
ნორმალურ პირობებში, ფლუტიკაზონის პროპიონატის დაბალი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა დოზის ინჰალაცის შემდეგ ძლიერი პირველადი მეტაბოლიზმის და მაღალი სისტემური კლირენსის გამო, რომელსაც ხელს უწყობს ციტოქრომა P450 3A4 ნაწლავებში და ღვიძლში. ფლუტიკაზონის პროპიონატით გამოწვეული წამალთაშორისი მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები, ნაკლებ სავარაუდოა.
წამალთაშორის ურთიერთქმედების კვლევამ ჯანმრთელ პირებში აჩვენა, რომ რიტონავირს (ციტოქრომა P450 3A4-ის ძალიან ძლიერმოქმედ ინჰიბიტორს) შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ფლუტიკაზონის პროპიონატის პლაზმური კონცენტრაციები, რაც იწვევს შრატში კორტიზოლის კონცენტრაციის მნიშვნელოვან შემცირებას. პოსტმარკეტინგული გამოყენებისას აღინიშნა წამალთაშორისი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ფლუტიკაზონის პროპიონატს (ინტრანაზალურად ან საინჰალაციოდ) და რიტონავირს, რამაც გამოიწვია სისტემური კორტიკოსტეროიდული ეფექტების, მათ შორის კუშინგის სინდრომისა და თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესიის, განვითარება. ამიტომ, ფლუტიკაზონის პროპიონატისა და რიტონავირის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტისთვის პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების რისკს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ციტოქრომა P450 3A4-ის სხვა ინჰიბიტორები იწვევენ ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური ექსპოზიციის უმნიშვნელო (ერითრომიცინი) და მცირე (კეტოკონაზოლი) ზრდას, შრატში კორტიზოლის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე. მიუხედავად ამისა, რეკომენდებულია მეთვალყურეობა ციტოქრომა P450 3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების (მაგ. კეტოკონაზოლის) ერთდროული გამოყენებისას, რადგან არსებობს ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური ზემოქმედების გაზრდის ალბათობა.
კეტოკონაზოლის ერთდროულად გამოყენებამ სერევენტთან ერთად გამოიწვია პლაზმაში სალმეტეროლის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა (1.4-ჯერ Cmax და 15-ჯერ AUC), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება. (იხ. ურთიერთქმედებები და ფარმაკოკინეტიკა).
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის მონაცემები ადამიანის რეპროდუქციულ უნარზე გავლენის შესახებ. ცხოველებზე კვლევები მიუთითებს, რომ ფლუტიკაზონის პროპიონატს ან სალმეტეროლს არ აქვს გავლენა მამრების ან მდედრების რეპროდუქციულ უნარზე.
შეზღუდული რაოდენობით მონაცემებია ფეხმძიმე ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ. მედიკამენტების გამოყენება ფეხმძიმობის დროს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი დედისთვის აჭარბებს შესაძლო რისკებს ნაყოფზე.
რეტროსპექტული ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებით არ გამოვლინდა გაზრდილი რისკი ძირითადი თანდაყოლილი მანკების (MCM-ები) განვითარებაზე ფლუტიკაზონის პროპიონატის ზემოქმედების შედეგად, სხვა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებთან შედარებით, ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში (იხ. ფარმაკოდინამიკა).
ცხოველებში ჩატარებულმა რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა როგორც ერთი პრეპარატით, ასევე პრეპარატების კომბინაციით აჩვენა, რომ ნაყოფზე ეფექტები მოსალოდნელია ძლიერმოქმედეი ბეტა2-ადრენორეცეპტორის აგონისტების და გლუკოკორტიკოსტეროიდების ჭარბი სისტემური ზემოქმედების დროს.
ამ კლასის მედიკამენტების დიდმა კლინიკურმა გამოცდილებამ არ გამოავლინა ეფექტები თერაპიულ დოზებზე.
სალმეტეროლის და ფლუტიკაზონის პროპიონატის პლაზმური კონცენტრაციები საინჰალაციო თერაპიული დოზების მიღების შემდეგ ძალიან დაბალია და ამიტომ შესაბამისად დედის რძეში მათი კონცენტრაციები დაბალია. ეს ნაჩვენები იქნა კვლევებით ლაქტაციის მქონე ცხოველებში, რომლებშიც აღინიშნა წამლის დაბალი კონცენტრაციები რძეში. არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები ადამიანის რძეში წამლის კონცენტრაციის შესახებ.
ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის უფრო დიდია, ვიდრე პოტენციური რისკი ბავშვზე.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
არ ჩატარებულა სპეციფიკური კვლევები ზემოხსენებულ უნარებზე სერეტიდის გავლენის შესახებ, თუმცა ორივე პრეპარატის ფარმაკოლოგია არ მიუთითებს რაიმე ეფექტზე.
გვერდითი რეაქციები
ქვემოთ ჩამოთვლილია ყველა გვერდითი რეაქცია, რომლებიც დაკავშირებულია ცალკეულ კომპონენტებთან, სალმეტეროლის ქსინაფოატსა და ფლუტიკაზონის პროპიონატთან. არ აღნიშნულა რაიმე დამატებითი გვერდითი რეაქცია, რომელიც დაკავშირებულია კომბინაციურ პროდუქტთან, ცალკეული კომპონენტების გვერდითი მოვლენების პროფილთან შედარებით.
გვერდითი რეაქციები ქვემოთ ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების კლასების და მათი სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (1/10), ხშირი (1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1000-მდე) და ძალიან იშვიათი (<1/10,000). სიხშირეების უმეტესობა განისაზღვრა 23 ასთმისა და 7 ფქოდ-ს გაერთიანებული კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე. ყველა გვერდითი ეფექტი არ აღინიშნა კლინიკურ კვლევებში. ამ ეფექტებისათვის სიხშირე ძირითადად განისაზღვრა სპონტანური მონაცემების საფუძველზე.
კლინიკური კვლევების მონაცემები
ინფექციები და პარაზიტებით დასნებოვნება
ხშირი: პირისა და ხახის კანდიდოზი, პნევმონია (ფქოდ-ის მქონე პაციენტებში).
იშვიათი: საყლაპავის კანდიდოზი
იმუნური სისტემის დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები:
არახშირი: კანის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, ქოშინი
იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქციები.
ენდოკრინული დარღვევები
მოიცავს შესაძლო სისტემურ ეფექტებს (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები):
არახშირი: კატარაქტა
იშვიათი: გლაუკომა.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
არახშირი: ჰიპერგლიკემია.
ფსიქიკური დარღვევები
არახშირი: შფოთვა, ძილის დარღვევები
იშვიათი: ქცევის ცვლილებები, ჰიპერაქტიულობისა და გაღიზიანების ჩათვლით (ძირითადად ბავშვებში).
ნერვული სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი: თავის ტკივილი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
არახშირი: კანკალი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
გულის დარღვევები
არახშირი: გულის თრთოლვა (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები), ტაქიკარდია, წინაგულების ციმციმი.
იშვიათი: კარდიალური არითმიები სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის და ექსტრასისტოლების ჩათვლით.
რესპირატორული, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები
ხშირი: ხმის ჩახლეჩა/დისფონია
არახშირი: ხორხის გაღიზიანება
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
არახშირი: კონტუზიები
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ხშირი: კუნთების სპაზმები, ართრალგია
პოსტმარკეტინგული მონაცემები
იმუნური სისტემის დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს, როგორც:
იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება (ძირითადად სახის და ოროფარინგეალური შეშუპება) და ბრონქოსპაზმი.
ენდოკრინული დარღვევები
შესაძლო სისტემური ეფექტები მოიცავს (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები):
იშვიათი: კუშინგის სინდრომი, კუშინგოიდური სიმპტომები, თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია, ბავშვებისა და მოზარდების ზრდაში ჩამორჩენა, ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება.
რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები
იშვიათი: პარადოქსული ბრონქოსპაზმი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)
დოზის გადაჭარბება
ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია სერეტიდის, სალმეტეროლის და/ან ფლუტიკაზონის პროპიონატის დოზის გადაჭარბების შესახებ:
სალმეტეროლის დოზის გადაჭარბების მოსალოდნელი სიმპტომები და ნიშნები არის ტიპური ბეტა2-ადრენერგული ჭარბი სტიმულაცია, რომელიც მოიცავს კანკალს, თავის ტკივილს, ტაქიკარდიას, სისტოლური არტერიული წნევის გაზრდას და ჰიპოკალიემიას. არ არის რაიმე სპეციფიკური მკურნალობა სალმეტეროლის და ფლუტიკაზონის პროპიონატის დოზის გადაჭარბების დროს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტის მკურნალობა სიმპტომურად საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მონიტორინგით.
ფლუტიკაზონის პროპიონატის დოზების ჭარბმა ინჰალაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის დროებითი სუპრესია. ეს ჩვეულებრივ არ მოითხოვს სასწრაფო ჩარევას, რადგან თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალური მოქმედება ჩვეულებრივ აღდგება რამდენიმე დღეში.
თუ სერეტიდის დასაშვებზე მაღალი დოზების მიღება გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შესაძლებელია მოხდეს თირკმელზედა ჯირკვლის მნიშვნელოვანი სუპრესია. ბავშვებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში (რამდენიმე თვე ან წელი) რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენებისას აღინიშნა მწვავე თირკმელზედა ჯირკვლის კრიზის ძალიან იშვიათი შემთხვევები. გამოვლენილი ეფექტები მოიცავდა ჰიპოგლიკემიას, რომელიც დაკავშირებული იყო ცნობიერების დათრგუნვასთან და/ან კრუნჩხვების განვითარებასთან. სიტუაციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე კრიზის მოვლენები, მოიცავს ტრავმას, ქირურგიულ ოპერაციას, ინფექციას და ფლუტიკაზონის პროპიონატის კომპონენტის საინჰალაციო დოზის ნებისმიერ სწრაფ შემცირებას.
არ არის რეკომენდებული, რომ პაციენტებმა მიიღონ სერეტიდის დასაშვებზე მაღალი დოზები. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს თერაპიის რეგულარულად შეფასება და ტიტრაცია უმცირეს დადგენილ დოზამდე, რომლის დროსაც ნარჩუნდება დაავადების ეფექტური კონტროლი (იხ. დოზირება და მიღების წესი).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ასთმა
სალმეტეროლის მულტიცენტრული ასთმის კვლევა (SMART)
სალმეტეროლის მულტიცენტრული ასთმის კვლევა (SMART) იყო 28-კვირიანი კვლევა აშშ-ში, სადაც შეფასდა სალმეტეროლის უსაფრთხოება ჩვეულებრივ თერაპიაზე დამატებულ პლაცებოსთან შედარებით მოზრდილებსა და მოზარდებში. თუმცა არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავება პირველად შედეგში რესპირატორული მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის და რესპირატორული მიზეზით სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობების კომბინირებულ რაოდენობას შორის, კვლევამ აჩვენა მნიშვნელოვანი მატება ასთმით გამოწვეულ სიკვდილიანობაში იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სალმეტეროლს (13 სიკვდილი 13,176 პაციენტიდან, რომლებიც მკურნალობდნენ სალმეტეროლით შედარებით 3 სიკვდილი 13,179 პაციენტიდან, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს). კვლევაში არ ხდებოდა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების ერთდროულად გამოყენებისას მათი გავლენის შეფასება.
ასთმის დროს სალმეტეროლი-ფლუტიკაზონის პროპიონატის უსაფრთხოება და ეფექტურობა შედარებით ფლუტიკაზონის პროპიონატის მონოთერაპიასთან
ორი მრავალცენტრული 26-კვირიანი კვლევა ჩატარდა სალმეტეროლი-ფლუტიკაზონის პროპიონატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესადარებლად ფლუტიკაზონის პროპიონატთან, ერთი მოზრდილებსა და მოზარდებში (AUSTRI კვლევა) და მეორე, 4-11 წლის პედიატრიულ პირებში (VESTRI კვლევა). ორივე კვლევაში ჩართულ პირებს ჰქონდათ საშუალო ან მძიმე ხარისხის პერსისტენტული ასთმა ასთმასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის ან წინა წელს ასთმის გამწვავების ანამნეზით. თითოეული კვლევის პირველადი მიზანი იყო, განსაზღვრულიყო LABA-ს დამატება ICS თერაპიაზე (სალმეტეროლი-ფპ)Aიყო თუ არა არაუარესი ICS (ფლუტიკაზონის პროპიონატი) მონოთერაპიასთან შედარებით ასთმასთან დაკავშირებული მძიმე მოვლენების რისკის მიხედვით (ასთმით გამოწვეული ჰოპსიტალიზაცია, ენდოტრაქეული ინტუბაცია და სიკვდილი). ამ კვლევების მეორე მიზანი იყო, შეფასებულიყო ICS/ LABA-ს (სალმეტეროლი -ფპ) უპირატესობა ICS (ფპ) მონოთერაპიაზე ასთმის მძიმე გამწვავების მიხედვით (განისაზღვრა, როგორც ასთმის გაუარესება, რომელიც მოითხოვს სისტემურ კორტიკოსტეორიდებს არაუმცირეს 3 დღის განმავლობაში ან პაციენტის ჰოსპიტალიზაციას, ან ემერჯენსის განყოფილებაში მოხვედრას ასთმის გამო, რომელიც საჭიროებს სისტემურ კორტიკოსტეროიდებს).
სულ რანდომიზირებულ იქნა 11,679 და 6,208 პირი, რომლებიც იტარებდნენ მკურნალობას AUSTRI და VESTRI კვლევებში, შესაბამისად. უსაფრთხოების პირველადი მოსალოდნელი შედეგი, არაუარესობა მიღწეულ იქნას ორივე კვლევაში (იხ. ქვემოთ ცხრილი).
ასთმასთან დაკავშირებული მძიმე მოვლენები 26-კვირიან AUSTRI და VESTRI კვლევებში
AUSTRI
VESTRI
სალმეტეროლი -ფპ
(n=5,834)
მხოლოდ ფპ
(n=5,845)
სალმეტეროლი -ფპ
(n=3.107)
მხოლოდ ფპ
(n=3,101)
კომბინირებული
შედეგი (ასთმით გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია, ენდოტრაქეული ინტუბაცია ან სიკვდილი
34 (0,6%)
33 (0,6%)
27 (0,9%)
21 (0,7%)
სალმეტეროლი-ფპ/ფპ რისკის თანაფარდობა (95% CI)
1,029
(0,638-1,662)a
1,285
(0,726-2,272)b
სიკვდილი
0
0
0
0
ასთმით გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია
34
33
27
21
ენდოტრაქეული ინტუბაცია
0
2
0
2
a თუ მიღებული 95% CI შეფასების ზედა მაჩვენებელი ფარდობითი რისკისათვის იყო 2,0-ზე დაბალი, დგინდებოდა არაუარესობა.
b თუ მიღებული 95% CI ზედა შეფასება ფარდობითი რისკისათვის იყო 2,675-ზე დაბალი, დგინდებოდა არაუარესობა.
ეფექტურობის მეორეული მოსალოდნელი შედეგი - ასთმის პირველი გამწვავების დროის შემცირება სალმეტეროლი-ფპ-ს დროს ფპ-სთან შედარებით ნანახი იქნა ორივე კვლევაში, თუმცა მხოლოდ AUSTRI იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი:
AUSTRI
VESTRI
სალმეტეროლი -ფპ
(n=5.834)
მხოლოდ ფპ
(n=5.845)
სალმეტეროლი -ფპ
(n=3.107)
მხოლოდ ფპ
(n=3.101)
ასთმის გამწვავების მქონე პირების რაოდენობა
480 (8%)
579 (10%)
265 (9%)
309 (10%)
სალმეტეროლი-ფპ/ფპ რისკის თანაფარდობა (95% CI)
- 787
(0,698, 0,888)
- 859
(0,729, 1,012)
12-თვიანი კვლევა
ფართო 12-თვიან კვლევაში (ასთმის ოპტიმალური კონტროლის მოპოვება, GOAL) ასთმის მქონე 3416 პაციენტში შედარებულ იქნა სერეტიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდთან ასთმის წინასწარ განსაზღვრული კონტროლის მისაღწევად. მკურნალობა იყო 12-კვირიან საფეხურებად დაყოფილი, სანამ არ მიიღწეოდა “ტოტალური კონტროლი” ან კვლევაში გამოყენებული წამლის უმაღლესი დოზა. კონტროლი უნდა შენარჩუნებულიყო მკურნალობის ბოლო 8 კვირიდან არაუმცირეს 7 კვირის განმავლობაში. კვლევამ აჩვენა, რომ:
სერეტიდით ნამკურნალებ 71% პაციენტში მიღწეულ იქნა “კარგად გაკონტროლებული” ასთმა 59% პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდით.
სერეტიდით ნამკურნალებ 41% პაციენტში მიღწეულ იქნა ასთმის “ტოტალური კონტროლი” 28% პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდით.
ეს ეფექტები ადრე აღინიშნა სერეტიდით მკურნალობის დროს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდთან შედარებით და კორტიკოსტეროიდის უმცირეს საინჰალაციო დოზაზე.
GOAL კვლევამ ასევე აჩვენა, რომ:
გამწვავების სიხშირე იყო 29%-ით უფრო დაბალი სერეტიდის დროს მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდთან შედარებით.
ასთმის “კარგად გაკონტროლებამ” და “ტოტალური კონტროლის” მიღწევამ გააუმჯობესა სიცოცხლის ხარისხი (QoL). პაციენტების 61%-ში აღინიშნა მინიმალური QoL ან არ აღინიშნა QoL-ის გაუმჯობესება, რომელიც გაზომილ იქნა ასთმისთვის სპეციფიკური სიცოცხლის ხარისხის კითხვარით, სერეტიდით მკურნალობის შემდეგ საწყისი დონის 8%-თან შედარებით.
“კარგად გაკონტროლებული ასთმა” - 2 ან ნაკლები დღე სიმპტომებით, როცა ქულათა ჯამი 1-ზე მეტია (სიმპტომების ქულათა ჯამი 1 განისაზღვრება, როგორც “სიმპტომები ერთ ხანმოკლე პერიოდში დღის განმავლობაში”), SABA-ს გამოყენება ხდება 2 ან ნაკლები დღის განმავლობაში და კვირაში 4 ან ნაკლები შემთხვევა, დილის ამოსუნთქვის პიკური სავარაუდო სიჩქარის 80% ან მეტი, არ ხდება ღამით გაღვიძება, არ აღინიშნება გამწვავება და გვერდითი მოვლენები, რომლებიც იწვევენ თერაპიის ცვლილებას.
“ასთმის ტოტალური კონტროლი” - არ აღინიშნება სიმპტომები, არ ხდება SABA-ს გამოყენება, დილის ამოსუნთქვის პიკური სავარაუდო სიჩქარის 80% ან მეტი, არ ხდება ღამით გაღვიძება, არ აღინიშნება გამწვავება და გვერდითი მოვლენები, რომლებიც იწვევენ თერაპიის ცვლილებას.
ორმა შემდგომმა კვლევამ აჩვენა გაუმჯობესება ფილტვების ფუნქციაში, სიმპტომებისაგან თავისუფალი დღეების პროცენტში და გადაუდებელი მედიკამენტების გამოყენების შემცირებაში, 60%-ით დაბალი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დოზის მიღებისას სერეტიდთან ერთად მხოლოდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდთან შედარებით, მაშინ როცა შენარჩუნებული იყო სასუნთქი გზების თანმხლები ანთების კონტროლი, რომელიც დადგენილ იქნა ბრონქული ბიოფსიით და ბრონქოალვეოლარული ლავაჟით.
დამატებითმა კვლევებმა აჩვენა, რომ სერეტიდით მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ასთმის სიმპტომებს, ფილტვის ფუნქციას და ამცირებს გადაუდებელი მედიკამენტების გამოყენებას, ცალკეული კომპონენტებით მკურნალობასთან და პლაცებოსთან შედარებით. GOAL კვლევიდან მიღებულმა შედეგებმა აჩვენეს, რომ სერეტიდით გამოწვეული გაუმჯობესება ამ კვლევის შედეგებში შენარჩუნდა არაუმცირეს 12 თვის განმავლობაში.
ფქოდ
სიმპტომური ფქოდ-ის მქონე პაციენტები ხანმოკლე მოქმედების ბეტა2-აგონისტების მიმართ 10%-იანი შექცევადობის შეზღუდვის გარეშე: - პლაცებო კონტროლირებულმა კლინიკურმა კვლევებმა, რომლებიც გრძელდებოდა 6 თვის განმავლობაში, აჩვენეს, რომ როგორც სერეტიდი 50/250 მიკროგრამის, ისე 50/500 მიკროგრამის რეგულარული გამოყენება სწრაფად და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას, მნიშვნელოვნად ამცირებს სუნთქვის უკმარისობას და სიმპტომების მომხსნელი მედიკამენტების გამოყენებას. ასევე აღინიშნა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ჯანმრთელობის მდგომარეობაში.
სიმპტომური ფქოდ-ის მქონე პაციენტები ხანმოკლე მოქმედების ბეტა2-აგონისტების მიმართ 10%-ზე ნაკლები შექცევადობით: - პლაცებო კონტროლირებულმა კლინიკური კვლევებმა, რომლებიც გრძელდებოდა 6 და 12 თვის განმავლობაში, აჩვენა, რომ სერეტიდი 50/500 მიკროგრამის რეგულარული გამოყენება სწრაფად და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას, მნიშვნელოვნად ამცირებს სუნთქვის უკმარისობას და სიმპტომების მომხსნელი მედიკამენტების გამოყენებას. 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში ფქოდ-ის გამწვავების რისკი და პერორალური კორტიკოსტეროიდების დამატებითი კურსების საჭიროება მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე, აღინიშნა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ჯანმრთელობის მდგომარეობაში.
სერეტიდი 50/500 მიკროგრამი ეფექტური იყო ფილტვის ფუნქციის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში და ფქოდ-ს გამწვავების რისკის შემცირებაში როგორც მწეველებში, ისე ყოფილ მწეველებში.
TORCH კვლევა (TOwards a Revolution in COPD Health)
TORCH იყო 3-წლიანი კვლევა, სადაც ფასდებოდა სერეტიდი აკუჰალერი/დისკუსი 50/500 მიკროგრამით ორჯერ დღეში, სალმეტეროლი აკუჰალერი/დისკუსი 50 მიკროგრამი ორჯერ დღეში, ფპ აკუჰალერი/დისკუსი 500 მიკროგრამი ორჯერ დღეში მკურნალობის ან პლაცებოს ეფექტი ყველა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე ფქოდ-ის მქონე პაციენტებში. საშუალო ან მძიმე ხარისხის ფქოდ-ის მქონე პაციენტები, საწყისი (პრებრონქოდილატატორული) მოსალოდნელი ნორმის FEV1<60%-ით, რანდომიზირებულ იქნენ ორმაგი-ბრმა პრეპარატების ჯგუფში. ამ კვლევის განმავლობაში დაშვებული იყო ფქოდ-ის სტანდარტული თერაპია, გარდა სხვა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებისა, ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორებისა და ხანგრძლივი მოქმედების სისტემური კორტიკოსტეროიდებისა. სიცოცხლის სტატუსი მე-3 წელს განისაზღვრა ყველა პაციენტისათვის საკვლევი პრეპარატის მოხსნის მიუხედავად, პირველადი შედეგი იყო ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის დაქვეითება მე-3 წელს სერეტიდი შედარებით პლაცებოსთან.
პლაცებო
N=1524
სალმეტეროლი 50
N=1521
ფპ 500
N=1534
სერეტიდი 50/500
N=1533
ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა მე-3 წელს
სიკვდილიანობის რაოდენობა (%)
231 (15.2%)
205 (13.5%)
246 (16.0%)
193 (12.6%)
რისკის თანაფარდობა შედარებით პლაცებო (Cls) p სიდიდე
N/A
- 879
(0,73, 1,06)
0,180
- 060
(0,89, 1,27)
0,525
- 825
(0,68, 1,00)
0,0521
რისკის თანაფარდობა სერეტიდი 50/500 შედარებით კომპონენტები (Cls) p სიდიდე
N/A
- 932
(0,77, 1,13)
0,481
- 774
(0,64, 0,93)
0,007
N/A
p სიდიდე კორექტირებულია პირველადი ეფექტურობის შედარების 2 შუალედური ანალიზისათვის, რომელიც მიღებულია ლოგ-რანჟირების ანალიზიდან სტრატიფიცირებული მწეველის სტატუსით
სერეტიდი ამცირებს სიკვდილის რისკს 3 წლის განმავლობაში ნებისმიერ პერიოდში 17,5%-ით პლაცებოსთან შედარებით (რისკის თანაფარდობა 0,825 (95% CI 0,68, 1,00, p=0,052; ყველა კორექტირებულია შუალედური ანალიზისათვის). აღინიშნა სიკვდილის რისკის 12%-იანი შემცირება 3 წლის განმავლობაში ნებისმიერ პერიოდში ნებისმიერი მიზეზით სალმეტეროლის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით (p=0,180) და 6%-იან ზრდა ფპ ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით (p=0.525).
დამატებითმა ანალიზმა კოქსის პროპორციული რისკის მოდელის გამოყენებით აჩვენა რისკის თანაფარდობა 0.811 (95% CI 0.670, 0.982, p=0.031) სერეტიდისათვის პლაცებოსთან შედარებით, სადაც ნაჩვენები იქნა სიკვდილიანობის რისკის 19%-იანი დაქვეითება 3 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს. მოდელი კორექტირებულია მნიშვნელოვანი ფაქტორებისათვის (მწეველის სტატუსი, ასაკი, სქესი, რეგიონი, საწყისი ეტაპის FEV1 და სხეულის მასის ინდექსი). არ აღინიშნა რაიმე მტკიცებულება, რომ მკურნალობის ეფექტი ცვალებადობდა ამ ფაქტორებისათვის.
პაციენტების პროცენტი, რომელიც გარდაიცვალნენ 3-წლიან პერიოდში ფქოდ-ით გამოწვეული მიზეზის გამო იყო 6,0% პლაცებო ჯგუფში, 6,1 % - სალმეტეროლის, 6,9% - ფპ-ს და 4,7% - სერეტიდის. სერეტიდი აქვეითებს საშუალო ან მძიმე გამწვავებების სიხშირეს 25%-ით (95% CI: 19% - 31%; p<0.001) პლაცებოსთან შედარებით. სერეტიდმა დააქვეითა გამწვავების სიხშირე 12%-ით სალმეტეროლთან შედარებით (95% CI: 5% - 19%; p=0,002) და 9%-ით ფპ-სთან შედარებით (95% CI: 1% - 16%; p=0,024). სალმეტეროლმა და ფპ-მ მნიშვნელოვნად შეამცირეს გამწვავების სიხშირე პლაცებოსთან შედარებით 15%-ით (95% CI: 7% - 22%; p<0,001) და 18%-ით (95% CI: 11% - 24%; p<0,001), შესაბამისად.
ჯანმრთელობასათან დაკავშირებული სიცოცხლის ხარისხი, რომელიც გაზომილ იქნა წმ. გიორგის რესპირატორული კითხვარით (SGRQ) გაუმჯობესდა ყველა აქტიური მკურნალობის დროს პლაცებოსთან შედარებით. სამი წლის განმავლობაში საშუალო გაუმჯობესება სერეტიდისათვის პლაცებოსთან შედარებით იყო -3,.1 ერთეული (95% CI: -4,1-დან -2,1-მდე; p<0,001), სალმეტეროლთან შედარებით იყო -2,2 ერთეული (p<0,001) და ფპ-სთან შედარებით იყო -1,2 ერთეული (p=0,017).
3-წლიანი მკურნალობის პერიოდში FEV1 სიდიდეები უფრო მაღალი იყო პირებში, რომლებიც მკურნალობდნენ სერეტიდით შედარებით მათთან, ვინც მკურნალობდნენ პლაცებოთი (საშუალო განსხვავება 3 წელში იყო 92 მლ, 95% CI: 75-108 მლ; p<0,001). სერეტიდი ასევე უფრო ეფექტური იყო, ვიდრე სალმეტეროლი ან ფპ FEV1-ის გაუმჯობესებაში (საშუალო განსხვავება 50 მლ, p<0,001 სალმეტეროლისათვის და 44 მლ , p<0,001 ფპ-სთვის).
3 წლის განმავლობაში პნევმონიის განვითარების შესაძლებლობა აღინიშნა როგორც გვერდითი მოვლენა და იყო 12,3% პლაცებოსათვის, 13,3% - სალმეტეროლისათვის, 18,3% - ფპ-სთვის და 19,6% - სერეტიდისათვის (რისკის თანაფარდობა სერეტიდი შედარებით პლაცებოსთან: 1,64, 95% CI:1.33-2.01, p<0,001). არ აღინიშნა პნევმონიის ზრდა, რომელიც იწვევდა სიკვდილს; მკურნალობის დროს სიკვდილი, რომელიც მიჩნეული იყო, რომ ძირითადად გამოწვეული იყო პნევმონიით, იყო 7 პლაცებოსათვის, 9 - სალმეტეროლისათვის, 13 - ფპ-სთვის და 8 - სერეტიდისათვის. არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავება ძვლების მოტეხილობის ალბათობაში (5,1% - პლაცებო, 5,.1% - სალმეტეროლი, 5,4% - ფპ და 6,3% - სერეტიდი; რისკის თანაფარდობა სერეტიდი შედარებით პლაცებოსთან იყო: 1,22, 95% CI:0.87-1,72 p=0248). თვალის პათოლოგიების, ძვლების პათოლოგიების და HPA ღერძის დარღვევების გვერდითი მოვლენები იყო მცირე და არ აღინიშნა განსხვავება მკურნალობის ჯგუფებს შორის. არ აღინიშნა გულის მხრივ გვერდითი მოვლენების სიხშირის ზრდის მტკიცებულება სამკურნალო ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ სალმეტეროლს.
ფეხმძიმობის პერიოდში ფლუტიკაზონის პროპიონატის შემცველი მედიკამენტების ასთმის დროს გამოყენება
ჩატარდა დაკვირვებითი რეტროსპექტული ეპიდემიოლოგიური კოჰორტული კვლევა, რომელიც იყენებდა ჯანმრთელობის ელექტრონულ ჩანაწერებს გაერთიანებული სამეფოდან, რათა შეეფასებინა დიდი თანდაყოლილი მანკების (MCM-ები) რისკი პირველ ტრიმესტრში მხოლოდ საინჰალაციო ფპ-ს და სერეტიდის ზემოქმედებისას, ფპ-ს არ შემცველი ICS-სთან შედარებით. ამ კვლევაში არ იყო ჩართული შესადარებელი პლაცებო. ასთმის კოჰორტაში 5362 ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში იღებდა ICS-ს, 131-ში იდენტიფიცირებულ იქნა MCM-ების დიაგნოზი; 1612 (30%) იღებდა ფპ-ს ან სერეტიდს, რომელთაგან 42-ში დიაგნოსტირებულ იქნა MCM. შანსების კორექტირებული თანაფარდობა 1-ლ წელს MCM დიაგნოზისათვის იყო 1,1 (95% CI: 0,5-2,3) ფპ-ს მიღების დროს ფპ-ს არშემცველი ICS თერაპიასთან შედარებით საშუალო სიმძიმის ასთმის მქონე ქალებში და 1,2 (95% CI: 0,7-2,0) მძიმე ასთმის მქონე ქალებისათვის. არ აღინიშნა MCM-ის რისკებში განსხვავება პირველ ტრიმესტრში მარტო ფპ-ს მიღების შემდეგ სერეტიდთან შედარებით. MCM-ის აბსოლუტური რისკი ასთმის სიმძიმის სტრატაში მერყეობდა 2,0-დან 2,9-მდე ფპ-ს მიმღებ ყოველ 100 ფეხმძიმეში, რაც შეესაბამება კვლევის შედეგებს, რომელშიც მონაწილეობდა 15,840 ფეხმძიმე ქალი, რომლებზეც ზოგადი პრაქტიკის კვლევების მონაცემთა ბაზის მიხედვით არ მომხდარა ასთმის თერაპიის ზემოქმედება (2,8 MCM 100 ფეხმძიმეში).
მოქმედების მექანიზმი
სერეტიდი შეიცავს სალმეტეროლს და ფლუტიკაზონი პროპიონატს, რომელთაც განსხვავებული მოქმედების მექანიზმი აქვთ. სალმეტეროლი იცავს სიმპტომებისაგან, ფლუტიკაზონის პროპიონატი აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას და ახდენს მდგომარეობის გამწვავების პრევენციას. სერეტიდი შესაძლებლობას იძლევა უფრო მოხერხებული სქემით დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ბეტა-აგონისტებს და საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს. ორივე პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განხილულია ქვემოთ:
სალმეტეროლი:
სალმეტეროლი არის სელექტიური ხანგრძლივი მოქმედების (12 საათი) ბეტა2-ადრენორეცეპტორის აგონისტი გრძელი გვერდითი ჯაჭვით, რომელიც უკავშირდება რეცეპტორის გარეთა მხარეს.
სალმეტეროლის ეს ფარმაკოლოგიური თვისებები განაპირობებს უფრო ეფექტურ დაცვას ჰისტამინით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქციის წინააღმდეგ და იწვევს ხანგრძლივ ბრონქოდილატაციას, რომელიც გრძელდება არაუმცირეს 12 საათს, ვიდრე ტრადიციული ხანმოკლე მოქმედების ბეტა2-აგონისტების რეკომენდებული დოზები.
in vitro ტესტებმა აჩვენა, რომ სალმეტეროლი არის ადამიანის ფილტვებში პოხიერი უჯრედების მიერ გამოთავისუფლებული მედიატორების, როგორიცაა ჰისტამინი, ლეიკოტრიენები და პროსტაგლანდინი D2, ძლიერმოქმედი და ხანგრძლივი მოქმედების ინჰიბიტორი.
ადამიანებში სალმეტეროლი თრგუნავს შესუნთქული ალერგენის მიმართ ადრეული და გვიანი რეაქციის ფაზას; გვიანი ფაზა გრძელდება 30 საათამდე ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, როცა ბრონქოდილატატორული ეფექტი უკვე აღარ ვლინდება. სალმეტეროლის ერთჯერადი დოზა ასუსტებს ბრონქულ ჰიპერრეაქციას. ეს თვისებები მიუთითებს, რომ სალმეტეროლს აქვს დამატებითი არაბრონქოდილატატორული მოქმედება, მაგრამ სრული კლინიკური მნიშვნელობა ჯერ არ არის ნათელი. ეს მექანიზმი განსხვავებულია კორტიკოსტეროიდების ანტიანთებითი ეფექტისაგან.
ფლუტიკაზონის პროპიონატი:
ფლუტიკაზონი პროპიონატს, რეკომენდებული დოზებით ინჰალაციისას, გააჩნია გლუკოკორტიკოიდული ანთების საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედება ფილტვებში, რაც იწვევს ასთმის სიმპტომებისა და გამწვავებების შემცირებას გვერდითი მოვლენების გარეშე, რომელსაც იწვევენ კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისას.
ადრენოკორტიკალური ჰორმონების დღიური გამოყენება ჩვეულებრივ რჩება ნორმის ფარგლებში საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატით მკურნალობის შემდეგ, ყველაზე მაღალი რეკომენდებული დოზების მიღების დროსაც ბავშვებში და მოზრდილებში. სხვა საინჰალაციო სტეროიდებით მკურნალობის შეცვლის შემდეგ დღიური გამოყოფა თანდათან უმჯობესდება ორალური სტეროიდების წარსულში და ამჟამად პერიოდულად მიღების შემდეგ, რაც მიუთითებს, რომ თირკმელზედა ჯირკვალი უბრუნდება ნორმალური ფუნქციას საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპიონატით მკურნალობის დროს. თირკმელზედა ჯირკვლის რეზერვი ასევე ნორმაში რჩება ქრონიკული მკურნალობის დროს, რაც დგინდება სტიმულაციური ტესტის დროს ფუნქციის ნორმალური გაზრდით. თუმცა, წინა მკურნალობის გამო თირკმელზედა ჯირკვლის რეზერვის ნარჩენი დაზიანება შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დროის განმავლობაში და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
ფარმაკოკინეტიკა
არ არის მტკიცებულებები ცხოველებში ან ადამიანებში, რომ სალმეტეროლის და ფლუტიკაზონის პროპიონატის ერთდროული მიღება ინჰალაციის გზით გავლენას ახდენს თითოეული ამ კომპონენტის ფარმაკოკინეტიკაზე.
ამიტომ, თითოეული ამ კომპონენტის ფარმაკოკინეტიკა განხილულ უნდა იქნას ცალ-ცალკე.
წამალთაშორისი ურთიერთქმედების პლაცებო-კონტროლირებულ, ჯვარედინი კვლევაში, რომელიც ჩატარდა 15 ჯანმრთელ პირში, სერევენტის (50 მკგ ორჯერ დღეში ინჰალაცია) და CYP3A4 ინჰიბიტორის კეტოკონაზოლის (400 მგ ერთხელ დღეში ორალურად) ერთდროულმა მიღებამ 7 დღის განმავლობაში გამოიწვია პლაზმაში სალმეტეროლის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი გაზრდა (1,4-ჯერ Cmax და 15-ჯერ AUC). არ აღინიშნა სალმეტეროლის აკუმულაციის გაზრდა განმეორებითი დოზირებისას. სამი პირი გამოეთიშა სერევენტის და კეტოკონაზოლის ერთდროულ მიღებას QT ინტერვალის გახანგრძლივების ან სინუსურ ტაქიკარდიასთან ერთად გულის თრთოლვის გამო. დარჩენილ 12 პირში სერევენტის და კეტოკონაზოლის ერთდროულმა მიღებამ არ გამოიწვია კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი გულის შეკუმშვათა სიხშირეზე, სისხლში კალიუმის დონეზე ან QTc-ის ხანგრძლივობაზე (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და ურთიერთქმედებები).
სალმეტეროლი:
სალმეტეროლი ადგილობრივად მოქმედებს ფილტვებში, ამიტომ მისი პლაზმური დონე არ არის თერაპიული ეფექტის მაჩვენებელი. გარდა ამისა, მხოლოდ მცირე რაოდენობითაა მონაცემები ხელმისაწვდომი სალმეტეროლის ფარმაკოკინეტიკაზე, რადგან პლაზმაში წამლის ანალიზი ტექნიკურად რთულია თერაპიულ დოზებზე დაბალი პლაზმური კონცენტრაციების გამო (დაახლოებით 200 პიკოგრამი/მლ ან ნაკლები), რომელიც მიიღწევა საინჰალაციო დოზის შემდეგ. სალმეტეროლის ქსინაფოატის რეგულარული დოზირების შემდეგ ჰიდროქსინაფტოის მჟავა შეიძლება აღინიშნოს სისტემურ ცირკულაციაში, რომელიც აღწევს წონასწორულ კონცენტრაციას დაახლოებით 100 ნანოგრამი/მლ-ზე. ეს კონცენტრაციები 1000-ჯერ დაბალია, ვიდრე წონასწორული კონცენტრაციიის დონეები, რომლებიც აღინიშნება ტოქსიკურობის კვლევებში. რაიმე საზიანო ეფექტები არ აღინიშნება ხანგრძლივი რეგულარული დოზირების შემდეგ (12 თვეზე მეტ ხანს) სასუნთქი გზების ობსტრუქციის მქონე პაციენტებში.
in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ სალმეტეროლი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ალფა-ჰიდროქსისალმეტეროლამდე (ალიფატური დაჟანგვა) ციტოქრომა P450 3A4-ით (CYP3A4). განმეორებითი დოზირების კვლევამ სალმეტეროლით და ერითრომიცინით ჯანმრთელ მოხალისეებში არ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ფარმაკოდინამიკურ ეფექტებში ერითრომიცინის 500 მგ სამჯერ დღეში დღიურ დოზებზე. თუმცა სალმეტეროლი-კეტოკონაზოლის ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა მნიშვნელოვანი ზრდა სალმეტეროლის პლაზმურ კონცენტრაციაში (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და ურთიერთქმედებები).
ფლუტიკაზონის პროპიონატი:
თითოეულ საინჰალაციო მოწყობილობაში არსებული ფლუტიკაზონის პროპიონატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეფასდა ინჰალაციური და ინტრავენური ფარმაკოკინეტიკური მონაცემების შედარების კვლევაში. ჯანმრთელ მოზრდილ პირებში შეფასდა ფლუტიკაზონის პროპიონატის აკუჰალერი/დისკუსი (7,8%), ფლუტიკაზონის პროპიონატის დისკჰალერის (9,0%) და ფლუტიკაზონის პროპიონატის ევოჰალერის (10,9%), სალმეტეროლი-ფლუტიკაზონის პროპიონატის ევოჰალერის (5,3%) და სალმეტეროლი-ფლუტიკაზონის პროპიონატის აკუჰალერი/დისკუსი (5,5%), შესაბამისად, აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ცალ-ცალკე. ასთმით ან ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტებში დაფიქსირდა ინჰალაციით მიღებული ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური ექსპოზიციის დაბალი მაჩვენებელი. სისტემური აბსორბცია ხდება ძირითადად ფილტვებით და დასაწყისში უფრო სწრაფია, ვიდრე გახანგრძლივებული. ინჰალაციით მიღებული დოზის ნარჩენი შეიძლება გადაიყლაპოს, მაგრამ შრატში კონცენტრაცია მინიმალურად იმატებს წყალში მისი დაბალი ხსნადობისა და პრესისტემური მეტაბოლიზმის გამო, რაც აისახება პერორალური აბსორბციის 1%-ზე დაბალ მაჩვენებელში. ინჰალაციით მიღებული დოზის გაზრდასთან ერთად აღინიშნება სისტემური ექსპოზიციის წრფივი მატება. ფლუტიკაზონის პროპიონატის დისპოზიცია ხასიათდება მაღალი პლაზმური კლირენსით (1150 მლ/წთ), განაწილების მაღალი მოცულობით წონასწორულ მდგომარეობაში (დაახლოებით 300 ლ) და საბოლოო ნახევარდაშლით, დაახლოებით 8 საათი. პლაზმის ცილებთან კავშირი ზომიერად მაღალია (91%). ფლუტიკაზონის პროპიონატი ძალიან სწრაფად გამოიყოფა სისტემური ცირკულაციიდან, ძირითადად არააქტიური კარბოქსილის მჟავის მეტაბოლიტის წარმოქმნით ციტოქრომა P450 CYP3A4 ფერმენტის საშუალებით. ფლუტიკაზონის პროპიონატის თირკმლისმიერი კლირენსი უმნიშვნელოა (0,2%-ზე ნაკლები) და 5%-ზე ნაკლებია მეტაბოლიტის სახით. ყურადღებაა საჭიროა CYP3A4 ინჰიბიტორების ერთდროული მიღებისას, რადგან არსებობს ფლუტიკაზონის პროპიონატის სისტემური ექსპოზიციის გაზრდის ალბათობა.
პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები
სერეტიდი
აკუჰალერი/დისკუსი
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზი ჩატარდა ასთმური პირების მონაცემების გამოყენებით (ცხრა კლინიკური კვლევა ფპ-სთვის და ხუთი კლინიკური კვლევა სალმეტეროლისათვის) და გამოვლინდა შემდეგი:
ფპ-ს მაღალი ექსპოზიცია ნანახი იქნა სერეტიდის (50/100 მიკროგრამი) მიღების შემდეგ მარტო ფპ-ს (100 მიკროგრამი) მიღებასთან შედარებით მოზარდებსა და მოზრდილებში (თანაფარდობა 1,52 [90% CI 1,08, 2,13]) და ბავშვებში (თანაფარდობა 1,52 [90% CI 1,06, 1,37]).
ფპ-ს მაღალი ექსპოზიცია აღინიშნა ბავშვებში სერეტიდის (50/100 მიკროგრამი) მიღებისას, მოზარდებსა და მოზრდილებთან შედარებით (თანაფარდობა 1,63 [90% CI 1,35, 1,96]).
ამ მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი, თუმცა ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუს-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძზე ეფექტებს შორის განსხვავება არ აღინიშნა ორივე კვლევაში 12 კვირამდე ხანგრძლივობისას სერეტიდისა (50/100 მიკროგრამი) და ფპ-ს (100 მიკროგრამი) შედარებისას როგორც მოზარდებში და მოზრდილებში, ისე ბავშვებში.
ფპ-ს ზემოქმედება მსგავსი იყო სერეტიდის 50/500 მიკროგრამი მაღალ დოზაზე შედარებით მხოლოდ ფპ-ს ექვივალენტურ დოზასთან.
სალმეტეროლის მაღალი ექსპოზიცია აღინიშნა ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ სერეტიდს (50/100 მიკროგრამი), მოზარდებთან და მოზრდილებთან შედარებით (თანაფარდობა 1,23 [90% CI 1,10, 1,38]).
ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი, თუმცა არ აღინიშნა განსხვავება კარდიოვასკულარულ ეფექტებსა ან ტრემორში მოზრდილებს, მოზარდებს და ბავშვებს შორის 12 კვირამდე ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში.
არა-კლინიკური მონაცემები
სალმეტეროლის ქსინაფოატი და ფლუტიკაზონის პროპიონატი გულმოდგინედ იქნა შესწავლილი ცხოველებში ტოქსიკურობის კვლევებში. მნიშვნელოვანი ტოქსიკურობა გამოვლინდა მხოლოდ დოზებზე, რომლებიც აჭარბებდნენ ადამიანისათვის რეკომენდებულ დოზას და იმ დოზებზე, რომლებიც მოსალოდნელია ძლიერმოქმედი ბეტა2-ადრენორეცეპტორების აგონისტებისა და გლუკოკორტიკოსტეროიდებისათვის. არც სალმეტეროლის ქსინაფოატმა და არც ფლუტიკაზონის პროპიონატმა არ გამოავლინა გენეტიკური ტოქსიკურობის რაიმე პოტენციალი.
ხანგრძლივ კვლევებში სალმეტეროლის ქსინაფოატმა გამოიწვია ვირთხების მეზოვარიუმის გლუვი კუნთების და თაგვებში საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე.
მღრღნელები მგრძნობიარეები არიან ფარმაკოლოგიურად გამოწვეული სიმსივნეების წარმოქმნის მიმართ. სალმეტეროლი არ არის მიჩნეული, რომ წარმოადგენს ადამიანებისათვის მნიშვნელოვან ონკოგენურ საფრთხეს.
სალმეტეროლის და ფლუტიკაზონის პროპიონატის ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია კარდიოვასკულარული ურთიერთქმედება მაღალ დოზებზე. ვირთხებში, სუსტი ატრიალური მიოკარდიტი და ფოკალური კორონარული არტერიიტი გარდამავალი ხასიათის იყო, რომელიც მოიხსნა რეგულარული დოზირების შემდეგ. ძაღლებში გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა უფრო მაღალი იყო სალმეტეროლთან ერთად სხვა პრეპარატის მიღებისას, ვიდრე სალმეტეროლით მონოთერაპიისას. კლინიკურად მნიშვნელოვანი მძიმე გვერდითი ეფექტები არ აღნიშნულა ადამიანებში.
ერთდროული მიღებას არ შეუცვლია სხვა კლასებთან დაკავშირებულ ტოქსიკურობა ცხოველებში.
ფარმაცევტული ინფორმაცია
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ლაქტოზა (რომელიც შეიცავს რძის ცილას).
შენახვის ვადა
შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
შენახვის პირობები
შენახვის პირობები მოცემულია შეფუთვაზე..
ინახება მშრალ ადგილას.
თუ აკუჰალერი/დისკუსი მოწოდებულია დალუქული ფოლგის შეფუთვით, ის უნდა იქნას გადაგდებული აკუჰალერი/დისკუსის პირველად გამოყენების შემდეგ..
კონტეინერის ფორმა და შემცველობა
ადგილობრივი რეგისტრაციის მიხედვით.
შეუთავსებლობა
არ არის აღწერილი
გამოყენება და მოხმარება
აკუჰალერი/დისკუსი შეიძლება მოწოდებული იყოს დალუქული ფოლგის შეფუთვით, რომელიც იცავს მას ნესტისაგან. ასეთ შემთხვევაში ფოლგის შეფუთვა უნდა გაიხსნას მხოლოდ მაშინ, როცა პაციენტი მზად არის აკუჰალერი/დისკუსის პირველად გამოსაყენებლად. ფოლგის შეფუთვის მოცილების/გახსნის შემდეგ, ის უნდა იქნას გადაგდებული.
აკუჰალერი/დისკუსი ათავისუფლებს ფხვნილს, რომლის ინჰალაცია ხდება ფილტვებში.
მოწყობილობის გახსნა და მომზადება უნდა მოხდეს სარქვლის გადაწევით. მუნდშტუკი თავსდება პირში, ტუჩების მოჭერით. შემდეგ შესაძლებელია დოზის შესუნთქვა და მოწყობილობა უნდა ჩაიკეტოს.
დოზის ინდიკატორი აკუჰალერ/დისკუსზე მიუთითებს დარჩენილი დოზების რაოდენობაზე.
სერეტიდი აკუჰალერი/დისკუსის გამოყენების ინსტრუქციები
ჩაკეტვა
კოლოფიდან აკუჰალერი/დისკუსის ამოღებისას და ფოლგის შეფუთვის მოცილებისას, მისი არსებობის შემთხვევაში, აკუჰალერი/დისკუსი არის ჩაკეტილ მდგმარეობაში.
გარეთა კორპუსი
ცერა თითის დასადები (ინჰალატორის გასახსნელად და ჩასაკეტად)
ინჰალატორი იღება ამ მიმართულებით
გაღება
ახალი აკუჰალერი/დისკუსი შეიცავს მედიკამენტის ინდივიდუალურად დაცულ 28 ან 60 დოზას ფხვნილის სახით, დოზის ინდიკატორი აჩვენებს დარჩენილი დოზების რაოდენობას.
გარეთა კორპუსი დოზის მრიცხველი
სავსე ცარიელი
მუნდშტუკი ცერის დასადები
სარქველი
თითოეული დოზა ზუსტად იზომება და დაცულია ჰიგიენური თვალსაზრისით. ის არ საჭიროებს შეკეთებას და არ საჭიროებს შევსებას.
აკუჰალერი/დისკუსის თავზე არსებული დოზის ინდიკატორი აჩვენებს დარჩენილი დოზების რაოდენობას. რიცხვები 5-დან 0-მდე ჩნდება წითლად, რაც არის გაფრთხილება, რომ ცოტა დოზაა დარჩენილი.
აკუჰალერი/დისკუსის გამოყენება ადვილია. როცა საჭიროა დოზის მიღება, დაცული უნდა იყოს შემდეგი ხუთი მარტივი ქვემოთ ილუსტრირებული საფეხური:
გახსნა
სარქვლის გადაწევა
შესუნთქვა
ჩაკეტვა
გამოვლება
როგორ მუშაობს აკუჰალერი/დისკუსი
აკუჰალერი/დისკუსის სარქველის გადაწევისას იღება პატარა ხვრელი მუნდშტუკში და ხდება დოზის გამოთავისუფლება, რომელიც გამზადებულია შესასუნთქად. აკუჰალერი/დისკუსის ჩაკეტვისას სარქველი ავტომატურად ბრუნდება საწყის პოზიციაში და მზადაა შემდეგი დოზისათვის საჭიროების შემთხვევაში. გარეთა კოლოფი იცავს აკუჰალერ/დისკუსს, როცა არ ხდება მისი გამოყენება.
გახსნა - აკუჰალერი/დისკუსის გამოყენება
აკუჰალერი/დისკუსის გასახსნელად გარეთა კორპუსზე დაჭერილ უნდა იქნას ერთი ხელით და მეორე ხელის ცერი დადებულ უნდა იქნას ცერა თითის დასადებზე. ცერა თითის გაწევა უნდა მოხდეს რამდენადაც შესაძლებელია.
სარქვლის გადაწევა
აკუჰალერი/დისკუსის მუნდშტუკი მიმართულ უნდა იქნას პაციენტისაკენ. სარქველი უნდა გადაიწიოს რამდენადაც შესაძლებელია, სანამ არ გაისმება ტკაცუნის ხმა. აკუჰალერი/დისკუსი ახლა მზად არის გამოსაყენებლად. ყოველთვის როცა სარქველი ბრუნდება უკან, შესაძლებელი ხდება დოზის შესუნთქვა. ეს ჩანს დოზის მრიცხველით. არ შეიძლება სარქველთან თამაში, რადგან ამ დროს ხდება დოზების გამოყოფამ რაც იქნება დახარჯული.
შესუნთქვა
დოზის ინჰალაციის დაწყებამდე, ეს პარაგრაფი წაკითხულ უნდა იქნას ყურადღებით.
აკუჰალერი/დისკუსი დაჭერილ უნდა იქნას პირიდან მოშორებით, ამოსუნთქვა უნდა იყოს რაც შეიძლება მოხერხებული. არასოდეს არ უნდა მოხდეს შესუნთქვა აკუჰალერ/დისკუსში.
მუნდშტუკი უნდა მოექცეს ტუჩებს შორის. სუნთქვა უნდა იყოს სტაბილური და ღრმა, სუნთქვა უნდა განხორციელდეს აკუჰალერი/დისკუსის საშუალებით და არა ცხვირით.
აკუჰალერი/დისკუსი გამოღებულ უნდა იქნას პირიდან.
სუნთქვა უნდა გაჩერდეს დაახლოებით 10 წამის განმავლობაში, ან რამდენადაც მოხერხებულია.
ამოსუნთქვა უნდა მოხდეს ნელა.
შეიძლება პაციენტმა ვერ შეიგრძნოს ფხვნილის გემო ენაზე მაშინაც კი, როცა აკუჰალერი/დისკუსის გამოყენება სწორად ხდება.
ჩაკეტვა
აკუჰალერი/დისკუსის ჩასაკეტად ცერა თითი უნდა მოთავსდეს თითის დასადებზე და უნდა გამოიწიოს პაციენტისკენ რამდენადაც შესაძლებელია.
აკუჰალერი/დისკუსის ჩაკეტვისას გაისმება ტკაცუნით დაკეტვის ხმა. სარქველი ავტომატურად ბრუნდება საწყის პოზიციაში. აკუჰალერი/დისკუსი მზადაა ხელახალი გამოყენებისათვის.
გამოვლება
უნდა მოხდეს პირის გამოვლება წყლით და მისი გადმოფურთხება.
თუ პაციენტს ესაჭიროება ორი ინჰალაცია, უნდა დაიკეტოს აკუჰალერი/დისკუსი და განმეორდეს 1-4 საფეხურები.
პაციენტს უნდა ახსოვდეს
აკუჰალერი/დისკუსი უნდა ინახებოდეს მშრალად.
ის უნდა იყოს ჩაკეტილი, როცა არ ხდება მისი გამოყენება.
არ უნდა მოხდეს შესუთქვა აკუჰალერ/დისკუსში.
სარქველი უნდა გადაიწიოს მხოლოდ მაშინ, თუ პაციენტი მზადაა დოზის მისაღებად.
არ უნდა მოხდეს დადგენილი დოზის გადაჭარბება.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ყველა შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში.
წარმოებულია
Glaxo Wellcome Production*
Zone Industrielle N°2, 23 Rue Lavoisier
27000 Evreux, France
გლაქსო ველქამ პროდუსიონ*
ზონე ინდუსტრიელე #2, 23 რუ ლაუვაზიე
27000 ევრო, საფრანგეთი
- გსკ ჯგუფის კომპანიების წევრი
სასაქონლო ნიშნები ეკუთვნის ან ლიცენზირებულია გსკ ჯგუფის კომპანიების მიერ.
© 2020 გსკ ჯგუფის კომპანიები ან მათი ლიცენზიატები
ვერსიის ნომერი: GDS37/IPI22
გამოცემის თარიღი: 15 დეკემბერი, 2020
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
,
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.