პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

საქსენდა

SAXENDA

რეცეპტით6მგ/მლინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

საქსენდაR არის წონის დაკლებისთვის გამოყენებული პრეპარატი, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით ლირაგლუტიდს შეიცავს. საქსენდაR -ორგანიზმში ბუნებრივად არსებულ და კვების შემდეგ ნაწლავებიდან გამომუშავებულ გლუკაგონის მსგავს პეპტიდ-1 (GLP-1)სახელით ცნობილ ჰორმონს წააგავს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლირაგლუტიდი (liraglutide)
ფორმა და შეფუთვა
6მგ/მლ საინექციო ხსნარი, წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი №3
მწარმოებელი
_
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ -1-ის (GLP -1) ანალოგები
ATC კოდი
A10BJ02
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0268
რეგისტრირებულია
3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებასაქსენდა და სხვა წამალი ერთად

საქსენდა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

საქსენდაR არის წონის დაკლებისთვის გამოყენებული პრეპარატი, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით ლირაგლუტიდს შეიცავს. საქსენდაR -ორგანიზმში ბუნებრივად არსებულ და კვების შემდეგ ნაწლავებიდან გამომუშავებულ გლუკაგონის მსგავს პეპტიდ-1 (GLP-1)სახელით ცნობილ ჰორმონს წააგავს. საქსენდაR, თავის ტვინში არსებულ მადის კონტროლის ცენტრზე მოქმედებით გაფიქრებინებთ, რომ მაძღარი ხართ და შიმშლის უფრო ნაკლები გრძნობა გაქვთ, აღნიშნული კი გეხმარებათ, რომ უფრო ნაკლები ჭამოთ და წონაში დაიკლოთ.

სხეულის მასის ინდექსი-სმი, ეს არის სხეულის სიმაღლის მიხედვით მასის მაჩვენებელი. საქსენდაR გამოიყენება ქვემოთ მოცემული სხეულის მასის ინდექსის მქონე და 18 წლის და მეტი ასაკის ზრდასრულებში წონის დაკლების მიზნით დიეტასა და ვარჯიშთან ერთად:

თუ, სხეულის მასის ინდექსი-სმი 30კგ/მ2 და ან მეტია (სიმსუქნე) და ან

თუ,სხეულის მასის ინდექსი-სმი 27 კგ/მ2 და 30კგ/მ2 -მდეა (ჭარბი წონის) და ან წონასთან დაკაშირებული ჯანმრთელობის პრობლემების მქონე (დიაბეტი-შაქრიანი დიაბეტი), მაღალი არტერიული წნევის, სისხლში ცხიმების ანორმალური მაჩვენებელების და ან ძილის დროს განვითარებული ,,ობსტრუქციული ძილის აპნეს’’ სახელით ცნობილი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის პრობლემების მქონე) ავადმყოფებში.

თუ, საქსენდასR 12 კვირის განმავლობაში ღებულობთ დღიური დოზით 3 მგ/დღეში და 12 კვირის ბოლოს ფიქსირდება საწყისი წონის 5% დაკლება, პრეპარატის გამოყენება უნდა გააგრძელოთ. (იხილეთ ნაწილი-3). პრეპარატის გაგრძელებამდე ექიმის კონსულტაცია მიიღეთ.

დიეტა და ვარჯიში

თქვენი ექიმი, დიეტის და ვარჯიშის გეგმას მოგაწვდით. საქსენდასR გამოყენების დროს აღნიშნულ გეგმას მიჰყევით.

საქსენდაR, გამჭვირვალე, უფერო და ან თითქმის უფერო ფერის ხსნარია. გამოყენებისთვის წარმოდგენილია 3 მლ-იანი გამოყენებისთვის მზა კალამში. კოლოფში 1, 3 და ან 5 ცალი გამოყენებისთვის მზა კალამია მოთავსებული, რომელიც მათთვის განკუთვნილი შესაბამისი ზომის შეფუთვის ფორმებშია მოთავსებული. შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება ბაზარზე არ იყოს.

  • საქსენდასR გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

საქსენდაR არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ;

ლირაგლუტიდის და ან წამლის შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ (იხილეთ ნაწილი 6- მოცემული ჩამონათვალი) ალერგიული რეაქცია გაქვთ,

თქვენ და ან თქვენი ოჯახის წევრს ფარისებრი ჯირკვლის რომელიმე პათოლოგია, ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომა და ან ენდოკრინული სისტემის რომელიმე ტიპის დაავადება, მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიური სინდრომი ტიპი-2 გაქვთ.

საქსენდასR ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

საქსენდასR გამოყენებამდე თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს გაესაუბრეთ.

თუ, გულის მძიმე უკმარისობა გაქვთ, საქსენდასR გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

75 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილება მწირია. თუ, 75 წლის და ან მეტი ასაკი გაქვთ, ამ წამლის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ავადმყოფები, რომელბიც სხეულის წონის მართვისთვის სხვა მეთოდებსა და სხვა სამედიცინო პრეპარატებით მკურნალობდნენ და ან ენდოკრინული და ან კვების დარღვევების და ან სხვა პრობლემების მკურნალობის შედეგად მეორადი სიმსუქნე განუვითარდათ, მათთან ლირაგლუტიდით სხეულის წონის მართვის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადასტურებული.

ავადმყოფები, რომელთაც თირკმლების პრობლემები აქვთ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით გამოცდილება მწირია. თუ, თირკმლების დაავადება გაქვთ და ან დიალიზზე გადიხართ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. საქსენდაR, არ არის რეკომენდირებული თირკმლების უკმარისობის ბოლო სტადიის, ასევე თირკმლების მძიმე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი- <30 მლ/წთ) დროს.

ღვიძლის უკმარისობი მქონე ავადმყოფებში ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით გამოცდილება მწირია. თუ, ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს საქსენდასR გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ღვიძლის უკმარისობის მსუბუქი და საშუალო ფორმის დროს, საქსენდასR გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.

თუ, კუჭის შიგთავსის გახანგრძლივებული დაცლის (გასტროპარეზი) გამომწვევი კუჭისა და ან ნაწლავების მძიმე დაავადება და ან ნაწლავთა ჩირქოვანი ანთება გაქვთ, ეს პრეპარატი არ არის რეკომენდირებული.

დიაბეტიკები (ავადმყოფები შაქრიანი დიაბეტით)

თუ, დიაბეტი გაქვთ, საქსენდაR ინსულინის ნაცვლად არ გამოიყენოთ.

ინსულინის და/და ან სულფონილშარდოვანას წარმოებულების დიაბეტის სამკურნალოს წამალთან კომბინაციის შემთხვევაში, ლირაგლუტიდის მომხმარებელ, ტიპი- 2 დიაბეტის მქონე ავადმყოფებში ჰიპოგლიკემიის უფრო მაღალი (სისხლში შაქრის დაბალი დონე) რისკი შეიძლება არსებობდეს. სისხლში შაქრის დაბალი დონის რისკის შემცირებისთვის ინსულინის და /და ან სულფონილშარდოვანას დოზა უნდა შემცირდეს.

პანკრეასის ჩირქოვანი ანთება (პანკრეატიტი)

თუ, პანკრეასის დაავადება გაქვთ და ან წარსულში გქონდათ, ექიმს გაესაუბრეთ.

ნაღვლის ბუშტის ჩირქოვანი ანთება და ნაღვლის ბუშტის კენჭები

თუ, წონის მნიშვნელოვანი დაკლება გაქვთ, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების რისკი და შესაბამისად ნაღვლის ბუშტის ჩირქოვანი ანთების რისკი მაღალია. ზოგადად, დამახასიათებელია მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ნეკნის ქვეშ ინტენსიური ტკიივლი, ტკივილი გადადის მუცლის ღრუს ზედა ნაწილში, ამ დროს საქსენდასR მიღება შეაჩერეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს დაუკავშირდით. აღნიშნული ტკივილი შეიძლება შეიგრძნოთ ზურგში და ან მხარში (იხილეთ ნაწილი-4).

ფარისებრი ჯირკვლის დაავადება

თუ, ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაავადება (ჩიყვი) და ფარისებრი ჯირკვლის ზომების გადიდების გამომწვევი დაავადება გაქვთ, ექიმს მიმართეთ.

გულის ცემის სიხშირე

თუ, საქსენდათიR მკურნალობის დროს მოსვენებულ მდგომარეობაში გულის ფრიალი გექნებათ (გულის ცემის შეგრძნება) და ან იგრძნობთ, რომ გული უფრო სწრაფად გიცემთ, ექიმს გაესაუბრეთ.

სითხის დაკარგვა და დეჰიდრატაცია (სხეულის გაუწყლოვანება)

საქსენდათიR მკურნალობის დაწყებისას, შეიძლება სხეულში სითხის დაკარგგვა გამოვლინდეს, აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება და დიარეა. ამ დროს მნიშვნელოვანია სითხის დიდი რაოდენობით მიღება და დეჰიდრატაციის (სითხის დაკარგვის) თავიდან აცილება. თუ, რაიმე სახის კითხვა გაქვთ და ან რაიმე გეეჭვებათ, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს გაესაუბრეთ (იხილეთ ნაწილი-4).

პრეპარატზე დაკვირვება

ბიოტექნოლოგიური პროდუქტების დაკვირვების უზრუნველყოფისთვის, საჭიროა პროდუქტის სავაჭრო დასახელების და სერიის ნომრის ავადმყოფის ისტორიაში ჩაწერა.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები თქვენთან გამოვლინდა, თუნდაც წარსულის ნებისმიერ პერიოდში, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

საქსენდასR გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

საქსენდასR გამოყენება დღის ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ასევე მისი გამოყენება შესაძლებელია საკვებთან და ან სასმელთან ერთად და ან მის გარეშეც.

მიღების წესი და დოზირება

აღნიშნული წამალი ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს მიმართეთ.

ექიმი, დიეტის და ვარჯიშის გეგმას მოგაწვდით, რომელიც უნდა შეასრულოთ. საქსენდასR გამოყენების დროს დიეტის და ვარჯიშის გეგმას თავი არ აარიდოთ.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

მკურნალობა, დაბალი დოზით იწყება და ეს დოზა მკურნალობის პერველი ხუთი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება.

საქსენდასR პირველი გამოყენებისას, სულ ცოტა 1 კვირის განმავლობაში საწყისი დოზაა: 0.6 მგ დღეში ერთხელ.

ექიმი, ნელ-ნელა, ყოველ კვირაში დოზას 0.6 მგ-ით გაზრდის მანამ, სანამ დღიური დოზა 3 მგ მიაღწევს.

ექიმი, საქსენდასR ყოველ კვირეული დოზის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. გთხოვთ, ქვემოთ მოცემული ცხრილის მონაცემები გაითვალისწინოთ.

კვირა

საინექციო დოზა

1-ელი კვირა

  • 6 მგ 1-ჯერ დღეში

მე-2 კვირა

  • 2 მგ 1-ჯერ დღეში

მე-3 კვირა

  • 8 მგ 1-ჯერ დღეში

მე-4 კვირა

  • 4 მგ 1-ჯერ დღეში

მე-5 კვირა და შემდეგ

  • 0 მგ 1-ჯერ დღეში

მკურნალობის მე-5 კვირისთვის რეკომენდირებულ დოზამდე- 3.0 მგ-მდე მიღწევის შემდეგ, მკურნალობის განმავლობაში ამ დოზის მიღება გააგრძელეთ. დოზა კიდევ უფრო მეტად არ გაზარდოთ.

ექიმი, მკურნალობის მსვლელობას რეგულარულად შეაფასებს.

მიცემის გზა და მეთოდი:

კალამის პირველად გამოყენებამდე, თქვენი ექიმი და ან ექთანი შეგასწავლით კალამის გამოყენების ტექნიკას.

საქსენდასR გამოყენება დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, საკვებთან და სასმელთან ერთად და ან მის გარეშეც.

საქსენდაR ყოველ დღეს, დაახლოებით დღის ერთსადაიმავე დროს (საათზე) გამოიყენეთ, შეარჩიეთ, დღის განმავლობაში თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო.

საქსენდასR ინექცია სად უნდა გაკეთდეს?

საქსენდაR, კანქვეშა (სუბკუტანეული ინექცია) ინექციის სახით კეთდება.

ინექციისთვის საუკეთესო მიდამოებია სხეულის შუა ნაწილი (მუცელი), ბარძაყის წინა ზედაპირი და ან მკლავის ზედა ნაწილი.

პრეპარატი ვენაში და ან კუნთში არ კეთდება.

გამოყენებისთვის დეტალური მითითებები ამ გვერდის უკანა ზედაპირზეა მოცემული.

დიაბეტით დაავადებული ადამიანები

თუ, დიაბეტი გაქვთ, ექიმს აცნობეთ. სისხლში შაქრის დონის დაცემის თავიდან აცილების მიზნით, ექიმმა, შეიძლება დიაბეტის სამკურნალო წამლების დოზის რეგულირება გააკეთოს.

საქსენდაR, სხვა წამლების ინექციურ ფორმებთან (მაგ. ინსულინთან) არ შეურიოთ.

საქსენდაR, GLP-1 რეცეპტორების აგონისტების (მაგ. ექსენატიდი და ან ლიქსისენატიდის მსგავსი) შემცველ სხვა წამლებთან კომბინირებულად არ გამოიყენოთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

საქსენდაR, 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენებული არ უნდა იქნას, რადგანაც ამ წამლის ეფექტურობა და უსაფრთხოება ამ ასკობრივ ჯგუფში არ არის გამოკვლეული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

≥75 ასაკის მქონე ავადმყოფებში ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილება მწირია. თუ, 75 წლის და მეტი ასაკის ხართ, ამ პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებული არა რის.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ლირაგლუტიდის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში.

ის უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომის პირადი ან ოჯახური ისტორია ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზმის სინდრომი, ტიპი 2.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა:

ავადმყოფები, რომელთაც თირკმლის პრობლემები აქვთ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილება მწირია. თუ, თირკმლების დაავადება გაქვთ და ან დიალიზზე გადიხართ, ექიმის კონსულტაცია მიიღეთ. საქსენდაR, თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიის, მძიმე თირკმლების უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი- <30მლ/წთ) არ არის რეკომენდირებული.

ღვიძლის უკმარისობა

ავადმყოფები, რომელთაც ღვიძლის პრობლემები აქვთ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილება მწირია. თუ, ღვიძლის დაავადება გაქვთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. საქსენდაR, ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში არ არის რეკომენირებული. ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, ფიქრობთ, რომ საქსენდასR ეფექტი ძალიან ძლიერი და ან სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

თუ, საქსენდასR საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, საქსენდასR საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, საქსენდასR საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე ექიმს დაეკონტაქტეთ და ან საავადმყოფოს მიმართეთ, წამლის კოლოფი თან იქონიეთ, შეიძლება სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები:

გულისრევა

ღებინება

სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). სისხლში შაქრის დაბალი დონის მაჩვენებელი ნიშნებისთვის იხილეთ ნაწილი-,,გავრცელებული გვერდითი ეფექტები’’.

თუ, საქსენდასR მიღება დაგავიწყდათ

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

თუ, ერთი დოზის გაკეთება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, პრეპარატის ნორმალური მიღების დროიდან პირველი 12 საათის განმავლობაში ინექცია გაიკეთეთ.

მაგრამ, თუ საქსენდასR დოზის დავიწყებიდან 12 საათზე მეტი დრო გავიდა, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ და შემდეგი დოზა მომდევნო დღეს ჩვეულ დროზე (საათზე) მიიღეთ.

გამოტოვებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ და ან მომდევნო დღეს დოზა არ მოამატოთ.

მოვლენები, რომელიც საქსენდათიR მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმთან გასაუბრების გარეშე საქსენდასR მიღება არ შეწყვიტოთ.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, საქსენდაშიR არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ინ ვიტრო ლირაგლუტიდს აქვს ძალიან დაბალი პოტენციალი ჩართული ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებებში, რომლებიც დაკავშირებულია ციტოქრომ P450-თან და პლაზმის ცილებთან შეკავშირებასთან.

ლირაგლუტიდით კუჭის დაცლის უმნიშვნელო შეფერხებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თანმხლები პერორალურად მიღებული სამკურნალო საშუალებების აბსორბციაზე. ურთიერთქმედების კვლევებმა არ აჩვენა შეწოვის კლინიკურად მნიშვნელოვანი შეფერხება და ამიტომ არ არის საჭირო დოზის კორექცია.

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა 1.8 მგ ლირაგლუტიდთან. ეფექტი კუჭის დაცლის სიჩქარეზე თანაბარი იყო ლირაგლუტიდს შორის 1.8 მგ და 3.0 მგ (პარაცეტამოლი AUC0-300 წთ). პაციენტთა მცირე რაოდენობამ, რომლებიც მკურნალობდნენ ლირაგლუტიდით, აღნიშნა მძიმე დიარეის მინიმუმ ერთი ეპიზოდი. დიარეამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თანმხლები პერორალური მედიკამენტების აბსორბციაზე.

ვარფარინი და სხვა კუმარინის წარმოებულები

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება აქტიურ ნივთიერებებთან ცუდი ხსნადობის ან ვიწრო თერაპიული ინდექსით, როგორიცაა ვარფარინი, არ არის გამორიცხული. უფრო ხშირი INR (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) მონიტორინგი რეკომენდებულია ლირაგლუტიდით თერაპიის დაწყებისას პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ვარფარინს ან სხვა კუმარინის წარმოებულებს.

პარაცეტამოლი (აცეტამინოფენი)

1000 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ, ლირაგლუტიდი არ ცვლის პარაცეტამოლის მთლიან ექსპოზიციას. პარაცეტამოლის Cmax შემცირდა 31%-ით და მედიანური tmax გადაიდო 15 წუთამდე. პარაცეტამოლის ერთდროული მიღებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ატორვასტატინი

ატორვასტატინის ერთჯერადი 40 მგ დოზის მიღების შემდეგ, ლირაგლუტიდი არ ცვლის ატორვასტატინის მთლიან ექსპოზიციას. ამიტომ, ატორვასტატინის დოზის კორექცია არ არის საჭირო ლირაგლუტიდთან ერთად მიღებისას. ლირაგლუტიდთან ერთად, ატორვასტატინის Cmax შემცირდა 38%-ით და მედიანური tmax დაყოვნებული იყო 1-დან 3 საათამდე.

გრიზოფულვინი

ლირაგლუტიდი არ ცვლის გრიზეოფულვინის მთლიან ექსპოზიციას გრიზეოფულვინის ერთჯერადი 500 მგ დოზის შემდეგ. გრიზოფულვინის Cmax გაიზარდა 37%-ით, ხოლო მედიანური tmax უცვლელი დარჩა. დოზის კორექცია არ არის საჭირო გრიზეოფულვინისა და დაბალი ხსნადობის და მაღალი გამტარიანობის მქონე სხვა ნაერთებისთვის.

დიგოქსინი

1 მგ დიგოქსინის ერთჯერადი დოზის ლირაგლუტიდთან ერთად მიღებამ აჩვენა დიგოქსინის AUC-ის 16%-იანი შემცირება; Cmax შემცირდა 31%-ით. დიგოქსინის საშუალო tmax გადაიდო 1-დან 1,5 საათამდე. ამ შედეგების მიხედვით, დიგოქსინის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ლიზინოპრილი

ლიზინოპრილის 20 მგ ერთჯერადი დოზის ერთდროულმა გამოყენებამ ლირაგლუტიდთან ერთად აჩვენა ლიზინოპრილის AUC-ის 15%-იანი შემცირება. Cmax შემცირდა 27%-ით. ლიზინოპრილის საშუალო tmax დაყოვნებული იყო 6-8 საათით ლირაგლუტიდით. ამ შედეგებიდან გამომდინარე, ლიზინოპრილის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

პერორალური კონტრაცეპტივები

ლირაგლუტიდმა შეამცირა ეთინილესტრადიოლისა და ლევონორგესტრელის Cmax 12%-ით და 13%-ით, შესაბამისად, ორალური კონტრაცეპტული პროდუქტის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. tmax გადაიდო 1,5 საათით ორივე ნაერთისათვის ლირაგლუტიდით. არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ეთინილ ესტრადიოლის ან ლევონორგესტრელის მთლიან ექსპოზიციაზე. ამიტომ, ლირაგლუტიდთან ერთად მიღებისას კონტრაცეპტული ეფექტის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

სპეციალურ პოპულაციებში ურთიერთქმედების კვლევები არ არის ხელმისაწვდომი.

პედიატრიული პოპულაცია

პედიატრიულ პაციენტებში ურთიერთქმედების კვლევები არ არის ხელმისაწვდომი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ, ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ და ან ორსულობას გეგემავთ, საქსენდაR არ გამოიყენოთ. ამის მიზეზია ის, რომ საქსენდასR მუცლად მყოფ ბავშვზე ზემოქმედების საკითხი უცნობია.

საქსენდასR გამოყენების დროს საჭიროა შესაბამისი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ, საქსენდასR იყენებთ, ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ. რადგანაც საქსენდასR დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

საქსენდასR ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის. საქსენდასR მომხმარებელ ზოგიერთ ავადმყოფთან, განსკუთრებით, მკრუნალობის პირველ 3 თვეში შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა(იხილეთ ნაწილი-,,შესაძლო გვერდითი ეფექტები’’).თუ, თავბრუსხვევას გრძნობთ, ავტომობილის და მექანიზმების მართვისას უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. უფრო მეტი ინფორმაციის საჭიროებისას, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს გაესაუბრეთ.

საქსენდასR შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფრომაცია

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული ,,დოზა’’ 1მმოლ (23 მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს შეიცავს, ანუ რეალობაში ,, ნატრიუმს არ შეიცავს’’.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, სხვა წამლებს ღებულობთ, ახლო პერიოდში მიიღეთ და ან მომავალში მიღების ალბათობა გაქვთ, აღნიშნული თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს აცნობეთ.

განსაკუთრებით, ქვემოთ მოცემული მდგოამრეობების დროს, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს აცნობეთ:

თუ, სულფონილშარდოვანას სახელით ცნობილ დიაბეტის სამკურნალო წამლებს ღებულობთ (მაგ. გლიმეპირიდი და ან გლიბენკლამიდის მსგავსი) და ან ინსულინს ღებულობთ- ამ წამლების საქსენდასR ერთად გამოყენებისას სისხლში შაქრის დონე შეიძლება დაეცეს (ჰიპოგლიკემია). სისხლში შაქრის დონის დაცემის თავიდან აცილების მიზნით, ექიმმა შეიძლება დიაბეტის სამკრუნალო წამლის დოზის რეგულაცია გააკეთოს. სისხლში შაქრის დაბალის დონის მაჩვენებელი გამაფრთხილებელი ნიშნებისთვის იხილეთ ნაწილი 4. თუ, ინსულინის დოზის რეგულირებას გააკეთებთ, ექიმი სისხლში შაქრის დონის უფრო ხშირ კონტროლს მოგთხოვთ.

თუ, ვარფარინს და ან ორალური გზით მისაღებ სისხლის შედედების საწინააღმდეგო სხვა წამლებს ღებულობთ, სისხლის შედედების მაჩვენებლის განსაზღვრისთვის საჭიროა უფრო ხშირი სისხლის ანალიზის გაკეთება.

ტკივილგამაყუჩებლის,ტემპერატურის დამწევი პარცეტამოლის, მაღალი ქოლესტერინის სამკურნალო ატორვასტატინის, სოკოს სამკურნალოდ გამოყენებული გრიზეოფულვინის, გულის დაავადებების სამკუნალოდ გამოყენებული დიგოქსინის, მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ლიზინოპრილის და ორალური კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო წამლები) საქსენდასთანR ერთდროულად მიღებისას, დოზის რეგულაცია საჭირო არ არის.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, საქსენდასR გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

საქსენდასR მომხმარებელ ავადმყოფებში, ნაკლებად გავრცელებული სიხშირით დაფიქსირებულია პანკრეასის ჩირქოვანი ანთება(პანკრეატიტი).პანკრეატიტი, სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.

მუცლის (კუჭის არეში) ტკივილი, რომელიც გადადის ზურგში, გულისრევა, ღებინება. აღნიშნული ნიშნები შეიძლება პანკრეასის ჩირქოვანი ანთების (პანკრეატიტის) მაჩვენებელი ნიშნები იყოს.

საქსენდასR მომხმარებელ ავადმყოფებში, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციები. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელების, სახესა და ხახაში შეშუპების,პულსის გახშირების მსგავსი ნიშნების გამოვლენისას, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ საქსენდასR მიმართ ალერგიული რეაქცია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

გვერდით ეფექტები სიხშირის მიხედვით ქვემოთაა მოცემული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

სხვა გვერდითი ეფექტები

ძალიან გავრცელებული:

გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა,თავის ტკივილი; აღნიშნული ნიშნები ძირითდად რამდენიმე დღეში და ან კვირაში ალაგდება.

გავრცელებული:

კუჭსა და ნაწლავებზე მოქმედი პრობლემები, მაგ. საჭმლის მონელების პრობლემები (დისპეფსია), კუჭის გარსების ანთება (გასტრიტი), კუჭის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი, გულძმარვა, მუცლის შებერილობის შეგრძნება, აირების დაგროვება, ბოყინი და პირის სიმშრალე.

სისუსტე და დაღლილობის შეგრძნება

გემოს შეგრძნების ცვლილება

გაბრუება

ჩაძინების გაძნელება (უძილობა). ასეთი მდგომარეობა ძირითადად, მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს.

ნაღვლის ბუშტის კენჭები

ინფექციის ადგილის რეაქციები(მაგ. დალურჯებები, ტკივილი, გაღიზიანება, ქავილი და გამონაყარის მსგავსი)

სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). სისხლში შაქრის დაბალი დონის მაჩვენებელი ნიშნები შეიძლება უეცრად გამოვლინდეს, ესენია: ცივი ოფლი, ცივი და ფერმკრთალი კანი, თავის ტკივილი, გულის ცემის გახშირება, გულისრევა, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, მხედველობის ცვლილებები, ძილიანობა, სისუსტის შეგრძნება, გაღიზიანება, მღელვარება, გონების არევა, კონცენტრაციის გაძნელება და კანკალი (ტრემორი). თქვენი ექიმი, სისხლში შაქრის დაბალი დონის დროს აგიხსნით როგორ უნდა იმკურნალოთ და ასევე ამ გამაფრთხილებელი ნიშნების გამოვლენისას, აგიხსნით, როგორ უნდა მოიქცეთ.

პანკრეასის ფერმენტების მომატება; მაგ. ლიპაზას და ამილაზას მსგავსი.

ნაკლებად გავრცელებული:

სითხის დაკარგვა(დეჰიდრატაცია), აღნიშნული მდგომარეობა უფრო ხშირად მკურნალობის დასაწყისში ვლიდნება და დაკავშირებულია: გულსირევასთან, ღებინებასთან და დიარეასთან.

კუჭის დაცლის გახანგრძლივება

ნაღვლის ბუშტის ჩირქოვანი ანთება

ალერგიული რეაქციები, კანის გამონაყარის ჩათვლით

ზოგადად, ცუდად ყოფნის შეგრძნება

პულსის გახშირება

პანკრეასის ჩირქოვანი ანთება (პანკრეატიტი) (პანკრეატიტის გამაფრთხილებელი ნიშნებისთვის იხილეთ ნაწილი- ინფორმაცია, რომელიც საქსენდასR გამოყენებამდე უნდა იცოდეთ და სერიოზული გვერდითი ეფექტები).

იშვიათი:

თირკმლის ფუნქციების დაქვეითება

თირკმლების მწვავე უკამრისობა. აღნიშნული დაავადების მაჩვენებელი ნიშნებია: შარდის მოცულობის შემცირება, პირში მეტალის გემოს შეგრძნება და ადვილად დალურჯება.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის და ან არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • საქსენდასR შენახვა

საქსენდაR ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

მუყაოს და ან კალამის ეტიკეტზე აღნიშნული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ საქსენდაR არ გამოიყენოთ. გამოყენების ბოლო ვადა იმ თვის ბოლო დღეა.

პირველი გამოყენების წინ:

შეინახეთ მაცივარში. (20 C -80 C). არ გაყინოთ. საყინულესგან დაშორებულ განყოფილებაში შეინახეთ.

კალამის გამოყენების დაწყების შემდეგ:

კალამი, <300 C ტემპერატურაზე და ან მაცივრის (20 C -80 C) ტემპერატურაზე 1 თვემდე შეგიძლიათ შეინახოთ. არ გაყინოთ. საყინულესგან დაშორებულ განყოფილებაში შეინახეთ.

სინათლისგან დაცვის მიზნით, მაშინ როცა კალამს არ იყენებთ, კალამის სახურავი ყოველთვის დახურული გქონდეთ.

თუ, ხსნარი გამჭვირვალე, უფერო და ან თითქმის უფერო არ არის, წამალი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. ნოვო ნორდისკის ჯანმრთელობის პროდუქტებით ვაჭრობა

ნისპეთიეს ქ. აქმერქეზი, ბლოკი- E3, სართული: 7

34335 ეთილერ-სტამბული თურქეთი

წარმოების ადგილი: შპს. ნოვო ნორდისკის A/S Novo Allé

DK-2880 Bagsvaerd, დანია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 11/03/2021 დამოწმებულია.

საქსენდაR 6 მგ/მლ საინექციო ხსნარის შემცველი გამოყენებისთვის მზა კალამის გამოყენების ინსტრუქცია

საქსენდასR გამოყენებისთვის მზა კალამის გამოყენებამდე ეს ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ.

თქვენი ექიმის და ან ექთნის მხირდან საჭირო ტრენინგის(კალამის გამოყენების მეთოდის სწავლება) მიღებამდე კალამი არ გამოიყენოთ.

პირველ რიგში, საქსენდაR 6 მგ/მლ პრეპარატის შიგთავსი უნდა შეამოწმოთ, შემდეგ კალმის და კალმის წვერის ნაწილების ამოცნობისთის, ქვემოთ მოცემული ფოტოები იხილეთ.

თუ, ბრმა ხართ და ან კალამზე არსებული დოზის დამთვლელს ვერ ხედავთ, კალამი დახმარების გარეშე არ გამოიყენოთ. დახმარება, კარგი მხედველობის მქონე და საქსენდასR კალმის გამოყენების მცოდნე პირისგან მიიღეთ.

კალამი, დოზის რეგულატორის მქონე, გამოყენებისთვის მზა კალამია. კალამი, 18 მგ ლირაგლუტიდს შეიცავს და 0.6 მგ, 1,2 მგ, 1,8მგ, 2,4 მგ და 3,0 მგ დოზების ინჟექტირებას უზრუნველყოფს. კალამი, მაქსიმუმ 8 მმ ზომის და მაქსიმუმ 32 G ზომის, წვრილი, NovoFine®-ის და ან NovoTwist® -ის ერთჯერადი გამოყენების ნემსებისგან შედგება.

! მნიშვნელოვანი ინფორმაცია

კალამის უსაფრთხო გამოყენებისთვის ქვემოთ მოცემული მონაცემები გაითვალისწინეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

საქსენდასR გამოყენებისთის მზა საინექციო კალამი და ნემსის წვერი

(ნიმუში)

კალამის სახურავი- ნემსის გარე სახურავი

  • ნემსის შიგნითა სახურავი
  • ნემსის წვერი
  • ქაღალდის საფარი

კალმის საზომი

კალმის ფანჯარა

საქსენდა-კალმის ეტიკეტი

0-- დოზის დამთვლელი -დინების კონტროლის სიმბოლი

  • დოზის მაჩვენებელი
  • დოზის შემრჩევი(სელექტორი)
  • დოზის ღილაკი
  • კალმის მოხმარებისთვის მზად ყოფნისთვის ახალი ნემსის წვერი მოამზადეთ

საქსენდასR შიგთავსის შემადგენლობაში რომ დარწმუნდეთ, კალმის სახელი და ფერადი ეტიკეტი გადაამოწმეთ. აღნიშნული უფრო მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როცა ერთზე მეტ საინექციო პრეპარატს ღებულობთ. წამლის შეცდომით გამოყენება თქვენი ჯანმრთელობისთვის შეიძლება საზიანო იყოს.

კალმის სახურავი მოქაჩვით მოხსენით.

ფოტო-ა

კალამში არსებული ხსნარი გადაამოწმეთ, გამჭვირვალე და უფერო უნდა იყოს. კალმის ფანჯრიდან შიგნით შეიხედეთ. თუ, ხსნარი შემღვრეულია, ეს კალამი არ გამოიყენოთ.

ფოტო-ბ

აიღეთ ახალი ნემსის წვერი და ქაღალის საფარი მოქაჩვით მოხსენით

ფოტო-გ

ნემსის წვერი პირდაპირ კალამზე მოარგეთ. სანამ ჭიდროდ არ მოერგება, დაატრიალეთ.

ფოტო-დ

ნემსის გარე სახურავი მოქაჩვით მოხსენით, შეინახეთ. ნემსის კალმიდან უსაფრთხოდ მოხსნისთვის, ინექციის შემდეგ საჭიროა ნემსზე გარე სახურავის მორგება.

ფოტო-ე

ნემსის შიგნითა სახურავი მოქაჩვით მოხსენით და გადააგდეთ. თუ, ნემსზე მორგებას შეეცდებით, ნემსი შეიძლება შემთხვევით დაგესოთ.

ნემსის წვეროზე შიეძლება ერთი წვეთი ხსნარი გამოჩნდეს. ეს ნორმალურია, მაგრამ თუ ახალ კალამს პირველად იყენებეთ, დინება უნდა გადაამოწმოთ. სანამ ინექციისთვის კალამს არ მოამზადებთ, ახალი ნემსის წვერო არ მოარგოთ.

! ყოველი ინექციისთვის, ყოველთვის ახალი ნემსის წვერი გამოიყენეთ. აღნიშნული ზომები ნემსის დახშობას, ინფექციას, ინფექციის გავრცელებას და დოზის ცდომილებას აგარიდებთ.

! გაღუნული და ან დაზიანებული ნემსის წვერო არავითარ შემთვევაში არ გამოიყენოთ.

ფოტო-ვ

  • შეამოწმეთ დინება

პირველი ინექციის წინ, ახალი კალმიდან დინება შეამოწმეთ. თუ, კალამი უკვე გამოყენებაშია, დაიწყეთ პირდაპირ მე-3 ეტაპით (,,დოზა შეარჩიეთ)’’

დოზის დამთვლელი დაატრიალეთ მანამ, სანამ დინების კონტროლის სიმბოლს (.....)გიჩვენებთ.

ფოტო-ა

დინების კონტროლის სიმბოლი არაჩეულია

კალამი დაიჭირეთ ისე, რომ ნემსის წვერო ზემოთ იყოს მიმართული. დოზის ღილაკს დააჭირეთ მანამ, სანამ დოზის დამთვლელზე ,,0’’ არ გამოჩნდება. ციფრი- 0 და დოზის მაჩვენებელი იგივე დონეზე უნდა იყოს. ნემსის წვერზე ხსნარის ერთი წვეთი უნდა გამოჩნდეს.

ნემსის წვერზე შეიძლება პატარა წვეთი დარჩეს, ეს წვეთი შეიძლება ინჟექტირებული არ იქნას.

თუ, წვეთი არ გამოჩნდება, მე-2 ეტაპი (,,დინება შეამოწმეთ’’) მაქსიმუმ 6-ჯერ გაიმეორეთ. თუ, წვეთი კვლავ არ გამოჩნდება, ნემსი წვერი შეცვალეთ და მე-2 ეტაპი(დინება შეამოწმეთ’’) გაიმეორეთ.

თუ, წვეთი კვლავ არ გადმოდის, ის კალამი გადააგდეთ და ახალი გამოიყენეთ.

! ახალ კალამის პირველი გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ნემსის წვერში წვეთი გადმოდის. ეს ნიშნავს, რომ ხსნარი გადმოდის.

თუ, წვეთი არ ჩანს, დოზის დამთვლელის მოძრაობის მიუხედავად, წამალი მაინც არ იქნება ინჟექტირებული. წვეთის არ არსებობა ნემსის დახშობას და ან დაზიანებას აჩვენებს.

თუ, თითოეული კალმის პირველი გამოყენებისას დინებას არ შეამოწმებთ, შეიძლება რეცეპტით გამოწერილი დოზის ინჟექტირება ვერ განხორცილდეს და შესაბამისად საქსენდასR სასურველ ეფექტს ვერ მიიღებთ.

ფოტო-ბ

  • დოზის შერჩევა

დოზის სელექტორი(შემრჩევი) დაატრიალეთ მანამ, სანამ დოზის დამთვლელი თქვენთვის საჭირო დოზას არ გიჩვენებთ (0.6 მგ, 1,2 მგ, 1,8მგ, 2,4 მგ და 3,0 მგ).

თუ, დოზას შეცდომით შეარჩევთ, დოზის სელექტორი დაატრიალეთ წინა და ან უკანა მიმართულებით და საჭირო დოზა შეარჩიეთ.

კალმით მაქსიმუმ 3 მგ დოზის შერჩევაა შესაძლებელი.

დოზის სელექტორით შეიძლება დოზის შეცვლა. დოზის დამთვლელი და დოზის მაჩვენებელი გიჩვენებთ თითოეულ დოზაზე რამდენი მგ შეარჩიეთ.

თითოეულ დოზაზე მაქსიმუმ 3,0 მგ შეგიძლიათ შეაერჩიოთ. თუ, კალამი 3,0 მგ-ზე ნაკლებ ხსნარს შეიცავს, დოზის დამთვლელი 3,0 ჩვენებამდე შეჩერდება.

დოზის სელექტორის წინა და უკანა მიმართულებით დატრიალებისას, კალამში დარჩენილ დოზაზე გამავალ მგ-ზე დატრიალებისას, კლიკის სხვადასხვა ხმას გამოსცემს. კალმის კლიკის ხმა არ დაითვალოთ.

! ამ წამლის ინექციამდე, იმისთვის, რომ დაინახოთ რამდენი მგ აირჩიეთ, ყოველთვის დოზის დამთვლელი და დოზის მაჩვენებელი გამოიყენეთ.

კალმის კლიკის ხმა არ დაითვალოთ.

კალმის საზომი არ გამოიყენოთ, ის მხოლოდ კალამში დარჩენილ ხსნარის რაოდენობას გიჩვენებთ.

დოზის შერჩევის ფანჯარით შესაძლებელია მხოლოდ 0.6 მგ, 1,2 მგ, 1,8მგ, 2,4 მგ და 3,0 დოზების შერჩევა. სწორი დოზის შერჩევაში რომ გარანტირებულად დარწმუნდეთ, შერჩეული დოზა დოზის მაჩვენებელთან ერთ დონეზე უნდა იყოს.

ფოტო- ა

ნიმუში

  • 6მგ შერჩეულია

რამდენი ხსანრი დარჩა?

კალმის საზომი კალამში დარჩენილ ხსანრის დაახლოებით რაოდენობას გიჩვენებთ.

ფოტო-ა

დარჩენილი ხსნარის დაახლოებითი რაოდენობა

დარჩენილი დოზა ზუსტად რომ დაინახოთ, გამოიყენეთ დოზის დამთვლელი:

დოზის შემრჩევი დაატრიალეთ მანამ, სანამ დოზის დამთვლელი გაჩერდება.

თუ, დოზის ფანჯარაში 3,0 აჩვენებს, კალამში სულ ცოტა 3,0 მგ დარჩენილი. თუ დოზის დამთვლელი 3,0 -მდე ჩერდება, ეს ნიშნავს, რომ სრული დოზა 3,0 მგ -სთვის საკმარისი ხსნარი არ არის დარჩენილი.

თუ, თქვენს კალამში დარჩენილ ხსნარზე მეტი დოზა გესაჭიროებათ

ასეთი შემთხვევისთვის, ექიმი და ან ექთანი მითითებებს და რეკომენდაციებს მოგაწვდიდათ. ამ შემთხევაში შესაძლებელია დოზის გაყოფა არსებულ კალამსა და ახალ კალამს შორის. მოიქეცით ისე, როგორც ექიმმა და ან ექთანმა აგიხსნათ, დოზის სწორად გამოთვლისთვის კალკულატორი გამოიყენეთ.

! დოზის სწორ გამოთვლის საკითხში ფრთხილად იყავით.

თუ, ორ კალამს შორის დოზის გაყოფის საკითხში დარწმუნებული არა ხართ, დოზა ახალი კალამით შეარჩიეთ და გაიკეთეთ.

ფოტო-ბ

ნიმუში(24)

დოზის დამთვლელი გაჩერდა:

  • 4 მგ დარჩა

4- დოზის ინჟექტირება

ნემსი ღრმად დაასეთ ისე, როგორც ექიმმა და ან ექთანმა გასწავლათ.

დარწმუნდით, რომ დოზის დამთვლელს ხედავთ. თითებით არ დაფაროთ. წინააღმდეგ შემთვევაში ინექცია შეიძლება ბოლომდე არ გაკეთდეს.

ფოტო-ა

დოზის ღილაკს დააჭირეთ და დაჭერილი გქონდეთ მანამ, სანამ დოზის დამთვლელი 0 არ აჩვენებს. ციფრი 0 და დოზის მაჩვენებელი ერთ დონეზე უნდა იყოს. ამის შემდეგ შეიძლება კლიკის ხმა გაიგონოთ და ან იგრძნოთ.

ფოტო-ბ

ნემსი კანში დასობილი დატოვეთ მანამ, სანამ დოზის დამთვლელში ციფრი 0 არ გამოჩნდება, ნელა 6-მდე დაითვალეთ.

თუ, ნემსს უფრო ადრე ამოიღებთ, შეიძლება დაინახოთ ნემსის წვეროდან გადმოსული ხსნარის წვეთები. ამ შემთხვევაში სრული დოზა არ არის გაკეთებული.

ფოტო-გ

ნელა დაითვალეთ: 1,2,3,4,5,6

ნემსი კანიდან ამოიღეთ.

ინექციის ადგილას თუ სისხლი გამოჩნდება, მსუბუქად დააჭირეთ, ინექციის მიდამო არ დაზილოთ.

ინექციის გაკეთების შემდეგ ნემსის წვერზე შეიძლება 1 წვეთი ხსნარი დაინახოთ, ეს ნორმალურია და დოზაზე ზემოქმედებას არ ახდენს.

! იმის სანახავად, თუ რამდენი მგ გააკეთეთ, ნახეთ დოზის დამთვლელი. დოზის დამთვლელის 0-ის ჩვენებამდე, დოზის ღილაკზე თითი დაჭერილი გქონდეთ.

დახშული და ან დაზიანებული ნემსი როგორ უნდა ამოვიცნოთ?

დოზის ღილაკზე უწყვეტად დაჭერის შემდეგ დოზის დამთველელზე 0 თუ არ გამოჩნდება, შეიძლება დახშული და ან დაზიანებული ნემსია გამოყენებული.

ამ შემთხვევაში, რეგულირებული ორიგინალური დოზიდან დოზის დამთვლელის მოძრაობის მიუხედავად, დოზა შეიძლება სულ არ გაკეთდეს.

თუ, ნემსი დახშულია, როგორ უნდა მოვიქცეთ?

მე-5 ეტაპში (,,ინექცის შემდეგ’’) აღწერილი ფორმით ნემსის წვერი შეცვალეთ და 1-ელი ეტაპიდან (,,კალამი ახალი ნემსის წვერით მოამზადეთ’’) დაწყებული ყველა ეტაპი გაიმეორეთ. დარწმუნდით, რომ თქვენთვის საჭირო დოზა შეარჩიეთ.

ინექციის გაკეთების დროს დოზის დამთვლელს არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ინექცია შეიძლება სრულად ვერ გაკეთდეს.

ფოტო-დ

5- ინექციის შემდეგ

ნემსის წვერი ნემსის გარე სახურავში მოათავსეთ, ისე, რომ ნემსს და ან ნემსის გარე სახურავს არ შეეხოთ, ამისთვის უფრო მოსახერხებელია ამ ნაწილების სწორ ზედაპირზე მოათავსება.

ფოტო-ა

ნემსის გარე სახურავით ნემსის დაფარვის შემდეგ, ნემსის გარე სახურავი ფრთხილად ბოლომდე მოარგეთ.

ნემსის წვერი დატრიალების საშულებით მოხსენით და ფრთხილად გადააგდეთ.

ფოტო-ბ

ხსნარის სინათლისგან დაცვის მიზნით, კალმის სახურავი დახურული გქონდეთ.

ინექციის გაადვილების და ნემსის დახშობის თავიდან აცილების მიზნით, ინექციის შემდეგ ნემსი ყოველთვის გადააგდეთ. თუ, ნემსი დახშულია, წამლის ინჟექტირება ვერ გაკეთდება.

კალამი დაცლის შემდეგ თქვენი ექიმის, ექთნის და ან ადგილობრივი ხელისუფლების მითითებების შესაბამისად, ნემსის გარეშე გადააგდეთ.

! ინექციის შემდეგ ნემსის შიგა სახურავის ისევ მორგება არასოდეს არ სცადოთ. შეიძლება შემთხვევით ნემსი დაგესოთ.

! ყოველი ინექციის შემდეგ ნემსის წვერი კალამს ყოველთვის მოხსენით.

ზემოთ აღნიშნული ზომები ნემსის დახშობას, ინფექციის გადაცემას, ინფექციას, ხსნარის გამოჟონვას და არასწორი დოზის გაკეთებას თავიდან აგაცილებს.

ფოტო-გ

! სხვა მნიშვნელოვანი ინფრომაცია

კალამი და კალმის ნემსის წვერები ყოველთვის სხვა ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვებისგან მიუწვდომელ და უხილავ ადგილას შეინახეთ.

კალმის და ნემსის წვერები სხვას არასოდეს გაუზიაროთ (სხვას არ გაუკეთოთ იგივე ნემსით).

გამოყენებული ნემსის გადაგდებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, აღნიშნული სიფრთხილე კალამზე პასუხისეგბელ პირებს ნემსით დაზიანებას და ინფექციას აარიდებს.

კალმის მოვლა

კალამი ავტომობილში და ან ძალიან ცხელ და ან ძალინ ცივ ადგილას არ დატოვოთ.

გაყინული საქსენდას ინექცია არ გაიკეთოთ. თუ, გაიკეთებთ, ამ წამლის სასურველ ეფექტს ვერ მიიღებთ.

კალამი მტვერში, სიბინძურეში და ან სითხეში არ დატოვოთ.

კალამი არ გარეცხოთ, სითხეში არ დატოვოთ და ან ცხიმი არ წაუსვათ. საჭიროების შემთხვევაში სარეცხ საშუალებაში მსუბუქად დანამული ჩვარით გაწმინდეთ.

კალამი არ დაგივარდეთ და ან მყარ ზედაპირს არ მიარტყათ. თუ, დაგივარდებათ და ან კალამთან დაკაშირებით პრობლემაზე ეჭვი გაგიჩნდებათ, კალამს ახალი ნემსის წვერი მოარგეთ, ინექციამდე დინება გააკონტროლეთ.

კალმის განმეორებით შევსება არ სცადოთ. კალამი დაცლის შემდეგ გადაგდებული უნდა იქნას.

კალამი არ შეაკეთოთ და ან ნაწილებად არ დაშალოთ.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ჭარბი დოზა

ლირაგლუტიდის 72 მგ-მდე დოზის გადაჭარბება (24-ჯერ აღემატება სხეულის წონის მართვისთვის რეკომენდებულ დოზას) დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში და კომერციულ გამოყენებაში. მოხსენებული მოვლენები მოიცავდა ძლიერ გულისრევას, მძიმე ღებინებას და მძიმე ჰიპოგლიკემიას.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დაიწყოს აუცილებელი დამხმარე მკურნალობა პაციენტის კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების მიხედვით. პაციენტი უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ დეჰიდრატაციის კლინიკურ ნიშნებზე და უნდა განხორციელდეს სისხლში გლუკოზის მონიტორინგი.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 1 მლ ხსნარი შეიცავს 6 მგ ლირაგლუტიდს*. ერთი წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი 3 მლ-ზე შეიცავს 18 მგ ლირაგლუტიდს.

  • ადამიანის გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1-ის (GLP-1) ანალოგი, რომელიც წარმოებულია რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით Saccharomyces cerevisiae-ში..

დამხმარე ნივთიერებები

ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH რეგულირებისთვის) მ.მ.

დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი 1.42 მგ/მლ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხ. ნაწილი 6.1.

შენახვის პირობები

30 თვე.

პირველი გამოყენების შემდეგ: 1 თვე.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ის უნდა ინახებოდეს მაცივარში (2-8°C). არ უნდა იყოს გაყინული.

ის უნდა ინახებოდეს საყინულე განყოფილებისგან მოშორებით.

პირველი გამოყენების შემდეგ: ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-8°C). სინათლისგან დასაცავად, შპრიც-კალმის თავსახური უნდა ინახებოდეს დახურული.

შეფუთვის ბუნება და შემცველობა

კარტრიჯი (ტიპი 1 მინა) დალუქული დგუშით (ბრომობუტილი) და ლამინირებული რეზინის თავსახურით (ბრომობუტილი/პოლიიზოპრენი) მრავალდოზიანი, ერთჯერადი, წინასწარ შევსებული კალმით, რომელიც შედგება პოლიპროპილენის, პოლიაცეტალის, პოლიკარბონატის და აკრილონიტრილის ბუტადიენის სტირისაგან.

თითოეული კალამი შეიცავს 3 მლ ხსნარს და შეუძლია 0.6 მგ, 1.2 მგ, 1.8 მგ, 2.4 მგ და 3.0 მგ დოზების მიწოდება. 1, 3 ან 5 წინასწარ შევსებული კალმის შეფუთვა.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

სპეციალური სიფრთხილის ზომები უტილიზაციისას და სხვა მოპყრობის წესები

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის დებულების“ და „შეფუთვის ნარჩენების კონტროლის დებულების“ მოთხოვნების შესაბამისად..

თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე და უფერო ან თითქმის უფერო, ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული. საქსენდა® არ უნდა იქნას გამოყენებული გაყინვის შემთხვევაში.

საინექციო კალამი განკუთვნილია NovoFine® ან NovoTwist® ერთჯერადი ნემსის წვერებით გამოსაყენებლად 8 მმ-მდე სიგრძისა და 32 გ წვრილად.

ნემსის წვერები არ მოყვება ყუთში.

პაციენტს უნდა ეცნობოს, რომ ყოველი ინექციის შემდეგ გამოყენებული საინექციო ნემსი უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციის“ მოთხოვნების შესაბამისად და რომ საინექციო კალამი უნდა ინახებოდეს წვერზე მიმაგრებული ნემსის გარეშე. ეს თავიდან აიცილებს დაბინძურებას, ინფექციას და წამლის გაჟონვას კალმიდან. ის ასევე უზრუნველყოფს დოზირების სისწორეს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიაბეტის დროს გამოყენებული წამლები, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1 (GLP-1) ანალოგები

ათქ კოდი: A10BJ02

მოქმედების მექანიზმი

ლირაგლუტიდი არის აცილირებული გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1 (GLP-1) ანალოგი, 97% ჰომოლოგიით ენდოგენური ადამიანის GLP-1-ის ამინომჟავების თანმიმდევრობასთან. ლირაგლუტიდი უკავშირდება და ააქტიურებს GLP-1 რეცეპტორს (GLP-1R).

GLP-1 არის მადის და საკვების მიღების ფიზიოლოგიური რეგულატორი; მაგრამ მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის ნათელი. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დაფიქსირდა, რომ ლირაგლუტიდის პერიფერიულმა მიღებამ გაზარდა გაჯერების სპეციფიკური სიგნალები და შეამცირა შიმშილის სპეციფიკური სიგნალები ლირაგლუტიდის სპეციფიური GLP-1R გააქტიურებით ტვინის სპეციფიკურ რეგიონებში, რომლებიც მონაწილეობენ მადის რეგულირებაში, რაც იწვევს სხეულის წონის დაქვეითებას.

GLP-1 რეცეპტორები განლაგებულია გულის, სისხლძარღვების, იმუნური სისტემისა და თირკმელების კონკრეტულ ადგილებში. ათეროსკლეროზული თაგვის მოდელებში, ლირაგლუტიდი ხელს უშლის აორტის დაფის პროგრესირებას და ამცირებს დაფის ანთებას. ლირაგლუტიდს ასევე ჰქონდა სასარგებლო გავლენა პლაზმის ლიპიდებზე. ლირაგლუტიდმა არ შეამცირა უკვე ჩამოყალიბებული ფოლაქების ზომა.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ლირაგლუტიდი ზრდის სხეულის წონას ადამიანებში; ძირითადად ცხიმოვანი მასის დაკარგვით, სადაც ვისცერული ცხიმის დანაკარგები უფრო მეტია, ვიდრე კანქვეშა ცხიმის დაკარგვა. ლირაგლუტიდი არეგულირებს მადას სისავსის და გაჯერების გრძნობის გაზრდით, ამავდროულად ამცირებს შიმშილის გრძნობას და საკვების მოხმარების მოლოდინს, რითაც ამცირებს საკვების მიღებას. ლირაგლუტიდი არ ზრდის ენერგიის ხარჯვას პლაცებოსთან შედარებით.

ლირაგლუტიდი ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას გლუკოზაზე დამოკიდებული გზით და ამცირებს გლუკაგონის სეკრეციას, რის შედეგადაც მცირდება უზმოზე და ჭამის შემდეგ გლუკოზის დონე. გლუკოზის შემამცირებელი ეფექტი უფრო გამოხატულია პრედიაბეტისა და დიაბეტის მქონე პაციენტებში, ვიდრე ნორმოგლიკემიის მქონე პაციენტებში. კლინიკური კვლევები ვარაუდობენ, რომ ლირაგლუტიდი აუმჯობესებს და ინარჩუნებს ბეტა უჯრედების ფუნქციას და პრო-ინსულინის/ინსულინის თანაფარდობას HOMA-B-სთან შედარებით.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ლირაგლუტიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება შემცირებული კალორიების მიღებასთან და გაზრდილ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად გამოკვლეული იყო მე-3 ფაზის ოთხ რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევებში, რომელშიც ჩართული იყო სულ 5,358 პაციენტი.

კვლევა 1 (სკალა სიმსუქნე & პრე-დიაბეტი-1839): 3731 სიმსუქნის (BMI ≥30 კგ/მ²), ან ჭარბი წონის (BMI ≥27 კგ/მ²) მქონე პაციენტი დისლიპიდემიით და/ან ჰიპერტენზიით, საწყისი BMI (≥30 კგ/მ² ან <30 კგ/მ²) და პრედიაბეტით, რომელიც წინასწარი სკრინინგის დროს განისაზღვრა. ყველა 3731 პაციენტი რანდომიზირებული იყო მკურნალობის 56 კვირაში და 2254 პრედიაბეტური პაციენტი სკრინინგზე რანდომიზირებული იყო მკურნალობის 160 კვირაში. მკურნალობის ორივე პერიოდს მოჰყვა 12-კვირიანი წამლის გარეშე/პლაცებოს დაკვირვების პერიოდი. დაბალკალორიული დიეტისა და ვარჯიშის რეკომენდაციების გავლენა ცხოვრების წესზე ქმნიდა მკურნალობის საფუძველს ყველა პაციენტისთვის.კვლევის 1 56-კვირიანმა ნაწილმა შეაფასა სხეულის წონის დაკლება 3,731 რანდომიზებულ პაციენტში (2,590 დასრულება). კვლევის 1-ის 160-კვირიანმა სეგმენტმა შეაფასა 2 ტიპის დიაბეტის დაწყებამდე დრო 2254 რანდომიზირებულ პაციენტში პრედიაბეტით (1128 დასრულებამდე).

კვლევა 2 (სკალა დიაბეტი-1922): 56-კვირიანი კვლევა, რომელიც აფასებს წონის დაკლებას 846 რანდომიზებულ (628 სრული) სიმსუქნისა და ჭარბი წონის მქონე პაციენტში არაადექვატურად კონტროლირებადი მე-2 ტიპის დიაბეტით (HbA1c დიაპაზონი 7-10%).

კვლევის დასაწყისში ხელმისაწვდომი მკურნალობა იყო დიეტა და ვარჯიში მხოლოდ, მეტფორმინი, როგორც ერთჯერადი აგენტი, სულფონილშარდოვანა, გლიტაზონი ან მათი ნებისმიერი კომბინაცია.

კვლევა 3 (სკალა ძილის აპნოე-3970): 32-კვირიანი კვლევა, რომელიც აფასებდა ძილის აპნოეს სიმძიმეს და წონის დაკლებას 359 რანდომიზებულ (276 დასრულებული) სიმსუქნის მქონე პაციენტში ზომიერი ან მძიმე ობსტრუქციული ძილის აპნოეით..

კვლევა 4 (სკალა შენარჩუნება-1923): 56-კვირიანი კვლევა, რომელიც აფასებს წონის შენარჩუნებას და წონის დაკლებას წინა ≥5% წონის დაკლების შემდეგ დაბალკალორიულ დიეტაზე 422 რანდომიზებულ (305 დასრულებული) სიმსუქნის და ჭარბი წონის მქონე პაციენტში ჰიპერტენზიით ან დისლიპიდემიით.

სხეულის წონა

წონის საუკეთესო დაკლება მიღწეული იყო ლირაგლუტიდით პლაცებოსთან შედარებით სიმსუქნე/ჭარბი წონის მქონე პაციენტებში ყველა შესწავლილ ჯგუფში. ყველა საკვლევ პოპულაციაში, პაციენტების უფრო დიდმა ნაწილმა მიაღწია წონის დაკლებას ≥5% და >10% ლირაგლუტიდით პლაცებოსთან შედარებით (ცხრილები 3-5). კვლევის 1-ის 160-ე კვირაში, წონის დაკლება მოხდა ძირითადად პირველ წელს და შენარჩუნდა 160 კვირის განმავლობაში. მე-4 კვლევაში, მეტმა პაციენტმა შეინარჩუნა მკურნალობამდელი დაკლებული წონა ლირაგლუტიდით, პლაცებოსთან შედარებით (48.9% და 81.4%, შესაბამისად). სპეციფიკური მონაცემები წონის დაკლების, პასუხების, ხანგრძლივობისა და წონის ცვლილების კუმულაციური განაწილების შესახებ (%) 1-4 კვლევებისთვის ნაჩვენებია ცხრილებში 3-7 და სურათებში 1, 2 და 3.

ლირაგლუტიდით (3.0 მგ) მკურნალობით წონის დაკლების პასუხი 12 კვირის შემდეგ

ადრეული რეაგირება განისაზღვრა, როგორც პაციენტები, რომლებმაც მიაღწიეს ≥5% წონის დაკლებას ლირაგლუტიდის მკურნალობის დოზაზე ყოფნის 12 კვირის შემდეგ (4 კვირა ესკალაციის ფაზაში და 12 კვირა მკურნალობის დოზა). 1 კვლევის 56-კვირიან ნაწილში, პაციენტების 67.5%-მა მიაღწია ≥5% წონის დაკლებას 12 კვირის შემდეგ. მე-2 კვლევაში, პაციენტების 50.4%-მა მიაღწია ≥5% წონის დაკლებას 12 კვირის შემდეგ. პროგნოზირებულია, რომ ამ პაციენტების 86.2%, რომლებიც აგრძელებენ მკურნალობას ლირაგლუტიდით და რეაგირებენ ადრეულ პერიოდში მკურნალობის 1 წლის შემდეგ, მიაღწევენ ≥5% წონის დაკლებას და 51% მიაღწევს ≥10% წონის დაკლებას. საშუალო პროგნოზირებული წონის დაკლება ადრეულ პაციენტებში, რომლებმაც დაასრულეს 1 წლიანი მკურნალობა, იყო მათი საწყისი წონის 11.2% (9.7 მამაკაცებისთვის და 11.6% ქალებისთვის). იმ პაციენტებს შორის, რომლებმაც მიაღწიეს <5% წონის დაკლებას ლირაგლუტიდის მკურნალობის დოზაზე ყოფნის 12 კვირის შემდეგ, პაციენტების წილი, რომლებმაც ვერ მიაღწიეს ≥10% წონის დაკლებას 1 წლის შემდეგ, იყო 93.4%.

გლიკემიის კონტროლი

ლირაგლუტიდით მკურნალობამ გამოიწვია გლიკემიური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ნორმოგლიკემიის, პრედიაბეტის და ტიპი 2 დიაბეტის მქონე სუბპოპულაციებში. კვლევა 1-ის 56-კვირიან ნაწილში, უფრო ნაკლებ პაციენტს, რომლებიც მკურნალობდნენ ლირაგლუტიდით, განუვითარდათ ტიპი 2 დიაბეტი (1.1% v. 0.2%) პლაცებოსთან შედარებით. პლაცებოსთან შედარებით, პრედიაბეტი შებრუნებული იყო უფრო მეტ პაციენტში საწყისი პრედიაბეტით (69.2% 32.7%-ის წინააღმდეგ). პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი კვლევის 1 160-კვირიან ნაწილში იყო პაციენტთა პროპორცია, რომლებსაც განუვითარდათ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, სადაც შეფასებული იყო დრო 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დაწყებამდე. 160 კვირაში, მკურნალობის დროს, პაციენტების 3%-ს, რომლებიც იღებდნენ საქსენდას® და 11%-ს პლაცებო მკურნალობაზე, დაუსვეს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი. პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობდნენ 3.0 მგ ლირაგლუტიდით, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დაწყების სავარაუდო დრო იყო 2.7-ჯერ მეტი (95% ნდობის ინტერვალი [1.9, 3.9] და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის თანაფარდობა პლაცებოს წინააღმდეგ ლირაგლუტიდისთვის იყო 0.2).

კარდიომეტაბოლური რისკის ფაქტორები

ლირაგლუტიდით მკურნალობამ გამოიწვია სისტოლური არტერიული წნევის და წელის გარშემოწერილობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პლაცებოსთან შედარებით (ცხრილები 3, 4 და 5).

აპნოე-ჰიპოპნის ინდექსი (AHI)

პლაცებოსთან შედარებით, ლირაგლუტიდით მკურნალობამ მნიშვნელოვნად შეამცირა ძილის ობსტრუქციული აპნოეს სიმძიმე, როგორც ეს შეფასებულია AHI-ში საწყისიდან ცვლილებით (ცხრილი 6).

ცხრილი 3: კვლევა 1. სხეულის წონის, გლიკემიის და კარდიომეტაბოლური პარამეტრების ცვლილება საწყისიდან 56 კვირაში

საქსენდა (N=2437)

პლაცებო (N=1225)

საქსენდა vs. პლაცებოო

სხეულის წონა

საწყისი, კგ (SD)

106.3. (21.2)

106.3. (21.7)

-

საშუალო ცვლილება 56 კვირაზე, % (95% CI)

  • 8.0
  • 2.6
  • 5.4** (-5.8;-5.0)

საშუალო ცვლილება 56 კვირაზე, კგ (95% CI)

  • 8.4
  • 2.8
  • 5.6** (-6.0;-5.1)

პაციენტების პროპორცია, რომლებმაც დაკარგეს >5% წონა 56 კვირაში,

%(%95 Cl)

  • 5
  • 6.
  • 8** (4.1; 5.6)

პაციენტების პროპორცია, რომლებმაც დაკარგეს >10% წონა 56 კვირაში, % (95% CI)

  • 8
  • 1
  • 3** (3.5; 5.3)

გლიკემიური და კარდიომეტაბოლური ფაქტორები

დასაწყისი

შეცვლა

დასაწყისი

შეცვლა

HbA1c, %

  • 6
  • 0.3
  • 6
  • 0.1
  • 0.23** (-0.25;-
  • 21)

FPG, მმოლ/ლ

  • 3
  • 0.4
  • 3
  • 0.01
  • 0.38** (-0.42;-
  • 35)

სისტოლური არტერიული წნევა, mmHg

123.0

  • 4.3

123.3

  • 1.5
  • 2.8** (-3.6;-2.1)

დიასტოლური არტერიული წნევა, mmHg

  • 7
  • 2.7
  • 9
  • 1.8
  • 0.9* (-1.4;-0.4)

წელის გარშემოწერილობა, სმ

115.0

  • 8.2

114.5

  • 4.0
  • 4.2** (-4.7;-3.7)

სრული საანალიზო ნაკრები. სხეულის წონისთვის, HbA1c, FPG, არტერიული წნევა და წელის გარშემოწერილობა არის საშუალო მნიშვნელობები საწყისიდან, ცვლილებები საწყისიდან 56 კვირაში არის პროგნოზირებული საშუალებები (უმცირესი კვადრატები), ხოლო მკურნალობის კონტრასტები 56 კვირაში არის პროგნოზირებული მკურნალობის განსხვავებები. პროგნოზირებული შანსის კოეფიციენტები მოცემულია იმ პაციენტების პროპორციებისთვის, რომლებმაც დაიკლეს სხეულის წონის ≥5/>10%. დაკარგული პოსტ-საბაზისო მნიშვნელობები შეყვანილი იყო ბოლო დაკვირვების შედეგების გამოყენებით. * p<0.05.** p<0.0001 CI= ნდობის ინტერვალი. FPG = უზმოზე პლაზმური გლუკოზა. SD = სტანდარტული გადახრა.

ცხრილი 4: კვლევა 1. სხეულის წონის, გლიკემიისა და კარდიომეტაბოლური პარამეტრების საწყისიდან ცვლილება 160 კვირაში,

,

საქსენდა (N=1472)

პლაცებო (N=738)

საქსენდა vs. პლაცებო

სხეულის წონა

საწყისი, კგ (SD)

107.6 (21.6)

108.0

(21.8)

საშუალო ცვლილება 160-ე კვირაში, %(95%CI)

  • 6.2
  • 1.8
  • 4.3** (-4.9;-
  • 7)

საშუალო ცვლილება 160-ე კვირაში, კგ (95%CI)

  • 6.5
  • 2.0
  • 4.6** (-5.3;-
  • 9)

პაციენტების პროპორცია, რომლებმაც დაკარგეს 5% წონა 160 კვირაში, %(95%CI)

  • 6
  • 4
  • 2** (2.6;
  • 9)

პაციენტების პროპორცია, რომლებმაც დაკარგეს % წონა 160 კვირაში, %(95%CI)

  • 4
  • 5
  • 1** (2.3;
  • 1)

გლიკემიური და კარდიომეტაბოლური ფაქტორები

დასაწყისი

შეცვლა

დასაწყისი

შეცვლა

HbA1c, %

  • 8
  • 0.4
  • 5
  • 0.1
  • 0.21** (-
  • 24;-0.18)

FPG, მმოლ/ლ

  • 5
  • 0.4
  • 5
  • 04
  • 0.4** (-0.5;-
  • 4)

სისტოლური არტერიული წნევა, mmHg

124.8

  • 3.2

125.0

  • 0.4
  • 2.8** (-3.8;-
  • 8)

დიასტოლური არტერიული წნევა, mmHg

  • 4
  • 2.4
  • 8
  • 1.7
  • 0.6 (-1.3;
  • 1)

წელის გარშემოწერილობა, სმ

116.6

  • 6.9

116.7

  • 3.4
  • 3.5** (-4.2;-
  • 8)

სრული საანალიზო ნაკრები. სხეულის წონისთვის, HbA1c, FPG, არტერიული წნევა და წელის გარშემოწერილობა არის საშუალო მნიშვნელობები საწყისიდან, ცვლილებები საწყისიდან 160 კვირაში არის პროგნოზირებული საშუალებები (უმცირესი კვადრატები), ხოლო მკურნალობის კონტრასტები 160 კვირაში არის პროგნოზირებული მკურნალობის განსხვავებები. პროგნოზირებული შანსის კოეფიციენტები მოცემულია იმ პაციენტების პროპორციებისთვის, რომლებმაც დაიკლეს სხეულის წონის ≥5/>10%. დაკარგული პოსტ-საბაზისო მნიშვნელობები შეყვანილი იყო ბოლო დაკვირვების შედეგების გამოყენებით. * p<0.05.** p<0.0001 CI= ნდობის ინტერვალი. FPG = უზმოზე პლაზმური გლუკოზა. SD = სტანდარტული გადახრა.

83058035433000

სურათი 1. სხეულის წონის ცვლილება საწყისიდან დროთა განმავლობაში კვლევაში 1 (0-56 კვირა)

77724074642

სურათი 2. წონის ცვლილების პროცენტული განაწილება (%) 56 კვირის მკურნალობის შემდეგ კვლევაში 1

ცხრილი 5: კვლევა 2. სხეულის წონის, გლიკემიის და კარდიომეტაბოლური პარამეტრების ცვლილება საწყისიდან 56 კვირაში

საქსენდა (N=412)

პლაცებო (N=211)

საქსენდა vs.

პლაცებო

სხეულის წონა

საწყისი, კგ (SD)

105.6 (21.9)

106.7. (21.2)

-

საშუალო ცვლილება 56 კვირაში, %(%95 CI)

  • 5.9
  • 2.0
  • 4.0** (-4.8;-3.1)

საშუალო ცვლილება 56 კვირაში, კგ (%95 CI)

  • 6.2
  • 2.2
  • 4.1** (-5.0;-3.1)

პაციენტების პროპორცია, რომლებმაც დაკარგეს ≥5% პროპორცია 56 კვირაში,

%(95%Cl)

  • 8
  • 5
  • 4** (4.1; 10.0)

პაციენტების პროპორცია, რომლებმაც დაკარგეს >10% წონა 56 კვირაში, % (95% CI)

  • 9
  • 2
  • 8** (3.4; 13.8)

გლიკემიური და კარდიომეტაბოლური ფაქტორები

დასაწყისი

შეცვლა

დასაწყისი

შეცვლა

HbA1c, %

  • 9
  • 1.3
  • 9
  • 0.4
  • 0.9** (-1.1;-0.8)

FPG, მმოლ/ლ

  • 8
  • 1.9
  • 6
  • 0.1
  • 1.8** (-2.1;-1.4)

სისტოლური არტერიული წნევა, mmHg

128.9

  • 3.0

129.2

  • 0.4
  • 2.6* (-4.6;-0.6)

დიასტოლური არტერიული წნევა, mmHg

  • 0
  • 1.0
  • 3
  • 0.6
  • 0.4 (-1.7; 1.0)

წელის გარშემოწერილობა, სმ

118.1

  • 6.0

117.3

  • 2.8
  • 3.2** (-4.2;-2.2)

სრული საანალიზო ნაკრები. სხეულის წონისთვის, HbA1c, FPG, არტერიული წნევა და წელის გარშემოწერილობა არის საშუალო მნიშვნელობები საწყისიდან, ცვლილებები საწყისიდან 56 კვირაში არის პროგნოზირებული საშუალებები (უმცირესი კვადრატები), ხოლო მკურნალობის კონტრასტები 56 კვირაში არის პროგნოზირებული მკურნალობის განსხვავებები. პროგნოზირებული შანსის კოეფიციენტები მოცემულია იმ პაციენტების პროპორციებისთვის, რომლებმაც დაიკლეს სხეულის წონის ≥5/>10%. დაკარგული პოსტ-საბაზისო მნიშვნელობები შეყვანილი იყო ბოლო დაკვირვების შედეგების გამოყენებით. * p<0.05.** p<0.0001 CI= ნდობის ინტერვალი. FPG = უზმოზე პლაზმური გლუკოზა. SD = სტანდარტული გადახრა.

ცხრილი 6: კვლევა 3. ცვლილებები საწყისიდან სხეულის წონაში და აპნოე-ჰიპოპნოეს ინდექსი 32 კვირაში

საქსენდა (N=180)

პლაცებო (N=179)

საქსენდა vs.

პლაცებო

სხეულის წონა

საწყისი, კგ (SD)

116.5. (23.0

118.7 (25.4)

-

საშუალო ცვლილება 32 კვირაში, %(95% CI)

  • 5.7
  • 1.6
  • 4.2** (-5.2;-3.1)

საშუალო ცვლილება 32 კვირაში, კგ (95% CI)

  • 6.8
  • 1.8
  • 4.9** (-6.2;-3.7)

პაციენტების პროპორცია, რომლებმაც დაკარგეს ≥5% პროპორცია 32 კვირაში, %(95%Cl)

  • 4
  • 1
  • 9** (2.4; 6.4)

პაციენტების პროპორცია, რომლებმაც დაკარგეს % წონა 160 კვირაში, %(95%CI)

  • 4
  • 5
  • 0** (5.7; 63.1)

დასაწყისი

შეცვლა

დასაწყისი

შეცვლა

აპნოე-ჰიპოპნოე ინდექსი, მოვლენების რაოდენობა/საათი

  • 0
  • 12.2
  • 3
  • 6.1
  • 6.1* (-11.0;-1.2)

სრული საანალიზო ნაკრები. საბაზისო მნიშვნელობები არის საშუალო, ცვლილებები საწყისიდან 32 კვირაში არის პროგნოზირებული საშუალებები (უმცირესი კვადრატები), ხოლო მკურნალობის კონტრასტები 32 კვირაში არის პროგნოზირებული მკურნალობის განსხვავებები. (95% CI). პროგნოზირებული შანსის კოეფიციენტები მოცემულია იმ პაციენტების პროპორციებისთვის, რომლებმაც დაიკლეს სხეულის წონის ≥5/>10%. დაკარგული პოსტ-საბაზისო მნიშვნელობები შეყვანილი იყო ბოლო დაკვირვების შედეგების გამოყენებით. * p<0.05.** p<0.0001 CI= ნდობის ინტერვალი. FPG = უზმოზე პლაზმური გლუკოზა. SD = სტანდარტული გადახრა.

ცხრილი 7 კვლევა 4: ცვლილებები სხეულის წონაში საწყისიდან 56 კვირაში

საქსენდა (N=207)

პლაცებო

(N=206)

საქსენდა vs.

პლაცებო

საწყისი, კგ (SD)

100.7 (20.8)

  • 9 (21.2)

-

საშუალო ცვლილება 56 კვირაზე, % (95% CI)

  • 6.3
  • 0.2
  • 6.1** (-7.5;-4.6)

საშუალო ცვლილება 56 კვირაზე, კგ (95% CI)

  • 6.0
  • 0.2
  • 5.9** (-7.3;-4.4)

პაციენტების პროპორცია, რომლებმაც დაკარგეს ≥5% პროპორცია 56 კვირაში,

%(95%Cl)

  • 7
  • 3
  • 8** (2.4; 6.0)

პაციენტების პროპორცია, რომლებმაც დაკარგეს >10% წონა 56 კვირაში, % (95% CI)

  • 4
  • 8
  • 1** (2.7; 9.7)

სრული საანალიზო ნაკრები. საბაზისო მნიშვნელობები არის საშუალო, ცვლილებები საწყისიდან 56 კვირაში არის პროგნოზირებული საშუალებები (უმცირესი კვადრატები), ხოლო მკურნალობის კონტრასტები 56 კვირაში არის პროგნოზირებული მკურნალობის განსხვავებები. პროგნოზირებული შანსის კოეფიციენტები მოცემულია იმ პაციენტების პროპორციებისთვის, რომლებმაც დაიკლეს სხეულის წონის ≥5/>10%. დაკარგული პოსტ-საბაზისო მნიშვნელობები შეყვანილი იყო ბოლო დაკვირვების შედეგების გამოყენებით. * p<0.05.** p<0.0001 CI= ნდობის ინტერვალი. FPG = უზმოზე პლაზმური გლუკოზა. SD = სტანდარტული გადახრა.

სურათი 3 სხეულის წონის ცვლილება კვლევა 4-ში რანდომიზაციის მნიშვნელობასთან შედარებით დროთა განმავლობაში

0 კვირამდე პაციენტები მკურნალობდნენ მხოლოდ დაბალკალორიული დიეტით და ვარჯიშით. 0 კვირაში პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ SAXENDA® ან პლაცებოს მისაღებად.

იმუნოგენურობა

პროტეინის ან პეპტიდის შემცველი სამკურნალო საშუალებების პოტენციური იმუნოგენური თვისებების შესაბამისად, პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ლირაგლუტიდური ანტისხეულები ლირაგლუტიდით მკურნალობის შემდეგ. კლინიკურ კვლევებში ლირაგლუტიდით ნამკურნალები პაციენტების 2.5%-ს განუვითარდა ანტი-ლირაგლუტიდური ანტისხეულები. ანტისხეულების წარმოქმნა არ იყო დაკავშირებული ლირაგლუტიდის ეფექტურობის დაქვეითებასთან.

გულ-სისხლძარღვთა შეფასება

მნიშვნელოვანი გულ-სისხლძარღვებთან დაკავშირებული მოვლენები (MACE) გადაწყვეტილი იქნა გარე დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის მიერ და განისაზღვრა როგორც არალეტალური მიოკარდიული ინფარქტი, არალეტალური ინსულტი და კარდიოვასკულარული გარდაცვალება. საქსენდასთან დაკავშირებულ ხანგრძლივ კვლევებში, ლირაგლუტიდის მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებში დაფიქსირდა 6 MACE, ხოლო პლაცებოთი მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებში დაფიქსირდა 10 MACE. შანსების კოეფიციენტი და 95% CI ლირაგლუტიდისთვის 0.33 პლაცებოსთან შედარებით [0.12; ნაპოვნია 0,90]. გულისცემის საშუალო მატება საწყისიდან 2.5 დარტყმა წუთში დაფიქსირდა ლირაგლუტიდის გამოყენებისას მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევებში (დიაპაზონი 1.6-დან 3.6 დარტყმა/წთ-მდე კვლევებში). გულისცემამ პიკს მიაღწია დაახლოებით 6 კვირის შემდეგ. გულისცემის ამ საშუალო ზრდის გრძელვადიანი კლინიკური გავლენა დადგენილი არ არის. გულისცემის ცვლილება შექცევადი იყო ლირაგლუტიდის შეწყვეტის შემდეგ (იხ, ნაწილი 4.4).

ლირაგლუტიდის ეფექტი და ეფექტურობა დიაბეტში-კარდიოვასკულური შედეგების შეფასება

LEADER-ის კვლევა, ლირაგლუტიდის გრძელვადიანი გულ-სისხლძარღვთა შედეგების შესწავლის მიზნით, მოიცავდა 9,340 პაციენტს ცუდად კონტროლირებადი ტიპის 2 დიაბეტით. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას გულ-სისხლძარღვთა დაავადება აქვს. პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ ლირაგლუტიდზე 1.8 მგ-მდე (4668) დღიურ დოზამდე ან პლაცებოზე (4672) სტანდარტული თერაპიის გარდა.

დაკვირვების პერიოდი 3,5 წლიდან 5 წლამდეა. საშუალო ასაკი 64 წელია და საშუალო BMI 32,5 კგ/მ². საშუალო HbA1c საწყის ეტაპზე იყო 8.7 და გაუმჯობესდა 3 წლის შემდეგ 1.2%-ით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლირაგლუტიდს და 0.8%-ით იმ პაციენტებში, რომლებსაც იღებდნენ პლაცებო. პირველადი საბოლოო წერტილი იყო დრო რანდომიზაციიდან ნებისმიერი ძირითადი გულ-სისხლძარღვთა გვერდითი მოვლენის ((MACE) პირველი შემთხვევა: გულ-სისხლძარღვით სიკვდილი, არალეტალური მიოკარდიუმის ინფარქტი ან არალეტალური ინსულტი.

ლირაგლუტიდმა მნიშვნელოვნად შეამცირა ძირითადი გულ-სისხლძარღვთა მოვლენების სიხშირე (პირველადი საბოლოო წერტილი, MACE) პლაცებოსთან შედარებით (3.41 წინააღმდეგ 3.90 100 პაციენტ-წელიწადზე დაფიქსირებული ლირაგლუტიდისა და პლაცებოს ჯგუფებში, შესაბამისად), რისკის შემცირებით 13%, HR 0.87, [0.78, 0.97] [95% CI] (p = 0.005) (იხილეთ სურათი 4).

სურათი 4: კაპლან-მეიერის დრო პირველი MACE-სრული საანალიზო ნაკრები პოპულაციის ანალიზი

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

შეწოვა

ლირაგლუტიდის აბსორბცია ნელი იყო კანქვეშა შეყვანის შემდეგ, მაქსიმალურ კონცენტრაციას მიაღწია დოზის მიღებიდან დაახლოებით 11 საათის შემდეგ. ლირაგლუტიდის საშუალო წონასწორული კონცენტრაცია (AUC/24) მიღწეულია 3 მგ ლირაგლუტიდის მიღების შემდეგ სიმსუქნის დონე (BMI 30-40 კგ/მ2) პაციენტებში არის დაახლოებით 31 ნმოლ/ლ. ლირაგლუტიდის ექსპოზიცია დოზის პროპორციულად იზრდებოდა. ლირაგლუტიდის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა კანქვეშა შეყვანის შემდეგ არის დაახლოებით 55%.

განაწილება

განაწილების საშუალო აშკარა მოცულობა კანქვეშა შეყვანის შემდეგ არის 20-25 ლ (დაახლოებით 100 კგ წონის მქონე პირისთვის). ლირაგლუტიდი ძირითადად დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან (>98%).

ბიოტრანსფორმაცია

ჯანმრთელ მოხალისეებში [3H]-ლირაგლუტიდის ერთჯერადი დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ, პლაზმის ძირითადი კომპონენტი იყო უცვლელი ლირაგლუტიდი. გამოვლენილია ორი უმნიშვნელო მეტაბოლიტი (პლაზმის რადიოაქტიურობის მთლიანი ზემოქმედების £9% და £5%).

გამოყოფა

ლირაგლუტიდი მეტაბოლიზდება ენდოგენურად მსხვილი ცილების მსგავსად, არ აქვს კონკრეტული ორგანო, როგორც გამოყოფის მთავარი გზა. [3H]-ლირაგლუტიდის დოზის მიღების შემდეგ შარდში ან განავალში უცვლელი ლირაგლუტიდი არ იქნა ნაპოვნი. შეყვანილი რადიოაქტიურობის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოიყოფა შარდით ან განავლით ლირაგლუტიდთან დაკავშირებული მეტაბოლიტების სახით (6% და 5%, შესაბამისად). შარდისა და განავლის რადიოაქტიურობა ძირითადად გამოიყოფა პირველი 6-8 დღის განმავლობაში, შესაბამისად სამი უმნიშვნელო მეტაბოლიტის შესაბამისად.

ლირაგლუტიდის კანქვეშა შეყვანის შემდეგ საშუალო კლირენსი არის დაახლოებით 0,9-1,4 ლ/სთ, ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 13 საათი.

პაციენტების მახასიათებლები

გერიატრიული პოპულაცია

ასაკს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ლირაგლუტიდის ფარმაკოკინეტიკაზე, ჭარბი წონისა და სიმსუქნის მქონე პაციენტების (18-დან 82 წლამდე) მონაცემების პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე. არ არის საჭირო დოზის კორექცია ასაკის მიხედვით.

სქესი

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, ქალებს აქვთ 24%-ით ნაკლები წონის მიხედვით მორგებული ლირაგლუტიდის კლირენსი მამაკაცებთან შედარებით. ექსპოზიცია-რეაქციის მონაცემებზე დაყრდნობით, დოზის კორექცია არ არის საჭირო სქესის მიხედვით.

ეთნიკურობა

ეროვნებას არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ლირაგლუტიდის ფარმაკოკინეტიკაზე, პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგების საფუძველზე, რომელიც მოიცავდა ჭარბწონიან და სიმსუქნე პაციენტებს თეთრკანიანი, შავი, აზიელი და ესპანური/არაისპანური ჯგუფებიდან.

სხეულის წონა

ლირაგლუტიდის ექსპოზიცია მცირდება საბაზისო წონის მატებასთან ერთად. ლირაგლუტიდის 3.0 მგ დღიური დოზა უზრუნველყოფდა ადექვატურ სისტემურ ექსპოზიციას 60-234 კგ სხეულის წონის დიაპაზონში, …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

საქსენდაR 6 მგ/ მლ საინექციო ხსნარის შემცველი გამოყენებისთვის მზა კალამი

სტერილური

განკუთვნილია კანქვეშა გამოყენებისთვის

მოქმედი ნივთიერება: ლირაგლუტიდი* 6 მგ/მლ.

1 მლ საინექციო ხსნარი 6 მგ ლირაგლუტიდს შეიცავს. 3 მლ-იანი გამოყენებისთვის მზა კალამი 18 მგ ლირაგლუტიდს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, პროპილენ გლიკოლი, ფენოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, საინექციო წყალი.

  • Saccharomyces cerevisiae’ ეს არის ცილა, რომელიც წარმოებულია რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით.

აღნიშნული წამალი დამატებით მონიტორინგს საჭიროებს. ეს სამკუთხედი

უსაფრთხოების ახალი მონაცემების სწრაფ განსაზღვრას უზრუნველყოფს. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მოხსენების გაკეთებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენების გაკეთება იხილეთ ნაწილი -4-ის ბოლო მონაკვეთი.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს და ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება საქსენდაR ?

საქსენდასR გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება საქსენდაR ?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

საქსენდასR შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება საქსენდაR ?

საქსენდაR არის წონის დაკლებისთვის გამოყენებული პრეპარატი, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით ლირაგლუტიდს შეიცავს. საქსენდაR -ორგანიზმში ბუნებრივად არსებულ და კვების შემდეგ ნაწლავებიდან გამომუშავებულ გლუკაგონის მსგავს პეპტიდ-1 (GLP-1)სახელით ცნობილ ჰორმონს წააგავს. საქსენდაR, თავის ტვინში არსებულ მადის კონტროლის ცენტრზე მოქმედებით გაფიქრებინებთ, რომ მაძღარი ხართ და შიმშლის უფრო ნაკლები გრძნობა გაქვთ, აღნიშნული კი გეხმარებათ, რომ უფრო ნაკლები ჭამოთ და წონაში დაიკლოთ.

სხეულის მასის ინდექსი-სმი, ეს არის სხეულის სიმაღლის მიხედვით მასის მაჩვენებელი. საქსენდაR გამოიყენება ქვემოთ მოცემული სხეულის მასის ინდექსის მქონე და 18 წლის და მეტი ასაკის ზრდასრულებში წონის დაკლების მიზნით დიეტასა და ვარჯიშთან ერთად:

თუ, სხეულის მასის ინდექსი-სმი 30კგ/მ2 და ან მეტია (სიმსუქნე) და ან

თუ,სხეულის მასის ინდექსი-სმი 27 კგ/მ2 და 30კგ/მ2 -მდეა (ჭარბი წონის) და ან წონასთან დაკაშირებული ჯანმრთელობის პრობლემების მქონე (დიაბეტი-შაქრიანი დიაბეტი), მაღალი არტერიული წნევის, სისხლში ცხიმების ანორმალური მაჩვენებელების და ან ძილის დროს განვითარებული ,,ობსტრუქციული ძილის აპნეს’’ სახელით ცნობილი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის პრობლემების მქონე) ავადმყოფებში.

თუ, საქსენდასR 12 კვირის განმავლობაში ღებულობთ დღიური დოზით 3 მგ/დღეში და 12 კვირის ბოლოს ფიქსირდება საწყისი წონის 5% დაკლება, პრეპარატის გამოყენება უნდა გააგრძელოთ. (იხილეთ ნაწილი-3). პრეპარატის გაგრძელებამდე ექიმის კონსულტაცია მიიღეთ.

დიეტა და ვარჯიში

თქვენი ექიმი, დიეტის და ვარჯიშის გეგმას მოგაწვდით. საქსენდასR გამოყენების დროს აღნიშნულ გეგმას მიჰყევით.

საქსენდაR, გამჭვირვალე, უფერო და ან თითქმის უფერო ფერის ხსნარია. გამოყენებისთვის წარმოდგენილია 3 მლ-იანი გამოყენებისთვის მზა კალამში. კოლოფში 1, 3 და ან 5 ცალი გამოყენებისთვის მზა კალამია მოთავსებული, რომელიც მათთვის განკუთვნილი შესაბამისი ზომის შეფუთვის ფორმებშია მოთავსებული. შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება ბაზარზე არ იყოს.

  • საქსენდასR გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

საქსენდაR არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ;

ლირაგლუტიდის და ან წამლის შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ (იხილეთ ნაწილი 6- მოცემული ჩამონათვალი) ალერგიული რეაქცია გაქვთ,

თქვენ და ან თქვენი ოჯახის წევრს ფარისებრი ჯირკვლის რომელიმე პათოლოგია, ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომა და ან ენდოკრინული სისტემის რომელიმე ტიპის დაავადება, მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიური სინდრომი ტიპი-2 გაქვთ.

საქსენდასR ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

საქსენდასR გამოყენებამდე თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს გაესაუბრეთ.

თუ, გულის მძიმე უკმარისობა გაქვთ, საქსენდასR გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

75 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილება მწირია. თუ, 75 წლის და ან მეტი ასაკი გაქვთ, ამ წამლის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ავადმყოფები, რომელბიც სხეულის წონის მართვისთვის სხვა მეთოდებსა და სხვა სამედიცინო პრეპარატებით მკურნალობდნენ და ან ენდოკრინული და ან კვების დარღვევების და ან სხვა პრობლემების მკურნალობის შედეგად მეორადი სიმსუქნე განუვითარდათ, მათთან ლირაგლუტიდით სხეულის წონის მართვის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადასტურებული.

ავადმყოფები, რომელთაც თირკმლების პრობლემები აქვთ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით გამოცდილება მწირია. თუ, თირკმლების დაავადება გაქვთ და ან დიალიზზე გადიხართ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. საქსენდაR, არ არის რეკომენდირებული თირკმლების უკმარისობის ბოლო სტადიის, ასევე თირკმლების მძიმე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი- <30 მლ/წთ) დროს.

ღვიძლის უკმარისობი მქონე ავადმყოფებში ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით გამოცდილება მწირია. თუ, ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს საქსენდასR გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ღვიძლის უკმარისობის მსუბუქი და საშუალო ფორმის დროს, საქსენდასR გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.

თუ, კუჭის შიგთავსის გახანგრძლივებული დაცლის (გასტროპარეზი) გამომწვევი კუჭისა და ან ნაწლავების მძიმე დაავადება და ან ნაწლავთა ჩირქოვანი ანთება გაქვთ, ეს პრეპარატი არ არის რეკომენდირებული.

დიაბეტიკები (ავადმყოფები შაქრიანი დიაბეტით)

თუ, დიაბეტი გაქვთ, საქსენდაR ინსულინის ნაცვლად არ გამოიყენოთ.

ინსულინის და/და ან სულფონილშარდოვანას წარმოებულების დიაბეტის სამკურნალოს წამალთან კომბინაციის შემთხვევაში, ლირაგლუტიდის მომხმარებელ, ტიპი- 2 დიაბეტის მქონე ავადმყოფებში ჰიპოგლიკემიის უფრო მაღალი (სისხლში შაქრის დაბალი დონე) რისკი შეიძლება არსებობდეს. სისხლში შაქრის დაბალი დონის რისკის შემცირებისთვის ინსულინის და /და ან სულფონილშარდოვანას დოზა უნდა შემცირდეს.

პანკრეასის ჩირქოვანი ანთება (პანკრეატიტი)

თუ, პანკრეასის დაავადება გაქვთ და ან წარსულში გქონდათ, ექიმს გაესაუბრეთ.

ნაღვლის ბუშტის ჩირქოვანი ანთება და ნაღვლის ბუშტის კენჭები

თუ, წონის მნიშვნელოვანი დაკლება გაქვთ, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების რისკი და შესაბამისად ნაღვლის ბუშტის ჩირქოვანი ანთების რისკი მაღალია. ზოგადად, დამახასიათებელია მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ნეკნის ქვეშ ინტენსიური ტკიივლი, ტკივილი გადადის მუცლის ღრუს ზედა ნაწილში, ამ დროს საქსენდასR მიღება შეაჩერეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს დაუკავშირდით. აღნიშნული ტკივილი შეიძლება შეიგრძნოთ ზურგში და ან მხარში (იხილეთ ნაწილი-4).

ფარისებრი ჯირკვლის დაავადება

თუ, ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაავადება (ჩიყვი) და ფარისებრი ჯირკვლის ზომების გადიდების გამომწვევი დაავადება გაქვთ, ექიმს მიმართეთ.

გულის ცემის სიხშირე

თუ, საქსენდათიR მკურნალობის დროს მოსვენებულ მდგომარეობაში გულის ფრიალი გექნებათ (გულის ცემის შეგრძნება) და ან იგრძნობთ, რომ გული უფრო სწრაფად გიცემთ, ექიმს გაესაუბრეთ.

სითხის დაკარგვა და დეჰიდრატაცია (სხეულის გაუწყლოვანება)

საქსენდათიR მკურნალობის დაწყებისას, შეიძლება სხეულში სითხის დაკარგგვა გამოვლინდეს, აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება და დიარეა. ამ დროს მნიშვნელოვანია სითხის დიდი რაოდენობით მიღება და დეჰიდრატაციის (სითხის დაკარგვის) თავიდან აცილება. თუ, რაიმე სახის კითხვა გაქვთ და ან რაიმე გეეჭვებათ, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს გაესაუბრეთ (იხილეთ ნაწილი-4).

პრეპარატზე დაკვირვება

ბიოტექნოლოგიური პროდუქტების დაკვირვების უზრუნველყოფისთვის, საჭიროა პროდუქტის სავაჭრო დასახელების და სერიის ნომრის ავადმყოფის ისტორიაში ჩაწერა.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები თქვენთან გამოვლინდა, თუნდაც წარსულის ნებისმიერ პერიოდში, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

საქსენდასR გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

საქსენდასR გამოყენება დღის ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ასევე მისი გამოყენება შესაძლებელია საკვებთან და ან სასმელთან ერთად და ან მის გარეშეც.

ორსულობა:

წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ, ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ და ან ორსულობას გეგემავთ, საქსენდაR არ გამოიყენოთ. ამის მიზეზია ის, რომ საქსენდასR მუცლად მყოფ ბავშვზე ზემოქმედების საკითხი უცნობია.

საქსენდასR გამოყენების დროს საჭიროა შესაბამისი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ, საქსენდასR იყენებთ, ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ. რადგანაც საქსენდასR დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

საქსენდასR ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის. საქსენდასR მომხმარებელ ზოგიერთ ავადმყოფთან, განსკუთრებით, მკრუნალობის პირველ 3 თვეში შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა(იხილეთ ნაწილი-,,შესაძლო გვერდითი ეფექტები’’).თუ, თავბრუსხვევას გრძნობთ, ავტომობილის და მექანიზმების მართვისას უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. უფრო მეტი ინფორმაციის საჭიროებისას, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს გაესაუბრეთ.

საქსენდასR შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფრომაცია

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული ,,დოზა’’ 1მმოლ (23 მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს შეიცავს, ანუ რეალობაში ,, ნატრიუმს არ შეიცავს’’.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, სხვა წამლებს ღებულობთ, ახლო პერიოდში მიიღეთ და ან მომავალში მიღების ალბათობა გაქვთ, აღნიშნული თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს აცნობეთ.

განსაკუთრებით, ქვემოთ მოცემული მდგოამრეობების დროს, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს აცნობეთ:

თუ, სულფონილშარდოვანას სახელით ცნობილ დიაბეტის სამკურნალო წამლებს ღებულობთ (მაგ. გლიმეპირიდი და ან გლიბენკლამიდის მსგავსი) და ან ინსულინს ღებულობთ- ამ წამლების საქსენდასR ერთად გამოყენებისას სისხლში შაქრის დონე შეიძლება დაეცეს (ჰიპოგლიკემია). სისხლში შაქრის დონის დაცემის თავიდან აცილების მიზნით, ექიმმა შეიძლება დიაბეტის სამკრუნალო წამლის დოზის რეგულაცია გააკეთოს. სისხლში შაქრის დაბალის დონის მაჩვენებელი გამაფრთხილებელი ნიშნებისთვის იხილეთ ნაწილი 4. თუ, ინსულინის დოზის რეგულირებას გააკეთებთ, ექიმი სისხლში შაქრის დონის უფრო ხშირ კონტროლს მოგთხოვთ.

თუ, ვარფარინს და ან ორალური გზით მისაღებ სისხლის შედედების საწინააღმდეგო სხვა წამლებს ღებულობთ, სისხლის შედედების მაჩვენებლის განსაზღვრისთვის საჭიროა უფრო ხშირი სისხლის ანალიზის გაკეთება.

ტკივილგამაყუჩებლის,ტემპერატურის დამწევი პარცეტამოლის, მაღალი ქოლესტერინის სამკურნალო ატორვასტატინის, სოკოს სამკურნალოდ გამოყენებული გრიზეოფულვინის, გულის დაავადებების სამკუნალოდ გამოყენებული დიგოქსინის, მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ლიზინოპრილის და ორალური კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო წამლები) საქსენდასთანR ერთდროულად მიღებისას, დოზის რეგულაცია საჭირო არ არის.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება საქსენდაR ?

აღნიშნული წამალი ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს მიმართეთ.

ექიმი, დიეტის და ვარჯიშის გეგმას მოგაწვდით, რომელიც უნდა შეასრულოთ. საქსენდასR გამოყენების დროს დიეტის და ვარჯიშის გეგმას თავი არ აარიდოთ.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

მკურნალობა, დაბალი დოზით იწყება და ეს დოზა მკურნალობის პერველი ხუთი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება.

საქსენდასR პირველი გამოყენებისას, სულ ცოტა 1 კვირის განმავლობაში საწყისი დოზაა: 0.6 მგ დღეში ერთხელ.

ექიმი, ნელ-ნელა, ყოველ კვირაში დოზას 0.6 მგ-ით გაზრდის მანამ, სანამ დღიური დოზა 3 მგ მიაღწევს.

ექიმი, საქსენდასR ყოველ კვირეული დოზის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. გთხოვთ, ქვემოთ მოცემული ცხრილის მონაცემები გაითვალისწინოთ.

კვირა

საინექციო დოზა

1-ელი კვირა

  • 6 მგ 1-ჯერ დღეში

მე-2 კვირა

  • 2 მგ 1-ჯერ დღეში

მე-3 კვირა

  • 8 მგ 1-ჯერ დღეში

მე-4 კვირა

  • 4 მგ 1-ჯერ დღეში

მე-5 კვირა და შემდეგ

  • 0 მგ 1-ჯერ დღეში

მკურნალობის მე-5 კვირისთვის რეკომენდირებულ დოზამდე- 3.0 მგ-მდე მიღწევის შემდეგ, მკურნალობის განმავლობაში ამ დოზის მიღება გააგრძელეთ. დოზა კიდევ უფრო მეტად არ გაზარდოთ.

ექიმი, მკურნალობის მსვლელობას რეგულარულად შეაფასებს.

მიცემის გზა და მეთოდი:

კალამის პირველად გამოყენებამდე, თქვენი ექიმი და ან ექთანი შეგასწავლით კალამის გამოყენების ტექნიკას.

საქსენდასR გამოყენება დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, საკვებთან და სასმელთან ერთად და ან მის გარეშეც.

საქსენდაR ყოველ დღეს, დაახლოებით დღის ერთსადაიმავე დროს (საათზე) გამოიყენეთ, შეარჩიეთ, დღის განმავლობაში თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო.

საქსენდასR ინექცია სად უნდა გაკეთდეს?

საქსენდაR, კანქვეშა (სუბკუტანეული ინექცია) ინექციის სახით კეთდება.

ინექციისთვის საუკეთესო მიდამოებია სხეულის შუა ნაწილი (მუცელი), ბარძაყის წინა ზედაპირი და ან მკლავის ზედა ნაწილი.

პრეპარატი ვენაში და ან კუნთში არ კეთდება.

გამოყენებისთვის დეტალური მითითებები ამ გვერდის უკანა ზედაპირზეა მოცემული.

დიაბეტით დაავადებული ადამიანები

თუ, დიაბეტი გაქვთ, ექიმს აცნობეთ. სისხლში შაქრის დონის დაცემის თავიდან აცილების მიზნით, ექიმმა, შეიძლება დიაბეტის სამკურნალო წამლების დოზის რეგულირება გააკეთოს.

საქსენდაR, სხვა წამლების ინექციურ ფორმებთან (მაგ. ინსულინთან) არ შეურიოთ.

საქსენდაR, GLP-1 რეცეპტორების აგონისტების (მაგ. ექსენატიდი და ან ლიქსისენატიდის მსგავსი) შემცველ სხვა წამლებთან კომბინირებულად არ გამოიყენოთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

საქსენდაR, 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენებული არ უნდა იქნას, რადგანაც ამ წამლის ეფექტურობა და უსაფრთხოება ამ ასკობრივ ჯგუფში არ არის გამოკვლეული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

≥75 ასაკის მქონე ავადმყოფებში ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილება მწირია. თუ, 75 წლის და მეტი ასაკის ხართ, ამ პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებული არა რის.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა:

ავადმყოფები, რომელთაც თირკმლის პრობლემები აქვთ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილება მწირია. თუ, თირკმლების დაავადება გაქვთ და ან დიალიზზე გადიხართ, ექიმის კონსულტაცია მიიღეთ. საქსენდაR, თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიის, მძიმე თირკმლების უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი- <30მლ/წთ) არ არის რეკომენდირებული.

ღვიძლის უკმარისობა

ავადმყოფები, რომელთაც ღვიძლის პრობლემები აქვთ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილება მწირია. თუ, ღვიძლის დაავადება გაქვთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. საქსენდაR, ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში არ არის რეკომენირებული. ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, ფიქრობთ, რომ საქსენდასR ეფექტი ძალიან ძლიერი და ან სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

თუ, საქსენდასR საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, საქსენდასR საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, საქსენდასR საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე ექიმს დაეკონტაქტეთ და ან საავადმყოფოს მიმართეთ, წამლის კოლოფი თან იქონიეთ, შეიძლება სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები:

გულისრევა

ღებინება

სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). სისხლში შაქრის დაბალი დონის მაჩვენებელი ნიშნებისთვის იხილეთ ნაწილი-,,გავრცელებული გვერდითი ეფექტები’’.

თუ, საქსენდასR მიღება დაგავიწყდათ

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

თუ, ერთი დოზის გაკეთება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, პრეპარატის ნორმალური მიღების დროიდან პირველი 12 საათის განმავლობაში ინექცია გაიკეთეთ.

მაგრამ, თუ საქსენდასR დოზის დავიწყებიდან 12 საათზე მეტი დრო გავიდა, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ და შემდეგი დოზა მომდევნო დღეს ჩვეულ დროზე (საათზე) მიიღეთ.

გამოტოვებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ და ან მომდევნო დღეს დოზა არ მოამატოთ.

მოვლენები, რომელიც საქსენდათიR მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმთან გასაუბრების გარეშე საქსენდასR მიღება არ შეწყვიტოთ.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს და ან ექთანს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, საქსენდაშიR არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტები

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, საქსენდასR გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

საქსენდასR მომხმარებელ ავადმყოფებში, ნაკლებად გავრცელებული სიხშირით დაფიქსირებულია პანკრეასის ჩირქოვანი ანთება(პანკრეატიტი).პანკრეატიტი, სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.

მუცლის (კუჭის არეში) ტკივილი, რომელიც გადადის ზურგში, გულისრევა, ღებინება. აღნიშნული ნიშნები შეიძლება პანკრეასის ჩირქოვანი ანთების (პანკრეატიტის) მაჩვენებელი ნიშნები იყოს.

საქსენდასR მომხმარებელ ავადმყოფებში, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციები. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელების, სახესა და ხახაში შეშუპების,პულსის გახშირების მსგავსი ნიშნების გამოვლენისას, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ საქსენდასR მიმართ ალერგიული რეაქცია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

გვერდით ეფექტები სიხშირის მიხედვით ქვემოთაა მოცემული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

სხვა გვერდითი ეფექტები

ძალიან გავრცელებული:

გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა,თავის ტკივილი; აღნიშნული ნიშნები ძირითდად რამდენიმე დღეში და ან კვირაში ალაგდება.

გავრცელებული:

კუჭსა და ნაწლავებზე მოქმედი პრობლემები, მაგ. საჭმლის მონელების პრობლემები (დისპეფსია), კუჭის გარსების ანთება (გასტრიტი), კუჭის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი, გულძმარვა, მუცლის შებერილობის შეგრძნება, აირების დაგროვება, ბოყინი და პირის სიმშრალე.

სისუსტე და დაღლილობის შეგრძნება

გემოს შეგრძნების ცვლილება

გაბრუება

ჩაძინების გაძნელება (უძილობა). ასეთი მდგომარეობა ძირითადად, მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს.

ნაღვლის ბუშტის კენჭები

ინფექციის ადგილის რეაქციები(მაგ. დალურჯებები, ტკივილი, გაღიზიანება, ქავილი და გამონაყარის მსგავსი)

სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). სისხლში შაქრის დაბალი დონის მაჩვენებელი ნიშნები შეიძლება უეცრად გამოვლინდეს, ესენია: ცივი ოფლი, ცივი და ფერმკრთალი კანი, თავის ტკივილი, გულის ცემის გახშირება, გულისრევა, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, მხედველობის ცვლილებები, ძილიანობა, სისუსტის შეგრძნება, გაღიზიანება, მღელვარება, გონების არევა, კონცენტრაციის გაძნელება და კანკალი (ტრემორი). თქვენი ექიმი, სისხლში შაქრის დაბალი დონის დროს აგიხსნით როგორ უნდა იმკურნალოთ და ასევე ამ გამაფრთხილებელი ნიშნების გამოვლენისას, აგიხსნით, როგორ უნდა მოიქცეთ.

პანკრეასის ფერმენტების მომატება; მაგ. ლიპაზას და ამილაზას მსგავსი.

ნაკლებად გავრცელებული:

სითხის დაკარგვა(დეჰიდრატაცია), აღნიშნული მდგომარეობა უფრო ხშირად მკურნალობის დასაწყისში ვლიდნება და დაკავშირებულია: გულსირევასთან, ღებინებასთან და დიარეასთან.

კუჭის დაცლის გახანგრძლივება

ნაღვლის ბუშტის ჩირქოვანი ანთება

ალერგიული რეაქციები, კანის გამონაყარის ჩათვლით

ზოგადად, ცუდად ყოფნის შეგრძნება

პულსის გახშირება

პანკრეასის ჩირქოვანი ანთება (პანკრეატიტი) (პანკრეატიტის გამაფრთხილებელი ნიშნებისთვის იხილეთ ნაწილი- ინფორმაცია, რომელიც საქსენდასR გამოყენებამდე უნდა იცოდეთ და სერიოზული გვერდითი ეფექტები).

იშვიათი:

თირკმლის ფუნქციების დაქვეითება

თირკმლების მწვავე უკამრისობა. აღნიშნული დაავადების მაჩვენებელი ნიშნებია: შარდის მოცულობის შემცირება, პირში მეტალის გემოს შეგრძნება და ადვილად დალურჯება.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის და ან არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • საქსენდასR შენახვა

საქსენდაR ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

მუყაოს და ან კალამის ეტიკეტზე აღნიშნული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ საქსენდაR არ გამოიყენოთ. გამოყენების ბოლო ვადა იმ თვის ბოლო დღეა.

პირველი გამოყენების წინ:

შეინახეთ მაცივარში. (20 C -80 C). არ გაყინოთ. საყინულესგან დაშორებულ განყოფილებაში შეინახეთ.

კალამის გამოყენების დაწყების შემდეგ:

კალამი, <300 C ტემპერატურაზე და ან მაცივრის (20 C -80 C) ტემპერატურაზე 1 თვემდე შეგიძლიათ შეინახოთ. არ გაყინოთ. საყინულესგან დაშორებულ განყოფილებაში შეინახეთ.

სინათლისგან დაცვის მიზნით, მაშინ როცა კალამს არ იყენებთ, კალამის სახურავი ყოველთვის დახურული გქონდეთ.

თუ, ხსნარი გამჭვირვალე, უფერო და ან თითქმის უფერო არ არის, წამალი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. ნოვო ნორდისკის ჯანმრთელობის პროდუქტებით ვაჭრობა

ნისპეთიეს ქ. აქმერქეზი, ბლოკი- E3, სართული: 7

34335 ეთილერ-სტამბული თურქეთი

წარმოების ადგილი: შპს. ნოვო ნორდისკის A/S Novo Allé

DK-2880 Bagsvaerd, დანია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 11/03/2021 დამოწმებულია.

საქსენდაR 6 მგ/მლ საინექციო ხსნარის შემცველი გამოყენებისთვის მზა კალამის გამოყენების ინსტრუქცია

საქსენდასR გამოყენებისთვის მზა კალამის გამოყენებამდე ეს ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ.

თქვენი ექიმის და ან ექთნის მხირდან საჭირო ტრენინგის(კალამის გამოყენების მეთოდის სწავლება) მიღებამდე კალამი არ გამოიყენოთ.

პირველ რიგში, საქსენდაR 6 მგ/მლ პრეპარატის შიგთავსი უნდა შეამოწმოთ, შემდეგ კალმის და კალმის წვერის ნაწილების ამოცნობისთის, ქვემოთ მოცემული ფოტოები იხილეთ.

თუ, ბრმა ხართ და ან კალამზე არსებული დოზის დამთვლელს ვერ ხედავთ, კალამი დახმარების გარეშე არ გამოიყენოთ. დახმარება, კარგი მხედველობის მქონე და საქსენდასR კალმის გამოყენების მცოდნე პირისგან მიიღეთ.

კალამი, დოზის რეგულატორის მქონე, გამოყენებისთვის მზა კალამია. კალამი, 18 მგ ლირაგლუტიდს შეიცავს და 0.6 მგ, 1,2 მგ, 1,8მგ, 2,4 მგ და 3,0 მგ დოზების ინჟექტირებას უზრუნველყოფს. კალამი, მაქსიმუმ 8 მმ ზომის და მაქსიმუმ 32 G ზომის, წვრილი, NovoFine®-ის და ან NovoTwist® -ის ერთჯერადი გამოყენების ნემსებისგან შედგება.

! მნიშვნელოვანი ინფორმაცია

კალამის უსაფრთხო გამოყენებისთვის ქვემოთ მოცემული მონაცემები გაითვალისწინეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

საქსენდასR გამოყენებისთის მზა საინექციო კალამი და ნემსის წვერი

(ნიმუში)

კალამის სახურავი- ნემსის გარე სახურავი

  • ნემსის შიგნითა სახურავი
  • ნემსის წვერი
  • ქაღალდის საფარი

კალმის საზომი

კალმის ფანჯარა

საქსენდა-კალმის ეტიკეტი

0-- დოზის დამთვლელი -დინების კონტროლის სიმბოლი

  • დოზის მაჩვენებელი
  • დოზის შემრჩევი(სელექტორი)
  • დოზის ღილაკი
  • კალმის მოხმარებისთვის მზად ყოფნისთვის ახალი ნემსის წვერი მოამზადეთ

საქსენდასR შიგთავსის შემადგენლობაში რომ დარწმუნდეთ, კალმის სახელი და ფერადი ეტიკეტი გადაამოწმეთ. აღნიშნული უფრო მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როცა ერთზე მეტ საინექციო პრეპარატს ღებულობთ. წამლის შეცდომით გამოყენება თქვენი ჯანმრთელობისთვის შეიძლება საზიანო იყოს.

კალმის სახურავი მოქაჩვით მოხსენით.

ფოტო-ა

კალამში არსებული ხსნარი გადაამოწმეთ, გამჭვირვალე და უფერო უნდა იყოს. კალმის ფანჯრიდან შიგნით შეიხედეთ. თუ, ხსნარი შემღვრეულია, ეს კალამი არ გამოიყენოთ.

ფოტო-ბ

აიღეთ ახალი ნემსის წვერი და ქაღალის საფარი მოქაჩვით მოხსენით

ფოტო-გ

ნემსის წვერი პირდაპირ კალამზე მოარგეთ. სანამ ჭიდროდ არ მოერგება, დაატრიალეთ.

ფოტო-დ

ნემსის გარე სახურავი მოქაჩვით მოხსენით, შეინახეთ. ნემსის კალმიდან უსაფრთხოდ მოხსნისთვის, ინექციის შემდეგ საჭიროა ნემსზე გარე სახურავის მორგება.

ფოტო-ე

ნემსის შიგნითა სახურავი მოქაჩვით მოხსენით და გადააგდეთ. თუ, ნემსზე მორგებას შეეცდებით, ნემსი შეიძლება შემთხვევით დაგესოთ.

ნემსის წვეროზე შიეძლება ერთი წვეთი ხსნარი გამოჩნდეს. ეს ნორმალურია, მაგრამ თუ ახალ კალამს პირველად იყენებეთ, დინება უნდა გადაამოწმოთ. სანამ ინექციისთვის კალამს არ მოამზადებთ, ახალი ნემსის წვერო არ მოარგოთ.

! ყოველი ინექციისთვის, ყოველთვის ახალი ნემსის წვერი გამოიყენეთ. აღნიშნული ზომები ნემსის დახშობას, ინფექციას, ინფექციის გავრცელებას და დოზის ცდომილებას აგარიდებთ.

! გაღუნული და ან დაზიანებული ნემსის წვერო არავითარ შემთვევაში არ გამოიყენოთ.

ფოტო-ვ

  • შეამოწმეთ დინება

პირველი ინექციის წინ, ახალი კალმიდან დინება შეამოწმეთ. თუ, კალამი უკვე გამოყენებაშია, დაიწყეთ პირდაპირ მე-3 ეტაპით (,,დოზა შეარჩიეთ)’’

დოზის დამთვლელი დაატრიალეთ მანამ, სანამ დინების კონტროლის სიმბოლს (.....)გიჩვენებთ.

ფოტო-ა

დინების კონტროლის სიმბოლი არაჩეულია

კალამი დაიჭირეთ ისე, რომ ნემსის წვერო ზემოთ იყოს მიმართული. დოზის ღილაკს დააჭირეთ მანამ, სანამ დოზის დამთვლელზე ,,0’’ არ გამოჩნდება. ციფრი- 0 და დოზის მაჩვენებელი იგივე დონეზე უნდა იყოს. ნემსის წვერზე ხსნარის ერთი წვეთი უნდა გამოჩნდეს.

ნემსის წვერზე შეიძლება პატარა წვეთი დარჩეს, ეს წვეთი შეიძლება ინჟექტირებული არ იქნას.

თუ, წვეთი არ გამოჩნდება, მე-2 ეტაპი (,,დინება შეამოწმეთ’’) მაქსიმუმ 6-ჯერ გაიმეორეთ. თუ, წვეთი კვლავ არ გამოჩნდება, ნემსი წვერი შეცვალეთ და მე-2 ეტაპი(დინება შეამოწმეთ’’) გაიმეორეთ.

თუ, წვეთი კვლავ არ გადმოდის, ის კალამი გადააგდეთ და ახალი გამოიყენეთ.

! ახალ კალამის პირველი გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ნემსის წვერში წვეთი გადმოდის. ეს ნიშნავს, რომ ხსნარი გადმოდის.

თუ, წვეთი არ ჩანს, დოზის დამთვლელის მოძრაობის მიუხედავად, წამალი მაინც არ იქნება ინჟექტირებული. წვეთის არ არსებობა ნემსის დახშობას და ან დაზიანებას აჩვენებს.

თუ, თითოეული კალმის პირველი გამოყენებისას დინებას არ შეამოწმებთ, შეიძლება რეცეპტით გამოწერილი დოზის ინჟექტირება ვერ განხორცილდეს და შესაბამისად საქსენდასR სასურველ ეფექტს ვერ მიიღებთ.

ფოტო-ბ

  • დოზის შერჩევა

დოზის სელექტორი(შემრჩევი) დაატრიალეთ მანამ, სანამ დოზის დამთვლელი თქვენთვის საჭირო დოზას არ გიჩვენებთ (0.6 მგ, 1,2 მგ, 1,8მგ, 2,4 მგ და 3,0 მგ).

თუ, დოზას შეცდომით შეარჩევთ, დოზის სელექტორი დაატრიალეთ წინა და ან უკანა მიმართულებით და საჭირო დოზა შეარჩიეთ.

კალმით მაქსიმუმ 3 მგ დოზის შერჩევაა შესაძლებელი.

დოზის სელექტორით შეიძლება დოზის შეცვლა. დოზის დამთვლელი და დოზის მაჩვენებელი გიჩვენებთ თითოეულ დოზაზე რამდენი მგ შეარჩიეთ.

თითოეულ დოზაზე მაქსიმუმ 3,0 მგ შეგიძლიათ შეაერჩიოთ. თუ, კალამი 3,0 მგ-ზე ნაკლებ ხსნარს შეიცავს, დოზის დამთვლელი 3,0 ჩვენებამდე შეჩერდება.

დოზის სელექტორის წინა და უკანა მიმართულებით დატრიალებისას, კალამში დარჩენილ დოზაზე გამავალ მგ-ზე დატრიალებისას, კლიკის სხვადასხვა ხმას გამოსცემს. კალმის კლიკის ხმა არ დაითვალოთ.

! ამ წამლის ინექციამდე, იმისთვის, რომ დაინახოთ რამდენი მგ აირჩიეთ, ყოველთვის დოზის დამთვლელი და დოზის მაჩვენებელი გამოიყენეთ.

კალმის კლიკის ხმა არ დაითვალოთ.

კალმის საზომი არ გამოიყენოთ, ის მხოლოდ კალამში დარჩენილ ხსნარის რაოდენობას გიჩვენებთ.

დოზის შერჩევის ფანჯარით შესაძლებელია მხოლოდ 0.6 მგ, 1,2 მგ, 1,8მგ, 2,4 მგ და 3,0 დოზების შერჩევა. სწორი დოზის შერჩევაში რომ გარანტირებულად დარწმუნდეთ, შერჩეული დოზა დოზის მაჩვენებელთან ერთ დონეზე უნდა იყოს.

ფოტო- ა

ნიმუში

  • 6მგ შერჩეულია

რამდენი ხსანრი დარჩა?

კალმის საზომი კალამში დარჩენილ ხსანრის დაახლოებით რაოდენობას გიჩვენებთ.

ფოტო-ა

დარჩენილი ხსნარის დაახლოებითი რაოდენობა

დარჩენილი დოზა ზუსტად რომ დაინახოთ, გამოიყენეთ დოზის დამთვლელი:

დოზის შემრჩევი დაატრიალეთ მანამ, სანამ დოზის დამთვლელი გაჩერდება.

თუ, დოზის ფანჯარაში 3,0 აჩვენებს, კალამში სულ ცოტა 3,0 მგ დარჩენილი. თუ დოზის დამთვლელი 3,0 -მდე ჩერდება, ეს ნიშნავს, რომ სრული დოზა 3,0 მგ -სთვის საკმარისი ხსნარი არ არის დარჩენილი.

თუ, თქვენს კალამში დარჩენილ ხსნარზე მეტი დოზა გესაჭიროებათ

ასეთი შემთხვევისთვის, ექიმი და ან ექთანი მითითებებს და რეკომენდაციებს მოგაწვდიდათ. ამ შემთხევაში შესაძლებელია დოზის გაყოფა არსებულ კალამსა და ახალ კალამს შორის. მოიქეცით ისე, როგორც ექიმმა და ან ექთანმა აგიხსნათ, დოზის სწორად გამოთვლისთვის კალკულატორი გამოიყენეთ.

! დოზის სწორ გამოთვლის საკითხში ფრთხილად იყავით.

თუ, ორ კალამს შორის დოზის გაყოფის საკითხში დარწმუნებული არა ხართ, დოზა ახალი კალამით შეარჩიეთ და გაიკეთეთ.

ფოტო-ბ

ნიმუში(24)

დოზის დამთვლელი გაჩერდა:

  • 4 მგ დარჩა

4- დოზის ინჟექტირება

ნემსი ღრმად დაასეთ ისე, როგორც ექიმმა და ან ექთანმა გასწავლათ.

დარწმუნდით, რომ დოზის დამთვლელს ხედავთ. თითებით არ დაფაროთ. წინააღმდეგ შემთვევაში ინექცია შეიძლება ბოლომდე არ გაკეთდეს.

ფოტო-ა

დოზის ღილაკს დააჭირეთ და დაჭერილი გქონდეთ მანამ, სანამ დოზის დამთვლელი 0 არ აჩვენებს. ციფრი 0 და დოზის მაჩვენებელი ერთ დონეზე უნდა იყოს. ამის შემდეგ შეიძლება კლიკის ხმა გაიგონოთ და ან იგრძნოთ.

ფოტო-ბ

ნემსი კანში დასობილი დატოვეთ მანამ, სანამ დოზის დამთვლელში ციფრი 0 არ გამოჩნდება, ნელა 6-მდე დაითვალეთ.

თუ, ნემსს უფრო ადრე ამოიღებთ, შეიძლება დაინახოთ ნემსის წვეროდან გადმოსული ხსნარის წვეთები. ამ შემთხვევაში სრული დოზა არ არის გაკეთებული.

ფოტო-გ

ნელა დაითვალეთ: 1,2,3,4,5,6

ნემსი კანიდან ამოიღეთ.

ინექციის ადგილას თუ სისხლი გამოჩნდება, მსუბუქად დააჭირეთ, ინექციის მიდამო არ დაზილოთ.

ინექციის გაკეთების შემდეგ ნემსის წვერზე შეიძლება 1 წვეთი ხსნარი დაინახოთ, ეს ნორმალურია და დოზაზე ზემოქმედებას არ ახდენს.

! იმის სანახავად, თუ რამდენი მგ გააკეთეთ, ნახეთ დოზის დამთვლელი. დოზის დამთვლელის 0-ის ჩვენებამდე, დოზის ღილაკზე თითი დაჭერილი გქონდეთ.

დახშული და ან დაზიანებული ნემსი როგორ უნდა ამოვიცნოთ?

დოზის ღილაკზე უწყვეტად დაჭერის შემდეგ დოზის დამთველელზე 0 თუ არ გამოჩნდება, შეიძლება დახშული და ან დაზიანებული ნემსია გამოყენებული.

ამ შემთხვევაში, რეგულირებული ორიგინალური დოზიდან დოზის დამთვლელის მოძრაობის მიუხედავად, დოზა შეიძლება სულ არ გაკეთდეს.

თუ, ნემსი დახშულია, როგორ უნდა მოვიქცეთ?

მე-5 ეტაპში (,,ინექცის შემდეგ’’) აღწერილი ფორმით ნემსის წვერი შეცვალეთ და 1-ელი ეტაპიდან (,,კალამი ახალი ნემსის წვერით მოამზადეთ’’) დაწყებული ყველა ეტაპი გაიმეორეთ. დარწმუნდით, რომ თქვენთვის საჭირო დოზა შეარჩიეთ.

ინექციის გაკეთების დროს დოზის დამთვლელს არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ინექცია შეიძლება სრულად ვერ გაკეთდეს.

ფოტო-დ

5- ინექციის შემდეგ

ნემსის წვერი ნემსის გარე სახურავში მოათავსეთ, ისე, რომ ნემსს და ან ნემსის გარე სახურავს არ შეეხოთ, ამისთვის უფრო მოსახერხებელია ამ ნაწილების სწორ ზედაპირზე მოათავსება.

ფოტო-ა

ნემსის გარე სახურავით ნემსის დაფარვის შემდეგ, ნემსის გარე სახურავი ფრთხილად ბოლომდე მოარგეთ.

ნემსის წვერი დატრიალების საშულებით მოხსენით და ფრთხილად გადააგდეთ.

ფოტო-ბ

ხსნარის სინათლისგან დაცვის მიზნით, კალმის სახურავი დახურული გქონდეთ.

ინექციის გაადვილების და ნემსის დახშობის თავიდან აცილების მიზნით, ინექციის შემდეგ ნემსი ყოველთვის გადააგდეთ. თუ, ნემსი დახშულია, წამლის ინჟექტირება ვერ გაკეთდება.

კალამი დაცლის შემდეგ თქვენი ექიმის, ექთნის და ან ადგილობრივი ხელისუფლების მითითებების შესაბამისად, ნემსის გარეშე გადააგდეთ.

! ინექციის შემდეგ ნემსის შიგა სახურავის ისევ მორგება არასოდეს არ სცადოთ. შეიძლება შემთხვევით ნემსი დაგესოთ.

! ყოველი ინექციის შემდეგ ნემსის წვერი კალამს ყოველთვის მოხსენით.

ზემოთ აღნიშნული ზომები ნემსის დახშობას, ინფექციის გადაცემას, ინფექციას, ხსნარის გამოჟონვას და არასწორი დოზის გაკეთებას თავიდან აგაცილებს.

ფოტო-გ

! სხვა მნიშვნელოვანი ინფრომაცია

კალამი და კალმის ნემსის წვერები ყოველთვის სხვა ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვებისგან მიუწვდომელ და უხილავ ადგილას შეინახეთ.

კალმის და ნემსის წვერები სხვას არასოდეს გაუზიაროთ (სხვას არ გაუკეთოთ იგივე ნემსით).

გამოყენებული ნემსის გადაგდებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, აღნიშნული სიფრთხილე კალამზე პასუხისეგბელ პირებს ნემსით დაზიანებას და ინფექციას აარიდებს.

კალმის მოვლა

კალამი ავტომობილში და ან ძალიან ცხელ და ან ძალინ ცივ ადგილას არ დატოვოთ.

გაყინული საქსენდას ინექცია არ გაიკეთოთ. თუ, გაიკეთებთ, ამ წამლის სასურველ ეფექტს ვერ მიიღებთ.

კალამი მტვერში, სიბინძურეში და ან სითხეში არ დატოვოთ.

კალამი არ გარეცხოთ, სითხეში არ დატოვოთ და ან ცხიმი არ წაუსვათ. საჭიროების შემთხვევაში სარეცხ საშუალებაში მსუბუქად დანამული ჩვარით გაწმინდეთ.

კალამი არ დაგივარდეთ და ან მყარ ზედაპირს არ მიარტყათ. თუ, დაგივარდებათ და ან კალამთან დაკაშირებით პრობლემაზე ეჭვი გაგიჩნდებათ, კალამს ახალი ნემსის წვერი მოარგეთ, ინექციამდე დინება გააკონტროლეთ.

კალმის განმეორებით შევსება არ სცადოთ. კალამი დაცლის შემდეგ გადაგდებული უნდა იქნას.

კალამი არ შეაკეთოთ და ან ნაწილებად არ დაშალოთ.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა