საფეტელმი 80
SAFETELMI 80
ჰიპერტენზია ესენციური ჰიპოერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში. კარდიოვასკულური პრევენცია კარდიოვასკულური ავადობის შემცირება პაციენტებში შემდეგი დაავადებებით: 1) მანიფესტირებული ათეროთრომბოზური კარდიოვასკულური დაავადება (ანამნეზში გულის კორონარული დაავადება, ინსულტი, ან პერიფერიული არტერიების დაავადება ) ან 2) მე-2 ტიპის …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტელმიზარტანი (telmisartan)
- ფორმა და შეფუთვა
- 80მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- MSN Laboratories Private Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები
- ATC კოდი
- C09CA07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036661
- რეგისტრირებულია
- 21 ოქტომბერი 2022, მოქმედებს 21 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- MSN Laboratories Private Limited (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „იმპექსფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
საფეტელმი 80 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ჰიპერტენზია
ესენციური ჰიპოერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში.
კარდიოვასკულური პრევენცია
კარდიოვასკულური ავადობის შემცირება პაციენტებში შემდეგი დაავადებებით:
- მანიფესტირებული ათეროთრომბოზური კარდიოვასკულური დაავადება (ანამნეზში გულის კორონარული დაავადება, ინსულტი, ან პერიფერიული არტერიების დაავადება ) ან
- მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი დადასტურებული სამიზნე ორგანოს დაზიანებით.
მიღების წესი და დოზირება
ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა:
ჩვეულებრივ ეფექტური დოზა შეადგენს 40 მგ დღეში ერთხელ. ზოგიერთ პაციენტს შეუძლია მიიღოს სარგებლობა ასევე ყოველდღიური დოზით 20 მგ. იმ შემთხვევებში, როდესაც სამიზნე არტერიული წნევა არ არის მიღწეული, ტელმისარტანის დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 80 მგ-მდე დღეში ერთხელ. ალტერნატიულად, ტელმისარტანი შეიძლება გამოყენებულ იქნას თიაზიდის ტიპის დიურეტიკებთან კომბინაციაში, როგორიცაა ჰიდროქლორთიაზიდი, რომელმაც აჩვენა, რომ ტელმისარტანთან ერთად გააჩნია დამატებით არტერიული წნევის შემამცირებელი ეფექტი. დოზის გაზრდისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი როგორც წესი, მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან ოთხი -რვა კვირის განმავლობაში.
კარდიოვასკულური პრევენცია:
რეკომენდებული დოზა შეადგენს 80 მგ დღეში ერთხელ. არ არის ცნობილი, არის თუ არა ტელმისარტანის 80 მგ-ზე ნაკლები დოზები ეფექტური კარდიოვასკულარული ავადობის შემცირების მხრივ. კარდიოვასკულური ავადობის შემცირების მიზნით ტელმისარტანით მკურნალობის დაწყებისას რეკომენდებულია არტერიული წნევის ყურადღებით მონიტორინგი, და თუ საჭიროა, შეიძლება აუცილებელი გახდეს მედიკამენტების კორექცია.
განსაკუთრებული პოპულაციები:
თირკმლის უკმარისობა: არ არის საჭირო დოზის კორექტირება თირკმლის მსუბუქიდან ზომიერამდე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტების შესახებ ხელმისაწვდომი გამოცდილება შეზღუდულია. ამ პაციენტებში რეკომენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზა 20 მგ.
ღვიძლის უკმარისობა: მსუბუქიდან და ზომიერამდე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს დღეში ერთხელ.
ხანდაზმულები
დოზა კორექცია ხანდაზმულ პაციენტებში საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
ტელმისარტანი არ არის რეკომენდირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო.
გამოყენების მეთოდი
ტელმისარტანის ტაბლეტები გამოიყენება დღეში ერთხელ პერორალურად და საჭიროა მისი მიღება სითხესთან ერთად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. პრეპარატთან მოპყრობა და მისი მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით. ტელმისარტანი ინახება დალუქულ ბლისტერში ტაბლეტების ჰიგროსკოპული თვისებების გამო. ტაბლეტების ამოღება ბლისტერიდან უნდა მოხდეს უშუალოდ მიღების წინ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი.
ბილიარული ობსტრუქციული დარღვევები.
ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებულია მხოლოდ მოზრდილებში
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ტელმისარტანს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. რისკი შეიძლება გაიზარდოს კომბინაციური მკურნალობისას ჰიპერკალიემიის გამომწვევ სხვა სამკურნალო საშუალებებთან (კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები, კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები, აგფ-ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (აასს-ები, სელექტიური COX -2 ინჰიბიტორების ჩათვლით), ჰეპარინი, იმუნოსუპრესორები (ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი) და ტრიმეტოპრიმი). ჰიპერკალიემიის განვითარება დამოკიდებულია ასოცირებულ რისკ ფაქტორებზე. რისკი იზრდება ზემოაღნიშნული მკურნალობების კომბინაციების შემთხვევაში.
რისკი განსაკუთრებით მაღალია კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან და კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებთან კომბინირებისას. აგფ- ინჰიბიტორებთან ან აასს-ებთან კომბინაცია, მაგალითად, წარმოადგენს ნაკლებ რისკს, იმ პირობით, თუ გამოყენებისას სიფრთხილის ზომები მკაცრად იქნება დაცული.
ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული
კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები ან კალიუმის დანამატები:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, როგორიცაა ტელმისარტანი, ამცირებენ დიურეტიკებით გამოწვეული კალიუმის კარგვას. კალიუმის დამზოგველმა დიურეტიკებმა როგორიცაა სპირინოლოქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერენი; ან ამილორიდმა, კალიუმის დანამატებმა ან კალიუმის შემცველმა მარილის შემცვლელებმა შეიძლება გამოიწვიონ შრატში კალიუმის მნიშვნელოვანი მომატება. თუ ერთდროული გამოყენება ნაჩვენებია დადასტურებული ჰიპოკალიემიის გამო, მათი გამოყენება საჭიროა სიფრთხილით და შრატში კალიუმის ხშირი მონიტორინგით.
ლითიუმი:
შრატში ლითიუმის კონცენტრაციისა და ტოქსიკურობის შექცევადი ზრდა დაფიქსირდა ლითიუმის ერთდროულად მიღებისას ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან, ტელმისარტანის ჩათვლით. თუ დადგენილია, რომ კომბინირებული გამოყენება აუცილებელია, რეკომენდირებულია შრატში ლითიუმის დონის ყურადღებით მონიტორინგი.
ერთდროულად გამოყენება, რომელიც მოითხოვს სიფრთხილეს
არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები:
აასს-ებმა (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზირების რეჟიმებით, COX-2 ინჰიბიტორები და არა-სელექტიური აასს-ები) შეიძლება შეამცირონ ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ზოგიერთ თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტში (მაგალითად, დეჰიდრატირებული პაციენტები ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმული პაციენტები), ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებისა და ციკლო-ოქსიგენზაციას მაინჰიბირებელი საშუალებების კომბინირებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება, მათ შორის თირკმლების შესაძლო მწვავე უკმარისობა, რომელიც როგორც წესი, შექცევადია. აქედან გამომდინარე, კომბინაცია უნდა მოხდეს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ადექვატური ჰიდრატაცია და მიზანშეწონილად ჩაითვალოს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად ამის შემდეგაც.
ერთ-ერთ კვლევაში ტელმისარტანისა და რამიპრილის ერთდროულად გამოყენებამ გამოიწვია რამიპრილისა და რამიპრილატის AUC0-24 და Cmax-ის 2.5-ჯერ მომატება. ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი.
დიურეტიკები (თიაზიდური ან მარყუჟოვანი დიურეტიკები):
წინასწარმა მკურნალობამ დიურეტიკების მაღალი დოზებით, როგორიცაა ფუროსემიდი (მარყუჟოვანი დიურეტიკი) და ჰიდროქლოროთიაზიდი (თიაზიდური დიურეტიკი) შეიძლება გამოიწვიოს მოცულობის დეფიციტი და ჰიპოტენზიის რისკი ტელმისარტანით თერაპიის დაწყებისას.
ერთდროული გამოყენებისას მხედველობაში მიიღება
სხვა ანტიჰიპერტენზიული აგენტები:
ტელმისარტანის არტერიული წნევის დამაქვეთებელი ეფექტი შეიძლება გაიზარდოს სხვა ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას. მათი ფარმაკოლოგიური თვისებების გათვალისწინებით სავარაუდოდ მოსალოდნელია, რომ შემდეგმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, მათ შორის ტელმისარტანის, ჰიპოტენზიური ეფექტი: ბაკლოფენი, ამიფოსტინი. გარდა ამისა, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია შეიძლება დაამძიმოს ალკოჰოლმა, ბარბიტურატებმა, ნარკოტიკებმა ან ანტიდეპრესანტებმა.
კორტიკოსტეროიდები (სისტემური გზა):
ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების მიღება არ უნდა იყოს დაწყებული ორსულობის დროს. თუ ანგიოტენზინის II რეცეპტორების ანტაგონისტებით თერაპიის გაგრძელება არ ჩაითვლება აუცილებლად, ორსულობის დაგეგმვისას პაციენტები უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიურ მკურნალობებზე, რომლებსაც აქვთ დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოყენებისათვის. ორსულობის დიაგნოზის დასმის შემდეგ, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.
ღვიძლის უკმარისობა
ტელმისარტანი არ უნდა მიეცეს ქოლესტაზის, ბილიარული ობსტრუქციული დარღვევების ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებს, რადგანაც ტელმისარტანი ძირითადად ელიმინირდება ნაღველთან ერთად. ამ პაციენტებში მოსალოდნელია ტელმისარტანის ღვიძლით კლირენსის შემცირება. ტელმისარტანი გამოიყენება მხოლოდ სიფრთხილით მსუბუქიდან ზომიერამდე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
რენოვასკულური ჰიპერტენზია
მძიმე ჰიპოტენზიისა და თირკმლის უკმარისობის რისკი იზრდება, როდესაც ბილატერალური თირკმლის არტერიის სტენოზის ან ერთი მოფუნქციონირე თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტებს მკურნალობენ პრეპარატებით, რომლებიც ზერმოქმედებას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე.
თირკმლის უკმარისობა და თირკმლის ტრანსპლანტაცია
როდესაც ტელმისარტანი გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში, რეკომენდებულია შრატში კალიუმისა და კრეატინინის დონის პერიოდული მონიტორინგი. ბოლო დროს თირკმლის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში ტელმისარტანის გამოყენების შესახებ გამოცდილება არ არსებობს.
ინტრავასკულური ჰიპოვოლემია
სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით ტელმისარტანის პირველი დოზის შემდეგ, შეიძლება განვითარდეს პაციენტებში მკაცრი დიურეზული თერაპიით, დიეტით მარილის შეზღუდვით, დიარეით, ან ღებინებით გამოწვეული მოცულობის და / ან ნატრიუმის დეფიციტის დროს. საჭიროა ამ მდგომარეობების კორექცია ტელმისარტანის გამოყენებამდე.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირების შედეგად დაფიქსირდა ჰიპოტენზია, სინკოპე, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის ცვლილება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) მგრძნობიარე პირებში, განსაკუთრებით ამ სისტემაზე მოქმედი სამკურნალო საშუალებების კომბინირების შემთხვევაში. ამგვარად, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (მაგ., ტელმისარტანის გამოყენებისას რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის სხვა ბლოკერებთან ერთად) არ არის რეკომენდებული. თუ კომბინირებული მიღება აუცილებელია, მიზანშეწონილია თირკმლის ფუნქციის ყურადღებით მონიტორინგი.
სხვა მდგომარეობები რენინ- ანგიოტენზინ- ალდოსტერონის სისტემის სტიმულაციით
იმ პაციენტებში, რომელთა სისხლძარღვთა ტონუსი და თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია უპირატესად რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (მაგალითად, პაციენტები გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობით ან საფუძვლად მდებარე თირკმლის დაავადებით, თირკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით), თერაპია ამ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტებით, მაგ. ტელმისარტანით, დაკავშირებულია მწვავე ჰიპოტენზიასთან, ჰიპერაზოტემიასთან, ოლიგურიასთან, ან იშვიათად თირკმლის მწვავე უკმარისობასთან.
პირველადი ალდოსტერონიზმი
პირველადი ალდოსტერონიზმის მქონე პაციენტები, ზოგადად არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ინჰიბირების გზით. ამგვარად, ტელმისარტანის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
აორტული და მიტრალური სარქვლის სტენოზი, ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია
ისევე, როგორც სხვა ვაზოდილატატორების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში აორტის ან მიტრალური სტენოზით, ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით.
დიაბეტიანი პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ინსულინით ან ანტიდიაბეტური საშუალებებით
ამ პაციენტებში ტელმისარტანით მკურნალობის შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია. აქედან გამომდინარე, ამ პაციენტებში საჭიროა სისხლის გლუკოზის სათანადო მონიტორინგი; ჩვენებისას შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის ან ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის კორექცია.
ჰიპერკალიემია
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სამკურნალო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. ხანდაზმულებში, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, დიაბეტიან პაციენტებში, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ სხვა პრეპარატებით, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონეები და / ან პაციენტებში ინტერკურენტული მოვლენებით, ჰიპერკალიემია შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.
სანამ ვიფიქრებდეთ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი პრეპარატების კომბინირებულ გამოყენებაზე, უნდა შეფასდეს სარგებელი- რისკის კოეფიციენტი.
ჰიპერკალიემიის მთავარი გასათვალისწინებელი რისკ ფაქტორებია:
- შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა, ასაკი (> 70 წელზე)
- კომბინაცია ერთ ან მეტ სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, ან / და კალიუმის დანამატებთან. სამკურნალო საშუალებები ან სამკურნალო საშუალებების თერაპიული კლასები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჰიპერკალიემია, შემდეგია: მარილის შემცვლელები, რომლებიც შეიცავს კალიუმს, კალიუმის შემცველი დიურეტიკები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასს -ები, სელექტიური COX-2 ინჰიბიტორების ჩათვლით), ჰეპარინი, იმუნოსუპრესორები (ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი), და ტრიმეტოპრიმი.
- ინტერკურენტული მოვლენები, კერძოდ, დეჰიდრატაცია, გულის მწვავე დეკომპენსაცია, მეტაბოლური აციდოზი, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, თირკმლის მდგომარეობის გაუარესება (მაგ. ინფექციური დაავადებების დროს), უჯრედული ლიზისი (მაგ. კიდურის მწვავე იშემია, რაბდომიოლიზი, მასიური ტრავმა).
რისკის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია შრატში კალიუმის ყურადღებით მონიტორინგი.
სორბიტოლი
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს (E420). ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ტელმისარტანი.
ეთნიკური განსხვავებები
ისევე, როგორც ეს აღინიშნება ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების შემთხვევაში, ტელმისარტანი და სხვა ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, როგორც ჩანს, ნაკლებად ეფექტურია წნევის დაქვეითების მხრივ შავკანიან ადამიანებში არა-შავკანიანებთან შედარებით, შესაძლოა რენინის დაბალი მდგომარეობის უფრო მაღალი პრევალირების გამო ჰიპერტენზიით დაავადებულ შავკანიან პოპულაციაში.
სხვა
ისევე, როგორც ნებისმიერი ანტიჰიპერტენზიული აგენტის შემთხვევაში, არტერიული წნევის ზედმეტად დაქვეითებამ პაციენტებში იშემიური კარდიოპათიით ან იშემიური კარდიოვასკულური დაავადებით შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
გვერდითი მოვლენები
ა. უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
სერიოზული წამლისმიერი გვერდითი მოვლენები მოიცავს ანაფილაქსიურ რეაქციას და ანგიონევროზულ შეშუპებას, რომელიც ვითარდება იშვიათად (1,000 პაციენტზე 1 შემთხვევაზე ნაკლები) და თირკმლის მწვავე უკმარისობას.
ტელმისარტანით გამოწვეული გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე (41.4%), როგორც წესი, შედარებადია პლაცებოსთან (41.4% შედარებით 43.9%-თან) ჰიპერტენზიის გამო ნამკურნალევ პაციენტების კონტროლირებად კვლევებში. გვერდითი მოვლენების სიხშირე არ იყო დოზასთან დაკავშირებული და არ ავლენდა კორელაციას პაციენტებთან სქესთან, ასაკთან ან რასასთან. ტელმისარტანის უსაფრთხოების პროფილი კარდიოვასკულური ავადობის შემცირების მიზნით ნამკურნალევ პაციენტებში შეესაბამებოდა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მიღებულ უსაფრთხოების პროფილს.
ქვემოთ ჩამოთვლილი წამლისმიერი გვერდითი მოვლენები შეკრებილია კონტროლირებული კლინიკური კვლევებიდან ჰიპერტენზიის გამო ნამკურნალევ პაციენტებში და პოსტ-მარკეტინგული ანგარიშებიდან.
ჩამონათვალი ასევე ითვალისწინებს სერიოზულ გვერდით მოვლენებს და გვერდით მოვლენებს, რომლებიც იწვევდნენ მკურნალობის შეწყვეტას, რომლებიც დაფიქსირდა სამ გრძელვადიან კლინიკურ კვლევაში 21,642 პაციენტზე, რომლებსაც მკურნალობდნენ ტელმისარტანით კარდიოვასკულური ავადობის შემცირების მიზნით ექვსი წლამდე პერიოდის განმავლობაში.
ბ. გვერდითი მოვლენების შემაჯამებელი ცხრილი
გვერდითი მოვლენები კატეგორიზებული იქნა სიხშირის სათაურების ქვეშ შემდეგი წესის გამოყენებით: ძალიან ხშირი (1/10); ხშირი (1/100 -დან <1/10-მდე); არა-ხშირი (1 / 1,000 -დან <1/100-მდე); იშვიათი (1 / 10,000-დან <1 / 1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1 / 10,000). თითოეულ სიხშირის ჯგუფში გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სერიოზულობის კლების მიხედვით.
ინფექციები და ინვაზიები
არა-ხშირი: საშარდე გზების ინფექცია, ცისტიტის ჩათვლით; ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ფარინგიტის და სინუსიტის ჩათვლით;
იშვიათი: სეფსისი, ფატალური გამოსავლის ჩათვლით 1.
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
არა-ხშირი: ანემია
იშვიათი: ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია
იმუნური სისტემის დარღვევები
იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობა
მეტაბოლიზმის და კვებითი დარღვევები
არა-ხშირი: ჰიპერკალიემია
იშვიათი: ჰიპოგლიკემია (დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში)
ფსიქიატრიული დარღვევები
არა-ხშირი: უძილობა, დეპრესია
იშვიათი: შფოთვა
ნერვული სისტემის მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: სინკოპე
თვალისმხრივი დარღვევები
იშვიათი: მხედველობის დარღვევები
ყურის და ლაბირინთის მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: თავბრუსხვევა
კარდიოლოგიური დარღვევები
არა-ხშირი: ბრადიკარდია
იშვიათი: ტაქიკარდია
სისხლძარღვების მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: ჰიპოტენზია 2, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის მხრივი დარღვევები:
არა-ხშირი: ქოშინი
კუჭ-ნაწლავის მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეპსია, მეტეორიზმი, ღებინება
იშვიათი: პირის სიმშრალე, კუჭში დისკომფორტი
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები:
იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის პათოლოგია / ღვიძლისმხრივი დარღვევები 3
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: ქავილი, ჰიპერჰიდროზი, გამონაყარი
იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება (აგრეთვე ფატალური გამოსავლითაც), ეგზემა, ერითემა, ურტიკარია, წამლისმიერი გამონაყარი, კანის ტოქსიკური გამონაყარი
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: ზურგის ტკივილი (მაგ. იშიაზი) კუნთების სპაზმები, მიალგია
იშვიათი: ართრალგია, კიდურის ტკივილი, მყესების ტკივილი (ტენდინიტის მსგავსი სიმპტომები)
თირკმლის და შარდის მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: თირკმლის უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები გამოყენების ადგილზე
არა-ხშირი: გულმკერდის ტკივილი, ასთენია (სისუსტე)
იშვიათი: გრიპის მსგავსი დაავადება
გამოკვლევები
არა-ხშირი: სისხლში კრეატინინის მომატება
იშვიათი: ჰემოგლობინის დაქვეითება, სისხლში შარდმჟავას მომატება, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატება
შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა
- სეფსისი
PRoFESS კვლევაში დაფიქსირდა სეფსისის შემთხვევების მომატება ტელმისარტანის დროს პლაცებოსთან შედარებით. მოვლენა შეიძლება იყოს შემთხვევითი აღმოჩენა ან დაკავშირებული უცნობ მექანიზმთან.
- ჰიპოტენზია. ეს წამლისმიერი გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა როგორც ხშირი კონტროლირებული არტერიული წნევის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ტელმისარტანით კარდიოვასკულური ავადობის შემცირების მიზნით სტანდარტულ მკურნალობაზე დამატებით.
- ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური დარღვევა / ღვიძლისმხრივი დარღვევები. პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებიდან ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური დარღვევის / ღვიძლისმხრივი დარღვევების შემთხვევების უმეტესობა განვითარდა იაპონელ პაციენტებში. როგორც ჩანს, იაპონელ პაციენტებში ეს გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ვითარდება.
ჭარბი დოზა
ადამიანებში დოზის გადამეტების შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაცია შეზღუდულია. სიმპტომები: ტელმისარტანის დოზის გადამეტების ყველაზე ცნობილი მანიფესტაციები იყო ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; ასევე დაფიქსირდა ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, შრატში კრეატინინის მომატება და თირკმლების მწვავე უკმარისობა.
მკურნალობა: ტელმისარტანი არ ელიმინირდება ჰემოდიალიზით. პაციენტზე უნდა განხორციელდეს ყურადღებით მონიტორინგი, და მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და დამხმარე. მკურნალობის მართვა დამოკიდებულია მიღებიდან გასულ დროზე და სიმპტომების სიმძიმეზე. რეკომენდებული ზომები მოიცავს ღებინების გამოწვევას ან / და კუჭის ამორეცხვას. აქტივირებული ნახშირი შეიძლება სასარგებლო იყოს დოზის გადამეტების მკურნალობისას. შრატში ელექტროლიტები და კრეატინინი უნდა გაკონტროლდეს ხშირად. თუ განვითარდება ჰიპოტენზია, პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურზე მწოლიარე მდგომარეობაში, მიეცეს მარილი და შეივსოს მოცულობა სწრაფად.
ფარმაცევტული დახასიათება
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა (Ac-Di-Sol), მეგლუმინი, პოლიქსამერი 188 NF, პოვიდონი, იზოპროპილის სპირტი და მაგნიუმის სტეარატი. შეუთავსებადობა:
არ არის მოცემული
შენახვა:
შეინახეთ არაუმეტეს 250C-ზე. დაიცავით სინათლისა და სინესტისაგან, შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვის ინფორმაცია
ბლისტერი 10 ტაბლეტით პაკეტში
განადგურებისა და მოპყრობისათვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ტელმისარტანი უნდა ინახებოდეს დალუქულ ბლისტერში ტაბლეტების ჰიგროსკოპული თვისებების გამო. ტაბლეტები უნდა ამოიღოთ ბლისტერიდან უშუალოდ გამოყენების წინ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
საფეტელმი 20, 40 და 80 (ტელმისარტანის ტაბლეტები USP 20 მგ, 40 მგ და 80 მგ) ხარისხობრივი და რაოდენობრივი შედგენილობა თითოეული შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს ტელმისარტანი USP 20/40/80 მგ-ს. დამხმარე ნივთიერებები იხილეთ პარაგრაფში „ფარმაცევტული მახასიათებლები“ ფარმაცევტული ფორმა შემოუგარსავი ტაბლეტი თეთრიდან კრემისფრამდე შეფერილობის მრგვალი ფორმის გლუვი, ბრტყელი, წაკვეთილი ბოლოებით, ორივე მხრიდან სადა, შემოუგარსავი ტაბლეტები. ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკური თვისებები ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოტენზინ II ანტაგონისტები, გლუვი, ათქ კოდი: C09CA07. მოქმედების მექანიზმი ტელმისარტანი არის პერორალურად აქტიური და სპეციფიკური ანგიოტენზინ II რეცეპტორის (ტიპი AT1) ანტაგონისტი. ტელმისარტანი განდევნის ანგიოტენზინ II- ს ძლიერ მაღალი ტენდენციით მისი შეკავშირების ადგილიდან AT1-ის რეცეპტორის ქვეტიპში, რომელიც პასუხისმგებელია ანგიოტენზინ II- ის ცნობილ მოქმედებებზე.
ტელმისარტანი არ ავლენს რაიმე ნაწილობრივ აგონისტურ მოქმედებას AT1 რეცეპტორზე.
ტელმისარტანი სელექტიურად უკავშირდება AT1 რეცეპტორს. კავშირი ხანგრძლივია. ტელმისარტანი არ ავლენს მიდრეკილებას სხვა რეცეპტორების მიმართ, AT2-ის და სხვა ნაკლებად დახასიათებული AT რეცეპტორების ჩათვლით. ამ რეცეპტორების ფუნქციური როლი ცნობილი არ არის, ისევე როგორც მათი შესაძლო ზესტიმულირების ეფექტი ანგიოტენზინ II- ის მიერ, რომლის დონესაც ზრდის ტელმისარტანი. ტელმისარტანი ამცირებს პლაზმაში ალდოსტერონის დონეს. ტელმისარტანი არ აინჰიბირებს ადამიანის პლაზმაში რენინს და არ ბლოკავს იონურ არხებს. ტელმისარტანი არ აინჰიბირებს ანგიოტენზინის გარდამქმნელ ფერმენტებს (კინინაზა II), ფერმენტი, რომელიც ასევე შლის ბრადიკინინს. ამიტომაც არ არის მოსალოდნელი ბრადიკინინით გამოწვეული გვერდითი მოვლენების მომატება. ადამიანის ორგანიზმში, ტელმისარტანის 80 მგ დოზა თითქმის მთლიანად აინჰიბირებს ანგიოტენზინ II-ით გამოწვეულ სისხლის წნევის მომატებას. ინჰიბიტორული ეფექტი ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში და ჯერ ისევ გაზომვადია 48 საათამდე პერიოდში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა ტელმისარტანის პირველი დოზის შემდეგ, ანტიჰიპერტენზიული აქტივობა თანდათან აშკარა ხდება 3 საათის ფარგლებში. არტერიული წნევის მაქსიმალური შემცირება ზოგადად მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 4-დან 8 კვირამდე დროში და ნარჩუნდება გრძელვადიანი თერაპიის განმავლობაში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მუდმივად ნარჩუნდება დოზის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში და მოიცავს ბოლო 4 საათს შემდეგ დოზამდე, როგორც ამას აჩვენებს არტერიული წნევის ამბულატორიული გაზომვები. ეს დადასტურებულია მინიმუმიდან-პიკურამდე კოეფიციენტებით, რომლებიც მუდმივად 80% -ზე მეტია ტელმისარტანის 40 და 80 მგ დოზებზე პლაცებოთი კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში. არსებობს დოზასა და სისტოლური არტერიული წნევის (SBP) საწყის დონემდე დაბრუნების დროს შორის კავშირის აშკარა ტენდენცია. ამ ასპექტში დიასტოლური არტერიული წნევის (DBP) მონაცემები წინააღმდეგობრივია. ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ტელმისარტანი ამცირებს როგორც სისტოლურ, ასევე დიასტოლურ წნევას, პულსის სიხშირეზე ზემოქმედების გარეშე. სამკურნალო პრეპარატის დიურეზული და ნატრიურეზული ეფექტის მიერ მისი ჰიპოტენზიური მოქმედებისათვის ხელშეწყობა ჯერ კიდევ დასადგენია. ტელმისარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტურობა შედარებადია სხვა კლასების წარმომადგენელი ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობასთან (დემონსტრირებულია კლინიკურ კვლევებში, რომელბშიაც ტელმისარტანი შედარებული იქნა ამლოდიპინთან, ატენოლოლთან, ენალაპრილთან, ჰიდროქლოროთიაზიდთან და ლიზინოპრილთან). ტელმისარტანით მკურნალობის უეცარი შეწყვეტისას, სისხლის წნევა თანდათანობით უბრუნდება მკურნალობამდე არსებულ მაჩვენებლებს რამდენიმე დღის განმავლობაში რიკოშეტული ჰიპერტენზიის ნიშნების გარეშე. მშრალი ხველის სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალი იყო ტელმისარტანით ნამკურნალევ პაციენტებში, მათთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ ანგიოტენზინის გარდამქნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით, კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც პირდაპირ იყო შედარებული ორი ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა. კარდიოვასკულარული პრევენცია ONTARGET-მა (მხოლოდ ტელმისარტანისა და მისი რამიპრილთან კომბინაციის გლობალური საბოლოო შედეგების მიმდინარე კვლევა) შეადარა ტელმისარტანის, რამიპრილის, და ტელმისარტანისა და რამიპრილონის კომბინაციის კარდიოვასკულური გამოსავლები 55 წლის ან უფროსი ასაკის 25620 პაციენტში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ კორონარულური არტერიების დაავადება, ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA), პერიფერიული არტერიული დაავადება, ან მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, რომელსაც თან ახლდა დადგენილი საბოლოო ორგანოს დაზიანება (მაგ. რეტინოპათია, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, მაკრო-ან მიკროალბუმინურია), რომელიც წარმოადგენს კარდიოვასკულური მოვლენების განვითარების რისკის მქონე პოპულაციას. პაციენტები იყვნენ რანდომიზირებული სამიდან ერთ-ერთ შემდეგ სამკურნალო ჯგუფში: ტელმისარტანი 80 მგ (n = 8542), რამიპრილი 10 მგ (n = 8576) ან 80 მგ ტელმისარტანის კომბინაცია 10 მგ რამიპრილთან (n = 8502) და იმყოფებოდნენ საშუალოდ 4.5 წლიანი დაკვირვების ქვეშ. ტელმისარტანმა გამოავლინა რამიპრილის მსგავსი ეფექტი კარდიოვასკულური სიკვდილის პირველადი კომპოზიტური საბოლოო შედეგის, არა-ფატალური მიოკარდიუმის ინფარქტის, არა-ფატალური ინსულტის ან გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის შემცირების მხრივ. პირველადი საბოლოო შედეგის სიხშირე მსგავსი იყო ტელმისარტანის (16.7%) და რამიპრილის (16.5%) ჯგუფებში. რისკის კოეფიციენტი ტელმისარტანისთვის რამიპრილთან შედარებით იყო 1.01 (97.5% CI 0.93 - 1.10, p (არანაკლები ეფექტურობა) = 0.0019 ზღვარზე 1.13). ყველა მიზეზით სიკვდილიანობის სიხშირე იყო 11.6% და 11.8% ტელმისარტანით და რამიპრილით ნამკურნალევ პაციენტებში შესაბამისად. აღმოჩნდა, რომ ტელმისარტანი იყო ისევე ეფექტური, როგორც რამიპრილი კარდიოვასკულური სიკვდილის, არა-ფატალური მიოკარდიუმის ინფარქტის და არა-ფატალური ინსულტის წინასწარ სპეციფიცირებული მეორადი საბოლოო შედეგის მხრივ [0,99 (97.5% CI 0.90 - 1.08), p (არანაკლები ეფექტურობა = 0.0004]), პირველადი საბოლოო შედეგი HOPE (გულისმხრივი გამოსავლების პრევენციის შეფასების კვლევა) შედარებით კვლევაში, რომელმაც გამოიკვლია რამიპრილი პლაცებოსთან შედარებით. TRANSCEND-მა მოახდინა აგფ-I მიმართ არატოლერანტული პაციენტების რანდომიზება სხვა მხრივ ONTARGET- ის მსგავსი ჩარიცხვის კრიტერიუმებით, ტელმისარტანის 80 მგ (n = 2954) ან პლაცებოს (n = 2972) მიმართ, ისინი ორივე ჯგუფს მიეცა სტანდარტულ მკურნალობაზე დამატებით. შემდგომი დაკვირვების პერიოდის საშუალო ხანგრძლივობა იყო 4 წელი და 8 თვე. არ გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება პირველადი კომპოზიციური საბოლოო შედეგის სიხშირის (კარდიოვასკულური სიკვდილის, არა-ფატალური მიოკარდიუმის ინფარქტის, არა-ფატალური ინსულტის ან გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის) შემთხვევების მხრივ. [15.7% ტელმისარტანის და 17.0 % პლაცებოს ჯგუფებში რისკის კოეფიციენტით 0.92 (95% CI0.81-1.05, p = 0.22)]. მტკიცებულებით დადასტურდა ტელმისარტანის სარგებლიანობა კარდიოვასკულური სიკვდილის, არა-ფატალური მიოკარდიუმის ინფარქტის, არა-ფატალური ინსულტის [0.87 (95% CI 0.76-1.00, p = 0.048)] წინასწარ სპეციფიცირებული მეორადი კომპოზიტური საბოლოო შედეგების მხრივ პლაცებოსთან შედარებით. არ არსებობდა მტკიცებულება სარგებლიანობაზე კარდიოვასკულური სიკცდილიანობის მხრივ (რისკის კოეფიციენტი 1.03, 95% CI0.85 -1.24). ხველა და ანგიონევროზული შეშუპება დაფიქსირდა ნაკლებად ტელმისარტანით ნამკურნალევ პაციენტებში, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ რამიპრილით, სადაც ჰიპოტენზია დაფიქსირდა უფრო ხშირად ტელმისარტანის შემთხვევაში. ტელმისარტანის და რამიპრილის კომბინაციამ ვერ აჩვენა დამატებითი სარგებელი მხოლოდ რამიპრილთან ან მხოლოდ ტელმისარტანთან შედარებით. კარდიოვასკულური სიკვდილიანობა და ყველა მიზეზით სიკვდილიანობა რაოდენობრივად უფრო მაღალი იყო კომბინაციის შემთხვევაში. გარდა ამისა, გაცილებით მაღალი იყო ჰიპერკალიემიის, თირკმლის უკმარისობის, ჰიპოტენზიის და სინკოპეს სიხშირე კომბინირებულ ჯგუფში. აქედან გამომდინარე, ტელმისარტანის და რამიპრილის კომბინაციის გამოყენება ამ პოპულაციაში არ არის რეკომენდებული. კვლევაში "პრევენციული რეჟიმი განმეორებითი ინსულტის ეფექტურად თავიდან აცილების მიზნით“ (PRoFESS) კვლევაში 50 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებმაც ბოლოდროს გადაიტანეს ინსულტი, აღინიშნა სეფსისის შემთხვევების მომატება ტელმისარტანის დროს პლაცებოსთან შედარებით, 0.70% შედარებით 0.49% [RR 1.43 (95% სანდოობის ინტერვალი 1.00-2.06)]; ფატალური სეფსისის შემთხვევების სიხშირე გაიზარდა ტელმისარტანის მიმღებ პაციენტებში(0.33%), პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით (0.16%) [RR 2.07 (95% სანდოობის ინტერვალი 1.14 - 3.76). ტელმისარტანის გამოყენებასთან დაკავშირებული დაფიქსირებული სეფსისის შემთხვევების გაზრდილი სიხშირე შეიძლება იყოს შემთხვევითი აღმოჩენა ან დაკავშირებული ამჟამად უცნობ მექანიზმთან. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ტელმისარტანის აბსორბცია სწრაფია, თუმცა აბსორბირებული რაოდენობა ცვალებადია. ტელმისარტანის საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 50% -ია. როდესაც ტელმისარტანი მიიღება საკვებთან ერთად, ტელმისარტანის პლაზმური კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ ფართობის შემცირება (AUC0-∞) ცვალებადობს დაახლოებით 6%-დან (40 მგ დოზა) 19%-მდე (160 მგ დოზა). პლაზმური კონცენტრაციები მიღებიდან 3 საათში მსგავსია, მიუხედავად იმისა, ტელმარსარტანი მიღებულია უზმოზე თუ საკვებთან ერთად.
ხაზოვანება / არა-ხაზოვანება
არ არის მოსალოდნელი, რომ AUC- ის მცირე შემცირება გამოიწვევს თერაპიული ეფექტურობის შემცირებას. არ არსებობს ხაზოვანი დამოკიდებულება დოზებსა და პლაზმურ დონეების შორის. Cmax და ნაკლებად AUC იზრდება არაპროპორციულად 40 მგ-ზე მეტ დოზებზე.
დისტრიბუცია
ტელმისარტანი მეტწილად დაკავშირებულია პლაზმის პროტეინებთან (> 99.5%), ძირითადად ალბუმინთან და ალფა -1 მჟავა გლიკოპროტეინთან. სტაციონარულ მდგომარეობაში დისტრიბუციის საშუალო მოცულობა (Vdss) დაახლოებით 500ლ-ია.
ბიოტრანსფორმაცია
ტელმისარტანი მეტაბოლიზდება საწყისი ნაერთის გლუკურონიდთან კონიუგაციის საშუალებით. კონიუგატის ფარმაკოლოგიური აქტივობა არ აღინიშნება.
ელიმინაცია
ტელმისარტანი ხასიათდება ბიექსპონენციალური დაშლის ფარმაკოკინეტიკით, ტერმინალური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდით> 20 საათი. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) და, ნაკლებად, პლაზმური კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ ფართობი (AUC) იზრდება არაპროპორციულად დოზასთან ერთად. არ არსებობს მტკიცებულება რეკომენდებული დოზით მიღებული ტელმისარტანის კლინიკურად შესაბამისი კუმულაციის შესახებ. პლაზმური კონცენტრაციები უფრო მაღალი იყო ქალებში მამაკაცებთან შედარებით, ეფექტურობაზე შესაბამისი ზეგავლენის გარეშე.
პერორალური (და ინტრავენური) გამოყენების შემდეგ, ტელმისარტანი თითქმის ექსკლუზიურად გამოიყოფა განავლით, ძირითადად, უცვლელი ნაერთის სახით. კუმულაციური შარდით ექსკრეცია არის დოზის 1%-ზე ნაკლები. ტოტალური პლაზმური კლირენსი (Cltot) მაღალია (დაახლოებით 1,000 მლ / წთ) ღვიძლის სისხლის ნაკადთან (დაახლოებით 1,500 მლ / წთ) შედარებით.
განსაკუთრებული პოპულაციები
სქესი
დაფიქსირდა პლაზმური კონცენტრაციების განსხვავება, სადაც Cmax და AUC იყო დაახლოებით 3- 2-ჯერ მაღალი შესაბამისად ქალებში მამაკაცებთან შედარებით.
ხანდაზმულები
ტელმისარტანის ფარმაკოკინეტიკა არ განსხვავდება ხანდაზმული ასაკისა და 65 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებს შორის.
თირკმლის უკმარისობა
პაციენტებში თირკმლის მსუბუქიდან ზომიერამდე და თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობით დაფიქსირდა პლაზმური კონცენტრაციების გაორმაგება. თუმცა, უფრო დაბალი პლაზმური კონცენტრაციები დაფიქსირდა დიალიზზე მყოფ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ტელმისარტანი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მტკიცედ დაკავშირებულია პლაზმის პროტეინებთან და ვერ გამოიყოფა დიალიზის საშუალებით. ელიმინაციის ნახევარ-გამოყოფის პერიოდი არ იცვლება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის ფუნქციის უკმარისობის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა აბსოლუტური ბიოშეღწევადობის ზრდა თითქმის 100% -მდე. ღვიძლის ფუნქციის უკმარისობის მქონე პაციენტებში ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეცვლილი არ არის.
კლინიკური დახასიათება
თერაპიული ჩვენებები
ჰიპერტენზია
ესენციური ჰიპოერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში.
კარდიოვასკულური პრევენცია
კარდიოვასკულური ავადობის შემცირება პაციენტებში შემდეგი დაავადებებით:
- მანიფესტირებული ათეროთრომბოზური კარდიოვასკულური დაავადება (ანამნეზში გულის კორონარული დაავადება, ინსულტი, ან პერიფერიული არტერიების დაავადება ) ან
- მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი დადასტურებული სამიზნე ორგანოს დაზიანებით.
დოზირება და გამოყენების მეთოდი
ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა:
ჩვეულებრივ ეფექტური დოზა შეადგენს 40 მგ დღეში ერთხელ. ზოგიერთ პაციენტს შეუძლია მიიღოს სარგებლობა ასევე ყოველდღიური დოზით 20 მგ. იმ შემთხვევებში, როდესაც სამიზნე არტერიული წნევა არ არის მიღწეული, ტელმისარტანის დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 80 მგ-მდე დღეში ერთხელ. ალტერნატიულად, ტელმისარტანი შეიძლება გამოყენებულ იქნას თიაზიდის ტიპის დიურეტიკებთან კომბინაციაში, როგორიცაა ჰიდროქლორთიაზიდი, რომელმაც აჩვენა, რომ ტელმისარტანთან ერთად გააჩნია დამატებით არტერიული წნევის შემამცირებელი ეფექტი. დოზის გაზრდისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი როგორც წესი, მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან ოთხი -რვა კვირის განმავლობაში.
კარდიოვასკულური პრევენცია:
რეკომენდებული დოზა შეადგენს 80 მგ დღეში ერთხელ. არ არის ცნობილი, არის თუ არა ტელმისარტანის 80 მგ-ზე ნაკლები დოზები ეფექტური კარდიოვასკულარული ავადობის შემცირების მხრივ. კარდიოვასკულური ავადობის შემცირების მიზნით ტელმისარტანით მკურნალობის დაწყებისას რეკომენდებულია არტერიული წნევის ყურადღებით მონიტორინგი, და თუ საჭიროა, შეიძლება აუცილებელი გახდეს მედიკამენტების კორექცია.
განსაკუთრებული პოპულაციები:
თირკმლის უკმარისობა: არ არის საჭირო დოზის კორექტირება თირკმლის მსუბუქიდან ზომიერამდე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტების შესახებ ხელმისაწვდომი გამოცდილება შეზღუდულია. ამ პაციენტებში რეკომენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზა 20 მგ.
ღვიძლის უკმარისობა: მსუბუქიდან და ზომიერამდე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს დღეში ერთხელ.
ხანდაზმულები
დოზა კორექცია ხანდაზმულ პაციენტებში საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
ტელმისარტანი არ არის რეკომენდირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო.
გამოყენების მეთოდი
ტელმისარტანის ტაბლეტები გამოიყენება დღეში ერთხელ პერორალურად და საჭიროა მისი მიღება სითხესთან ერთად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. პრეპარატთან მოპყრობა და მისი მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით. ტელმისარტანი ინახება დალუქულ ბლისტერში ტაბლეტების ჰიგროსკოპული თვისებების გამო. ტაბლეტების ამოღება ბლისტერიდან უნდა მოხდეს უშუალოდ მიღების წინ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი.
ბილიარული ობსტრუქციული დარღვევები.
ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისათვის
ორსულობა
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების მიღება არ უნდა იყოს დაწყებული ორსულობის დროს. თუ ანგიოტენზინის II რეცეპტორების ანტაგონისტებით თერაპიის გაგრძელება არ ჩაითვლება აუცილებლად, ორსულობის დაგეგმვისას პაციენტები უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიურ მკურნალობებზე, რომლებსაც აქვთ დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოყენებისათვის. ორსულობის დიაგნოზის დასმის შემდეგ, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.
ღვიძლის უკმარისობა
ტელმისარტანი არ უნდა მიეცეს ქოლესტაზის, ბილიარული ობსტრუქციული დარღვევების ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებს, რადგანაც ტელმისარტანი ძირითადად ელიმინირდება ნაღველთან ერთად. ამ პაციენტებში მოსალოდნელია ტელმისარტანის ღვიძლით კლირენსის შემცირება. ტელმისარტანი გამოიყენება მხოლოდ სიფრთხილით მსუბუქიდან ზომიერამდე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
რენოვასკულური ჰიპერტენზია
მძიმე ჰიპოტენზიისა და თირკმლის უკმარისობის რისკი იზრდება, როდესაც ბილატერალური თირკმლის არტერიის სტენოზის ან ერთი მოფუნქციონირე თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტებს მკურნალობენ პრეპარატებით, რომლებიც ზერმოქმედებას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე.
თირკმლის უკმარისობა და თირკმლის ტრანსპლანტაცია
როდესაც ტელმისარტანი გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში, რეკომენდებულია შრატში კალიუმისა და კრეატინინის დონის პერიოდული მონიტორინგი. ბოლო დროს თირკმლის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში ტელმისარტანის გამოყენების შესახებ გამოცდილება არ არსებობს.
ინტრავასკულური ჰიპოვოლემია
სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით ტელმისარტანის პირველი დოზის შემდეგ, შეიძლება განვითარდეს პაციენტებში მკაცრი დიურეზული თერაპიით, დიეტით მარილის შეზღუდვით, დიარეით, ან ღებინებით გამოწვეული მოცულობის და / ან ნატრიუმის დეფიციტის დროს. საჭიროა ამ მდგომარეობების კორექცია ტელმისარტანის გამოყენებამდე.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირების შედეგად დაფიქსირდა ჰიპოტენზია, სინკოპე, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის ცვლილება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) მგრძნობიარე პირებში, განსაკუთრებით ამ სისტემაზე მოქმედი სამკურნალო საშუალებების კომბინირების შემთხვევაში. ამგვარად, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (მაგ., ტელმისარტანის გამოყენებისას რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის სხვა ბლოკერებთან ერთად) არ არის რეკომენდებული. თუ კომბინირებული მიღება აუცილებელია, მიზანშეწონილია თირკმლის ფუნქციის ყურადღებით მონიტორინგი.
სხვა მდგომარეობები რენინ- ანგიოტენზინ- ალდოსტერონის სისტემის სტიმულაციით
იმ პაციენტებში, რომელთა სისხლძარღვთა ტონუსი და თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია უპირატესად რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (მაგალითად, პაციენტები გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობით ან საფუძვლად მდებარე თირკმლის დაავადებით, თირკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით), თერაპია ამ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტებით, მაგ. ტელმისარტანით, დაკავშირებულია მწვავე ჰიპოტენზიასთან, ჰიპერაზოტემიასთან, ოლიგურიასთან, ან იშვიათად თირკმლის მწვავე უკმარისობასთან.
პირველადი ალდოსტერონიზმი
პირველადი ალდოსტერონიზმის მქონე პაციენტები, ზოგადად არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ინჰიბირების გზით. ამგვარად, ტელმისარტანის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
აორტული და მიტრალური სარქვლის სტენოზი, ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია
ისევე, როგორც სხვა ვაზოდილატატორების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში აორტის ან მიტრალური სტენოზით, ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით.
დიაბეტიანი პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ინსულინით ან ანტიდიაბეტური საშუალებებით
ამ პაციენტებში ტელმისარტანით მკურნალობის შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია. აქედან გამომდინარე, ამ პაციენტებში საჭიროა სისხლის გლუკოზის სათანადო მონიტორინგი; ჩვენებისას შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის ან ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის კორექცია.
ჰიპერკალიემია
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სამკურნალო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. ხანდაზმულებში, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, დიაბეტიან პაციენტებში, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ სხვა პრეპარატებით, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონეები და / ან პაციენტებში ინტერკურენტული მოვლენებით, ჰიპერკალიემია შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.
სანამ ვიფიქრებდეთ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი პრეპარატების კომბინირებულ გამოყენებაზე, უნდა შეფასდეს სარგებელი- რისკის კოეფიციენტი.
ჰიპერკალიემიის მთავარი გასათვალისწინებელი რისკ ფაქტორებია:
- შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა, ასაკი (> 70 წელზე)
- კომბინაცია ერთ ან მეტ სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, ან / და კალიუმის დანამატებთან. სამკურნალო საშუალებები ან სამკურნალო საშუალებების თერაპიული კლასები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჰიპერკალიემია, შემდეგია: მარილის შემცვლელები, რომლებიც შეიცავს კალიუმს, კალიუმის შემცველი დიურეტიკები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასს -ები, სელექტიური COX-2 ინჰიბიტორების ჩათვლით), ჰეპარინი, იმუნოსუპრესორები (ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი), და ტრიმეტოპრიმი.
- ინტერკურენტული მოვლენები, კერძოდ, დეჰიდრატაცია, გულის მწვავე დეკომპენსაცია, მეტაბოლური აციდოზი, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, თირკმლის მდგომარეობის გაუარესება (მაგ. ინფექციური დაავადებების დროს), უჯრედული ლიზისი (მაგ. კიდურის მწვავე იშემია, რაბდომიოლიზი, მასიური ტრავმა).
რისკის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია შრატში კალიუმის ყურადღებით მონიტორინგი.
სორბიტოლი
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს (E420). ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ტელმისარტანი.
ეთნიკური განსხვავებები
ისევე, როგორც ეს აღინიშნება ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების შემთხვევაში, ტელმისარტანი და სხვა ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, როგორც ჩანს, ნაკლებად ეფექტურია წნევის დაქვეითების მხრივ შავკანიან ადამიანებში არა-შავკანიანებთან შედარებით, შესაძლოა რენინის დაბალი მდგომარეობის უფრო მაღალი პრევალირების გამო ჰიპერტენზიით დაავადებულ შავკანიან პოპულაციაში.
სხვა
ისევე, როგორც ნებისმიერი ანტიჰიპერტენზიული აგენტის შემთხვევაში, არტერიული წნევის ზედმეტად დაქვეითებამ პაციენტებში იშემიური კარდიოპათიით ან იშემიური კარდიოვასკულური დაავადებით შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებულია მხოლოდ მოზრდილებში
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ტელმისარტანს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. რისკი შეიძლება გაიზარდოს კომბინაციური მკურნალობისას ჰიპერკალიემიის გამომწვევ სხვა სამკურნალო საშუალებებთან (კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები, კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები, აგფ-ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (აასს-ები, სელექტიური COX -2 ინჰიბიტორების ჩათვლით), ჰეპარინი, იმუნოსუპრესორები (ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი) და ტრიმეტოპრიმი). ჰიპერკალიემიის განვითარება დამოკიდებულია ასოცირებულ რისკ ფაქტორებზე. რისკი იზრდება ზემოაღნიშნული მკურნალობების კომბინაციების შემთხვევაში.
რისკი განსაკუთრებით მაღალია კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან და კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებთან კომბინირებისას. აგფ- ინჰიბიტორებთან ან აასს-ებთან კომბინაცია, მაგალითად, წარმოადგენს ნაკლებ რისკს, იმ პირობით, თუ გამოყენებისას სიფრთხილის ზომები მკაცრად იქნება დაცული.
ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული
კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები ან კალიუმის დანამატები:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, როგორიცაა ტელმისარტანი, ამცირებენ დიურეტიკებით გამოწვეული კალიუმის კარგვას. კალიუმის დამზოგველმა დიურეტიკებმა როგორიცაა სპირინოლოქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერენი; ან ამილორიდმა, კალიუმის დანამატებმა ან კალიუმის შემცველმა მარილის შემცვლელებმა შეიძლება გამოიწვიონ შრატში კალიუმის მნიშვნელოვანი მომატება. თუ ერთდროული გამოყენება ნაჩვენებია დადასტურებული ჰიპოკალიემიის გამო, მათი გამოყენება საჭიროა სიფრთხილით და შრატში კალიუმის ხშირი მონიტორინგით.
ლითიუმი:
შრატში ლითიუმის კონცენტრაციისა და ტოქსიკურობის შექცევადი ზრდა დაფიქსირდა ლითიუმის ერთდროულად მიღებისას ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან, ტელმისარტანის ჩათვლით. თუ დადგენილია, რომ კომბინირებული გამოყენება აუცილებელია, რეკომენდირებულია შრატში ლითიუმის დონის ყურადღებით მონიტორინგი.
ერთდროულად გამოყენება, რომელიც მოითხოვს სიფრთხილეს
არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები:
აასს-ებმა (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზირების რეჟიმებით, COX-2 ინჰიბიტორები და არა-სელექტიური აასს-ები) შეიძლება შეამცირონ ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ზოგიერთ თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტში (მაგალითად, დეჰიდრატირებული პაციენტები ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმული პაციენტები), ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებისა და ციკლო-ოქსიგენზაციას მაინჰიბირებელი საშუალებების კომბინირებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება, მათ შორის თირკმლების შესაძლო მწვავე უკმარისობა, რომელიც როგორც წესი, შექცევადია. აქედან გამომდინარე, კომბინაცია უნდა მოხდეს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ადექვატური ჰიდრატაცია და მიზანშეწონილად ჩაითვალოს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად ამის შემდეგაც.
ერთ-ერთ კვლევაში ტელმისარტანისა და რამიპრილის ერთდროულად გამოყენებამ გამოიწვია რამიპრილისა და რამიპრილატის AUC0-24 და Cmax-ის 2.5-ჯერ მომატება. ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი.
დიურეტიკები (თიაზიდური ან მარყუჟოვანი დიურეტიკები):
წინასწარმა მკურნალობამ დიურეტიკების მაღალი დოზებით, როგორიცაა ფუროსემიდი (მარყუჟოვანი დიურეტიკი) და ჰიდროქლოროთიაზიდი (თიაზიდური დიურეტიკი) შეიძლება გამოიწვიოს მოცულობის დეფიციტი და ჰიპოტენზიის რისკი ტელმისარტანით თერაპიის დაწყებისას.
ერთდროული გამოყენებისას მხედველობაში მიიღება
სხვა ანტიჰიპერტენზიული აგენტები:
ტელმისარტანის არტერიული წნევის დამაქვეთებელი ეფექტი შეიძლება გაიზარდოს სხვა ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას. მათი ფარმაკოლოგიური თვისებების გათვალისწინებით სავარაუდოდ მოსალოდნელია, რომ შემდეგმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, მათ შორის ტელმისარტანის, ჰიპოტენზიური ეფექტი: ბაკლოფენი, ამიფოსტინი. გარდა ამისა, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია შეიძლება დაამძიმოს ალკოჰოლმა, ბარბიტურატებმა, ნარკოტიკებმა ან ანტიდეპრესანტებმა.
კორტიკოსტეროიდები (სისტემური გზა):
ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. არ არსებობს ადექვატური მონაცემები ტელმისარტანის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში.
ცხოველებზე კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა.
აგფ ინჰიბიტორების ზემოქმედების შემდეგ ტერატოგენობის რისკის შესახებ ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებები ორსულობის პირველ ტრიმესტრში არადამაჯერებელია, თუმცა, რისკის მცირე მომატება გამორიცხული არ არის. რადგანაც არ არსებობს კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური მონაცემები ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების რისკის შესახებ, მსგავსი რისკები შესაძლოა არსებობდეს პრეპარატების ამ კლასში. თუ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობის გაგრძელება ჩაითვლება აუცილებლად, ორსულობის დამგეგმავი პაციენტები უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, რომელსაც გააჩნია დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულებში გამოსაყენებლად. როდესაც ორსულობის დიაგნოზი დასმულია, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, თუ მიზანშეწონილია, უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.
ცნობილია, რომ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტური თერაპიის ზემოქმედება მეორე და მესამე ტრიმესტრის დროს იწვევს ადამიანში ფეტოტოქსიკურობას (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიოსი, თავის ქალას გაძვალების შეფერხება) და ახალშობილის ტოქსიკურობას (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია).
თუ ადგილი ექნება ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ზემოქმედებას ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან, რეკომენდირებულია თირკმლის ფუნქციისა და თავის ქალას ულტრაბგერითი შემოწმება.
ჩვილებზე, რომელთა დედები ღებულობდნენ ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტებს, უნდა განხორციელდეს ყურადღებით მონიტორინგი ჰიპოტენზიის აღმოსაჩენად.
ძუძუთი კვება
რადგანაც ტელმისარტანის გამოყენების შესახებ ძუძუთი კვების დროს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, ტელმისარტანი არ არის რეკომენდებული, და უპირატესობა ენიჭება ალტერნატიულ მკურნალობებს უკეთესად დადგენილი უსაფრთხოების პროფილებით ძუძუთი კვების პერიოდში, განსაკუთრებით ახალშობილების და დღენაკლული ჩვილების ძუძუთი კვებისას.
ფერტილობა
პრეკლინიკურ კვლევებში არ დაფიქსირებულა ტელმისარტანის ეფექტები მამრობით და მდედრობით ფერტილობაზე.
ეფექტები ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს საჭიროა გათვალისწინებული იქნას, რომ თავბრუსხვევა ან ძილიანობა ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ანტიჰიპერტენზიული თერაპიის, მაგალითად ტელმისარტანით მკურნალობის დროს.
გვერდითი მოვლენები
ა. უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
სერიოზული წამლისმიერი გვერდითი მოვლენები მოიცავს ანაფილაქსიურ რეაქციას და ანგიონევროზულ შეშუპებას, რომელიც ვითარდება იშვიათად (1,000 პაციენტზე 1 შემთხვევაზე ნაკლები) და თირკმლის მწვავე უკმარისობას.
ტელმისარტანით გამოწვეული გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე (41.4%), როგორც წესი, შედარებადია პლაცებოსთან (41.4% შედარებით 43.9%-თან) ჰიპერტენზიის გამო ნამკურნალევ პაციენტების კონტროლირებად კვლევებში. გვერდითი მოვლენების სიხშირე არ იყო დოზასთან დაკავშირებული და არ ავლენდა კორელაციას პაციენტებთან სქესთან, ასაკთან ან რასასთან. ტელმისარტანის უსაფრთხოების პროფილი კარდიოვასკულური ავადობის შემცირების მიზნით ნამკურნალევ პაციენტებში შეესაბამებოდა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მიღებულ უსაფრთხოების პროფილს.
ქვემოთ ჩამოთვლილი წამლისმიერი გვერდითი მოვლენები შეკრებილია კონტროლირებული კლინიკური კვლევებიდან ჰიპერტენზიის გამო ნამკურნალევ პაციენტებში და პოსტ-მარკეტინგული ანგარიშებიდან.
ჩამონათვალი ასევე ითვალისწინებს სერიოზულ გვერდით მოვლენებს და გვერდით მოვლენებს, რომლებიც იწვევდნენ მკურნალობის შეწყვეტას, რომლებიც დაფიქსირდა სამ გრძელვადიან კლინიკურ კვლევაში 21,642 პაციენტზე, რომლებსაც მკურნალობდნენ ტელმისარტანით კარდიოვასკულური ავადობის შემცირების მიზნით ექვსი წლამდე პერიოდის განმავლობაში.
ბ. გვერდითი მოვლენების შემაჯამებელი ცხრილი
გვერდითი მოვლენები კატეგორიზებული იქნა სიხშირის სათაურების ქვეშ შემდეგი წესის გამოყენებით: ძალიან ხშირი (1/10); ხშირი (1/100 -დან <1/10-მდე); არა-ხშირი (1 / 1,000 -დან <1/100-მდე); იშვიათი (1 / 10,000-დან <1 / 1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1 / 10,000). თითოეულ სიხშირის ჯგუფში გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სერიოზულობის კლების მიხედვით.
ინფექციები და ინვაზიები
არა-ხშირი: საშარდე გზების ინფექცია, ცისტიტის ჩათვლით; ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ფარინგიტის და სინუსიტის ჩათვლით;
იშვიათი: სეფსისი, ფატალური გამოსავლის ჩათვლით 1.
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
არა-ხშირი: ანემია
იშვიათი: ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია
იმუნური სისტემის დარღვევები
იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობა
მეტაბოლიზმის და კვებითი დარღვევები
არა-ხშირი: ჰიპერკალიემია
იშვიათი: ჰიპოგლიკემია (დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში)
ფსიქიატრიული დარღვევები
არა-ხშირი: უძილობა, დეპრესია
იშვიათი: შფოთვა
ნერვული სისტემის მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: სინკოპე
თვალისმხრივი დარღვევები
იშვიათი: მხედველობის დარღვევები
ყურის და ლაბირინთის მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: თავბრუსხვევა
კარდიოლოგიური დარღვევები
არა-ხშირი: ბრადიკარდია
იშვიათი: ტაქიკარდია
სისხლძარღვების მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: ჰიპოტენზია 2, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის მხრივი დარღვევები:
არა-ხშირი: ქოშინი
კუჭ-ნაწლავის მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეპსია, მეტეორიზმი, ღებინება
იშვიათი: პირის სიმშრალე, კუჭში დისკომფორტი
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები:
იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის პათოლოგია / ღვიძლისმხრივი დარღვევები 3
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: ქავილი, ჰიპერჰიდროზი, გამონაყარი
იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება (აგრეთვე ფატალური გამოსავლითაც), ეგზემა, ერითემა, ურტიკარია, წამლისმიერი გამონაყარი, კანის ტოქსიკური გამონაყარი
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: ზურგის ტკივილი (მაგ. იშიაზი) კუნთების სპაზმები, მიალგია
იშვიათი: ართრალგია, კიდურის ტკივილი, მყესების ტკივილი (ტენდინიტის მსგავსი სიმპტომები)
თირკმლის და შარდის მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: თირკმლის უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები გამოყენების ადგილზე
არა-ხშირი: გულმკერდის ტკივილი, ასთენია (სისუსტე)
იშვიათი: გრიპის მსგავსი დაავადება
გამოკვლევები
არა-ხშირი: სისხლში კრეატინინის მომატება
იშვიათი: ჰემოგლობინის დაქვეითება, სისხლში შარდმჟავას მომატება, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატება
შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა
- სეფსისი
PRoFESS კვლევაში დაფიქსირდა სეფსისის შემთხვევების მომატება ტელმისარტანის დროს პლაცებოსთან შედარებით. მოვლენა შეიძლება იყოს შემთხვევითი აღმოჩენა ან დაკავშირებული უცნობ მექანიზმთან.
- ჰიპოტენზია. ეს წამლისმიერი გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა როგორც ხშირი კონტროლირებული არტერიული წნევის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ტელმისარტანით კარდიოვასკულური ავადობის შემცირების მიზნით სტანდარტულ მკურნალობაზე დამატებით.
- ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური დარღვევა / ღვიძლისმხრივი დარღვევები. პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებიდან ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური დარღვევის / ღვიძლისმხრივი დარღვევების შემთხვევების უმეტესობა განვითარდა იაპონელ პაციენტებში. როგორც ჩანს, იაპონელ პაციენტებში ეს გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ვითარდება.
დოზის გადაჭარბება
ადამიანებში დოზის გადამეტების შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაცია შეზღუდულია. სიმპტომები: ტელმისარტანის დოზის გადამეტების ყველაზე ცნობილი მანიფესტაციები იყო ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; ასევე დაფიქსირდა ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, შრატში კრეატინინის მომატება და თირკმლების მწვავე უკმარისობა.
მკურნალობა: ტელმისარტანი არ ელიმინირდება ჰემოდიალიზით. პაციენტზე უნდა განხორციელდეს ყურადღებით მონიტორინგი, და მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და დამხმარე. მკურნალობის მართვა დამოკიდებულია მიღებიდან გასულ დროზე და სიმპტომების სიმძიმეზე. რეკომენდებული ზომები მოიცავს ღებინების გამოწვევას ან / და კუჭის ამორეცხვას. აქტივირებული ნახშირი შეიძლება სასარგებლო იყოს დოზის გადამეტების მკურნალობისას. შრატში ელექტროლიტები და კრეატინინი უნდა გაკონტროლდეს ხშირად. თუ განვითარდება ჰიპოტენზია, პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურზე მწოლიარე მდგომარეობაში, მიეცეს მარილი და შეივსოს მოცულობა სწრაფად.
ფარმაცევტული დახასიათება
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა (Ac-Di-Sol), მეგლუმინი, პოლიქსამერი 188 NF, პოვიდონი, იზოპროპილის სპირტი და მაგნიუმის სტეარატი. შეუთავსებადობა:
არ არის მოცემული
შენახვა:
შეინახეთ არაუმეტეს 250C-ზე. დაიცავით სინათლისა და სინესტისაგან, შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვის ინფორმაცია
ბლისტერი 10 ტაბლეტით პაკეტში
განადგურებისა და მოპყრობისათვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ტელმისარტანი უნდა ინახებოდეს დალუქულ ბლისტერში ტაბლეტების ჰიგროსკოპული თვისებების გამო. ტაბლეტები უნდა ამოიღოთ ბლისტერიდან უშუალოდ გამოყენების წინ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი:
მსნ ლაბორატორის ფრაივით ლიმითიდ (MSN Laboratories Private Limited)
(ფორმულაციების განყოფილება),
ნაკვეთი № 42, ანრიჩის ინდუსტრიული ზონა,
ბოლარამი, სანგარედდის რაიონი - 502 325,
ტელანგანა, ინდოეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


