ავიტამინოზების და ჰიპოვიტამინოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა. ვიტამინის დეფიციტი შეიძლება აღინიშნოს საკვებთან არასაკმარისი მიღების ან აბსორბციის დარღვევის შემთხვევაში (მალაბსორბციის სინდრომი), აგრეთვე გაზრდილი საჭიროებისას (ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვები; მწვავე და ქრონიკული დაავადებები; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- all rac alpha tocopheryl + რიბოფლავინი (riboflavin) + folic acid hydrate + ნიკოტინამიდი (nicotinamide) + ქოლეკალციფეროლი (cholecalciferol) + ასკორბინის მჟავა (ascorbic acid) + პირიდოქსინი (pyridoxine) + თიამინი (thiamine) + ციანოკობალამინი (cyanocobalamin) + დექსპანთენოლი (dexpanthenol) + retinol palmitate
- ფორმა და შეფუთვა
- 100მლ სიროფი ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომ ჭიქასთან ერთად
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, მულტივიტამინები
- ATC კოდი
- A11BA
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038813
- რეგისტრირებულია
- 8 აგვისტო 2023, მოქმედებს 8 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სანოვიტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ავიტამინოზების და ჰიპოვიტამინოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ვიტამინის დეფიციტი შეიძლება აღინიშნოს საკვებთან არასაკმარისი მიღების ან აბსორბციის დარღვევის შემთხვევაში (მალაბსორბციის სინდრომი), აგრეთვე გაზრდილი საჭიროებისას (ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვები; მწვავე და ქრონიკული დაავადებები; რეკონვალესცენტური პერიოდი; კომპლექსურ თერაპიაში ანტიბაქტერიული პრეპარატების დანიშვნის და ქიმიოთერაპიული მკურნალობის დროს).
მიღების წესი და დოზირება
სანოვიტი მიიღება შიგნით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. სიროფის დოზირების მიზნით უნდა გამოვიყენოთ საზომი ჭიქა, რომელიც შეფუთვაშია მოთავსებული.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის მიერ დადგენილი დოზით.
1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5 მლ დღე-ღამეში.
4-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში: 10 მლ დღე-ღამეში.
მოზრდილებსა და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 10-20 მლ დღე-ღამეში.
მკურნალობის კურსი შეადგენს 1-2 თვეს. მკურნალობის განმეორებითი კურსი შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული ზემოაღნიშნულზე გადაჭარბებული დოზებით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
A ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი;
D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი;
რეტინოიდებით მკურნალობის პერიოდი.
სიფრთხილის ზომები
არ გადააჭარბოთ პრეპარატის რეკომენდირებულ დოზას, ვინაიდან ზოგიერთი ვიტამინების ძალიან მაღალმა დოზებმა ხანგრძლივი გამოყენებისას, კერძოდ, A ვიტამინის, D ვიტამინის, შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ორგანიზმზე.
შესაძლებელია შარდის შეღებვა ინტენსიურ ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით. ეს მოვლენა არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.
ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მოიხსნას. დამხმარე ნივთიერებები
ნატრიუმი
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) 1 მლ სიროფში, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
კონსერვანტი
პრეპარატი შეიცავს კონსერვანტებს ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა შენელებული ტიპის).
სორბიტოლი
პრეპარატი შეიცავს 600 მგ სორბიტოლის ხსნარს არაკრისტალიზირებადს 1 მლ სიროფში.
გასათვალისწინებელია სორბიტოლის (ან ფრუქტოზის) შემცველი პროდუქტების ერთდროული გამოყენების და საკვებთან ერთად სორბიტოლის (ან ფრუქტოზის) მოხმარების ადიტიური ეფექტი.
სორბიტოლის შემცველობამ პორორალური გამოყენებისთვის სამკურნალო საშუალებებში შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სხვა პერორალური სამკურნალო საშუალებების ბიოშეღწევადობაზე, რომლებიც ერთდროულად შეიყვანება.
სორბიტოლი ფრუქტოზის წყაროა. ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პრეპარატი.
სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავში დისკომფორტი და მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ სხვა სამკურნალო საშუალებებს, პრეპარატის მიღების დაწყებამდე, ექიმთან კონსულტაცია უნდა ჩაითარონ.
ვიტამინი B6, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, ამცირებს ლევოდოპას ეფექტურობას.
მინერალური ზეთის და ქოლესტირამინის შემცველი საფაღარათო საშუალებები ამცირებენ A, D და E ვიტამინების შეწოვას.
ფტორურაცილი, ვინბლასტინი, ბლეომიცინი, ცისპლატინი არღვევენ A, B1 და B6 ვიტამინების შეწოვას.
პენიცილამინი, იზონიაზიდი ამცირებენ B1 ვიტამინის ეფექტურობას, მისი გამოყოფის ზრდით.
იზონიაზიდი ამცირებს პირიდოქსინის ეფექტურობას.
ვიტამინი E აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, გლუკოკორტიკოსტეროიდების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტს.
ასკორბინის მჟავა, რომელიც შედის პრეპარატის სანოვიტი შემადგენლობაში, აძლიერებს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების ფარმაკოლოგიურ მოქმედებას და არასასურველ რეაქციებს.
არ არის რეკომენდირებული სანოვიტის მიღება ერთდროულად სხვა პოლივიტამინურ კომპლექსებთან, განსაკუთრებით A და D ვიტამინების შემცველ პრეპარატებთან, დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად.
პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაში შედის Е ვიტამინი, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან წამლებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თრომბოციტების აგრეგაციაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანის მართვისა და სამუშაოს შესრულების უნარზე, რაც საჭიროებს ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სისწრაფეს.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდირებული ყოველდღიური დოზის დაცვის პირობით. არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ ნაყოფისთვის რისკზე, თუ პრეპარატი მიიღება ორსულობის დროს რეკომენდირებული დოზებით.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები (სიხშირე უცნობია).
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველირეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
შემთხვევით დოზის გადაჭარბებისას ნაჩვენებია დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარება, ვინაიდან გასათვალისწინებელია ცხიმში ხსნადი ვიტამინების სხეულზე ტოქსიკური ზემოქმედების შესაძლებლობა, რომლებიც შედიან პრეპარატის სანოვიტი შემადგენლობაში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
ვიტამინი A (რეტინოლის პალმიტატის ფორმით) 150 სე ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) 0,10 მგ ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 0,12მგ
ვიტამინი B5 (დექსპანთენოლი) 0,20 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 0,15 მგ
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავას ჰიდრატი) 0,01 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) 0,15 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 6 მგ
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 0,001 მგ
ვიტამინი E (all-rac-α-ტოკოფეროლის აცეტატი) 0,70 მგ
ვიტამინი PP (ნიკოტინამიდი) 1,20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, სორბიტოლის ხსნარი არაკრისტალიზირებადი, გლიცერინი, მაკროგოლგლიცერინის ჰიდროქსისტეარატი, ნატრიუმის საქარინი, არომატიზატორი „ფორთოხალი“, პოლისორბატ 80, პროპილგალატი, ბუთილჰიდროქსიანიზოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, დინატრიუმის ედეტატი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი А11BА
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი / ტექირდაგი)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY
(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).
ფარმაკოლოგიური თვისებები
საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე. ვიტამინები. პოლივიტამინური კომპლექსები დანამატების გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა სანოვიტი – კომბინირებული მულტივიტამინური პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ეფექტებით. ვიტამინები მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების კატალიზატორებისა და რეგულატორების სახით. ვიტამინი A ხელს უწყობს ნორმალურ ზრდას, მონაწილეობს ძვლების, კბილების, კანის სტრუქტურისა და ფუნქციების ფორმირებასა და შენარჩუნებაში, მონაწილეობს მხედველობითი პიგმენტის სინთეზში.
ვიტამინი B1 ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B2 მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ცილოვან, ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაში.
ვიტამინი B5 შედის კოფერმენტ A-ს შემადგენლობაში (არაცილოვანი ბუნების ორგანული ნაერთის, რომელიც აუცილებელია ფერმენტების აქტივობის გამოსავლენად). მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანისა და ლორწოვანი გარსების რეგენერაციის პროცესში.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას და გავლენას ახდენს ერითროპოეზზე.
ვიტამინი B9 აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, ჰემოპოეზის და ემბრიოგენეზისათვის, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ასტიმულირებს მარილმჟავას გამომუშავებას კუჭში.
ვიტამინი B12 მონაწილეობს ერითროპოეზში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.
ვიტამინ C-ს გააჩნია ძლიერი აღმდგენი თვისებები, კერძოდ, აღადგენს იმ ფერმენტებს, რომლებიც აუვნებელყოფენ გარემოს ტოქსიურ ნივთიერებებს. აუცილებელია კოლაგენის (სისხლძარღვთა კედლების, მყესების, ხრტილებისა და ძვლების ერთერთი სტრუქტურული კომპონენტის) სინთეზისათვის, ქოლესტერინის ნაღვლის მჟავებად გარდაქმნისათვის, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს უწყობენ ცხიმების მონელებას და აძლიერებენ პერისტალტიკას. ვიტამინი C მონაწილეობს ძვლების, კბილების და ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციის ფორმირებასა და შენარჩუნებაში; აძლიერებს კაპილარების კედლებს.
ვიტამინი D3 ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის რემოდელირების პროცესებს I ტიპის კოლაგენისა და მატრიცის ცილების სინთეზის გაზრდით, ოსტეობლასტების სინთეზის გააქტიურების მეშვეობით. გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის, პარაფარისებრი ჯირკვლის, სასქესო ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობაზე, უზრუნველყოფს ჩონჩხის ძვლების კალციფიკაციას.
ვიტამინი E ანტიოქსიდანტური ნივთიერებაა, რომელიც იცავს უჯრედებს დაზიანებისა და სიბერისაგან, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ასტიმულირებს კუნთების მუშაობას და სასქესო ჯირკვლების ფუნქციას. მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოების, სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გლუვი მუსკულატურის ფორმირებაში.
ვიტამინი PP შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედულ სუნთქვასა და ცილების ცვლაში, რომლებიც, თავის მხრივ, არეგულირებენ უმაღლეს ნერვულ მოქმედებას და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატ სანოვიტის მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების კომბინირებული თვისებებით, ამიტომ შეუძლებელია კინეტიკური დაკვირვებების ჩატარება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
სანოვიტი
სავაჭრო დასახელება
სანოვიტი, Sunovit
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება
-
სამკურნალო ფორმა
სიროფი.
აღწერილობა: გამჭვირვალე ოქროსფერი-მოყვითალო ფერის სიროფი ფორთოხლის არომატით.
შემადგენლობა სიროფის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ვიტამინი A (რეტინოლის პალმიტატის ფორმით) 150 სე ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) 0,10 მგ ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 0,12მგ
ვიტამინი B5 (დექსპანთენოლი) 0,20 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 0,15 მგ
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავას ჰიდრატი) 0,01 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) 0,15 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 6 მგ
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 0,001 მგ
ვიტამინი E (all-rac-α-ტოკოფეროლის აცეტატი) 0,70 მგ
ვიტამინი PP (ნიკოტინამიდი) 1,20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, სორბიტოლის ხსნარი არაკრისტალიზირებადი, გლიცერინი, მაკროგოლგლიცერინის ჰიდროქსისტეარატი, ნატრიუმის საქარინი, არომატიზატორი „ფორთოხალი“, პოლისორბატ 80, პროპილგალატი, ბუთილჰიდროქსიანიზოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, დინატრიუმის ედეტატი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი А11BА
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე. ვიტამინები. პოლივიტამინური კომპლექსები დანამატების გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა სანოვიტი – კომბინირებული მულტივიტამინური პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ეფექტებით. ვიტამინები მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების კატალიზატორებისა და რეგულატორების სახით. ვიტამინი A ხელს უწყობს ნორმალურ ზრდას, მონაწილეობს ძვლების, კბილების, კანის სტრუქტურისა და ფუნქციების ფორმირებასა და შენარჩუნებაში, მონაწილეობს მხედველობითი პიგმენტის სინთეზში.
ვიტამინი B1 ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B2 მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ცილოვან, ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაში.
ვიტამინი B5 შედის კოფერმენტ A-ს შემადგენლობაში (არაცილოვანი ბუნების ორგანული ნაერთის, რომელიც აუცილებელია ფერმენტების აქტივობის გამოსავლენად). მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანისა და ლორწოვანი გარსების რეგენერაციის პროცესში.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას და გავლენას ახდენს ერითროპოეზზე.
ვიტამინი B9 აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, ჰემოპოეზის და ემბრიოგენეზისათვის, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ასტიმულირებს მარილმჟავას გამომუშავებას კუჭში.
ვიტამინი B12 მონაწილეობს ერითროპოეზში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.
ვიტამინ C-ს გააჩნია ძლიერი აღმდგენი თვისებები, კერძოდ, აღადგენს იმ ფერმენტებს, რომლებიც აუვნებელყოფენ გარემოს ტოქსიურ ნივთიერებებს. აუცილებელია კოლაგენის (სისხლძარღვთა კედლების, მყესების, ხრტილებისა და ძვლების ერთერთი სტრუქტურული კომპონენტის) სინთეზისათვის, ქოლესტერინის ნაღვლის მჟავებად გარდაქმნისათვის, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს უწყობენ ცხიმების მონელებას და აძლიერებენ პერისტალტიკას. ვიტამინი C მონაწილეობს ძვლების, კბილების და ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციის ფორმირებასა და შენარჩუნებაში; აძლიერებს კაპილარების კედლებს.
ვიტამინი D3 ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის რემოდელირების პროცესებს I ტიპის კოლაგენისა და მატრიცის ცილების სინთეზის გაზრდით, ოსტეობლასტების სინთეზის გააქტიურების მეშვეობით. გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის, პარაფარისებრი ჯირკვლის, სასქესო ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობაზე, უზრუნველყოფს ჩონჩხის ძვლების კალციფიკაციას.
ვიტამინი E ანტიოქსიდანტური ნივთიერებაა, რომელიც იცავს უჯრედებს დაზიანებისა და სიბერისაგან, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ასტიმულირებს კუნთების მუშაობას და სასქესო ჯირკვლების ფუნქციას. მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოების, სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გლუვი მუსკულატურის ფორმირებაში.
ვიტამინი PP შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედულ სუნთქვასა და ცილების ცვლაში, რომლებიც, თავის მხრივ, არეგულირებენ უმაღლეს ნერვულ მოქმედებას და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატ სანოვიტის მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების კომბინირებული თვისებებით, ამიტომ შეუძლებელია კინეტიკური დაკვირვებების ჩატარება.
გამოყენების ჩვენებები
ავიტამინოზების და ჰიპოვიტამინოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ვიტამინის დეფიციტი შეიძლება აღინიშნოს საკვებთან არასაკმარისი მიღების ან აბსორბციის დარღვევის შემთხვევაში (მალაბსორბციის სინდრომი), აგრეთვე გაზრდილი საჭიროებისას (ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვები; მწვავე და ქრონიკული დაავადებები; რეკონვალესცენტური პერიოდი; კომპლექსურ თერაპიაში ანტიბაქტერიული პრეპარატების დანიშვნის და ქიმიოთერაპიული მკურნალობის დროს).
გამოყენების წესი და დოზირება
სანოვიტი მიიღება შიგნით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. სიროფის დოზირების მიზნით უნდა გამოვიყენოთ საზომი ჭიქა, რომელიც შეფუთვაშია მოთავსებული.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის მიერ დადგენილი დოზით.
1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5 მლ დღე-ღამეში.
4-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში: 10 მლ დღე-ღამეში.
მოზრდილებსა და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 10-20 მლ დღე-ღამეში.
მკურნალობის კურსი შეადგენს 1-2 თვეს. მკურნალობის განმეორებითი კურსი შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული ზემოაღნიშნულზე გადაჭარბებული დოზებით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
A ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი;
D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი;
რეტინოიდებით მკურნალობის პერიოდი.
არასასურველი რეაქციები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები (სიხშირე უცნობია).
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველირეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
არ გადააჭარბოთ პრეპარატის რეკომენდირებულ დოზას, ვინაიდან ზოგიერთი ვიტამინების ძალიან მაღალმა დოზებმა ხანგრძლივი გამოყენებისას, კერძოდ, A ვიტამინის, D ვიტამინის, შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ორგანიზმზე.
შესაძლებელია შარდის შეღებვა ინტენსიურ ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით. ეს მოვლენა არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.
ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მოიხსნას. დამხმარე ნივთიერებები
ნატრიუმი
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) 1 მლ სიროფში, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
კონსერვანტი
პრეპარატი შეიცავს კონსერვანტებს ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა შენელებული ტიპის).
სორბიტოლი
პრეპარატი შეიცავს 600 მგ სორბიტოლის ხსნარს არაკრისტალიზირებადს 1 მლ სიროფში.
გასათვალისწინებელია სორბიტოლის (ან ფრუქტოზის) შემცველი პროდუქტების ერთდროული გამოყენების და საკვებთან ერთად სორბიტოლის (ან ფრუქტოზის) მოხმარების ადიტიური ეფექტი.
სორბიტოლის შემცველობამ პორორალური გამოყენებისთვის სამკურნალო საშუალებებში შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სხვა პერორალური სამკურნალო საშუალებების ბიოშეღწევადობაზე, რომლებიც ერთდროულად შეიყვანება.
სორბიტოლი ფრუქტოზის წყაროა. ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პრეპარატი.
სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავში დისკომფორტი და მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანის მართვისა და სამუშაოს შესრულების უნარზე, რაც საჭიროებს ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სისწრაფეს.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდირებული ყოველდღიური დოზის დაცვის პირობით. არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ ნაყოფისთვის რისკზე, თუ პრეპარატი მიიღება ორსულობის დროს რეკომენდირებული დოზებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ სხვა სამკურნალო საშუალებებს, პრეპარატის მიღების დაწყებამდე, ექიმთან კონსულტაცია უნდა ჩაითარონ.
ვიტამინი B6, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, ამცირებს ლევოდოპას ეფექტურობას.
მინერალური ზეთის და ქოლესტირამინის შემცველი საფაღარათო საშუალებები ამცირებენ A, D და E ვიტამინების შეწოვას.
ფტორურაცილი, ვინბლასტინი, ბლეომიცინი, ცისპლატინი არღვევენ A, B1 და B6 ვიტამინების შეწოვას.
პენიცილამინი, იზონიაზიდი ამცირებენ B1 ვიტამინის ეფექტურობას, მისი გამოყოფის ზრდით.
იზონიაზიდი ამცირებს პირიდოქსინის ეფექტურობას.
ვიტამინი E აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, გლუკოკორტიკოსტეროიდების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტს.
ასკორბინის მჟავა, რომელიც შედის პრეპარატის სანოვიტი შემადგენლობაში, აძლიერებს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების ფარმაკოლოგიურ მოქმედებას და არასასურველ რეაქციებს.
არ არის რეკომენდირებული სანოვიტის მიღება ერთდროულად სხვა პოლივიტამინურ კომპლექსებთან, განსაკუთრებით A და D ვიტამინების შემცველ პრეპარატებთან, დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად.
პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაში შედის Е ვიტამინი, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან წამლებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თრომბოციტების აგრეგაციაზე.
ჭარბი დოზირება
შემთხვევით დოზის გადაჭარბებისას ნაჩვენებია დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარება, ვინაიდან გასათვალისწინებელია ცხიმში ხსნადი ვიტამინების სხეულზე ტოქსიკური ზემოქმედების შესაძლებლობა, რომლებიც შედიან პრეპარატის სანოვიტი შემადგენლობაში.
გამოშვების ფორმა
100 მლ სიროფი ყვითელი მინის ფლაკონში ხრახნიანი პლასტიკური თავსახურით.
1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან და სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი / ტექირდაგი)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY
(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


