პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

სანგი

SANGI

რეცეპტით5მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

სანგი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სანგის, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით „დიაბეტის საწინააღმდეგო ორალური საშუალებები“. ორალური ანტიდიაბეტური საშუალებები გამოიყენება სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკურნალოდ. ისინი მუშაობენ ორგანიზმისთვის სისხლში შაქრის დონის შემცირების დახმარებისთვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლინაგლიპტინი (linagliptin)
ფორმა და შეფუთვა
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (2X15)
მწარმოებელი
Abdi Ibrahim Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4 -ის (DPP - 4) ინჰიბიტორები
ATC კოდი
A10BH05
რეგისტრაციის ნომერი
რ-040138
რეგისტრირებულია
1 თებერვალი 2024, მოქმედებს 1 თებერვალი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტის საქართველოს წარმომადგენლობა
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასანგი და სხვა წამალი ერთად

სანგი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სანგი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სანგის, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით „დიაბეტის საწინააღმდეგო ორალური საშუალებები“. ორალური ანტიდიაბეტური საშუალებები გამოიყენება სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკურნალოდ. ისინი მუშაობენ ორგანიზმისთვის სისხლში შაქრის დონის შემცირების დახმარებისთვის.

სანგი გამოიყენება "მე-2 ტიპის დიაბეტის" დროს მოზრდილებში, თუ დაავადების ადეკვატურად კონტროლი შეუძლებელია ერთი პერორალური ანტიდიაბეტური მედიკამენტით (მეტფორმინი ან სულფონილშარდოვანა) ან მხოლოდ დიეტით და ვარჯიშით. სანგი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთად, მაგ. მეტფორმინი, სულფონილშარდოვანას პრეპარატები (მაგ. გლიმეპირიდი, გლიპიზიდი), ემპაგლიფლოზინი ან ინსულინი.

მნიშვნელოვანია დაიცვათ ექიმის ან ექთნის მიერ მოცემული რჩევა დიეტისა და ვარჯიშის შესახებ.

სანგი არის ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ამოტვიფრული "L" ერთ მხარეს და ნაბეჭდის გარეშე მეორე მხარეს.

სანგი ბაზარზე წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 30 შემოგარსულ ტაბლეტს.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სანგის რეკომენდებული დოზაა ერთი 5 მგ ტაბლეტი დღე-ღამეში ერთხელ. შეგიძლიათ ეს პრეპარატი მიიღთ უზმოზე ან საკვებთან ერთად.

ექიმმა შეიძლება სანგი დაგინიშნოთ სხვა ორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატთან ერთად. დაიმახსოვრეთ, რომ მიიღოთ ყველა მედიკამენტი თქვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

სხვადასხვა საკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში:

18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში სანგის გამოეყნება რეკომენდებული არ არის.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ასაკზე დაფუძნებული დოზის კორექცია საჭირო არ არის.

განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლის უკმარისობა

ამ პაციენტებში კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ სანგის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სანგი

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სანგი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ სანგის მიღება

თუ დაგავიწყდათ სანგის დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ

მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა.

გამოტოვებულის ასანაზღაურებლად არ მიიღოთ ორმაგი დოზა. არასოდეს მიიღოთ ორი დოზა იმავე დღეს.

თუ წყვეტთ სანგის გამოყენებას

არ შეწყვიტოთ სანგის მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. თქვენი სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს, როდესაც შეწყვეტთ სანგის მიღებას.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ სანგი თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ლინაგლიპტინის ან ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. დამხმარე ნივთიერებები მოცემულია ამ ჩანართის დასაწყისში.

სანგი ფრთხილად გამოიყენეთ შემდეგ სიტუაციებში:

თუ თქვენ:

  • გაქვთ 1-ელი ტიპის დიაბეტი (თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს) ან დიაბეტური კეტოაციდოზი (დიაბეტის გართულება სისხლში შაქრის მაღალი შემცველობით, წონის სწრაფი დაკლებით, გულისრევით ან ღებინება). სანგი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ პირობების სამკურნალოდ.
  • თუ იღებთ ანტიდიაბეტურ პრეპარატს, რომელიც ცნობილია როგორც „სულფონილშარდოვანა“ (მაგ. გლიმეპირიდი, გლიპიზიდი), თქვენმა ექიმმა შეიძლება მოისურვოს სულფონილშარდოვანას დოზის შემცირება სანგისთნ ერთად მიღებისას, რათა თავიდან აიცილოთ სისხლში შაქრის ძალიან დაქვეითება.
  • გქონიათ ალერგიული რეაქციები სხვა მედიკამენტებზე, რომლებსაც იღებთ სისხლში შაქრის რაოდენობის გასაკონტროლებლად.
  • გაქვთ ან გქონდათ პანკრეასის დაავადება.

თუ გაქვთ მწვავე პანკრეატიტის სიმპტომები, როგორიცაა მუდმივი, ძლიერი კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი), უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ აღგენიშნებათ კანის ბუშტუკები, ეს შეიძლება იყოს დაავადების ნიშანი, რომელსაც ეწოდება ბულოზური პემფიგოიდი. ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ შეწყვიტოთ სანგი.

სახსრების ძლიერი ტკივილი განვითარდა DPP-4 ინჰიბიტორების პრეპარატების გამოყენებისას, თუმცა არ იყო მოხსენებული სანგის გამოყენებისას. როდესაც თქვენ შეხვდებით ასეთ სიტუაციას, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი პრეპარატი.

კანის დიაბეტური დაზიანებები დიაბეტით დაავადებულთა საერთო დაავადებაა. ამ მიზეზით, ძალიან ფრთხილად უნდა დაიცვათ თქვენი ექიმის რეკომენდაციები კანისა და ფეხის მოვლის შესახებ.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში გეხებოდათ ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

სანგის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

სანგის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

სიფრთხილის ზომები

ზოგადი

ლინაგლიპტინი არ უნდა იქნას გამოყენებული 1 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში ან დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნალოდ.

ჰიპოგლიკემია

მარტო ლინაგლიპტინმა აჩვენა ჰიპოგლიკემიის შედარებითი სიხშირე პლაცებოსთან შედარებით.

ლინაგლიპტინის კლინიკურ კვლევებში, როგორც მედიკამენტებთან კომბინირებული თერაპიის ნაწილის, რომელიც არ არის ცნობილი ჰიპოგლიკემიის გამომწვევი (მეტფორმინი), ჰიპოგლიკემიის სიხშირე, რომელიც მოხსენებული იყო ლინაგლიპტინთან ერთად, მსგავსი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

როდესაც ლინაგლიპტინი დაემატა სულფონილშარდოვანას (მეტფორმინის ფონზე), ჰიპოგლიკემიის სიხშირე გაიზარდა პლაცებოსთან შედარებით (იხ. პარაგრაფი 4.8).

ცნობილია, რომ სულფონილშარდოვანა და ინსულინი იწვევენ ჰიპოგლიკემიას. ამიტომ, სიფრთხილეა რეკომენდებული ლინაგლიპტინის სულფონილშარდოვანასთან და/ან ინსულინთან ერთად გამოყენებისას. შეიძლება განიხილებოდეს სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზის შემცირება (იხ. პარაგრაფი 4.2).

მწვავე პანკრეატიტი

DPP-4 ინჰიბიტორების გამოყენება დაკავშირებულია მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკთან. მწვავე პანკრეატიტი დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლინაგლიპტინს. გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების უსაფრთხოების კვლევაში (CARMELINA) დაკვირვების მედიანური პერიოდით 2.2 წელი, განმსაზღვრელი მწვავე პანკრეატიტი დაფიქსირდა ლინაგლიპტინით ნამკურნალევ პაციენტთა 0.3%-ში და პლაცებოთი მკურნალი პაციენტების 0.1%-ში.

პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ მწვავე პანკრეატიტის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ. თუ პანკრეატიტზე ეჭვია, სანგი უნდა შეწყდეს; თუ მწვავე პანკრეატიტი დადასტურებულია, სანგის მიღება არ უნდა განახლდეს. სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ანამნეზში პანკრეატიტის მქონე პაციენტებში.

ართრალგია

პოსტმარკეტინგული მძიმე და ქმედუუნარობის გამომწვევი ართრალგიის შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ DPP-4 ინჰიბიტორებს. სიმპტომების გაჩენა იცვლებოდა მკურნალობის დაწყებიდან ერთი დღიდან რამდენიმე წლამდე. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ სიმპტომები გაქრა და როდესაც იგივე ან განსხვავებული DPP-4 ინჰიბიტორი ხელახლა იქნა შემოღებული, სიმპტომები კვლავ განმეორდა. DPP-4 ინჰიბიტორები უნდა ჩაითვალოს სახსრების ძლიერი ტკივილის შესაძლო მიზეზად და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა შეწყდეს.

ბულოზური პემფიგოიდი

CARMELINA-ს კვლევაში, ბულოზური პემფიგოიდი დაფიქსირდა 7 პაციენტში (0.2%), რომლებიც მკურნალობდნენ ლინაგლიპტინით, ხოლო პლაცებო ჯგუფში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ პაციენტებიდან 3 ჰოსპიტალიზირებული იყო ბულოზური პემფიგოიდის გამო.ბულოზური პემფიგოიდის პოსტმარკეტინგული შემთხვევები, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ DPP-4 ინჰიბიტორებს. ხშირ შემთხვევაში, პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა პრეპარატის შეწყვეტისა და სისტემური/ადგილობრივი იმუნოსუპრესიული თერაპიის გამოყენების შემდეგ.

პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ კანზე ბუშტუკების და ეროზიის განვითარების შესაძლებლობის შესახებ სანგის გამოყენებისას. თუ არსებობს ბულოზური პემფიგოიდური რისკის ეჭვი, სანგი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტი უნდა გადაეგზავნოს დერმატოლოგს შესაბამისი დიაგნოზისა და მკურნალობისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

კერძოდ, უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იყენებთ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს რომელიმე შემდეგ აქტიურ ნივთიერებას:

  • კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან ფენიტოინი. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას კრუნჩხვების (გულყრის) ან ქრონიკული ტკივილის გასაკონტროლებლად.
  • რიფამპიცინი. ეს არის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ტუბერკულოზი.

თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, გთხოვთ ამ პრეპარატის გამოყენებამდე აცნობოთ ექიმს.

უცნობია აქვს თუ არა სნგის რაიმე მავნე ზეგავლენა არ დაბადებულ ბავშვზე. ამიტომ, თუ ორსულად ხართ, უნდა მოერიდოთ სანგის გამოყენებას.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

უცნობია გადადის თუ არა სანგი დედის რძეში. თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელოს ძუძუთი კვება, შეწყვიტოს ან დაიწყოს სანგით თერაპია.

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სანგის არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

სულფონილშარდოვანას და/ან ინსულინთან ერთად სანგის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის ზედმეტად დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ან მუშაობაზე უსაფრთხო ადგილის გარეშე. თუმცა, შეიძლება რეკომენდებული იყოს სისხლში გლუკოზის უფრო ხშირი ტესტირება ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სანგი კომბინირებულია სულფონილშარდოვანასთან და/ან ინსულინთან.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარეა სანგიში შემავალი ნივთიერებების მიმართ. თუმცა, ეს გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება ყველას, ვინც მას იყენებს.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ სანგის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას

კანკალი, ოფლიანობა, შფოთვა, მხედველობის დაბინდვა, ტუჩების კანკალი, სიფერმრკთალე, ქცევის ცვლილებები ან დაბნეულობა. ეს სიმპტომები ვლინდება სისხლში შაქრის დაბალი დონის (ჰიპოგლიკემიის) შემთხვევაში. ჰიპოგლიკემია არის გვერდითი მოვლენა, რომელიც აღინიშნება ლინაგლიპტინის მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან ერთად გამოყენებისას. მისი სიხშირე განისაზღვრება, როგორც „ძალიან ხშირი“ (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს).

ზოგიერთ პაციენტში განვითარდა მძიმე ალერგიული ეფექტები (მომატებული მგრძნობელობა; სიხშირე: ნაკლებად ხშირი, შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში) როდესაც ლინაგლიპტინი გამოიყენებოდა ცალკე ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ. ეს ალერგიული ეფექტები მოიცავს ხიხინს და ქოშინს (ბრონქული ჰიპერაქტიურობა; სიხშირე: უცნობია, ანუ არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით). ზოგიერთ პაციენტში აღინიშნებოდა კანის გამონაყარი (სიხშირე: ნაკლებად ხშირი), ურტიკარია (ჭინჭრის ციება; სიხშირე: იშვიათი, შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს) და სახის, ტუჩების, ენის და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება; სიხშირე: იშვიათი).

თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი ასეთი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია სანგიზე. ამ შემთხვევაში, შეწყვიტეთ სანგის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგცეთ მედიკამენტი ამ ალერგიული ეფექტების სამკურნალოდ და შესაძლოა შეცვალოს პრეპარატი, რომელსაც თქვენი დიაბეტის სამკურნალოდ იყენებთ.

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი; სიხშირე: იშვიათი, რომელიც შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს) დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში, როდესაც ლინაგლიპტინი გამოიყენებოდა ცალკე ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად დიაბეტის სამკურნალოდ. თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ სანგის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს: თუ გაქვთ ძლიერი და მუდმივი მუცლის ტკივილი (კუჭის ირგვლივ), რომელიც გადაეცემა ზურგში, ასევე გულისრევა და ღებინება. ეს სიმპტომები შეიძლება ნიშნავს, რომ თქვენი პანკრეასი არის ანთებითი (პანკრეატიტი).

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს:

შემდეგი გვერდითი მოვლენები განვითარდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ლინაგლიპტინს ცალკე ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ:

ხშირი (10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები, მაგრამ 100 პაციენტში 1-ზე მეტი)

სისხლში ლიპაზას დონის მომატება

ნაკლებად ხშირი (ზემოქმედებს 100 პაციენტში 1-ზე ნაკლებზე, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტზე):

  • ცხვირის ან ყელის ანთება (ნაზოფარინგიტი),
  • ხველა
  • ყაბზობა (ინსულინის გამოყენებისას)
  • სისხლში ამილაზას დონის მომატება

იშვიათი (1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტი):

ბუშტები კანზე (ბულოზური პემფიგოიდი)

ჭარბი დოზა

სიმპტომები:

ჯანმრთელი სუბიექტების კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს, 600 მგ-მდე ლინაგლიპტინის ერთჯერადი დოზები (ექვივალენტურია რეკომენდებულ დოზაზე 120-ჯერ მეტის) ზოგადად კარგად აიტანებოდა. ადამიანებში 600 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მიზანშეწონილია გამოიყენოთ ჩვეულებრივი დამხმარე ზომები, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეუწოვი მასალის ამოღება, კლინიკური მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კლინიკური ღონისძიებების გატარება.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ფარმაკოდინამიური მახასიათებლები

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი:

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლინაგლიპტინს.

შემავსებლები:

შემავსებლების ჩამონათვალი იხ.პარაგრაფში 6.1

შენახვის პირობები

სანგი შეინახეთ მის შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად

სანგი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

თუ შეამჩნევთ დეფექტს პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე, არ გამოიყენოთ სანგი.

სანგი არ გადაყაროთ ქალაქის წყალში ან ნაგავში, რომელიც არ გამოგიყენებიათ, გარემოს დასაცავად. გთხოვთ მიმართოთ თქვენს ფარმაცევტს ამ კუთხით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიაბეტის დროს გამოყენებული მედიკამენტები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4 (DPP-4) ინჰიბიტორები, ათქ კოდი: A10BH05

მოქმედების მექანიზმი:

ლინაგლიპტინი არის ენზიმის DPP-4 (დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4, EC 3.4.14.5) ინჰიბიტორი, ენზიმი, რომელიც მონაწილეობს ინკრეტინის ჰორმონების GLP-1 და GIP (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი1, გლუკოზადამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპტიდის) ინაქტივაციაში. ეს ჰორმონები სწრაფად იშლება ენზიმ DPP-4-ით. ორივე ინკრეტინის ჰორმონი მონაწილეობს გლუკოზის ჰომეოსტაზის ფიზიოლოგიურ რეგულირებაში.

ინკრეტინები გამოიყოფა დაბალ ბაზალურ დონეზე მთელი დღის განმავლობაში და მათი დონე იზრდება ჭამის შემდეგ დაუყოვნებლივ. GLP-1 და GIP ზრდის ინსულინის ბიოსინთეზს და სეკრეციას პანკრეასის ბეტა უჯრედებიდან სისხლში გლუკოზის ნორმალური და მომატებული დონის არსებობისას. გარდა ამისა, GLP-1 ასევე ამცირებს გლუკაგონის სეკრეციას პანკრეასის ალფა უჯრედებიდან, რაც იწვევს ღვიძლის გლუკოზის გამომუშავების შემცირებას. ლინაგლიპტინი ძალიან ეფექტურად უკავშირდება DPP-4-ს შექცევადად და ამით იწვევს აქტიური ინკრეტინის დონის მდგრად ზრდას და გახანგრძლივებას. ლინაგლიპტინი გლუკოზაზე დამოკიდებულად ზრდის ინსულინის სეკრეციას და ამცირებს გლუკაგონის სეკრეციას, რაც იწვევს გლუკოზის ჰომეოსტაზის საერთო გაუმჯობესებას.

ლინაგლიპტინი შერჩევით უკავშირდება DPP-4-ს და ავლენს > 10000-ჯერ შერჩევითობას DPP-8 ან DPP-9 აქტივობის წინააღმდეგ in vitro.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

III ფაზის 8 რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა, რომელშიც ჩართული იყო 5,239 პაციენტი ტიპი 2 დიაბეტით, რომელთაგან 3,319 მკურნალობდა ლინაგლიპტინით, ჩატარდა ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად. ამ კვლევებში მონაწილეობდა 65 წლის და მეტი ასაკის 929 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ ლინაგლიპტინს. ასევე იყო 1238 პაციენტი თირკმლის მსუბუქი უკმარისობით და 143 პაციენტი თირკმლის ზომიერი უკმარისობით, რომლებიც იღებდნენ ლინაგლიპტინს. ლინაგლიპტინის მიღებამ დღე-ღამეში ერთხელ გამოიწვია გლიკემიის კონტროლის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, სხეულის წონის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე. გლიკოზირებული ჰემოგლობინის A1c (HbA1c) შემცირება მსგავსი იყო სხვადასხვა ქვეჯგუფში, მათ შორის სქესი, ასაკი, თირკმლის უკმარისობა და სხეულის მასის ინდექსი (BMI). უფრო მაღალი საბაზისო HbA1c დაკავშირებული იყო HbA1c-ის უფრო დიდ შემცირებასთან. იყო მნიშვნელოვანი განსხვავება HbA1c-ის შემცირებაში აზიელ პაციენტებს (0.8%) და თეთრკანიან პაციენტებს (0.5%) შორის გაერთიანებულ კვლევებში.

ლინაგლიპტინი, როგორც მონოთერაპია პაციენტებში, რომლებისთვისაც მეტფორმინის მიღება შეუსაბამოა

ლინაგლიპტინის მონოთერაპიის ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასებული იყო ორმაგად ბრმა, პლაცებო- კონტროლირებად კვლევაში 24 კვირის ხანგრძლივობით. დღე-ღამეში ერთხელ 5მგ ლინაგლიპტინით მკურნალობამ უზრუნველყო HbA1c-ის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება (-0.69% ცვლილება პლაცებოსთან შედარებით), პაციენტებში საწყის დონეზე HbA1c დაახლოებით 8%-ით. ლინაგლიპტინმა ასევე აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უზმოზე პლაზმის გლუკოზაში (FPG) და 2-საათიანი ჭამის შემდეგ გლუკოზის დონისა (PPG) პლაცებოსთან შედარებით. ჰიპოგლიკემიის დაფიქსირებული სიხშირე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლინაგლიპტინით, პლაცებოს მსგავსი იყო.

ლინაგლიპტინის მონოთერაპიის ეფექტურობა და უსაფრთხოება ასევე შეფასებული იყო პაციენტებში, რომლებისთვისაც მეტფორმინით თერაპია შეუსაბამოა, აუტანლობის გამო ან უკუნაჩვენებია თირკმლის უკმარისობის გამო, ორმაგად ბრმა, პლაცებო- კონტროლირებად 18 კვირიან კვლევაში. ლინაგლიპტინმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოახდინა HbA1c-ში (-0.57% ცვლილება პლაცებოსთან შედარებით), HbA1c-ის საშუალო საწყისიდან 8.09%. ლინაგლიპტინმა ასევე აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უზმოზე პლაზმის გლუკოზის დონის (FPG) პლაცებოსთან შედარებით. ჰიპოგლიკემიის დაფიქსირებული სიხშირე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლინაგლიპტინით, პლაცებოს მსგავსი იყო.

ლინაგლიპტინი, როგორც მეტფორმინის თერაპიის დანამატი

ლინაგლიპტინის ეფექტურობა და უსაფრთხოება მეტფორმინთან ერთად შეფასებული იყო ორმაგად ბრმა, პლაცებო- კონტროლირებად, 24 კვირის ხანგრძლივობის კვლევაში. ლინაგლიპტინმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოახდინა HbA1c-ში (-0.64% ცვლილება პლაცებოსთან შედარებით), საშუალო საბაზისო HbA1c-დან 8%. ლინაგლიპტინმა ასევე აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უზმოზე პლაზმის გლუკოზაში (FPG) და 2-საათიანი ჭამის შემდეგ გლუკოზის (PPG) დონეზე, პლაცებოსთან შედარებით. ჰიპოგლიკემიის დაფიქსირებული სიხშირე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლინაგლიპტინით, პლაცებოს მსგავსი იყო.

ლინაგლიპტინი, როგორც დანამატი მეტფორმინისა და სულფონილშარდოვანას თერაპიის კომბინაციაში

ჩატარდა პლაცებოზე კონტროლირებადი, 24 კვირიანი კვლევა, რათა შეფასდეს 5 მგ ლინაგლიპტინის ეფექტურობა და უსაფრთხოება პლაცებოსთან შედარებით, პაციენტებში, რომლებიც საკმარისად არ მკურნალობდნენ მეტფორმინით და სულფონილშარდოვანას კომბინაციით. ლინაგლიპტინმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოახდინა HbA1c-ში (-0,62% ცვლილება პლაცებოსთან შედარებით), HbA1c საშუალო საწყისიდან 8,14%. ლინაგლიპტინმა ასევე აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პაციენტებში უზმოზე პლაზმური გლუკოზის (FPG) და 2 საათის შემდეგ ჭამის შემდეგ გლუკოზის (PPG) დონეზე, პლაცებოსთან შედარებით.

ლინაგლიპტინი, როგორც დანამატი მეტფორმინისა და ემპაგლიფლოზინის თერაპიის კომბინაციაში

პაციენტებში, რომლებსაც არაადექვატურად აკონტროლებდნენ მეტფორმინი და ემპაგლიფლოზინი (10 მგ (n=247) ან 25 მგ (n=217)), 24-კვირიანი მკურნალობა ლინაგლიპტინის 5 მგ დამატებითი თერაპიით უზრუნველყოფდა HbA1c-ის საშუალო რეგულირებულ შემცირებას საწყისიდან -0.53%-ით. (მნიშვნელოვანი განსხვავება პლაცებოსთან დამატებით -0.32% (95% CI - 0.52, -0.13) და -0.58% (მნიშვნელოვანი სხვაობა პლაცებოსთან -0.47% (95% CI -0.66; -0.28), შესაბამისად. პაციენტების სტატისტიკურად მნიშვნელოვანმა უფრო დიდმა წილმა საბაზისო HbA1c ≥7.0% და ლინაგლიპტინით 5 მგ მკურნალობით მიაღწია სამიზნე HbA1c <7% პლაცებოსთან შედარებით.

ლინაგლიპტინი, როგორც ინსულინის თერაპიის დამატება

ლინაგლიპტინის 5 მგ ინსულინში დამატების ეფექტურობა და უსაფრთხოება მარტო ან მეტფორმინთან და/ან პიოგლიტაზონთან ერთად შეფასებული იყო ორმაგად ბრმა, პლაცებო- კონტროლირებად კვლევაში 24 კვირის ხანგრძლივობით. ლინაგლიპტინმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოახდინა HbA1c-ში (-0.65% პლაცებოსთან შედარებით) HbA1c საშუალო საბაზისოდან 8.3%. ლინაგლიპტინმა ასევე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოახდინა პლაზმის გლუკოზის უზმოზე (FPG) და პაციენტების უფრო დიდმა ნაწილმა მიაღწია სამიზნე HbA1c < 7.0%, პლაცებოსთან შედარებით. ეს მიიღწევა ინსულინის სტაბილური დოზით (40.1 სე). სხეულის წონა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯგუფებს შორის. პლაზმის ლიპიდებზე ზემოქმედება უმნიშვნელო იყო. ჰიპოგლიკემიის დაფიქსირებული სიხშირე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლინაგლიპტინით, პლაცებოს მსგავსი იყო (22.2% ლინაგლიპტინი; 21.2% პლაცებო).

ლინაგლიპტინის 24 თვის მონაცემები, როგორც მეტფორმინის დანამატი გლიმეპირიდთან შედარებით

კვლევაში, რომელიც ადარებს 5 მგ ლინაგლიპტინის ან გლიმეპირიდის (საშუალო დოზა 3 მგ) დამატების ეფექტურობასა და უსაფრთხოებას პაციენტებში გლიკემიის არაადეკვატური კონტროლით მეტფორმინის მონოთერაპისას, HbA1c-ის საშუალო შემცირება იყო -0,16% ლინაგლიპტინთან (საშუალო საბაზისო HbA1c%)76. და -0.36% გლიმეპირიდთან ერთად (საშუალო საბაზისო HbA1c 7.69%), მკურნალობის საშუალო სხვაობით 0.20% (97.5% CI: 0.09, 0.299).

ჰიპოგლიკემიის სიხშირე ლინაგლიპტინის ჯგუფში (7.5%) მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე გლიმეპირიდის ჯგუფში (36.1%). პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლინაგლიპტინით, აღინიშნებოდა სხეულის წონის მნიშვნელოვანი საშუალო დაქვეითება საბაზისოდან შედარებით, მნიშვნელოვანი წონის მატებასთან შედარებით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ გლიმეპირიდს (-1,39 vs +1,29 კგ).

ლინაგლიპტინი, როგორც დამატებითი თერაპია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, 12 კვირიანი პლაცებო- კონტროლირებადი მონაცემები (სტაბილური ფონი) და 40 კვირიანი პლაცებო- კონტროლირებადი გაფართოება (რეგულირებადი ფონი)

ლინაგლიპტინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ასევე შეფასებული იყო ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით, ორმაგად ბრმა კვლევაში პლაცებოსთან შედარებით, 12 კვირის ხანგრძლივობით, რომლის დროსაც ფონური გლიკემიური თერაპია სტაბილური იყო. პაციენტების უმეტესობა (80.5%) იღებდა ინსულინს, როგორც ფონური თერაპიის სახით, ცალკე ან სხვა ორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, გლინიდი და პიოგლიტაზონი. იყო შემდგომი 40-კვირიანი მკურნალობის პერიოდი, რომლის დროსაც ნებადართული იყო დოზის კორექცია ანტიდიაბეტური ფონური თერაპიის დროს.

ლინაგლიპტინმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოახდინა HbA1c-ში (-0.59% ცვლილება პლაცებოსთან შედარებით 12 კვირის შემდეგ), საშუალო საბაზისო HbA1c-დან 8.2%. დაფიქსირებული განსხვავება HbA1c-ში პლაცებოსთან შედარებით იყო - 0.72% 52 კვირის შემდეგ.

სხეულის წონა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯგუფებს შორის. ჰიპოგლიკემიის დაფიქსირებული სიხშირე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლინაგლიპტინით, უფრო მაღალი იყო, ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას, უსიმპტომო ჰიპოგლიკემიური მოვლენების გაზრდის გამო. არ იყო განსხვავება ჯგუფებს შორის მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენების დროს.

ლინაგლიპტინი, როგორც დამატებითი თერაპია ხანდაზმულებში (ასაკი ≥ 70 წელი) ტიპი 2 დიაბეტით

ლინაგლიპტინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ ხანდაზმულებში (ასაკი ≥ 70 წელი) შეფასებული იყო 24 კვირის ხანგრძლივობის ორმაგად ბრმა კვლევაში. პაციენტები იღებდნენ მეტფორმინს და/ან სულფონილშარდოვანას და/ან ინსულინს ფონური თერაპიის სახით. ფონური ანტიდიაბეტური მედიკამენტების დოზები შენარჩუნებული იყო სტაბილურად პირველი 12 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც ნებადართული იყო კორექტირება. ლინაგლიპტინმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოახდინა HbA1c-ში (-0.64% ცვლილება პლაცებოსთან შედარებით 24 კვირის შემდეგ), საშუალო საბაზისო HbA1c-დან 7.8%. ლინაგლიპტინმა ასევე აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პლაზმის გლუკოზის დონეზე უზმოზე (FPG) პლაცებოსთან შედარებით. სხეულის წონა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯგუფებს შორის.

ლინაგლიპტინის გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის უსაფრთხოების კვლევა (CARMELINA)

CARMELINA იყო რანდომიზებული კვლევა 6979 პაციენტში, ტიპი 2 დიაბეტით გაზრდილი CV რისკით, რაც დადასტურებულია დადგენილი მაკროვასკულარული ან თირკმლის დაავადების ანამნეზით, რომლებიც მკურნალობდნენ ლინაგლიპტინით 5 მგ (3494) ან პლაცებოთი (3485) დამატებული მკურნალობის სტანდარტზე, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალურ სტანდარტებს- HbA1c, CV რისკის ფაქტორების და თირკმლის დაავადებისთვის. საკვლევი პოპულაცია მოიცავდა 1211 (17.4%) ≥ 75 წლის პაციენტს და თირკმლის უკმარისობით დაავადებულ 4348 (62.3%) პაციენტს. მოსახლეობის დაახლოებით 19%-ს ჰქონდა eGFR ≥45-დან <60 მლ/წთ/1.73 მ2-მდე, მოსახლეობის 28%-ს ჰქონდა eGFR ≥30-დან <45 მლ/წთ/1.73 მ2-მდე და 15%-ს ჰქონდა eGFR <30 მლ/წთ/1.73 მ2. საშუალო HbA1c საწყის ეტაპზე იყო 8.0%.

კვლევა შემუშავებული იყო არა ნაკლები მნიშვნელობის დემონსტრირებისთვის პირველადი გულ-სისხლძარღვთა ენდპოინტისთვის, რომელიც იყო გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილის პირველი შემთხვევის ან მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტის (MI) ან არალეტალური ინსულტის (3P-MACE) კომპოზიტი. თირკმლის კომპოზიტური ენდპოინტი განისაზღვრა, როგორც თირკმლის მიზეზით სიკვდილი ან თირკმელების მდგრადი ბოლო სტადიის დაავადება ან eGFR-ს მდგრადი შემცირება 40%-ით ან მეტად.

  • 2 წლის მედიანური დაკვირვების შემდეგ, ლინაგლიპტინი, როდესაც დაემატა ჩვეულ მკურნალობას, არ ზრდიდა გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გვერდითი მოვლენების ან თირკმელების შედეგების განვითარების რისკს. არ იყო გაზრდილი რისკი გულის უკმარისობის მიზეზით ჰოსპიტალიზაციისას, რაც იყო დამატებითი შეფასებული ეენდპოინტი, რომელიც შეინიშნებოდა ჩვეულებრივ მკურნალობასთან შედარებით ლინაგლიპტინის გარეშე ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში (იხ. ცხრილი 2).

ცხრილი 2: კარდიოვასკულარული და თირკმლის შედეგები მკურნალობის ჯგუფის მიხედვით CARMELINA კვლევაში

ლინაგლიპტინი 5 მგ

პლაცებო

საშიშროების თანაფარდობა

სუბიექტების რაოდენობა (%)

სიხშირის მაჩვენებელი 1000-ზე

სუბიექტების რაოდენობა (%)

სიხშირის მაჩვენებელი 1000-ზე

(95% CI)

პაციენტების რაოდენობა

3494

3485

პირველადი CV კომპოზიტი (გულ-სისხლძარღვთა მიზეზით

სიკვდილი, არალეტალური MI, არალეტალური ინსულტი)

434 (12,4)

57,7

420 (12,1)

56,3

1,02 (0,89,

1,17)**

მეორადი თირკმლის კომპოზიტი (თირკმლის მიზეზით სიკვდილი, ESRD, eGFR-ს 40% მდგრადი შემცირება)

327 (9,4)

48,9

306 (8,8)

46,6

1,04 (0,89,

1,22)

ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა

367 (10,5)

46,9

373 (10,7)

48

0,98 (0,84,

1,13)

CV სიკვილი

255 (7,3)

32,6

264 (7,6)

34

0,96 (0,81,

1,14)

ჰოსპიტალიზაცია გულის უკმარისობის გამო

209 (6)

27,7

226 (6,5)

30,4

0,90 (0,74,

1,08)

  • * ტესტი არანაკლები უპირატესობისთვის იმის დემონსტრირებისთვის, რომ 95% CI-ის ზედა ზღვარი საფრთხის კოეფიციენტისთვის არის 1.3-ზე ნაკლები.

ESRD: თირკმლის ტერმინალური სტადიის დაავადება

ალბუმინურიის პროგრესირების ანალიზებში (ცვლილება ნორმოალბუმინურიიდან მიკრო- ან მაკროალბუმინურიაზე, ან მიკროალბუმინურიიდან მაკროალბუმინურიაზე) სავარაუდო საშიშროების თანაფარდობა იყო 0,86 (95% CI 0,78-0,95) ლინაგლიპტინისთვის პლაცებოსთან შედარებით.

ლინაგლიპტინის გულ-სისხლძარღვთა უსაფრთხოების კვლევა (CAROLINA)

CAROLINA იყო რანდომიზებული კვლევა 6033 პაციენტში ადრეული ტიპის 2 დიაბეტით და გაზრდილი CV რისკით ან დადგენილი გართულებებით, რომლებიც მკურნალობდნენ ლინაგლიპტინით 5 მგ (3023) ან გლიმეპირიდით 1-4 მგ (3010)რაც დამატებული იყო მკურნალობის სტანდარტში (მათ შორის, მეტფორმინის ფონური თერაპია პაციენტთა 83%) მიზნად ისახავს HbA1c და CV რისკ-ფაქტორების რეგიონალურ სტანდარტებს. საკვლევი პოპულაციის საშუალო ასაკი იყო 64 წელი და მოიცავდა 2030 (34%) პაციენტს ≥ 70 წლის ასაკში. საკვლევი პოპულაცია მოიცავდა 2089 (35%) პაციენტს გულ-სისხლძარღვთა დაავადებით და 1130 (19%) თირკმლის უკმარისობით eGFR < 60მლ/წთ/1.73მ2 საწყის ეტაპზე. საშუალო HbA1c საწყის ეტაპზე იყო 7.15%.

კვლევა შემუშავებული იყო არანაკლები უპირატესობის დემონსტრირებისთვის პირველადი გულ-სისხლძარღვთა ენდპოინტისთვის რომელიც იყო გულ-სისხლძარღვთა სიკვდილის პირველი შემთხვევის ან მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტის (MI) ან არალეტალური ინსულტის (3P-MACE) კომპოზიტი.

  • 25 წლის მედიანური დაკვირვების შემდეგ, ლინაგლიპტინი არ ზრდიდა გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გვერდითი მოვლენების რისკს (იხ. ცხრილი 3) გლიმეპირიდთან შედარებით. შედეგები თანმიმდევრული იყო პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობდნენ მეტფორმინით ან მის გარეშე.

ცხრილი3: ძირითადი გვერდითი კარდიოვასკულური მოვლენები (MACE) და სიკვდილიანობა მკურნალობის ჯგუფის მიხედვით CAROLINA კვლევაში

ლინაგლიპტინი 5 მგ

გლიმეპირიდი (1-4 მგ)

საშიშროების თანაფარდობა

სუბიექტების რაოდენობა (%)

სიხშირის მაჩვენებელი 1000-ზე

სუბიექტების რაოდენობა (%)

სიხშირის მაჩვენებელი 1000-ზე

(95% CI)

პაციენტების რაოდენობა

  • 023
  • 010

პირველადი CV კომპოზიტი (გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილი, არალეტალური MI, არალეტალური ინსულტი)

356 (11,8)

20,7

362 (12)

21,2

0,98 (0,84,

1,14)**

ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა

308 (10,2)

16,8

336 (11,2)

18,4

0,91 (0,78,1,06)

CV სიკვდილი

169 (5,6)

9,2

168 (5,6)

9,2

1 (0,81, 1,24)

ჰოსპიტალიზაცია გულის უკმარისობის გამო (HHF)

112 (3,7)

6,4

92 (3,1)

5,3

1,21 (0,92, 1,59)

  • * ტესტი არანაკლები უპირატესობისთვის იმის დემონსტრირებისთვის, რომ 95% CI-ის ზედა ზღვარი საფრთხის კოეფიციენტისთვის არის 1.3-ზე ნაკლები.

მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში (მკურნალობის საშუალო დრო 5.9 წელი) ზომიერი ან მძიმე ჰიპოგლიკემიის მქონე პაციენტების მაჩვენებელი იყო 6.5% ლინაგლიპტინზე 30.9% გლიმეპირიდზე, მძიმე ჰიპოგლიკემია დაფიქსირდა პაციენტების 0.3%-ში, რომლებიც იღებდნენ ლინაგლიპტინს გლიმეპირიდის 2.2%-ის წინააღმდეგ.

პედიატრული პოპულაცია

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გადადო ლინაგლიპტინის კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულება ტიპი 2 დიაბეტის მქონე პედიატრიული პოპულაციის ერთ ან მეტ ქვეჯგუფში (იხ. პარაგრაფი 4.2 პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის).

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ლინაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა ფართოდ იყო დახასიათებული ჯანმრთელ სუბიექტებში და პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ტიპი 2 დიაბეტი. ჯანმრთელ მოხალისეებში ან პაციენტებში 5 მგ დოზის პერორალური მიღების შემდეგ, ლინაგლიპტინი სწრაფად შეიწოვებოდა, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციია (საშუალო Tmax) მიიღწევა დოზის მიღებიდან 1,5 საათის შემდეგ.

ლინაგლიპტინის პლაზმური კონცენტრაცია მცირდება სამფაზურად ხანგრძლივი ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდით (ლინაგლიპტინის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი 100 საათზე მეტი), რაც ძირითადად დაკავშირებულია ლინაგლიპტინის გაჯერებულ, მჭიდრო შეკავშირებასთან DPP-4-თან და არ უწყობს ხელს სამკურნალო პროდუქტის დაგროვებას.

ლინაგლიპტინის დაგროვების ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი, რომელიც განისაზღვრება 5 მგ ლინაგლიპტინის მრავალჯერადი დოზის პერორალური მიღებისას, არის დაახლოებით 12 საათი. ლინაგლიპტინის 5 მგ დღე-ღამეში ერთხელ მიღების შემდეგ, პლაზმაში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა მესამე დოზით. ლინაგლიპტინის პლაზმური AUC გაიზარდა დაახლოებით 33%-ით 5 მგ დოზების შემდეგ წონასწორულ მდგომარეობაში პირველ დოზასთან შედარებით. ლინაგლიპტინის AUC-ის ვარიაციის ინტრასუბიექტური და სუბიექტთაშორისი კოეფიციენტები იყო მცირე (12.6% და 28.5%, შესაბამისად). ლინაგლიპტინის DPP-4-თან კონცენტრაციაზე დამოკიდებული კავშირის გამო, ლინაგლიპტინის მთლიან ექსპოზიციაზე დაფუძნებული ფარმაკოკინეტიკა არ არის წრფივი; მართლაც, ლინაგლიპტინის მთლიანი პლაზმური AUC გაიზარდა დოზის პროპორციულად ნაკლებად, ხოლო შეუზღუდავი AUC იზრდება დოზის პროპორციულად. ლინაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა ზოგადად მსგავსი იყო ჯანმრთელ სუბიექტებში და 2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში.

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია:

ლინაგლიპტინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 30%. ლინაგლიპტინთან ერთად მაღალცხიმიანი საკვების მიღებამ გაახანგრძლივა Cmax-ის მიღწევის დრო 2 საათით და შეამცირა Cmax 15%-ით, მაგრამ არანაირი გავლენა AUC 0-72 სთ-ზე არ დაფიქსირებულა. Cmax და Tmax ცვლილებების კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი მოსალოდნელი არ არის; ამიტომ ლინაგლიპტინი შეიძლება დაინიშნოს საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

განაწილება:

ქსოვილთან შეკავშირების შედეგად, განაწილების საშუალო აშკარა მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში ლინაგლიპტინის ერთჯერადი 5 მგ ინტრავენური დოზის შემდეგ ჯანმრთელ სუბიექტებში არის დაახლოებით 1110 ლიტრი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ლინაგლიპტინი ფართოდ ნაწილდება ქსოვილებში. ლინაგლიპტინის პლაზმის ცილებთან შეკავშირება დამოკიდებულია კონცენტრაციაზე, მცირდება დაახლოებით 99%-დან 1 ნმოლ/ლ-ზე 75-89%-მდე ≥30 ნმოლ/ლ-ზე, რაც ასახავს DPP-4-თან შეკავშირების გაჯერებას ლინაგლიპტინის კონცენტრაციის გაზრდით. მაღალ კონცენტრაციებში, სადაც DPP-4 სრულად არის გაჯერებული, ლინაგლიპტინის 70-80% უკავშირდებოდა პლაზმის სხვა ცილებს, ვიდრე DPP-4, შესაბამისად 30-20% არ იყო დაკავშირებული პლაზმაში.

ბიოტრანსფორმაცია

[14C] ლინაგლიპტინის პერორალური 10 მგ დოზის შემდეგ, რადიოაქტიურობის დაახლოებით 5% გამოიყოფა შარდით. მეტაბოლიზმი დაქვემდებარებულ როლს ასრულებს ლინაგლიპტინის ელიმინაციაში. გამოვლინდა ერთი ძირითადი მეტაბოლიტი 13.3% ლინაგლიპტინის შედარებითი ექსპოზიციით წონასწორულ მდგომარეობაში, რომელიც აღმოჩნდა ფარმაკოლოგიურად არააქტიური და, შესაბამისად, არ უწყობს ხელს ლინაგლიპტინის პლაზმური DPP-4 ინჰიბიტორულ აქტივობას.

ელიმინაცია

ჯანმრთელ სუბიექტებში [14C] ლინაგლიპტინის პერორალური დოზის შეყვანის შემდეგ, შეყვანილი რადიოაქტიურობის დაახლოებით 85% გამოიყოფა განავლით (80%) ან შარდით (5%) დოზის მიღებიდან 4 დღის განმავლობაში. თირკმლის კლირენსი წონასწორულ მდგომარეობაში იყო დაახლოებით 70 მლ/წთ.

წრფივობა/არაწრფივობა:

ლინაგლიპტინის DPP-4-თან კონცენტრაციაზე დამოკიდებული შეკავშირების გამო, ლინაგლიპტინის მთლიან ექსპოზიციაზე დაფუძნებული ფარმაკოკინეტიკა არ არის წრფივი.

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის დაზიანება:

ჩატარდა მრავალჯერადი, ღია ეტიკეტიანი კვლევა ლინაგლიპტინის (5 მგ დოზა) ფარმაკოკინეტიკის შესაფასებლად პაციენტებში თირკმელების ქრონიკული უკმარისობის სხვადასხვა ხარისხით, ნორმალურ ჯანმრთელ საკონტროლო სუბიექტებთან შედარებით. კვლევა მოიცავდა პაციენტებს თირკმლის უკმარისობით, კლასიფიცირებულს კრეატინინის კლირენსის საფუძველზე, როგორც მსუბუქი (50-დან <80 მლ/წთ), ზომიერი (30-დან <50 მლ/წთ) და მძიმე (<30 მლ/წთ), ასევე პაციენტებს ESRD-ით ჰემოდიალიზზე. გარდა ამისა, პაციენტები T2DM და თირკმლის მძიმე უკმარისობით (<30 მლ/წთ) შეადარეს T2DM პაციენტებს თირკმელების ნორმალური ფუნქციით.

კრეატინინის კლირენსი გაზომილი იყო შარდში კრეატინინის კლირენსის 24-საათიანი გაზომვებით ან შეფასდა შრატის კრეატინინის საფუძველზე Cockcroft-Gault ფორმულით

CrCl = (140 – ასაკი) x წონა/72 x შრატის კრეატინინი [x 0.85 ქალებისთვის].

სადაც ასაკი არის წლები, წონა კგ-ში და შრატის კრეატინინი არის მგ/დლ.

წონასწორული მდგომარეობის პირობებში, ლინაგლიპტინის ექსპოზიცია პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით შედარებული იყო ჯანმრთელ სუბიექტებთან. თირკმლის ზომიერი უკმარისობის დროს, კონტროლთან შედარებით დაფიქსირდა ექსპოზიციის ზომიერი ზრდა დაახლოებით 1,7-ჯერ. მძიმე RI-ის მქონე T2DM პაციენტებში ექსპოზიცია გაიზარდა დაახლოებით 1.4-ჯერ, ვიდრე T2DM პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით. წონასწორული მდგომარეობის პროგნოზები ლინაგლიპტინის AUC-ს შესახებ ESRD-ის მქონე პაციენტებში მიუთითებდა შედარებად ექსპოზიციაზე თირკმელების ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებთან. გარდა ამისა, მოსალოდნელი არ არის, რომ ლინაგლიპტინი გამოიყოფა თერაპიულად მნიშვნელოვანი ხარისხით ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. ამიტომ, ლინაგლიპტინის დოზის კორექცია საჭირო არ არის პაციენტებში …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პაციენტის საინფორმაციო ბროშურა

სანგი

5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მიიღება პერორალურად

  • აქტიური ინგრედიენტი: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლინაგლიპტინს.
  • შემავსებლები: მანიტოლი, პრეჟელატინიზებული სახამებელი (სიმინდი), კოპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ოპადრაი 02F240047 ვარდისფერი [ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი (E553b), მაკროგოლი / PEG21 (E1521), რკინის წითელი ოქსიდი E172)]

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ბროშურა,, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ბროშურ, შეიძლება დაგჭირდეთ მოგვიანებით წაკითხვა.
  • თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის, არ მისცეთ ის სხვებს.
  • აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს, თუ ეწვიეთ ექიმს ან საავადმყოფოს მისი გამოყენების განმავლობაში.
  • მკაცრად დაიცავით ამ ბროშურაშიი წარმოდგენილი ინსტრუქციები. ამ მედიკამენტისთვის არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა, ვიდრე რეკომენდებულია თქვენთვის/თქვენი შვილისთვის

რა არის მოცემული ამ ბროშურაში:

რა არის სანგი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ სანგის მიღებამდე

როგორ ინახება სანგი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ ინახება სანგი

საკითხებია მოცემული.

რა არის სანგი და რისთვის გამოიყენება

სანგი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სანგის, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით „დიაბეტის საწინააღმდეგო ორალური საშუალებები“. ორალური ანტიდიაბეტური საშუალებები გამოიყენება სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკურნალოდ. ისინი მუშაობენ ორგანიზმისთვის სისხლში შაქრის დონის შემცირების დახმარებისთვის.

სანგი გამოიყენება "მე-2 ტიპის დიაბეტის" დროს მოზრდილებში, თუ დაავადების ადეკვატურად კონტროლი შეუძლებელია ერთი პერორალური ანტიდიაბეტური მედიკამენტით (მეტფორმინი ან სულფონილშარდოვანა) ან მხოლოდ დიეტით და ვარჯიშით. სანგი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთად, მაგ. მეტფორმინი, სულფონილშარდოვანას პრეპარატები (მაგ. გლიმეპირიდი, გლიპიზიდი), ემპაგლიფლოზინი ან ინსულინი.

მნიშვნელოვანია დაიცვათ ექიმის ან ექთნის მიერ მოცემული რჩევა დიეტისა და ვარჯიშის შესახებ.

სანგი არის ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ამოტვიფრული "L" ერთ მხარეს და ნაბეჭდის გარეშე მეორე მხარეს.

სანგი ბაზარზე წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 30 შემოგარსულ ტაბლეტს.

რა უნდა იცოდეთ სანგის მიღებამდე

არ მიიღოთ სანგი

არ გამოიყენოთ სანგი თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ლინაგლიპტინის ან ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. დამხმარე ნივთიერებები მოცემულია ამ ჩანართის დასაწყისში.

სანგი ფრთხილად გამოიყენეთ შემდეგ სიტუაციებში:

თუ თქვენ:

  • გაქვთ 1-ელი ტიპის დიაბეტი (თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს) ან დიაბეტური კეტოაციდოზი (დიაბეტის გართულება სისხლში შაქრის მაღალი შემცველობით, წონის სწრაფი დაკლებით, გულისრევით ან ღებინება). სანგი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ პირობების სამკურნალოდ.
  • თუ იღებთ ანტიდიაბეტურ პრეპარატს, რომელიც ცნობილია როგორც „სულფონილშარდოვანა“ (მაგ. გლიმეპირიდი, გლიპიზიდი), თქვენმა ექიმმა შეიძლება მოისურვოს სულფონილშარდოვანას დოზის შემცირება სანგისთნ ერთად მიღებისას, რათა თავიდან აიცილოთ სისხლში შაქრის ძალიან დაქვეითება.
  • გქონიათ ალერგიული რეაქციები სხვა მედიკამენტებზე, რომლებსაც იღებთ სისხლში შაქრის რაოდენობის გასაკონტროლებლად.
  • გაქვთ ან გქონდათ პანკრეასის დაავადება.

თუ გაქვთ მწვავე პანკრეატიტის სიმპტომები, როგორიცაა მუდმივი, ძლიერი კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი), უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ აღგენიშნებათ კანის ბუშტუკები, ეს შეიძლება იყოს დაავადების ნიშანი, რომელსაც ეწოდება ბულოზური პემფიგოიდი. ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ შეწყვიტოთ სანგი.

სახსრების ძლიერი ტკივილი განვითარდა DPP-4 ინჰიბიტორების პრეპარატების გამოყენებისას, თუმცა არ იყო მოხსენებული სანგის გამოყენებისას. როდესაც თქვენ შეხვდებით ასეთ სიტუაციას, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი პრეპარატი.

კანის დიაბეტური დაზიანებები დიაბეტით დაავადებულთა საერთო დაავადებაა. ამ მიზეზით, ძალიან ფრთხილად უნდა დაიცვათ თქვენი ექიმის რეკომენდაციები კანისა და ფეხის მოვლის შესახებ.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში გეხებოდათ ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

სანგის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

სანგის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, გთხოვთ ამ პრეპარატის გამოყენებამდე აცნობოთ ექიმს.

უცნობია აქვს თუ არა სნგის რაიმე მავნე ზეგავლენა არ დაბადებულ ბავშვზე. ამიტომ, თუ ორსულად ხართ, უნდა მოერიდოთ სანგის გამოყენებას.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

უცნობია გადადის თუ არა სანგი დედის რძეში. თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელოს ძუძუთი კვება, შეწყვიტოს ან დაიწყოს სანგით თერაპია.

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

სანგის არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

სულფონილშარდოვანას და/ან ინსულინთან ერთად სანგის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის ზედმეტად დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ან მუშაობაზე უსაფრთხო ადგილის გარეშე. თუმცა, შეიძლება რეკომენდებული იყოს სისხლში გლუკოზის უფრო ხშირი ტესტირება ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სანგი კომბინირებულია სულფონილშარდოვანასთან და/ან ინსულინთან.

სხვა მედიკამენტები და სანგი

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

კერძოდ, უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იყენებთ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს რომელიმე შემდეგ აქტიურ ნივთიერებას:

  • კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან ფენიტოინი. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას კრუნჩხვების (გულყრის) ან ქრონიკული ტკივილის გასაკონტროლებლად.
  • რიფამპიცინი. ეს არის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ტუბერკულოზი.

თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ გამოიყენება სანგი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სანგის რეკომენდებული დოზაა ერთი 5 მგ ტაბლეტი დღე-ღამეში ერთხელ. შეგიძლიათ ეს პრეპარატი მიიღთ უზმოზე ან საკვებთან ერთად.

ექიმმა შეიძლება სანგი დაგინიშნოთ სხვა ორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატთან ერთად. დაიმახსოვრეთ, რომ მიიღოთ ყველა მედიკამენტი თქვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

სხვადასხვა საკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში:

18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში სანგის გამოეყნება რეკომენდებული არ არის.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ასაკზე დაფუძნებული დოზის კორექცია საჭირო არ არის.

განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლის უკმარისობა

ამ პაციენტებში კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ სანგის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სანგი

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სანგი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ სანგის მიღება

თუ დაგავიწყდათ სანგის დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ

მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა.

გამოტოვებულის ასანაზღაურებლად არ მიიღოთ ორმაგი დოზა. არასოდეს მიიღოთ ორი დოზა იმავე დღეს.

თუ წყვეტთ სანგის გამოყენებას

არ შეწყვიტოთ სანგის მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. თქვენი სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს, როდესაც შეწყვეტთ სანგის მიღებას.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარეა სანგიში შემავალი ნივთიერებების მიმართ. თუმცა, ეს გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება ყველას, ვინც მას იყენებს.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ სანგის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას

კანკალი, ოფლიანობა, შფოთვა, მხედველობის დაბინდვა, ტუჩების კანკალი, სიფერმრკთალე, ქცევის ცვლილებები ან დაბნეულობა. ეს სიმპტომები ვლინდება სისხლში შაქრის დაბალი დონის (ჰიპოგლიკემიის) შემთხვევაში. ჰიპოგლიკემია არის გვერდითი მოვლენა, რომელიც აღინიშნება ლინაგლიპტინის მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან ერთად გამოყენებისას. მისი სიხშირე განისაზღვრება, როგორც „ძალიან ხშირი“ (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს).

ზოგიერთ პაციენტში განვითარდა მძიმე ალერგიული ეფექტები (მომატებული მგრძნობელობა; სიხშირე: ნაკლებად ხშირი, შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში) როდესაც ლინაგლიპტინი გამოიყენებოდა ცალკე ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ. ეს ალერგიული ეფექტები მოიცავს ხიხინს და ქოშინს (ბრონქული ჰიპერაქტიურობა; სიხშირე: უცნობია, ანუ არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით). ზოგიერთ პაციენტში აღინიშნებოდა კანის გამონაყარი (სიხშირე: ნაკლებად ხშირი), ურტიკარია (ჭინჭრის ციება; სიხშირე: იშვიათი, შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს) და სახის, ტუჩების, ენის და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება; სიხშირე: იშვიათი).

თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი ასეთი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია სანგიზე. ამ შემთხვევაში, შეწყვიტეთ სანგის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგცეთ მედიკამენტი ამ ალერგიული ეფექტების სამკურნალოდ და შესაძლოა შეცვალოს პრეპარატი, რომელსაც თქვენი დიაბეტის სამკურნალოდ იყენებთ.

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი; სიხშირე: იშვიათი, რომელიც შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს) დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში, როდესაც ლინაგლიპტინი გამოიყენებოდა ცალკე ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად დიაბეტის სამკურნალოდ. თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ სანგის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს: თუ გაქვთ ძლიერი და მუდმივი მუცლის ტკივილი (კუჭის ირგვლივ), რომელიც გადაეცემა ზურგში, ასევე გულისრევა და ღებინება. ეს სიმპტომები შეიძლება ნიშნავს, რომ თქვენი პანკრეასი არის ანთებითი (პანკრეატიტი).

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს:

შემდეგი გვერდითი მოვლენები განვითარდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ლინაგლიპტინს ცალკე ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ:

ხშირი (10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები, მაგრამ 100 პაციენტში 1-ზე მეტი)

სისხლში ლიპაზას დონის მომატება

ნაკლებად ხშირი (ზემოქმედებს 100 პაციენტში 1-ზე ნაკლებზე, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტზე):

  • ცხვირის ან ყელის ანთება (ნაზოფარინგიტი),
  • ხველა
  • ყაბზობა (ინსულინის გამოყენებისას)
  • სისხლში ამილაზას დონის მომატება

იშვიათი (1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტი):

ბუშტები კანზე (ბულოზური პემფიგოიდი)

როგორ ინახება სანგი

სანგი შეინახეთ მის შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად

სანგი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

თუ შეამჩნევთ დეფექტს პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე, არ გამოიყენოთ სანგი.

სანგი არ გადაყაროთ ქალაქის წყალში ან ნაგავში, რომელიც არ გამოგიყენებიათ, გარემოს დასაცავად. გთხოვთ მიმართოთ თქვენს ფარმაცევტს ამ კუთხით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reşitpaşa Mah. Eski Büyükdere Cad. No : 4 34467

Maslak/İstanbul/Türkiye

წარმოების ადგილი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Esenyurt / İstanbul/Türkiye

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა