პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
დამარბილებელი და დამცავი საშუალებები

სალიცილის მჟავა RFF 20მგ/მლ

SALICILSKĀBES RFF 20mg/ml

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადლატვია
რისთვის გამოიყენება

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი რეკომენდებულია აკნეს მკურნალობისათვის. აკნე კანის ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია. სალიცილის მჟავას ახასიათებს აკნეს გამხსნელი თვისებები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Salicylic acid)
ფორმა და შეფუთვა
20მგ/მლ 40მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი ფლაკონი №1
მწარმოებელი
A/s “Rīgas farmaceitiska fabrika”, ლატვია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ემოლენტები და პროტექტორები, სალიცილის მჟავას პრეპარატები
ATC კოდი
D02AF
რეგისტრაციის ნომერი
რ-024607
რეგისტრირებულია
9 მარტი 2018, მოქმედებს 9 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებასალიცილის მჟავა RFF 20მგ/მლ და სხვა წამალი ერთად

სალიცილის მჟავა RFF 20მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი რეკომენდებულია აკნეს მკურნალობისათვის. აკნე კანის ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია. სალიცილის მჟავას ახასიათებს აკნეს გამხსნელი თვისებები.

პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა ტიპის აკნეს სამკურნალოდ - შავი ფერისმჭამელა (კომედონი), თეთრი ფერისმჭამელა და იუვენილური აკნე.

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი უფრო ეფექტურია შავი ფერისმჭამელებით მიმდინარე აკნეს სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი ინიშნება გარეგანი გამოყენებისთვის.

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ხსნარი გამოიყენება ადგილობრივად, დაზიანებულ ადგილზე 2-3-ჯერ დღეში.

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის დოზის გადაჭარბებისას

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის დოზის გადაჭარბების შემთხვევები ძალიან იშვიათია.

ინტოქსიკაციის შემთხვევაში ვლინდება სუნთქვითი ცვლილებები: თავდაპირველად სუნთქვა ხდება ღრმა და ინტენსიური, რასაც შემდგომში მოყვება სუნთქვის დათრგუნვა. მსუბუქი ინტოქსიკაციის სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი. მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევაში აღინიშნება ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება, გულყრა, ანურია და სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.

ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა შეწყდეს სალიცილის მჟავის - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენება, უნდა მოხდეს კანის ჩამობანა და დამატებითი ინსტრუქციებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის გამოყენება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

სიფრთხილის ზომები

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი არ ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

ანთებით კანზე და ღია ჭრილობების დროს;

ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს;

კანის დიდი ფართობების მკურნალობის დროს, განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება ჰემოფილია და სისხლის შედედების დარღვევები;

თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებების მიმართ (მაგ.: ამ მედიკამენტების გამოყენების შემდეგ აღენიშნებოდა ასთმური შეტევა, შეშუპება, ჭინჭრის ციება ან ალერგიული რინიტი).

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენებისას

სალიცილის მჟავის ხანგრძლივად კანის დიდ ფართობზე გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სალიცილატით ინტოქსიკაციის სიმპტომები (იხ. პარაგრაფი “სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის დოზის გადაჭარბებისას”).

სალიცილის მჟავის სუსტი გამაღიზიანებელი ეფექტის გამო შეიძლება განვითარდეს კანის ანთება;

თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის მოხვედრა თვალში, პირის ღრუსა და სხვა ლორწოვან გარსებზე;

თირკმლისა და ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში სალიცილის მჟავა გამოყენებულ უნდა იქნას კანის მხოლოდ მცირე ფართობზე.

სხვა მედიკამენტების მიღებისას

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

სალიცილის მჟავა ქიმიურად შეუთავსებელია იოდთან, რკინის მარილებთან და დამჟანგველ ნივთიერებებთან.

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენება საკვებთან ერთად

საკვები ნივთიერებების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის ეფექტზე.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი შეიცავს დაახლოებით 70% ეთილის სპირტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: კანის სიმშრალე, ქავილი, გაღიზიანების ან წვის შეგრძნება, კანის სიწითლე.

გვერდითი მოვლენების გამწვავებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალური შეფუთვით, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენება, თუ ბოთლი არ არის მჭიდროდ თავდახურული.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებაა სალიცილის მჟავა.

დამხმარე ნივთიერებებია 96% ეთილის სპირტი, გამოხდილი წყალი.

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის ფორმა და შეფუთვა

გამჭირვალე, უფერო სითხე ეთილის სპირტის დამახასიათებელი სუნით.

40 მლ ან 90 მლ სითხე მოთავსებულია მუქი ფერის მინის ბოთლში, ხრახნიანი პლასტმასის თავსახურით. ბოთლი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

A/S ,,Rīgas farmaceitiskā fabrika”

Riga, 16/22 Duntes street, LV-1005, Latvia

Phone: 67355550, 67355551

Fax 67355551

E-mail: [email protected]

ა/ს ,,რიგას ფარმაცეიტისკა ფაბრიკა”

რიგა, 16/22 დუნტეს ქუჩა, LV-1005, ლატვია

ტელ.: 67355550, 67355551

ფაქს.: 67355551

ელ-ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია:

  • 08.2009

ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე

მუყაოს კოლოფი

  • სამკურნალწამლო პროდუქტის დასახელება

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი

40 მლ

  • აქტიური ნივთიერება

სალიცილის მჟავა 20 მგ/მლ

  • დამხმარე ნივთიერებები

შეიცავს 70% ეთილის სპირტს

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

სალიცილის მჟავა RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი

აქტიური ნივთიერება: 1 მლ შეიცავს 20 მგ სალიცილის მჟავას (acidum salicylicum)

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე, ამიტომ მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა ან არ უმჯობესდება 5-7 დღის განმავლობაში.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამწვავებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენებამდე

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის შენახვის წესი

დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი და მისი გამოყენება

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი რეკომენდებულია აკნეს მკურნალობისათვის. აკნე კანის ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია. სალიცილის მჟავას ახასიათებს აკნეს გამხსნელი თვისებები.

პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა ტიპის აკნეს სამკურნალოდ - შავი ფერისმჭამელა (კომედონი), თეთრი ფერისმჭამელა და იუვენილური აკნე.

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი უფრო ეფექტურია შავი ფერისმჭამელებით მიმდინარე აკნეს სამკურნალოდ.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენებამდე

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი არ ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

ანთებით კანზე და ღია ჭრილობების დროს;

ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს;

კანის დიდი ფართობების მკურნალობის დროს, განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება ჰემოფილია და სისხლის შედედების დარღვევები;

თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებების მიმართ (მაგ.: ამ მედიკამენტების გამოყენების შემდეგ აღენიშნებოდა ასთმური შეტევა, შეშუპება, ჭინჭრის ციება ან ალერგიული რინიტი).

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენებისას

სალიცილის მჟავის ხანგრძლივად კანის დიდ ფართობზე გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სალიცილატით ინტოქსიკაციის სიმპტომები (იხ. პარაგრაფი “სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის დოზის გადაჭარბებისას”).

სალიცილის მჟავის სუსტი გამაღიზიანებელი ეფექტის გამო შეიძლება განვითარდეს კანის ანთება;

თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის მოხვედრა თვალში, პირის ღრუსა და სხვა ლორწოვან გარსებზე;

თირკმლისა და ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში სალიცილის მჟავა გამოყენებულ უნდა იქნას კანის მხოლოდ მცირე ფართობზე.

სხვა მედიკამენტების მიღებისას

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

სალიცილის მჟავა ქიმიურად შეუთავსებელია იოდთან, რკინის მარილებთან და დამჟანგველ ნივთიერებებთან.

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენება საკვებთან ერთად

საკვები ნივთიერებების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის ეფექტზე.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი შეიცავს დაახლოებით 70% ეთილის სპირტს.

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენების წესი

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი ინიშნება გარეგანი გამოყენებისთვის.

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ხსნარი გამოიყენება ადგილობრივად, დაზიანებულ ადგილზე 2-3-ჯერ დღეში.

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის დოზის გადაჭარბებისას

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის დოზის გადაჭარბების შემთხვევები ძალიან იშვიათია.

ინტოქსიკაციის შემთხვევაში ვლინდება სუნთქვითი ცვლილებები: თავდაპირველად სუნთქვა ხდება ღრმა და ინტენსიური, რასაც შემდგომში მოყვება სუნთქვის დათრგუნვა. მსუბუქი ინტოქსიკაციის სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი. მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევაში აღინიშნება ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება, გულყრა, ანურია და სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.

ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა შეწყდეს სალიცილის მჟავის - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენება, უნდა მოხდეს კანის ჩამობანა და დამატებითი ინსტრუქციებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის გამოყენება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: კანის სიმშრალე, ქავილი, გაღიზიანების ან წვის შეგრძნება, კანის სიწითლე.

გვერდითი მოვლენების გამწვავებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის შენახვის წესი

ინახება ორიგინალური შეფუთვით, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის გამოყენება, თუ ბოთლი არ არის მჭიდროდ თავდახურული.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებაა სალიცილის მჟავა.

დამხმარე ნივთიერებებია 96% ეთილის სპირტი, გამოხდილი წყალი.

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარის ფორმა და შეფუთვა

გამჭირვალე, უფერო სითხე ეთილის სპირტის დამახასიათებელი სუნით.

40 მლ ან 90 მლ სითხე მოთავსებულია მუქი ფერის მინის ბოთლში, ხრახნიანი პლასტმასის თავსახურით. ბოთლი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

A/S ,,Rīgas farmaceitiskā fabrika”

Riga, 16/22 Duntes street, LV-1005, Latvia

Phone: 67355550, 67355551

Fax 67355551

E-mail: [email protected]

ა/ს ,,რიგას ფარმაცეიტისკა ფაბრიკა”

რიგა, 16/22 დუნტეს ქუჩა, LV-1005, ლატვია

ტელ.: 67355550, 67355551

ფაქს.: 67355551

ელ-ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია:

  • 08.2009

ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე

მუყაოს კოლოფი

  • სამკურნალწამლო პროდუქტის დასახელება

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი

40 მლ

  • აქტიური ნივთიერება

სალიცილის მჟავა 20 მგ/მლ

  • დამხმარე ნივთიერებები

შეიცავს 70% ეთილის სპირტს

  • ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა

გარეგანი გამოყენების ხსნარი

40 მლ

  • მიღების წესი და მეთოდი

გარეგანი გამოყენებისათვის

პრეპარატის მიღებამდე იხ. გამოყენების ინსტრუქცია

  • განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

  • სხვა სპეციალური გაფრთხილებები საჭიროების შემთხვევაში

არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში

  • შენახის ვადა

შენახვის ვადა

  • შენახვის სპეციალური პირობები

ინახება ორიგინალური შეფუთვით

ინახება 25⁰C ტემპერატურის ქვემოთ

  • სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოუყენებლი სამედიცინო პროდუქტების ან ამ პროდუქტის ნარჩენი ნივთიერებების განადგურების შესახებ საჭიროების შემთხვევაში
  • ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი

A/S „Rigas farmaceitiska fabrika"

Duntes Street16/22, Riga, LV-1005, Latvia

ა/ს “რიგას ფარმაცეიტისკა ფაბრიკა”

16/22 დუნტეს ქ., რიგა, LV-1005, ლატვია

  • ვაჭრობის ლიცენზიის ნომერი

98-0879

  • სერიული ნომერი

სერია:

  • გაცემის წესი

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე

  • გამოყენების ინსტრუქცია

ჩვენება:

აკნე

დოზირება და გამოყენების წესი:

გამოიყენება დაზიანებულ ადგილას 2-3-ჯერ დღეში

  • ინფორმაცია ბრაილის შრიფტით

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი

40 მლ

ინფორმაცია პირველად შეფუთვაზე

მინის ბოთლი

  • სამკურნალწამლო პროდუქტის დასახელება

სალიცილის მჟავა - RFF 20 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი

40 მლ

  • აქტიური ნივთიერება

სალიცილის მჟავა 20 მგ/მლ

  • დამხმარე ნივთიერებები

შეიცავს 70% ეთილის სპირტს

  • ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა

გარეგანი გამოყენების ხსნარი

40 მლ

  • მიღების წესი და მეთოდი

გარეგანი გამოყენებისათვის

პრეპარატის მიღებამდე იხ. გამოყენების ინსტრუქცია

  • განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

  • სხვა სპეციალური გაფრთხილებები საჭიროების შემთხვევაში
  • შენახის ვადა

შენახვის ვადა:

  • შენახვის სპეციალური პირობები

ინახება ორიგინალური შეფუთვით

ინახება 25⁰C ტემპერატურის ქვემოთ

  • სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოუყენებლი სამედიცინო პროდუქტების ან ამ პროდუქტის ნარჩენი ნივთიერებების განადგურების შესახებ საჭიროების შემთხვევაში
  • ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი

A/S „Rigas farmaceitiska fabrika"

Duntes Street16/22, Riga, LV-1005, Latvia

ა/ს “რიგას ფარმაცეიტისკა ფაბრიკა”

16/22 დუნტეს ქ., რიგა, LV-1005, ლატვია

  • ვაჭრობის ლიცენზიის ნომერი

98-0879

  • სერიული ნომერი

სერია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა