პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

საიტოტეკი

CYTOTEC

რეცეპტით200მკგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

საიტოტეკი ნაჩვენებია თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ზემოქმედებით გამოწვეული წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ, რისკის ჯგუფში მყოფ ართრიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად აგრძელებენ აასს-ით თერაპიას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მიზოპროსტოლი (misoprostol)
ფორმა და შეფუთვა
200მკგ ტაბლეტი №60 (6X10)
მწარმოებელი
Piramal Healthcare UK Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო საშუალებები, პროსტაგლანდინები
ATC კოდი
A02BB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044505
რეგისტრირებულია
19 დეკემბერი 2025, მოქმედებს 19 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Pfizer H.C.P Corporation (აშშ)
განმცხადებელი
Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასაიტოტეკი და სხვა წამალი ერთად

საიტოტეკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

საიტოტეკი ნაჩვენებია თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ზემოქმედებით გამოწვეული წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ, რისკის ჯგუფში მყოფ ართრიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად აგრძელებენ აასს-ით თერაპიას. გარდა ამისა, პრეპარატ საიტოტეკის გამოყენება შეიძლება აასს-ით ინდუცირებული წყლულების პროფილაქტიკისთვის.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, მათ შორის აასს-ის მიღებით ინდუცირებული წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 800 მკგ-ს დღე-ღამეში, განაწილებული 2 ან 4 მიღებაზე, საუზმის ან/და საკვების თითოეული ძირითადი მიღების დროს და ძილის წინ.

მკურნალობის დაწყება საჭიროა სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომების შესუსტება უფრო სწრაფად მიიღწევა. პაციენტების უმრავლესობა წყლულისგან იკურნება 4 კვირაში, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 8 კვირამდე. წყლულის რეციდივის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს მკურნალობის დამატებითი კურსები.

აასს-ით ინდუცირებული პეპტიური წყლულის პროფილაქტიკისთვის:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მკგ-ს ორჯერ, სამჯერ ან ოთხჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის გაგრძელება შეიძლება საჭიროების მიხედვით. პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად თითოეული პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

გამოყენება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში:

არსებული მონაცემები მოწმობს, რომ თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში:

პრეპარატი საიტოტეკი მეტაბოლიზდება ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის სისტემების საშუალებით, რომლებიც არსებობს ყველა ორგანოში. ამასთან დაკავშირებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატის მეტაბოლიზმი და მისი დონეები სისხლის პლაზმაში ექვემდებარებოდეს მნიშვნელოვან ცვლილებას ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:

პრეპარატის გამოყენება შეიძლება ჩვეულებრივი დოზით.

გამოყენება ბავშვებში:

ბავშვებში პეპტიური წყლულის ან აასს-ით ინდუცირებული პეპტიური წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ პრეპარატ საიტოტეკის გამოყენება ამ დრომდე შესწავლილი არ არის.

უკუჩვენებები

მიზოპროსტოლი უკუნაჩვენებია:

შვილოსნობის უნარის მქონე ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითებები“, “გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში“, “არასასურველი გვერდითი მოვლენები“).

ორსულებში ან იმ ქალებში, რომელთა ორსულობა არ იყო გამორიცხული, ან იმ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, რადგან მიზოპროსტოლი ზრდის საშვილოსნოს ტონუსს და შეკუმშვას ორსულობის დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ემბრიონის ნაწილობრივი ან სრული გამოდევნა (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითებები“, “გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში“, “არასასურველი გვერდითი მოვლენები“). ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენებას თან ახლდა განვითარების თანდაყოლილი დეფექტების განვითარება.

პაციენტებში ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით მიზოპროსტოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის, ან სხვა პროსტაგლანდინების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ქალებისთვის შვილოსნობის პოტენციალით არ შეიძლება პრეპარატ საიტოტეკის დანიშვნა, თუ ორსულობა არ არის გამორიცხული, და აუცილებელია მათი დეტალური ინფორმირება მკურნალობის პერიოდში კონტრაცეფციური საშუალებების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. ორსულობაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს (იხ. პარაგრაფები “უკუჩვენება“, “გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში“, “არასასურველი გვერდითი მოვლენები“).

ამ ჯგუფის პაციენტებისთვის პრეპარატ საიტოტეკის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

პაციენტი იღებს კონტრაცეფციის ეფექტურ საშუალებებს.

პაციენტმა მიიღო კონსულტაცია პრეპარატ საიტოტეკის მიღებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ორსულობის დადგომის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება“).

მიზოპროსტოლის და აასს-ის ერთდროულად მიღებისას პაციენტებში განვითარდა კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, წყლული და პერფორაცია. ექიმებსა და პაციენტებს უნდა ახსოვდეთ წყლულის განვითარების შესაძლებლობის შესახებ იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ აღინიშნება სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, და აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა ენდოსკოპიური კვლევისა და ბიოფსიის ჩატარება პრეპარატის გამოყენებამდე, რათა დარწმუნდეთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ორგანოებში ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების არ არსებობაში. ეს კვლევები და ნებისმიერი სხვა, რომელსაც მკურნალი ექიმი ჩათვლის აუცილებლად, განმეორებით უნდა ჩატარდეს დროის შესაბამის ინტერვალში შემდგომი დაკვირვების მიზნით.

სიმპტომური რეაქციები მიზოპროსტოლზე არ გამორიცხავს კუჭში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების არსებობას.

მიზოპროსტოლი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პაციენტებში დიარეის გამომწვევი დაავადებებით, როგორიცაა ნაწლავის ანთებითი დაავადება.

დიარეის განვითარების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად მიზოპროსტოლი უნდა იქნას მიღებული საკვებთან ერთად, აგრეთვე თავი უნდა შეიკავოთ მაგნიუმის შემცველი ანტაციდების მიღებისგან (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).

მიზოპროსტოლი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პაციენტებში, რომლებშიც გაუწყლოება შეიძლება იყოს საშიში. ამ შემთხვევაში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი დაკვირვების ქვეშ.

კლინიკური კვლევების შედეგები მოწმობს, რომ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ეფექტიანი შეხორცებისთვის აუცილებელი დოზებით პრეპარატი საიტოტეკი არ იწვევს არტერიულ ჰიპოტენზიას. მიუხედავად ამისა, პრეპარატი საიტოტეკი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როდესაც არტერიულ ჰიპოტენზიას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მაგალითად, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გულის იშემიური დაავადება ან პერიფერიული არტერიების მძიმე დაავადებები, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზია.

არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ პრეპარატ საიტოტეკს აქვს არასასურველი ეფექტები გლუკოზის მეტაბოლიზმზე მოხალისეებში ან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატ საიტოტეკის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აასს-ის და მიზოპროსტოლის ერთდროულად გამოყენება იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იწვევდეს ტრანსამინაზების დონის მომატებას და პერიფერიულ შეშუპებას.

პრეპარატი საიტოტეკი უპირატესად მეტაბოლიზდება ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის სისტემებით, და არ ახდენს არასასურველ ეფექტებს ოქსიდაზების ღვიძლისმიერ მიკროსომულ ფერმენტულ სისტემაზე შერეული ფუნქციებით (P450). სპეციალურ კვლევებში რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ანტიპირინთან ან დიაზეპამთან ნაჩვენები არ არის.

პროპრანოლოლის კონცენტრაციების ზომიერი მომატება (საშუალოდ დაახლოებით 20%-ით AUC მნიშვნელობა და 30%-ით Cmax მნიშვნელობა) აღინიშნებოდა მიზოპროსტოლის მრავალჯერადი გამოყენებისას.

ფართო კლინიკურ კვლევებში პრეპარატ საიტოტეკის გამოყენებასთან დაკავშირებული სამკურნალწამლო ურთიერთქმედება რეგისტრირებული არ არის. მიზოპროსტოლისა და რამდენიმე აასს-ის ერთდროულად მიღებისას სამკურნალწამლო ურთიერთქმედების კვლევებმა არ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა იბუპროფენის, დიკლოფენაკის, პიროქსიკამის, ასპირინის, ნაპროქსენისა და ინდომეტაცინის ფარმაკოკინეტიკაზე.

მიზოპროსტოლით მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ მაგნიუმის შემცველი ანტაციდების მიღებისგან, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გააღრმავოს მიზოპროსტოლის გამოყენებით გამოწვეული დიარეა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

იშვიათად – საშვილოსნოს გახევა**, სიხშირე უცნობია – ამნიონური სითხის ემბოლია, საშვილოსნოს მუსკულატურის ჭარბი კუმშვადობა, ნაყოფის სიკვდილი, მუცლის არასრული მოშლა, ნაადრევი მშობიარობა, პლაცენტის მოცლის დაყოვნება, საშვილოსნოს პერფორაცია.

დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: არც ისე ხშირად – ვაგინალური სისხლდენა (მათ შორის ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში), სისხლდენა მენსტრუაციის პერიოდებს შორის, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშვილოსნოს მუსკულატურის სპაზმი; იშვიათად – მენორაგია, დისმენორეა; სიხშირე უცნობია – სისხლდენა საშვილოსნოდან.

თანდაყოლილი, მემკვიდრეობითი და გენეტიკური დარღვევები: ხშირად – ნაყოფის განვითარების დეფექტები.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: არც ისე ხშირად – ციებ-ცხელება; სიხშირე უცნობია – კანკალი.

  • დიარეა და მუცლის ტკივილი იყო დოზადამოკიდებული, ჩვეულებრივ ვლინდებოდა მკურნალობის დასაწყისში და ქრებოდა მკურნალობის გარეშე. რეგისტრირებულია მძიმე დიარეის იშვიათი შემთხვევები, რომელიც იწვევდა ორგანიზმის ძლიერ გაუწყლოებას.
  • * ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინების გამოყენების შემდეგ რეგისტრირებული იყო საშვილოსნოს გახევის იშვიათი შემთხვევები. საშვილოსნოს გახევა ძირითადად განვითარდა მრავალჯერ ნამშობიარებ ქალებში ან ქალებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ საკეისრო კვეთა.

დიარეის განვითარების რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად მიზოპროსტოლი უნდა იქნას მიღებული არაუმეტეს 200 მკგ ერთჯერადი დოზით საკვებთან ერთად, აგრეთვე თავი უნდა შეიკავოთ მაგნიუმის შემცველი ანტაციდების მიღებისგან, როდესაც საჭიროა ანტაციდი.

პრეპარატ საიტოტეკის გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენების ხასიათი არის აასს-ის ერთდროულად გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენების მსგავსი.

კლინიკური კვლევები

კლინიკურ კვლევებში 15 000-ზე მეტი პაციენტი ღებულობდა მიზოპროსტოლის სულ მცირე ერთ დოზას. არასასურველი რეაქციები ძირითადად აღინიშნებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

დიარეა და ტკივილი მუცლის არეში იყო დოზადამოკიდებული, ჩვეულებრივ, ვლინდებოდა მკურნალობის კურსის დასაწყისში და, როგორც წესი, ქრებოდა მკურნალობის გარეშე. რეგისტრირებულია მძიმე დიარეის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც იწვევდა ორგანიზმის ძლიერ გაუწყლოებას.

>1% სიხშირის არასასურველი რეაქციების პროფილი იყო ანალოგიური ქვემწვავე (4-დან 12 კვირამდე ხანგრძლივობით) და ხანგრძლივ (1 წლამდე) კლინიკურ კვლევებში.

მიზოპროსტოლის ხანგრძლივი (12 კვირაზე მეტი) გამოყენების უსაფრთხოება ნაჩვენებია რამდენიმე კვლევაში, რომელშიც პაციენტები უწყვეტად ღებულობდნენ პრეპარატს ერთ წლამდე პერიოდის განმავლობაში. ეს ითვალისწინებს კუჭის ლორწოვანი გარსის მორფოლოგიის არასასურველი ან უჩვეულო ცვლილებების არარსებობას, რაც განისაზღვრა კუჭის ბიოფსიის მეშვეობით.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები:

65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში მიზოპროსტოლის გამოყენების უსაფრთხოების პროფილში მნიშვნელოვანი განსხვავება, ახალგაზრდა პაციენტების ჯგუფთან შედარებით, გამოვლენილი არ არის.

ბავშვებში მიზოპროსტოლის გამოყენება შეფასებული არ არის.

შეტყობინება შესაძლო არასასურველი რეაქციების შესახებ

პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ გამოვლენილი შესაძლო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ სამკურნალო საშუალების სარგებლიანობისა და რისკის თანაფარდობის მონიტორინგი.

სამედიცინო მუშაკებს მოეთხოვებათ ნებისმიერი არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინების გაგზავნა ყვითელი ბარათის შევსების გზით.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ წარმოდგენილია არასასურველი რეაქციების კლასიფიკაცია დაავადების სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად (>10%), ხშირად (>1% და <10%), არც ისე ხშირად (>0,1% და <1%), იშვიათად (>0,01% და <0,1%), ძალიან იშვიათად (<0,01%), სიხშირე უცნობია – არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია – ანაფილაქსიური რეაქცია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად – დიარეა*; ხშირად – მუცლის ტკივილი*, შეკრულობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან ხშირად – გამონაყარი.

ჭარბი დოზა

ადამიანში მიზოპროსტოლის ტოქსიკური დოზა არ არის განსაზღვრული.

კლინიკურ ნიშნებს, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს დოზის გადაჭარბებაზე, მიეკუთვნება სედაციური ეფექტი, ტრემორი, კრუნჩხვა, ქოშინი, მუცლის ტკივილი, დიარეა, ცხელება, გულისცემის შეგრძნება, არტერიული ჰიპოტენზია ან ბრადიკარდია.

მკურნალობა: მიზოპროსტოლი მეტაბოლიზდება ცხიმოვანი მჟავების მსგავსად, ამიტომ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დიალიზი არ წარმოადგენს მკურნალობის ეფექტურ მეთოდს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა.

კლინიკურ კვლევებში პაციენტები იტანდნენ პრეპარატს დოზით 1200 მკგ/დღე-ღამეში 3 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი არასასურველი ეფექტების გარეშე.

გაცენის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: 200 მკგ მიზოპროსტოლს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი.

აღწერა:

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ჰექსაგონალური ტაბლეტები პერორალური მიღებისთვის, ნაჭდევით ორივე მხარეს და გრავირებით “SEARLE 1461” ერთ მხარეს.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ ადგილზე არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა

ბლისტერები 10 და 14 ტაბლეტით.

6 ბლისტერი თითოში 10 ტაბლეტით ან 2 ბლისტერი თითოში 14 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროსტაგლანდინები.

ათქ კოდი: A02BB01

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატი საიტოტეკი წარმოადგენს პროსტაგლანდინ E1-ის ბუნებრივ ანალოგს, რომელიც ხელს უწყობს პეპტიური წყლულების შეხორცებას და სიმპტომების შესუსტებას.

მოქმედების მექანიზმი

პრეპარატი საიტოტეკი იცავს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანს, მჟავას ბაზალური, სტიმულირებული და ღამის სეკრეციის დათრგუნვით, ასევე კუჭის სეკრეციის მოცულობის, კუჭის წვენის პროტეოლიზური აქტივობის შემცირებით და ბიკარბონატებისა და ლორწოს სეკრეციის გაზრდით.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი საიტოტეკი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღებისას სისხლის პლაზმაში აქტიური მეტაბოლიტის (მიზოპროსტოლის მჟავას) მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევით დაახლოებით 30 წუთში. სისხლის პლაზმიდან მიზოპროსტოლის მჟავას ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 20-40 წუთს. დღე-ღამეში ორჯერ 400 მკგ დოზით პრეპარატის მრავალჯერადი მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მიზოპროსტოლის მჟავას დაგროვება არ აღინიშნება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

საიტოტეკი

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:

საიტოტეკი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

მიზოპროსტოლი

სამკურნალწამლო ფორმა:

ტაბლეტები

შემადგენლობა:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: 200 მკგ მიზოპროსტოლს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი.

აღწერა:

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ჰექსაგონალური ტაბლეტები პერორალური მიღებისთვის, ნაჭდევით ორივე მხარეს და გრავირებით “SEARLE 1461” ერთ მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პროსტაგლანდინები.

ათქ კოდი: A02BB01

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატი საიტოტეკი წარმოადგენს პროსტაგლანდინ E1-ის ბუნებრივ ანალოგს, რომელიც ხელს უწყობს პეპტიური წყლულების შეხორცებას და სიმპტომების შესუსტებას.

მოქმედების მექანიზმი

პრეპარატი საიტოტეკი იცავს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანს, მჟავას ბაზალური, სტიმულირებული და ღამის სეკრეციის დათრგუნვით, ასევე კუჭის სეკრეციის მოცულობის, კუჭის წვენის პროტეოლიზური აქტივობის შემცირებით და ბიკარბონატებისა და ლორწოს სეკრეციის გაზრდით.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი საიტოტეკი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღებისას სისხლის პლაზმაში აქტიური მეტაბოლიტის (მიზოპროსტოლის მჟავას) მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევით დაახლოებით 30 წუთში. სისხლის პლაზმიდან მიზოპროსტოლის მჟავას ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 20-40 წუთს. დღე-ღამეში ორჯერ 400 მკგ დოზით პრეპარატის მრავალჯერადი მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მიზოპროსტოლის მჟავას დაგროვება არ აღინიშნება.

თერაპიული ჩვენება

საიტოტეკი ნაჩვენებია თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ზემოქმედებით გამოწვეული წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ, რისკის ჯგუფში მყოფ ართრიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად აგრძელებენ აასს-ით თერაპიას. გარდა ამისა, პრეპარატ საიტოტეკის გამოყენება შეიძლება აასს-ით ინდუცირებული წყლულების პროფილაქტიკისთვის.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, მათ შორის აასს-ის მიღებით ინდუცირებული წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 800 მკგ-ს დღე-ღამეში, განაწილებული 2 ან 4 მიღებაზე, საუზმის ან/და საკვების თითოეული ძირითადი მიღების დროს და ძილის წინ.

მკურნალობის დაწყება საჭიროა სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომების შესუსტება უფრო სწრაფად მიიღწევა. პაციენტების უმრავლესობა წყლულისგან იკურნება 4 კვირაში, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 8 კვირამდე. წყლულის რეციდივის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს მკურნალობის დამატებითი კურსები.

აასს-ით ინდუცირებული პეპტიური წყლულის პროფილაქტიკისთვის:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მკგ-ს ორჯერ, სამჯერ ან ოთხჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის გაგრძელება შეიძლება საჭიროების მიხედვით. პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად თითოეული პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

გამოყენება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში:

არსებული მონაცემები მოწმობს, რომ თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში:

პრეპარატი საიტოტეკი მეტაბოლიზდება ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის სისტემების საშუალებით, რომლებიც არსებობს ყველა ორგანოში. ამასთან დაკავშირებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატის მეტაბოლიზმი და მისი დონეები სისხლის პლაზმაში ექვემდებარებოდეს მნიშვნელოვან ცვლილებას ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:

პრეპარატის გამოყენება შეიძლება ჩვეულებრივი დოზით.

გამოყენება ბავშვებში:

ბავშვებში პეპტიური წყლულის ან აასს-ით ინდუცირებული პეპტიური წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ პრეპარატ საიტოტეკის გამოყენება ამ დრომდე შესწავლილი არ არის.

უკუჩვენება

მიზოპროსტოლი უკუნაჩვენებია:

შვილოსნობის უნარის მქონე ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითებები“, “გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში“, “არასასურველი გვერდითი მოვლენები“).

ორსულებში ან იმ ქალებში, რომელთა ორსულობა არ იყო გამორიცხული, ან იმ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, რადგან მიზოპროსტოლი ზრდის საშვილოსნოს ტონუსს და შეკუმშვას ორსულობის დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ემბრიონის ნაწილობრივი ან სრული გამოდევნა (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითებები“, “გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში“, “არასასურველი გვერდითი მოვლენები“). ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენებას თან ახლდა განვითარების თანდაყოლილი დეფექტების განვითარება.

პაციენტებში ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით მიზოპროსტოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის, ან სხვა პროსტაგლანდინების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

ქალებისთვის შვილოსნობის პოტენციალით არ შეიძლება პრეპარატ საიტოტეკის დანიშვნა, თუ ორსულობა არ არის გამორიცხული, და აუცილებელია მათი დეტალური ინფორმირება მკურნალობის პერიოდში კონტრაცეფციური საშუალებების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. ორსულობაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს (იხ. პარაგრაფები “უკუჩვენება“, “გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში“, “არასასურველი გვერდითი მოვლენები“).

ამ ჯგუფის პაციენტებისთვის პრეპარატ საიტოტეკის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

პაციენტი იღებს კონტრაცეფციის ეფექტურ საშუალებებს.

პაციენტმა მიიღო კონსულტაცია პრეპარატ საიტოტეკის მიღებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ორსულობის დადგომის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება“).

მიზოპროსტოლის და აასს-ის ერთდროულად მიღებისას პაციენტებში განვითარდა კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, წყლული და პერფორაცია. ექიმებსა და პაციენტებს უნდა ახსოვდეთ წყლულის განვითარების შესაძლებლობის შესახებ იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ აღინიშნება სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, და აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა ენდოსკოპიური კვლევისა და ბიოფსიის ჩატარება პრეპარატის გამოყენებამდე, რათა დარწმუნდეთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ორგანოებში ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების არ არსებობაში. ეს კვლევები და ნებისმიერი სხვა, რომელსაც მკურნალი ექიმი ჩათვლის აუცილებლად, განმეორებით უნდა ჩატარდეს დროის შესაბამის ინტერვალში შემდგომი დაკვირვების მიზნით.

სიმპტომური რეაქციები მიზოპროსტოლზე არ გამორიცხავს კუჭში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების არსებობას.

მიზოპროსტოლი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პაციენტებში დიარეის გამომწვევი დაავადებებით, როგორიცაა ნაწლავის ანთებითი დაავადება.

დიარეის განვითარების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად მიზოპროსტოლი უნდა იქნას მიღებული საკვებთან ერთად, აგრეთვე თავი უნდა შეიკავოთ მაგნიუმის შემცველი ანტაციდების მიღებისგან (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).

მიზოპროსტოლი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პაციენტებში, რომლებშიც გაუწყლოება შეიძლება იყოს საშიში. ამ შემთხვევაში პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი დაკვირვების ქვეშ.

კლინიკური კვლევების შედეგები მოწმობს, რომ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ეფექტიანი შეხორცებისთვის აუცილებელი დოზებით პრეპარატი საიტოტეკი არ იწვევს არტერიულ ჰიპოტენზიას. მიუხედავად ამისა, პრეპარატი საიტოტეკი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როდესაც არტერიულ ჰიპოტენზიას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მაგალითად, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გულის იშემიური დაავადება ან პერიფერიული არტერიების მძიმე დაავადებები, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზია.

არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ პრეპარატ საიტოტეკს აქვს არასასურველი ეფექტები გლუკოზის მეტაბოლიზმზე მოხალისეებში ან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატ საიტოტეკის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აასს-ის და მიზოპროსტოლის ერთდროულად გამოყენება იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იწვევდეს ტრანსამინაზების დონის მომატებას და პერიფერიულ შეშუპებას.

პრეპარატი საიტოტეკი უპირატესად მეტაბოლიზდება ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის სისტემებით, და არ ახდენს არასასურველ ეფექტებს ოქსიდაზების ღვიძლისმიერ მიკროსომულ ფერმენტულ სისტემაზე შერეული ფუნქციებით (P450). სპეციალურ კვლევებში რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ანტიპირინთან ან დიაზეპამთან ნაჩვენები არ არის.

პროპრანოლოლის კონცენტრაციების ზომიერი მომატება (საშუალოდ დაახლოებით 20%-ით AUC მნიშვნელობა და 30%-ით Cmax მნიშვნელობა) აღინიშნებოდა მიზოპროსტოლის მრავალჯერადი გამოყენებისას.

ფართო კლინიკურ კვლევებში პრეპარატ საიტოტეკის გამოყენებასთან დაკავშირებული სამკურნალწამლო ურთიერთქმედება რეგისტრირებული არ არის. მიზოპროსტოლისა და რამდენიმე აასს-ის ერთდროულად მიღებისას სამკურნალწამლო ურთიერთქმედების კვლევებმა არ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა იბუპროფენის, დიკლოფენაკის, პიროქსიკამის, ასპირინის, ნაპროქსენისა და ინდომეტაცინის ფარმაკოკინეტიკაზე.

მიზოპროსტოლით მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ მაგნიუმის შემცველი ანტაციდების მიღებისგან, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გააღრმავოს მიზოპროსტოლის გამოყენებით გამოწვეული დიარეა.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

შვილოსნობის ასაკში მყოფი ქალები

პრეპარატ საიტოტეკით მკურნალობის დაწყებამდე შვილოსნობის უნარის მქონე ქალები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ტერატოგენულობის რისკის შესახებ. არ შეიძლება პრეპარატით მკურნალობის დაწყება, თუ ორსულობა არ არის გამორიცხული, და აუცილებელია პაციენტის დეტალური ინფორმირება მკურნალობის პერიოდში სათანადო კონტრაცეფციის გამოყენების მნიშვნელობის შესახებ. ორსულობაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს (იხ. პარაგრაფები “უკუჩვენება“, “განსაკუთრებული მითითებები“).

ორსულობა

მიზოპროსტოლი

მიზოპროსტოლი იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას და ასოცირდება აბორტებთან, ნაადრევ მშობიარობასთან, ნაყოფის სიკვდილთან და ნაყოფის განვითარების თანდაყოლილ დეფექტებთან.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში მიზოპროსტოლის გამოყენებისას განვითარების დეფექტების რისკი სამჯერ გაიზარდა, საკონტროლო ჯგუფში მათი განვითარების რისკთან შედარებით, რომელიც შეადგენდა 2%-ს. კერძოდ, საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდში მიზოპროსტოლის ზემოქმედებას თან ახლდა მებიუსის სინდრომის (სახის ნერვის თანდაყოლილი დამბლა, რაც იწვევს ჰიპომიმიას, წოვისა და ყლაპვის პრობლემებს, ასევე თვალის მოძრაობის დარღვევებს კიდურების განვითარების დარღვევებით ან მათ გარეშე); ამნიონური შეხორცების სინდრომის (კიდურების დეფორმაცია/ამპუტაცია, განსაკუთრებით ტერფების განვითარების დეფექტები, ახეირია, ოლიგოდაქტილია, მაგარი სასის შეხორცების დარღვევა, გარდა სხვა შემთხვევებისა) და ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების დარღვევების (თავის ტვინისა და ქალის განვითარების დარღვევები, როგორიცაა ანენცეფალია, ჰიდროცეფალია, ნათხემის ჰიპოპლაზია, ნერვული მილის დეფექტები) გამოვლენა.

აღინიშნებოდა სხვა დეფექტებიც, მათ შორის ართროგრიპოზი.

ამასთან დაკავშირებით:

ქალი უნდა იყოს ინფორმირებული ტერატოგენულობის რისკის შესახებ;

თუ ქალს სურს ორსულობის შენარჩუნება მიზოპროსტოლის გამოყენების შემდეგ საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდში, საჭიროა ნაყოფის განვითარების გულდასმით კონტროლი ორსულობის პერიოდში ულტრაბგერითი გამოკვლევის გზით თავისა და კიდურების განსაკუთრებული კონტროლით.

საშვილოსნოს გახევის რისკი იზრდება ნაყოფის გესტაციურ ასაკთან ერთად და ანამნეზში საშვილოსნოზე მანამდე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის, მათ შორის საკეისრო კვეთის შემთხვევაში. მრავალნაყოფიერება, როგორც ჩანს, ასევე წარმოადგენს საშვილოსნოს გახევის რისკის ფაქტორს.

ლაქტაცია

მიზოპროსტოლი სწრაფად მეტაბოლიზდება დედის ორგანიზმში მიზოპროსტოლის მჟავამდე, რომელიც ბიოლოგიურად აქტიურია და გამოიყოფა დედის რძეში. მიზოპროსტოლის მიღება არ შეიძლება ქალებისთვის, რომლებიც ბავშვს ძუძუთი კვებავენ, რადგან ჩვილებში, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე, რძეში არსებულ მიზოპროსტოლის მჟავას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა დიარეა.

ზემოქმედება ტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატ საიტოტეკს შეუძლია გამოიწვიოს თავბრუსხვევა. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება სიფრთხილის ზომების დაცვის აუცილებლობის შესახებ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

არასასურველი გვერდითი მოვლენები

ქვემოთ წარმოდგენილია არასასურველი რეაქციების კლასიფიკაცია დაავადების სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად (>10%), ხშირად (>1% და <10%), არც ისე ხშირად (>0,1% და <1%), იშვიათად (>0,01% და <0,1%), ძალიან იშვიათად (<0,01%), სიხშირე უცნობია – არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია – ანაფილაქსიური რეაქცია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად – დიარეა*; ხშირად – მუცლის ტკივილი*, შეკრულობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან ხშირად – გამონაყარი.

ორსულობა, მშობიარობის შემდგომი და პერინატალური მდგომარეობები: იშვიათად – საშვილოსნოს გახევა**, სიხშირე უცნობია – ამნიონური სითხის ემბოლია, საშვილოსნოს მუსკულატურის ჭარბი კუმშვადობა, ნაყოფის სიკვდილი, მუცლის არასრული მოშლა, ნაადრევი მშობიარობა, პლაცენტის მოცლის დაყოვნება, საშვილოსნოს პერფორაცია.

დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: არც ისე ხშირად – ვაგინალური სისხლდენა (მათ შორის ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში), სისხლდენა მენსტრუაციის პერიოდებს შორის, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშვილოსნოს მუსკულატურის სპაზმი; იშვიათად – მენორაგია, დისმენორეა; სიხშირე უცნობია – სისხლდენა საშვილოსნოდან.

თანდაყოლილი, მემკვიდრეობითი და გენეტიკური დარღვევები: ხშირად – ნაყოფის განვითარების დეფექტები.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: არც ისე ხშირად – ციებ-ცხელება; სიხშირე უცნობია – კანკალი.

  • დიარეა და მუცლის ტკივილი იყო დოზადამოკიდებული, ჩვეულებრივ ვლინდებოდა მკურნალობის დასაწყისში და ქრებოდა მკურნალობის გარეშე. რეგისტრირებულია მძიმე დიარეის იშვიათი შემთხვევები, რომელიც იწვევდა ორგანიზმის ძლიერ გაუწყლოებას.
  • * ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინების გამოყენების შემდეგ რეგისტრირებული იყო საშვილოსნოს გახევის იშვიათი შემთხვევები. საშვილოსნოს გახევა ძირითადად განვითარდა მრავალჯერ ნამშობიარებ ქალებში ან ქალებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ საკეისრო კვეთა.

დიარეის განვითარების რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად მიზოპროსტოლი უნდა იქნას მიღებული არაუმეტეს 200 მკგ ერთჯერადი დოზით საკვებთან ერთად, აგრეთვე თავი უნდა შეიკავოთ მაგნიუმის შემცველი ანტაციდების მიღებისგან, როდესაც საჭიროა ანტაციდი.

პრეპარატ საიტოტეკის გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენების ხასიათი არის აასს-ის ერთდროულად გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენების მსგავსი.

კლინიკური კვლევები

კლინიკურ კვლევებში 15 000-ზე მეტი პაციენტი ღებულობდა მიზოპროსტოლის სულ მცირე ერთ დოზას. არასასურველი რეაქციები ძირითადად აღინიშნებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

დიარეა და ტკივილი მუცლის არეში იყო დოზადამოკიდებული, ჩვეულებრივ, ვლინდებოდა მკურნალობის კურსის დასაწყისში და, როგორც წესი, ქრებოდა მკურნალობის გარეშე. რეგისტრირებულია მძიმე დიარეის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც იწვევდა ორგანიზმის ძლიერ გაუწყლოებას.

>1% სიხშირის არასასურველი რეაქციების პროფილი იყო ანალოგიური ქვემწვავე (4-დან 12 კვირამდე ხანგრძლივობით) და ხანგრძლივ (1 წლამდე) კლინიკურ კვლევებში.

მიზოპროსტოლის ხანგრძლივი (12 კვირაზე მეტი) გამოყენების უსაფრთხოება ნაჩვენებია რამდენიმე კვლევაში, რომელშიც პაციენტები უწყვეტად ღებულობდნენ პრეპარატს ერთ წლამდე პერიოდის განმავლობაში. ეს ითვალისწინებს კუჭის ლორწოვანი გარსის მორფოლოგიის არასასურველი ან უჩვეულო ცვლილებების არარსებობას, რაც განისაზღვრა კუჭის ბიოფსიის მეშვეობით.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები:

65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში მიზოპროსტოლის გამოყენების უსაფრთხოების პროფილში მნიშვნელოვანი განსხვავება, ახალგაზრდა პაციენტების ჯგუფთან შედარებით, გამოვლენილი არ არის.

ბავშვებში მიზოპროსტოლის გამოყენება შეფასებული არ არის.

შეტყობინება შესაძლო არასასურველი რეაქციების შესახებ

პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ გამოვლენილი შესაძლო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ სამკურნალო საშუალების სარგებლიანობისა და რისკის თანაფარდობის მონიტორინგი.

სამედიცინო მუშაკებს მოეთხოვებათ ნებისმიერი არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინების გაგზავნა ყვითელი ბარათის შევსების გზით.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების ნიშნები და სიმპტომები

ადამიანში მიზოპროსტოლის ტოქსიკური დოზა არ არის განსაზღვრული.

კლინიკურ ნიშნებს, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს დოზის გადაჭარბებაზე, მიეკუთვნება სედაციური ეფექტი, ტრემორი, კრუნჩხვა, ქოშინი, მუცლის ტკივილი, დიარეა, ცხელება, გულისცემის შეგრძნება, არტერიული ჰიპოტენზია ან ბრადიკარდია.

მკურნალობა: მიზოპროსტოლი მეტაბოლიზდება ცხიმოვანი მჟავების მსგავსად, ამიტომ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დიალიზი არ წარმოადგენს მკურნალობის ეფექტურ მეთოდს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა.

კლინიკურ კვლევებში პაციენტები იტანდნენ პრეპარატს დოზით 1200 მკგ/დღე-ღამეში 3 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი არასასურველი ეფექტების გარეშე.

გაცენის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ ადგილზე არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა

ბლისტერები 10 და 14 ტაბლეტით.

6 ბლისტერი თითოში 10 ტაბლეტით ან 2 ბლისტერი თითოში 14 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი

პირამალ ჰელსქეირ იუკ ლტდ.

უოლტონ როუდ, მორპეტ, ნორტუმბერლენდი, NE61 3YA, გაერთიანებული სამეფო.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

“ფაიზერ ეიჩ. სი. პი. კორპორეიშნ“,

ჰადსონ ბულვარ ისტ 66, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი 10001-2192, აშშ

ტელეფონი: +1 (212) 733-23-23

https://www.pfizer.com/contact/email

20769732

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა